როდის გიხილე უკანასკნელად,
როდის მომაპყარ შენი თვალები,
მას შემდეგ უკვე დროც ამერია
და დაკარგული დავიარები.
მეგონა მონა შენი დაგეხსენ,
უნდა შევყროდი თავისუფლებას,
მაგრამ გამოჩნდი მოულოდნელად
და განმაშორე ძალაუფლებას.
ისევ შენი ვარ, მარად ვიქნები,
შენი თვალების ნაზი ფახური,
რიტმული სუნთქვა გულს ამიძგერებს
და ბანსაც მოგცემს ჩემი ჩანგური.
თუ ცდას აპირებ, ბოლომდე ცადე,
უთქვამს დიდ კაცსა გარდასულ დროში,
მაგრამ, გიხილავ, მყის მავიწყდება,
მე ყოველივე თქმული წარსულში.
შენ რომ აწმყოში არსებობ,კარგო,
და ჩემს სამყაროს განასხივოსნებ,
სწორედ ესაა, გულს რომ მიხარებს
და ყოველ ჯერზე უფრო აძგერებ.
გიორგი ჩაჩხიანი
No comments:
Post a Comment