ნიუ-იორკის
ზამთრის ციკლი
ნიუ-იორკის ზამთრის ციკლი
შეიცავს ოთხ პატარა ისტორიას , რომელიც მოთხრობის პერსონაჟებს გადახდათ .
პერსონაჟები ჩვეულებრივი ადამიანები არიან , რომლებიც ერთმანეთისგან რადიკალურად
განსხვავდებიან . თუმცა , მათ რაღაც აერთიანებთ , ისინი კიდევ ერთ ახალი წლის
ღამეს ხვდებიან და მათ უკეთესი მომავლის იმედი აქვთ . დიახ , ნიუ-იორკის ციკლი
ადამიანების შესახებ მოგვითხრობს , რომლებიც ახალ წელს სხვადასხვა გარემოში
ხვდებიან ...
31 დეკემბრის საღამო იყო ,
ახალი წლის ღამე . ნიუ-იორკი ამ ღამით განსაკუთრებით ლამაზი იყო . არ ციოდა ,
მაგრამ თოვდა . ზეციდან მოსული მსხვილი თოვლის ფანტელები ჩუმად , შეუმჩნევლად
ცვიოდა მიწაზე . ხეები თეთრ საფარველში გახვეულიყვნენ . ახალი წლის ღამე იყო ,
მაგრამ ქუჩებში მაინც ხალხმრავლობა შეინიშნებოდა. გზები გადატვირთულიყო. განსაკუთრებული რაოდენობით ყვითელი ტაქსები გამოირჩეოდნენ ,
რომელთა სახურავები თეთრად ბრწყინავდა . ერთ-ერთ ასეთ ტაქსში ელენ კოლინზი იჯდა . ქერა , საშუალო სიმაღლისა
და ასაკის ქალი იყო . მან ტაქსი მეორე და მეორმოცე ქუჩების
გადაკვეთაზე გააჩერებინა. თეთრი ფერის ქურქი ეცვა , ასევე თეთრი იყო მისი ჩექმებიც
, რომლებითაც თოვლის ზედაპირზე რბილად მიაბიჯებდა. ქალის ქერა თმაში თეთრად ბზინავდნენ თოვლის
ფანტელები . ელენი ერთ-ერთ ბარში შევიდა . გარედან ბარს დიდი მინები ჰქონდა , შიგნით
კი ხითა და აგურით იყო გაწყობილი. საშუალო
ზომის ბარი იყო . შიგნით გრძელი მაგიდები იდგა , ისეთი ჩვეულებრივ კაფეებში რომაა
, თუმცა აქ ბევრად ლამაზი და მოწყობილი მაგიდები იყო თავისივე გრძელი სკამებით . ელენი სწორედ
ერთ-ერთ ასეთ მაგიდასთან დაჯდა. გრძელი
მაგიდების მოპირდაპირე მხარეს ბარი იყო , სადაც მაიკლი იდგა . მაიკლი 44 წლის კაცი
იყო . კეთილი , სანდომიანი. უკვე ოცი წელი გასულიყო , რაც იქ მუშაობდა . ეს ბარიც
სწორედ მაიკლის საკუთრება იყო . ბარის
გვერდით პატარა სცენა იყო . სცენაზე მომხიბვლელი მარგარეტი იდგა და მღეროდა .
ბარში 6 კაცი იმყოფებოდა . თუმცა , როგორც იტყვიან ყველა შინაური იყო . ელენი
ყოველ ახალ წელს ამ ბარში ხვდებოდა მაიკლთან , მარგარეტთან და ერთ-ორ მეგობართან
ერთად . ისინიც რასაკვირველია , ამ ბარში იმყოფებოდნენ . ელენი მათ მაგიდასთან
დაჯდა . ქალთან მაიკლი მივიდა .
- ისევ მოხვედი არა ? - კაცმა ელენს გაუღიმა .
- აბა სხვანაირად როგორ
შეიძლებოდა ? - ქალმა კაცის ღიმილს ღიმილითვე უპასუხა.
მაიკლმა ელენს შამპანიური მიართვა . მარგარეტი ახალი წლის სიმღერას
მღეროდა . ახალ წლამდე ხომ მხოლოდ რამოდენიმე წუთი იყო დარჩენილი .
მაიკლი ელენის მაგიდასთან ჩამოჯდა .
- ღმერთო , რა სწრაფად გადის დრო . თითქოს გუშინ იყო, როცა ეს ბარი
გავხსენი და თქვენც პირველად გნახეთ .
- ჰო - მაიკლს ელენის
ერთ-ერთი მეგობარი დაეთანხმა , შემდეგ ის ელენს მიუბრუნდა .
- ელენ .
- გისმენ სარა.
- კიდევ ერთი წელი გავიდა . ვბერდებით ელენ , მაგრამ შენ ისევ პატარა
გოგოსავით გამოიყურები . იმედია ამ წელს მაინც გაგიმართლებს .
- კარგი რა , სარა.
- ჰო ელენ , სარა მართალია , მშვენიერი ქალი ხარ . დროა გათხოვდე .
- მაიკლ ,ახლა შენც ?
- ელენ ეს დიდი ხნის წინ იყო .
- რა იყო დიდი ხნის წინ ? - სარას მაიკლმა ჰკითხა - მე არაფერი ვიცი ,
იქნებ მიამბოთ . რა თქმა უნდა ,თუ საიდუმლო არაა .
