ხეზე ჩიტმა შეიფრთხიალა,მერე
ჭიკჭიკიც დაიწყო. მას ბანი მეგობრებმა მისცეს,მალე ამ საოცარი ჟღერადობით მთლიანი ტყე
აივსო. ზაფხული იწურებოდა.ტყე ოდნავ შეყვითლებულიყო,საოცრად ლამაზად გამოიყურებოდა.
მაინცდამაინც ხშირ ტყეს ვერ დავარქმევდით,მაგრამ უთუოდ ლამაზი ადგილი გახლდათ. ტყე,რომლიდანაც
ასეთი საამური ხმები ისმოდა ზედ მთაზე მდებარეობდა. უკანა მხრიდან ჩანჩქერი ესაზღვრებოდა,რომელიც
სიმაღლიდან ეშვებოდა და პირდაპირ პატარა მდინარეს უერთდებოდა. ისმოდა წყლის ჩუხჩუხი,იგრძნობოდა
საამური სურნელი და აპალაჩების სიო. შეხედავდი თუ არა ამ ტყეს,მაშინვე მიხვდებოდი რომ
იგი უკაცრიელი ადგილი იყო,რადგან აქ ყველაფერი ბუნებრივი გახლდათ,სუფთა,ისეთი,როგორიც
ბუნებას თავდაპირველად შეექმნა. ეს ის მიწა იყო, მრავალი წლის წინ ინდიელები რომ სახლობდნენ
და ითვისებდნენ ბუნების საოცარ,მომაჯადოებელ ენას.ხეებს მიღმა ირემი გამოჩნდა. ამაყად
იგრეხდა კისერს და თავისი რქების სიმშვენიერით ბუნების სილამაზეს ეჯიბრებოდა. კისერი
დაწია და იქვე ამოსულ პატარა ბუჩქს ფოთლები მოაციცქნა.ნესტოები დაბერა და სუფთა ჰაერი
კარგად ჩაისუნთქა,შემდეგ ტყეს დაუყვა,რომელიც დაბლა მდინარისკენ ჩადიოდა. ალაგ-ალაგ
მიწას ადამიანის ნაფეხურებიც ეტყობოდა,როგორც ჩანდა ტყეს ადამიანებიც სტუმრობდნენ ხოლმე.
ირემი მდინარესთან ჩავიდა,თავი წყლისაკენ ჩაწია,ენა გამოყო და გამჭირვალე,სუფთა წყლით
ოდნავ დაისველა,მერე კი წყალს ხარბად დაეტანა. როდესაც წყურვილი მოიკლა უკან გაბრუნდა
და ტყის ფერდობს აუყვა. თან ხეებსა და ბუჩქებს დიდი სიამაყითა და მედიდურობით აკვირდებოდა.
უეცრად მან რაღაც დაინახა. შეცბა, სიამაყის გრძნობა შიშსა და თავზარდაცემაში გადაეზარდა.
თვალებში შიში ჩაუდგა,ფეხები აუკანკალდა,ის იყო გასაქცევად მოემზადა,რომ გასროლის ხმა
გაისმა. ტყვიამ შიგ გულ-მკერდში გაუარა. იგრძნო,როგორ გაკვეთა ცივმა ტყიამ მისი ბეწვი,კანი,ხორცი
და შიგ სხეულში ღრმად როგორ გაიდგა ფესვები. თითოეულ მილიმეტრზე, რომელსაც ტყვია გაივლიდა
სიკვდილს გრძნობდა,სიცივე და სიჩუმე იბატონებდა არემარეს.თვალები ეხუჭებოდა,ფეხები
მოეკვეთა და ძირს დაეცა. ძალით დავარდა,მაგრამ მშობლიურ მიწაზე ისე იწვა,გეგონებოდა
ტყის ღმერთი ყოფილიყო და დასასვენებლად წამოწოლილიყოო. გაისმა ამოსუნთქვა,ერთი,ორი.ირემმა
თავი წამოწია, ჰაერი ჩაისუნთქა,თავის მკვლელს შეხედა და თავი ძირს დაუვარდა.ისევ სუნთქავდა,ისევ
არსებობდა,ჯერ კიდევ ცოცხლობდა. ნელ-ნელა თვალები ეხუჭებოდა,ხედვის არეალი მცირდებოდა.
ის ოვალურ პეიზაჟად ქცეულიყო. ფეხის ხმა გაიგონა,თითქოს ყურები ცქვიტა და აი მაშინ,როდესაც
ოვალურობა შავბნელ წრფედ უნდა ქცეულიყო ადამიანი დაინახა. ახალგაზრდა კაცი იყო, ყავისფერი
თმები ჰქონდა,მისი სახის კანიდან ოდნავ ამოჩრილიყო პატარა,სწორი წვერი. თვალებში მასაც
სევდა ჩასდგომოდა. ირემს შეხედა,შიგ თვალებში ჩახედა,ხელი ნელა ტანთან მიუტანა და მოეფერა,მერე
ნაზად ყელზე ააცურა,შემდეგ სახეზე და ირემს თავთან მიუალერსა. თავი ტანზე დაადო.
-მაპატიე მეგობარო,მაპატიე-უთხრა დარცხვენილმა სევდამორეული ხმით, უკანა
ჯიბიდან დანა ნელა ამოიღო და ირემს ყელთან მიუტანა. ცხოველმა ბოლოჯერ იგრძნო ერთი ჩხვლეტა
და გამყინავი სიცივე.ქარმა დაუბერა. ადამიანის ცრემლისგან დანამული ირმის ბეწვიც აიშალა,თუმცა
მხოლოდ წამიერად. კაცმა ღრმად ამოიოხრა,ირემს ხელი ტანზე ორჯერ ნაზად დაარტყა და წამოდგა.
მან ნაბიჯების ხმა გაიგონა,უკნიდან ვიღაც უახლოვდებოდა.
-ყოველ ჯერზე ასე ხდება,ისინი უბრალოდ ცხოველები არიან,იმისთვის არსებობენ,რომ
ჩვენ ვიკვებოთ- უთხრა ჭაღარა, ასაკიანმა კაცმა,რომელსაც სიბერის კვალი ღრმა ნაოჭებით
დატყობოდა,თუმცა ის მიანც ძალ-ღონით აღსავსე ადამიანს ჰგავდა,ეს ასეც იყო.
-ეს შენთვის,მაგრამ მათ სული აქვთ,ისინი ცხოვრობენ,სუნთქავენ და გრძნობენ.
-კარგი,პიტერ. ამის წაღებაში მომეხმარე,იმედია დაღამებამდე ჩავიტანთ.
- პიტერმა თავი დააქნია,ამოისუნთქა და მამამისს ნადირის წაღებაში მოეხმარა.
ადგილი მართლაც უკაცრიელი იყო.
აქ არავინ ცხოვრობდა,გარდა მამა-შვილისა. სწორედ ისინი მიათრევდნენ ირემს ტყის გაუკვალავ
ბილიკებზე. მზე უკვე ჩასულიყო ხისგან ნაგებ სახლს რომ მიაღწიეს. სახლი მდინარისგან
მოშორებით შუაგულ ტყეში იდგა. არც პატარა იყო და არც დიდი,საშუალო ზომის კოტეჯი გახლდათ.
გარეთ ძველი მანქანა ეყენა. მონადირეები აღმოსავლეთის მხირიდან ჩავიდნენ. ჩრდილოეთით
მანქანისთვის გზა გაეკვალათ, სწორედ ეს იყო ამ ადგილის ერთადერთი დამაკავშირებელი გზა
ცივილიზაციასთან. ირემი გარეთ დააგდეს და თავადაც კიბეებზე ჩამოსხდნენ.
-საკმაოდ მძიმე იყო-თქვა მოხუცმა.
-ჰო,იყო-დანანებით მიუგო პიტერმა.
-შეხედე ამ ყველაფერს-მოხუცმა არემარე მოათვალიერა. ირგვლივ უამრავი ხე
თუ ბუჩქი ამოსულიყო.-ღმერთმა ეს ჩვენთვის შექმნა,ჩვენი ვალია ეს მივიღოთ და მას ვემსახუროთ.
-კარგი რა,უოლტერ,არასდროს გწამდა ღმერთის-პიტერმა გაიცინა.
-ჰო, შეიძლება მთლიანობაში არა,მაგრამ რაღაცებში მართალია.
-ლუდი არ გინდა?
-დაგვრჩა?
-მგონი ორი ბოთლი უნდა იყოს.
-ცხელა,ცივი ლუდი კარგი იქნებოდა.-პიტერი ადგა და სახლში შევიდა. შიგნით
პატარა მაგიდა,დივანი და რამოდენიმე სკამი იდგა. აღმოსავლეთის კუთხეში გაზის ბალონი
და ონკანი მოეთავსებინათ,მაცივარიც იქვე იყო.პიტერმა კარები გამოაღო,დარჩენილი ორი
ბოთლი მოძებნა და მამას გამოუტანა. სანამ სახლიდან გავიდოდა დასავლეთის კედელზე განთავსებულ
იარაღებსა და ცხოველების ფიტულებს მოავლო თვალი, თავი გააქნია და თავის მუხუცთან დაბრუნდა.
უოლტერმა შვილს ბოთლი გამოართვა.კბილით გახსნა და პირთან მიიყუდა. რამოდენიმე ყლუპი
ერთიანად დალია.
-უჰ,კარგია.
-ჰო,ნამდვილად-მამას შვილიც დაეთანხმა.-ხვალ ქალაქში წავალ,პროდუქტები
გვაქვს საყიდელი.
-მეც წამოგყვები,რაღაც საქმე მაქვს.
ჩამობნელებულიყო,გაისმა ჭოტის
ხმაც.კაცები ისევ კიბეებზე ისხდნენ. გვერდით ცარიელი ლუდის ბოთლები დაეწყოთ და ცაზე
ვარსკვლავებს შესცქეროდნენ. ტყეში, ღრმად ნაბიჯების
ხმა გაისმა,თუმცა ეს მამა-შვილისთვის მიუწვდენელი იყო. ნაბიჯები საკმაოდ მძიმე გახლდათ.
ძნელი იყო გეთქვა უკაცრიელი ტყის სტუმარი ქალი იყო თუ კაცი. შავი ქურთუკი ეცვა,თმები
ასევე შავი ფერის ქუდით დაეფარა,ხელებზეც ხელთათმანები ეკეთა. აშკარა იყო,რომ ჩვეულებრივი
ტურისტი არ იქნებოდა.ცალი ხელი მოეკიდებინა დიდი,გრძელი ჩანთისთვის,რომელიც ბეჭზე ჰქონდა
ჩამოკიდული. ხის კოოტეჯს ნელა მიუახლოვდა,ცდილობდა ხმაური არ გამოეწვია. მალე სახლის
წინ კიბეებზე მსხდარი კაცებიც დაინახა,თუმცა შორიდან. იგი ტყეში ზევით იმყოფებოდა,იქიდან
შეუძლებელი იყო პიტერისა და უოლტერის სახეების გარჩევა,უბრალოდ მხოლოდ სილუეტები ჩანდა.
ტყის სტუმარმა ადგილი შეარჩია. ჩანთა მოიხსნა,თვითონ ძირს დაწვა,ხელები გაშალა,თითები
შებოჭა და გაატკაცუნა. მერე ჩანთა გახსნა. შიგნით ისეთი იარაღი იდო სნაიპერები რომ
ხმარობენ ხოლმე,ასევე არბალეტი,დურბინდი და რამოდენიმე ისარი. თითოეულ ისარს პატარა
ქაღალდი ჰქონდა გამობმული. თავდაპირველად სტუმარმა იარაღი აიღო,წინ დაიდო და მხარზე
მიიბჯინა. სამიზნეში უოლტერისა და პიტერის სახეები გარკვევით გამოჩნდა. ცალი თვალი
მოჭუტა,მამა-შვილის თავთან სახლის კარს დაუმიზნა და ისროლა. გასროლის ხმა არ ყოფილა,იარაღს
მაყუჩი ეკეთა,მაგრამ მამა-შვილმა მათკენ მომართული ტყვიის ხის კარებთან შეჯახება მაინც
იგრძნეს.
-ეს რა ჯანდაბა იყო?-იყვირა პიტერმა.
-ჩქარა,მანქანის უკან დავიმალოთ,იქიდან ისროლეს-უოლტერმა ხეების დიდ კორომზე
თითით ანიშნა.ორივენი მანქანისკენ გაიქცნენ. მსროლელმა ეს ყოველივე სამიზნიდან დაინახა,გაიღიმა
და იარაღი გადადო. არბალეტი და ისარი ამოიღო. კარგად დაუმიზნა და გაუშვა. ისარმა ცა,ჰაერი
გაკვეთა და პირდაპირ მანქანის შუშას მოხვდა. გაისმა შუშის ჩამტვრევის ხმა. ისარი შუშაში
ჩარჩა. ტყის სტუმარმა დურბინდი აიღო და შიგ გაიხედა. რამოდენიმე წუთი დაელოდა,როდესაც
სრული სიჩუმე და სიწყნარე ჩამოწვა მამა-შვილი სამალავიდან გამოვიდა. უოლტერმა არემარე
საეჭვოდ შეათვალიერა,შემდეგ შუშაში გარჭობილ ისართან მივიდა და ფანჯრიდან ამოიღო. ფურცელს
შეხედა,ისარს მოაძრო და ერთბაშად შეშინებულმა და გაოცებულმა დახედა.კაცი ადგილზევე
გაიყინა.
-რა წერია?-მამას ჰკითხა დაბნეულმა,მაგრამ ინტერესით შეპყრობილმა პიტერმა.
-მოკითხვა ჯოჯოხეთიდან. დონ უაიზერი.-ძლივს ამოილუღლუღა კაცმა.
-დონ უაიზერი? ეგეთი არავინ გამიგონია, ვინა არის?
-თვით სატანაა-უოლტერმა შვილს შეშფოთებულმა გახედა-სასწრაფოდ საჭირო ნივთები
აიღე,აქედან ახლავე უნდა წავიდეთ!
-რატომ, რა მოხდა?
-მერე მოგიყვები,ახლა კი ის გააკეთე,რასაც გეუბნები,დროზე!-უოლტერი პირველი
შევარდა სახლში და ნივთების ამოლაგება დაიწყო. ჩანთაში ყველაფერს დაუდევრად ყრიდა.
-მამა,რა მოხდა? ვინაა დონ უაიზერი? რას მიმალავ?!-კაცმა ვაჟს დაბნეულად
შეხედა.
-არის რაღაც,რაც ჩემს წარსულზე არ იცი,მაგრამ მერე მოგიყვები,უბრალოდ ახლა
დროზე ჩაალაგე,კარგი?-ისე უთხრა მოხუცმა შვილს,რომ ნივთების ჩალაგება არც შეუწყვეტია.
-კარგი,უბრალოდ ისე მაინც მითხარი,ვინაა ეს დონ უაიზერი,რას წარმოადგენს?-უოლტერი
გაჩერდა,ვაჟს შეხედა და უთხრა:
-ის მიცვალებულია,მე ის დიდი ხნის წინ მოვკალი.-პიტერი აგილზევე გაშრა,უამრავი
კითხვის დასმა უნდოდა,მაგრამ როგორღაც თავი შეიკავა და ნივთების ჩალაგება დაიწყო,თანაც
თავში ეს გიჟური აზრი უტრიალებდა,რომ მამამისი მკვლელი იყო და ახლა მას ვიღაც წერილებს
ჯოჯოხეთიდან უგზავნიდა.
მშვიდი ამინდი იყო, მაგრამ გაწვიმდა.
თავინდა სუსტად წვიმდა,მაგრამ მაშინ,როდესაც პიტერი და უოლტერი მანქანაში ისხდნენ და
ხის კოტეჯს ტოვებდნენ ძლიერად წვიმდა. ხმას არცერთი არ იღებდა. უოლტერი საჭესთან იჯდა,სახეზე
კი აშკარა ნერვიულობა აღბეჭვდოდა.
-სად მივდივართ?-მამას ჰკითხა პიტერმა.
-ბეთლესში.
-სად?-ჰკითხა გაკვირვებულმა შვილმა.
-პატარა ქალაქია, 1896 წელს აღმოაჩინეს ალასკის ოქროს ძიებაში.
-ალასკა? ჩვენ რა, იქ მივდივართ?
-ჰო-უოლტერმა თავი დააქნია- იქ ახალგაზრდობისას ვიყავი. 2010 წლის მონაცემებით
12 ადამიანი ცხოვრობდა,2014-ის მონაცემებით კი 30. პატარა ქალაქია, არა მგონია იქ დაგვიწყონ
ძებნა.
-და მაინც ვინ გვეძებს, მიცვალებულის აჩრდილი?-უოლტერი დუმდა.
-ალბათ მისი ქალიშვილი.
-ქალიშვილი? არ მომიყვები რა მოხდა?-მამამ ამოისუნთქა.
-1981 წელი.სპეცრაზმის წევრი ვიყავი. დონ უაიზერი გავლენიანი კრიმინალი
იყო. შეიძლება ითქვას მაფიის ბოსიც. იარაღი, ნარკოტიკები, პროსტიტუცია, ტრეფიკინგი,
მოკლედ ყველა დანაშაულს ჩადიოდა. ისე მოხდა,რომ მის წინააღმდეგ საქმე აღძრეს,მტკიცებულებები
იშოვეს და მის დასაკავებლად გაგვიშვეს,მაგრამ ბრძანება სხვანაირი იყო. ჩვენ მისი დაჭერა
კი არა, მისი მოკვლა დაგვავალეს.-უოლტერი დადუმდა-ჩვენ არა,მე დამამაველეს მისი მოკვლა.
არ გველოდებოდა ისე შევუვარდით,სროლა ატყდა. მე და რამოდენიმე ბიჭი პირდაპირ სახლისკენ
წავედით.ბევრი დაშავდე,ზოგიც მოკვდა. როგორც ჩვენი მხრიდან ისევე მათი მხრიდანაც. დონი
თავის კაბინეტში იმყოფებოდა. კალთაში თავისი სამი წლის ვაჟი ეჯდა.იარაღი არ ჰქონდა,
გვეუბნებოდა არ მომკლათ,ჩაგბარდებითო. დამფრთხალი ვირთხასავით გამოიყურებოდა. დაბალი,
უშნო კაცი იყო,ვერ იფიქრებდი ამხელა საქმეებს თუ ჩარხავდა და მაფიის თავი იყო... მე
კი დავალება უნდა შემესრულებინა.
-ესროლე?
-ჰო,თავში.
-შვილი?
-ბრძანება იყო...მისი შვილიც უნდა მოგვეკლა.
-შენ რა, სამი წლის ბავშვს ესროლე?!-პიტერი აღშფოთდა.
-სხვა გზა არ მქონდა.
-როგორ შეგეძლო?! ის ხომ ბავშვი იყო...
-ის შურს იძიებდა, პიტერ! ის ბიჭი იყო,მამამისის იმპერიის მემკვიდრე! ასე არაა, გინდა მოკლავ,გინდა არა,ეს შენ ნებაზე
არაა! ბრძანებას გაძლევენ და შენ მას ასრულებ,ეს გხდის შენ ჭეშმარიტ მეომარს,ნამდვილ
ჯარისკაცს!
-და პატარა ბავშვის მკვლელობა გაქცევს ვაჟკაცად, გმირად და პატრიოტად,მაშინ
იქცევი რაინდად, როდესაც ბავშვს თავში ტყვიას დააჭედებ, არა?
-მაშინ იქცევი გმირად,როდესაც ბრძანებას შეასრულებ,ეს ასე ხდება,ასეთია
წესები!
-მიმიფურთხებია შენი წესებისთვის,და მერე რა შეიცვალა? პატარა ბიჭი მოკალი
იმისთვის,რომ ვიღაცას შენთვის წლების შემდეგ კარებზე არ მოეკაკუნებინა, არა?-პიტერს
გაეცინა-და ახლა რას აკეთებ,გარბიხარ იმიტომ,რომ მაინც მოგიკაკუნეს კარებზე,ასე არაა?-უოლტერმა
ამოიოხრა.
-შენი აზრით, 23 წლის ასაკში რატომ მივატოვე სამსახური? ერთ-ერთი საუკეთესო
ვიყავი,საუკეთესო, გესმის?! მომავალი წინ მქონდა,მაგრამ ამის კეთება აღარ შემეძლო!
იმ ბავშვის შემდეგ უკვე აღარ.ცუდად ვხდებოდი.საათობით ვიკეტებოდი ტუალეტში,ოფლი წურწურით
ჩამომდიოდა,წყალს ვისხამდი,დამამშვიდებლებს ვსვამდი
და ჩემ თავს ვეუბნებოდი,რომ ეს ბრძანება იყო და მე არაფრის გაკეთება არ
შემეძლო,მე თუ არა მას სხვა მაინც მოკლავდა...
-მაგრამ მისი სისხლი შენს ხელებზე არ იქნებოდა.
-მერე სამსახურიდან წამოვედი-განაგრძო უოლტერმა ისე,რომ შვილის რეპლიკას
არც მოუსმინა-შემდეგ კი დედაშენი გავიცანი,მან გამომიყვანა ამ მდგომარეობიდან.-მოხუცმა
ამოისუნთქა-ამიტომაც არ მინდოდა ჩემი წარსულის შესახებ რაიმე გაგეგო.-პიტერი ცოტათი
დამშვიდდა.
