ხმა, აპლოდისმენტების
უწყვეტი ხმა. ღიმილი, თითქოს ის ერთია, მხოლოდ ღიმილია და მეტი არაფერი, მაგრამ ეს
ასე არაა, ღიმილი ბევრნაირია ცინიკური, ბედნიერი, დამწუხრებული, საამაყო,
სასიხარულო, სასიყვარულო, მზრუნველური, აქვე გადახვევას გავაკეთებ და
ერთხელ,როდესაც ერთმა ადამიანმა რაღაც მითხრა, ის,რასაც გულისდაწყვეტა უნდა
გამოეწვია მასზე გამეღიმა, დღემდე ვფიქრობ როგორ მიიღო მან ეს ღიმილი, იქნებ ეგონა,
რომ მისი ნათქვამის გამო გამეხარდა, არა, ეს ასე არ იყო, ეს მწუხარებისა და
გულდაწყევეტის ღიმილი იყო. აი, ასე, ბევრნაირი ღიმილი არსებობს, ისეთი,როგორიც მე
აღგიწერეთ და ალბათ ისეთებიც, მე რომ არ ვიცი მათ შესახებ. ნეტავ თქვენთვის იმის
დანახვება შემეძლოს რასაც ახლა ვხედავ, იმ ღიმილთა ახსნა შემეძლო,რომლებიც ჩემს
პერსონაჟებს აღბეჭდიათ სახეზე. ალბათ, ამას მსახიობები თუ აღწერენ შესაბამისად,
ხოლო ამ ყველაფერს კი რეჟისორი თუ გადაიღებს თქვენამდე მოსატანად ჩემო ძვირფასებო,
მაგრამ მე არც რეჟისორი ვარ და არც მსახიობი, ერთი უბრალო მწერალი ვარ, რომელიც
წამდაუწუმ სხვადასხვა ფილმებს ხედავს საკუთარი რეჟისურითა და კინო დეტალებით,
სწორედ ესაა მწერლის სამუშაოც, საკუთარი ფილმის აღწერა და სიტყვებით მისი
მკითხველამდე მიტანა. მკითხველიც ხომ მაყურებელი ხდება,როდესაც კითხვაში გართული
ისე წარმოიდგენს სიუჟეტს, ისე აღწერს გმირებს, ისე ჩააცმევს მათ ტანისამოსს,რომ
ვერაფერსაც ვერ გაიგებს, თითქოს კითხულობს, მაგრამ ასე არაა, ის უბრალოდ ასოებს
ხედავს, მის მიღმა კი მთელი სამყარო იშლება, წამით ისიც მწერალი ხდება,როდესაც მის
ქვეცნობიერს მეტის გაგებისა და სიუჟეტის განვითარების სურვილი უჩნდება, ფიქრობს,
ალბათ ასე მოხდება, ნეტავ ასე მოხდეს და ა.შ. ამაში მენდეთ, ეს საკუთარ თავზე ბევრჯერ
გამომიცდია და ძალიან მაგარი რამეა, მეტიც ყველაზე მაგარი „კაიფია“ ამ ცხოვრებაში.
