მე მის თქმას ვნატრობ, რისი გამოთქმაც
არც ენას სძალუძს და არც გონებას,
მე იქით ვილტვი, სადაც ხმა მესმის
და მზად ვარ გავყვე მე ჩემს განგებას.
გუშინ ხეტიალს მივეცი თავი,
სიბილა შემხვდა მოხეტიალეს
და ვერ შევბედე მეკითხა რჩევა,
რამე გამეგო ცნობისმოყვარეს.
და ბნელ ქუჩებში გაუჩინარდა,
ლანდივით ქმნილი ჩემი სიბილა,
მაგრამ მანამდე ვიგრძენი ცხადად,
როგორ გამაწნა სახეზე სილა.
-მისთვის რამე რომ მაინც გეკითხა,
იცი, ცხოვრებაც აზრს დაკარგავდა.-
ჩამესმა უცებ ჩურჩულით, ნაზად,
თითქოს ვიღაც მე ყურს ჩამღეროდა.
ერთობ ლამაზი იყო ქალღმერთი,
მოხდენილ მხრებზე ფრთები შეესხა,
შუბლზე კი რიდე შემოხვეოდა,
მე მის შემყურეს რეტი დამესხა.
ოჰ, რა ცბიერი ჰქონდა ღიმილი
და მას რიდეზე გამოსახვოდა
მონადირე და ერთიც ვეშაპი,
მათ ბედ-იღბალსაც ის განაგებდა.
-იცი, მე ვინ ვარ? - მკითხა ცბიერად
და მეც არცოდნა დავუდასტურე.
-მე სკულდი მქვია და ის ნორნი ვარ,
ვალჰალა მიწას რომ გავუსწორე.
-მე მომავალს ვქმნი და ბედისწერის
ღვთაებად ითქმის ჩემი სახელი.
-მითხრა ამაყად, მკაფიოდ, ცხადად
და ყოველივე გახდა ნათელი.
-მე რას მიმზადებ ცხოვრების გზაზე?
-ხმაში გამიკრთა ღრმა ინტერესი.
-მალე გაიგებ, ჩამოიშლება
გაურკვევლობის უცხო მესერი.
შენი წარსული ნათელი თუა,
ნურც მომავალის შეგეშინდება,
ვერდანდია ხომ ყველაფერს წონის
და სამართალიც იქ დადგინდება.
გამშორდა ნორნი, გაუჩინარდა,
უსასრულობას შეერწყა თითქოს
და დამიტოვა ბევრიც საფიქრად
მთელი ცხოვრება რომ უნდა მეყოს.
No comments:
Post a Comment