ნატვრა ხარ ჩემი, შენი ზმანება
იისფრად მუდამ თან მესახება,
ნაზი ღიმილით მონუსხული ვარ,
ოცნებებშიც კი ეგ მევლინება.
ძალზედ ძნელია უშენოდ ყოფნა,
ნაფრას არ სძალუძს ლმობის დაცხრობა,
ერატოც მერჩის, დღენიადაგ მძრახვს,
ლამაზ სიზმარში ვპოვე განცხრომა.
არ მესმის გარე სამყაროს რიტმის,
ძნელია აღქმა სხვა სილამაზის,
ერთობ რთულია რამემ მომხიბლოს,
სანამ მორევში ვარ სიყვარულის.
გიორგი ჩაჩხიანი
No comments:
Post a Comment