ტარაკანა
არასდროს დამავიწყდება ის დღე, 2 ოქტომბერი. მაშინ შეიცვალა ჩემი
ცხოვრება და სწორედ მაშინ ვიქეცი იმად,რაც
ახლა ვარ, არარაობად. რადგანაც გადავწყვიტე ეს ამბავი თქვენთვის მომეთხრო, მაშინ
თავიდან დავიწყებ. გამორჩეული პიროვნება არასდროს ვყოფილვარ, უბრალო, ჩვეულებრივი,
კეთილსინდისიერი კაცი ვიყავი. მყავდა ლამაზი მეუღლე, მას ჯეინი ერქვა...
დიახ,ჯეინი,რომელიც 2 ოქტომბერს იმ საზიზღრებმა წამართვეს… ჯეინი ოთხი თვის
ფეხმძიმე იყო. ძალიან ბედნიერები ვიყავით. მალე საყვარელი ქალი შვილს მაჩუქებდა,
რამდენი გეგმა გვქონდა, მაგრამ ეს ყველაფერი იმ საზიზღრებმა სულ რაღაც ერთ საათში
წამართვეს - ცოლი, შვილი, ცხოვრება, ოცნებაც კი.
2
ოქტომბერი იყო. დღის ის მონაკვეთი, რომელიც
ასე მიყვარდა. დილა,როდესაც მზე ამოვა და თავის მცხუნვარე, სიცოცხლით სავსე
სხივებს ფანჯრებში შემოანათებს და სიცოცხლით აავსებს ყოველივეს. როგორ მიყვარდა ეს
ყველაფერი...
სამსახურში მივდიოდი, ვსაუზმობდი. ამ დროს
კიბეზე ჯეინი ჩამოვიდა. ჩემი პერანგი ეცვა. ეჰ, როგორ უყვარდა დილით ჩემი პერანგის
ჩაცმა, ამბობდა მიყვარს შენი სურნელი თან რომ დამყვებაო. მუცელი ოდნავ დასტყობოდა.ჯეინი
ჩემთან მოვიდა, ჭამა შევწყვიტე და მას
შევხედე. როგორი სიცოცხლით სავსე იყო,
როგორი ლამაზი,ის მიღიმოდა. ჩემი ხელი თავისაში მოაქცია, შემდეგ მუცელზე მიიდო.
- იცი, დღეს რაღაც ვიგრძენი -მითხრა მან.
- მართლა? ეს ხომ კარგია.
- ჰო, ძალიან კარგია - წამით ჩემი გონება
მისმა მომაჯადოვებელმა ღიმილმა დაატყვევა. მუცელზე ვაკოცე.
- იცი, მამიკოს ძალიან უყვარხარ.
- ჰო, იცის, ამას ვგრძნობ.
ჯეინს მუცელზე მოვეხვიე, თავი მივადე. ეს
ისეთი კარგია, როდესაც შენს საყვარელ ორ ადამიანს ერთდროულად ეხვევი, გიყვარს და ამას
მათგანაც გრძნობ.
- კარგი, ისაუზმე, არ დააგვიანო - მითხრა
მან.
ჯეინი ონკანთან მივიდა, წყალი მოუშვა და
შეჰკივლა. მაშინვე წამოვხტი.
- რა მოხდა?
- აქ ტარაკანაა, ხომ იცი მათი როგორ
მეშინია?! - ჰო, მას მართლაც ეშინოდა ტარაკნების, ახლა უკვე მეც...
- არაფერია, უბრალოდ მწერია - წყალი უფრო
მოვუშვი, ტარაკანა წყალმა წაიღო - აი, ხომ ხედავ, უკვე ჩაირეცხა.
- მიყვარხარ - საოცრად ნაზად მითხრა. ახლაც მახსოვს მისი ხმა,
სიტყვები. ეს ხომ მისი ბოლო მიყვარხარ იყო, რომელიც ამ სამყაროში მითხრა - ბედნიერი ვარ, რომ გაგიცანი.
- მე უფრო - გაეცინა. საათს დავხედე,მაგვიანდებოდა - კარგი ძვირფასო , უნდა წავიდე.თავს
გაუფრთხილდი, არ გადაიღალო.
- ჰო მაგრამ საუზმე? არ დაგიმთავრებია.
