ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე
ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

Saturday, December 20, 2014

პიანისტის თითები



  შემოქმედება გასაოცარი რამაა. მას  ადამიანების შთაგონება შეუძლია. შემოქმედება არა მხოლოდ მუსიკა, ლიტერატურული ნაწარმოები ან ხელოვნებაა, ის უფრო ფართო მცნებაა. შემოქმედება ისაა, რასაც შეუძლია ადამიანების დაფიქრება, დაინტერესება და მათზე გავლენის მოხდენა, მათში ღრმა კვალის ჩატოვება. აი ესაა ჭეშმარიტი შემოქმედება. ის,რასაც შეუძლია ადამიანებს სიხარული მოჰგვაროს, სიმართლე და ავტორის ხედვები დაანახოს. კაპიტალისტურ სამყაროში შემოქმედება სიკეთისა და ბედნიერების მომტანია,მაგრამ ცენტრალიზებულად მართულ სამყაროში მას მხოლოდ სიკვდილი და უბედურება მოაქვს.  ის ადამიანები,რომლებსაც არ სურთ რომ მათზე ვინმეს ზეგავლენა ჰქონდეს სწორედ შემოქმედებას მიმართავენ. ისინი წერენ ლექსებს,მოთხრობებს, ქმინიან მუსიკასა და ხატავენ ნახატებს. თუმცა ზოგში ეს პროცესი იმდენად ღრმად ვითარდება,რომ უკვე შეუძლებელია ამისგან თავის დაღწევა. როცა ადამიანი თავის სიმართლეს იპოვნის, მას ვეღარავინ ვეღარ გადაარწმუნებს და ვეღარ დაიმორჩილებს.
  გერეტი ერთი საშუალო ასაკის მამაკაცი იყო. იგი მარტო ცხოვრობდა გარეუბნის ოროთახიან ბინაში. საკმაოდ მშვიდი და ზრდილობიანი კაცი იყო. მას მუსიკა ძლიერ უყვარდა. ის იმ სამყაროშიც კი გრძნობდა თავს თავისუფლად რომელშიც ცხოვრობდა.  მის მთელ ქონებას ერთი ძველი პიანინო შეადგენდა. გერეტი გასაოცრად უკრავდა და რადაგანაც მეზობლები წინააღმდეგნი არ იყვნენ მის მიერ აჟღერებული ჰანგების, ისიც მთელი დღე უკრავდა და უკრავდა. ის ჭეშმარიტ მუსიკას ქმნიდა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, გერეტი მარტოსული ადამიანი არ იყო. მასთან ხშირად იყრიდნენ თავს მისი მეგობრები და მეზობლები, რათა რაიმე ჭეშმარიტს ზიარებოდნენ. ეს მხოლოდ გერეტთან იყო შესაძლებელი. მხოლოდ გარეუბნის პატარა, ოროთახიან ბინაში სუფევდა ჭეშმარიტება, მის იქით სულ სიცრუე და უსამართლობა იყო.  გერეტი ერთადერთი იყო, ვინც თავაწეული მიაბიჯებდა ქუჩებში და თან გზადაგზა იღიმოდა კიდეც.
   შემოდგომა იდგა. სამყარო ისეთივე იყო , როგორც უწინ, თუმცა მას რაღაც აკლდა. ეს გერეტის ჰანგები იყო. მეზობლებს ორი ნოემბრის შემდეგ კაცის პიანინოს ხმა აღარ გაეგოთ. გერეტს ორი კარის მეზობელი ჰყავდა. ოთხ ნოემბერს ერთ-ერთმა მათგანმა გერეტს დაუკაკუნა. აინტერესებდა თუ რატომ აღარ ისმოდა მუსიკის ხმა. ქალს არავინ უპასუხა. შემდეგ კი უნებურად კარს მიაწვა და ისიც გაიღო. უცნაური იყო, გერეტი კარს ღია არასდროს ტოვებდა. ქალი ოთახში შევიდა. გერეტი პიანინოსთან იჯდა. მეზობელი მას მიუახლოვდა. კაცს თავი ჩექინდრა. მას უცნაური ფერი ჰქონდა,თითქოს გალურჯებულიყო. ქალმა კიდევ ერთი უცნაურობა შენიშნა . გერეტს ხელები პიანინოს კლავიშებზე ეწყო,თუმცაღა ხელები პიანინოს თავსახურის ქვეშ ჰქონდა მოყოლილი. ქალი მას მიუახლოვდა და კაცს ხელი მხარზე შეახო. იგი შეინძრა,თუმცაღა თავი არ აუწევია. შემდეგ მეზობელმა კაცს სახეზე შეახო ხელი და საშინლად დაიკივლა. გერეტი გარდაცვლილიყო...

* * *

 პოლიცია ადგილზე მალევე მივიდა. მათ მეზობლებს ჩვენებები ჩამოართვეს და ექსპერტებმა შემთხვევის ადგილი დაათვალიერეს. მათი წასვლის შემდეგ ბინაში ორი დეტექტივი დარჩა. ერთი მაღალი და გამხდარი იყო,მეორე კი ოდნავ მსუქანი იყო. მას ყავისფერი თმები და წვერ-ულვაში ჰქონდა.  შედარებით გამხდარი დეტექტივი გვამთან მივიდა. მან გერეტს თავი აუწია.
- დაახრჩეს - მან გადაჭრით თქვა - ვის რაში დასჭირდებოდა მისი მოკვლა? ის ხომ ერთი უბრალო პიანისტი იყო, თანაც სახლიდან წაღებული არაფერია.
-ის ერთ უბრალო პიანისტზე მეტი იყო - მეგობარს მიუგო წვერ-ულვაშიანმა დეტექტივმა.
-რას გულისხმობ?
-ის ჭეშმარიტებას ქმნიდა. სიმართლეს დაუფარავად ამბობდა. თავისი მუსიკით ყველაფერზე საუბრობდა და ყველას ამხელდა.ამის დასტური მისი თითებია. პიანინოს ქვეშ მოაყოლეს, ამით უკვე ყველაფერი ნათლად ჩანს.
-მართალი ხარ - თქვა დეტექტივმა და მაგიდაზე დაწყობილი სანოტო ფურცლების უამრავ დასტას შეხედა.
-კარგი , აქ საქმე არაფერია. ვიცით ის ვინც მოიშორა ,მაგრამ არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია.წავიდეთ,მის წასაყვანად მოვლენ და მას პროზექტურაში გადაიყვანენ.
-თუ დამნაშავეს ვერ ვიჭერთ და სამართლიანობას ვერ ვაღდგენთ,მაშინ რაღატომ ვართ პოლიციელები?
მსუქანმა პოლიციელმა გაიცინა.
-იმიტომ,რომ ოჯახები ვარჩინოთ - თქვა მან და კარებისკენ გაემართა. მას მისი მეწყვილეც მიჰყვა.

* * *

  მაღალმა,ჩაფსკვნილმა კაცმა,რომელსაც შავი შარვალ-კოსტიუმი ეცვა ხის ყავისფერ კარებზე დააკაკუნა.
-შემოდით - შიგნიდან ბრძანებლური ტონით ხმა გაისმა.
კაცმა კარები შეაღო და კაბინეტში შევიდა. ოთახი ჩაბნელებულიყო. სინათლეს ფანჯრებზე ჩამოფარებული შავი, სქელი ფარდები არ უშვებდნენ. კაცი,რომელმაც მოსულს შემოსვლის ნებართვა მისცა სავარძელში,კარებიდან ზურგით იჯდა. მას მხოლოდ სავარძლის კიდეზე ჩამოდობილი ხელი უჩანდა,რომელშიც სიგარა ეკავა. კაბინეტში კვამლი იდგა.
- აბა რა ქენით? - იკითხა სავარძელში მოკალათებულმა კაცმა.
- თქვენი ბრძანება შესრულებულია. ის პიანისტი მკვდარია.
სიგარიანმა კაცმა გაიცინა.
-ძალიან კარგი. დიდი წინააღმდეგობა გაგიწიათ?
- არა. წინააღმდეგობა საერთოდ არ გაუწევია.
- რატომ? - იკითხა გაკვირვებულმა კაცმა.
- „ ვიცოდი ადრე თუ გვიან,რომ მოხვიდოდით. მე თქვენი არ მეშინია და არც არასდროს მეშინოდა. მე უბედნიერესი კაცი ვარ, უბედნიერესი, გესმით ?! მე ჩემი სიმართლე ვიპოვნე და ბედნიერე ვარ,რომ ამ სიმართლით ვკვდები. მე თავისუფალი კაცი ვარ. მაგრამ თქვენ? ჰაჰ, თქვენ მონები ხარ, უბადრუკი მონები,რომლებიც თავის თავზე შეყვარებული ბატონის ბრძანებებს კუდის ქიცინით ასრულებსთ. აი მე... მე კი ჭეშმარიტად თავისუფალი ადამიანი ვარ ! მე მაქვს სიმართლე და მე ვიცი თუ რა არის ჭეშმარიტება. მე ყველაფერი მაქვს, რაც კი შეიძლება ჭეშმარიტმა სულმა ინატროს.  ახლა კი გთხოვთ, დამეხმარეთ ჩემი სასუფევლის დამკვიდრებაში.“ თქვა მან, ხელები გაშალა და ჩვენს მოქმედებას დაელოდა - თქვა კაცმა,რომელიც ბნელ კაბინეტში გერეტის სიკვდილზე საუბრობდა - ჩვენც მივედით და ის დავახრჩეთ. შემდეგ კი თქვენი ბრძანებისამებრ პიანინოსთან დავსვით, ხელები კლავიშებზე დავადებინეთ და ზემოდან მის თითებს პიანინოს თავსახური დავადეთ.
- კიდევ თქვა რამე?
- მეტი არაფერი. უბრალოდ მაშინ ,როცა ვახრჩობდით მხოლოდ ერთ სიტყვას ამბობდა.
-რას?
-გმადლობთ , გმადლობთ...
-კარგი,თავისუფალი ხარ - თქვა სავარძელში მჯდომმა მცირედი პაუზის შემდეგ.
მოსულმა თავი დაუკრა და კაბინეტიდან გავიდა. ფიქრებში ჩაძირულმა კაცმა კი სიგარას მოქაჩა და თვალები დახუჭა.















Tuesday, December 2, 2014

შუქნიშანი


 ადამიანი თავისუფალია,მაგრამ მას მაინც უწევს ყოველდღიურად რაღაცაზე დამორჩილება. თუმცა ეს გამართლებულია,რადგან ამ მორჩილებით იქმნება წესრიგი,რომლის მეშვეობითაც მსოფლიო უკეთესი და უსაფრთხო ხდება. ერთი წამით დავხუჭოთ თვალები და ვიფიქროთ იმაზე, თუ რა მოხდებოდა და როგორი იქნებოდა ჩვენი საარსებო გარემო წესრიგის გარეშე. ალბათ, მომაბეზრებელია ყოველ დილით საცობებში დგომა. მითუმეტეს მაშინ,როცა ასე ძალიან გვეჩქარება სამსახურებში,სკოლებში,უნივერსიტეტებში, მაგრამ რას ვიზამთ წესრიგი მხოლოდ ასე იქმნება. ზოგადად წესრიგი ფართო მცნებაა,მაგრამ მთავარია თითოეულ ჩვენგანს ჰქონდეს თავისი წესრიგი და ასე საერთო წესრიგი დამყარდება.  „ჩვენში ხომ სწორედ ისაა ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ გვქონდეს თუნდაც რაიმენაირი წესრიგი, ოღონდ კი ბოლოს და ბოლოს საკუთარი იყოს.“-ეს თეოდორ დოსტოევსკიმ თქვა.პიროვნებამ, რომელიც მრავალი ადამიანის შთაგონების წყარო გამხდარა.ჰოდა დავუჯეროთ მას და ჩვენც შევიქმნათ ჩვენი,საკუთარი წესრიგი. ზოგი იტყვის, მე თავისუფალი ადამიანი ვარ და ვის ან რას უნდა დავემორჩილოო? მაგრამ აბა ქუჩებში გაიხედეთ,საიდანაც წამდაუწუმ გიმზერთ შუქნიშნები. ისინი ყველა ერთმანეთს გვანან და ერთნაირად ანათებენ, ხან ყვითლად,ხან წითლად,ხან კი მწვანედ. ჩვენ ჩვენი სურვილისდა მიუხედავად მათი დამორჩილება გვიწევს.  დიდ ქალაქებში ბევრი შუქნიშანია,რომლებიც უხმოდ,უმოძრაოდ დგანან და თავის საქმეს აკეთებენ, იმ საქმეს, რაც ჩვენი საზოგადოებისთვის წესრიგის დამყარებას გულისხმობს. თუმცაღა მიუხედავად იმისა,რომ ყველანი შუქნიშნებს ვემორჩილებით,ისინიც ემორჩილებიან სხვებს, ადამიანებს რომლებიც სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოში სხედან და შუქნიშნებს თვალყურს ადევნებენ.
   მერვე და ოცდამეორე ქუჩების გადაკვეთაზე ერთი შუქნიშანი დგას,რომელიც სამ მონიტორს აერთიანებს. ესეც ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული შუქნიშანია,ისიც ჩვეულებრივად აკეთებს თავის საქმეს.მაგრამ ის სხვებს არ გავს. ეს ახალი მოდელია, უფრო მოდიფიცირებულია. როცა მწვანე აინთება ის მანქანებს თვალს უკრავს,ყვითელზე უღიმის,ხოლო წითელზე კი სიბრაზისგან სახე ემანჭება. მინახავს მამები და დედები როგორ ანიშნებენ თავიანთ პატარებს ახალ, სახალისო შუქნიშანზე მაშინ, როცა ის იმანჭება, ანდა იღიმის.
   20 ნოემბერს მეექვსე დღე გავიდა,რაც ახალი შუქნიშანი დააყენეს. ის არაჩვეულებრივად ართმევდა თავს დაკისრებულ მისიას, მაგრამ შუადღის სამ საათზე  სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოში რაღაც მოხდა. ოპტიკური კაბელი,რომელიც ცენტრალურ კვანძს შუქნიშანთან აკავშირებდა გაწყდა. წამით შუქნიშნის სამივე მონიტორზე წითელი აინთო. გზაჯვარედინზე ყველა მანქანა გაჩერდა. შემდეგ პირველ მონიტორზე მწვანე აინთო და ნაკადიც დაიძრა, უცებ კი მესამე მონიტორზე აინთო მწვანე,ხოლო პირველზე კი წითელი. მესამე ნაკადი დიძრა,მაგრამ ჯერ პირველს გავლილი არ ჰქონდა. სულ რაღაც წამებში გზაჯვარედინი საშინელმა ავარიაებმა მოიცვა. სანამ ეს მოხდებოდა მეორე მონიტორიც გამწვანდა და მეორე ნაკიდიც მოხვდა ავტოკატასტროფების ციკლში. 20 ნოემბრის სამ საათზე მერვე და ოცდამეორე ქუჩების კვეთაზე შეუწყვეტელი სიგნალი,გინება და ყვირილი ისმოდა. გზაჯვარედინი გადაიკეტა. ავარიაში ასამდე მანქანა მოხვედრილიყო. შუქნიშნის გასწორებასთან დაკავშირებით მუყაითად მუშაობდნენ შუქნიშნების მართვის ცენტრში ,მაგრამ მათ „ურჩი“ შუქნიშნის დამორჩილება ვერ შეძლეს. ამ აყალმაყალს პოლიციის სირენების ხმაც დაემატა. მაგრამ ყველაფერი უშედეგო იყო, მანქანები ისე არეულიყვნენ ერთმანეთში,რომ გამოსვლა და გზაჯვარედინის გახსნა შეუძლებელი იყო. შუქნიშანზე ფერები წამდაუწუმ იცვლებოდნენ, მაგრამ რაღაც კიდევ იყო მასში განსაკუთრებული. მონიტორებზე გამოსახული არც თვალის ჩამკვრელი სმაილი იყო,არც გაბრაზებული და არც მომღიმარი. ფერები იცვლებოდნენ,მაგრამ გამოსახულება უცვლელი იყო. სამივე მონიტორზე ბოროტად მოცინარი,მოხარხარე სმაილი იყო გამოსახული. რომელიც მართალია ხმას არ გამოსცემდა,მაგრამ საკმაოდ საზარლად გამოიყურებოდა. ეს ბოროტი სმაილი დავიდარებაში ვერავინ შენიშნა,გარდა ერთი პატარა გოგონასი,რომელიც დედასთან ერთად მერსედესის ფირმის ვერცხლისფერ მანქანაში იჯდა და თვალმოუშორებლივ უყურებდა დაუნდობელ შუქნიშანს, რომელიც  გაუჩერებლივ ხარხარებდა.


