ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე
ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

Sunday, March 15, 2015

მეფე გერარ მესამე



  მსოფლიო გასაოცარი რამაა,იქ მრავალი რელიგია და სახელმწიფო არსებობს. ბევრია კონტინენტებიც,მაგრამ მათ შორის გამორჩეულია ის კონტინენტი, საიდანაც მსოფლიოში ორი უმთავრესი რელიგია ჯვრისა და მზის თაყვანისმცემლობა გავრცელდა. ამ კონტინენტს ედოსი ეწოდება. ჯერ კიდევ 137 წელს ქალაქ მოზბეგში,რომელიც ზარაჰესის სახელმწიფოს სამეფო ქალაქი იყო ჯვრის თაყვანისმცემლობა ჩამოყალიბდა. ამ რელიგიამ მალევე მოიცვა თითქმის მთლიანი კონტინენტი, რაც შეეხება მზის თაყვანისმცემლობას ის საკმაოდ გვიან 726 წელს კარესის სახელმწიფოში ჩამოყალიბდა. რელიგიის ფუძემდებლად და მქადაგებლად კარესის მესამე იმპერატორი - იშ და ბიზი ითვლება. ლეგენდის მიხედვით მას თეთრებში ჩაცმული ადამიანი გამოეცხადა,რომელსაც მცხუნვარე,მზისგან შექმნილი ფრთები ჰქონდა და სწორედ მან აუხსნა იმპერატორს, რომ მზის გარეშე სიცოცხლე შეუძლებელი იქნებოდა და ხალხს მომავალი დღის გათენებისთვის მზისთვის უნდა ელოცათ. თუმცაღა მემატიანეები ამბობენ,რომ იშ და ბიზმა ეს მხოლოდ ქვეყნის გავლენის გამყარებისთვისა და ხალხის დამორჩილებისთვის მოიფიქრა. რაც არ უნდა ყოფილიყო ამ რელიგიის ჩამოყალიბების მიზეზი ის ახლა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული რელიგიაა. ედოსის უმთავრესი ნაწილი ჯვრის თაყვანისმცემლობას მისდევდა,თუმცაღა კარესის დაპყრობითი ომების შემდეგ სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა. კარესის იმპერატორები დაპყრობილ ქვეყნებს რელიგიის შეცვლას სთავაზობდნენ,სანაცვლოდ კი მათ ხარკს აღარ აკისრებდნენ. ხარკი კი იმდენი იყო,რომ სახელმწიფოების მმართველებს მათი გადახდა არ შეეძლოთ,ამიტომ იძულები იყვნენ დამპყრობლებს ზავის პირობებზე დათანხმებოდნენ. ედოსის კონტინენტზე ერთადერთი დამპყრობელი კარესის სახელმწიფო არ ყოფილა. მეორე უძლიერესი და კონტინენტის ყველაზე დიდი სახელმწიფო რეინის სამეფოა. სწორედ რეინის მეფეები უშლიდნენ ხელს კარესის იმპერატორებს ედოსის დაპყრობაში. რეინის წინააღმდეგ კარესის იმპერატორებმა შვიდჯერ გაილაშქრეს,მაგრამ შვიდივე ბრძოლაში დამარცხდნენ. კარესის იმპერატორთან შედარებით რეინის მეფეები უფრო ლმობიერები იყვნენ. 1339 წლის შემდეგ მათ სხვა ქვეყნები აღარ დაუპყრიათ და რეინის სამეფოსთვის აღარ შემოუერთებიათ,ისინი უბრალოდ მათ ხარკს აკისრებდნენ.  ედოსის კიდევ ერთი გამორჩეული სახელმწიფო ლარიუსის სამეფოა. ის 233 წელს მომთაბარე ტომების გაერთიანებით ჩამოყალიბდა ბელადი ლარიუსის მიერ. ლარიუსის სამეფოც ერთ-ერთი უძველესი სახელმწიფოა ამ კონტინენტზე. ლარიუსი ისევე, როგორც რეინი ჯვრის თაყვანისმცემელი სახელმწიფოა. მათ ერთმანეთისგან პატარა მზის თაყვანისმცემელი სახელმწიფო-ვარეთი გამოყოფს,რომელიც ამასთანავე რეინის მოხარკე ქვეყანაა.
  1683 წლის 21 მაისს მოზბეგში ყველა ჯვრის თაყვანისმცემელი ქვეყნების მმართველებს მოეყარათ თავი. 21 მაისი ის თარიღი იყო,როდესაც ეს რელიგია ჩამოყალიბდა და 552 წლიდან ამ რელიგიის მიმდევარი ქვეყნების მმართველები ერთად იკრიბებოდნენ.ისინი დამპყრობლებისგან თავის დაცვაზე,რელიგიის გამტკიცებასა და გავრცელებაზე საუბრობდნენ. წლევანდელი შეკრების მთავარი თემაც კარესის შემოტევებისგან თავის დაცვა იყო. კარესი ისეთი ძლიერი არასდროს ყოფილა,როგორიც დღეს იყო.იგი ზარაჰესის სახელმწიფოს ძალიან მოახლოებოდა. ზარაჰესში კი წმინდა ქალაქი მოზბეგი მდებარეობდა, რომლის აღების შემთხვევაში მზის თაყვანისმცემლები  საბოლოოდ გაიმარჯვებდნენ ჯვრის თაყვანისმცემლებზე. ამიტომ ქალაქის გამაგრება უმთავრესი საკითხი იყო.  შეკრება სამ საათს გაგრძელდა და გადაწყდა,რომ თითოეული ჯვრის თაყვანისმცემელი სახელმწიფო მოზბეგში დამატებით 2000 მებრძოლს დატოვებდა,რათა თუ კარესელები წმინდა ქალაქს შეუტევდნენ დახმარების მოსვლამდე მტრის შეკავება შესაძლებელი ყოფილიყო. სახელმწიფოს მმართველებს შორის შეკრებაზე რეინის  დედოფალი  ვეინ პირველი და  ლარიუსის მეფე გერარ მესამეც იმყოფებოდნენ. ორივენი საკმაოდ განთქმულნი და ცნობილი პიროვნებები იყვნენ. შეიძლება ითქვას,რომ ჯვრის თაყვანისმცემლებს ყველაზე მეტად მათი დახმარების იმედი ჰქონდათ. სტუმრებს საძინებლები ზარაჰესის მეფემ თავის სასახლეში გამოუყო. სასახლეში მთელი დღე დიდი ჟრიამული და მხიარულება სუფევდა,ხოლო ღამის თორმეტი საათისთვის კი იქ სრულმა სიჩუმემ და წყვდიადმა დაისადგურა.
   ღამით საშინლად ცხელოდა. ლარიუსის მეფე გერარ მესამეს ძილი არაფრით ეკარებოდა. იგი უზარმაზარი ოთახის შუაგულში მდგარ საწოლზე იწვა, ხელები თავქვეშ ამოედო და მოხატულ ჭერს შეჰყურებდა. მეფე გერარი საკმაოდ სიმპატიური, მაღალი, ახოვანი, დაკუნთული, შავგვრემანი კაცი იყო, გარდა ამისა ბევრი ამბავი დადიოდა მის კეთილშობილებაზე,სამართლიანობაზე,სიმამაცეზე,შეუპოვრებასა და გამჭრიახობაზე. იგი უკვე 36 წლის იყო,მაგრამ ცოლი ჯერ არ შეერთო. თუმცაღა დიდებულები და სამეფო კარის მოღვაწენი მოსვენებას არ აძლევდნენ,რადგან სამეფოს მემკვიდრე სჭირდებოდა. გერარს უმცროსი ძმა - ფიზმანი ჰყავდა. მისი ძმა უკვე საკმაოდ წარჩინებულ ქალზე დაქორწინებულიყო და ორი ვაჟიც შეძენოდა,მაგრამ ტახტის მემკვიდრე ჯერ ისევ არ დაბადებულიყო. გერარის გონება უამრავ აზრს მოეცვა. სწორედ ეს იყო მისი უძილობის მიზეზი. იგი ფიქრობდა კარესის მოქმედებებზე,მის ახალ იმპერატორზე, თავის მომავალ მეუღლესა და ლარიუსის ტახტის მემკვიდრეზე. გერარმა დახუთულობა იგრძნო. იგი წამოდგა და აივნის კარები გამოაღო,სუფთა ჰაერზე გავიდა.ცა ვარსკვლავებს მოეჭედათ. მისი ოთახიდან სასახლის წარმოუდგენლად ლამაზი ეზო ჩანდა. შორს ბორცვზე ერთი დიდი ხე იდგა, მის უკან კი ულამაზესი ტყე-პარკი გაშენებულიყო. გერარს უეცრად დიდ ხესთან ასვლა და ულამაზესი ცის ყურებით დატკბობა მოუნდა. მან ტანთ ჩაიცვა და თავისი ოთახიდან გავიდა. მეფემ ძლივსძლივობით მოახერხა მცველების დათანხმება, ცხენს მოახტა და გორაკისაკენ მარტო წავიდა. გერარი ცხენს დიდი სისწრაფით მიაჭენებდა,თანაც იგი გრილი სიოთი ტკბებოდა. ნიავი ნაზად ელამუნებოდა მის სახეს,მეფე ბედნიერი იყო,რომ წამოსვლა გადაწყვიტა და ახლა ამ ყოველივეს განიცდიდა.
   გორაკი სულ უფრო და უფრო ახლოვდებოდა. გერარმა მალე ცხენი შეაჩერა. იგი ცხოველიდან ჩამოხტა და ცხენი იქვე, ხეზე მიაბა. დარჩენილი გზა კი ფეხით გააგრძელა. რამოდენიმე ხის მოშორებით მან ხეზე მიბმული ცხენი დაინახა. ძვირფასი და ჯიშიანი ცხენი იყო, მალე მან დიდ ხესთან ქალის სილუეტს მოჰკრა თვალი. ქალი ხეს მიყრდნობოდა და ვარსკვლავებს შესცქეროდა. გერარი მას მიუახლოვდა. მთვარის შუქზე მან ქალის სახე ნათლად დაინახა. კაცის წინ რეინის დედოფალი- ვიენი იმყოფებოდა.ქალი ნაბიჯების ხმაზე შეკრთა  და მაშინვე კაცისკენ შემობრუნდა.
- აჰ, ეს თქვენ ხართ,ლარიუსის მეფე გერარ მესამე - თქვა მან კაცის დანახვისთანავე.
- ხომ არ შეგაშინეთ?-ღიმილით მიუგო გერარმა.
- არა,უბრალოდ არ მეგონა აქ თუ გნახავდით.
- ვფიქრობ აქ მე იმ მიზეზით ვარ,რითაც თქვენ.
ქალს გაეცინა.
-  რა გაცინებთ?
- ესე იგი რასაც თქვენზე ამბობენ მართალია.
- და რას ამბობენ?
- იმას,რომ საკმაოდ გამჭრიახი ბრძანდებით.
გერარმა ქალს კომპლიმენტისთვის მადლობა გადაუხადა,შემდეგ კი უთხრა:
- რასაც თქვენზე ვერ ვიტყვით.
- რას გულისხმობთ?
- თქვენზე ამბობენ,რომ საკმაოდ სასტიკი და ბოროტი ხართ.
ქალმა გაიცინა.
- თქვენ რას ფიქრობთ, როგორი ვარ?
- ასეთი ლამაზი და სათნო სახის მიღმა ნაკლებად სავარაუდოა სასტიკი და ავგული ადამიანი იმალებოდეს,ან შენიღბვის ნამდვილი ოსტატი ბრძანდებით და თქვენს ნამდვილ „მეს“ არაჩვეულებრივად ნიღბავთ.
  დედოფალ ვიენს მართლაც ლამაზი სახე ჰქონდა. მოხდენილი ცხვირი, ტუჩები,წარბები,რომლის ქვემოდანაც ყავისფერი თვალები იმზირებოდნენ,მის გარეგნობას კიდევ უფრო ალამაზებდა და ელფერს მატებდა მისი წითური ფერის სქელი,მბზინვარე თმები. ქალს ტანიც არაჩვეულებრივი ჰქონდა. იგი საშუალო სიმაღლის,გამხდარი ქალი იყო,მაგრამ მის თითოეულ მოძრაობაში რაღაც გასაოცარი და არაჩვეულებრივი რამ იგრძნობოდა. უბრალოდ შეუძლებელი იყო გეყურებინა დედოფალი ვიენისთვის და არ მონუსხულიყავი. გერარის მსგავსად მასაც არ ჰყავდა ტახტის მემკვიდრე,რადგან არც იგი დაქორწინებულიყო,მიუხედავად იმისა,რომ უკვე 31 წლის გამხდარიყო. ვიენის ასეთი გარეგნობის მიღმა სასტიკი,ცბიერი,ბოროტი და გამჭრიახი ქალი იმალებოდა. მისი სისასტიკის ამბავი მთელმა მსოფლიომ იცოდა. გარდა ამისა ის შესანიშნავი მებრძოლი,ორგანიზატორი და სარდალი იყო. თავის ჯარს ომში ყოველთვის ის მიუძღოდა. დედოფალი ვიენი იყო სამართლიანიც,მაგრამ მისი სასჯელი ყოველთვის ენით აღუწერელ სისასტიკეს მოიცავდა. თუ ვინმე მას არ დაემორჩილებოდა მათ მაშინვე კლავდა. რითიც პირველად სახელი გაითქვა ქალაქი ლარეს აოხრება იყო,რომელიც ატრანსის სამეფოში მდებარეობდა. მან ლარე მთლიანად დაანგრია, გაიტანა ყველაფერი,რაც კი მნიშვნელოვანი და გამოყენებადი იქნებოდა და ისინი რეინის მაცხოვრებლებს დაურიგა. მან მთელი ქალაქი გაძარცვა. ლარე საკმაოდ მდიდარი ქალაქი იყო,სწორედ ამიტომ შეარჩია მან ის სამიზნედ. მემატიანეები აღწერენ, რომ დედოფალმა ვიენმა ქალაქიდან რკინის ჯამები და ჩამჩებიც კი წაიღო რეინის მაცხოვრებლებისთვის მისაცემად,გარდა ამისა მან დაანგრია მნიშვნელოვანი ნაგებობები,შენობები,სასახლეები,ყველაფერი,გარდა ტაძრებისა, დახოცა ყველა, ვისაც კი ხელში იარაღი ეჭირა,თუნდაც ეს უბრალოდ ხის ჯოხი ყოფილიყო და ამის შემდეგ მთელი ქალაქი ცეცხლს მისცა. დედოფალი ვიენი ატრანსის მეფეს დაემუქრა,რომ თუ იგი ხარკის გადახდასა და მორჩილებაზე არ დაეთანხმებოდა მთელ ქვეყანას ააოხრებდა და ამის შემდეგ რა თქმა უნდა ატრანსის მეფეც დათანხმდა ზავის პირობებს.
  ქალს გაეღიმა.
-თურმე თქვენს გარეგნობაზეც სიმართლეს ამბობდნენ-მან გერარს მიუგო - ძალიან სანდომიანი გამომეტყველება გაქვთ,საკმაოდ სიმპატიური ბრძანდებით,მაღალი,დაკუნთული. - ქალმა ხელი გერარს მკერდზე დაადო. კაცმა მის ხელს დახედა,შემდეგ კი მზერა დედოფალი ვიენის სახეზე გადაიტანა,რომელსაც ცბიერი ღიმილი დასთამაშებდა. ქალმა ხელი კაცის სახეზე ააცურა და ცერა თითით მას ტუჩებზე მოეფერა.
 - საკმაოდ რბილი და ლამაზი ტუჩები გაქვთ.
გერარს გაეღიმა და ქალს ხელი თავისი სახიდან ააღებინა.
- ჩემს შებმას ცდილობთ?
- არ ვიცი,შეიძლება...რა იყო, არ მოგწონვართ?-მცირედი პაუზის შემდეგ დაამატა ვიენმა.
- დიახ,უბრალოდ მე ერთი ქვეყნის მეფე ვარ,თქვენ კი მეორე ქვეყნის დედოფალი.
- ოღონდ დღეს არა- თქვა ვიენმა და კაცის ბაგეებს დაეწაფა. გერარმა ქალს წელზე ხელი მოხვია, ახლოს მიიზიდა და მის ყელს ნაზი ამბორი დაუწყო. მალე მთვარის შუქზე მათი სხეულები ერთმანეთისას შეერწყა.

   22 მაისს ქალაქ მოზბეგიდან უამრავი კარეტა და ცხენი დაიძრა. მეფეები და დედოფლები თავიანთ ქვეყნებში ბრუნდნებოდნენ.მსახურები სამზადისს დილიდანვე შეუდგნენ. მათ მრავალი ცხენი შეკაზმეს და გამოკვებეს,თუმცა მათ შორის არ იყო მეფე გერარის ცხენი,რადგან იგი პატრონმა საკუთარი ხელით შეკაზმაისევე, როგორც ეს რეინის დედოფალმა ვიენმა გააკეთა.
- არ მეგონა ჩემს გარდა კიდევ ვინმე თუ უვლიდა საკუთარ ცხენს თავისი ხელით - ქალს გერარმა მიმართა,როდესაც ვიენი თავის ფაშატს ძვირფასს უნაგირს ადგამდა.
- ის ჩემი ერთგული მეგობარია-თქვა ქალმა და ცხენს ნაზად მოეფერა - მრავალ ბრძოლასა და ომში დამხმარებია და სიკვდილსაც გადავურჩენივარ.
- ჰო,როგორც ჩანს ბევრი რამით ვგავართ ერთმანეთს. იმავეს თქმა შემიძლია ჩემს ცხენზეც. ჩემი გამეფებიდან რამოდენიმე დღეში ლარიუსს ვერდექსის სამეფომ შემოუტია,ის ბრძოლა მოვიგეთ,მაგრამ მე ზურგში ისრით დამჭრეს. ვხედავდი თუ როგორ მოიწევდნენ მტრები ჩემსკენ შემართული ხმლებით და მე ვერ ვინძრეოდი. მაშინ ჩემმა მეგობარმა მიხსნა, მახსოვს ყალყზე როგორ დადგა და რამოდენიმე მეომარს ნალები როგორ ამოსცხო - ვიენს გაეცინა.
- ჰო როცა ამ ამბავს ვყვები ყველას ეცინება,მაგრამ მაშინ განწირული ვიყავი,მან კი დამიცვა და ბრძოლის ველსაც გამაშორა.
- ბევრს კი ჰგონია რომ ისინი უბრალოდ ცხოველები არიან,რომელთაც ტვირთის გადაზიდვა ევალებათ.
- სამწუხაროდ ასეა.
 დედოფალი ვიენი თავის ცხენს მოახტა.
- ნახვამდის ლარიუსის მეფევ, ჩვენ ისევ შევხვდებით.
- მშვიდობით - უთხრა გერარმა და ქალმაც თავისი ფაშატი დიდი სისწრაფით გააჭენა. ამასობაში მეფე გერარიც შეჯდა თავის ცხენზე, იგი თავის მეომრებთან დაბრუნდა და მცირე რიცხოვანი ამალით გეზი ჩრდილოეთით, ლარიუსის სამეფოსკენ აიღო. გზა საკმაოდ გრძელი და დამღლელი იყო. თუმცაღა მეფე მზის ჩასვლამდე შეუსვენებლად მიიკვლევდა ვრცელ მინდვრებსა და დაბურულ ტყეებს. დაისის შემდეგ კი ისინი ერთ მინდორზე დაბანაკდნენ. მსახურებმა კარვები გაშალეს,მეფე და მისი საუკეთესო მცველები კი სანადიროდ წავიდნენ. ტყე იქვე მდებარეობდა,თუმცა არა იმ გზაზე საიდანაც მინდვრამდე მისულიყვნენ. საკმაოდ ღრმა და დაბურული ტყე იყო. უკვე ღამდებოდა,ტყეში ჭოტის ხმა ისმოდა. მალე მთლიანად ჩამობნელდა,მაგრამ მონადირეებს ვერაფერი დაეჭირათ. მათ უკან დაბრუნებაც კი დააპირეს,როდესაც ბუჩქები შეირხა. მეფე გერარმა თვალი ირემს მოჰკრა,რომელსაც თავისი მშვენიერი რქები ზემოთ, ჰაერში აღემართა. კაცმა მშვილდი მოჭიმა, ცოტა ხანს შეიცადა და შემდეგ ისროლა. ირემი ისრის მოხვედრისთანავე დაეცა მიწაზე. მცველებმა ცხოველი აიკიდეს და ბანაკისაკენ წამოვიდნენ. ბანაკში უკვე ცეცხლიც დაენთოთ. მეომრები მის გარშემო შემომსხდარიყვნენ და კურდღლის ხორცს მიირთმევდნენ, თან თავიანთ ამბებს ჰყვებოდნენ. მეფის გამოჩენის თანავე ყველა ფეხზე წამოდგა. გერარმა გაიღიმა,იგი კოცონთან მივიდა.
- შეიძლება თქვენთან ერთად ჩამოვჯდე?- მან მეომრებს მიმართა.
- რა თქმა უნდა,თქვენო უმაღლესობავ.
-გმადლობთ-ღიმილით თქვა გერარმა და კოცონს მიუჯდა.
-გთხოვთ დასხედით -მან მეომრებს მიმართა და ისინიც ცეცხლს მაშინვე მიუსხდნენ.
  ყველა დუმდა,ხმის ამოღებას ვერავინ ბედავდა. დუმილი მეფე გერარმა დაარღვია.
- გთხოვთ,თავისუფლად მოიქეცით. როცა მოვედი მხიარულობდით,ამბებს ყვებოდით. აბა მაშინ ვისი ჯერი იყო?
- ჩემი - მეფეს ერთ-ერთმა მეომარმა უპასუხა.
-გთხოვთ,გისმენთ.
აბჯარში გამოწყობილმა კაცმა ლაპარაკი დაიწყო,მალე ყველა ახარხარდა და ბანაკში მხიარულებამ დაისადგურა. მეფე გერარმა ცას ახედა,ის ისევ ვარსკვლავებით იყო მოჭედილი. კაცს ისედაც მრავალი საფიქრალი ჰქონდა,ახლა მათ დედოფალი ვიენიც დამატებოდა. მან მეფე გერარზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. კაცი გრძნობდა,რომ რეინის დედოფლის მიმართ გულგრილი არ იყო.
   გზა გათენებისთანავე გააგრძელეს. მეფე და მისი მხებლები შეუჩერებლივ მიდიოდნენ. იცვლებოდა გარემოს ხედები,ჰორიზონტები,ტყეები,მინდვრები,ჭალები,მაგრამ უცვლელი იყო მეფის სახე. გერარს ახლა სახეზე უსაზღვრო სიბრძნე აღბეჭვდოდა. ეს ალბათ იმის ბრალი იყო,რომ კაცი გზაში გამუდმებით ფიქრობდა. მას ხშირად უფიქრია იმაზე,თუ როგორ წარიმართებოდა მისი ცხოვრება სამეფო ოჯახში რომ არ დაბადებულიყო. გერარს ზოგჯერ მართლა შურდა ჩვეულებრივი ადამიანების,რადგან ისინი მეფისგან განსხვავებით თავისუფლები იყვნენ. მათ არ ჰქონდათ არანაირი შეზღვუდები, არავინ არ უკონტროლებდათ ნაბიჯებს,შეეძლოთ ყოფილიყვნენ იმასთან, ვინც მართლა უყვარდათ,გაეკეთებინათ ის, რისი გაკეთებაც უნდოდათ და უბრალოდ შეეძლოთ არ ეფიქრათ იმაზე, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ ისე,რომ მთელი სამეფოს მოსახლეობის დაკმაყოფილება და გახარება შეძლებოდათ. გერარს მართლა შურდა ასეთი ადამიანების,თუმცაღა საკუთარი ბედით უკმაყოფილო არ იყო და ღმერთს მადლობას სწირავდა იმისთვის,რომ მან ის სამეფო ოჯახში დაბადა. მგზავრობა დიდხანს გაგრძელდა. მეფე გერარი საკუთარ სამეფოში მესამე დღეს დაბრუნდა. ხალხი თავიანთ მეფეს დიდი ზეიმითა და ტრიუმფით შეხვდა. სხვაგვარად როგორ შეიძლებოდა, გერარი ხომ მათი უსაყვარლესი მეფე იყო ის, ვინც მართლა ხალხზე ზრუნავდა და საკუთარი თავი ნაკლებად ადარდებდა. კაცი ბედნიერი იყო საკუთარ სამეფოში რომ დაბრუნდა. ყველაზე მეტად იგი ხალხის დამოკიდებულებამ და ბედნიერებამ გაახარა. მეფე გზას თამამად მიიკვლევდა თავისი ხალხის მიერ შექმნილ დერეფანში,საიდანაც ამაღელვებელი და სასიამოვნო შეძახილები ისმოდა. მეფე თავის სასახლემდე უმოკლესი გზით მივიდა. მას ქედი სასახლეში მცხოვრებმა ყველა მსახურმა თუ მცველმა მოუხარა. მეფე გერარი თავის დარბაზში თამამად შევიდა.დარბაზი მართლაც,რომ საკმაოდ დიდი იყო. კიდეებში საყრდენი თაღები იყო განლაგებული,რომლებზედაც გასაოცარი ორნამენტები იყო დატანებული. კედლებზე ჩირაღდნები ჩამოეკიდათ, იატაკი უძველესი ქვებით იყო მოკირწყლული, კედლები ხორცისფერ და ყავისფერ ფერებში მოეხატათ, ჭერიც არაჩვეულებრივად ლამაზი იყო. დარბაზის კიდეში კი უზარმაზარი ტახტი იდგა. ტახტი საგანგებოდ გერარის დიდი ბაბუისთვის გაეკეთებინათ,ახლა კი იგი მეფე გერარ მესამეს გერგებოდა. მეფეს დარბაზში დედამისი, დედოფალი კატერინა შეეგება. დედამ დაბრუნებული შვილი გულში ჩაიკრა,შემდეგ კი იგი ტახტამდე მიაცილა. გერარი თავის ტახტზე დაჯდა. მან თვალი დარბაზში შეკრებილ დიდებულებს მოავლო. მეფის ტახტთან ყველაზე ახლოს მისი ძმა ფიზმანი იდგა. გერარმა ძმას თავი ღიმილით დაუკრა. შემდეგ კი მზერა ისევ დიდებულებზე გადაიტანა.
- ალბათ გაინტერესებთ თუ რაზე შევთანხმდით მოზბეგის შეკრებაზე. კარგი გეტყვით. თითოეული ჯვრის თაყვანისმცემელი ქვეყნიდან 2000 მეომარი გაემგზავრება წმინდა ქალაქის დასაცავად. თუ კარესი ზარაჰესს შეუტევს მთელს ჯვრის თაყვანისმცემლებს ჩვენი და რეინის იმედი აქვთ. ფხიზლად უნდა ვიყოთ და კარესის იმპერატორის არც ერთი მოქმედება არ უნდა გამოგვეპაროს. ახლა კი თქვენის ნებართვით მგზავრობით ძალიან დაღლილი ვარ და მოსასვენებელ ოთახში წავალ.- მეფე წამოდგა,მას ყველამ თავი დაუკრა. გერარი  მარჯვენა კედელზე მდებარე კარით სასახლის დერეფანში გავიდა,იქედან კი თავის უზარმაზარ ოთახში შევიდა.
     მეფე გერარი თავის საწოლზე წამოწოლილიყო და ჭერს შესცქეროდა,როდესაც მის კარებზე დააკაკუნეს.
- შემოდით! -დაიძახა მეფემ.დიდი,ყავისფერი კარები გაიღო და ოთახში მეფის ძმა ფიზმანი შემოვიდა.გერარი ძმის დანახვისთანავე წამოდგა და მისკენ გაემართა. ძმები ერთმანეთს გადაეხვივნენ.გერარმა უმცროს ძმას ხელები მხრებზე მოხვია.
- აბა, როგორ ხარ?
- კარგად-ძმამ მეფეს მიუგო-შენ როგორ ხარ?
- როგორ უნდა ვიყო. ღვინოს არ დალევ?
- რატომაც არა.
მეფემ ძმა გრძელ ტახტთან მიიწვია. ორივენი დასხდნენ. გერარმა მაგიდიდან დოქი აიღო და წითელი სითხე ოქროს ჭიქებში ჩამოასხა. ერთი ძმას მიაწოდა,მეორე კი თავისთვის დაიტოვა. ფიზმანმა ღვინო მოსვა.
- ჩემი არ ყოფნის დროს აქ რა ხდებოდა?
ფიზმანს სახეზე ღიმილი დაეტყო.
- რამე მოხდა?-ძმას ცნობისმოყვარეობით ჰკითხა გერარმა.
-შვილი შემეძინა. მეორე ვაჟის მამა გავხდი.- გერარს სახეზე სიხარული აღებეჭდა.
-აქამდე რატომ არ მითხარი?! რა დაარქვით?
- არსადი.
- ბიძაჩვენის სახელი.
- ჰო.
- მოსალოცი ამბავია,ჩემო ძმაო. შენს ბიჭს გაუმარჯოს!-თქვა გერარმა, ჭიქა მაღლა ასწია და ღვინო მოსვა.
- გერდენს უნდა,რომ ბავშვი შენ დალოცო.
-აუცილებლად. ჰო მართლა გერდენი როგორაა?
- კარგად,მშობიარობამ კარგად ჩაიარა. ასუდიც ძალიან ბედნიერია,ძმა შეეძინა.
-მაგას რა სჯობს.ძალიან მომენატრა. არადა მხოლოდ ორი კვირა გავიდა რაც წასული ვიყავი.
ფიზმანი ძმას მიაშტერდა.
-კიდევ მოხდა რამე?
-ჰო მოხდა. დიდებულები უკმაყოფილონი არიან,ამბობენ რომ შენი ცოლის შერთვის დროა. ისედაც ძალიან დაიგვიანე.
-ჰაჰ-გერარმა თავი გააქნია.
- სამეფოს მემკვიდრე სჭირდება,ეს აუცილებელია.
-შენთვის ადვილია ფიზმან,იმ ქალზე იქორწინე რომელიც გიყვარს,მე კი ვიღაც უცხოზე უნდა დავქორწინდე და მთელი ცხოვრება მასთან უნდა გავატარო.
-რას იზამ,ძნელია მეფეების ხვედრი. მე გამიმართლა და ჩემი რჩეული დიდებულის ასული აღმოჩნდა. ნახე,გაიარ-გამოიარე იქნებ ვინმე წარჩინებული ოჯახის შვილი შენც მოგეწონოს.
გერარს გაეცინა.
-ამაზე იფიქრე-განაგრძო ფიზმანმა- შემდეგ კრებაზე დიდებულები უკვე შეტევაზე გადმოვლენ,ძმაო, უკვე 36 წლის ხარ. ისტორიაში არ ყოფილა ისეთი მეფე,რომელიც ამდენი ხანი მარტოდმარტო დარჩენილიყო. ხალხს დედოფალი სჭირდება,სამეფოს კი მემკვიდრე. დიდებულებმა რამოდენიმე ვარიანტი განიხილეს.
-მერე?
- შენთვის წარსადგენად სამი გოგო შეარჩიეს. ერთი მეტისმეტად გათამამებული და განებივრებული მომეჩვენა, მეორე გარეგნულად არ ვარგოდა. აი მესამე კი ძალიან კარგი ვარიანტია.
გერარმა ძმას შეხედა.
-განაგრძე.
- ლამაზიცაა,წარჩინებული და მდიდარი ოჯახის შვილია. მასზე გავიკითხე, ძალიან კეთილი და პატიოსანი ქალბატონია. იდეალურია დედოფლის კანდიდატობისთვის.
დღეს ვახშამზე დავპატიჟებ.
-კარგი,დაპატიჟე.
ფიზმანმა ძმას თავი დაუქნია.
-მოსახლეობის მხრიდან რამე უკმაყოფილება ხომ არ ყოფილა?
-არა,უბრალოდ რამოდენიმე ადამიანი მოვიდა სამართლის აღსასრულებლად და განსასჯელად.
-მერე?
-ყველაფერი მოვაგვარე.
-მიხარია ჩემი ძმა რომ ხარ.
-მეც, ძმაო.
- მაგრამ ყველაზე მეტად ის მიხარია ასეთი ძმობა რომ გვაქვს. საერთოდ მეფესა და მის უმცროს ძმებს ყოველთვის ცუდი დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთისადმი.
- ჰო,საუბედუროდ ასეა. მოზბეგში ყველაფერმა მშვიდობით ჩაიარა? რამე ხომ არ მოხდა?
გერარს დედოფალ ვიენთან გატარებული ღამე მოაგონდა.
-არა,ისეთი არაფერი მომხდარა-მან იცრუა.
-კარგი,მე წავალ-ფიზმანი წამოდგა- მარიას ვახშამზე დავპატიჟებ.
-მარია ვინაა?
-ის გოგო,რომ გიყვებოდი.
-ა,ჰო.ესე იგი მარია ჰქვია.
-ჰო ასეა.
-კარგი, იცოდე ვახშამზე შენ და გერდენსაც გელოდებით. ხვალ კი ჩემს ძმიშილს ვნახავ.
-კარგი-ფიზმანმა ძმას თავი დაუკრა და ოთახიდან გავიდა.
ფიზმანი მეფის ძმის გარდა მისი უახლოესი მეგობარი და მრჩეველი იყო. გარდა ამისა სამეფო კარზე მეფის შემდეგ ყველაზე გავლენიანი კაციც იყო,მას მთავარი ვაზირის თანამდებობა ეკავა. იგი არაჩვეულებრივი დიპლომატი და ამასთანავე საკმაოდ ჭკვიანი კაცი გახლდათ,თუმცაღა საბრძოლო ხელოვნებაში მაინცდამაინც გაწაფული არ იყო მიუხედავად იმისა,რომ ბრძოლას ბავშვობიდან ასწავლიდნენ. ამიტომ ბრძოლის ველზე წინა რიგებში ძმის გვერდით არასდროს იბრძოდა,თუმცაღა ძმისთვის სიცოცხლესაც გაწირავდა. გერარისა და ფიზმანის ძმობაზე ლეგენდები დადიოდა,მათ ასეთ ახლობლობას ყველა შური უყურებდა. ერთადერთი, ვისაც მეფის გადარწმუნება შეეძლო ეს სწორედ ფიზმანი იყო. მას უმშვენიერესი მეუღლე ჰყავდა,რომლისაგან უკვე ორი ვაჟი შესძენოდა. მეფის საძინებლიდან გამოსვლის შემდეგ ფიზმანი ერთ-ერთ შიკრიკთან მივიდა და მას მარიასთან წერილი გაატანა,შემდეგ კი თავის სახლში წავიდა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს,იგი ძმის უზარმაზარ სასახლეში არ ცხოვრობდა. მას ზედა ქალაქში,სასახლესთან ახლოს თავისი სახლი ჰქონდა და ოჯახთან ერთად იქ ბედნიერად ცხოვრობდა.
  ქმრის დაბრუნების დროს გერდენი სადილს ამზადებდა. მათ დამოუკიდებლად ცხოვრება გადაწყვიტეს და გერარის თანხმობით მსახურებზე უარი განაცხადეს. ერთი სიტყვით ფიზმანი თავისუფლად ცხოვრობდა თუ რა თქმა უნდა მის სახლთან მდგარ მცველებსა და მთავარი ვაზირის მხლებლებს არ ჩავთვლიდით,რომლებიც მას ყოველთვის დაჰყვებოდნენ. ფიზმანი ცოლს მოეხვია.
- როგორ ხარ?
- კარგად,შენ?
- მეც,დღეს გერარი დაბრუნდა.
-ჰო ვიცი, ყველა ამაზე ლაპარაკობდა. როგორაა?
-კარგადაა, ჩვენი ბიჭის ამბავი ძალიან გაუხარდა, მის სანახავად ხვალ მოვა. დღეს კი მე და შენ თავისთან ვახშამზე დაგვპატიჟა.დღეს მას მარია უნდა გავაცნო.
-კარგი,მაშინ მოვწესრიგდები და ბავშვს აღმზრდელს დავუტოვებ.
- იჩქარე,მალე მოსაღამოვდება.
-აუცილებლად-გერდენმა ქმარს აკოცა და შესაბამისი კაბის ასარჩევად თავის ოთახში გავიდა.
    საღამოსთვის გერარის სასახლეში დიდი სამზადისი მიმდინარეობდა.მაგიდა უკვე გაწყობილი იყო,როდესაც სასახლის წინ ორი ეტლი გაჩერდა. პირველიდან ფიზმანი გადმოვიდა,ხოლო შემდეგ კი მან თავისი უმშვენიერესი მეუღლე გადმოიყვანა. შემდეგ კაცმა მეორე ეტლთან მიირბინა და მარიას გადმოსვლაში დაეხმარა. ამასობაში მეფე გერარი ეზოში გამოვიდა და სტუმრებს შეეგება. იგი პირველად გერდენს მოეხვია,შემდეგ კი მზერა მარიაზე გადაიტანა. ფიზმანი მართალი იყო, გოგონა ნამდვილად ულამაზესი გახლდათ. თეთრი, ფითქინა სახე ჰქონდა, მისი ასეთი ფერი გოგონას არაჩვეულებრივ სილამაზესა და ელფერს მატებდა. მარიას გრძელი,შავი თმა ლამაზად აეწია,თავზე თეთრი საზაფხულო ქუდი ეხურა,რომელსაც ვარდისფერი კანტი დაჰყვებოდა. ქალს გამოყვანილი,ულამაზესი თეთრი კაბა ეცვა,ხელებზე კი გრძელი თეთრი ხელთათმანები ეკეთა. მარიას საოცრად ლამაზი და მეტყველი დიდი,შავი თვალები ჰქონდა,რომელშიც ბევრი რამ იკითხებოდა,გასაოცარი იყო მისი მომაჯადოებელი ღიმილიც. მას გულ-მკერდს ოქროს ყელსაბამი უმშვენებდა,ასევე ოქროს ძვირფასი საყურეები მის ულამაზეს ვიზუალს კიდევ უფრო ალამაზებდნენ. მეფე გერარი ნამდვილად მოხიბლა ახლად გაცნობილმა ქალბატონმა.
- მაქვს პატივი წარმოგიდგინოთ ლარიუსის მეფე გერარ მესამე- ფიზმანმა მარიას გერარი წარუდგინა.ქალი მეფეს რევერანსით მიესალმა. გერარმა მისი ხელი თავისაში მოიქცია და ხელზე ნაზად ეამბორა.
- ძალიან სასიამოვნოა,ფიზმანი თქვენზე ბევრს მესაუბრა.
-ჩემთვისაც,ეს დიდი პატივია-მეფეს ღიმილით მიუგო მარიამ.
-გთხოვთ-მეფემ მარიას ხელი გაუწოდა. ქალმა მას მკლავი გამოსდო. გერარმა სტუმრები სასახლეში შეიპატიჟა.
  მაგიდა დიდ დარბაზში გაეწყოთ. მათ უამრავი მსახური ემსახურებოდათ. მაგიდაზე აბსოლიტურად ყველაფერი ეწყო,იგი ხუთი ადამიანისთვის იყო გაწყობილი. დარბაზში დედოფალი კატერინა იცდიდა,რომელიც სტუმრებს დიდი სიხარულით შეხვდა.
- თქვენზე ბევრი მსმენია,მიხარია, რომ როგორც იქნა გაგიცანით- დედოფალი მარიას თბილად გადაეხვია.
გოგონამ ქალს გაუღიმა.
-ჩემთვის ეს დიდი პატივია.
-გთხოვთ,დავსხდეთ- გერარმა მარიას სკამი გამოუწია. ქალი მეფის მარჯვნივ დაჯდა.მას გვერდით დედოფალი კატერინა მიუჯდა.მეფის მარცხენა მხარე კი ფიზმანმა და მისმა მეუღლემ დაიკავეს. კატერინამ მარიას თავისი ოჯახის შესახებ ამბები მოაყოლა. მეფე გერარი მონუსხული უსმენდა გოგონას საოცარ ხმას და მისი თითოეული ბგერით ტკბებოდა. ფიზმანი ატყობდა ძმას,რომ იგი მარიათი აღფრთოვანებული იყო და შიგადაშიგ თავისთვის ჩაიღიმებდა ხოლმე. მარია სამეფო ოჯახთან დიდი მორიდებულობით იქცეოდა. მას ეტყობოდა არაჩვეულებრივი აღზრდა,ზრდილობა,კულტურა.მასთან საუბრისას კი უთუოდ შეამჩნევდი თუ რაოდენ განსწავლული და განათლებული ქალი იყო. ფიზმანი მართალი აღმოჩნდა,მარია დედოფლობის იდეალური კანდიტატი გახლდათ. საკმაოდ დაღამებულიყო,როდესაც მეფე და მისი სტუმრები მაგიდიდან ადგნენ. დედოფალი კატერინას დაჟინებული მოთხოვნით მარია სასახლეში დარჩა,თანაც ღამით წასვლა მაინც სარისკო იყო. ღამით სასახლის ბაღში მან და გერარმა გაისეირნეს. გოგონა საკმაოდ კონტაქტური აღმოჩნდა,ალბათ წითელი ღვინოს ბრალი იყო,რომ დაძაბულობა ცოტათი მოხსნოდა და მეფესთან თამამად საუბრობდა. გერარს ერთი ნახვით შეყვარების არ სჯეროდა,თუმცა ეს ქალი მას მართლაც ერთ ღამეში შეუყვარდა. კაცს ეგონა,რომ იგი დედოფალ ვიენზე იყო შეყვარებული,თუმცა მარიას გაცნობის შემდეგ ეს ყალბი გრძნობა საერთოდ გაქრა.
   სასახლეში გამართული ვახშმის შემდეგ გერარი ხშირად ხვდებოდა მარიას. მასში დღითიდღე უფრო მეტ აღფრთოვანებას იწვევდა ქალის სინაზე და სინატიფე. თავად მარიასაც ძალიან მოეწონა მეფე გერარი. შეიძლება ითქვას რომ გერარ მესამე ერთ-ერთი ყველაზე იღბლიანი მეფე იყო,რადგან ის იმ ქალზე დაქორწინდებოდა,რომელიც მართლა უყვარდა. ვახშმიდან ხუთი თვის შემდეგ მეფე გერარმა მარია დანიშნა და იგი ხალხს ლარიუსის მომავალ დედოფლად გააცნო.
    მეფე გერარმა ქორწილი ოქტომბრის თვეში გადაიხადა. 1683 წლის 15 ოქტომბერს ლარიუსის სამეფო ახალ დედოფალს მიესალმა. მეფისა და დედობლის საქორწინო ცერემონია ქვეყნის ყველაზე დიდ და უძველეს ტაძარში აღევლინა. ყველაფერმა სამეფო წესისა და ეტიკეტის მიხედვით ჩაიარა. ამ დღეს ყველა ზეიმობდა. ცერემონიას მხოლოდ დიდებულები და სამეფო ოჯახი დაესწრო,ხოლო მოსახლეობა კი ქუჩებში გამოფენილიყო და მეფე-დედოფალს ესალმებოდა. იმ დღით მარია განსაკუთრებით ლამაზი იყო,ასევე საუცხოოდ გამოიყურებოდა მეფე გერარიც. მათი ქორწილის შემდეგ სამეფო ოჯახმა სასახლეში გადაინაცვლა,სადაც ლარიუსის სამეფოს წესისამებრ მეფემ მეუღლეს თავზე გვირგვინი დაადგა და ამით იგი ოფიციალურად აკურთხა ლარიუსის დედოფლად. ამის შემდეგ კი მეფე-დედოფალმა მცველების თანხმლებით ქალაქის ქუჩებში გაისეირნეს და ქვეყნის მოსახლეობას მიესალმნენ. დედოფალმა მარიამ ხალხის სიყვარულისა და პატისცემის მოპოვება მალევე შეძლო.მან დედოფლად კურთხევიდან მესამე დღესვე დაიწყო ხალხის დახმარება,შექმნა მრავალი დაწესებულება,რომლებიც გაჭირვებულთა დახმარებას ითვალისწინებდა. დედოფალმა სამეფოში მოიწვია უცხოელი ექიმები,რომლებსაც შეეძლოთ დაშავებულთა და ავანდმყოფთათვის სათანადო დახმარება გაეწიათ. დედოფლად გახდომიდან ორი კვირის შემდეგ ლარიუსის მოსახლეობამ დედოფალ მარიას „მარია მოწყალე“ შეარქვეს და სწორედ ამ სახელით ჩაიწერა იგი ლარიუსის ისტორიაში.

