შევყურებ ზეცას,მე მარადიულს,
მინდა ნათელ ცას შევცქერო მუდამ.
ვიცი, რომ ღმერთი ყველაფერს ხედავს,
იმასაც ვაშლსა რომ კბიჩა პანდამ.
გუშინ ვიღაცამ ბიჭსა დაარტყა,
ხვალ კი ვიღაცა გოგოს უყვირებს.
ცოდვებმა შთანთქეს ეს დედამიწა,
მაგრამ უფალი ყველას უყურებს.
მე ვხედავ ქალაქს, თბილისსა ლამაზს
და მიტევს ფიქრი, ქალაქზე კარგზე.
ყველაფრის მიღმა ჭეშმარიტ სახლზე
მოულოდნელად კაკუნი კარზე.
ჭეშმარიტებით აღვსილი კაცი
კარის ზღრუბლთანა მოთმენით იცდის,
იღიმის ჩუმად,მაგრამ კეთილად,
კარსა გავაღებ, ეს უკვე იცის.
შევაღე კარი, ვნახე სიმართლე,
მწარე სიმართლე,სიცხადე ნაღდი.
კაცი ხელს იწვდის,უნდა რომ გავყვე,
ვუყურებ ოთახს, მე მიხმობს ნარდი.
ვზოზინებ,როგორც ზარმაცი კაცი,
ვფიქრობ ხვალ ვიზამ,მას ხვალ გავყვები,
ვუღიმი ნაზად და კარებს ვხურავ
იმ იმედით რომ ის ხვალაც მოვა.
გავიდა დღენი,მრავალი დღენი.
მე კი მას ველი,ჭეშმარიტ კაცსა,
თავს ხელებში ვრგავ, კუთხეში ვტირი,
მე ხომ ვაქციე ზურგი ჩემ ბედსა.
ვლოცულობ მუდამ,ვადიდებ უფალს,
იქნებ მან ისევ შემხედოს ცოდვილს.
არ შველის,არა. მან უკვე მნახა,
მე კი ვერ დავთმე თამაში ნარდის.
იმედით ვცხოვრობ,იმედით ველი,
მე ხომ ვიცი,რომ უფალი ხედავს.
ვიცინი ჩემთვის,რაზე არ ვიცი,
მაგრამ ღმერთი ხომ ყველაფერს ხედავს.
გიორგი ჩაჩხიანი
No comments:
Post a Comment