- არა , საიდუმლო არაა . ასე არაა ელენ?
- ჰო .
- მაშინ მიამბე და მანამ ახალი წელიც მოვა . როგორც ვატყობ ეს ცუდი
მოგონებაა . მოდი ყველაფერი ცუდი ძველ წელს გავატანოთ .
ელენმა მაიკლს გაუღიმა .
- რახან არ იშლით . მოკლედ , ადრე
კოლეჯში ერთი ბიჭი შემიყვარდა . მასაც მაიკლი ერქვა . მის გარდა ვერავის
ვერ ვამჩნევდი . ის ჩემი და ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა . არ შემეძლო
მასზე არ მეფიქრა . მასაც ძალიან ვუყვარდი . ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვან
მომენტებში მუდამ ჩემს გვერდით იყო . გამოცდების წინ მუდამ მამხნევნებდა . სულ
ერთად ვიყავით . ერთხელ იპოდრომზე წამიყვანა , ცხენზე დამსვა . არადა ცხენების
შიში მქონდა - ელენს გაეცინა - მაგრამ ის ამის დაძლევაში დამეხმარა . მაიკლი ყველაზე
წარჩინებული სტუდენტი იყო . ნებისმიერი სირთულის დაძლევაში მეხმარებოდა , მათ
შორის სწავლაშიც . მთელ ღამეებს ჩემს გვერდით ატარებდა . მეხმარებოდა , მიხსნიდა .
მისი წყალობით გამოცდებში მუდამ კარგ ქულებს ვიღებდი . ერთხელ ჩემს გამო ცემეს .
ვიღაც ვიგინდარებმა შეურაცხყოფა მომაყენეს , მახსოვს ხუთნი იყვნენ . მაიკლმა
სწორედ იმ დროს გამოიარა და ეს გაიგო . უთხრა ბოდიში მოუხადეთო , მაგრამ იმათმა
ამაზე დასცინეს და კიდევ მომაყონეს შეურაცხყოფა . მაიკლმა კი ეს არ მოითმინა და
ჩემს გამო თავი გასწირა . ორი დღე საავანდმყოფოში გაატარა . ეჰ , სიყვარული რა
კარგი გრძნობაა ,მაიკლ. ეს ერთხელ მაინც უნდა გამოსცადო . ერთ ღამეს , ახალი წლის ღამეს ჩემი სახლის წინ
ხელი მთხოვა . ფირუზის თვლიანი ბეჭედი დაჩოქილმა გამიკეთა ხელზე ,შემდეგ ხელში
ამიყვანა და დამატრიალა . მერე ერთმანეთს
ვაკოცეთ . ეს საუკეთესო კოცნა იყო , დღემდე მახსოვს მისი სახე , მისი ღიმილი ,
მისი კოცნაც კი - ელენის სახეზე ცრემლი ჩამოვარდა .
- არა ელენ , არ იტირო - მაიკლი მას ჩაეხუტა - მაპატიე თუ ძალა დაგატანე.
- არა , არაფერია - ელენმა ცრემლი მოიწმინდა - რადგანაც დავიწყე , ბოლომდე
მოგიყვები. როგორც ვთქვი ხელი მთხოვა . ორ კვირაში ქორწილი უნდა გვქონოდა , მაგრამ იმ ნაძირალამ ჩემს საუკეთესო
მეგობართან მიღალატა . მასთან მივედი . მაიკლის სახლის გასაღები მქონდა . ჰოდა
სახლში შევედი და - ელენმა ქვითინი დაიწყო - შევედი და კვნესის ხმა გავიგე . ის და
ჯეინი მდივანზე ... ღმერთო - მაიკლი ელენს ჩაეხუტა .
- არაუშავს . ამის გამო ოჯახზე და სიყვარულზე გული უნდა აიცრუო ?
თანაც ეს დიდი ხნის წინათ მოხდა ხომ ?
- ჰო , მაშინ 23 წლის ვიყავი .
- მერე ? ახლა 37-ის ხარ .
- ელენ , მაიკლს დაუჯერე - მეგობარს სარამ მიმართა .
- ჰო , შემდეგი წლიდან გამოვსწორდები .
- მპირდები ?
- კი სარა , გპირდები -
ელენმა მეგობარს გაუღიმა .
- ხომ გახსოვს, 14 წლის წინ დამპირდი , რომ შენი მეჯვარე ვიქნებოდი .
პირობა უნდა შეასრულო .
- ჰო , შევეცდები .
ამ დროის მანძილზე მარგარეტი გაუჩერებლივ მღეროდა , როცა მან სიმღერა
დაამთავრა წამოიძახა:
- მოემზადეთ . წამებში ახალი წელია !
მაიკლი ფეხზე წამოიჭრა .
- აბა, ჭიქები ავწიოთ ! მეგბრებო , დაე ყველა ცუდი მოგონება ძველი
წლისთვის გაგვეტანებინოს და ახალი წელი
ენერიული და საუკეთესო წელი ყოფილიყოს ჩვენთვის ! ელენ , წარმატებებს გისურვებ და
იცოდე პირობა არ დაივიწყო .
ელენმა თანხმობის ნიშნად მაიკლს თავი დაუკრა .