Wednesday, November 12, 2014

ქაღალდზე გადმოტანილი ტკივილი

     ირაკლი დადიანი ერთი ჩვეულებრივი მწერალი ბიჭი იყო,რომელიც ცნობილი არ გახლდათ. ამის მიზეზი ალბათ ისიც იყო,რომ ის წმინდა საქმეს ემსახურებოდა. წერა იყო მისი ცხოვრება.ის შვებას წერისას ჰპოულობდა. ირაკლი თავისი თავისთვის წერდა,რადგან მას მიეღო ამითი სიამოვნება და თავის თავთან შეძლებოდა ფიქრების გაზიარება. შენს თავთან რომ ლაპარაკი დაიწყო გიჟად ჩაგთვლიან,მაგრამ მერწმუნეთ,რომ ყველა ლაპარაკობს საკუთარ თავთან,თუმცა ჩუმად,ფიქრებში. ირაკლი თავის აზრებს ფურცელს უზიარებდა,იმ თეთრ ქაღალდს,რომელსაც ბევრისთვის მხოლოდ „დასაჯღაპნი დაფის“ ფუნქცია აქვს,თუმცა მწერლისთვის ის ყველაზე ღირებული საგანია,თუ რა თქმა უნდა კალამს არ ჩავთვლით. ირაკლი წერდა,ის ქაღალდს გულს უშლდა.თეთრ სივრცეებში თამამად ტოვებდა ნაკვალევებს. მას მისი გონება,მისი აზრები და ფიქრები სრულიად გადაეშალა ფურცლისათვის. ის სწორედ ამ უბრალო ქაღალდს უმხელდა საიდუმლოებებს,მის ტანჯვას,დარდს,წუხილს...
   ნაცნობებისთვის ირაკლი უბრალოდ ახალგაზრდა თბილისელი ბიჭი იყო,მაგრამ ის უბრალო თბილისელ ბიჭზე ბევრად მეტი იყო.ამის შესახებ მხოლოდ მისმა ქაღალდმა და კალამმა იცოდა. მართლაც, მხოლოდ წერისასაა შესაძლებელი ჭეშმარიტი სულიერი სამყაროს შეცნობა და დანახვა. ირაკლის ყველა მხიარულ ადამიანად აღიქვამდა,თუმცა ის სულაც არ იყო მხიარული, პირიქით ირაკლი მუდამ სევდიანი და დარდიანი ყმაწვილი იყო. მისი ბედნიერი ღიმილის მიღმა ყოველთვის ტანჯვა იმალებოდა. რა მნიშვნელობა აქვს ღიმილს,როცა მთავარი მხოლოდ სული,სულიერი მდგომარეობაა? მაგრამ ბევრი ამას ვერ გაიგებს. ირაკლის არ სურდა მასზე თითით ეჩვენებინათ,მის დეპრესიულობაზე ელაპარაკათ,მასზე დაეცინათ,რაც სამწუხაროდ სულაც არაა გასაკვირი ჩვენს ქალაქში.სწორედ ამიტომ სჭირდებოდა მას იმ ფუჭი ღიმილი, ფუჭი ბედნიერება.
   ირაკლი ძირითათად მოთხრობებს წერდა.თუმცა  ის აგრეთვე უამრავი ლექსის ავტორიც იყო.მას თაროებზე ედო შემოქმედების ნაყოფები,მაგრამ ყმაწვილს არ სურდა თავისი შინაგანი სამყაროს სხვებისთვის გაზიარება. მას მხოლოდ ფურცელი გაეხადა მესაიდუმლედ,კალამი კი საუკეთესო მეგობრად. მისი ნაშრომებიც ისეთივე სევდიანი იყო,როგორიც თავად ირაკლი გახლდათ. ფულზე დახარბებული ადამიანი,რომელსაც არ ადარდებს თუ როგორ შეიქმნა ესა თუ ის მოთხრობა, თუ რა მიზეზით დაიწერა ახალი ლექსი ირაკლის შემოქმედების ნაირ ნაშრომებს სარფიანად გამოიყენებდა,რადგან საბედნიეროდ ქართველებში ისევ დარჩა ჩვეული სენტიმენტალობა, ხოლო ირაკლის ნაშრომებს კი მრავალი ადამიანის გულის აჩუყება შეეძლო. ის მრავალი ცრემლის მიზეზი გახდებოდა,მაგრამ ყმაწვილს ეს ყოველივე არ სურდა. ის თავის სულიერ სამყაროს არაფრის ფასად არ გაასაჯაროებდა,გაყიდვაზე და ფულის გაკეთებაზე საუბარიც ზედმეტია. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ის ჭეშმარიტი მწერალი იყო,ყოველ შემთხვევაში მე ჭეშმარიტი მწერალი სწორედ ასეთად მიმაჩნია,რომელიც მხოლოდ იმიტომ წერს,რომ პირველ რიგში თავისი თავი გახადოს უკეთესი,სულიერად,ემოციურად დაიხარჯოს და თავისი ჭეშმარიტი ბუნება გამოამჟღავნოს. მეორე რიგში კი მკითხველს მიანიჭოს სიამოვნება. სხვა დანარჩენი უბრალოდ უაზრობაა.

   უახლესი მოთხრობა ირაკლიმ ოთხშაბათ დილით დაწერა. შემდეგ ის ცრემლმორეულმა გადაიკითხა და თაროზე შემოდო. ყმაწვილს უნივერსიტეტში ეჩქარებოდა. წასვლის წინ ის ისევ საწერ მაგიდასთან დაბრუნდა. უჯრიდან ახალი ფურცლების დასტა ამოიღო და მაგიდაზე დააწყო. წასვლის წინ კედელზე ჩამოკიდულ სურათს შეხედა(სწორედ ეს იყო მისი უბედურების მიზეზი), ცრემლები შეიშრო და გარეთ გავიდა. მიუხედავად ირაკლის წასვლისა მისი ჭეშმარიტი „მე“ ისევ ყმაწვილის საწერ ოთახში დარჩა. ის მის ნებისმიერ ნამუშევარში ცოცხლობდა. ოთახში მაგიდა იდგა, მაგიდის გვერდით კი დიდი,გრძელ თაროებიანი კარადა,რომელზედაც უამრავი ნაწარმოებს შორის უახლესი მოთხრობა - „დედის მოკლებული სითბო“ იდო. ოთახში მეტი არაფერი იყო,გარდა ერთი სურათისა,რომელიც კედლიდან იმზირებოდა. სურათზე ირაკლის ერთი წლის გარდაცვლილი დედა იყო გამოსახული,რომელიც თავისი მზრუნველი თვალებით აკვირდებოდა ოთახსა და მასში მყოფი შვილის ლამაზსა და კეთილ სულს...

