ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე
ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

Tuesday, February 11, 2014

ამბავი რომელზედაც ახლა გიყვებით

ამბავი რომელზედაც ახლა გიყვებით 2014 წლის 2 იანვარს მოხდა. ახალი წლის დღეები იყო .ზამთრის ჩვეული სუსხითა და სიცივით. იმ წელს თოვლი ნაკლებად მოსულიყო. თუ ზამთრის ჩვეულებებს არ ჩავთვლით კარგი დღე იყო ,არც ქარი ქროდა , არც წვიმდა და არც თოვდა. იმ დღეს სტუმრად მივდიოდი . გზად “ტროტუარზე” ერთი ასაკოვანი მოხუცი გულაღმა იწვა , ხელები ტორსისაგან განცალკევებით განზე ჰქონდა გაწეული და ასე იწვა გაყინულ ტროტუარზე . ადამიანები კი ერთი ზიზღით გადახედავდნენ და გვერდს უვლიდნენ. მერე ერთ დიალოგს მოვკარი ყური. პატარა, 10 წლამდე გოგონამ დედას უთხრა:
-დე, იქნებ ცუდადაა , მოდი სასწრაფოში დავრეკოთ.
-მეტი საქმე არ გვაქვს?! ვიღაც ლოთი მათხოვარი იქნება,ისედაც გვეჩქარება-მიუგო დედამ.
ამ ფრაზის შემდეგ მათი საუბრისთვის აღარ დამიყურადებია . ვიდექი და გაშტერებული ვუყურებდი ამ კაცს, თან ვფიქრობდი-„იქნებ მართლა ცუდადაა?“, მაგრამ რას ვაკეთებდი? ვიდექი და ვუყურებდი .ვფიქრობდი ,ალბათ ძინავს-მეთქი,
მაგრამ რა ვიცოდი სიკვდილი იქვე თუ დატრიალებდა, რა ვიცოდი უხილავი სიკვდილი კაცს თუ შემოხვეოდა , შეებოჭა და ნელ-ნელა უღებდა ბოლოს . იქნებ საცოდავი ადამიანის დახსნა და გადარჩენა შეიძლებოდა? იქნებ ღმერთის ძალით შეიძლებოდა სიკვდილზე გამარჯვება, მაგრამ ადამიანები ზიზღით უყურებდნენ კაცს და გვერდს უვლიდნენ , მაგრამ მე ვის ვკიცხავ , განა მე რაიმეს ვშვებოდი? უბრალოდ ვიდექი და ვუყურებდი კაცს,რომელსაც თურმე სიკვდილი ახრჩობდა და ნელ-ნელა ღგვიდა ამ სამყაროსგან , პირისაგან და მიწისაგან, მაგრამ მე უმოძრაოდ ვიდექი...ეს ხომ ადამიანობაა , ის რადაც ჩვენ ყველანი , მთელი მსოფლიო ვიქეცით .
ვუყურებთ როგორ იღუპება სხვა და არაფერს ვაკეთებთ . მთავარია ხომ ზიზღით ვუმზერთ და გვერდს ვუქცევთ მომაკვდავ ადამიანს.ამ დროს სასწრაფო დახმარების მანქანამ ჩამოიარა. შუქნიშანზე წითელი ენთო და მანქანაც გაჩერდა. შიგ მსხდომმა ექიმებმა კაცს შეხედეს ,ვუყურებდი მათ მზერას და ის ამოვიკითხე რაც სხვა ადამიანებში -ზიზღი. ადამიანის ბუნება ხომ ისეა მოწყობილი,რომ მუდამ ლპობისკენ და ხრწნისკენ ისწრაფოდე, გილპებოდეს სული და ვერაფერს გრძნობდე. თუმცა ამ დროს იმედი მომეცა , როცა ახალგაზრდა ყმაწვილმა მოხუცთან ჩაიმუხლა და შეანძრია , მერე მისი გაყინული ხელი საკუთარ ხელში მოაქცია , მაგრამ შეკრთა . საჩქაროდ ტელეფონი ამოიღო და სასწრაფოში დარეკა. სასწრაფო დახმარება მალე მოვიდა . მე კი ისევ ვიდექი და ვუყურებდი... ექიმები მანქანიდან გადმოვიდნენ და კაცთან მიიჭრნენ . ამის მერე აღარაფერი დამინახავს და გამიგონია , თითქოს თვალთ დამიბნელდა , ყველაფერი ბურუსმა დაფარა , ყურები დამეხშო და სული შემეკვრა. ვხედავდი აღელვებულ ექიმებს , კეთილშობილ ყმაწვილს,მაგრამ არ მესმოდა მათი ხმები,მაგრამ ვიცოდი რომ ისინი ყვიროდნენ .ვგრძნობდი, რომ აღარ შემეძლო და იქედან უნდა წამოვსულიყავი. ასეც მოვიქეცი . ჩქარი ნაბიჯით წამოვედი იმ ადგილიდან,მაგრამ გულმა არ მომითმინა და ბოლოჯერ მივიხედე. კაცს თეთრ ზეწარს აფარებდნენ... 
ავტორი: გიორგი ჩაჩხიანი 