- არაფერია, კარგად დავნაყრდი. კარგი
გავიქეცი, თავს მიხედე .
ჯეინი მომეხვია. ჩვენი ბაგეები
ერთმანეთისას შეერწყა. ეს ჩვენი ბოლო კოცნა იყო .
- მიყვარხარ ! - მივაძახე კარებში გასულმა.
- მეც - მითხრა მან.
იმ დღეს ადრე წამოვედი სამსახურიდან .
ჯეინისთვის ყელსაბამი ვიყიდე, მასავით ლამაზი თვლებით. მინდოდა გამეხარებინა და
მესიამოვნებინა. 6 საათი იქნებოდა როდესაც
სახლში დავბრუნდი. ჯეინს კაბა
ეცვა ლამაზი, მოხდენილი, გამოყვანილი წითელი სარაფანა, იგი შეუდარებელი იყო.
- შენთვის სიურპრიზი მაქვს.
- რა არის?
- თვალები დახუჭე.
- კარგი.
ყელსაბამი გავუკეთე, არც შევმცდარვარ,
ძალიან მოუხდა.
- მიდი სარკეში ჩაიხედე - სარკე მივაწოდე.
- ღმერთო, რა ლამაზია. ძვირი ეღირებოდა,
რატომ შეწუხდი?
- მე მაშინ შევწუხდებოდი თუ ამას არ
გიყიდდი.
- ფილ, რა საყვარელი ხარ. არ ვივახშმოთ?
- კი, ძალიან მშია.
- კარგი, ყელსაბამს შევინახავ ხომ
შეიძლება? სახლისთვის მენანება.
- როგორც გინდა.
ჯეინი ზემოთ,საძინებელში ავიდა. მე ხელების
დასაბანად აბაზანისკენ გავემართე. კარი გამოვაღე და ... ნეტავ არასდროს გამომეღო
ის კარი. მთელი აბაზანა ტარაკნებით იყო სავსე. იატაკზე, კედლებზე, ჭერზეც კი, რომ
აღარაფერი ვთქვათ ხელის საბანსა და ჯაკუზიზე, კარებზეც ადგილი აღარ იყო. ალბათ
10000 იქნებოდნენ, შეიძლება მეტიც. უკვე გარეთაც გამოდიოდნენ. კარს ვაჯახუნებდი,
არ იკეტებოდა. კარის დაკეტვის ყოველ მცდელობაზე მრავალი ტარაკანა იხლიჩებოდა,
მაგრამ უფრო სააბაზანოდან უფრო მეტნი გამოდიოდნენ . უკვე შარვალზეც მაცოცდებოდნენ.
კარების დაკეტვას ისევ ვცდილობდი. ამ დროს ჯეინის ყვირილის ხმა გავიგე. კარებს
თავი დავანებე და საძინებლისკენ გავიქეცი. კიბეებზე უკან მოვიხედე, გარეთ მათი ნახევარი
მაინც გამოსულიყო, უკვე სამზარეულოშიც შეეღწიათ. ასეთი სისწრაფით თუ შეეძლოთ გადაადგილება არ ვიცოდი, მაგრამ მაშინ ამას არ
ჰქონდა მნიშვნელობა. მთავარი იყო ჯეინისთვის მეშველა და აქედან გამეყვანა. კიბეები
რაც შემეძლო სწრაფად ავირბინე. საძინებლის კარებს მივაწექი, არ იღებოდა. ტარაკნები
ღრიჭოში შემძვრალიყვნენ და კარები ჩაეკეტათ. იმდენი იყვნენ საკეტი ვეღარ ძლევდა და
არ იძვროდა,არ ტრიალდებოდა. ქვემოთ ჩავედი
და საჩქაროდ გარეთ გავვარდი. საძინებელი მეორე სართულზე იყო, იმედი მქონდა შიგნით
ფანჯრიდან მაინც შევაღწევდი, ხეზე ავძვერი, თუმცა მანძილი იმაზე შორი აღმოჩნდა
ვიდრე წარმომედგინა, რომ გადავმხტარიყავი ფანჯარამდე ვერ მივაღწევდი, აუცილებლად
ჩამოვვარდებოდი. ასე კი ჯეინს ვერ დავეხმარებოდი, ამიტომ ამას აზრი არ ჰქონდა,ვერაფერს
გავხდებოდი.ეს ყველაფერი იმ ჩარეცხილი ტარაკნის გამო ხდებოდა, არ ვიცოდი რა მექნა.