    მოზბეგის შეკრებიდან ხუთი თვე გასულიყო.დედოფალმა ვიენმა იცოდა,რომ თავისი ფეხმძიმობის ამბავს ვეღარ დამალავდა,რადგან მუცელი უკვე სათანადოდ დამჩნეოდა. მისი ორსულობის ამბავი მხოლოდ მისმა ზოგიერთმა მსახურმა და დაახლოებულმა პირმა იცოდა.დედოფალი ხვდებოდა,რომ ამ ამბავს დიდებულები და სამეფო საბჭო ვერ მიიღებდნენ,მაგრამ ვიენს ეს არ აინტერესებდა. მას სრული ძალაუფლება ჰქონდა,ხოლო მის წინაშე ყველას უდიდესი შიში გააჩნდა. გარდა ამისა როცა ვიენმა თავისი ორსულობის ამბავი გაიგო სტრატეგიული გეგმაც შეიმუშავა. მისი შვილი მეფე გერარის პირმშო იყო. ასე რომ ქალს შეეძლო ლარიუსის სამეფოსთვის კანონიერი ბრძოლა გამოეცხადებინა,მანამდე კი თავისი შვილის მამის ვინაობის გამხელას არ აპირებდა.
   მზე უკვე ამოსულიყო,შუა დღე დამდგარიყო. დედოფალმა გრძელი,დიდი კაბა ჩაიცვა და სამეფო დარბაზში გავიდა. მის დანახვაზე ყველა წამოდგა. რეინის სამეფო სასახლე უშველებელი იყო,იქ ყველაზე დიდი დარბაზი სამეფო დარბაზი გახლდათ,რომლის ცენტრში, იატაკზე ედოსის უზარმაზარი რუკა იყო გამოსახული. კედლებზე რეინის მეფე-დედოფლებისა და გამარჯვებული ბრძოლების სახელები ამოეტვიდრათ.დარბაზის თითოეული კედელი რუხი ქვით იყო აგებული,ამავე მასალით დემზადებინათ იატაკიც და მასზე ამოტვიფრული ედოსის რუკაც. დედოფლის ტახტი დარბაზის ბოლოში იდგა,მის ორივე მხარეს კი ქვისგან გაკეთებული პატარა დასაჯდომები ეწყო,რომლებზედაც ბალიშები ელაგა. მათზე სხდომის დროს მრჩევლები და დიდებულები სხდებოდნენ.
   დედოფალმა ვიემა ამაყად შეაბიჯა სამეფო დარბაზში და თავის ტახტზე დაჯდა,შემდეგ კი ხელის მოძრაობით დიდებულებს დასხდომისაკენ მოუწოდა.
-გისმენ,მითხარით რა ამბებია სმეფოში-მან დიდებულებს მიმართა.
ფეხზე  საშინაო საქმეების გამგებელი წამოდგა.
- ხარძაში აჯანყება იყო, მოსახლეობა გადასახადების რაოდენობის გამო აჯანყდა.
-მერე?
-აჯანყება ჩავახშეთ.
-მსხვერპლი იყო?
-ჩვენი მხრიდან არა,მოსახლეობის მხრიდან კი საკმაოდ დიდი მსხვერპლი იყო. 120 კაცამდე დაიღუპა.
-ეგ არაფერი. სამხედრო საქმეთა გამგებელო, საზღვრების საქმე როგორაა?
- კარგად,თქვენო უდიდებულესობავ.ყველაფერი რიგზეა.
-კარესის მოქმედებებზე რას იტყვით?
-ჩვენი ჯაშუშების მოხსენებების თანახმად ჯერჯერობით კარესს ახალი მოქმედებები არ დაუწყია,როგორც ჩანს დიდი ომისთვის ემზადებიან.
-მზად უნდა დავხვდეთ, ქვეყნის მოსახლეობა აღწერეთ და გაიგეთ რამდენი ადამიანია ბრძოლის უნარიანი, შემდეგ კი სიები შეადგინეთ. თუ ვინმე სიიდან ომის დროს საბრძოლველად არ გამოვა მაშინვე შეიპყარით და მთავარ მოედანზე ჩამოკიდეთ.
-გასაგებია-სამხედრო საქმეთა გამგებელმა დედოფალს თავი დაუკრა და თავისი ადგილი დაიკავა.
ვიენმა ფინანსთა გამგებელს მიმართა:
- სახელმწიფოს ომისთვის აქვს შესაბამისი თანხები?
- ვშიშობ, რომ გრძელვადიანი და შორეული ომისთვის არა. ვფიქრობ,რომ თუ ზარაჰესში ბრძოლა დაიწყება ჩვენ 20000 მეომარზე მეტს ვერ გავაგზავნით.
-კარგი, მოხარკე ქვეყნებს ხარკი გაუზარდეთ.
-თქვენო უმაღლესობავ,მათ ისედაც საკმაოდ მაღალი გადასახადები აქვთ,მეტს ვეღარ გადაიხდიან.
ვიენმა ფინანსთა გამგებელს ცივი და მკაცრი მზერით შეხედა.
- ვთქვი,რომ გადასახადს გაუზრდით და ასეც იქნება.
- დიახ, თქვენო უმაღლესობავ- თქვა ფინანსთა გამგებელმა და თავის ადგილს დაუბრუნდა.
- ქვეყნის საზღვრებს გარეთ რა ხდება?-იკითხა დედოფალმა ვიენმა.
ფეხზე საგარეო საქმეთა გამგებელი წამოდგა.
-მნიშვნელოვანი არაფერია,უბრალოდ რამოდენიმე დღის წინ ლარიუსის მეფე გერარ მესამემ იქორწინა და ქვეყანას ახალი დედოფალი ჰყავს.
- ოჰო-ვიენმა გაოცება გამოხატა-კიდევ არის რამე?
-არა,თქვენო უმაღლესობავ.
-კარგი.სხვა თუ არაფერია,მაშინ მე დაგტოვებთ-თქვა დედოფალმა და წამოდგომა დააპირა,როდესაც უეცრად ფეხზე ფინანსთა გამგებელი წამოდგა.
-თქვენო უდიდებულესობავ,არის კიდევ რაღაც.
-რა?
-როგორც ერთ-ერთი ვაზირი და საბჭოს წევრი იძულებული ვარ გკითხოთ...
-რა უნდა მკითხო?-ვაზირს ვიენმა მკაცრად მიუგო.
-ჭორები დადის,რომ თქვენ ორსულად ბრძანდებით.
ფინანსთა გამგებლის ასეთ თავხედობაზე ყველა შეკრთა. ვიენს კი გამომეტყველება არ შეცვლია.
- ეს სიმართლეა?-იკითხა ფინანსთა გამგებელმა.
დედოფალს აღარ შეეძლო ამ ყველაფრის დამალვა,მალე ისედაც ყველა ყველაფერს მიხვდებოდა,ამიტომ სიმართლის თქმა არჩია.
-დიახ,ეს სიმართლეა.-დარბაზში უეცრად სიჩუმე ჩამოვარდა.ყველანი გაოცებულები იყვნენ.
-კი მაგრამ თქვენ დედოფალი ბრძანდებით და გათხოვილიც არ ხართ,ეს დაუშვებელია -წამოიძახა ფინანსთა გამგებელმა.
ვიენი ფეხზე წამოდგა,მასთან ერთად ყველა ფეხზე წამოიშალა.
-ჩემს საქმეში რომ ერევით,თქვენ ამბობდით,რომ ახალი შეიარაღებისთვის საკმაოდ ბევრი ფული გაიღეთ არა?
-დიახ,მაგრამ ეს რა შუაშია?!
-იმაში,რომ ეს შეიარაღება უხარისხოა.
-რას ბრძანებთ,თითოეული ხმალი სუფთა ფოლადისაა.
დედოფალმა ვიენმა თავი გააქნია.
-რა უტიფრად მატყუებთ,ფინანსთა გამგებელო-მან ეს ბოლო სიტყვები ზიზღით წარმოთქვა.
-როგორ გეკადრებათ,თქვენს მოტყუებას როგორ გავბედავდი?!
-ახლავე გაჩვენებთ-თქვა ვიენმა და დაცვას დაუძახა. დედოფალთან მაღალი,ბრგე კაცი მივიდა.ვიენმა მისი ქარქაშიდან ხმალი ამოაძრო. მან იგი მარჯვენა ხელში დაიჭირა და კარგად დააკვირდა. დედოფალმა ხმალი ხელში შეათამაშა,თანდათან იგი ფინანსთა გამგებელს უახლოვდებოდა.
-ესე იგი მაღალი ხარისხის მჭრელი ფოლადია?
-დიახ,თქვენო უდიდებულესობავ.
-კარგი-თქვა დედოფალმა და ახალგალესილი ხმალი ჰაერში ასწია. ყველაფერი წამებში მოხდა. მჭრელმა ფოლადმა ფინანსთა გამგებელის ყელი ქაღალდივით გააპო. კაცი მოწყვეტით ძირს დაეცა. ვიენმა გასისხლიანებული ხმალი ძირს დაუშვა.
-უნდა ვაღიარო,მართალი ყოფილა,არაჩვეულებრივი ხარისხის ფოლადია. ჰო მართლა,კიდევ ვინმეს ხომ არ უნდა ჩემს საქმეში ჩარევა?
ყველა დუმდა.
-ძალიან კარგი,როგორც ვატყობ მსურველი არავინაა- ვიენმა მზაკვრულად გაიღიმა- ხვალ ფინანსთა გამგებლის ახალი კანდიდატები წარმიდგინეთ. ძველი უკვე აღარ გამოგვადგება-თქვა მან და გარდაცვლილი ვაზირის სხეულს დახედა. ვიენმა ხმალი გვამის გვერდით დააგდო.
- და კიდევ,ჩემს შვილს იმაზე უფრო წმინდა სამეფო სისხლი აქვს,ვიდრე ჩემს რომელიმე კანონიერ შვილს შეიძლებოდა ჰქონოდა.გახსოვდეთ, ის თქვენი მომავალი მმართველი იქნება!-ვიენი გასასვლელისკენ დაიძრა. დედოფლის წასვლის შემდეგ სამეფო დარბაზში კიდევ დიდხანს იყო გამეფებული სიჩუმე,იგი მცველების ნაბიჯების ხმამ დაარღვია,რომლებმაც გარდაცვლილი ფინანსთა გამგებლის გვამი წაათრიეს.
 
  კარესის იმპერატორი დარგუს მეორე თავის ტახტზე ჩაფიქრებული იჯდა. საიმპერატორო კარზე წარჩინებულები კი იმპერატორის დარბაზში ჩუმად იდგნენ და დიდი დარგუსის გადაწყვეტილებას ელოდნენ. დარგუს მეორე მაღალი,მსუქანი კაცი იყო.იგი არცერთ სიამოვნებას არ იკლებდა,უყვარდა ეგზოტიკური  საჭმელი, ქალები, ძვირფასი ტანისამოსი ,გასართობი წარმოდგენები,მაგრამ ყველაფრისდა მიუხედავად საკმაოდ ბრძენი და გამჭრიახი კაცი იყო. იგი დახელოვნებული იყო საბრძოლო ხელოვნებაში და მიუხედავად იმისა,რომ სიარული უჭირდა მაინც ძლიერი და კარგი მებრძოლი გახლდათ. დარგუს მეორეს ერთი ცოლი ჰყავდა,მაგრამ ამის მიუხედავად დროს ჰარიებთანაც(ჰარია- კარესის სახელმწიფოში მოღვაწე საიმპერატორო ხარჭა) მშვენივრად ატარებდა. იმპერატორს დედოფლისაგან ორი შვილი შესძენოდა. ერთი იმპერიის მემკვიდრე, უფლისწული მოშადი იყო,ხოლო მეორე კი ულამაზესი ხერია. გარდა ამისა დარგუსს ოთხი ბუში ჰყავდა,თუმცა ერთ-ერთი მისი ვაჟი ომში გარდაიცვალა, ერთი ქალიშვილი თავის ერთგულ სარდალს გააყოლა ცოლად,მეორე ურჩობის გამო იმპერიიდან გააძევა,მისი მეორე ვაჟი კი დარგუს ძალიან უყვარდა.მას ყველა ის თვისება ჰქონდა,რაც ჭეშმარიტ იმპერატორს უნდა ჰქონოდა,ამიტომ მისი უკანონო ძე-უსუფი საშინაო საქმეთა მინისტრად დაენიშნა. მისი ნება რომ ყოფილიყო დინასტიის მემკვიდრედ მას აკურთხებდა,მაგრამ ეს შეუძლებელი იყო,დარგუსს საშინაო ომი ნამდვილად არ აწყობდა.რაც  შეეხება უფლისწულ მოშადს, ის საკმაოდ სულსწრაფი,სასტიკი,წინდაუხედავი,მშიშარა და ღვარძლიანი იყო.
   იმპერატორი დარგუს მეორე თავის ტახტში იჯდა. მას უზარმაზარი ტახტი ჰქონდა,იგი ვერცხლისაგან იყო ჩამოსხმული,რომელსაც დრაკონის გამოსახულებიანი სახელურები ამშვენებდა,ვერცხლზე კი ძვირფასი ნაჭერი იყო დაფენილი.თავად იმეპერატორს თეთრი ტანისამოსი ეცვა,რომელზედაც მრავლად დაეკიდა ძვირფასი ყელსაბამები. იმპერატორი ტახტიდან ძლივსძლივობით წამოდგა. მან რამოდენიმე ნაბიჯი წინ გადადგა.
-ახმად-მან საგარეო საქმეთა მინისტრს მიუგო- ესე იგი მტრებს ჰგონიათ,რომ დაპყრობები შევაჩერეთ და საშინაო პრობლემები გვაქვს, არა?
-დიახ,დიდო იმპერატორო-მიუგო ახმადმა.
დარგუს მეორემ გაიცინა.
-ძალიან კარგია.ჯარი მზად ყოფნაშია?
-დიახ,თქვენო უმაღლესობამ-იმპერატორს კარესის ჯარის სარდალმა-იშადმა მიუგო.
-მოულოდნელად უნდა შევუტიოთ.ჩემი ბიძაშვილიც დაგვეხმარება,მითხრა,რომ 40000 მეომარს ის შემოგვაშველებს.
- ჩვენ 700000 მეომარი გვყავს, დაპყრობილი ქვეყნებიდან მთლიანობაში კიდევ 360000 მეომარი დაგვეხმარება და თქვენი ბიძაშვილის 40000 მეომარი. მთლიანობაში მილიონ ასი ათასიანი არმია გვეყოლება.
დარგუსმა ისევ ჩაიცინა.
-ამხელა არმია ხარამაისაც არ ჰყავდა,მან მხოლოდ 600000 კაცით დაიპყო მთელი აღმოსავლეთ ედოსი.ჩემი დიდი ბაბუა დიდებული კაცი იყო,რასაც ბაბუაზე ვერ ვიტყვი. იმპერატორი ტაროსი სუსტი მმართველი გამოდგა,მან მნიშვნელოვანი ტერიტორიები დაკრგა,მაგრამ ისინი მამაჩემმა დაიბრუნა,თუმცაღა არსებული იმპერია ვეღარ გააფართოვა. მე კი ეს შევძელი, და მე ისტორიაში შევალ,როგორც ყველაზე ძლევამოსილი იმპერატორი ხარამაისის შემდეგ,იმიტომ რომ ჩვენ იქ გავილაშქრებთ, სადაც არასდროს გაგვილაშქრავს, ჩვენ ლარიუსის სამეფოს დავიპყრობთ!-იმპერატორმა ეს სიტყვები განსაკუთრებული სიამაყითა და დიდებით წარმოთქვა,მაგრამ მისმა ნათქვამმა წარჩინებულებში უკმაყოფილება გამოიწვია.
- ეს შეუძლებელია-თქვა იშადმა- რეინმა შვიდჯერ დაგვამარცხა ჩვენივე ტერიტორიაზე,ახლა კი მის საზღვრებთან გინდათ მისვლა?
-ახლა მილიონიანი არმია გვყავს.რეინს კი შესაძლოა 500-600 ათასი მეომარი ჰყავდეს. ჩვენ მათ დავამარცხებთ.
-შეიძლება ლარიუსი ავიღოთ,მაგრამ იქ ფეხს ვერ მოვიკიდებთ. რეინის გვერდით მთელი დასავლეთ ედოსი დადგება.ჩვენი მეომრები არაფრისთვის დაიხოცებიან.
-დედოფალ ვიენს მოველაპარაკები-თქვა იმპერატორმა.
-აზრი არ აქვს,ლარიუსს არ დაგითმობთ.
-არ მაინტერესებს!მე ლარიუსს დავიპყრობ,მე დიდი დარგუს მეორე ამას გავაკეთებ!
-ლარიუსი საკმაოდ შორია, ნახევარი ლაშქარი იქამდე ვერ მიაღწევს.
-მიაღწევს. ვერდექსამდე ჩვენი ტერიტორიაა, იქ მოვემზადებით.
-მაშინ უეცრად ვეღარ დავესხმებით.
-სხვა გამოსავალი არის?
-არა,დიდო იმპერატორო.
-მამა,მე მაქვს ერთი შეკითხვა.ლარიუსამდე როგორ მივალთ?-იკითხა უსუფმა.
-ვერდექსის შაჰთან ელჩობა გავგზავნე.თუ გაგვატარებენ გაგვატარებენ,თუ არა და შავეთს დავიპყრობთ და ლარიუსის სამეფოს აღმოსავლეთიდან შევესევით.კარგი-თქვა იმპერატორმა მცირე პაუზის შემდეგ-უსუფ,მითხარი იმპერიაში რა ამბებია?
-ყველაფერი რიგზეა,დაპყრობილი ქვეყნები მშვიდად არიან. ხალხი ბედნიერია,მათ გადასახადები შეუმცირდათ,ვაჭრობის არეალი გაუფართოვდათ და ახლა უფრო მეტი შესაძლებლობები გაუჩნდათ.
-კარგია,ძალიან კარგია.ლარიუსის დაპყრობის შემდეგ კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები გაუჩნდებათ.
  საიმპერატორო დარბაზის კარები გაიღო. დარბაზში ერთ-ერთი ელჩი შემოვიდა. მან იმპერატორს ქედი მოუხარა.
- ასე ადრე არ გელოდებოდი, არსლან.
- მინდოდა თქვენთვის პასუხი მალე მომეტანა,ამიტომ ვიჩქარე.
-აბა,გისმენ. რა გითხრა ვერდექსის შაჰმა.
-ის არ გაგვატარებს.
-ჯანდაბა-თქვა იმპერატორმა,ტახტზე დაჯდა და სახელურს ხელი მაგრად დაარტყა.
-რატომ არ გაგვატარებს?!-მან გაბრაზებული ხმით იკითხა.
-ლარიუსის დაპყრობის შემდეგ იგი ჩვენს ალყაში მოექცევა.ეშინია,რომ ვერდექსაც დავიპყრობთ.ახლა მას დასაყრდენად ლარიუსისა და რეინის სამეფოები აქვს. თქვა,რომ თუ ომი იქნება ის ლარიუსის მხარეს დაიჭერს.
-ვაზღვევინებ! ამ გადაწყვეტილებას ვაზღვევინებ,ლარიუსის დაპყრობის შემდეგ მთელ ვერდექსს გავანადგურებ,ყველაფერს მიწასთან გავასწორებ,მე დიდი დარგუსი არ ვიყო თუ ეს არ გავაკეთო! კარგი, ჯარი მოამზადეთ, მალე შავეთს დავიპყრობთ.-თქვა დიდმა იმპერატორმა და ტახტიდან წამოდგა. მას ყველამ ქედი მოუხარა. დარგუსი მძიმე ნაბიჯებით საიმპერატორო დარბაზიდან გავიდა.

-მეფე გერარ,თქვენთან ვერდექსიდან ელჩები მოვიდნენ- ლარიუსის მეფეს თავისმა მსახურმა მოახსენა.
-კარგი,ახლავე გამოვალ.
მსახურმა მეფეს თავი დაუკრა და მისი ოთახიდან გავიდა. გერარმა სარკეში თავისი თავი შეათვალიერა,წვერზე ხელი ჩამოისვა,ამოისუნთქა და სამეფო დარბაზში გავიდა,სადაც დიდებულებს თავი უკვე შეეყარათ. დარბაზი თითქმის უცვლელი იყო,უბრალოდ მის ბოლოში მეფის ტახტის გვერდით დედოფალი მარიასთვის განკუთვნილი მეორე ტახტიც დაედგათ. მეფე დერეფანში თავის მეუღლეს შეხვდა.მან გაიღიმა.
-დღეს განსაკუთრებულად ლამაზად გამოიყურები.
დედოფალმა გაიღიმა.
-შენც,ჩემო ხელმწიფევ.
-მითხრეს,რომ ვერდექსიდან ელჩობაა მოსული. ნებას დამდევ და ჩემთან ერთად წამოხვალ?
-დიდი სიამოვნებით-მარიამ გერარს მკლავი გამოსდო და ორივენი სამეფო დარბაზში შევიდნენ. მეფე-დედოფლის გამოჩენისთანავე ყველამ ქედი მოიხარა. გერარმა და მარიამ თავიანთი ადგილები დაიკავეს. ქალს გვირგვინი განსაკუთრებულ სილამაზეს მმატებდა.
-როგორც გავიგე ვერდექსის შაჰმა გამოგზავნათ-გერარმა ელჩებს მიუგო.
-დიახ,თქვენო უმაღლესობავ.მან ეს წერილი გამოგიგზავნათ-ელჩმა მეფეს წერილი გაუწოდა.გერარმა მას ის გამოართვა,გახსნა და ჩუმად წაიკითხა.მეფის მხიარული და ბედნიერი გამომეტყველება წერილის კითხვისთანავე გაქრა.
-რა წერია?-გერარს მარიამ ჰკითხა.
-კარესის იმპერატორს ლარიუსის დაპყრობა უნდა.
დარბაზში შეკრებილთა რეაქციაც იგივე იყო,რაც თავად მეფისა. შეშფოთება და აღელვება ყველამ გამოხატა.
- სასწრაფოდ რეინის სამეფოში უნდა წავიდეთ.დედოფალ ვიენს დახმარება უნდა ვთხოვოთ. ამ ეტაპზე არ გვყავს იმ რაოდენობის ლაშქარი,რომ კარესის შემოტევას გავუძლოთ-ძმას მიმართა ფიზმანმა-შემიძლია თავად მე წავიდე დედოფალ ვიენთან.
- ვერდექსიც ჩვენთანაა-თქვა გერარმა.ვერდექსის ელჩებმა მეფეს თანხმობის ნიშნად თავები დაუქნიეს.
- მათ მაინც ვერ დავამარცხებთ.
-დედოფალმა ვიენმა თავისი შვილისა და სამეფო მემკვიდრის დაბადების აღსაღნიშნავად გამართულ ზეიმზე დაგვპატიჟა,მაგრამ მე მარიას დაბადების დღის გამო არ წავედი.ისე რომ ბოდიშიც არ მომიხდია და ასე უბრალოდ ვერ გავგზავნი ვინმეს იმის სათხოვნელად,რომ თავისი ჯარი დაგვახმაროს.
-ძმაო,თუ დარგუს მეორე ლარიუსს დაიპყრობს ცოცხალი აღარც შენ დარჩები,აღარც დედოფალი მარია,აღარც მე და არც შენი ვაჟი,სამეფოს ერთადერთი მემკვიდრე აღარ იქნება ცოცხალი. მასზე იფიქრე,ის მხოლოდ სამი წლისაა.
-კარგი-ამოიოხრა გერარმა-ოღონდ რეინში თავად მე წავალ. ისე დედოფალი ვიენი არ დაგვეხმარება. ჩემი სამეფოსა და ჩემი ოჯახის გამო მისთვის დაჩოქება და ხვეწნა რომ მომიწიოს ამას მაინც ვიზამ.
ფიზმანმა ძმას თავი დაუქნია.
-სწორი გადაწყვეტილებაა.
-თქვენ-გერარმა ელჩებს მიმართა- დღეს ღამე აქ გაათენეთ,ჩემი მსახურები არაფერს მოგაკლებენ,ხვალ დილით კი ვერდექსში დაბრუნდით,შაჰს ჩემი უდიდესი მადლობა გადაეცით და უთხარით,რომ ჯარი მოამზადოს. შესაძლოა მისი დახმარება მალევე დაგვჭირდეს.
ელჩებმა გერარს თავი დაუკრეს და დარბაზიდან გავიდნენ.
-კარგი,მძიმე მდგომარეობაა,მაგრამ კარესი ჩვენ ვერ დაგვამარცხებს. ამის პირობას მე გაძლევთ-გერარი წამოდგა,მასთან ერთად დედოფალი მარიაც ადგა თავისი ტახტიდან.
-ფიზმან,გამომყევი-თქვა გერარმა და მეუღლესთან ერთად დარბაზი დატოვა. იგი თავის ოთახში შევიდა,მასთან ერთად მეფის მოსასვენებელში დედოფალი მარია და მთავარი ვაზირი ფიზმანიც შევიდნენ.
- დედოფალ ვიენთან მივალ,მაგრამ არა დღეს ან ხვალ,როდესაც საფრთხე რეალური იქნება მაშინ მივალ ვიენთან. მაგ ქალის მეშინია,მართლა მეშინია. მან რაც სამი წლის წინ გააკეთა ,იმის შემდეგ მისი მართლა მეშინია.
- მის სისასტიკეს საზღვარი არ ჰქონდა.
-ჰო ფიზმან,არ ჰქონდა. იმისთვის,რომ თავისი უკანონო შვილი ტახტის მემკვიდრედ დაესვა ათასობით ადამიანი ამოხოცა. ხალხი მის ასეთ საქციელ პროტესტით შეხვდა,მან კი სამეფო გვარდია ქუჩაში გაუშვა და ყველა,ვინც კი მის შვილზე რამე აუგს იტყოდა დახოცა,თავები წააცალა და ისინი ქალაქის ქუჩებში ჩამოკიდა. თავისს ხალხს ასე გაუსწორდა და სხვას რას უზამს. იგი დაუნდობელია და ამავედროს ძალიან ცბიერიც. მეშინია იმის,რომ დახმარების სანაცვლოდ რამე ისეთს მომთხოვს,რაც ცხოვრებას გამინადგურებს და სიცოცხლეს შემაძულებს. ვიცი დამამცირებს,მახვეწნინებს,მაგრამ ეს არაფერია...სრულიად არაფერი.
-ყველაფერი კარგად იქნება-გერარს მარიამ მხარზე ხელი დაადო-შენ მარტო არ ხარ,ჩვენ შენს გვერდით ვართ.
-ჰო ძმაო, ჩვენ შენთან ვართ და მუდამ შენთან ვიქნებით,სამარადისოდ-გერარმა ფიზმანს გაუღიმა.
-ვიცი ძმაო,ვიცი.
კარებზე კაკუნი გაისმა,თუმცაღა ის საკმაოდ სუსტი და უხმო იყო.
-მგონი ვიცი,ვინც იქნება-თქვა მარიამ და კარებისაკენ წავიდა. დედოფალმა კარები გააღო. ოთახში პატარა უფლისწული შემოვარდა.იგი პირდაპირ მამამისისკენ გაექანა და მას შეახტა.
-ოჰ,ჩემო ბიჭო-გერარმა ვაჟი ხელში აიყვანა.
-ნახეთ,დედა როგორ არ გაახსენდა-განაწყენებით თქვა მარიამ.
-მიდი დედიკოსთან,ხომ ხედავ გაგვიბრაზდა-გერარმა შვილი ძირს დასვა.მან კი მაშინვე მარიასთან მიირბინა.
-უკვე დიდი ბიჭია-თქვა ფიზმანმა.
-ჰო ასეა-ძმას გერარიც დაემოწმა-ისე სულ შენ გგავს.
-მართლა?
-ჰო,შენსავით მოუსვენარია.მახსოვს ბავშვობაში შენც ასეთი იყავი,არ ჩერდებოდი, სულ დარბოდი,დახტუნავდი და ყველაფერი გაინტერესებდა,ყველგან ძვრებოდი.
-მე კი არაფერი არ მახსოვს.
-მაშინ პატარა იყავი.
-თუ ჩვენი რეგარი ფიზმანს დაემსგავსება მაგას რა ჯობია-სიცილით თქვა მარიამ.
-მართლაც,რომ მაგას რა ჯობია-მეუღლეს დაეთანხმა გერარი. ფიზმანს კი შერცხვა და გაწითლდა.
-მე დაგტოვებთ და ოჯახურ იდილიას აღარ დაგირღვევთ,ერთად ისედაც იშვიათად ხართ.
-შენც ჩვენი ოჯახის წევრი ხარ ფიზმან- მარიამ მთავარ ვაზრის მიუგო.
-გმადლობთ-თქვა ფიზმანმა და ოთახიდან გავიდა.
მეფე-დედოფალი კი თავინთ შვილთან ერთად დიდხანს ერთობოდნენ.


 იმპერატორი დარგუს მეორე თავის ოთახში ისვენებდა. მის საწოლთან კარესის ჯარის სარდალი იშადი იდგა.
-ყველაფერი მზადაა,დიდო იმპერატორო.არმია ისედაც მზადყოფნაში იყო.ამ უკანასკნელ სამ დღეში ბოლო დეტალები განვიხილეთ. თქვენი ბიძაშვილი თავის ლაშქრს ბადლურში შემოგვიერთებს. არმიის ძირითადი ნაწილები უკვე შავეთის საზღვართანაა განთავსებული. ჩვენ მათ ორ დღეში შევუერთდებით. სავსე მთვარისას შავეთი უკვე თქვენს იმპერიას შეუერთდება.
-კარგია იშად,მაგრამ გახსოვდეს ჩემი მთავარი სამიზნე ლარიუსია.
-დიახ,თქვენო უმაღლესობავ.
-მინდოდა,რომ ელჩობა დედოფალ ვიენთანაც გამეგზავნა,მაგრამ მთელ საბჭოში მომხრე არავინ მყავდა.შენც ფიქრობ,რომ ეს ცუდი აზრია?
-დიახ,თქვენო უმაღლესობავ.დედოფალი ვიენი ლარიუსს არ დათმობს.
-ჰმ-დარგუსი ჩაფიქრდა.-კარგი, შემატყობინე თქვენი წარმატებების შესახებ. იცოდე იმედები არ გამიცრუო.
-და როდის გამიცრუებია,თქვენო უმაღლესობავ?
დარგუსმა ხმამაღლა გადაიხარხარა.
-არასდროს იშად,არასდროს.
კარესის ჯარის სარდალმა იმპერატორს თავი დაუკრა და მისი ოთახიდან გავიდა. იშადის შემდეგ დიდი იმპერატორის ოთახში მისი ერთ-ერთი ჰარია შემოვიდა. დარგუსმა იგი შეათვალიერა,მოწონების ნიშნად თავი დააქნია და ხელით ანიშნა ახლოს მოდიო. ქალი დიდ იმპერატორს მიუახლოვდა. დარგუსი საწოლზე წამოიწია და ქალს თხელი,გამჭირვალე მოსასხამი მხრებიდან ჩამოუწია. კაცი მის შიშველ მკერდს შეეხო და ქალი თავისკენ მოიზიდა...

