რად მინდა თოვლი ამ თებერვალში,
თოვლი უხდება იანვარს.
ამშვენებს, როგორც ტოტს ნორჩი კვირტი,
რომელიც თეთრად ბრწყინავს.
თოვლს სიხარული მოაქვს და მუდამ
გაასხივოსნებს არეს,
გაახალისებს გულებს და
ბავშვებს გაალაღებს.
თოვლი - ეს სინათლეა,
ჰარმონიაა გრძნობის,
თვით ზეიმია ზეცის,
ჩაფიქრებული ნატვრის.
მიწას ეცემის ფიფქი,
ფეხქვეშ ხრაშუნებს თოვლი,
ეს გულის ხმაა სწორედ,
ასე ზეიმობს სული.
თოვლი მოსულა რათა
განქარვოს ბნელი ფიქრი,
შეგვინდოს შეცოდება,
გადაახვიოს ფირი.
კვლავ ვიგუნდაოთ ერთად,
ვიცელქოთ ძველებურად.
ეს ბავშვობაა ტკბილი,
ამას გვახსენებს თოვლი.
ახალი წელი გვიხმობს
და შეგკვრებს ოჯახს ერთად,
მეც მაშინ მინდა თოვლი,
მაშინ მიხარის მეტად.
ეს იანვარში ხდება,
აპნისს ამშვენებს თოვლი.
რად მინდა თებერვალში,
ბუხარს რომ არ სდის ბოლი.
No comments:
Post a Comment