-კარგი,რაღაცას ამბობდი ქალიშვილზე.
-ჰო-უოლტერი ჩაფიქრდა-მისი მეუღლე,ის საზაფხულო ვილაზე იყო თავის თვეების
ქალიშვილთან ერთად.
-ის ქალიც მოკალით?
-მე არა,ბრძანება იყო მთელი ოჯახი უნდა დაგვეხოცა. ქალი იპოვეს და მოკლეს,მაგრამ
ბავშვს ვერსად მიაგნეს. ვერ გაიგეს რა მოუვიდა.
-იქნებ გააშვილეს,ვინმეს დაუტოვეს კარებთან.
-ეს სისულელეა! ის უაიზერი იყო,უკანასკნელი უაიზერი. ჩვენ ამ ოჯახის ამოწყვეტა
დაგვავალეს,მაგრამ მათ უამრავი მეგობრები ჰყავდათ,კავშირები ჰქონდათ. გოგონას ვინმეს
დაუტოვებდნენ.ალბათ მან ხალხი დაიქირავა,შურისძიება უნდა.
-მაშინ პირდაპირ თავში გვესროდნენ.-უოლტერმა გაიცინა.
-ისევ ვერაფერი გაიგე,ამ ხალხს ჩვენი წამებით სიკვდილი სწადია. სიკვდილზე
მეტად იმის მეშინია,რასაც ისინი გამიკეთებენ ხელში თუ ჩამიგდეს.
ისევ წვიმდა,გზაზე პატარა მოტელი
გამოჩნდა.
-ღამეს აქ გავათევთ-თქვა მოხუცმა-ხვალ კი ბეთლესში გავფრინდებით და ახალ
ცხოვრებას დავიწყებთ.
პატარა ოთახი იყო,მაგრამ ორი
კაცისთვის სრულიად კმაროდა. ღამემ მშვიდად ჩაიარა. დილით პიტერმა და უოლტერმა დამშვიდებულებმა
და დასვენებულებმა გაიღვიძეს.უახლოეს აეროპორტამდე მივიდნენ და ბეთლესის მიმართულებით
ბილეთები აიღეს.მგზავრობა დამღლელი არ ყოფილა,თუმცაღა ნერვიულობისა და იმის ცოდნის
ფონზე,რომ ვიღაცას მათზე ნადირობა დაეწყო მამა-შვილი თავს დამშვიდებულად მაინც ვერ
გრძნობდა. რამოდენიმე საათის შემდეგ ისინი ბეთლესის აეროპორტში ჩაფრინდნენ. დიახ,ბეთლესი
ალასკის იმ მცირე ნაწილს მიეკუთვნებოდა,სადაც აეროპორტები ფუნქციონირებდა,ეს კი ძირითადად
მსოფლიო ომების დამსახურება გახლდათ. ასეთ დროში ალასკის ამ პატარა,მაგრამ საოცრად
ლამაზ დასახლებას საკმაოდ სტრატეგიული მნიშვნელობა
ჰქონდა. ზამთრობით ეს ადგილი თეთრად ბრწყინავდა,ხოლო ზაფხულობით კი მწვანედ აბიბინებულიყო.
კლიმატი რა თქმა უნდა საკმაოდ ცივი გახლდათ,მაგრამ ზაფხულობით არა უშავდა რა. მამა-შვილი
გზას ფეხით დაადგა.
-აქ ერთი ნაცნობი მყავს,ჰარტი, იმასთან მივიდეთ. იმედია გარდაცვლილი არ
იქნება. 1979-ში აქ რაღაც საქმე გვქონდა, ხუთი ბიჭი ვიყავით გამოგზავნილები.მან მიგვიღო.
პიტერი მამას უხმოდ მიჰყვებოდა. თანაც ამ გასაოცარ გარემოს ათვალიერებდა.მათ
გვერდით მდინარე მიედინებოდა.
-ეს რა მდინარეა?
-ეს?-უოლტერი ჩაფიქრდა-კოიკუკე თუ რაღაც ეგეთი ჰქვია,ზუსტად აღარ მახსოვს,მერე
ჰარტს ჰკითხე.
-იმ კაცს მართლა ჰარტი ჰქვია?-უოლტერს გაეცინა.
-არა,ჰარტი გვარია,სახელი არ მახსოვს,რადგანაც ჯარისკაცები ვიყავით გვარებით
მოგვმართავდა და ჩვენც ასე ვეძახდით.
რამოდენიმე წუთის შემდეგ ერთ
ფერმას მიადგნენ. მას მიუახლოვდნენ თუ არა ძაღლების ყეფა გაისმა. მალე კარი გაიღო და
მოხუცი კაცი გამოვიდა. კაცი გამხდარი და მაღალი იყო,გრძელი თმა კუდივით შეეკრა, ხოლო
ულვაშები კი ისე ჩამოეგრძელებინა პერანგის გარეთა ჯიბეებამდე სწვდებოდა. სიმაღლისა
და ასაკის მიუხედავად წელში გამართულად დადიოდა,არც ჯოხი სჭირდებოდა და არც არაფერი.
რაც შეეხება მის სახეს სიბერეს მისთვისაც დაეტყო თავისი კვალი,კაცს გრძელი ცხვირი და
ჩაცვენილი თვალები ჰქონდა. პიტერის აზრით იგი 80 წლამდე მაინც იქნებოდა.
-ჰარტი ბრძანდებით?-იკითხა უოლტერმა.კაცმა თავი დააქნია.
-თქვენ ვინ ხართ,აქაურებს არ ჰგავხართ.
-ასეცაა. 1981 წლის გაზაფხული გახსოვთ, აქ ხუთი ჯარისკაცი ჩამოგივიდათ.-მოხუცს
ჩაფიქრება დაეტყო,შემდეგ სახე მოულბა და მასზე ღიმილი გამოესახა.
-კი,კარგი ბიჭები იყვნენ. სახურავის შეკეთებაშიც კი დამეხმარნენ-თქვა კაცმა,რომელსაც
თვალები პიტერისთვის მიეპყრო,მაგრამ ისე, თითქოს იქ არავინაც არ დგასო. მოხუცი კაცს
უყურებდა,მაგრამ იგი მის მიღმა,წარსულში მოგზაურობდა და იმ დროინდელ მოვლენებს იხსენებდა.უოლტერმაც
გაიღიმა.
-მათგან ერთ-ერთის გვარი ტორვი იყო,უოლტერ ტორვი. საშუალო სიმაღლის,გამხდარი
ჯარისკაცი. მუდამ სათვალე ეკეთა,თქვენი მანქანა რომ შეაკეთა.
-კი,მახსოვს.ეგ ყველაზე მეტად მომწონდა.-მოხუცმა ისევ გაიღიმა.
-ჰოდა აქ ვარ,-თქვა უოლტერმა და მოწიწების ნიშნად ქედი მოიხარა-უკვე პენსიონერი
ჯარისკაცი უოლტერ ტორვი,ეს კი ჩემი შვილია,პიტერ ტორვი-მამამ შვილზე ანიშნა.
-ჰოო?-მოხუცი უოლტერს მიუახლოვდა,უეცრად მის წინ გაჩნდა,მას გამომცდელად
უყურებდა.-კარგი მეხსიერება მაქვს,შვილო.თვალებით ვერ გცნობ,მაგრამ თუ ნამდვილად ტორვი
ხარ ვერც გიცნობ,სულ სათვალე გეკეთა და-ჰარტიმ გადაიხარხარა-როგორც გითხარი კარგი მეხსიერება
მაქვს,მახსოვს მხოლოდ ტორვს გავუნდე რაღაც, ჩემი პატარა საიდუმლო.მერე კი ის რაღაცაში
დამეხმარა. თუ მართლა ტორვი ხარ,ეგ არ დაგავიწყდებოდა.-უოლტერმა გადაიხარხარა,ჰარტიც
გაღიმებული იდგა,პიტერი კი მათ გაოცებული უყურებდა.
-მსუქანი ცხვარი იყო მისტერ ჰარტი,და ძალიან წვნიანიც.-ორივემ გაიცინა.
-და ყველაზე კარგი რა იყო?
-შეშლილი ბარკის დანახვა,თავის ცხვარს ღამით ასანთით ხელში რომ ეძებდა.
-ჰო,ჰო,და უძახდა-ჩემო ცხვარო,ჩემო ცხვარო,სად ხარ? -მოხუცმა ისევ გადაიხარხარა-კარგი
დრო იყო,თავიდანვე გიცანი შვილო-ჰარტი უოლტერს გადაეხვია,მერე კი დაამატა-აბა შენს
მოღუნულ ცხვირს რა დამავიწყებდა-მერე კარგად ჩაიცინა და პიტერს დაუძახა-შემოდი შვილო,კარგი
სალათა მაქვს.- მოხუცმა სტუმრები თავის სახლში შეიპატიჟა.
სახლი საკმაოდ დიდი იყო. შიგნით
დივანი,სკამები,რამოდენიმე მაგიდა,მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გახლდათ,პიტერის
აზრით იქ 20 ადამიანი თავისუფლად დაეტეოდა,ასევე გამათბობელი და ჭურჭლის შესანახი კარადა
იდგა. კედელზე დიდი ბუხარი გაეთავსებინათ,მისაღები პატარა დერეფნით სამზარეულოს უკავშირდებოდა,ჰარტიმ
სტუმრები სწორედ იქ შეიყვანა.მოშორებით საძინებლები და სხვა ოთახები მდებარეობდა. რაც
შეეხება სველ წერტილებს, მათთვის სახლის გარეთ პატარა შენობა გამოეყოთ.მის მოპირდაპირე
მხარეს კი ძაღლებისთვის სამყოფელი მოეწყოთ.კედლებზე სურათები ეკიდა. ბუხრის თავზე კი
საათი ჩამოეკიდათ,რომლის მოპირდაპირე მხარესაც პატარა სარკე მდებარეობდა,მის ქვემოთ,კედელზე
კი ძველი გიტარა იყო მიყრდნობილი.
-აქ მარტო ცხოვრობთ?- პიტერმა ჰარტის ჰკითხა,მაგრამ მოხუცის სახის დანახვაზე
ეს მაშინვე ინანა.კაცმა ხელი ჩაიქნია,მერე კი გულგრილად თქვა:
- ერთი გოგო იყო,ო, რა მკერდი ჰქონდა, მაგრამ რათ გინდა,ასეთი კაცი იმ
გასიებულ ბარკიში გამცვალა.
-სამაგიეროდ თუ კარგი მკერდი მიიღო,უკეთესი ცხვარი დაკარგა-ღიმილით დაამატა
უოლტერმა. ჰარტიმ გადაიხარხარა.
-სულ არ შეცვლილხარ,ტორვი.
-ერთადერთი და განუმეორებელი ვარ,სერ-პიტერი მამამისს გაოცებული უყურებდა.მას
ის ასეთი მხიარული არასდროს ენახა.ნუთუ ის მართლა ასეთი იყო უაიზერის მისიამდე,ან იმ ამბამდე?
-აუჰ,ბიჯოს,ისე მართლა რა ცხვარი იყო. როცა რამე სასიამოვნოზე ვიწყებ ფიქრს,მაშინვე
იმ ცხვრის გემო მახსენდება.
-ისე ჰარტი,კიდევ ჰყავს ბარკის ცხვრები?
-მეხუმრები,მთელი ფარა აქვს მაგ ჩემისას.მოიცადე-მოხუცმა საჩვენებელი თითი
მაღლა აწია და ის უოლტერს მიუშვირა-შენც იმას ფიქრობ,რასაც მე?-უოლტერმა მზაკვრულად
გაიღიმა და მერე ღიმილით თქვა.
-მგონი მალე მაგარი სადილი გვექნება.
-თქვენ რა ამას სერიოზულად ამბობთ?-საუბარში გაოცებული პიტერი ჩაერთო.
-ხომ გაგიგონია შვილო,ერთს ორი სჯობსო-ისე ამაყად თქვა ჰარტიმ გეგონებოდა,რაღაც
ბრძნული წარმოთქვაო.
-ხანში ხართ შესული და ის ცხვარი ვინ უნდა მოიპაროს და მერე გაატყაოს?-კაცებმა
პიტერს შეხედეს.-არა,არა ეს დაივიწყეთ. მე ამას არ გავაკეთებ. ღმერთო,რა სისულელეა,ცხვარს
არ მოვიპარავ!
-მთელი თვე ფოთლების სალათს რომ გაჭმევ მერე ვნახოთ როგორ აჭიკჭიკდები-ღიმილით
უპასუხა მოხუცმა.-უი, სალათზე გამახსენდა-თქვა და მაცივართან მივიდა, უზარმაზარი შუშის
გამჭირვალე ჯამი გამოიღო,რომელშიც ერთი შეხედვით მართლაც ფოთლების სალათა იდო. კაცმა
სტუმრებს სალათა თებშებზე გადმოუღო,თავისი თეფში ცხვითან მიიტანა და ღრმად შეისუნთქა:-ალასკის
ფოთლები სულ სხვანაირია,დანარჩენი შტატებისას კი არ ჰგავს. ეს სულ სხვაა,ეს სხვა სამყაროა,ეს
ალასკაა, მეგობრებო!-იმხელა ხმაზე შეჰყვირა პიტერი მოულოდნელობისგან კინაღამ სკამიდან
გადავარდა,მამამისს კი რეაქცია არ ჰქონდა,ეტყობოდა ამ მოხუცისგან ასეთ გამოხტომებს
შეჩვეოდა.
-აბა,ტორვი,აქ რამ ჩამოგიყვანათ?-პიტერმა მამას შეხედა,უოლტერმა შვილს
თავი დაუქნია და თქვა:
-ჰარტი ნამდვილი კაცია,სიმართლე უნდა იცოდეს.მოკლედ ჩემო მეგობარო,1981
წელს ერთი საქმე იყო,დონ უიზერის ლიკვიდაცია დაგვავალეს,ჩვენც რა თქმა უნდა ბრძანება
შევასრულეთ. და აი გუშინ ვიღაცამ კარებზე მომიკაკუნა.
-რას ნიშნავს კარებზე მოგიკაკუნეს?
-ისრით მანქანის შუშა ჩამიმსხვრიეს და წერილი გამომიგზავნეს-მოხუცს ინტერესი
დაეტყო.
-და რა ეწერა?
-მოკითხა ჯოჯოხეთიდან.დონ უაიზერი.
-ამის დედაც, მაგარია!-ისევ ისე წამოიყვირა მოხუცმა,დაზაფრული პიტერი სკამიდან მართლა გადავარდებოდა ბოლო წამს თავი რომ ვერ შეეკავებინა.
-ასეც ვიცოდი-თქვა უოლტერმა-შეგვიძლია ცოტა ხანი აქ დავრჩეთ? ყველაფერში
მოგეხმარებით,რაც გინდა. უბრალოდ გასათევი გვჭირდება.
-აჰაჰ,ტორვი. აბა რას ვიზამ,ისედაც გამოყრუებული ვარ ამ ჩემს ძაღლებთან
ერთად,თან ზამთარში მარხილით მაინც მივდივარ,ზაფხულში ყოველდღე ფეხით ბოდიალი მაგარი
უაზრობაა. კარგი-ჰარტიმ უეცრად მაგიდას ხელი დაარტყა-ოთახებს გაჩვენებთ,დაღლილები იქნებით,დაისვენეთ,გამოიძინეთ
და მერე შევუდგეთ საქმეს.ბევრი სალაპარაკო გვაქვს,ტორვი. რამდენი წელი გავიდა.
-აბაა?-თქვა უოლტერმა და მოხუცს საძინებლებში გაჰყვა.
ჰარტის საკმაოდ დიდი და განიერი
ოთახები ჰქონდა. შიგნით ორადგილიანი საწოლები, კარადები,თითო-თითო სკამი და პატარა
ტუმბოები იდგა. ორივე ოთახის ფანჯრიდან ეზოში დარგული ხეები მოჩანდა. მოხუცმა სტუმრები
დააბინავა და მისაღებში დაბრუნდა. პიტერი საწოლზე წამოწვა,ხელები თავქვეშ ამოიდო და
ჭერზე დამჩნეულ წყლის ლაქებს შეაცქერდა. მერე
თვალები დახუჭა და ფიქრი დაიწყო,ამასობაში ჩაეძინა კიდევაც.
როდესაც კაცმა გაიღვიძა,წამოდგა,გაიჭიმა
და მისაღებში დაბრუნდა. უოლტერი და ჰარტი უყურებდნენ პატარა ტელევიზორს,რომელიც ერთ-ერთ
მაგიდაზე იდგა. იგი საინფორმაციო გადაცემას აჩვენებდა. პიტერი ჩუმად სავარძელში ჩაჯდა
და თავის ხელებს დაუწყო ცქერა. რამოდენიმე წუთში მისდა საბედნიეროდ გადაცემა დამთავრდა
და მოხუცმაც ტელევიზორი გამორთო.
-აბა,ასე,ჩემო მეგობარო-მან უოლტერს მიმართა-აქ საიდან მოდიხართ?
-აპალაჩის მთებიდან.- ჰარტიმ გადაიხარხარა,მაგრამ როდესაც უოლტერს სახეზე
ვერაფერი შეატყო,გაკვირვებით ჰკითხა:-მოიცა,არ მეხუმრები და მართლა აპალაჩის მთებიდან
მოდიხართ?-კაცმა თავი დაუქნია.
-იქ ცხოვრობდით?
-კი.ტყეში,ირგვლის სულ ტყე იყო,გასაოცარი ჰაერი,ტყის საამური სურნელი.ნამდვილი
სამოთხეა იქაურობა.-მოხუცმა თითქოს მოწონების ნიშნად თავი დააქნია.
-დიდი ხანია რაც ჯარიდან წამოხვედი?
-კი,საკმაოდ. გაგიკვირდება და დონ უაიზერი ჩემი ბოლო მნიშვნელოვანი მისია
იყო.იმის შემდეგ საქმეები ისე აეწყო,რომ...წამოსვლა მომიხდა.-ჰარტიმ იგრძნო,რომ უოლტერს
ამ ყველაფერზე საუბარი არ სურდა,ამიტომ თემის შეცვლა ცადა.მან პიტერს შეხედა.
-დიდი ვაჟკაცი გაგზრდია.-უოლტერმა გაიცინა.
-ჰო,რომ არა ის არ მეცოდინებოდა თუ როგორ,რისთვის და რატომ უნდა მეცხოვრა.შვილების
ყოლა გასაოცარი რამეა. იცი, ზოგიერთი ადამიანი უაზროდ ცხოვრობს, არაფერს არ ქმნის,
სამყაროსთვის არაფერს არ აკეთებს,უბრალოდ ლოთობს,ჟიმაობს,იკითებს და ა.შ. ზოგჯერ კაცი
ჰკითხავ საკუთარ თავს ასეთი ადამიანები რატომ არსებობენო? მაგრამ ისინი შვილებსაც ხომ
აკეთებენ,არა?-უოლტერს გაეცინა-შვილები ეს მომავალია. თითოეული ადამიანი რაღაცას ტოვებს.
შესაძლოა სრულიად წყალწაღებული იყო,მაგრამ როდესაც შვილი გიჩნდება შენ ცხოვრებას სხვანაირად
იწყებ,ამ ყველაფერს სხვანაირად უყურებ.შენს ცხოვრებაში ვიღაც შენ საკუთარ თავზე მნიშვნელოვანი
ხდება,ვიღაცისთვის ცოცხლობ,რათა დაიცვა იგი,მოეფერო,მოუარო მას. როგორც ვთქვი თითოეული
ადამიანი რაღაცას ტოვებს,ამ სამყაროში რაღაც მნიშვნელოვანს აკეთებს და ეს შვილებია.
ადამიანი ბავშვების წყალობით ამ სამყაროს,ამ დაწყევლილ სამყაროს მომავალს უნარჩუნებს,საუკუნეებს,ათასწლეულებს
ქმნის. შეიძლება ვიღაც,თუნდაც შენი შვილთაშვილი ან იმის შვილიშვილი მნიშვნელოვანი კაცი
გახდეს,რაღაც აღმოჩენა გააკეთოს,რაღაც შეცვალოს,ან კაცს უმკურნალოს,გადაარჩინოს ან
მანქანას გადაუხტეს და სიკვდილისგან იხსნას
ბავშვი,რომელიც შემდეგ სხვას გადაარჩენს და ის სხვა გახდება მნიშვნელოვანი პიროვნება
და რომ არა ეს წყალწაღებული კაცი,რომ არა მისი სურვილი,მისი უნარი ჰყოლოდა შვილი,ეს
ყველაფერი არ მოხდებოდა. ასეა,ჩემო ჰარტი, შვილი,ეს რაღაც სხვაა,უბრალოდ ვერ აღწერ
თუ რას ნიშნავს გყავდეს შვილი,ოდესღაც ის წყალწაღებული კაციც ხომ შვილი იყო,უვარგისი
შვილი,ის,ვიზეც მშობლები ამბობდნენ ასეთი შვილის ყოლას ნეტავ სულ არ გვყოლოდაო და უცებ
აი,ის გახდა სამყაროს შეცვლის ერთ-ერთი,უმნიშვნელო მაგრამ საკმაოდ მნიშველოვანი მიზეზიც.
