ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე
ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

Sunday, January 25, 2015

ბოლო განცდა

  ტალღები ნაპირს ეხეთქება...ზღვა ქვიშაზე დატოვებულ ნაკვალევს ფარავს და შლის,ისე თითქოს ის იქ არასდროს არ ყოფილა. სიოც ნაზად ქრის,ჯერ მარტო ზღვა ჩანს,უკიდეგანო ზღვა და მცხუნვარე მზე. თუმცა იქაც კი აღწევს ხმა. ხალხის ლოცვა,საგალობლები,გამამხნევებელი შეძახილები,მაგრამ ეს ყველაფერი ზედმეტია,ყოველ შემთხვევაში ამ სამოთხისთვის ნამდვილად ზედმეტია. ამბობენ გონება თავისუფალიაო და მართლაც ასეა. არ აქვს მნიშვნელობა თუ სად იქნება შენი სხეული მიჯაჭვული,მთავარია სად იქნება შენი გონება,ქვეცნობიერი. ამ ყველაფერს ფილ რაზვალი არაჩვეულებრივად ამტკიცებდა. ალბათ ბევრისთვის გაუგონარი სახელია,ასეც უნდა იყოს. ის უანგარო სიკეთით ცხოვრობდა. ცნობილი ბიზნესმენი და პოლიტიკოსი იყო,მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი,მაგრამ ის სხვა მდიდარ პიროვნებებს არ ჰგავდა. მისი სიმდიდრის მთავარი ნაწილი მისი სიკეთე იყო. ფილი ყოველთვის ეხმარებოდა გაჭირვებულებს,უსახლკაროებს,მოკლედ ყველას, ვისაც დახმარება სჭირდებოდა.ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამშენებლო კომპანიის დამფუძნებელი იყო. მას ბევრისთვის აუშენებია უამრავი სახლი,ბევრი ოჯახისთვის გაუწვდენია დახმარების ხელი. ჯერ კიდევ ორმოცი წლის ასაკში პოლიტიკაში მოვიდა.მას არ შეეძლო ამდენი უსამართლობისთვის ეყურებინა და არაფერი გაეკეთებინა.თავისი მმართველობითა და რეფორმებით მალე გაითქვა სახელი და მოსახლეობის გულებში სათანადო ადგილიც დაიმკვიდრა. ის ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული და პატიოსანი ადამიანი იყო, ვინც კი როდესმე დაბადებულა დედამიწაზე. ამბობენ იდეალური ადამიანები არ არსებობენო,მაგრამ ის იდეალური კაცი იყო. თუმცაღა სიცოცხლეში არ გაუმართლა,რადგან თავისი უძვირფასესი მეუღლე ვივიენი მალევე დაკარგა. მათი შეუღლებიდან შვიდ თვეში ქალი ავტოკატასტროფაში მოჰყვა და გარდაიცვალა. იმის შემდეგ ცამეტი წელი გასულიყო,მაგრამ ფილის გული ჯერ კიდევ მხოლოდ ვივიენს ეკავა და მასში სხვა ქალის ადგილი არ იყო. ბევრი ალბათ მას გასცინებს ცამეტი  წელი ერთ ქალს როგორ უნდა გადაჰყვეო,მაგრამ ასეა, ფილ რაზვალს წრფელი სიყვარული აკავშირებდა ვივიელ ვაცლევთან და მისთვის სხვა ქალი უბრალოდ არ არსებობდა.