   სექტემბრის მშვენიერი დილა იყო. მზე აცხუნებდა,მეფე გერარის სასახლის ბაღი ჯერ კიდევ მწვანედ ყვაოდა. გერარი დედოფალ მარიასთან ერთად თავის ბაღში უდარდელად მისეირნებდა. უკნიდან მათ ხმა მოესმათ და ორივემ იქეთ გაიხედა. აღელვებული ფიზმანი მეფისკენ ჩქარი ნაბიჯებით მოიწევდა.
-ყველაფერი რიგზეა?-გერარმა ძმას საჩქაროდ ჰკითხა.
-არა. კარესელების არმია შავეთის საზღვრებთანაა შეკრებილი.
- შავეთიდან არავინ მოსულა ხომ?
-არა,უბედურებაც ესაა.როგორც ჩანს მეფე ანდისმა დანებება გადაწყვიტა. ალბათ დარგუსთან შეთანხმება დადო. ის კარესის გავლენას აღიარებს,ხოლო იმპერატორი კი მისგან მხოლოდ ჯარსა და ხარკს მოითხოვს. თუ ასეა და ვშიშობ,რომ ასეცაა, მაშინ დედოფალ ვიენთან სასწრაფოდ უნდა წახვიდე,რადგან კარესელები მალე ჩვენც მოგვადგებიან.
-არადა შეგვეძლო შავეთის დაცვა.
-ჰო,რეინის დახმარებით შეგვეძლო,მაგრამ ანდისმა სხვა პოლიტიკა არჩია.მოემზადე,რეინში დღესვე უნდა წავიდეთ.
-კარგი.მე უკვე მზად ვარ.
ფიზმანმა ძმას თავი დაუქნია.
-ცხენებსა და მცველებს მოვამზადებინებ - პირველი ვაზირი სწრაფი ნაბიჯებით საჯინიბოსკენ გაემართა.
მარიამ გერარს სახეზე ხელი შეახო.
-თავს გაუფრთხილდი.
-შენც,თუ ჩემს ჩამოსვლამდე რამე მოხდა...
-არ მოხდება.
-და მაინც,თუ რამე მოხდა შენ და რეგარი გვირაბებით ქალაქში გახვალთ,გზა ხომ იცი?
-კი,ვიცი.ჩემზე არ იღელვო.
-იქედან მთავარ მოედანზე გახვალ,ოღონდ ფრთხილად უნდა იყოთ,ღარიბებივით გამოეწყვეთ. მთავარ მოედანზე წითელი სახლია.იქ ჩემი მეგობარი ცხოვრობს რედენსი ჰქვია,იმასთან მიდით...
-გერარ...
-ნუ მაწყვეტინებ, რედენსი მოგხედავთ. ის ზარაჰესში ჩაგიყვანთ,მერე მოზბეგში ჩახვალთ და პირდაპირ მეფის სასახლეში მიხვალთ.
-გერარ,ეს საჭირო არაა,ყველაფერი კარგად იქნება.
-და მაინც,თუ რამე მოხდება,დამპირდი რომ ამას გააკეთებ.
-გპირდები.
-გერარ-შორიდან ფიზმანის ხმა გაისმა.მეფემ ძმა დაინახა,რომელსაც ორი ცხენი ედგა გვერდით.
-მიყვარხარ-მეფემ დედოფალს მიმართა.
-მეც,სიცოცხლეზე მეტადაც.
კაცმა ქალს მხურვალედ აკოცა და სწრაფი ნაბიჯებით ძმისაკენ გაემართა. გერარი ცხენს მოახტა.მან და ფიზმანმა მცველების თანხლებით სამხრეთ-დასავლეთისკენ გასწიეს,დედოფალი მარია თავის ქმარს ცრემლმორეული უცქერდა მანამ,სანამ ის ჰორიზონტს მოსწყდებოდა.
 გერარი მთელი სისწრაფით მიაჭენებდა თავის ცხენს.მას კვალდაკლვალ ფიზმანი და მცველები მიჰყვებოდნენ. მეფემ გაიარა ნაცნობი ტყეები,ჭალები,გადალახა მდინარეები, იარა დღე და იარა ღამეც,შეუჩერებლივ...შეუჩერებლივ მიიწევდა წინ მეფე გერარი,მესამე თავის გვარიდან.
  ორ დღეში მხედრები რეინის სამეფოს მიადგნენ. გერარი რეინის სამეფოში მეორეჯერ მოგზაურობდა.პირველად მამამ წაიყვანა რაღაც შეკრებაზე,გერარს ეს ქვეყანა სულ სხვანაირი ახსოვდა. ქუჩები ხალხით იყო გავსებული,ყველა მხიარულობდა,ზეიმობდა,მაშინ აქ ყველა ბედნიერი იყო,მაგრამ ახლა...ახლა ყველაფერი სხვაგვარად იყო,ქუჩები დაცარიელებულიყო,გარეთ გამოსვლის ყველას ეშინოდა. მთელი ქალაქი ჩამკვდარიყო.გერარი თავისი მხლებლებით ცარიელ ქუჩებში მიაჭენებდა ცხენს. მალე დედოფალი ვიენის სასახლეც გამოჩნდა,მეტად საზარელი და პირქუში ჩანდა ვიდრე მაშინ,გერარის ბავშვოობაში.
-როგორც ჩანს დედოფალი ვიენის ხელი ყველაფერს დაეტყო-ლარიუსის მეფემ თავის ძმას გადაულაპარაკა.
-ჰო,ასეა,მაგრამ მთავარია მისი ხელი ჩვენ არ დაგვეტყოს-თქვა ფიზმანმა და ცხენი სასახლის ეზოში შეაჭენა.
დედოფალი ვიენის მცველებმა მეფე გერარი სასახლეში მაშინვე შეუშვეს,მეფეს თან მისი ძმაც გაჰყვა,ხოლო მცველებმა კი გარეთ მოიცადეს. სასახლე შიგნიდანაც ისეთივე იყო,როგორიც გარედან ჩანდა. ცივი,პირქუში,საზარელი. მეფის წინ დიდი კარები იყო აღმართული,რომლის წინაც ორი მცველი იდგა. მათ გერარის დანახვისთანავე შეაღეს კარები. შიგნიდან სინათლე გამოვიდა. მეფემ გაუბედავად შეაბიჯა სამეფო დარბაზში. მისი გამოჩენისთანავე ყველა წამოდგა გარდა დედოფალი ვიენისა,რომელიც დარბაზის ბოლოში თავის ტახტზე ამაყად იჯდა. წინ გერარი მიდიოდა,უკან კი მას ფიზმანი მიჰყვებოდა.
- ნახეთ ვინ მოსულა,დიადი მეფე გერარი- ცინიკურად თქვა დედოფალმა ვიენმა.
-გამარჯობა, დედოფალო ვიენ.
ქალმა გაიცინა.
-როგორც ჩანს სერიოზული პრობლემები გაქვთ,ისე ნამდვილად არ მოხვიდოდით.
-ასეა,მაგრამ ეს პრობლემები მხოლოდ მე არ მეხება.
-აბა კიდევ ვის ეხება?
-თქვენ, ჯვრის თაყვანისმცემლებს.
-აჰ,ესე იგი საქმე კარესს ეხება.
-დიახ,ალბათ იცით ბოლო დროს განვითარებული მოვლენები. ისინი შავეთს მიადგნენ,როგორც ჩანს მეფე ანდისმა მათთან შეთანხმება დადო,რადგანაც ჩვენთვის არ მოუმართავს.
-და ჩემგან რას ელით, მეფე გერარ?
-მინდა,რომ ჯვრის თაყვანისმცემელი სამყარო დაიცვათ.
-თუ გინდათ,რომ ლარიუსი დამპყრობლებისგან ვიხსნა?
-ეგეც არის.
ქალმა გაიცინა.
-ოჰ,როგორ არ გინდათ პირდაპირ მითხრათ თქვენი სათქმელი, ასეთი ამაყიც არ მეგონეთ.
გერარმა თავი დახარა,ჩაისუნთქა და ვიენს მიმართა:
-გთხოვთ,დედოფალო ვიენ, დაიცვათ ლარიუსის სამეფო ურჯულო დამპყრობლებისაგან და დაგვეხმაროთ ჩვენ,ჯვრის თაყვანისმცემლებს.
-ეს უკვე სხვა საქმეა,მაგრამ მაინც რატომ გგონიათ რომ დაგეხმარებით?
-ლარიუსის დაკარგვა ჯვრის თაყვანისმცემლებისთვის დიდი დანაკლისი იქნება,ამით მზის თაყვანისმცემლები საბოლოოდ გაიმარჯვებენ და ვერც თქვენ იქნებით ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს დედოფალი.
-რაღაცას აგიხსნით მეფე გერარ, მე არ მაინტერესებს ლარიუსი,ასე რომ ყოფილიყო დიდი ხნის წინ მას თავად მე დავიპყრობდი. ლარიუსით თუ მის გარეშე კარესი რეინის სამეფოს ვერ აიღებს, ხოლო მე ლარიუსისგან არანაირი მოგება არ მრჩება. ასე რომ არ მაინტერესებს თქვენი სამეფოს ბედი. ახლა კი შეგიძლიათ წაბრძანდეთ.
დარბაზში წამიერი გადალაპარაკება გაისმა. დიდებულები დედოფლის გადაწყვეტილებით უკმაყოფილნო ჩანდნენ.
-გთხოვთ-თქვა გერარმა-რაც გინდათ მთხოვეთ,მაგრამ გთხოვთ, ლარიუსს ნუ გაწირავთ. ჩემი და თქვენი სამეფო უხსოვარი დროიდან მეგობარი ქვეყნები იყვნენ,ჩვენი მამები მეგობრობდნენ.ასე როგორ შეგიძლიათ?
ვიენმა გაიღიმა.
-რახან არ იშლით დაგეხმარებით ოღონდ ჩემი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ.
-გისმენთ.
-დაგვტოვეთ!-ბრძანა დედოფალმა ვიენმა. დიდებულებიც მას დაემორჩილნენ,ფეხზე წამოდგნენ და დარბაზიდან გავიდნენ. თუმცაღა ფიზმანი ადგილიდან არ იძვროდა.
-თქვენს მსახურს უბრძანეთ,რომ ისიც გავიდეს-ვიენმა გერარს მიმართა.
-ის ჩემი მსახური არ არის,ის ჩემი ძმა,მრჩეველი და მთავარი ვაზირია,მასთან დასამალი არაფერი არ მაქვს.
-ან ის მარტო გავა,ან ორივენი ერთად დატოვებთ ჩემს დარბაზს.
ფიზმანმა გერარს მხარზე ხელი დაადო.
-არაფერია გავალ,აბა შენ იცი-ლარიუსის მთავარი ვაზირი დედოფალი ვიენის სამეფო დარბაზიდან გავიდა. მეფე გერარი და დედოფალი ვიენი ოთახში მარტონი დარჩნენ.
-ჩვენი შეხვედრიდან დიდი ხანი გავიდა,ასე არაა გერარ?
-დიახ,ასეა.
ვიენი კაცს ცინიკურად უყურებდა.
-და როგორც მახსოვს ჩემი მოწვევა არაფრად ჩააგდეთ.
-მაპატიეთ,ჩემი მეუღლის დაბადების დღე იყო და მოსვლა ვერ მოვახერხე.
-პასუხიც არ გაგიციათ.
-ჩემს შიკრიკს ყაჩაღები დაესხნენ თავს.
-წწწ,რა ურცხვათ იტყუებით,ასე არ შეიძლება.
-იქნებ საქმეზე გადავიდეთ.
-გადავალთ,მანამდე რაღაც კითხვები მაქვს. თქვენი მეუღლე როგორ არის?
-გმადლობთ, კარგად.
-მარია ჰქვია, არა? იმ შეშლილი დედოფალივით,ბოლოს რომ ჩამოახრჩვეს.ჰო, გამახსენდა ის ლარიუსის მეცამეტე დედოფალი იყო მარია შლეგი.საწყალი,იმედია თქვენს მარიასაც იგივე არ მოუვა,ძალიან დასანანი იქნება.
გერარი ძალიან ბრაზდებოდა,მაგრამ მას ამჟამად არაფრის გაკეთება არ შეეძლო.
-თქვენი შვილი როგორ არის?
-კარგად.
-რამდენი წლისაა?
-სამის.
-სამის...საკმაოდ პატარაა. ყურადღებას აქცევთ?
-რას გულისხმობთ?
-უცებ კლდიდან რომ გადავარდეს,ან დანით თამაშისას ხელი რომ გაიჭრას.
-ძალიან გთხოვთ საქმეს დავუბრუნდეთ!
-დამშვიდდით მეფე გერარ,დამშვიდდით.-ვიენი გერართან მივიდა.მას შემოუარა და მის პირისპირ დადგა.
-კარგი-განაგრძო ქალმა-თუ გინდათ,რომ ლარიუსი დავიცვა მაშინ შემდეგი პირობები უნდა შეასრულოთ. სულ ორი პირობა მაქვს პირველი-ხარკი უნდა გადამიხადოთ,ყოველთვიურად 5000 ოქროს მონეტა და მეორე-დახმარების სანაცვლოდ სამეფო მონა მჭირდება.
-რას ნიშნავს სამეფო მონა?
-იმას,რომ თუ გინდათ ჩემი დახმარება, სანაცვლოდ თქვენი ვაჟი მონად უნდა მომცეთ.
გერარი ადგილზევე გაშეშდა,მას ენა ჩაუვარდა. ვიენისგან ყველაფერს ელოდა,მაგრამ ასეთ რამეს არა.
-ის სამეფო მემკვიდრეა,ტახტი მისია,ეს შეუძლებელია.
-შეუძლებელი ამ სამყაროში არაფერია მეფე გერარ,არაფერი. სხვა შვილებიც გეყოლებათ,სხვა მემკვიდრეები. იფიქრეთ ამაზე,ეს ჩემი ბოლო სიტყვაა. მე არ მეჩქარება. პასუხი როცა გინდათ მაშინ მითხარით,მაგრამ ეცადეთ მაინც არ დაგაგვიანდეთ,როგორც ამბობთ კარესის არმია მალე თქვენს საზღვრებთან იქნება.ახლა კი შეგიძლიათ გაბრძანდეთ.
 გერარს სუფთა ჰაერი სჭირდებოდა. იგი სასწრაფოდ გამოვიდა ვიენის სამეფო დარბაზიდან. გარეთ დიდებულები და ფიზმანი იცდიდნენ. გერარის წაშლილ სახეზე ყველამ იფიქრა,რომ მოლაპარაკება არ შედგა.
-უარი გითხრა?-ძმას ჰკითხა ფიზმანმა. ყველანი გერარის პასუხს ელოდნენ.
-უარესი ფიზმან,უარესი-თქვა გერარმა და გზა განაგრძო. ძმას ფიზმანი აედევნა. გერარი ბაღში გავიდა.
-აღარ მეტყვი რა მოხდა?
-მას რეგარი უნდა,ჩემი ვაჟი. გესმის?!
-როგორ თუ რეგარი უნდა.
-მითხრა,რომ იმ პირობით დამეხმარება თუ ჩემს ერთადერთ ვაჟს მას მონად მივცემ.
ფიზმანი გაშრა.
-ეს შეუძლებელია,ის სამეფო მემკვიდრეა.
-ამას არ აქვს მნიშვნელობა. მნიშვნელობა მხოლოდ იმას აქვს,რომ ის ჩემი შვილია,ჩემი ერთადერთი ვაჟი-გერარი ატირდა,ფიზმანი ძმას ატირებულს პირველად ხედავდა. იგი მასთან მივიდა და თავისი ძმა გულში ჩაიკრა.
-დამშვიდდი ძმაო,სხვა გზას ვიპოვნით.
-სხვა გზა არ არის,ფიზმან.ჩემი შვილი,ღმერთო...ჩემი ერთადერთი შვილი.
 ამასობაში დაღამებულიყო.ცაზე სავსე მთავრე ამოსულიყო. მეფე გერარი ძმას მოხვეოდა და მწარედ ტიროდა. დედოფალი მარია თავისი ოთახის აივნიდან ცას შესცქეროდა. იგი  თავის ქმარზე ფიქრობდა,ქალს გვერდით თავისი შვილი ეჯდა,რომელიც დედას ჩახუტებოდა. დედოფალი ვიენი მზაკვრულ გეგმებს აწყობდა, შავეთის მეფე ანდისი კი თავის ტახტზე იჯდა და იშადის მოსვლას ელოდა,რათა სამეფო მისთვის გადაეცა,ამასობაში კი იმპერატორ დარგუს მეორეს მშვიდა ეძინა თავის განიერ საწოლში და დიდი ბაბუა იმპერატორი ხარამაისი ესიზმრებოდა.
   
    ედოსში მორიგი დილა გათენებულიყო. მეფე გერარს მთელი ღამე თვალი არ მოეხუჭა,იგი თავის ვაჟსა და მარიაზე ფიქრობდა. დილით მასთან ფიზმანი მივიდა.
-როგორ ხარ?
-როგორ უნდა ვიყო-ძმას გერარმა მიუგო.
-რა გადაწყვიტე?
-ისეთ დღეში როგორ უნდა ჩავვარდნილიყავი რომ ამაზე ფიქრიც დამჭირვებოდა,ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი.
-და მაინც, რა მოიფიქრე?
-დღეს დედოფალ ვიენს დიდ თანხას შევთავაზებ,თუ არ დამთანხმდება ლარიუსის მიწებსაც მივცემ.
-და მაინც რომ არ დათანხმდეს?
-მაშინ არ ვიცი რას ვიზამ.
-კარგი,მაშინ წამოდი.ვიენს შენი პასუხი უთხარი.
გერარმა ტანზე მოსასხამი მოისხა და ძმას დედოფალ ვიენთან გაჰყვა. რეინში სამეფო საბჭო დილიდანვე შეკრებილიყო. გერარი ფიზმანთან ერთად სამეფო დარბაზში შევიდა. დარბაზში დიდებულები უკვე შეკრებილიყვნენ,მაგრამ დედოფალი ვიენი არსად ჩანდა. გერარი დანარჩენებთან ერთად მის მოლოდინში იმყოფებოდა,როცა ერთ-ერთმა დიდებულმა მასთან ლაპარაკი დაიწყო:
-მინდა მოგახსენოთ მეფე გერარ,რომ ჩვენ თქვენს გვერდით ვართ და დღეს ყველანაირად შევეცდებით დედოფალი თქვენი დახმარებაზე დავითანხმოთ.
-გმადლობთ.
-წარმატებებს გისურვებთ.
-თქვეც ასევე.მინდა...
დარბაზში დედოფალი ვიენი გამოჩნდა.მეფე გერართან მოსაუბრე დიდებულმა თავისი ადგილი დაიკავა,ვიენი კი თავის ტახტზე დაჯდა.
-როგორც ჩანს გადაწყვეტილება მიიღეთ.-მან გერარ საკმაოდ მშვიდად მიუგო.
-მინდა დახმარების სანაცვლოდ ხარკი 10000 ოქროს მონეტის სახით შემოგთავაზოთ.
-ჩვენ ამაზე არ შევთანხმებულვართ.
-ხარკთან ერთად ლარიუსის დასავლეთის მიწებსაც გთავაზობთ, ქალაქ მანდისამდე. შეგიძლიათ ეს ტერიტორია რეინის სამეფოს შეუერთოთ.
დიდებულები ამ შემოთავაზებით აშკარად ნასიამოვნები და გახარებულები ჩანდნენ.
-ჩვენ ამაზე არ შევთანხმებულვართ,მეფე გერარ.
-დედოფალი-ლაპარაკი გერარის ნაცნობმა დიდებულმა დაიწყო- ეს დიდებული შემოთავაზებაა,ამხელა ხარკი და სამეფოს უსისხლო გაფართოება,თანაც კარესის საბოლოო დამარცხება.
-არა!მე ეს არ მინდა.აბა მეფე გერარ,გისმენთ. თუ გინდათ,რომ დაგეხმაროთ ჩემი პირვანდელი პირობები უნდა დააკმაყოფილოთ.
-შეშლილი ხართ,ნამდვილი შეშლილი!-იყვირა გერარმა. დარბაზში ყველა დაიძაბა,დედოფალ ვიენს შეურაწყოფა არავისთვის შეურჩენია.
-მეფე რომ არ იყოთ,ენას ამოგაგლეჯდით და შემწვარს ვახშამზე მივირთმევდი,მაგრამ თქვენდა საბედნიეროდ მეფე ხართ.ამ ერთხელ გაპატიებთ,მაგრამ მეორედ ასეთი რამის თქმა სიცოცხლის ფასად დაგიჯდებათ.ამას გპირდებით.საღამომდე პასუხი მითხარით ან რეინი დატოვეთ,თორემ პირადად მე ვიზრუვნებ რომ აქედან ვირებზე ამხედრებულები წახვიდეთ.ახლა კი დატოვეთ ჩემი სამეფო დარბაზი.
   გაბრაზებული გერარი დარბაზიდან გავიდა,მას ფიზმანიც გამოჰყვა.
-რას აპირებ?-მან ძმას ჰკითხა.
-რა უნდა ვქნა,ჩემი შვილი ამ შეშლილ  ძუკნას უნდა მივცე?ალბათ მაშინვე მოკლავს.
-გერარ,თუ ასე არ მოიქცევი კარესელები დაგვიპყრობენ.ჩვენ მათ შესაჩერებლად საკმარისი არმია არ გვყავს.ვერდექსის შაჰმაც მოგვატყუა,ის ჯარს არ გამოგზავნის.კარესელები მთელ ქვეყანას გააცამტვერებენ.შენ და შენს ოჯახს მაინც მოკლავენ. ვიენს რეგარის სიცოცხლის გარანტია მოსთხოვე. სხვა შვილებიც გეყოლება,მაგრამ გპირდები მოვიკრებთ ძალებს და რეინში რეგარისთვის აუცილებლად დავბრუნდებით,თუნდაც ეს სისხლისმღვრელი ომის ფასად დაგვიჯდეს.
-რას მეუბნები ძმაო,მას ჩემი შვილი უნდა მივცე?
-სხვა გზა არ არის-ფიზმანმა თავი დახარა.მას რცხვენოდა,რომ ძმას ასეთ რამეს ეუბნებოდა-ეს ერთადერთი გამოსავალია.
-ძალებს მოვიკრებთ და მისთვის დავბრუნდებით...
-ჰო,დავბრუნდებით.
-ღმერთო-გერარმა ღრმად ამოისუნთქა-კარგი,სანამ არ გადამიფიქრებია.
იგი სასახლისკენ დაიძრა.
-მეც შენთან ვარ-ძმას უთხრა ფიზმანმა და მას ხელი მოხვია.
გერარს სული ეხუთებოდა,მისი გული გამალებით ძგერდა.მისთვის მთელი ის დრო,რომელიც სამეფო დარბაზში შესვლას მოანდომა საუკუნესავით გაიწელა.
-ასე უცებ მოიფიქრეთ?-მეფეს გაკვირვებით ჰკითხა დედოფალმა ვიენმა.
-ჩემი შვილის ნაცვლად ჩემს თავს გთავაზობთ-ვიენს უთხრა გერარმა.მის ასეთ პასუხს დარბაზში გადაძახილები და გაოცებები მოჰყვა.
-ძმაო-აღმოხდა ფიზმანს.
-რა თავდადებაა,რა სიმამაცეა,ძალიან შთამბეჭდავია,მაგრამ არა. მე თქვენი შვილი მინდა.
-თუ ეს მოხდება, როცა მე გარდავიცვლები ის ჩემს ადგილს დაიკავებს.
-განა მონას აქვს სამეფო ტახტის დაკავების უფლება?
გერარი გაბრაზდა.
-ის სამეფო მემკვიდრეა,ის ჩემი ვაჟი,ლარიუსის მეფის, გერარ მესამის კანონიერი შვილია!-ბოლო სიტყვები მეფემ ხაზგასმით წარმოთქვა.
-და როგორც ჩანს რეინის დედოფლის მონაც იქნება.
-მისი სიცოცხლის გარანტია გვჭირდება-თქვა ფიზმანმა.
- გპირდებით,რომ დიდხანს იცოცხლებს და არაფერი მოაკლდება-თქვა ვიენმა-ნამდვილად არ ვაპირებ მისთვის მონასავით მოპყრობას,უბრალოდ ასე კარგად ჟღერს. გერარ მესამის მონა შვილი-დედოფალმა ვიენმა გერარს თვალი ჩაუკრა-ასე არ არის?
გერარი დუმდა.
-როგორც კი ბავშვს ჩამომიყვანთ ჯარს ლარიუსში მაშინვე შივიყვან-თქვა ვიენმა-და ხარკიც არ დაგავიწყდეთ 5000 ოქროს მონეტა.
ფიზმანმა გერარს ზურგზე ხელი დაადო.
-წამოდი ძმაო,წამოდი-ორივენი გასასვლელისკენ დაიძრა.
-და კიდევ, მინდა უფლისწულს დედოფალიც ჩამოჰყვეს,ის ზეიმს აუცილებლად უნდა დაესწროს.
-რა ზეიმს?-დედოფალს ჰკითხა ფიზმანმა.
-ჩვენი შეთანხმებისა და კარესის დამარცხებისთვის გამართულ ზეიმს-ღიმილით თქვა ვიენმა.
ფიზმანმა ძმა გარეთ გაიყვანა.
-უნდა გამაგრდე.ასეთი გატეხილი და განადგურებული შენს სამეფოს ვერ დაეხმარები.გახსოვს მამა რას გვასწავლიდა? მთავარია სამეფო. მის გამო ბევრ ძმას დაუხოცავს ერთმანეთი, ბევრს მეფს მოუკლავს თავისი შვილები.
-ჩვენ ხომ ასეთები არ ვართ, ძმაო. ჩემთვის ოჯახია წმინდა და მერე სამეფო.
-ახლა დასვენება გჭირდება,წადი დაისვენე. მე კი ლარიუსში წავალ და რეგარს ჩამოვიყვან.
-არ მინდა,რომ მარია აქ ჩამოვიდეს.
-ვეცდები,მაგრამ არ ვიცი რა გამომივა.
გერარმა ფიზმანს თავი დაუქნია და თავისი ოთახისკენ გაემართა. ლარიუსის მთავარი ვაზირი კი  საჯინიბოში მივიდა,ცხენს მოახტა და ორიოდე მცველის თანხლებით თავისი სამშობლოსკენ გაემართა.
ფიზმანმა ცხენი მეფე გერარის სასახლის ეზოში საჩქაროდ შეაჭენა,იგი თავისი ბედაურიდან უმალ ჩამოხტა და პირდაპირ დედოფლისაკენ გაემართა. მარია ამასობაში სამეფო დარბაზში,თავის ტახტზე იჯდა და ქმრის არ ყოფნაში ლარიუსს განაგებდა. დედოფალი დიდებულებთან ერთად ზამთრისთვის შესაგროვებელ მარაგზე თათბირობდა,როცა ფიზმანმა დარბაზის კარები სასწრაფოდ შეაღო. კაცს აფორიაქებული სახე ჰქონდა. პირველი ვაზირის დანახვაზე მარია ტახტიდან წამოდგა,სასწრაფოთ ფიზმანთან მივიდა და მხარზე ხელი დაადო.
-ყველაფერი რიგზეა?
-საუბედუროდ ასე არაა.
-რა მოხდა? გერარი კარგადაა?
-კი,გერარი კარგადაა. ალბათ ყველას გაინტერესებთ-ფიზმანი დიდებულებს მიუბრუნდა-თუ რა მოხდა რეინში-მან ღრმად ჩაისუნთქა-დედოფალი ვიენი იმ პირობით დაგვეხმარება,თუ მას ჩვენ უფლისწულ რეგარს მონად გავატანთ.
-რა?!-წამოიძახა აღშფოთბულმა დედოფალმა.
-ესაა ერთადერთი გზა.
-მე ჩემს შვილს არ გაგატანთ,ეს სისულელეა! გერარი ამას არასდროს დაუშვებდა!
ფიზმანმა მარიას შეხედა.
- მეც მიჭირს და  ვერ წარმოიდგენთ გერარი რა დღეშია,მაგრამ სხვა გზა არ არის.დედოფალმა რეგარის სიცოცხლის გარანტია მოგვცა.ძალებს მოვიკრეფთ და გპირდებით,რომ ჩვენს უფლისწულს აუცილებლად დავიბრუნებთ,აუცილებლად.
-არა,ამას არ დავუშვებ-თქვა მარიამ და ჩქარი ნაბიჯებით რეგარის ოთახისკენ გაემართა.
ფიზმანი კი დიდებულებთან დარბაზში დარჩა.
-სხვა გზა მართლა არ არის?-პირველ ვაზირს ჰკითხა ერთ-ერთმა დიდებულმა.
-არა,გერარმა ყველა ვარიანტი განიხილა,თავისი თავიც კი შესთავაზა დედოფალ ვიენს,მაგრამ მას მხოლოდ რეგარი უნდა და ხარკიც 5000 ოქროს მონეტის სახით.
-ღმერთო,შენ გვიშველე-მთავარმა კათალიკოსმა სივრცეში ჯვარი გამოსახა.იგი საკმაოდ მოხუცი და ბრძენი პიროვნება იყო,გარდა ამისა კათალიკოსი პალაცჰესი გერარის ახლო მეგობარი და მრჩეველიც გახლდათ,მის სიტყვას დიდი ფასი ჰქონდა-ფიზმან,შვილო ჩემო,მგონია რომ დედოფალს უნდა დაელაპარაკოთ,ის უნდა გაამხნევოთ და მხარში უნდა ამოუდგეთ.
ფიზმანმა პარაცჰესს თავი დაუქნია და სასახლის დერეფანში გავიდა. კაცი გრძელ დერეფანს გაუყვა,რომელიც წითელ ფერში შეეღებათ და დერეფნის ბოლოში დიდ კარებსაც მიადგა.იქ უფლისწული რეგარის ოთახი მდებარეობდა. კარებთან როგორც ყოველთვის ორი მცველი იდგა. ფიზმანმა კარებისკენ ნაბიჯი გაბედულად გადადგა,მაგრამ მას უეცრად მცველები გადაეღობნენ.
-რას აკეთებთ?!-მცველებს მკაცრად მიმართა პირველმა ვაზირმა.
-მაპატიეთ,მაგრამ ვერ შეგიშვებთ,დედოფლის ბრძანებაა-ფიზმანს მიუგო ერთ-ერთმა მცველთაგანმა.
-მე კი ლარიუსის პირველი ვაზირი და მეფის ძმა ვარ,სასწრაფოდ შემიშვით შიგნით!
-დედოფლის ბრძანებაა,რომ უფლისწულთან მისი ნებართვის გარეშე არავინ შევუშვათ.
-ჯანდაბა!-ფიზმანმა ხელი კედელს დაარტყა.
-მარია! გთხოვთ,შემომიშვით. უფლისწულს არაფერს ვავნებ,უბრალოდ თქვენთან მინდა საუბარი-ფიზმანმა ხმამაღლა დაიძახა.
 მალე კარები გაიღო და იქედან ლარიუსის დედოფალი გამოვიდა. პირველმა ვაზირმა შვებით ამოისუნთქა.
-რა გინდა,ფიზმან?!
-ეს გერარის ბრძანებაა,ჩვენ ვერაფერს გავაწყობთ. თუ რეინი არ დაგვეხმარება ჩვენ ყველანი დავიღუპებით,მათ შორის რეგარიც მოკვდება.მითხარით, ეს გინდათ?გინდათ რომ მთელმა ქვეყანამ იგლოვოს თავიანთი მეფე,დედოფალი,უფლისწული...ქალებმა და ბავშვებმა თავიანთი მამები და ძმები დაკარგონ? მითხარით,გინდათ რომ ეს მოხდეს? ვერ წარმოიდგენთ როგორ მიჭირს ახლა აქ ყოფნა და ამის თქმა. ვერ წარმოიდგენთ თუ როგორ ვგრძნობდი თავს,როცა ჩემს ძმას პირველად ვხედავდი ატირებულს,ვერ წარმოიდგენთ თუ რას ვგრძნობდი მაშინ,როდესაც ჩემს განადგურებულ ძმას,ჩემს ღვიძლ ძმას ვუყურებდი მაშინ,როცა იმ ავსულს შემოთავაზებაზე თანხმობა განუცხადა. მეც მიყვარს რეგარი,ის ჩემი ძმისშვილია,მასში ჩემი სისხლიც ჩქეფს,ის ჩემი უფლისწულია,ჩემი მომავალი მეფე...მაგრამ სხვა გზა არ არსებობს.
 დედოფალი მარია აქვითინდა. ფიზმანმა იგი გულში ჩაიკრა.
-არ შემიძლია,ის ჩემი ერთადერთი შვილია-ამოილუღლუღა აქვითინებულმა ქალმა.
-მესმის...მესმის,მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის.ხვალ უნდა წავიდეთ-ფიზმანმა დედოფალს შეხედა-გთხოვთ,გამოემშვიდობეთ თქვენს ვაჟს-თქვა მან და მარიას უხმოდ გასცილდა.მთელი ამ დროის მანძილზე ლარიუსის პირველი ვაზირი მხნეობას იკრეფდა,მაგრამ როგორც კი სხვების თვალს მიეფარა და მარტო აღმოჩნდა კედელს მიეყრდნო და მოზღვავებულ გრძნობებს გამოსვლისა და გამოხატვის ნება მისცა.
   დედოფალი მარია კი მაშინვე თავისი ვაჟის ოთახში დაბრუნდა. იგი უფლისწულ რეგართან მიიჭრა,მუხლებზე დაეცა და ატირებულმა შვილი გულში ჩაიკრა.
-ძალიან,ძალიან მიყვარხარ-დედამ ცრემლგარეული ხმით შვილს მიმართა.
-დედიკო,რატომ ტირიხარ?-თავისი უმწიკვლო,საყვარელი ხმით თქვა უფლისწულმა რეგარმა.
-არ ვტირივარ,შვილო-მარიამ ცრემლები მოიწმინდა და შვილს შეხედა-ხომ გიყვარვარ?
-კი-დედას უპასუხა რეგარმა. მარიამ გაიღიმა,თუმცა ეს ტანჯვისა და უბედურების ღიმილი უფრო იყო,ვიდრე სიხარულის.
-ხომ ყოველთვის გემახსოვრები? ხომ არასდროს დამივიწყებ?
-რა მოხდა?-ცნობისმოყვარეობით იკითხა პატარა უფლისწულმა.
მარიამ შვილს ხელი ლოყაზე ჩამოუსვა,შემდეგ კი ცერა თითით ნიკაპზე მოეფერა,შვილი ახლოს მიიზიდა და შუბლზე დიდი სიყვარულითა და მზრუნველობით აკოცა.
-მოდი ჩავიცვათ,უნდა გავემგზავროთ-მარია წამოდგა და უფლისწულის ტანისამოსისკენ გაემართა.
-სად მივდივართ?
-შორს,ძალიან შორს.
დედოფალმა წითელი ტანისამოსი შეარჩია და ის საწოლზე გადმოიღო.
-მოდი ჩემთან-ქალმა შვილს მიმართა. რეგარიც დედასთან მალევე მივიდა.მარიამ უფლისწულს თავისი პატარა მოსასხამი შეუხსნა და პერანგის გახდაც დაუწყო.
-მსახურები არ ჩამაცმევენ?-იკითხა რეგარმა.
-არა,დღეს მინდა,რომ ეს მე გავაკეთო-თქვა მარიამ. „იქნებ,ამის გაკეთება ბოლოჯერაც მიწევს“-გაიფიქრა დედოფალმა,მაგრამ უფლისწულთან არაფერი შეიმჩნია.

