ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე
ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

Wednesday, March 15, 2017

გზა ბედისწერის

გული წუხს, გული წუხს, გული წუხს,
ოჰ, როგორ თრთოლვენ ბაგეები,
მაგრამ დუმილი ზაფრავს ყველაფერს,
უთქმელი რჩება გულის სათქმელი.

სულს აწვიმს, სულს აწვიმს, სულს აწვიმს,
ცრემლები ნაზად იწყებენ ჟონვას
და ვით წვეთები ფანჯრის მინებზე,
სახესაც ისე უწყებენ კოცნას.

ქარი ქრის, ქარი ქრის, ქარი ქრის,
მაგრამ არ სძალუძს დარდის განქარვა.
გულის სარქველზე ფხაჭუნი ისმის,
მალე მოხდება დაღის ამოქარგვა.

თრთოლავს სხეული, ძლიერ ძგერს გულიც,
თითქოს შაპიტოს თოკზე გავდივარ,
არ მაქვს არც ძელი, არც რამე ჯოხი
და წვრილ ბაგირზე ცაში ვკიდივარ.

მკერდში ტკივილი თავს რომ მახსენებს,
ვხვდები, რომ მიწას ვერ დავეცემი,
მეორე ბოლოს უნდა გავიდე,
რომ ფეხქვეშ ვიგრძნო მწვერვალის თხემი.

მხოლოდ ეს დამრჩა, სხვა გზა არ არის,
ქვევით ჩახედვა ძალზედ ძნელია.
ხალხი მიმზერს და ტაშით მამხნევებს,
ნუგაშად კიდევ ეს მომვლენია.

ერთი ნაბიჯიც... ერთი ნაბიჯიც...
და გულიც სხვაგვარად იწყებს ძგერას,
ეს ცრემლები კი სასოწარკვეთის,
უკვე შემაცნობს ბედნიერებას.

ვგრძნობ ნელა როგორ ილევა სევდა,
თითქოს ყორნები გულს მიკორტნიან
მათ მიაქვთ დარდი დაღადმჩნეული,
წუხილსაც ისინი განდევნიან.

და თითქმის ბაგირის ბოლოს გასულს
სახეზე ნაზი ღიმი გამიჩნდა.
მეც გულში ვამბობ ხმამაღლა, ცხადად,
ეს თავგანწირვა ამად კი ღირდა.

გიორგი ჩაჩხიანი

No comments:

Post a Comment