წინასიტყვაობა : მოქმედება
აშშს გამოგონილი შტატის გამოგონილ ტყეში ვითარდება , მომხდარი სიმართლეს არ
შეესაბამება .
დაწყევლილი მგელი
პენესის შტატი აშშს ყველაზე
მცირე და ნაკლებად დასახლებული შტატია . ის სიმცირით შტატ Rhode Island საც ბევრად
ჩამოუვარდება . ერთი სიტყვით ,ძალზედ საკვირველია მას შტატის სახელი რომ მიენიჭა
და რომელიმე სხვა შტატს არ შეუერთეს. პენესი მხოლოდ სამი მცირე ქალაქისგან შედგება
. ის ქვეყნის უკიდურეს აღმოსავლეთით მდებარეობს .მას დასავლეთით შტატი მეინი ,
სამხრეთით ატლანტის ოკეანე , ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით კი კანადა ესაზღვრება.
შტატის დედაქალაქს პენესი სითი ეწოდება. მისი ფართობი 1,120
კმ2
დანარჩენი ქალაქები კი ვუდრონ სითი და პენესსვილიჯია . შტატში დაახლოებით 300
ადამიანი ცხოვრობს . მიუხედავად შტატის ასეთი სიმცირისა , იგი ძალიან ლამაზია
. პენესსვილიჯს დასავლეთით ვუდრონ სითი,
აღმოსავლეთით კი ვუდრონის ტყე აკრავს . ნილსონ ვუდრონის საპატივცემულოდ ტყესა და
ქალაქს მისი სახელი დაარქვეს . ვუდრონი ადგილობრივი პოლიტიკოსი და ბიზნესმენი იყო
, რომელმაც შტატი ააყვავა და ფეხზე წამოაყენა . მას პენესის ისტორიაში დიდი ადგილი
უჭირავს . ვუდრონის ტყე საკმაოდ დიდი , დაბურული ტყეა , სადაც ღამით ყოფნა საშიშია
.ტყესთან დაკავშირებით საკმაოდ ბევრი მითები და ლეგენდები არსებობს. ასევე აქ
ბინადრობენ მგლები , დათვები , მელიები და სხვა გარეული ცხოველები. შტატში მეორე
მცირე ზომის ტყეცაა , თუმცა მას დღესდღეობით ნაკრძალად იყენებენ და პენესის
ნაციონალური ნაკრძალი ეწოდება . იქ შესვლა აკრძალულია , ამიტომ ვისაც სალაშქროდ უნდა წასვლა .
იძულებულია ვუდრონის ტყეს ესტუმროს. პენესსვილიჯი ყველაზე მცირე ქალაქია სამოცამდე მოსახლით.
ქალაქის ცენტრში კაფე , მაღაზია , აფთიაქი , ბენზინგასამართ სადგური ,სკოლა,
შერიფის ოფისი და მცირე საავანდმყოფო მდებარეობს .
შაბათი დღე იყო , როცა სარა
მენკენის ტელეფონზე ზარი შემოვიდა .
- გისმენ , ბილ როგორ ხარ ?
- კარგად სარა შენ?
- მეც არამიშავს . აბა რა ხდება ?
- ტყეში გვინდა წასვლა . პიკნიკზე ან ლაშქრობაზე , რაც გინდა ის
დაარქვი.
- ღამითაც?
- ჰო , შენ რა გეშინია ?
- არა , მაგრამ იქ ხომ მგლები და დათვები არიან , ჰო , ცოტა მეშინია.
- კარგი რა, ჩვენც ხომ იქ
ვიქნებით .გპირდები დათვებს არ მივცემ შენი
შეჭმის საშუალებას , თან ლიზა და ლინდსიც მოდიან. სალისაც დავურეკავ.
- კარგი , ჰო . როდის მივდივართ ?
- დღეს გამოგივლით . ასე
ხუთი-ექვსისთვის . ყველაფერზე ჩვენ ვიზრუნებთ .
- კარგი , გელოდებით.
- აბა შენ იცი , მოემზადე .- სარამ
ტელეფონი დაკიდა და ჩალაგებას შეუდგა.
ექვსის ოც წუთზე სარას მანქანის საყვირის ხმა მოესმა . ის გარეთ გავიდა .
სახლთან ორი მანქანა იდგა . ერთი ფორდის
წითელი პიკაპი იყო , რომელიც ბილ გეტეიტს ეკუთვნოდა . მანქანაში ბილი , სალი , ლინდსი , ლიზა და
ლუკასი ისხდნენ . საბარგულზე კი მაიკლი და ენდრი იდგნენ . რაც შეეხება მეორე
მანქანას ის პატარა ერთკარიანი შავი
მანქანა იყო, რომელშიც მხოლოდ ოთხი კაცი თუ ჩაეტეოდა და რომელიც სტივ ნედემენს ეკუთვნოდა .
მანქანაში სტივი და პიტი ისხდნენ . სარაც იმ მანქანაში ჩაჯდა .
ვუდრონის ტყის დასაწყისი მეჩხერი იყო . მოსახლეობა ზამთრისთვის ხეებს
ჩეხავდა , რამაც ხეების საგრძნობი შემცირება გამოიწვია . ადამიანები , რომლებმაც
ტყეში სალაშქროდ , გასართობად წასვლა გადაწყვიტეს საკმაოდ ახალგაზრდები იყვნენ ,
სტუდენტები. ისინი სასწავლებლად ვუდრონ სითიში დადიოდნენ , ვინაიდან უნივერსიტეტი
პენესსვილიჯში არ არსებობდა . ყველაზე უფროსი 21 წლის სტივ ნედემენი იყო .
სტუდენტები ერთმანეთს კარგად იცნობდნენ . ისინი ხომ ერთ პატარა ქალაქში დაიბადნენ
და გაიზარდნენ , სადაც ყველა ერთმანეთს
იცნობდა . გარდა ამისა ისინი თანატოლებიც იყვნენ . ტყე თავიდან საკმაოდ მეჩხერი
იყო . სადამდეც შეძლეს მანქანებით იქამდე მივიდნენ , შემდეგ კი გზა ფეხით
გააგრძელეს .
- სარა მიკვირს დედაშენმა წამოსვლის
უფლება რომ მოგცა - გზაზე სარას სტივმა მიმართა.
- ჰო , ძლივს დავიყოლიე . არ უნდოდა
ტყეში ჩემი გაშვება .
- ჰეი , ბიჭებო. ასე შორს ნუ მივდივართ
. თითქმის ნახევარი ტყე გავიარეთ . საშიშია -
ლიზამ ბიჭებს დაუყვირა . ეს ლაშქრობა მაიკლისა და ენდრის იდეა იყო . სწორედ
ისინი მიუძღვოდნენ სტუდენტებს .
- ცოტაც , ლიზ . იქ კარგი ადგილი ჩანს
, დავბანაკდებით - მაიკლმა ახალგაზრდებს თითით ანიშნა ერთი მოსწორებული ადგილისკენ
, სადაც ხეები არ ამოსულიყო და სრულიად შესაძლებელი იქნებოდა სამი კარვის გაშლა და
დაბანაკება .
