ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე
ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

Monday, February 6, 2017

თითქოს ვშორდები მიწას

თითქოს ვშორდები მიწას
და იქ გტოვებდე შენ.
მივიწევ მაღლა-მაღლა,
სადაც არწივნი ფრენენ.

ეს სიჭაბუკის ჟამი
მთავრდება, იწურება.
სამყაროს კვლევის ჟინი
სულ უფრო მიღვივდება.

არ მყოფნის არც ეს ზეცა
და არც ღრუბლების კონა,
არც სიბრძნე მიწიერი,
შენი გულწრფელი კოცნა.

მე მეტი მინდა ვნახო,
შევიცნო ეს ცხოვრება,
გავიხალისო ყოფა,
ვისწავლო შემეცნება.

ეს შენთან ერთად მინდა,
ერთად შევერწყათ ზეცას,
ვიფრინოთ მაღლა-მაღლა,
გავშორდეთ ბედკრულ მიწას.

გიორგი ჩაჩხიანი

No comments:

Post a Comment