ბარში დიდი პლაზმური ტელევიზორი იდგა . ეკრანზე რიცხვი 10 დაეწერა .
- აბა , დავითვალოთ - თქვა მაიკლმა და ყველამ მაშინვე თვლა დაიწყო.
- 10 ... 9...8...7...6...5...4...3...2...1...
- გილოცავთ ! - შეკრებილმა საზოგადოებამ ერთმანეთს ჭიქები მიუჭახუნა -
გილოცავთ ,გილოცავთ ახალ წელს !
ბარში დიდმა ჟრიამულმა დაისადგურა.
31 დეკემბრის საღამო იყო ,
ახალი წლის ღამე . ნიუ-იორკში გაუჩერებლივ თოვდა . ქუჩაში მანქანების საყვირების
ხმები ისმოდა . ახალ წელს ადამიანები
მეგობრებთან, ახლობლებთან,ნათესავებთან ერთად ხვდებოდნენ , ერთობოდნენ . თუმცა
ასეთი ახალი წელი უბრალოდ არ არსებობდა ჯონ მერსენდისთვის . არა , იყო შემთხვევა ,
როცა ახალგაზრდობაში ახალ წელს მეგობრებთან ერთად შეხვდა , თუმცა ეს მხოლოდ ერთხელ
მოხდა , ის შემდეგ ახალ წელს მუდამ თავის სახლში ტელევიზორთან მჯდომი და
შამპანიურით ხელში ხვდებოდა . ახლაც ასე იყო .
ჯონი ასაკში შესულიყო ,71 წლის კაცი იყო . ჭაღარა , ოდნავ მოხრილი ,გამხდარი, თუმცა საკმაოდ მაღალი და მოვლილი კაცი იყო მიუხედავად იმისა , რომ
მარტოხელა იყო . მას ცოლი არასდროს მოუყვანია და ოჯახიც არასდროს ჰყოლია .
მშობლები ადრეულ ასაკში დაეღუპნენ. მისტერ მერსენდი თავის თავში ჩაკეტილი ,
გულჩათხრობილი ადამიანი იყო , ამიტომ მეგობრებიც ცოტა ჰყავდა . მხოლოდ ორ
ადამიანთან მეგობრობდა . წლების წინ ორივე სხვა შტატში გადავიდა საცხოვრებლად .
მერსენი კი მარტოდმარტო დარჩა და ახლაც ასე მარტო იჯდა ტელევიზორის წინ
შამპანიურით ხელში . ის მანჰეტენზე ორ ოთახიან ბინაში ცხოვრობდა . სუფთა ბინა
ჰქონდა . კედლები ღია ცისფერი იყო . მისაღებში ორი სავარძელი , მაგიდა და
ტელევიზორი იდგა . ზამთრობით სავარძლებს გვერდს ელექტრო გამათბობელი უმშვენებდა .
კაცს გრძელი ზოლიანი ხალათი ეცვა . ფეხზე კი თბილი , შავი ფლოსტები ეცვა . ჯონი
თავისთვის , მარტოდმარტო იჯდა სავარძელში და საახალწლო გადაცემას უყურებდა . ამ
დროს მისი მყუდროება ზარმა დაარღვია , რომელიც კარებიდან გაისმა . გაკვირვებულმა
კაცმა კარებისკენ გაიხედა . შემდეგ წამოდგა და კარისკენ დაიძრა . მან კარი გააღო .
იქ ერთი პატარა ბიჭი იდგა . კაცმა მაშინვე იცნო თავისი კარის მეზობელი . ბიჭს
ალექსი ერქვა . ალექსი საყვარელი ბავშვი იყო . როცა ის პატარა იყო ჯონი
სასუსნავებს ხშირად ჩუქნიდა. ბიჭს ქერა ხუჭუჭა თმა ჰქონდა . მის გარეგნობას კიდევ
უფრო ამშვენებდა დიდი შავი თვალები , რომლებითაც ბიჭი მისტერ მერსენდს უმზერდა .
- ალექს როგორ ხარ ? აქ რამ მოგიყვანა ? სახლში შემოდი.
ბიჭი მაშინვე შევიდა ჯონის სახლში .
- მისტერ ჯონ , დედამ და მამამ ჩვენთან დაგპატიჟეს . ახალ წელს ერთად
უნდა შევხვდეთ . ხომ წამოხვალთ? გთხოვთ . - ალექსმა თავისი დიდრონი საყვარელი
თვალები ორჯერ სწრაფად დააფახუნა და ჯონს მიაშტერდა . კაცისთვის ეს ისეთი უცნაური
გრძნობა იყო , ვიღაცამ ის ახალი წლის ღამეს სტუმრად დაპატიჟა . ის ახალ წელს მარტო
აღარ შეხვდებოდა , ამდენი წლის შემდეგ ვიღაცას ისევ მიუჭახუნებდა ჭიქას და ეტყოდა
- ახალ წელს გილოცავთ!
- მე...მე...- კაცს ენა დაება .
- გთხოვთ .
- კარგი - ჯონმა ბიჭს გაუღიმა - გამოვიცვლი და შემოვალ . შენს
მშობლებს მადლობა გადაეცი .
ბიჭმა კაცს თავი დაუქნია და თავისი სახლისკენ გაიქცა .
