ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე
ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

Tuesday, February 11, 2014

ამბავი რომელზედაც ახლა გიყვებით

ამბავი რომელზედაც ახლა გიყვებით 2014 წლის 2 იანვარს მოხდა. ახალი წლის დღეები იყო .ზამთრის ჩვეული სუსხითა და სიცივით. იმ წელს თოვლი ნაკლებად მოსულიყო. თუ ზამთრის ჩვეულებებს არ ჩავთვლით კარგი დღე იყო ,არც ქარი ქროდა , არც წვიმდა და არც თოვდა. იმ დღეს სტუმრად მივდიოდი . გზად “ტროტუარზე” ერთი ასაკოვანი მოხუცი გულაღმა იწვა , ხელები ტორსისაგან განცალკევებით განზე ჰქონდა გაწეული და ასე იწვა გაყინულ ტროტუარზე . ადამიანები კი ერთი ზიზღით გადახედავდნენ და გვერდს უვლიდნენ. მერე ერთ დიალოგს მოვკარი ყური. პატარა, 10 წლამდე გოგონამ დედას უთხრა:
-დე, იქნებ ცუდადაა , მოდი სასწრაფოში დავრეკოთ.
-მეტი საქმე არ გვაქვს?! ვიღაც ლოთი მათხოვარი იქნება,ისედაც გვეჩქარება-მიუგო დედამ.
ამ ფრაზის შემდეგ მათი საუბრისთვის აღარ დამიყურადებია . ვიდექი და გაშტერებული ვუყურებდი ამ კაცს, თან ვფიქრობდი-„იქნებ მართლა ცუდადაა?“, მაგრამ რას ვაკეთებდი? ვიდექი და ვუყურებდი .ვფიქრობდი ,ალბათ ძინავს-მეთქი,
მაგრამ რა ვიცოდი სიკვდილი იქვე თუ დატრიალებდა, რა ვიცოდი უხილავი სიკვდილი კაცს თუ შემოხვეოდა , შეებოჭა და ნელ-ნელა უღებდა ბოლოს . იქნებ საცოდავი ადამიანის დახსნა და გადარჩენა შეიძლებოდა? იქნებ ღმერთის ძალით შეიძლებოდა სიკვდილზე გამარჯვება, მაგრამ ადამიანები ზიზღით უყურებდნენ კაცს და გვერდს უვლიდნენ , მაგრამ მე ვის ვკიცხავ , განა მე რაიმეს ვშვებოდი? უბრალოდ ვიდექი და ვუყურებდი კაცს,რომელსაც თურმე სიკვდილი ახრჩობდა და ნელ-ნელა ღგვიდა ამ სამყაროსგან , პირისაგან და მიწისაგან, მაგრამ მე უმოძრაოდ ვიდექი...ეს ხომ ადამიანობაა , ის რადაც ჩვენ ყველანი , მთელი მსოფლიო ვიქეცით .
ვუყურებთ როგორ იღუპება სხვა და არაფერს ვაკეთებთ . მთავარია ხომ ზიზღით ვუმზერთ და გვერდს ვუქცევთ მომაკვდავ ადამიანს.ამ დროს სასწრაფო დახმარების მანქანამ ჩამოიარა. შუქნიშანზე წითელი ენთო და მანქანაც გაჩერდა. შიგ მსხდომმა ექიმებმა კაცს შეხედეს ,ვუყურებდი მათ მზერას და ის ამოვიკითხე რაც სხვა ადამიანებში -ზიზღი. ადამიანის ბუნება ხომ ისეა მოწყობილი,რომ მუდამ ლპობისკენ და ხრწნისკენ ისწრაფოდე, გილპებოდეს სული და ვერაფერს გრძნობდე. თუმცა ამ დროს იმედი მომეცა , როცა ახალგაზრდა ყმაწვილმა მოხუცთან ჩაიმუხლა და შეანძრია , მერე მისი გაყინული ხელი საკუთარ ხელში მოაქცია , მაგრამ შეკრთა . საჩქაროდ ტელეფონი ამოიღო და სასწრაფოში დარეკა. სასწრაფო დახმარება მალე მოვიდა . მე კი ისევ ვიდექი და ვუყურებდი... ექიმები მანქანიდან გადმოვიდნენ და კაცთან მიიჭრნენ . ამის მერე აღარაფერი დამინახავს და გამიგონია , თითქოს თვალთ დამიბნელდა , ყველაფერი ბურუსმა დაფარა , ყურები დამეხშო და სული შემეკვრა. ვხედავდი აღელვებულ ექიმებს , კეთილშობილ ყმაწვილს,მაგრამ არ მესმოდა მათი ხმები,მაგრამ ვიცოდი რომ ისინი ყვიროდნენ .ვგრძნობდი, რომ აღარ შემეძლო და იქედან უნდა წამოვსულიყავი. ასეც მოვიქეცი . ჩქარი ნაბიჯით წამოვედი იმ ადგილიდან,მაგრამ გულმა არ მომითმინა და ბოლოჯერ მივიხედე. კაცს თეთრ ზეწარს აფარებდნენ... 
ავტორი: გიორგი ჩაჩხიანი 

No comments:

Post a Comment