ასე,რომ თითოეული ადამიანი რაღაცას ტოვებს,თითოეული ადამიანი მომავალს აშენებს და მაშინ
უაზროდ არავის უცხოვრია. არც შენ,ჩემო მეგობარი-უოლტერმა მოხუცის დასევდიანებულ თვალებს
შეხედა-შენ რომ არ შეგეფარებინეთ იმ ცივ,საშინელ ამინდში,შეიძლებოდა რომელიმე ჩვენგანი
დაღუპულიყო და მერე ის ვერ დატოვებდა მემკვიდრეობას, ვერ დაადებდა აგურს მომავლის უკიდეგანო
კედელს და შესაბამისად ვერც მომავალი აშენდებოდა.-მოხუცს სახეზე ღიმილი გამოესახა,სევდიანი
თვალიდან ცრემლი სახეზე ჩამოუგორდა და მის თეთრ წვერებში გაუჩინარდა. თავი დააქნია,მერე
გაიცინა და კიდევ ერთი ცრემლი ჩამოუგორდა დანაოჭებულ სახეზე.
-კარგი კაცი ხარ,ტორვი-იგი ისევ თავს აქნევდა-კარგი კაცი. -მერე პერანგის
სახელოთი ცრემლი მოიწმინდა და ხუმრობით თქვა: - აუცილებელი იყო ამ ყველაფრის მოყოლა
და ჩემი ატირება?-უოლტერს გაეცინა.
-მაპატიე.-ჰარტიმ ხელი ჩაიქნია,უკვე გაპატიეო და მერე ჰკითხა:
-ცოლი გყავდა,ტორვი?-უოლეტრმა თავი დაუქნია.
-კი,განუმეორებელი ქალი იყო. ახლა მოგიყვებოდი თუ რას ნიშნავს ნამდვილი
სიყვარული,მაგრამ დღეში ორი ბოდიშის მოხდას მიჩვეული არ ვარ-მოხუცს კვლავ გაეცინა.
-რა მოხდა?
-მაპატიე,მაგრამ არ მსურს ამ ამბავზე
საუბარი.
-თუ რამე დახმარება გჭირდებათ,ან დაგჭირდებათ არ მოგერიდოთ-საუბარში პიტერიც
ჩაერთო,თანაც თემი შეცვლაც სურდა-მზად ვარ,ყველაფერში დაგეხმაროთ, თქვენი ძალიან დიდი
მადლობლები ვართ. სხვათაშორის სახურავს მამაზე უკეთ ვაკეთებ.ხომ გაგიგონიათ კარგ მასწავლებელს
კარგი მოსწავლე სჯობსო.-დაამატა ღიმილით.
-და ამის შემდეგ ილაპარაკე თუ რაოდენ მაგარია შვილების ყოლა-თავის გაქნევით
თქვა უოლტერმა.
-ჰოდა, თუ ასეთი მაგარი ხარ,ფარდულის სახურავია შესაკეთებელი თოვლმა და
წვიმებმა სულ გააფუჭეს,მე კი აღარ შემიძლია და ვეღარ ვაკეთებ.
-მოიცა,ეგ ის სახურავია მე რომ შევაკეთე?-იკითხა ტორვიმ.
-ჰო,ერთი-ორგან შევავლე ხელი,თორემ ძირითადად იგივეა.
-არ არის პრობლემა,შეკეთებას ხვალვე დავიწყებ.
-მგონი იმ უაიზერის მადლობელი უნდა ვიყო-სიცილით თქვა ჰარტიმ-აქამდე სად
იყავით, ბიჭებო?
-აპალაჩის მთებში- უოლტერმა მოხუცს ღიმილით შეხედა,მერე კი ღიმილი სიცილში
გადაუვიდა და ბოლოს სამივე გულიანად ახარხარდა.
მიუხედავად იმისა,რომ ზაფხული
უკვე დამდგარიყო მაინც ციოდა.თუმცა გასაკვირი სულაც არ იყო,ეს ხომ ალასკა გახლდათ,ცივი,ყინულიანი
ალასკა. დილით ისაუზმეს თუ არა ჰარტიმ პიტერს ფარდული აჩვენა. ხის ფიცრული იყო. ჭერი
მართლაც არ უვარგოდა. რამოდენიმე ადგილზე მთლიანად ჩამომტვრეულიყო და მიწაზეც შეინიშნებოდა
წვიმისგან დატოვებული ნაკვალევი. პიტერმა ფარდული საგულდაგულოდ მოათვალიერა,თვალით
რაღაცები გაზომა და თქვა:
-რამოდენიმე ფიცარი იქნება გამოსაცვლელი,ძირითადად ისინი,რომლებიც ჩამომტვრეულები
არიან და ისინიც,ჩამოშლის პირას რომ მისულან. წვიმის ბრალია. ზემოდან კი რკინის საფარიც
უნდა გამოვცვალოთ,აქედანვე ჩანს,რომ გაფუჭებულია.
-ეგ თითქმის 40 წლისაა,შვილო.
-მითუმეტეს,ალასკისთვის ეს დრო საკმაოდ დიდია. მასალების ყიდვა სად შეიძლება?-მოხუცი
ჩაფიქრდა.
-ბეთლესის ცენტრში ცხოვრობს,ერთი კაცია, ადამი ჰქვია,ადამ ჰებრანსი. სახლში
მაღაზია აქვს გახსნილი,მაგას აქვს ეგეთი რაღაცები. აი,მოდი-კაცმა პიტერი გარეთ გაიყვანა-იმ
შენობას ხომ ხედავ?-მან პიტერს წითელ სახლზე მიუთითა,რომელიც საკმაოდ შორს მდებარეობდა,მაგრამ
ჰორიზონტზე მაინც მოჩანდა.-პიტერმა მოხუცს თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია- მაგ სახლს
რომ გასცდები,ქუჩა იყოფა,მოსახვევია,იქ შეუხვევ და მერე პირდაპირ ივლი. სადღაც მეხუთე-მეექვსე
სახლია,ეზოში დიდი აბრაა - სამშენებლო მასალები აწერია,მიხვდები. ადამი იკითხე და უთხარი
ჰარტიმ გამომგზავნაო,ჩემთან ვალშია,რაღაც საქმეზე ჩემი ძაღლები ორი კვირით ვათხოვე
და მითხრა რაც არ უნდა დაგჭირდეს მომაკითხეო.-მოხუცმა
ხელი ჯიბეში ჩაიყო და 40 დოლარი ამოაძვრინა-ეს გეყოფა-მან ფული პიტერს გაუწოდა. კაცმა
მისი გამორთმევა იუარა:
-როგორ გეკადრებათ,ფული გვაქვს,ისედაც სახლში შეგვიფარეთ და თქვენს საკვებს
გვაჭმევთ.ყველაფერს ჩვენ მივხედავთ.-ჰარტიმ კაცს თავი დაუქნია,ხელი მხარზე დაჰკრა და
გაუღიმა:
-აბა შენ იცი,ჩემო ბიჭო-უთხრა და ფარდულიდან გავიდა. პიტერი კი ოთახში
დაბრუნდა,ჩანთიდან თხელი ქურთუკი ამოიღო და გზას გაუდგა.
საკმაოდ გრილოდა,თანაც დილა იყო.
კაცი გზას ფეხით გაუყვა. ირგვლივ ყველაფერი ამწვანებულიყო. მოსახლეობა მაინცდამიანც
ახლო-ახლო არ ცხოვრობდა. პირველი სახლი 200 მეტრში დაინახა. გზა საკმაოდ შენახული გახლდათ.
მალე კაცი წითელ შენობასაც მიადგა და მითითებისამებრ მეორე ქუჩაში შეუხვია. ჰარტი მართალი
აღმოჩნდა ადამის სახლი იმ ქუჩაზე რიგით მეხუთე სახლი იყო. ეზოში აბრა დაინახა თუ არა,მაშინვე
შიგნით შევიდა. სახლის წინ ასაკოვანი ქალი საქმიანობდა.
-გამარჯობა-მიუგო პიტერმა.
-გაგიმარჯოს,შვილო.-ღიმილით უპასუხა ქალმა.
-მე ადამ ჰებრანსს ვეძებ.
-ახლავე-თქვა ქალმა და სახლში შევიდა,გარეთ კი ჩაფსკვნილ მამაკაცთან ერთად
დაბრუნდა.
-გისმენთ-მიუგო კაცმა.
-ადამი ბრძანდებით?
-დიახ.
-მე პიტერი მქვია,ჰარტიმ გამომაგზავნა.
-ჩარლიმ?ჰაჰ-პიტერმა პირველად გაიგონა თავისი მასპინძლის სახელი-რაო,რა
მინდაო?
-ფარდულში ჭერი აქვს გამოსაცვლელი. რამოდენიმე ხის ფიცარი და რკინის ფანერა
მჭირდება.
-მაქვს ეგენი,წამოდი-პიტერი ადამს გაჰყვა. მან კაცი სახლის უკან სახელოსნოში
მიიყვანა და საქონელი აჩვენა. ტორვიმ მსხვილ ხის გათლილ,ოთხკუთხედ მორებს შეხედა და
თქვა:
-ეს გამოდგება.
-რკინის ფანერა არ მაქვს. დავამზადებ და მზად ზეგ ან მაზეგ მექნება. -პიტერმა
ჰებრანსს თავი დაუქნია.
-ჰარტიმ მითხრა,ჩემი ვალი აქვს და იაფად მოგცემსო-ღიმილით უთხრა პიტერმა.
-ეგ ეშმაკი ნაბიჭვარი-ადამმა გადაიხარხარა-რამდენი გამოგატანა?
-40 დოლარი.
-ჰაჰ! 40 დოლარი მარტო ერთი მორი ღირს, მაგრამ წაიღე.მაგისი ძაღლები და
მარხილი მართლა მაგრად გამომადგა და რადგანაც ვუთხარი თუ რამე დაგჭირდება მოდი-მეთქი,სიტყვას
აღარ გადავალ. ოღონდ იცოდე,რკინის ფანერაზე 30 დოლარი გექნება დასამატებელი.
-მოსულა-უთხრა პიტერმა.
-მოიცა,შეგიკრავ-თქვა ადამმა. ხუთი ხის საშუალო სიგრძის მორი ერთად დააწყო,თოკით
შეკრა და პიტერს მისცა:
-მხარზე შეიგდე,ძირს ნუ ათრევ,არ დააზიანო.-კაცმა ჰებრანსს ფული გადაუხადა
და მორები ბეჭზე აიკიდა,ცალი ხელი ამოდო და
გზას დაადგა. გზადაგზად ისვენებდა,მორებს ძირს ჩამოდგამდა და ცოტა ხნით ჩამოჯდებოდა
ხოლმე. ნელ-ნელა ცა მოიღრუბლა,თითქოს უნდა იწვიმოსო,მაგრამ ალასკაში ეს გასაკვირი სულაც
არ იყო. პიტერმა მორები აიკიდა და გზა განაგრძო. ნაცნობ წითელ შენობამდე არ იყო მისული
პირველი წვეთები რომ დაეშხეფა. ნაბიჯებს მოუმატა,მაგრამ ვერ გაიქცეოდა,მორები საკმაოდ
მძიმე გახლდათ. ის იყო შენობას გასცდა და მთავარ ქუჩაზე დაბრუნდა,რომ მანქანა გამოჩნდა.
ვერცხლისფერი პიკაპი,უკან გრძელი ღია საბარგულით და წინ ორ ადგილიანი კაბინით. როდესაც
მძღოლმა წვიმაში მიმავალი გალუმპული კაცი დაინახა მანქანა გააჩერა და კარები გაუღო.
პიტერი შედგა და მძღოლს მიაჩერდა. მანქანიდან ქერა,ახალგაზრდა ქალი იცქირებოდა.
- წვიმაში სეირნობა ასე გიყვარს?-ხუმრობით ჰკითხა მან.
- ზოგს უყვარს წვიმაში სეირნობა.
-ამხელა ტვირთით?-ქალმა მორებზე ანიშნა-უკან დადე და ჩაჯექი,წაგიყვან.
-მართლა?
-ჰო.-პიტერმა მორები საბარგულში ჩააწყო და მანქანაში ჩაჯდა.
-ანა-ქალმა კაცს ხელი გაუწოდა.
-პიტერი-ტორვიმ ანას ხელი ნაზად ჩამოართვა.-უცხოებს ასე უჩერებ ხოლმე მანქანას?
-ალასკაზე ხარ,მეგობარო. სად უნდა
გამექცე,თანაც სახეზე გეტყობა როგორიც ხარ.
-და როგორი ვარ?
-ისეთი ჯერ ჭიანჭველას რომ დაუთმობს გზას და მერე თვითონ რომ გაივლის.
-არც ასეთი უცოდველი ვარ,ირემი მომიკლავს-სევდიანად ჩაილარაკა პიტერმა.
-ჰო? შენ რა მაგარი ბიჭი ყოფილხარ.-ქალმა გაიცინა და მანქანა დაძრა.
-რა?-იკითხა გაკვირვებულმა პიტერმა.
-არაფერი-ისევ სიცილით თქვა ანამ-დიდი ხანია აქ ცხოვრობ?
-არა,გუშინ ჩამოვედი.
-გუშინ? რა მაგარია,მეც გუშინ ჩამოვედი.
-მართლა? ანუ აქაური არ ხარ.
-არა, ჩიკაგოდან ვარ.უბრალოდ ქალაქელობა ჩემი მოწოდება არაა,სიწყნარე მიყვარს,ცოტა
სიცივეც ასე რომ ალასკელობაა ჩემი ნამდვილი მოწოდება-ქალმა პიტერს შეხედა. მას ცისფერი
თვალები,ლამაზი ცხვირი და მცირეოდენი ჭორფლიც ჰქონდა,თუმცა თითქმის შეუმჩნეველი. ეს
ყველაფერი მას გასაოცარ იერს ჰმატებდა. - არ მეტყვი სად ცხოვრობ?
-ა,ჰო. აი იქ,იმ სახლს ხომ ხედავ-მან ჰარტის სახლზე ანიშნა,რომელიც შორიდან
მოჩანდა-იქ ვცხოვრობ.
-სერიოზულად?
-ჰო,რა იყო?
-მე ორი სახლის მოშორებით ვცხოვრობ,ერთ ქალთან ვიქირავე ოთახი.
-მაშინ გნახავ ხოლმე.
-ის მორები რათ გინდოდა?
-სახლის პატრონს დავპირდი ფარდულის სახურავს შეგიკეთებთ-მეთქი.
-სიტყვის ბიჭი ყოფილხარ.
-ბიჭი?
-რა იყო ასე გწყინს ბიჭს რომ გეძახი?-ეშმაკური ღიმილით ჰკითხა ანამ.
-უბრალოდ ასე ჩემთვის 12 წლის შემდეგ არავის დაუძახია.
-ჰოდა,მე დაგიძახებ ხოლმე ასე. აი,თითქმის უკვე მივედით.-ანამ მანქანა
გააჩერა.
-მადლობა-უთხრა პიტერმა და მანქანიდან გადავიდა,შემდეგ თავისი მორები მხარზე
აიკიდა და სახლისკენ დაიძრა.
-ნახვამდის,გალუმპულო ბიჭო-სიცილით მიაძახა ქალმა. პიტერს გაეცინა.
-დროებით, ალასკელო გოგონავ.-ანამ მანქანა დაძრა და თვალს მიეფარა,პიტერმა
კი მორები ფარდულში შეათრია და სახლში შევიდა. კაცი თავს ქალის გაცნობის შემდეგ უცნაურად
გრძნობდა,ვითომ ეს სიყვარული იყო? მაგრამ აბა პიტერმა რა იცოდა,მას ხომ ჯერ არავინ
ჰყვარებია აპალაჩების ხეებისა და ჩიტების გარდა. თანაც რაღაც ამ ერთი ნახვით შეყვარების
არა სჯეროდა.
უოლტერი და ჩარლი ბანქოს თამაშობდნენ.
პიტერმა კარები გააღო თუ არა ორივემ მზერა მას მიაპყრეს.
-აბა რა ქენი?-ჰკითხა ჰარტიმ.
-მორები მოვიტანე,ფანერა ორ-სამ დღეში მექნებაო.
-რა გჭირს?-მამამ შვილს ჰკითხა.
-სველი ვარ,რა უნდა მჭირდეს.-უოლტერი ფეხზე წამოდგა.
-არა,შენი თვალები,ისინი სხვანაირია.
-მამა ნუ მაშინებ.-ჰარტიმ გაიღიმა.
-ვინმე გოგო ხომ არ გაიცანი?-პიტერს გაეცინა,თავი დახარა და მოხუცს მორცხვად
შეხედა.-ნუ გაწითლდი ბიჭუნი!-ჩვენ გასწავლით ეგ გოგო როგორ უნდა მოხიბლო.-მოხუცი პიტერთან
მივიდა და ხელი მკლავებზე მოუჭირა.- კუნთები გქონია,ამიერიდან დაივიწყე გრძელმკლავიანი
მაისურები,-მერე ხელი მუცელზე მიადო,პრესი შეუმოწმა- რამე ვიწრო და შემოტმასნული უნდა
ჩაიცვა.
-კარგით რა, ჩარლი.
-ჩარლი?-იკითხა უოლტერმა.
-ჰო,ჩემი სახელია. ეტყობა იმ აფერისტმა ადამმა უთხრა. ბაბუასაც ასე ერქვა,მაგარი
კაცი იყო.უი,ერთი ამბავი უნდა მოგიყვე,უოლტ, მოკლედ ერთხელ ბაბუამ სათევზაოდ წამიყვანა
და...-ამასობაში პიტერი თავისი ოთახისკენ ნელ-ნელა გაიპარა,სანამ ყავისფერი კარის უკან
გაუჩინარდებოდა ჰარტიმ მიაძახა-არ გეგონოს პიტერ,რომ ეს საუბარი დავამთავრეთ. ხომ გახსოვს
კარგი მეხსიერება მაქვს,იმ გოგოზე უნდა მომიყვე,შეიძლება ვინცობ კიდევაც-შემდეგ კი
მოხუცმა თავისი ამბის თხრობა განაგრძო,პიტერმა კი ტანსაცმელი გამოიცვალა და საწოლზე გულდაღმა წამოწვა. ხელები ძირს დაუშვა,მისი თითები
იატაკს ეხებოდნენ.
-ანა,ანა-წაიჩურჩულა მან ღიმილით,ღრმად ამოისუნთქა და ფიქრებში ჩაიძირა.
ალასკაზე კიდევ ერთი მშვენიერი
დღე გათენებულიყო. პიტერი ფარდულის სახურავის შეკეთებას დილიდანვე შეუდგა. ისედაც ადრე
იღვიძებდა ხოლმე,6 საათზე კი უკვე ხის მორებს ლურსმნებით აჭედებდა.
-გამარჯობა ბიჭუნა-ხმა უკნიდან მოესმა, კაცმა საყრდენზე მიყრდნობილი კიბიდან
გადმოიხედა და ქვემოთ სპორტულ ფორმაში გამოწყობილი ანა დაინახა,ქალს თმები აეწია და
კუდივით შეეკრა,სახეზე ღიმილი დასთამაშებდა.
-გამარჯობა-ღიმილით მიუგო პიტერმა. ქალი ფარდულისკენ დაიძრა.
-ესე იგი ტყუილად არ გიყიდია ეს ხეები.
-ასეა.
-დიდი ხანია მუშაობ?
-არც ისე.
-ცოტა ხნით შესვენება არ გინდა? დილაობით დავრბივარ ხოლმე,თუმცა მარტო
სირბილი არ მიყვარს.
-ახლავე ჩამოვალ-უთხრა გახარებულმა პიტერმა და კიბეს დაუყვა,ქალს მიუახლოვდა.
-დავიწყოთ?-ეშმაკურად უთხრა ანამ. კაცმა ქალს თავი დაუქნია. ორივენი სირბილს
შეუდგნენ.
-აქაური გზები უკვე ისწავლე?-ჰკითხა ქალს პიტერმა.
-ლაპარაკისას ენერგია გეცლება ბიჭუნი,სჯობს უხმოდ ირბინო.-პიტერს გაეცინა.
-მაშ მე რატომ წამომიყვანე?
-შენ რა ჩემ გამო წამოხვედი? წამოდი,ნუ ზოზინებ!-ანამ ტემპს უმატა,მას
კაციც აედევნა. ისინი მდინარის პირამდე მივიდნენ,შემდეგ კი უკან გამობრუნდნენ.
-აბა, აქ ნათესავები გყავს თუ ჩემსავით ქირას იხდი?
-არა,აქ მამაჩემის მეგობარი ცხოვრობს. ჩარლი ჰარტი.-ქალმა უხმოდ თავი დააქნია.
-კარგი ამინდია,ალასკისთვის იშვიათია, ხომ?
