ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე
ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

Saturday, November 18, 2017

როცა ვკვდებოდი

როცა ვკვდებოდი, ვკვდებოდი მარტო,
არავინ იყო მაშინ ჩემ გვერდით,
რომ ხელი მაინც გამოეწოდა,
დამხმარებოდა თავისი ყოფნით.

იმედი მაინც გამიჩნდებოდა,
სასო თვით ხსნისა და გადარჩენის,
უბრალოდ ხილვა ადამიანის
კი იქნებოდა მწე განწირულის.

მაგრამ არავინ არ იყო ირგვლივ,
არც უცნობი და ვინმეც ნაცნობი,
მარტო ვიყავი უფსკრულის პირას
და ედებოდა ამ ჩემს გულს ობი.

ცრემლი სახეზე ჩამომდიოდა,
მეწვოდა პირი წვეთის მუგუზლით,
ფეხქვეშ მე ვგრძნობდი მიწის გამოცლას,
სიკვდილს ველოდი გულის ფანცქალით.

არ მოდიოდა... ელოდა იმ წამს,
როდესაც ბოლო მომეღებოდა,
და დამშანთავდა ცრემლების პარი
სახის კანისგან რომ ორთქლდებოდა.

მარტო ვკვდებოდი, სრულიად მარტო...
წამიც, უფსკრულში ჩავვარდებოდი,
როცა უეცრად ჩამჭიდე ხელი,
სანამ სხეულითაც მოვკვდებოდი.

მე შენს თვალებში შევიცან რწმენა
და ჩემი გულიც სხვაგვრად აძგერდა.
-არ გინდა, - მითხარ, - მე ხომ აქა ვარ,
იცხოვრე ჩემთვის, - და მეცა ელდა.

როცა ვკვდებოდი, ვკვდებოდი მარტო...
არავინ იყო შენ გარდა ჩემთან,
(და მაშინ მივხვდი, თურმე ამქვეყნად
სიცოცხლე რომ ღირს ერთადერთისთვის,)
ეს ერთადერთი კი შენ ხარ, ჩემო,
ასე აღმოვჩნდით საკურთხეველთან.

გიორგი ჩაჩხიანი

No comments:

Post a Comment