ქარი ქროდა, ქროდა ძლიერ, დაუნდობლად,
ბაღში ვიდექ მე განგების მომლოდინე,
ხელში მეპყრა დატენილი რევოლვერი,
დრო იყო,რომ სამარეში ჩამეწვინე.
მე პირობა შევფიცე და აღთქმა დავდე,
დრო მოვიდა, სხვა ყველა გზა მოჭრილია,
ან დაცემა, ანდა სულით ამაღლება,
ან დუელი, ანდა ბედთან შეგუება.
მაგრამ განა სად არსებობს
ვინმე მე რომ შემაჩეროს,
წინ აღუდგეს ჩემს განზრახვას,
არსებულთან შემაგუოს.
აი ისიც, მტერი ჩემი,
ვისაც უნდა დამაჩოქოს,
მაგრამ არა, ვერ მიიღებს,
შანსი არ აქვს მე მაჯობოს.
ჩემ წინ არის, ცბიერ მიმზერს,
დრო მოვიდა, - ვეუბნები.
მან ისროლოს ნებას ვაძლევ
და განგებას ვერწმუნები.
ხელში აღმართა მან რევოლვერი,
ჟამი დამდგარა და დრო მოსულა,
ბრძოლა იქნება დაუნდობელი,
მწყურვალე ეშმაც ჩვენკენ დაძრულა.
გამიწუილა ყურს უკან ტყვიამ,
ოდნავ გაკაწრა ჩემი სხეული,
მხოლოდ ეს იყო, სხვა არაფერი,
დავრჩი ცოცხალი, გადარჩენილი.
მადლობა უფალს, რომ არ ყოფილა
არც ტკივილი და არც მწუხარება,
მქონდა გაძლება, გამბედაობა
და უცხო იყო შიშის შეგრძნება.
ჩემი ჯერია ვისროლო ტყვია
და დავასრულო ეშმას ღრეობა.
ნიშანი მინდა მხოლოდ ზეციდან,
რომ აღვიდგინო სულის ზეობა.
აი ნიშანიც ვიხილე მგონი
და შავი ძაღლი ჩემთან მოვიდა,
დამდგარა ჟამი აღსასრულისა,
სასხლეტს გამოვკარ, ტყვიაც გავარდა.
ეს იყო ბრძოლა უთანასწორო,
მაგრამ გამოვედ გამარჯვებული,
მე სიყვარულზეც კი გავიმარჯვე,
დავჭერი იგი სიკვდილს წირული.
როცა ვიხილე ჩემ წინ მუხლებზე
თვალამღვრეული მევედრებოდა,
აღარ ვესროლე მეორე ტყვია,
სიცოცხლის ალი მაინც ქვრებოდა.
შედგა დუელი დაუნდობელი
და დამრჩა მხოლოდ ერთი ნაკაწრი,
ჩემი მეტოქე მეტად ამაყი,
კი გამხდარიყო სიცოცხლით მწირი.
გიორგი ჩაჩხიანი
No comments:
Post a Comment