ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე
ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

Monday, February 6, 2017

ო, რა კარგია თავისუფლება

ო, რა კარგია მზის პირზე ყოფნა,
თავისუფლების განცდით დატკბობა.
ო ,რა კარგია მშვიდი ცხოვრება
და სილამაზის აღქმით დათრობა.

ო, რა კარგია მზის სხივად ყოფნა.
უდარდელ ჩიტად ყოფნაც კარგია,
შორს ვიფრენ მუდამ, მაღლა ზეცაში,
სადაც ხმაურიც ძალზედ ჩუმია.

ეს ის სიოა, ნაზად ჩურჩულებს,
უწინ ქარიშხლად მევლინებოდა,
ახლა კი მიმღერს, ჰანგებით მატკბობს,
წინათ უფსკრულშიც მექაჩებოდა.

ეს ის სხივია, კანს რომ მიწვავდა,
ახლა კი სინაზით ჟრუანტელს მგვრის,
მისი შეხება კოცნას მაგონებს
და მონა ვხდები მეც ამ ამბორის.

თითქოს ვქცეულვარ ბუნების გულად,
ამ ჰარმონიის მოჟღერალ სიმად.
მეტი რა მინდა გასახარებლად,
უკვე მზად ვარ,რომ გავთქვა თამამად,

რაც შევიმეცნე და რაც ვისწავლე,
საკმარისია, ვიყო ფხიზელი.
ვგავდე ხის ტოტზე ჩამომჯდარ მერცხალს,
რომელსაც უხმობს ეს გაზაფხული.

დრო დადგა, ცაში გავშალო ფრთები,
ვიქცე ღრუბლებად, მთებად და ზღვებად.
თავისუფლების განცდაა მხოლოდ
ასეთი კარგი, ბევრს რომ აქვს ნატვრად.

გიორგი ჩაჩხიანი

No comments:

Post a Comment