1647 წელი. მდუმარე ღამე იდგა ლარიუსის სამეფოში, თითქოს ბურუსი ჩამოწოლილიყო მეფე რეგარის სასახლეზე, ალბათ შენობა თავისი მფლობელის გრძნობებსა და განცდებს აღწერდა და გამოხატავდა. მეფე სასახლის დერეფანში ბოლთას ცემდა. ხელები უკან გადაეჯვარედებინა და სადედოფლო აპარტამენტების წინ მოუთმენლად მიმოდიოდა. იგი ძლიერ ღელავდა, ახლა ყველაზე მეტად თავის მეუღლესთან - დედაფალ კატერინასთან უნდოდა ყოფნა,მაგრამ მეანმა იქ შესვლა აუკრძალა. სასაცილოა,არა? რეგარი მეფე იყო და იგი უბრალო მოსამსახურის ბრძანებას ასრულებდა,მაგრამ ალბათ მართლაც ასე იყო საჭირო.
ამოისუნთქა და კედელს
მიეყრდნო. თავდახრილმა ხელი წვერზე ჩამოისვა.იატაკს მიაშტერდა, კარების გაღების
ხმაზე შეკრთა და მაშინვე აპარტამენტებიდან გამოსულ მოსამსახურეს მიაცქერდა. ქალმა
გაიღიმა,მეფეს თავი დაუკრა და უთხრა:
-გილოცავთ,თქვენო უდიდებულესობავ, თქვენ ვაჟი შეგეძინათ. - რეგარ
მეოთხე ადგილზევე გაშეშდა, ტახტზე ახალი ასული და ამასთანავე ახალი დაქორწინებულიც
გახლდათ, მშვიდი და რბილი კაცი იყო, დუმილის შემდეგ ამის თქმაღა შეძლო:
-ჩემი ცოლი კარგადაა?
-დიახ, ორივენი კარგად არიან.
-შეიძლება შემოვიდე?
-რა თქმა უნდა,თქვენო უმაღლესობავ-მოსამსახურე გაიწია და კარებთან
დადგა. მეფე ოთახში შევიდა. უზარმაზარ საწოლში ახალგაზრდა,უმშვენიერესი დედოფალი
იწვა, ხელში კი პატარა ბიჭუნა ეჭირა და ნაზად არწევდა. კაცი მათ მიუახლოვდა და
საწოლზე ჩამოჯდა. კატერინამ მეუღლეს თბილად შეხედა.
-შეხედე,რეგარ,რა მშვენიერია.
-ნამდვილად.
-ეს ჩვენი შვილია,ჩვენი პატარა უფლისწული.-რეგარმა გაიღიმა და ცოლს
საფეთქელზე აკოცა.-ხელში არ დაიჭერ?
-მე?
-ჰო.
-მეშინია,რამე არ ვატკინო.
-არ ატკენ,ნუ გეშინია.
კატერინამ ჩვილი ქმარს
მკლავებში ჩაუწვინა.კაცს გული ძლიერ აუძგერდა, ბავშვი ისეთი უსუსური და პატარა
იყო,იგი აქეთ-იქით მოძრაობდა, ცდილობდა მამის ხელებისგან გათავისუფლებულიყო. ახალი
სიცოცხლე, რეგარი თავის შვილს უცქერდა, გრძნობდა მისი გულის ფეთქვას, სისხლის
მიმოქცევას, ჰაერის ჩასუნთქვისას ფილტვების დაბერვას, ბავშვის სუნთქვაც კი ესმოდა,
მას მთელ ტანში ჟრუანტელმა დაუარა. ჩვილს ხელით თავზე მოეფერა და ნაზად აკოცა.
-უბედნიერესი კაცი ვარ-მან კატერინას შეხედა-შენ გამხადე
ასეთი.-დედოფალმა მეფეს სიყვარულით, თბილად გაუღიმა.-როგორი უმწეოა,მაგრამ ის ხომ
მომავალი მეფეა, დრო მოვა და ყველა ქედს მოიხრის მის წინაშე და ყველა მის სიტყვას
დაემორჩილება, იგი ღირსეული მეფე იქნება, ამას მის თვალებში ვხედავ.
-მის თვალებში?-კატერინამ გაიღიმა და ჩვილის ნახევრად დახუჭულ
ყავისფერ თვალებს შეხედა.- რა გინდა,რომ დავარქვათ?-რეგარი დაფიქრდა.
-გერარი,მას გერარი ერქმევა.
-მეფე გერარ მესამე-ჩაიჩურჩულა კატერინამ-მომწონს,კარგად ჟღერს-თქვა
და მეუღლეს მზრუნველურად შეხედა. ქალს კაციც უღიმოდა და ხელში მომავალ მეფეს
არწევდა.
1668 წელი. მეფე რეგარ
მეოთხის სასახლის შორეული,ჩრდილოეთის ნაწილი,სადაც სხვენი მდებარეობდა სრულიად
მიტოვებული იყო. უზარმაზარ სხვენში მოსახვედრად გრძელი დერეფანი უნდა გაგევლო, რის
შემდეგაც ოცდაათ საფეხურიან კიბეებზე უნდა ასულიყავი, ეს ადგილი ჩვეულებრივ
ცარიელი იყო ხოლმე, მაგრამ არა 22 ივნისს, კიბეებიდან ქალისა და კაცის სიცილის ხმა
ისმოდა, ხელჩაჭიდებული წყვილი კიბეებზე სიხარულით არბოდა.
-ცოტა დარჩა,ჩქარა!- დაუძახა კაცმა, თუმცაღა უფრო ყმაწვილი
ეთქმოდა,ვიდრე ზრდასრული მამაკაცი, ის 21 წლისა იყო.
-მოვდივარ-უპასუხა ქალმა. ისინი სხვენში შეცვივდნენ. ყველაფერს თეთრი
ზეწრები ჰქონდა გადაფარებული,მაგრამ თეთრზე მეტად მათ ნაცრისფრები უფრო ეთქმოდათ,იატაკს
სქელი მტვრის ფენა ედო. კაცი ერთ-ერთ კედელთან დადგა,ქალიც მის პირისპირ
გაჩერდა,თუმცაღა ღელვა აშკარად ეტყობოდა,თითქოს რაღაცის ეშინოდა.
-რა მოხდა,რაზე ღელავ?-ჰკითხა ყმაწვილმა.
-მეშინია, ისევ რომ დაგვინახონ, ხომ იცი ამის გამო რაც მოხდება.
-ნუ გეშინია-კაცმა ხელი ქალს სახეზე შეახო-ყველაფერი კარგად იქნება,
მე დაგიცავ, გპირდები.
-ვინმეს რომ უთხრას?
-ის ჩემი ძმაა,ვივიენ, ამას არასდროს გააკეთებს.
-და რომ გააკეთოს?
-მას კარგად ვიცნობ,დამიჯერე, ამას ვერავინ გაიგებს.
-ასე ცხოვრება არ შემიძლია,რატომ არ შეიძლება რომ ერთად ვიყოთ?-კაცმა
თავი დახარა, თვალებში ღრმა სევდა ჩასდგომოდა.
-ხომ იცი მეც როგორ მინდა შენთან ერთად ყოფნა,მაგრამ არ შემიძლია,
ყოველ შემთხვევაში სანამ რეგარია მეფე, ის ამას არ დაუშვებს,გთხოვ, არ იტირო-კაცმა
ქალს ნიკაპი აუწია და ლოყაზე ჩამოღვენთილი ცრემლი მოუწმინდა.-ჩემი ხომ
გჯერა?-ქალმა თავი დაუქნია. კაცმა კი გაუღიმა და ნაზად აკოცა.-ძალიან მიყვარხარ.
-მეც,მეც ძალიან მიყვარხარ-უთხრა და მის ტუჩებს უფრო ხარბად დაეწაფა.
უფლისწული გერარი სასახლის გრძელ დერეფანს
მიუყვებოდა. მსახურებმა გვერდით ჩაუარეს და უფლისწულის წინაშე ქედი მოიხარეს,
გერარმა კი მათ ნაზად გაუღიმა და გზა განაგრძო. დერეფნის კედლებში ფანჯრები
ჩაეშენებინათ, საიდანაც ხმაური შემოდიოდა. გერარმა ინტერესით გადაიხედა, ეზოში
უამრავი ადამიანი შეკრებილიყო, მაგრამ უფლისწული მათი თავმოყრის მიზეზს ვერ
მიხვდა, ამიტომ გზა განაგრძო. ფანჯარასთან მდგომი უმცროსი ძმა შორიდანვე დაინახა,
შეკრებილ საზოგადოებას თვალს ისიც ადევნებდა.უფლისწული ნაბიჯების ხმის გაგონებისთანავე
შემოტრიალდა, ძმის დანახვა ნამდვილად გაეხარდა.
-სად დაიკარგე, ყველგან გეძებდი.
-მაპატიე,ფიზმან,რამე მოხდა, გარეთ რა აურზაურია?
-ლარიუსს ზარაჰესის უფლისწული ეწვია, მის დასახვედრად შეკრებილან.
-მე კიდევ ზოგიერთი მათგანი წესიერადაც არ მესალმება.-ფიზმანი დუმდა,
იგი ძმას მისშტერებოდა.-რამე მოხდა?
-სად იყავი?-ახლა გერარი დადუმდა-ისევ მასთან ერთად იყავი,არა?
-ამაზე ხომ ვისაუბრეთ,ფიზმან.
-გერარ, ის მოსამსახურეა,შენ კი...
-მე ის მიყვარს,გასაგებია?! და თუ ჩემზე ზემოქმედების მოხდენას
აპირებ...
-ეს არ მოხდება, არავის ვეტყვი, ეს შენც კარგად იცი, უბრალოდ იფიქრე
ამაზე, თუ მამა გაიგებს, იმის წარმოდგენაც არ მინდა,რაც მოხდება. მას მოკლავენ
გერარ, გესმის? გიღირს კი ეს მცირე გართობა მისი სიცოცხლის ფასად?
-ამას ნუ ამბობ.
-უბრალოდ, იფიქრე ამაზე,გთხოვ. ახლა კი ქვემოთ ჩავიდეთ, გველოდებიან.
-კარგი-თქვა და ძმას ჩუმად გაჰყვა, ქვემოთ ჩასვლამდე ხმა არცერთს
ამოუღია.
სასახლის ეზოში გასვლამდე სატახტო
დარბაზი გაიარეს, კედლებზე ლარიუსის საბრძოლო დროშის გვერდით ზარაჰესისა
ჩამოეკიდათ, სამეფოს ახლანდელი ხელმწიფე საკმაოდ დასუსტებულიყო, მეფეთა სენი
შეჰყროდა და ამ სამყაროში ბოლო წუთებს ითვლიდა, თავისი სიმცირის მიუხედავად
ზარაჰესს ჯვრის თაყვანისმცემლურ სამყაროზე საკმაოდ დიდი გავლენა ჰქონდა, ამიტომ
რეგარ მეოთხე მომავალი მეფის გულის მოსაგებად ძალ-ღონეს არ იშურებდა. სასახლეში
მოსამსახურეები დაფაცურობდნენ, დარბაზის ცენტრში ორი გრძელი მაგიდა დაედგათ.მათზე
ღვინის ჭიქები,ტკბილეულობა და სხვადასხვა სახის საჭმელი დაელაგებინათ.ლარიუსის
საუკეთესო დამკვრელებისთვის ცალკე კუთხე გამოეყოთ,სადაც უკვე ამაყად იდგა
სხვადასხვა სახის მრავალი საკრავი.
უფლისწულები სასახლის ეზოში გავიდნენ. ყველა აქ შეკრებილიყო. დიდებულები, ვაზირები
და მრჩევლები თავიანთ მეუღლეებთან ერთად შეგროვილიყვნენ და ხან რას განიხილავდნენ,
ხან რას. ზოგი სამხედრო ვითარებაზე საუბრობდა, ზოგი ბიზნესსა და თანხებზე,ზოგი
მოახლოებულ დღესასწაულებზე, ზოგი კი ქალებზეც მსჯელობდა. მეფე დედოფალთან და
პირველ ვაზირთან ერთად იდგა და აქეთ-იქით მალულად იცქირებოდა.მათკენ მიმავალი
უფლისწულები პირველმა მან დაინახა.
-ოჰ,გერარ, როგორც იქნა გამოჩნდი!-წამოიძახა ერთდროული აღტაცებული და
სასაყვედურო ტონით.
-მაპატიეთ,ცოტა თავს შეუძლოდ ვგრძნობდი და ჩემს ოთახში ვიმყოფებოდი.
-ახლა როგორ ხარ?-ჰკითხა კატერინამ.
-გმადლობთ,კარგად-შვილმა დედას გაუღიმა.-როგორც ფიზმანმა მითხრა,
ზარაჰესის უფლისწულს ელოდებით.
-მომავალ მეფეს, ასე ვიტყოდი.
-არ ვიცოდი სტუმრობას თუ აპირებდა.
-არც აპირებდა, დღეს დილით შევიტყვეთ,რომ ქერეთში რაღაც საქმეზე
ჩასულა და გზას ჩრდილოეთიდან აგრძელებდა, ამიტომ ჩვენთან დავპატიჟე, ზარაჰესის
მოკავშირეობა ახლა ყველაზე საჭიროა.
-იგი სამხედრო თვალსაზრისით სუსტი ქვეყანაა.-რეგარს გაეცინა.
-ჯერ ისევ ბავშვი ხარ,გერარ, პოლიტიკის არაფერი გაგეგება. ზარაჰესი
ხელშეუხებელი ქვეყანაა, აი რა არის ყველაზე დიდი ძალა. - ხალხს შორის ერთგვარი
ჩოჩქოლი ატყდა, ყველამ კარიბჭისკენ გაიხედა. შორიდანვე მოჩანდა სასახლესთან
მოახლოებული ეტლი,რომელსაც წინიდანაც და უკნიდანაც ექვს-ექვსი მხედარი მოჰყვებოდა.
დიდებულებმა უკან დაიხიეს და დერეფანი გააკეთეს. მეფე რაგარი და დედოფალი კატერინა
კი ცენტრში დადგნენ,მათ უკან უფლისწულებმა დაიკავეს ადგილი. გაჩერებული ეტლიდან
საშუალო სიმაღლის,25 წლის ყმაწვილი მოქნილად ჩამოხტა. ზარაჰესის სიმბოლური, წითელი
ტანისამოსი ეცვა,მოსასხამი ლურჯ მაქმანებს ატარებდა. იგი მეფისკენ დაიძრა. ორივემ
დახარა თავი ერთმანეთის წინაშე.
-მეფე რეგარ.
-უფლისწულო ბაიტუს, კეთილი იყოს თქვენი ლარიუსში ჩამობრძანება,როგორ
იმგზავრეთ?
-კარგად,გმადლობთ,მოწვევისთვის უღრმეს მადლობას გიხდით.-რეგარმა მას
გაუღიმა.
-ნება მომეცით, ჩემი მეუღლე, დედოფალი კატერინა და ჩემი ვაჟები
უფლისწული გერარი და უფლისწული ფიზმანი გაგაცნოთ.
-ძალიან სასიამოვნოა-ბაიტუსმა კატერინას ხელზე ნაზად ეამბორა,ხოლო
უფლისწულებს თავი ოდნავ დაუხარა და მზერა ისევ მეფე რეგარს მიაპყრო.
-გთხოვთ,მობრძანდით, ალბათ დაღლილი იქნებით, ოთახი უკვე მოგიმზადეთ,
საღამოს კი თქვენს საპატივსაცემოდ გრანდიოზულ წვეულებას ვმართავთ.
-ისე ნუ იზამთ აქედან წასვლა რომ აღარ მომინდეს-იხუმრა უფლისწულმა.
-მაგას ვერ დაგპირდებით,მაგრამ ხომ გაგიგიათ ღირსეული ხელმწიფე
ყოველთვის თავისი სამეფოსკენ ილტვისო..
-სრულ ჭეშმარიტებას ბრძანებთ.
მეფემ უფლისწული
აპარტამენტამდე თავად მიაცილა,დაემშვიდობა და საღამოს გრანდიოზული წვეულებაც
აღუთქვა.
ლარიუსის სამეფო სასახლეში
მართლაც რომ გრანდიოზული ზეიმი მოეწყო, დარბაზი სრულიად გადაჭედილიყო დიდებულებითა
და მათი ცოლებით, განსაკუთრებით სასახლის კარზე მოღვაწე მნიშვნელოვანი პირები თავიანთი
ქალიშვილების უფლისწულებისთვის გაცნობას ცდილობდნენ, მაგრამ მეფე ბაიტუსს საკმაო
ყურადღებას აქცევდა და მის ახლოს არავის აკარებდა. საქმე ლარიუსის უფლისწულებთან
სხვაგვარად იყო. გერარი და ფიზმანი ერთად იდგნენ, ხელში ღვინის ჭიქები აეღოთ და
მოცეკვავე წყვილებს თვალს ჩუმად ადევნებდნენ, უეცრად გერარის ყურადღება დარბაზში
შემოსულმა მოახლემ მიიპყრო, მას ხელში ლანგარი ეკავა, მასზე კი ორი მდიდრული ჭიქა დაეწყოთ. ქალი მეფისკენ მიდიოდა,
ძმის ეს საქციელი ფიზმანმაც შენიშნა.
-ვერაფერს იტყვი,ლამაზია-ძმას უთხრა და თვალი ჩაუკრა.
-რა იყო, ჩვენი წინააღმდეგი აღარ ხარ?
-შენი და შენი ბედნიერების წინააღმდეგი არასდროს ვყოფილვარ,ძმაო.-
ფიზმანმა უეცრად მათკენ მომავალი ერთ-ერთი დიდებული ბ-დიდუსი დაინახა,კაცს გვერდს
თავისი უმშვენიერესი ქალიშვილი უმშვენებდა.-გერარ...
-რა იყო?
-ნახე,რა ლამაზია-უფლისწულმა გოგონას შეხედა.
-ჰო,ლამაზია-გაუაზრებლად თქვა, იგი კვლავაც ვივიენზე ფიქრობდა.
-უფლისწულებო-თქვა მოახლოებულმა დიდუსმა და მოწიწების ნიშნად თავი
დახარა-ნება მომეცით ჩემი ქალიშვილი,გერდენი გაგაცნოთ.- გოგონამ ნაზად გაიღიმა,
ამის საპასუხოდ ფიზმანსაც გამოესახა ღიმილი.
-ძალიან სასიამოვნოა-მან ქალს ხელზე აკოცა.წამიერად მონუსხული
უყურებდა.
-ნებას დამდევთ და მეცეკვებით?-უფლისწულს თვალები გაუბრწყინდა.
-რა თქმა უნდა-თქვა ცოტათი დაბნეულმა, ქალს ხელი ჩასჭიდა და საცეკვაოდ
წაიყვანა,ისინი მოცეკვავე წყვილებს შეერივნენ და მაგიურ ატმოსფეროში გაუჩინარდნენ.
გერარი კვლავაც ვივიენს შესცქეროდა,იგი მეფის ტახტიდან არც ისე
მოშორებით იდგა და რეგარის ბრძანებას ელოდა.
-ძნელია ამ ბიჭს თვალი მოაშორო, როგორი პატარა და გამოუცდელია და
მასზეა დამოკიდებული მთელი ჯვრის თაყვანისმცემლური სამყაროს ბედი.
-უკაცრავად?-გერარი გამოერკვა.
-უფლისწულ ბაიტუსზე ვამბობ, ხომ მას შესცქეროდით.
-აჰ,დიახ, ყველაფერი ნამდვილად უცნაურია.
-კარგი, თქვენის ნებართვით დაგტოვებთ, უფლისწულო-თქვა და გაშორდა.
-გთხოვთ, სასმისები შემოიტანეთ!-ხმამაღლა ბრძანა მეფე რეგარმა, მუსიკა
მაშინვე შეწყდა და მოცეკვავე წყვილებიც გაჩერდნენ, ყველამ მათ შორის ფიზმანმაც
მზერა რეგარს მიაპყრო. ვივიენი მეფისკენ
დაიძრა, გერარი მას აღელვებული უცქერდა, წამით მისი თვალები ქალისას შეხვდა. გული
მასაც აუძგერდა, ნაბიჯი გადადგა,მაგრამ საყვარელი კაცის თვალებში დანახულმა
სამყარომ ფეხები აურია, თითქოს ადგილზევე მოიკვეთა და უეცრად ძირს დაეცა. ლანგარი
ხელიდან გაუვარდა, ჭიქები წაიქცნენ და მათში ჩასხმული სამეფო ღვინოც გადმოიღვარა.
ხალხმა უმალვე ჩურჩული დაიწყო, მაგრამ უფრო რეგარის თვალებში დანახულ მრისხანებასა
და სიშმაგეზე უფრო ჩურჩულებდნენ, ვიდრე უბრალო მოსამსახურის მარცხზე. გერარი
მაშინვე დაიძრა, ეს ფიზმანმაც შეამჩნია და ძმას დაასწრო, იგი პირველი მიიჭრა
ქალთან და ფეხზე წამოაყენა. ამის დანახვაზე უფლისწული მაშინვე შეჩერდა.
-წადი, ახლავე წადი და ვინმეს უთხარი ახალი ღვინო მოიტანოს, ჩქარა!-
ფიზმანმა ქალს დაარიგა და ერთიანად აკანკალებული ვივიენი სამზარეულოსკენ
გაიქცა.-გთხოვთ, მუსიკა დაუკარით-დამკვრელებს მიმართა უფლისწულმა და ძირს
დავარდნილი ლანგარი აიღო. მუსიკოსებმა მეფეს შეხედეს, მანაც ძალდატანებით დააქნია
თავი და სატახტო დარბაზი საამური ჰანგებით ისევ აღივსო. ხალხმა ცეკვა დაიწყო.
გერარი კარებისკენ გაემართა, ძმამ ეს მაშინვე შენიშნა და მას დაედევნა, უფლისწულს
დერეფანში დაეწია და შეაჩერა.
-გერარ!-ხელი მხარზე შეახო და პირისპირ დაუდგა.
-ეს რატომ გააკეთე?
-ახლა ვეღარაფერს შეცვლი.
-ის უნდა ვნახო.
-ახლა არა, დარბაზში უნდა დავბრუნდეთ,თორემ ვინმე რამეს იეჭვებს, მას
შემდეგში დასჭირდება შენი დაცვა და შენი თანადგომა, ამისთვის დასჯიან გერარ და შენ
ამის შესაჩერებლად ვერაფერს გააკეთებ.
-არა, ამას არ დავუშვებ.
-შენ მეფე არ ხარ,გერარ!-მკაცრად თქვა ფიზმანმა-იცის ეს რატომ
გავაკეთე და ამდენი ხალხის წინაშე თავი რატომ დავიმცირე? იმიტომ,რომ ვიცოდი თავს
ვერ შეიკავებდი და ამას შენ იზამდი, მასთან შენ მიხვიდოდი და ამის გამო მას მაინც
დასჯიდნენ, მერე კი როდესაც დაშავებულს დაეხმარებოდი და მის ამბავს მოიკითხავდი
რაღაცას აუცილებლად იეჭვებდნენ, ასე კი მხოლოდ ის აიხსნება,რომ ჩვენ უფლისწულები
ვართ და კონკრეტულ მოსამსახურეზე კი არ ვდარდობთ ანდა ვზრუნავთ, არამედ იმას
ვცდილობთ,რომ ჩვენს ქვეშევრდომებს ვუყვარდეთ.
