არასდროს ისე არ მიტირია,
არასდროს ისე არ მიცინია,
როგორც
იმ ღამით სანაპიროზე,
თვით
ოკეანის ტალღების ფონზე.
ლოყაზე
როცა ვიგრძენი ნამი,
ვინანე,
თან არ მქონდა კალამი,
რომ დამეხატა ზღვის პეიზაჟი
და ამეწერა თან ღამეც ნაზი.
ემოციებში გადაკარგულმა
და ღრმა განცდებით გაჯერებულმა
თავი
დავკარგე ამ ზღვის ტალღებში
და ჩავიკარგე ჩემს რწფელ გრძნობებში.
სიხარული და ღრმა მწუხარება,
უბედობა და ბედნიერება
თავს
კვლავ დამატყდნენ დაუკითხავად,
უცაბედად და დაუგეგმავად.
ვეღარ
გავუძელ ამ ემოციებს,
დავუწყე ძებნა
წმინდა წყლის ცრემლებს.
გამიჩნდა განცდა თავისუფლების,
შვების
მოგვრისა და ნეტარების.
ზეცა
ვარსკვლავნით მოჭედილიყო,
გულში
იმედი ჩასახულიყო,
რომ კვლავ ვიპოვნით დაკარგულ სულებს,
მჭიდროდ ჩავჭიდებთ ერთმანეთს ხელებს.
რწფელად ვირწმუნე მაშინ მაგიის
არსებობის და ძალაუფლების,
რაც მოხდა, იყო თვით ჯადოსნობა,
მართლაც რომ ნამდვილი ჯადოქრობა.
No comments:
Post a Comment