სევდად მექეც უკვე კარგა ხანია,
დამიმძიმდა ეს წყეული თვალები.
ცრემლი დამრჩა მხოლოდ სანუგეშებლად,
მაგრამ ვგრძნობ, რომ მალე გარდავიცვლები.
სულის სარკმელს აბლაბუდა ამშვენებს,
სულ დამპალა ჩემი გულის დარაბა,
დაჟანგულა გაზეპილი კლიტულიც,
შეუცვლელი დარჩა თეთრი კაბა.
ერთდროს რარიგ გამშვენებდა ეგ კაბა,
ახლა კუბოს შესუდრული წევხარ.
მოგონება დამიტოვე ამ ქვეყნად
და განმშორდი, ეჰ, ჩემთან აღარ ხარ.
ცარიელ სახლს ვერ ვუყურებ, არ ძალმიძს
მერქვას კაცი და უშენოდ ვიცხოვრო,
შენ იყავი მთელი ჩემი სიცოცხლე
და სიკვდილმა ეს სანთელი ჩამიქრო.
გულში ვიკრავ, ვეხუტები თეთრ კაბას,
ქორწილის დღეს დედოფლად რომ გაქცია,
თითქოს აქ ხარ, ერთად კიდევ ვალს ვცეკვავთ
და ამ ღამით ყველაფერი ნაზია.
თავს მახსენებს მწარე გულისტკივილი,
რომ ჩვენს შორის ატუზულა სიკვდილი
და მე და შენ შავი ფარდა გვაშორებს,
ამის გამო მინდა მწარედ ტირილი.
მიცახცახებს, მეკვეთება მუხლები,
ძირს ვეცემი, ქვითინს ვიწყებ ბავშვივით,
ცრემლით ვნამავ შენს მშვენიერ სამოსელს
და ვსულდგმულობ მხოლოდ მოგონებებით.
ძნელი არის, მითხარ, როგორ გაგიშვა,
ეს არ ძალმიძს, რა ვქნა, არ შემიძლია,
თუნდაც ვიყო უსუსტესი არსება,
ვერ დაგთმე და ცხოვრებაც გაილია.
მიხარია...ვიცი მალე შეგხვდები,
გულს მიხარებს, მაგრამ ლოდინი მტანჯავს,
უნდა გავძლო, კიდევ ცოტაც ვითმინო,
თავს დავაღწევ ვიცი მალე მე ამ ჯაჭვს.
დაგვაშორა წამიერად სიკვდილმა,
მაგრამ თავადვე გაგვაერთიანებს,
მე ამის მწამს, ამით ვცოცხლობ, ვარსებობ,
რა ხანია გულს იმედი მიძგერებს,
რომ ჩაიცვამ შენ კვლავაც იმ თეთრ კაბას,
მე კი საყდრის ბოლოს დაგელოდები,
ჩაგჩურჩელებ - მე შენ ძლიერ
მიყვარხარ
და ბედნიერს გულში ჩაგეკონები.
გიორგი ჩაჩხიანი
No comments:
Post a Comment