ჯონი სასწრაფოდ თავისი
ოთახისკენ გაემართა . კარადიდან ძველი შარვალ-კოსტუმი ჩამოხსნა , რომელიც დიდი
ხანია არ ცმოდა . მან ის სასწრაფოდ ჩაიცვა , შემდეგ შავი ფეხსაცმელები მოირგო და
თმები დაივარცხნა . ჯონი კარისკენ დაიძრა , მაგრამ შემდეგ შეყოვნდა . მას რაღაც
ავიწყდებოდა , საჩუქარი . ახალი წელი საჩუქრის გარეშე აბა რა ახალი წელია . თანაც
ამდენი წლის შემდეგ ის ისევ ხვდებოდა ახალ წელს , ნამდვილ ახალ წელს . კაცი ისევ
თავის ოთახში შევიდა და კარადის ზემოდან შეფუთული
ნივთი ჩამოიღო . მტვერი გადაწმინდა , იღლიაში ამოიდო და კარისკენ დაიძრა .
მისი კარის მეზობლები კარგი ხალხი იყო . ერთი პატარა და თბილი ოჯახი , საიდანაც
ჩხუბის ხმა არასდროს არ გამოდიოდა . თუმცა პირველი შემთხვევა იყო , რაც ჯონი
სტუმრად დაპატიჟეს .ცოლ-ქმარს მხოლოდ ერთი შვილი - ალექსი ჰყავდათ. მერსენდმა
მეზობლების კარზე ზარი დარეკა . კარი ოჯახის უფროსმა - პიტერმა გაუღო .
- მობრძანდით მისტერ მერსენდ , მიხარია , რომ მოხვედით .- ჯონი მათ
სახლში შევიდა.
- გმადლობთ დაპატიჟებისთვის , აი ეს თქვენ - კაცმა მასპინძელს
საჩუქარი გადასცა .
- რატომ წუხდებოდით . ეს საჭირო არ იყო .
- ისეთი არაფერია . ჩემი ოჯახის საათი იყო , ნამდვილი ანტიკვარია . მე
საფლავში მაგას ვერ წავიღებ და თუ თქვენ არა ,უკეთესს ვის ვაჩუქებდი , თანაც დღეს
ხომ ახალი წელია .
პიტერმა ჯონი სასტუმრო ოთახში მიიპატიჟა , სადაც პატარა , მაგრამ
გემრიელი სუფრა გაწყობილიყო . სუფრას პიტერის მეუღლე ელიზა აწყობდა , მას ალექსი
ეხმარებოდა . სანამ სუფრას აწყობდნენ პიტერმა ჯონი დივანთან მიიწვია . კაცები
მდივანზე დასხდნენ .
- გავიგე , რომ ახალ წლს მარტო ხვდებოდით . ეს ისეთი დღესასწაულია, ადამიანი მარტო არ
უნდა შეხვდეს .
- ჰო , მაგრამ რას ვიზამთ .
- სამაგიეროდ ამის შემდეგ ახალ წელს მარტო აღარასდროს შეხვდებით.
ჯონმა პიტერს გაუღიმა.
- მადლობა შვილო -. პიტერმაც მოხუცის ღიმილს ღიმილითვე უპასუხა .
ამასობაში პიტერსა და ჯონს ელიზამ დაუძახა . ყველანი სუფრას მიუსხდნენ
.მოხუცისთვის თითქოს დრო გაჩერდა . ის აღტაცებული უყურებდა ელიზას , რომელიც
პატარა ალექსს ცხელ კერძს უსხამდა . მოხუცი შესცქეროდა პიტერს, რომელიც შამპანიურს
ჭიქებში ასხამდა . მერსენდი ელიზას ნათქვამმა გამოაფხიზლა .
- მისტერ მერსენდ გთხოვთ , რამე გადაიღეთ .
- კი , კი შვილო - უპასუხა მოხუცმა და იმ კერძს დასწვდა , წუთის წინ
დედამ შვილს რომ დაუსხა .
- აბა მისტერ მერსენდ ,
იტყვით სადღეგრძელოს ? - სტუმარს პიტერმა მიმართა.
- მე ?
- დიახ თქვენ .
ჯონმა ჭიქა ასწია.
-რა უნდა ვთქვა , მადლობელი და ბედნიერი ვარ შვილო . ამდენი წლის
შემდეგ ახალ წელს ისევ თბილ გარემოში , ისევ კარგ და კეთილ ადამიანებთან ერთად
ვხვდები . ამაზე დიდი ბედნიერება ახლა ჩემთვის არ არსებობს , მადლობა თქვენ
ამისთვის - ჯონმა თავი მოაბრუნა და დედა-შვილი დაინახა , რომლებიც მოხუცს თბილად
უღიმოდნენ- მადლობა . დაე ღმერთი იყოს თქვენი ოჯახისა და მთელი ამერიკის მფარველი
. სწორედ ეს წელი ყოფილიყოს ჩემი და თქვენი ოცნებების ახდენის წელი .
- გაიხარეთ მისტერ მერსენდ - თქვა პიტერმა. ჭიქები ერთმანეთს
მიუჭახუნეს და შამპანიური მოსვეს , გამონაკლისი მხოლოდ ალექსი იყო . ის კოკა-კოლას
მიირთმევდა . დიდი ტელევიზორის ეკრანზე , რომელიც მაგიდის მოპირდაპირე მხარეს იყო
რიცხვი 10 დაეწერა .