Saturday, October 4, 2014

ლაბირინთი

  ჩვენთან, ქალაქ დექსოსში უძველესი წესები ისევ მეფობენ. წესი უამრავია, შემსრულებელი კი ძალიან ცოტაა. თუმცა არიან ისეთები,ვინც წესებს ზედმიწევნით იცავენ. წესები, მათ ჩვენთან ასე უწოდებენ, მაგრამ ალბათ სხვა სამყაროში მათ უბრალოდ თამაშები ეწოდებათ.თუმცა იმას , რასაც ჩვენ წესებს ვეძახით თამაშებს ნამდვილად ვერ დავარქმევთ მიუხედავად იმისა, რომ მათ თამაშების სახელები აქვთ. ერთ–ერთი უძველესი წესი ლაბირინთია, რომელიც წინაპარმა დექსოსმა შექმა,ისევე როგორც სხვა წესები. ლაბირინთი სასამართლოს გამორჩეული ხსნაა, თუმცა ბევრისთვის ის სიკვდილზე საშინელი სასჯელია, რომელსაც გასასვლელი არ აქვს. ლაბირინთში მრავალი ადამიანი შესულა, მაგრამ იქედან ვერავინ გამოსულა. არავინ იცის შიგნით რა არის, უბრალოდ ყველას სჯერა, რომ მას გასასვლელი არ აქვს. თუმცა,მაშინ როცა სასიკვდილო განაჩენს გამოგიტანენ იმ იმედის ბოლო ნაპერწკალს ებღაუჭები, რომელსაც ლაბირინთი ჰქვია, რომელსაც გასასვლელი დექსოსიდან სადღაც შორს აქვს.
  1751 წელი იყო,როცა მე სიკვდილი მომისაჯეს. სასამართლოს მცველებმა დილეგში ჩამაგდეს. ღამით ჩემთან მთავარი მოსამართლე, დექსოსის უშუალო შთამომავალი მოვიდა და ლაბირინთი შემომთავაზა. იმ კაცისთვის, რომელსაც ხვალინდელი დღისთვის სიცოცხლე აღარ უწერია ყველაფერი სულერთია. ლაბირინთის წესებს,ისევე როგორც სხვა დანარჩენ წესებს ბავშვებს პატარაობაშივე ასწავლიან. მისი წესები მეც ვიცოდი. თუ ლაბირინთს გავივლიდი თავისუფალი ვიქნებოდი, თუმცა დექსოსიდან სამუდამოდ გამაძევებდნენ, მაგრამ ისევ ვნახავდი მშვენიერ შხაპუნა წვიმას, ისევ შევეხებოდი ქალის თეძოებსა და ისევ შევიგრძნობდი მცხუნვარე მზის სხივებს. ბევრი სიკვდილმისჯილი ლაბირინთზე უარს ამბობდა,რადგან იქ მოხვედრა წამებლურ სიკვდილს ნიშნავდა. უკეთეს შემთხვევაში რომელიმე ბნელ ოთახში გაიჭედებოდი და იქ უსმელ–უჭმელი ამოგხდებოდა სული, უარეს შემთხვევაში კი... მე ასე არ მოვიქეცი,ლაბირინთზე დავთანხმდი. იმ ღამეს ერთი გამხმარი პური და ჭიქა წყალი მომიტანეს, სულ ეს იყო. მხოლოდ ეს მცირედი უნდა მყოფნოდა მთელი ლაბირინთის გასავლელად. მეორე დილითვე ლაბირინთთან წამიყვანეს. ლაბირითი დიდი სარდაფიდან იწყებოდა, რომელიც ტყეში, მიწაში მდებარეობდა. იქ დიდი კიბით უნდა ჩავმძვრალიყავი,რომელიც ტყეში მდებარე ხუფის ქვემოთ იყო. ტყეში უამრავი ხალხი შეკრებილიყო. მე იქ მცველებმა მიმიყვანეს. ტანზე თეთრი პერანგი და მოკლე შავი ნაჭრის შარვალი მეცვა. მხოლოდ ეს უნდა მყოფნოდა ღრმად მიწაში ყოფნის დროს. როცა მივედი ხუფი მაშინ გააღეს, იქედან მხოლოდ სიბნელე ჩანდა , თუმცა სიბნელეშიც კარგად მოჩანდა ჰაერში გამოკიდული უზარმაზარი ობობის ქსელები.კიბეზე ჩავედი. როგორც კი ფეხი ლაბირინთის ძირს დავადგი ხუფი მაშინვე ჩაკეტეს. მანამდე კი ხელში ანთებული ჩირაღდანი მომცეს. თუ ის ჩაქვრებოდა, რაც საკმაოდ შესაძლებელი იყო ჩემი საქმე წასული იქნებოდა. ჩირაღდნით ოთახი გავანათე კედლები ისევე, როგორც იატაკი და ჭერი შავი ფერის ლითონის იყო. ოთახი საკმაოდ პატარა იყო, მის ბოლოში რკინის კარები მდებარეობდა. მას მივაწექი. საკმაოდ ძნელად გაიღო.ფეხი მეორე ოთახში შევდგი. სწორედ აქედან დაიწყო ჩემი ლაბირინთში მოგზაურობაც.
  მეორე ოთახი საკმაოდ ვიწრო და გრძელი იყო. მასში გავლა გვერდულად მომიწია.ოთახი ობობის ქსელებით იყო სავსე. გზის გასაკვლევად მათი მოშორება მიხდებოდა.ქსელების მოშორების დროს ხელზე რამოდენიმე ობობაც ამაცოცდა, თუმცა საბედნიეროდ მათ ჩემთვის არ უკბენიათ. კარებამდე მისასვლელად 2 წუთი დამჭირდა, აქაც ზუსტად ისეთივე კარები იყო, როგორიც პირველ ოთახში. კარები შევაღე.
   მესამე ოთახი პატარა და განიერი ოთახი იყო, რაღაცით პირველ ოთახსაც გავდა,თუმცა მას ბოლოში ორი კარები ჰქონდა. მე მათ წინ გავჩერდი. რომელიმე უნდა ამერჩია.შეიძლებოდა  ერთ–ერთს გასასვლელი არც ჰქონოდა. ამის შემხედვარე ჩემი ბავშვობის თამაში გამახსენდა, მას ხის გვირაბი ერქვა. უფროსები ორ ხეს გამოჭრიდნენ და ჩვენ ბავშვები მათში ვძვრებოდით. თამაშის არსი კი ის იყო,რომ ერთ ხეში ტალახს დიდი რაოდენობით ყრიდნენ, მეორეში კი ტკბილეული ეყარა. შენ არ იცოდი რომელ ხეში რა იმალებოდა. უნდა აგერჩია, ან ტალახში ამოიგვანგლებოდი ანდა საღამოს პირს ტკბილეულით ჩაიტკბარუნებდი. თამაშს ყოველ დექსოსის პირველში  ვთამაშობდით. ჩვენთან კვირას 9 დღედ აღიქვამენ. პირველ დღეს დექსოსის პირველი ჰქვია, მეორეს დექსოსის მეორე დღე და ასე გრძელდება დექსოსის მეცხრე დღემდე, მერე ისევ თავიდან იწყება. მახსოვს ზოგჯერ ხის გვირაბიდან ტალახში ამოსვრილი გამოვდიოდი, თუმცა უფრო ხშირად იქედან ტკბილეულით ხელდამშვენებული გამომძვრალვარ. დაახლოებით აქაც ეს შემთხვევა იყო, თუმცა ახლა მე სასიკვდილო თამაშს ვთამაშობდი.თვალები დავხუჭე და ინსტინქტს მივენდე. მე არჩევანი გავაკეთე და მარცხენა კარი შევაღე. ოთახში შევედი.ვიგრძენი ჩემს ფეხებზე რაღაცამ როგორ გადაირბინა. ჩირაღდნით მაშინვე ფეხები გავინათე, მაგრამ ვერაფერი აღმოვაჩინე. შემდეგ წრუწუნი მომესმა და მივხვდი ,რომ ვირთხა ან თაგვი იქნებოდა. ოთახს გასასვლელი არ უჩანდა. ის მიხვეულ–მოხვეული იყო .ახლა კი ნამდვილ ლაბირინთში ვიყავი. ამ ოთახს მთელი დღე მივუყვებოდი, ან მე მეჩვენებოდა ასე. მიწის ქვეშ ხომ დროის აღქმა გეკარგება. კედლები მორიელებითა და უზარმაზარი ობობებით იყო სავსე. იატაკის კუთხეებში კი ვირთხები და ტარაკნები იმალებოდნენ. მოსახვევები არა და არ მთავრდებოდა. ამ ოთახში ჩემი ვარაუდით 5 საათი მაინც გავატარე. გაუთავებელი სიარულით ძალიან დავიღალე,თუმცა გაჩერების მეშინოდა. იქ,რომ ჩემთვის მორიელს ან რაიმე სხვა არსებას ეკბინა,ციებ–ცხელებით ამომხდებოდა სული.საბოლოოდ გასასვლელი მაინც გამოჩნდა და მეხუთე ოთახში შევედი.
   ოთახი საკმაოდ განიერი იყო, შეიძლება ითქვას ყველაზე განიერიც,მათ შორის რაც გამოვიარე. მას ბოლოში სამი გასასვლელი მოუჩანდა. თუმცა კარები არცერთს არ ჰქონდა. ჩირაღდნით კედლები გავანათე. იქ მხოლოდ ობობები შევნიშნე . ერთ–ერთ კედელზე ჩირაღდნის ჩასადებიც იყო ჩამოკიდული. ჩირაღდანი იქ ჩავდე, მის ქვემოთ იატაკზე დავჯექი და კედელს მივეყუდე.ოთახი კიდევ ერთხელ შევათვალიერე. კედელზე,ზემოთ საჰაეროები იყო განთავსებული,მაგრამ საკმაოდ მაღლა იყო , ვერ მივსწვდებოდი, თანაც ისინი გისოსებით იყო დაცული. ასე,რომ იქედან გასვლის შანსი არ არსებობდა. საშინლად მშიოდა და მწყუროდა,მაგრამ თან არაფერი გამაჩნდა.თუ გზას არ გავაგრძელებდი და აქედან დროულად არ გავიდოდი სული შიმშილითა და წყურვილით ამომხდებოდა. თუმცა გზის გაგრძელება არ შემეძლო.ლოცვა წარმოვთქვი და წინაპარ დექსოსს აქედან გაღწევაში დახმარება შევთხოვე.შემდეგ კი თვალები დავხუჭე. არ ვიცი, რამდენ ხანს მეძინა, როცა გამომეღვიძა ფეხზე კბენა ვიგრძენი , ალბათ სწორედ ამან გამომაღვიძა. დავიხედე და პატარა თაგვი დავინახე,ის ჩემი ფეხიდან ხორცს ციცქნიდა. მას ხელი ავუქნიე და მაშინვე სიბნელისკენ გაიქცა. მეც წამოვდექი, ჩირაღდანი ავიღე და გასასვლელების პირისპირ დავდექი. მამაჩემისგან მსმენოდა,რომ შუა კარი არასდროს არ უნდა ამერჩია, რადგან იქ ყოველთვის უბედურება მელოდა. ამჯერად არჩევანი მესამე გასასვლელზე შევაჩერე და მისკენ დავიძარი, როცა კედელზე წარწერა შევნიშნე. ის ძველ დექსოსურ ენაზე ეწერა, თუმცა საბედნიეროდ დედაჩემის დაჟინებული მოთხოვნით უძველესს ენას კარგად ვსწავლობდი. "ადამიანის ცხოვრება ერთი დიდი გამოცდაა.გამოცდებს ყოველთვის აქვთ დასაწყისი და დასასრული. გამოცდის დროს ბევრი არჩევნის გაკეთება გვიწევს. ეს გასასვლელები ყველაზე მარტივი არჩევანია. ამით შესაძლებელია განსაზღვრო და შეაფასო შენი ინტუიცია. ერთ–ერთი გასასვლელის ბოლოს ნაჯახი ძევს, მეორის ბოლოს დანა, მესამის ბოლოს კი სიცარიელეა."– წარწერა გულდასმით წავიკითხე. დანა ან ნაჯახი ძალიან დამეხმარებოდა. მესამე გასასვლელში შევედი. გრძელი გვირაბი იყო. მის ბოლოს დიდი ქვა დამხვდა ,რომელშიც საშუალო ზომის დანა იყო ჩასობილი. ძალიან გამიკვირდა ის ისევ იქ რომ დამხვდა, რადგან ლაბირინთში ჩემამდე ბევრი ადამიანი შესულა.ეს ნამდვილად სასწაული იყო. დანა ქვიდან გაჭირვებით ამოვაძერი. მას ხის ტარი ჰქონდა, რომელიც ლითონზე წვრილი ბაწრით იყო მიბმული.ის მაინცდამაინც ბასრი არ იყო,თუმცა გამოდგებოდა. უცებ გავიფიქრე,რომ სხვა გასასვლელში ნაჯახისთვის დავბრუნებულიყავი,მაგრამ ეს დროის ფუჭი კარგვა იქნებოდა. მთავარი იყო,რომ იარაღი უკვე მქონდა.თანაც შეიძლებოდა ნაჯახი იქ აღარც დამხვედროდა. გზა გავაგრძელე. მალე კარებიც გამოჩნდა და მეექვსე ოთახში შევედი.
   ახლა კი ნამდვილად მივხვდი რისი ეშინოდა ხალხს. ოთახში უშველებელი მჭრელი დაქანაობდა. ის როგორც სიგრძით,ისევე სიგანითაც საკმაოდ დიდი იყო. მას ვერც გადავახტებოდი და ვერც გავუძვრებოდი. ერთადერთი რისი გაკეთებაც შეიძლებოდა ეს მაშინ გაძრომა იყო, როდესაც ის ან მარცხნივ, ანდა მარჯვნივ გაქანდებოდა. თუმცა ესეც სარისკო იყო,მაგრამ სხვა გზა უბრალოდ არ არსებობდა. გული ამიჩქარდა. ჩემს სხეულში ადრენალინმა იმატა, ჩემი გულის ცემა სიჩუმეში უროს ბრაგუნივით ისმოდა. იმ მომენტში თითქოს დრო გაჩერებულიყო. ვიყავი მხოლოდ მე და იყო მჭრელი, რომელიც აქეთ–იქით ქანაობდა. დაველოდე,როცა მჭრელი აღმოსავლეთით გაქანდებოდა. მას ახლოს მივუახლოვდი. ის აღმოსავლეთით გაქანდა. მოვემზადე, როცა ის დასავლეთისკენ დაიძრა ჩავიმუხლა და მთელი სისწრაფით გავძვერი. დიახ, მე ეს შევძელი ! მე მჭრელს დავუძვერი. თუმცა მაშინ მივხვდი, რომ ეს ლაბირინთის პირველი, ყველაზე მარტივად დასაძლეველი გამოცდა იყო . ღრმად ჩავისუნთქე და მეშვიდე ოთახში შევედი.
  გული ისევ გამალებით მიცემდა. ამ ოთახში უფრო საშინელ რამეს ველოდი. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა,როცა ოთახში მიმოვიხედე და იქ ვერც ვირთხები, ვერც მორიელები და ვერც უზარმაზარი მჭრელი ვერ დავინახე. ოთახი ცარიელი იყო, თუმცა მას გასასვლელი არ ჰქონდა.ოთახში დაკვირვებით მიმოვიხედე და აღმოსავლეთის კედელზე გრძელი თოკი დავინახე. თოკი მოვსინჯე,საკმაოდ გამძლე ჩანდა. ხელებით ჩავებღაუჭე და მასზე ავცოცდი. უკვე თოკის წვერზე ვიყავი ასული ,როცა ზემოთ,ჭერში გასასვლელი დავინახე. თოკიდან გასასვლელზე გადავედი. ოთკუთხედის ფორმის რკინა იყო, რომლიდანაც ლითონი სასრიალოსავით ქვემოთ ეშვებოდა. მეც მას მივენდე, ხელებით სხეულს ვუბიძგე და ჩავსრიალდი. ყველაზე გრძელი სასრიალო იყო, რაზეც მისრიალია. არადა ბავშვობაში სასრიალო ჩემი საყვარელი გასართობი იყო და დექსოსში რაც სასრიალოები იყო თითქმის ყველაზე ჩამოვსრიალებულვარ. სასრიალო სწორი ზედაპირის იყო. რამოდენიმე წუთის შემდეგ როგორც იქნა ის დამთავრდა და ფეხებით ისევ იატაკზე აღმოვჩნდი. ჩემს წინ მერვე ოთახის კარი დავინახე.ის შევაღე და აი კიდევ ერთი დიდი უბედურება, ოთახი გველებით იყო სავსე.როცა კარი შევაღე რამოდენიმე ჩემსკენ გამოექანა. გველების მაინცდამაინც არ მეშინოდა,მაგრამ ახლა უეცრად მათდამი ფობია გამიჩნდა და კარები სასწრაფოდ გამოვხურე.ოთახში ერთი შეხედვითაც კი შევამჩნიე, რომ ეს გველები დექსოსური წარმომავლობის,გველების ყველაზე საშიშ ჯიშს – ნეპრას ეკუთვნოდნენ. ნეპრა გველები დღეისობით უკვე გადაშენებულები იყვნენ. უკანასკნელი ბავშვობაში ვნახე. როგორც დექსოსელებს გვითხრეს ის უკანასკნელი იყო ამ ჯიშიდან, თუმცა ეს ასე არ ყოფილა. აქ, ამ ლაბირინთში ასეთი ჯიშის მინიმუმ ათი გველი მაინც იქნებოდა. დექსოსურ ნეპრას ყველაზე საშიში შხამი ჰქონდა. ის უბრალოდ კბილს თუ გაგკრავდა მაშინვე პარალიზება გემართებოდა. ხოლო ღრმად ნაკბენის დროს კი მთელ სხეულზე დამბლა გეცემოდა, ჰალუცინაციები გეწყებოდა,რეალობასა და მოგონებებს ერთმანეთისგან ვერ არჩევდი, სხეულში საშინელ ტკივილსა და ჩხვლეტას გრძნობდი და ყველაზე უარესი მისი შხამი შიგნიდან გწვავდა. ის შენს უჯრედებს, ქსოვილებს, ორგანოებს შიგნიდან კლავდა, შემდეგ კი კანიც დაგისივდებოდა და ბოლოს იმ ტომარასავით გასკდებოდი ბავშვები ახალ წელს ტკბილეულის მოსაპოვებლად რომ ხეთქავდნენ. და ეს საშინელი არსებები,ნეპრა გველები სწორედ იმ ოთახში იყვნენ,რომელშიც მე უნდა გამევლო. არ ვიცოდი რა მექნა. სუსტი წერტილი ყველასა და ყველაფერს აქვს,მაგამ რა სუსტი წერტილი უნდა ჰქონოდათ ნეპრა გველებს ?!  და სწორედ მაშინ,როცა ოთახიდან გასვლის ყველანაირი იმედი გადამეწურა მამაჩემის სიტყვები გამახსენდა :"სამყაროში არ არსებობს არსება, რომელსაც რაღაცის მაინც არ ეშინია. შენ მეკითხები რისი უნდა ეშინოდეთ ნეპრა გველებს? პასუხი მარტივია. მათ იმის ეშინიათ,რისიც ყველა სხვა სულიერს. ისინი იმის წინაშე არიან უძლურნი რის წინაშეც ადამიანი , ლომი , ვეფხვი თუ სხვა რომელიმე სულიერია უძლური. აბა ახლა შენ მითხარი რა არის ეს?" ეს მამამ მაშინ მითხრა, როცა ჩვენი აზრით უკანასკნელი ნეპრა ვნახეთ. მე მას შევეკითხე თუ ამ სასტიკ არსებას რისი უნდა შეშინებოდა, მან კი სწორედ ეს პასუხი გამცა. თუმცა მაშინ მე მხოლოდ 8 წლის ვიყავი და პასუხი ვერ მოვიფიქრე. მამამ დაფიქრება მთხოვა და მითხრა, რომ როცა მოვიფიქრებდი მაშინ მეთქვა პასუხი. მაგრამ მაშინ ვერაფერი ვერ მოვიფიქრე. ახლა კი ყოველივე გასაგები იყო. პასუხი იყო ის, რაც მე ლაბირინთში ჩამოსვიდანვე მქონდა. ეს იყო ცეცხლი! ის, რისაც ყველა არსებას ეშინია. ცოტა გავივარჯიშე . ჩირაღდანს ჩემს გარშემო ვიტრიალებდი, რომ გველები უკნიდანაც არ მომპარვოდნენ და როცა ეს სწრაფად გამომივიდა კარები შევაღე. ოთახში ათამდე გველი ნამდვილად იქნებოდა, თუმცა სიმართლე გითხრათ ისინი მე არ დამითვლია. მე მხოლოდ კარებზე ვფიქრობდი, რომელიც შემდეგ ოთახში გამიყვანდა. ჩემმა ხერხმა იმოქმედა. გველები მართლაც მოიწევდნენ ჩემსკენ, თუმცა ჩირაღდანს ჩემი სხეულის გარშემო აქეთ–იქით ვატრიალებდი და ისინიც მაშინვე ჩერდებოდნენ. ეს დრო საუკუნესავით გაიწელა. კარები საკმაოდ ახლოს იყო, როცა კუთხეში რაღაცა შევნიშნე, ეს გველი არ იყო. თუმცა ყურადღებით არ დავკვირვებივარ, რადგან  ახლა მხოლოდ კარები იყო ჩემი ფიქრისა და დაკვირვების მთავარი მიზანი. მე ის სასწრაფოდ შევაღე და მეცხრე ოთახში შევედი.