დაღამებამდე ყველაფერი მოაწესრიგეს . ღამით ტყე საკმაოდ საშიში ჩანდა .
ირგვლივ ჭოტის ხმა ისმოდა . ახალგაზრდებმა ცეცხლი დაანთეს და მას შემოუსხდნენ .
- აბა საშიში ისტორიების მოსმენა ვის
უნდა ? - ენდრის ამ შემოთავაზებას ყველა
ერთხმად დაეთანხმა. ისინი რიგრიგობით ყვებოდნენ იმას, რაც ოდესღაც მოესმინათ ან
წაეკითხათ . ჯერი სარაზე მიდგა .
-აბა სარა , შენ რას გვეტყვი პატარავ ?
- გოგონას მაიკლმა მიმართა.
- მე ვუდრონის ტყეზე წამიკითხავს -
დაიწყო სარამ.
- ოჰო , ეს უკვე მომწონს.აბა რა
წაიკითხე ? - მაიკლი ცნობისმოყვარეობამ შეიპყრო.
- დიდი ხნის წინ ამ ტყეში ერთი მგელი
ბინადრობდა . მას დაწყევლილ მგელს უწოდებდნენ . ის მონადირეებს შეხვედრია , მათ
უსვრიათ მაგრამ ტყვიას მგელში გაუვლია . ეწერა ეს მგლის სული იყო , რომელსაც
ვერაფერი კლავდაო . მგელს ყველა მონადირე დაუხოცავს , გარდა ერთისა , რომელიც
მაშინ გაქცეულა , როცა მგელმა თავდასხმა დაიწყო . სწორედ მისი ნაამბობი წავიკითხე
.
- ოო , დამაჟრჟოლა - თქვა ლიზამ .
- და რაო , ახლა ეგ მგელი სადაა ? -
იკითხა მაიკლმა .
- არ ვიცი.
- შენ რა მაიკლ მართლა გჯერა მაგ სისულელის ? - მაიკლს დამცინავად
კითხა ენდრიმ . მაიკლმა ხმა არ გასცა .
- იცით , მეც მსმენია რაღაც ამ მგლის შესახებ - მოულოდნელად წამოიწყო
პიტიმ - ჩემმა დიდმა ბაბუამ მიამბო , როცა პატარა ვიყავი . მან მითხრა , რომ დიდი
ხნის წინ ამ ტყეში უკვდავი მგელი ყოფილა , რომელსაც ვერაფრით ვერ კლავდნენ . ხალხს
მისი ეშინოდა მიუხედავად იმისა , რომ მგელი ტყიდან არ გამოდიოდა . ის მხოლოდ ერთ
ადგილზე იყო . დიდი მუხების ტერიტორიაზე . თითქოს იმ ტერიტორიას იცავდა . თუ ვინმე
მის სამყოფელში შეაბიჯებდა მას მაშინვე კლავდა .
ბოლოს თურმე ვერცხლის ტყვიებიც უცდიათ მის მოსაკლავად , მაგრამ მანაც არ
მოკლა.
-აბა რა მოხდა ? - იკითხა სალიმ.
- დაუწვავთ .
- დაუწვავთ ?
- ჰო , მის ტერიტორიას ცეცხლი წაუკიდეს , ყველა მხრიდან . მაშინ ბევრი
ადამიანი დაღუპულა . მგელი ცეცხლის რკალის შუაში იდგაო , ცეცხლი გამძვინვარებულა
და ალბათ მგელსაც დაწვავდა.
- იმ მგელს , რომელსაც ვერაფერი ვერ კლავდა ?
- ჰო ალათ ,იმის შემდეგ აღარ გამოჩენილა.
- მოიცადე პიტ , იმ ხეებზე რა თქვი ? - იკითხა სალიმ.
- რომელ ხეებზე ?
- აი მუხებზე.
- ა , ჰო . მგელი მხოლოდ იმ ტერიტორიაზე ესხმოდა ხალხს თავს , სადაც დიდი მუხები იზრდებოდა .
- ამ მუხებზე ამბობ ? - სალიმ სტუდენტებს ხელით უზარმაზარი მუხები
ანიშნა . მუხები მოსწორებული ადგილის გარშემო იყო . ისინი სტუდენტებს ეკრა გარს.
- უხ შენი - ლუკასი მორიდან გადავარდა .
- გთხოვთ წავიდეთ აქედან , ძალიან მეშინია.
- კარგი რა სალი . ეს მხოლოდ გამოგონილი ამბავია . ისედაც მგელი
მოკვდა , თან ამდენი ხანი ხომ ვერ იცოცხლებდა . კარგით რა , თქვენ რა მართლა გჯერათ ამ სისულელის ? - მხოლოდ ენდრი
იყო შეგულიანებული - კარგით რა , რა ბავშვებივით იქცევით - გაბრაზებული ენდრი
კარავში შევიდა , მას ყველამ მიბაძა .
შუა ღამე იყო . სავსე მთავრე ანათებდა და ნათელს ჰფენდა არემარეს .
კარვიდან ენდრი გამოვიდა . იგი სავსე მთვარის გამო ვერ იძინებდა , ისევე როგორც
ლინდსი .
გოგონა ნაბიჯების ხმაზე შეკრთა .
- ნუ გეშინია , მე ვარ -მიუგო ენდრიმ.
- ვერც შენ იძინებ?
-ვერა.
ცოტახნით ჩუმად იყვნენ . უცებ ენდრის სახეზე მზაკვრული ღიმილი
გამოესახა.
- წამოდი , ცოტა გავიაროთ.
- არ მინდა , მირჩევნია
ბანაკს არ გავცილდე.
- წამოდი ნუ გეშინია შენთან ვარ .
- არ მინდა !
ენდრიმ გოგოს ხელი წაავლო ,
მეორე კი პირზე ააფარა.
- წამოდი-მეთქი !
ლინდსი კიოდა, თუმცა მისი ხმა არ ისმოდა .
ენდრიმ ლინდსის მაისურის გაგლეჯა დაიწყო . გოგონა ძირს დააგდო .
ლინდსი მის მოშორებას ცდილობდა , თუმცა ამაოდ. მან თვალები დახუჭა , თუმცა ბრძოლას
არ წყვეტდა. უცებ ღრენის ხმა გაისმა, ის გათავისუფლდა . ლინდსიმ თვალები გაახილა .
ენდრის მგელი წასდგომოდა და მის ხელს ჩაფრენოდა . გოგონამ ხმამაღალი კივილი დაიწყო
. ყველანი გარეთ გამოცვივდნენ .
- ჯანდაბა , გაიქეცით ! გაიქეცით! - იყვირა სტივმა . ის პირველი
გამოვარდა გარეთ და სწორედ მან დაინახა პირველმა ეს საშინელება .
- ჩქარა , აქაურობას გავცილდეთ ! - ბილმა სარას მოკიდა ხელი და მთელი
სისწრაფით გაიქცნენ . ყველა მათ მიყვა.
- სტივ ! დროზე წამოდი ! - სტივს მაიკლი უყვიროდა .
- ის ცოცხალია !
- ვინ ?
