ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე
ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

Sunday, June 15, 2014

მე საღამოხანს გელოდი


მე საღამოხანს  გელოდი შენ ,
ზღვის განაპირზე ვიდექი მარტო ,
ვუსმენდი ტალღების ჩუმ-ჩუმა დგაფუნს,
ფიქრებში მუდამ შენ მყავდი კარგო.

ვფიქრობდი, იმ დღეზე, როცა ჩვენ შევხვდით ,
ვფიქრობდი იმ ღამეს, როცა გაკოცე.
ჩემო კარგო და ჩემო ლამაზო,
რატომ დამტოვე , რა დაგიშავე.

მე საღამოხანს გელოდი შენ ,
შენ არ მოხვედი , დამტოვე მარტო ,
მე გულით ვატარებ შენს ღიმილს ღვთიურს,
ჩემს გულში მუდამ იქნები კარგო.

შენ არ მოხვედი , არ მოდი კარგო,
რატომ დამტოვე , რა დაგიშავე,
მე საღამოხანს  გელოდი სატრფოვ
ზღვის განაპირზე ვიდექი მარტო.

No comments:

Post a Comment