- მოდით დავითვალოთ .
პიტერის ამ შემოთავაზებამ განსაკუთრებით ალექსი დააინტერესა . მან
თვლა ხმამაღლა დაიწყო . შვილს მშობლებიც აჰყვნენ . მისტერ მერსენდი კი ამ
მოსიყვარულე და თბილ ოჯახს უყურებდა , გული სიხარულით ევსებოდა და ჩუმად
იღიმებოდა.
31 დეკემბრის საღამო იყო ,
ახალი წლის ღამე . გაუჩერებლივ თოვდა . ქუჩებში ხალხი ირეოდა . ბრიქმენის ქუჩაზე
საშუალო ასაკისა და სიმაღლის კაცი მიაბიჯებდა . ყავისფერი ქურთუკი , დათბილული
შავი შარვალი და შავი ბათინკები ეცვა. კაცი ქუჩას ჩქარი ნაბიჯით მიუყვებოდა . მან
ბრიქმენის ქუჩის კუთხეში მდებარე წითელი კარი შეაღო, რომელსაც ანონიმურ
ალკოჰოლიკთა კლუბი ეწერა და ერთ , საშუალო ზომის ოთახში შევიდა. ოთახი
გაურემონტებელი იყო , ნაცრისფერი კედლები ჩამოცვენილიყო . ოთახის შუაში წრეზე
სკამები იყო განლაგებული . თორმეტი სკამი
იდგა , თუმცა დაკავებული მხოლოდ ოთხი მათგანი იყო .
- არ მეგონა კიდევ ვინმე თუ მოვიდოდა - თქვა ერთ-ერთმა ალკოჰოლიკმა .
- სხვაგან სად წავსულიყავი , ახლა ჩემი ოჯახი თქვენ ხართ .
- იცი, ჩარლი დღეს ახალ წელთან ერთად გამოცდის დღეცაა.
-მართლა ? - ჩარლიმ ყავისფერი ქურთუკი გაიხადა და სკამს მოაკიდა ,
შემდეგ კი თავის სკამზე დაჯდა .
- ჰო , უკვე 9 თვეა აქ დავდივარ. მე ეს ყველაფერი ძალიან დამეხმარა .
უბრალოდ არავინ გამაჩნია , თქვენთან ერთად თავს ბევრად კარგად ვგრძნობ . აქ ისევ
ადამიანად ვიქეცი . არ მინდა ამ ყველაფრის დატოვება . ამიტომ არ მივდივარ . რას იტყვით
დღეს ახალი წლის აღსაღნიშნავად ერთი ჭიქა რომ დაგველია ? მხოლოდ ერთი ჭიქა . თან
თავსაც შევამოწმებდით .
- კი , კარგი აზრია .
-თანაც ართურს ეს აზრი ძალიან მოეწონა , სასმელიც მან იყიდა . რენდი ,
ართურს ჭიქები მოაწოდე .
- ახლავე - რენდიმ რომელიც ყველაზე ახალგაზრდა იყო გვერდით მჯდომს
ჭიქები მიაწოდა . ართურს პატარა ბოთლით იაფიანი ვისკი ეყიდა . მან ყველას ჩამოუსხა
. სასმელმა პატარა ჭიქების მხოლოდ მეოთხედი შეავსო . ართურმა ჭიქები ჩამოარიგა .
- სანამ ახალი წელი მოვა , მოდი გავიხსენოთ ის , რატომაც აქ მოხვდით .
გავიხსენოთ ის ყველაფერი რის დაძლევაშიც ,რის გადატანაშიც ეს ადგილი , ჩვენ ყველა
ერთმანეთს დავეხმარეთ. - თქვა ართურმა , რომელიც ალკოჰოლიკი არ იყო . ის ამ
ადგილის მეპატრონე იყო და სრულიად უსასყიდლოდ ეხმარებოდა სხვებს უკეთესი
ცხოვრებისკენ სწრაფვაში.
- კარგი , აბა ვინ დაიწყებს ?
- მე - რენდლიმ ხელი ასწია .
- გისმენთ .
- სანამ აქ მოვიდოდი , მანამდე ნამდვილი არარაობა ვიყავი .
გამოუსწორებელი მოთამაშე . ვალები ავიკიდე , ვნერვიულობდი და ამის დასავიწყებლად
ვსვამდი და ვსვამდი . სასმელს მივეჩვიე . ჩემს გამო ჩემმა მშობლებმა ბინა გაყიდეს
იმის გამო , რომ ჩემი ვალები გადაეხადათ . მე კი არ ვჩერდებოდი , უფრო სწორად ვერ
ვჩერდებოდი. ვლოთობდი , ვთამაშობდი . მერე მეგობარმა აქ მომიყვანა , თავიდან ალბათ
გახსოვთ ხმას არ ვიღებდი ,შემდეგ გავაცნობიერე , რომ თურმე ჩემნაირებიც არსებობდნენ
. რომლებიც თავდაუზოგავად ცდილობდნენ გამოსწორებას და როცა ბილიმ ეს დაძლია და
აქედან წავიდა მეც მოვინდომე . ახლა აღარ ვსვამ , აღარ ვთამაშობ . იქითა წლიდან
უკვე მეც წავალ . სამუშაოს ვიშოვი და ცხოვრებას განვაგრძობ .