- ლინდსი !
გოგონა უკან-უკან მიფორთხავდა . მგელმა ენდრის თავი მოაჭამა . ახლა ის
გოგონას მოკვლასაც აპირებდა .
- ღმერთო , მიშველეთ , მიშველეთ ! -ლინდსი განწირავად ყვიროდა .
სტივმა მოზრდილი ქვა აიღო და მგელს ესროლა .
- წამოდი , წავიდეთ! სტივმა ეს თვითონ აირჩია ! - იყვირა მაიკლმა და
ის და ლუკასიც დანარჩენებს მიყვნენ.
ქვამ მგელში გაიარა, იგი სტივისკენ მოტრიალდა .
-ჩქარა , გაიქეცი ! - სტივმა ლინდსის უყვირა. გოგონა სწრაფად წამოდგა
და ისიც გაიქცა . სტივი კი მარტოდმარტო დარჩა ამ ურჩხულის წინააღმდეგ . მგელი მას
ეცა , მუცელი გამოფატრა და სტივი ძირს
დააგდო . ამის შემდეგ მან ყმუილი დაიწყო, რამაც ერთ ადგილზე გაყინა ახალგაზრდები,
თუმცა ისინი უკვე დიდი მუხებისგან საკმაოდ შორს იყვნენ .
- ღმერთო ჩემო , ეს რა ჯანდაბა იყო ? - სალი სრულიად კანკალებდა , იგი
სარას ეხუტებოდა .
- რას ფიქრობთ , გამოვძვერით ? - იკითხა ლიზამ.
- არ ვიცი , თუ იმ წყეულ ლეგენდას დავუჯერებთ ,მაშინ კი . ის მუხები გამოვიარეთ - მიუგო
მაიკლმა.
ამ დროს ხეებიდან მაისურ შემოხეული ლინდსი გამოვარდა .
- ღმერთო , შენ ცოცხალი ხარ , ცოცხალი ხარ - ლიზა მისკენ გაექანა და
მეგობარი გულში ჩაიკრა .
- ის , ის , ის მოკვდა ,
სტივი მკვდარია , ის ჩემს გამო მოკვდა - ლინდსი ძლივს ლაპარაკობდა , შეშლილს
გავდა. სახე სულ აცრემლებოდა , ენა ებმებოდა.
- დამშვიდი , ყველაფერი რიგზეა - მას ლიზა ამშვიდებდა .
- ახლა რა უნდა ვქნათ ? - იკითხა სარამ .
- დაიძინეთ , მე ვიდარაჯებ . თუ რამეა გაგაღვიძებთ ხვალ კი ამ დაწყევლილი ადგილიდან წავალთ . აქ
არც უნდა წამოვსულიყავით - თქვა ლუკასმა .
- ეს შენი ბრალია , ეს შენი ბრალია - მაიკლს ლიზა მივარდა - ეს შენ
წამოგვიყვანე აქ , ეს შენ მოიფიქრე !
- ლიზა , ლიზა დამშვიდდი . ჩხუბით ვერაფერს უშველი - გოგონა მაიკლს
ბილმა მოაშორა .
- ჯობს ლუკასს დავუჯეროთ , დავიძინოთ . მერე გამაღვიძე , მე შეგცვლი
ლუკას - ბილმა მეგობარს მიუგო .
- კარგი - ლუკასი მას დაეთანხმა . ყველა დაწვა . ჩაძინებას დიდხანს
ვერ ახერხებდნენ , ბოლოს როგორც იქნა ჩაიძინეს. რამდენიმე საათის შემდეგ ბილმა
ლუკასი შეცვალა.
დილით ხმას ვერავინ იღებდა .
ყველას წყუროდა და შიოდა , თუმცა ყველაფერი ბანაკში დარჩენილიყო . იქ ჩასვლას კი
ვერავინ ვერ ბედავდა .
- ეს რა ჯანდაბა იყო ? - დუმილი მაიკლმა დაარღვია.
- როგორც ჩანს , ის ამბავი ნამდვილი ყოფილა -
პიტიმ
მას უპასუხა .
- ჰო , მაგრამ ამდენი ხნის შემდეგ რით ვერ მოკვდა ის მგელი ?
- ის ხომ სულია .
- მე დავინახე მან ენდრი როგორ შეჭამა . სულმა მას თავი როგორ მოაჭამა
?-იკითხა ლინდსიმ.
- არ ვიცი .
- სტივმა მას ქვა ესროლა , ქვამ უბრალოდ მასში გაიარა . არადა
ჩვეულებრივ მგელს გავდა . - თქვა მაიკლმა.
- ოღონდ უჩვეულოდ ყვითლად მოელვარე თვალები ჰქონდა და ზომითაც ძალიან
დიდი იყო . მოხუც მგელს ჰგავდა.
- აქედან როგორ უნდა გავაღწიოთ , არ ვიცით მუხები სადამდეა
გადაჭიმული.
- როგორც ვიცი ეს მუხების ზონა იყო და ის მთელ ტყეზე გადის - თქვა
პიტიმ
.
- შენ რა გინდა თქვა , რომ აქედან ვერ გავაღწევთ ?
- მე უბრალოდ იმას ვამბობ რაც ვიცი.
- პიტ დარწმუნებული ხარ რომ ეს მუხები მთელ ტყეზე გადის ?
- კი , ბილ ასეა .
- სისქით ?
- ეგ აღარ ვიცი .
- ჰო მაგრამ ჩვენ ხომ იმ მგელს დავუძვერით , არა ? ის მუხები
გამოვიარეთ.
- არა სალი . ჩვენ მაშინ მუხების ბოლოში თუ არა , შუაში მაინც
ვიქნებოდით . არა მგონია მანამდე ვინმე დაკვირვებოდა მუხები საიდან დაიწყო.
- ჯანდაბა , მახეში ვართ .თუ ჩავალთ დღისით უნდა ჩავიდეთ . ისე რომ
მუხებში არ დაგვაღამდეს.
-კი მაგრამ მაიკლ . ლეგენდის მიხედვით მგელზე მონადირეები დღისით
ნადირობდნენ და ...
- არა ლიზა , ასე არაა . იქ არაფერი არ იყო ნახსენები დღეზე ან ღამეზე
- თქვა სარამ - პიტ იქნებ შენს დიდ ბაბუას უთქვამს რამე ?
- არა , მაგრამ მაიკლს ვეთანხმები . თუ გავალთ მხოლოდ დღისით გვაქვს
შანსი . როგორც კი მზე კარგად ამოვა წავიდეთ.
- კარგი ასე ვქნათ - თქვა ბილმა - აბა თქვენ რას იტყვით ?
ყველამ უსიტყვოდ თავი დააქნია .
ბილის საათი დილის თორმეტს უჩვენებდა , როცა
სტუდენტები დაიძრნენ . ახლა უკვე რვანი იყვნენ . თავიდან ისინი დასავლეთით
მიდიოდნენ , რომ ბანაკისგან მოშორებით მაინც
ჩაევლოთ , რადგან მგელი სწორედ ბანაკთან იმყოფებოდა . პირველამდე გაუჩერებლივ
დასავლეთით იარეს , შემდეგ კი გეზი სამხრეთისკენ აიღეს.