  მეფე გერარი დედოფალ ვიენთან მოლაპარაკების შემდეგ თავს ცუდად გრძნობდა.იგი გამუდმებით მარიაზე და რეგარზე ფიქრობდა.ღელავდა,რომ დედოფალი ამას ვერ გადაიტანდა. გერარი აღარ ჭამდა და აღარ სვამდა,მისთვის მინიჭებული ოთახიდანაც იშვიათად გამოდიოდა.მას ახლა გვერდით ვინმე სჭირდებოდა,თუმცაღა კაცი ამ უცხო ქვეყანაში სრულიად მარტოდმარტო იმყოფებოდა.მასთან არც თავისი უმშვენიერესი მეუღლე იყო,არც თავისი საუკეთესო მეგობარი და ძმა-ფიზმანი,არც დედამისი კატერინა,და არც ერთგული ქვეშევრდომი და საუკეთესო მრჩეველი კათალიკოსი პალაცჰელსი. გერარისთვის ახლა ყველაფერი სულერთი გამხდარიყო.დედოფალმა ვიენმა მისი სულიერად გატეხვა ნამდვილად მოახერხა.სწორედ ასეთ მდგომარეობაში იყო მეფე გერარი,როდესაც მის ოთახში მისი ერთ-ერთი მსახური შემოვიდა და მეფეს ფიზმანის ჩამოსვლის შესახებ აუწყა. გერარი მაშინვე წამოდგა,წყალი სახეზე შეისხა და სასწრაფოდ გარეთ გავიდა.მეფემ შორიდანვე დაინახა ლარიუსის სამეფო ეტლი,საიდანაც ჯერ ფიზმანი გადმოვიდა,შემდეგ მან ეტლიდან უფლისწული რეგარი გადმოსვა და ბოლოს პირველმა ვაზირმა ეტლიდან გადმოსვლისას ხელი დედოფალ მარიას შეუშველა.გერარი ადგილზევე გაშეშდა.მას მარიას ჩამოსვლაზე მეტად მისი გამომეტყველება გაუკვირდა.მეფე ყველანაირად გამტყდარი იყო,ხოლო მის მეუღლეს მწუხარების არაფერი ეტყობოდა. გერარი თავისი ოჯახისკენ სირბილით გაემართა. მამის დანახვაზე მისკენ რეგარიც გამოექანა. მეფე გერარმა თავისი ვაჟი აიტაცა და გულში ძლიერად ჩაიკრა. გერარს მარიაც მიუახლოვდა,ქალი საკმაოდ მხნედ გამოიყურებოდა. გერარმა მას შეხედა. მარიას თავისი განადგურებული მეუღლის დანახვაზე გული აუჩუყდა და ქმარს მაშინვე მოეხვია,მათ მალე ფიზმანიც შეუერთდა.
- გერარ,გზად ერთი ჩემი კაცი დაგვეწია და შავეთიდან ახალი ამბები მომიტანა.
-რა მოხდა?
-შავეთში იმპერატორი დარგუსის ხალხია განლაგებული. დიდი ლაშქრობისთვის ემზადებიან.დრო არ ითმენს, დედოფალ ვიენთან უნდა მივიდეთ.
გერარმა ფიზმანს თავი დაუქნია.
-კარგი,მზად ხარ?-მან მარიას მიმართა.
-კი-გაბედულად თქვა დედოფალმა,შვილს ხელი ჩასჭიდა და ქმართან ერთად დედოფალი ვიენის სასახლისაკენ გაემართა.
   სასახლე ახლა უფრო პირქუში ჩანდა,ვიდრე ოდესმე. ლარიუსის მეფე-დედოფალს ყველა მოწიწებით შეეგება.დედოფალი ვიენის სამეფო დარბაზში გერარისგან განსხვავებით დედოფალმა მარიამ ამაყად შეაბიჯა. დარბაზში დედოფალი ვიენი არ იმყოფებოდა,თუმცაღა სტუმრების დარბაზში შესვლისთანავე ისიც გამოჩნდა. ქალს სახეზე ღიმილი აღბეჭვდოდა.
-მარია,ჩემო ძვირფასო,ძალიან მიხარია თქვენი ნახვა-ვიენი ლარიუსის დედოფლისაკენ გაემართა და მას გადაეხვია-თურმე მართალი ყოფილა რასაც თქვენზე ამბობდნენ,ნამდვილად არაჩვეულებრივად  ლამაზი ბრძანდებით.
-გმადლობთ-მოკლედ თქვა მარიამ ისე,რომ ვიენისთვის არც შეუხედავს. რეინის დედოფალი პატარა უფლისწულისკენ დაიხარა.
-შენ ალბათ უფლისწული რეგარი ხარ, ხომ?
-დიახ.
ვიენმა ბავშვს გაუღიმა და მას ლოყაზე მოეფერა.
-აი ეს შენ-დედოფალმა მოსასხამის მკლავიდან ტკბილეული გამოაძვრინა და რეგარს მისცა,ბიჭმაც მას ის უმალ გამოართვა.შემდეგ ვუენი დედოფალ მარიას მიუბრუნდა.
-მიხარია,რომ ჩემს მოპატიჟებას დასთანხმდით და ჩამობრძანდით.
-თქვენ დამპატიჟეთ?-გაიკვირვა მარიამ-მე კიდევ ბოდიშის მოხდას ვაპირედი დაუპატიჟებლად ჩამოსვლისთვის.
-როგორც ჩანს თქვენს ძვირფას მეუღლეს დანაბარების გადმოცემა დავიწყებია-ვიენმა გერარს შეხედა-რას ვიზამთ, ვის არ მოსვლია.
მეფე გერარი ზიზღით შესცქეროდა დედოფალ ვიენს.
-აღარ მოგაცდენთ,ჩემი სასახლე თქვენს განკარგულებაშია,საღამოსთვის ზეიმი გაიმართება და ხვალ რეინის ლაშქარი ლარიუსის დასაცავად დაიძვრება-ვიენი მთავარი შემოსასვლელისკენ გაემართა და მალე დიდი,ხის ყავისფერი კარების მიღმა გაუჩინარდა.
-წამოდი,წავიდეთ-გერარმა მარიას მიმართა. შვილი ხელში აიყვანა და მეუღლესთან ერთად დარბაზი დატოვა. ისინი სასახლის ბაღში გავიდნენ. მეფე გერარმა რეგარი ჩამოსვა,შვილს ერთი მხრიდან ხელი დედამ,მეორედან კი მამამ მოჰკიდა და ასე გაუყვნენ ისინი სასახლის უმშვენიერეს ბაღს.ხმას არცერთი არ იღებდა.გერარს არაფრის თქმა არ შეეძლო,მითუმეტეს ახლა,როცა მის გვერდით თავისი პატარა ვაჟი იმყოფებოდა.გერარი გაჩერდა,მან ჩაიმუხლა.ხელები რეგარს მოჰკიდა.იგრძნო თუ როგორ მოაწვა უსაზღვრო სევდა მაშინ,როდესაც მისმა ვაჟმა მას თავისი დიდრონი შავი თვალებით შეხედა,რომელშიც მისი სილაღე,სიბედნიერე იკითხებოდა.გერარი უხმოდ დიდხანს უყურებდა თავის ვაჟს.
-უკვე დიდი ბიჭი ხარ,ეს ხომ იცი.
-კი-მამას შვილმა თავი დაუქნია.
-ცოტა ხანი ჩვენს გარეშე უნდა იცხოვრო...სულ ცოტა ხანი,გპირდები აუცილებლად დავბრუნდებით და აქედან წაგიყვანთ.
რეგარმა დედას ახედა,ქალის სახეზეც დიდი სევდა და ნაღველი აღბეჭდილიყო.
-შენც მიდიხარ?-აღელვებული ხმით იკითხა რეგარმა.
შვილთან მარიამაც ჩაიმუხლა.
-ჰო ძვირფასო, მეც მივდივარ.
უფლისწულის შავი თვალები აიმღვრა,მალე მის უმწიკვლო სახეზე ცრემლი ჩამოგორდა.
-არა დედა,ნუ იტირებ.შენ ხარ ჩვენი იმედი,ჩვენი ერთადერთი საზრუნავი,გთხოვ არ იტირო. თუ შენ იტირებ,ჩვენ ვეღარ გავძლებთ-მარია ვაჟს მოეხვია.
-მისმინე რეგარ, შენ ნამდვილი ვაჟკაცი ხარ,შენ ლარიუსის მომავალი მეფე ხარ. რაც არ უნდა გითხრან,რაც არ უნდა გასწავლონ გახსოვდეს ეს. გიყვარდეს შენი ხალხი და შენი ოჯახი. დამპირდი...დამპირდი,რომ ყოველ ღამე გაიხსენებ შენს ნამდვილს სახლს,გაგვიხსენებ და არ დაგვივიწყებ ჩვენ...დამპირდი შვილო...
-გპირდები-ამოილუღლუღა რეგარმა და ცხარე ტირილი დაიწყო. გერარმა შვილი გულში ჩაიკრა.
-დაიმახსოვრე,რომ ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით,გპირდები-მამამ შვილს მიმართა,პატარა რეგარმაც მას თავი დაუქნია.
-ეტლში ვერ დაიძინა,ძალიან გადაღლილია,წავალ დავაძინებ-თქვა მარიამ და რეგარს ხელი ჩასჭიდა.
-მეც წამოვალ-თქვა გერარმა და თავის ცოლს გაჰყვა.
  უფლისწული რეგარი მართლაც გადაღლილიყო,მას დაწოლისთანავე ჩაეძინა.მძინარე ისეთი საყვარელი და უცოდველი იყო...შვილს გვერდით დედაც მიუწვა. მარია გერართან ერთად უყურებდა თავის საბრალო ვაჟს. უბრალოდ სიტყვები არ არსებობს იმის აღსაწერად თუ რას გრძნობდნენ ისინი,მათ ხომ მალე თავიანთ შვილს დააშორებდნენ. მარიამ ამ ყველაფერს ვეღარ გაუძლო და გარეთ გავიდა,იგი სასახლის დერეფნებში სწრაფი ნაბიჯით მიდიოდა და ერთ-ერთი გასასვლელით სასახლის ეზოში გავიდა. ქალი ღრმად სუნთქავდა,მან ზემოთ,ცისკენ აიხედა.
-რატომ ღმერთო?! რა დაგიშავე ასეთი სასჯელი რომ მომივლინე?-ჩუმად წარმოთქვა მან და ხელით ერთ-ერთ ხეს მიეყრდნო. იგრძნო თუ როგორ ჩამოეღვენთა თავის მშვენიერ სახეზე ცხელი წვეთები. მარიას მალე უკნიდან ხმა მოესმა. მან ცრემლები მოსასხამის სახელოთი მოიწმინდა და ხმისკენ შეტრიალდა.უკან დედოფალი ვიენი იდგა.ქალს ცინიკური გამომეტყველება ჰქონდა.
-ალბათ რთულია იმის ცოდნა,რომ მალე შვილს სამუდამოდ დაკარგავთ.
-როგორ შეგიძლიათ ასეთი ავგული იყოთ,თქვენც ხომ გყავთ შვილი?მის გამო უამრავი ადამიანი დახოცეთ,იცით თუ რას ნიშნავს დედობა და მაინც ამ ყველაფრის მიუხედავად გინდათ რომ ჩემი ვაჟი თავის ოჯახს,თავის დედას ჩამოაშოროთ.
ვიენი დუმდა.
-გეტყვით,რომ თქვენით ნამდვილად აღმფრთოვანებული ვარ,იმაზე ძლიერი ქალი აღმოჩნდით ვიდრე მოველოდი. გერარს ნამდვილად გაუმართლა. ჰო,ვიცი რასაც ნიშნავს დედობა და შვილის ჰყოლა,ამიტომ გპირდებით, რომ თქვენც ვაჟს არაფერს დავუშავებ,არაფერს მოვაკლებ.ალბათ გითხრათ გერარმა,რომ მის მონად დასმას ვაპირებდი,ასე არაა. უბრალოდ მინდოდა თქვენი ძვირფასი მეუღლე სულიერად გამეტეხა.
-ეს ნამდვილად შეძელით,მაგრამ რა არის ამის მიზეზი,რათ გინდათ ეს ყველაფერი,რაში გჭირდებათ ჩემი შვილი?
დედოფალი ვიენი ისევ დუმდა.
-ვხვდები რაც გაქვთ ჩაფიქრებული.რეგარის გამოყენება გინდათ.მას თქვენი შვილივით გაზრდით,მოატყუებთ,დაავიწყებთ თავის ნამდვილ და ერთადერთ ოჯახს,ათას ტყუილს ეტყვით იმის შესახებ თუ როგორ მიატოვა ის ოჯახმა და თქვენ გადაარჩინეთ და რადგანაც ის ლარიუსის მემკვიდრეა მას გაამეფებთ,თქვენს ჭკუაზე ატარებთ,ლარიუსზე გავლენას მოიპოვებთ.ნუთუ ასეთი სულელი ხართ,რომ ამ ყველაფრის გჯერათ? ლარიუსი თქვენი არასდროს გახდება,არასდროს!
დედოფალი ვიენი დედოფალ მარიას ღიმილით უსმენდა.
-არ შევმცდარვარ როცა ვთქვი, რომ თქვენით მოხიბლული ვარ.რადგანაც ამას მიხვდით,მაშინ შეგიძლიათ მშვიდად იყოთ,რადგან გეცოდინებათ რომ თქვენი ვაჟი სრულიად უსაფრთხოდ იქნება და აქ იმაზე უკეთესად გაიზრდება,ვიდრე ლარიუსში,მას შესაძლოა აღარ ჰყავდეს მამა,მაგრამ ეყოლება დედა და ეყოლება და,რასაც თქვენ ვერ შესთავაზებდით.ახლა კი თუ წინააღმდეგი არ იქნებით მე დაგტოვებთ-ვიენი მარიას გასცილდა. ლარიუსის დედოფალი კი ცოტა ხანს გაუნძრევლად იდგა,შემდეგ კი თავის ქმარ-შვილთან დაბრუნდა.
  
 დედოფალ მარიასთან საუბრის შემდეგ რეინის დედოფალი სამეფო კარის მკურნალთან წავიდა.რეინის მთავარი მკურნალი ასაკოვანი,გამოცდილი,ჭკვიანი და საკმაოდ ცბიერი კაცი იყო. იგი დედოფალი ვიენის ერთგული მსახური და მესაიდუმლეც გახლდათ. მას მეირცელი ერქვა.იგი გამხდარი,წელში მოხრილი კაცი იყო,მას გრძელი თეთრი წვერი და თეთრი თმა ჰქონდა. მეირცელი სასახლის აღმოსავლეთ ნაწილში,ერთ-ერთ კოშკში ცხოვრობდა და სწორედ იქ მოეწყო თავისი ბუნაგიც. დედოფალი ვიენი სწორედ მასთან მივიდა,ქალი კოშკის კიბეებს აუყვა და მეირცელის კარზე დააკაკუნა.
-შემოდით-შიგნიდან დაბალი,მაგრამ ომახიანი ხმა გაისმა.დედოფალმა ვიენმა კარები შეაღო.
-შეიძლება?
რეინის სამეფო მკურნალი თავის მაგიდასთან იჯდა და რაღაცას წერდა.დედოფლის დანახვისთანავე წამოდგა და ვიენის წინაშე ქედი მოიხარა.
-რა თქმა უნდა,თქვენთვის ყოველთვის შეიძლება,ჩემო დედოფალო.
ვიენმა გაიღიმა.
-ალბათ იცით ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ.
-ვიცი იმის შესახებ,რომ ლარიუსის სამეფო მემკვიდრის მონად დასმა გნებავთ.
-საქმე ცოტა სხვანაირადაა,მინდა ის გავზარდო.
-თუ შეურაცყოფაში არ ჩამომართმევთ,თავს ნებას მივცემ და გკითხავთ თუ რატომ გინდათ ეს.
-თქვენთან დასამალი არაფერი მაქვს-ვიენმა მეირცელს გაუღიმა-მინდა ლარიუსის სამეფო რეინისას შემოვუერთო.
-და ტახტზე მის აყვანას აპირებთ?
-არა,ტახტზე ელიზაბეტი ავა,ჩემი ქალიშვილი.
-არ მესმის,ლარიუსის დაპყრობის გარეშე ელიზაბეტი ტახტზე როგორ ავა?
დედოფალმა ვიენმა გაიღიმა.
-ვფიქრობ დროა ახლა გითხრა ის,რასაც ამდენი წელი ვმალავდი. ელიზაბეტის მამა მეფე გერარ მესამეა,ლარიუსის ამჟამინდელი მეფე.
მეირცელი ადგილზევე გაშრა.
-რა?ნუთუ ეს შესაძლებელია?
-კი,ასეა. მოზბეგის შეკრებაზე ღამე ერთად გავატარეთ,როგორც ჩანს ელიზაბეტი სწორედ მაშინ ჩაისახა.
-ეს არაჩვეულებრივია...ჩემგან რა გსურთ?
-საღამოს დიდ ზეიმს ვმართავ. შეთანხმების მიღწევის აღსანიშნავად მე და მეფე გერარი ჭიქებს აღვმართავთ,მინდა რომ იმ ჭიქაში ისეთი რამე ესხას,რაც მას შვილის გაჩენის ნებას აღარ მისცემს.
-ანუ გნებავთ,რომ მეფე გერარმა შვილის გაჩენის უნარი დაჰკარგოს?
-დიახ,სწორედ ეს მინდა.
-და მაშინ,როდესაც ლარიუსის სამეფოს მემკვიდრე აღარ ეყოლება ტახტის მემკვიდრეები აქ,თქვენთან იქნებიან.
-ასეა,ელიზაბეტს მხარს უფლისწული რეგარიც დაუჭერს და მათ წინააღმდეგ ვეღარავინ წავა. აბა,შეგიძლიათ მსგავსი წამალის დამზადება?
-კი,შევძლებ. ერთი საწამლავი მაქვს.აკრძალულია, მაგრამ მისი მოპოვება მაინც შევძელი, მას ყაყაჩოს ფურცლებს შევურევ და დავნაყავ,შემდეგ კი ამას მეფე გერარის სასმელში ჩაასხამთ და საქმეც გაკეთებული იქნება.
-გმადლობთ,თქვენ ყოველთვის მიმართლებთ იმედებს.
მეირცელმა დედოფალს თავი დაუკრა.
-ეს ჩემი მოვალეობა და სამსახურია,ჩემთვის დიდი პატივია თქვენი ქვეშევრდომობა.
-თქვენ ჩემთვის ქვეშევრდომზე მეტი ხართ,მკურნალო მეირცელ,ქვეშევრდომზე მეტი.
-როცა საწამლავი მზად მექნება აუცილებლად მოგიტანთ.
-გელოდებით,საღამომდე უნდა მოასწროთ.
-აუცილებლად.
დედოფალი ვიენი მეირცელის კოშკის კიბეებს დაუყვა,მას სახეზე მზაკვრული ღიმილი აღბეჭვდოდა.ამასობაში რეინის სამეფო მკურნალი ღიღინით თავის კარადასთან მივიდა და იქედან აკრძალული საწამლავი გამოიღო,ხოლო ყაყაჩოს ფურცლები მაგიდაზე ისედაც ეწყო.

   1687 წლის 17 სექტემბერს რეინში დიდი ზეიმი გაიმართა. დედოფალი ვიენის სასახლე არაჩვეულებრივი მუსიკოსებით,გამრთობებითა და მზარეულებით იყო ავსებული. ნადიმი  სასახლის სამხრეთ ნაწილში მდებარე დიდ დარბაზში გაიმართა. მთელი დარბაზი არაჩვეულებრივად გაენათებინათ,ოთახის ყოველი კუთხე მორთულიყო. დარბაზში ორი გრძელი მაგიდა იდგა,რომლებზედაც ედოსის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მზარეულების ნაირნაირი კერძები ელაგა,სუფრაზე უზარმაზარი დოქებით ღვინოც იდგა. ერთი მაგიდა რეინის დიდებულებისთვის იყო განკუთვნილი,რომლის თავშიც დედოფალი ვიენისთვის საკადრისი სავარძელი დაედგათ,მეორე მაგიდა კი ლარიუსის წარმომაგენლებს ეკავა,მაგრამ მათში მხოლოდ სამეფო ოჯახი და მათი მცველები შედიოდნენ. მეფე გერარს მადა საერთოდ დაჰკარგოდა ისევე,როგორც დედოფალ მარიას. ცოლ-ქმარი გამუდმებით თავიანთ ვაჟს უყურებდა და მას ეფერებოდნენ. დიდებული სუფრის მიუხედავად არაფერს ჭამდა ლარიუსის პირველი ვაზირიც,სამაგიეროდ მეფე გერარის მცველები მადიანად მიირთმევდნენ შემოთავაზებულ საკვებს. ნადიმის დაწყებიდან რამოდენიმე ხანში დედოფალმა ვიენმა ერთ-ერთი მსახურთაგანი იხმო და ყურში მას რაღაც ჩასჩურჩულა. მალე მსახური ხელში ლანგრით დაბრუნდა,რომელზედაც ღვინით სავსე ორი ოქროს ჭიქა იდო,საკმაოდ ძვირფასი ჭიქები გახლდათ,ისინი ოქროსთან ერთად წითელ ალმასებს,ცხოველების მოხატულობებსა და ვერცხლით ამოტვიფრულ ჩუქურთმებს შეემკოთ. ჭიქები ერთნაირი იყო,მაგრამ მოხატულობით ისინი განსხვავდებოდნენ.ერთ-ერთ მათგანს ოქროს ირემი ეხატა,მეორეს კი ლომი. მსახურის გამოჩენისთანავე დედოფალი ვიენი თავისი სავარძლიდან წამოდგა.
-გთხოვთ,მეფე გერარ. მინდა ჩვენი შეთანხმება აღვნიშნოთ,რეინში ასეთი წესი გვაქვს მოლაპარაკების ნიშნად ჭიქა ღვინო უნდა შევსვათ.
გერარი გაუნძრევლად იჯდა.იგი მტრული მზერით უყურებდა დედოფალ ვიენს.ძმას მხარზე ხელი ფიზმანმა დაადო.
-მიდი,დაამთავრე ეს ჯოჯოხეთი-უთხრა მან გერარს.
ლარიუსის მეფემ ამოისუნთქა და სავარძლიდან მძიმედ წამოდგა.იგი ნელი ნაბიჯებით დედოფალი ვიენისკენ გაემართა,როდესაც გერარი მას მიუახლოვდა ვიენმა ლომის გამოსახულებიანი სასმისი აიღო,მეფე გერარმა კი დარჩენილ სასმისს მოჰკიდა ხელი.
-ჩვენი მშვიდობიანი შეთანხმებისა იყოს-ღიმილით თქვა დედოფალმა ვეინმა და ჭიქა ლარიუსის მეფეს მიუჭახუნა.ქალმა ღვინო მოსვა,თან დაჟინებული მზერით მეფე გერარს მიაჩერდა. გერარმა სასმისი პირზე მიიყუდა. ვიენი ხედავდა თუ როგორ ჩადიოდა წითელი ღვინო ლარიუსის მეფის ყელში მანამ,სანამ სასმისი ბოლომდე არ დაცარიელდა.
-კიდევ მინდა რაღაც გითხრათ-თქვა დედოფალმა ვეინმა-ჩვენ აგრეთვე 5000 ოქროს მონეტაზე შევთანხმდით,მაგრამ გადავიფიქრე, თქვენგან ხარკი აღარ მინდა. მინდა ბოლომდე თქვენი მეგობარი ვიყო,ხოლო რეინისადმი ხარკის გადახდა მის მორჩილებას გულისხმობს და მაშინ მეგობრები აღარ გამოვალთ,ასე არაა მეფე გერარ?
გერარმა ქალს შეხედა.
-ასეა-ზიზღით წარმოთქვა მან და თავისი მაგიდისაკენ დაიძრა.
   ზეიმი დაღამებამდე გაგრძელდა. 17 სექტემბრის ღამე კი ლოდინსა და ნერვიულობაში უსაშველოდ გაიწელა.დილით გერარი და მარია თავიანთ ვაჟს უნდა დამშვიდობებოდნენ,შეიძლება ამ ღამით მათ ის ბოლოჯერაც ენახათ. ცოლ-ქმარმა ღამე ტანჯვასა და დარდში გაატარა. ასევე ამ ყველაფერს ძალიან განიცდიდა პატარა რეგარი,თუმცაღა მას ჯერ არსებული სიტუაცია სრულად არ ესმოდა,ამიტომ თავს მაინც მხნედ იჭერდა,რადგან სჯეროდა,რომ მისი მშობლები რამოდენიმე დღეში მასთან ისევ დაბრუნდებოდნენ...
   18 სექტემბრის დილა იყო. ლარიუსის მეფე-დედოფალი სამშობლოში დასაბრუნებლად ემზადებოდნენ,მაგრამ ისინი თავიანთი ცხოვრების არსს და სულის უდიდეს ნაწილს აქ, რეინში ტოვებდნენ. პირველი რეგარს მარია გამოემშვიდობა,შემდეგ კი შვილთან გერარი მივიდა. პატარა რეგარი ორივემ ანუგეშა და დააიმედეს,რომ ისინი მისთვის აუცილებლად დაბრუნდებოდნენ. უფლისწულს უთხრეს,რომ მხნედ ყოფილიყო და თავი ძლიერად დაეჭირა. ამის შემდეგ კი ლარიუსის სამეფო ოჯახის წარმომადგენლები ეტლში ჩასხდნენ და მწუხარებით აღსავსე გზას დაადგნენ. ფიზმანმა თავისი ცხენით წასვლა გადაწყვიტა.იგი ცოტა ხნით რეინში კვლავ შეყოვნდა. ეტლის წასვლისთანავე უფლისწულ რეგართან მივიდა და მასთან ჩაიმუხლა.ფიზმანმა მას შეხედა და თბილად გაუღიმა,რის საპასუხოდაც ისეთივე სითბოთი და სიყვარულით აღსავსე ღიმილი მიიღო.
-აბა როგორ ხარ,პატარა რაინდო?
-არ ვიცი-ბიძიას უპასუხა რეგარმა.
-დედაჩვენმა მე და გერარი ადრე დაგვტოვა,ძალიან ადრე. მაშინ მე შენი ტოლი ვიქნებოდი,ვიტანჯებოდი,მაგრამ შემდეგ ამასთან გამკლავება ვისწავლე. ეს მამამ მასწავლა,ახლა კი მე გასწავლი შენ. ყოველ დღე,ყოველ წამს როცა შენი მშობლები მოგენატრება უბრალოდ იფიქრე მათზე,გააცოცხლე მოგონებები,წარმოიდგინე ისინი,შექმენი ახალი მოგონებები,ისინი აქ-ფიზმანმა რეგარს თავზე თითი დაადო-შენს გონებაში აცხოვრე მანამ,სანამ მათ ისევ არ იხილავ და ამ მოგონებებს რეალობაში არ გააცოცხლებ. იმედია მეც გამიხსენებ ხოლმე-ფიზმანმა რეგარს ნაღვლიანად შეხედა.
-არც შენ დამივიწყო.
ფიზმანს გაეცინა.
-შენ ძლიერი ბიჭი ხარ,ძალიან ძლიერი. იმაზე ძლიერი ვიდრე როდესმე მე ვყოფილვარ,ვიდრე მამაშენი იყო. შენ ამას გაუძლებ. ყველაფრისდა მიუხედავად არ შეიძულო დედოფალი ვიენი,პირიქით დაუმეგობრდი მას.ასე უკეთესი იქნება.თან მარტო არ იქნები,ხომ იცი, რომ დედოფალ ვიენს დაახლოებით შენი ტოლი შვილი ჰყავს.ის უკვე გაიცანი?
რეგარმა თავი გააქნია.
-არაუშავს,გაიცნობ.მასაც დაუმეგობრდი და არავის არ მისცე ნება დაგჩაგროს.შენს ძარღვებში მამაშენის,მეფე გერარ მესამის,ბაბუაშენის-რეგარ მეოთხის სისხლი ჩქეფს.ხომ გახსოვს ვის სახელს ატარებ? რეგარ მეორეზე რომ აღარაფერი ვთქვათ ბაბუაშენს ერქვა ეს სახელი. ხომ იცი ის როგორი კაცი იყო? ყოველთვის მინდოდა მას დავმსგავსებოდი,მაგრამ სახელი ამაში ხელ არ მიწყობდა-ფიზმანმა გაიცინა-შენ კი გიწყობს,შენ რეგარ მეხუთე ხარ.ლარიუსის მომავალი მეფე.იბრძოლე ამ ტიტულისთვის,ამ სახელისთვის,ამ ტახტისთვის. მე მჯერა,რომ შენ ოდესმე გააკეთებ ისეთ რამეს,რაც ისტორიას შეცვლის.მჯერა, რომ შენ იბრძოლებ შენი კუთვნილი ტახტისთვის და მას მოიპვებ კიდევაც. მიყვარხარ,რეგარ,მიყვარხარ და შენზე დიდ იმედებს ვამყარებ-ფიზმანმა უფლისწულს ხელები მაგრად მოხვია და ის გულში ჩაიკრა.შემდეგ კი უფლისწულს შუბლზე აკოცა და მას გაშორდა. ლარიუსის პირველი ვაზირი ცხენს მოახტა.
-დაიმახსოვრე ჩემი სიტყვები,უფლისწულო! შენ ლარიუსის მომავალი მეფე ხარ, ერთადერთი და კანონიერი მეფე!-ხმამაღლა დაიძახა ფიზმანმა და ცხენს მათრახი გადაჰკრა. ლარიუსის პირველი ვაზირი თავის მეფე-დედოფალთან მიისწრაფოდა,მისი აზრით გერარი და მარია საკმაოდ შორს იქნებოდნენ წასულნი. ამ ყველაფერს დედოფალი ვიენი შორიდან უყურებდა.ფიზმანის წასვლის შემდეგ იგი უფლისწული რეგარისკენ დაიძრა.მას სასახლის შესასვლელთან  სამხედრო საქმეთა განმგებელი შეხვდა, რომელმაც მოახსენა,რომ ლაშქარი ლარიუსისკენ უკვე დაძრულიყო. ვიენმა გაიღიმა და გზა განაგრძო. მალე იგი რეგარს მიუახლოვდა.
-უფლისწულო.
რეგარი უკან შეტრიალდა.
-მოდი ჩემთან-ვიენმა ხელები წინ გაიშვირა. ლარიუსის უფლისწული მას მიუახლოვდა,ქალს ხელი მოჰკიდა და მასთან ერთად სასახლისაკენ დაიძრა.

    კარესის ჯარის სარდალი იშადი კარესის მემკვიდრე მოშადთან და შავეთის მეფე ანდისთან ერთად სამეფო ბაღებში მიაბიჯებდა და აქაური სილამაზით ტკბებოდა. მეფე ანდისს მცენარეები,განსაკუთრებით კი ყვავილები უყვარდა. მას ზოგი ყვავილთა მეფესაც უწუდობდა.ანდისი ფრთხილი,მშიშარა მეფე იყო,თუმცაღა მისი გულკეთილობის წყალობით ხალხს იგი მაინც უყვარდა.
-ლამაზი სამეფოა-მეფეს უთხრა იშადმა.
-გმადლობ.
-ნამდვილად გონივრულად მოიქეცით,ასეთი ლამაზი ადგილი დასანგრევად ძალიან დასანანი იქნებოდა,თანაც სწორი მხარე აირჩიეთ.
ანდისმა თავი იშადს კიდევ ერთხელ დაუქნია.
-ჩვენ თქვენს მეფობას არ გავააუქმებთ-თქვა მოშადმა-თქვენს მმართველობაში არ შეგეცილებით,თქვენ უბრალოდ ხარკის გადახდა მოგიწევთ,ასევე ჯარის გამოყვანაც საჭიროებისამებრ.
-დიახ,ჩემი არმია მზადაა,როგორც კი მეტყვით მათ ლარიუსში გავგზავნი.
-დრო არ ითმენს,მოშად მამაშენმა ბოლო სიტყვის თქმის უფლება შენ მოგანიჭა. უნდა თქვა როდის შევუტევთ. მაგრამ დალოდება საშიშია,მეფე გერარი ლარიუსს არ დათმობს და სანამ რეინიც არ ჩაუთრევია ამ ომში ჯობს მანამდე შევუტიოთ.
-იშად,რეინი ისედაც ჩაერთვება ომში და ეს შენ მშვენივრად იცი. არამგონია ლარიუსი დიდხანს შევინარჩუნოთ,მაგრამ ჩვენს ისტორიაში ჩაიწერება, რომ ოდესღაც კარესის გავლენა ლარიუსის სამეფოზეც ვრცელდებოდა.
-ასეა,მამაშენს რომ ჩემთვის დაეჯერებინა ახლა ჩვენი ლაშქარი ზარაჰესს შეუტევდა და შემდეგ ბევრად  გაგვიადვილდებოდა ლარიუსის დამარცხება, მაგრამ რას ვიზამთ იმპერატორი ისაა.
-ხვალ შევუტევთ-მცირეოდენი დუმილის შემდეგ თქვა მოშადმა-ხვალინდელი დღე ისტორიაში შევა,როგორც კარესის დიდებული გამარჯვების დღედ,მე და შენ კი იშადამ დღის გმირები ვიქნებით.სწორედ მე ვიქნები ის იმპერატორი,რომელიც ლარიუსს აიღებს,რომელიც ამ გამარჯვებისთვის საკუთარ სისხლს დაღვრის.
იშადმა კარესის საიმპერატორო მემკვიდრეს ქედი მოუხარა.
-თქვენს გვერდში მიგულეთ.
-მაშინ ჩემს ლაშქარს შევატყობინებ-თქვა მეფე ანდისმა და კარესის წარმომადგენლებს გაშორდა.
-კარგი,მაშ მოვემზადოთ ხვალ დიდი ბრძოლა იქნება-თქვა იშადმა და ისინიც თავიანთი სარდლებისკენ დაიძრნენ.

  მეფე გერარი გამუდმებით თავის  მომავალსა და თავის შვილზე ფიქრობდა. თუმცაღა ის იძულებული იყო ყურადღება მოახლოებულ ბრძოლაზე გადაეტანა,რაშიც მას ფიზმანი არაჩვეულებრივად ეხმარებოდა. 21 სექტემბერის სამეფო კრებაზე პირველმა ვაზირმა ის გააჟღერა რისი მოსმენისაც ყველას ეშინოდა. ფიზმანმა თავისი ჯაშუშებიდან იცოდა,რომ კარესის არმია 22 სექტემბერს  იერიშზე გადმოვიდოდა. საზღვრები დაცული და გამაგრებული იყო,მაგრამ ლაშქარს გასაძღოლად მეფე სჭირდებოდა,რომელიც იმჟამად თავის სასახლეში იჯდა და თავის დაკარგულ ვაჟს გლოვობდა. გერარს ყველა ამხნევებდა, ეუბნებოდნენ,რომ ახლა დარდისა და სევდის დრო არ იყო და მას მედგრად დგომა მმართებდა. ფიზმანის განცხადების მოსმენისთანავე გერარი თავისი ტახტიდან წამოდგა.
-კარგი-თქვა მან-მე დღესვე გავემგზავრები.ახლა ყველაზე მთავარი ჩემი ხალხის დაცვაა. ფიზმან, შენ ჩემთან ერთად წამოხვალ და ჯარის მეორე ნაწილს უხელმძღვანელებ. დანარჩენს ბანაკში განვიხილავთ.
-თქვენს გასამგზავრებლად ყველაფერი მზადაა,მეფეო-თქვა ერთ-ერთმა დიდებულმა.
-ძალიან კარგია,დრო არ ითმენს, ახლავე უნდა წავიდეთ-გერარი კარისკენ დაიძრა.მის ასეთ გარდასახვას არავიან ელოდა.თავად ფიზმანი სიამაყით აივსო.
-აი ეს არის ჩემი ძმა-ჩუმად თქვა მან და გერარს გაჰყვა.
სასახლის ეზოში მათ დედოფალი მარია ელოდათ. იგი მეფე გერარს ჩაეხუტა.
-დამპირდი,რომ გამარჯვებული დაბრუნდები.
-გპირდები-ცოლს უთხრა გერარმა და ცხენს მოახტა.
-ფიზმან,მას გაუფრთხილდი.
-აუცილებლად,დედოფალო-პირველმა ვაზირმა მარიას პირობა მისცა და ისიც თავის ცხენზე შეჯდა.
 ლარიუსის მეფე და პირველი ვაზირი ოცკაციანი ამალით აღმოსავლეთი საზღვრებისკენ გაემართნენ. 21 სექტემბრის საღამოს ისინი უკვე თავიანთ ბანაკში იმყოფებოდნენ. მეფეს თავისი ხალხი დიდი ჟრიამულითა და აღტაცებით შეხვდა. ლარიუსის არმია 560000 მეომარს ითვლიდა,რაც საკმაოდ კარგი შედეგი იყო. ჯერჯერობით დედოფალი ვიენის არმია არსად ჩანდა,თუმცაღა გერარი იმედოვნებდა,რომ ბრძოლამდე დამხმარე ძალა აუცილებლად მოვიდოდა.
-ჩემო მეომრები,ახლა მოლხენისა და ჟრიამულის დრო არაა-მეფემ თავის ჯარს მიმართა-ამდენი წლის მშვიდობის შემდეგ მძიმე ჟამი დაგვიდგა.ხვალ ბევრი თქვენგანი დაიღუპება,ბევრი თქვენგანი ვეღარასდროს ნახავს თავიანთ ოჯახებს.მაგრამ მათი დედები,შვილები და ცოლები ყველაზე მაღლა ასწევენ თავს იმიტომ,რომ მათმა ნათესავებმა თავი ქვეყანას შესწირეს და ღირსეული,გმირული სიკვდილით დაიღუპნენ. ახლა კი გეგმას გაგაცნობთ. ორად გავიყოფით. ერთ ნაწილს მე ვუხელმძღვანელებ,მეორეს კი ჩემი ძმა ფიზმანი. ჩვენდა სამწუხაროდ ლარიუსი მთაბორცვიანი ქვეყანა არ არის. აქ ყველგან გაშლილი ველებია. მტერს ჩვენს მიწაზე შემოვუშვებთ და შემდეგ უეცრად აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან ერთიანად შევუტევთ. დაიმახსოვრეთ მთავარია მათი სარდლები დავხოცოთ და შემდეგ დანარჩენი მეომრები უმეთაუროდ აირევიან,ხოლო თუ მე რამე მომივა არ გაჩერდეთ,არ იგლოვოთ მეფე და ბრძოლა განაგრძეთ. გასაგებია?
-დიახ-ერთხმად დაიძახა ლაშქარმა და ხვალინდელი ბრძოლისთვის ყველამ მზადება დაიწყო.

  20 სექტემბერი იყო,როდესაც რეინის დედოფალ ვიენს თავის დიდებულებთან მორიგი უთანხმოება მოუვიდა. მან ბრძოლის ველზე წასვლა გადაწყვიტა,მიუხედავად დიდებულების წინააღმდეგობისა დედოფალს აზრი ვერავინ შეაცვლევინა.
-ჩვენ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდებული და ამაღელვებელი ბრძოლის მომსწრენი ვხდებით და მე არ დავუშვებ იმას,რომ ამას არ დავესწრო-ამ სიტყვების შემდეგ დედოფლის შეწინააღმდეგება ვერავინ გაბედა და ვიენი ორმოცკაციანი ამალით თავისი ლაშქრისკენ გაემართა,რომელიც 700000 მეომარს ითვლიდა. რიცხობრივად ლარიუსისა და რეინის გაერთიანებული არმია კარესისას აღემატებოდა,თუმცაღა დედოფალ ვიენს ერთიანი შეტევა სულაც არ ჰქონდა ჩაფიქრებული...
 21 სექტემბერის საღამოს იგი თავის ლაშქარს დაეწია და მათთან ერთად დაბანაკდა. ის ღამე ყველასთვის ნამდვილად მძიმე გამოდგა.თვალი არავის მოეხუჭა.ბევრი აცნობიერებდა,რომ ხვალ შეიძლება დაღუპულიყვნენ ან დამარცხებულიყვნენ. ასეთ შემთხვევაში ლარიუსის დასამორჩილებლად ყველა მეომარს,ბიჭებსა და მოხუცებს დახოცავდნენ და მათ თავებს სხვების დასაშინებლად ქალაქში ჩამოკიდებდნენ. 21 სექტემრის ღამე ნამდვილად მძიმე იყო,თუმცა კიდევ უფრო რთული და სისხლიანი დღე გამოდგა 22 სექტემბერი.