-ჯერ კიდევ ზაფხულია,მეგობარო. ეს კი ანტაქრტიდა არაა,მუდამ ყინულები რომ
ეკიდოს.-პიტერმა თავი გააქნია. დარჩენილი გზა უხმოდ გაირბინეს. როდესაც ჰარტის სახლთან
მივიდნენ,ტორვიმ ქალს უთხრა:
-საღამოს ვახშმად ხომ არ დაგვეწვევი? ჰარტისაც გაგაცნობ,ბოლოს და ბოლოს
შენი მეზობელია.
-ოჰო-ანამ გაიცინა-ჩემ შებმას მოხუცი კაცებით ცდილობ?-პიტერს გაუკვირდა.
-რატომ გგონია რომ შენ შებმას ვცდილობ?
-გმადლობ,ამას კომპლიმენტად მივიღებ.
-არა,ამას არ ვგულისხმობდი,მე...
-არაფერია,საღამომდე-ანამ პიტერს თვალი ჩაუკრა და სახლისკენ გაიქცა. კაცმა
გაიცინა,თავი გააქნია და ხელში მორიგი მორი აიღო.
როგორც კი ჰარტიმ და უოლტერმა
გაიგეს ანა უნდა მოვიდესო,მაშინვე სახლის გასუფთავებას შეუდგნენ,ყველაფერი მოაწესრიგეს,
ის კი არა ჩარლი პიტერს თავისი კოსტიუმის ჩაცმას აძალებდა,მაგრამ ყმაწვილმა არჩევანი
სპორტულ ტანისამოსსა და თხელ სვიტერზე შეაჩერა. პიტერი კარგი მზარეული იყო,ვახშამი
თავად მოამზადა,ჩაშუშული ხორცი კომბოსტოსთან ერთად, მისი მომზადებული კერძის დაგემოვნება
ნამდვილი სიამოვნება გახლდათ.
მოსაღამოვდა. ჩარლის კარებზე
ზარი გაისმა. კარები პიტერმა გააღო,ღელვა აშკარად ეტყობოდა.
-გამარჯობა-მან სტუმარს მიუგო.ქალის მომხიბვლელ სახეზე ღიმილი გამოისახა.
-გამარჯობა-მას წითელი კაბა ეცვა,ისეთი არა ქორწილებზე და დღესასწაულებზე
რომ იცმევენ,უბრალო კაბა იყო,მაგრამ ქალს საოცრად
უხდებოდა, შეუძლებელი იყო მისი ამოღებული ბეჭებისთვის თვალი არ მოგეკრა და არ მონუსხულიყავი.
-მშვენივრად გამოიყურები.
-გმადლობ,არ შემომიშვებ?
-რა თქმა უნდა-პიტერი გაიწია და ქალი სახლში შემოუშა.
-ლამაზი სახლია.
-ჰარტის დამსახურებაა.
-სად არის,ხომ იცი არ მის გამო მოვედი.
-აქეთ-პიტერმა იგი მისაღებში გაიყვანა. ქალის დანახვისთანავე საგანგებოდ
გამოპრანჭული ჰარტი ფეხზე წამოდგა. ქალთან მივიდა,თავი წარუდგინა და ხელზე აკოცა. იგივე
გააკეთა უოლტერმაც.
-მიხარია რომ როგორც იქნა გაგიცანით,პიტერი თქვენს შესახებ ბევრს გვიყვებოდა-თქვა
მამამ. პიტერმა მას ბრაზიანი მზერით გადახედა.
-მართლა? იმედია ცუდს არაფერს ამბობდა.
-არა,როგორ გეკადრებათ მხოლოდ კარგს,თქვენზე ცუდი ვინმემ როგორ უნდა თქვას-კაცმა
ქალს თვალი მოავლო და მოწონების ნიშნად თავი დააქნია. ჰარტიმ კი პიტერს ცერა თითი ჩუმად
აუწია და თვალი ჩაუკრა.
-მობრძანდით-მან ანა სამზარეულოში შეიყვანა,სადაც მაგიდა ოთხი კაცისთვის
გაეწყოთ. პიტერმა მანდილოსანს სკამი გამოუწია და მოხერხებულად მოათავსა,შემდეგ მაგიდას
კაცებიც მიუსხდნენ.
-ჩაშუშული ხორცი კომბოსტოს აკომპანიმენტით-უოლტერმა ქალს კერძი გადაუღო.ანამ
ჩანგალი ხორცს ნაზად ჩაასო და პირში ჩაიდო,სიამოვნებისგან თვალები მოჭუტა.
-ღმერთო,რა გემრიელია,ვინ მოამზადა?
-პიტერმა-უოლტერმა შვილს სიამაყის გრძნობით გახედა,ანა კაცს მიუტრიალდა.
-მართლა შენი გაკეთებულია?
-დიახ,გახლავს.
-უგემრიელესია!
-გმადლობ.მიხარია თუ მოგეწონა.
-არ ვიცოდი ასეთ კერძებს თუ აკეთებდი,რესტორანი ხომ არ გაგვეხსნა?-იხუმრა
ჰარტიმ.
-რესტორანზე გამახსენდა, გუშინ "ბეთლეს ლოჯში" დავიწყე მუშაობა,მზარეული
სჭირდებათ, რას იტყვი,ხელფასიც საკმარისია. თან ერთადაც ვიმუშავებდით.
-არაჩვეულებრივია!-წამოიძახა უოლტერმა.
-თან ახლოა,რას იტყვი?
-კარგი,თანახმა ვარ.-პიტერმა ქალს გაუღიმა.
-არის!-თვა ჰარტიმ და მაგიდის ქვემოთ უოლტერს ხელზე ხელი დაარტყა. ჩარლიმ
და ტორვიმ სიმღერებიც შეასრულეს,მოხუცი გიტარაზე არაჩვეულებრივად უკრავდა. წითელი ღვინოც
შესვეს,ხუმრობებიც თქვეს და ასე ლამაზად ჩაიარა საღამომ.როდესაც პიტერი ანას აცილებდა,ჰარტიმ
მიაძახა:
-როდესაც მოგესურვებათ,მაშინ შეგიძლიათ მობრძანდეთ!
-გმადლობ-ქალმა მოხუცს გაუღიმა და ახალგაზრდა ტორვისთან ერთად გზას გაუდგა.
პიტერმა ცას ახედა.
-ვარსკვლავებითაა მოჭედილი.
-ჰო-უეცრად ცას ერთ-ერთი ვარსკვლავი მოსწყდა-ღმერთო დაინახე?
-ჰო,დავინახე.
-სურვილი ჩაიფიქრე.
-რა?
-მოწყვეტილ ვარსკვლავს რომ დაინახავ სურვილი უნდა ჩაიფიქრო.
-კარგი.
პიტერმა თვალები დახუჭა და ინატრა
ის ბედნიერი მომავალი,რომელსაც თავის მომავალ ცოლ-შვილთან ერთად გაიზიარებდა.
-ჩავიფიქრე.
-ძალიანაც კარგი.-ქალმა კაცს მკლავი გამოსდო და თავი მხარზე მიაყრდნო.
-ძალიან ლამაზი საღამო იყო.
-კი,მათთან არ მოიწყენ.
-კარგია როდესაც შენს გვერდით საყვარელი ადამიანები გყავს.
-ამას რატომ ამბობს,მშობლები არ გყავს?
-ისინი დიდი ხნის წინ ავტოავარიაში დამეხოცნენ.
-ძალიან ვწუხვარ.
-პატარა ვიყავი. ბიძამ გამზარდა. მერე ისიც მოკვდა და აი ასე აღვმოვჩნდი
ალასკაში. შენ აქ როგორ მოხვდი?-პიტერი ჩაფიქრდა.
- მანქანაში გარჭობილ ისარზე მიკრული წერილით მოკითხვა ჯოჯოხეთიდან.-ქალი
გაჩერდა,მან ტორვის გაოცებული სახით შეხედა.
-რა? ხუმრობ,ხომ?
-არა,სიმართლეს გაუბნები.
-ღმერთო, რა სიგიჟეა.
-კი,არის-ანას გაეცინა.
-ამასობაში ჩემს სახლთანაც მოვედით. -პიტერმა
დიდ, მდიდრულ სახლს შეხედა.
-ლამაზი სახლია.
-არის,ქალბატონი ევანჯელინაც საყვარელი
ქალია.-ანა შეყოვნდა-კარგი იყო შენთან საღამოს გატარება.
-ჩემთვისაც-კაცს მიუახლოვდა,ლოყაზე ნაზად
აკოცა და სახლში შევიდა,კარის დაკეტვამდე კი დაუძახა:
-ხვალამდე,ბიჭუნივ!-გაიღიმა და თეთრ კარებს
მიღმა გაუჩინარდა. პიტერმა ამოისუნთქა,ღიმილით გახედა ევანჯელინას სახლს და გზას გაუდგა.
სახლში შესული არ იყო,ჰარტიმ და უოლტერმა ერთხმაში რომ დაიწყეს:
-კარგი გოგოა.
-ხელიდან არ უნდა გაუშვა.
-როგორი ღიმილი ჰქონდა.
-ყოჩაღ პიტერ,აბა ჩემ დროს კი არ იყვნენ
ეგეთი ქალები,ერთი იყო და ისიც იმ მეცხვარე ბარკიმ დამაწერა.-უოლტერმა გაიცინა. გადაღლილი
პიტერი კი დასაძინებლად თავის ოთახში ავიდა.
1988 წელი. კონსერვის ქილას ორი
ტყვია ხვდება. ისმის სროლის ხმა. პატარა გოგონას იარაღზე ხელები მჭიდროს აქვს ჩაბღუჯული.
ცალი თვალი მოჭუტული აქვს,მეორეთი კი სამიზნეს უყურებს. მინდორს კაცის ჩრდილი ეცემა,ის
გოგოს უახლოვდება. ხელებს მაღლა წევს და ტაშს უკრავს,გოგო მისკენ იხედება.
-ყოჩაღ, ემა. დღითიდღე უფრო და უფრო არაჩვეულებრივი ხდები. მამაშენი შენით
იამაყებდა.- კაცი იმუხლება,გოგოს თავზე ხელს ადებს და მას გულში იკრავს.
დილით ანამ პიტერს გამოუარა და
სასტუმროში წაიყვანა. „ბეთლეს ლოჯი“ საშუალო ზომის ხის სასტუმრო იყო. შესასვლელი ყვავილებით მოერთოთ,მანსარდაზე კი სადაც
სამი ოთახი მდებარეობდა ირმის რქები დაეკიდათ. წინ საქანელაც იდგა. ანამ მანქანა სასტუმროსთან
ახლოს გააჩერა.
-აი ეს არის, საკმაოდ ბევრი ტურისტი სტუმრობს.-პიტერმა სასტუმროს თვალი
მოავლო.
-ლამაზია.
-წამოდი,მეპატრონეს გაგაცნობ,ძალიან მაგარი კაცია-ქალმა ჩაიხითხითა და
პიტერი შიგნით შეიყვანა. სასტუმროში ყველაფერი
ხისგან გაეკეთებინათ, შესასვლელთან პატარა დახლი იდგა.
-აი ეს ჩემი სამუშაო ადგილია-ანამ კაცს დახლზე ანიშნა-ოთახების გაქირავება
და ა.შ. პიტერი ზედა სართულზე აიყვანა,დერეფნის ბოლოში ხის კარი მდებარეობდა. იქვე
კედელზე ფირფიტა ჩამოეკიდათ-ბრაიან რენდსი. ოთახიდან მუსიკის ხმა გამოდიოდა. პიტერმა
ანას გაკვირვებით შეხედა, ქალმა გაუღიმა და კარზე დააკაკუნა. შიგნიდან ხმა არ გაისმა.
შემდეგ კიდევ დააკაკუნა და თანაც კარები შეაღო. მართლაც საუცხოო სურათი დახვდათ. საშუალო
ასაკის მამაკაცი,რომელიც ღია მოყავისფრო გრძელ თმასა და წვერს ატარებდა ფანჯრისკენ
მიტრიალებულიყო,მუსიკა ჩაერთო და უკანალს აქნევდა,თანაც ხელებს რიტმულად აყოლებდა.
ჯერ მარჯვნივ,მერე მარცხნივ. მერე ფეხებით ცეკვაც დაიწყო და მთელი სხეულით აცეკვდა.
-უკაცრავად-ხმამაღლა დაუძახა ქალმა. ბრაიანი შეშინებული სახით შემობრუნდა.
-აჰ,ანა,ხომ?
-დიახ,ბოდიში რამოდენიმეჯერ დაგიკაკუნეთ.
-არაფერია,შემოდით-კაცმა ჩაისუნთქა და თავის სავარძელში ჩაჯდა.
-ეს ჩემი მეგობარია,პიტერ ტორვი. არაჩვეულებრივი მზარეულია, საკუთარი გამოცდილებიდან
ვიცი. ასევე ვიცი, რომ მზარეული გჭირდებათ,ამიტომ ის მოვიყვანე.
-მზარეული,ჰოო?-კაცმა პიტერს შეხედა.
-დიახ,ასეა-ტორვიმ გაიღიმა.
-კარგი-თავი დააქნია რენდსიმ და საჩვენებელი თითი ცხვირს გაუხახუნა- ნინას
ჩააბარე. იცოდე,შუადღით შენს მომზადებულ კერძს მივირთმევ,იმედები არ გამიცრუო.
-არა,სერ.
-აბა,წარმატებები -ბრაიანი სავარძლიდან წამოდგა და პიტერს ხელი ბეჭზე დაარტყა,ეს
ძალიან უცნაური ჟესტი იყო.
-გმადლობ-სიცილით მიუგო ყმაწვილმა და ანასთან ერთად ოთახი დატოვა,კარის
მოხურვის შემდეგ კი რენდსის სიმღერის ხმა მოესმათ:
-მზარეული,მზარეული ავიყვანე ბარში.
-ღმერთო უფრო საშინლად მღერის ვიდრე ცეკვავს-აღნიშნა პიტერმა.
-რა გინდა, მე მისი ცეკვა მომეწონა.
-მართლა?
-რა თქმა უნდა, არა-სიცილით თქვა ქალმა.
ანამ ტორვი სამზარეულოში ჩაიყვანა.
სასტუმროს პატარა სამზარეულო ჰქონდა. შიგნით მაგიდა,გაზქურა,მაცივარი და გამწოვი იდგა.
იქვე ერთი ახლაგზარდა გოგონა კერძს ამზადებდა.
-გამარჯობა-მიუგო ანამ. გოგონა კოლეგისკენ შემოტრიალდა. საკმაოდ ლამაზი
შავგვრემანი გოგო გახლდათ, ასე 20-21 წლის, შავი დიდრონი თვალები და გრძელი მბზინვარე
თმა ჰქონდა.
-აჰ,ანა. რით შემიძლია დაგეხმარო?
-ახალი პარტნიორი მოგიყვანე.-ქალმა პიტერს ხელი მხარზე დაადო.
-გამარჯობა-მიმართა კაცმა.
-მაგარია,მე ნინა მქვია-გოგომ ხელზე დაიხედა-ხელი დასვრილი მაქვს თორემ
ჩამოგართმევდი.
-მაშინ როცა მეც დავისვრი მერე ჩამომართვი-ხუმრობით მიუგო პიტერმა.ნინას
გაეცინა:
-შევთანხმდით.
-კარგი,მე გავალ. აბა თქვენ იცით-ანა პიტერს დაემშვიდობა და სამზარეულო
დატოვა. ნინამ კი კაცს წინსაფარი ესროლა.
-ეს გაიკეთე,აბა რისი გაკეთება გეხერხება?-ტორვი კი მონუსხული მისჩერებოდა
იმ დერეფანს,რომლიდანაც ანა გავიდა.-ჰეი,შენ გეკითხები.-კაცი გამოერკვა.
-ყველაფრის.
-ყველაფრის? შენ რა მაგარი ყოფილხარ,მიდი გაზი გაახურე.-პიტერმა გოგოს
გაუღიმა და საქმეს შეუდგა.
ახალგაზრდა ტორვის მომზადებულმა
კერძმა ნამდვილი აღფრთოვანება და მოწონება დაიმსახურა. ბრაიანმა მას ხელი ძლიერად ჩამოართვა,მხარზე
მაგრად დაარტყა და უთხრა:
-კეთილი იყოს შენი ბეთლესში მობრძანება,ყმაწვილო! ეს ჩვენი ოჯახია, ამიერიდან
უკვე შენიც!
-გმადლობ, სერ!
პიტერი და ანა დაახლოვდნენ,ძალიან
დაახლოვდნენ. თითქმის ყოველ საღამოს მდინარე კოუიკუკის სანაპიროსთან სეირნობდნენ. ერთხელ
დაინახეს თუ როგორ წაიქცა მათ წინ პატარა გოგონა. ანამ მაშინვე მასთან მიირბინა,ბავშვი
წამოაყენა,დაფერთხა,გაუღიმა და უთხრა:
-არაფერია,ყველაფერი კარგად იქნება.-გოგონამაც თავი დაუქნია და ქალს ჩაეხუტა.
ანამ შუბლზე აკოცა,შემდეგ ბავშვი დედამისისკენ გაიქცა. ქალი მას თვალს ღიმილით ადევნებდა.
-ამას როგორ ახერხებ?-მას ჰკითხა პიტერმა.
-რას როგორ ვახერხებ?
-ასეთი კარგი როგორ ხარ?
-ყოველთვის,ყოველ ჯერზე ჩემი თავის უკეთეს ვერსიას წარმოვიდგენ და ვცდილობ
მას ვაჯობო. როდესაც იმ ვერსიას ვაჯობებ,სხვა,უფრო უკეთეს ვერსიასთან ვიწყებ გაჯიბრებას.
არ ვიცი,ალბათ ამის ბრალია.-პიტერი ქალს მიუახლოვდა. მისი სახე ხელებში მოიქცია,ქალის
სუნთქვა სახეზე ნაზად ელამუნებოდა. თავი მისკენ მიწია და უცებ მის ტუჩებს დაეწაფა.
ანამ ტორვის ხელები კისერზე მოხვია. ერთმანეთს თვალებში ჩახედეს,კაცს ჟრუანტელმა მთელ
ტანში დაუარა.
-მიყვარხარ-იგი ქალს გამოუტყდა.ანამ პიტერს თავისი მომაჯადოებელი ღიმილით
შეხედა.
-მეც,მეც მიყვარხარ-ხელი წელზე მოხვია და ორივენი მდინარე კოიუკუკის ნაპირს
დაუყვნენ.
1981 წელი. ახალგაზრდა ქალი
საშუალო ასაკის კაცს ეხუტება.
-ხომ იცი,შეგიძლია ჩემი იმედი გქონდეს-ამბობს კაცი.
-ვიცი ლორენცო,მადლობელი ვარ.
-სამადლობელი არაფერი გაქვს.
-გთხოვ, დაიცავი ის,არ მისცე უფლება თავისი ნამდვილი ვინაობა დაივიწყოს.
-გპირდები,ყველაფერს გავაკეთებ. ხომ იცი,დონი ჩემთვის ძმასავით იყო.მას
შვილივით გავზრდი.
-ვერავინ უნდა გაიგოს, რომ ის ემა უაიზერია.
-გპირდები,ვერ გაიგებენ. - ქალი საწოლისკენ იხედება. საწოლში პატარა ბავშვი
წევს,სულ პატარაა,თვეების. დედას გაფაციცებით უმზერს. ქალს ჩვილი ხელში აყავს. თვალიდან
ცრემლი უგორდება,ბავშვს ის გულზე ეცემა. დედა შვილს შუბლზე კოცნის.ქალმა კაცს შეხედა.
ლორენცომ თავი დაუქნია. დედამ ღრმად ჩაისუნთქა და ბავშვი კაცს გადასცა. გოგონა ატირდა.
-მშვიდობით-ამბობს კაცი.
-მშვიდობით-ცრემლმორეული ხმით პასუხობს ქალი. კაცი კარს აღებს და ოთახიდან გადის. ქალი მუხლებზე ეცემა,ხელს სახეზე იდებს
და ტირის,ძლიერად ტირის.
ალასკას
შემოდგომის კვალი საგრძნობად დატყობოდა. ხეებს ფოთლები თითქმის აღარ შერჩენოდათ,ბეთლესში
აცივებულიყო კიდეც. წვიმებმაც მოიმატა. სექტემბრის პირველი წვიმისას ჰარტი და უოლტერი
სიამაყით უყურებდნენ პიტერის შეკეთებულ სახურავს,საიდანაც ერთი წვეთიც კი არ ჩამოვარდნილა.
ანა მათი ხშირი სტუმარი გამხდარიყო. სასტუმროში ხალხს ეკლო. სამუშაო სეზონი ძირითადად
ზამთრობითა და ზაფხულობით იყო ხოლმე, თუმცა 1-2 კაცი "ბეთლეს ლოჯს" მუდამ სტუმრობდა.
პიტერმა თავისი კერძებით სახელი მალევე გაითქვა.
22 სექტემბერს სასტუმროს არც მეტი,
არც ნაკლები ბეთლესის მერი ეწვია. სპეციალური კერძი პიტერმა მოამზადა. მერმა აღფრთოვანება
ვერ დამალა. წასვლის წინ იკითხა მზარეული ვინ არისო. ყველასათვის მოულოდნელად პიტერმა
თქვა:
-ის თქვენს წინაშე დგას-მან ნინაზე მიუთითა,გოგონამ
კაცს გაკვირვებულმა შეხედა.მერმა გოგონა გადაკოცნა.