მალე დიდი მუხებიც გამოჩნდა . თითქოს მათი დანახვისას ყველას შეეშინდა
. ყოყმანობდნენ , მუხების ზონაში შესვლას ვერავინ ბედავდა . ბოლოს ბილმა იყოჩაღა
და პირველი შევიდა იმ ზონაში , სხვებიც მას მიყვნენ და გზა განაგრძეს . ორი საათი
იქნებოდა, როცა მუხების ზონაში შეაბიჯეს . დიდ მუხებს ბოლო არა და არ უჩანდა .
- კიდევ დიდხანს უნდა ვიაროთ ? -იკითხა სალიმ.
- არ ვიცი- მიუგო ბილმა , რომელიც მეგობრებს წინ მიუძღოდა .
უცბად მგლის ყმუილი შემოესმათ , ყველანი დაფრთხნენ .
- ეს რა იყო ? - სალი პიტს ჩაეხუტა .
- არ ვიცი , შორიდან ისმოდა . არ უნდა გავჩერდეთ . დაღამებამდე ამ
წყეული ტყიდან უნდა გავიდეთ .
სიარული უფრო სწრაფად დაიწყეს, მაგრამ მუხებს ბოლო არ უჩანდა . ამასობაში მზე ჩადიოდა
.
- ბილ რომელი საათია? - იკითხა მაიკლმა.
- ექვსი .
- ჯანდაბა ! შეუძლებელია . რაღაც ისე ვერაა . მთლიანი ტყე მუხებისგან
ხომ არ შედგება არა ?!
- მაიკლი მართალია . რაღაც ისე ვერაა -
პიტიმ
მეგობარს მხარი აუბა
-ამოსვლისას ამდენი ხანი არ გვივლია . ვიცი მანქანებით ვიყავით , თუმცა მანქანებით
ღრმად არ შემოვსულვართ . ალბათ ტრასიდანაც ჩანს ბილის პიკაპი . ფეხით ამოსვლისას
სულ რაღაც 2 საათი ვიარეთ . ამას დავამატოთ ბანაკიდან გაქცევისას დახარჯული ნახევარი საათი . სიარულით მაქსიმუმ 2 საათი ჩათვალეთ ისიც
ნელა , როცა ჩამოსვლა დავიწყეთ 2 საათი
იყო . თან საკმაოდ სწრაფად მოვდივართ . წესით მუხები უნდა დამთავრებულიყო .
- ცოტას ჩავიდეთ . თუ მუხები არ დამთავრდება დაბანაკება მოგვიწევს .
სადმე ისეთ ადგილზე სადაც თავის დაცვას შევძლებთ .
- ლუკას შენ რა ხუმრობ ?
- არა სალი . იმედია ასე არ იქნება.
გზა განაგრძეს . თუმცა უშედეგოდ . მუხები არ მთავრდებოდა . საღამოს 10
საათი დაიწყო, მაინც არ ჩერდებოდნენ . 11-ზე გაჩერდნენ .
- იქ დიდი ლოდებია . იმას ამოვეფაროთ . დღეს ტყიდან გასვლა არ
გვიწერია - თქვა ბილიმ.
- შენ რა მაგას სერიოზულად ამბობ ?
- ჰო სალი . ხედავ სადმე გასასვლელს ?! მახეში ვართ ! მახეში ვართ!
აქედან გასასვლელი არ არის.
- ბილი მართალია , წამოდით - მაიკლი დიდი თეთრი ლოდებისკენ დაიძრა.
შიშისგან ვერავინ ვერ იძინებდა . არც ვინმე ამბობდა დაიძინეთ მე
ვიდარაჯებო . ღამის პირველი დადგა . მუხებს უკან სიბნელეში ორი ყვითელი წერტილი
გამოჩნდა ,რასაც ყმუილი მოჰყვა. ახალგაზრდები კანკალმა აიტანა .
- ჩშშ!
მგელი ლოდებისკენ ნელა,ვერაგულად მოიწევდა .ყველას გული უფანცქალებდა.
მგელი შედგა . თავი მაღლა ასწია და ყმუილი დაიწყო . შემდეგ კი სწრაფად , სირბილით
სტუდენტებისკენ დაიძრა . ლოდებზე შეხტა და მათ გადაახტა . შემდეგ კი ადგილზე შედგა
და მოტრიალდა. სალი ლიზას ჩახუტებოდა . ისინი ბილსა და პიტს ამოჰფარვოდნენ .
ლინდსი კი ლიზას ეხუტებოდა . გოგონების წინ ლუკასი და მაიკლი იდგნენ. მგელმა
კბილები დაკრიჭა და ღრიალით ეძგერა ლუკასს , როცა ეს დაინახეს ყველა გაიქცა .
საბრალო ლუკასი დაწყევლილ ნადირს დაუტოვეს საჯიჯგნად . მგელმაც თავისი საქმე
პირნათლად შეასრულა ... ის კვალში გაქცეულ სტუდენტებს დაუდგა . ახალგაზრდები ერთად
მირბოდნენ , თუმცა ისინი ნადირზე სწრაფები ვერ აღმოჩნდნენ . მგელი მათ დაეწია . ის
პირდაპირ ლიზას უდგა კვალში . ის გოგოს დაეძგერა , ფეხზე უკბინა და წააქცია .
ლიზას კივილმა სტუდენტები ვერ შეაჩერა. მათ უკან არც კი მოუხედავთ . ისინი უბრალოდ
გზას აგრძელებდნენ . გაურბოდნენ იმ ნადირს , რომელსაც ვერასდროს გაექცეოდნენ .
თუმცა ერთმა მონადირემ ადრე ხომ შეძლო ეს , იქნებ რომელიმე მათგანსაც მოეხერხებინა
მგლისგან გაქცევა სხვების სიცოცხლის
ხარჯზე . დიახ , ფსონი მართლაც რომ საკმაოდ ძვირი იყო .ლიზას კივილი კიდევ
ცოტახანს ისმოდა . შემდეგ კი შეწყდა და მის მაგიერ მგლის ყმუილმა დაატყვევა
ახალგაზრდების სმენა . მგელმა ორჯერ ზედიზედ დაიყმუვლა , ისევე როგორც წინა ღამით
, როცა ენდრი და სტივი გამოასალმა სიცოცხლეს .
მგელი მათ აღარ მოსდევდა . ის უბრალოდ უკან გაბრუნებულიყო . სტუდენტებმა
სირბილი შეწყვიტეს .
- ვინ , ვინ მოკლა ? - იკითხა აქოშინებულმა მაიკლმა.
ყველამ ერთმანეთს შეხედა .
- ლიზა... ღმერთო ჩემო მან ლიზა მოკლა - აცრემლებული ლინდსი მუხლებზე
დავარდა . მასთან სარა მიიჭრა და დამშვიდება დაუწყო , თუმცა ეს გოგონას საუკეთესო
მეგობარს ვერ დაუბრუნებდა...