  1687 წლის 22 სექტემბერი ისტორიაში ნამდვილად შევიდა. დილით კარესისა და შავეთის გაერთიანებული არმია ლარიუსისკენ დაიძრა,მათ კარესის ჯარის სარდალი იშადი სარდლობდა. ბრძოლა ახლოვდებოდა,მაგრამ რეინის არმია არსად ჩანდა. ყველანაირი სამზადისი დასრულებულიყო და ლარიუსის არმია გეგმისამებრ დაწყობილიყო. შუადღის ხუთი საათისთვის მზვერავებმა მეფე გერარს ამბავი მოუტანეს,რომ კარესის მრავალრიცხოვანი არმია ლარიუსს მოსდგომოდა. ისინი გერარის სამეფოში დაუბრკოლებლად შემოვიდნენ და სანამ რაიმეს ეჭვობას მოასწრებდნენ ლარიუსელები ორივე მხრიდან გმირულად ეძგერნენ მტერს. კარესელებმა მოასწრეს შუბებისა და ფარების აღმართვა. იმ შეტაკებაში ბევრი ადამიანი დაიღუპა. ლარიუსელები პირდაპირ მოწინააღმდეგეს შუბებზე ეხეთქებოდნენ. თუმცაღა ისინი ხმლებით მამაცურად მიიკვლევდნენ გზას.რეინის არმია კიდევ არ ჩანდა,ხოლო ლარიუსის არმია კარესისას რიცხობრივად საკმაოდ ჩამორჩებოდა,ამიტომ მათ ვერ მოახერხეს მთლიანი არმიის ალყაში მოქცევა. მეფე გერარის გეგმა ნაწილობრივ განხორციელდა,თუმცაღა კარესის ლაშქრის უკანა ფლანგი გაიშალა და მათ ლარიუსის არმიას უკნიდან შეუტიეს. ახლა მეფე გერარის ლაშქარი აღმოჩნდა ალყაში.ლარიუსელების სისხლი მათსავე მიწაზე ნიაღვარად მოთქრიალებდა,თუმცაღა მათ მაინც შეძლეს კარესელებისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება. ისმოდა შეძახილები,ყიჟინა,ყვირილი.ფიზმანი თვალებით თავის ძმას ეძებდა,ბოლოს მან გერარი დაინახა,რომელიც სამ კარესელს შეუპოვრად ებრძოდა.
-გერარ!-დაიძახა მან და შეუპოვრად გაემართა თავისი ძმისაკენ. ფიზმანმა დაცემული მეომარის ფარი აიღო. ორივე ფარი სხეულზე აიფარა და ცხენს გერარისკენ უბიძგა. ლარიუსის პირველი ვაზირი უშიშრად მიიწევდა წინ. მან 10 კაცად დაწყობილი კარესელების რიგში შეაღწია,ესმოდა თუ როგორ ეხეთქებოდნენ ხმლები მის ფარებს,მაგრამ იგი მაინც მტკიცედ მიიწვდა წინ,როგორც კი კარესელების რიგი შეთხელდა ფიზმანმა ფარი გადააგდო და თავისი ხმალი იშიშვლა. მისი ხმალი ისე აპობდა მოწინააღმდეგეების სხეულებსა და ტანისამოსს,როგორც გამოცდილი ყასაბი ანაწევრებს დასამუშავებელ ხორცს. ფიზმანი ხმლის ერთი მოქნევით სამ კარესელს აყენებდა სასიკვდილო ჭრილობას. მას სახეზე სისხლი ეშხეფებოდა,მაგრამ ეს არ აბრკოლებდა. როგორც იქნა მან მეფე გერარამდე მიაღწია და ძმას ხელი მოჰკიდა.
-უნდა წავიდეთ! სასწრაფოდ აქედან უნდა გაგიყვანო.
-ფიზმან, აქ ჩემს მეომრებს ასე ვერ დავტოვებ.
-ბრძოლა წაგებულია,ვიენმა მოგვატყუა,მისი ლაშქარი არ მოვა.შეხედე რა ხდება,ჩვენი ხალხი წამდაუწუმ ეცემა ძირს. შემდეგი შენ იქნები.შენს ხალხს კი მეფე სჭირდება. მარიაზე იფიქრე,იმ პირობაზე იფიქრე, რომელიც მას მიეცი,რეგარზე იფიქრე,შეხედე მათ!-ფიზმანმა  გერარს ბრძოლისკენ მიუთითა. მეფემ სიტუაციას თვალი მოავლო მრავალი უმოწყალოდ გაფატრული ლარიუსელი ეგდო ძირს,მათი სისხლი ყოველ სანტიმეტრზე ესხა.მრავალი ჭრილობიდან მოთქრიალებდა ლარიუსული სისხლი.
-გერარ! მეფე თუ დაეცემა მთელი სამეფო დაეცემა.
-ისინი მაინც მომკლავენ.
-მოზბეგში წახვალ,მას ვეღარ დაიპყრობენ. წამოდი ძმაო! ახლავე!
გერარმა ცხენი მოატრიალა და ბრძოლის ველიდან გაქცევა განიზრახა.
-უკან ვიხევთ!-დაიძახა მან და მისმა მეომრებმაც მეფეს მიბაძეს. ამ ყველაფერს დედოფალი ვიენი შემაღლებული ადგილიდან თვალს მშვიდად ადევნებდა.
-დედოფალო-მას მისმა სამხედრო საქმეთა გამგებელმა მიმართა.
-დროა-თქვა ვეინმა და ცხენი ბრძოლის ველისაკენ გააჭენა.
-შეტევაზე!-დაიძახა რეინის სამხედრო საქმეთა გამგებელმა და 700000-იანი არმია სისხლიანი ველისაკენ დაიძრა.
-გერარ,შეხედე -ფიზმანმა ძმას რეინის ლაშქარზე ანიშნა-ბრძანება უნდა გასცე.
-როცა რეინის არმია მოგვიახლოვდება შემოვტრიალდებით და ბრძოლას განვაგრძობთ.
ფიზმანმა ძმას თავი დაუქნია და მისი განკარგულება ხმამაღლა დაიძახა.
 კარესელები სიხარულსა და ბედნიერებას ისე მოეცვა,რომ დროულად ვერ შეამჩნიეს მოახლოებული მტერი.მათ თავდასაცავ პოზიციაზე გადაწყობა ვეღარ მოასწრეს. რეინის არმია გაიშალა, მათ მტერს სამი მხრიდან შეუტიეს. ახლა კარესელების სისხლით მოირწყა ბრძოლის ველი. დედოფალმა ვიენმა მეფე გერარს თვალი გაუსწორა.
-არ მელოდით,მეფე გერარ-დამცინავად თქვა მან და თავისი ფაშატი ბრძოლის ქარცეცხლში შეაჭენა.
-დაუცადა,სანამ მტერი შესუსტდებოდა და დაიბნეოდა. ასე ნაკლები ზარალი ექნება-თქვა გაბრაზებულმა ფიზმანმა.
-მადლობა ღმერთს რომ ბოლომდე არ მიგვატოვა და მიანც მოვიდა-გერარმა ცხენი მოატრიალა და ახალი შემართებით შეუტია კარესის ლაშქარს. იგი თან თვალს დედოფალ ვიენს არ აშორებდა. ბევრს ამბობდნენ მის სიმამაცესა და ბრძოლაში დახელოვნებულობაზე, მაგრამ ნანახი სულ სხვა იყო. გერარს მსგავსი რამ ჯერ არ ენახა. დედოფალი ვიენი ბევრ გამოცდილ და ძლიერ მეომარს სჯობდა. კიდევ უფრო გასაოცარი მისი ცხენი იყო. იგი ყალყზე დგებოდა და ჩლიქებს მტერს სახეში ურტყამდა მაშინ,როდესაც ვიენი ორივე ხელში აღმართული ხმლით უსწრაფესად კლავდა მოწინააღმდეგეებს. იგი გზას ისე მიიკვლევდა და თავის ბასრ ფოლადს კარესელების ყელში ისე ატარებდა თითქოს თავის ბაღში სასეირნოდ გასულაო. მას არც აღელვება ეტყობოდა,არც შიში. გერარისთვის ეს ყველაფერი გასაოცარი რამ იყო. ბრძოლა დიდხანს გაგრძელდა. საბოლოოდ რეინის არმიამ კარესელებს სასტიკი მარცხი მიაყენა. იმპერატორის მემკვიდრე მოშადი სარდალ იშადთან ერთად ორი ათასი კაცის ამარა შავეთისაკენ გაიქცა,მაგრამ მათ დედოფალი ვიენის სარდლობით რეინის არმია დაედევნა. ბრძოლის ველმა შავეთში გადაინაცვლა. კარესელებს დაღლილი და დაქანცული ცხენები ჰყავდათ მაშინ,როდესაც რეინელების ბედაურები ნაკლებად დაღლილიყვნენ. შავეთში, ლურჯ სანაპიროსთან,მდინარე ხარამანჯის პირას სასტიკი ბრძოლა გაიმართა. იშადი მეფე ანდისის სასახლისკენ მიისწრაფოდა. მან მტერთან შესაბრძოლებლად 1500 მეომარი დატოვა,მაგრამ რეინის არმია მათზე ბევრდა მეტი იყო,ამიტომ მათ მალევე მოახერხეს ამ ბარიერის გარღვევა და გაქცეულ დამპყრობლებს ხელახლა დაედევნენ. საიმპერატორო მემკვიდრეს სახეზე უზარმაზარი შიში აღბეჭვდოდა.
-იშად, რაიმე შანსები გვაქვს?-მან აღელვებული ხმით ჰკითხა კარესის ჯარის სარდალს.
-მე არა,აი თქვენ კი ახლა დიპლომატიურობა გმართებთ. უთხარით,რომ კარესის მომავალი იპერატორი ხართ. საუკეთესო შემთხვევაში თქვენს სანაცვლოდ თანხას მოითხოვენ,მაგრამ არ ვიცი. დედოფალი ვიენისგან არაფერ კარგს არ უნდა მოველოდოთ. ამ ქალს არავისი და არაფრის არ ეშინია. ეცადე მეფე გერარს ჩაუვარდე ხელში თუ ამის აუცილებლობა იქნება.
-იშად,გვეწევიან. ისინი გვეწევიან.
-ვიცი. მეომრებო, საიმპერატორო მემკვიდრე დაიცავით. 400 კაცი კი ჩემთან ერთად წამოდით-თქვა იშადმა-მამათქვენს გადაეცით, რომ ბოლომდე ვიბრძოლე.
-აუცილებლად-მოშადმა ცრემლმორეული ხმით უპასუხა იშადს და გზა გააგრძელა. კარესის ჯარის სარდალი კი 400 მეომრის ამარა მტერს ეკვეთა. იშადმა მართლაც,რომ ღირსეულად იბრძოლა. სიკვდილამდე 13 მეომარი დახოცა,მაგრამ მეთოთხმეტედ დედოფალი ვიენი აირჩია.სანამ მისთვის თავდასხმას მოასწრებდა მანამდე თავად დედოფალმა გაუყარა მას გულში თავისი ხმალი.
-ეს კაცი წამოიყვანეთ,მისი თავი დამჭირდება-ღიმილით თქვა დედოფალმა. იშადის უსულო სხეული ერთ-ერთმა მეომარმა ცხენზე შეიგდო და გზა ასე გააგრძელა.
  მეფე ანდისის სასახლე ნელ-ნელა ახლოვდებოდა. მოშადს გული გამალებით უცემდა. როგორც კი სასახლესთან მოახლოებული საიმპერატორო მემკვიდრე დაინახეს კარიბჭე მაშინვე გააღეს და მოშადი თავისი ამალით შიგნით შეუშვეს,შემდეგ კი კარიბჭე დაკეტეს და საბრძოლველად მოემზადნენ. მეფე ანდისის სასახლეს რეინის უზარმაზარი ლაშქარი მიადგა,მათ შორის მეფე გერარიც იმყოფებოდა. ანდისის მეომრებმა მშვილდები მოჭიმეს,თუმცაღა ისინი მეფის ბრძანებას ელოდნენ. მეფე ანდისთან მოშადი საჩქაროდ შევიდა.
-აქ არიან,ჩვენ დავმარცხდით,დედოფალი ვიენი აქაა.
 შავეთის მეფე თავისი ტახტიდან წამოხტა.
-რა?ეს სიმართლეა?
-ჰო-იღრიალა მოშადმა-თუ დამიცავ და კარესში დამაბრუნებ გპირდები დიდი იმპერატორი დარგუს მეორეს გულს სამუდამოდ მოიგებ.იცი ეს რას ნიშნავს?
ანდისმა მოშადს არ მოუსმინა იგი სასწრაფოდ გარეთ გავვარდა და კოშკურაზე ავიდა.
-მეფეო, თქვენს ბრძანებას ველით-მეფეს მიმართა ერთ-ერთმა მეომარმა.
-ბრძოლას აზრი არ აქვს,სასახლეში 400 კაცამდე ძლივს იქნება, ისინი კი ათასობით არიან.
-რას აპირებთ?
-კარიბჭე გააღეთ.
-მეფეო.
-გააღეთ!ეს ბრძანებაა!
 მეფე ანდისის სასახლის კარიბჭე გაიღო.პირველი შიგნით დედოფალი ვიენი შევიდა. მას მეფე გერარი და რეინის ამალა შეჰყვა.
-ასეც ვიცოდი-თქვა რეინის დედოფალმა-აბა ანდის,სად არის გაქცეული დამპყრობელი?
-სასახლეშია-თქვა ანდისმა.
-გაგვიძეხი-ვიენმა შავეთის მეფეს ხელით სასახლისკენ ანიშნა.
ანდისი თავისი სასახლისკენ დაიძრა,მას დედოფალი ვიენი,მეფე გერარი და რამოდენიმე რეინელი გაჰყვა. მოშადი სამეფო დარბაზში აღელვებული იცდიდა.დედოფალი ვიენის დანახვისთანავე კანკალმა აიტანა,უკან დაიხია და კედელს მიეყრდნო.
-ესე იგი შენ ხარ ის ცნობილი ლაჩარი-დამცინავად მიუგო ვიენმა.
-მე დიდი იმპერატორი დარგუს მეორის ვაჟი და კარესის მემკვიდრე ვარ. თუ გამოსასყიდს მოითხოვთ...
-რას ვიზამთ?-სიცილით ჰკითხა ვიენმა.
-დედოფალო ვიენ,ის მართალს ამბობს-რეინის დედოფალს მიმართა მეფე გერარმა.
-ეს თქვენი საქმე არაა,გერარ-თქვა ვეინმა ისე რომ მოშადისთვის თვალი არ მოუცილებია.
-კარგი,მოვითხოვ გამოსასყიდს, მაგრამ არა შენი სულისთვის,არამედ შენი დამპალი გვამისათვის-თქვა დედოფალმა,ხმალი იშიშვლა და კარესის საიმპერატორო მემკვიდრეს პირდაპირ ყელში ატაკა. მოშადი ძირს დავარდა,ერთხანს იგი ხროტინებდა,მერე კი სამუდამოდ დადუმდა. დედოფალი ვიენი მეფე ანდისს მიუბრუნდა.
-რატომ არ მოხვედით დასახმარებლად?
-შემეშინდა-აღელვებით უპასუხა შავეთის მეფემ. იგი თვალს მოშადის ყელში ჩარჩენილ ხმალს არ აშორებდა.
-ახლა გეშინიათ?
-უნდა მეშინოდეს?
-თქვენ არამარტო გვიღალატეთ იმით,რომ ჯვრის თაყვანისმცემელი ქვეყანა მზის თაყვანისმცემლებს გადაეცით,არამედ ჩემი ხალხის სისხლიც დაღვარეთ. ეს უნდა გეპატიოთ მეფე ანდის?
-გთხოვთ-ანდისი მუხლებზე დავარდა-გევედრებით დედოფალო.
-რას მევედრებით?
-შემინარჩუნოთ სიცოცხლე და ჩემი სამეფოდან მშვიდობით წახვიდეთ.
-ნუ ღელავთ, აქედან მშვიდობით წავალ,მაგრამ მე მოღალატეებს სიცოცხლეს არ ვუნარჩუნებ-ვიენმა თავისი ხმალი მოშადის ყელიდან ამოიღო და მეფე ანდისს მიუშვირა.
-დედოფალო ვიენ,დაფიქრდით რას სჩადიხართ-ვიენთან გერარი მივიდა. რეინის დედოფალმა მეფე გერარს ყურადღება მიაპყრო.
-მე რომ არ მოვსულიყავი ახლა თქვენი სისხლი თქვენი თავიდან თქვენი ქალაქის მიწაზე წვეთებით დაეცემოდა.მგონი თქვენ ყველაზე ნაკლებად უნდა იღებდეთ ხმას და სამართლის აღსრულებაში ხელს არ მიშლიდეთ.
-ეს სამართალია? ჯვრის თაყვანისმცემელი მეფის მოკვლა.
-ის მოღალატე და მომხდურია,დიახ,ეს სამართალია-თქვა ვიენმა,ხელი აღმართა და შავეთის მეფეს თავი მოჰკვეთა. მეფე ანდისის თავი იატაკზე გაგორდა და ლარიუსის მეფის ფეხსაცმელს დაეჯახა.


  1687 წლის 22 სექტემბერი მართლაც საკმაოდ დატვირთული და მნიშვნელოვანი დღე იყო. ამ დღეს ლარიუსისა და რეინის ლაშქარმა კარესის მილიონიანი არმია დაამარცხეს. ბრძოლაში 300000-მდე ლარიუსელი, 450000 კარესელი და 70000 რეინელი დაიღუპა,დანარჩენები კი სხვადასხვა ჭრილობებით უმოწყალოდ ეყარნენ მიწაზე. ამ დღეს შეიცვალა ისტორია,რადგან კარესის მომავალი იმპერატორი მოშადი უნდა გამხდარიყო,ხოლო ის სწორედ 22 სექტემბერს გარდაიცვალა,აგრეთვე დაიღუპა შავეთის მეფე ანდისიც.მეორე დღეს,23 სექტემბერს დედოფალმა ვიენმა შავეთის მოსახლეობა ბაზრის უზარმაზარ მოედანზე შეკრიბა. მან ხალხს მზის ამოსვლის შემდეგ,დილითვე მიმართა. მეფის გარდაცვალების ამბავი ჯერ გავრცელებული არ იყო. დედოფალ ვიენს შავეთის მოსახლეობა ყიჟინითა და შეძახილებით შეხვდა,ისინი მას განმათავისუფლებად და გადამრჩენელად აღიქვამდნენ. სასახლიდან მომხდარზე არავინ საუბრობდა. ვიენმა შავეთის დედოფალს უთხრა,რომ თუ მეფის გარდაცვალების ჭეშმარიტ ამბავს დამალავდა მის ვაჟს მომავალ მეფედ აკურთხებდა,წინააღმდეგ შემთხვევაში კი მასაც გამოასალმებდა სიცოცხლეს. დედოფალი ვიენი სპეციალურ ფიცრულზე ავიდა და შავეთის მოსახლეობას ხმამაღლა მიმართა:
-მოგესალმებით,მე თქვენთვის ორი ამბავი მაქვს. კარგი და ცუდი. დავიწყებ იმით,რომ დამპყრობელი,რომელმაც ნახევარი ედოსი დაიპყრო და ჩვენც მოგვაკითხა ახლა განადგურებულია.ისინი ჩვენ ხელს ვეღარასდროს შეგვიშლიან მშვიდად ცხოვრებასა და ბედნიერებაში. იმეპერატორი დარგუს მეორის ვაჟი მკვდარია-ხალხი ამის გაგონებამ აღტაცებაში მოიყვანა-მე დღეს ძალიან ბედნიერი ვარ,რადგან შევძელი და ჯვრის თაყვანისმცემელი სამყარო უწმინდურებისგან გავათავისუფლე. მეფე ანდისმა დამპყრობელი ქვეყანაში დაუბრკოლებრივ შემოუშვა,მაგრამ ის ნამდვილი მეფე და ნამდვილი გმირი იყო-ვიენი გაჩერდა,მის სახეზე ცრემლები ჩამოგორდა. დედოფალმა ისინი მალევე მოიწმინდა-მეფე ანდისი ჩვენ დაგვიკავშირდა და თავისი სასახლის კარიბჭე გაგვიღო,მან შეიპყრო დარგუს მეორის ვაჟი მოშადი,მაგრამ ეს უკანასკნელი ძალიან მოქნილი და ცბიერი აღმოჩნდა.მან მოასწრო ხმლის ამოღება და სამწუხაროდ ყველასათვის მოულოდნელად მეფე ანდისს თავი მოჰკვეთა-ხალხი ამ განცხადებამ შოკში ჩააგდო,ზოგს გაუხარდა,მაგრამ უმეტესობას ეწყინა და ზოგმა ტირილიც დაიწყო.დედოფალი ვიენი ქვემოთ ჩავიდა და ფიცრულზე მეფე ანდისის ვაჟთან ერთად დაბრუნდა.
 -მინდა წარმოგიდგინოთ თქვენი ახალი მეფე,მეფე ანდისის ვაჟი და შავეთის კანონიერი მემკვიდრე,უფლისწული ვისელასი-ხალხი ახლა აღტაცებამ მოიცვა,მათ გარდაცვლილი მეფე სულ გადაავიწყდათ და თავიანთ უფლისწულს მიესალმნენ-დღეს მისი კურთხევა გაიმართება,ხოლო სანამ იგი სრულწლოვანი გახდება სამეფოს დედამისი,დედოფალი ანასტასია მიხედავს. მისი კორონაცია დღესვე გაიმართება-თქვა დედოფალმა ვიენმა და უფლისწულ ვისელასს თავზე ხელი გადაუსვა.
  მეფედ კურთხევის ცერემონია 23 სექტემბერს,მეფე ანდისის გარდაცვალებიდან ერთი დღის შემდეგ გაიმართა.დედოფალი ვიენი და მეფე გერარი მას დაესწრნენ და შემდეგ თავიანთ სამეფოებში დაბრუნდნენ. რეინისა და ლარიუსის ლაშქარს სწორედ ისინი გაუძღვნენ. გერარს გვერდით თავისი ძმა ფიზმანი მოჰყვებოდა. ხოლო თავად მეფე გერარი თავის ცხენს დედოფალი ვიენის გვერდით ნელა ატარებდა.
-ჩემი ვაჟი როგორაა?-უხერხული სიჩუმე მეფე გერარმა დაარღვია. ვიენს სახეზე ღიმილი მოეფინა,ეტყობოდა ამ კითხვას დიდი ხანი ელოდა.
-კარგადაა,ნუ ღელავთ.უნდა გამოგიტყდეთ,რომ ნამდვილად არაჩვეულებრივი შვილი გყავთ. ჭკვიანი,ზრდილობიანი,განათლებული. უბრალოდ ძალიან გულუბრყვილოა-ვიენმა გერარს ღიმილით შეხედა-ეტყობა მამას ჰგავს.
გერარმა ქალს არაფერი უპასუხა.ჩამოწოლილი სიჩუმე ახლა დედოფალმა ვიენმა დაარღვია.
-სხვათაშორის ჩემი ქალიშვილი და თქვენი ვაჟი ძალიან დამეგობრდნენ. რაღაცით ერთმანეთსაც გვანან.
გერარმა გაიღიმა,გულში კი გაიფიქრა -ამ ავსულის შვილი ჩემს ვაჟს როგორ უნდა ჰგავდესო. ის კი არ იცოდა,რომ დედოფალი ვიენის ქალიშვილიც მისი შვილი იყო.
  მეფე გერარი ლარიუსში მალე დაბრუნდა. სასახლეში მისვლისთანავე მარია ნახა და მას ნაზად მიუალერსა. ფიზმანი თავის ოჯახში მივიდა და ის საღამო მშვიდ გარემოში გაატარა. დედოფალი ვიენი რეინის სამეფოში ორი დღის შემდეგ 26 სექტემბერს დაბრუნდა.მას სახეზე მზაკვრული ღიმილი დასთამაშებდა,რადგან დედოფალმა კარესის იმპერატორ დარგუს მეორეს ორი საჩუქარი გაუგზავნა.ორივე სკივრი იყო. ერთში კარესის ჯარის სარდალის-იშადის თავი,ხოლო მეორეში კი თავად მოშადის მოჭრილი თავი იდო.

  კარესის იმპერატორი დარგუს მეორე  თავის დიდებულ ტახტზე იჯდა. იგი ნერვიულობდა,რადგან ჯერჯერობით ახალი ამბები არ მოსვლოდა,ეს კი კარგს არაფერს მოასწავებდა. 29 სექტემბერს იმპერატორმა შეიტყო,რომ მისი არმია დამარცხებულიყო. ხოლო ცნობები მისი ვაჟის შესახებ ჯერ კიდევ არ ჩანდა. დარგუსმა მისი შვილის დაღუპის ამბავი  3 ოქტომბერს გაიგო,მაშინ როდესაც მის სასახლეში რეინიდან გამოგზავნილი საჩუქრები მიიტანეს. ძვირფასად მორთული ორი სკივრი იმპერატორს თავის უზარმაზარ დარბაზში შეუტანეს. დარგუს მეორის ბრძანებით ერთ-ერთ მათგანს თავი ახსნეს. მსახური,რომელმაც ეს გააკეთა უეცრად შეკრთა.
-რა არის?-ცნობისმოყვარეობით იკითხა იმპერატორმა დარგუსმა.
-დიდი სარდალი იშადის თავი,დიდო იმპერატორო-თქვა თავდახრილმა მსახურმა. დარგუს მეორე მაშინვე წამოხტა და სწრაფი ნაბიჯებით სკივრთან გაემართა.თვალებს არ უჯერებდა,იქ მართლაც იშადის თავი იდო. იმპერატორმა დარგუსმა მეორე სკივრს თავი სასწრაფოდ ახადა. იგი გაშეშდა,ღრმად სუნთქვა დაიწყო. სკივრიდან მისი ვაჟის თვალები უმზერდნენ,რომლებშიც სიცოცხლე აღარ იგრძნობოდა. იმპერატორმა დარგუს მეორემ უკან დაიხია.მან ხელი გულზე მიიდო,თვალთ დაუბნელდა და წაბარბაცდა. ამ ყველაფრის დანახვაზე უსუფი მამისკენ დაიძრა. მან დროზე მიუსწრო იმპერატორს... დარგუს მეორემ თავი ვეღარ დაიმორჩილა და უკან გადავარდა. მას ხელი უსუფმა მიაშველა და მამის თავის დაჭერა მოასწრო. იმპერატორი დარგუს მეორე კიდევ ორი დღე იყო ასეთ მდგომარეობაში,სანამ ბოლომდე არ გალურჯდა და არ გაცივდა. მისი გარდაცვალების თარიღად 5 ოქტომბერი დასახელდა,მაგრამ ზოგიერთის აზრით ის 3 ოქტომბერს გარდაიცვალა მაშინ,როდესაც მოულოდნელად ძირს დავარდა.
   იმპერატორი დარგუს მეორის გარდაცვალების შემდეგ სიტუაცია მკვეთრად აირია. კარესის დიადმა იმპერიამ რღვევა იწყო,რადგან ბრძოლები დაიწყო საიმპერატორო ტახტისთვის.ტახტისთვის დარგუს მეორის უკანონო ვაჟი უსუფი,უკანონო ასული და მისი კანონიერი ქალიშვილი ხერია ბრძოლობდნენ. კანონების შესაბამისად შეუძლებელი იყო ქალის ტახტზე ასვლა.ეს მხოლოდ მაშინ მოხდებოდა თუ იგი ცოლად წარჩინებულს გაჰყვებოდა და ტახტზე როგორც იმპერატორის ნათესავი მისი ქმარი ავიდოდა. იმპერატრიცა მხარს თავის ქალიშვილს უჭერდა. იგი მაშინვე დააქორწინა თავის ნდობით აღჭურვილ პირზე. დარგუს მეორის გარდაცვალებიდან რამოდენიმე კვირაში დიდი იმპერატორის უკანონო ასული მოწამლეს და მოულოდნელად გარდაიცვალა. წარჩინებულების უმეტესობა მხარს უსუფს უჭერდა,ხოლო ხერიას კი ზურგს იმპერატრიცა უმაგრებდა. ამიტომ კარესი იმპერატორის გარეშე კიდევ 3 თვე დარჩა, სანამ...
  დედოფალმა ვიენმა კარესელების არმია თითქმის მთლიანად გაანადგურა,ამიტომ დამპყრობელთა უღელიდან გათავისუფლება იწყეს დამორჩილებულმა ქვეყნებმა. აჯანყებების ჩასახშობად კარესის მინისტრებს ძალა აღარ გააჩნდათ,თან თავად საიმპერატორო ტახტის ბედიც გაურკვეველი იყო. დაპყრობილი სახელმწიფოებისთვის არავის ეცალა. სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა,რომ ერთ დროს უზარმაზარი იმპერია მნიშვნელოვნად დაიშალა და შვიდი ქვეყნის მაგივრად მისი გავლენა მხოლოდ ორ მათგანზე გავრცელდა.

   წლები გადიოდა. სისხლიმღვრელი შეტაკებიდან ხუთი წელი გასულიყო. მეფე გერარი და დედოფალი მარია დარდს მისცემოდნენ. უკვე აშკარად ჩანდა,რომ ისინი თავიანთ ვაჟს ვეღარასდროს დაიბრუნებდნენ.გარდა ამისა მათ სხვა შვილი აღარ უჩნდებოდათ. ზოგი ამას საკვებს აბრალებდა,ზოგი დარდს,ზოგიც სასმელს. სამეფო კარზე მრავალი მკურნალი და ექიმბაში მოდიოდა,თუმცაღა ყველაფერი უშედეგო იყო. ეჭვი თავდაპირველად დედოფალ მარიაზე მიიტანეს,რომ მას დაფეხმძიმება აღარ შეეძლო,ამიტომ გერართან დიდებულების დაჟინებული მოთხოვნით სხვადასხვა ქალები დააწვინეს. მეფისთვის ეს ყველაფერი ძალიან ძნელი იყო,რადგან მას მარია თავდავიწყებით უყვარდა,მაგრამ ორივენი გრძნობდნენ იმის აუცილებლობას,რომ სამეფოს ახალი მემკვიდრე სჭირდებოდა.ყველა ცდა უშედეგო იყო და ბოლოს ყველა დარწმუნდა იმაში,რომ პრობლემა არა დედოფალს, არამედ თავად მეფეს ჰქონდა და მას არ შეეძლო ქალების დაფეხმძიმება.ამან გერარს ახალი სადარდებელი და სატკივარი გაუჩინა. იგი მიხვდა,რომ მას აღარასდროს ეყოლებოდა შვილი,ვეღარასდროს ასწავლიდა მას ნადირობას და გერარმა გააანალიზა,რომ მისი მემკვიდრე ვეღარასდროს ავიდოდა ლარიუსის სამეფო ტახტზე. სამი წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც დიდებულებმა მეფის უნაყოფობის შესახებ შეიტყვეს. თუ გერარი მემკვიდრის გარეშე გარდაიცვლებოდა ეს სამეფოში დიდ ომსა და არეულობას გამოიწვევდა,რადგან ტახტისთვის მრავალი ადამიანი დაიწყებდა ბრძოლას. მეფემ ეს მშვენივრად იცოდა, ამიტომ მან ანდერძი მის სიცოცხლეშივე დაწერა,სადაც ლარიუსის კანონიერ მემკვიდრედ მისი ძმა ფიზმანი გამოაცხადა,ხოლო მისი გარდაცვალების შემთხვევაში კი ფიზმანის უფროსი ვაჟი ასუდი. მეფის ასეთ გადაწყვეტილებას გაკვირვება და გაოცება არ მოჰყოლია,რადგან ყველა იმავეს ფიქრობდა,თუმცაღა ხმამაღლა გაჟღერებას ერიდებოდნენ. მეფის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მასთან მისი ძმა მივიდა. გერარი თავის აივანზე იდგა და ჰორიზონტს გასცქეროდა.მას ფიზმანი მიუახლოვდა და ძმას ხელი მხარზე დაადო.გერარმა მას გაუღიმა.
-ეს საჭირო არ იყო,რეგარია ტახტის მემკვიდრე-მეფეს მიუგო ლარიუსის პირველმა ვაზირმა.გერარმა გაიცინა.
-ამ ყველაფრის შემდეგ კიდევ ფიქრობ რომ ვიენი მას დააბრუნებს?
-დამიჯერე ასე იზამს.ის უფლისწულს თავის სასარგებლოდ გაზრდის და შემდეგ მას აქ გაამეფებს.ასე ლარიუსს დაიმორჩილებს.
-და ჩემი ხალხი იმ ავსულს დავუტოვო?
-ღმერთის დადგენილებაა,რომ  უფლისწული რეგარი ავიდეს ტახტზე.
-ჩემი შვილის წინაშე არ გავილაშქრებ,მაგრამ სანამ ვიენი ცოცხალი იქნება მას ტახტს არ დავუთმობ.
-უცნაურია-თქვა ფიზმანმა.
-რა არის უცნაური?
-მეფობისთვის არასდროს ვემზადებოდი.ახლა კი მემკვიდრედ გამომაცხადე,ვინ იცის შეიძლება ერთ დღეს მართლაც ავიდე ტახტზე,მაგრამ თუ ეს მოხდება იმედია ძალიან დიდი ხნის შემდეგ.
-შენზე უკეთესად სამეფოს ვერავინ გაუძღვება.შენ მე მჯობიხარ ფიზმან,კრიტიკულ მომენტებში არ იბნევი და საღად აზროვნებ. ბევრჯერ მიფიქრია თუ რა მოხდებოდა ჩემზე ადრე შენ რომ დაბადებულიყავი და ეს ბევრჯერ მინატრია კიდევაც,არ მინდა მეფობა,უბრალოდ მინდა მშვიდად ვიცხოვრო ჩემს ოჯახთან ერთად,მაგრამ ამ ტიტულმა,ამ ძალაუფლებამ,ამ სამეფომ ყველაფერი გამინადგურა,მთელი ჩემი ცხოვრება დაანგრია.
-მესმის,მეფეები დაწყევლილები არიან. მათ არასდროს აქვთ თავისუფლება,არ შეუძლიათ წავიდნენ იქ,სადაც მათ მოესურვებათ.მე კიდევ იცი რაზე მიფიქრია?
-რაზე?
-რა მოხდებოდა დედოფალი ვიენის მიპატიჟებას რომ დათანხმებულიყავი და მასთან წასულიყავით?
-არ შემეძლო,უბრალოდ არ შემეძლო.
-რატომ,გერარ, ეს რატომ არ გააკეთე? ახლა შეიძლება უფლისწული რეგარი ისევ აქ ყოფილიყო,რადგან ვიენი შენზე გაბრაზებული აღარ იქნებოდა.
-არის რაღაც რაც შენთვის არ მითქვამს.1683 წლის მოზბეგის კრებაზე ჩემსა და დედოფალ ვიენს შორის რაღაც მოხდა.
-რას გულისხმობ?
-მშვენივრად ხვდები რასაც ვგულისხმობ. მაშინ მისით ძალიან მოვიხიბლე,მეგონა რომ მიყვარდა. მარიასთან ახალი დაქორწინებული ვიყავი და მეშინოდა,რომ თუ დედოფალ ვიენს ისევ ვნახავდი მისით ისევ მოვიხიბლებოდი და ჩემსა და მარიას შორის რაღაც ფარდა ჩამოეშვებოდა. მაშინ მარია ისე არ მიყვარდა,როგორც ახლა.მთავარი მიზეზი სწორედ ეს იყო,სწორედ ამიტომ არ წავედი დედოფლის გამართულ ზეიმზე. მომხდარის გამო თავს ცუდად ვგრძნობდი, ამიტომაც არ გითხარი.
-მესმის ძმაო.ახლა ყველაფერი გასაგებია-ფიზმანმა ძმას ხელი მოხვია და ორივემ ცისკენ აიხედა.

  კარესი სისხლიანი ველის ბრძოლიდან ხუთი წლის შემდეგაც ძალიან დასუსტებულიყო. მთელი ეს პერიოდი იმპერატორმა უსუფმა თავისი მტრების დამარცხებასა და შიდა რეფორმების გატარებას მოანდომა.მან შეძლო და დაშლილი სახელმწიფო ფეხზე წამოაყენა. იგი ტახტზე ჯერ კიდევ 1688 წელს ავიდა მას შემდეგ,რაც მისმა ჯაშუშებმა ძილის დროს იმპერატრიცა და მისი ქალიშვილი ხერია გამოასალმეს სიცოცხლეს.ამის გამო უსუფს ბევრი ადამიანი აუჯანყდა,მან კი განსაკუთრებული სისასტიკე გამოიჩინდა და მისი ყოველი მტერი მოაკვლევინა. შემდეგ კი გასაოცარი რეფორმებით კარესი ფეხზე წამოაყენა და მოსახლეობას ყოფაც გაუუმჯობესა. ამის გამო ხალხმა თავიანთი ახალი იმპერატორი შეიყვარა და იგი მზისაგან კურთხეულადაც ცნეს. 1692 წელს უსუფმა პირველი ლაშქრობა გამართა და ერთდროს შემოერთებული ტერიტორიები ისევ აიღო,მაგრამ მან იმდენი მაინც ვერ შეძლო,რომ მამამისის დროინდელი კარესი ისევ აღედგინა,რადგან იმპერატორ დარგუს მეორეს ძლიერი და შეკრული სახელმწიფო ერგო,ხოლო უსუფს კი დაშლილი და დანგრეული.

