და ისინი მოდიან მთებიდან და ბარიდან,
და ისინი მოდიან სულთნის ლოცვა-კურთხევით,
და ისინი მოდიან შაჰის დანაბარებით,
და ისინი მოდიან ალესილით ფარ-ხმლებით.
მოდიან და მოდიან, საქართველოს საჯიჯგნად
უშიშარნი, მამაცნი, გულში ცეცხლანთებულნი.
გამარჯვების იმედით ხმლების ქნევით მოდიან,
მოდიან და მოდიან, ვითარც მარიონეტნი.
დაიპყარით, დაჯიჯგნეთ, ბრძანებაა ლიდერის,
მისი რწმენით აღვსილნი, დასაღუპვად წირულნი
მოდიან და მოდიან, სიკვდილს ეცეკვებიან,
მალე კოცნა დაიჭერთ, ცივი და გამყინავი.
და ისინი მოდიან, დაღდასმულნი, ძლიერნი,
შაჰის დიდი იმედით ბრმად ქცეული პაიკნი.
ხოცენ, კლავენ, სისხლს ღვრიან ეშმას
მოციქულები,
არ ფიქრობენ არასზე, საცოდავნი, საბრალნი.
არ იციან სულელმა, ნიჩბისს ბუდობს
სიკვდილი,
დავით მოთენით იცდის, ხელში ხმალ აღმართული.
მოდიან და მოდიან საქართველოს საჯიჯგნად,
თურმე არ სცოდნებიათ რა არს სული ქართული.
და ისინი მოდიან, სიკვდილს შესაგებებლად,
მათი გონი მარცხს არ სცნობს, სჯერათ მხოლოდ
მოგების,
მაგრამ ვაი უბედურთ, როგორ მწარედ
შემცდარან,
საქართველოს წინაშე შანსი არ აქვს არავის.
და ისინი მოდიან, მოდიან და მოდიან,
ვითარც წვიმა ზეციდან, დაგასველებს ცოტაზე,
მაგრამ როგორც მზე ცაზე, საქართველოც
ინათებს
აღზევდება ფერფლიდან, კვალს დატოვებს
რუკაზე.
No comments:
Post a Comment