დრო გადიოდა . სტუდენტები
ხეებს მიყრდნობოდნენ და ფიქრობდნენ . მათ სახეზე ცრემლები ნაკადულებივით მორაკრაკებდა
, მაგრამ ეს უბრალო ცრემლები არ იყო . ისინი შიშის , სინანულის , ტკივილის
გრძნობათა ნარევი იყო . ცა გაწმენდილიყო .აქა-იქ ვარსკვლავები კიაფობდნენ . ერთი
შეხედვით ყველაფერი რიგზე იყო .სამყაროში ერთი ჩვეულებრივი , კარგი დღე
მთავრდებოდა და ახალი , ბევრად უკეთესი დღე იწყებოდა. თუმცა ეს ასე მათთვის არ იყო
,ახალგაზრდებისთვის ნებისმიერი დღე წინაზე უფრო რთული და ტკივილით სავსე იყო ,
რადგან ისინი მეგობრებს , საყვარელ ადამიანებს კარგავდნენ და ვერაფერს აკეთებდნენ
. არაფრის გაკეთება არ შეეძლოთ ამ უბედურების თავიდან ასაცილებლად . ისინი
დედაბუნების ბოროტებისა და სისასტიკის წინაშე უძლურნი იყვნენ . გოგონებს ხელები ერთმანეთისთვის
ჩაეკიდათ . ჩუმად ლოცულობდნენ და ტიროდნენ . მათ თავში უამრავი აზრი ირეოდა .
ისინი ხვალ თუ ზეგ ერთმანეთს დაკარგავდნენ , ვეღარ ნახავდნენ მშობლებს , ახლობლებს
, ნათესავებს , მეგობრებს და სამუდამოდ გამოეთხოვებოდნენ ამ სამყაროს . სამყაროს ,
რომელიც მაინც მშვენიერი და სიცოცხლით აღსავსე იყო , მიუხედავად იმისა , რომ მან
მათ ასეთი განსაცდელი მოუვლინა და ისინი ასეთი ტანჯვისა და წამებისთვის გაიმეტა.
- ტელეფონი არავის გაქვთ ? - უცებ სიჩუმე სალის შეკითხვამ დაარღვია -
იქნებ ვინმეს ვუთხრათ რაც დაგვემართა და აქედან გაგვიყვანონ.
- საერთოდ ვინმემ წამოიღო ტელეფონი ? - იკითხა მაიკლმა - ჩვეულებრივ
ასეთ ადგილებში ტელეფონებით არ დადიან .
- მე წამოვიღე - ყველა სარას მიაშტერდა - ოღონდ ბანაკში დამრჩა , ჟილეტის ჯიბეში მედო . ჟილეტი კი იქაა.
- ბანაკში უნდა დავბრუნდეთ - თქვა
პიტიმ
.
- შენ რა შეიშალე ?! - მაიკლი წამოენთო - იქ დაბრუნება სიკვდილის
ტოლფასია !
- აბა აქ ჯდომით თავს რამეს უშველი ? ხომ ხედავ ტყიდან გასასვლელი
არაა , მგელს ვერსად ვერ დავემალებით .
- ასე დარწმუნებით რატომ ამბობ ?!
- იმიტომ რომ ასეა . თუ გინდა საკუთარი თავი მოატყუე, რომ აქედან
გასვლა შეიძლება , მაგრამ დაფიქრდი გასასვლელი რომ იყოს უკვე გავიდოდით . მე
ბანაკში ვბრუნდები . ის ტელეფონი ძალიან გვჭირდება .
- ჰო მაგრამ პიტ შეიძლება არც დაიჭიროს , კავშირი არ შედგეს - თქვა
სალიმ .
- მაინც უნდა ვცადო , მე უკან მივდივარ , ჩემს შეჩერებას ნუ ეცდებით .
მიხარია ,რომ თქვენი მეგობარი ვიყავი . შეიძლება ერთმანეთი ვეღარასდროს ვერ ვნახოთ
-
პიტიმ
სათითაოდ ჩამოუარა ყველას და მეგობრები ძლიერად ჩაიკრა გულში . ყველას
სახეზე სევდა მოაწვა . სარამ ხელით ცრემლები მოიწმინდა . ის პიტთან მივიდა და
გვერდში ამოუდგა .
- მეც მოვდივარ , იქ მარტო არ დაგტოვებ .
- არა სარა , ეს საშიშია .
- შენ არ ამბობდი , რომ გასასვლელი მაინც არაა და აქ დაღუპვა
მოგვიწევს ?
- ჰო , მაგრამ ... - პიტი გოგონას ამ გადაწყვეტილებამ დააბნია.
- უბრალოდ გაჩუმდი . მე უკვე გადავწყვიტე , მეც მოვდივარ .
- მეც - თქვა ბილიმ- სარას დავპირდი , რომ დათვებისა და მგლებისგან
დავიცავდი . სიტყვა უნდა შევასრულო . მეც მოვდივარ .
ბილი პიტსა და სარას ამოუდგა . დანარჩენებმა ერთმანეთს გადახედეს
თუმცა ხმის ამოღება ვერცერთმა ვერ შეძლო .
- ღმერთო ჩემო , თქვენ გიჟები ხართ მეგობრებო , ნამდვილი გიჟები -
მაიკლი მეგობრებს კიდევ ერთხელ გადაეხვია . მას ტირილი არ ჩვევოდა თუმა ახლა
საკმაოდ ძლიერად ტიროდა , ისევე როგორც ყველა .
- ბანაკს როგორ მიაგნებთ ? -იკითხა ლინდსიმ .
- ერთი საათი გაუჩერებლივ აღმოსავლეთით ვივლით , შემდეგ კი პირდაპირ
ბანაკისკენ ავიღებთ გეზს.
- და ესაა თქვენი გეგმა ? დარწმუნებულებიც კი არ ხართ იმ ადგილს თუ
მიაგნებთ .
- უნდა ვცადოთ .
- წარმატებები - მაიკლმა მეგობარს მკლავზე ხელი მაგრად მოუჭირა -
წარმატებები .
- თქვენც .. თქვენც წარმატებები .
პიტი , ბილი და სარა გზას გაუდგნენ . დანარჩენებმა მათ თვალი
სინანულით გააყოლეს.
- გზას უნდა გავუდგეთ - თქვა მაიკლმა და გოგოებს სამხრეთისკენ გაუძღვა
...
პიტიმ
, სარამ და ბილიმ
მთელი დღე გაუჩერებლივ იარეს . დღის პერიოდში რამოდენიმეჯერ მგლის ყმუილი გაიგეს ,
თუმცა ის საკმაოდ შორს , დასავლეთით ისმოდა .