-არაჩვეულებრივი სადილი იყო. დიდად ვისიამოვნე,თქვენი
ძალიან მადლობელი ვარ-ნინამ გაუღიმა. კაცმა მადლობა კიდევ ერთხელ გადაიხადა, თავისი
შლაპა დაიხურა და სასტუმროდან გავიდა.
-ეს არ იყო საჭირო,ეს კერძი შენ მოამზადე-მერის
წასვლისთანავე ნინამ პიტერს მიუგო.კაცმა კი მხოლოდ გაიღიმა:
-შენც არანაკლებ კერძებს ამზადებ. შექებას
ნამდვილად იმსახურებდი-გოგო ტორვის გადაეხვია.
-მადლობა.-პიტერს ბრაიანი მიუახლოვდა,მხარზე
ხელი დაარტყა და ყურში ჩასჩურჩულა:
-ყოჩაღ, ტორვი.
საღამოს როდესაც პიტერი ანას სახლამდე აცილებდა ქალმა უთხრა:
-დღეს ეს რატომ გააკეთე? ის ხომ მერი იყო.
-იცი,უოლტერი მეუბნებოდა: „ზოგჯერ საჭიროა
სხვას დაუთმო,სხვას აცადო განიცადოს დიდება. დატკბეს ამ არაჩვეულებრივი განცდებით.ასე
მხოლოდ მოგებული დარჩები და შენ თავსაც აიმაღლებ სხვების თვალში.“ მაგრამ ეს ამისთვის
არ გამიკეთებია,უბრალოდ ის ამას იმსახურებდა,მე ხომ ერთი უბრალო ბიჭი ვარ მიყრუებული
აპალაჩის მთებიდან.
-ამდენი ხანია გიცნობ და არასდროს მოგიყოლია იმის შესახებ თუ რატომ ცხოვრობდი
აპალაჩის მთებში.-პიტერმა ღრმად ამოისუნთქა,გაჩერდა.
-პატარა ვიყავი დედა რომ დავკარგე. ავტოავარია...წყეული ავტოავარია.
-ვწუხვარ-ანა პიტერს ჩაეხუტა.
-ის იყო მიზეზი იმისა,რომ მამაჩემი ჭკუიდან არ შეიშალა. მან მას ხელი ძლიერად
ჩასჭიდა და ბოლომდე გამოქაჩა,ხელი არაფრის დიდებით არ გაუშვა. მერე მეც გავჩნდი და
რამოდენიმე წელში დედა გარდაიცვალა. მამას ვერ ვცნობდი,ხალხს ვერ იტანდა,გაუცხოებას
გრძნობდა. არ შეეძლო საზოგადოებას შეწყობოდა,მე რომ არა ალბათ გალოთდებოდა კიდეც. სმა
დაიწყო,მაგრამ მიყურებდა და დედას ხედავდა,ის აგონდებოდა. ერთხელაც ღამით გამაღვიძა,ხელი
მომკიდა,მანქანაში ჩამსვა,კარავი წამოიღო და აპალაჩის მთებში წამიყვანა. სანამ შევეჩვევოდით
ძალიან ვიტანჯებოდით,მერე უკვე აპალაჩების გარეშე ცხოვრება აღარ შეგვეძლო.-პიტერი განათების
ბოძს მიშტერებოდა,მერე ანას შეხედა.-აი ასეთია ჩემი ისტორია,მამა ამ ამბავზე არ საუბრობს.
-შენ მე გყავარ.
-ვიცი-პიტერმა გაიღიმა და ქალს კიდევ ერთხელ ძლიერად ჩაეხუტა. თვალიდან
კი ცრემლი ჩამოუგორდა,მაგრამ ის მაშინვე შეიშრო.
-იცი, ბიძაჩემიც მასწავლიდა რაღაცებს.
-ჰოო?
-ეს მახსოვს: „არასდროს დაანახო სხვებს,რომ მათზე უკეთესი ხარ.ამას ისინი
თავადვე დაინახავენ, უბრალოდ ნება მიეცი თავად დაინახონ ეს ყველაფერი.“ შენ სწორედ
ასეთი ხარ,მე ეს დავინახე. იცი რომ საუკეთესო ხარ,მაგრამ ამას არ იმჩნევ.
-მე არ ვარ საუკეთესო,ანა.
-ხარ,ნებისმიერს ჰკითხე და ისინი გეტყვიან, რომ შენ ძალიან კარგი ხარ.-პიტერმა
გაიღიმა.
-აბა კიდევ რას გეუბნებოდა ბიძაშენი?
-ბევრ რამეს.
-მერე გამოგადგა ეგ ბევრი რამე?-ანა ჩაფიქრდა.
- ადამიანების აზრი,საერთოდ რას იფიქრებენ ისინი ჩემზე მაგრად მკიდია,მაგრამ
ჩვენ ხომ ამ სამყაროში,ადამიანების სამყაროში ვცხოვრობთ,არა? ჰოდა უნდა მოიქცე ისე,რომ
მათი ნდობა,მათი სიმპატია დაიმსახურო,თანაც ისე,რომ არ აეწყო მათ უბადრუკ ყოფაზე, არ
დაკარგო საკუთარი თავი და შენი მეობა. არ იქცე სხვად და არ დაემსგავსო სხვებს.უბრალოდ
იყავი ის, ვინც მაშინ ხარ,როდესაც გძინავს,როდესაც ფიქრობ და როდესაც მარტო დარჩენილი
შიშველი იწყებ სიარულს.
-შენ რა შიშველი დადიხარ ხოლმე?-პიტერი გაიცინა.
-არა,შე სულელო.ღმერთო-ანასაც გაეცინა.
-შენ ასე იქცევი? იმიტომ ხარ ასეთი,რომ სხვების ნდობა და სიმპატია დაიმსახურო?
მე ეს არ მჯერა,შენ ძალიან კარგად გიცნობ.
-ასე გგონია?
-ჰო,ვცდები?-ანა დუმდა.
-ჩემი გაგება ძნელია პიტერ,ძალინ ძნელი.
-მე ხომ ყველაფერში საუკეთესო ვარ,არა?-კაცმა გაიცინა.
-ღმერთო,ოღონდ თავში არ აგივარდეს.
-არა,ასეთი არ ვარ.
-ვიცი.
1994 წელი. გოგონა დანას ისვრის.დანა პირდაპირ ხეზე ცარცით დახატულ წერტილში
ერჭობა. მისკენ კაცი მირბის,ხელში მასაც დანა უჭირავს. გოგონას თავს ესხმის, გოგონა
ტრიალდება,მაჯას უტრიალებს,დანას ძირს აგდებინებს და ფეხს მუცელში ურტყამს. გოგონა
ისევ ტრიალდება და კაცს ხერხემალში იჭერს.
-ისევ დაგამარცხე,ლორენცო.
-სიბერის ბრალია-გოგონა კაცს წამოდგომაში
ეხმარება.
-ვითომ?
-დროა.
-ფიქრობ რომ მზად ვარ?
-ფიცისთვის კი.-გოგონა თავს აქნევს.-იცი
ისინი ვინც დახოცა,არა?
-კი ემა,მაგრამ ჯერ ამის გაგება შენთვის
ადრეა.
-წამიყვანე მათთან. დროა მამაჩემს პირობა
მის საფლავზე მივცე.-კაცი თავს აქნევს.
-წამოდი. -გოგონა მას აუჩქარებლად მიჰყვება.
სექტემბერი მთავრდებოდა. გარეთ აცივებულიყო. ჰარტიმ ანა შაბათ საღამოს ჩაიზე
თავისთან დაპატიჟა. ჭიქებში ცხელი სითხე ჩამოასხა და დანარჩენებთან ერთად მაგიდას მიუჯდა.
ხელები ჭიქისთვის ყველას მოეკიდა. სითბო ნამდვილად
სასიამოვნო იყო.
- შარშან, ამ დროს აქ გამოყრუებული ვიჯექი
- დაიწყო ჰარტიმ - ვუყურებდი ტელევიზორს,რომელიც ხან აჩვენებდა და ხან არა, ერთი ეგ
იყო ძაღლებთან ვთამაშობდი თორემ აბა ბებერი ჩარლი ჰარტი ვიღას სჭირდებოდა.
-ასე ნუ ამბობთ-ანამ მოხუცს ხელზე ხელი
შეახო - თქვენ ჩვენ გყავართ.
-ვიცი,ვიცი და ეს ძალიან მახარებს. თვეების
უკან არც ვიცოდი რომ არსებობდით,ახლა კი უკვე ჩემი ოჯახის წევრები ხართ. ყველანი ძალიან
მიყვარხართ და მადლობა იმ დონ უაიზერს იმისთვის,რომ აქ გამოგზავნათ. - უოლტერმა გაიცინა.
-დონ უაიზერი? - იკითხა ანამ.
-ჰო,მაშინ ხომ გითხარი. წერილი მოგვივიდა
მოკითხვა ჯოჯოხეთიდან. დონ უაიზერი-მეთქი.- უპასუხა პიტერმა.
-და მაინც ვინ იყო ეს დონ უაიზერი?
-გრძელი ამბავია,ერთი დიდი ნაძირალა ვინმე
იყო,სალაპარაკოდ არ ღირს-თქვა უოლტერმა.
-იცით რაზე ვფიქრობდი?
-რაზე,ჰარტი?
-ბატკნის ხორცი მომენატრა.-მოხუცმა თავის
ქნევით ტორვის გადახედა,უოლტერმაც გაიცინა.
-აბა პიტერ,როდის ვიწყებთ ცხვარზე ნადირობას?
- არა,არა. ჩემი აზრი ხომ იცით,არ ვაპირებ
იმ ტიპს ცხვარი მოვპარო.
-ღმერთო, თქვენ რამდენი საიდუმლოებები გქონიათ,მე
არ გამიმხელთ ვის ცხვარზეა საუბარი?
-შენთან დასამალი რა გვაქვს,ჩემო ძვირფასო-თქვა
ჰარტიმ-შენ წინ რომ მსუქანი კაცი ცხოვრობს ხომ იცი.
-მელოტი,მსუქანი კაცი?
-ჰო ეგაა,ბარკი ჰქვია. უამრავი ცხვარი ჰყავს.
მე და უოლტმა ახალგაზრდობაში ერთი ცხვარი მოვპარეთ,მოვპარეთ რა შევუჭამეთ,მაგრამ ჯარისკაცებს
ვაჭამე და ეს ერთგვარი ჩემი ვალი იყო სამშობლოსთვის.ასე არაა, უოლტ?
-აბა რა.
-იცი როგორი ცხვარი იყო? პირში დნებოდა,ახლა
კიდევ ვეტერანი სამხედრო მყავს და ისევ ხომ უნდა ვცე პატივი?-ტორვის გაეცინა- ჩვენ
ისე ვეღარ ვირბენთ,მოხუცები ვართ. აი პიტერი კი სულ სხვა საქმეა,მე დაგეხმარები,შესაპარი
ადგილები კარგად ვიცი. ის კი უარზეა მოხუცებს რომ ასიამოვნოს და სიბერე გაულამაზოს.
-მართლა ასეთი გემრიელი ცხვრები ჰყავს?-იკითხა
ანამ.
-ჩემი გოგოა-თქვა ჰარტიმ და პიტერს შეხედა,რომელიც
ანას გაკვირვებული უყურებდა.
-ამას სერიოზულად ამბობ?
-ჰო. შემიძლია დაგეხმარო კიდეც,ხომ იცი
კარგად დავრბივარ.
-ღმერთო-პიტერი ჩაფიქრდა-არა,არა ეს გამორიცხულია.ამას
არ გავაკეთებ!
-გთხოვ პიტერ,გთხოვ,გთხოვ-დაიწყო უოტერმა.
მას ჩარლი და ანაც აჰყვნენ. პიტერმა გაიცინა.
-ჯანდაბა,კარგი.
-კარგი?
-ჰო,ამას გავაკეთებ-მან თავი დააქნია.ანა
მას ჩაეხუტა.
-მიყვარხარ-კაცს ყურში ჩასჩურჩულა.
-მეც.
-გადაწყვეტილია,ხვალ ღამით, ცხვარი ჩვენი
გახდება. -თქვა ჰარტიმ.
-კერძის მომზადება პიტერზეა.
-ეგეც მე უნდა გავაკეთო?
-შენ ხომ საუკეთესო მზარეული ხარ.
-ჰო,ეგ სულ დამავიწყდა.
-კარგი,ჩემი წასვლის დროა-ანა წამოდგა.
-უკვე?
-გვიანია.
-ტკბილი ღამე-უსურვა ჰარტიმ.
-გმადლობ.
-გაგაცილებ-პიტერი ქალს ქურთუკის ჩაცმაში
დაეხმარა,შემდეგ კი კარები გაუღო.
-გმადლობ.
-არაფრის.
უკვე ქუჩაში იყვნენ გასულნი ანამ რომ ჰკითხა:
-არ გეზარება ყოველდღე ჩემი გაცილება?
-არა,ეს მსიამოვნებს.-კაცმა ქალს ხელი მოხვია.
-ასე გიყვარვარ?
-სიცოცხლეზე მეტად,რა შენ არ გიყვარვარ?-ანა
დუმდა.-ანა?
-მაპატიე,ფიქრებმა გამიტაცეს,ჰო მეც მიყვარხარ.-პიტერი
გაჩერდა.
-მოიცადე-ქალის სახე ხელებში მოიქცია-მითხარი
რა ხდება.
-არაფერი,რა უნდა ხდებოდეს?
-დღეს უცნაურად იქცევი.
-უცნაურად არ ვიქცევი, პიტერ.
-ხომ იცი შეგიძლია ყველაფერი მითხრა,რაც
არ უნდა გჭირდებოდეს,რაც არ უნდა გიჭირდეს,მუდამ გახსოვდეს,რომ მე შენ გვერდით ვარ,ეს
მუდამ ასე იქნება-ანამ კაცს თვალებში შეხედა. ქალს ცრემლი ჩამოუგორდა,პიტერმა ეს შეამჩნია
და ცერათი ის მოაშორა.-რა მოხდა?
-შემიყვარდი,ეს მოხდა პიტერ.-კაცმა გაიღიმა.
-მერე ამაში ცუდი რა არის?
-რთულია ამ ყველაფრის ახსნა.
-რა არის რთული, ანა?
-აჯობებს თუ აქედან მარტო წავალ,გთხოვ.-ქალი
კაცს გაშორდა და გზა გააგრძელა. პიტერი მას გაოგნებული უყურებდა,თუმცა საყვარელი ქალის
სურვილის წინააღმდეგ წასვლა არ უნდოდა,სიმწრით ჩაიცინა,ხელები მომუშტა,პირთან მიიტანა
და ჰაერი ჩასუნთქა. თავი გააქნია,ცას ახედა,ისევ ჩაიცინა და უკან გაბრუნდა.
-პრობლემა პიტერ ისაა, რომ მე სიყვარული
არ შემიძლია,მითუმეტეს შენი სიყვარული -თავისთვის ჩაიჩურჩულა ანამ მაშინ,როდესაც სახლის
კარს აღებდა.
1994 წელი. გოგონა საფლავს ცრემლმორეული
უმზერს. ქვაზე წარწერა - დონ უაიზერი - საყვარელი ქმარი და მამა ნათლად მოჩანს. გოგონამ
საფლავთან უკვე დაიჩოქა. ხელში მიწას იღებს,მუჭს კრავს და ნიადაგს ნებას აძლევს თავისი
ხელიდან ნელ-ნელა ჩამოიშალოს.საფლავს თვალმოუშორებლივ უმზერს.
-როგორ მინდა ახლა აქ იყო-ამბობს ის- არ გიცნობ,შენი თავი ძალიან დიდი
ხნის წინ წამართვეს. ჩემი ძმა,დედაჩემი,შენ. ამ მომენტის დადგომაზე დიდი ხანი ვოცნებობდი.
ვფიცავ შენ სულსა და ჩემი ოჯახის გვარს,მე შურს ვიძიებ. გეფიცები შენ,მამაჩემს,რომ
აუცილებლად დაისჯება ის,ვინც შენ ასე მოგექცა,დაისჯება ისევე,როგორც შენ დაისაჯე. გპირდები
მამა,მალე მას თავისი ოჯახით შენთან გამოვგზავნი,მე სამართლიანობას ავასრულებ. ეს არის
ჩემი მისია, ჩემი ცხოვრების ერთადერთი აზრი. - გოგონა მუჭს შლის და მიწას ბოლომდე ცლის.ის
ფეხზე დგება,მუხლებს იფერთხავს. ხელი თმებისკენ მიაქვს და თავისი შავი თმა ყურს უკან
გადააქვს. ის იხედება მანქანისკენ,საიდანაც ლორენცო უმზერს. კაცი,რომელმაც ის მხოლოდ
მკვლელობისთვის გაზარდა. გოგონა უკვე მზადაა დასაჯოს ის,ვინც მისი ოჯახი დახოცა,ვინც
მას სახლი წაართვა,ვინც უაიზერების გვარის განადგურება ცადა.
კვირას ჰარტიმ თანამძრახველები
დილითვე შეკრიბა. ანასაც მანვე დაურეკა. სტუმრები მაგიდასთან დასვა და გეგმა გააცნო.
პიტერი ქალს თვალს არ აშორებდა. გუშინდელი ღამის შემდეგ მასთან არ ელაპარაკა.ანას სახეს
ჩამოშლილი თმა უფარავდა,მაგრამ ქერა მბზინვარე თმის შიგნითაც შეიძლებოდა მისი ულამაზესი
სახის დანახვა.
-ყველაფერი გასაგებია?-იკითხა მოხუცმა. ანამ და უოლტერმა თავი დააქნიეს.
-პიტერ?
-კი,ყველაფერი გასაგებია.
-კარგია-ჩარლიმ გაიღიმა- მაშინ ღამის პირველ საათზე ბარკის სახლთან შევიკრიბოთ,ფარდული ოდნავ მოშორებითაა,ღობიდან
გადავალთ, დანარჩენი თქვენც იცით.
ანა წამოდგა. პიტერი კი ადგილიდან
არ იძვროდა. უოლტერმა და ჰარტიმ ეს მაშინვე შეამჩნიეს. ისინი ქალის წასვლას დაელოდნენ.როდესაც
ახალგაზრდა ტორვი მათთან ერთად მარტო დარჩა მამამ შვილს მაშინვე ჰკითხა:
-თქვენ შორის რა მოხდა?
-რას გულისხმობ?
-შეიძლება ტვინი ჭკუით არ მისკდება,შვილო-თქვა ჰარტიმ- მაგრამ დიდი ხანია
ამ სამყაროში ვცხოვრობ. ბევრი რამ მინახავს,ბევრი სიხარული და იმედგაცრუება გადამიტანია.
ადამიანებს კარგად ვიცნობ, შემიძლია გითხრა თუ რას გრძნობენ ისინი,თანაც თუ ამ ადამიანს
მივეჩვევი და ახლოს გავიცნობ ეს გაცილებით მიადვილდება. მთელი შეხვედრის განმავლობაში
ხმა არცერთს არ ამოგიღიათ,თანაც არ გააცილე,ამას კი სულ აკეთებდი. გუშინაც დამწუხრებული
ჩანდი,თუმცა არაფერი გითხარი. მე არ განგსჯი, მე ხომ მამაშენი არ ვარ,არა? უბრალოდ
ერთი ბერიკაცი ვარ,შენი უფროსი მეგობარი. მითხარი რა ხდება,თუ შემეძლება დაგეხმარები,თუ
არადა ერთ სულელურ რჩევას მოგცემ,ისეთს,რომლის მიხედვითაც არ უნდა მოიქცე.-მოხუცმა
გაიღიმა.
-მეც არ ვიცი რა მოხდა,პრობლემაც ესაა. მითხრა,რომ ვუყვარვარ და შემდეგ
დამშორდა.
-მგონი აქ სულელური რჩევაც არ უშველის. ქალებს რას გაუგებ,ხან ამას იტყვიან,ხან
იმას. კაცი,რომელსაც ქალების ესმის ჭეშმარიტი მამაკაცი არაა.კარგი ქმარია ის,ვინც ცდილობს
ცოლს გაუგოს და ამას მთელი ცხოვრება დაუღალავად აკეთებს. მართალია ცოლი არასდროს მყოლია,მაგრამ
ეს კარგად ვიცი.
-ამაში ჰარტის ვეთანხმები-დაემოწმა უოლტერი- დედაშენს ჩემი ესმოდა,მე კი
მისი არა. ვერ ვიგებდი რა უნდოდა ჩემნაირ კაცთან,როგორ შეეძლო ჩემი შეყვარება.როცა
დედაშენი გავიცანი ერთი სასმელზე დამოკიდებული, უსაქმური კაცი გახლდი,მან კი გამიგო,შემიყვარა.