ჩემი ქვეყანა

მივნატრი მე იმ ზაფხულის დღეებს

ცაზე ვარსკვლავი რომ კიაფობდა

ზღვა რომ ღელავდა ჰორიზონტს მიღმა

მზე კი მის თავზე დანავარდობდა

მე ჩემი ქვეყნის ცას ვუყურებდი

ზეცას უფლისას, ნაბოძებს ღვთისგან

ვფიქრობდი მე ჩემს იისფერ ცაზე

რომელიც შორი არ იყო ზღვისგან

ვფიქრობდი ცაზე, ზურმუხტის ცაზე

რომლის ალმასებს მზე ანათებდა

ვუმზერდი მე ჩემს იისფერ ზეცას

რომლის წიაღშიც მზე ელვარებდა


ავტორი: გიორგი ჩაჩხიანი

სალომე გორდულაძეს !

სალომე გორდულაძეს !

შენს მომხიბვლელ სახეს დღემდე ვერ ვივიწყებ,
მახსოვს ერთ დროს საწოვრითა რომ დარბოდი,
მაგ კულულებს აქეთ-იქით რომ აქნევდი,
ბედნიერი არაფერზე არ დარდობდი.

შენთან ერთად ბევრჯერ კარგად ვერთობოდი,
ვთამაშობდით, ბაბუს ერთად ვუმღეროდით,
შენთან სიცილს არაფერი არ მერჩივნა,
ღამის შიშით ერთმანეთს რომ ვეხვეოდით.

მახსოვს, ერთხელ ახალ წელს რომ ერთად შევხვდით,
ბედნიერი ბევრ საჩუქარს რომ ელოდი,
ასე ძლიერ რომ გიყვარდა თოჯინები
და მამიკოს გაბადრული შესცქეროდი.

ბევრმა ქარმა ჩაიქროლა იმის შემდეგ,
მაგრამ შენს სულს ვერ შეეხო ქარბორბალა,
მინდა გითხრა, ისეთივე კეთილი ხარ,
როგორც უწინ, ჩემო კარგო დედოფალა.


გიორგი ჩაჩხიანი

ღმერთო ძლიერო!

ღმერთო ძლიერო , შენ დალოცე ქართველთა ერი

და არ მოაკლო მადლი შენი ამ ქვეყნის ხალხსა.

შენ დაულოცე გზა, რომელიც მათ ურჩევიათ,

  მრავალჟამიერ ათქმევინე ამ რჩეულ ხალხსა.

ღმერთო ძლიერო, გაუბრწყინე მათ იბერია.

მიეცი ძალა მათ მისდიონ ქრისტიანობას,

შენ გაუნათე გზა, რომელიც მათ ურჩევიათ

და უფლის ჯვარით მათ მისდიონ ჭეშმარიტებას.

ღმერთო ძლიერო, აგიზგიზე მათ გულში რწმენა

და სიყვაული ჩაუნერგე მათ სულში მარად.

შენ დაულოცე ღვინო , რომელთ ისინი სვამენ

და შენზე ლოცვას ნუ მოაკლებ მათ ბაგეს მარად.


ავტორი:გიორგი ჩაჩხიანი

„დრონი მეფობენ და არა მეფენი!“

„დრონი მეფობენ და არა მეფენი!“

დრო მიჰქრის ,როგორც ლურჯი მერანი,

საათის წიკწიკს როდია ვუსმენ.

მე ორ მუსტანგსა ვითარცა ისრებს,

საათისავით როდია ვუმზერ.

ზღვები ბობოქრობს,მინდორნი ხარობს

დროის წიაღში სამყარო ზეობს,

თუმცაღა იგი მოწყენით არის,

რადგან დროზე ის ვეღარა მეფობს.

დროს აქვს წარსული მოგონებები 

და მომავალის გამჭვრეტი თვალი.

იგი დაღს ასვამს ყოველ დროებას

ყოველ დროებას აქვს მისი ვალი.

და მაინც თუ მკითხავ რა არის დრო

საათი, წუთი,წამი თუ დღენი,

დრო ხომ მტვერია უდაბნოს ზღვაში

იგი მშლელია წარსული დღენის.

ავტორი:გიორგი ჩაჩხიანი