-ის ჩემი ქვეშევრდომი არ არის,ფიზმან, მე ის მიყვარს და მის გამო
სიცოცხლესაც დავთმობ.
-ღმერთო ჩემო-უფლისწულმა ღრმად ამოისუნთქა-დაფიქრდი, თუ ახლა მიხვალ
რას იზამ? მის გარშემო უამრავი ადამიანი იქნება და იქ ასე უბრალოდ შეხვალ,
ჩაეხუტები და ეტყვი არაუშავს, მე შენ მიყვარხარ
და ყველაფერი კარგად იქნებაო? თუ თქვენზე გაიგეს უფრო უარესი რამ
დაემართება და ის სასჯელი,რომელსაც მამა დააწესებს არაფერი იქნება იმ ტანჯვასთან,
რომელში ყოფნაც მოუწევს. შენ კი არაფერი გემუქრება გერარ, შენ უფლისწული ხარ და
შეიძლება ამის გამო მამამ უბრალოდ სილა გაგაწნას,მაგრამ მას ამის გამო სიკვდილით
დასჯიან და ეს შენც კარგად იცი. - გერარი დუმდა.
-კარგი-თქვა მან.
-სწორად იქცევი-ფიზმანი მას გადაეხვია, გერარმაც მოჰხვია მკალავები
ძმის ბეჭებს.-წამოდი, დავბრუნდეთ,ჩვენს გაუჩინარებას უთუოდ შეამჩნევენ.
ახალი სასმისები უმალვე
მოეტანათ, როდესაც უფლისწულები დაბრუნდნენ მეფე რეგარი და უფლისწული ბაიტუსი უკვე
თავიანთი მეგობრობისა და კავშირის სადღეგრძელოდ ღვინოს სვამდნენ. ხალხი ისევ
ზეიმობდა, ბაიტუსმა რაღაც ხუმრობა თქვა და რეგარი მაშინვე ახარხარდა, ამ ყველაფრის
დანახვაზე გერარმა ჩაიცინა, თავი გააქნია და გასასვლელისკენ გაემართა.
-სად მიდიხარ?-ჰკითხა ფიზმანმა.
-გარეთ, აქ ყოფნა აღარ შემიძლია-თქვა და უზარმაზარი დარბაზი დატოვა.
სასახლის ულამაზეს ბაღში,
სადაც სხვადასხვა ჯიშის მრავალი ხე და ბუჩქი დაერგოთ სასიამოვნო ნიავი იყო. ხეები
ნელა,ნაზად ირხევოდნენ,თითქოს გამოუცდელი წყვილებივით ვალსს ცეკვავენო. ბაღში
უზარმაზერი ხეივანი გაეშენებინათ, ხეივნის ბოლოს კი ფილაქნებს ჯერ ამწვანებული
ბალახი, შემდეგ კი საკმაოდ დიდი ტბა ცვლიდა. ცოტა მოშორებით დიდი ლოდი იდო, სწორედ
ამ ლოდზე იჯდა ლარიუსის უფლისწული და ჰორიზონტს, წყალს შესცქეროდა. სიო
სასიამოვნოდ უბერავდა, სატახტო დარბაზის ჰაერისა და დახუთულობის შემდეგ ეს
გერარისთვის ნამდვილი შვება იყო. მას ეს ადგილი ძალიან უყვარდა, აქ ხშირად მოდიოდა
ხოლმე, შეეძლო საათობით მჯდარიყო ამ უზარმაზარ ლოდზე და არაფერზე ეფიქრა, უბრალოდ
წყალს უყურებდა და მშვიდდებოდა კიდეც. ბრძენთ ტყუილად კი არ უთქვამთ წყალი
სიწმინდის სიმბოლოაო, ეს მართლაც ასე იყო, იგი ფრთაგაშლილ დრაკონებს აოკებდა და
ხშირად აძინებდა კიდეც.
მიუხედავად იმისა,რომ გერარი
წყლის ძალისგან გამოწვეულ ერთგვარ ტრანსში იმყოფებოდა ნაბიჯების ხმა მაინც გაიგონა.
თავი შეაბრუნა, არაფერი უთქვამს, უბრალოდ ლოდის კიდისკენ ჩაიჩოჩა და კვლავ წყალს
დაუწყო ცქერა. სტუმარი მკვირცხლად შეხტა ლოდზე და უფლისწულს გვერდით მიუჯდა.ხმას
არც ის იღებდა.
გერარმა ყმაწვილს შეხედა, უფლისწულს მანაც მზერითვე უპასუხა.თითქოს
ერთმანეთის თვალებში რაღაც დაინახეს, ისეთი რამ,რაც ორივეს საერთო ჰქონდა, ეს იყო
გრძნობა, ემოცია, მტკიცე და უწყვეტი სუგესტიური ბმა. ორივემ გახედა ჰორიზონტს,
ორივე ცდილობდა ბუნების საიდუმლოს ამოხსნას,მაგრამ ცალ-ცალკე ამას ვერცერთი
ახერხებდა, იქნებ ამის გაკეთება ერთად შეეძლოთ, იქნებ სწორედ ბედისწერის გამო
შეხვდნენ ისინი ერთმანეთს აქ, ამ ჯადოსნურ ადგილზე?
-ლამაზია, არა?-ჰკითხა გერარმა.
-პეიზაჟი?-უფლისწულმა თავი დააქნია.-ჰო,ლამაზია,ძალიან ლამაზია. - აქ
ხშირად მოდიხარ?-ჰკითხა მცირეოდენი პაუზის შემდეგ.
-კი, ეს ადგილი სხვებს არ ჰგავს, ეს განსხვავებულია. სუფთა, წმინდაა,
აქ შეგიძლია უბრალოდ ადამიანი იყო, გრძნობდე იმას,რასაც ჩვეულებრივი ხალხი
გრძნობს, გიყვარდეს ის,ვინც მართლა გიყვარს და გწამდეს იმის,რისიც მართლა გჯერა.
-იცი, მეც მაქვს ერთი ასეთი ადგილი.
-მართლა?
-ჰო, არც ისე ლამაზია,მაგრამ ის მაინც ულამაზესია, მისნაირი სხვა
ადგილი არ არსებობს.
-მომიყევი მასზე,როგორია?
-ორი ტირიფი დგას,ირგვლივ სულ მინდორია, შუაში პატარა ღელე
ჩამოედინების, ჩიტების ჭიკჭიკი ისმის.
-მაშინ ლამაზი ყოფილა.
-ჰო,ლამაზია.
ისევ უხერხული სიჩუმე ჩამოწვა.
-შეიძლება, რაღაც გკითხო?-თქვა გერარმა.
-რა თქმა უნდა.
-აქ რატომ ხარ? ახლა მამაჩემთან არ უნდა იყო და არ უნდა
ზეიმობდე?-ბაიტუსს გაეცინა.
-არ ვიცი, ეს ყველაფერი, ვფიქრობ ეს ჩემთვის მეტისმეტად ზედმეტია.
გუშინ კენჭებით ხელში ტყეში ჩიტებს დავსდევდი, დღეს უკვე ყველა ჩემთან
დამეგობრებას ცდილობს იმიტომ,რომ მეფე გავხდები. ისე იქცევიან,თითქოს მამაჩემი
აღარც არსებობდეს. ქერეთის ხელმწიფე თავისი ქალიშვილის ჩემზე გარიგებას ცდილობდა,
მამამ ეს იცოდა, სწორედ ამიტომ გამაგზავნა იქ, ლერთა სამეფოსაც უნდა ვესტუმრო,
სავარაუდოდ იმავე მიზეზით, მე კი ჯერ არ მინდა ოჯახის შექმნა, შვილების ყოლა, არ
მინდა მთელი ცხოვრება გავატარო იმ ადამიანთან,რომელიც არ მეყვარება. მამა მეუბნება
მეც ასე დავქორწინდი დედაშენზე,მაგრამ მერე ერთმანეთი ისე შეგვიყვარდა უერთმანეთოდ
ერთ დღესაც ვეღარ ვძლებდითო, მაგრამ მე... მე არ ვარ ასეთი.
-თავის კარგად შენიღბვა გცოდნია.
-ასე არა?-უფლისწულს გაეცინა-თავში მინერგავენ,რომ მთელი ჯვართ
თაყვანისმცემელი სამყარო ჩემსა და ჩემს გადაწყვეტილებებზე იქნება დამოკიდებული, ყველას
დასჭირდება და ყველა ეცდება ჩემი სიმპატიის მოპოვებას. მე კი ძლიერი უნდა ვიყო,
თავი ისე უნდა მოვაჩვენო,რომ თითქოს მეც მათნაირი ვარ, ამ ყველაფრისთვის მზად ვარ
და ღირსეული მეფე ვიქნები,მაგრამ ეს სიცრუეა, ამისთვის მე ჯერ მზად არ ვარ.
-მე კი ერთი რამ დანამდვილებით ვიცი.
-რა?
-ის,რომ შენ ნამდვილად ღირსეული მეფე იქნები.
-ვითომ?
-ამპარტავანი ადამიანი ვერასდროს იქნება კარგი ლიდერი და კარგი
წინამძღოლი,რადგან ხალხს უყვარს ის და ხალხი მიყვება მას,ვინც თავმდაბალია.
შესაბამისად ესაა ღირსეული მეფობა, შენ კი ასეთი ხარ.
-სულ რაღაც ათი წუთის წინ გავიცანით ერთმანეთი.
-და მე მიამბე ის,რაც წესით არავისთვის არ უნდა გეთქვა. ის,რის
შესახებ შენმა ოჯახმაც კი არ იცის.-გერარმა ბაიტუსს გაუღიმა.
-შენ რატომ ხარ აქ?
-თავისუფლება, როდესაც აქ ვარ, შემიძლია მაშინ ნებისმიერ ადგილას
ვიყო, ვისთან ერთადაც და რამდენ ხანსაც მინდა.
-სიყვარული?-გერარი დუმდა-ასეა, აკრძალული სიყვარული.
-ყოველთვის ტკბილი რატომაა ის,რაც აკრძალულია?
-ყოველთვის ასე არ არის,ღმერთის გწამს?
-კი, მისი მწამს.
-ჩემ თავს ხშირად ერთ რამეს ვეუბნები, რაც კი არ უნდა მოხდეს, გინდა
ცუდი და გინდა კარგი, ეს უფლის ნებაა და მისი შედეგი ყოველთვის უკეთესი იქნება
ალტერნატივთა შორის. მოხდა ის,რისი მოხდენაც საჭირო იყო.
-კარგი სიტყვებია. შენ როდესმე გყვარებია?
-კი, ერთი გოგო იყო...
-მერე?-ბაიტუსმა გერარს შეხედა, უფლისწულმა მის თვალებში ნაცნობი
განცდა ამოიკითხა.- აკრძალული სიყვარული, მოსამსახურე იყო?- მან თავი დააქნია.
-16 წლის ვიყავი, ჩემი პირველი სიყვარული იყო.
-რა მოხდა?
-გაიგეს, ჩვენ შესახებ გაიგეს.
-მერე?
-მამამ ის რომელიღაც სოფელში გაგზავნა, როგორ ვეცადე,მაგრამ მაინც ვერ
ვიპოვნე,
-ახლა მესმის, ბევრი გვაქვს საერთო.
-რა ჰქვია?
-ვივიენი.
-ლამაზი სახელია, მას გაუფრთხილდი, მე ჩემსას ვერ მოვუარე, არ მინდა
შენც იგივე შეცდომა დაუშვა.
-გავუფრთხილდები,აუცილებლად გავუფრთხილდები. აქ დარჩენას დიდხანს
აპირებ?
-არა, ხვალ უკვე ლერთა სამეფოში გავემგზავრები.
-რას იტყვი მანამდე სანადიროდ რომ წავიდეთ?
-მე და შენ?
-ჰო, შეჯიბრი მოვაწყოთ.
-კარგი აზრია.კარგი, სასახლეში უნდა დავბრუნდე, ჩემს გაუჩინარებას
უთუოდ შეამჩნევდნენ, რას იზამ, ადამიანს მხოლოდ წამიერად შეუძლია ნამდვილ, იდეალურ
სამყაროში იცხოვროს.-გერარმა თავი დააქნია, ბაიტუსი ლოდიდან ჩამოხტა- არ მოდიხარ?
-მალე მოვალ, მინდა ცოტა ხანი კიდევ აქ გავატარო.
-კარგი- ზარაჰესის უფლისწული სიბნელეში გაუჩინარდა. მალე ნაბიჯების
ხმა მინელდა, მერე კი საბოლოოდ შეწყდა.
ნადირობის ამბავი მეფე
რეგარს ძალიან გაუხარდა. ყველაფერი მოაწყო, ბრძანებები გასცა და მეორე დღეს, მზის
ამოსვლის შემდეგ მებუკეებმა საყვირსაც ჩაჰბერეს ნიშნის მისაცემად.სამეფო ოჯახის
პირები ლარიუსის ყველაზე დიდ ტყეში შეგროვილიყვნენ, იგი სასახლიდან რამდენიმე
საათის სავალზე მდებარეობდა. უფლისწულებს მშვილდ-ისრები ბეჭებზე მოეკიდათ, ხელები
კი სადავეებისთვის ჩაეჭიდათ და საყვარის ჩაბერვისთანავე ტყეში შექუსლეს. უფლისწული
გერარის ისრები წითელი ბუმბულით ბოლოვდებოდნენ, ხოლო ბაიტუსისა კი ლურჯი
ბუმბულებით, სწორედ ასე გამოარჩევდნენ გამარჯვებულსაც. ყმაწვილებს თან მცველებიც
დაედევნენ, ხოლო მეფე რეგარი რამდენიმე მხევალთან და თავის მეუღლესთან ერთად ტყის
პირა მინდორზე დარჩა, მასთან ერთად იმყოფებოდა უფლისწული ფიზანიც.
ვაჟს რეგარი გამომცდელად აკვირდებოდა, ყმაწვილმა ეს მაშინვე შენიშნა
და მამას შეხედა.
-მაინტერესებს,-თქვა მეფემ- მათთან ერთად რატომ არ წახვედი?
-გერარსა და ბაიტუსს ერთად უნდოდათ დროის გატარება, მე ჩემს ძმას ხელს
ვერ შევუშლიდი.
-ჰმ-თითქოს რეგარს გაეცინა და ტუჩები მოჭმუხნა-შენ შენს ძმაზე
გამჭრიახი,მაგრამ მასზე დამთმობი ხარ, ფიზმან,ზედმეტად ზრუნავ მასზე.
-განა ძმები ასე არ უნდა იქცეოდნენ?
-ჰო,მაგრამ უფლისწულები? დაფიქრდი, განა გერარი იგივეს გააკეთებდა
შენთვის,რასაც შენ მისთვის აკეთებ?
-ამაში დარწმუნებული ვარ.
-დარწმუნებული ვერაფერში იქნები,წესით მეფობა ჩემს ძმას
ეკუთვნოდა,მაგრამ აი უბედური შემთხვევის წყალობით მეფე მე გავხდი, წინასწარ
ვერაფერს განსაზღვრავ, ეს დაიმახსოვრე.
-რას გულისხმობ,მამა?-რეგარი შვილს მიუახლოვდა და მის გვერდით
ჩამოჯდა, გადაიხარა და ყურში ჩასჩურჩულა.
-მამაჩემის ფავორიტი ყოველთვის მე ვიყავი, ჩემს ძმაზე უფრო გონიერი და
ძლიერი ვიყავი. ის თვისებები მქონდა,რითიც ჭეშმარიტი მეფე უნდა ყოფილიყო შემკული,
შენ მე მგავხარ,ფიზმან.
-ამით რისი თქმა გინდა?
-რამდენიმე დიდებულს ვესაუბრე, მხარს შენ გიჭერენ.
-ამაზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა.
-არა, არ არის-შვილმა მამას გაკვირვებულმა და შეცბუნებულმა შეხედა.
რეგარმა თავი დახარა, შემდეგ კი უფლისწულს თვალებში შეხედა-მე ვკვდები,ფიზმან.
-რა?
-ასეა, რაღაც დაავადება მჭირს.
-რა დაავადება?
-ერთი თვეა რაც დამეწყო, ცხვირიდან სისხლი მდის, ექიმებმა არ იციან თუ
რასთან აქვთ საქმე.
-ედოსის საუკეთესო ექიმებს მოვიწვევთ.
-არა, აზრი არ აქვს,უკვე მოვიწვიე, ამბობენ,რომ დიდი ხანი არ
დამრჩენია.
-ეს...ეს...
-ფიზმან,მისმინე. მინდა,რომ ჩემი ადგილი შენ დაიკავო.
-არა,არა, მე...
-ეს დიდებულებსაც უნდათ, ისტორიამ გვაჩვენა,რომ არ აქვს მნიშვნელობა
პირველი ვინ დაიბადება. იცი, ამ ყველაფერში როდის დავრწმუნდი? იმ მოსამსახურეს
ლანგარი რომ გაუვარდა და შენ ისე მოიქეცი,თითქოს არაფერი მომხდარიყო, შენ თქვი:
„გთხოვთ,მუსიკა დაუკარით.“ ეს გასაოცარი იყო, მალე მომხდარი ყველას დაავიწყდა და
ეს შენ გამო მოხდა.
-მამა,მე...
-ის ბიჭი, ბაიტუსი, ზარაჰესის მეფე იქნება და ახლა მასთან ერთად
გერარის ნაცვლად შენ უნდა იყო.
-ის ჩემი ძმაა, ასე ვერ მოვექცევი, შენ არ გესმის.
-მე ყველაფერი მესმის,იმაზე უკეთ ვიდრე ეს შენ წარმოგიდგენია.
გერარი,გერარი სუსტია,შეიძლება კარგი პიროვნება იყოს და ხალხს უყვარდეს,მაგრამ
საჭირო დროს, კრიტიკულ სიტუაციებში ისე ვერ მოიქცევა,როგორც მეფე უნდა მოიქცეს.
კარგი პიროვნება როდი ნიშნავს კარგ ხელისუფალს. მე მეფე ვარ,მაგრამ პირველ რიგში
მშობელი, ორივეს ძალიან კარგად გიცნობთ, სამეფოს კეთილდღეობა ძმის კეთილდღეობაზე
მნიშვნელოვანია.
-თუ ოჯახს ვერ მოუარე, სამეფოს როგორ მიხედავ.
-როდესაც მეფე ხარ, შენ არა ოჯახს,არამედ დინასტიას ტოვებ, ამაში
განსხვავება უნდა დაინახო,ფიზმან.
-მას არ ვუღალატებ,ეს გამორიცხულია.
-ეგ ერთგულება დაგღუპავს, მეფე მხოლოდ საკუთარ თავს უნდა ენდობოდეს.
-მე მეფე არ ვარ და არც არასდროს ვიქნები-ფიზმანი წამოდგა და ტყისაკენ
დაიძრა, უზარმაზარ მუხას მიეყრდნო.მამის სიტყვებზე დაფიქრდა და რატომღაც თავი
დამნაშავედ იგრძნო.
უფლისწულებმა არნახული
რაოდენობის ნადირი დახოცეს. ორივე დახელოვნებულიყო ამ საქმიანობაში.
-კარგად დაფიქრდი, სანამ დრო გაქვს ჯობს დანებდე-ბაიტუსმა გერარს
ხუმრობით გადაუძახა.
-მე? რაღაც წითელი ისრები უფრო ჭარბობს ხედვის არეალში.
-ცოტაა მრავალ ლურჯ ისარს შორის და ამიტომაც გხვდება ეგრე თვალში.
-აი თურმე რაში ყოფილა საქმე-უფლისწულებმა გაიცინეს და ნადირობა
განაგრძეს. მონადირეები ბევრს საუბრობდნენ, ბევრსაც იცინოდნენ და შიგადაშიგ
ერთმანეთსაც წაკბენდნენ ხოლმე. მზე უკვე ჩადიოდა ტყიდან რომ გამოვიდნენ და ნადირის
დათვლას შეუდგნენ. ორივეს მრავლად დაეხოცა,მაგრამ ბაიტუსმა გერარს ათიოდე ნადირით
აჯობა.
-ყოჩაღ,ნადირობა გცოდნია-აღნიშნა უფლისწულმა.
-მამას ძალიან უყვარს, სანადიროდ ბავშვობიდან მივყავდი ხოლმე.
-მგონი ეს უნდა აღვნიშნოთ, სანამ გაემგზავრებით სასახლეში
გვევახშმა-ბაიტუსს შესთავაზა რეგარმა.
-დიდი სიამოვნებით-მიუგო უფლისწულმა და ლარიუსის სამეფო ოჯახთან ერთად
მეფე რაგარ მეოთხის სასახლეში დაბრუნდა.
დახოცილი ნადირი
გაეტყავებინათ და კოცონზე შეეწვათ. მაგიდაზე შეგეძლო ირმის, ტახის, ქურციკის,
კურდღლისა და გარეული თხის ხორცის პოვნა. ვახშმის შემდეგ ბაიტუსის წასვლის დროც
დადგა.
-იქნებ დარჩენილიყავი, ღამით წასვლა მაინც სახიფათოა-მეგობარს მიუგო
გერარმა.
-არაფერი მომივა,კარგად ვიქნები.გამიხარდა შენი გაცნობა, ბედნიერი ვარ
ასეთი მეგობარი რომ შევიძინე.
-მეც.-გერარი ბაიტუსს გადაეხვია.უფლისწული მეფეს მიუბრუნდა.
-აქ საუცხოოო დრო გავატარე, ყველაფრისთვის მადლობელი ვარ-მეფემ
ყმაწვილს თავი დაუკრა და თბილად გაუღიმა.-ჩემი წასვლის დროა-თქვა ბაიტუსმა, გერარს
მიუახლოვდა და ყურში ჩასჩურჩულა- ვივიენს გაუფრთხილდი.
-აუცილებლად-უფლისწულმა მეგობარს გაუღიმა
-იმედია ერთმანეთს უკვე მეფის ტიტულებში
შევხვდებით,მშვიდობით,მეგობარო.
ზარაჰესის უფლისწული თავის
ეტლში ჩაჯდა,იგი მალე სასახლის კარიბჭის მიღმა გაუჩინარდა.
-ამ ქალმა, ამ უბადრუკმა ჩვენ, მე და მთელი სამეფო დაგვამცირა. ის,რაც
მან გააკეთა უპატიებელი და შეურაცხმყოფელია, ამისთვის იგი საკადრისად დაისჯება!-
წამოიძახა ლარიუსის მეფემ-300 როზგი!
ყველა გაჩუმდა. მოსამსახურეებმა
თავები დახარეს. ფიზმანი შეკრთა და დედოფალს გადახედა,კატერინას სახეზე სევდა
გამოსახვოდა. მეფემ მცველებს თავი დაუქნია, მათ საბრალო ქალს ზურგი გადაუხსნეს და
სამოსი ბოლომდე შემოაფლითეს. ერთ-ერთი მცველი განზე გადგა, მეორემ კი მათრახი
მოიმარჯვა და ორი ნაბიჯით უკან დაიხია.მეფეს კიდევ ერთხელ შეხედა.