მაშინაც ვუყვარდი, როცა ლოთი ვიყავი და მაშინაც, როცა მისი ბედნიერებისთვის ყველაფრის
გაკეთებას ვცდილობდი. მიყვარდა ძალიან,ძალიან მიყვარდა,მაგრამ მისი მაინც არ მესმოდა-უოლტერმა
გაიცინა-ალბათ, არსებობენ ქალები,რომლებსაც ვერაფერს გაუგებ, არა იმიტომ,რომ ისინი
მეტიჩრები და თავისებურები არიან,არამედ იმიტომ რომ ისინი შენზე მაღლა დგანან. დედაშენიც
ასეთი იყო პიტერ და იმედი მაქვს, რომ ანაც ასეთია.
-მართალია-ჩარლიმ თავი დააქნია.- უბრალოდ დრო მიეცი.მას შენ თავს ნუ მოახვევ,მაგრამ ნურც იმას აგრძნობინებ თითქოსდა
შენთვის ის უინტერესოა,მას ნუ დაელოდები. შენი თავი,შენი ნამდვილი სახე დაანახე და
არა ის,რის დანახვებასაც სხვებისთვის ცდილობ. მე ეს დამემართა. ქალს,რომელიც მიყვარდა
ჩემი საკუთარი სახე ვერ დავანახე,ხოლო სხვისი დასანახი კი ბევრი არაფერი მქონდა. ერთი
ღარიბი კაცი ვიყავი,მთელი ცხოვრება იმ ფიქრით ვიცხოვრე,რომ ფული კი არაა მთავარი,არამედ
მთავარია ადამიანობა და კაცობა. მაგრამ ქალებს რას გაუგებ,არა?-მოხუცმა თავი გააქნია-მან
მე ფულსა და სიმდიდრეში გამცვალა.თუმცა მე გიყურებთ შენ და ანას და ჩემს გულში ისევ
გიზგიზებს იმედი იმისა,რომ რისიც მწამდა ჭეშმარიტად არსებობს. ეგ ქალი დასაკარგი არაა,პიტერ.
-დედაშენი როცა გარდაიცვალა,ერთხანს ისევ სმას მივყავი ხელი,მაგრამ შემდეგ,
ერთხელაც მოვედი სახლში და შენ დაგინახე. მეკითხებოდი ისევ დალიეო?, შემოგხედე და შენში
დედაშენი დავინახე,შენ მას ჰგავხარ,მასავით ძლიერი და მებრძოლი სული გაქვს. ანას ისევე
უნდა ჩასჭიდო ხელი,როგორც დედაშენმა ჩამჭიდა და არ გამიშვა მანამ,სანამ ჭაობიდან არ
ამომიყვანა და თავი არ შემაყვარა. მან საკუთარი თავის პატივისცემა დამიბრუნა,იცი რატომ?
იმიტომ,რომ ვიცოდი იყო ადამიანი,რომელსაც ვუყვარდი,რომელიც პატივს მცემდა და ეს ადამიანი
იყო ჩემი ცხოვრების სიყვარული. თუ ადამინს,რომელსაც აღმერთებ შენზე გული შესტკივა,მაშინ
იწყებ ფიქრს,რომ თუ ასეთ ადამიანს შეუძლია შენი შეყვარება,მაშინ რაღაცას მაინც წარმოადგენ
და ბოლომდე არარაობა არ ხარ,გიბრუნდება რწმენა და ცდილობ ეს რწმენა უფრო და უფრო გაზარდო,გაიღრმავო.
ცდილობ უკეთესი გახდე,სიტყვებით შეუძლებელია ამ გრძნობის აღწერა, მაგრამ მაინც,დედაშენს
ვერასდროს ვუგებდი.-უოლტერმა გაიცინა,სახეზე უდიდესი სევდა და სიხარული აღბეჭვდოდა.
ცრემლი ჩამოუგორდა,პიტერიც დასევდიანდა. ჰარტიმ ახალგაზრდა ტორვის თავი დაუქნია:
-მიდი,წადი მასთან.-შვილმა მამას შეხედა,ისიც თავს აქნევდა.
-დასაკარგი დრო არაა,პიტერ. ცხოვრება ისედაც ხანმოკლეა. შეიძლება იფიქრო,რომ
წინ მთელი ცხოვრება გაქვს,მაგრამ ყველაფერი წამებში დასრულდეს... ადამინს,რომელიც გიყვარს
ძლიერად უნდა ჩაეხუტო და ეს ჩახუტება არა და არ შეამსუბუქო. ახლა კი აწიე ეგ ერთი ადგილი
და მასთან გაიქეცი,ანასთან გაიქეცი.-პიტერმა თავი დააქნია.
-კარგი-თქვა მან და სასწრაფოდ წამოდგა. ქურთუკი აიღო, სახლიდან ჩქარი ნაბიჯებით
გავიდა,ცდილობდა სწრაფად ევლო,შიგადაშიგ კიდევაც გაირბენდა ხოლმე. მალე ქალბატონი ევანჯელინას
სახლიც გამოჩნდა. კაცი კართან დადგა,ღრმად ჩაისუნთქა,თმებზე ხელი გადაისვა და ზარის
ღილაკს თითი მიაჭირა.
რამოდენიმე წამის შემდეგ კარები
გაიღო.პიტერმა ანა დაინახა. ქალმა გაიღიმა.
-გამარჯობა-უთხრა ტორვიმ.
-გამარჯობა-ქალმა ნაბიჯი წინ გადმოდგა,მალე პიტერმა მისი მკლავები იგრძნო.ისინი
ერთმანეთს ეხუტებოდნენ. ქალმა კაცს ხელები კისერზე მოხვია.
-არ მინდა დაგკარგო-უთხრა პიტერმა,ანამ მას შეხედა.
-არც მე.
-მაპატიე რამე თუ გაწყენინე.მე...-ქალმა კაცს პირზე თითი ააფარა.
-გაჩუმდი,შენი ბრალი არაფერია. საქმე ჩემშია,მაგრამ ამაზე საუბარი არ მსურს,მოდი
დღეს დღევანდელი დღით ვიცხოვროთ.-პიტერმა ქალს თავი დაუქნია.-ქალბატონი ევანჯელინა
წასულია,ორი დღით სახლი ჩემ განკარგულებაშია.
-მართლა?
-ჰო-ანამ პიტერს მხურვალედ აკოცა-შემოდი-უთხრა
მან ღიმილით.
-ლამაზი სახლია-ტორვიმ სახლი შეათვალიერა.
-ახლა მაგის დრო არაა-ქალმა კაცს კიდევ
ერთხელ აკოცა,შემდეგ კი სვიტერი გაიხადა და პიტერი საძინებელში აიყვანა...
ღამის პირველი საათი მალევე მოვიდა. გეგმისამებრ ოთხივენი ბარკის სახლთან შეიკრიბნენ.
ჰარტის ხელში ცელოფანი ეკავა.
-რა გიდევთ მაგ ცელოფანში?-მოხუცს ჰკითხა
ანამ.
-მეც არ მეუბნება- უპასუხა უოლტერმა. ჩარლიმ
გაიცინა,ხელი ცელოფანში ჩაყო და იქიდან ოთხი ნიღაბი ამოიღო.
-არა?! ესენი საიდან გაქვთ?-იკითხა ანამ.
-მე ყველაფერი მაქვს,ჩემო ძვირფასო.-უოლტერმა
გაიცინა.
-ჩვენი ნიღბებია, არა? 79-იანი წლებიდან?
-ჰო,თქვენ დამიტოვეთ.
-ძალიან კარგი-ნიღბები ჩამოიცვეს,ფანრები
აანთეს და სანადიროდ გაემზადნენ.
ღობე,რომელიც ეზოს გასდევდა საკმაოდ დაბალი იყო. ცხვარი მასზე ნამდვილად ვერ
გადავიდოდა,მაგრამ მოქნილ ადამიანს ეს თავისუფლად შეეძლო. ჯერ პიტერი გადაძვრა,შემდეგ
გადასვლაში ანას დაეხმარა.
-ძაღლები ხომ არ ჰყავს?
-არა.-ჰარტიმ თავი გააქნია.
-კარგი,საქმეს შევუდგეთ.
პიტერი და ანა უზარმაზარი ფარდულის კარს მიადგნენ. კარებს ბოქლომი ედო.
-ჩაკეტილია,როგორ მოვიქცეთ?-იკითხა პიტერმა.ანამ
ჯიბიდან პატარა ჯაყვა ამოიღო,ტორვიმ მას გაკვირვებით შეხედა.
-ყოველი შემთხვევისთვის წამოვიღე-თქვა ქალმა
და დანის წვერით ბოქლომის გაღებას შეეცადა. მალე ჩხაკუნიც გაისმა და საკეტი გაიხსნა.
ანამ პიტერს გამარჯვებულის ღიმილით შეხედა.
-თქვენ შემდეგ.
-კარგი,პატარა ცხვარი ავარჩიოთ-თქვა პიტერმა
და კარები შეაღო. უეცრად მათ წინ უზარმაზარი ფარა გადაიშალა. ცხვრები წამოწოლილიყვნენ,სინათლეზე
ზოგმა თავი წამოყო. გაისმა მათი ხმაც.
-ჩქარა,ჩქარა.
-ჰო,ვარჩევ-პიტერმა შედარებით მომცრო ზომის
ცხვარი დაინახა.მისკენ დაიძრა და დაჭერა ცადა,მაგრამ ცხოველი უეცრად წამოხტა და კაცი
ძირს დაეცა.
-სულ ეს შეგიძლია,ბიჭუნი?-პიტერს გაეცინა
დიდი ხანი გასულიყო ანას მისთვის ბიჭუნა აღარ დაეძახა,სწრაფად წამოდგა და ცხვრები თავიდან
შეათვალიერა. კუთხეში პატარა ბეკეკა იწვა,მისკენ დაიძრა და სასწრაფოდ ხელში აიყვანა.
-არის,ავიყვანე.
-ყოჩაღ!
-აქედან სწრაფად წავიდეთ.-ფარდულიდან გამოვიდნენ,კარები
დაკეტეს და ბოქლომი ჩაკეტეს. ანამ უეცრად ბარკის სახლს შეხედა.
-ღმერთო,სინათლე ანთია.
-რა?
-ბარკის სახლი. შიგნით სინათლე ანთია.-გაისმა
ხველის ხმა,მათ დაინახეს თუ როგორ გაიღო კარები და შიგნიდან კაცი გამოვიდა.-ღმერთო,ფანარი
გამორთე.- პიტერმა სინათლე გამორთო. კაცმა გადმოაფურთხა და სახლში დაბრუნდა.
-აქედან სწრაფად წავიდეთ.
-ჰო-ქალს კაციც დაეთანხმა.- უოლტერი და
ჰარტი ღობესთან იცდიდნენ.
-დაგინახათ?-ახალგაზრდებს ჰკითხა მოხუცმა.
-მგონი ვერა-უპასუხა ქალმა.
-კარგი პიტერ,მომეცი ეგ ცხვარი-შვილმა მამას
ბატკანი მიაწოდა-ცოტა დიდი ვერ წამოიყვანე? ეს პატარაა.
-რა ქნას დიდი გაექცა.-იხუმრა ანამ.
-ეგ არაფერი,მამამისს აბა ერთმა კინაღამ
დააფსა.
-მართლა?-იკითხა პიტერმა.
-ეგ დიდი ხნის ამბავია,მოსაყოლად არ ღირს-თქვა
უოლტერმა და სახლისკენ დაიძრა. ყველამ გაიცინა.
ორშაბათ დილით ჰარტი საქმეს შეუდგა,ცხვარი დაკლა,გაატყავა,პიტერს ყველაფერი
მოუმზადა. საღამოსაც ახალგაზრდა ტორვიმ უგემრიელესი კერძი დაამზადა. ცოტა ხორცი მწვადისთვის
შეინახეს. იმ დღეს ყველა ბედნიერი იყო.ბარკიც კი,რომელსაც ეგონა რომ ცხვრების მთლიანი
შემადგენლობა ადგილზე ჰყავდა. განსაკუთრებით ჰარტისა და უოლტერს უხაროდათ ძველი დროს
გახსენება.
-ამასთან შედარებით ის ცხვარი არაფერი ყოფილა-აღნიშნა
მოხუცმა.
-გეთანხმები-დაამატა ტორვიმ. პიტერმა ანას
შეხედა,ქალმა მას გაუღიმა. მათი შემხედვარე კი ჩარლი და უოლტერი უფრო და უფრო ბედნიერები
ხდებოდნენ. ის ღამე მართლაც საოცარი გახლდათ,მაშინ ყველა ბედნიერი იყო,უკლებლივ ყველა.
2012 წელი. ახალგაზრდა ქალი
მოხუცის წინაშე მაგიდასთან ზის. მაგიდაზე სხვადასხვა საბუთები და დოსიები აწყვია.
-ალბათ, ამ მომენტს დიდი ხანი ელოდი-ამბობს კაცი.
-მას შემდეგ, რაც მამაჩემს შევფიცე ჩემ თავს ამ პირობას ყოველდღე ვუმეორებდი,
შენი აზრით?-კაცი თავს აქნევს.
-მე უკვე ჩემი პირობა,რომელიც დედაშენს მივეცი შევასრულე. შენ უკვე საკუთარი
თავის დაცვა და მტრებზე შურისძიება შეგიძლია. როცა დედაშენმა შენი თავი გადმომცა სულ
პატარა იყავი,ახლა კი უკვე დიდი გოგო ხარ,უკვე ქალი ხარ,ემა. მე ჩემი მისია აქ დავასრულე,მაგრამ
იცოდე ყოველთვის გამიხარდება შენი დანახვა.-ქალი თავს აქნევს.
-მითხარი ვინ მოკლა მამაჩემი.-კაცი ერთ-ერთ საქაღალდეს ხელს ადებს და ქალისკენ
აცურებს.ქალი საბუთებს იღებს.
-ძალიან გამიჭირდა ამ ყველაფრის მოპოვება,მაგრამ კარგი კავშირები მაქვს.
ამ ამბავში ძალიან ბევრი ადამიანია გარეული,ბრძანება ვისი იყო ვერ გავარკვიე,სამაგიეროდ
გავიგე თუ ვინ მონაწილეობდა და ისიც შევიტყვე თუ ვინ ესროლა მამაშენს,ახლა დროა შენც
გაიგო ეს ყველაფერი.-გოგონა ფაილებს უყურებს.
-აქ ექვსი კაცია.
-ვიცი,ეგ ის ხალხია ვინც შიგნით სახლში შევიდა. ორი იქვე დაიხოცა, მესამე
მისიის დროს ნაღმზე აფეთქდა,მეოთხემ ავღანეთში სასიკვდილო ჭრილობა მიიღო,მეხუთე კი
სიმსიმნით გარდაიცვალა.
-მეექვსე?-ქალი სურათს დააცქერდა.
-ეგ ისაა,ვინც მამაშენსა და შენ ძმას ესროლა.
-დედაჩემზე რას იტყვი?
-ვინც დედაშენი მოკლა უკვე მკვდარია. ისაა ნაღმზე რომ აფეთქდა.
-ესე იგი უოლტერ ტორვი,არა?
-ჰო,ეგ ნაბიჭვარია.
-იცი სად არის?-კაცი ხელს ჯიბეში იდებს,თითებით პატარა ფურცელი ამოაქვს
და ქალს აწვდის. ქალი ფურცელს აკვირდება-აპალაჩები.
-ჰო,აპალაჩის მთები. შვილი ჰყავს,შენზე რამოდენიმე წლითაა უმცროსი. პიტერ
ტორვი.
-ცოლი?
-ავტო ავარიაში დაკარგა. აღჭურვილობას, ახალ საბუთებსა და ფულს მოგცემ,ბევრ
ფულს. დანარჩენი შენ იცი. -ქალი თავს აქნევს. - როდის აპირებ პირობის შესრულებას?
-ეს ჩემი საქმეა,ლორენცო. ჯერ არა,მაგრამ გეფიცები რომ პირობას შევასრულებ,ამას
აუცილებლად გავაკეთებ.-კაცი თავს აქნევს.
-წარმატებები.Pacta sunt servanda(პირობას შესრულება სჭირდება).
- ვიცი.
ალასკაზე თოვლი მალე მოვიდა.
ნოემბერი იყო,როდესაც ციდან პირველი ფანტელი ჩამოვარდა.რამოდენიმე დღეში მიწა თეთრი
საფარით დაიფარა. ჰარტიმ თავისი მარხილი გამოიტანა,გაწმინდა,გაასუფთავა. საკმაოდ გრძელი
მარხილი იყო. ოთხი კაცისა და ერთი ირმის დატევა თავისუფლად შეიძლებოდა. მოხუცმა მეგობრები
სანადიროდ დაპატიჟა,მარხილით გასეირნებაზე კი ყველა დასთანხმდა. ჩარლიმ ძაღლები აუშვა,ოთხი
ძაღლი ჰყავდა,თუმცა მასავით მოხუცები კი იყვნენ. კაცმა ძაღლები მარხილში შეაბა და ოთხივენი
ტყისკენ დაიძრნენ.
ფეხქვეშ თოვლი სასიამოვნოდ ხრაშუნებდა.
ჰაერს ადამიანების ამონასუნთქი ორთქლი ერწყმოდა და ის მაღლა,ზეცისკენ მიიწევდა. ლამაზი
დღე იყო, ნათელი, თეთრი. კაცებს სანადირო თოფები
მოჰქონდათ,თუმცა ვერანაირ ნადირს ვერ ხედავდნენ. ნახევარი დღე სიარულში გალიეს, მაგრამ...
გაისმა ხმა, თოვლზე ჩლიქების ხმა,გამოჩნდა სულ ახალი ნაკვალევიც. მალე კი დაინახეს
ირემი,რომელიც ადამიანებს საწყალობელი თვალებით უმზერდა. ის სხვანაირი იყო,სულ სხვანაირი.
იმ ირმებს არ ჰგავდა აპალაჩის მთებში რომ ჩნდებოდნენ. მას არ ეშინოდა,იგი საკვებს ეძებდა,მაგრამ
ვერაფერს პოულობდა,თითქოს ახლა ის თავად გამხდარიყო მონადირე, მტაცებელი. დაინახა თუ
არა ადამიანები,თავი მაღლა აწია,მედიდური რქები ცისაკენ აღმართა და ნელი ნაბიჯით მონადირეებისკენ
დაიძრა. თვალებში შიში ედგა,მაგრამ წინ მაინც მოიწევდა. ჰარტიმ იარაღი აღმართა,ის ირემს
მიუშვირა. ცოტათი დაფრთხა,ცხოველი შედგა,მაგრამ მერე ისევ გააგრძელა სიარული.
-ვერაფერს იტყვი,მამაცი ბიჭია-თქვა უოლტერმა.
-ბიჭი არ არის-შენიშნა ანამ.ახლა პიტერიც
დააკვირდა,კარგად დააკვირდა.
-არ ესროლოთ!
-რატომ?-იკითხა ჰარტიმ.
-მის მუცელს შეხედეთ.-ირემს ის თითქოს გამობურცული
ჰქონდა.
- ფეხრმძიმედაა-ჩაიჩურჩულა ქალმა.
-მაინც მოკვდება-მოხუცს იარაღი ისევ შეემართა,პირუტყვი
კი გაუბედავად,მაგრამ წინ მაინც მოიწევდა.
-დაე მივცეთ შანსი,გთხოვ,ჩარლი, არ ესროლო-მოხუცმა
ანას შეხედა,მერე თავი დააქნია და იარაღი დაუშვა.ცხოველი შედგა,თითქოს მან რაღაც იგრძნო,რაღაც
შენიშნა. თავი მოაბრუნა,ქალს შეხედა,მის თვალებში შიში აღარ იკითხებოდა.ჯერ ერთი ნაბიჯი
გადმოდგა,მერე მეორე. ქალმა გაიღიმა. მას პირუტყვი მოუახლოვდა,თავი ოდნავ დახარა და
ანას დაადო. ქალმა მას ხელი კისერზე მოხვია,პირუტყვს თვალებში ჩახედა. შავი,უზარმაზარი
თვალები ჰქონდა,ანამ მასში საკუთარ ანარეკლს მოჰკრა თვალი. თითქოს წამით ყველაფერი
გაჩერდა,დრო გაიყინა. ირემმა მაღლა აიხედა,უნებურად ეს ქალმაც გააკეთა. ანას სახეზე
თეთრი ფანტელი დაეცა. თოვა ისევ დაიწყო. როდესაც ქალმა ირემისკენ ისევ გაიხედა ის უკვე
გაბრუნებული დახვდა.ნელა,მძიმე ნაბიჯებით მიიწევდა წინ,მაგრამ მას აღარ ეშინოდა,უკვე
აღარ,ალბათ ამის მიზეზიც ჰქონდა.
მიუხედავად იმისა,რომ ირემის მონადირება ვერ შეძლეს დრო მაინც კარგად გაატარეს.
ცოტა იგუნდავეს კიდეც. თოვლზე საკუთარი სახელები ამოწერეს და რაც მთავარია მარხილით
გაისეირნეს. ჰარტი თავის ამპლუაში იყო,ისევ ხუმრობებს ჰყვებოდა. უკან დაბრუნებისას
ერთი მეზობლის ისტორია მოყვა,თუ როგორ დაკარგა ძაღლები თავისი მარხილიანათ,ბევრი იცინეს.