- გმადლობ რენდლი . ახლა ვინ მოყვება ? გრეგორ იქნებ შენ ?
- არა ართურ , არ შემიძლია . მე ამ ადგილმა სასმელი დამავიწყა . აღარ
ვსვამ იმიტომ , რომ არ ვიხსენებ იმ
ყველაფერს . ვერ შევძლებ . 9 თვეა აქ ვარ , მაგრამ ეს არ შემიძლია . ჯერ მზად არ
ვარ .
- არაუშავს , როცა მზად იქნები მაშინ მოყევი - გრეგორმა ართურს თანხმობის ნიშნად თავი
დაუქნია .
- იქნებ შენ მოყვე ძვირფასო ? - ართურმა ელენას ჰკითხა , ის აქ
ერთადერთი ქალი იყო . ქალმა თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა.
- მე ოჯახი მქონდა . ჩემმა ქმარმა ერთ საღამოს რაღაც საბუთებზე
მომაწერინა ხელი . არ წამიკითხავს . ვენდობოდი , მიყვარდა . არ ვიცოდი რას
მიმზადებდა - ქალს სახეზე ცრემლი ჩამოუვარდა - თურმე რაზეც ხელი მომაწერინა
განქორწინების საბუთები იყო , არადა მითხრა რაღაც დეკლარაციაა ოჯახის ყოლასთან
დაკავშირებით , სამსახურში მჭირდებაო . უნდა დამიდასტურო , რომ ჩემი ცოლი ხარო .
ღმერთო ჩემო , როგორ ვენდე . მან კი განქორწინების საბუთებს მომაწერინა ხელი და
შვილიც წამართვა . ორი წლის ბიჭი მყავდა . იმ საბუთებში თურმე პუნქტი შეეტანა,
სადაც მე მეურვეობაზე უარს ვამბობდი . ვერაფერი ვერ შევცვალეთ საბუთებს უკვე ხელი
მოწერილი ჰქონდა და შვილი სამუდამოდ წამართვეს . მან ის სხვა ქალაქში წაიყვანა .
შემდეგ სმა დავიწყე , ეს ტკივილი რამენაირად ხომ უნდა დამეცხრო , ან დავიწყება
მაინც შემეცადა , შვილის ნახვაც ამიკრძალეს . ვსვამდი , თუ არ დავლევდი ჩემს
შვილზე ვფიქრობდი , ცუდად ვიყავი . მეც მეგობრებმა მომიყვანეს აქ . შვილის
დაკარგვა , როცა შვილს საკუთარი კალთიდან მოგაგლეჯენ ეს .. ეს საშინელებაა. აქ
ვისწავლე , რომ ამას უნდა გავუძლო . აქ ჩემზე უარეს მდგომარეობაში მყოფი
ადამიანები გავიცანი და მივხვდი ,რომ ცხოვრება გრძელდება .
- მადლობა ელენ . აბა ჩარლ , შენღა დარჩი მოგვიყვები ?
- კი - ჩარლიმ ამოიოხრა - ღმერთო , საიდან დავიწყო .
- თავიდან .
- ოჯახი მყავდა . ცოლი და ქალიშვილი . ჩემი შვილი 5 წლის იყო . ცოლს -
კლერი ერქვა , შვილს - როუზი . კლერი როუზს ბაღში ყოველ დღე აკითხავდა და სახლში
მანქანით მოყავდა . მე ამ დროს სამსახურში ვიყავი , პროფესიით არქიტექტორი ვარ . 5
ოქტომბერი იყო , პარასკევი. ჩვეულებრივად ვმუშაობდი , ერთ-ერთი შენობის ნახაზევს
ვადგენდი , როცა დამირეკეს და ... მითხრეს, რომ ჩემი ცოლ-შვილი ავარიაში მოჰყვა .
ვიღაც ნასვამ ნაძირალას წითელზე გაევლო და პირდაპირ მათ დაჯახებია . ძლიერი ავარია
ყოფილა . მაშინვე საავანდმყოფოში გავიქეცი ,მითხრეს სადაც გადაეყვანათ და მეც იქ
მივედი , მაგრამ კლერს ვერ მივუსწარი . რამოდენიმე წუთის გარდაცვლილი დამხვდა.
როუზი კი კომაში იყო . მუდამ ვლოცულობდი , ღმერთს მის გამოკეთებასა და გონზე
მოსვლას ვთხოვდი . შვილს გვერდიდან არ
ვცილდებოდი . როუზი ასეთ მდგომარეობაში სამი დღე იყო , შემდეგ კი ისიც გარდაიცვალა
. ვერ მოვასწარი მისთვის მეთქვა თუ როგორ მიყვარდა . სულიერად გავნადგურდი .
სამსახური მივატოვე და სმა დავიწყე . ჩემმა და ჯეინის მშობლებმა აქ მოსვლა
დამაძალეს და აი ახლა აქ ვარ . რა თქმა უნდა ვერასოდეს დავივიწყებ იმ უბედურებას ,
რაც მე გადამხდა , რაც ჩემს ოჯახს გადახდა , მაგრამ თავს უკეთესად ვგრძნობ , აღარ
ვსვამ და სამსახურიც დავიბრუნე . თუმცა მეშინია , ისევ არ გავლოთდე . ახლა თქვენ
ხართ ჩემი ოჯახი და თქვენი მიტოვება არ მინდა .
