დღეს ის მთვარეა, გუშინ ღამით
რომ ამოვიდა,
ისევ ის მთვარე , ღრუბლებს მიღმა რომ იმალება ,
ჩუმად დაჰყურებს ცვარდანამულ დედამიწასა
და მის მშვენებას დილის ნათლით რომ ევლინება .
დღეს ის მთვარეა , კვლავაც ასე რომ გაანათა,
ისევ ის მთვარე , მუდამ ბოროტს რომ ერკინება,
დღეს ის მთვარეა ,გუშინ ღამით
რომ ამოვიდა ,
ისევ ის მთვარე ,ბოროტს მუდამ რომ ებრძოლება .
No comments:
Post a Comment