ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე
ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

Friday, September 23, 2016

ჟამი სიყვარულისა

გულის სიმს ვნებით აკვნესებს
გრძნობა ედემის მპყრობელი.
ოცნებით სავსე სამყაროს
აღებს დარაბთა მფლობელი.

დღედაღამ, გამუდმებითა,
ძგერს გული აღტკინებული.
დაუმსხვრევია სულს ჯაჭვნი,
ძლიერ არს ის აგზნებული.

გონება დაკნინებულა,
უკარგავს განსჯის უნარი,
სწვევია გრძნობა ღვთიური,
ყოვლადა გაუგონარი.

ხანაც წვიმს, ხანაც დარია,
დაჰხარის ზეცას პეპელა.
გულსა ღრღნის ჭია უტიფრად,
ცოცვასა იწყებს ნელ-ნელა.

დრო არის, დადგა ჟამია
გრძნობისა ყოვლად წმინდისა,
ფაფუკის, ნაზის, სპეტაკის,
ამავდროს უტიფარისა.

ვისთვის მზე, ვისთვის ნისლია,
თავბრუდამხვევი, წარმტაცი.
გესმოდეთ, ეს ის გრძნობაა,
ტყვედა რომ უპყრობს კაცი.

ბობოქრობს ურცხვად, ძლიერად,
ვითარც ტორნადო კატრინა.
არ ცნობს არც სევდას, არც წუხილს,
ეგება გულმა ინანა.

ორი გზა მოჩანს ჰორიზონტს,
პირველი ბედ-იღბლიანი,
მეორე მარად მტანჯველი,
უნდობი, ტკივილიანი.

პირველ არს, რეკენ ზარები,
ამხედრებულან მაყრები.
ლოცვით ივსება ტაძარი,
ჟრიამულობენ ხალხები.

დრო არის, დადგა ჟამია,
აღვმართოთ ყველამ ხანჯალნი,
შევსძახოთ მრავალჟამიერ,
ავაშიშხინოთ მაყალნი.

მეორე,მეტად უნდობი.
ტკივილი კაცის გულისა,
ხანჯლად ქცეული უარია,
გულს გიპობს, მეტად ბასრია.

დრო არის, დადგა ჟამია
დრო დარდის, დრო იმედისა.
დრო არის, დადგა ჟამია
უებრო სიყვარულისა.

გიორგი ჩაჩხიანი

2 comments: