ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე
ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

Sunday, July 22, 2018

სიურრეალისტური მირაჟი

   შემომხედე...შემომხედე და მითხარი, რომ ჩემთვის ცხოვრება არ ღირს.  მე ვგულისხმობ ნამდვილ, სიცოცხლით აღსავსე, ცხოვრებას და არა იმ უბრალო არსებობას, რომელშიც ჩემამდე იყავი.
   ეს ხომ უბრალოდ სიურრეალისტური მირაჟია.
   განა მე ვარ სიურრეალისტური მირაჟი?
   ყველაფერი...ყველაფერი მირაჟია - მეც, შენც და ჩვენი ყოფაც, როგორი ლამაზი და მშვენიერიც არ უნდა იყოს ის.
    რა გავაკეთო, რომ ამ უაზრო ფილოსოფიურ ბოდვას მოეშვა?!
    არაფერი... უფრო სწორად, ვერაფერი, რელობის წინაშე ვერაფერს გავხდებით.
    ადამიანი თავად ქმნის საკუთარ რეალობას.
    ადამიანი თავად თხზავს იმ ტყუილს, რომელშიც ცხოვრობს. ის იჯერებს, რომ მისი ყოფა კარგია, სულ ესაა.
    განა მე ვტყუი, როცა ვამბობ,რომ ჩვენი ცხოვრება მშვენიერია?!
    არა, რადგან თავადვე გჯერა ამისა.
    შენც დაიჯერე.
    მე ვერასდროს დავიჯერებ იმას, რაც ირეალურია.
    სიყვარულს ხედავ?
    არა.
    განა აგემოვნებ, ან ყნოსავ მას?
    რა სისულელეა, რა თქმა უნდა, არა.
    მაშინ საიდან იცი, რომ ის რეალურია?
    ვგრძნობ.
    ჩვენ გარშემო არსებულ მშვენიერებას კი ვერ აღიქვამ...
    ეს საყვედურია?
    უფრო იმედგაცრუება.
    მთავარია, შენ იყო ბედნიერი.
    ასე არ არის.
    ასეა.
    არა!
    რატომ?
    იმიტომ,რომ მიყვარხარ; იმიტომ,რომ ეს რეალურია და ჩემთვის არ არის სულერთი,რასაც გრძნობ, ან ვერ გრძნობ.
    ეს ეგოიზმია.
    ბატონო?!
    გინდა შენ გგავდე, ისეთივე ვიყო, როგორიც შენ ხარ. ეს ეგოიზმია. არ გამტყუვნებ, ის,რაც მოგწონს და რასაც აკეთებ, მიგაჩნია მართებულად, შესაბამისად, გინდა მეც გავყვე ჭეშმარიტების შენეულ ბილიკებს, რადგან,შენივე აზრით, ეს ერთადერთი სწორი გზაა, მაგრამ ასე არ არის.
   როგორ შეიძლება ასეთი უიმედო იყო...
   უიმედო არ ვარ, უბრალოდ რეალისტი ვარ.
   პესიმიზმის რეალიზმით გამართლება... ეს რაღაც ახალია...
   ნუ ხარ ასეთი.
   როგორი?
   გამკიცხავი.
   გამკიცხავი არ ვარ, უბრალოდ მინდა,რომ ბედნიერები ვიყოთ, მეც და შენც, მხოლოდ ჩემი ბედნიერება არ არის საკმარისი.
   ავერსი და რევერსი ქმნიან მონეტას.
   და ამის გამო უბედური უნდა იყო?
   უბედური არ ვარ და ეს შენც ძალიან კარგად იცი.
   ნუთუ, მართლა არაფერი შეცვლილა? ამდენი დროის გასვლის შემდეგ, ნუთუ, ისევ ძველებურად ფიქრობ?
   ადვილი შესაცვლელი გარეგნობა და გამომეტყველებაა, შინაგანი, ფუნდამენტური აზროვნების შეცვლა კი შეუძლებელია. ეს იგივეა, მთელი ცხოვრება ქრისტეს სჯულზე რომ იზრდებოდი და უეცრად ვიღაც გეუბნება, ერთადერთი და ჭეშმარიტი ღმერთი ალაჰია და მას უნდა ემსახუროო.
   და თუ ამას დაგიმტკიცებენ, თუკი დამამტკიცებელი საბუთები იარსებებს, არც მაშინ დაიჯერებ?
   მე ყოველთვის მჯერა იმის, რასაც ვხედავ.[...] ეს რა არის?!
   დამამტკიცებელი საბუთები.
   ჩვენი ფოტოები... თაფლობის თვე... ლისაბონის ღამე... ალგარვის სანაპირო... სინტრას სასახლე... გუიმარეშის ციხესიმაგრე...
    თუ ეს არ არის უზადო ბედნიერების მტკიცებულება, მაშინ რა არის? შეხედე შენს თავს და მითხარი, რომ ბედნიერი არ ხარ.
    ესაა წამიერი მოწყვეტა ყოფიერებისაგან. ბედნიერების წამიერი გაელვება.
    შენი აზრით, რა იყო ამის მიზეზი, ალგარვის ქვიშიანი სანაპირო, თუ მე-19 საუკუნის პენას სასახლე?! იქნებ, მეფე ალფონსო ენრიკეს მიერ აგებული კოშკები?.. რატომ დუმხარ?
   რისი გაგონება გინდა?
   იმის,რაც სიმართლედ მიგაჩნია. რა იყო შენი ამ წამიერი ბედნიერების მიზეზი? რამ მოგწყვიტა ყოფიერებას?
   შენ...
   მე ახლაც აქ ვარ და ისევე მიყვარხარ, როგორც მაშინ...
   რეალობისთვის თვალის გასწორება უნდა შეგეძლოს, გაქცევა არ არის გამოსავალი.
   მზად ვარ მთელი ცხოვრება ოტებაში* გავატარო, შენთვის, შენთან ერთად.
   ამას ვერ გთხოვ, შენ არ ხარ ვალდებული.
   ვიცი, მე მინდა ამის გაკეთება.
   ამ სიყვარულს არ ვიმსახურებ, ეს თავგანწირვაა.
   შემომხედე...შემომხედე და მითხარი, რომ ჩემთვის ცხოვრება არ ღირს.  მე ვგულისხმობ ნამდვილ, სიცოცხლით აღსავსე, ცხოვრებას და არა იმ უბრალო არსებობას, რომელშიც ჩემამდე იყავი.  


ოტება* - გაქცევა (ძვ.)

გიორგი ჩაჩხიანი


No comments:

Post a Comment