ბევრი ფიქრისა და
დარდის შემდეგ
გადამიწყვიტავს თქმა
აღსარების,
მუხლმოდრეკილი მოვდივარ
შენთან,
რომ საწადელი გამოვთქვა
გულის.
დიდი ხანია გულში
გამიჩნდა
სამარადჟამოდ შენდამი
გრძნობა,
მე სიყვარულის ტყვედ
მყავი უმალ
და ჩამისახე გულწრფელი
ტრფობა.
მაგრამ რა მიკვირს, რას
გავხდებოდი,
შენი გონების, სულის
წინაშე,
ესოდენ კარგი და
ძვირფასი ხარ,
ვერც გაოცებას მალავს მევახშე.
რა ნაკლი გპოვო, თვით
უნაკლო ხარ,
ჩემთვის ქცეულხარ სათნო
ქალღმერთად,
შენი ღიმილით ვცოცხლობ
და ვხარობ,
რა მესაქმება მე
სხვასთან ერთად?
დიდხანს ვფიქრობდი,
მეთქვა თუ არა
ჩემი გრძნობების
გამოძახილზე,
მაგრამ არ ძალმიძს
მეტის მოთმენა,
გეპატიჟები წითელ
მარხილზე.
შენთვის დავკრიფე
ჯადოსნურ ველზე
მე სიყვარულის თეთრი
ვარდები,
მაგრამ ისინიც ვერას
ხდებიან,
დღითიდღე უფრო მეტად
მშვენდები.
წამსვე მათრობენ შენი
თვალები
და გულს მიძგერენ ნაზი
ბგერები,
შენი ტიკტიკი ჟრუანტელს
მომგვრის
და უცხო მიწას შევეხიზნები.
ამ სანუკვარ წამს მე
რწფელ სიყვარულს
მხოლოდ და მხოლოდ შენ
გეფიცები,
ჩემს საოცნებო,
სათაყვანებელ
ქალბატონს ნაზად
გეამბორები.
და აი ვბედავ და
გეუბნები,
ძვირფასო, მე შენ
ძლიერ მიყვარხარ,
არვინ არსებობს ცის
კამარაზე,
მხოლოდ შენა ხარ,
მხოლოდ შენ მყავხარ.
გიორგი ჩაჩხიანი
No comments:
Post a Comment