- გმადლობ ჩარლ , მესმის რა რთული იყო ამის კიდევ ერთხელ გახსენება .
- ართურ რომელი საათია? - ართურს რენდლიმ ჰკითხა.
- უჰ , რა დრო გასულა . 12 ხდება . აბა - ყველანი ფეხზე წამოდგნენ -
გაგვიმარჯოს , ყველა სირთულე და პრობლემა უკან მოგვეტოვებინოს და ახალ წელს ახალი
შემართებითა და გამოწვევებით დავხვედრილიყავით .
- გაგვიმარჯოს ! - გარეთ ფეიერვერკების ხმა გაისმა . შეკრებილებმა
ჭიქები ერთმანეთს მიუჭახუნეს და პატარა ჭიქებიდან ვისკი მოსვეს.
31 დეკემბრის საღამო იყო ,
ახალი წლის ღამე . ნიუ-იორკის ქუჩებში ჟრიამული სუფევდა . ადამსის ქუჩის 201-ში
წითელი მერსედესის მარკის ჯიპი გაჩერდა . მანქანიდან ორი გოგო და ერთი ბიჭი
გადმოვიდა . ისინი წითელ კორპუსში შევიდნენ . კორპუსის პირველ სართულზე ნაძვის
ხეების მაღაზია იყო განთავსებული , თავად კორპუსი კი თხუთმეტსართულიანი იყო.
ახალგაზრდები მეათე სართულზე ლიფტით ავიდნენ და მარცხნივ მდებარე შავ კარებზე
დააკაკუნეს .
კარები ახალგაზრდა ბიჭმა გააღო , რომელსაც მოკლე შავი თმა და
ყავისფერი თვალები ჰქონდა . მას სტუმრების დანახვა არ გაჰკვირვებია .
- შემოდით - თქვა ბიჭმა და მეგობრები სათითაოდ გადაკოცნა .
ბიჭის მშობლები სახლში არ იყვნენ . ამ ახალგაზრდების ამბავი ცოტათი
უჩვეულო იყო, მათი მშობლებიც ისევე მეგობრობდნენ ერთმანეთთან , როგორც თავად ეს
ახალგაზრდები . მშობლები რესტორანში აღნიშნავდნენ ახალ წელს , ამიტომ მეგობრები
სახლში ერთად შეიკრიბნენ ახალი წლის დასახვედრად. ბიჭს დიდი, ოთხოთახიანი ბინა
ჰქონდა . მისაღებში დიდი ტელევიზორი , მაგიდა , დივანი და სავარძლები იდგა .
ოთახიდან თოვლით დაფარული უოლტ უიტმენის პარკი მოჩანდა. ახალგაზრდები მაგიდას მიუსხდნენ
. მაგიდაზე სხვადასხვა კერძებთან და ტკბილეულთან ერთად შამპანიური და ღვინოც იდო .
მაგიდის გვერდით კედელზე გიტარა იყო მიყუდებული.
- ჩვენი მეგობრობის კიდევ ერთი წელი - თქვა ერთ-ერთმა ახალგაზრდამ.
- ჰო , სხვათაშორის მე და ემილიმ ერთმანეთი სწორედ ახალი წლის ღამეს
გავიცანით .
- ჰო , მახსოვს ჩემთან რომ იყავით სტუმრად , შენი თავი მშობლებმა
გამაცნეს . როგორ მითხრეს? ა ,ჰო :-„ემი , გაიცანი ეს მეგანია“. დღემდე მახსოვს ის
დღე , მაშინვე დავმეგობრდით.
- მეგან , შენ ნიკს ჩემზე ადრე იცნობდი ხომ ?
- მეგან , შენ ნიკს ჩემზე ადრე იცნობდი ხომ ?
- კი დენიელ , მე და ნიკი ერთად ვსწავლობდით . ჩვენმა მშობლებმაც
აქედან გაიცნეს ერთმანეთი.
- აუ , იცით რა გამახსენდა ? მე და დენიელი პატარაობისას დენის
მანქანაში რომ შევიპარეთ - დენიელი და ემილი ამ ამბავზე გულიანად იცინოდნენ , ნიკი
და მეგანი კი მათ გაკვირვებულები უყურებდნენ.
- ეგ ამბავი არ ვიცი , მომიყევით .
- ჰო , მეც არ ვიცი - მეგანს ნიკიც დაეთანხმა.
- მოყვები ? - დენიელმა გოგონას მიმართა .
- აბა რა , მოკლედ , როგორც იცით მე და დენიელი ერთმანეთს ბავშვობიდან ვიცნობთ . ჩვენი
ოჯახები ერთმანეთს უხსოვარი დროიდან იცნობენ და დენიელიც პატარაობისას გავიცანი ..
ადრე ერთი მეზობელი მყავდა მისტერ დენი . მოხუცი კაცი იყო ,ძალიან სასაცილო
მანქანა ჰყავდა , ძველი რუსული „ჟიგული“. ამბობდა რუსეთიდან გამომიგზავნესო . ახლა
საწყალი ცოცხალი აღარაა . მაშინ ექვსი თუ შვიდი წლის ვიყავით . დენიელი ჩემთან
დარჩა . სულ გვინდოდა იმ ჟიგულში ჩაჯდომა
, მაგრამ დენი უფლებას არ გვაძლევდა .
