ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე
ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

Wednesday, April 2, 2014

მე , საქართველო !



მე აღარ მინდა გარდავისახო ,
 არ მინდა ისევ ვიცვალო ფერი.
მინდა მე დავრჩე იმად რაცა ვარ ,
აღარ მებრძოდეს ბოროტი მტერი.

მე ვარ ქვეყანა სამყაროს წევრი,
ამაყი შვილი კავკასიისა ,
რომლის კალთებსეც აღმართულია,
დიადი უშბა , თეთნულდი ,შხარა.

ზამთრით თოვლში რომ დავიფარები,
ცივი ფანტელი მიყინავს გულსა ,
მაგრამ ზაფხულიც არაა კარგი,
ცხელი სხივები მიწვავს ამ გულსა .

მაგრამ ვინ დარდობს,ვინ მიფრთხილდება,
ყოველ წამს გული ნაღვლით მევსება,
ძლივს ვსუნთქავ , ძლივს ძგერს ეს ჩემი გული,
მაგრამ ვერავინ ამას ვერ ხვდება.

მე საქართველოს, შვილს კავკასიის,
უწინ ნაომარს , ლეგენდად თქმულსა ,
ნუთუ გამწირავს განგება ჩემი,
ვეთაყვანები მას , დიადს , ძველსა.

  ავტორი: გიორგი ჩაჩხიანი

No comments:

Post a Comment