შემოქმედება გასაოცარი რამაა. მას
ადამიანების შთაგონება შეუძლია. შემოქმედება არა მხოლოდ მუსიკა,
ლიტერატურული ნაწარმოები ან ხელოვნებაა, ის უფრო ფართო მცნებაა. შემოქმედება ისაა,
რასაც შეუძლია ადამიანების დაფიქრება, დაინტერესება და მათზე გავლენის მოხდენა,
მათში ღრმა კვალის ჩატოვება. აი ესაა ჭეშმარიტი შემოქმედება. ის,რასაც შეუძლია
ადამიანებს სიხარული მოჰგვაროს, სიმართლე და ავტორის ხედვები დაანახოს.
კაპიტალისტურ სამყაროში შემოქმედება სიკეთისა და ბედნიერების მომტანია,მაგრამ
ცენტრალიზებულად მართულ სამყაროში მას მხოლოდ სიკვდილი და უბედურება მოაქვს. ის ადამიანები,რომლებსაც არ სურთ რომ მათზე
ვინმეს ზეგავლენა ჰქონდეს სწორედ შემოქმედებას მიმართავენ. ისინი წერენ
ლექსებს,მოთხრობებს, ქმინიან მუსიკასა და ხატავენ ნახატებს. თუმცა ზოგში ეს
პროცესი იმდენად ღრმად ვითარდება,რომ უკვე შეუძლებელია ამისგან თავის დაღწევა.
როცა ადამიანი თავის სიმართლეს იპოვნის, მას ვეღარავინ ვეღარ გადაარწმუნებს და
ვეღარ დაიმორჩილებს.
გერეტი ერთი საშუალო ასაკის
მამაკაცი იყო. იგი მარტო ცხოვრობდა გარეუბნის ოროთახიან ბინაში. საკმაოდ მშვიდი და
ზრდილობიანი კაცი იყო. მას მუსიკა ძლიერ უყვარდა. ის იმ სამყაროშიც კი გრძნობდა
თავს თავისუფლად რომელშიც ცხოვრობდა. მის
მთელ ქონებას ერთი ძველი პიანინო შეადგენდა. გერეტი გასაოცრად უკრავდა და
რადაგანაც მეზობლები წინააღმდეგნი არ იყვნენ მის მიერ აჟღერებული ჰანგების, ისიც
მთელი დღე უკრავდა და უკრავდა. ის ჭეშმარიტ მუსიკას ქმნიდა. მიუხედავად ამ
ყველაფრისა, გერეტი მარტოსული ადამიანი არ იყო. მასთან ხშირად იყრიდნენ თავს მისი
მეგობრები და მეზობლები, რათა რაიმე ჭეშმარიტს ზიარებოდნენ. ეს მხოლოდ გერეტთან
იყო შესაძლებელი. მხოლოდ გარეუბნის პატარა, ოროთახიან ბინაში სუფევდა ჭეშმარიტება,
მის იქით სულ სიცრუე და უსამართლობა იყო.
გერეტი ერთადერთი იყო, ვინც თავაწეული მიაბიჯებდა ქუჩებში და თან გზადაგზა
იღიმოდა კიდეც.
შემოდგომა იდგა. სამყარო
ისეთივე იყო , როგორც უწინ, თუმცა მას რაღაც აკლდა. ეს გერეტის ჰანგები იყო.
მეზობლებს ორი ნოემბრის შემდეგ კაცის პიანინოს ხმა აღარ გაეგოთ. გერეტს ორი კარის
მეზობელი ჰყავდა. ოთხ ნოემბერს ერთ-ერთმა მათგანმა გერეტს დაუკაკუნა. აინტერესებდა
თუ რატომ აღარ ისმოდა მუსიკის ხმა. ქალს არავინ უპასუხა. შემდეგ კი უნებურად კარს
მიაწვა და ისიც გაიღო. უცნაური იყო, გერეტი კარს ღია არასდროს ტოვებდა. ქალი
ოთახში შევიდა. გერეტი პიანინოსთან იჯდა. მეზობელი მას მიუახლოვდა. კაცს თავი
ჩექინდრა. მას უცნაური ფერი ჰქონდა,თითქოს გალურჯებულიყო. ქალმა კიდევ ერთი
უცნაურობა შენიშნა . გერეტს ხელები პიანინოს კლავიშებზე ეწყო,თუმცაღა ხელები
პიანინოს თავსახურის ქვეშ ჰქონდა მოყოლილი. ქალი მას მიუახლოვდა და კაცს ხელი
მხარზე შეახო. იგი შეინძრა,თუმცაღა თავი არ აუწევია. შემდეგ მეზობელმა კაცს სახეზე
შეახო ხელი და საშინლად დაიკივლა. გერეტი გარდაცვლილიყო...
* * *
პოლიცია ადგილზე მალევე
მივიდა. მათ მეზობლებს ჩვენებები ჩამოართვეს და ექსპერტებმა შემთხვევის ადგილი
დაათვალიერეს. მათი წასვლის შემდეგ ბინაში ორი დეტექტივი დარჩა. ერთი მაღალი და
გამხდარი იყო,მეორე კი ოდნავ მსუქანი იყო. მას ყავისფერი თმები და წვერ-ულვაში
ჰქონდა. შედარებით გამხდარი დეტექტივი
გვამთან მივიდა. მან გერეტს თავი აუწია.