რატომ ხდება ისე, რომ ნამდვილად კარგი და კეთილი ადამიანები მალე მიდიან ამ ქვეყნიდან? ამ კითხვას ალბათ თქვენც დასვამთ. ცამეტი წლის შემდეგ ფილ რაზვალიც მიდიოდა ამ სამყაროდან. არადა ჯერ მხოლოდ 47 წლის იყო,ისევ ახალგაზრდა და სანდომიანი. იგი საავანდმყოფოს საწოლს იყო მიჯაჭვული,მაგრამ ის საავანდმყოფოზე უკეთეს ადგილას იმყოფებოდა,სანაპიროზე,იქ სადაც მან და ვივიენმა თაფლობის თვე გაატარეს. უკვე მესამე დღე იყო, რაც ფილი საავანდმყოფოში მოხვდა,მან პატარა ბიჭი დაღუპვას გადაარჩინა,როდესაც მისთვის დიდ სატვირთოს უნდა დაერტყა და მის მაგიერ თვითონ მოხვდა საავანდმყოფოში,სასიკვდილოდ განწირული. მთელი ქვეყანა ფეხზე იდგა.ეკლესიები და ტაძრები ისე იყო გადაჭედილი,როგორც არასდროს. მთელი მსოფლიო მისთვის ლოცულობდა,ხალხი საავანდმყოფოს წინ შეკრებილიყო,მათ ხელში ანთებული სანთლები ეკავათ,ზოგჯერ კი ვიღაცა რაღაცას შემოუძახებდა მომაკვდავის გასამხნევებლად. ექიმების თქმით მათ არაფრის გაკეთება არ შეეძლოთ და ახლა ყველაფერი ფილზე იყო დამოკიდებული.ყველას,მთელ მსოფლიოს უნდოდა მისი გადარჩენა,მაგრამ თავად ფილს ვინმე რამეს ეკითხებოდა? იქნებ მას არ უნოდა სიცოცხლე...სანაპიროზეც კი ესმოდა ფილს ხალხის ხმა,მათი შეძახილები. კაცს უნდოდა მათთან დაბრუნება,მაგრამ იგი ამ საოცარ ადგილს ვერ ტოვებდა,თანაც ეს ადგილი მას ვივიენს ახსენებდა. კაცს მონაბერი სიო სახეზე ნაზად ელამუნებოდა,მას ვივიენის სუნთქვა ახსენდებოდა,ოჰ როგორ უნდოდა ახლა მასთან ყოფნა,მარადიულად ყოფნა.  ფილმა არ იცოდა თუ რამდენი ადამიანი წუხდა მის გამო და რამდენი ცრემლი ჩამოგორებული და დაღვენთილა დედამიწაზე,თორემ ალბათ იბრძოლებდა,მაგრამ ახლა ის ძალიან დაღლილი იყო,იდგა და ჰორიზონტს გასცქეროდა,სადაც უკიდეგანო ზღვა იშლებოდა. ფილი ზღვასთან ახლოს მივიდა,იგრძნო როგორ დაუსველა ფეხები თბილმა წყალმა. კაცს ეს ესიამოვნა.მან ნაპირს გახედა. ნაპირზე მათი პატარა სახლი იდგა,იქნებ რომ ცოდნოდა, რომ მის პალატაში მის გვერდით დედამისი ცხარე ცრემლით დასტიროდა მომაკვდავ შვილს შესულიყო სახლში და დაბრუნებოდა ამ სამყაროს,მაგრამ მას ზღვა არ უშვებდა.ის ისეთი მომაჯადოებელი იყო,თანაც ზღვა მას ვივიენს ახსენებდა,მის ერთადერთ და ლამაზ ვივიენს. უცნაურია,მაგრამ მაშინ, როდესაც ზღვამ კაცს ფეხები დაუსველა ფილს ყველაფერი გაახსენდა,უფრო ზუსტად მოაგონდა.მას მისი ბავშვობა მოაგონდა,ის დრო რომელიც აღარ ახსოვდა,თითქოს ის თავის თავს თვალწინ ხედავდა მაშინ,როდესაც მან პირველად აიდგა ფეხი,როდესაც პირველად თქვა სიტყვა „დედა“,როდესაც პირველად აკოცა ვივიენს,მოაგონდა ის თუ როგორ იქორწინა მასზე და რაოდენ ბედნიერნი იყვნენ ისინი ერთად. ამ მოგონებების მერე კი მას საშინელი რეალობა გამოესახა. ის,რომ მას აღარ ჰყავდა მამა,რომელიც მისთვის მამაზე მეტი იყო,საუკეთესო მეგობარი,მესაიდუმლე და ბრძენი მრჩეველი,მოაგონდა ისიც, რომ უკვე ცამეტი წელი იყო, რაც ვივიენი აღარ ჰყავდა და ფილს სევდა შეამოაწვა. მან კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა, ახლა უკვე დაწყნარებული ზღვისაკენ. ფილს ხმა მოესმა.