მზე ჩადიოდა , როცა ბილიმ რაღაც შენიშნა. მართალია ბევრი მუხები ნახეს
თუმცა ის მუხები , ის საბედისწერო მუხები , რომლებშიც პირველად დაესხათ მგელი მაინც გამორჩეულად დაამახსოვრდათ . ბილიმ სწორედ
ის მუხები დაინახა . რამოდენიმე წუთში
ბანაკიც იპოვეს . ყველაფერი ხელუხლებლივ დარჩენილიყო , თუმცა გვამები არ
ჩანდა . არც ენდრისა და არც სტივის ნეშტი
იქ აღარ იყო . არც სისხლის კვალი დარჩენილიყო , ალბათ ფოთლებს დაეფარა . სარა
სასწრაფოდ თავისი კარვისკენ გაიქცა , იქედან კი ტელეფონით ხელში დაბრუნდა . თუმცა
ამაოდ , მაიკლი მართალი აღმოჩნდა . ტელეფონი არ იჭერდა. იქედან არც ზარის
განხორციელება იყო შესაძლებელი და არც ესემესის გაგზავნა მოხერხდებოდა , მაგრამ
სარას ახლად შექმნილი საძიებო პროგრამა ჰქონდა ჩაწერილი , რომელსაც არანაირი კავშირი არ ჭირდებოდა .
საძიებო ველში მან „დაწყევლილი მგელი“ ჩაწერა . სისტემამ მაშინვე მოუძებნა
ინფორმაცია „ დაწყევლილი მგლის“ შესახებ . პირველად ამ მგლის შესახებ ცნობები
რომელიღაცა მიყრუებული სოფლის ტყიდან გავრცელებულა . მგელი სწორედ ამ ტყეში
უნახავთ , რომელიც შემდეგ დაუწვავთ და ამის შემდეგ ის უკვე აღარ უნახავთ , თუმცა
ორმოცი წლის შემდეგ ასეთი მგელი სხვა ტყეში აღმოუჩენიათ. იქაც დაწვეს ეს მგელი და
მეტჯერ არც იქ გამოჩენილა . მესამე კი ვუდრონის ტყე იყო , აქაც დაუწვავთ მგელი და ამის შემდეგ მისი
კვალი გამქრალა , თუმცა ახლა ისევ ცოცხალი იყო ეს მგელი . საინტერესოა, ეს მართლაც
ის მგელი იყო ,რომელიც მიყრუებული სოფლის ტყეში უნახავთ თუ სულ სხვა , მაგრამ
მსგავსი მხეცი იყო . მგელზე რეალური
ინფორმაცია საკმაოდ მწირი იყო , თუმცა სისტემამ
მგლის შესახებ მითები და ლეგენდებიც იპოვნა , რომელთა თანახმადაც
რამოდენიმე საუკუნის წინ მთვარიან ღამეს მაქცია ცოცხლად დაუწვავთ , რომელმაც სანამ დაიწვებოდა ადამიანის სული
დათმო და მგლისაში გადავიდა . მისი , როგორც ადამიანის სხეული დაიწვა , ამიტომ
მგლად გადაქცევა შეუძლებელი იქნებოდა . ის მგლის სულად დარჩა და სიმშვიდე ვერასდროს
მოიპოვა , რადგან თავი ეშმაკს მიჰყიდა ,როცა
გადარჩენის მიზნით მგლის სულში ჩასახლდა . ეს მისი თანმდევი წყევლა იყო . ის
უკვდავი იყო , მას მხოლოდ ცეცხლი აშინებდა და როცა მის ალში გაეხვეოდა არ კვდებოდა
, მაგრამ შინდებოდა და იმ ტყიდან სამუდამოდ გარბოდა , სადაც მის დაწვას აპირებდნენ
. ასევე იქ ეწერა დიდი მუხების შესახებ . მაქცია ჯაჭვებით შეუპყრიათ და ანთებულ ,
უზარმაზარ კოცონში ჩაუგდიათ . ეს კოცონი კი დიდი მუხების ტოტებისგან ყოფილა
დანთებული . ამიტომ „ დაწყევლილი მგელი“
მუხებს არ ცილდებოდა , რომ კიდევ არ მოეჭრათ და უზარმაზარი კოცონი არ დაენთოთ მისი
მოკვლის მიზნით . ვინც იმ ტერიტორიაზე შეაბიჯებდა მათ ხოცავდა , რადგან ეშინოდა,
რომ მის დასაწვავად მოვიდოდნენ, ხოლო დანარჩენ ადამიანებს არ ერჩოდა , რადგან მას
არ ჰქონდა შიმშილის, წყურვილის გრძნობა და
ტყუილ-უბრალოდ უდანაშაულოების მოკვლა არ ჩვევოდა .
როცა სარამ კითხვა დაამთავრა მას ბიჭები გაოცებით უყურებდნენ .
- ეს სიმართლეა ? - იკითხა
პიტიმ
.
- ალბათ , სწორედ ამიტომაა , რომ გვხოცავს . ჩვენ მის ტერიტორიაზე ,
მუხების ტერიტორიაზე ვიმყოფებით . ის შეშინებულია .
- აქედან გასვლა ჩვენც გვინდა მაგრამ...
- მოიცადეთ - ბილიმ პიტს შეაწყვიტინა - მაშინ თუ ჩვენი ყველასი ეშინია
და ამიტომ გვხოცავს, მხოლოდ ორს რატომ ირჩევს და ერთიანად ყველას რატომ არ გვკლავს
?
- არ ვიცი - სარას დაბნეული სახე ჰქონდა .
უკვე ღამდებოდა . სტუდენტები ერთ კარავში შევიდნენ უსაფრთხოების
მიზნით . თუმცა ძილით არ ეძინებოდათ . ისინი წაკითხულის გააზრებას ცდილობდნენ და
მასზე ფიქრი მოსვენებას არ აძლევდათ. ღამით საკმაოდ შორი მანძილიდან ძლივს გასაგონად გაისმა მგლის ორი გადაბმული
ყმუილი , მაგრამ პიტს , ბილსა და სარას მშვიდად ეძინათ . ამ ღამით მგელი მათ არ სტუმრებია...
დილით ცა განსაკუთრებით
ლამაზი იყო , მოწითალო ფერის . ტყეში ნამისა და ცვარის საამური სუნი იდგა .
სტუდენტები საუზმეს მიირთმევდნენ. მესამე დღე იყო ტყის ნაყოფის გარდა არაფერი არ
ეჭამათ . დღეს მათ საუზმედ კრეკერები და კონსერვები ჰქონდათ .
- რას ვაპირებთ ? - როცა საუზმეს მორჩნენ სარამ ბიჭებს ჰკითხა .
პიტიმ
ბილს შეხედა .
- ასანთი გვაქვს , დანებიც . ხეებს ტოტებს მოვაჭრით და ღამით ცეცხლს
წავუკიდებთ . იმ მგელს ისევე დავწვავთ , როგორც ეს ჩვენმა წინაპრებმა გააკეთეს -
თქვა ბილიმ.
- აქედან როგორ გავალთ ? ამის შესახებ არსად არაფერი არ იყო ნახსენები
, რომ ტყეს მგელი აჯადოვებდა ან რამე ამის მსგავსი .
- მთელი ღამე ამაზე ვფიქრობდი - მეგობრებმა პიტს შეხედეს - არასწორი
გზით მივდიოდით , ჩრდილოეთით .
- რა ?
- ჰო . ტყე სინამდვილეში ჩვენი ქალაქის დამთავრებისას იწყება , თუმცა ჩვენ მანქანებით ავედით . ანუ ტყეში
არა დასაწყისიდან, არამედ შუიდან შევედით . აღმოსავლეთის მხრიდან .