-დაიწყე!-უბრძანა რეგარმა. მცველმაც სახელურს ხელი ძლიერ ჩასჭიდა.
-გთხოვთ, გემუდარებით, არ გინდათ, გთხოვთ,შემიბრალეთ...-ვივიენი გულის
გასაგმირავად ტიროდა და იხვეწებოდა.
კაცმა მათრახი მოიქნია. ჰაერი ჯერ მისმა მოქნევის, შემდეგ კი ტყავის
ნაზ სხეულზე შეხების ხმამ გაკვეთა და ბოლოს მასში სისხლის წვეთებიც აიმღვრა.
-აჰ!-შეჰყვირა ვივიენმა- გთხოვთ...-ქალი ხეს ძლიერ ებღაუჭებოდა,
მარჯვენა ლოყა მისთვის მიებჯინა და აცრემლებული რეგარს შესცქეროდა-მაპატიეთ.
-რაღას უცდი,განაგრძე!- იღრიალა მეფემ.მცველმაც მეორეჯერ გადაჰკრა
მათრახი, ისევ გაისმა ქალის გამყინავი კივილისა და გოდების ხმა.
-სამი,ოთხი,ხუთი,ექვსი,შვიდი...-ითვლიდა მცველი.
ფიზმანს,რომელიც სანახაობას თვალს აცილებდა და იატაკს მიშტერებოდა ხმა
მოესმა,თითქოს ვიღაც მორბოდა, მიხვდა ეს გერარი რომ იქნებოდა და შიგნით შევარდა.
სირბილით მომავალი ძმა მაშინვე დაინახა, მისკენ გაექანა და ხელებში ეცა.
-გერარ...გერარ...
-გამატარე!-გერარმა ძმას უბიძგა-ეს როგორ დაუშვი?!- ფიზმანმა ძლიერად
ჩასჭიდა ხელები.-ფიზმან,გამატარე,არ მინდა რამე გატკინო.
-ვერაფერს იზამ,ვერაფერს გახდები,გერარ...
-გამატარე!-უფლისწულმა ძმას ყბაში გაარტყა, მერე ხელი უჯიკა და გზიდან
ჩამოიშორა. მას ფიზმანი დაედევნა.
აწითლებული აივანზე გავარდა,გერარს
ყურადღება ორივე მშობელმა მიაქცია.
-რა დაგემართა?-ჰკითხა დედოფალმა კატერინამ.
-ახლავე შეწყვიტე,გთხოვ-გერარმა მამას უთხრა, კიდევ ერთი ტყლაშუნისა
და ყვირილის ხმა გაისმა-გთხოვ,მამა, ეს შეაჩერე.-რეგარმა გაიცინა.
-ვერ გავიგე?!
-მამა, საკმარისია, უკვე საკმაოდ დაისაჯა-მეფეს მიუგო გარეთ გამოსულმა
ფიზმანმა.
-მე ვარ მეფე და მე ვწყვეტ რა არის საკმარისი და რა არა!-იღრიალა
ხელმწიფემ.-ეს რა შეთქმულებაა?! იმ ქალმა ყველა დაგვამცირა, შენ, პირველ რიგში კი
შენ ფიზმან, შენ არ უნდა აგეყენებინა და არც ის ლანგარი უნდა აგეღო!
-შენ არ მითხარი,რომ ჩემი საქციელი მოგეწონა და ამით ამაყობდი კიდეც?
-ასე რომ არ მოქცეულიყავი უფრო დაგვცინებდნენ,მაგრამ იმ ქალის გამო
ისედაც საკმაოდ დაგვცინეს და თავზე ლაფი გადაგვასხეს-ვივიენმა ისევ შეჰყვირა.
-გთხოვ,მამა.-მეფეს უთხრა გერარმა.
-არა,მეფემ თავისი სიტყვა უნდა შეასრულოს!- რეგარი სანახაობისკენ
მიბრუნდა და ვაჟებს ზურგი აქცია. გერარმა საშველად დედას შეხედა, ცრემლმორეულმა
კატერინამ კი თავი დახარა და მერე ნელა გააქნია. გერარი შიგნით შევარდა.
-გერარ, ძმაო!-ფიზმანის დაძახება ყურად არ იღო და სადღაც გაუჩინარდა.
მთელი სასახლე
დაეცარიელებინათ. ყველა გარეთ გასულიყო, ამიტომ უფლისწული გერარი დერეფნის ბოლოს
კედელთან დაჯდა და მას მიეყრდნო, თვალებიდან ცრემლები ღვარაღვარა სდიოდნენ. ხელები
მოემუშტა, ისინი სულ გასწითლებოდნენ. მუშტები იმდენად ძლიერად შეეკრა,რომ ხელის
გულიდან წვეთ-წვეთად სისხლმაც იწყო დინება. სულ ცახცახებდა,მაგრამ ეს სიბრაზით იყო
გამოწვეული, თავისსა და ვივიენის შეხვედრები აგონდებოდა, მათი პირველი შეხვედრა,
პირველი კოცნა, პირველი ჩახუტება. კიდევ ერთხელ გაისმა კივილის ხმა, უფრო ძლიერად.
უფლისწულის ყურებმა გუგუნი დაიწყეს, გული ამოვარდნაზე ჰქონდა, მეტის გაძლება აღარ
შეეძლო, ვივიენის ტანჯვას ვეღარ მოუსმენდა. უეცრად გონებადაბინდული წამოხტა,
მხოლოდ ქალის აუტანელ ტკივილზე ფიქრობდა, მხოლოდ ის არსებობდა და მხოლოდ მას
ჰქონდა აზრი, სხვა დანარჩენი უბრალოდ უაზრობა იყო, სინამდვილის მიღმა დარჩენილი
სამყარო.
ფიზმანი დედასთან ერთად
ჩუმად მამის უკან იდგა და ეზოში გამართულ ცერემონიალს თვალს ვერ უსწორებდა.
თვალები დაეხუჭა,მაგრამ მათრახის თითოეულ მოქნევასა და ქალის განწირულ ყვირილზე
მთლიანი სხეულით ხტოდა,თითქოს მასში დენს ატარებენო, ტირილი უნდოდა, ყელში ბურთი
გასჩხეროდა,მაგრამ არაფრის გაკეთება არ შეეძლო, საკუთარ მამას ვერ მოკლავდა, სხვას
კი რას გააწყობდა, ის ხომ მეფე იყო. რაღაც უაზრობის წყალობით ნებისმიერი თავს
გაწირავდა მისთვის და წინ ვერავინ აღუდგებოდა მის სისასტიკესა და შეუბრალებლობას.
ერთადერთი,რომელსაც ეს შეეძლო კატერინა იყო,მაგრამ მასაც დაეკარგა ყოველივე
გავლენა საკუთარ ქმარზე, თვით ხელმწიფეზე. მას და გერარს ხშირად უსაუბრიათ და
უოცნებიათ კიდეც იმაზე,რომ არა სამეფო ოჯახში,არამედ ჩვეულებრივ ადამიანებად
დაბადებულიყვნენ, ეს ალბათ საკვირველი იქნება, განა ყველა ბავშვი უფლისწულობას არ
ოცნებობს, თავი რომ სამყაროს მეფეები ეგონოთ, მაგრამ ლარიუსის უფლისწულების
მდგომარეობა ასეთი სულაც არ იყო. აქამდე მხოლოდ ამაზე ფიქრობდა. ამ წამს, როდესაც
მეფის ზურგს ამოფარებული საბრალო ქალის განწირულ, სულის მომაკვდინებელ კივილსა და
ყვირილს ისმენდა კიდევ სხვა რამეზე დაფიქრდა, რა მოხდებოდა მონარქია რომ არ
არსებულიყო. ყველას ისე რომ ეცხოვრა,როგორც მოუნდებოდა, თავისუფლად. ყველა იმასთან
რომ ყოფილიყო, ვისთან ყოფნაც მოუნდებოდა. რა მოხდებოდა სიყვარულსა და ბედნიერებას
ბატონობასა და მბრძანებლობაზე დიდი გავლენა და ძალა რომ ჰქონოდა, ახლა მისი ძმა
ხომ თავის საყვარელ ქალთან იქნებოდა, ახლა თავად ამ აივანზე თავისი ძმის ჭეშმარიტი
სიყვარულის წამებას ხომ არ უყურებდა, მისი კივილის ნაცვლად მის სიცილს ხომ
მოისმენდა და თავადაც დატკბებოდა მათი ბედნიერებით. მამის, თუმცა ძალაუფლებისგან
გამოჭედილ ცხოველს მამა აღარ ერქმოდა, სიტყვები გაახსენდა. ახლა უფრო მეტად
შესძულდა სამეფო ტახტზე ჯდომა. არ უნდოდა ხალხი ემართა, არ უნდოდა ძალაუფლების
წყურვილისგან გადაგვარებულს საბრალო ადამიანების წამების განკარგულებები გაეცა, არ
უნდოდა მეფე ყოფილიყო. თავს იმდენად ძლიერად არ თვლიდა მონარქიაზე რომ გაემარჯვა.ისევ
ის რომ დარჩენილიყო, ვინც ადრე იყო. ეს ხომ მხოლოდ ცოტას შეუძლია, თითო-ოროლას
ძალუძს ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგაც შეინარჩუნოს მეობა, ეს მხოლოდ
ძლიერების ხვედრია. ისტორია კი მეფობის წარმატებას იმით განსაზღვრავს თუ რას
დატოვებ და რა შედეგს დადებ გარდაცვალების შემდეგ, ასე ხომ ისაა ძლიერი და
წარმატებული ვინც ბევრი დახოცა, ვინც ბევრი დაიპყრო, ბევრი ოჯახი გააუბედურა,
ბევრი ბავშვი დააობლა, ბევრი სისხლი დაღვარა, ის კი ვინც მეობა და პატიოსნება
დააყენა ყველაფერზე წინ, ღირსება და ადამიანობა შეინარჩუნა სუსტი გამოდგა. სწორედ
ამაზე ფიქრობდა ლარიუსის უფლისწული,როდესაც ჩოჩქოლის ხმა შემოესმა.
უფლისწულმა გერარმა სატახტო
დარბაზი სასწრაფოდ გაიარა. კარები ღია დაეტოვებინათ, წამებისა და ტკივილის ხმა
უფრო და უფრო ხმამაღლა მოისმოდა. უფლისწულმა ხმლის ტარზე წაივლო ხელი, გარეთ
გასვლა და ხმლის ამოღება ერთი იყო. გერარი მათრახიანი მცველისკენ გაქანდა, კაცმა
ვერაფრის გაკეთება ვეღარ მოასწრო, ისე მოჰკვეთა მარჯვენა ხელი უფლისწულმა და
მათრახი დააგდებინა. გერარი სისხლიან მათრახს ეძგერა, აიღო და მთელი ძალით მეორე
მცველს გაუქნა, კაცმა სახეზე ხელების
აფარება მოასწრო, მისი მაჯებიდანაც იფეთქა სისხლმა.
-შეიპყარით, ჩქარა!-იღრიალა რეგარ მეოთხემ. გერარისკენ ყველა მხრიდან
დაიძრნენ შეიარაღებული მცველები, რა თქმა უნდა ფრთხილობდნენ, ისინი უბრალო
დამნაშავის შეპყრობას ხომ არ აპირებდნენ, არამედ ის უფლისწული,მათი მომავალი მეფე
იყო. რეგარი გაშმაგებისგან ბრდღვინავდა.
-ყველაფერი კარგად იქნება,გესმის,ყველაფერი კარგად იქნება-გერარმა
ვივიენს ჩასჩურჩულა.ქალი მას მომაკვდავის თვალებით უყურებდა, ტუჩები
დასისხლიანებოდა, ლაღ და მშვენიერ სახეზე ტანჯვა და ტკვილი აღბეჭვდოდა. რაღაც
ამოილუღლუღა,მაგრამ გერარმა ვერაფერი გაიგო, ქალს ძალა აღარ შერჩენოდა, ვეღარც
ინძრეოდა, ღონემიხდილს ფეხზე მხოლოდ სხეულზე გადაჭერილი თოკები აყენებდნენ, თორემ
უთუოდ ძირს დავარდებოდა. გერარმა წამიერად თვალი მის აწითლებულ, გასისხლიანებულ
ზურგს მოჰკრა, ასეთი რამ არასდროს ენახა, ქალს მთელი ხორცი გადახსნოდა, სისხლი
ნიაღვარივით ჩქეფდა მათ შორის და ქვემოთ, მიწაზე იღვენთებოდა. ამან გერარი კიდევ
უფრო გაამძვინვარა, დანებების ნაცვლად თავად ეძგერა მცველებს, მარცხენა ხელით მათრახი
მოიქნია და მათ გადაარტყა, მერე ხმლით ეძგერა, ცდილობდა მათთვის სასიკვდილო
ჭრილობები არ მიეყენებინა. ამასობაში ეზოში თავად მეფეც გამოჩნდა. მასაც აღემართა
მახვილი.
-გერარ!- იღრიალა ხელმწიფემ. უფლისწული მაშინვე მისკენ შებრუნდა.
მცველებმა უკან დაიხიეს. გერარი გაშმაგებისგან ბრდღვინავდა,ნესტოები დაჰბერვოდა,
ხმალი ხელში ძლიერად ჩაებღუჯა.მამამ შვილისკენ სწრაფად გადმოდგა ნაბიჯები.
ამასობაში ფიზმანიც გარეთ გამოსულიყო. გერარმა ძმის გაფითრებული სახე დაინახა,უფლისწული
კუთხეში იდგა და თავს აქნევდა, ძმას ანიშნებდა დანებდი, ხმალი დააგდეო. რეგარმა
მისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა, ხმალი ააგდო და მარჯვენა ხელით ჰაერშივე
დაიჭირა, საბრძოლო პოზა მიიღო.
-კიდევ დიდხანს აპირებ ამ კონცერტის გაგრძელებას?- გერარმა ვივიენს
შეხედა, შემდეგ კი ძმას გაუსწორა თვალი. მის უკან აცრემლებული დედოფალიც შენიშნა.
იცოდა რაც მოუვიდოდა, მაგრამ ეს სულაც არ აშინებდა, იმაზე უფრო დარდობდა
ვივიენისთვის რამე არ დაეშავებინათ, უფრო ცუდი რა უნდა დამართოდა, მაგრამ უფლისწულს
მამის მრისხანების მაინც ეშინოდა. შიშობდა,რომ იგი მას საყვარელ ქალს სულიერადაც
წაართმევდა. დრო იყო მისთვის ეფიქრა, ვივიენის სასარგებლოდ მოქცეულიყო, სულელური
თავგანწირვა მას ვერაფერს არგებდა, ასე მას ვერ დაეხმარებოდა. გერარმა მამის
ფეხებთან ხმალი დააგდო, ღრმად ამოისუნთქა და გასწორდა.
-წამოიყვანეთ-ბრძანა მეფემ და სასახლეში შევიდა. ორი მცველი ყმაწვილს
მაშინვე ეძგერა, იგი სასახლისკენ წაიყვანეს. უფლისწული მათ არც შეწინააღმდეგებია,
წამიერად მისი თვალები ვივიენისას შეხვდნენ, ორივეს ერთი განცდა დაჰბატონებოდა და
კიდევ, იყო რაღაც, რაც თითქოს უფლისწულმა ამ წამიერი შეხედვისას დინახა. ეს ღიმილი
იყო, ტანჯვის მიღმა ამოფარებული ბედნიერი ღიმილი.
ერთი კვირა გასულიყო,რაც
უფლისწული გერარი სარკმლიდან შემოსული სხივით საზრდოობდა. ძველ, ჩამონგრეულ კედელს
ეკვროდა, საკუთარ ხელებს დასცქეროდა. ღელავდა,მაგრამ ჩადენილს მაინც არ ნანობდა,
არამედ ვივიენზე, ერთადერთ და ჭეშმარიტ სიყვარულზე დარდობდა. როგორ იყო, რა
აწუხებდა, რა სტკიოდა მხოლოდ ეს გამხდარიყო მისი ერთადერთი საფიქრალი. მასთან
არავის უშვებდნენ, მხოლოდ დედამ მოაკითხა რამდენიმე დღის უკან, ისიც ჩუმად, მეფეს
რომ ვერ გაეგო და მხოლოდ რამდენიმე წამი დაჰყო შვილთან, უთხრა ვეცდები ამ
ჯურღმულებიდან გამოგიყვანო და არაფერი მოგაკლოო. წარმოგიდგენიათ? ის უფლისწული
იყო,მაგრამ ვიღაც ავაზაკივით დილეგში ჩააგდეს. სიყვარულისა და ქალის დაცვისთვის კი
არა, არც იმისთვის მცველს ხელი რომ მოჰკვეთა, არამედ მხოლოდ იმის გამო,რომ მეფის
წინააღმდეგ წავიდა და მისი ბრძანების შესრულებას ხელი შეუშალა.
შორიდან კარების ღრჭიალის
ხმა გაისმა.შემდეგ ამას ნაბიჯებიც დაერთო, გვერდითა საკანზე ჩამოკიდული ჩირაღდნის
შუქს ჩრდილმა გადაუარა. გერარს თვალები დაეხუჭა,მაგრამ იგრძნო ვიღაც როგორ იდგა და
უმზერდა,ის მცველი ეგონა წყალი და საჭმელი რომ მოჰქონდა,მაგრამ სტუმარი რომ აღარ
წავიდა თვალები გაახელა და მას გახედა. მის წინ ფიზმანი იდგა,უფლისწულს საკმაოდ
სევდიანი გამომეტყველება დაჰკრავდა.
-შენ ხარ?-ჰკითხა გერარმა.
-მაპატიე,უფრო ადრე ვერ მოვედი, მამა სანადიროდ წავიდა და დრო ვიხელთე,
მანამდე გვერდიდან არ მიშორებდა, დღეს კი...
-როგორ არის?
-რა?
-ვივიენი, როგორ არის, ცოცხალია?-უფლისწულმა ძმას შეხედა,თითქოს მისი
თვალები იმედსა და ნუგეშისცემას ეძებდნენო.
-კი, ცოცხალია.
-მადლობა ღმერთს-მან შვებით ამოისუნთქა.ფიზმანი დაიხარა და ძირს დაჯდა,
ხელები რკინის გისოსებს ჩასჭიდა.-ის ადრე ასეთი არ იყო.
-ვისზე ამბობ?-ჰკითხა ფიზმანმა.
-მამა, ადრე კეთილი კაცი იყო.
-ადრე ის უკეთესი მეფეც იყო,გერარ.
-უკეთესი მეფე, და როგორია კარგი მეფე? არ შეიძლება ერთდროულად იყო
კარგი მეფე, კარგი ქმარი და კარგი მამა, ან ოჯახი ან სახელმწიფო.
-სახელმწიფოც ხომ ოჯახია?
-სახელმწიფოში არ შედის შვილი და ცოლი,სახელმწიფო ხალხია, უცხო
ხალხი,რომელთაც მართვა სჭირდება-ეს მამაჩვენის სიტყვებია ფიზმან და არა ჩემი.
მე რომ ტახტზე ავიდე... მე როგორი მეფე ვიქნები,მე ხომ არ ვარ სასტიკი
და შეუბრალებელი, არ ვარ მასავით ძლიერი.
-განა ესაა მთავარი, ძლიერებაში გამოიხატება კარგი მეფობა?იყო კარგი
მეფე არ ნიშნავს იყო ძლიერი ადამიანი.
-ასე ფიქრობ?
-ძლიერება ეს ყველას განსხვავებულად ესმის.
-და შენ როგორ გესმის,ფიზმან?-ფიზმანმა გაიღიმა.
-ის,რაც შენ გააკეთე, ამას მე ვერასდროს შევძლებდი.აი ესაა ჭეშმარიტი
ძალა, როდესაც საყვარელი ადამიანის დასაცავად არაფერზე იხევ უკან და იმას მაინც
აკეთებ, რასაც იცი,რომ ცუდი შედეგები მოჰყვება.
-მე ის ვერ დავიცავი,ფიზმან-გერარს ყელში ბურთი გაეჩხირა,უეცრად ზღვა
ემოციები მოაწვა,მაგრამ თავს ატირების უფლება არ მისცა.
-ასე არაა, ეს რომ არ გაგეკეთებინა, შეიძლება ახლა ცოცხალი აღარც
ყოფილიყო.
არსებობს მომენტი,როდესაც
უეცრად მოგონებები მოგაწვება და მეხსიერების უკიდეგანო ფსკერიდან მოულოდნელად
ზედაპირზე ამოგიტივტივდება, სწორედ ასეთი რამ დაემართა ფიზმანსაც. თითქოს ისევ იქ
იყო... იმ დღეს, ეზოში, გერარი სასახლეში შეათრიეს, მცველები დაშავებულ მეგობრებს
ეცნენ ექიმებთან წასაყვანად, შეშინებული მოსამსახურეები უმალვე სასახლის კუთხეებში
შეიმალნენ, თითქმის მთელი ეზო დაცარიელდა, მაგრამ ის მაინც სავსე ჩანდა, ისევ
იღვენთებოდა სისხლი მიწაზე, თითქოს ჰაერი ისევ გაჯერებულიყო ტკივილითა და
მწუხარებით, ისევ ისმოდა მათრახის გადაწვნისა და ყვირილის ხმა, ლითონის ლითონზე
დაჯახებისა და მეფის ნაბიჯებისგან შეძრული მიწის გმინვა. ხე ისევ უცვლელად იდგა და
ის, მისი აწ უკვე განუყოფელი ნაწილი, ვივიენი, ისიც იქ ეკიდა, მუხლებმოშვებული და
ხელებჩამოცვენილი, ეული, საბრალო,მაგრამ ამაყი, მან ხომ ბევრი შეძლო, თვით
მონარქიას აღუდგა წინ, სიყვარულით სცადა
ბატონობაზე ძლევა და ნაკაწრები,მაგრამ შეუხორცებელი ნაკაწრები მიაყენა მას, თუმცა
ის ერთია, ერთადერთი მანათობელი წერტილი მთელ უკუნეთში, ბრძოლისგან დასუსტებული და
დაუძლურებული, ეულად მყოფი და ტანჯული, წამებული იმ ვარდივით, ყველას მოხიბვლა და
გაბედნიერება რომ უნდა,მაგრამ გარს შემოხვეული ეკლები არავის აძლევს ამის
საშუალებას. უამრავი განცდით, აურით, სურნელითა და ფერით ავსებულიყო სასახლის ეზო.
ფიზმანი ვივიენისკენ დაიძრა.ჯიბიდან პატარა დანა ამოიღო და თოკები გადაჭრა.
ქალს ხელი სწრაფად შეუშვირა. სუსტი კვნესა გაისმა, დაკოდილ კანზე ხელის შეხებისგან
გამოწვეული კვნესა. ფიზმანმა ვივიენი მაშინვე ამოატრიალა და ხელებზე გულდაღმა დაწვინა,
ცდილობდა მისი დასახიჩრებული ზურგისთვის არ შეეხედა, თავს ადანაშაულებდა,მაგრამ რატომ? იქნებ
იმიტომ,რომ ამ ყველაფერს უყურებდა და მის შესაჩერებლად ვერაფერი გააკეთა, იქნებ
იმიტომ,რომ ის მაღალი ფენის წარმომადგენელი იყო და ვიღაც ვერასდროს გაუკეთებდა
მსგავს რამეს, ან იქნებ იმიტომ,რომ თავად იყო ამ ყველაფრის ნაწილი, ამ წყობილების
მამოძრავებელი და მომავლის კედელში ჩაშენებული დიდი აგური. სამზარეულოსკენ დაიძრა,
იქიდან სასახლის ექიმთან მოსახვედრი გზა იცოდა, არ უნდოდა სხვებს დაენახათ. სამზარეულოში რამდენიმე გოგონა შეხვდა.