  დედოფალი მარია და მეფე გერარი რეგარის გარეშე ყოველდღე იტანჯებოდნენ,ხოლო რაც შეეხება თავად უფლისწულ რეგარს მას მშობლები თითქმის სულ დაავიწყდა. დედოფალი ვიენი მას თავისი შვილივით ზრდიდა და არაფერს აკლებდა. იგი რეგარსა და ელიზაბეტს ერთად უყვებოდა საგმირო ამბებს,მათ ბავშვობიდანვე ერთად ასწავლიდა საბრძოლო ხელოვნებასა და ედოსის ისტორიას. იგი ყოველდღე უნერგავდა რეგარს,რომ მისმა მშობლებმა იგი მიატოვეს,მაგრამ მას ამის გამო არ უნდა ენერვიულა,რადგან ბიჭს დედოფალი ვიენი არასდროს მიატოვებდა და ახლა მას უკეთესი ოჯახი ჰყავდა. რეგარს იგი ბავშვობიდანვე ასწავლიდა,რომ ელიზაბეტი ყველაფრის ფასად უნდა დაეცვა და ის მისი საუკეთესო მეგობარი და დედოფალი იყო. უფლისწული რეგარი კი ყველაფერს გულდასმით უსმენდა და დედოფლის რჩევებს იმახსოვრებდა.1692 წლის 27 სექტემბერს დედოფალი ვიენის საძინებელში ელიზაბეტი და რეგარი ერთად შევიდნენ,რათა დედოფლის მოყოლილი ამბები მოესმინათ. ვიენმა ორივენი სათითაოდ ჩაიხუტა გულში და ისინი თავის დივანზე დასვა.
-დღეს რაზე მოგვიყვები?-დედას ჰკითხა ელიზაბეტმა.
-უკვე გაიზარდეთ,მალე 10 წლის გახდები,რეგარი კი ცხრის იქნება.აქამდე თქვენი წინაპრების ამბებს გიყვებოდით,მაგრამ ისინი ძირითადად კეთილი და სუსტი მეფეების შესახებ იყო. შენ, ჩემო ძვირფასო ელიზაბეტ ერთხელაც ჩემს ადგილს დაიკავებ და რეინის დედოფალი გახდები.თუ ქვეყანას ისე მართავ,როგორაც ის მეფეები მართავდნენ ჩემი მონათხრობებიდან, მაშინ ისტორიაში ვერ შეხვალ როგორც ყველაზე ძლიერი და დიადი დედოფალი. გინდა რომ ასეთი დედოფალი იყო? მაშინ სისხლის დაღვრის არ უნდა შეგეშინდეს.დაიმახსოვრე შენ ხარ დედოფალი და შენზე წინ არავინ არ დგას,ნურავის მისცემ უფლებას რომ დაგჩაგროს, ანდა შეურაწყოფა მოგაყენოს. გასაგებია?
ელიზაბეტმა დედას თავი დაუქნია.
-დღეიდან მე მოგიყვებით ჭეშმარიტი,ღირსეული მეფეების შესახებ. დღეს მეფე გრიგუსით დავიწყებ. გსმენიათ მის შესახებ?
-მასზე ისტორიის მასწავლებელმა ატელისემ გვიამბო. მან კარესელების არმია დაამარცხა-თქვა რეგარმა.
-სწორია-ბიჭს ვიენმა გაუღიმა-მან არამარტო დაამარცხა ისინი,არამედ დააშინა კიდევაც. მან კარესის იმპერატორს თავი მოჰკვეთა,მას ტყავი და ხორცი გადააძრო და იმპერატორის სისხლი პირდაპირ მისივე თავიდან კარესელების წინაშე დალია. ამით მან ჩვენს ქვეყანას მრავალწლიანი მშვიდობა და დიდება მოუტანა.
 დედოფლის კარებზე კაკუნი გაისმა.
-შემოდით-დაიძახა ვიენმა. ოთახში ერთ-ერთი მცველი შემოვიდა,მან ქედი მოიხარა და თქვა:
-დროა.
დედოფალმა ვიენმა მას თავი დაუქნია.
-დღეს მინდა რაღაც გაჩვენოთ-მან ბავშვებს ხელები ჩასჭიდა და ისინი გარეთ გაიყვანა. სასახლის ეზოში ბევრი ხალხი შეკრებილიყო.მოედნის შუაში დიდი ქვა დაედგათ,რომლის ერთი მხარეც ჩაღრმავებული იყო,ქვასთან ერთი კაცი მუხლებზე დაცემულიყო,მის გვერდით კი შავებში გამოწყობილი ჯალათი იდგა,რომელსაც ხელში დიდი ნაჯახი ეჭირა. ელიზაბეტი დედის კაბას ამოეფარა. დედოფალმა ვიენმა განკარგულება გასცა. ჯალათმა დამნაშავეს თავი ქვაზე დაადებინა და ნაჯახი აღმართა. ელიზაბეტმა თვალები დახარა და სანახაობას თვალი მოარიდა,ხოლო რეგარი კი სიკვდილით დასჯას თვალდაუხამხამებლად უყურებდა,მეტიც იგი ამით აღტაცებული იყო. დედოფალმა ვიენმა შეამჩნია ელიზაბეტის დამოკიდებულება სიკვდილით დასჯის მიმართ და მას ნიკაპზე ხელი მოჰკიდა.
-თვალს ნუ არიდებ,უყურე-მან ბავშვს თავი გაუსწორა-ხომ გახსოვს როგორ მოუტანა მეფე გრიგუსმა რეინს დიდება?
ელიზაბეტმა დედას თავი დაუქნია.
-შენც ასეთი უნდა იყო,სისხლს აქედანვე უნდა მიეჩვიო.
 დედის დარიგებების მიუხედავად ელიზაბეტი მაინც შეკრთა, როდესაც მჭრელი ნაჯახის პირი  სიკვდილმისჯილს კისერში ჩაესო,ხოლო უფლისწული რეგარი კი ამ სანახაობას სიამოვნებით უყურებდა.
   ედოსში ამბავი იმის შესახებ,რომ მეფე გერარმა თავის მემკვიდრედ მისი ძმა ფიზმანი გამოაცხადა მალევე გავრცელდა.ეს ამბავი რეინის საგარეო საქმეთა გამგებელმაც შეიტყო.სწორედ ამიტომ ჩქარობდა იგი სამეფო კრებაზე და დარბაზშიც ერთ-ერთი პირველი შევიდა. დედოფალი ვიენი სამეფო დარბაზში მოგვიანებით შემოვიდა. იგი როგორც ყოველთვის ამაყი და თავდაჯერებული ჩანდა.დედოფალი დიდებულებს მიესალმა.ვიენის გამოჩენისთაავე ყველანი წამოდგნენ და დედოფლის წინაშე ქედი მოიხარეს.
- გისმენთ, რაიმე საინტერესო ხომ არ მომხდარა ამ უკანასკნელი კვირის განმავლობაში?-რეინის დედოფალმა საბჭოს წევრებს მიმართა.
ფეხზე საგარეო საქმეთა გამგებელი წამოდგა.
- ლარიუსის მეფემ თავისი მემკვიდრე დაასახელა.
-ვინ?
- მისი ძმა ფიზმანი,ამჟამინდელი ლარიუსის პირველი ვაზირი და მეფის მრჩეველი,ის ნამდვილად ღირსეული და კანონიერი პრეტენდენტია.
-ასეც ვიცოდი-თქვა ვიენმა.
-კარესის უზურპატორმა იმპერატორმა დაპყრობითი ომები კვლავ წამოიწყო და დაკარგული ტერიტორიების თითქმის ნახევარი უკვე დაიბრუნა.
-ეგ არ მანაღვლებს,სისხლიანი ველის შემდეგ ჩვენს წინააღმდეგ გალაშქვრას ვეღარ გაბედავენ. ფინანსთა გამგებელო-თქვა დედოფალმა მცირეოდენი პაუზის შემდეგ- წითელი დღესასწაულისთვის თანხა გამოყავით?
ფინანსთა გამგებელი ფეხზე წამოდგა.
-დიახ,თქვენო უმაღლესობავ. სამზადისი უკვე დაწყებულია.დღესასწაულისთვის ყველაფერი მზად იქნება.
-ძალიან კარგია. ახლა რეინში მშვიდობა სუფევს,მოსახლეობაც ბედნიერია.როგორც იქნა დადგა ნანატრი მშვიდობისა და ბედნიერების ჟამი.
-ჯერჯერობით ასეა,თქვენო უმაღლესობავ-თქვა საშინაო საქმეთა განმგებელმა.
-რას გულისხმობთ?
-უფლისწული რეგარი...მართალია მეფე გერარმა მემკვიდრედ თავისი ძმა გამოაცხადა,მაგრამ ომი მაინც დაიწყება.
-ომი გარდაუვალია,მაგრამ ომამდე საკმაოდ დიდი დროა.ასე რომ დატკბით აწმყოთი და ნუ იფიქრებთ სისხლიან მომავალზე-თქვა დედოფალმა და წამოდგა. ვიენმა დიდებულებს თვალი გადავლო,ჩაიღიმა და დარბზიდან გავიდა. დედოფალს თან თავისი დაცვაც გაჰყვა.მისი პირადი დაცვა ორი შეიარაღებული კაცისგან შედგებოდა. ორივე მათგანს ვიენი ბოლომდე ენდობოდა.როგორც კი სასახლის ეზოში გავიდნენ რეინის დედოფალმა ერთ-ერთ მათგანს მიმართა:
-ალფრენ,აქ დაიცადე-წვერიანმა მამაკაცმა თავის დედოფალს თავი დაუქნია და ბუჩქნართან გაჩერდა. ვიენმა მეორე მათგანს,რომელიც მაღალი,ჩაფსკვნილი და ჟღალთმიანი იყო ხელი მკლავზე მოჰკიდა.
-შენთან საქმე მაქვს,ცოტა გავისეირნოთ.
მცველი დედოფალს უსიტყვოდ დაემორჩილა.
-უკვე 13 წელია მემსახურები-თქვა ვიენმა.
-ეს ჩემი მოვალეობაა.
ვიენმა კაცს გაუღიმა.
-გენდობი და მჯერა,რომ არასდროს არ მიღალატებ. მამაშენი მამაჩემის ერთგული მსახური და ღირსეული რაინდი იყო,მახსოვს ბავშვობაში ბევრ რამეს მასწავლიდა და თავის ამბებსაც მიყვებოდა.ის უბრალო მცველზე ბევრად მეტი იყო. ჩემს თვალში კი შენც მისნაირი ხარ.
-ეს ჩემთვის დიდი პატივია,დედოფალო.
-შენთვის სპეციალური დავალება მაქვს. მინდა,რომ ლარიუსში წახვიდე და პირველი ვაზირის,ფიზმანის დაცვაში იმსახურო.ჯაშუშობას არ გთხოვ,უბრალოდ მინდა,რომ  მათი ნდობა და პატივისცემა დაიმსახურო,შემდეგ კი როცა დრო მოვა და მე გიბრძანებ ფიზმანი თავის ვაჟებთან ერთად უნდა მოკლა.როგორ ფიქრობ შეძლებ ამას?
-რა თქმა უნდა. იმედებს არ გაგიცრუებთ,გპირდებით.
-ასეც ვფიქრობდი.ხვალვე გაემგზავრები,იცოდე მთელი სამეფოს ბედი შენზეა დამოკიდებული-ვიენმა მცველს უთხრა და სასახლისკენ გაბრუნდა.
   დედოფალი თავისი ქალიშვილის ოთახისკენ გაემართა.ელიზაბეტის მოსასვენებელი ოთახი მეორე სართულზე მდებარეობდა ისევე, როგორც თავად დედოფლისა. ვიენის გამოჩენისთანავე მცველებმა კარები გააღეს და დედოფალი ოთახში შეუშვეს. ელიზაბეტთან ერთად მისი მოსამსახურე იყო. იგი გოგონას თმებს ვარცხნიდა.
-დაგვტოვე-მოსამსახურეს უბრძანა ვიენმა. ქალმაც დედოფალს თავი დაუკრა და ოთახიდან სასწრაფოდ გავიდა.
ელიზაბეტმა დედას შეხედა.
-როგორ ხარ,ჩემო ძვირფასო?
-კარგად-დედას გაუღიმა ელიზაბეტმა. ვიენმა სავარცხელი აიღო და შვილს თმების ვარცხნა დაუწყო.იგი დავარცხნას მალევე მორჩა და ელიზაბეტის გვერდით სკამზე ჩამოჯდა.მან გოგონას სახეზე ხელი ჩამოუსვა.მას სახეზე ღიმილი მოჰფენოდა.
-არის რაღაც რაც უნდა გითხრა- უთხრა დედოფალმა ვიენმა თავის შვილს.გოგონა დედას ინტერესით მიაჩერდა.
-იცი,რომ ყველა ადამიანს ჰყავს მამა, ხომ ასეა?
ელიზაბეტმა დედოფალს თავი დაუქნია.
-ალბათ ყოველთვის გაინტერესებდა თუ ვინ იყო მამაშენი, ასეა?
-დიახ,ასეა.
ვიენმა შვილს გაუღიმა.
-დროა გაიგო,თუ ვინაა მამაშენი.ოღონდ ჯერჯერობით ეს არავის უნდა უთხრა.
ელიზაბეტმა დედას თავი დაუქნია.
-შენ მამაცი,უშიშარი და ძლიერი დედოფალი უნდა იყო.შენი მმართველობა გართულებული იქნება. მოგიწევს ბევრი ადამიანის დახოცვა იმისთვის,რომ შენი თავი,ოჯახი და ქვეყანა დაიცვა.შენ არამარტო რეინის მემკვიდრე და მომავალი დედოფალი,არამედ ლარიუსის მომავალი დედოფალიც ხარ.
-რას გულისხმობ?
-ჰო,ძვირფასო. მამაშენი ლარიუსის მეფე გერარ მესამეა,შენი დაბადება ღმერთის ნებაა,შენ იმაზე წმინდა და კურთხეული სისხლი გაქვს,ვიდრე როდესმე ვინმეს ჰქონია. შენ შენი კანონიერი ტახტისთვის უნდა იბრძოლო,ამაში მე დაგეხმარები.
ელიზაბეტი დედას გაოგნებული უყურებდა.
-ანუ რეგარი ჩემი ნამდვილი ძმაა?
ვიენს გაეცინა.
-ჰო,ის შენი ნამდვილი ნახევარძმაა.სწორედ ის დაგეხმარება შენი კუთვნილი ტახტის მიღებაში.თქვენ ერთად უნდა იბრძოლოთ. დარწმუნებული ვარ,რომ ის მუდამ შენს გვერდით იქნება. შენ მისი და და დედოფალი ხარ,შენი დაცვა მისი ვალია.
-შეიძლება მას ეს ვუთხრა?
-ჰო,მაგრამ უთხარი, რომ ჯერ ეს პატარა საიდუმლო არავის გაანდოს.
-კარგი-ელიზაბეტი წამოხტა, დედამისს ჩაეხუტა და შემდეგ კარისკენ გაიქცა.დედოფალი ვიენი შვილს ბედნიერი ღიმილით უყურებდა.უფლისწული რეგარის ოთახი მისი ოთახის გვერდით მდებარეობდა.გახარებული ელიზაბეტი თავის ძმასთან მივიდა. მას დანახვისთანავე ჩაეხუტა და მზრუნველად ლოყაზე აკოცა.
-რა მოხდა?-იკითხა რეგარმა.
-რაღაცას გეტყვი,მაგრამ არავის არ უნდა უთხრა.
-არ ვიტყვი,გეფიცები.
-მამაჩემი ლარიუსის მეფე გერარ მესამეა.
-რა? ეს ნიშნავს,რომ...
-შენ ჩემი ძმა ხარ-თქვა ელიზაბეტმა და რეგარს კიდევ ერთხელ გადაეხვია. ბიჭს სახეზე ბედნიერება და სიხარული აღებეჭდა.
-ყოველთვის მინდოდა და მყოლოდა,ვისაც დავიცავდი და ვიზეც ვიზრუნებდი.შენ მუდამ ჩემი და იყავი,მაგრამ ახლა ჩვენ ნამდვილი და და ძმა ვართ.ჩვენ ერთი სისხლი გვაქვს.
-ჰო,ასეა.
-გპირდები,რომ არ დავუშვებ ვინმემ რაიმე ზიანი მოგაყენოს. შენ ერთადერთი ხარ ვინც გამაჩნია,შენ მიხალისებდი ბავშვობას მაშინ,როცა ჩემმა მშობლებმა მიმატოვეს და შენ მეხმარებოდი იმაში,რომ თავი სახლში მეგრძნო.
ელიზაბეტმა გაიღიმა.
    საუზმის შემდეგ დედოფალმა ვიენმა უფლისწული რეგარი თავისთან დაიტოვა.
-ელიზაბეტმა ახალი ამბავი უკვე გითხრა?-ჰკითხა დედოფალმა უფლისწულს.
-დიახ,მითხრა. აქამდე ამას რატომ არ ამხელდით?
-შენ კარგი ბიჭი ხარ,რეგარ. მეშინოდა....მეშინოდა,რომ მას რამეს დაუშავებდი. ახლა კი როცა დავრწმუნდი,რომ ის მართლა გიყვარს ამის აღარ მეშინია.
-რატომ გეგონათ რომ მას რამეს დავუშავებდი?
-იმიტომ,რომ ის შენზე უფროსია,ისაა ლარიუსის სამეფო ტახტის მემკვიდრე,მაგრამ ლარიუსის სამეფოში მემკვიდრედ შენ გცნობენ. მეშინოდა რომ თუ ის ტახტში შეგეცილებოდა შენ მასზე ხელს აღმართავდი და მის წინააღმდეგ გაილაშქრებდი.მას შეიძულებდი და მტრად აღიქვამდი.
-არა,ეს არ მოხდება. ის ჩემი დაა. დიახ,თქვენ სწორად აღნიშნეთ, ისაა ჭეშმარიტი მემკვიდრე.მე მის წინააღმდეგ არასდროს წავალ,პირიქით მას ყოველთვის დავიცავ და ყველაფერში დავეხმარები. ჩემთვის ის უფრო ძვირფასია,ვიდრე რაღაც ტახტი,რომლის გამოც მამები შვილებს კლავდნენ და ძმები ერთმანეთს ებრძოდნენ.გპირდებით, რომ ელიზაბეტს ყველასა და ყველაფრისგან დავიცავ-თქვა რეგარმა.
ვიენმა ბიჭს გაუღიმა და შუბლზე აკოცა.
-ეს პირობა არასდროს დაივიწყო.ახლა კი მიდი გაიქეცი.შენ და ელიზაბეტს სალაპარაკო გექნებათ.
-ნახვამდის-რეგარი დედოფალს დაემშვიდობა და გარეთ გავიდა. დედოფალი ვიენის სახეს კიდევ დიდხანს არ მოშორებია ღიმილი,რომელიც მას როგორც ამშვენებდა,ისევე უფრო ცბიერსა და მზაკვარსაც აჩენდა.

   ფიზმანის მემკვიდრედ გამოცხადების შემდეგ იგი იძულებული გახდა თავისი ოჯახით სასახლეში გადასულიყო და დაცვაც გაეძლიერებინა.ლარიუსის პირველ ვაზირს ეს სულაც არ ეხალისებოდა,რადგან ახლა თითქოს მას თავისუფლების განცდის ბოლო შესაძლებლობაც მოუხსნენ. ფიზმანისა და მისი ოჯახის მცველთა რაოდენობამ 10 ადამიანით მოიმატა. ისინი საკმაოდ გამოცდილები და დახელოვნებულები იყვნენ. ახალ მცველებს შორის იყო ბრაუს ჰერნტონიც,რომელსაც ფიზმანის სამსახურში ჩადგომა დედოფალი ვიენისაგან ჰქონდა დავალებული.მან სახელი მალევე მოიხვეჭა.პირველად ეს მაშინ მოხდა,როდესაც სანადიროდ წასული პირველი ვაზირი გარეული ტახის თავდასხმისაგან გადაარჩინა და საფრთხე ხმლის ერთი სწრაფი და მარჯვე მოქნევით აარიდა თავის ბატონს.რამოდენიმე წელიწადში იგი ლარიუსის პირველი ვაზირის ნდობით აღჭურვილი პირი გახდა და ფიზმანის დაცვის უფროსადაც დაინიშნა. ამ ყველაფრისდა მიუხედავად რეინის დედოფალი მაინც არ ჩქარობდა და ლარიუსის სამეფო მემკვიდრის მოკვლის ბრძანებას ჯერჯერობით არ სცემდა.
 ბედს შეგუებული ლარიუსის მეფე-დედოფალი სამეფოს მმართვას მშვიდად და წარმატებულად განაგრძობდა. ქვეყანა ყვაოდა,მოსახლეობა ბედნიერი იყო,თუმცაღა აღსანიშნია,რომ მათ მეფეზე მეტად თავიანთი დედოფალი უყვარდათ და მარიას მეტად აფასებდნენ.ლარიუსში ფიზმანის წინააღმდეგი საკმაოდ ცოტა იყო.სამეფოში ამ მხრივაც სიმშვედე სუფევდა. სისხლიანი ველის შემდეგ ლარიუსის სამეფოში აღმავლობის ხანამ დაისადგურა.ყველაფერი 1701 წელს აირია,მაშინ როდესაც დედოფალმა ვიენმა თავისი ქალიშვილის მამის ვინაობა გაამხილა და ელიზაბეტის სახელით ლარიუსის ტახტზე პრეტენზია გამოთქვა.
  რეინის დედოფლის ეს განცხადება ყველასათვის მოულოდნელი და გამაოგნებელი იყო.ლარიუსის სამეფოში გამოჩნდნენ ისეთებიც,რომლებიც ამ ამბავს ზეიმით შეხვდნენ,რადგანაც მათ ფიზმანი მომავალ მეფედ არ სურდათ. ამბავმა ყველაზე მეტად დედოფალი მარია განარისხა.როგორც კი მეფე-დედოფალს დედოფალი ვიენის განცხადება მოახსენეს მარიამ გერარს გაბრაზებული მზერით შეხედა და დარბაზიდან სასწრაფოდ გავიდა. მეფე კიდევ დიდხანს იჯდა თავის ტახტზე გაოგნებული და შეძრწუნებული.მასთან ფიზმანი მივიდა და ჩუმად ჩასჩურჩულა.
-მარიას დაელაპარაკე. დანარჩენს მე მივხედავ.-გერარმა ძმას შეხედა.
-ხომ შეიძლება რომ ტყუილი იყოს?
-ამაზე ცალკე ვისაუბროთ,ახლა შენს დედოფალთან წადი.
 გერარმა ძმის რჩევას დაუჯერა,წამოდგა და ისიც გავიდა სამეფო დარბაზიდან. მარია თავის ოთახში შესულიყო,მასთან მისი მეუღლეც მალევე შევიდა.გერარმა ოთახში ნელი ნაბიჯებით შეაბიჯა.
-მარია...
-როგორ შეგეძლო! იმ ქალთან ეს როგორ შეგეძლო-ნამტირალევი,გაბზარული ხმით თქვა დედოფალმა.
-ეს მანამდე იყო,სანამ გაგიცნობდი.
-ხვდები რომ ამით შენი თავი და მთელი სამეფოც დაღუპე?
-ყველაფერი კარგად იქნება.
-არა გერარ,კმარა. აღარაფერი აღარ იქნება კარგად. შენ მაშინაც ასე ამბობდი,როდესაც რეგარი იმ ქალს დავუტოვეთ და ახლა საერთოდ ხედავ მას?..როდესმე გიფიქრია მაინც შენს შვილზე,ის როდესმე მოგნატრებია?!
-მარია...-გერარი ცოლს მიუახლოვდა.
-არ მომეკარო-ჩუმად თქვა დედოფალმა.კაცმა იგი გულში ჩაიკრა.
-მაპატიე,არ იცი როგორ ვდარდობ რეგარის გამო,არ იცი როგორ განვიცდი და როგორ ვწუხვარ,მაგრამ არაფრის გაკეთება არ შეიძლებოდა.რეინის წინააღმდეგ ვერ გავილაშქრებდი.
-რა მოხდება მაშინ, თუ ტახტზე ის გოგო ავა?
-ეს არ მოხდება.
ქალი კაცის მკლავებისგან გათავისუფლდა,მან გაიცინა,თუმცაღა ეს სიცილი სიხარულისგან არ იყო გამოწვეული.
-მაოცებ გერარ,როგორ შეგიძლია ასეთი ოპტიმისტი იყო,შეხედე რა ხდება,მთელი სამეფო თავზე გენგრევა,მთელი დინასტია იშლება და შენ კვლავ ამბობ,რომ ყველაფერი კარგად იქნება.
 გერარი გაჩუმდა.
-გთხოვ,მარტო დამტოვე-ქმარს მიმართა მარიამ.
-მარია,მე...
-გთხოვ გერარ,უბრალოდ გადი ჩემი ოთახიდან.
-კარგი-თქვა მეფემ და დედოფლის ნებას უსიტყვოდ დაჰყვა.იგი მარიას ოთახიდან გამოვიდა.დერეფანში მას ფიზმანი უცდიდა.გერარი მასთან მივიდა.
-დედოფალი როგორაა?-მეფეს ჰკითხა ლარიუსის პირველმა ვაზირმა.
-ცუდად,ამ ამბით შეძრწუნებულია.ფიზმან,ხომ შეიძლება რომ ის ჩემი შვილი არ იყოს?
-როგორც თქვი მოზბეგში შენ და დედოფალმა ვიენმა ღამე ერთად გაატარეთ. ელიზაბეტის ასაკი შესაფერისია,გარდა ამისა ვიენმა სამეფო ფიცით დაიფიცა,რომ მისი ქალიშვილი შენი შვილიცაა.
-ღმერთო...საბჭოზე რა თქვეს?
-ხმამაღლა არავინ საუბრობს.ყველას ეშინია,ხოლო მათ გულებში რა ხდება კი არ ვიცი ძმაო და სჯობს არც ვიცოდეთ.ომი იქნება და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ.
-იცი მარიამ რა მითხრა?..რეგარისთვის მიცემული პირობა რატომ არ შეასრულე და ვაჟი რატომ არ ინახულეო-სინანულით თქვა გერარმა.
-დედოფალი ვიენი ამას არ დაუშვებდა,ის ვაჟს არ განახებდა.
-მეც ასე ვფიქრობდი,მაგრამ იქნებ ვცდებოდი,იქნებ მისი ნახვის ნება მოეცა.
ფიზმანი ჩაფიქრდა.
-რას ფიქრობ?-ჰკითხა მას გერარმა.
-არ ვიცი,მაგრამ გვიანი ახლაც არაა.
-გვიანია ფიზმან,უკვე ყველაფერი გვიანია,ძალიან გვიანი-მეფის ლოყაზე მოულოდნელად ცრემლი ჩამოგორდა,შემდეგ კი იგი ქვის იატაკზე დაეცა.

   1701 წლის 27 მაისს  ამდენწლიანი ლოდინის შემდეგ ბრაუს ჰერნტონმა როგორ იქნა მიიღო დედოფალი ვიენის წერილი.მცველს იგი ერთ-ერთმა ჯაშუშმა გადასცა. ბრაუსმა იგი საჩქაროდ გახსნა და კითხვა დაიწყო. წერილში დედოფალი ვიენი მის ერთგულ ქვეშევრდომს მსახურებისთვის მადლობას უხდიდა და ატყობინებდა,რომ როგორც კი შანსი გამოუჩნდებოდა ლარიუსის პირველი ვაზირი თავისი შვილებით მაშინვე მოეკლა.დედოფალი ვიენი მათ დაღუპვას იმ ხალხს დააბრალებდა,რომლებიც მის ქალიშვილს მხარს ასე ძლიერ უჭერდნენ და ფიზმანის გამეფების წინააღმდეგნი იყვნენ. ბრაუს ჰერნტონი ძალზედ ფრთხილობდა, დღეები გადიოდა,ხოლო ფიზმანი კი თავის ოჯახთან ერთად მეფე გერარის სასახლეში მშვიდად აგრძელებდა ცხოვრებას.  6 ივნისს ლარიუსის პირველი ვაზირის მეუღლის- გერდენის დედა ცუდად გახდა. ამიტომ გერდენი დედამისთან არწივის სასახლეში გადავიდა.10 ივნისისთვის ავადმყოფის მდგომარეობა ძალზედ გაუარესდა. მისი სურვილი იყო სიკვდილამდე თავისი შვილიშვილები ენახა,ამიტომ 12 ივნის ფიზმანმა თავისი შვილებით არწივის სასახლეში წასვლა გადაწყვიტა. გამგზავრებამდე იგი სამეფო კრებას დაესწრო,შემდეგ კი მეფესთან მივიდა და წასვლის თაობაზე გააფრთხილა.
-ნუ იდარდებ-ძმას უთხრა გერარმა-რამდენი ხანიც გინდა იქ იმდენი ხანი დარჩი.ჩემგან ქალბატონს მოკითხვა გადაეცი.
-აუცილებლად-ძმას უთხრა ფიზმანმა.
-ორ დღეში დავბრუნდები-მეფეს დაუძახა პირველმა ვაზირმა მაშინ,როდესაც თავის შვილებთან ერთად ეტლში ჯდებოდა. შუადღისით ფიზმანი არწივის სასახლისკენ გაემართა. მას თან სამი დაცვის წევრი ახლდა.ისინი საკმაოდ დახელოვნებულნი და გამოცდილნი იყვნენ,ამასთან ერთად პირველ ვაზირს არ სურდა დიდი ამალით გამგზავრება,ამიტომ მან მხოლოდ სამი მცველი გაიყოლა,რომელთა შორისაც რა თქმა უნდა ფიზმანის დაცვის უფროსი და ერთგული ქვეშევრდომი ბრაუს ჰერნტონიც იმყოფებოდა. გზა მაინცდამაინც გრძელი არ იყო,სულ რაღაც ორი საათის სავალი იყო. გზის ნახევარი არ ჰქონდათ გავლილი,როდესაც ბრაუსმა ეტლი გააჩერა. იგი ცხენიდან ჩამოხტა და პირველ ვაზირთან მივიდა.
-რამე მოხდა?-იკითხა ფიზმანმა.
-გუშინ გავიგე,რომ  მდინარე ადიდებულა და გზაზე მორები გამოუტანია,სწორედ ამ გზაზე საუბრობდნენ. რომ არ შევფერხდეთ ტყით წავიდეთ,უფრო მოკლე გზაცაა,თან ამ ტყეს კარგად ვიცნობ.
-კარგი,თუ ასეა,გაგვიძეხი-ფიზმანმა ღიმილით მიუგო ბრაუსს,რომელმაც ბატონს თავი მორჩილად დაუქნია,ცხენზე შემოხტა და ტყისაკენ გადაუხვია. მას დანარჩენი მცველებიცა და მეეტლეც გაჰყვა. ტყე საკმაოდ დაბურული იყო,მაგრამ იქ ეტლს გავლა მაინც შეეძლო. როდესაც ტყეში ღრმად შევიდნენ ბრაუსმა ეტლი ისევ გააჩერა.
-მგონი იქ ვიღაცას ვხედავ-ხმამაღლა დაიძახა მან.
-მე ვერაფერს ვხედავ-თქვა ერთ-ერთმა მცველმა.
ეტლიდან თავი ფიზმანმა გამოყო.
-რამე პრობლემაა?
-არ ვიცი,აქ მოიცადეთ მე და ტრეიგი შევამოწმებთ-ბრაუსი ცხენიდან ჩამოხტა,მას ტრეიგმაც მიბაძა. ორივე ფრთხილი ნაბიჯებით დიდი ბუჩქებისკენ დაიძრნენ.
-აქ არაფერია,დარწმუნებული ხარ რომ რამე დაინახე?
-კი,მაღალი კაცი იყო.ცოტაც გავიაროთ და თუ ვერაფერს ვნახავთ უკან დავბრუნდეთ-ტრეიგს უთხრა ბრაუსმა.ფიზმანი და მისი ამალა უკვე აღარ ჩანდა.
-ტრეიგ,აი იქ ნახე,იქ კაცი დგას-მეგობარს უთხრა ბრაუსმა.მცველი წინ წავიდა,ხოლო ჰერნტონი კი მას ჩამორჩა.
-აქ ნამდვილად არაფერია.
-კარგად ნახე,ბუჩქების უკანაა.-ტრეიგი უფრო უკეთ დააკვირდა,მაგრამ იგი ვერავის ხედავდა.ბრაუსმა ჩუმად ქარქაშიდან ხმალი ამოაძვრინა.
-ძმაო,აქ ნამდვილად არაფერია-თქვა ტრეიგმა და ბრაუსისაკენ შემობრუნდა,თუმცაღა მასში მაშინვე ცივმა ფოლადმა გაიარა. ბრაუსმა ტრეიგს თავი ხმლის ერთი მოქნევით დააგდებინა. მან იარაღი ქარქაშში დააბრუნა და ლარიუსის პირველი ვაზირის ეტლთან დაბრუნდა.ჰერნტონი მარტო მოდიოდა,ამიტომ მას დარჩენილმა მცველმა ჰკითხა:
-ტრეიგი სადაა?
-ტყეში,ბევრი სითხე აწუხებდა.
მცველსა და მეეტლეს გაეცინათ.
-იქ რამე ნახეთ?
-ვერაფერი,არადა ვიღაც აშკარად დავინახე.
 წუთები გადიოდა,ხოლო ტრეიგი კი არადა არ ჩანდა.
-რა ხდება,რატომ არ ბრუნდება?-იკითხა მცველმა.
-არ ვიცი-მას ბრაუსმა უპასუხა-იქნებ იქ მართლა ვინმე იყო და ტრეიგს რამე დაუშავეს?
მცველი ცხენიდან ჩამოხტა და ხმალი ამოიღო.იგი ბუჩქებისკენ დაიძრა,მას ბრაუსიც გაჰყვა.
-ის სად დატოვე?-მცველმა ჰერნტონს ჰკითხა.
-აი იმ დიდ ხეებთან-ბრაუსმა მას დიდ მუხებზე თითით ანიშნა.მცველიც იქეთ წავიდა. ამასობაში ბრაუსმა თავისი ხმალი ამოიღო და მარჯვენა ხელში მაგრად ჩაბღუჯა. მცველმა ბუჩქები ხელით გასწია და ადგილზევე გაშეშდა.მან მოკლული ტრეიგი იპოვნა.
-ჯანდაბა,ის მკვდარია.
-ისევე როგორც შენ-თქვა ბრაუსმა და ხმალი მცველს მთელი ძალით თავში ჩაარტყა.ერთდროს ლარიუსის პირველა ვაზირის მცველის თავი ორად გაიპო,იგი უსულოდ დავარდა მიწაზე.ბრაუსმა კი გაიცინა,ხმალი მცველის თავიდან ამოიღო და ქარქაშში ჩააგო. იგი ფიზმანისკენ დაიძრა.
ამასობაში არსადი ძალიან ანერვიულებულიყო.
-მამა რა ხდება,ამდენი ხანი რატომ ვდგავართ?
-არ ვიცი,გავარკვევ-თქვა ფიზმანმა და ეტლიდან გადავიდა. ამ დროს ჰერნტონიც გამოჩნდა.
-ბრაუს რა ხდება?-ფიზმანმა მას დაუძახა.ბრაუსი მეეტლეს მიუახლოვდა,ყველასათვის მოულოდნელად ხმალი ამოიღო და მეეტლეს პირდაპირ გულში გაუყარა.კაცს პირიდან სისხლი წასდინდა და ეტლიდან ძირს გადმოვარდა.
-რას აკეთებ?-იყვირა შეშინებულმა ფიზმანმა.მან მექანიკურად წელზე წაივლო ხელი,მაგრამ გაახსენდა რომ იარაღი თან არ ჰქონდა. ყვირილზე ბიჭები ეტლიდან გადმოვიდნენ,ისინიც მამასავით გაოგნებულები იყვნენ.
-ბრაუს,გაჩერდი,ახლავე გაჩერდი! ეს ბრძანებაა!-იყვირა ფიზმანმა.
-ვწუხვარ,მაგრამ მე თქვენ არ გემსახურებით-ღიმილით თქვა ბრაუსმა და ლარიუსის პირველი ვაზირისკენ დაიძრა.
-გაიქეცით,ახლავე გაიქეცით-ფიზმანმა ვაჟებს მიმართა,რომლებმაც მაშინვე შეასრულეს მამის მოთხოვნა და იქაურობას გაეცალნენ.
-მე მომკალი,მაგრამ გთხოვ ჩემს შვილებს თავი დაანებე-თქვა ფიზმანმა.
-ვწუხვარ,მე სხვანაირი ბრძანება მივიღე.
-ვისგან?ვინ გიბრძანა?!
ბრაუს ჰერნტონმა ხმალი ხელში აღმართა და მისი მარჯვენა ხელი ფიზმანისკენ გააქანა. პირველმა ვაზირმა ეტლზე მიყრდნობა და მცველის ხელის დაჭერა მოასწრო. იგი ხედავდა ბასრი ხმლის წვერს,რომელიც მის მკერდს დამიზნებოდა,მაგრამ გრძელი მკლავების წყალობით ბრაუსის მაჯები დაეჭირა და ხმალს სხეულში შესობის უფლებას არ აძლევდა. ფიზმანი თანდათან გრძნობდა,რომ ჰერნტონის დაკავება უჭირდა,რადგან იგი მასზე საკმაოდ ძლიერი იყო.იგი გრძნობდა,თუ როგორ უახლოვდებოდა ხმალი მის გულმკერდს.მალე ბასრმა ფოლადმა ფიზმანს ტანსაცმელი გაუჭრა,მერე კი გულის არეში მწვავე ჩხვლეტა იგრძნო,ბოლო სიტყვები,რაც ლარიუსის სამეფო ტახტის მემკვიდრემ გაიგო იყო : მოკითხვა დედოფალი ვიენისაგან. ფიზმანი ჩაიკეცა,ბრაუსმა ხმალი სასწრაფოდ ამოიღო და ტახტის გაქცეულ მემკვიდრეებს დაედევნა,ლარიუსის პირველი ვაზირი კი ეტლზე მიყრდნობილი,უსულო მდგომარეობაში დატოვა. ჰერნტონმა ერთი რამ ნამდვილად სიმართლე თქვა,იგი ტყეს მართლაც არაჩვეულებრივად იცნობდა. ნაკვალევზე მიხვდა,რომ ბიჭები ჩრდილოეთისკენ გარბოდნენ.ტყის ჩრდილოეთით კი ძველი ნანგრევები იყო,რაც დასამალად მშვენიერი ადგილი იქნებოდა.ბრაუსი მიხვდა,რომ ყმაწვილები იქ დაიმალებოდნენ.მან ნანგრევებთან მისასვლელი უფრო ახლო გზაც იცოდა.ბრაუსი ჩრდილო აღმოსავლეთით წავიდა.იგი ოფლში ცურავდა,მაგრამ ახლა მას ეს სულაც არ ანაღვლებდა. იგი მართალი აღმოჩნდა. ნანგრევებთან არავინ იყო,ამიტომ თავად მდევარი დაიმალა დიდი ლოდების უკან. რამოდენიმე ხანში ბიჭები მართლაც გამოჩნდნენ.ისინი ნანგრევებთან ცოტახანს გაჩერდნენ.
-ცოტა შევისვენოთ,სირბილი აღარ შემიძლია-უთხრა ასუდმა არსადს.
-კარგი,მეც ძალიან დავიღალე.ცოტა ხნით შევისვენოთ.
ბიჭები მიწაზე დასხდნენ. ბრაუსი ჩუმად წამოდგა და ძმებს მიეპარა. გადაღლილებმა კაცის მოახლოება ვერ შენიშნეს.ასუდი ცას უყურებდა,როდესაც აბჯრის ხმა გაიგონა.მან თავი სასწრაფოდ ძმისკენ მიატრიალა და იყვირა:
-ფრთხილად!-მაგრამ უკვე ყველაფერი გვიანი იყო, ხმალი,რომელმაც ფიზმანი გამოასალმა სიცოხლეს უკვე არსადის სხეულშიც ღრმად გაყრილიყო. ასუდი სასწრაფოდ წამოდგა და გასაქცევად მოემზადა,მაგრამ მას ხელი ჰერნტონმა წაავლო და მთელი ძალით მოქაჩა.ბიჭი მიწაზე დავარდა. ბრასუმა ხმალი არსადის სხეულიდან ამოიღო და ის ასუდს მოუქნია.ბიჭმა მიწაზე გადაგორება მოასწრო,მაგრამ მცველმა მას ფეხზე თავისი მძიმე ფეხი დააჭირა. ასუდს ტკივილისაგან სახე დაემანჭა,მან იყვირა კიდევაც,მაგრამ მისი ყვირილი ისევე,როგორც ტკივილი დიდხანს არ გაგრძელებულა,რადგან მალე ფოლადმა მის გულამდეც მიაღწია.
 ბრაუსი მიწაზე დაეცა. მან ცას ახედა და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა.შემდეგ ბიჭებს გადახედა,სახე ღიმილით მოეცვა და ხმამაღლა ახარხარდა.