ფანჯრიდან მთელი ოთახი კარგად ჩანდა, შიგნით უფრო მეტი ტარაკანა იყო ვიდრე
სააბაზანოში. გამიკვირდა, არ ვიცოდი იქ როგორ აღმოჩნდნენ. ჯეინის ხმა მესმოდა.
მისი კივილი, ყვირილი და მე ვერაფერს ვერ ვაკეთებდი. იგი მუხლებზე იდგა.მას
ათასობით ტარაკანა აცოცდებოდა. მისი სახე აღარ ჩანდა, ვხედავდი მის ფეხებზე როგორ
ცოცდებოდნენ ტარაკნები და ჩემი შვილისკენ მიიწევდნენ, მაგრამ არაფრის გაკეთება არ
შემეძლო. ჯეინმა ხელით სახედან ზოგიერთი მათგანი მოიშორა, შოკში იყო. კიოდა, ამ
დროს,როდესაც პირი ღია ჰქონდა დავინახე თუ როგორ შეცოცდა მის პირში რამოდენიმე მათგანი,მერე
კიდევ მეტი. მისი თვალები, ცხვირი ტარაკნებით იყო დაფარული. ჯეინი ვეღარ
სუნთქავდა. თავიდან მათ მოშორებას ცდილობდა, მერე ყელზე მოიკიდა ხელები, შემდეგ
დანებდა, გაჩერდა და უგონო ძირს დაეცა. მის სხეულზე კი მეტი და მეტი ტარაკანა
ცოცდებოდა.
ის
მოკვდა, მოკვდა ჩემი შვილიც.მე კი არაფრის გაკეთება არ შემეძლო. ხიდან ძლივს
ჩამოვედი, მას მივეყრდენი, ჩავიკეცე, ვტიროდი. თავი ხელებში ჩამერგო და ცხარე
ცრემლით ვტიროდი, მეტი რა დამრჩენოდა. რამდენიმე წუთში სამაშველო დახმარება
მოვიდა, ალბათ მეზობლებმა ჯეინის კივილის გამო გამოიძახეს. არ ვიცი რა მოხდა, მათ არ ვუსმენდი, რაღაცას მეუბნებოდნენ,
მიხსნიდნენ, მაგრამ მათი თავი არ მქონდა. ვფიქრობდი მასზე, ჩვენს გეგმებზე და
ვტიროდი. ვტიროდი იმ დაუცველი, პატარა,საწყალი ბიჭივით სკოლაში უფროსკლასელები რომ
ჩაგრავენ ხოლმე. მალე რაღაც რაზმი მოვიდა, მოწითალო ფორმები ეცვათ და სპეციალური
იარაღებით ჩემს სახლს ცეცხლი წაუკიდეს. ყველაფერი დაწვეს. ჩემი ოცნებები,
მოგონებები. ჩემი ცოლი და შვილი დაწვეს. ეს არ ვიცოდი, მათ არ ვუსმენდი,თორემ ამას
არ გავაკეთებინებდი. მერჩივნა მათთან მივსულიყავი და იმ ტარაკნებს მეც მოვეკალი.
შიგნით შემცოცებოდნენ და ისე მოეღოთ ბოლო ჩემს ჯეინთან და პატარასთან ერთად. მათ
დაწვეს, ისინი დაწვეს, უბრალოდ დაწვეს,იმ პატარა ურჩხულებთან ერთად დაწვეს. ამ
ამბის შემდეგ რამდენჯერ მდომებია თავის მოკვლა, მაგრამ მეშინია, მეშინია ვაითუ
თვითმკვლელობისთვის ჯოჯოხეთში მოვხვდე და აღარასდროს მეღირსოს კვლავ მათი ნახვა.
ახლაც სიკვდილს ვნატრობ, რომ ისევ ვნახო ისინი, ისევ ჩავიკრა გულში და მოვეხვიო
ჩემს ცოლ-შვილს. მინდა მათ კვლავ ვუთხრა თუ როგორ მიყვარს ორივე და როგორ მინდა
სამუდამოდ მათთან დარჩენა ...
No comments:
Post a Comment