-აქეთ მოიყვანეთ,თქვენო უმაღლესობავ-უთხრა
ერთ-ერთმა და ექიმის კაბინეტის კარი ფართოდ შეუღო. ფიზმანმა ვივიენი საწოლზე
დააწვინა, ახალგაზრდა ექიმმა კი მაშინვე მოძებნა შესაბამისი წამლები და მალამოები.
-გადარჩება?-ჰკითხა ფიზმანმა.
-მგონი კი-უპასუხა კაცმა და პირსახოცი
წყლიან თასში დაასველა.
ფიზმანი უკან იმავე გზით დაბრუნდა, სამზარეულოდან გამოსულს ეზოში დედა
დახვდა.
-ფიზმან-დაუძახა დედოფალმა, ისიც
მისკენ შებრუნდა-ვინ არის ეს გოგო?
-არავინ.-ქალი ვაჟს მიუახლოვდა.
-მე დედოფალი ვარ,მაგრამ პირველ რიგში
დედა, თქვენი, შენი და გერარის დედა ვარ-კატერინამ შვილს ლოყაზე
მიუალერსა-გატყობ,როდესაც მატყუებ, ორივეს გატყობთ.
-ის მეგობარია,დედა.
-მეგობარი?-კატერინა ვაჟს გამომცდელად
მიაშტერდა-ვისი მეგობარია,ფიზმან, შენი თუ გერარისი?-ყმაწვილი დადუმდა.-მითხარი.
-ჩემი,ჩემი მეგობარია.
-მაშინ გერარი რატომ გაიქცა მის
საშველად?
-იმიტომ,რომ...იმიტომ,რომ მე ეს ვერ
შევძელი.-ქალმა გაიღიმა.
-მიხარია, შენს ძმას რომ იცავ,ფიზმან,
ნამდვილი ძმები ასე უნდა იქცეოდნენ.
-ვერ ვხვდები რას გულისხმობ.
-როგორც გითხარი მე ვერ მომატყუებ-იგი
ისევ იღიმოდა-ახლა უკვე ყველაფერი გასაგებია, მას და გერარს ერთმანეთი უყვართ.
-დედა...-ფიზმანს დაბნეულობა დაეტყო.
-ნუ ღელავ, მამათქვენს არაფერს ვეტყვი,
ორივე ისედაც საკმაოდ დაიტანჯა,მეტს აღარ დავუმატებ.
-გმადლობ,დედა,-კატერინამ შვილს თავი
დაუქნია და გაშორდა. ფიზმანი კიდევ დიდხანს იდგა და ჯერ დედას, შემდეგ კი ეულად
მდგომ ხეს შესცქეროდა.
-გერარ, არის რაღაც რაც უნდა გითხრა-
ძმას მიუგო უფლისწულმა,როდესაც გამოფხიზლდა და მოგონებებიდან გამოერკვა.
-რა არის?
-დედა...მან იცის, მან ყველაფერი იცის.
-რა იცის, ფიზმან?-კარების ხმა გაისმა,
ფიზმანმა მისკენ გაიხედა და წამოდა.-ფიზმან,-გერარმა მას ხელი ჩაავლო-ფიზმან,რა
იცის დედამ?!
-მაპატიე,მე,მე უნდა წავიდე-უფლისწულმა
ხელი გაითავისუფლა და გასასვლელისკენ დაიძრა.
-ფიზმან! ფიზმან,რა იცის დედამ?! რა
იცის დედაჩვენმა?!-გერარის ყვირილი ძმას საპყრობილეების დატოვების შემდეგაც
ესმოდა, მეტიც ეს ხმა მას სატახტო დარბაზშიც კი გაჰყვა.
დილა იყო. გერარი ცივ იატაკზე იწვა,ეძინა. უეცრად ნჯღრევა იგრძნო და გამოფხიზლდა, ერთ-ერთი
მცველი ანჯღვევდა.
-ადექით,უფლისწულო, მეფემ თქვენი
გათავისუფლება გადაწყვიტა.- თვალები მოჭუტა, ხელით მოიფშვნიტა და წამოდგა.-გთხოვთ.
გერარი საკნიდან გავიდა,დერეფანი
გაიარა და კიბეებს აუყვა, როდესაც საპყრობილეებიდან ამოვიდა დედა დაინახა,
კატერინა მისკენ გამოემართა და შვილი გულში ჩაიკრა.
-მაპატიე,უფრო ადრე ვერ მოვახერხე შენი
გამოყვანა.
-არაფერია-უფლისწული დედას მიაჩერდა.
-ფიზმანმა გითხრა,არა?
-რა უნდა ეთქვა?
-იცი,რაც, მას არ უთქვამს,გერარ,თავად
მივხვდი.
-რაზე მელაპარაკები,დედა?
-მამაშენს უნდა შენი ნახვა, გარეთ
გელოდება.-კატერინამ ეზოსკენ ანიშნა-დაელაპარაკე, ჩვენს საუბარს შემდგომ
განვაგრძნობთ.
მამის ნახვა არ უნდოდა,მაგრამ იძულებული იყო
მასთან გასულიყო. სინათლემ თვალი მაინც მოსჭრა,მაგრამ უფლისწული ამას არ
შეუჩერებია, გზა გააგრძელა. რეგარი კლდის პირზე იდგა და ქვედა ქალაქს გადაჰყურებდა,
გერარის მოახლოება მაშინვე შენიშნა და მისკენ შემობრუნდა.
-როგორ ხარ?-უფლისწული დუმდა-კითხვა
დაგისვი,როგორ ხარ?!
-ეს მართლა გაინტერესებს?
-ისევ მცდი,გერარ?
-8 დღე დამნაშავესავით იმ ჯურღმულებში
მამყოფე!
-დამნაშავე ხარ! ჩემს საუკეთესო
მცველებს ხელები მოჰკვეთე და მუცლები გამოუფატრე,გაგიმართლა ცოცხალი რომ ხარ.
-ჩემს მოკვლასაც აპირებდი?
-გეყოს, როდის უნდა გაიზარდო, სულ
პატარა ბავშვივით იქცევი.-უფლისწულმა გაიცინა.-რა გაცინებს?!
-შენთვის მუდამ პატარა ვიქნები, მეც და
ფიზმანიც,ჩვენ...
-ფიზმანი გაიზარდა, გერარ, ის
ნამდვილად ჩემი შვილია, ღირსეული და შესაფერისი.
-შესაფერისი, შესაფერისი რისთვის,
მეფობისთვის?-რეგარი დადუმდა.-ყოველთვის ვიცოდი ის ჩემზე მეტად რომ
მოგწონდა,მაგრამ...არაფერი,დაივიწყე,უბრალოდ დაივიწყე.შეიძლება
წავიდე,მეფეო?-რეგარი ისევ დუმდა, უფლისწულმა ეს თანხმობის ნიშნად ჩათვალა და მამას
გაეცალა. სასახლეში დაბრუნდა. თავისი ოთახისკენ მიდიოდა,როდესაც გზად ფიზმანი
შეხვდა,ორივენი გაჩერდნენ, აშკარად ეტყობოდა ძმის ნახვას რომ არ ელოდა.
-გამოგიშვა?-ჰკითხა ფიზმანმა.
-კი.
-ძალიან მიხარია-გაიღიმა და ძმის
გადასახვევად გაემართა.გერარმა იგი შეაჩერა-რამე მოხდა,გერარ?
-დედას რა უთხარი?
-მეგონა დაგელაპარაკებოდა და ამას
თვითონ გეტყოდა.
-რა უთხარი,ფიზმან?!
-თავად მიხვდა.
-რას მიხვდა, ამოღერღე!-იყვირა
გერარმა.
-შენსა და ვივიენზე იცის.ეს ხომ
თავადაც იცოდი.-უფლისწულმა თავი გააქნია.
-ეს არ უნდა მომხდარიყო, ყველაფერი
დამთავრდა,ჯანდაბა!-იღრიალა და გამწარებულმა კედელს მუშტი მიარტყა.
-მამას არ ეტყვის.
-რა იცი, ეტყვის,ამაში დარწმუნებული
ვარ.
-არ ეტყვის გერარ.
-ჩემ დამშვიდებას ცდილობ?
-მან თავად მითხრა, დამპირდა,რომ
არაფერს იტყვის.დასვენება გჭირდება.
-შენ გარეშედაც ვიცი თავს როგორ უნდა
მივხედო,ფიზმან.-გერარი სწრაფი ნაბიჯებით გზას გაუდგა. ფიზმანმა ძმას კიდევ ერთხელ
შეხედა, ამოიოხრა და თავადაც გაუჩინარდა სასახლის დერეფანში.
ოთახში დაბრუნებული გერარი გაშმაგებისგან ბრდღვინავდა, ყველაფერი ერთიანად
დასტყომოდა თავს, ვივიენი ასე ეწამებინათ,
მამის ბრძანებით 8 დღე საპყრობილეში გაატარა, დედამისსაც ყველაფერი გაეგო, ახლაღა
შეიტყო,რომ მამამისს მეფედ ფიზმანი სურდა, თითქოს რაღაც შეცვლილიყო, საკუთარ ძმას
აღარ ენდობოდა, იქნებ მან უთხრა დედოფალს ყველაფერი და ამ ყველაფრით ქულებსაც იწერდა
მეფის თვალში, გერარს ყველაფერი აბნევდა. ახლა მხოლოდ ერთი რამ უნდოდა, ვივიენის
ნახვა და მისი მოფერება,მაგრამ მანამდე ჯერ აბაზანა უნდა მიეღო.
შუადღეს ექიმის ოთახთან მივიდა. ჩუმად შეიხედა, არავინ იყო და შიგნით
შევიდა. საწოლზე ვივიენი იწვა, ხელი შუბლზე დაადო,ცხელი ჰქონდა. ლოყები და ტუჩები
გასწითლებოდა, გერარი დაიხარა და შუბლზე ნაზად აკოცა.მისი ხელი თავისაში
მოიქცია.უეცრად ცრემლიც კი ჩამოუგორდა სახეზე.
-მაპატიე, ყველაფრისთვის ბოდიშს გიხდი,
ძალიან მიყვარხარ, უშენოდ ცხოვრება არ წარმომიდგენია, ყველაფრის აზრი შენ ხარ, იცი
რატომ მიყვარს პეპლები? იმიტომ,რომ შენ გიყვარს მათი ცქერა, როდესაც ამის გამო
შენს სახეზე ღიმილსა და სიხარულს ვხედავ მეც ბედნიერებით ვივსები. გპირდები
ყოველდღე მოვალ, არ მიგატოვებ,ვივიენ,მიყვარხარ,ძალიან,ძალიან მიყვარხარ-ხელით
ლოყაზე მოეფერა,შემდეგ კი აკოცა. წამოდგა. კარის სახელურს შეეხო და გააღო,
ოთახიდან გამოსულს ელდა ეცა.
-აქ მოსვლა სახიფათოა,გერარ.
-აქ რას აკეთებ?
-მის სანახავად ყოველდღე
მოვდივარ,მაინტერესებს მასში ასე რამ მოგხიბლა.
-ის... ის უბრალოდ გასაოცარია,ეს
საკმარისია?-ქალმა გაიღიმა.
-კი,საკმარისია.დღეს დიდუსი გვეწვევა.
-დიდუსი?
-ჰო,მნიშვნელოვანი და გავლენიანი
კაცია, მამაშენს მისი თანადგომა სჭირდება.თითქმის ექცეერის მთლიან პროვინციას
ფლობს, ქვეყნის მარცვლეულობის მესამედი მის საკუთრებაშია,რეგარს უნდა,რომ
შეხვედრის დროს მასთან ერთად იყოთ.
-გასაგებია,მას ხომ არაფერს ეტყვი?
-არა,გერარ, ნუ გეშინია,არაფერს
ვეტყვი, მე ხომ დედაშენი ვარ.
-ჰო,დედა,გმადლობ.-კატერინამ შვილს
გაუღიმა და გზა გააგრძელა, გერარი კიდევ დიდხანს ფიქრობდა ვივიენზე,მათი ერთად
გატარებული დრო ახსენდებოდა და სახეზე ღიმილი ეფინებოდა.
რეგარმა სტუმრის დასახვედრად ბრძანებების გაცემა და მომზადება თავის ცოლს
დაავალა, საღამოსთვის ყველაფერი წესრიგში იყო. სამეფო ოჯახი სატახტო დარბაზში
შეკრებილიყო როდესაც დიდუსი მობრძანდა. იგი ოთახში თავის ქალიშვილთან ერთად
შემოვიდა.მეფემ გერდენი თავად დაპატიჟა იმ იმედით,რომ თავის რომელიმე შვილს
გაურიგებდა,ამიტომ მათ დიდი სიხარულით შეეგება. ქალის დახვეწილობამ და სილამაზემ
ფიზმანი კიდევ ერთხელ დაატყვევა, იგი მას თვალს ვერც ვახშმისას აშორებდა, მისი
საუბარი, თითოეული სიტყვა თუ ფრაზა გონივრული და ჭკვინური იყო, ზედმეტს არაფერს
ამბობდა, არც იმ სულელ და გათამამებულ დიდებულებს ჰგავდა გამუდმებით რომ საუბრობენ
ხოლმე და არც თავის თავში ჩაკეტილ და სევდიან ქალს მოგაგონებდა სხვების წინაშე
თავდახრილი და ჩუმად რომ დგას ხოლმე. თითქოს არც ანაღვლებდა მეფის გვერდით რომ
მიირთმევდა ვახშამს. როცა მოსაღამოვდა და რეგარ მეოთხე დიდუსთან ერთად თავის
კაბინეტში ჩაიკეტა ფიზმანი გერდენის ძიებაში გარეთ გავიდა, მას თვალს არ
აშორებდა,მაგრამ ქალმა მისგან თავის დაღწევა მაინც მოახერხა, ამით კიდევ ერთხელ
გააოცა ლარიუსის უფლისწული.
ფიზმანი ბაღის ხეივანს
გაუყვა. მისი ბოლოდანაც დაინახა ტბის პირას მდგომი ქალის სილუეტი, მისკენ დაიძრა.
ქალმა ვიღაცის მოახლოება იგრძნო, თუმცა სანამ ყმაწვილი მის გვერდით არ
დადგა,მანამდე მისთვის ყურადღება არ მიუქცევია.
-აი,ისიც,დაკარგული უფლისწული.-ღიმილით თქვა გერდენმა. ფიზმანი წამით
დაიბნა, თუმცა ძნელი იყო გეთქვა ქალის მშვენიერმა ღიმილმა დააბნია და თუ მისმა რეპლიკამ.თვითონაც
გაუღიმა.
-დაკარგული უფლისწული, მგონი არსად დავკარგულვარ.
-იმ საღამოს, მეჯლისზე, როდესაც ის ლანგარი აიღეთ, შემდეგ სადღაც
გაუჩინარდით.-ფიზმანს ის ღამე გაახსენდა.
-ღმერთო, მაპატიეთ, გთხოვთ,ასე არ ვიქცევი ხოლმე, უბრალოდ რაღაც
გადაუდებელი საქმე გამომიჩნდა,მე...
-თავის მართლება საჭირო არ არის,თქვენ უფლისწული ხართ, ამით ყველაფერი
ნათქვამია.
-ვერ ვხვდები რისი თქმა გინდათ, მერე რა,რომ უფლისწული ვარ, მე თქვენ
ყოველგვარი გამართლებისა და ახსნის გარეშე მიგატოვეთ, თქვენ წინაშე დამნაშავე ვარ როგორც
კაცი და უფლისწულად ყოფნა ვერ გამამართლებს.-გერდენმა მას გაუღიმა.
-თქვენ სხვანაირი ხართ,სხვა უფლისწულებს არ ჰგავხართ.
-ბევრ უფლისწულს მიუტოვებიხართ ლანგრის ასაღებად?-ღიმილით უთხრა
ფიზმანმა, ქალს გაეცინა.
-არა, თქვენ პირველი ხართ.
-სხვათაშორის შემდეგ გეძებდით ბოდიშის მოსახდელად.
-მართლა?
-დიახ, მაგრამ ვერ გიპოვეთ. ისევე გაუჩინარდით,როგორც დღეს, ვახშმის
შემდეგ.
-მაგრამ ხომ მიპოვეთ.
-ეტყობა ძალიან მოვინდომე.-ღიმილით თქვა ფიზმანმა.სიომ დაუბერა.
-ლამაზი საღამოა-გერდენმა ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ახედა, ფიზმანმაც
იგივე გააკეთა.
-ნამდვილად, განსაკუთრებით კი თქვენ ხდით მას საუცხოოს, თქვენ გარეშე
არ იქნებოდა ისეთი ლამაზი,როგორიც არის.-ქალს გაეცინა-რამე სასაცილო
ვთქვი?-ფიზმანი დაიბნა.გერდენი მას გამომცდელად მიაცქერდა.
-შევცდი, სხვა უფლისწულებს მაინც ჰგავხართ.
-მართლა?
-დიახ.
-და რითი ვგავარ სხვა უფლისწულებს?
-გინდათ გოგონებს თავი მაღალფარდოვანი სიტყვებითა და რეგალიებით
მოაწონოთ.-ფიზმანს რაღაც გრძნობა დაეპატრონა, უეცრად გაიღიმა.
-გინდათ დაგიმტკიცოთ,რომ სხვა უფლისწულებს არ ვგავარ?
-ამას როგორ აპირებთ?-უფლისწულმა გაიღიმა. მოულოდნელად ტბისკენ გაიქცა
და შიგნით ჩახტა.-არა!- გერდენმა ხელი პირზე აიფარა.
-ღმერთო, რა ცივია-თქვა უფლისწულმა ამოყვინთვისას-აბა, მოვახერხე
თქვენი გაოცება, მგონი არცერთი უფლისწული არ გადახტეოდა გაყინულ ტბაში იმის
დასამტკიცებლად,რომ სხვა უფლისწულებს არ გავს, ამას თავისი ღირსება დაუშლიდა.
-ჩემი გაოცება ნამდვილად შეძელით-სიცილით თქვა გერდენმა-ამოდით,
გაცივდებით.- დაიხარა და ფიზმანს ხელი გაუწოდა. უფლისწულმა ქალს ხელი ძლიერად ჩასჭიდა,
გერდენმა მისი გამოქაჩვა სცადა,მაგრამ ფიზმანს ვერ მოერია და პირიქით თვითონ
ჩავარდა ტბაში.ჩავარდნისას შეჰკივლა,მაგრამ უფლისწულის შეშინებული და დაბნეული
სახის დანახვისას სიცილი დაიწყო.
-მაპატიეთ,მე...ამას არ ვგეგმავდი,გეფიცებით,ეს...
-ბოდიშების მოხდას მორჩით და აქედან ამომიყვანეთ, მართლა ძალიან
ცივია,თანაც აქ თქვენ გამო ვარ.
-დიახ, რა თქმა უნდა-უფლისწული მიწაზე აცოცდა და მერე გერდენსაც
დაეხმარა ამოსვლაში. ქალს მთელი კაბა დასველებოდა,რასთან ერთადაც საოცრად
დამძიმებულიყო.ფიზმანმა მას ხელი სტაცა.
-რას აკეთებთ?
-სწრაფად ვერ ივლით,გარდა ამისა არ მინდა გაცივდეთ, ამიტომ მე
წაგიყვანთ, აბა, მოხერხებულად ხართ?
-კი-ღიმილით უთხრა ქალმა და კისერზე ხელი შემოჰხვია.
-სამზარეულოს ბუხარი კარგად ათბობს, მოსამსახურეების მოწინააღმდეგე თუ
არ ხართ.
-არა, რა თქმა უნდა.
-ძალიან კარგი.-ფიზმანი სამზარეულოსკენ გაემართა. ორი სკამი მოატანინა
და ორივენი ბუხართან დასხდნენ, შეცივებულებმა ხელები ცეცხლს მიუფიცხეს.
-იმედია არ გავცივდებით.
-არა უშავს,კარგი ექიმი გვყავს-ორივეს გაეცინა.
-ეს რა სიგიჟე იყო, ასეთი რამ არასდროს გამიკეთებია.
-ჰო,მეც პირველად გადავხტი გაყინულ ტბაში.
-მართლა?
-დიახ,გაგიკვირდათ?
-ნამდვილად,რადგან ამ საქმეში დახელოვნებული ჩანდით.
-მე ფიზმანი მქვია.
-დიახ,ვიცი.
-თუმცა ერთმანეთი არასდროს გაგვიცნია, მხოლოდ მამათქვენმა
წარგვადგინა.
-მე გერდენი მქვია.
-სასიამოვნოა,გერდენ, თქვენ შესახებ მომიყევით.
-კარგი-თქვა და თხრობა დაიწყო. დაღამებამდე ბუხართან ისხდნენ,
ერთმანეთს ამბებს უყვებოდნენ და ბედნიერები ბევრს, ძალიან ბევრს იცინოდნენ.
2 ივლისის მშვენიერი დილა
გათენებულიყო. ზაფხულის დადგომა ყველაფერს დასტყობოდა. ხეები აყვავებულიყვნენ,
სასახლის მოლიც აბიბინებულიყო, არემარეს ჩიტების ჟღურტული ჰმატებდა გასაოცარ
ელფერს, თითქოს ნაზი სიოც სიცოცხლეს უბერავდა. დილითვე ანათებდა მცხუნვარე მზე,
თუმცა მანაც ვერ შეძლო ფიზმანის გაღვიძება, გადაღლილს ბალიშზე თავის დადებისთანავე
ჩაეძინა და ორ ივლისს უჩვეულოდ გვიან ადგა. სასახლის ეზოში გასულმა მისკენ
მომავალი მხედრები დაინახა. მან ისინი მაშინვე ამოიცნო, მეფე რეგარი და ბ-დიდუსი
ცხენებს მოაჭენებდნენ. მხევლებს კი ნანადირევი მოჰქონდათ. ცხენები შეაჩერეს და ჩამოქვეითდნენ.