   ბრაუს ჰერნტონი წამოდგა. იგი ბრტყელ ქვასთან მივიდა და მას თავი მთელი ძალით დაარტყა. იგრძნო თუ როგორ დაუარა ტკივილმა მთელ სხეულში.შუბლზე ხელი მიიდო. ის სულ გასისხლიანებოდა.კაცი ცხენებისაკენ დაიძრა. მას ცოტათი თავბრუ ეხვოდა,თუმცაღა გონება არ ეკარგებოდა.ცხენებამდე მისვლას საკმაოდ დიდხანს მოუნდა.შემდეგ იგი გარდაცვლილ მცველებთან მივიდა და თავისი ხმალი ტრეიგის სუფთა ლითონით ჩაანაცვლა. მერე კი ცხენს მოახტა და მეფე გერარის სასახლისაკენ გაემართა. სასახლემდე მზის ჩასვლამდე მიაღწია. იგი ეზოში უპრობლემოდ შეუშვეს.
-ბრაუს რა დაგემართა?-მას ჰკითხა ერთ-ერთმა მცველმა.
-სასწრაფოდ მეფე გერარი უნდა ვნახო.
-სასახლეშია.
 ბრაუსმა მცველს თავი დაუქნია და სასახლეში შევიდა. იგი სამეფო დარბაზისკენ გაემართა და შიგნით დაუკითხავად შევარდა.გასისხლიანებული მცველის დანახვაზე ყველა შეშინდა.გერარმა იცნო თავისი ძმის დაცვის უფროსი.
-რა მოგივიდა?
-თავს დაგვესხნენ.
გერარი ფეხზე წამოდგა.
-რა მოხდა? ჩემი ძმა სადაა?-აღელვებით იკითხა მან.ბრაუსმა თავი დაღუნა.
-არა!-გერარი მცველისკენ დაიძრა,მასთან მივიდა და იგი შეანჯღრია-მითხარი რა მოუვიდა ჩემს ძმას?
-ის და მისი ვაჟები მოკლეს-თქვა თავჩაქინდრულმა ჰერნტონმა.
-არა!ეს შეუძლებელია,არა-გერარმა თავი ხელებში ჩარგო.
-მე თავში რაღაც ჩამარტყეს,გონება მაშინვე დავკარგე.ეგონათ რომ მოვკვდი,როცა გონს მოვედი ყველანი დაღუპულები იყვნენ.ბატონი ფიზმანის ვაჟები არ მინახავს,მაგრამ დიდი შანსია იმისა,რომ ისინიც დახოცეს.
 გერარი ატირდა. დიდებულების წინაშე ეს მეფისთვის დამამცირებელი იყო,მაგრამ მას თავის შეკავება არ შეეძლო. ფიზმანი მისი ძმა,მეგობარი,მრჩეველი იყო.მხოლოდ მას შეეძლო ძმისთვის ზედმეტი კითხვების გარეშე გაეგო და ენუგეშებინა იგი.
-თავს ვინ დაგესხათ?-იკითხა დედოფალმა მარიამ.იგი ძალიან დამწუხრებულიყო,თუმცაღა მეუღლისგან განსხვავებით სიმტკიცეს იჩენდა და ცრემლებს მალავდა.
-არ ვიცი. როცა შეტევაზე გადმოვიდნენ ყვიროდნენ-დედოფლისათვის,ძირს უზურპატორი ვაზირი.
-წამიყვანე,იქ წამიყვანე-გერარმა ბრაუსს უბრძანა.
-დიახ,მეფეო-თქვა მცველმა. იგი გერართან ერთად გარეთ გავიდა. მათ რამოდენიმე ადამიანიც გაჰყვა. ბრაუსმა ისინი ფიზმანის ეტლთან მიიყვანა. ეტლის დანახვისთანავე გერარი თავისი ცხენიდან ჩამოხტა და ძმას მივარდა.მეფე ფიზმანის უსულო სხეულს ჩაეხუტა.იგი გულში ძლიერად ჩაიკრა.
-ძმაო-გერარი ცხარე ცრემლით ატირდა-რატომ წახვედი ასე მალე?!შენ მეფე უნდა გამხდარიყავი,შენ ჩემზე დიდხანს უნდა გეცოცხლა.
გერარი ძმას ძლიერად ეხუტებოდა.
-იცოდე,რომ შენს გამო აუცილებლად ვიძიებ შურს,აუცილებლად ვიპოვნი მათ,ვინც ეს გააკეთა და ამისათვის მათ ვაზღვევინებ-გერარმა ცრემლები შეიშრო-მეუბნებოდი რომ მხნეობა და გამძლეობა უნდა მეჩვენებინა,მიჭირს ფიზმან,ვერ წარმოიდგენ ახლა ეს ყველაფერი როგორ მიჭირს,მაგრამ ვიცი, აქ რომ იყო ახლა ამას მეტყოდი,ვიცი,რომ ძლიერად გადამეხვეოდი და მეტყოდი, რომ მთავარი სამეფოა,მითხარი...მითხარი ეს როგორ შეგეძლო? როგორ შეგეძლო ისე,რომ მუდამ ძლიერი ჩანდი? მაშინაც კი როდესაც წუხდი,დარდობდი,ნანობდი და განიცდიდი. მე ასეთი არ ვარ,მე შენნაირი ძლიერი არ ვარ... არ შემიძლია,გესმის? არ შემიძლია უბრალოდ ავდგე და შენს გარეშე გავაგრძელო ბედნიერი ცხოვრება...სამეფოს მართვა. შენ ჩემთვის ყველაფერი იყავი, მე შენი ყოველთვის მშურდა. ვცდილობდი შენ დამგსგავსებოდი,მაგრამ არ გამომდიოდა,ახლაც არ გამომდის. ვიცი აქ რომ იყო ახლა გაიღიმებდი,მაგრამ აქ აღარასდროს აღარ იქნები. მე... მე კი გპირდები,რომ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის,რომ სამეფოს ღირსეული მემკვიდრე ჰყავდეს და შენი სიკვდილი უმიზეზო არ იყოს. არ დავუშვებ,რომ ტახტზე ელიზაბეტი ავიდეს. ის ჩემი შვილი არ არის და არც არასდროს ყოფილა,ის შენი მკვლელია ძმაო. ვნანობ,რომ დღეს დამშვიდობებისას არ გადაგეხვიე და ბოლოჯერ არ ჩაგიკარი გულში-გერარმა ძმას გაყინულ ლოყაზე ხელი მოჰკიდა,ცრემლები კიდევ ერთხელ შეიშრო და წამოდგა.
-ჩემი ძმიშვილები მოძებნეთ,მთელი ტყე გაჩხრიკეთ და იპოვნეთ ისინი.კიდევ იპოვეთ ისინი, ვინც ჩემი ძმა მოკლეს და ცოცხლები მომგვარეთ,რათა მე თვითონ წავუკიდო ცეცხლი მათ დამპალ სხეულებს. გაჩხრიკეთ სოფლები და ყველა დახოცეთ, ვინც ელიზაბეტს უჭერდა მხარს.
 ქვეშევრდომები მეფის ბრძანებებით გაკვირვებულები და დაზაფრულები ჩანდნენ. მეფე გერარ მესამე გამორჩეული თავისი სიკეთითა და დიდსულოვებით იყო. ახლა კი მან ლარიუსის მოსახლეობის მეოთხედის ამოჟლეტა ბრძანა...მეფე გერარი ცხენზე შეჯდა და სასახლისკენ გაემართა. მცველების ნაწილმა ფიზმანის ვაჟების ძებნა დაიწყო, ნაწილმა კი ლარიუსის ყოფილი პირველი ვაზირის სხეული ეტლში მოათავსეს და სასახლისაკენ წაიღეს.

   ფიზმანის გარდაცვალებას ყველა გლოვობდა.მიუხედავად იმისა,რომ ზოგს იგი მეფედ არ უნდოდა არ ნიშნავდა იმას,რომ მათ ის სძულდათ. უბრალოდ ხალხი რაღაც წმინდა ხაზზე საუბრობდა, რაც ტიტულის გადაცემას მამიდან შვილზე გულისხმობდა და არა ძმიდან ძმაზე. სწორედ ამიტომ სურდა ლარიუსელების ნაწილს ელიზაბეტის გამეფება ფიზმანის ნაცვლად.მეფის ძმას დიდებული ცერემონია გადაუხადეს. იგი საგვარეულო აკლდამაში დაკრძალეს.დროთა განმავლობაში მეფე გერარი დამშვიდდა.მან ამბავი იმის შესახებ,რომ ფიზმანი ელიზაბეტის უბრალო მხარდამჭერებმა მოკლეს აღარ დაიჯერა.გერარი დარწმუნებული იყო,რომ მისი ძმა დედოფალი ვიენის ბრძანებით იყო მოკლული. ბრაუს ჰერნტონი თავს დამნაშავედ გრძნობდა,ამიტომ იგი მეფის ნებართვით გაათავისუფლეს და შემდეგ ჩუმად კვლავ რეინში დაბრუნდა. ასუდისა და არსადის გვამები იმავე ღამით იპოვნეს და ისინიც მამის გვერდით დაასაფლავეს. რაც შეეხება მათ, ვინც ელიზაბეტს უჭერდნენ მხარს ისინი დედოფლმა მარიამ გადაარჩინა,რადგან ბრძანების შესრულებამდე დიდებულემა ეს ყველაფერი დედოფალს გაანდეს,ხოლო მან კი გერარი ბრძანების შეცვლაზე დაიყოლია.ასევე ამავე დღეებში არწივის სასახლეში გარდაიცვალა გერდენის დედაც,ხოლო თავად გერდენი კი მონასტერში წავიდა უფლის სამსაურში ჩასადგომად.

  ლარიუსის სამეფოში 12 ივნისის შემდეგ სიტუაცია ძალიან აირია.სამეფოს მემკვიდრე აღარ ჰყავდა,აღარც სამეფო ოჯახში იყო ვინმე დარჩენილი,რომ ტახტი მისთვის შეეთავაზებინათ და საშინაო ომი აეცილებინათ თავიდან,გარდა ამისა ვაკანტური იყო პირველი ვაზირის თანამდებობაც. მეფე გერარი ყველანაირად ცდილობდა თავი ხელში აეყვანა და  ეს სასწრაფო საქმეებიც მოეგვარებინა. 21 ივნისს მან პირველი ვაზირის თანამდებობა მის ერთგულ მეგობარსა და სარდალს ვერდუს ბაუცფულს ჩააბარა. ვერდუსი საკმაოდ წარჩინებული და მდიდარი ოჯახის წარმომადგენელი გახლდათ. მამამისი ჯერ კიდევ გერარის მამის, მეფე რეგარის ახლო მეგობარი და მრჩეველი იყო. მან თავისი ვაჟი ღირსეულად და მეფის ერთგულად აღზარდა,თავად კი თავი მეფისათვის გასწირა და მეფე რეგარისთვს ნასროლ ისარს გადაეფარა.  პირველ ვაზირად დანიშვნამდე ვერდუს ბაუცფული ლარიუსის არმიის სარდალი და ღირსეული რაინდი იყო. მეფის გადაწყვეტილება მოულოდნელი არავისთვის არ ყოფილა,მიუხედავად იმისა,რომ ბევრი ცდილობდა პირველი ვაზირის თანამდებობის დაკავებას. როდესაც ვერდუსი ოფიციალურად დაინიშნა ამ თანამდებობაზე იგი მეფე გერარს მადლობის გადასახდელად სასახლეში ეწვია. მეფემ თავისი ერთგული მეგობარი გულთბილად მიიღო. მან იგი მაგიდასთან დაპატიჟა და ძვირფასი კერძებით გაუმასპინძლდა. მეფე გერარი შეხვედრისთანავე ვერდუსს გადაეხვია.
-გამიხარდა შენი ნახვა,ძველო მეგობარი-უთხრა გერარმა ლარიუსის პირველ ვაზირს.
-მეც,პირველ რიგში კიდევ ერთხელ მინდა მოგისამძიმროთ თქვენი დანაკლისის გამო. ფიზმანი ნამდვილად არაჩვეულებრივი ადამიანი,ღირსეული ვაზირი და მოსიყვარულე მამა იყო.
-ჰო,ჩემი ძმა მართლაც არაჩვეულებრივი პიროვნება იყო-დიდი სევდითა და ტკივილით თქვა გერარმა.
-დიახ,ჩვენ საკმაოდ ახლოს ვიყავით ერთმანეთთან.
-ვიცი ვერდუს,იგი შენზე ხშირად მიყვებოდა. ვიცი,რომ მას თავად მოუნდებოდა მისი ადგილი შენთვის გადმომეცა.
-გმადლობთ,ეს ჩემთვის დიდი პატივია-ამასობაში მეფე და პირველი ვაზირი სასადილო დარბაზში შესულიყვნენ,სადაც მათ დედოფალი მარია და დედოფალი კატერინა უცდიდათ. კატერინას შავები შეემოსა,ძირითადად დროს საგვარეულო აკლდამაში თავის შვილთან და შვილიშვილებთან ატარებდა,თუმცა დღეს ვერდუსის დასახვედრად სასადილო დარბაზში იმყოფებოდა. სტუმარს მარია მიეგება.
-დედოფალო-ვერდუსმა მის წინაშე ქედი მოიხარა,შემდეგ კი ხელზე ეამბორა. იგი დედოფალ კატერინას მიუახლოვდა -ვიზიარებ.
კატერინამ ვერდუს შეხედა,მასთან მივიდა და იგი გულში ჩაიკრა. დედოფალი კატერინა ბაუცფულის ოჯახთან ძალიან ახლოს იყო. იგი ვერდუსთან მის ბავშვობაში საკმაოდ დიდ დროს ატარებდა, მას ის შვილივით უყვარდა.
-მიხარია,რომ მისი ადგილი შენ დაიკავე,მას ეს გაუხარდებოდა-თქვა დედოფალმა,პირველმა ვაზირმა კი დანანებით გაიღიმა და თვალები დახარა.
-გთხოვთ დასხედით-თქვა მარიამ და ყველანი სუფრას მიუსხდნენ. დიდხნიანი ნაცნობობის მიუხედავად მაინც სიჩუმე გამეფებულიყო.ვერდუსს მღელვარება ეტყობოდა.
-მგონია,რომ რაღაცის თქმა გინდათ და ვერ ამბობთ-კაცს მიმართა დედოფალმა მარიამ.
-დიახ,მაგრამ არ ვფიქრობ რომ ეს ახლა და აქ განსახილველია,უბრალოდ არ მსურს ეს სიმშვიდე და მყუდროება დავარღვიო.
-სიმშვიდე?-გერარმა გაიცინა-ფიზმანის გარდაცვალების შემდეგ აქ სიმშვიდე აღარ არსებობს. მე ჩემს ოჯახთან დასამალი არაფერი მაქვს,თქვი რისი თქმაც გინდა.
-თქვენს არმიაში არეულობაა. მებრძოლებმა არ იციან რა უნდა ქნან.
-რას გულისხმობ?
-ისინი სულელები არ არიან,იციან,რომ ომი იქნება. მაგრამ...არ იციან თუ რისთვის უნდა იბრძოლონ,რისთვის უნდა გასწირონ საკუთარი სიცოცხლე.
-რა სისულელეა,რა თქმა უნდა საკუთარი მეფისთვის.
-ისინი ამბობენ,რომ დღეს თუ ხვალ თქვენც დაგესხმებიან თავს,მეც ასე ვფიქრობ. სამეფოს მემკვიდრე აღარ ჰყავს.არავინ არ არის ისეთი, ვინც ტახტზე ასვლას კანონიერად იმსახურებს. თუ ომი იქნება და თქვენ გარდაიცვლებით,მაშინ ტახტზე ვინ ავა? ისინი ამბობენ,რომ რატომ უნდა იბრძოლონ ისეთისთვის ვისი მეფობაც ღმერთის მიერ არ არის კურთხეული? ამბობენ,რომ...-ვერდუსი გაჩუმდა.
-რას ამბობენ?
-იმას,რომ მათ ურჩევნიათ არაკანონიერი მეფისა და საკუთარი სიცოცხლის გაწირვის ნაცვლად ახალ მონარქად ელიზაბეტი აღიარონ.
გერარი გაბრაზდა.
-რა? ამას როგორ მიბედავ?!
-მაპატიეთ,ჩემო მეფეო,მაგრამ ეს ასეა,სიმართლეს ვერსად გავექცევით.
-მაშ შენც ასე ფიქრობ?
-არ აქვს მნიშვნელობა მე რას ვფიქრობ,მთავარი ისაა, რომ მე თქვენი ერთგული ვარ და სადაც თქვენ წახვალთ მეც იქ წამოგყვებით.
-ვერდუს,შენ უბრალო სარდალი აღარ ხარ,შენ ლარიუსის პირველი ვაზირი ხარ,შენი აზრი ამ სამეფოში მეფის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანია.
-ვფიქრობ,რომ ფიზმანი დედოფალი ვიენის ბრძანებით მოკლეს.ვერ დავუშვებ,რომ ჩემი ქვეყნის ტახტზე მისი ქალიშვილი ავიდეს და ჩვენ რეინის გავლენის ქვეშ მოვექცეთ.
-რას მთავაზობ?
-ელიზაბეტი უნდა მოვკლათ.
-ამ შემთხვევაში დედოფალი ვიენი მთელ ლარიუსს ააოხრებს. გგონია მას შვილს მოუკლავ და არაფერს დაგმართებს? დამიჯერე ვერდუს, მე მაგ ქალს ძალიან კარგად ვიცნობ.ყველას,დიდსა და პატარას,კაცსა და ქალს,მოხუცსა და ბავშვს,ყველას დახოცავს და მათი სისხლით ჩვენს ქუჩებს მორწყავს. არც ელიზაბეტის მოკვლა იქნება მარტივი,მაგრამ ეს რომ მოვახერხოთ კიდევაც...ჩემი ხალხით ვერ გავრისკავ.
-მას ლარიუსი სჭირდება,ასე არ იზამს. ეს მე დამავალეთ,მასთან მივალ და ვაღიარებ,რომ მე ჩემი მეგობრის გამო შური ვიძიე და თვითნებურად ვმოქმედებდი და თქვენ არაფერ შუაში ხართ. ასეთ შემთხვევაში მას მემკვიდრე აღარ ეყოლება. იგი იძულებული იქნება რეინში უფლისწული რეგარი გაამეფოს და ჩვენც მას დავუთმობთ ტახტს,თქვენს ვაჟსა და ერთადერთ კანონიერ მეფეს.
-ამის მართლა გჯერა? დედოფალი ვიენი სხვა მეფეებს არ ჰგავს. მისთვის მთავარი მხოლოდ პირადი ინტერესებია,შენ რომ მიხვიდე მასთან და ყველაფერი აღიარო,შენც მოგკლავს და ლარიუსსაც ააოხრებს,დამიჯერე ასე იქნება.
-მაშინ რას აპირებთ? სამეფოს მემკვიდრე სჭირდება.
-ვიცი,ამიტომაც მივდივარ რეინის სამეფოში.
-რა?-იკითხა გაკვირვებულმა მარიამ.
-ჰო,რეგარი უნდა ვნახო.
-დედოფალი ვიენი მას არ განახებს-თქვა დედოფალმა კატერინამ.
-ის ზრდასრულია,თვითონ აქვს გადაწყეტილების მიღების უფლება. ისაა ერთადერთი მემკვიდრე,ვიცი მას იმ ავსულის წყალობით თავისი ტვინი არეული ექნება,ისიც ვიცი,რომ შესაძლოა ლარიუსი ვიენს ჩაუგდოს ხელში,მაგრამ ასე შინა ომსა და ტახტისთვის ბრძოლას მაინც ავიცილებთ თავიდან,გარდა ამისა ჩემი დინასტიაც გაგრძელდება. სხვა გამოსავალი არ არის.
-ნება მიბოძეთ მეც წამოგყვეთ-თქვა ვერდუსმა.
-არა,შენ აქ მჭირდები.შეიძლება აჯანყება მოხდეს ან რამე ამის მსგავსი,შენ აქ უნდა იყო.
პირველმა ვაზირმა მეფეს თავი დაუქნია.
-მარტო წავალ. 50 კაციან ამალას გავიყოლებ,არ მინდა რეინში დიდი ლაშქრით გამოვცხადდე,მაგრამ იქ წასვლა ძალიან სახიფათოა.
-გერარ,თუ იქ მოგკლავენ...
-არ მომკლავენ,გპირდები მარია,რომ დავბრუნდები,ჯერ სიკვდილს არ ვაპირებ.
-როდის გაემგზავრებით?-მეფეს ჰკითხა ვერდუსმა.
-ხვალ დილითვე,დრო არ ითმენს. ჩემი ვაჟი სასწარფოდ უნდა ვნახო-თქვა გერარმა და ყველამ ჩუმად გააგრძელეს ვახშმობა.

  22 ივნისის დილით მეფე გერარი 50 კაციანი ამალით რეინის სამეფოში გაემგზავრა. მანამდე იგი თავის ოჯახსა და მეუღლეს გამოემშვიდობა.გერარი თავის ცხენს სწრაფად,შეუსვენებლად მიაჭენებდა. მან გაიარა ველები,ჭალები,ტყეები. იგი მიქროდა დღისით და ღამით,რათა მალე ჩასულიყო რეინში. 24 ივნისის გამთენიისას კი მეფე გერარი თავისი ამალით უკვე რეინის სამეფო ქალაქში იმყოფებოდა. მზის ამოსვლისთვის ლარიუსის მეფე დედოფალი ვიენის სასახლეს მიადგა. მეფე ამჯერად შიგნით არ შეუშვეს. გერარმა დედოფლის ნახვა მოითხოვა. რამოდენიმე ხანში დედოფალი ვიენი მართლაც გამოჩნდა სასახლის ეზოში. ის ისევ ისთი მშვენიერი და მომხიბლავი იყო,როგორიც 19 წლის წინათ,მაშინ როდესაც გერარმა იგი პირველად გაიცნო.დედოფალი უკვე 50 წლის გამხდარიყო,მაგრამ მას ასაკი საერთოდ არ ეტყობოდა. ის ისეთივე მოხდენილი,ძლიერი და ცბიერად მომღიმარი იყო,როგორც უწინ. უბრალოდ თმები გაჭაღარავებოდა,მაგრამ ახლა მას ის ვერცხლისფრად უბზინავდა,რაც არაჩვეულებრივ ელფერს მმატებდა მის სილამაზეს. მეფე გერარისგან განსხვავებით მას სიბერის მოახლოება სულაც არ ეტყობოდა,მაგრამ მას ხომ ლარიუსის მეფისგან განსხვავებით ნაკლები სანერვიულო და სატანჯველი ჰქონდა.
-დიდი ხანია არ მინახიხართ,მეფე გერარ-ეშმაკურად თქვა დედოფალმა ვიენმა-შემოუშვით-მან ბრძანება გასცა.
ლარიუსის მეფეს ჭიშკარი გაუღეს.
-თქვენი ლაშქარი გარეთ დარჩება,ასევე თქვენი იარაღიც უნდა ჩააბაროთ ჩემს მცველებს-გერარმა თავისი ხმალი მოიხსნა და ერთ-ერთ აბჯრიან მამაკაცს გადასცა. მან ვიენის სასახლის ეზოში შეაბიჯა.დედოფალი დიდხანს აკვირვებოდა ლარიუსის მეფეს.
-უნდა ვაღიარო,რომ ცოტათი დაბერებულხართ,დედოფალი მარია როგორ არის?
-კარგად-მოკლედ უთხრა გერარმა.
-გავიგე თქვენი ძმის ამბავი,ძალიან ვწუხვარ.
-კარგია,თუ თქვენს მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის სინდისის ქენჯნა გაწუხებთ,მაგრამ არ მჯერა რომ ამას განიცდიდეთ-ზიზღით თქვა გერარმა.
-ფიქრობთ,რომ ის მე მოვკალი?
გერარმა არ უპასუხა.
-შეიძლება მართლაც ასე იყო,მოიცა დავფიქრდე-ვიენმა ისეთი გამომეტყველება მიიღო თითქოს რაღაცას იხსენებსო.
-გეყოფათ,სიამოვნებით გამოგჭრიდით ყელს ამდენი ხალხი რომ არ იყოს-ზიზღით უთხრა ლარიუსის მეფემ დედოფალ ვიენს.
-ჩემს სასახლეში მოდიხართ,ამდენი ხნის უნახავ მეგობარს მემუქრებით.ეს არ არის კარგი საქციელი.
-არ მაინტერესებს თქვენთვის რა არის კარგი საქციელი და რა არა.
ვიენმა გაიღიმა.
-ძალიან შეიცვალეთ,ის გერარი აღარ ხართ დიდი ხნის წინ რომ ვიცნობდი,ეს მომწონს... და მიანც აქ რამ ჩამოგიყვანათ?
-ჩემს ვაჟთან მოვედი.
-ამდენი წლის შემდეგ?არ ვფიქრობ,რომ მას ახლა სჭირდებით.
-გთხოვთ,მომეცით მისი ნახვის უფლება.
-რა თქმა უნდა.ეს თქვენ არ გაგხსენებიათ ის,თორემ მე განა როდესმე დამიშლია მისი ნახვა?-ღიმილით თქვა რეინის დედოფალმა და სასახლისკენ დაიძრა. გერარი ადგილზევე გაშეშდა.ნუთუ ეს მართალი იყო,ნუთუ მთელი ამ ხნის მანძილზე ის რეგარის ნახვის უფლებას მისცემდა,მაგრამ თავად გერარს არ უკითხავს თავისი შვილი.სწორედ ეს იყო ის,რისიც ლარიუსის მეფეს ეშინოდა და სწორედ ამასთან დაკავშირებით იდავა მან თავის ძმასთან.
-მოდიხართ გერარ?-მას ვიენმა დაუძახა.
-დიახ-თქვა მეფემ და დედოფალს მიუახლოვდა.
 გერარმა შიშით შეხედა სასახლეში შესასვლელ კარებს,რომლის ქვეშაც მან ერთდროს თავისი ვაჟით ხელში გაიარა,ხოლო იქედან კი მარტოდმარტო დაბრუნდა.სასახლე დილით ცარიელი იყო,როგორც ჩანდა სამეფო საბჭო დღეს არ იყო სათათბიროდ მოწვეული. დედოფალმა ვიენმა გერარი სასახლის გავლით უკანა ბაღში გაიყვანა. მან შორიდანვე დაინახა ბაღში მდგარი სკამი,სადაც გოგო და ბიჭი ისხდნენ,თუმცაღა მათ უკვე გოგოსა და ბიჭს ვერ დავარქმევდით,ისინი გაზრდილნი და მოწიფულნი იყვნენ.
-აი თქვენი ვაჟიც- ვიენმა გერარს ბიჭზე ანიშნა-და თქვენი ქალიშვილიც,რა თქმა უნდა თუ გაინტერესებთ.
ლარიუსის მეფემ დედოფალ ვიენს შეხედა,შემდეგ კი გაუბედავი ნაბიჯებით დაიძრა ახალგაზრდებისკენ.მათ მომავალი კაცი მალევე შენიშნეს,თუმცაღა ის ვერ იცნეს,რადგან რეგარი მაშინ მხოლოდ  სამი წლის იყო,როდესაც მამამისი ბოლოჯერ ნახა,ხოლო ელიზაბეტს კი მისთვის მხოლოდ ერთხელ მოეკრა თვალი,ისიც შორიდან.
მეფე გერარი მათ მიუახლოვდა.
-გამარჯობა-გაბზარული ხმით თქვა მეფემ.
-გამარჯობა-მამას მიუგო ელიზაბეტმა და ფეხზე წამოდგა.გოგონამ ლარიუსის მეფე ნამდვილად მოაჯადოვა.იგი ახალგაზრდა ვიენს ჰგავდა,მაგრამ მასზე უფრო ლამაზი იყო,წაბლისფერი თმები და ყავისფერი თვალები ჰქონდა,ამით იგი გერარს ჰგავდა,ელიზაბეტი დედამისივით მოხდენილი და მიმზიდველი იყო,გერარი მას მონუსხული უყურებდა.დას რეგარმაც მიბაძა,ისიც წამოდგა ფეხზე.უფლისწულს დედამისის ნაკვთები ჰქონდა,მაგრამ იერით გერარს მაინც ჩამოგავდა.
-აქამდე არ მინახიხართ,მაგრამ როგორც ჩანს დიდგვაროვანი უნდა იყოთ,ვინ ხართ?-გერარს ჰკითხა რეგარმა.
-მე...მე...-გერარს ენა დაება,მან სათქმელს თავი ვერ მოუყარა.
-ნუ ღელავთ,თქვით რაც გნებავთ-კაცს ხელზე ელიზაბეტი შეეხო. გერარს ჟრუანტელმა დაუარა.მან ჩაისუნთქა და რეგარს უთხრა:
-მე მეფე გერარი ვარ,ლარიუსის მეფე და მამაშენი.
ელიზაბეტიც და რეგარიც ადგილზევე გაშრნენ.ელიზაბეტმა გერარის მკლავიდან ხელი სასწარფოდ ჩამოიღო.
-აქ...აქ რას აკეთებ?!-მამას უთხრა დაბნეულმა რეგარმა.
-მე შენთან მოვედი-თქვა გერარმა და შვილისკენ ნაბიჯი გადადგა,მაგრამ რეგრმა მას მკერდზე ხელი დაადო.
-არ გაბედო და არ მომეკარო!-დაბნეულობა ახლა ბრაზსა და გამძვინვარებას შეეცვალა.
-მე წავალ-თქვა ელიზაბეტმა და დაიძრა,მაგრამ იგი ძმამ შეაჩერა.
-არა,აქ ერთადერთი ვინც უნდა წავიდეს ეს კაცია-თქვა მან ისე,რომ გერარისთვის თვალი არ მოუშორებია.ელიზაბეტმა მამას შეხედა. გერარს თვალებში წყალი ჩასდგომოდა,მის სახეზე კი დიდი ტკივილი და ტანჯვა იკითხებოდა. გოგოს იგი შეეცოდა.
-გთხოვ მოუსმინე,უბრალოდ მოუსმინე-მან ძმას უთხრა.
-ამას მართლა მთხოვ?მან მე მიმატოვა,ძაღლივით მიმაგდო უცხო ქვეყანაში და მართლა მთხოვ,რომ ასეთ კაცს დაველაპარაკო?-რეგარის ხმაში ბრაზი აღარ იგრძნობოდა,ის აღელვებული იყო.
-ნება მომეცი აგიხსნა-ვაჟს მიუგო გერარმა.
-არ მჭირდება. ისედაც ყველაფერი ვიცი,დედოფალმა ვიენმა ყველაფერი მითხრა.არ ვბაზრობ იმაზე,რომ აქ დამტოვე. მესმის სხვა გზა არ გქონდა,მაგრამ შენ აქ მიმატოვე. იცი რა მახსოვს?! მახსოვს,რომ დამპირდი ჩამოგაკითხავ,დავბრუნდებიო. არ დაგვივიწყო და ჩვენზე,შენს ნამდვილ ოჯახზე იფიქრეო.შენ არასდროს ჩამოსულხარ,წერილიც კი არ გამოგიგზავნია,სადაც ეწერებოდა,რომ ისევ გახსოვდა შვილი რომ გყავდა. ამას არასდროს არ გაპატიებ. შენ დაბრუნებას შემპირდი,მაგრამ არასდროს დაბრუნებულხარ. არც შენ,არც მარია და არც ფიზმანი,არასდროს დაბრუნებულხართ. დედოფალმა ვიენმა მე ყველაფერი მომცა,მან ის ოჯახი მომცა,რომელიც შენ არასდროს მოგიცია. მე ვიღაც უპასუხისმგებლო კაცის შვილი ვიყავი,არ აქვს მნიშვნელობა აქ რატომ აღვმოჩნდი,მთავარია რომ იგი ჩემზე ზრუნავდა, ყველაფერს ის მასწავლიდა,მან შემიყვარა და ის სითბო მომცა,რომელიც შენ არასდროს მოგიცია. მან დედობა გამიწია და ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასი რამ,ჩემი და გამაცნო. ახლა კი როცა ეს ყველაფერი მაქვს, მოდიხარ იმის გამო,რომ სხვა გზა არ გაქვს და მთხოვ მაპატიე და შემირიგდიო?ეს არასდროს არ მოხდება,არასდროს!
გერარი რეგარის სიტყვებმა სულიერად გატეხა,მაგრამ მან ძალა მოიკრიბა და თქვა:
-ჩვენ არასდროს დაგვიწყებიხარ,ყოველდღე,ყოველ წუთს შენზე ვფიქრობდით და უშენობით ვიტანჯებოდით. გვეგონა,რომ ვიენი შენი ნახვის უფლებას არ მოგვცემდა.
რეგარმა სიმწრით გაიცინა.
-უნდა გეცადათ,თუ მართლა გიყვარდით უნდა გეცადათ. ახლა ჩემთვის სულერთი ხარ,შენც და შენი მეუღლეც.
-შენ მეფე ხარ რეგარ,მომავალი მეფე! ეს უნდა შეიგნო,შენს ქვეყანას სჭირდები.
-მე უკვე ჩემს ქვეყანაში ვარ და მე მეფე არ ვარ,ეს შენ წამართვი. ამის შესაძლებლობა შენ მომისპე. ჭეშმარიტი მონარქი ჩემი დაა და თუ გგონია რომ მის წინააღმდეგ გავილაშქრებ ძალიან შემცდარხარ. შენგან ერთი კარგი თვისება გადმომყვა,ვიცი რა არის ძმისა და დის ერთგულება.
- ის არ არის ლარიუსის მემკვიდრე და არც არასდროს იქნება! ტახტი შენია და მასზე შენ უნდა ახვიდე.
-არა. მშვიდობისა და უკეთესი მომავლისთვის ერთიანობაა საჭირო. მე კი რეინის მემკვიდრე არ ვარ,ელიზაბეტი ჩემზე უფროსია,ისაა კანონიერი მემკვიდრე. გინდა არ გინდა ის შენი უფროსი შვილია-ელიზაბეტი მათ საუბრას უსმენდა,თუმცაღა თავად ხმას არ იღებდა.
-ის არ არის ჩემი შვილი! შენ ხარ ჩემი ერთადერთი შვილი-გოგონამ ამ სიტყვების მოსმენისას თვალები დახუჭა.რეგარმა ეს შეამჩნია.
-წადი აქედან,უკვე 18 წელია რაც მე შენი შვილი აღარ ვარ. დამივიწყე და დაივიწყე,რომ როდესმე შენ ვაჟი გყავდა. ლარიუსის ტახტი ელიზაბეტისაა და მე მისთვის ვიბრძოლებ.თუ მართალს ამბობ და ლარიუსელები მე მომემხრობიან და გამომყვებიან,მაშინ იმასაც მიიღებენ რომ ჩემი ნებით ვუთმობ ტახტს ჩემს უძვირფასეს დას და მათ კანონიერ დედოფალს. ახლა კი წადი,აქ შენი ყოფნა არავის უხარია-მამას უთხრა რეგარმა,ელიზაბეტს ხელი მოჰკიდა და გერარს ზურგი აქცია. დედოფალი ვიენი ამ ყველაფერს შორიდან უყურებდა. იგი ნამდვილად გახარებული და ნასიამოვნები იყო. მას რეგარი მართლაც უყვარდა,იგი მისი გაზრდილი იყო და ბიჭით ამაყობდა კიდევაც. დედოფალი მეფე გერარს მიუახლოვდა.
-დარჩენას შემოგთავაზებდით,მაგრამ აქ თქვენი ყოფნა არ სიამოვნებთ-ვიენმა გერარს უკნიდან უთხრა. მეფე მისკენ შებრუნდა.
-ასეთი რა დაგიშავეთ,უბრალოდ მითხარით.ეს სულ მაინტერესებდა,რა დაგიშავეთ რომ ასე გამამწარეთ.
-არაფერი გერარ,თქვენ არაფერი დამიშავეთ.უბრალოდ ცუდ დროს მოგიწიათ მეფობა,მხოლოდ ესაა ჩემი პასუხი.
გერარმა დედოფალ ვიენს შეხედა.მეფე მაშინაც კი არ ჩანდა ასეთი განადგურებული,როდესაც რეგარი თავისი ფეხით მიუყვანა ვიენს გასაზრდელად.
-ჩემი მცველები გაგაცილებენ-ვიენმა უთხრა გერარს და სასახლეში დაბრუნდა. მეფე გერართან ორი მძიმედ შეიარაღებული მამაკაცი მივიდა. მათ ლარიუსის მეფე სასახლის გვერდიდან წინა ეზოში გაიყვანეს. გერარს თავისი იარაღი დაუბრუნეს. იგი თავის ცხენზე შეჯდა,დედოფალი ვიენის სასახლეს ერთხელ კიდევ გახედა და იმედგაცრუებული ლარიუსისაკენ დაიძრა. როდესაც რეინის დედაქალაქს ტოვებდა თვალებში ცრემლი ჩასდგომოდა. ქალაქიდან გასვლისას მათ ერთმა მხედარმა ჩაუქროლა. გერარმა თავიდან იგი ვერ იცნო,რადგან სულ სხვა რამეზე ფიქრობდა,მაგრამ როცა გააცნობიერა,რომ იგი მხედარს სადღაც შეხვედროდა დაფიქრდა და მისი სახე გონებაში აღიდგინა.მეფე გერარი ყველაფერს მიხვდა,ფიზმანი მართლაც დედოფალი ვიენის ბრძანებით იყო მოკლული,მეფე იმასაც მიხვდა,თუ ვინ მოკლა თავისი ძმა,მაგრამ შურისძიება უკვე გვიანი იყო,რადგან მხედარი,რომელიც დედოფალი ვიენის სასახლისკენ მიდიოდა უკვე მის ჭიშკართან იქნებოდა მისული.  ადამიანი, რომელმაც მეფე გერარის ამალას თავისი შავი ბედაურით ჩაუქროლა ბრაუს ჰერნტონი იყო.

