ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე
ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

Thursday, January 31, 2019

როცა შენთან ვარ

როცა შენთან ვარ, სულ მთლად ვირევი,
როგორც ზღვა წყნარი აიზვირთება,
ისე ეს გულიც ფეთქვას დამიწყებს
და სული ჩემი შემეკუმშება.

არ ვსუნთქავ, რადგან გამძაფრდეს ყნოსვა,
შენი სურნელით  დათრობა მინდა
და შენი ტკბობით დამთვრალი ძლიერ
ზეცას შევერწყმი,როგორც ფარანდა.

როცა შენთან ვარ, ვარ თითქოს სხვაგან,
არ ვიცი სად ვარ, არ ვიცი როდის,
მაგრამ ვგრძნობ, იქ ვარ, სადაც მელიან
და საითკენაც გული მიმიღწვის.

სადღაც შიგნიდან მესმის ძახილი
და ეს გულები ერთად ირხევა,
ვიცი!.. გინდაც თქვი - ასე არაა,
რომ ეს ასეა, ასე იქნება!

მიყვარხარ, - გეტყვი, როცა დრო მოვა,
როცა ამ გრძნობას ვეღარ დავიტევ
და ამოხეთქავს, როგორც ვულკანი,
მეც ჩემი ტრფობის ნიშანს დაგამჩნევ.

როცა შენთან ვარ, ვარ თითქოს სხვაგან
და როგორც თეთრი ვარდების ბაღში
შენი სურნელით გაბრუებული
ჩავიძირები მე შენს წიაღში.

სანამ ჩავჭიდებთ ერთმანეთს ხელებს,
მანამდე სიზმარს მივანდოთ თავი,
თითქოს დავდივართ საფლავებს შორის,
მაგრამ არ გვიქრის თავში ნიავი.

მაშინ რა გვინდა სასაფლაოზე?!
მაშინ რას ვეძებთ ნარიყალაზე?!
უბრალოდ, როცა შენთან ვარ, კარგო,
არ ვიცი სად ვარ, რომელ მიწაზე.

ეგებ იქ, სადაც რიყის ქვა ყრია,
ან ეკალ-ვარდით სავსე ბილიკი,
როცა შენთან ვარ, ვთამაშობ შახმატს
და თითქოს ვიყო მხოლოდ პაიკი.

გიორგი ჩაჩხიანი

No comments:

Post a Comment