უფლისწული მათ თავის დაკვრით მიესალმა,უეცრად მზერა ფანჩატურზე
გადაიტანა და სახეზე თბილი ღიმილი გამოესახა. დედოფალი კატერინა გერდენთან ერთად
ჩაის მიირთმევდა, საუბრობდნენ და გულიანადაც იღიმოდნენ. ძნელი იყო ვინმეს დედოფლის
სილამაზე დაეჩრდილა,მაგრამ მან ეს შეძლო, თავისი მოხდენილობით, მანერებით, გამომეტყველებით
გერდენი ბევრად აღემატებოდა კატერინას. განსაკუთრებით ფიზმანს მისი საოცარი ღიმილი
ხიბლავდა, მისი ხილვა აბედნიერებდა და არწმუნებდა იმაში,რომ ამ სამყაროში კარგი
ცუდზე მეტი და ძლიერი იყო, მშვენიერების ნახვა და მისით აღტაცება მთელი ცხოვრების
განვლილ ტანჯვასა და უსამართლობის განცდაზე მაღლა იდგა, უბრალო ღიმილი გამხდარიყო
სიცოცხლის მთავარი ღერძი და ერთადერთი მანათობელი წერტილი,რომლის სიკაშკაშეც
სხვებისთვის დამაბრმავებელი იყო, მხოლოდ უფლისწულს შეეძლო მასთან თვალის
გასწორება, თუმცა იგიც უძლური გამხდარიყო მის წინაშე. რეგარმა შვილის
გამომეტყველება მაშინვე შენიშნა და მანაც ჩაიღიმა, უნებურად დიდუსს გადახედა, ისიც
მსგავსად შესცქეროდა ახალგაზრდა უფლისწულს. შემდეგ ორივემ გერდენს შეხედა.
-უნდა ვაღიარო, ძალიან ლამაზი ასული გყავთ-მეგობარს ჩასჩურჩულა
რეგარმა, დიდუსმა კი მხოლოდ გაიღიმა და ცხენი მსახურებს გადასცა.
-მომიტევეთ, უნდა დაგტოვოთ-თქვა ფიზმანმა და ფანჩატურისკენ გაემართა.
მოახლოებულ უფლისწულს ორივე მანდილოსანმა მიაპყრო ყურადღება, გერდენს სახე უფრო
გაუნათდა, რა თქმა უნდა დედოფალს ეს არ გამოჰპარვია.
-დედა-ფიზმანი კატერინას მიესალმა,შემდეგ კი გერდენს დაუხარა თავი.
-ახლა შევამჩნია, ჩემი მეუღლე დაბრუნებულა, წავალ,შევხვდები-დედოფალი
წამოდგა და რეგარისკენ დაიძრა, სახეზე ეშმაკური ღიმილი დასთამაშებდა.
-შეიძლება ჩამოვჯდე?-ქალს ჰკითხა ფიზმანმა.
-დიახ, რა თქმა უნდა.-უფლისწული სკამზე დაჯდა.
-აბა, თავს როგორ გრძნობთ?
-გუშინდელი სიგიჟის შემდეგ?-ქალმა გაიცინა-მგონი კარგად,თქვენ?
-მეც, სხვათაშორის მე ძალაინ კარგი დრო გავატარე, თქვენთან საუბარი
ძალიან სასიამოვნოა.
-ჩემთვისაც-გერდენმა გაიღიმა,შემდეგ კი მოშორებით მდგარ მეფე-დედოფალსა
და მამას შეხედა, სამივენი მათ შესცქეროდნენ და ერთმანეთს რაღაცას
ეჩურჩულებოდნენ.-ასეთი შესამჩნევია?-ჰკითხა ფიზმანს.
-რა?-კითხვას კითხვითვე უპასუხა უფლისწულმა.
-მათ შეხედე-ყმაწვილმა მშობლებისკენ გაიხედა და ჩაიცინა-რა გაცინებს?
-მშობლებს ვერაფერს გამოაპარებ.
ერთმანეთს შესცქეროდნენ,
ორივეს ერთნაირი გამომეტყველება ჰქონდა, ბედნიერება და სიხარული აღბეჭვდოდათ
სახეზე, თვალები უბრწყინავდათ, ხელები ერთმანეთისთვის ჩაეჭიდათ, თითქოს დრო
შეჩერებულიყო, მხოლოდ ისინი და სხვა არაფერი.
-ძალიან მიხარია ერთმანეთს რომ შევხვდით-აღნიშნა ფიზმანმა.
-მეც.-მიუხედავად იმისა,რომ მისი ღიმილი ბევრჯერ ენახა მან მაინც
დაატყვევა ახალგაზრდა ჭაბუკი, ყოველ ჯერზე, როდესაც ამ მაგიური ღიმილის მომსწრე
ხდებოდა ფიზმანს გული უჩქარდებოდა, ჟრუანტელი უვლიდა, გერდენს კი ამის დანახვაზე
ეცინებოდა და უფლისწულს კიდევ უფრო თბილად უღიმოდა.
სასახლის ეზოში ვიღაცამ
ცხენი გიჟივით შემოაჭენა, ყველა მას მიაცქერდა. მხედარი სასწრაფოდ ჩამოხტა და
მეფისკენ გაექანა. ქედი მოიხარა და თქვა:
-მეფეო, ცუდი ამბები მაქვს, ვერდექსის შაჰმა ლარიუსში ილაშქრა,
სამხრეთ-აღმოსავლეთის მცირე ნაწილი ოკუპირებულია.
-რა?!-იღრიალა ლარიუსის ხელმწიფემ-როგორ გაბედა?!-სწრაფად
დამშვიდდა-დაწვრილებით მომიყევი.
-ღამით დაგვესხნენ
თავს, შემოტევას არც ველოდებოდით,გვეგონა ზავი ისევ მოქმედებდა, ყველაფერი
გავაკეთეთ ჩვენი ტერიტორიების დასაცავად, მაგრამ დიდი დანაკარგი იყო, იძულებულები ვიყავით უკან დაგვეხია. რამდენიმე სოფელი
დაარბიეს და...
-განაგრძე!
-მათ ოსუნი აიღეს.
-რა?!-რეგარის განრისხებას საზღვარი არ ჰქონდა.-ეს როგორ დაუშვით?!
-საკმარისი რაოდენობის მებრძოლები არ გვყავდა,ვერაფერს გავხდებოდით.
-რამდენი იყვნენ?
-7 000-ნი, მეფეო, ჩვენ სულ რაღაც 2 600 ვიყავით.
-კარგი, დაისვენე, კრებას მოვიწვევ, ლაშქარს შევკრებ და ყველაფრისთვის
პასუხს მოვსთხოვთ.
მეფე რეგარი სასახლეში
დაბრუნდა, სამეფო საბჭოს მოწვევის ბრძანება გასცა და ფიქრი დაიწყო.
-უნდა წავიდე-გერდენს უთხრა ფიზმანმა.ქალმა თავი დაუქნია და
სასახლემდე მზრუნველური მზერით მიაცილა.
ლარიუსის დიდებულებმა რეგარ
მეოთხის სასახლეში მალევე მოიყარეს თავი. სახეზე ყველას სევდა და დარდი
აღბეჭვდოდა. დიდებულები ხვდებოდნენ რომ მშვიდობის ხანა დასრულებულიყო, ომი უკვე
დაწყებულიყო და მტერი უნდა მოეგერიებინათ, მაგრამ შეძლებდა კი ლარიუსის სამეფო
ვერდექსის შაჰის დამარცხებას, საით გადაიხრებოდა აქამდე გაწონასწორებული სასწორი?
ყველა ფიქრობდა, ნატრობდა რა იქნებოდა სასწორი მუდამ გაწონასწორებულ მდგომარეობაში
რომ დარჩენილიყო,მაგრამ ეს ხომ ცხოვრებაა, ამბიციების, რისკებისა და მტაცებლობის
სამყაროა, სადაც სასწორი არასდროს დარჩება წონასწორობაში, ვიღაც ყოველთვის
მოინდომებს მის თავის სასარგებლოდ გადახრას, ამჯერადაც ასე მოხდა. ფარსინ შაჰმა
პირველობის დაუფლება მოინდომა და როგორც კი ლარიუსელებმა ყურადღება ცოტათი
მოადუნეს მანაც არ დააყოვნა და თავისი მმართველობის პერიოდში ოსუნში მესამედ
ილაშქრა. ფარსინი საკმაოდ მოხუცებული იყო, თუმცა მაინც ახალგაზრდა ჭაბუკივით შემოაჯდებოდა
თავის ბედაურს. ბრძოლის ველზე ხმალ აღმართული სრულიად სხვა პიროვნება ხდებოდა,
თითქოს მის სხეულს თავისივე ახალგაზრდა სული ეპატრონებოდა, თითოეული დაღვრილი
სისხლის წვეთი ერთი დღით აახალგაზრდავებდა. ვერდექსის ისტორიკოსი მას შინძუს
უწოდებდა(შინძუ- ვერდექსულ მითოლოგიაში არსებული ქმნილება,რომელიც ბრძოლისას
დაღუპულთა სულებს უკავშირდება და მათ ძალებს ეუფლება). შაჰის გამბედაობა და
შემართება ბრძოლის ველზე მეომრებს ორმაგად აგულიანებდა, მათ გამარჯვების ჯეროდათ,
იმიტომ,რომ თავად თავიანთი ლიდერის სწამდათ. ლარიუსის მემატიანეც არ მალავდა
აღფრთოვანებას ვერდექსის შაჰის მიმართ. იგი თავის ქრონიკებში წერს: „ჯოჯოხეთურ
ძალებს დაჰპატრონებუდა ფარსინ შაჰი, მისი ხმალი,რომლის შეკავებასაც კი ვერ
ახერხებდნენ გაუტეხელი ფოლადისა იყო,ბრძოლის ველის ღმერთიც კი გამხდარიყო, სანამ
თავად მეფე ნარსინი(რეგარ მეოთხის მამა)არ შეება და მიწაზე არ დასცა ვერდექსის
ბატონი“.
რეგარი ახალი გამეფებული
გახლდათ ფარსინმა მეორედ რომ ილაშქრა ლარიუსში. მძიმე ბრძოლები გადახდა ახალგაზრდა
ხელმწიფეს, მაგრამ სამთვიანი ომის შემდეგ როგორც იქნა კომპრომისზე წავიდნენ და
„ორთა ზავიც“ დადეს,მაგრამ სულელი და გულუპრყვილო უნდა ყოფილიყო კაცი ზავის
უსასრულოდ გაგრძელებისთვის რომ დაეჯერებინა. ეს მაინც მოხდა, შაჰმა ოსუნი კვლავ
აიღო, რის გამოც ლარიუსის მეფე მოსვენებას
ვერ ჰპოვებდა.სატახრო დარბაზში ზურგს უკან ხელებშეკრული ბოლთას ცემდა. მოულოდნელად
შედგა და პირველ ვაზირს მიმართა:
-რამდენი კაცის გაგზავნა შეგვიძლია?
-11 ათასის, ახალ სამხედრო რეფორმაზე ახლახანს დავიწყეთ მუშაობა.
-კარგი, საკმარისი უნდა იყოს.პირველად ოსუნს გავათავისუფლებთ, შემდეგ
დანარჩენ სოფლებს.
-ოსუნის ციხე ძალზედ სტრატეგიული ადგილია, გაგვიჭირდება მისი აღება.
-მათ ეს 7000 კაცით შეძლეს,ჩვენ კი მეტნი ვიქნებით,გაცილებით მეტნი!
ლაშქარს ვინ სარდლობდა?-მეფემ შიკრიკს ჰკითხა.
-ფარსინ შაჰი,თქვენო უმაღლესობავ,-რეგარი ჩაფიქრდა.
-ძალიან მოხუცი უნდა იყოს სამაგისოდ-აღნიშნა პირველმა ვაზირმა.
-დიახ,მაგრამ...
-რა მაგრამ?
-ბრძოლის ველზე საუკეთესო იყო, ათ მეომარს ერთდროულად უმკლავდებოდა,
ის რომ არა ალბათ ვერც მოგვერეოდნენ.
-შეუძლებელია!-იღრიალა რეგარმა და სამეფო ტახტის სახელურს ხელი
ძლიერად დაარტყა.ნესტოები დაჰბერვოდა და სიბრაზისაგან სუნთქვაც გახშირებოდა.
-ლაშქარი მზადაა-თქვა ვაზირმა-თქვენს ბრძანებაზე დავიძვრებით.
-კარგი-რეგარმა ღრმად ამოისუნთქა და ცოტა დამშვიდდა-ლაშქარს ჩემი
ვაჟები გაუძღვებიან.
-რა?-სახეზე ყველას გაოცება აღებეჭდა.
-ეს ბრძანებაა,მეფის ბრძანება!-იღრიალა ხელმწიფემ.
-მაპატიეთ,მაგრამ ეს მნიშვნელოვანი ომია, სამეფოს ბედი წყდება და
უგუნურებად მიმაჩნია იქ გამოუცდელი უფლისწულების გაგზავნა.
მეფეს ძარღვები დაეჭიმა.
ვაზირს მიჰვარდა, საყელოში წვდა და კედელს მიანარცხა. კაცმა მეფის მრისხანე მზერას
ვერ გაუძლო და თვალები დახარა.რეგარმა მას ხელი გაუშვა.
-ისინი,ისინი არიან თქვენი უფლისწულები, მოვა დრო და ერთ-ერთი მათგანი
ჩემ ადგილს დაიკავებს,მეფე გახდება,თქვენი მეფე! მე მჯერა მათი, საკმარისზე მეტი
იციან და დაამტკიცებენ,რომ ყველანი ცდებით, დაამტკიცებენ,რომ ღირსეულნი არიან იმიტომ,რომ
ისინი ჩემი, მეფე რეგარ მეოთხის ვაჟები არიან!- მეფემ თითი საკუთარ მკერდზე მიიდო-
მათ შენც გაჰყვები-კედელთან ატუზულ ვაზირს მიუგო-რათა საკუთარი თვალით ნახო თუ ვინ
არიან და რა შეუძლიათ მეფე რეგარ მეოთხის შვილებს.
ფიზმანმა ძმას შიშნარევი
მზერით გადახედა. გერარმა ამოიოხრა.
-ეს უნდა გავაკეთოთ,სხვა გზა არ გავქვს, დაე უფალი იყოს ჩვენი
მფარველი.
-დაე უფალი იყოს ჩვენი მფარველი-გაიმეორა უფლისწულმა და ძმასთან ერთად
მოსამზადებლად წავიდა.
შეშინებული ალაგებდა
ლარიუსის უმცროსი უფლისწული საკუთარ ნივთებს. თავის ოჯახზე,დედასა და მომავალზე
ფიქრობდა. შეიძლებოდა ყველაფერი გამქრალიყო, უბრალოდ თვალის დახამხამებაში
ყველაფერი შორეულ მოგონებებად ქცეულიყო და მთელი ეს გრძნობები, სიყვარული,სითბო,
ალერსი უბრალოდ უფლისწულის სულთან ერთად სადღაც გამქრალიყო. ცდილობდა თავი
შეეკავებინა და გრძნობებისთვის გასაქანი არ მიეცა,მაგრამ ყველაფერი რთულად იყო,
უნდოდა ცუდზე არ ეფიქრა,მაგრამ სწორედ რომ მხოლოდ ცუდზე უწევდა ფიქრი. ასეთია
კაცის გონება. დედას ნაჩუქარ მოსასხამს ხელი შეახო, აიღო და გულში ჩაიკრა. საწოლზე
ჩამოჯდა, ბარხატის ნაჭერი დაცემულმა წვეთმა თითქოს სიცოცხლით აავსო, უფლისწული ჩუმად,მაგრამ
მაინც ტიროდა.უეცრად კარები გაიღო, სასოწარკვეთილმა კარებისკენ გაიხედა. ოთახში
აცრემლებული კატერინა შემოსულიყო.
-ჩემო ბიჭო-თქვა და შვილს მიჰვარდა, ფიზმანი დედას ძლიერად მოეხვია.არ
უნდოდა მისთვის ხელი გაეშვა, არ სურდა დედა მოეცილებინა,რადგან შეიძლებოდა ეს
საბოლოო განშორება ყოფილიყო. კატერინა ვაჟს სახეში შეაცქერდა, ხელით ლოყაზე
მიუალერსა.
-ყველაფერი კარგად იქნება,დედა,ვიცი,რომ ყველაფერი კარგად იქნება, მე
შენ არასდროს მიგატოვებ.- ქალმა ვაჟს გაუღიმა.
-ვიცი, ვიცი-უთხრა და შვილი ისევ ჩაიკრა გულში, შემდეგ ფიზმანს
ცრემლები მოსწმინდა-უბრალოდ თავს გაუფრთხილდი, კარგი?
-კი,დედა, არ გიღალატებ.
-შენს ძმას ხომ მიხედავ?-ფიზმანმა თავი დაუქნია.
-რა თქმა უნდა, გპირდები.-კატერინამ ვაჟს შუბლზე ნაზად აკოცა.
-წასვლის დროა-თქვა ფიზმანმა.
-მოუთმენლად დაგელოდებით, სულ თქვენთან ვიქნები, ეს გახსოვდეთ.
-მაგას რა დაგვავიწყებს,დედა.
-ძალიან მიყვარხართ.
-მეც,მეც და გერარსაც,ორივეს ძალიან გვიყვარხარ,დედა. ჯერ არსად
წასვლას არ ვაპირებთ, კიდევ მრავალი ბედნიერი წუთი დაუწერია ჩვენთვის
განგებას,რომელიც ჯერ არ გვქონია, მაგრამ გვექნება, მომავალში გვექნება.-კატერინამ
ვაჟს თავი დაუქნია.
სასახლის ეზოში გასასვლელი
გზა ეშაფოტამდე მიმავალ გზას ჰგავდა. თითოეული ნაბიჯი წარსულის ტკბილი მოგონების
გასაღები გამხდარიყო. დედასთან ხელჩაჭიდებული ფიზმანი სწორედ რომ მოგონებებით
აღვსილი მიუყვებოდა სასახლის პირქუშ,მაგრამ ამასთანავე ბრწყინვალე დერეფნებს. ამ
დროს გერარი ექიმის ოთახში საყვარელი
ქალის წინაშე ჩამუხლულიყო, ხელებში ვივიენის ხელი მოექცია, მის ნატანჯ,მაგრამ
მაინც უმშვენიერეს სახეს შესცქეროდა. ხელზე აკოცა. თავი დაადო, მანაც ვერ შეძლო
ემოციებისა და გრძნობების შეკავება. უფლისწულის ცრემლებმა ვივიენის ხელი
დაასველეს. გერარმა ქალს ხელი შუბლზე გადაუსვა.
-ვიცი დაგპირდი,რომ ყოველდღე მოგაკითხავდი,ასეც იქნება, ფიქრებით
ყოველთვის აქ ვიქნები,შენ გვერდით, შენ წინაშე დაჩოქილი, ყოველდღე მეჭირება შენი
ხელი, ყოველდღე გაკოცებ და დავტკბები შენი მზერით, შენი არსებობით, უბრალოდ...ზოგჯერ
იქმნება გარემოებები,რომლებიც მთელი სიმძიმით გამსხვრევს თავზე გეგმებსა და
იდეებს, რომლებიც მტრობენ სიყვარულს, მაგრამ ჩვენი გრძნობა ხომ სიყვარულზე მეტია,
მე ვერაფერი შემაჩერებს, მთელ ვერდექს გადავბუგავ და შენ მაინც დაგიბრუნდები.
უბრალოდ დამპირდი,რომ შენც არ დამივიწყებ, დამელოდები და შენც იბრძოლებ. ვერ
გადავიტან რამე რომ დაგემართოს, ძალიან,ძალიან მიყვარხარ,ვივიენ.-თვალებამღვრეულმა
ქალს შუბლზე ნაზად აკოცა და წამოიმართა. ოთახიდან გასვლის წინ კიდევ შეხედა
საყვარელ ქალს, შემდეგ ღრმად ამოისუნთქა, ცრემლები შეიშრო და სასახლის ეზოსკენ
დაიძრა სწორედ მაშინ,როდესაც უფლისწულის რჩეულს ლამაზი სიზმარი დაესიზმრა, თუმცა
ნანახმა ცოტა შეაშინა კიდეც, თითქოს თავისი მიჯნური ემშვიდობებოდა, საბრძოლველად მიდიოდა
და მასაც ბრძოლას სთხოვდა. სიზმარი თითქოს ცხადს ჰგავდა, მაგრამ ცხადი ვერ
იქნებოდა, ცნობისმიყვარეობისა და ინტერესის ძალამ ქალს თვალი გაახელინა, გონს
მოიყვანა, ვივიენი მართალი აღმოჩნდა, ეს უთუოდ სიზმარი იყო,რადგან იგი ექიმის კაბინეტში
მარტო იწვა, სრულიად მარტო.
უკვე ყველანაირი სამზადისი
დასრულებულიყო, მხოლოდ უფლისწული გერარის მოსვლას ელოდნენ. ყველა ღელავდა,
დიდებულებსაც სასახლის ეზოში მოეყარათ თავი. პირველი ვაზირი უკანასკნელ დეტალებს
მეფესთან ათანხმებდა.
-ლაშქარი დესენში გველოდება,კაპიტანი რეისის ხალხი კი პერიანში
შემოგვიერთდება.ასეთ მოკლე დროში ისიც მიკვირს ამდენი ხალხი რომ შევკრიბეთ.
-ვერ დავიცდიდით, დრო არ არის.-თანხმობის ნიშნად ვაზირმა მეფეს თავი
დაუქნია.
ფიზმანი ძმის მოლოდინში
განმარტოებით იდგა და დაუნდობელ აწმყოზე ფიქრობდა. იგი ქალის ნაცნობმა ხმამ
გამოარკვია, ეს გერდენი იყო.
-გავიგე რაც მოხდა.
-ჩემს ქვეყანას ვჭირდები-გაიღიმა უფლისწულმა.
-თავს გაუფრთხილდი.
-აუცილებლად, დამპირდი,რომ შენც მიხედავ საკუთარ თავს.
-კი, გპირდები-ქალმა კაცს
გაუღიმა.-აი, ჩემს სამახსოვროდ ეს წაიღე-მან ფიზმანს თეთრი ამოქარგული ნაჭერი
მიაწოდა.
-ძალიან ლამაზია,შენი ნახელავია?
-კი.
-არ მოვიხსნი-ნაჭერი მაჯაზე დაიხვია.
-ფიზმან-უფლისწულს თავისი სახელი მოესმა, გერარი დაბრუნებულიყო.
-უნდა წავიდე.-გერდენმა კაცს თავი დაუქნია.ფიზმანი ძალდატანებით გაშორდა
ქალს.
უფლისწული გერარი დედასთან
ერთად იდგა, მას ემშვიდობებოდა.
-ერთი რამ მინდა გთხოვო-უთხრა ვაჟმა.
-არ იღელვო, მასზე მე ვიზრუნებ, შენ კი შენს ძმას მიხედე.
-აუცილებლად, გმადლობ დედა.-ქალი შვილს გადაეხვია, შემდეგ კი
ფიზმანსაც გამოემშვიდობა და ორივე უფლისწული ეტლში ჩაჯდა. რეგარმა ვაჟებს
წარმატება უსურვა და ლარიუსის სასახლიდან თავის დაკვრით გააცილა. უფლისწულების
ეტლი მალევე გაუჩინარდა.
დესენთან ისინი ლარიუსის
ლაშქარს დაეწივნენ, ბრძოლის სტრატეგია შეიმუშავეს და ოსუნისკენ აიღეს გეზი.
კაპიტანი რეისი კი თავის ხალხთან ერთად დაპირებისამებრ პერიანში იცდიდა. ერთი დღე
გაუჩერებლივ მიდიოდნენ. 3 ივლისის ღამეს უკვე ოსუნთან დაბანაკებულიყვნენ.