  26 ივნისს მეფე გერარი ლარიუსის სამეფოში,საკუთარ სასახლეში დაბრუნდა. იგი პირდაპირ დედოფალი მარიასკენ დაიძრა. აღელვებული მარია ქმრის დაბრუნებას თავის ოთახში ელოდა. ქალი თმას ივარცხნიდა და თავის თავს სარკეში უცქერდა. ვერ იჯერებდა ისე მალე გავიდა მთელი ეს დრო. იგი უკვე 48 წლის გამხდარიყო,მაგრამ დედოფალი მარია ისეთივე ლამაზი და მომხიბლავი იყო,როგორც მაშინ,როდესაც ლარიუსის დედოფალი გახდა. მას ჯერ კიდევ შავი თმები და მომაჯადოებელი ნაკვთები ჰქონდა,მაგრამ რაღაც მაინც შეცვლილიყო მის გარეგნობაში.ეს მისი თვალები იყო.დედოფალ მარიას თვალებს ელფერი დაჰკარგოდა.ისინი აღარ ბრწყინავდნენ და აღარ ასხივებდნენ,თითქოს მათ სიცოცხლე წაართვესო.მარია სარკეში საკუთარ ანარეკლს უყურებდა,იხსენებდა წარსულს,ცხოვრებას,რომელიც მან გამოიარა და მოულოდნელად ატირდა.მისი ოცნება იყო შვილები,შვილიშვილები,ბედნიერი ოჯახი ჰყოლოდა. მეფეზე გათხოვებამ კი მას ეს ყველაფერი წაართვა.უკვე ისიც აღარ ახსოვდა,თუ როგორი ბედნიერები იყვნენ ის და გერარი,მაშინ როდესაც მათ იქორწინეს, პირველად გაატარეს ღამე ერთად,მაშინ,როცა მათ უფლისწული რეგარი შეეძინათ. ეს ყველაფერი სადღაც შორს,წარსულში ღრმად ჩამარხულიყო. დედოფალი ხშირად უსვამდა ამ კითხვას საკუთარ თავს - იყო კი ეს ყველაფერი რეალობა? თუ ეს მხოლოდ მისი წარმოსახვისა და ოცნებების ნაყოფი იყო,მაგრამ მარია ხვდებოდა,რომ ეს ოცნებები არ უნდა ყოფილიყო,რადგან უბრალოდ ამდენი ტანჯვისა და ტკივილის შემდეგ მას აღარ შეეძლო ოცნება.დედოფალი სხვების დასანახად ყოველთვის სიმტკიცეს ინარჩუნებდა,მაგრამ ის შინაგანად უფრო მეტს განიცდიდა,ვიდრე ვინმე სხვა და ახლა,როდესაც სრულიად მარტო იყო თავის შეკავება ვეღარ შეძლო.დედოფლის კარებზე კაკუნი გაისმა. მარიამ საჩქაროდ შეიშრო ცრემლები და ხმამაღლა დაიძახა:
-შემოდით.
ოთახში გერარი შევიდა. დედოფალი მას ინტერესით მიაშტერდა,მაგრამ მეფე დუმდა.
-ნახე?ჩვენი ვაჟი ნახე?
გერარმა ცოლს თავი დაუქნია.
-მერე? როგორ არის?
-კარგადაა,ბედნიერია.
დედოფალმა გაიღიმა.
-მომიყევი როგორია.
-შენ გგავს,შენსავით ლამაზი ცხვირ-წარბი აქვს.მამაცი და ძლიერია.
მარიას ლოყაზე ცრემლი ჩამოუგორდა.
-რა გითხრა?
გერარმა თავი დახარა.
-რა მოხდა, გერარ?-მარია ქმართან მივიდა და ხელები ხელებზე მოჰკიდა-რა გითხრა რეგარმა?
მეფე კვლავ დუმდა.
-გთხოვ, მითხარი.
მეფემ დედოფალს შეხედა.
-მას არ უნდა დაბრუნება.იგი გაბრაზებულია,რომ არ ჩავაკითხეთ და დაპირება არ შევასრულეთ.თქვა,რომ ტახტი არ უნდა და სურს,რომ ლარიუსის ტახტზე ელიზაბეტი ავიდეს.
-რა?მართლა ასე გითხრა?
-ჰო-გერარმა თავი დააქნია.
-ღმერთო...ის გოგო ნახე?
-ვნახე.
-მერე?
-არ ვიცი,დედამისს არ გავს,მაგრამ ის მისი შვილია. ხმალს ზურგში ისე ჩაგასობს,რომ თვალიც არ დაუხამხამდება.
-რას აპირებ?
-საბჭოს მოვიწვევ. დინასტიასთან სისხლით დაახლოებულ პირს მოვნახავ და მემკვიდრედ მას დავნიშნავ.
-და შენს შვილს ტახტს წაართმევ?
-რეგარს ტახტი არ უნდა,ის კი ჩემი შვილი არაა.

  მეორე დღით 27 ივნისს მეფე გერარმა საბჭო მოიწვია.მან დიდებულებს თავისი გადაწყვეტილების შესახებ გაანდო.კრებას ესწრეფოდა ლარიუსის მემატიანეც,რომლის ვალიც იყო გამოეკვლია საგვარეულო უძველესი დროიდან და მათთან ყველაზე დაახლოებული პიროვნება აერჩია და იგი მეფისთვის წარედგინა. სამეფო კარი ამ საქმიანობას ჩუმად და დაფარულად ეწეოდა,მაგრამ დედოფალი ვიენი ხვდებოდა,რომ მეფე გერარი რაიმეს მოიმოქმედებდა,ამიტომ მან არმიის მომზადება ბრძანა. ომი ახლოვდებოდა და ეს ორივე მხარეს კარგად ესმოდა. რეინის დედოფალმა თავისი ხალხი ლარიუსში გააგზავნა. მან დიდძალი ოქროს სანაცვლოდ მოსამსახურეები მოისყიდა.მათ კი ვერავინ ამჩნევს,თითქოს არც არსებობენო,მოსამსახურეებს ყველაფერზე მიუწვდებათ ხელი. ერთ-ერთმა მათგანმა გაარკვია თუ რას საქმიანობდა მემატიანე,სხვებმა კი საბჭოს ჩუმად მოუსმინეს და ეს ყველაფერი დედოფალი ვიენის ხალხს გადასცეს,რომლებმაც არ დააყოვნეს და ყველაფერი დედოფალს მოახსენეს. ვიენი ხვდებოდა,რომ დაცდის დრო აღარ იყო. თუ გერარი მემკვიდრეს დაასახელებდა და იგი სამეფო ოჯახის ნათესავი იქნებოდა ყველაფერი გართულდებოდა და შესაძლოა ომი დაუსრულებელიც ყოფილიყო. ეს კი რეინის დედოფალს არ აწყობდა,ამიტომ 6 ივლისს დედოფალმა რეგარი და ელიზაბეტი თავისთან მიიწვია. ისინი ვიენს დილითვე ეახლნენ.
-გავიგეთ,რომ გვეძებდით-დედოფალს უთხრა რეგარმა.
-ასეა.არ ვიცი იცით თუ არა თუ რა ხდება ლარიუსში. გერარი ახალ მემკვიდრეს ეძებს და თუ ის მემკვიდრეს იპოვნის ეს შესაძლოა დაუსრულებელი ომის დასაწყისი გახდეს. ეს არ უნდა დავუშვათ. ელიზაბეტ,რაც შეიძლება მალე უნდა დაიკავო შენი კუთვნილი ადგილი.
-დედა,მეფე გერარი ხომ ისევ ცოცხალია.
-ასეა,მაგრამ ვეღარ დავიცდით. ახლა შესაფერისი დროა. ერთადერთი მემკვიდრე შენ ხარ,მაგრამ მალე ასე აღარ იქნება. თუ შენ ახვალ ტახტზე მანამ,სანამ ახალ მემკვიდრეს დაასახელებენ ხალხი აღარ აგიჯანყდება და შენ თავიანთ დედოფლად გაღიარებენ.ჯარიც შენ გამოგყვება,მაგრამ მემკვიდრის დასახელების შემდეგ ასე აღარ იქნება. მე შენი მჯერა,ვიცი,რომ ამისთვის მზად ხარ. რეგარიც დაგეხმარება.ოღონდ ერთი რამ დაიმახსოვრე არავის ენდო,გარდა შენი ძმისა. შენ კი რეგარ შენს დას გაუფრთხილდი.
-აუცილებლად.
-ჯარი უკვე მზადყოფნაშია. მოემზადეთ,ხვალ ლარიუსისკენ დაიძვრებით.
-მეფე გერარი,ის ხომ არ უნდა მოვკლა?
-მოვა დრო,როცა მე აღარ გეყოლები-ვიენმა ელიზაბეტს გაუღიმა- და გადაწყვეტილებების მიღება შენით მოგიწევს.ამას აქედანვე უნდა შეეჩვიო,ამიტომ შენით გადაწყვიტე რა როგორ აჯობებს. ახლა კი წადით და მოემზადეთ.
 ელიზაბეტმა და რეგარმა დედოფლის ოთახი დატოვეს და მოსამზადებლად თავიათ ოთახებში გაემართნენ.დედოფალი ვიენი კი თავის ოთახში მარტო დარჩა.
-იცოდე იმედები არ გამიცრუო ელიზაბეტ-თქვა მან მაშინ,როდესაც მისი ქალიშვილი ოთახიდან გავიდა.

   7 ივლისს რეინის მრავალრიცხოვანი არმია ელიზაბეტის სარდლობით ლარიუსისკენ დაიძრა. მაგრამ სანამ ეს მოხდებოდა მეფე გერარმა უკვე იცოდა,რომ დედოფალი ვიენი ომისთვის ემზადებოდა,ამიტომ მან ელჩობა ვარეთში გაგზავნა.ვარეთის მთავარს პირადად ვერდუს ბაუცფული ეახლა. იგი დიდი პატივითა და ზეიმით მიიღეს.
-გმადლობთ,ასეთი დახვედრა მართლაც დიდი პატივია,მაგრამ დრო არ ითმენს,პირდაპირ საქმეზე უნდა გადავიდეთ-აუდიენციისთანავე უთხრა ვერდუსმა ვარეთის მთავარს.
-გისმენთ,ჩემო მეგობარო. მითხარით რატომ მეახელით.
-როგორც იცით დედოფალ ვიენს ლარიუსში მისი ქალიშვილის გამეფება სურს,იგი ჩვენს ქვეყანას დაიპყრობს და მას რეინს შეუერთებს.
-ჩემგან რა გნებავთ?
-დახმარება. როცა ვიენი ლარიუსისა და რეინის გაერთიანებას შეძლებს.იგი ვარეთსაც დაიპყრობს. მას ხელს უდიდესი სამეფოს წარმოქმნაში აღარავინ შეუშლის.
-ვწუხვარ,მაგრამ ვერ დაგეხმარებით. რამოდენიმე დღის წინ დედოფალი ვიენის წერილი მომიტანეს. ის ხელშეუხებლობას მპირდება თუ მას თქვენს წინააღმდეგ დავეხმარები.ვწუხვარ,მაგრამ საქმე ამას მოითხოვს.მცველებო!-დაიძახა ვარეთის მთავარმა-შეიპყარით ბატონი ვერდუსი.
-რა?თქვენ ამის უფლება არ გაქვთ!-ვერდუსს ოთხი მცველი მივარდა,იგი გააკავეს და საპყრობილისკენ გაათრიეს...
 8 ივლისს კი მაშინ,როდესაც ელიზაბეტის ჯარს გზის ნახევარი გავლილი ჰქონდა მეფე გერარს უზარმაზარი სკივრით ვერდუს ბაუცფულისა და მისი მხებლების თავები მიუტანეს. მემკვიდრის დასახელება ჭიანურდებოდა. ის, ვინც სამეფო ოჯახთან ყველაზე ახლოს იყო მოღალატის შვილი და მეფობისთვის შეუფერებელი აღმოჩნდა,ხოლო სხვა კანდიდატურის მოძებნა კი საკმაოდ რთული იყო,რადგან გერარის დიდმა ბაბუამ ყველა თავისი ნათესავი დახოცა,რათა ტახტში არავინ შეცილებოდა. გერარი სკივრის ამბავმა ძალიან განარისხა. მან უკვე იცოდა,რომ რეინის არმია ლარიუსისაკენ დაძრულიყო,მართალია მეფე გერარის არმიაც სრულ მზადყოფნაში იყო,მაგრამ იგი რეინის არმიას რიცხობრივად ორჯერ ჩამორჩებოდა და შესაბამისად გამარჯვების შანსიც საკმაოდ დაბალი იყო.თუმცაღა სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არსებობდა.

   9 ივლისს მანამ,სანამ მეფე გერარი საბრძოლველად წავიდოდა დედამისს,დედოფალ კატერინას გამოემშვიდობა და შემდეგ სამეფო კრება გამართა. დიდებულები საკმაოდ ნერვიულობდნენ და ამას აშკარადაც გამოხატავდნენ.
მათ მეფემ სიტყვით მიმართა:
-ძალიან ბედნიერი ვარ,რომ ვიყავი მეფე ისეთი ქვეყნისა,როგორიც ლარიუსია. ვუყვარდი ისეთ ხალხს,როგორიც ლარიუსელები არიან და მყავდა ისეთი ძვირფასი მეგობრები,როგორებიც თქვენ ხართ.  ალბათ დღეს სახლში ვეღარ დავბრუნდები. არ ვიცი შეიძლება გადავრჩე კიდევაც,მაგრამ მეფე ვეღარასდროს ვიქნები. ვფიქრობ,რომ ჩემი მეფობა ცუდი არ იყო. არ ვარ ისეთი ადამიანი სულ თავის თავს რომ იქებს,მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ მამაჩემის დატოვებული ქვეყანა ბოლომდე შევინახე და ჩემს ხალხს მცირე ბედნიერება და სიხარული მოვუტანე. რას აღარ იტყვის ის ადამიანი,რომელმაც იცის,რომ რამოდენიმე საათში მოკლავენ ან შეიძლება მოკლან,მაგრამ მე არ მეშინია,ერთადერთი რაც დასაკარგი მაქვს ეს ჩემი ძვირფასი მეუღლეა. ჩემო მეგობრებო,მე მხოლოდ ერთ რაღაცას გთხოვთ- გაუფრთხილდით და დაიცავით თქვენი დედოფალი-გერარმა მარიას შეხედა,რომელიც ცრემლებს სახელოთი იშრობდა-და არ დაანაწევროთ ლარიუსის სამეფო.ახლა კი გთხოვთ,იქნებ ჩემს ცოლთან მარტო დამტოვოთ.
-რა თქმა უნდა-გაისმა ვიღაცის ხმა და დარბაზიდან ყველა გავიდა.გერარი მარიასთან მივიდა და მის წინაშე ჩაიმუხლა. ქალმა ქმარს ლოყაზე ხელი მოჰკიდა.
-დამპირდი,რომ დაბრუნდები.
-შევეცდები.
-დამპირდი.
-შევეცდები.
მარია ქმარს მოეხვია.
-ძალიან მიყვარხარ გერარ,არ ვიცი რა მომივა შენ რომ რამე მოგივიდეს.
-თავს გაუფრთხილდი.თუ რამე მოხდა გვირაბებით ქალაქში გახვალთ,გზა ხომ იცი?
-კი,ვიცი.ჩემზე არ იღელვო.
-იქედან მთავარ მოედანზე გახვალ,ოღონდ ფრთხილად უნდა იყო,ღარიბივით ჩაიცვი. მთავარ მოედანზე წითელი სახლია.იქ ჩემი მეგობარი ცხოვრობს რედენსი,მას ხომ იცნობ?
-კი-აცრემლებული ხმით თქვა მარიამ.
- რედენსი მოგხედავს. ის ზარაჰესში ჩაგიყვანს,მერე მოზბეგში ჩახვალ და პირდაპირ მეფის სასახლეში მიხვალ.მეფე არგონი ჩემი მეგობარია,ის დაგიცავს.
-შენს გარეშე არსად წავალ.
-მარია,მე შეიძლება ვეღარ დავბრუნდე.
-მე კიდევ შენს გარეშე ვეღარ ვიცხოვრებ. არსადაც არ წავალ,არ მიგატოვებ არც აქ და არც იქ.
-მიყვარხარ.
-მეც.
გერარმა მეუღლეს მხურვალედ აკოცა და ძლიერად მოეხვია. კაცს უჭირდა მისი გაშვება,მაგრამ დრო არ ითმენდა.გერარი მარიას გაშორდა. ერთხელ მას კიდევ აკოცა და სამეფო დარბაზიდან გავიდა. დედოფალი კი თავის ტახტზე დამჯდარი დატოვა,რომელსაც თეთრ კაბაზე წვეთების ლაქები უფრო და უფრო ემატებოდა.
  
   ლარიუსის არმია მეფეს „ძმათა მიწაზე“ ელოდა.გერარი მათთან მზის ამოსვლამდე მივიდა.მან თავის მეომრებს გამამხნევებელი სიტყვით მიმართა:
-არ ვაპირებ იმის თქმას,რომ ჩვენ გავიმარჯვებთ,არ ვიცი,მაგრამ უნდა ვცადოთ. ნუ იბრძოლებთ თქვენი მეფისთვის,იბრძოლეთ თქვენი ოჯახებისთვის,თქვენი სამშობლოსთვის,რადგან თუ ლარიუსს რეინი ჩაიგდებს ხელში ჩვენი ქვეყანა განადგურდება,თქვენი შვილები აღარ იცხოვრებენ თავსუფალ და ბედნიერ სამეფოში.ამისთვის ვბრძოლობ მე და ამისთვის უნდა იბრძოლოთ თქვენც. მე შეიძლება იქ დავიღუპო,მაგრამ თქვენ ბრძოლა უნდა განაგრძოთ.ეს კარგად დაიმახსოვრეთ და ხმლის თითოეულ მოქნევაზე ეს გაიხსენეთ. ჩვენი მიწისა და ჩვენი სამშობლოსთვის!
-ჩვენი მიწისა და ჩვენი სამშობლოსთვის!-დაიქუხა მრავალი ვაჟკაცის ხმამ და არმიაც მტერთან შესარკინებად დაიძრა.
   ლარიუსისა და რეინის ლაშქრები ერთმანეთს ლარიუსის საზღვართან,გაშლილ ველზე შეხვდნენ.ელიზაბეტის არმია მეფე გერარის არმიაზე ბევრად მრავალრიცხოვანი იყო. ბრძოლის დაწყებას არცერთი მხარე არ ჩქარობდა. რეინის არმიიდან ერთი მხედარი დაიძრა.იგი ცხენზე საოცრად გამართულად იჯდა.საკმაოდ თავდაჯერებული და ძლიერი ჩანდა.გერარს არ გაჰკვირვებია,როდესაც მხედარი ელიზაბეტი აღმოჩნდა.მისკენ მეფე გერარიც დაიძრა.ელიზაბეტმა ცხენი მის წინ გააჩერა.მან ლარიუსელებს ისე მიმართა,თითქოს იქ მათი მეფე არც ყოფილიყო.
-მე თქვენი მომავალი დედოფალი და ლარიუსის სამეფოს მემკვიდრე ვარ!არ ვიცი რა გითხრეს,მაგრამ არ ვაპირებ თქვენს გაუბედურებას, ანდა ლარიუსისა და რეინის გაერთიანებას ისე,რომ თქვენი ეროვნება,თქვენი ტრადიციები,თქვენი ენა და დამწერლობა განადგურდეს. ეს იქნება მშვიდობიანი თანაცხოვრება ორ განსხვავებულ ერს,კულტურას შორის. გპირდებით,რომ იცხოვრებთ იმაზე ბედნიერად და მშვიდად,ვიდრე ადრე ცხოვრობდით.თქვენ ჩემი ხალხი ხართ,მე არ ვარ დამპყრობელი,რომელიც აქ პატარა ქვეყნის გასაძარცვად და გასაპარტახებლად მოსულა. ნუ დამაღვრევინებთ ჩემი ხალხის სისხლს,გამატარეთ და გპირდებით,რომ არც ერთი ადამიანის სისხლი არ დაიღვრება და არავინ გაუბედურდება. გამატარეთ და გპირდებით,რომ არაფერს დავუშავებ თქვენს მეფე-დედოფალს.
 მეომრებმა ერთმანეთს გადახედეს. მათ ბრძოლა არ სურდათ,რადგან თუ გერარი დაიღუპებოდა სამეფო მემკვიდრის გარეშე რჩებოდა და დედოფალი მარია ლარიუსს დიდხანს ვერ შეინარჩუნებდა,მაგრამ ელიზაბეტის მხარეზე გადასვლა ვერავინ გაბედა.
-კარგი,რას ვიზამთ.მაგრამ როგორც ვთქვი არ მსურს და არც ვაპირებ ჩემი ხალხის სისხლის დაღვრას-ელიზაბეტმა გერარს შეხედა-მამა,როგორც ხედავთ ჩემი არმია თქვენსას ბევრჯერ აღემატება,გამარჯვების შანსი არ გაქვთ,მაგრამ ბევრი ადამიანი დაიღუპება და ზიზღი და შური ჩვენს ხალხებს შორის მუდამ იარსებებს,ამიტომ აი რას გთავაზობთ.მხოლოდ მე და თქვენ,გამარჯვებული მიიღებს იმას რაც უნდა.რას იტყვით?
-პატარა გოგონას შევერკინო?-დამცინავად თქვა გერარმა.
ელიზაბეტმა გაიღიმა,თუმცა ეს არ გავდა დედოფალი ვიენის ღიმილს.გოგონას ღიმილიდან სითბო და სიკეთე ჩანდა და არა ბოროტება და მზაკვრულობა.
-დედაჩემის ბრძოლა გინახავთ?
-დიახ.
-ჰოდა ბრძოლა მან მასწავლა,როგორც ამბობენ კარგი მოსწავლე კარგ მასწავლებელზე უკეთესიაო.
-რა გაეწყობა-თქვა გერარმა და ცხენიდან ჩამოხტა.ელიზაბეტმაც იგივე გაიმეორა და თავისი ბედაური შორს გაუშვა.ორივემ თავიანთი ხმლები ამოიღეს და ერთმანეთის წინაშე დადგნენ. შეტევა გერარმა დაიწყო. მან ხმალი ქალიშვილს მთელი ძალით მოუქნია.იგი პირდაპირ ელიზაბეტის ფოლადს მოხვდა. ახლა გოგონამ შეუტია მამამისს. ჯერ მათი ხმლები მიწასთან  შეხვდნენ ერთმანეთს,მერე კი ჰაერში გაილვეს მოცეკვავე ფოლადებმა. ელიზაბეტი გერარზე მოქნილი და სხარტი იყო.მან მოახერხა მამას გაძრომოდა და ხმლის წვერით გერარს ბეჭზე აბჯარი გაურღვია,რომელზედაც წითელი სითხე ჩამოიღვარა. გერარმა ჭრილობას შეხედა და შეტევაზე ახალი შემართებით გადავიდა.ელიზაბეტმა მოახრხა და უკან გადახტა,ხმალი კი გერარის ხმალს ზემოდან გადაუტარა და ლარიუსის მეფე ფეხში დაჭრა. გერარი გაშმაგებული ეცა რეინის მემკვიდრეს ,მაგრამ მას ელიზაბეტი კვლავ დაუძვრა. ისინი ისევ პირისპირ აღმოჩნდნენ. ელიზაბეტმა ხმალი ქვიშას დაადო და როცა გერარი მისკენ დაიძრა ის სწრაფად ასწია. ქვიშა ლარიუსის მეფეს პირდაპირ თვალებში შეეყარა. გერარმა ხელი ქვიშისგან გასაწმენდად თვალებზე იტაცა. ამ დროს ელიზაბეტმა ხმლის ტარი მაჯაში ძლიერად ჩაარტყა და გერარს ხმალი ხელიდან გაუვარდა,შემდეგ კი გოგონამ ლარიუსის მეფეს მუცელში ფეხი მთელი ძალით ჩაარტყა და ხელიც უჯიკა. მეფე გერარი ცხელ ქვიშაზე დაეცა. ელიზაბეტი მასთან დადგა და ხმალი აღმართა.გერარი ხედავდა ხმალს,რომლის წვერიც პირდაპირ მის გულთან იყო მიშვერილი,თუმცაღა ელიზაბეტი მამის მოკვლას არ ჩქარობდა. გოგონამ იყვირა და ხმალი მთელი ძალით გერარისკენ წაიღო. მეფემ თვალები დახუჭა და გაიგონა თუ როგორ ჩაესო ფოლადი მის ყურთან. გერარმა თვალები გაახილა. ელიზაბეტს ხმალი მის თავთან მიწაში ჩაესო.
-რაც არ უნდა იყოს მამაჩემი ხარ,შეიძლება დიდ შეცდომას ვუშვებ,მაგრამ ვერ მოგკლავ,არ შემიძლია.
 ელიზაბეტი გაბრუნდა.გერარმა მას შეხედა,შემდეგ კი მზერა ხმლისაკენ გადაიტანა. მას გაახსენდა ის დღე,როდესაც რეგარი დედოფალ ვიენს დაუტოვა,გაახსენდა ის, თუ როგორ განიცდიდნენ ის და მარია შვილის დაკარგვას,გაახსენდა ის, თუ როგორ იპოვა გარდაცვლილი ძმის ცხედარი. ელიზაბეტი კი მიდიოდა. იგი გერარს უფრო და უფრო შორდებოდა. მეფეს გული აუძგერდა.მას თავი ასტკივდა.დრო იყო გადაწყეტილება მიეღო.გერარმა იგრძნო თუ როგორ აენთო გული,როგორ იგრძნო გასაოცარი ძალა მკლავებში. იგი სასწარფოდ წამოდგა,ხმალი ამოიღო და მთელი ძალით ელიზაბეტისკენ გაექანა. მანძილი მათ შორის სულ უფრო და უფრო მცირდებოდა. ელიზაბეტი შეუიარაღებელი იყო,გერარს კი ხელში ბასრი ფოლადი ეჭირა. გოგონამ მისკენ შემოტრიალდა,მაგრამ მანძილი სულ უფრო და უფრო კლებულობდა.ის ვეღარაფერს გახდებოდა.ის ის იყო გერარს ხმალი უნდა მოექნია და ელიზაბეტი სასიკვდილოდ უნდა დაეჭრა,რომ მოულოდნელად ძირს დაეცა. მან გულზე დაიხედა,რომელშიც ისარი ჰქონდა გაყრილი. ბოლო ვინც მეფე გერარ მესამემ დაინახა თავისი მკვლელი იყო. მომაკვდავი მეფის თვალები უფლისწული რეგარისას თვალებს შეხვდნენ,რომელსაც მოჭიმული მშვილდისთვის ხელი ჯერ კიდევ არ გაეშვა. უფლისწულის  თავში მხოლოდ ერთი სიტყვები ტრიალებდა”მჯერა,რომ შენ ოდესმე გააკეთებ ისეთ რამეს,რაც ისტორიას შეცვლის“-ეს მას ბიძამ 15 წლის წინ უთხრა,მაგრამ მას ეს სიტყვები მუდამ ახსოვდა.
-ქედი მოიხარეთ თქვენი დედოფლის წინაშე!-დაიყვირა რეგარმა და ლარიუსის ჯარმაც დედოფალი ელიზაბეტის წინაშე ქედი მოიხარა. ელიზაბეტმა კი გარდაცვლილ გერარს შეხედა და შემდეგ მზერა რეგარზე გადაიტანა,რომელმაც დას თავი დაუქნია და მისკენ დაიძრა.
-კარგად ხარ?-რეგარმა ჰკითხა ელიზაბეტს მაშინვე როგორც კი მას მიუახლოვდა.
-კი.
-შენი ხალხი გელოდება.მათ გაუძეხი-ელიზაბეტმა ლარიუსელებს შეხედა,რომლებსაც მისთვის ქედი მოეხარათ. იგი მათკენ დაიძრა,მას რეგარიც გაჰყვა. მეომრები წამოდგნენ და დედოფალს გზა დაუთმეს.

  დედოფალი მარია და დედოფალი კატერინა სამეფო დარბაზში ისხდნენ და დიდებულებთან ერთად ახალ ამბებს ელოდნენ. გერარის წასვლიდან რამოდენიმე საათის შემდეგ მათთან ერთი მცველი შემოვარდა.
-რა მოხდა?-მას ჰკითხა დედოფალმა მარიამ.
-ისინი ჭიშკართან არიან.ახლავე უნდა წახვიდეთ,დიდხანს ვერ გავუძლებთ.
-მეფე გერარი მათთანაა?
-არა.
მარიას თვალიდან ცრემლი ჩამოუგორდა,მაგრამ ის მაშინვე შეიმშრალა.
-არ იბრძოლოთ,ჭიშკარი გააღეთ.
-დედოფალო.
-ეს ბრძანებაა-მშვიდად თქვა მარიამ და მცველს შეხედა,რომელმაც დედოფალს თავი დაუქნია და სასახლის ეზოსაკენ გაბრუნდა.
დედოფალმა მარიამ ხელი დედოფალ კატერინას ჩაჰკიდა.წასვლასა და სასახლის დატოვებას არცერთი არ აპირებდა. მალე ლარიუსის სამეფო დარბაზში ელიზაბეტი შემოვიდა.მას რეგარი და რამოდენიმე მეომარი ახლდა,რომელთა შორის ლარიუსელებიც ერია.ელიზაბეტი დედოფალ მარიასთან მივიდა.მარიამ მას შეხედა.
-ვწუხვარ თქვენი ქმრის გამო-უთხრა მან დედოფალს.
მარია აქვითინდა,მან სიმტკიცის შენარჩუნება ვერ შეძლო. ქალს ელიზაბეტი მოეხვია.
-ნუ იფიქრებთ,რომ თქვენ მისი მკვლელის მკვალებში ხართ,მე ის არ მომიკლავს,ვერ შევძელი,არც თქვენ დაგიშავებთ არაფერს,გპირდებით-ჩუმად ჩასჩურჩულა ელიზაბეტმა დედოფალ მარიას. თავად მარიამ კი ზიზღით შეხედა რეგარს,რომელიც კუთხეში არაფრისმთქმელი გამომეტყველებით იდგა.
  მარია ტახტიდან წამოდგა.მან ხელი თავის გვირგვინს წაავლო.
-ნუ მოიხსნით,ის თქვენია-დედოფალი ელიზაბეტმა შეაჩერა.რეინის მემკვიდრესთან კატერინა მივიდა.ელიზაბეტმა მას ღიმილით შეხედა.კატერინას გაეგონა სიტყვები,რომლებიც გოგონამ დედოფალ მარიას უთხრა.
-მაპატიე,რომ შენზე სხვანაირი წარმოდგენა მქონდა-უთხრა კატერინამ თავის შვილიშვილს.
-უკვე გაპატიეთ-ღიმილით მიუგო ელიზაბეტმა და მისი დამჭკნარი ხელი თავის ხელებში მოაქცია.შემდეგ კი ელიზაბეტი ლარიუსის სამეფო ტახტზე დაჯდა,მის წინაშე ყველა დიდებულმა მოიხარა ქედი და მას იმავე დღეს შეჰფიცეს ერთგულება. 1701 წლის 9 ივლისს მეფე გერარ მესამის(1647-1701) 24 წლიანი მმართველობა დასრულდა.

დანართი:
ლარიუსის სამეფო
ლარიუსის მეფე - გერარ მესამე
გერარის დედა - დედოფალი კატერინა
გერარის ცოლი-დედოფალი მარია
გერარის ვაჟი-უფლისწული რეგარი
გერარის ძმა - ფიზმანი
ფიზმანის ცოლი-გერდენი
ფიზმანის პირველი ვაჟი-ასუდი,მეორე-არსადი
ფიზმანის მცველი- ბრაუს ჰერნტონი
პირველი ვაზირი- ვერდუს ბაუცფული

რეინის სამეფო
რეინის დედოფალი - ვიენი
ვიენის ქალიშვილი - ელიზაბეტი
რეინის სამეფო მკურნალი -მეირცელი

კარესის იმპერია
კარესის იმპერატორი - დარგუს მეორე
კარესის მემკვიდრე- მოშადი
იმპერატორის ასული-ხერია
იმპერატორის უკანონო ვაჟი- უსუფი
კარესის ჯარის სარდალი- იშადი
კარესის საგარეო საქმეთა გამგებელი- ახმადი

შავეთის სამეფო
შავეთის მეფე-ანდისი
შავეთის მემკვიდრე-ვისელასი
                                                    შავეთის დედოფალი-ანასტასია

4 comments:

  1. This comment has been removed by a blog administrator.

    ReplyDelete
  2. მე მიყვარს ჩემი მოწონება თქვენი ხალხისთვის მსოფლიოს ყველა ადამიანსთან ერთად. სანდრა ინგლისიდან ბარა Finder- თან, მე დაქორწინდა ქმარი ორი წლის წინ, როცა სახლში დავიწყებთ პრობლემებს. ცოტა რამ ისევ გვიან ღამით სახლში მიდის, ძალიან სვამს და ის ყოველთვის სძინავს სხვა ქალებს, რომლებიც გარეთ არიან. მე არასოდეს არ უყვარდა ვინმე ჩემს ცხოვრებაში, გარდა მას. ის არის ჩემი შვილი და მამა არ ვარ მინდა დავკარგოთ ის, იმიტომ, რომ ჩვენ იმდენად მძიმედ ვმუშაობდით, რომ დღეს ჩვენ გვქონდეს. დღეს, ერთი თვის წინ, ის არის ცოცხალი ჩემთან და ბავშვიც, როგორც ერთი მშობელი შეიძლება იყოს რთული ხანდახან, ასე რომ მე არ მაქვს ვინმე
    მივხვდი და დავშორდი.იგი გული დაუძახა ჩემს დედასა და მისთვის ყველაფერს ახსნა, დედაჩემმა მითხრა Dr.Chamberc- ის შესახებ, ის დაეხმარა პრობლემას მისი და მამაჩემის შორის პრობლემების მოგვარებაში, რადგან ეს იყო უცნაური, რადგან ისინი არ იყვნენ სხვა სამი და ნახევარი წლის განმავლობაში, და ეს იყო სასწაული, ისინი დაბრუნდნენ ერთმანეთს.ი გაიგზავნა ექიმი Dr.Chamberc, მისი ელექტრონული ფოსტის მისამართი: chamberc564@yahoo.com
    და ყველაფერს აუხსენებ მას, რომ მან არ დაგვარაღო, რომ ის იქნებოდა მოხიბლული და რამე გაეკეთებინა ის, თუ როგორ სად ვგრძნობთ ისევ ისევ სიყვარულით, და კიდევ ერთი ქალი სული, რომელიც აკონტროლებს ჩემს ქმარს. მან მითხრა, რომ ჩემი პრობლემა გადაწყდება ორი დღის განმავლობაში, თუ ვფიქრობ, რომ ვთქვი OK.On მან მიმართა მართლწერის ჩემთვის, და ორი დღის შემდეგ ჩემი სიყვარული დაბრუნდა ვთხოვო ჩემთვის პატიება მას. მე ძალიან ბედნიერი ვარ. ამიტომაც გადავწყვიტე მათი გამოცდილების გაზიარება თითოეულ ორგანოსთან, რომელსაც აქვს პრობლემა, ექიმმა გაათავისუფლა ბევრი caster მისი ელექტრონული ფოსტის მისამართი: chamberc564@yahoo.com (1) თუ გსურთ მიიღოთ თქვენი უკან .
    (2) თუ თქვენ ყოველთვის ცუდი ოცნება.
    (3) გსურთ განახლდეს თქვენი ოფისში.
    (4) გნებავთ ქალები / მამაკაცები აწარმოებს შემდეგ თქვენ.
    (5) თუ გინდა ბავშვი.
    (6) გსურთ მდიდარი იყოს?
    (7) გინდა შენი ქმარი / ცოლი?
    სამუდამოდ შენი.
    (8) თუ გჭირდებათ ფინანსური დახმარება.
    (9) მცენარეთა მოვლა
    (10) გაიმარჯვებს ლატარიაში

    ReplyDelete
  3. ეს არის ჩემი ჩვენება უფროსი ელი მარკის კარგი მუშაობის შესახებ, რომელიც მეხმარება. მე ვარ ენ არნის ჩრდილოეთ კაროლინა აშშ-დან. ამ ჯადოქრობის კატასტროფის დახმარებით, ჩემი ქმარი, რომელიც 3 წლის განმავლობაში არ დამტოვა, უკან დავბრუნდი, მე საბოლოოდ შევხვდი ამ მამაკაცს ბლოგ საიტზე, რომლის საშუალებითაც ერთ – ერთი არის კლიენტის დახმარება, მე ავუხსენი ყველაფერი მისთვის და მან მითხრა მართლწერის caster, რომ მან იცოდა და მან მომცა ის, რაც მე ვწერ, რომ ვწერო მართლწერის კატასტერზე, რომ ვუთხრა ჩემი პრობლემები. სულ რაღაც 2 კვირაში ქმარი ჩემთან დაბრუნდა. უბრალოდ მადლობა მინდა გითხრათ მადლობა ამ ჭეშმარიტ და გულწრფელ მართლწერის caster, სერ, თქვენ ყველაფერი რაც მითხარით, შეასრულეთ და დიდი მადლობა ბატონო. გთხოვთ ყველას ვუთხრა, ვინც ეძებს პრობლემის გადაწყვეტას, გულწრფელად გაეცნოთ ამ მართლწერის კატასტროფას, ის არის ნამდვილი, ის ძლიერია და რასაც მართლწერის კასტერი გეტყვით არის ის, რაც მოხდება, რადგან ყველა ის, რაც მეტყველებს მართლწერის კასტერზე. გავლა. შეგიძიათ დაუკავშირდით მას შემდეგ: whatsapp + 2349015088017, ელ.ფოსტით: markmonroy869@gmail.com

    ReplyDelete
  4. მე არასოდეს მივეცი მსგავსი ჩვენება აქამდე, მაგრამ ნებისმიერი ეჭვმიტანილისთვის, ნება მომეცით გითხრათ, რომ DR WALE არის ნამდვილი გარიგება! მისი შრომა, დრო და რჩევა ფასდაუდებელია. მხოლოდ ვისურვებდი, რომ ის უფრო მალე მეპოვა ცხოვრებაში !! დავუკავშირდი DR WALE- ს დაკარგული სიყვარულის გამო. მე საკმაოდ არეული ვიყავი და მზად ვიყავი ყველაფერი ვცადო ამ კაცის დასაბრუნებლად. DR WALE– თან პირველადი კონსულტაციის შემდეგ, მე გავაგრძელე ის სამუშაო, რომელიც მან მირჩია. მიუხედავად იმისა, რომ ის ძალიან პირდაპირ ამბობდა, რომ ჩვენი შერიგების შანსები ძალიან მცირე იყო, მე ვიგრძენი, რომ მაინც უნდა მეცადა და ეს ღირდა მისი მომსახურებისთვის. ის ჩემთან დარჩა ყოველ ნაბიჯზე, ნებისმიერ დროს, როდესაც მე მქონდა შეკითხვა ან შეშფოთება, მან უპასუხა ჩემს WhatsApp- ს. სამუშაო, რაც ჩვენ გავაკეთეთ, იყო საკუთარი თავის განკურნება და არა როგორც მასზე ორიენტირებული, რაც ახლა უკვე შემდგომში არის ზუსტად ის, რაც მჭირდებოდა. DR WALE WhatsApp/Viber/Telegram: +2347054019402 ან ელ.ფოსტა: drwalespellhome@gmail.com

    ReplyDelete