მაინც რა არის ეს წერა,
როგორ არ მინდოდა თემას გავცდენოდი და მაინც ასე მოხდა, ღიმილზე ვსაუბრობდი ჩემო
მეგობრებო, მაგრამ ისევ უნდა გადავუხვიო, თავს არ შეგაწყენთ, მხოლოდ რამდენიმე
წინადადებით ვიტყვი სათქმელს და თხრობაზეც გადავალ. ამბავი,რომლის დაწერასაც
ვაპირებ, მისი მონახაზი ალბათ ბევრმა თქვენგანმა კარგად იცის, ეს იმ მუსიკოსისა და
შვილდაკარგული ქალის ამბავია წასულების დროს სადღეგრძელოდ რომ ვამბობ ხოლმე, ეს ის
ამბავია,რომლის წაკითხვისაც ღიმილი გამოისახება თქვენს სახეზე და სიკვდილსაც აღარ
აღიქვამთ ისეთ ცივად და შავბნელად ადრე რომ აღიქვამდით, რა თქმა უნდა
ადამიანი,რომელიც ჩვენგან მიდის ახალგაზრდა თუ ღრმად მოხუცებული მაინც დასანანია
და მაინც ვამბობთ ნუთუ ასე ადრე, ჯერ ხომ კიდევ იყო გზა გასავლელი, ეს ოჯახია, ეს
სიყვარულია და ეს ასე ხდება, ასეც უნდა იყოს, საყვარელი ადამიანის დაკარგვა
ჩვენთვის ყოველთვის ადრეა. ეს ისტორია საკმაოდ დიდი ხნის წინ მოვიფიქრე, მაგრამ
რატომღაც მის დასაწერად ვერ მოვიცალე, არადა ვფიქრობ,რომ ერთ-ერთი პირველი სწორედ
ეს უნდა დამეწერა. ამას წინად სადღეგრძელოს დროს ისევ რომ ვთქვი ცოტა დაფიქრება
დამჭირდა იმაზე ხომ ყველაფერი სწორად მახსოვს-მეთქი და შემეშინდა რომ არ
დამვიწყებოდა, ალბათ არც არასდროს დამავიწყდება, მაგრამ წინასწარ ვერაფერს გათვლი. იმედია თავი დიდად
არ შეგაწყინეთ,მაგრამ ყველაზე მეტად იმას ვიმედოვნებ,რომ ეს გამომივა და რაც
ჩაფიქრებული მაქვს იმას გავაკეთებ, ისე მოვიტან ამბავს თქვენამდე,როგორადაც მას მე
აღვიქვამ. ვერ ვიტყვი,რომ სუფთა მხატვრული ლიტერატურის ნიმუში იქნება, თუ მინდა
სრულყოფილი გამომივიდეს პუბლიცისტური ელემენტებიც უნდა დავურთო, ალბათ ასე აჯობებს
და ასეც ვიზამ. პერსონაჟებს სახელებს შეგნებულად არ დავარქმევ, რადგან ზოგი
სახელით საზღვრავს ყოველივეს და მის მიღმა ბევრის დანახვა უჭირს, გამგები გაიგებს.
ხალხით შევსებული დიდი
დარბაზი იყო, სცენაზე მაგიდა იდგა, მასთან ახალგაზრდა, ნიჭიერი მუსიკოსი და მისი
პროდიუსერი ისხდნენ, იქვე იდო რამდენიმე დისკიც, ახალი ალბომი გახლდათ, სწორედ რომ
მისი პრეზენტაცია იმართებოდა.მომღერალმა რამდენიმე სიმღერა გიტარის თანხლებითაც
ცოცხლად შეასრულა. ღიმილი არ მოსშორებია სახიდან, ამის შემდეგ დამსწრე
საზოგადოებასთან კითხვა-პასუხი გაიმართა. მას ბევრი ჰკითხეს, უპასუხოდ არავინ
დატოვა, ყველას უღიმოდა და თბილად ექცეოდა, სხვებს არ ჰგავდა, როგორც იტყვიან
წარმატების მიუხედავად თავში არ ავარდნოდა, პირიქით, მადლობას სწირავდა უფალს,რომ
რაღაც ახლის შექმნის ნიჭი და ხალხისთვის სიამოვნების მინიჭების საშუალება ჰქონდა,
ყველაზე მეტად კი იმიტომ იხდიდა მადლობას,რომ ამ ნიჭის რეალიზების,აღმოჩენისა და
განვითარების საშუალება მიეცა, თორემ ისე პოტენციალი ყველა ადამიანშია, უბრალოდ
ცოტა თუ შრომობს იმისთვის,რომ ეს განავითაროს და ამით თავისი სახელობის ერთი ხე
მაინც დარგოს უკიდეგანო მიწაში. ეს არის შემოქმედება, ხელოვნება, ადრე რატომღაც
ამას დიდ ყურადღებას არ ვაქცევდი. ხელოვნება, ვიღაცა რაღაცას დახატავს და ესაა
ხელოვნება - სამწუხაროდ ასე ვფიქრობდი, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო და
დღეს უკვე ამ ყველაფერს, შემოქმედებასა და ხელოვნებას სხვანაირად აღვიქვამ, ეს
ყველაზე დიდი მამოძრავებელი ძალაა, ეს ნიჭთა და ტალანტთა ზეიმია, ეს სასწაულია.