მოხუცი ძალიან ბედნიერი იყო,მუდამ მადლობას იხდიდა,რომ ღმერთმა ეს სამი ადამიანი მასთან
გამოაგზავნა. ასე ამბობდა სიბერე გამიხალისეთ და თავი ისევ ახალგაზრდად მაგრძნობინეთ,ბედნიერი
კაცი ვარ,თქვენ კი ჩემი ოჯახი ხართო. ბოლო დროს ლოცვაც დაეწყო, რაღაც გაგებით ღმერთის
იწამა,მას ბედისწერის არ სჯეროდა,მაგრამ იცოდა,რომ რაღაც მაინც არსებობდა და ეს ღმერთი
იყო.
7 ნოემბერს,მაშინ,როდესაც პიტერი "ბეთლეს ლოჯის" სამზარეულოში კერძს ამზადებდა უოლტერმა მას დაურეკა. სასტუმროს ბევრი
ადამიანი სტუმროდა,საქმეც ბევრი იყო,ამიტომ პიტერს ტელეფონი ქურთუკის ჯიბეში დაეტოვებინა.
რეკდა და რეკდა,მაგრამ ახალგაზრდა ტორვის მისი ზარი არ ესმოდა. უოლტერმა რეკვა შეწყვიტა.
რამოდენიმე წუთში სამზარეულოში ანა შევიდა. კარგად ნამდვილად არ გამოიყურებოდა. პიტერმა
მისი დანახვისთანავე საქმე შეწყვიტა,ხელები დაიბანა და მაშინვე ქალთან მივიდა:
-რა მოხდა?-ჰკითხა ინტერესით.ქალს ქვედა ტუჩი აუთრთოლდა,თავი გააქნია,თვალებიც
დასველებოდა.
-ჰარტი...
-რა ჰარტი? რა მოუვიდა ჰარტის?
-ის გარდაიცვალა.
-რა?-კაცს თავზარი დაეცა.
-ძალიან ვწუხვარ,ის ჩემთვისაც მამასავით იყო-ანა პიტერს მოეხვია,სწორედ
მაშინ მოწყდა მის თვალს ცხელი წვეთიც. პიტერსაც აემღვრა თვალები.- მას არ მოეწონებოდა
ის,რომ ახლა ვტირით-ქალმა ცრემლები შეიმშრალა,ტორვიმაც იგივე გააკეთე.
-როგორ გარდაიცვალა?
-უოლტერმა დამირეკა... უეცრად ცუდად გამხდარა,გულის შეტევით გარდაიცვალა
მანამ,სანამ საავანდმყოფოში მიიყვანდნენ.- კაცმა თავი ხელებში ჩარგო.-ბრაიანთან ავიდეთ,1-2
დღით გავეთავისუფლოთ-ურჩია ანამ.
-კარგი-ქალს პიტერიც დაეთანხმა. რენდსიმ ისინი მართლაც გაათავისუფლა,თანაც
უთხრა,რომ დაკრძალვაზე ის იზრუნებდა, ჰარტი და მამამისი ახლო მეგობრები ყოფილან,ბრაიანი
კი ჭეშმარიტად კარგი კაცი გახლდათ.
მოხუცი თავისი მშობლების გვერდით
9 ნოემბერს დაკრძალეს. ჩარლი ჰარტის გამოსამშვიდობებლად თითქმის მთელი ბეთლესი შეკრებილიყო.
მოხუცი ყველას უყვარდა,ის მუდამ მხიარული და სამართლიანი კაცი გახლდათ. ვინც დახმარებას
სთხოვდა თუ შეეძლო მუდამ უანგაროდ ეხმარებოდა. შეუძლებელი იყო ჰარტი გაგხსენებოდა და
თვალიდან ცრემლი არ ჩამოგვარდნოდა,მისნაირი ადამიანები ცოტანიღა თუ არიან შემორჩენილნი.
დაკრძალვაზე სიტყვა უოლტერმა წარმოთქვა:
- ძნელია აქ დგომა და ჰარტიზე წარსულში საუბარი. თქვენ მას ჩემზე უკეთ
იცნობდით და საჭიროდ არ ვთვლი ვისაუბრო იმაზე თუ როგორი არაჩვეულებრივი ადამიანი იყო.
მე ის ჯერ კიდევ 1979 წელს გავიცანი. მისიაზე ვიყავით,ჰარტიმ სურვილი ჩვენს დაბინავებაზე
თავად გამოთქვა,შეგვიფარა,გამოგვკვება,გაყინვას გადაგვარჩინა-ტორვიმ გაიღიმა-ამდენი
წლის შემდეგ დავბრუნდი და ისევ ფართოდ გამიღო თავისი სახლის კარები. მე ამაყი და ბედნიერი
ვარ,რადგან მისი მეგობარი ვიყავი,ის მე მეგობარს მეძახდა და ეს მართლაც მაბედნიერებს.
ვერ წარმოიდგენთ თუ რაოდენ ბედნირი იყო ის ბოლო დროს,ღმერთს მადლობას სწირავდა და ამბობდა,რომ
80 წლის ასაკშიც თავს ახალგაზრდად და ენერგიით
აღსავსედ გრძნობდა. არ მინდა რაიმე ისეთი ვთქვა,რაზეც მეც ამეტირება და თქვენც,უბრალოდ
გაუმარჯოს ჰარტის. დაე,ნურასოდეს დაგვევიწყებინოს ჩარლი ჰარტი,ბეთლესის მარტოსული ბებერი
მგელი-უოლტერმა გაიღიმა. ჰარტის თითო მუჭა მიწა ყველამ დააყარა. მოხუცის გარდაცვალება
ყველას აწუხებდა,ყველას სტკიოდა,ყველა განიცდიდა,მაგრამ ყველა იღიმოდა. ახსენდებოდათ
მოხუცი,რომელიც მუდამ ბედნიერი იყო,ცუდადაც რომ ყოფილიყო მაინც იცინოდა,მის ცუდად ყოფნას
არასდროს გაგრძნობინებდა,ცდილობდა ყოველთვის კარგი დაენახა ადამიანებში და ისინი ამ
კარგის გამო შეეყვარებინა. პიტერი კი იხსენებდა კაცს,რომელმაც კინაღამ სკამიდან გადააყირავა
თავისი მოულოდნელი ქცევებით,კაცს,რომელმაც დაარწმუნა საყვარელ ქალს შერიგებოდა,კაცს,რომელმაც
მას ცხოვრებისეული სიბრძნე გააცნო. იხსენებდა ბედნიერ მოხუცს,რომელსაც კბილები ფართოდ
დაეკრიჭა მარხილზე დგომისას და სიცილისას მუცელს ძლივს იკავებდა. ასეთი იყო ჩარლი ჰარტი,მართლაც
რომ ბეთლესის მარტოსული ბებერი მგელი.
2015 წელი. ქალი აეროპორტის
მოსაცდელ სკამზე ზის. იგი შორიდან აკვირდება ორ მამაკაცს,რომლებიც ბილეთებს ბეთლესის
მიმართულებით ყიდულობენ. ქალი იღიმის,თუმცა ეს მზაკვრული ღიმილია. ელოდება,სანამ კაცები
წავლენ. შემდეგ დგება და სალაროსთან მიდის.
-გამარჯობა.
-გამარჯობა-პასუხობს ქალი- ერთი ბილეთი მინდა ბეთლესის მიმართულებით.
-თქვენი საბუთები თუ შეიძლება.
-დიახ-ქალი საბუთებს აწვდის. მოლარე მას უყურებს.
-ყველაფერი რიგზეა.-მოლარე იღიმის,ქალს ფულს ართმევს და ბილეთს აწვდის.
-გმადლობთ.
ქალი თვითმფრინავის ბოლოში ჯდება,
მან თვალი ტორვებს წამიერად მოჰკრა,ისინი წინ სხდებიან. ქალი იღიმის და თვალებს ხუჭავს.
ჰარტის გარდაცვალებიდან ორი კვირა
გასულიყო. თავს ყველაზე ცუდად უოლტერი გრძნობდა. მეგობრის სახლსა და ნივთებს უყურებდა
და უზარმაზარი სევდა იპყრობდა.თითქოს ჩარლი ისევ იქ იყო,თითქოს ის კედელზე დაკიდებულ
ყველა სურათში არსებობდა,გიტარაშიც,რომლის სიმის ჩამოკვრისაც მოხუცი ჰარტის ხმა მოისმოდა,მისი
ბოხი,ტკბილი სასიმღერო ხმა. პიტერი მამასთან უფრო მეტ დროს ატარბდა,ვიდრე მანამ,სანამ
ჩარლი ცოცხალი იყო. ისხდნენ და საუბრობდნენ,ხან რაზე,ხანაც რაზე ისე,როგორც ეს ძველ
დროს იყო. ბეთლესის მარტოსული ბებერი მგლის გარდაცვალებიდან ზუსტად ორი კვირის თავზე
ტორვები მისაღებში,დივანზე ისხდნენ.
- ჰარტის სიკვდილმა ძალიან დამაფიქრა-თქვა პიტერმა.
-რაზე?
-ცხოვრებაზე,თუ რა პატარაა იგი. ვინ იფიქრებდა რომ ჩარლი ასე მალე დაგვტოვებდა.
-ამას ვერავინ წარმოიდგენდა.
-ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა, არც ერთი წამის დაკარგვა არ შეიძლება.-პიტერი
ჩაფიქრდა.
-რა ჩაიფიქრე?-შვილმა მამას შეხედა.
-მინდა ანას ხელი ვთხოვო.-უოლტერმა გაიღიმა.შვილს თავი დაუქნია.
-სწორი გადაწყვეტილებაა. ჯობს მაქსიმალური სიამოვნება მიიღო და დიდი დრო
გაატარო მასთან,ვინც ასე გიყვარს. თორემ ვინ იცის მერე რა იქნება.
-ხვალ ბეჭედს ვიყიდი.-პიტერმა გაიღიმა- ტყეში წავიყვან,იქ,სადაც სრული
სიმშვიდე იქნება და ხელს ვთხოვ,უბრალოდ მეშინია,რომ უარს მეტყვის.
-მეც მაგის მეშინოდა-კაცმა თავი გააქნია- ახლა ვნატრობ,ნეტავ არ შემშინებოდა
და დედაშენისთვის ხელი უფრო ადრე მეთხოვა. არ მინდა იგივე შეცდომა შენც დაუშვა.
-არ დავუშვებ.
-თანაც მინდა შვილიშვილებს მალევე მოვესწრო.
-მოესწრები.
-მეშინია,რომ ადრე თუ გვიან ისევ მომიკაკუნებენ კარებზე.
-რას გულისხმობ?
-სულელი ნუ იქნები პიტერ,თუ შუაგულ ტყეში მოგვაგნეს,აქაც მოგვაგნებენ,ეს
მხოლოდ დროის საკითხია. დიდხანს აქ ვერ გავრჩერდები.
-შენ რა, წასვლას აპირებ?
-არ მინდა ჩემ გამო შენ და ანა დაზარალდეთ.
-ჩვენ კარგად ვიქნებით.
-არაფერი გესმის, მათ ჩვენი მოკვლა შეეძლოთ,მაგრამ ეს არ გააკეთეს. უნდათ,რომ
დავიტანჯო და მუდამ შიშში ვიცხოვრო. ვერაფერს იტყვი,გამოუვიდათ.
-ასე ნუ ამბობ. ჩვენ ყველაფერს გავუძლებთ,გასაგებია?-პიტერმა მამის ხელი
თავისაში მოიქცია,კაცს მიუახლოვდა-ჩვენ ხომ ტორვები ვართ,ყველაფერს გადავიტანთ.-უოლტერს
თვალები აემღვრა,ქვედა ტუჩი მოიკვნიტა და შვილს თავი დაუქნია.
-ჰო,ჩვენ ტორვები ვართ.-კაცმა გაიღიმა და ვაჟს გადაეხვია.
-ყველაფერი კარგად იქნება,გპირდები. მე შენ ყოველთვის დაგიცავ.
-ჯარში როცა ვიყავი,თუ კაცი დაიჭრებოდა,მაგრამ სასიკვდილო ჭრილობით არა,
ვეუბნებოდით,რომ ისეთი მოუქნელი იყო პირდაპირ ტყვიას უვარდებოდა ხოლმე,თუ საქმე რთულად
იყო და ვიცოდით რომ ის ვერ გადარჩებოდა,ვეუბნებოდით,რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.-უოლტერმა
გაიღიმა-არც ძალიან პესიმისტი კაცი ვარ,პიტერ. ამას უნდა შეეგუო,მე წავალ,დღეს ან ხვალ
მე სიკვდილი მომაკითხავს,კარზე უაიზერის აჩრდილი მომიკაკუნებს და შენ ცხოვრება უნდა
გააგრძელო. შენი ოჯახი უნდა დაიცვა,კაცი უნდა იყო.
-ამას ნუ ამბობ,გთხოვ.
-ეს რეალობაა,ამას ვერ გაექცევი. ისე,როგორც პრობლემას ვერ გაექცევი,მას
თვალი უნდა გაუსწორო და მომზადებული შეხვდე,რათა მისი გადალახვა არ გაგიჭირდეს. როგორც
კი შენ და ანა იქორწინებთ მე წავალ.
-სად,სად უნდა წახვიდე? შენი სახლი აქაა,ჩემ გვერდით.
-ვიცი,ვიცი-უოლტერმა შვილს ხელი ლოყაზე მოუთათუნა-მიხარია,რომ ასეთი კაცი
გაგზარდე,მაგრამ ის,რომ ასეთი კარგი ხარ უფრო დედაშენის დამსახურებაა,ქალზე ბევრი რამეა
დამოკიდებული. ჯერ ხომ არ მივდივარ,არა? მაგრამ მოვა განშორების დროც,იმის შიშით ვერ
ვიცხოვრებ,რომ ჩემ გამო თქვენ მუდამ საფრთხის ქვეშ იქნებით და ვერც იმის ცოდნით მოვკვდები,რომ
თქვენ ჩემ გამო რაღაც დაგემართათ,ამ დანაშაულით ვერ მოვკვდები პიტერ. ვიცი ძნელია,როდესაც
ამას მშობლისგან ისმენ,მაგრამ მარტო არ გტოვებ,შენ გვერდით ანა იქნება. როცა შენი ოჯახი
გეყოლება მე აღარც გაგახსენდები. როცა შვილი გაგიჩნდება კაცს საკუთარი თავიც აღარ ახსოვს,რის
მამაზეა საუბარი.-უოლტერმა გაიცინა.-მჯერა,რომ კარგი მამა იქნები. შვილის ბედნიერებისთვის
უკან არასდროს დაიხიო. შეიძლება ცხოვრებაში რთული პერიოდები გქონდეს,მაგრამ მასზე იფიქრე,შენს
შვილზე იფიქრე და ეცადე მის გამო ყველაფერი მოაგვარო. ალბათ მიხვდი,ანასთან ურთიერთობებს
ვგულისხმობ. იმას ვერ გეტყვი,რომ ეს არასდროს მოხდება და პრობლემა არასდროს გექნება.
ეს ურთიერთობაა,ურთიერთობები კი რთულია,მთავარია ამ წინააღმდეგობების გადალახვა შეძლოთ,ერთად
შეძლოთ,აი ესაა ჭეშმარიტი სიყვარული. სწორედ ამ სიყვარულით მიყვარდა მე დედაშენი და
სწორედ ასე ვუყვარდი მასაც.
-კარგი კაცი ხარ,უოლტერ და რაც მთავარია კარგი მამა ხარ.
-მიხარია,თუ შენი და დედაშენის იმედები გავამართლე. ისიც მიხარია,რომ ასეთ
მემკვიდრეობას ვტოვებ,ისეთ საგანძურს,როგორიც შენ ხარ. ცხოვრებას მაინცდამაინც არ ვემდური,
სწორედ ამ ცხოვრებამ მაჩუქა დედაშენი და შენი თავი. სიკდილის არ მეშინია,პიტერ, უბრალოდ
იმის მეშინია,რომ დედაშენს ვეღარასდროს შევხვდები, ის მეტისმეტად კარგი იყო,მე კი...
მე კი ხელები სისხლში მაქვს გასვრილი, უდანაშაულო ბავშვის სისხლში.
-ეს დავალება იყო.
-თავიდან თავს მეც ასე ვიმშვიდებდი,მაგრამ კაცს ყოველთვის აქვს არჩევანი
და მაშინ მეც გავაკეთე ჩემი არჩევანი,იმ დროს სულ სხვა კაცი ვიყავი,შვილო. სიბერეს
ერთი კარგი რამ აქვს,უფრო სათნო და კეთილი ხდები,მაგრამ ასევე უფრო სენტიმენტალურიც,ეს
კი არ მომწონს.
-აბა გინდა ისევ მოღუშული, უხეში უოლტერ ტორვი იყო?-პიტერს გაეცინა.
-ცოტა სიუხეშეც საჭიროა და ცოტა მოღუშულობაც.-უოლტერმა საათს ახედა, თითქმის
ღამის პირველის ნახევარი იყო- გვიანია,წავალ დავიძინებ,ამ ბოლო დროს გვიანობამდე ისედაც
ვეღარ ვძლებ. შენ არ დაწვები?
-ცოტახანში.ძილინებისა.
-ძილინებისა- უოლტერი წამოდგა და ნელი ნაბიჯებით ოთახისკენ გაემარტა. კაცი
დაწვა,საბანი გადაიფარა და საწოლში მოიკუნტა. მან ხელები თავქვეშ ამოიდო. თავიდან ვერაფერი
იგრძნო,მხოლოდ მაშინ მიხვდა რომ ტიროდა, როდესაც ბალიშზე წყლის წვეთები შენიშნა. ცრემლები
არ შეუმშრალებია,პირიქით კიდევ უფრო ატირდა და თავი ბალიშში ჩარგო.
ბეთლესში პატარა საიულვერეო
მაღაზია მდებარეობდა. პიტერმა ბეჭედი საგულდაგულოდ შეარჩია,შესაბამის ყუთში ჩაადებინა,თანხა
გადაიხადა და მაღაზიიდან გამოვიდა. სამსახურში ცოტათი დააგვიანა,მაგრამ საყვედური არავის
უთქვამს,პირიქით ბრაიანი მუდამ მადლობას უხდიდა გაწეული შრომისთვის. ანას ნახვა და
ღამით ტყეში გაყოლის თხოვნა უნდოდა,მაგრამ ქალი სასტუმროში არ დახვდა. რამდენიმეჯერ
შეამოწმა მისი დახლი,მაგრამ ქალი ისევ არ ჩანდა,არადა შუადღე იწურებოდა. კაცმა ტელეფონზე
დარეკვაც არაერთხელ ცადა,თუმცა მუდამ ავტომოპასუხე ირთვებოდა.
„უბრალოდ მაინტერესებს როგორ ხარ,რამე ხომ არ მოხდა? ძალიან ვნერვიულობ,როგორც
კი შეძლებ დამირეკე.“-პიტერმა ქალს შეტყობინება დაუტოვა,მაგრამ ანა მაინც არ რეკავდა.
საღამოს,როდესაც ახალგაზრდა ტორვი სახლში დაბრუნდა უოლტერმა გაკვირვებული სახით ჰკითხა:
-რა მოხდა?
-არ ვიცი. დღეს სამსახურში არ გამოჩენილა,ტელეფონსაც არ იღებს.
-სახლში რომ მიაკითხო?
-სწორედ მაგას ვაპირებ.შხაპს გადავივლებ და მასთან წავალ.-პიტერი აბაზანაში
შევიდა,ცხელი წყლის წვეთები სასიამოვნოდ ეშხეფებოდნენ მის შიშველ სხეულს.მან საჩქაროდ
შეიმშრალა და ჩაიცვა. ევანჯელინას სახლამდე თითქმის სირბილით მივიდა. ზარი დარეკა,კარი
სახლის მეპატრონემ გაუღო,პიტერი მას პირველად ჩარლის დაკრძალვაზე შეხვდა.
-გამარჯობა-მიმართა ქალს.
-გაგიმარჯოს პიტერ,რით დაგეხმარო?
-ანას ნახვა მინდა,სახლშია?- ქალმა თავი დახარა.
-ანა გუშინ ღამით წავიდა,პიტერ.- პიტერი ადგილზევე გაშრა,ხმა ვერ ამოიღო,თითქოს
მეხი დაეცაო,ბოლოს კი ძლივსძლივობით ჰკითხა:
-რამე წერილს დაგიტოვებდათ მაინც.
-არაფერი დაუტოვებია-ევანჯელინამ თავი გააქნია.
-იქნებ ვინმესთან დარჩა ან იქნებ...
-ყველაფერი წაიღო,ყველა თავისი ნივთი მანქანაში ჩადო და წავიდა,არაფერი
უთქვამს,მხოლოდ მადლობა გადამიხადა. ვწუხვარ,პიტერ.
-კარგი,გმადლობ.-პიტერი სახლს მოშორდა. გული გამალებით უცემდა.