  ოთახი ცარიელი ჩანდა. მე მას გავუყევი. ის რაღაცით მეოთხე ოთახს გავდა, რადგან მასავით მიხვეულ–მოხვეული ოთახი იყო. და მაშინ,როცა ოთახის შუაში ვიყავი გასული მივხვდი მერვე ოთახში რაც დავინახე. ეს ადამიანის ჩონჩხი იყო. მაგრამ ძვლებს საკმაოდ უცნაური ფორმები ჰქონდა. ისინი იმ რკინებს გავდნენ, რომლებიც მაღალი ტემპერატურისგან ჩამომდნარიყვნენ და ჩამოზნექილიყვნენ. ეტყობოდა ჩემი წინამორბედი ჩემსავით გონიერი ვერ გამოდგა, ან მას არ გაუმართლა და ჩირაღდანი მალევე ჩაუქრა. ახლა მეც ვდარდობდი ჩირაღდანზე, რადგან ის არა მხოლოდ გზას მინათებდა, არამედ სიცოცხლის შენარცუნებაშიც დამეხმარა. ნეტავ რა უნდა მექნა ის რომ ჩამქრობოდა? თუმცა ამაზე ფიქრი მალევე შევწყვიტე. არ მინდოდა აქედანვე მენერვიულა. მეცხრე ოთახი მეოთხე ოთახს როგორც მოყვანილობით, ასევე სიგრძითაც გავდა. თუმცა მასზე მაინც მოკლე იყო. დერეფანმა მოზრდილ ოთახში გამომიყვანა . დეჟავიუ გამითამაშდა, რადგან ეს ოთახი მეხუთე ოდახის იდენტური ოთახი იყო. თავი ვალდებულად ჩავთვალე გავჩერებულიყავი და შემესვენა, რადგან თუ ლაბირინთი ასე იყო მოწყობილი მე–15 ოთახამდე შესვენება არ მეღირსა, რადგან მანამდე უსაფრთხოდ თავს ნამდვილად ვერ ვიგრძნობდი. იმდენი შიში გამოვიარე,რომ ძილი საერთოდ არ მეკარებოდა. საშინლად მშიოდა და მწყუროდა. მუცელი საშინლად მიბუყბუყებდა. ვინ იცის რამდენი ხანი ვიყავი ამ ლაბირინთში.შეიძლებოდა უკვე ერთი დღეც გასულიყო, რაც არაფერი მეჭამა. წყურვილი აუტანელი იყო, მაგრამ შიმშილი კიდევ უფრო უარესი. კედლის სიბნელიდან განათებულ ადგილზე პატარა თაგვი გამოვიდა. იატაკს ყნოსავდა, ალბათ საკვებს ეძებდა. მას ვუყურებდი და თავში არაადამიანურმა აზრმა გამიელვა.ჩუმად წამოვდექი და ჯიბიდან დანა ამოვიღე. მერე ჩავიმუხლე და თაგვის მიმართულებით იატაკზე მარცხენა ხელი დავდევი. თაგვიც მაშინვე ხელისკენ წამოვიდა. მას იქ ხომ თბილი ხორცი ეგულებოდა. ის ჩემს შუა თითთან მოვიდა და ის იყო კბენა უნდა დაეწყო,რომ დანა მთელი ძალით ზურგში ჩავასე. თაგვი ფართხალებდა და საშინლად წრიპინებდა. დანა ხელში ამოვატრიალე, თაგვიც მასზე  ზურგით იყო წამოგებული. ვერსად ვერ გამექცეოდა. მერე დანა ძირს დავდე და თაგვს თავში ფეხი მთელი ძალით ჩავარტყი. პატარა თაგუნა იყო და ის მაშინვე მოკვდა. დანაზე წამოცმულ თაგვს კიდევ დიდხანს ვუყურებდი, მასზე უკვე ნერწყვი მომდიოდა. მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, როგორ ვჭამდი ამ პაწაწინა თაგვს, როგორ ვღეჭავდი მის ხორცს და შემდეგ ჩემს კუჭში ვათავსებდი.  დანით მისი გატყავება დავიწყე. ჭუჭყიანი ბეწვი მთლიანად მოვაშორე. მერე გავფატრე, მუცელი გავუჭერი და ორგანოები ძირს გადმოვუყარე. საშინელი სუნი ჰქონდა,მაგრამ ახლა მხოლოდ მის ხორცზე ვფიქრობდი. მისი მუცლიდან წითელი სითხე მადილამღძველად ჟონავდა. მამაჩემის დაყენებულ ღვინოს მაგონებდა. გავბედე და თაგვი პირთან მივიტანე. მალე ყელში მისი თბილი სისხლის საოცარი გემო ვიგრძენი. ისე მწყუროდა მისი სისხლი მთლიანად დავლიე, შემდეგ კი მის უმ ხორცს დავუწყე ჭამა. საშინელი გემო ჰქონდა, მაგრამ ისე მშიოდა ,რომ ყველაზე საუკეთესო კერძად აღვიქვამდი. მთლიანად შევჭამე. ეს შიში უკვე დავძლიე. ახლა სასმელ–საჭმელის პრობლემა მოგვარებული მქონდა, რადგან ლაბირინთში უამრავი ვირთხა თუ თაგვი იმყოფებოდა. მერე მოშარდვა მომინდა, ავდექი და ოთახის შორეულ კუთხეში მოვშარდე. გამძღარს ძილი მომერია. ახლა უკვე აღარანაირი პრობლემა აღარ მქონდა, რადგან საკვებიცა და ჰაერიც ბლომად მქონდა. იატაკზე წამოვწექი და ჩემეძინა. დამესიზმრა, რომ მეთერთმეტე ოთახში ტკბილეულობა მელოდა, ისეთი როგორითაც ხშირად ხის გვირაბებიდან გამოვდიოდი. არ ვიცი რამდენ ხანს მეძინა, როცა გამომეღვიძა თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობდი, თითქოს თავიდან დავბადებულიყავი. მეთერთმეტე ოთახში გასასვლელი კარი შევაღე და ოთახში შევედი.
  შიგნით საშინელი სუნი იდგა. წინ ნაბიჯი გადავდგი და ფეხებქვეშ რაღაც ტალახისმაგვარი ნივთიერება შევიგრძენი. ფეხის ამოღება ვცადე,მაგრამ ვერ შევძელი. ამ ნივთიერებაში ისე ვიყავი ჩაფლული, რომ ფეხების განძრევა არ შემეძლო. ყველანაირად ვცდილობდი ამ სიტუაციიდან გამოძრომას. აქეთ–იქით ვცდილობდი გამოძრავებას. ვცდილობდი ავხტომოდი და სწორედ ამ დროს ხელიდან ჩირაღდანი გამივარდა. ის პირდაპირ ჩემი ფეხების წინ ამ ნივთიერებაზე დაეცა. საბედნიეროდ ცეცხლი არ ჩამქრალა. მისი ენები პირდაპირ ამ ნივთიერებას ედებოდა და თითქოს ცეცხლმა ის გაადნო. გავიბრძოლე და გავთავისუფლდი. ჩირაღდანი ავიღე. ცეცხლს ამ უცნაურ ტალახს ვადებდი და გზას ასე მოკუზული მივუყვებოდი.ერთ ადგილას ცეცხლმა უცნაურ ტალახში რაღაც გაანათა, ადამიანის ჩონჩხის ძვლები იყო.ეს უკვე მეორე ადმიანი იყო,რომელმაც ჩემი გზა აირჩია და სამწუხაროდ მას ვერ გადაურჩა. ძლივსძლივობით შემდეგ კარამდე მივედი.ცეცხლი ძლივსღა ბჟუტავდა. ვლოცულობდი,რომ არ ჩამქრობოდა.მეთორმეტე ოთახში შევედი. საშინელი ქარი უბერავდა. უფრო ზუსტად კი საჰაეროებიდან ჰაერის უზარმაზარი ნაკადი პირდაპირ მე მეხეთქებოდა. სიარული მიჭირდა, ჰაერის ნაკადი უკან მაბრუნებდა და სწორედ მაშინ ცეცხლიც ჩაქრა. ყველაფერი წყვდიადმა მოიცვა. მე განწირული ვიყავი.გამწარებისგან მთელი ძალით ოთახის ბოლოსკენ გავექანე და შემდეგ ოთახში მაინც შევედი. არაფერი ჩანდა, ყველაფერი წყვდიადს შთაენთქა. იატაკზე დავჯექი და გონება მოვიკრიფე. ფიქრი დავიწყე იმაზე თუ როგორ შემეძლო ცეცხლის თავიდან გაჩენა. მამა ბავშვობაში ცეცხლის გაჩენას ქვებისა და ლითონის ჯოხების საშუალებით მასწავლიდა. ეს გამახსენდა და მაშინვე გონება გამინათდა. მე მქონდა დანა, რომელსაც ლითონის ბასრი მხარე ჰქონდა და იყო კედელი, რომელიც ასევე ლითონისგან იყო დამზადებული. დანა ამოვიღე და მთელი ძალლით კედელს ვუხახუნებდი. თან მასთან ახლოს ჩირაღდანი მეჭირა. გახახუნებისგან ნაპერწკალი ავარდა და პირდაპირ ჩირაღდანში ჩავარდა, შემდეგ კიდევ რამდენჯერმე მოხდა ასეთი რამ და ცეცხლიც აინთო. ჯერ ის ბჟუტავდა, შემდეგ კი ალმა ნელ–ნელა იმატა. ამოვისუნთქე და.. ამოსუნთქვა და მარცხენა ხელში საშინელი ჩხვლეტა და ტკივილი ერთი იყო. ჩირაღდნის შუქით ჯერ ოთახი,შემდეგ კი ჩემი ხელი შევათვალიერე. ოთახი წითელი მორიელებით იყო სავსე.მაშინვე წამოვხტი და შემდეგი ოთახისკენ გავიქეცი, თან რამოდენიმე მორიელი ტანიდანაც მოვიშორე. შემდეგი ოთახი მეოთხე და მეცხრე ოთახებს ჰგავდა. აქ დარჩენა არ შეიძლებოდა.ისევ მივრბოდი. წინ მეთხუთმეტე ოთახი მეგულებოდა, სადაც ჩემი ვარაუდით დასვენება შემეძლო. საბედნიეროდ ეს ოთახი წინა მიხვეულ–მოხვეულ ოთახებზე უფრო მოკლე აღმოჩნდა და მეთხუთმმეტე ოთახში გიჟივით შევვარდი. ჩემი ვარაუდი გამართლდა, მეთხუთმეტე ოთახი დასასვენებელი ოთახი იყო. წითელი მორიელები ძალიან საშიშნი არ არიან. ეს სახეობა მხოლოდ დექსოსშია გავრცელებული. მათი შხამი ორგანიზმში ძალიან ნელა გადაადგილდება, მაგრამ ის სასწრაფოდ უნდა გამოიდევნოს. იმედს ვიტოვებდი, რომ არ დავაგვიანე, რადგან თუ შხამი ორგანიზმში გულამდე მიაღწევდა მოვკვდებოდი, ხოლო თუ სისხლს შეერეოდა რამოდენიმე საათი, შესაძლოა რამოდენიმე დღე ჰალუცინაციები მქონოდა. დანის წვერი ცეცხლზე გადავატარე. შემდეგ კი ნაკბენთან კანი გადავიჭერი. სისხლთან ერთად გარეთ მოყვითალო–მოაგურისფრო სქელმა ბლანტმა სითხემაც გამოჟონა. გამიმართლა შხამი გულს ნამდვილად ვერ მისწვდებოდა, მაგრამ ალბათ სისხლში უკვე გავრცელდებოდა. ინფექცია არ უნდა შემჭროდა. ამიტომ მარჯვენა ხელში ანთებული ჩირაღდანი დავიჭირე და მასზე ჩემი მარცხენა ხელი,ჭრილობის ადგილი რამოდენიმეჯერ გადავატარე. საშინლად მეწვოდა, ვყვიროდი და ვტიროდი, რადგან აქ მაინც ვერავინ ვერაფერს ვერ გაიგონებდა. ჰაერში დამწვარი ხორცის სუნი დადგა. ჭრილობას დავხედე. ცოტა მომწვარიყო, თუმცა საბედნიეროდ საშიში დამწვრობა არ მქონდა მიყენებული. პერანგს ქვედა ნაწილი მოვხიე და ჭრილობას გადავუჭირე. შემდეგ კი ძლივსძლივობით ჩირაღდანი კედელზე განთავსებულ ჩასადებში ჩავდევი და ძირს დავეგდე. უკვე ვგრძნობდი,რომ შხამი მოქმედებას იწყებდა. თავბრუ მეხვეოდა. გონება მეკარგებოდა. მეც არ შევწინააღმდეგებივარ.ძლიერ ჰალუცინაციებამდე ცოტა დასვენება ძალიან მჭირდებოდა. ვიცოდი,რომ როცა გავიღვიძებდი თითქოს კარგად ვიქნებოდი, მაგრამ სინამდვილეში ჰალუცინაციები მექნებოდა. სანამ ყველაფერი არ გაივლიდა ამ ოთახიდან გასვლა არ ღირდა. ვფიქრობდი, რომ აქ შესაძლოა რამოდენიმე დღე დამჭირვებოდა ყოფნა. შემდეგ  ოთახის კუთხეში გავიხედე, იქ თაგვის სილუეტი დავლანდე. ჩავიღიმე და თავი ძილს მივეცი.
  არ ვიცი რამდენი ხანი მეძინა, თუმცა გაღვიძებული თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი. ძილის დროს ერთი სიზმარიც ვნახე. ბნელ გვირაბში მივრბოდი,ქვემოთ წყალი ესხა. ალბათ კანალიზაცია იქნებოდა. მივრბოდი,მაგრამ არ ვიცოდი რას გავურბოდი. გზის ბოლოს ჩიხი იყო. იქ გისოსები დამხვდა.თვალები დავხუჭე და მთელი ძალით დავიყვირე. როცა გავახილე საკანში ვიყავი. ხელები გისოსებზე მქონდა ჩაბღაუჭებული. ჩემს წინ დექსოსის მთავარი მოსამართლე იდგა და მე დამცინოდა. მერე თვალები ისევ დავხუჭე და ახლა დექსოსის საროსკიპოში ამოვყავი თავი. ირგვლივ ნახევრადშიშველი ულამაზესი ქალები იყვნენ. ჯიბეები შევიმოწმე. იქ ძალიან ბევრი მონეტა მეყარა. სამი ცალი ამოვიღე და ერთი წითური ოთახში შევიყვანე. ის იყო გახდა უნდა დამეწყო,რომ გამომეღვიძა. თუმცა თავს მაინც საუცხოოდ ვგრძნობდი. წამოვჯექი. ძალიან მშიოდა.ოთახში მიმოვიხედე,თუმცა საკვები ვერსად ვერ დავინახე. "–არაუშავს, აქ მორიელების გადამკიდე კიდევ დიდხანს მოგიწევს დარჩენა, გამოჩდებიან აბა სად წავლენ"– ვუთხარი ჩემს თავს და გავიზმორე. წამოვდექი და მეთექვსმეტე ოთახის კარისკენ დავიძარი. მაინტერესებდა იქ რა მელოდა. კარი შევაღე და საშიში ვერაფერი დავინახე. იატაკზე რაღაც ბერკეტის მაგვარი ხელსაწყო იყო განთავსებული. მის გვერდით კიდევ ასეთივე ორი ბერკეტი იყო. კარები გამოვხურე და ისევ მეთხუთმეტე ოთახში დავბრუნდი. ძალიან მშიოდა. სანადიროდ კუთხეებისკენ წავედი. ხელში ჩირაღდანი მეჭირა. აღმოსავლეთის  ერთ–ერთ კუთხესთან ვირთხა დავინახე. მისკენ გავექანე,მაგრამ სოროში შემასწრო. ნაცადი მეთოდი ვცადე. ჩირაღდანი ძირს დავდევი. მარცხენა ხელი სოროსთან გავშალე, ხოლო მეორეთი დანა მოვიმარჯვე. მალე სოროდან ვირთხის ცხვირი გამოჩნდა. მე ხელი ნელ–ნელა უკან წავიღე. მღრღნელიც მას გამოყვა. ო, რამხელა იყო. მთლიანად ალბათ ვერც მოვერეოდი. როცა ის სოროდან მთლიანად გამოვიდა დანა ჩავასე და ამოვატრიალე. დიდი იყო,მაგრამ დანაზე ზურგით წამოგებული უსუსურ მწერად მეჩვენებოდა.  ისიც ისევე, როგორც პირველი თაგვი ძირს დავდე და ფეხი თავში ძლიერად ჩავარტყი, თუმცა ამან ვირთხა არ მოკლა.შემდეგ ჩირაღდანი ავიღე და რკინის წვეტი თავში იქამდე ვურტყი, სანამ ის მთლიანად არ დაეჩეჩქვა. დასავლეთის კედელთან დავბრუნდი. ჩირაღდანი ჩასადებში ჩავდევი და ვირთხის გატყავებას შევუდექი.
– ქსერს,შვილო – უცებ ხმა მომესმა. ის საკმაოდ ნაცნობი ხმა იყო. ვირთხას თავი მივანებე და გვერდზე გავიხედე. იქ არავინ იყო, მეტიც საერთოდ არაფერი არ ჩანდა  ძველი ლითონის კედლების გარდა.
– ქსერს– ხმა ისევ გაისმა – აქ ვარ, შვილო. – ის მარცხნიდან ისმოდა. იქეთ მივიხედე და დედაჩემი დავინახე, მისი სული დავინახე. ის მე მეძახდა.
– დედა. – მის სახეზე ღიმილი გაჩნდა. გული ამიჩუყდა. ვიგრძენი როგორ ჩამომიგორდა სახეზე ცხელი ცრემლი.
– ჩემო ბიჭო.
– დედა.
ის მე მომიახლოვდა. მარჯვენა ხელი ჩემსკენ წამოიღო და ლოყაზე მომადო. არა მკაფიოდ, მაგრამ მისი შეხება მაინც ვიგრძენი. ის იღიმოდა, დედაჩემი კვლავაც მიღიმოდა, მაგრამ მე ვტიროდი. გავიღიმე , თუმცა ეს ღიმილი უფრო ტანჯვისა და სინანულის ღიმილი უფრო იყო, ვიდრე სიხარულისა და ბედნიერების. ეს ის ღიმილი არ იყო, რომელიც დედაჩემს ჰქონდა აღბეჭდილი.მაგრამ  დედაჩემიც ხომ არ იყო რეალური. ის უბრალოდ იმ ჰალუცინაციების ნაწილი იყო, რომელიც წითელი მორიელის ნაკბენის გამო უნდა მქონოდა.
– მაპატიე ქსერს .
– რა გაპატიო ? საპატიებელი არაფერი გაქვს.
– მაპატიე, რომ დედაშენი ვიყავი.– ეს უკვე დედაჩემის ხმა აღარ იყო. მას ახლა დემონის ხმა ჰქონდა. ნაბიჯი უკან გადავდგი. ქალმა საშინელი ხარხარი დაიწყო. დედაჩემი ნაწილ–ნაწილ დაიშალა, მისი სხეულიდან უზარმაზარი ბუზები, ყვავები და სხვა მწერები ამოფრინდნენ. ისინი თავს დამესხნენ. ხელები თავზე ავიფარე. "– ეს არ ხდება, ეს არ ხდება" – ჩემს თავს ვამშვიდებდი, თუმცა ეს დამშვიდება ისტერიკაში უფრო გადამდიოდა. კიდევ კარგი ეს ყველაფერი მხოლოდ რამოდენიმე წუთი გაგრძელდა, თორემ მეტს ვეღარ გავუძლებდი. მინდოდა ეს ყველაფერი შეჩერებულიყო. ეს ჰალუცინაციები გამქრალიყო, მაგრამ ჯერ ეს შეუძლებელი იყო. იატაკზე დავჯექი. ჩემი გული ძლიერად ძგერდა. ღრმად ვსუნთქავდი. დამშვიდება ძლივს მოვახერხე. წინა ჰალუცინაციიდან ალბათ ხუთი–ექვსი წუთი გასულიყო. ვირთხას მივუბრუნდი. ის იყო ბეწვი უნდა მომეშორებინა, რომ ისევ ხმა მომესმა, თუმცა ახლა უკვე კაცის ხმა იყო.
– ქსერს. – ხმისკენ მივიხედე, წინ მამაჩემი იდგა.