- მერე რა , როგორ უნდა შეგვშლოდა ?
- ამაზეც ვფიქრობდი . ტყე დაკიდული არაა . ქვიანია , თუმცა დაკიდული
არაა . ამიტომ არც დაღმართი აქვს და არც აღმართი . ჩვენ აქ დავბანაკდით . მგლის
გამო კი სამხრეთით გავიქეცით . იმის შემდეგ კი საპირისპირო მხარეს ანუ ჩრდილოეთით
მივდიოდით, ამიტომ არ დამთავრდა მუხები .
- ეს სისულელეა . ჩვენ პატარა ბავშვები არ ვართ , ასე არ შეგვეშლებოდა
.
- დაფიქრდი , სხვა ახსნა არ აქვს . მგელი თავს დაგვესხა , ჩვენი
მეგობრები დახოცა. საღად რომელი ჩვენგანი აზროვნებდა ? სავსებით შესაძლებელია ასე
მომხდარიყო . ეს ერთადერთი ახსნაა . თუ აღმოსავლეთით გაუჩერებლივ ვივლით გზაზე
გავალთ, შემდეგ კი გზის პირიდან სამხრეთით ვივლით და მანქანებთანაც მივალთ .
- პიტ , ეს სისულელეა ! ასე არ მოხდებოდა . კარგი ვთქვათ მგლის
თავდასხმის გამო აგვერია , მაგრამ მერე უკვე მთელი დღე თუ ჩრდილოეთით ვივლიდით ვერ
შევამჩნევდით ?
- ვერა სარა , ვერ შევამჩნევდით . ყველა მგელზე ვფიქრობდით და
მექანიკურად მივდიოდით . უბრალოდ იმის საპირისპირო მხარეს სადაც მაშინ ვიყავით .
ანუ ჩრდილოეთით . ჩვენ გვეგონა, რომ იმ ღამეს ჩრდილოეთით გავიქეცით და შემდეგ მის
საწინააღმდეგოდ , სამხრეთით მივდიოდით . არადა პირიქით იყო . გვეგონა თუ ბანაკს გავიარდით ამ ტყიდანაც
გავიდოდით . ბანაკი კი ჩვენს მოპირდაპირე მხარეს იყო , ჩრდილოეთით .
- ღმერთო , ეს დაუჯერებელია .
- და ამ უკვდავი მგლის ამბავი დასაჯერებელია ?
- უნდა ვცადოთ - თქვა სარამ - ბილ , ეს უნდა ვცადოთ . საჭირო ნივთები
და პროდუქტები ჩანთებში ჩავაწყოთ და აღმოსავლეთით წავიდეთ , თუ გაგვიმართლა და დაბნელებამდე
ამ ტყიდან გავალთ ყველაფერი დამთავრდება , ყველაფერი . მგელი ალბათ მაიკლს ,
სალისა და ლინდსის დაესხმებოდა თავს , რადგან ჩვენთან არ მოსულა . გადარჩენილი
ალბათ გზას აგრძელებს . ჩვენ მას ვერ დავეწევით . უნდა წავიდეთ . გზად ეგ შენი
ტოტები მოვჭრათ და ყოველი შემთხვევისთვის ვიქონიოთ თუ ღამით ტყიდან ვერ გავაღწევთ
, მაშინ გამოვიყენებთ .
- კარგი - თქვა ბილიმ და სამივე ჩანთებში საჭირო ნივთების ჩალაგებას
შეუდგა .
ერთი საათის შემდეგ კი გზას გაუდგნენ და გზად ტოტების მოჭრაც დაიწყეს
.
ღამდებოდა , თუმცა ტყიდან
გასასვლელი არ ჩანდა. მათ ტოტების მოჭრამ ძალიან დიდი დრო დააკარგვინა . ისინი ერთ
ადგილას დაბანაკდნენ , სადაც ხეები ერთმანეთთან მეტისმეტად ახლოს იყო . ცეცხლის
სწრაფი წაკიდება რომ ყოფილიყო შესაძლებელი . სტუდენტებმა ძალიან დიდი კოცონი
დაანთეს . გარშემო კი მოჭრილი ტოტები შემოიწყვეს , რომ მათთვის წეიკიდებინათ
ცეცხლი და მგელისთვის მიეშვირათ , რომ მას შეშინებოდა და გაქცეულიყო . სამივეს
შიში იპყრობდა , ისინი დარწმუნებულნი არ იყვნენ ,რომ ეს გამოუვიდოდათ . შუა ღამე
დადგა . მგლის ყმუილი სულ უფრო ახლოს ისმოდა , მალე ბუჩქების შრიალი მოისმა ,
სამივემ ტოტებს დაავლო ხელი და მათ ცეცხლი წაუკიდეს . ბუჩქებიდან ორმა ყვითელმა
წერტილმა გამოანათა . ეს წერტილები ნელ-ნელა უფრო ახლოს მოიწევდნენ . მალე მგლის
სილუეტი გამოჩნდა . ბილი მისკენ გაიქცა . ორივე ხელში ცეცხლმოკიდებული ტოტები ეჭირა
. ერთი მგელს ესროლა . ტოტმა მასში გაიარა , თუმცა ნადირი დაფრთხა . მან საშინელი
ღრიალი და ყმუილი დაიწყო . ამ დროს პიტი გამოექანა მგლისაკენ , მას ხელები
ერთთმანეთთან მიეტანა . პიტს სამი ცეცხლმოკიდებული ტოტი ერთად ეჭირა . ისინი
პირდაპირ მგლისკენ გააქანა. მგელმა ჯერ ერთი ნაბიჯი გადადგა უკან , მერე მეორე და
მერე კუდამოძუებული გაიქცა . მისი ყმუილი უფრო და უფრო შორიდან ისმოდა .
- გამოგვივიდა ? - იკითხა გახარებულმა სარამ .
- ასეა , მგონი ასეა . - ბილი გოგონას ჩაეხუტა .
- მოდი პიტ - მათ მეგობარს დაუძახეს . სამივე ერთმანეთს ეხუტებოდა . მათი
სახეები ცრემლებს დაენამათ , თუმცა ეს სიხარულის ცრემლები იყო . მათ იპოვეს გზა
„დაწყევლილი მგლის“ დასამარცხებლად და თავის დასაცავად .
- ხვალ ამ ტყიდან გავალთ - თქვა
პიტიმ
.
- ჰო ასეა , ხვალ , ყველაფერი ხვალ დამთავრდება - მეგობარს სარა
დაეთანხმა .
- დღეს მოდუნება მაინც არ შეიძლება . შესაძლოა მგელი დაბრუნდეს,
გამორიცხული არაფერია .
- ჰო , ასეა.
სარამ და
პიტიმ
დაიძინეს . ბილი ღამის 4 საათამდე მათ ყარაულობდა
,შემდეგ ის
პიტიმ
შეცვალა . მგელი ამ ღამით მეტჯერ აღარ გამოჩენილა , მისი ყმუილი
კი ისმოდა და ისმოდა , თუმცა საკმაოდ შორიდან .