-არა,არა, ეს არ ხდება!-კაცმა ჯიბიდან ბეჭედი ამოიღო და მთელი ძალით განათების
ბოძს მიახეთქა,მერე თავი ხელებში მოიქცია-რატომ ღმერთო,რატომ?!-ატირდა,ბოძს მიეყრდნო,გახშირებულად
სუნთქავდა,ნელ-ნელა ჩაიკეცა და ასფალტზე დაჯდა,მუხლები მკერდს მიაყრდნო და თავი ხელებში
ჩარგო...
კარგა ხანი ასე იჯდა,მერე წამოდგა
და გზა განაგრძო,ბეჭედი იქვე,ბოძთან ისევ ეგდო,ყუთიდან ამოვარდნილიყო,პიტერი კი მას
თითოეულ წამში უფრო და უფრო შორდებოდა. სახლამდე გზა ძალიან გაწელილიყო,ეს ნამდვილი
ტანჯვა გახლდათ. ტორვის ყველა ის წამი,ყველა ის მომენტი ახსენდებოდა,სადაც ის და ანა
ერთად ძალიან ბედნიერები იყვნენ,საცად მართლაც უყვარდათ ერთმანეთი. სახლში სულ სხვა
პიტერი დაბრუნდა. განადგურებული შვილის დანახვაზე თავი უოლტერმაც ცუდად იგრძნო.
-რა მოხდა?-პიტერმა მამას შეხედა,ამოისუნთქა და უთხრა:
-მიმატოვა,ანამ მიმატოვა.- მამა შვილისკენ
დაიძრა,მას ძლიერად ჩაეხუტა.
-ხდება ხოლმე,ყველაფერი კარგად იქნება,ჩემო
ბიჭო,გპირდები.-პიტერმა მამას ხელები კიდევ უფრო მჭიდროდ შემოჰხვია...
პიტერმა ორდღიანი შვებულება
აიღო.შემდეგ კი მამის რჩევას დაუჯერა და მუშაობა განაგრძო,თითქოს ანას გარეშე აზრი
ყველაფერს დაჰკარგვოდა,ყველაფერი გაუფერულებულიყო,თითქოს მთლიან სამყაროს ეცვალა ფერი.ის
ისეთი ლაღი და მზიანი აღარ იყო,როგორადაც პიტერი აღიქვამდა. ცხოვრებას თავისი ნამდვილი
სახე ახალგაზრდა ტორვისთვისაც ეჩვენებინა,თანაც ძალიან მკაფიოდ.
სამშაბათი იყო.პიტერი სამსახურში
იმყოფებოდა,როდესაც უოლტერმა კარზე ზარუნი გაიგონა. სამზარეულოში ხახვს ჭრიდა,დანა
მაგიდაზე დადო და ნელი ნაბიჯებით კარის გასაღებად გაემართა. კარებზე მინები დაეტანებინათ,
კართან მისთვის ნაცნობი პიროვნება იმყოფებოდა. ტორვიმ კარები გააღო. ხმას არცერთი არ
იღებდა. ბოლოს კაცი სამზარეულოსკენ დაიძრა,სტუმარმა შიგნით შემოაბიჯა და კარები მიხურა,იგი
კაცს გაჰყვა. უოლტერი სამზარეულოს კიდეში,პატარა სათავსოების წინ იდგა, ელოდებოდა სტუმარი
როდის შემოვიდოდა. მალე ისიც დაინახა.
-ამ მომენტს დიდი ხანი ველოდი, უოლტერ ტორვი - ბოლო სიტყვები პირში გამოსჩრა.
-რას გულისხმობ?-ჰკითხა კაცმა.
-1981 წელი. დონ უაიზერი,გაგახსნედა? -კაცი გაფითრდა.
-არა,არა, ეს შეუძლებელია. შენ ის არ ხარ, ის ვერ იქნები-თვალი მაგიდაზე
დადებული დანისკენ გააპარა,ეს სტუმარმაც შენიშნა და მზაკვრულად გაიღიმა. უოლტერი მაგიდისკენ
გაექანა,მაგრამ მას დაასწრეს. ქალმა დანა აიღო და კაცს გაუქანა,ტორვის პირდაპირ მხარში
გაარტყა,ბასრმა ლითონმა ხორცი გაკვეთა, გაჭრილი ნაჭრიდან სისხლმა გამოჟონა,უოლტერი
ძირს დაეცა,ზურგით სათავსოს კარებს მიეყრდნო.
-ამას რატომ აკეთებ,უბრალოდ მაშინ რატომ არ მომკალი? - სტუმარმა შარვლიდან
მაყუჩიანი იარაღი ამოაძვრინა,უოლტერს თვალი გაუსწორა.
-რა საცოდავი ხარ,ნეტავ მაშინაც ასეთი იყავი მამაჩემი და ჩემი ძმა რომ
მოკალი?
-ასეთი თვალთმაქცი როგორ ხარ,ჩემი ბრალია,თავიდანვე უნდა მეცნე. ის ცრემლები
უნდა მეცნო,რომლებითაც თითქოს ჰარტის დაკრძალვაზე იტირე...
-ჰარტი მარტლაც მიყვარდა,ის შენ არ გგავდა,ალალი,მართალი კაცი იყო. ჩარლი
ნამდვილად კარგი ადამიანი იყო უოლტერ,შენგან განსხვავებით. ჩემთვის ჩუმად ბევრჯერ უთქვამს
ჩემი შვილი ხარო. მას ამ სიბინძურეში ნუ გარევ.
-არ დამამთავრებინე, გითხარი შენი ცრემლები უნდა მეცნო-მეთქი, იცი რატომ?-უოლტერმა
გაიცინა-იმიტომ,რომ ზუსტად ამ ცრემლებით ტიროდა შენი ძმა,როდესაც თავში ტყვია დავაჭედე!
- ქალმა უოლტერს იარაღიც კონდახი ჩასცხო,კაცს პირიდან სისხლი წამოუვიდა,მაგრამ ის მაშინვე
გადმოაფურთხა. უოლტერის ტელეფონი ასევე მაგიდაზე იდო,ქალმა აიღო და კაცს მიუგდო.
-მინდა რომ პიტერს დაურეკო.-უოლტერმა გაიცინა.
-ასეთი სულელი გგონივარ?
-თამაში წააგე,უოლტერ.
-მე თამაში დიდი ხნის წინ წავაგე,ემა.
-ჩემი სახელი გახსოვს.
-ჰო,მახსოვს.
-ახლა კი აიღე ტელეფონი და პიტერს დაურეკე! ხომ იცი ჩემს ძარღვებში ვისი
სისხლიც ჩქეფს, ისიც გეცოდინება თუ რაზე ვარ წამსვლელი. თუ ამას შენ არ გააკეთებ,მე ვიზამ და ისიც ვიცი თუ რას ვეტყვი. როგორ ვართ ერთად სახლში გამომწყვდეულები და ტვინზე
ემა უაიზერის იარაღი გვადევს.მგონი მოვა,არა?- უოლტერს გამომეტყველება შეეცვალა.
-ის არაფერ შუაშია,გთხოვ,მე მომკალი,მაგრამ
მას არაფერი დაუშავო,გთხოვ.
-დაურეკე!-ქალმა სიბრაზისგან იღრიალა. უოლტერმა
მობილური აიღო და შვილის ნომერი აკრიფა. პიტერმა ტელეფონი მალევე აიღო.
-გისმენ მამა,რა მოხდა?
-მისმინე,კარგად მისმინე. ის უნდა გააკეთო
რასაც გეტყვი,კარგი?
-რა ხდება?
-უნდა გაიქცე,შორს,შორს უნდა გაი...-ქალმა
კაცს ტელეფონი გამოგლიჯა და ძირს დააგდო,მერე კი ფეხი ჩაარტყა.
-მამა...მამა...-ტელეფონში დაკავების ხმა
ისმოდა.
-იცი რომ მაინც მოვა,ხომ ასეა. მას კარგად
ვიცნობ,არ მიგატოვებს.
-შენ ხომ ის გიყვარდა.
-სიყვარული? არ ვიცი რა არის სიყვარული.
შენ ის მაშინ წამართვი,როდესაც მთელი ოჯახი ამომიხოცე...მაგრამ ჰო,პიტერი მართლაც მიყავრდა
და ახლაც მიყვარს.
-ამდენი ხანი რატომ დაიცადე,მაშინვე რატომ არ მოგვკალი?
-არ ვიცი, თქვენი უკეთ გაცნობა მინდოდა. შენი შვილის უკეთ გაცნობა მინდოდა,მაგრამ
შემიყვარდა.
-ტყუი.
-არ ვტყუი, უოლტერ,ბედი ყველას დაგვცინის.
-მას ხომ არ მოკლავ,არა?ის ხომ გიყვარს,ამას ვერ შეძლებ.
-მამაჩემს პირობა მივეცი.
-მკვდარ კაცს მიეცი პირობა?
-პირობა მის უკვდავ სულს მივეცი.
-დონ უაიზერის ბნელ სულს.
-Pacta sunt servanda,უოლტერ.
პიტერი სასტუმროდან მაშინვე წამოვიდა, როგორც კი უოლტერმა დაურეკა. მთელი გზა მორბოდა, თოვლში მორბოდა. ბოლო ნაფეხურებს ტოვებდა "ბეთლეს ლოჯიდან" ბეთლესის მარტოსული ბებერი მგლის სახლამდე. თითქოს ეს ნაფეხურები ისტორიას ინახავსო, მაგრამ თოვლი ამ ისტორიასაც მალევე შლიდა. ძლიერად თოვდა, ძალიან ძლიერად. ციოდა, ძაღლებიც ყმუოდნენ, თითქოს იცოდნენ რაც მოხდებოდა, მოსალოდნელ საფრთხეს გრძნობდნენ, ბნელ, გამყინავ საფრთხეს...
პიტერი სასტუმროდან მაშინვე წამოვიდა, როგორც კი უოლტერმა დაურეკა. მთელი გზა მორბოდა, თოვლში მორბოდა. ბოლო ნაფეხურებს ტოვებდა "ბეთლეს ლოჯიდან" ბეთლესის მარტოსული ბებერი მგლის სახლამდე. თითქოს ეს ნაფეხურები ისტორიას ინახავსო, მაგრამ თოვლი ამ ისტორიასაც მალევე შლიდა. ძლიერად თოვდა, ძალიან ძლიერად. ციოდა, ძაღლებიც ყმუოდნენ, თითქოს იცოდნენ რაც მოხდებოდა, მოსალოდნელ საფრთხეს გრძნობდნენ, ბნელ, გამყინავ საფრთხეს...
მაშინ,როდესაც უოლტერ ტორვი
57 წლის ასაკში სიკვდილს თვალებში უყურებდა პიტერი მამის გადასარჩენად მოიწევდა,სახლს
უფრო და უფრო უახლოვდებოდა.
-ეს მამაშენის საყვარელი ფრაზა იყო-უპასუხა უოლტერმა.
-ის ღირსეული კაცი იყო.
-არა,შენ ხომ მას არც იცნობდი.
-მასზე ბევრი გამიგია.
-მისი მეგობრებისგან? მამაშენი ადამიანებს აწამებდა,განა კაცს ვინმემ მიანიჭა
უფლება სხვები აწამოს და სული ტანჯვაში ამოხადოს?
-ამას შენ არ უნდა ამბობდე.
-მე ვნანობ იმას,რაც შენს ძმას გავუკეთე.
-ხუთი წუთის წინ მას დასცინოდი,ვინ უფრო მატყუარაა,უოლტერ?-ქალი მაგიდას
მიყრდნობილიყო,იარაღი მუხლზე ჩამოედო,თუმცა სასხლეტზე თითი ისევ ედო.
-გგონია რომ სიცოცხლის ბოლო წამებში მოვიტყუებ? კარგად არ გცნობივარ,ემა.
-მითხარი უოლტერ,პირველი მამაჩემი მოკალი თუ ჩემი ძმა?-კაცს გაეცინა.
-ამას განა აქვს მნიშვნელობა?
-ჩემთვის კი.
-პიტერს ხომ იცნობ,ის კარგი ბიჭია,მას ამ ყველაფერთან საერთო არაფერი აქვს.
როდესაც მაშინ,როდესაც აპალაჩებში გვესროლე, სწორედ მაშინ შეიტყო ამის შესახებ და იცი
რას მეუბნებოდა? როგორ შეგეძლო,პატარა ბავშვის მოკვლა როგორ შეგეძლოო? ამ ცოდვის გამო
საკმარისად ვიტანჯე,ცხოვრება დამენგრა,ცოლი დავკარგე, ღამღამობით დავწვები და საწოლში
პატარა ბავშვივით ღაპაღუპით ჩამომდის ცრემლები,შვილს ნუღა მომიკლავ,მე მომკალი. თუ
გინდა წამებით ამომხადე სული,მერე კი ჩემი ლეში მგლებს დაუტოვე დასაჯიჯგნად,მაგრამ
გთხოვ,პიტერს ნურაფერს დაუშავებ. თუ ოდნავ მაინც შეგრჩა ადამიანობა,თუ ოდნავ მაინც
გიყვარს იგი გთხოვ, უბრალოდ გაუშვი. - ქალს სახეზე გამომეტყველება არ შეცვლია.
-საწყალი კაცის როლის თამაში დაიწყე?
-არა-ტორვიმ თავი გააქნია-მე არ მეშინია შენი,არც სიკვდილი მადარდებს მაინცდამაინც.
ვიცოდი,რომ ოდესმე მომაკითხავდნენ,მე ამისთვის მზად ვიყავი.
-ალბათ ძნელია იმის ცოდნით ცხოვრება,რომ ვიღაც აუცილებლად დაგაჭედებს ტყვიას.
-ძნელია,მაგრამ ბევრი რამე მაქვს გადატანილი. ამან ძლიერი გამხადა,უკვე
აღარც ამის მეშინია. აღარ ვფიქრობ იმაზე,რომ ვიღაც კარზე მომიკაკუნებს. შენ ეს უკვე
გააკეთე.
-კარები თვითონ გამიღე,უოლტერ.
-ყველა ცდება,შეუცდომელი არავინაა. -კაცმა გამოძრავება ცადა,მაგრამ ტკივილსგან
დაიჭმუხნა,დანა მხარში ბოლომდე ჰქონდა ჩასობილი.
კარის ძლიერი გაღების ხმა გაისმა,
მას პიტერის ყვირილი მოჰყვა,მამას ეძახდა,უოლტერმა ახლაღა იგრძნო განუსაზღვრელი შიში.
ხელი აწია,თავი გააქნია.
-არა,არა,გთხოვ მას არაფერი დაუშავო.
-მშვიდობით,უოლტერ.-ქალმა იარაღი აღმართა,გასროლა და პიტერის სამზარეულოში
შესვლა ერთი იყო. სათავსოები სისხლის შხეფებით დაისვარა, შემოსვლისთანავე პიტერმა შეჰყვირა,მერე
ქალს საჩქაროდ გახედა. თითქოს ტანში ორიათასი ვოლტის დენის ძალამ დაუარაო.
-არა...-ამოილუღლუღა მან. მუხლებზე დაეცა. მზერა კვლავ გადაიტანა გარდაცვლილ
მამაზე,რომელსაც თავი კარადის კარებზე მიეყრდნო. ქალი მას მიუახლოვდა. პიტერმა ბუნდოვნად
დაინახა ქალის ქერა თმა,წამებში ნისლიც გაიფანტა. ანას სახეს მკაფიოდ ხედავდა. ტორვი
უეცრად წამოხტა და ქალს ეძგერა,ძირს დააგდო,ის იყო მას უნდა დახტომოდა,რომ ანამ იარაღი
აღმართა. პიტერმა მუცლის არეში მჭრელი ტკივილი იგრძნო,წონასწორობა ვეღარ შეიკავა და
უკან გადავარდა. ცადა კედელს მიყრდნობოდა,ხელებით ტანი გაასრიალა,ამაზე თითქმის მთელი
ენერგია დახარჯა. ხელი ჭრილობაზე მაგრად მიიჭირა. ანა უკვე წამომდგარიყო. ქალს თვალებში
ცრემლი ჩადგომოდა.
- ხომ გითხარი ჩემი გაგება ძნელია-მეთქი-თქვა ქალმა. პიტერი გარდაცვლილ
მამას უყურებდა. ანა მას მიუახლოვდა,ჩაიმუხლა. კაცის თავი ხელებში მოიქცია. პიტერს
თვალები ჩასისხლიანებოდა,პირიდან სისხლიანი ლორწო გადმოსდიოდა. მთელი ძალა წართმეოდა.
- მაპატიე პიტერ,ამის გაკეთება არ მინდოდა. ცხოვრებაში არავინ მყვარებია ისე,როგორც
შენ მიყვარხარ. ვალდებული ვიყავი ეს გამეკეთებინა,მე მამაჩემს შევფიცე. შენთვის ზიანის
მოყენება ნამდვილად არ მსურდა,აქ მე ოჯახი ვიპოვნე,შენი და ჰარტის სახით,მაგრამ მე
ბედნიერი ცხოვრებისთვის არ ვარ გაჩენილი. ვცდილობდი შენთვის ჩემი კარგი სახე დამენახებინა,შენთან
სულ სხვა ადამინი ვიყავი,ისეთი,როგორადაც ყოფნაზე სულ ვოცნებობდი. მე გაპატიე... აქ
ჩემი წარსული დავივიწყე,ახლა,ამ წამს.-ქალს სახეს ცრემლები უსველებდნენ-ოდესმე ნეტავ
შენ თუ მაპატიებ?-პიტერმა ხელი მუცლიდან აიღო,გაჭირვებით ქალს სახესთან მიუტანა და
სისხლიანი ხელისგულით მის სახეს შეეხო.კაცის მტევანს ხელი ანამ მოჰკიდა და ლოყაზე მაგრად
მიიდო,პიტერმა ხელი ჩამოაცურა,ქალს ლოყაზე სისხლის კვალი შერჩა. ანა პიტერისკენ დაიხარა,შუბლზე
ნაზად აკოცა. მარცხენა ხელით ჯიბიდან მობილური ამოუღო. არ სურდა მასთან დამშვიდობება,მაგრამ
თითოეული წამი მნიშვნელოვანი იყო. მობილურში რაღაც აკრიფა, ტელეფონი პიტერს კალთაში
ჩაუგდო და წამოდგა. ტორვიმ ქალს დანამული თვალებით შეხედა.
-მაპატიე-უთხრა ანამ და საჩქროდ ოთახიდან გავიდა. გზად ხელთათმანები გაიხადა
და ჯიბეებში ჩაიწყო. პიტერმა მობილურს დახედა, ეკრანზე ნათლად ჩანდა ნომერი,რომელზედაც
ზარი განხორციელებულიყო. 911 - ეწერა ეკრანზე.
2016 წელი.თებერვალი. ბეთლესში დატრიალებული ტრაგედიიდან
ზუსტად 3 თვე გასულიყო. ციოდა,ცივი ზამთარი იყო,აპალაჩებშიც ძნელი იყო გათბობა. სახლიდან,რომელიც
შუაგულ ტყეში მდებარეობდა ბოლი ამოდიოდა. ქერა ქალი ბუხართან სავარძელში ჩამჯდარიყო.
ცეცხლის ალს შესცქეროდა,მარჯვენა ხელი მუცელზე ედო. ორსულობა საკმაოდ დატყობოდა,ანდა
რა გასაკვირი იყო, ის ხომ ხუთი თვის ფეხრმძიმე გახლდათ. უეცრად მცირე ტკივილი იგრძნო,ბავშვმა
ფეხი მიარტყა,ქალმა გაიღიმა.
-ღმერთო ჩარლი,რა ცელქი ხარ-სიყვარულით მიმართა შვილს.
ისინი თითქმის მარტონი იყვნენ. უბრალოდ ტყეს ერთი
კაცი სტუმროდა. ეტყობოდა ეს ადგილი მისთვის ნაცნობი იყო,რადგან თოვლშიც კი ცნობდა გადათეთრებულ
ბილიკებს. გეზი სახლისკენ აეღო,პატარა ხის სახლისაკენ. სახლამდე რამოდენიმე მეტრი აშორებდა.
მალე ხეების მიღმა ისიც გამოჩნდა. ხის შენობის დანახვისთანავე შედგა,სახლიდან ბოლი
ამოდიოდა,ეს კი ძალზედ უცნაური იყო. თბილი ქურთუკი ეცვა,თავზე კი დიდი,ბეწვიანი ქუდი
წამოეხურა. სახლის კარგად დასანახად ქუდი გადაიხადა. ბოლი მართლაც ამოდიოდა. პიტერმა
კიდევ ერთხელ შეხედა ორთქლს,რომელიც ზეცისკენ მიისწრაფოდა და ქუდი ისევ დაიხურა.გზა
განაგრძო სახლისაკენ, სადაც ანა და საკუთარი ვაჟი ეგულებოდნენ,კაცს კი ამაზე წარმოდგენაც
არ ჰქონდა,სრულებით არა.ის უბრალოდ დათოვლილ გზას მიუყვებოდა და მიწაზე ტოვებდა ნაკვალევს,რომელსაც
თოვლი მალევე შლიდა,თითქოს ის იქ არც არასდროს ყოფილიყო.
No comments:
Post a Comment