– ეს არ ხდება. შენ არარეალური ხარ. შენ მამაჩემი არ ხარ!
– არა ქსერს, ცდები. მე მამაშენი ვარ. მე ოდისერი ვარ, დექსოსის შთამომავალი და ქაბიმის ვაჟი, დამიჯერე შვილო. მე ნამდვილად მამაშენი ვარ.
– ეს სიცრუეა ! – ოთახში ჩემი ღრიალი ექოსავით გაისმა.
– არა შვილო. მე ისეთივე რეალური ვარ, როგორიც ეს ვირთხაა. – ვირთხას დავხედე. ის ინძრეოდა, ფართხალებდა. თვალები ძლიერად დავხუჭე და ისევ გავახილე. მღრღნელი ისევ მკვდარი ეგდო ჩემს ფეხებთან, მამაჩემი კი გამქრალიყო. 
– ღმერთო – იატაკზე დავჯექი და ვირთხის გატყავებას შევუდექი. საბედნიეროდ ეს ბოლომდე დამცალდა. საქმის დროს არც მამაჩემი გამომცხადებია და არც რომელიმე ჩემი ნათესავი. მღრღნელი დანით შუაზე გადავჭერი. ის სისხლისგან ბოლომდე გამოვცალე. მისი სისხლი პირდაპირ ჩემს ყელში გადავუშვი. თუმცა გული ამერია. ალბათ მაშინ, როცა იგივე თაგვის შემთხვევაში გავაკეთე ძალიან მშიოდა და წყურვილისგანაც ვკვდებოდი, თორემ ახლა როცა უკვე ყველაფერი გაანალიზებული მქონდა ეს ვეღარ შევძელი. ჩირაღდანი ავიღე და ვირთხა მასზე გადავატარე. ჰაერში საოცარი სუნი დადგა. ვირთხის შეწვისგან გამოყოფილი სუნი იმ სუნს გავდა, რომელიც ბავშვობაში ხშირად მიყნოსავს მამაჩემის შემწვარი ხორცის გამო. მღრღნელი მალე შეიწვა. მას ხორცი მოვკბიჩე. შემწვარი ბევრად გემრიელი იყო. ისე მშიოდა ვირთხა მთლიანად შევჭამე, კარგად გავძეხი. შემდეგ ისევ წამოვწექი და მორიგ ჰალუცინაციებს დაველოდე, თუმცა არანაირი ჰალუცინაციები აღარ დამმართნია. ამიტომაც წამოვდექი და მეთექვსმეტე ოთახში შევედი. იქ, სადაც უცნაური ბერკეტები მელოდა.
    სამივე ბერკეტი კარისკენ იყო გადატრიალებული. კარები კი არ იღებოდა. პირველი ბერკეტი გადმოვატრიალე,კარები მაინც არ გაიღო.შემდეგ მეორეც გადმოვატრიალე,შემდეგ მესამეც,მაგრამ უშედეგოდ. პირველი ბერკეტი უკან გადავატრიალე,მერე კი ისევ გადმოვატრიალე და ახლა მეორე გადავატრიალე.რაღაც ხმა მოისმა,კარებს ისევ მივაწექი და საბედნიეროდ გავაღე. მეჩვიდმეტე ოთახში შევედი. გასასვლელი ძალიან ვიწრო იყო.ხოლო კედლებიდან კი ბასრი შუბები იყო გამოშვერილი.უკან მივიხედე,მაგრამ იქ ნამდვილად ვერ დავბრუნდებოდი.ერთადერთი გზა შუბებიანი კედლების გავლა იყო.გვერდულად დავდექი და შევისუნთქე.გზას ასე გავუყევი,მაგრამ ზურგი და გულმკერდი მაინც მეჩხაპნებოდა და ოდნავ სისხლიც მომდიოდა.საბედნიეროდ ეს ოთახი გრძელი არ იყო და გასვლა მოვახერხე.მეთვრამეტე ოთახში შევედი.ოთახი ცარიელი იყო.შემდეგ კი დავინახე თუ როგორ წამოვიდა კედლები ჩემსკენ, ისინი უფრო და უფრო ახლოვდებოდნენ,მათ ჩემი გაჭყლეტა სურდათ.რაც ძალი და ღონე მქონდა გავიქეცი.თითქმის ბოლოში ვიყავი გასული,როცა კედლები ჩემს გვერდებთან ვიგრძენი.წინ გადავხტი.ის იყო სამშვიდობოს გავედი,რომ ფეხზე ძლიერი ტკივილი ვიგრძენი.მოვიხედე და ვნახე,რომ ჩემი მარცხენა ფეხი კედლებში მომტნეოდა.ხელებით მის გამოძრობას ვცდილობდი,ფეხი საშინლად მტკიოდა.საბედნიეროდ მოვახერხე და ის კედლებიდან გამოვაძვრინე,მაგრამ ჩემი ფეხი ვეღარ ვიცანი.თითები დაგრეხილიყვნენ,ტერფს ფორმა შესცვლოდა.ყველა თითი,მთლიანად ფეხი მქონდა მოტეხილი.კარებს მივეყრდენი და თითების ადგილზე ჩასმა დავიწყე.საშინლად მტკიოდა.პირით დანის ტარი დავიკავე და კბილებს მთელი  ძალით ვუჭერდი. თავში რაღაც მიგუგუნებდა,ტკივილისგან მთელი სახე დამმანჭვოდა.ეს მომენტი საუკუნესავით გაიწელა. ყველა თითი ჩავისვი,მაგრამ თავად ფეხი იყო დამტვრეული.კოჭებში დავიჭირე და მთელი ძალით გადმოვატრიალე.საშინელი ტკივილი იყო,მთელი სხეული დამეჭიმა.მოვახერხე და ფეხის ფორმა მაინც დავუბრუნე.წამოდგომა ვცადე,მაგრამ ვერ შევძელი.ისევ ვცადე...კიდევ ვცადე...და მეთერთმეტე მცდელობაზე წამოვდექი.როგორც კი ფეხი ძირს დავდგი და მას დავაწექი საშინელი ტკივილი ვიგრძენი და უმალ ძირს დავვარდი.შევძელი და მეცხრამეტე ოთახის კარი ძლივსძლივობით გავაღე და შიგნით შევფოფხდი. ამ ოთახში ობობებსა და მორიელებს ველოდი,თუმცა საბენიეროდ ჩემმა მოლოდინმა არ გაამართლა. ეს საუკეთესო ოთახი იყო,რაც კი ამ ლაბირინთში მენახა. ოთახი მაინცდამაინც დიდი არ იყო,თუმა მის შუაში აუზი იყო.ძალიან გამიკვირდა. წყალში ხელი ჩავყავი. ის ცხელი იყო. ესეც ძალიან საკვირველი იყო,მაგრამ ადამიანს, რომელიც ლაბირინთში იმყოფებოდა არაფერი არ უნდა გაკვირვებოდა.წყალში ჩავედი,უფრო სწორად კი ჩავფოფხდი.თბილი აბაზანა საოცრად მესიამოვნა.წყალს უცნაური სუნი ასდიოდა.ყნოსვა გავიმძაფრე და გოგირდის სუნი ვიყნოსე.გოგირდის აბაზანა ჩემი ჭრილობებისთვის საუკეთესო რამ იქნებოდა.თავი ზევით ავწიე და ჭერს ავხედე. იქედან უზარმაზარი წარწერა მიმზერდა. „ყოველ გმირს სჭირდება ცოტაოდენი დასვენება,ყოველ დამნაშავეს მცირედი შეწყალება“. უცნაური წარწერა იყო. ეს ალბათ მართლაც,რომ წყალობა იყო, იმის შემდეგ რაც გამოვიარე...და რაც წინ მელოდა.
   ცხელმა აბაზანამ ცოტა მიშველა.ჭრილობებიც აღარ მაწუხებდა და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ფეხზეც დავდექი. ფეხი მტკიოდა,მაგრამ სიარული მაინც შემეძლო.ამ ოთახის დატოვება არ მინდოდა,მაგრამ აბაზანის შემდეგ მომშივდა,ხოლო ამ ოთახში კი თაგუნიები ვერსად შევნიშნე.წინ მეოცე ოთახი იყო,ალბათ იქ მეგულებოდა ჩემი სადილი.კარები შევაღე,მაგრამ იქ თაგვების ნაცვლად უზარმაზარი სვავები დამხვდნენ.ჩირაღდანს ხელი მაგრად ჩავჭიდე და ის ილეთი გავიმეორე გველებთან რომ გამომადგა.სამწუხაროდ რამოდენიმე მათგანმა ჩემი დაკორტვნა მაინც მოასწრო,თუმცა მაინც იოლად გამოვედი.ოცდამეერთე ოთახში შევედი. ოთახის ცენტრში ორი მბრუნავი კასრი იდგა,რომლებიდანაც ბასრი დანები იყო გამოყოფილი.ისინი ძალიან ნელა ტრიალებდნენ.კასრები არც ისე მაღლები იყვნენ.მათ შორის გასასვლელი არ არსებობდა,გავირბენდი და ალბათ გვერდებზე ათიოდე ჭრილობა მაინც დამრჩებოდა. ვიფიქრე და საკმაოდ გიჟური რამ მოვიფიქრე,თუმცა აქამდეც იმდენ სიგიჟეებს ვაკეთებდი ეს აზრი გიჟურად სულ არ მომეჩვენა. მაისური გავიხადე და მთლიანად დავხიე. ნაჭრები ხელებზე და ფეხებზე სქლად შემოვიხვიე,ჩირაღდანი კი პირით დავიჭირე. მე კასრებზე ასვლა და იქედან გადახტომა მომაფიქრდა. მეშვიდე რიგში მყოფ დანებს ხელები მოვკიდე(ვიგრძენი როგორ გაიჭრა მაისურის ნაჭრები, როგორ გაიჭრა ჩემი ხელებიც და იქედან სისხლმა გამოჟონა), ფეხებით კი ქვემოთ მდებარე დანებს შევახტი.მტკიოდა,მაგრამ ამაზე არ ვფიქრობდი.შემდეგ სულ ზემოთ მყოფ დანებს მოვკიდე ხელი და კასრზე ავცოცდი.იქედან გადავიხედე,დანები მაინცდამაინც დიდზე არ იყვნენ გამოშვერილნი.თვალით მანძილი გავზომე,მოვემზადე და გადავხტი. ძირს ხელებით დავეცი,ასე რომ არაფერი არ მიტკენია.ხელებზე და ფეხებზე დავიხედე.ოდნავი ნაკაწრები იყო,სისხლიც ცოტა მომდიოდა. საშიში არაფერი იყო. კარისკენ გავემართე და ოცდამეორე ოთახში შევედი.კარები არსად ჩანდა.ოთახის შუაში ორმო იყო,რომელსაც თოკი ჩაუყვებოდა. თოკს ჩავეჭიდე და ორმოში ჩავედი. ორმოში რაღაც მილი გადიოდა.მილს გავყევი.საკმაოდ გრძელი და მიხვეულ-მოხვეული გზა იყო.ალბათ რამოდენიმე საათი ვიცოცე და ბოლოს პატარა, მრგვალ კარს მივაგენი.ის გავაღე და ახალი ოთახი დავინახე,ოთახში შევედი.  ის ცარიელი იყო. წინ კარები დავინახე. ეს ალბათ ოცდამესამე ოთახის კარები იყო.როცა კარები შევაღე ჩემთვის ვფიქრობდი „ნეტავ რამდენი ოთახია ამ წყეულ ლაბირინთში?“  დეჟავიუ გამითამაშდა. ოთახი საოცრად ჰგავდა მეჩვიდმეტე ოთახს. აქაც ვიწრო კედლები იყო,საიდანაც შუბები იყო გამოყოფილი. ისევ გვერდულად დავდექი და სიარული დავიწყე,მაგრამ ამ დროს უკნიდან ხმა შემომესმა. მივიხედე და სახეზე ერთდროულად შიში და გაოცება აღმებეჭდა,როცა ჩემს უკან რაღაც მილი დავინახე საიდანაც ცეცხლი ჩემი მიმართულებით იფრქვეოდა. დავიყვირე და მთელი სისწრაფით წინ გავვარდი.ისე,რომ ბასრი შუბების არსებობის შესახებ სულ დამავიწყდა.იმდენი ადრენალინი გამოვიმუშავე,რომ ტკივილს საერთოდ ვერ ვგრძნობდი,მეტიც ეს სასიამოვნოც კი იყო. მივრბოდი და ცეცხლიც უკან „მომსდევდა“. საბედნიეროდ ეს გასასვლელიც მოკლე აღმოჩნდა. როცა ოცდამეოთხე ოთახში შევვარდი, გავიგონე როგორ შეეფრქვა ძლიერი ცეცხლი ფოლადის კარებს. ბასრი შუბები ახლა გამახსენდა,მაგრამ უკვე საკმაოდ გვიანი იყო, ჩემს სხეულზე წითელი წვეთები ღვარაღვარა ჩამოდიოდნენ.ფერდებზე უამრავი ჭრილობა მქონდა.უმეტესობა მსუბუქი იყო,მაგრამ ორგან ხორცი გადამხსნოდა და სისხლი საოცარი სისწრაფით იღვრებოდა. შარვალი გავიხადე და ფერდებზე მთელი ძალით შემოვიჭირე. სისხლი მაინც მოდიოდა,მაგრამ არა იმდენად. ვლოცულობდი,რომ გონება არ დამკარგვოდა. საოცარი სისუსტე და დახუთულობა ვიგრძენი.თვალები მებინდებოდა,ძილი მერეოდა.მიმოვიხედე და ჰაერში რაღაც ფერის აირი შევნიშნე,შემდეგ სუნიც მეცა. ეს მომწამლავი აირი იყო. ოთახის ბოლოსკენ გავიქეცი,თან მთელი სხეული მიმძიმდებოდა და საშინლად მტკიოდა. ოთახი ტრიალებდა,კარები უფრო და უფრო მშორდებოდა. ძირს დავეცი,მაგრამ გონება ჯერ-ჯერობით არ დამკარგვოდა.თავი გვერდით გადამივარდა. იქ ადამიანის ფეხები დავლანდე,ის ჩემსკენ მოიწევდა. ბურუსიდან ჯერ მისი ფეხები მოჩანდა,შემდეგ ტორსიც და სახეც გამოჩნდა.თვალებს არ ვუჯერებდი.ეს სახე მრავალჯერ მქონდა ნანახი,მაგრამ მხოლოდ ნახატებზე და პორტრეტებზე.
-გამარჯობა ქსერს!-ეს წინაპარი დექსოსი იყო.
ის მაღალი კაცი იყო.მას ჭარაღა თმები და ასევე ჭაღარა დიდი წვერი ჰქონდა. მხოლოდ თვალები და ცხვირი მოუჩანდა.დექსოსი მთასავით კაცი იყო.
-ქსერს,შვილო, მისმინე,შენ ამას შეძლებ! შენამდე ვერავინ შეძლო აქამდე მოღწევა.ცოტა დაგრჩა ქსერს. ლაბირინთი დაუძლეველი არ არის. ის მე გავიარე სიკვდილამდე  2 წლით ადრე. ეს რჩეულების ხვედრია, იღბალისა და მამაცობის გამოცდა.თუ აქ დარჩები მოკვდები,მაგრამ თუ წამოდგომას და გზის გაგრძელებას შეძლებ გადარჩები.
-მე...მე...არ შემიძლია.
-შენ უნდა შეძლო ქსერს! მე ვიცნობდი შენი ბაბუის დიდი ბაბუას ბაბუას, ქაბიმის მამის მამასა და იმათ მამებს. თქვენ მებრძოლები ხართ, თქვენ ეს სისხლში გაქვთ. ახლა კი შეძელი და წამოდექი.
-თქვენ...-დექსოსი გაუჩინარებულიყო. მისმა სიტყვებმა მე შთამაგონეს.ძალ-ღონე მოვიკრიბე და წამოვდექი. თავბრუ საშინლად მეხვეოდა,სიარული მიჭირდა,მაგრამ თითქოს რაღაც ძალა მაიძულებდა კარამდე მისვლას,რაღაც მეხმარებოდა,რომ არ წავქცეულიყავი. ხელები წინ გავიწვდინე და ისინი კარებს შეეხნენ. მივაწექი და ის ძლივსძლივობით შევაღე. არ ვიცოდი სად ავღმოჩნდი,რადგან თვალებს ვეღარ ვახელდი. კედელს მივეყრდენი და ღრმად სუნთქვა დავიწყე.ფეხი საშინლად მტკიოდა,მიფეთქვდა. ფერდებიდან სისხლი მოთქრიალებდა,მაგრამ გზას მაინც ვაგრძელებდი. თვალებს ძალა დავატანე და გავახილე. ცარიელ ოთახში ვიყავი, ოცდამეხუთე ოთახი მეხუთის,მეათისა და მეთხუთმეტე ოთახების მსგავსი იყო. ჩირაღდანი ძირს დავდე და მეც ძირს დავეცი...
  არ ვიცი უგონოდ რამდენი ხანი ვიყავი, როცა გონს მოვედი მთელი სხეული მიფეთქავდა. შარვალი თავიდან გადავიჭირე.ვგრძნობდი,რომ ნელ-ნელა სისხლისგან ვიცლებოდი. მართალია ოცდამეოთხე ოთახიდან გამოვაღწიე,არ ვიცი ეს როგორ შევძელი,მაგრამ მე უკვე დავნებდი. მე არ ვიყავი რჩეული,რომელიც ამ ლაბირინთს გაივლიდა. შემდეგ დაბრკოლებებს ვეღარ გავუძლებდი. ალბათ შემდეგ ოთახშივე ამომხდებოდა სული,თუ იქ არა შემდეგებში უთუოდ მოვკვდებოდი. მაგრამ მე თავს მაინც ბედნიერად ვგრძნობდი.მე  ოცდახუთი ოთახი გავიარე და ჯერ კიდევ ცოცხალი ვიყავი. ფეხზე ძლივს ვდგებოდი, ყველანაირად დასუსტებული ვიყავი. აირმა კი ჩემი ორგანიზმი საერთოდ დაასუსტა და მოწამლა. კედელთან დავჯექი და მას მივეყრდენი. დავფიქრდი იმ ცხოვრებაზე,რომლითაც მე ვიცხოვრე. „ბევრი ამბობს,რომ დროის დაბრუნება რომ შეეძლოს არაფერს შეცვლიდა,მაგრამ მე აუცილებლად შევცვლიდი. აღარ მოვიპარავდი იმ ვაშლს თხუთმეტი წლის ასაკში,შემდეგ არც იმ საფულეს ჩვიდმეტი წლის ასაკში და ბოლოს არც იმ კაცს მოვკლავდი ოქროს გულისთვის, რომლის გამოც ლაბირინთში აღვმოჩნდი. არადა ჩემს ოჯახში ყველა წესიერი ადამიანი იყო,მხოლოდ მე გამოვდექი ასეთი შემარცხვენელი. შანსი რომ მქონდეს და აქედან რომ გავაღწიო აუცილებლად გამოვსწორდები,მაგრამ ეს შეუძლებელია,რადგან ლაბირინთიდან გასასვლელი არ არის.“-აი რას ვფიქრობდი, როცა კედელზე მიყრდნობილი ვიჯექი ოცდამეხუთე ოთახში.ლოცვა წარმოვთქვი და სიკვდილთან შესაგებებლად ოცდამეექვსე ოთახის კარი გამოვაღე და ადგილზევე გავიყინე. უკვე ოთახში აღარ ვიყავი,ან შეიძლება ეს ოთახიც ყოფილიყო,ზუსტად არ ვიცოდი. კარების მიღმა წყალი დამხვდა. ზღვა,ოკეანე რაღაც ამდაგვარი იყო. ცურვა ვიცოდი.ჩირაღდანი ოცდამეხუთე ოთახში დავტოვე,მთელი ძალა მოვიკრიბე და ზემოთ ავცურე. ჯერ-ჯერობით ჭერი არსად ჩანდა,არც ახალი კარები ჩანდა სადმე. დაახლოებით ხუთი მეტრით ზევით ავიწიე და წყლის მიღმა ღია საფარველი გამოჩნდა. ამოვყვითე და ცა დავინახე. ჯერ ის ასე ლამაზად არ მომჩვენებია.გარშემო მიმოვიხედე,  ირგვლივ კლდეები იყო. ლაბირინთიც ერთ-ერთ ასეთ კლდეში მთავრდებოდა ზღვიდან 5 მეტრის სიღრმეში. კლდეზე ავფოფხდი და მის წვერზე დავდექი. ჰორიზონტს გავხედე.შორს ძლივსძლივობით რაღაც ქალაქი მოჩანდა.წითელ დროშებზე მივხვდი,რომ ეს დექსოსი იყო,მაგრამ ახლა ამას აღარ ჰქონდა მნიშვნელობა.მთავარი იყო,რომ მე გადავრჩი,ამაში კი წინაპარი დექსოსი დამეხმარა. ქალაქს ზურგი ვაქციე და სამხრეთისკენ გავემართე. იქ, სადაც ახალ ცხოვრებას დავიწყებდი. ლაბირინთმა მართლაც შემცვალა. იქ სულ სხვა ადამიანად შევედი,ხოლო იქედან კი სხვა კაცად გამოვედი.წინ გრძელი გზა მელოდა. დექსოსიდან წამოვედი,მაგრამ იმედი მაქვს წინაპარი დექსოსი მფარველობას მაინც არ მომაკლებს,მხოლოდ მას თუ შეუძლია ჩემი გადარჩენა.