ერთხელ მანქანას რეცხავდა და როცა გარეცხა კარები ღია დარჩა , ეს დენიელმა
შეამჩნია . ჰოდა იმ მანქანაში შევიპარეთ . უკანა სავარძელზე დავსხედით და მანქანას
ვათვალიერებდით . ამ დროს დენი გამოჩნდა და ძალიან შეგვეშინდა . ვიცოდით თუ
გვიპოვიდა ცოცხალს არ გამოგვიშვებდა , ამიტომ ჩავიმალეთ . დენიმ ვერ შეგვამჩნია ,
მაგრამ მანქანაში ჩაჯდა , დაქოქა და დაძრა . ცოტა ხანი ჩუმად ვიყავით . მერე თავი
ოდნავ ამოვწიე და ფანჯარაში გავიჭვრიტე . ჩვენს ქუჩას შორდებოდა . პანიკაში ჩავვარდით და ყვირილი
მოვრეთ - „გვიშველეთ , ბიძია დენიმ გაგვიტაცა ! გვიშველეთ !“ - ამ ამბავზე ყველა
ახარხარდა .
- მერე ? - იკითხა ნიკიმ .
- მერე არაფერი თუ იმას არ ჩავთვლით , რომ ყაჩახებსა და უზრდელებს
გვეძახდა . შემდეგ ჩემი მშობლებიც გამოლანძღა . მათ კი ჩვენ დაგვსაჯეს და ოთახიდან
არ გვიშვებდნენ .
- იქნებ თქვენც გაიხსენოთ რაიმე ბავშვობიდან , სკოლაში ხომ ერთად
სწავლობდით , ამაზე უკეთესი გასახსენებელი რა არის .
- ჰო , მაგარი იქნება - დენიელს ემილიც დაეთანხმა.
- მე ის მახსოვს , ნიკი ჩემს გამო რომ დასაჯეს .
- ეგ როდის ?
- აი მაშინ გამოცდაზე რომ მეხმარებოდი .
- ჰო , გამახსენდა - ნიკს გაეცინა .
- მოკლედ - მეგანმა წამოიწყო - მე და ნიკი მერვე კლასში ვართ და
გეოგრაფიის გამოცდა გვაქვს . ნიკი ჩემს უკან იჯდა და პასუხებს წიგნში ეძებდა .
მასწავლებელმა ეს დაინახა და გააფრთხილა მეორედ თუ იზამ ფურცელს ჩამოგართმევო
. მე რაღაც არ ვიცოდი და რადგანაც ყველაზე
ახლოს ნიკი იჯდა მას შევეკითხე . მან მითხრა ,რომ პასუხს მაშინვე მეტყოდა და
წიგნში ძებნა დაუწყო . მასწავლებელმა ისევ დაინახა , ნიკთან მივიდა და ფურცლის
ჩაბარება მოსთხოვა. ნიკმა უპასუხა : - „
მასწ ,მე პასუხს ჩემთვის არ ვეძებდი , როგორ გეკადრებათ ,ხომ გამაფრთხილეთ და
იმავეს როგორ გავიმეორებდი . უბრალოდ მეგანმა მთხოვა წყნარი ოკეანის მარილიანობა
მომიძებნეო და მას ვუძებნიდი “
მერე მასწავლებელმა მკითხა :- „მეგან , ეს სიმართლეა?“ მე კი რა თქმა
უნდა ყველაფერი უარვყვე . ნიკი კი ტყუილისა და სხვის დადანაშაულებისთვის კლასიდან
გააძევეს და მისი მშობლებიც დაიბარეს . შემდეგ მათ ყველაფერი ავუხსენი , მაგრამ
მასწავლებლისა და დირექტორისთვის არაფერი მითქვამს . ისე მაშინ როგორ ჩამიშვი ,
ჰაა ? - მეგანმა მეგობარს იდაყვი გაჰკრა , ნიკს გაეცინა .
- ეჰ, ბავშვობას რა ჯობია .
ის ტკბილი მოგონებები ყოველთვის გაგყვება და შემდეგ მეგობრებთან ერთად ყოველთვის
სიხარულითა და სიცილით გაიხსენებ . რამდენი ადამიანი გაგვიმწარებია ბავშვობაში ,
მაგრამ გულში ისინი ყოველთვის ჩვენი ნაწილი და საყვარელი ადამინები იქნებიან .
მოდით ბავშვობაზე ვიმღეროთ - დენიელმა გიტარა აიღო და სიმღერა დაიწყო . მას ემილი
და მეგანიც აჰყვნენ . ნიკი კი მათ სულგანაბული უსმენდა და მათი ნამღერით ტკბებოდა
. როცა სიმღერას მორჩნენ ჭიქები აიღეს და ერთმანეთს მიუჭახუნეს .
- გილოცავთ , მეგობრებო ! ეს წელი სწორედ ისეთი ბედნიერი და
სასიხარულო ყოფილიყოს ჩვენთვის , როგორებიც ახლა ჩვენ ვართ - ახალგაზრდებმა შამპანიური მოსვეს . დიდ
ტელევიზორზე კი , რომელიც უხმოდ იყო ჩართული დიდი ასოებით ეწერა „ ბედნიერი ახალი
წელი !“
No comments:
Post a Comment