დილის ცხრაზე გზას გაუდგნენ
. ისინი აღმოსავლეთით შეუჩერებლივ მიდიოდნენ . როცა თერთმეტი საათი გახდა
პიტიმ
შეამჩნია , რომ მუხები დამთავრებულიყო . ახლა მათ წინ უმშვენიერესი , ხასხასა
ნაძვები აღმართულიყო . ისინი უკვე სირბილით მიდიოდნენ , რადგან მუხების ჩამოტოვება
ნანატრ თავისუფლებასთან მიახლოებასა და ტყიდან გაღწევას მოასწავებდა . მალე ტყე
მეჩხერი გახდა , შემდეგ კიდევ უფრო მეჩხერი და თორმეტის ნახევრისთვის უკვე გზაც
გამოჩნდა . მათ ეს შეძლეს . ბილიმ ,
პიტიმ
და სარამ ტყიდან გაღწევა შეძლეს . სანამ
გზაზე გადააბიჯებდნენ სამივეს გული ძლიერ უცემდა . მათ მაინც ჰქონდათ შიში , ვაითუ
გზაზე ვერ გადასულიყვნენ და ისევ ტყეში დარჩენილიყვნენ , თუმცა ეს მხოლოდ მათი
წარმოსახვის ნაყოფი იყო . ყველაზე მეტად ემოციებს პიტი ვერ მალავდა, როცა იგი
გზაზე გადავიდა სიხარულისგან ხტუნვა და ყვირილი დაიწყო . ახლა სტუდენტების მიზანი
მანქანების პოვნა იყო . ისინი გზას სამხრეთით დაუყვნენ . მალე ბილის წითელი პიკაპი
გამოჩნდა , რომელსაც გვერდით სტივის მანქანა ეყენა . სტივის , რომელიც ყველაზე
ვაჟკაცი და გულადი იყო . მან თავი ლინდსის გამო გაწირა , თუმცა ალბათ ახლა ლინდსიც
მკვდარი იყო . ბილმა მანქანა საჩქაროდ დაქოქა და ქალაქისკენ გაემართნენ . თან გზად
უკან იხედებოდნენ , მგელი ხომ არ მოგვდევსო . თუმცა თავადაც კარგად იცოდნენ , რომ
მგელი მხოლოდ ტყეში , მუხებთან იმყოფებოდა. საბოლოო ხსნამდე გზა შორი იყო , ბილს
მანქანა რაც შეიძლებოდა სწრაფად მიჰყავდა
.
- პიტ , ნამდვილი გენიოსი ხარ - გზაში სარამ მეგობარს მიმართა - შენ
მართალი იყავი , რაც ახლაც დაუჯერებლად მეჩვენება , მაგრამ მაინც მართალი იყავი.
სარა პიტს ჩაეხუტა . ბიჭმაც გოგონას ხელი გადახვია . პირველის ოცი
წუთისთვის უკვე ქალაქს უახლოვდებოდნენ .
ქალაქი საკმაოდ პატარა იყო.
მას ქალაქის სახელწოდება ფორმალურად ერქვა . ის უბრალოდ მაღალგანვითარებული სოფელი
უფრო იყო . ბიჭებმა გადაწყვიტეს ჯერ სარა დაეტოვებიათ, ამიტომ მისი სახლისკენ
აიღეს გეზი , გზად კი ქალაქის ცენტრი უნდა გაეარათ . უეცრად სარამ ბილს უყვირა :
- ბილ , გააჩერე , ახლავე გააჩერე !
ბილიმ მანქანა გააჩერა .
- ყველაფერი რიგზეა ? - მიმართა მან გოგონას , თუმცა სარა უკვე
მანქანაში აღარ იყო . მას პიკაპის კარი გაეღო, გადამხტარიყო და მაღაზიისკენ
მირბოდა .ბიჭებს გოგონას ყვირილი ესმოდათ .
- დედა , დედა ! - ყვიროდა სარა . ბიჭებმა სარას დედა შეამჩნიეს ,
რომელიც მაღაზიაში შედიოდა . ახლა გასაგები იყო სარას ეს საქციელი . მან დედამისი
დაინახა , დედამისი , რომელსაც ეგონა რომ ვერასოდეს ნახავდა ... სარას დედა შვილის
ძახილზე შემობრუნდა . მან ვერაფრის თქმა ვერ მოასწრო . ქალს შვილი მივარდა და
ძლიერად ჩაეხუტა .
- დედიკო , არ იცი როგორ მიყვარხარ . ძალიან , ძალიან მიყვარხარ -
გოგონა ტიროდა . მის შემხედვარე პიტსა და ბილსაც წამოუვიდათ ცრემლები .
- მეც , მეც ძალიან მიყვარხარ - დაბნეულმა დედამ შვილს უთხრა და მას
შუბლზე აკოცა . შემდეგ ორივე მაღაზიაში შევიდნენ . ისე , რომ სარა ბიჭებს არც
დამშვიდობებია .
- რა გაეწყობა , წავედით - თქვა ბილიმ და პიტი სახლში წაიყვანა .
სტუდენტებმა ქალაქის
პოლიციას ყველაფერი აცნობეს . თავიდან მათი არავის არ სჯეროდა , თუმცა შემდეგ
სარამ მათ მგლის შესახებ არსებული რეალური ფაქტები წარუდგინა , გარდა ამისა
დანარჩენების არ დაბრუნებაც საკმაოდ საეჭვო იყო . პოლიციელებმა ტყის ჩხრეკა
დაიწყეს , თუმცა იქ ვერც მგლის კვალი და ვერც დანარჩენი სტუდენტების გვამები
აღმოაჩინეს . მაგრამ იპოვეს მხოლოდ ერთი , ახალგაზრდა გოგოს გვამი , რომელსაც თავს
დათვი დასხმოდა . ეს გვამი ტყის ჩრდილოეთში , საკმაოდ ღრმად აღმოაჩინეს , როგორც
გაირკვა გარდაცვლილი სალი ფინცზი იყო .ერთ-ერთი სტუდენტი , რომელიც არა
„დაწყევლილმა მგელმა“ ,არამედ დათვმა იმსხვერპლა . სამწუხაროდ , მან ტყიდან
გამოსვლა ვერ შეძლო , რადგან გეზი ჩრდილოეთით ჰქონდა აღებული .
ამ ამბის შემდეგ „დაწყევლილი
მგელი“ არსად უნახავთ . ბევრს არც სჯეროდა სტუდენტების და მათ ეჭვის თვალით უყურებდნენ
. თუმცა გადარჩენილებმა ხომ იცოდნენ სიმართლე უკვდავი მგლის შესახებ , მათ იცოდნენ
, რომ ის ისევ გამოჩნდებოდა ორმოცი-ორმოცდაათი წლის შემდეგ. ვინ იცის, იქნებ ისინი
ცოცხლები არც ყოფილიყვნენ , როცა მგელი რომელიმე ტყეს დაეპატრონებოდა . ტყეს, სადაც
დიდი მუხები დიდი რაოდენობით ხარობდა .
No comments:
Post a Comment