იყო დრო ლოცვის, სანთლის ანთების,
მაგრამ ეს ახლა წარსულს ჩაჰბარდა.
რწმენა მხურვალე იქვე ჩაიკლა,
სადაც საწყისშივე აღმოცენდა.
მაგრამ ეს ახლა წარსულს ჩაჰბარდა.
რწმენა მხურვალე იქვე ჩაიკლა,
სადაც საწყისშივე აღმოცენდა.
არ არის გზნება ადამის გულში,
რადგან დაკარგა თავისი ევა
და ახლა იგი სხვა ვინმეს ეძებს,
სხვისთვის მეტყველებს ღვთიური ენა.
რადგან დაკარგა თავისი ევა
და ახლა იგი სხვა ვინმეს ეძებს,
სხვისთვის მეტყველებს ღვთიური ენა.
იყო დრო ლოცვის და სალოცავიც
არ იყო ასე ირეალური,
ახლა კი ნაშთიც აღარ არსებობს,
მხოლოდ ლანდები მივიწყებული.
არ იყო ასე ირეალური,
ახლა კი ნაშთიც აღარ არსებობს,
მხოლოდ ლანდები მივიწყებული.
გიორგი ჩაჩხიანი
No comments:
Post a Comment