ის ის ხმა არ იყო,რომელიც უკვე კარგა ხანი შორიდან ესმოდა. ეს ხმა სულ ახლოდან გაისმა,ის საუცხოოდ ჟღერდა და ფილი მიხვდა,რომ ეს ის ხმა იყო, რომელსაც ვერასდროს დაივიწყებდა.ეს მისი ვივიენის საუცხოო ხმა იყო. კაცი ნაპირისკენ მიტრიალდა.მან შორიდან ქალის სიალუეტი დაინახა. ის კაცს უფრო და უფრო უახლოვდებოდა,ბოლოს კი ნათლად გამოჩნდა,ეს ნამდვილად ვივიენი იყო. ქალს ისევ ის საცურაო კოსტიუმი ეცვა,რომელიც ქმარმა უყიდა და თაფლობისთვის პირველივე დღეს ჩაივა.ოჰ, მაშინ როგორი ბედნიერები იყვნენ.  ვივიენს ისევ მშვენირი,ლამაზი,დახვეწილი სახე ჰქონდა.თაფლისფერი თვალები და გრძელი ყავისფერი თმები. ფილს უცებ დიდი სევდა და ბედნიერება ერთიანად შეამოაწვა. კაცმა იგრძნო, თუ როგორ ჩამოგორდა წვეთები მის სახეზე.მას სახეზე ღიმილი გამოესახა.
-ღმერთო,ვივიენ, ეს შენ ხარ.
-ჰო,მე ვარ ძვირფასო - ქალმა ხელით სახეზე ჩამოგორებული ცრემლები მოიწმინდა,მის ხმაში დიდი მღელვარება იგრძნობოდა.
-ვერ წარმოიდგენ ამ წამს რამდენი ხანი ველოდი.
-მეც, მეც დიდი ხანი ველოდი.
-მთელი ცამეტი წელიწადი.
- ჰო-ქალმა ბედნიერებისგან გაიცინა-მთელი ცამეტი წელიწადი.
ფილი მისკენ დაიძრა...
   პალატაში სასწრაფოდ ექიმები შეცვივდნენ. მომაკვდავის მდგომარეობა ძალიან გაუარესებოდა,მათ ელექტრო შოკი აიღეს და პაციენტს გულზე დაადეს. ერთი დარტყმა,ორი დარტყმა,სამი დარტყმა... ფილი გრძნობდა როგორ ექაჩებოდა რაღაც უკან,სახლისაკენ,მაგრამ მას იქ შესვლა არ უნოდა,კაცს ვივიენთა დარჩენა სურდა. ქალი არ იძვროდა,კაცი კი მასკენ მიიწევდა,მან ნაბიჯს უფრო და უფრო უმატა. ის ვივიენთან სულ უფრო ახლოს იყო. მომაკვდავის გადარჩენას ელექტრო შოკით ცდილობდნენ,მაგრამ  ეს მცდელობები უშედეგო იყო.პალატის გარეთ ფილის დედა იდგა,მას ხელი სახეზე აეფარებინა და თავისთვის ტიროდა. მანძილი ფილსა და ვივიენს შორის უფრო და უფრო მცირდებოდა.ფილმა იგრძნო, თუ როგორ მოუმატა ნაბიჯს,მას საყვარელი ქალის შეხება სულ უფრო და უფრო უნდებოდა. ვივიენმა ხელები გაშალა. კაცი მასთან მივიდა და მეუღლე გულში ჩაიკრა. ორივე ტიროდა,ორივენი ბედნიერებისგან ტიროდნენ და ერთმანეთის სიახლოვითა და შეხებით ტკბებოდნენ.ზღვა ახლა ორივეს უსველებდა ფეხებს,
-მოდი გავცუროთ - ვივიენმა ქმარს უთხრა. ფილმა მას თავი დაუქნია და ორივემ ზღვაში შეცურა,ისე რომ კაცს არც კი გაუხედავს ნაპირზე მდგარი სახლისაკენ,სადაც მას ატირებული დედა ელოდებოდა. ექიმმა ცრემლები მოიწმინდა,საათს დახედა და თქვა:
- გარდაცვალების დრო:სამი საათი და ოთხი წუთი. საკვირველია არა ? სწორედ ამ დროს გარდაიცვალა ვივიენიც,ზუსტად ცამეტი წლის წინ,ზუსტად ამავე დღეს...


No comments:

Post a Comment