ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე
ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

Friday, December 2, 2016

შენ ჩემს მუზას, ჩემს საოცარ ქალბატონს...

შენ ჩემს მუზას, ჩემს საოცარ ქალბატონს,
მხოლოდ შენთვის რომ ძგერს გული მხურვალე,
აღელვებულ სულსა როდის დავაოკ
და დამიმონს სიყვარული ბრწყინვალე.

დავეძებდი ხსნას და თავისუფლებას,
ვისწრაფვოდი ბორკილების დახსნისკენ,
მაგრამ, როცა შენ შეეხე ჩემს ჯაჭვებს,
იქ დამრთავრდა სწრაფვა სინათლისაკენ.

ჩემი ყოფა ნათელ ფერში დახატე
და ცხოვრება წითლად გამიფერადე,
სინათლით და სიხარულით ამავსე,
ისე მყავი, ფიქრიც არ დამაცადე.

ყოველივე ბნელი სადღაც განქარვე,
დამამონე შენს საოცარ ღიმილსა,
მაგრამ რა ვქნა, მომწონს ყოფა ასეთი,
არ ვაპირებ შემართებულ ბრძოლებსა.

ეგ კი არა, ჯაჭვებს უფრო მოვიჭერ,
ყოველ ჯერზე უფრო დაგემონები,
შენ ქცეულხარ ჩემთვის სათნო ქალღმერთად
და მეც ნებას შენსას ვემორჩილები.

გიორგი ჩაჩხიანი

No comments:

Post a Comment