ერთ-ერთი გოგონას დასმულ
კითხავს, ალბათ გაგეცინებათ, კითხვა ასეთი იყოს - როგორი გოგოები მოგწონს,
მუსიკოსმა შესანიშნავი პასუხი გასცა, თუმცა რადგან სიყვარული არ არის ჩემი
მოთხრობის თემა და არც სიყვარულზე ვწერ ამ პასუხს გამოვტოვებ, ეს სხვა დროს იყოს,
უბრალოდ მისმა პასუხმა ყველას სასიამოვნო ჟრუანტელი დაჰგვარა. ოჰ- აღმოხდათ გოგონებს
და მკლავებზე ხელები შემოიჭდეს, ის ისეთი გრძნობით, ემოციით ყვებოდა, მის სიტყვებშიც
კი იგრძნობოდა ხელოვნება, განა რა გასაკვირია ის ხომ ყველგან და ყველაფერშია.
სიჩუმემ დაისადგურა, მისმა ნათქვამმა და მისგან გამოწვეულმა ემოციამ ყველა
დაადუმა, ყველას ღიმილი მოჰგვარა სახეზე, სხვადასხვაგვარი ღიმილი, წამის შემდეგ
ვიღაცამ ხელი ხელს დაჰკრა, მას ბანი მეორემაც მისცა,მერე მესამემ და აი, ისევ იქ
დავბრუნდით, საიდანაც დავიწყეთ. ხმა, აპლოდისმენტების უწყვეტი ხმა. ყველა იღიმოდა,
ზოგი გაოცებით, ზოგი სიხარულით, ზოგს უბრალოდ ის სიამოვნებდა,რომ თავის გვერდით
ასეთი ადამიანები ცხოვრობდნენ, ასეთი აზროვნების, განსხვავებული ადამიანები, ზოგიც
უბრალოდ იღიმოდა, მაგრამ არავის ღიმილი არ შეედრებოდა მეშვიდე რიგში მჯდომი,
შავებში ჩაცმული ქალის ღიმილს, ის ბევრ რამეს მეტყველებდა. თითქოს სევდას,
სიხარულს, მწუხარებასა და ბედნიერებას აერთიანებდა, თვალებიც ამღვრეული ჰქონდა,
ისიც სევდითა და ბედნიერებით. პროდიუსერმა საათს დახედა.
-რა დრო გასულა, სამი საათია რაც აქ ვართ, ბოლო შეკითხვა და
დავამთავროთ, დანარჩენი სხვა დროს იყოს, აბა, გისმენთ.- მსურველები მრავლად
გამოჩნდნენ, შავებში ჩაცმულმა ქალმა ხელი ოდნავ აამოძრავა, თითქოს კითხვის დასმა
უნდაო, მაგრამ ყოყმანობდა, არ უნდოდა სულელად გამოსულიყო, ან მუსიკოსი ჩაეგდო
უხერხულ მდგომარეობაში, მაგრამ ამისთვის დიდი გზა გამოევლო, თავს სძლია და ნელა,
ძალდატანებით აწია ხელი. მომღერალმა დარბაზს თვალი მოავლო, ქალი შენიშნა, შავებით
შემოსილი ქალი, თითქოს რაღაც იგრძნო, ისევ იღიმოდა,მაგრამ ეს უკვე სხვა ღიმილი
იყო, თითქოს თანაგრძნობის გამომხატველი თბილი ღიმილი.
-თქვენ, გისმენთ, ქალბატონო. - მან ქალს მიმართა, ქალმა გაიღიმა და
წამოდგა.