უზარმაზარი კარვები და ბარაკები აღემართათ. მეომრები კოცონს მისხდომოდნენ, მაგრამ
არც ჩვეული ბრძოლის წინარე ხალისითა და შემართებით განწყობილიყვნენ, რადგან
ჯარისკაცს ყოველთვის უნდა ჰქონდეს თავისი ლიდერის იმედი, გამარჯვებას მეთაური
განაპირობებს,მათ კი ახალგაზრდა უფლისწულების არ ჯეროდათ, ამის თქმას ხმამაღლა
ვერავინ ბედავდა,მაგრამ მხოლოდ ეს აზრი უტრიალებდათ მებრძოლებს თავში.
უფლისწულები თავიანთ შტაბში
იმყოფებოდნენ. მათთან ერთად კარავში ლარიუსის პირველ ვაზირს, რეისსა და რამდენიმე
გამორჩეულ მეომარს მოეყარა თავი, იქვე იდგა ოსუნში მომსახურე მებრძოლიც.
-ვითარება მოგვახსენეთ- გერარმა მას მიმართა.
-ეს ოსუნის ციხეა-კაცმა ლარიუსის უზარმაზარ რუკაზე გამოსახულ შენობას
თითი დაადო.-ვერდექსელები აი აქედან-ისევ თითით მიანიშნა-ჩუპას ხეობიდან მოვიდნენ,
წარმოუდგენელიც კი შეძლეს, ვერასდროს ვიფიქრებდით ჩუპას მხრიდან თუ შეგვიტევდნენ.
გამაგრება ვცადეთ,მაგრამ ციხე ალყაში მოაქციეს, კატაპულტებით შემოგვიტიეს, კოშკის
სახურავზე მოთავსებული წყლის ცისტერნა გაანადგურეს, შემდეგ კი ცეცხლმოკიდებული,
აალებული ლოდებით შემოგვიტიეს. ციხის კარიბჭეს ცეცხლი მოედო, ჩასაქრობად საკმარისი
წყალი აღარ გვქონდა, გვეგონა გავუძლებდით სანამ დახმარება მოვიდოდა,მაგრამ ყველი
მხრიდან მოიტანეს იერიში. ციხესიმაგრეში სულ რაღაც 130 კაცი ვიმყოფებოდით, კარიბჭე
შემოანგრიეს, არავის ინდობდნენ, რამდენიმემ ძლივს მოვახერხეთ იქიდან გამოღწევა.
-ამ ადგილს ჩვენზე უკეთ იცნობთ, როგორ ფიქრობთ, უფრო უკეთესი საიდან
იქნება შეტევა?
-7000 კაცით გამაგრებულ ციხეს ვერ ავიღებთ, მხოლოდ ხალხს დავკარგავთ.
-აბა რას გვთავაზობთ?
-ჯერ სოფლები გავათავისუფლოთ, ვაიძულოთ უკან დაიხიონ, შემოვლითი გზით
საზღვარს ჩავკეტავთ, ერთადერთი თავშესაფარი ოსუნის ციხე იქნება, იქ გამოვკეტავთ.
-მარაგის რაოდენობა დიდია?
-აუცილებლად შეავსებდნენ, მაგრამ თუ მათ რაოდენობას გავითვალისწინებთ
ალბათ მხოლოდ რამდენიმე კვირა ეყოფათ.
-რას ფიქრობ?-გერარმა ძმას ჰკითხა.ფიზზმანი ჩაფიქრებულიყო.
-ციხეზე შეტევა სისულელე იქნება, ალბათ სწორედ ამას მოელის ფარსინ
შაჰიც,თუ ახლა გაგვიმკლავდება უთუოდ დიდ ლაშქარს გამოგზავნის და არც იქნება
გასაკვირი მთელი ლარიუსი რომ დაარბიოს,მაგრამ ჩვენც არ გვექნება საკმარისი მარაგი.
საზღვრის ჩაკეტვა კარგს არაფერს მოგვიტანს,შეიძლება თავად ჩვენ აღმოვჩნდეთ ალყაში.
-თუ ისინი ვერდექსთან კავშირს დაკარგავენ...-თქვა მებრძოლმა.
-არ დაკარგავენ, კომუნიკაციის მრავალი საშუალება არსებობს, ვერ
გავრისკავთ.
-ფიზმანს ვეთანხმები-აღნიშნა გერარმა.
-ციხეში შესვლის რამე საიდუმლო გზა არ არსებობს?-იკითხა კაპიტანმა
რეისმა.
-კი, არის ერთი,მაგრამ ძალზედ სახიფათოა, იქ მთელი ლაშქარი ვერც
გაივლის.
-მთელი ლაშქრის წასვლა არცაა საჭირო, საუკეთესო ხუთი კაცი,
დაელოდებიან და როცა დრო მოვა კარებს გაგვიღებენ.
-ამას როგორ აპირებთ?-საუბარში ჩაერთო პირველი ვაზირი.
-სოფლების გათავისუფლებით მხოლოდ ყურადღებას მივიქცევთ, თავს
მოულოდნელად და რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავესხათ,მაგრამ ხუთი რჩეული მებრძოლი
მათსავით უნდა გამოიყურებოდეს ზედმეტი ყურადღება რომ არ მიიქციონ, ბრძოლიდ დროს კი
ნაკლებად სავარაუდოა სახეებზე იცნონ.მოკლედ,-განაგრძო კაპიტანმა-დღეს მე და
რამდენიმე ჩემი კაცი სოფელში წავალთ და მათ ტანისამოსს დავისაკუთრებთ, ღამით ხუთი
კაცი ციხისკენ აიღებს გეზს, დილით კი უკვე ჩვენც შევუტევთ და როდესაც არეულობა
დაიწყება ჭიშკარიც გაიხსნება.
-ძალიან დიდი რისკია.
-უკეთესი აზრი თუ გაქვთ სიამოვნებით მოგისმენთ,მაგრამ დრო არ ითმენს.
ან ახლა, ან არასდროს, უფლისწულებო, თქვენი გადასაწყვეტია.
-მე თანახმა ვარ-თქვა გერარმა.
-მეც-ძმას დაეთანხმა ფიზმანი.
-ჩემს ბიჭებს შევკრებ, ფატუს, რომელი სოფელია ყველაზე ახლოს?
-გარდუნი, ალბათ მხოლოდ 10-20 კაცი თუ იდარაჯებს.
-ძალიან კარგი, ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ, მხოლოდ ათ კაცს წავიყვან,
ზედმეტი ყურადღების მიქცევა არ მინდა.
-მეც წამოვალ-თქვა გერარმა.
-დიდი პატივია,უფლისწულო,მალე გავალთ.
რეისმა უფლისწულებს თავი
დაუკრა და კარვიდან გავიდა. მას სხვებმაც მიჰბაძეს. შტაბში მხოლოდ ფიზმანი და
გერარი დარჩნენ.
-რას ფიქრობ ამ ყველაფერზე?-ძმას ჰკითხა ფიზმანმა.
-ახლა მხოლოდ ვივიენზე ვფიქრობ, ამიტომ მივდივარ რეისთან ერთად, იქნებ
სხვა რამეზე მაინც გადავიტანო ყურადღება.
-მასზე დედა იზრუნვებს.
-ვიცი, ეს ცოტათი მაინც მიმშვიდებს გულს.
-დამარცხების უფლება არ გვაქვს, ამ ბრძოლაში უნდა გავიმარჯვოთ.
-გავიმარჯვებთ,ძმაო, ერთად ყველაფერს შევძლებთ.-გერარმა ფიზმანს ხელი
მხარზე დაადო და კარვიდან ისიც გავიდა.
კაპიტანი რეისი უფლისწულს
ბანაკის დასაწყისში თავის ხალხთან ერთად უცდიდა. ისინი ერთმანეთს თავის დაკვრით
მიესალმნენ.გერარი თავის ბედაურზე შეჯდა და უმალვე გარდუნისკენ აიღეს გეზი. ირგვლივ
ძალიან ბნელოდა,თუმცაღა მხედრებმა სიბნელეს თვალი მალევე შეაჩვიეს, გზას მხოლოდ
სავსე მთვარე უნათებდათ. სწრაფად მიაქროლებდნენ საკუთარ ცხენებს, მიწაზე ნალების
ნაკვალევს ტოვებდნენ,ისმოდა პატარა ტოტების მტვრევის ხმაც, რომელსაც ბანს ჭოტი
აძლევდა. ყველას თავისი მიზანი ჰქონდა, მეომრებს ფული და სახელი აინტერესებდათ,
კაპიტან რეისს დაწინაურება,ტიტულის მიღება და მაღალ საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრება,
გერარი კი გარდუნში ვივიენს ხედავდა. თვალწინ ედგა ქალი,რომლის ღიმილიც უფლისწულის
სიხარულის დასაბამი,ხოლო რომლის ცრემლებიც სიხარულის დასასრული გამხდარიყო.
გარდუნი არცთუ ისე შორს
მდებარეობდა, პატარა სოფელი გახლდათ. ჩირაღდნები აენთოთ. შემოვლაზე მყოფი რამდენიმე
ვერდექსელი უმალვე დაინახეს. კაპიტანმა თავის ხალხს ჩამოქვეითება უბრძანა. ცხენები
იქვე ხეებზე მიაბეს, ხმლებს ხელი წაავლეს და დახრილები ნელ-ნელა მიიპარნენ სოფლის
შესასვლელთან. რეისმა სწრაფად გადაირბინა და ერთ-ერთ შენობას ამოეფარა. ვერდექსის
მეომარი მაშინვე შემობრუნდა.
-რა მოხდა?-ჰკითხა მეგობარმა.
-ვერაფერი გაიგე?
-არა, რამე მოგესმა?-კაცმა დაბნეულმა მოათვალიერაა გარემო.
-თითქოს...არაფერია,ეტყობა მომეჩვენა.
გზა გააგრძელეს და თავიანთ
საუბრის თემასაც დაუბრუნდნენ.კაპიტანმა ხმალი იშიშვლა და სწრაფად გამოვარდა
სამალავიდან. ერთ-ერთ მათგანს ეცა, ხმლის ამოღებაც ვერ მოასწრო. მეორემ ხელი
ქამარში გაყრილი საყვირისკენ წაიღო,მაგრამ მისი სხეული უფლისწულის ხმალმა გაკვეთა
და ისიც მოწყვეტით დავარდა ძირს.
-მგონი ცოტა მოსასხამი გაგეჭრათ,თქვენო უმაღლესობავ,მაგრამ არა უშავს,მაინც
გამოდგება-აღნიშნა კაპიტანმა.
სოფელში უფრო ღრმად შევიდნენ.
ჩუმად დაესხნენ რამდენიმე ვერდექსელს და მათი აღკაზმულობაც მიისაკუთრეს. გვამები
გადამალეს და ასე ხელდამშვენებულები დაბრუნდნენ ბანაკში. ძალიან ჩქარობდნენ,
რადგან შეიძლებოდა ვინმეს მათი ბანაკი დაენახა და მოულოდნელობის ეფექტსაც
დაკარგავდნენ. ბანაკში დაბრუნებულებმა ხალხი შეკრიბეს, ლარიუსელთა წინაშე მათი
უფლისწულები წარსდგენ, მებრძოლებს სიტყვით ფიზმანმა მიმართა:
-თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან ძნელია აქ დგომა, გლოვა და მოგონება
მათი,ვინც ვერდექსელთა წინააღმდეგ ბრძოლაში გმირულად დაეცა, ჩვენი ბრძოლა მათ
ეძღვნება და ჩვენი გამარჯვებაც მათ მიეძღვნება. ბრძოლის ველზე თითოეული თქვენგანი
საკუთარი თავის ხელმწიფეა, არ იფიქროთ,რომ ფარსინ შაჰი რამით თქვენზე მაღლა დგას,
რომ ის თქვენზე ძლიერია, ერთადერთი რითიც ჩვენ ყველას გვჯობნის ეს თავდაჯერებულობა
და საკუთარი თავის, საკუთარი შესაძლებლობების რწმენაა. ვერდექსელებს თავიანთი
ლიდერის სწამთ, თუ ის დაეცემა ყველა დაეცემა,მაგრამ ეს არ არის მართალი, ჩვენთან
ასე არ ხდებოდა და არც მოხდება. ვიცი,გეშინიათ, ვიცი,ფიქრობთ,რომ ეს ჩვენთვის
ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და ამას თავს ვერ გავართმევთ,მაგრამ ცდებით. ასაკს
არ აქვს მნიშვნელობა, ვიზუალი არაფერს ამბობს, მთავარია გონება, სადაც მიზანი
წარმოიშვება და თუ მიზანია არის გამარჯვებაც, ჩვენ კი გვაქვს მიზანი, დაღუპულთა
სახელების არ დავიწყება, მათთვის პატივის მიგება, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს
თავისუფლება, მაგრამ ჩემთვის ეს მიზანი გაცილებით მეტია, მინდა მთელ მსოფლიოს
დავუმტკიცო,რომ ღირსი ვარ მერქვას ლარიუსის,თქვენი უფლისწული და ყველაფერს
გავაკეთებ ამ მიზნის მისაღწევად! მაგრამ ყველა ლიდერს, ყველა ადამიანს სჭირდება
გალავანი, მტკიცე და ურყევი კედელი, რომელიც განაპირობებს პიროვნების ძლიერებას,
თითოეული ჩვენგანი ამ კედლის მშენებელია, კედლის,რომელსაც ერთი აგური აკლია და ეს
აგური დღეს ფარსინ შაჰის ხელშია. ჩემი მიზანია,ჩვენი მიზანია დავიბრუნოთ წართმეული
აგური და შევადოთ ის იმ კედელს,რომელიც ლარიუსის სამეფოს,ჩვენი ოჯახები,ჩვენი
ძმების,დების,მშობლებისა და შვილების გალავანი გახდება. ამას მე და ჩემი ძმა მარტო
ვერ შევძლებთ, ეს ერთად უნდა გავაკეთოთ, ამისთვის კი მხოლოდ ერთ რამეს გთხოვთ,
ირწმუნეთ საკუთარი თავის და საკუთარი შესაძლებლობების, რადგან მე მჯერა თქვენი!
ლაშქარმა ყიჟინა დასცა.
-ვიბრძოლოთ მომავლისათვის!-დაიყვირა უფლისწულმა. მისი სიტყვები ყველამ
აიტაცა.
-ყოჩაღ ძმაო, გენიალური იყავი- ღიმილით გადაუჩურჩულა გერარმა.
-გმადლობ-ფიზმანმა ძმას თავი დაუქნია,შემდეგ კი ხმამაღლა
თქვა:-კაპიტანო რეის,გთხოვთ,გაგვაცნოთ თქვენი გეგმა.-კაცმა ფიზმანს თავი დაუკრა და
წინ გამოვიდა.
-იმისთვის,რომ ნანატრი გამარჯვება რეალობად ვაქციოთ და საბოლოოდ
განვდევნოთ მტერი ჩვენი სამეფოდან მჭირდება ხუთი მამაცი, ღირსეული და თავდადებული
ვაჟკაცი, რომლებიც შეიპარებიან ოსუნის ციხეში და ჩვენს ნიშანზე შიგნიდან გახსნიან
კარიბჭეს.- სამარისებული სიჩუმე ჩამოწვა. ყველა შიშმა აიტანა, ყველამ გააცნობიერა
მოსალოდნელი სიკვდილის საფრთხე.
-მე წავალ-ხმამაღლა თქვა ფატუსმა-ციხეს ყველაზე კარგად ვიცნობ, მიწისქვეშა
საიდუმლო გვირაბებიც კარგად ვიცი.
-კიდევ არიან მსურველები?
-მე, მეც წავალ-რამდენიმე წამის შემდეგ თქვა ერთ-ერთმა ლარიუსელმა.
-მეც.
-მეც წავყვები.
-კარგი, კიდევ ერთი კაცი გვჭირდება, ეს გამარჯვება ამაზეა
დამოკიდებული.
-მე, მე ვიქნები ეს პიროვნება-მოულოდნელად განაცხადა ფიზმანმა.
-ფიზმან-დაიჩურჩულა გერარმა, მზერა ყველამ უფლისწულს მიაპყრო.
-როგორ ვთხოვო სხვებს თავგანწირვა თუ მე,მათი უფლისწული არ მივცემ მათ
ამის მაგალითს.
-ეს ძალზედ სახიფათოა, ამას ვერ დავუშვებთ- უფლისწულს შეეწინააღმდეგა
პირველი ვაზირი.
-უკვე გადავწყვიტე, მეც მივდივარ. ორ საათში გავალთ-თქვა და უფლისწული
საკუთარი კარვისკენ დაიძრა.
ძმას გერარი დაედევნა. იგი
ფიზმანთან შევიდა.
-სულ გაგიჟდი?! - საყვედურით მიუგო ახალგაზრდა უფლისწულს.
-ეს უნდა გავაკეთო.
-დედას დავპირდი,რომ შენზე ვიზრუნვებდი, ამას ვერ დავუშვებ, იქ ვერ
გაგზავნი,ფიზმან.
-ეს ჩემი არჩევანია,ძმაო, მეც დავპირდი დედას,რომ შენზე ვიზრუნვებდი,
რამე რომ მოხდეს და კარიბჭე რომ ვერ გახსნან ყველაფერი წყალში ჩაიყრება, ომს
წავაგებთ და შეიძლება ჩვენც ვეღარ დავბრუნდეთ სახლში. იქ უნდა ვიყო, უნდა დავრწმუნდე,რომ
ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა და რომ ბრძოლის ველზე სასიკვდილოდ განწირული არ
დარჩები.
-არა,ფიზმან,ვერ ხვდები.
-ყველაფერს კარგად ვხვდები,გერარ-ფიზმანმა ძმას გაუღიმა.
-არასწორად იქცევი, ჯერ ვივიენი, ახლა შენ, კიდევ რამდენი ადამიანი
უნდა დადგეს საფრთხის ქვეშ?
-ადრე ხომ გავიმარჯვეთ, ახლაც გავიმარჯვებთ.
-მაშინ ბაბუაჩვენი სარდლობდა ლაშქარს, მეორეჯერ კი რეინის მეფე
იბრძოდა ჩვენ გვერდით.
-ჰო, მეფე არსინი, ბუნდოვნად მახსოვს,მაშინ პატარა ვიყავი.
-მახსოვს მამამ წამიყვანა მასთან ბავშვობაში, უზარმაზარი სასახლე
ჰქონდა, განსაკუთრებით კი მისი ქალიშვილი მომეწონა-ორივეს გაეცინა-ერთად
ვთამაშობდით, დავრბოდით, მალე დავმეგობრდით.
-მისი სახელი გახსოვს?
-რა თქმა უნდა, ვიენი, მას ვიენი ჰქვია,ძალიან ლამაზი იყო.
-ალბათ ახლაც ლამაზია.
-არ ვიცი,შეიძლება.
-ჩემი ხომ გჯერა?
-რა თქმა უნდა,ფიზმან, ყველაზე მეტად ამ ცხოვრებაში შენ გენდობი.
-ჰოდა ახლაც მენდე, კარიბჭეს გაგიხსნით, ყველაფერი კარგად იქნება, აი
ნახავ, გავა დრო და ამ ამბავს სიცილით მოვიგონებთ.
-ყველაზე მეტად სწორედ მაგის მეშინია.
-რას იზამ, ყველას რაღაცის ეშინია,ასეთია ცხოვრება.თანაც მე ჯერ
სიკვდილს არ ვაპირებ-ფიზმანმა გაიღიმა.
-აჰ, ის გოგო, გერდენი ჰქვია,არა?
-კი,გერდენი ჰქვია-უფლისწულმა ხელზე დახვეულ ნაჭერს დახედა-ხომ
ლამაზია?
-კი,ძალიან.
-და როგორი ღიმილი აქვს, როგორი საუცხოო მზერა, როგორი თვალები.
-მგონი ახლა ერთი და იმავე გრძნობით
ვიტანჯებით,ძმაო,გრძნობით,რომელსაც სიყვარული ჰქვია.
-როგორც ჩანს,ასეა.
-ბუკს ჩავბერავთ, ეს იქნება ჩვენი ნიშანი,სანამ მის ხმას არ გაიგებ
სამალავიდან არ გამოხვიდეთ.
-კარგი.ვივიენთან იყავი,როგორ არის?
-არ ვიცი-გერარი კიდევ უფრო დაღონდა- ისევ უგონოდ იყო. ვერ წარმოიდგენ
რა ძნელია მის ამ მდგომარეობაში ხილვა,როდესაც შურისძიებაც კი არ შეგიძლია ამის
გამკეთებლისთვის.-ფიზმანმა ძმას თავი დაუქნია.
ვითარება რეგარ მეოთხის სასახლეშიც
დაძაბულიყო, დედოფალი ქმარს ჩადენილის გამო ხმას არ სცემდა, კატერინას ბრაზი ახრჩობდა.
დიდ დროს მარტო, თავის ოთახში შვილებზე ფიქრში ატარებდა, ვივიენსაც ნახულობდა
ხოლმე. ექიმმა უთხრა,რომ ქალის მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო და გონსაც
მოსულიყო,მაგრამ კატერინას მისვლის დროს სულ ეძინა ხოლმე.ქმარს თითქმის ვერც
ხედავდა, ცდილობდა მისგან თავი შორს დაეჭირა. ახლაც თავის ოთახში სვარძელში იჯდა.
მუხლებზე გადაშლილი წიგნი დაედო,თუმცაღა დასევდიანებული გულს ვერ უდებდა. სწორედ
ამ დროს კარზე კაკუნი გაისმა და ოთახში მეფე რეგარი შემოვიდა. კატერინამ ქმარს
ცივად გახედა და მზერა ისევ წიგნზე გადაიტანა.
-რით დავიმსახურე თქვენი ასეთი გაბრაზება,დედოფალო?-ცინიკურად ჰკითხა
ქმარმა.
-მშვენივრად იცი რაც გააკეთე.
-და რა გავაკეთე? ის,რომ მინდა ღირსეული შვილები აღვზარდო.
-შენ ჩემი შვილები სასიკვდილოდ გაგზავნე,ჩემი შვილები!
-ისინი ჩემი ვაჟებიც არიან,ტახტის,სამეფოს მემკვიდრეები, აბა რა უნდა
მექნა, უნდა დავლოდებოდი როდის მოსწყდებოდნენ დედის კალთას? მინდა ნამდვილ კაცებად
ვაქციო, უკვე მათ ჩემეულად აღვზრდი!
-და ეს რას ნიშნავს,მაგით რისი თქმა გინდა?
-პატარა გოგოებივით როგორ მეხვეწებოდნენ შეჩერებას იმ ძუკნას
დასჯისას, ეს კაცს არ შეშვენის, ასე უფლისწულები არ იქცევიან!
-მართალი ხარ, ასე მხოლოდ ლაჩარი მონსტრები იქცევიან-კატერინამ პირში
გამოსცრა, განრისხებულმა რეგარმა ცოლს სილა გააწნა. ქალმა ხელი სახეზე აიფარა,
მაგრამ ამას ის არ შეუშინებია-ძნელია არა სიმართლის მოსმენა? იქ ისინი იმიტომ გაგზავნე,რომ
თავად შეგეშინდა ფარსინ შაჰის პირისპირ დადგომა,მისთვის თვალის გასწორება და
მასთან შებმა, როგორი მეფე იქცევა ასე, როგორი მამა იმეტებს და გზავნის თავის
შვილებს სასიკვდილოდ?! მძულხარ, ვერ გიტან, მეზიზღები ისეთი,როგორიც ახლა ხარ,
როგორადაც იქეცი!