Thursday, September 18, 2014

უსახლკარონი-კამილი-II

   ახალგაზრდა გოგონა ფსიქოლოგიური ცენტრის კიბეებს მიუყვებოდა,მას ყავისფერი ქურქი ეცვა.გოგონას ყავისფერი მბზინავი თმ და ასევე ყავისფერი თვალები ჰქონდა. იგი ძალიან ლამაზი იყო. მან მესამე სართულზე მდებარე ერთ-ერთი კაბინეტის კარზე დააკაკუნა.
-მობრძანდით.- შიგნიდან ხმა მოისმა.
-გამარჯობა, ელენ,როგორ ხარ?-გოგონა კაბინეტში შევიდა.
-ოჰ,კამილ,რა სიურპრიზია! გამიხარდა შენი ნახვა.- ელენი წამოდგა და კამილს ჩაეხუტა.
-მოდი,დაჯექი.ხომ კარგად ხარ?
-კი, კარგად ვარ. უბრალოდ დღეს ორი წელი გავიდა იმ ამბიდან და აქ მოსვლა მომინდა...უბრალოდ ყველაფრისთვის მადლობა მინდა გადაგიხადო,ძალიან დამეხმარე.შენ რომ არა დღეს, ალბათ, არც სამსახური მექნებოდა და საერთოდ, ისეთიც არ ვიქნებოდი,როგორიც ახლა ვარ.
-მიხარია, რომ დაგეხმარე.ვიცი ძნელია იმ ყველაფრის დავიწყება,მაგრამ ხომ გახსოვს, „წარსული არ უნდა დავივიწყოთ...
-მას უბრალოდ უნდა შევეგუოთ“.
-ზუსტადაც. სამსახურში საქმეები როგორ მიდის?
-კარგად.
-პირად ცხოვრებაში?
კამილს გაეცინა.
-ჯერ ამისთვის ვერ მოვიცალე.
-არა უშავს, ჯერ მაინც ახალგაზრდა ხარ.შემახსენე რამდენი წლის ხარ?
-21-ის.
-21-ის...მომავალი ჯერ კიდევ წინ გაქვს.
კამილიმ გაიღიმა,იგი წამოდგა.
-კარგი,უნდა წავიდე.
-მოდი კიდევ ერთხელ ჩამეხუტე,-ელენი კამილს გადაეხვია.-წარმატებებს გისურებ.
-შენც.
  კამილი კაბინეტიდან გამოვიდა.ქუჩაში გავიდა,სამი ვარდი იყიდა და ტაქსი გააჩერა.
-წმ. პეტრეს სასაფლაოსთან მიმიყვანეთ.-უთხრა ტაქსის მძღოლს, რომელმაც გოგონას მაშინვე თავი დაუქნია.
   გარეთ ბარდნიდა.მიუხედავად იმისა,რომ დეკემბრის შუა რიცხვები იყო,მაინც ციოდა და თოვდა.ტაქსს სასაფლაომდე 10 წუთი დასჭირდა.კამილიმ ფული გადაიხადა და ტაქსიდან გადმოვიდა. სასაფლაოს ჭიშკარს შეხედა,აბრაზე წმ. პეტრეს სასაფლაო ეწერა. გოგონამ ჭიშკარი შეაღო და შიგნით შევიდა.ის საფლავების გრძელ რიგს მიუყვებოდა. მალე დიდი მუხაც გამოჩნდა.ის განცალკევებით იდგა. ხის ძირში კი სამი საფლავი მოჩანდა.კამილი სწორედ ამ საფლავებთან მივიდა.გოგონამ საფლავებთან ჩაიმუხლა. ქვები თოვლის ფანტელებს დაეფარათ.კამილიმ ვარდები საფლავებზე დააწყო და დათოვლილი ქვების გადაწმენდა დაიწყო. წმენდა მარცხენა საფლავიდან დაიწყო.როცა გოგონამ მესამე საფლავის ქვაც გადაწმინდა აქვითინდა და ხელი სახეზე აიფარა. შემდეგ ის ნელ-ნელა ჩამოიცურა პირზე და ისევ საფლავს შეეხო,ოღონდ ახლა ის თითქოს მას ეფერებოდა.კამილი ხელს ქვაზე ამოტვიფრულ წარწერას დიდი მგრძნობიარობითა და სიყვარულით უსვამდა. აცრემლებული თვალებით პირველ საფლავს შეხედა,რომელზეც ნიკ ბარნტონი ეწერა,შემდეგ მზერა მეორე საფლავზე გადაიტანა,რომელზეც ლიზ ბარნტონი იყო ამოტვიფრული.ბოლოს კი გოგონა ისევ მესამე საფლავს დაუბრუნდა,რომლის წარწერაც ამბობდა,რომ იქ ემანუელ ბარნტონი განისვენებდა.

