ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე
ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

Friday, November 11, 2016

ნატალიას!

დიდი ხანია შენი ხილვით ატყვევებ გულსა
და სულს მღელვარეს კიდევ უფრო აფორიაქებ,
სასოწარკვეთით ვუმზერ ჭაბუკს გულგანგმირულსა
და მისი დნობით მიპყრობს სევდა და წუხილს ვიწყებ.

მიკვირს,რომ გვერდით მესახება სახეშეცვლილი,
შენს ლურჯ თვალებში დაკარგული,გზააბნეული,
მარად ხალისით და სილაღით გულანთებული,
დღეს მეტად მშვიდი და მეტადრე დაკაცებული.

ასე უმსგავსოდ, უკითხავად და თავხედურად
გიყვია გული მეტად ნაზი, მეტად ფაქიზი,
მორჩილად შენი საუცხოოდ თეთრი ღიმილის
და მისი აზრით შენ ხარ სათნო,მეტად ლამაზი.

რით მომინუსხე და წარტაცე უდარდელობა,
რატომ ჩააგდე გაულეველ საგონებელში,
ჩემთვის ძვირფასი ძმადნაფიცი და მეგობარი
ჩაგითრევია უკითხავად გრძნობის ფერხულში.

თავს რომ იწონებ ოქროსფერი კულულებითა,
თითქოს შენს თავზე იყოს ქმნილი შარავანდედი,
რატომ ვერ ხედავ მუდამ როგორ შეგციცინებენ
და ასხივებენ დიდი გრძნობით სვანის თვალები.

რა დამრჩენია, ვერც სერენადებს ვერ გიმღერებ,
მე მხოლოდ ძალმიძს ლექსის წერა გაუთავებლად,
და თუ ესაა საქმე ყოვლის შემაცნობელი
შენც შეიმეცნე,რომ უყვარხართ დაუყვედრებლად.

No comments:

Post a Comment