- დაახრჩეს - მან გადაჭრით თქვა - ვის რაში დასჭირდებოდა მისი მოკვლა?
ის ხომ ერთი უბრალო პიანისტი იყო, თანაც სახლიდან წაღებული არაფერია.
-ის ერთ უბრალო პიანისტზე მეტი იყო - მეგობარს მიუგო წვერ-ულვაშიანმა
დეტექტივმა.
-რას გულისხმობ?
-ის ჭეშმარიტებას ქმნიდა. სიმართლეს დაუფარავად ამბობდა. თავისი
მუსიკით ყველაფერზე საუბრობდა და ყველას ამხელდა.ამის დასტური მისი თითებია.
პიანინოს ქვეშ მოაყოლეს, ამით უკვე ყველაფერი ნათლად ჩანს.
-მართალი ხარ - თქვა დეტექტივმა და მაგიდაზე დაწყობილი სანოტო
ფურცლების უამრავ დასტას შეხედა.
-კარგი , აქ საქმე არაფერია. ვიცით ის ვინც მოიშორა ,მაგრამ არაფრის
გაკეთება არ შეგვიძლია.წავიდეთ,მის წასაყვანად მოვლენ და მას პროზექტურაში
გადაიყვანენ.
-თუ დამნაშავეს ვერ ვიჭერთ და სამართლიანობას ვერ ვაღდგენთ,მაშინ
რაღატომ ვართ პოლიციელები?
მსუქანმა პოლიციელმა გაიცინა.
-იმიტომ,რომ ოჯახები ვარჩინოთ - თქვა მან და კარებისკენ გაემართა. მას
მისი მეწყვილეც მიჰყვა.
* * *
მაღალმა,ჩაფსკვნილმა
კაცმა,რომელსაც შავი შარვალ-კოსტიუმი ეცვა ხის ყავისფერ კარებზე დააკაკუნა.
-შემოდით - შიგნიდან ბრძანებლური ტონით ხმა გაისმა.
კაცმა კარები შეაღო და კაბინეტში შევიდა. ოთახი ჩაბნელებულიყო.
სინათლეს ფანჯრებზე ჩამოფარებული შავი, სქელი ფარდები არ უშვებდნენ. კაცი,რომელმაც
მოსულს შემოსვლის ნებართვა მისცა სავარძელში,კარებიდან ზურგით იჯდა. მას მხოლოდ
სავარძლის კიდეზე ჩამოდობილი ხელი უჩანდა,რომელშიც სიგარა ეკავა. კაბინეტში კვამლი
იდგა.
- აბა რა ქენით? - იკითხა სავარძელში მოკალათებულმა კაცმა.
- თქვენი ბრძანება შესრულებულია. ის პიანისტი მკვდარია.
სიგარიანმა კაცმა გაიცინა.
-ძალიან კარგი. დიდი წინააღმდეგობა გაგიწიათ?
- არა. წინააღმდეგობა საერთოდ არ გაუწევია.
- რატომ? - იკითხა გაკვირვებულმა კაცმა.
- „ ვიცოდი ადრე თუ გვიან,რომ მოხვიდოდით. მე თქვენი არ მეშინია და
არც არასდროს მეშინოდა. მე უბედნიერესი კაცი ვარ, უბედნიერესი, გესმით ?! მე ჩემი
სიმართლე ვიპოვნე და ბედნიერე ვარ,რომ ამ სიმართლით ვკვდები. მე თავისუფალი კაცი
ვარ. მაგრამ თქვენ? ჰაჰ, თქვენ მონები ხარ, უბადრუკი მონები,რომლებიც თავის თავზე
შეყვარებული ბატონის ბრძანებებს კუდის ქიცინით ასრულებსთ. აი მე... მე კი
ჭეშმარიტად თავისუფალი ადამიანი ვარ ! მე მაქვს სიმართლე და მე ვიცი თუ რა არის
ჭეშმარიტება. მე ყველაფერი მაქვს, რაც კი შეიძლება ჭეშმარიტმა სულმა ინატროს. ახლა კი გთხოვთ, დამეხმარეთ ჩემი სასუფევლის
დამკვიდრებაში.“ თქვა მან, ხელები გაშალა და ჩვენს მოქმედებას დაელოდა - თქვა
კაცმა,რომელიც ბნელ კაბინეტში გერეტის სიკვდილზე საუბრობდა - ჩვენც მივედით და ის
დავახრჩეთ. შემდეგ კი თქვენი ბრძანებისამებრ პიანინოსთან დავსვით, ხელები
კლავიშებზე დავადებინეთ და ზემოდან მის თითებს პიანინოს თავსახური დავადეთ.
- კიდევ თქვა რამე?
- მეტი არაფერი. უბრალოდ მაშინ ,როცა ვახრჩობდით მხოლოდ ერთ სიტყვას
ამბობდა.
-რას?
-გმადლობთ , გმადლობთ...
-კარგი,თავისუფალი ხარ - თქვა სავარძელში მჯდომმა მცირედი პაუზის
შემდეგ.
მოსულმა თავი დაუკრა და კაბინეტიდან გავიდა. ფიქრებში ჩაძირულმა კაცმა
კი სიგარას მოქაჩა და თვალები დახუჭა.
No comments:
Post a Comment