-ემანუელ,-წარმოთქვა კამილიმ.-ჩემო ძვირფასო,ემანუელ...
  კამილს გონებაში ის ავბედითი დღე ამოუტივტივდა,როდესაც მისი ოჯახი მთლიანად დაიღუპა.ეს უბედური შემთხვევა იყო. ისინი ავარიაში მოჰყვნენ.იმ დღეს ნიკი თავისი ოჯახით შონმა რესტორანში დაპატიჟა.კამილი მათ არ გაჰყვა, მეგობრის დაბადების დღეზე წავიდა. მისთვის რესტორნიდან ოჯახს უნდა გამოევლო. ღამის თერთმეტის-ნახევარი იქნებოდა,როცა კამილიმ ემანუელის ხმა ბოლოჯერ გაიგონა. ბიჭმა მას დაურეკა,რათა ეთქვა,რომ ისინი უკვე ახლოს იყვნენ და გოგონა ყურადღებით ყოფილიყო.
-ჰო,კარგი,-უთხრა ძმას.-აი მგონი უკვე გხედავთ კიდევაც.-კამილიმ მანქანას,რომელიც გზატკეცილზე მოდიოდა ხელი დაუქნია.
შარშანწინდელი ზამთარი წლევადელზე ბევრად საშინელი იყო.იმ დღეს საშინლად ციოდა და თოვდა.გზაც მოყინული იყო, ამიტომ ნიკი ნელა მოდიოდა. თუმცა მაშინ,როცა გოგონამ მანქანას შორიდან ხელი დაუქნია მოსახვევიდან შავი ჯიპი მთელი სისწრაფით გამოვარდა.მძღოლმა ყინულის გამო საჭე ვეღარ დაიმორჩილა.ჯიპი ნიკის მანქანას მთელი სისწრაფით დაეჯახა და ის  წითელ შენობას მიახეთქა. ყველაფერი წამებში მოხდა.
-არაააა,-განწირული ხმით იყვირა კამილიმ და მანქანისკენ გაექანა. მანქანის მარცხენა მხარე მთლიანად შეჭეჭყილი იყო. კამილი მარჯვენა მხარეს მივარდა და კარები გამოაღო.სკამიდან გარეთ ემანუელი გადმოვარდა,მთელი სახე გასისხლიანებოდა.
-ემანუელ,ემანუელ,-კამილი ძამიკოს სახეზე ეფერებოდა. - ახლავე 911-ში დავრეკავ.
კამილიმ ტელეფონზე 911 აკრიფა.
-დიახ,გისმენთ.რა შეგემთხვათ?-ტელეფონში ოპერატორის ხმა გაისმა.
-გთხოვთ,სასწრაფოდ სასწრაფო დახმარება გამოგზავნეთ.ავტოკატასტროფაა.სამი ადამიანი...
-გთხოვთ დამშვიდდით.დახმარებას ახლავე გამოვგზავნით.სად იმყოფებით?
-7B გზატკეცილთან.
-კარგი.სასწრაფო დახმარება მალე მოვა.
-გთხოვთ,იჩქარეთ.-კამილიმ ტელეფონი გათიშა და მანქანიდან ლიზის გადმოყვანას შეეცადა,მაგრამ ეს შეუძლებელი იყო. ლიზი ნიკის უკან მარცხენა მხარეს იჯდა. მისი და ნიკის სხეულები  შეჯახებისგან გაჭყლეტილები და დამტვრეულები იყო.ისინი სისხლით იყვნენ მოსვრილნი.კამილი მუხლებზე დავარდა.
-არა,გთხოვ ღმერთო,-ქვითინი დაიწყო.-დედა,მამა.გთხოვთ არ დამტოვოთ.-მაგრამ გოგონამ იცოდა,რომ ისინი უკვე დაღუპულნი იყვნენ.ამ დროს კამილს შორიდან ყრუდ ხმა მოესმა.
-კამილ,კამილ.- ემანუელის ხმას გავდა.გოგონა ძმასთან მიიჭრა.
-ემანუელ,დამშვიდდი. სასწრაფო მალე მოვა.
-გვიანია-ემანუელმა ძლივს წარმოთქვა.-ვკვდები.
-არა,ასე ნუ ამბობ.
ბიჭის სახეზე თითქოს ღიმილი გამოისახა. ხელის ამოძრავება ცადა,მაგრამ ვერ შეძლო. კამილიმ მისი ხელი აიღო და ლოყაზე მიიდო.
-მე ჩემი ცხოვრებით მაინც ბედნიერი ვარ.ამდენი ტანჯვის მიუხედავად მე შენ, ნიკი და ლიზი გაგიცანით.ჩვენი ერთად გატარებული დღეები უძვირფასესია. ახლა კი მინდა,რომ გამაგრდე და ცხოვრება გააგრძელო. მინდა,რომ-ემანუელმა ძლიერად ამოისუნთქა, ამოახველა და ხველას სისხლიც ამოჰყვა.გოგონა ძირს დაჯდა და ემანუელის თავი მუხლებზე დაიდო. ბიჭმა ხველას მოუხშირა. მას უფრო და უფრო მეტ სისხლს აყოლებდა.კამილი ცახცახებდა.
-ემანუელ,მე მიყურე. ჩემთან დარჩი. გთხოვ არ დამტოვო,არ მიმატოვო.
ემანუელმა ბოლო ძალები მოიკრიბა და ძლივს გასაგონად ჩაიჩურჩულა:
-მაპატიე...მიყვარხარ...-ამის შემდეგ კი კამილს სახეზე ბოლოჯერ მოელამუნა ემანუელის სუნთქვა.
-არა,ემანუელ.გთხოვ-გოგონამ თავი ბიჭის გულში ჩარგო და ტირილი დაიწყო. რამდენიმე წუთის შემდეგ კი სასწრაფო დახმარების სირენების ხმაც გაისმა,თუმცა უკვე ყველაფერი გვიანი იყო. ემანუელი,ნიკი და ლიზი უკვე ამ სამყაროდან წასულიყვნენ.
  ამ ამბის შემდეგ კამილი დეპრესიაში ჩავარდა. არ ჭამდა,არ სვამდა. სწავლა თვეების დამთავრებული ჰქონდა.მან ჟურნალისტიკურზე ჩააბარა და წარმატებულადაც ისწავლა.მისმა მეგობარმა და თანაკურსელმა გოგონა ელენთან ძალით მიიყვანა. ფსიქოლოგმა კი ერთწლიანი მუშაობის შედეგად გოგონას მდგომარეობიდან გამოყვანა შეძლო. კამილის შვიდი თვის წინ ტელევიზიაში მუშაობა თავისმა მეგობარმა დააწყებინა.
   გოგონამ ცრემლები შეიმშრალა. ემანუელის საფლავს ეამბორა,შემდეგ ნიკისა და ლიზის საფლავებს შეხედა და ჩუმად წარმოთქვა „-მიყვარხართ“. წამოდგა.ქურქი ჩამოიფერთხა და ტელევიზიაში წავიდა.
   კამილი ტელევიზიის მეორე სართულზე მუშაობდა. სამუშაო ადგილამდე კიბით ავიდა და თავის მაგიდას მიუჯდა.მასთან მისი მეგობარი-რებეკა მივიდა.
-აბა როგორ ხარ?
-კარგად,შენ?
-მეც,არამიშავს.დღეს სასაფლაოზე იყავი?
-ჰო.
-ხომ კარგად ხარ?
-კი,კარგად ვარ. - კამილიმ მეგობარს გაუღიმა.
რებეკამ მეზობელი მაგიდის სკამი კამილთან გამოაგოგიალა და მასზე მოკალათდა.
-დღეს რაღაცაზე ვფიქრობდი.
-აბა რაზე?
-გახსოვს შენი ამბავი რომ მომიყევი.მერე ისიც მითხარი,რომ მამაშენმა ერთგვარი გამოძიებაც ჩაატარა და დედაშენის...შენს ბიოლოგიურ დედას ვგულისხმობ, მის შესახებაც გაიგო.
-მერე?
-შემახსენე მასზე რა გითხრა?
კამილი ჩაფიქრდა.
-მან მითხრა:„მაგრამ იცოდე,რომ შენ გყავს დედა,რომელსაც ისევე უყვარხარ,როგორც ჩვენ და ის ყველანაირად ცდილობდა შენს დაბრუნებას,თუმცა მას დღემდე გარდაცვლილი ჰგონიხარ“
-ზუსტადაც. დედაშენის მოძებნა არ გიფიქრია?
-რა?
-ჰო,რატომაც არა. მას ხომ არ მიუტოვებიხარ. დარწმუნებული ვარ ძალიან უყვარხარ და ენატრები. მაშინ,როცა ეს ამბავი გაიგე ოჯახი ახალი შეძენილი გყავდა და არ გინდოდა ვინმე თქვენ შორის ჩამდგარიყო,ან ვინმეს მათგან მოეცილებინე. ამიტომ დედაშენმა არ დაგაინტერესა ან რამე ამის მსგავსი,ზუსტად ვერ გეტყვი მაშინ შენს თავში რა ხდებოდა. ახლა კი...შენ არავინ გყავს,არც მას არ ჰყავს არავინ.კამილ, ის დედაშენია. არ გაინტერესებს მაინც როგორია შენი ნამდვილი დედა?
კამილი ცოტა ხნით ჩუმად იყო.
-მართალი ხარ. მე ის უნდა მოვძებნო. სიმართლე გითხრა ადრეც ვფიქრობდი ამაზე,მაშინ როცა ჩემი ოჯახის წევრები ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ. უბრალოდ მისი გაცნობა მინდოდა.
-ჰოდა ახლა გაიცანი, გინდა არ გინდა ის მაინც შენი ოჯახია. დახმარება შონს სთხოვე.
-არ არის საჭირო.ნიკს სარდაფში ფაილები აქვს შენახული ჩემი და ლიბედის შესახებ.
-ლიბედი ვინ არის?
-დედაჩემი,ლიბედი დედაჩემია.
-მაშინ რას ელოდები?
-მერე აქაურობა?
-მე მივხედავ. ნუ ღელავ ყველაფერი კარგად იქნება. უფროსს ვეტყვი,რომ საშინლად ავად ხარ და რამდენიმე დღით მოსვლას ვერ შეძლებ. ჩემი მანქანა წაიყვანე,დაგჭირდება.
-მადლობა. - კამილიმ რებეკას აკოცა,მანქანის გასაღები გამოართვა და სახლში წავიდა.
     გოგონა პირდაპირ სარდაფისკენ გაეშურა.სახლს საშუალო ზომის სარდაფი ჰქონდა.იქაურობა მტვრითა და აბლაბუდებით იყო სავსე,რადგან კამილი სარდაფში საერთოდ არ ჩადიოდა.მარჯვენა კედელთან დიდი კარადა იდგა.გოგონამ კარადის უჯრა გამოაღო და საქაღალდეები იპოვნა.საქაღალდეში კამილის გამტაცებლების შესახებ იყო ინფორმაცია.ბოლოში კი ნიკის კალეგრაფიით გოგონას ბიოლოგიური დედის სახელი და მისამართი ეწერა. კამილიმ მისამართი ახალ ფურცელზე გადაწერა და საქაღალდე თავის ადგილზე დააბრუნა.
   გოგონა იმ მისამართზე მივიდა,სადაც წლების წინ ლიბედს ნიკი მამამისთან ერთად ესტუმრა. კარი მოხუცმა ქალმა გაუღო.
-გამარჯობა.-კამილიმ მას გაუღიმა.
-გამარჯობა,შემიძლია რაიმეთი დაგეხმაროთ?
-მე ლიბედ ბრენდსონს ვეძებ.
-აჰ,ლიბედი.ის კარგი გოგოა.მან ეს სახლი ერთი წლის წინ მე მომყიდა.ახლა ნამდვილად არ ვიცი სად ცხოვრობს.
-კარგი, გმადლობთ.
-იქნებ მეზობლებს დაელაპარაკოთ.შეიძლება ვინმესთან ისევ მეგობრობს.
-დიახ,რა თქმა უნდა.მადლობა.
ქალმა კამილს გაუღიმა და კარები დაკეტა.გოგონა გვერდითა სახლს მიადგა და დააკაკუნა,კარები ახალგაზრდა ქალმა გაუღო.
-გამარჯობა,მე ლიბედ ბრენდსონს ვეძებ.ხომ არ იცით სად შეიძლება იყოს?
-არა, ნამდვილად არ ვიცი.ვიცნობდი,მაგრამ მხოლოდ გამარჯობა-გაგიმარჯოთი.
-ხომ არ იცით ვინ შეიძლება მის შესახებ იცოდეს?
ქალი ჩაფიქრდა.
-აი,მოპირდაპირე მხარეს 106-ე სახლში ერთი ქალი ცხოვრობს-ლაურა.მგონი ლიბედი მასთან  მეგობრობდა.
-გმადლობთ.-უთხრა ღიმილით და 106-ე სახლისკენ დაიძრა.
გოგონამ კარზე ამჯერადაც დააკაკუნა. ცოტა ხნით იცადა და ბოლოს კარი რომ არავინ გაუღო წამოსვლა დააპირა.უკვე მანქანისკენ მიდიოდა,როცა უეცრად სახლის კარი გაიღო და იქიდან წითელთმიანი ქალი გამოვიდა.
-გნებავთ რამე?-მან კამილს ჰკითხა.
გოგონა შემოტრიალდა, ლაურას გაუღიმა.
-ხელი ხომ არ შეგიშალეთ?
-არა,უბრალოდ რაღაცას ვაკეთებდი და ცოტა შემაგვიანდა.
კამილი ქალისკენ დაიძრა.
-მე ლიბედ ბრენდსონს ვეძებ,ხომ არ იცით სად არის?
-დიდი ხანია ლიბედის შესახებ არაფერი გამიგონია.აქედან რაც გადავიდა კონტაქტი შევწყვიტეთ.მგონი მამამისთან გადავიდა.როცა ლიბედის დედა გარდაიცვალა და ჯორჯი მარტო დარჩა ლიბედმა მამასთან გადასვლა გადაწყვიტა.
-მისამართი ხომ არ იცით?
-სამწუხაროდ,არა.
-კარგი,გმადლობთ.
-ნახვამდის.
კამილი მანქანაში ჩაჯდა და სახლისკენ დაიძრა.მას საქაღალდეში ლიბედის მამის მისამართიც ეგულებოდა.
  გოგონამ სარდაფში საქაღალდე ხელმეორედ მოიძია და იქ  ჯორჯის მისამართიც იპოვნა.კამილიმ მისამართი ფურცელზე ამოიწერა და საქაღალდე უკან დააბრუნა. მისაღებში ავიდა და დივანზე მოკალათდა.კამილის გონება არეული იყო. მან არ იცოდა სურდა  თუ არა ლიბედის მოძებნა, გონებაში მოვლენების განვითარების სხვადასხვა სცენარი წარმოიდგინა. კამილიმ წარმოიდგინა თუ როგორ სვამდნენ ყავას ის და დედამისი,როგორ საუბრობდნენ მოდაზე თუ სამზარეულოზე,როგორ ჩაეხუტებოდა დედას,როცა  რაიმე წარმატებას მიაღწევდა და ჩაესმოდა ლიბედის სიტყვები „ყოჩაღ,შენით ვამაყობ, ელი“. მაგრამ მეორე მხარეს გოგონა ხედავდა ემანუელს,ლიზსა და ნიკს, რომლებიც კამილს ცრემლმორეულები უმზერდნენ.გოგონას არ სურდა მათი დათმობა.ეშინოდა,რომ თუ ლიბედთან დაბრუნდებოდა მათ დაივიწყებდა და მხოლოდ ლიბედი იქნებოდა მისი ოჯახი,ხოლო ემანუელი,ნიკი და ლიზი კი უბრალოდ წარსულის მოგონებები გახდებოდნენ. კამილს სახეზე ცრემლი ჩამოუგორდა,მან ის  ცერით მოიწმინდა. წამოდგა და დისკებში ქექვა დაიწყო, ის, რასაც ეძებდა მალევე იპოვნა.ეს ემანუელის დაბადების დღის ჩანაწერი იყო. პირველი დაბადების დღე იყო,რომელიც ბიჭმა ოჯახში აღნიშნა.მაშინ ისინი ნიკსა და ლიზს მხოლოდ რამდენიმე თვის გაცნობილები ჰყავდათ,მაგრამ ემანუელს საოცარი დაბადების დღე გადაუხადეს.თუმცა ბიჭის თხოვნით მის დღესასწაულზე არავინ დაპატიჟეს.დაბადების დღე მხოლოდ ლიზმა,კამილიმ,ნიკმა და ემანუელმა აღნიშნეს,მაგრამ ეს ნამდვილად საუცხოო და საუკეთესო დაბადების დღე იყო. ვიდეოს ნიკი იღებდა. თავიდან პატარა ემანუელი გამოჩნდა,რომელსაც ლამაზი სმოკინგი ეცვა,მის შემდეგ კი ლამაზ კაბაში გამოპრანჭული კამილი და მომაჯადოებლად მომღიმარი ლიზი გამოჩნდნენ. ტორტი მაგიდაზე იდო.
