ჭიჭიკო ჩვენთვის კარგად
ნაცნობი პიროვნებაა,რომელმაც თავი თავისი ისტორიებით დაგვამახსოვრა. ამბავი,რომლის
მოყოლასაც ვაპირებ 16 აგვისტოს თავად ჭიჭიკოსგან მოვისმინე. ისტორიის უშუალო გმირი
ბ-ჯემალი არაა,უბრალოდ ის კარგი მთხრობელის როლში გვევლინება. შევეცდები მეც
ზუსტად ასევე მოგიყვეთ ეს ამბავი.
ზაფხული იდგა,ქართული
ბაზრები მრავალფეროვანი ხილით იყო გადავსებული. ყველაზე მეტად თვალში ნესვები და
საზამთროები გეცემოდათ. სწორედ რომ საზამთროების დახლდათ იდგა ჩვენი მთავარი
გმირიც. საშუალო ასაკის კაცი იყო,თმაში უკვე ჭაღარა შერეოდა. ბაზარში იდგა და
საზამთროებს ყიდდა. იქვე, ქვემოთ გალია ედგა,რომელშიც ინდაურები
იმყოფებოდნენ,ყოველი შემთხვევისთვის წამოეღო,თუ გაყიდიდა გაყიდიდა,თუ არა და თავის
ინდაურებს ისევ უკან,სახლში წაიყვანდა. ბაზარში ორი ახალგაზრდა გამოჩნდა.სიეშმაკე
თვალებშიც ეტყობოდათ,მაგრამ ნამდვილი ბუნების დამალვას მაინც ახერხებდნენ.
დაინახეს თუ არა ჩვენი გამყიდველი თავისი ინდაურებით მაშინვე მისკენ დაიძრნენ.
ერთმა ხელი შორიდანვე აუწია,მეორემ კი უთხრა:
- ბიძია,რა კაია რო მოგაგენით. ბიძაჩემს შვილის დაბადების დღე აქვს,
მრგვალი თარიღია,ინდაურები უნდა რო იყიდოს და ე,მაგიზა გამოგვაგზავნა ჩვენ ამ
ბაზარში. მარა ნახე ახლა შენ რაშია საქმე,ფული არა გვაქვს. ახლა წავიდეთ ჩვენ
ბიძაჩემთან,წამოიყვანე ეგ შენი ინდაურები,შევხვდებით ბიძაჩემს, ფულს მოგცემს და
ინდაურებს დაუტოვებ.ჰა,რას იტყვი?
კაცს გაეხარდა იქნებ ეს
ინდაურები გავყიდო,რა ფულს ვიშოვიო და დასთანხმდა ამ ორ აფერისტს. ჩასვეს
მანქანაში ეს ჩვენი გამყიდველი და მივიდნენ საგიჟეთში. გადმოვიდნენ თუ არა კაცს
ეუბნებიან:
-ა,შიგნითაა ბიძაჩვენი,თეთრი ხალათი აცვია,ექიმია რა. ეგრევე
იცნობ,შედი და ფული გამოართვი,მიხვდება ყველაფერს. მაინც კლინიკაა და ინდაურებით
შეიძლება არ შეგიშვან,ჩვენ აქ დაგელოდებით და მერე ბაზარშიც დაგაბრუნებთ. -კაცმა
თავი დაუქნია და შევიდა კლინიკაში. მოსაცდელში დაჯდა და ელოდება ვინმე როდის მივა
ფულის მისაცემად. იცადა,იცადა და ასე გავიდა ნახევარი საათი. ამასობაში დერეფანში
თეთრხალათიანი ექიმი გამოჩნდა,ადგა ეს ჩვენი გამყიდველი და ექიმთან მივიდა:
-ბოდიში, ექიმი კაცი კი ხარ,მარა ინდაურების ფული გაქვს მოსაცემი.
-ინდაურების ფული მაქვს მოსაცემი?-ექიმს გაუკვირდა,მან ცალი წარბი
აზიდა.
-კი ბატონო.
-და რომელ ინდაურებზეა საუბარი?
-აი შენი შვილის დაბადების დღისთვის რო იყიდე, ძმიშვილები რო გამოგზავნე,უი
ხო, „კრუგლი“ თარიღიაო და გილოცავ- გამყიდველმა ექიმს პერანგზე ხელი სამჯერ ნაზად
დაარტყა-კაი ახლა, მომეცი ფული და წავედი,თორემ მელოდებიან ბიჭები.
-ეს კაცი პატარა ვერაა კარგად-დაიყვირა ექიმმა და სანიტრები
გამოიძახა,გაუკეთეს კიტრის ოდენა ნემსი ჩვენს გამყიდველს და შეაგდეს პალატაში.ამასობაში
ორი აფერისტი უკვე სახლში იმყოფებოდა, ისინი ინდაურების დაკვლისთვის ემზადებოდნენ.
გავიდა ხანი,გაიღვიძა ჩვენმა
გამყიდველმა. შემოვიდა ექიმი.
-აბა,როგორა ხარ?
-რაფერ უნდა ვიყო,ჩემი ფულის მაგივრად რაღაცა ორმეტრიანი შპრიცი რო
მომეცი.დროზე მომეცი ფული რა,საზამთროები მაქვს დატოვებული ელვარდისთვის და ცოდოა
ისიც, ან მაშინ თუ ფულს არ მაძლევ ინდაურები დამიბრუნე - ექიმი კაცს გაშტერებული უყურებდა. მერე ღრმად
ჩაისუნთქა და მთელ ხმაზე იღრიალა:
-დროზე სანიტრები!- მოვიდა ორი ტიპი და ისევ კიტრის ოდენა ნემსი
გაუკეთეს ჩვენს გამყიდველს. ამასობაში მოსაღამოვდა. გამყიდველის ოჯახი ანერვიულდა,
შვილმა მამის ძებნა პოლიციებში,საავანდმყოფოებში,ქუჩებში დაიწყო, სადაც
კი შეიძლებოდა ყველგან ეძებდა. რამოდენი საათიანი ძიების შემდეგ იფიქრა ბარემ საგიჟეთშიც
გავიკითხავო. მივიდა და მართლაც იქ აღმოაჩინა მამამისი. შევიდა პალატაში,საწოლზე
უხმოდ მწოლიარე მამას შეშინებული თვალები ჰქონდა.
-მამა აქ რა გინდა? ელვარდიმ საზამთროები მომიტანა,მაგრამ ინდაურები
არ იყო,სად არიან ჩვენი ინდაურები?- კაცს თვალები გაუფართოვდა,უცებ ლოგინიდან
წამოხტა და შვილს პირზე ხელი ააფარა,მეორე ხელის საჩვენებელი თითი მაღლა აწია და
მთელი ძალით გააქნია,მერე თავის ქნევაც დაიწყო,თანაც სწრაფად და ჩუმად თქვა:
-ინდაურები აქ არ ახსენო!
გიორგი ჩაჩხიანი
Great post and success for you..
ReplyDeleteKontraktor Pameran
Jasa Pembuatan Booth Pameran