-მე... მე სამი კვირის წინ ვაჟი დავკარგე, ალბათ გიჟად და სულელად
ჩამთვლით აქ ამის სათქმელად რომ მოვედი და კიდევ იმიტომ,რის თქმასაც ვაპირებ,
მაგრამ მინდა რომ ეს ვთქვა, არ ვიცი რატომ, უბრალოდ ვგრძნობ,რომ ეს მჭირდება, ეს
ასე უნდა იყოს.-ყველა დუმდა-ჩემი შვილი,ის კარგი ბიჭი იყო-მან გაიღიმა-ალბათ,
ყველა დედა იმავეს იტყვის საკუათარ შვილზე, აბა რომელი მშობელი იტყვის ცუდი შვილი
მყავსო,მაგრამ ის მართლაც კარგი იყო, ჩემი ერთადერთი ბიჭი, მხოლოდ ის გამაჩნდა,
მაგრამ ვამაყობდი იმით,რომ ასეთი შვილი მყავდა, კეთილი, დაუზარელი, მზრუნველი,
ყოველთვის სხვებზე ზრუნავდა, სხვებს ეხმარებოდა, მოხუცებს ტვირთის წამოღებაში, მაღაზიებშიც ეგზავნებოდა,ბავშვებს ველოსიპედის ტარებას ასწავლიდა, კარგად
სწავლობდა, დიდი მომავალი უნდა ჰქონოდა, მორწმუნეც იყო, ტაძარში დადიოდა,
ეზიარებოდა, მაგრამ...ის...ის თქვენ ძალიან გგავდათ, თქვენი სახელი ერქვა,მაგრამ...
როდესაც გიყურებდით, როდესაც გისმენდით თუ რას და როგორ ამბობდით, ის მაგონდებოდა,
მას ძალიან გავხართ, არ გიცნობთ,მაგრამ ვფიქრობ,რომ მასავით კეთილი და კარგი
პიროვნება ხართ, მან...ის იმიტომ გარდაიცვალა,რომ... სიკეთისთვის... პატარა
ბავშვის გადასარჩენად თავად შეუვარდა მანქანას. მჯერა,რომ თქვენი სახით მისი სულის
ნაწილი ისევ ცოცხალია, შეიძლება ვერ გაიგოთ, მე გიჟი არ ვარ და არც რეიკარნაციისა
და მსგავსი რაღაცების მჯერა, უბრალოდ იმის თქმა მინდა,რომ მისი სიკეთე, მისი
სისუფთავე არ დაკარგულა, ისევ ამ სამყაროში დარჩა ეს ყველაფერი, ეს თქვენშია,
ბევრჯერ მოვისმინე თქვენი გამოსვლები,თქვენი ინტერვიუები და ამაში დავრწმუნდი,
უბრალოდ შეუძლებელია ასეთი შენიღბვა, რასაც ამბობდით, ეს... ეს ჭეშმარიტებაა, ისიც
ასე იტყოდა,აი-აცრემლებულმა ქალმა თითქოს გაიცინა-აქ ვარ და თითქოს რაღაც შვება
ვიგრძენი, უკვე შევეგუე იმ ფაქტს,რომ ჩემი შვილი დავკარგე, ის ამ სამყარომ
დაკარგა,მაგრამ ბედნიერი ვარ იმით,რომ თქვენ არსებობთ,ის კი...ის-ქალი ატირდა,ხელი
სახეზე აიფარა-მაპატიეთ.
მუსიკოსი მაშინვე წამოდგა,
სცენიდან სწრაფად ჩამოვიდა და ქალისკენ გაიქცა. მას მოეხვია, გულში ჩაიკრა.
-გმადლობ, გმადლობ ასეთი სიტყვებისთვის- ქალს თვალებში ჩახედა, ორივეს
ამღვრეოდა თვალები-ნუ ტირით,გთხოვთ,პირიქით, თქვენ ყველაზე ნაკლები გაქვთ
სატირალი.იმას დასტირიან, ვინც ცხოვრების
გზა ვერ იპოვნა და ცოდვილად აღესრულა, თქვენი შვილი კი ნამდვილი გმირი იყო, ჩემზე
ბედნიერი არავინ იქნება მას ოდნავ მაინც თუ დავესმსაგვსები, დამიჯერეთ, ეს
სიმართლეა. თქვენ კი, თქვენ ნამდვილად ღირსეული ქალბატონი ბრძანდებით, მუდამ ამაყი
უნდა იყოთ თქვენი შვილით, თქვენი მისია წარმატებით აღასრულეთ და ღირსეული შვილი
აღზარდეთ, თქვენ ბედნიერი და გახარებული უნდა იყოთ, ნეტავ ყველა ქალი თქვენ