-ემანუელ,არ ჩააქრობ?-ვიდეოში ნიკის ხმა გაისმა.
-მხოლოდ კამილისთან ერთად.
-ეს ხომ შენი დაბადების დღეა?-ბიჭს კამილიმ ჰკითხა.
-ეს ჩემი ბედნიერებაა,რომელიც მინდა,რომ შენც გაიზიარო.-ბიჭმა გოგონას გაუღიმა.
-მიდი.-ლიზმა კამილს ჩუმად გადაუჩურჩულა.
გოგონა ბიჭის გვერდით დადგა და მათ თერთმეტი სანთელი ერთად ჩააქვრეს.ნიკმა სადღესასწაულო სასტვენს დაუსტვინა და ბავშვებსა და ლიზს დაბადების დღის ქუდები დაახურა.ლიზმა ემანუელს საჩუქარი გამოუტანა,ბიჭს კამილმაც მისცა საჩუქარი. ეს არწვის ყელსაბამი იყო.
-რა ლამაზია,მადლობა, კამილ.-ემანუელმა გოგონას აკოცა და მას გადაეხვია.
-გახსოვს ერთხელ შენ ქალთევზის ყელსაბამი რომ მაჩუქე.ის ახლაც მიკეთია,მინდა,რომ შენ ჩემგან სამახსოვროდ ეს გეკეთოს.-ბიჭმა გაიღიმა და ყელსაბამი გადაიკიდა.
  კამილი ვიდეოს თვალცრემლიანი უყურებდა. ხელი მაისურში ჩაიცურა და იქიდან ქალთევზის ყელსაბამი ამოაძვრინა.
-მე ისევ მახსოვხარ, ემანუელ, და მუდამ მემახსოვრები.-გოგონას სახეზე ღიმილი გამოესახა. ცრემლები მოიწმინდა და ვიდეო გამორთო.
    დისკს თავის ადგილზე აბრუნებდა,როცა კარებზე ზარმა დარეკა.კამილი კარის გასაღებად წავიდა. მას იქ რებეკა ელოდებოდა.
-აბა, როგორ ხარ?-ჰკითხა მეგობარმა.
-კარგად.
-ლიბედი ნახე?
-არა,ვერ მოვახერხე.ხვალ სხვა ადგილას მივალ.იქნებ იქ იყოს.
რებეკა კამილს დააკვირდა.
-შენ რა, ტიროდი?
-ჰო,ემანუელის დაბადების დღის ჩანაწერს ვუყურე.
-ოჰ,კამილ.-რებეკა მეგობარს გადაეხვია.კამილიმ თავი მის მხარს ჩამოადო და აქვითინდა.
-არ შემიძლია.მათ გარეშე ცხოვრება არ შემიძლია.ისინი ძალიან მენატრებიან.
-მესმის,მოდი დავსხდეთ.-რებეკა დივანზე ჩამოჯდა და მეგობარიც გვერდით დაისვა.
-ყველაფერი კარგად იქნება.
-არაფერიც არ იქნება კარგად.ასეთი რა დავაშავე?ჯერ იყო და ბიოლოგიურ დედას დამაშორეს,მერე ქუჩაში დამაგდეს,მერე როგორც იქნა ბედნიერება ვიპოვნე,ოჯახი ვიპოვნე და ისინიც წამართვეს...
-კამილ, დამშვიდდი,გთხოვ.ყველაფერი გამოსწორდება.აი ნახავ,-რებეკამ გოგონა გულში კიდევ ერთხელ ჩაიკრა.-მე შენთან ვარ.შენ მე გყავარ, ძვირფასო, და გპირდები,რომ მარტო არასოდეს დაგტოვებ.
-არ ვიცი,მეშინია.
-რისი გეშინია?
-ლიბედის გაცნობის.
-რატომ?
-მგონია,რომ ის ჩემს ოჯახს სულიერადაც დამაშორებს.
-კარგი რა. არაფერსაც არ დაგაშორებს.ისინი შენს გულში ცოცხლობენ და ეს სამუდამოდ ასე იქნება.
-ჰო, მაგრამ მაინც არ ვარ დარწმუნებული რომ ეს მინდა,არ ვიცი ღირს თუ არა დედაჩემის გაცნობა.
-დამიჯერე, ღირს.აი ნახავ,ყველაფერი კარგად იქნება.გინდა დღეს შენთან დავრჩები.
-არა,გმადლობ. არ არის საჭირო.
-დარწმუნებული ხარ?
-ჰო,-კამილიმ მეგობარს გაუღიმა.
-კარგი. ყავას მოვადუღებ,ხომ დალევ? მოგიხდება.
-კარგი დავლევ.
რებეკა ყავის მოსადუღებლად სამზარეულოშო გავიდა.კამილიმ კი თავი ბალიშში ჩარგო და ტირილი გააგრძელა.
   მეორე დილით კამილი ადრიანად ადგა.თავი მოიწესრიგა,ლამაზი სვიტერი ჩაიცვა და ბაბუამისის სახლში წავიდა. თოვა შესუსტებულიყო,თუმცა აქა-იქ ფანტელები ციდან მაინც ცვიოდა.გოგონა კვლავაც არ იყო დარწმუნებული უნდოდა თუ არა ლიბედის ცხოვრებაში ასე მოულოდნელად შეჭრილიყო და თავად ლიბედიც შემოეშვა თავის ცხოვრებაში,მაგრამ კამილი მასთან მაინც მიდიოდა. სახლი ადვილად იპოვნა. მანქანა სახლის წინ გააჩერა და ზარის დასარეკად დაიძრა.კარების წინ ოდნავ შეყოვნდა, ღრმად ამოისუნთქა და ღილაკს მიაწვა.კარი საშუალო ასაკის ქალმა გაუღო,თუმცა ეს ქალი ნიკის მიერ მოთხრობილი ქალის აღწერილობას არ ემთხვეოდა.
-გამარჯობა.-კამილიმ ქალს მიმართა.
-გამარჯობა.
-მე ლიბედ ბრენდსონს ვეძებ.აქ ცხოვრობს?
-ლიბედი? არა.ჯორჯი რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა. საწყალმა მეუღლის დაკარგვა ვერ გადაიტანა.ლიბედს აქ დარჩენა არ სურდა.ის უბრალოდ ამ ყველაფრისგან გარბის.ჯერ მისი გოგონა დაიღუპა,შემდეგ ქმარი, ახლა კი დედ-მამაც გარდაეცვალა.
-უკაცრავად და თქვენ ვინ ბრძანდებით?
-მე მისი ნათესავი ვარ.სახლი მე დამიტოვა.
-ხომ არ იცით სად შეიძლება რომ იყოს?
-არა,ნამდვილად არ ვიცი.მოგზაურობას აპირებდა,მაგრამ სად ეს არ ვიცი.თქვენ ვინ ბრძანდებით?მას ძალიან ჰგავხართ.
კამილიმ ჩაიღიმა.
-მისი ძველი მეგობარი ვარ. მოგზაურობიდან რომ დაბრუნდება თქვენთან მოვა?
-არა,ის აქ არ დაბრუნდება.მგონი სახლიც იყიდა,თუმცა სად არ ვიცი.
-იქნებ ტელეფონის ნომერი მაინც გაქვთ?
-კი,ახლავე მოგცემთ.შემობრძანდით.
-არა,გმადლობთ, აქ დაგელოდებით.
ქალმა კამილს თავი დაუქნია და სახლში შევიდა. ორიოდე წუთის შემდეგ გარეთ პატარა ფურცლით ხელში დაბრუნდა,რომელზეც ლიბედის ტელეფონის ნომერი ეწერა.
-გმადლობთ.-კამილიმ ქალს ფურცელი გამოართვა.
-წარმატებებს გისურვებთ,ნახვამდის.
-გმადლობთ,თქვენც ასევე.
ქალმა კამილს გაუღიმა და კარები დაკეტა.გოგონა კი მანქანაში ჩაჯდა.ის ცოტა ხანს ფიქრობდა,თუ როგორ გაეგო ლიბედის ახალი მისამართი,შემდეგ კი შონი გაახსენდა. ის ისევ პოლიციის კაპიტანი იყო. კამილიმ გეზი ნიკის ძველ სამსახურში აიღო. როცა კიბეებზე ადიოდა,უცნაური შეგრძნება დაეუფლა. ის დრო გაახსენდა,როცა ნიკს პირველად შეხვდა. იმის შემდეგ რამდენჯერმე იყო მასთან სამსახურში,თუმცა მაინც უცნაური შეგრძნება დაეუფლა. გოგონამ დერეფანი გაიარა და მთავარ ოთახში შევიდა. მისი მზერა ერთ-ერთმა მაგიდამ მიიპყრო. მაგიდაზე დეტექტივი მ.ბლენცი ეწერა,თუმცა ადრე ეს მაგიდა დეტექტივ ნიკ ბარნტონს ეკუთვნოდა.გოგონამ გზა გააგრძელა.შონის კაბინეტი ოთახის ბოლოში მდებარეობდა.გზად კამილი ერთ-ერთმა ქალმა ოფიცერმა შეაჩერა.
-რით შემიძლია დაგეხმაროთ?
- მე კაპიტან შონთან მოვედი. მისი ახლობელი ვარ.
-რა გქვიათ?
-კამილი.კამილ ბარნტონი.
-კარგი გადავცემ,აქ დამელოდეთ. - ოფიცერი კაპიტანთან შევიდა და იქიდან მალევე დაბრუნდა.
-შეგიძლიათ მიბრძანდეთ,კაპიტანი გელოდებათ.
-გმადლობთ.-კამილიმ ქალს გაუღიმა და კაბინეტში შევიდა.
-ოჰ,კამილ.რა სიურპრიზია,გამიხარდა შენი ნახვა.-შონი გოგონას გადაეხვია. რაც მისი ოჯახი გარდაიცვალა კაპიტანი ყველანაირად ცდილობდა კამილის დახმარებას.მას მატერიალურადაც ბევრჯერ დახმარებია.
-მეც,როგორ ბრძანდებით?
-მე კარგად,შენ?
-მეც არა მიშავს.
-მოდი დავსხდეთ.
-გუშინ სასაფლაოზე ვიყავი,თუმცა იქ ვერ გნახე.
- იქ დილით ვიყავი.
-ჰო,მე საღამომდე ვერ მოვიცალე.
-აბა რა ხდება,სამსახურში ამბები როგორაა?
-კარგად.
-აქ რამ მოგიყვანა?
-დედაჩემს ვეძებ.
-ოჰო,რით დაგეხმარო?
-მამაჩემმა მისამართები დამიტოვა.ყველგან მივედი,მაგრამ ლიბედი არსად არ დამხვდა.ბოლოს ბაბუაჩემის სახლში ვიყავი,იქ მითხრეს, რომ ლიბედმა ახალი სახლი იყიდა და იქ ცხოვრობს. იქნებ მისამართის გაგებაში დამეხმარო?
-რა პრობლემაა. მითხარი შენს ბიოლოგიურ დედას რა ჰქვია?
-ლიბედ ბრენდსონი.
კაპიტანმა კამილს თავი დაუქნია და მორიგე ოფიცერი გამოიძახა.
-გისმენთ,ბატონო კაპიტანო.
-გამიგე ლიბედ ბრენდსონი სად ცხოვრობს,ბოლოს შეძენილი სახლის მისამართი მინდა,ასევე ტელეფონის ნომერიც.
-ახლავე.
-რატომ გადაწყვიტე დედაშენის მოძებნა?-შონი კამილს მიუბრუნდა.
-ფიქრობთ რომ ეს არ უნდა გამეკეთებინა?
-არა,პირიქით.ეს ძალიან კარგია. ნიკი შენით იამაყებდა.უბრალოდ, ისე მაინტერესებს.
-სიმართლე გითხრათ ეს რებეკამ გადამაწყვეტინა,მაგრამ მე მაინც ყოველთვის მინდოდა ჩემს ბიოლოგიურ დედასთან შეხვედრა.
-სწორედ ახლაა შესაფერისი მომენტი.შენც მარტო ხარ, ისიც მარტოა.თქვენ ერთმანეთი გჭირდებათ.თანაც ის შენი ოჯახია,კამილ.
-მესმის.
კარზე კაკუნი გაისმა.
-შემოდით.
-აი მისამართი ვიპოვნეთ.-ოფიცერმა შონს ფურცელი მიაწოდა.
-გმადლობ, ვი.-შონმა კამილს ქაღალდი გადასცა.
-აბა შენ იცი,თუ რამე დაგჭირდება არ მოგერიდოს.
- გმადლობ, ყველაფრისათვის.
შონმა კამილს გაუღიმა,გოგონას გადაეხვია და კაბინეტიდან გააცილა. კამილიმ უკანა გზაზე ნიკის მაგიდას კიდევ ერთხელ შეხედა,ამჯერად მასზე უკვე ბუტერბროდები იდო.
 გოგონა მანქანაში ჩაჯდა და მისამართზე წავიდა. ლიბედის ახალი სახლი მცირე ზომის უბრალო სახლი იყო. კამილიმ კარზე დააკაკუნა,მაგრამ მას არავინ გამოეხმაურა. ეტყობა დედამისი მართლა სამოგზაუროდ იყო წასული. გოგონა მანქანაში ჩაჯდა და შინ დაბრუნდა.
      ის ლიბედს ტელეფონზე ხშირად ურეკავდა,თუმცა მობილური მუდამ გამორთული ჰქონდა.კამილი მის სახლში სამჯერ მივიდა,მაგრამ იქაც არავინ დახვდა. სამსახურში დაბრუნდა და ცხოვრება ჩვეული რიტმით განაგრძო.დრო გადიოდა და ლიბედი არსად არ ჩანდა. ამასობაში კი შობაც მოახლოვდა.სიცივით არ ციოდა,მაგრამ გარეთ გასაოცრად ბარდნიდა. შეიძლება ითქვა,რომ წელს საოცრად ლამაზი შობის დღესასწაული იქნებოდა. როცა სამსახურს ამთავრებდნენ რებეკამ კამილს ჰკითხა:
-მართლა არ გინდა შობას ჩემს ოჯახში შეხვდე?
-არა,შონიც იმავეს მეუბნება,მაგრამ მირჩევნია მარტო ვიყო.
-კარგი,როგორც გინდა. მაინც შობის შეხვედრას როგორ აპირებ?
-საშობაო ნამცხვარს გამოვაცხობ,სანთელს ავანთებ და რაიმე ფილმს ვუყურებ.
- ორშაბათს შევხვდებით.
-კარგი.-რებეკამ კამილი გადაკოცნა და წავიდა. გოგონაც სახლში მალე დაბრუნდა.
   უკვე თორმეტი ახლოვდებოდა. კამილიმ გადაწყვიტა,რომ საშობაო ნამცხვარის გამოცხობამდე ფილმი აერჩია. დისკებთან მივიდა. ის იყო დისკების ჩასადებს უნდა დასწვდომოდა,რომ გვერდზე დადებული პატარა ფურცელი შენიშნა. ხელში აიღო და დივანზე მოკალათდა. ფურცელს ხელში დიდხანს ატრიალებდა.ბოლოს გადაწყვიტა და ტელეფონი აიღო.კამილიმ ლიბედის ნომერი აკრიფა და დარეკა. ამჯერად ზარი გავიდა და ტელეფონში ქალის ხმაც გაისმა.
-დიახ,გისმენთ.
კამილი თითქოს ადგილზევე გაიყინა, ხმის ამოღება ვერ შეძლო.
-ჰეი,არის მანდ ვინმე? - უეცრად ლიბედის ხმა გაწყდა და ის ტელეფონის ბგერებმა ჩაანაცვლა.
  კამილის სახეზე ცრემლი ჩამოუგორდა. მან ის საჩქაროდ მოიწმინდა,ქურქი აიღო და გარეთ გავიდა. გოგონა ტაქსიში ჩაჯდა და მძღოლს მისამართი უთხრა. ტაქსს დანიშნულების ადგილამდე მისვლამდე 10 წუთი დასჭირდა. მძღოლს ფული გადაუხადა და მანქანიდან სწრაფად გადმოვიდა.კარებთან მივიდა და ზარი დარეკა. გული გამალებით უცემდა, სუნთქვაც გახშირებოდა, მაგრამ ფეხს მაინც ვერ იცვლიდა, თითქოს რაღაც არაამქვეყნიურ ძალას ადგილზე მიეყინა, დედამისის კარის ზღურბლის წინ.
-მოვდივარ.-შიგნიდან ხმა გაისმა.
კარები გაიღო. ის საშუალო ასაკის ქერათმიანმა ქალმა გააღო. ქალი კამილს საოცრად ჰგავდა.უბრალოდ ქერა და მასზე უფროსი იყო. მას გოგონას ნაკვთები ჰქონდა. ქალს ხელში საშობაო ნამცხვარი ეჭირა,რომელიც კამილის დანახვაზე ხელიდან გაუვარდა და იატაკს დაეცა. ქალს გული აუძგერდა.
-ღმერთო...-ის შოკირებულ მდგომარეობაში იყო.-ღმერთო, ელი..ეს შეუძლებელია,ღმერთო.-ლიბედმა ხელი სახეზე აიფარა.
-გამარჯობა, დედა.- კამილიმ ღიმილით მიუგო.
-ოჰ,ჩემო გოგონავ.
ლიბედს ისევე,როგორც კამილს სახეზე სიხარული და ბედნიერება აღებეჭდა და შვილი გულში ჩაიკრა.