ბედი წყვიტავს, ჩემო დაო,
სად იქნები ოთხი წელი,
ვიღაც ქალი ქულას დაწერს,
ის არს შენი განაჩენი!
შენ რა გიჭირს, გათხოვდები,
შვილს გაუჩენ საქართველოს,
აბა, მე რომ ჯარში წავალ,
მერე რა უნდა მეშველოს?!
გავა კიდევ ერთი წელი,
ჩავაბარებთ ისევ ერთად
და ბარიერის დაწევა
გვექნება კვლავაც იმედად.
შენ მოხვდები ისევ გლდანში,
მე კი მუხიანი მელის.
ასეთია გამოცდები
ერთიანი ეროვნულის.
ჯერ ქულები არ ყოფილა,
კიდევ არის იმედები,
იქნებ, გეპეიში მოვხვდე
და ამცდეს მეც ეს “ვიშკები”.
ოი, იცი, როგორ მინდა
სტუდენტობა სანატრელი,
ხელში დიპლომს რომ დავიჭერ,
ჩემზე გადმოვა ნათელი.
იტყვის ვიღაც მეზობელი:
დაამთავრა უმაღლესი,
ახლა დიდი კაცია და
ბედნიერი დედამისი.
მთავარი ხომ დიპლომია,
სწავლა რა ჩემ ფეხად მინდა,
მეყოლება ნაცნობი და
უცებ სამსახურიც გაჩნდა...
მთავარია გადავლახო
უნარების ბარიერი,
ღმერთო, იქნებ გადმომხედო
და გამხადო ბედნიერი.
გიორგი ჩაჩხიანი
No comments:
Post a Comment