1)
-იცი შემდეგ 5 წუთში რას გავაკეთებ? გეტყვი, რომ ძალიან მიყვარხარ,
მაგრამ კითხვა შენს პასუხში კი არაა, ვიცი,რომ მე გვერდით აუცილებლად საუკეთესო
მეყოლება, კითხვა იმაშია, ხარ შენ კი ეს საუკეთესო?
-რას მიყურებ? ჯერ ხომ 5 წუთი არ გასულა.
-და ასე ცდილობ ჩემს მოხიბვლას?
-ჯერ არა, შენს მოხიბვლას სულაც არ ვცდილობ, შენ ხომ ჩემთვის არავინ
ხარ, მაგრამ შეიძლება რაღაც მართლაც გახდე და ეს რაღაც განუზომლად დიდი იყოს, ამას
მხოლოდ წუთ-ნახევარში გავიგებთ.
-მე შენ მიყვარხარ.
-იცი შემდეგ 5 კვირაში რას გავაკეთებ? პასუხს გეტყვი.
2)
-მიყვარხარ.
-და ამას ახლა რატომ მეუბნები?
-მინდა მოვასწრო.
-რას?
-სანამ ძალიან შემიყვარდები.
-რატომ?
-უარი რომ მითხრა...
-მერე?
-ნაკლები სადარდებელი მექნება.
3)
-როდის შეგიყვარდი?
-არ ვიცი, ერთხელაც, როდესაც დაგინახე... გული ამიძგერდა, მთელი ოთახი
დაპატარავდა, ხალხი სადღაც გაუჩინარდა, მხოლოდ შენ დარჩი, მხოლოდ შენ იყავი... და
ეს ოთახი ისე შევიწროვდა, თავზე მთელი ძალით მიჭერდა,თითქოს საცაა მეც საბოლოოდ
გამჭყლეტსო.
-მერე რა ქენი?
-გაგეცალე.
-რატომ?
-რამე რომ არ შემტყობოდა.
4)
-რატომ შეგიყვარდი?
-ბევრი მიზეზია.
-ერთი მითხარი, ყველაზე მარტივი და უბრალო.
-სხვებს არ ჰგავხარ, შენ განსხვავებული ხარ.
-ყველა ადამიანი განსხვავებულია.
-განსხვავებულები მხოლოდ ერთეულები არიან, დანარჩენები კი ერთი და
იგივენი სხვადასხვა შეფუთვებით.
5)
-არ მეგონა თუ თქმას შეძლებდი.
-რატომ?
-არ ვიცი, უბრალოდ არ მეგონა.იმდენი ხანი დუმდი,რომ...
-შემდეგ კი გავაცნობიერე,რომ არაფერს ვკარგავ, სრულიად არაფერს. მე კი
არა, ეს შენ უფრო მეტი გაქვს დასაკარგი და მივხვდი,რომ თუ არაფერს გეტყოდი თავად
უფრო მეტს დაკარგავდი, მე კი ამას ვერ დავუშვებდი.
-ღმერთო, ასეთი ეგოისტური აზრები საიდან?
-ასეთი აზრები ყველაზე ცუდთან შესახვედრად გამზადებს და შემდეგ
აღარაფერი აღარ ისახება ისეთ მუქ ფერებში, როგორშიც უნდა ასახულიყო.
6)
-უარი რომ მეთქვა რას იზამდი?
-არაფერს.
-სრულიად არაფერს?
-რა უნდა მექნა, თვითგვემას ხომ არ მივეცემოდი და საკუთარ თავს
დავადანაშაულებდი, არა, რადგან ვიცი,რომ მე საკმარისად კარგი ვარ და არც ცუდს
ვიმსახურებ, ეგებ უკეთესიც კი ყოფილიყო ის უარი.
-ხომ არ ნანობ?
-სრულებით არა, რომ არ მეთქვა, რომ არ მეცადა მაშინ ვინანებდი.
ცხოვრება არაერთ საჩუქარს გვთავაზობს, სისულელე იქნებოდა მათზე უარის თქმა და ამ
შანსების გამოუყენებლობა, ვინ იცის, ეგებ რომელიმე ბედის საჩუქარიც აღმოჩნდეს.
7)
-ამდენ ხანს რას აკეთებდი?
-შესაფერის მომენტს ვეძებდი.
-რით ვერ იპოვნე?
-ვიპოვნე, მაგრამ არ გამოვიდა.
-რატომ?
-ალბათ, იმიტომ,რომ არც უნდა გამოსულიყო, თორემ ახლა აქ არ ვიქნებოდით
და არც ეს მომენტი შედგებოდა.
8)
-მიყვარხარ.
-იცი, მე როგორც მეგობარს ისე გიყურებ.
-გასაგებია,დამიჯერე, გულწრფელ წარმატებებს გისურვებ.
-რა წარმატებებს?
-ისინი მართლაც დაგჭირდება.
-რაში?
-ვინმე უკეთესის პოვნაში.
9)
- „არვინ არსებობს ცის კამარაზე,
მხოლოდ შენა ხარ, მხოლოდ შენ მყავხარ.“
-ძალიან კარგია.
-მიხარია თუ მოგეწონა, რადგან ის ისევე,როგორც ჩემი თითოეული ლექსი
შენ გეძღვნება.
-მართლა?
-რა თქმა უნდა, როგორ შეიძლებოდა სხვა შემყვარებოდა და გამხდარიყო
ჩემთვის განსაკუთრებული, როდესაც შენ არსებობ, შენ ხომ...
10)
-მპირდები?
-გპირდები.
-გამიმეორე.
-გპირდები,რომ ყველაფერს გავაკეთებ თავი მართლაც განსაკუთრებულად რომ
იგრძნო. შენი საოცარი ღიმილის გამოწვევა, შენი ბედნიერება და ულევი სიხარული ამ
წამიდან ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ მთავარ მიზნად იქცა. მე კი ჩემს მიზნებს ყოველთვის
ვაღწევ.
-მიყვარხარ.
-მიყვარხარ.
No comments:
Post a Comment