გგავდეთ-თქვა მუსიკოსმა, მართლაც, ეს ქალი ჭეშმარიტი და მისაბაძი დედა გახლდათ,
იცით, მცირე გადახვევას ისევ გავაკეთებ, შარშან, როდესაც ვაჟა-ფშაველას „კაი ყმა“ წავიკითხე,
სწორედ იქ დავინახე დედისა და დედის მისიის,ვალის პროტოტიპი, თემაში დავწერე:
„ღირსეული შვილის დედა ყოველთვის ამაყი,თავაწეული და წელგამართული ივლის,რადგან
მას თავისი ვალი მოხდილი აქვს, მან არაჩვეულებრივი,ღირსეული შვილი გაზარდა, ამიტომ
ასეთი დედის ტკივილი ბევრად ნაკლები იქნება,ვიდრე იმ ქალის ტკივილი,რომელმაც შვილი
სათანადოდ ვერ აღზარდა.“ ეს ქალი სწორედ,რომ ღირსეული დედა იყო.- ბედნიერი
ვარ,რომ-განაგრძო მუსიკოსმა-თქვენისთანა და თქვენი შვილისნაირი ადამიანები ისევ არსებობენ
და ალამაზებენ ამ სამყაროს, თქვენი შვილი ძალიან კარგი იყო, ჩემზე და ყველაზე
კარგიც კი, იმდენად არაჩვეულებრივი პიროვნება იყო,რომ ღმერთმა ამ სამყაროსთვის ვერ
გაიმეტა, ვერ დასძლია მისი ნახვისა და ადრეულად ჩახუტების სურვილი, ის არ
დაღუპულა, უბრალოდ ღმერთმა წაიყვანა მხოლოდ იმის გამო,რომ იგი უფრო ადრე გაეცნო,
ადრე გაეღიმა მისთვის და ადრე ეთქვა მადლობა კეთილმსახურებისთვის. ამის გამო უნდა
გიხაროდეთ კიდეც, ვიცი მაინც ძნელია შვილის დაკარგვა, შვილები მშობლებზე ადრე არ
უნდა იღუპებოდენ,ეს არასწორია, მაგრამ არსებობს გამონაკლისები, ეს ასეც მოხდა,
მისი სიკარგე, სისუფთავე, მან თავისზე დაკისრებული მისია შეასრულა, ლიმიტს
მიაღწია, ზღვარს გადასცდა, დაამტკიცა,რომ ღირსეულია, ღმერთმა კი იგი თავისთან,
უკეთეს, მის შესაფერის სამყაროში წაიყვანა, მიხარია,რომ აქ მოხვედით და თქვენი
გაცნობის საშუალება მომეცა.
-გმადლობ,გმადლობ-ქალი აქვითინდა.მუსიკოსი მას კიდევ ერთხელ მოეხვია,
სახეზე თბილი, კეთილი ღიმილი აღბეჭვდოდა.
-ჩემს ნომერს მოგცემთ, ძალიან გამიხარდება თუ დამირეკავთ, სასიამოვნოა
თქვენისთანა დედასთან დროის გატარება.
-გმადლობ-ცრემლი შეიშრო და თავი დაუქნია, ბიჭი ისევ თბილი,გულწრფელი
ღიმილით იღიმოდა.
არ ვიცი ამ ყველაფერს ხუთ
წინადადებაში როგორ ვატევ ხოლმე, იმედია ყველაფერი გამომივიდა, ყოველ შემთხვევაში
ვცადე რომ კარგი გამომსვლოდა. როგორც აღვნიშნე მე საკუთარ ფილმს ვწერ, ამ ფილმში,
ჩემს ფილმში ბოლო ეპიზოდი ასეთია, წყნარი,მყუდრო კაფე, მაგიდასთან ორი ადამიანი
ზის, ქალი და ახალგაზრდა ბიჭი, იღიმიან, ორივე იღიმის და ერთმანეთს ამბებს
უყვებიან. ეს ბიჭი მუსიკოსია,ქალი კი, ეს ის ქალია ალბომის პრეზენტაციაზე გულის
ამაჩუყებელი ამბავი რომ მოყვა და მაიძულა ეს ყოველივე დამეწერა. ალბათ, ის
ყოველთვის მემახსოვრება, ეს მუსიკოსიც მემახსოვრება და მისი სიტყვებიც,
განსაკუთრებით მათი ბედნიერი სახეები და ამ სახეებზე აღბეჭდილი საოცარი ღიმილი
დაილექება ჩემს გონებაში.
No comments:
Post a Comment