-გეყოფა კატერინა,ჩემ მოთმინებას ნუ ცდი!
-რას მიზამ, საბრალო გოგოსავით მეც გამამათრახებ? შენი არ
მეშინია,რეგარ, პირიქით მეცოდები,ძალიან მეცოდები.- კაცი ცოლს ეცა და სავარძლიდან
წამოაგდო, თითებით ნიკაპზე მოუჭირა.
-მეორედ ჩემთან ასე ლაპარაკს გაბედავ და რაც მოგივა შენ თავს
დააბრალებ-კაცმა ქალს ხელი ჰკრა და ისიც მოწყვეტით ჩაეშვა სავარძელში. რეგარი
სწრაფი ნაბიჯით გავარდა კარებისკენ და მთელი ძალით მოიჯახუნა, რამაც დედოფალი
შეაკრთო. ხელები ერთმანეთს მოუჭირა,მაგრამ მაინც ერთიანად ცახცახებდა.ამდენი წლის
შემდეგ პირველად იგრძნო თავისი ქმრის,ძალაუფლებისგან გამოჭედილი ტირანის შიში.
გათენებამდე რამდენიმე
საათით ადრე ლარიუსელთა ბანაკიდან ხუთი ადამიანი სიბნელეში შეუმჩნევლად გაიპარა.
ნახევარი გზა ცხენებით იარეს, შემდეგ კი ჩამოქვეითდნენ და გზა ისე განაგრძეს. ქარი
ქროდა, ციოდა. ისედაც შიშისგან აკანკალებულები კიდევ უფრო აცახცახდნენ. სიცივის
მიუხედავად ხელები გაოფლიანებოდათ. ქარი მათ საწინააღმდეგოდ ქროდა,თითქოს
თვითმკვლელი მისიისკენ მიმავალთა შეჩერება სურდა, მაგრამ არც შიშს, არც ქარსა და
არც სიცივეს არ ძალუძდა გულანთებული ვაჟკაცების დაოკება და შეჩერება. ხმას არავინ
იღებდა, ყველა საკუთარ ოჯახსა და კერაზე ფიქრობდა, სიჩუმე ისედაც საშიშ ღამეს
კიდევ უფრო საზარელს ხდიდა. თითოეულმა მათგანმა იცოდა,რომ შიშისთვის მათზე
გაბატონების ნება არ უნდა მიეცათ,მაგრამ ეს შეუძლებელი იყო. გულში იმეორებდნენ,რომ
სიკვდილზე არ ეფიქრათ, მაგრამ მაინც ამაზე დარდობდნენ. ფატუსმა უფლისწულს
გადახედა,ფიზმანმა თანამებრძოლს თბილად გაუღიმა, თუმცაღა თითქოსდა ბედნიერი
ღიმილის მიღმა გულჩათხრობილი და დამწუხრებული სული იმალებოდა. ფიზმანს მამის
სიტყვები მოაგონდა:
-რამდენიმე დიდებულს ვესაუბრე, მხარს შენ გიჭერენ...ფიზმან,მისმინე.
მინდა,რომ ჩემი ადგილი შენ დაიკავო...ეს დიდებულებსაც უნდათ, ისტორიამ
გვაჩვენა,რომ არ აქვს მნიშვნელობა პირველი ვინ დაიბადება. - თავი გააქნია,თითქოს
ამით არასასურველ ფიქრებს გაფანტავდა, ღრმად ჩაისუნთქა და ცხენს დეზი უფრო ძლიერად
შემოჰკრა.
რამდენიმე საათში,როდესაც
მწვანე ველები გაიარეს ჰორიზონტზე ამობურცული გორაკები გამოჩნდა. ღამით ისინი
უზარმაზარ აზვირთულ ტალღებს მოგაგონებდნენ, ერთ-ერთ მათგანზე კი ამაყად
წამოჭიმულიყო მედიდური, უხსოვარი დროის, ლარიუსის სიძლიერის სიმბოლო, უზარმაზარი
ოსუნის ციხესიმაგრე, რომელიც მთვარესაც კი ჩრდილავდა და ამის ფონზე მეტად კუშტად
და საზარლად გამოიყურებოდა.
ფატუსმა ცხენი შეაჩერა.
სხვებმაც იგივე გააკეთეს. მეომრები ჩამოქვეითდნენ და ცხენები ხეებზე მიაბეს.
-აღმოსავლეთით უნდა წავიდეთ, რთული გზაა, ზემოთ კლდეებში გვირაბში
შესასვლელია.
-გაგვიძეხი-უთხრა ფიზმანმა.
ისინი აღმართს აუყვნენ.
მალე ტყე გახშირდა, უფრო და უფრო ხშირად ხვდებოდათ მიწიდან ამოჩრილი უზარმაზარი
ფესვები, შიგადაშიგ ხეებსაც ეჭიდებოდნენ რომ არ დაცურებულიყვნენ. მიწა ბუნებრივი
კლდეებით შეიცვალა, ასაცოცებლად გამოშვერილ ადგილებს ძლივძლივობით ებღაუჭებოდნენ,
მათ გულებში აგიზგიზებული ცეცხლი და უზომო პასუხისმგებლობა არ აძლევდათ დანებების
საშუალებას.
გამოქვაბულში შესასვლელი
საგულდაგულოდ გადაემალათ უზარმაზარი ფოთლებისა და ტოტების მიღმა. რკინის კარებზე
ბერკეტი დაეყენებინათ, ხუთივემ ერთიანი ძალებით ცადეს მისი გადაწევა. ძალიან ძნელი იყო მრავალი
წლის გამოუყენებელი კარების გაღება,თუმცაღა ეს მაინც შეძლეს. ჩირაღდნები აანთეს და
აბლაბუდებითა და ტარაკნებით სავსე გვირაბში შევიდნენ. თითოეულ დერეფანს მინიმუმ
სამი სხვა დერეფანი უერთდებოდა, ასე სპეციალურად გაეკეთებინათ სტუმრებს თავგზა რომ
აჰბნევოდათ. საბედნიეროდ ფატუსმა გზა კარგად იცოდა, დაუფიქრებლად გადადიოდა ერთი
დერეფნიდან მეორეში.
-ეს გვირაბი ოდესმე დასრულდება?-შესვენებისას იკითხა ერთ-ერთმა
ლარიუსელმა.
-ცოტა დაგვრჩა-უპასუხა ფატუსმა.
-ნეტავ ახლა რა დროა?
-ნუ ღელავთ, უფლისწულო, დროზე მივალთ.
-გეგმა როგორია?
-მოვიცდით. ფატუს, გვირაბი სად მთავრდება?-ჰკითხა ფიზმანმა.
-შიგნით ციხეში არ შედის, ეზოში, დასავლეთის კედელთან ამოდის,
ამოსასვლელი ქვიშითაა დაფარული, მაგრამ მისი მოშორება არ უნდა გაგვიჭირდეს.
-კარიბჭეს როგორ გავაღებთ?
-მასზე მოთავსებული ბერკეტების საშუალებით.
-ზუსტად უნდა ვიცოდე ამოსასვლელიდან რა მიმართულებით იქნება.
ფატუსმა ხმალი ამოიღო და
თანამებრძოლებს მისი მეშვეობით ერთგვარი სქემა დაუხაზა,რის შემდეგაც გზა
განაგრძეს. რამდენიმე წუთში ოსუნის მცველი შეჩერდა.
-რა მოხდა?-ჰკითხა ფიზმანმა.
-მოვედით, ციხის შიგნით ვართ, ჩვენს ზემოთ უკვე ოსუნის ეზოა.
უფლისწულმა ზემოთ აიხედა და
პატარა,ოთკუთხედი კარები დაინახა.
-ესაა ასასვლელი?-ფატუსმა თავი დაუქნია. ფიზმანმა მას ყური მიადო და
უცხო ენაზე მოსაუბრეთა ხმაც გაიგონა.თავი დააქნია.
-ახლა რა იქნება?-იკითხა ვიღაცამ.
-ახლა დაველოდებით, ბუკის ხმას დაველოდებით.
ფიზმანისა და მისი მხევლების
წასვლიდან რამდენიმე საათში ლარიუსელთა ლაშქარიც დაიძრა,რომელსაც სათავეში
უფლისწული გერარი ედგა.მას გვერდით კაპიტანი რეისი და პირველი ვაზირი
მოჰყვებოდნენ. მზე ამოდიოდა ჰორიზონტზე ოსუნის ციხე რომ გამოჩნდა.
-უთუოდ შეგვნიშნავენ, სწრაფად უნდა შევუტიოთ-უფლისწულს ურჩია რეისმა.
-მეგონა აისამდე რამდენიმე საათი ისევ გვქონდა.
-დიდი ლაშქარია, სწრაფად ვერ ვივლიდით, არცერთი წუთის დაკარგვა არ
შეიძლება.
-კარგი, ლარიუსელნო,მომყევით!-დაიყვირა უფლისწულმა და ცხენს მათრახი
ძლიერად შემოჰკრა.
სწრაფად მომავალი მტერი
ვერდექსელებმა საგუშაგოდან მალევე შენიშნეს, ყვირილი ატყდა. დაძინებულ მებრძოლებს
აღვიძებდნენ და თავდასაცავად ემზადებოდნენ. კაკუნი გაისმა ფარსინ შაჰის კარზეც.
-მტერმა შეტევა გადაწყვიტა, აქ არიან,თქვენო უმაღლესობავ.-ვერდექსის
შაჰი მაშინვე წამოხტა, სწრაფად შეიმოსა და ხმალი აღმართა. უმალვე გარეთ გავარდა.
-ჩქარა, მეისრენი!-იყვირა და თავადაც საგუშაგოსკენ დაიძრა.
-მგონი დაიწყო-თქვა მიყურადებულმა ფიზმანმა.
ლარიუსელთა არმიის
მრავალრიცხოვნობა ფარსინმა საკუთარი თვალით იხილა.
-ბევრნი არიან, მაგრამ გავუმკლავდებით, მთავარია შიგნით არ შემოაღწიონ.
-მათი მეფე აქ არ არის,ხომ მართალია,თქვენო უმაღლესობავ?-შაჰს ჰკითხა
ერთ-ერთმა ვერდექსელმა.
-არა, მხდალმა პირისპირ შერკინება ვერ გაბედა, საინტერესოა, ვინ
სარდლობს არმიას.
უფლისწული გერარის თვალებმა პირველად იხილეს ფარსინ შაჰი, ასაკოვანი,
აბურდული თმითა და გრძელი, მოუვლელი წვერის, დანაოჭებული სახის მქონე პიროვნება.
თითქოს გერარს იმედები გაუცრუვდა, თუმცა ამავედროს გულში უხაროდა კიდეც,რომ მისი
მოწინააღმდეგე უბრალო მოხუცი იყო და არა ის დევგმირი,როგორადაც ვერდექსის შაჰს
აღწერდნენ ხოლმე.
-ჩქარა, მეისრენი!-ლარიუსელთა პირველი რიგებიდან მშვილდები აღმართეს
და ოსუნის ციხის საგუშაგოსკენ ისროლეს. შაჰი გაიწია და ისარი აიცილა.
-ცეცხლი!-ბრძანა მან.
-ფარები!-დაიყვირა გერარმა.
ცხენებიდან ჩამოქვეითდნენ,
ერთად შეჯგუფდნენ და თავზემოთ გრძელი ფარები აღმართეს, მაგრამ რამდენიმე ისარმა
მაინც მოასწრო ლარიუსელთა სხეულების გაკვეთა. გეზი პირდაპირ კარიბჭისკენ აიღეს და
მისი დაზიანება ხმლებით ცადეს,მაგრამ უშედეგოდ.
-მგონი დროა ბუკს ჩავბეროთ!-გერარს დაუყვირა რეისმა,რომლის ფარსაც
რაღაც მაგარი დაეცა და ამის გამო შეიკურთხა კიდეც.
-ჯერ არა, შეამჩნევენ. - უეცრად ზემოდან უზარმაზარი ლოდი ჩამოვარდა და
ერთ-ერთი მეომარი მთლიანად გაჭყლიტა.
-ჯანდაბა, ვერ გავუძლებთ! ვიცი ის თქვენი ძმაა,მაგრამ ეს თქვენი
ხალხია! ახლა ან არასდროს,უფლისწულო!
გერარმა თავი ხელში აიყვანა,
ხელი ქამარში გაყრილ ბუკს მოჰკიდა და პირთან მიიტანა. პირველ ვაზირს შეხედა,ბასუსმა
თავის დაქნევით უპასუხა. უკან დასახევი გზა არ იყო, არემარე ბუკის გამაყრუებელმა
ხმამ მოიცვა.
-არის,ნიშანია!-დაიყვირა ფატუსმა და ხელი კარების საკეტისკენ
წაიღო,სანამ გადაატრიალებდა ფიზმანს ჩახედა თვალებში, უფლისწულმა თავი დაუქნია.
-დიდი პატივია თქვენ გვერდით ბრძოლა,მეგობრებო-მიუგო მებრძოლებს, ამ
დროს თავზე ქვიშა დაეყარათ, ფატუსმა კარები გამოაღო და ზემოთ პირველი აძვრა.
შემდეგ ფიზმანმა ცადა აძრომა, მაგრამ მას ამის ნება არ მისცეს.
-თქვენ ბოლო ახვალთ,თქვენო უმაღლესობავ,თუ ჩვენ ჩავფლავდებით...
-ყველაფერი კარგად იქნება.-უფლისწულს თავი დაუქნიეს და სინათლეში
გაუჩინარდნენ. როდესაც ბოლო მათგანიც აძვრა უფლისწულმა ღრმად ჩაისუნთქა და თავადაც
აზიდა სხეული. სინათლემ თვალი მოსჭრა. ის იყო სახე უნდა დაეჩრდილა,რომ ფატუსის
გვამს მოჰკრა თვალი, ის რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით უსულდგმულოდ ეგდო მიწაზე. არემარე
სწრაფად მოათვალიერა. ვერდექსელები ლოდებს ეზიდებოდნენ, ზოგი ისრებს უკიდებდა
ცეცხლს, ყველა აქეთ-იქით დარბოდა, თითქოს ფიზმანს ვერავინ ამჩნევდა. უეცრად
კარიბჭეს მოჰკრა თვალი, მისკენ ერთ-ერთი თანამებრძოლი მირბოდა,მან ერთ-ერთ ვერდექსელს
ხმალი შიგ გულში გაუყარა გზის გასათავისუფლებად,მაგრამ სანამ ნაბიჯს გადადგამდა
მასაც ზურგში ატაკეს ბასრი ფოლადი. ის იყო უნდა დაეყვირა შიგნით შემოაღწიესო რომ
მორიგმა ლარიუსელმა მოჰკვეთა თავი, მუცელს ხელით იჭერდა, პირიდან სისხლი
გადმოსდიოდა.
-უფლისწულო...-ამოილუღლუღა და ძირს მოწყვეტით დავარდა. ფიზმანს გული
აჩქარებოდა, თითქოს სუნთქვაც კი შეეკრა,ხმლის ტარზე ხელი მაგრად წაივლო და
კარიბჭისკენ გაექანა. თითქოს მხოლოდ ჭიშკარს ხედავდა, ყურები დაგუბებოდა, იგრძნო
როგორ გაჰკრა მხარი რამდენიმე ვერდექსელს, თუმცაღა არეულობის წყალობით ამაზე
არავინ გამოჰკიდებია. ცოტაც, სულ ცოტაც, ხელები მომუშტა,შემდეგ გაშალა, ისევ
მომუშტა და ისევ გაშალა,გასაოცარი ძალა შეიგრძნო, თითქოს ახლა ის დაუფლებოდა რაღაც
წარმოუდგენელ, არაამქვეყნიურ ძალებს. დაუფიქრებლად ბერკეტს ეცა და სწრაფად
გამოსწია, გაისმა ხახუნის მჭრელი ხმა.
-კარიბჭე!-იღრიალა ვიღაცამ. ფიზმანმა კარები გამოქაჩა. ფარსინ შაჰმა
მაშინვე ჭიშკრისკენ გაიხედა, ნამდვილ შეშლილს ჰგავდა, თვალები ჩასისხლიანებოდა,
ნესტოები დაჰბერვოდა და შუბლზე ძარღვი დასჭიმვოდა. იქვე აყუდებულ შუბს მოჰკრა
თვალი და უმალვე ხელში აიღო.კარების გაღების ხმა გაისმა. ღრიჭოში ლარიუსელთა
სახეები გამოჩნდა, ფიზმანი ძმას ეძებდა. სწორედ ამ დროს ფარსინმა შუბი გასტყორცნა.
გერარი წინ გამოვარდა.
-ფიზმან!-ძმას დაუყვირა.ფიზმანს სახეზე ღიმილი გამოესახა. შემდეგ კი თითქოს
უფლისწული შეკრთა,მუხლებზე დაეცა.-ფიზმან!- სასოწარკვეთით დაიყვირა გერარმა და
ძმას მივარდა.
-უფლისწულები დაიცავით!-გაისმა პირველი ვაზირის ხმა.
ფიზმანი ძმის მკლავებში აღმოჩნდა, პირიდან სისხლი წამოუვიდა და მის
ნიკაპზე ჩამოიჟონა.
-ფიზმან, არა,ფიზმან, არ მოკვდე, არ დამტოვო, ძმაო...-ატირებულმა უფლისწულმა
ძმა გულში ჩაიკრა, მას თვალებში ჩახედა. ყველაზე საშინელი ეს მზერა იყო, ფიზმანის
შეშინებული მზერა, მას თვალებში შიში ჩასდგომოდა, სიკვდილისა და საყვარელი
ადამიანების დაკარგვის შიში.
-უთხარი...მიყ...მიყვარდა...-ძმას ხელში გერდენის ნაჩუქარი სისხლიანი
ნაჭერი ჩაუკუჭა და გონება დაკარგა.
ლარიუსელები უკვე ოსუნის
ციხეში შეჭრილიყვნენ. ხელჩართული ბრძოლა გაჩაღდა,მაგრამ უკვე ბრძოლის ბედი
გადაწყვეტილიც კი იყო. დაბნეული და შეშინებული ვერდექსელები შენობაში ცდილობდნენ
გამაგრებას,მაგრამ ზოგს ზურგიდან გაუყრიდნენ ხმალს, ზოგს ხელს ჩასჭიდებდნენ და
დამალვის საშუალებას არ აძლევდნენ. თავად ფარსინ შაჰსაც კი დასტყობოდა შიში,მაგრამ
მან მაინც აღმართა თავისი მახვილი და საბრძოლველად გაემართა. მისი თვალები
უფლისწული გერარის თველებს შეხვდნენ. სწორედ მაშინ მიხვდა ლარიუსის უფლისწული თუ
რატომ აღწერდნენ ვერდექსის შაჰს ასე ძლევამოსილად, მისი მზერა, მისი თვალები
თითქოს სულ სხვა პიროვნებას ეკუთვნიანო, შეშინებული, მოკუზული მოხუცის მზერა
მრისხანებითა და თავდაჯერებულობით იყო აღსავსე. ისინი ისე ელავდნენ, როგორც
ძლიერად ქუხდა ცაზე,მაგრამ გერარი ამას არ შეუშინებია. მან ძირს დაგდებული ხმალი
აიღო, ის ფიზმანის მიცემულ ქსოვილთან ერთად მაგრად ჩაბღუჯა და ვერდექსის შაჰისკენ
გაემართა. იერიშზე შორიდანვე გადავიდა. უფლისწულის ხმალი ფარსინის ფოლადს გადაეჭდო.
შაჰმა მახვილი ამოატრიალა,მაგრამ შეტევის განხორციელება ვერ შეძლო, უფლისწულმა
კიდევ ერთხელ შეუტია და ხმალი კინაღამ გააგდებინა. სწორედ მაშინ აღებეჭდა პირველად
შინძუს შიში საზარელ მზერაში, გერარი არ ცხრებოდა, იგი მხოლოდ ფიზმანზე ფიქრობდა,
იმაზე, რაც მის ძმას გაუკეთეს, სიყვარულისა და მეგობრობის ძალამ სიბოროტესა და
ავთა ძალებს აჯობა, მკერდზე გაჰკრა უფლისწულმა თავისი მახვილი, შემდეგ მაჯაში
ჩაარტყა და ფარსინ შაჰს ხმალი გააგდებინა. მიწაზე დასცა.
-არ მომკლა-შეეხვეწა ვერდექსის ბატონი.
-შენ არ დაინდე ჩემი ძმა, მითხარი, მე რატომ უნდა დაგინდო?!
-იმიტომ,რომ შენ ჩემზე უკეთესი ხარ.
-არა, არ ვარ-თქვა და მახვილი ფარსინ შაჰის მკერდში ბოლომდე ჩაასო.
ბრძოლა მალევე დასრულდა.
შაჰის სიკვდილის შემდეგ ყველა დანებდა. გერარმა მათი ბედის გადაწყვეტა ლარიუსის
პირველ ვაზირს მიანდო, მას მხოლოდ თავისი ძმის ბედი ადარდებდა. ფიზმანის მდგომარეობა
ძალიან მძიმე იყო, ექიმები იმასაც კი ამბობდნენ გვიკვირს მაშინვე რომ არ მოკვდაო.
-მას აქვს ბრძოლის მიზეზი- უპასუხაუფლისწულმა გერარმა. ეტლით
სწრაფადვე დაბრუნდა სამეფო ქალაქში. ფიზმანისთვის მგზავრობა სახიფათო იყო,მაგრამ
გადარჩენის შანსი მხოლოდ სასახლეში მკურნალობის შედეგად თუ ექნებოდა.
მეფე რეგარის სასახლის ეზოში
სამეფო ეტლი საჩქაროდ შევიდა. მცველებმა საკაცეზე უგონოდ მწოლიარე უფლისწული
მაშინვე გადმოიყვანეს. ფიზმანს სახე სულ გაოფლიანებოდა, ხურდა, მაღალი სიცხით
იტანჯებოდა და ბოდავდა კიდეც. გერარმა თავისი ძმის ბოდვებიდან მხოლოდ ერთი სიტყვა
- გერდენი გაარჩია, სწორედ მაშინ ირწმუნა იმისა,რომ თავისი ძმა გადარჩებოდა და იგი
სიკვდილს არ დანებდებოდა, რადგან თავადაც სწორედ ასე მოიქცეოდა ვივიენის გამო.
ნეტავ როგორ იყო, გონს თუ მოვიდა, სწორედ ამ ფიქრებს შეეპყრო გერარი,როდესაც
სასახლის კარიბჭე გაიღო და მათკენ მომავალი კატერინა დაინახა. ქალმა ნაბიჯს
მოუხშირა, ბოლოს კი სირბილით მიიჭრა ფიზმანთან.
-ღმერთო, შვილო - ხელები სახეზე აიფარა. მუხლები მოეკვეთა, გერარმა
დედას ხელი შეაშველა და დავარდნისაგან იხსნა.
-დედა...დედა...მაპატიე, მე დაგპირდი,რომ მას დავიცავდი,მაგრამ მე...
-არაფერი თქვა,არაფერია შენი ბრალი...- კატერინამ შვილი გულში ძლიერად
ჩაიკრა, ორივენი ცხარე ცრემლით ტიროდნენ.- გადარჩება?
-არ ვიცი... ექიმებმა თქვეს,რომ სასწაულია აქამდეც რომ გასტანა, ის
ძლიერია, იმედია,რომ გამოძვრება.
-ოჰ,გერარ,როგორ მინდა ამის მჯეროდეს, შვილის დაკარგვაზე უარესი
არაფერია.
-ჰოდა დაიჯერე დედა, მას აქვს სიცოცხლის მიზეზი.- გერარმა სასახლის
კედელზე მიყრდნობილ, პირზე ხელაფარებულ,აცრემლებულ გერდენს გახედა. მზერა მას
დედოფალმაც მიაპყრო.
-ის...ის ცოცხალია?-ძლივსძლივობით ამოილუღლუღა გერდენმა და მათკენ
დაიძრა, ამ კითხვის დასმისაც კი ეშინოდა. პირველად მოხდა,რომ ვიღაც მოეწონა,
ვიღაცაში საკუთარი თავი დაინახა, ბედნიერი მომავალი წარმოიდგინა, ახლა კი ეს
ადამიანი მის წინაშე სრულიად უსიცოცხლოდ ესვენა.
-კი,-გერარმა თავი დაუქნია-ის ცოცხალია.- ხელი ჯიბეში ჩაიყო და იქიდან
ფიზმანისთვის გერდენის ნაჩუქარი მოქარგული ნაჭერი ამოაძვრინა, მას ფიზმანის სისხლი
კვლავაც დამჩნევოდა.უფლისწულმა ის ყოველგვარი განმარტების გარეშე ქალს მიაწოდა.
ატირებულმა გერდენმა გამოართვა, ძლიერ ჩაბღუჯა და გულში ჩაიკრა.
-ექიმის კაბინეტში უნდა გადავიყვანოთ-თქვა უფლისწულმა.
-რა თქმა უნდა-კატერინამ მცველებს თავი დაუქნია და ფიზმანი მაშინვე
ექიმთან გადაიყვანეს.
-დედა ვიცი ახლა ამის დრო არაა,მაგრამ ვივიენი...
-ის კარგადაა, სამზარეულოში ნახავ.
-გმადლობ.
დედოფალმა ვაჟს სახეზე ხელი ნაზად შეახო და შუბლზე აკოცა, შემდეგ კი
გერდენთან ერთად მცველებს დაედევნა.
გერარს ვივიენის ნახვა
მანამ სურდა,სანამ მამამისს შეხვდებოდა. სასწრაფოდ სამზარეულოსკენ გაემართა.
საყვარელ ქალს თვალი მაშინვე მოჰკრა, ვივიენი ბოსტნეულს სათავსოში ინახავდა. როგორ
უნდოდა ახლა მასთან მიჭრილიყო,საკუთარ მკლავებში მოექცია და მხურვალედ
მოხვევოდა,მაგრამ ამას ვერ გააკეთებდა,
ჩუმად მიუახლოვდა და ჩასჩურჩულა ორ წუთში ჩვენს ადგილზე შევხვდეთო. ვივიენს სახეზე
ღიმილი გამოესახა, თვალები გაუბრყინდნენ, გული სინათლითა და სიმხურვალით აენთო.
საქმე მაშინვე მიატოვა და სხვენისკენ
გაემართა. უფლისწული უკვე იქ უცდიდა. როგორც კი ვივიენი დაინახა მაშინვე მისკენ
გამოექანა, ხელში აიტაცა და ძლიერ დაატრიალა. სახეზე მიუალერსა და მხურვალედ
დაეწაფა მის ბაგეებს. ერთმანეთს კიდევ დიდხანს ეხუტებოდნენ, არაფერს ამბობდნენ,
სიტყვები ნამდვილად ზედმეტი იყო. ზოგჯერ უბრალოდ მომენტის სიტყვებით გაფუჭება დიდი
დანაშაულიც კია, რაც არ უნდა ხატოვნად და ალერსიანად ჟღერდეს ესა თუ ის ფრაზა.
-მეგონა რომ დაგკარგე-უთხრა გერარმა.
-მეც, შენზე ფიქრმა გადამარჩინა, იცი, ვოცნებობდი.
-რაზე ოცნებოდი?
-ჩვენზე, ჩემს ოცნებებში ერთად ვიყავით, პატარა სახლი გვქონდა
ქალაქგარეთ, ბავშვები გვყავდა.
-ჰო, რამდენი შვილი გვყავდა?
-ხუთი. სამი ბიჭი და ორი გოგო.
-ალბათ ყველანი დედასავით ლამაზები იქნებოდნენ.
-ჰო და მამასავით მამაცები.რაზე ფიქრობდა იმ დღეს გიჟივით რომ
გამოვარდი ჩემს გადასარჩენად?
-გთხოვ, ამ საოცარ მომენტს ნუ გავაფუჭებთ, უბრალოდ ძალიან მიყვარხარ.
-მეც, მეც ძალიან მიყვარხარ,მაგრამ არა უბრალოდ, უბრალო და მარტივი აქ
არაფერია.
გერარმა ხელი ლოყაზე მიადო,
ქალმა მას აკოცა და გულში ჩაიკრა.
-დედოფალმა ყველაფერი იცის.
-ვიცი.
-შენ უთხარი?
-არა,მაგრამ გაიგო, სანერვიულო არაფერია,არავის ეტყვის.
-ჰო, ის დამეხმარა, იცი, დავმეგობრდით კიდეც.
-მაგას რა ჯობია.
-შენ ის მითხარი, ოსუნში რა ქენით? - გერარი ჩაფიქრდა, სახე მოექუფრა,
რის გამოც ვივიენი მას უფრო დიდი ინტერესითა და ცნობისმოყვარეობით შეაცქერდა.
-გავიმარჯვეთ-უთრა მცირეოდენი პაუზის შემდეგ.
-გაიმარჯვეთ,სულ ესაა?
-უბრალოდ არ მსურს ამაზე საუბარი.
-გერარ,-ქალმა კაცის ხელები თავისაში მოიქცია-დამელაპარაკე, მითხარი,
რა მოხდა ოსუნში?- უფლისწული ვივიენს მიაცქერდა.
-მე ადამიანი მოვკალი.
-ვინ?
-ფარსინ შაჰი,-გერარი ქალის სახის მიღმა ბრძოლის სცენას ხედავდა,-ის
ჩემ წინ ეგდო, მეხვეწებოდა არ მომკლა, დამინდეო, მე კი მას მაინც გავუყარე
მახვილი.
-ამის მიზეზი გქონდა, მან შენს ქვეყანაში ილაშქრა და შენი ხალხი
დახოცა.
-არა, ეს ამიტომ არ გამიკეთებია, კარგი უფლისწული მაშინ ვიქნებოდი ის
რომ შემეპყრო და მამაჩემისთვის მუხლებზე დამხობილი მომეყვანა, მთელი სამყაროსთვის
მეჩვენებინა და დამემტკიცებინა ჩემი ძლიერება,რომ მე დიადი პიროვნება,
ადამიანი,რომელზედაც უამრავი ლეგენდა არსებობს, დაუმარცხებელი ფარსინ შაჰი
დავაჩოქე და შევიპყარი, მაგრამ ამის ნაცვლად მე ის ბარბაროსივით მოვკალი, საღად
აზროვნების უნარი დავკარგე, შურისძიების წყურვილმა დაჩრდილა და დაისაკუთრა ჩემი
გონება. არა ჭეშმარიტი უფლისწულივით, არამედ უბრალო ავაზაკივით მოვიქეცი, მხოლოდ
საკუთარ თავზე ვიფიქრე და არა სამეფოზე.
-შენ გაიმარჯვე, ფარსინი მაინც დააჩოქე, მთავარი ესაა.შენი წყალობით
ის ვეღარ დახოცავს, ვეღარ შეძლებს უდანაშაულო ადამიანების, ქალებისა და ბავშვების
ამოწყვეტას, ოჯახების განადგურებას.
-მართალია ის ვერა,მაგრამ მე?
-რას გულისხმობ?
-იცი, მისი ბოლო სიტყვები რა იყო? მან მითხრა, არ მომკლა იმიტომ,რომ
შენ ჩემზე უკეთესი ხარო, მე კიდევ ის მოვკალი, მას დავემსგავსე, ფარსინ შაჰად
ვიქეცი. ახლა მითხარი, რა განსხვავებაა ჩვენ შორის?
-გერარ,-ვივიენმა უფლისწულის სახე თავის ხელებში მოიქცია-გინდა გითხრა
რა განსხვავებაა თქვენ შორის? შენ გერარ მესამე ხარ, კაცი,რომელმაც ჩემი გული
დაიპყრო, უფლისწული, რომელმაც უბრალო მოსამსახურე შეიყვარა. ახლა კი მითხარი, რა
არის მსგავსება შენსა და ფარსინ შაჰს შორის იმის გარდა,რომ ორივენი დახელოვნებულნი
ხართ საბრძოლო ხელოვნებაში.
გერარმა ვივიენს გაუღიმა და
კიდევ უფრო მხურვალედ დაეწაფა მის ბაგეებს.
ლარიუსის უფლისწული ფეხს
ითრევდა, არ სურდა მამას შეხვედროდა, რადგან სწორედ მას ადანაშაულებდა იმაში,რაც
ფიზმანს დაემართა. ვივიენთან განშორების შემდეგ კიდევ რამდენიმე წუთი დააბიჯებდა
ჩრდილოეთის ნაწილის მიტოვებულ დერეფნებში. შემდეგ კი მხნეობა და ძალა მოიკრიბა და
სატახტო დარბაზისკენ გაემართა. კარები უჩვეულო თავდაჯერებულობითა და მედიდურობით
შეაღო. ტაში უმალვე დაუკრეს,მაგრამ გერარს თავის გარშემო შეკრებილი აღტაცებული
დიდებულები სულაც არ აინტერესებდა. მზერა მხოლოდ ტახტზე მჯდარ მამას მიაპყრო,
მაგრამ ეს არ იყო ის გამოხედვა შვილები მამებს როგორც უმზერენ, გერარის თვალები
იმაზე უფრო მეტ ზიზღს გამოხატავდნენ, ვიდრე მაშინ,ფარსინ შაჰის სიკვდილის წინ. ის
ახლა არა დიდებულ მეფეს, არამედ ხედავდა ლაჩარ,უბადრუკ არსებას,რომელსაც
გამბედაობა არ ეყო ვერდექსის შაჰის წინაშე თავად წარმსდგარიყო და სასიკვდილოდ
საკუთარი შვილები გაწირა. მის წინაშე გერარი ქედს არასდროს მოიხრიდა. მან ის
შეძლო,რის გაფიქრებაზეც მამამისი კანკალსაც იწყებდა, მან ფარსინ შაჰი დაამარცხა.
სწორედ ამიტომ იყო დიდებული,მეფური იერით რომ წარსდგა ლარიუსის ვაზირების წინაშე,
რითაც მამამისი უფრო დააკნინა და დაადაბლა მათ თვალში. იგივე აბჯარი ეცვა, რაც
მაშინ,ბრძოლის დროს. წელზე ძვირფასი ქარქაში და მასში ჩაგებული მახვილი შემოეჭდო,
აბჯარზე დინასტიის გერბის მქონე ძვირფასი მოსასხამი შემოესხა. ნელა და დინჯად
მიუყვებოდა გზას.
-აი ისიც, ჩვენი გამარჯვებული უფლისწული! - მეფე რეგარმა ხელები
ერთმანეთს შემოჰკრა აღტაცებისა და სიამაყის ნიშნად.
გერარმა მიახლოებისთანავე
იშიშვლა მახვილი,რომელსაც ფარსინ შაჰის სისხლი შეხმობოდა და მამის წინ დააგდო.
-პატივის ნიშნად გიძღვნი ჩემს მახვილს,რომელმაც ფარსინ შაჰის გული
გაკვეთა და საბოლოოდ აღგვა იგი პირისაგან მიწისა.
დიდებულებმა ერთმანეთს რაღაც
გადაუჩურჩულეს, მოწონების ნიშნად თავი დააქნიეს და უფლისწულის გამარჯვება
აპლოდისმენტებით ისევ შეამკეს. მეფე რეგარი შვილს ჩანაფიქრს მიუხვდა. წამიერად მის
თვალებშიც გაკრთა ის გრძნობა,რითაც გერარი აღვსებულიყო.
-ვიცოდი,რომ ჩემი ვაჟები აუცილებლად მიაღწევდნენ წარმატებას, სწორედ
ამიტომ გაგზავნეთ თქვენ- იგი გერარს მიუბრუნდა- თქვენს გამარჯვებაში დარწმუნებული
ვიყავი იმიტომ,რომ ღირსეული მამის შვილი აუცილებლად ღირეული გაიზრდება. მე
მჯერა,რომ - მან დიდებულებისკენ იბრუნა პირი-ჩემი ვაჟი, უფლისწული ფიზმანი
აუცილებლად გამოჯანმრთელდება. ის ნამდვილად დიდი გმირია,რომელმაც საკუთარი თავიც
კი გაწირა ჩვენი ქვეყნის დასაცავად, სწორედ ის შეიპარა ოსუნის ციხესიმაგრეში,
გაარღვია მტრის რიგები და თავის ძმას კარიბჭე გაუღო. რომ არა ის ჩვენ ამ
გამარჯვებას ვერ მივაღწევდით, მე როგორც მამა ძალიან ბედნიერი, ხოლო როგორც მეფე
ძალიან ამაყი ვარ,რომ ასეთი მამაცი და პატრიოტი ვაჟი მყავს, რომ ასეთ
მემკვიდრეობას ვტოვებ და სწორედ ამის გამო დარწმუნებული ვარ იმაში,რომ ლარიუსის
სამეფო კიდევ დიდხანს განაგრძობს არსებობას, მეტიც, ის კიდევ უფრო გაძლიერდება და
განმტკიცდება. დღეს ჩვენ გამარჯვებას არ
ვიზეიმებთ, არ გვაქვს უფლება ჩვენ სასმისები ავიღოთ და გახარებულებმა შევსვათ
მაშინ,როდესაც ომის გმირი სიკვდილს ებრძვის და სიცოცხლისთვის უფრო დიდი ომის
გადახდა უწევს. ჩვენ მაშინ ვიზეიმებთ,როდესაც ფიზმანი გამოფხიზლდება და ჩვენ
გვერდით ისიც აწევს სასმისს, ახლა კი უბრალოდ გთხოვთ, ყველამ მისთვის ვილოცოთ,
ჩვენი დიდებული უფლისწულის გადარჩენისთვის ვილოცოთ.
გერარი მამის ზურგს
ამოფარებული ბრაზისგან ბრდღვინავდა, განა თავისი ძმის ბედი არ ადარდებდა, მას არც
სურდა რაიმის აღნიშვნა მაშინ,როდესაც ფიზმანი სიკვდილს ებრძოდა, არც თავის ძმას
უკარგავდა დიდებულ საქმეს და რომ არა ის მართლაც ვერ გაიმარჯვებდნენ, უბრალოდ ის
აცოფებდა,რომ მამამისმა ერთხელაც არ ახსენა იგი და ყველაფერი ისე მოყვა,თითქოს
უფლისწულ გერარს ბრძოლაში მონაწილეობა საერთოდ არ მიეღო, სწორედ ამიტომ კრების
დასრულების შემდეგ სასწრაფოდ გაეცალა იქაურობას და თავისი ძმის სანახავად გაეშურა.
ექიმის კაბინეტი ფიზმანის გამო სრულიად შეეცვალათ. ოთახის შუაში
უზარმაზარი კომფორტული საწოლი დაედგათ, მის გარშემო თხელი ქსოვილი ჩამოეფარებინათ,
ამიტომ გერარმა თავისი ძმა ოთახში შესვლისთანავე ვერ დაინახა. როდესაც მიუახლოვდა, ფიზმანთან დახრილი ქალის სილუეტი
შენიშნა, თავიდან დედამისი ეგონა,მაგრამ როდესაც კარგად დააკვირდა გერდენის სახე
დაინახა. თავისთვის ჩაიღიმა და ოთახიდან გაპარვა გადაწყვიტა,მაგრამ ქალმა ფეხის
ხმა გაიგო და მაშინვე შეკრთა, უფლისწულს მიაცქერდა და მორიდებულად ფეხზე წამოდგა.
-მაპატიეთ,მე...
-არა,არაფერია-გერარი ქალს მიუახლოვდა და თბილად მოეხვია.
-არ მეგონა აქ ვინმე თუ იქნებოდა.
-საბოდიშო არაფერი გაქვთ. ვიცი ჩემი ძმა რასაც გრძნობს თქვენს მიმართ,
გაუხარდება აქ რომ ხართ. - გერდენმა თბილად გაიღიმა და ფიზმანს დახედა. - როგორ
არის?
-ექიმმა თქვა რომ რაღაც ნაყენი დაალევინა, მაგრამ ისევ სიცხისგან
იწვის- ქალმა ცხვირსახოცით დანამული შუბლი გადაუწმინდა.-გავიგე,რომ ის
ციხესიმაგრის შიგნით შეიპარა და კარები გაგიღოთ. - გერდენი უფლისწულს ინტერესით
მიაცქერდა, გერარი მაშინვე მიუხვდა და სანდომიანად გაუღიმა.
-დიახ,ეს სიმართლეა, ვეცადე,მაგრამ ვერ გადავაფიქრებინე, როგორღაც
ჩემი დარწმუნება მოახერხა. მითხრა,რომ სიკვდილს არ აპირებდა, რადგან მას
სიცოცხლისთვის მიზეზი ჰქონდა და ეს თქვენ იყავით,გერდენ. - ქალმა გაიღიმა.
-გმადლობთ,რომ ეს მითხარით. - გერარმა გაიცინა.
-დარწმუნებული ვარ თვითონ რამდენიმე თვის შემდეგაც კი ვერ გაგიმხელდათ
თავისი გრძნობების შესახებ, უბრალოდ ასეთია, იმის დაკარგვას უფრთხის,რაც უკვე
გააჩნია და თუ მისთვის ეს რაღაც ძალიან ძვირფასია ნაბიჯის გადადგმას აჭიანურებს.
ეს ალბათ მისი ერთადერთი ცუდი თვისებაა. მაგრამ ძალიან ძლიერია, დარწმუნებული ვარ
გამოძვრება.
-ბავშვობიდან იმას ვიყავი შეჩვეული,რომ ვიღაც დიდგვაროვანზე
უსიყვარულოდ გამათხოვებდნენ მხოლოდ იმიტომ,რომ მამაჩემს თავისი პოზიციები
გაემყარებინა. მე კი ძალიან გამიმართლდა, რადგან ვინც შემიყვარდა უფლისწული
აღმოჩნდა. - გერარი თავისსა და ვივიენზე ჩაფიქრდა - „იქნებ სიყვარული მართლაც არაა
წყევლა და უბრალოდ ის ყველას ხვედრი არაა?“
-თქვენ გამო ძალიან მიხარია, ჩემს ცხოვრებაში ერთადერთი კარგი რაცაა
ეს ჩემი და ფიზმანის ძმობაა, ის ყოველთვის ჩემ გვერდით იდგა, არ ვიცი რა
მეშველებოდა ის რომ არ მყავდეს, წესით მასზე მე უნდა ვზრუნავდე, მაგრამ ის უფროა
უფროსი ძმა ჩემთვის,ვიდრე მე მისთვის.
-მას დასვენება სჭირდება-თქვა გერდენმა.
-თუ წინააღმდეგი არ იქნებით ბაღში გავისეირნოთ.
-დიდი სიამოვნებით-ქალი უფლისწულის შეთავაზებას დაეთანხმა და ორივენი
ხეივანს გაუყვნენ.
-ფეოდალურ წყობილებაზე რას ფიქრობთ?-მოულოდნელად გერდენს ჰკითხა
უფლისწულმა.ქალი აშკარად დაიბნა.
-ეს კარგია, არ მეთანხმებით?-უფლისწულმა ჩაიღიმა.
-ის მითხარით,რასაც მართლა ფიქრობთ და არა ის,რითაც ბავშვობიდანვე
გვიჭედავენ ტვინს.
-მართლა არ ვიცი რა გიპასუხოთ, ჩვენ ამ წყობილების შვილები ვართ.
-ჰო,ვართ-უკმაყოფილოდ დაეთანხმა გერარი და გზა დუმილით განაგრძეს.
7 ივლისის დილას უფლისწული
გერარი,რომელსაც მთელი ღამე თვალი არ მოეხუჭა მეტად გადაღლილი წამოდგა. ვერანდაზე
გასასვლელი კარები გამოაღო და თავის ოთახში სუფთა ჰაერი შემოუშვა. დაინახა ეზოში
დიდგვაროვნები რომ იკრიბებოდნენ, რამაც მისი გაკვირვება გამოიწვია. ჩვეულებრივ
სამეფო კრება ხუთშაბათობით არ ტარდებოდა, მეფე თუ არ მოიწვევდა საბჭოს.
ცნობისმოყვარეობამ სძლია და ქვემოთ ჩავიდა. დერეფანში გავლისას დედოფალი კატერინა
შეხვდა. უფლისწულმა დედას თავი ნაზად დაუკრა.
-ხომ არ იცი რა ხდება?
-არა, მამაშენმა საბჭო მოიწვია. არ ვიცი რა გადაწყვიტა, დიდი ხანია
უკვე მე აღარაფერს მეკითხება.- გერარმა თავი დახარა - არა უშავს,- კატერინამ ნაზად
გაიღიმა- ფიზმანის სანახავად მივდივარ, ხომ არ წამოხვალ?
-არა, ჯერ მინდა გავიგო რა ხდება, მოგვიანებით მოვინახულებ.
-კარგი. - თქვა და შვილს გაშორდა. გერარმა დედას თვალი გააყოლა. იგი
კვლავაც დიდებულად, მედიდურად გამოიყურებოდა, მაგრამ მას რაღაც აკლდა, ეს იყო მისი
ბედნიერება, სიხარული,რომელიც გამოძახილს დედოფლის თვალებში ჰპოვებდა,მაგრამ ახლა
ისინი თითქოს უსიცოცხლოდ იყვნენ, ბინდი გადაჰკვროდათ და სარკესავით ირეკლავდნენ
თავიანთი პატრონის ბუნება-განწყობილებას.
კრება ჯერ არ დაწყებულიყო.
უფლისწულმა დროზე მიუსწრო და როდესაც სატახტო დარბაზში შეაბიჯა, სწორედ მაშინ
გამოჩნდა მეფე რეგარიც. თავის ტახტზე მოკალათდა. თავს სამეფო გვირგვინი
უმშვენებდა, დღეს საუცხოოდ გამოიყურებოდა. ასე იცოდა ხოლმე,როდესაც რაღაც ახალი
იდეა დაებადებოდა, ღრმა ენთუზიაზმით აღივსებოდა და თავისი სიდიადისა და
ბრწყინვალების ფრქვევით იყო დაკავებული.
-ბატონებო! - შესძახა მეფემ - დღეს აქ მოგიწვიეთ რათა ჩემი
გადაწყვეტილება გამცნოთ. ჩვენ ოსუნში გავიმარჯვეთ, მაგრამ ეს გამარჯვება იყო
პასუხი იმ სისასტიკეზე, რაც ფარსინ შაჰმა ჩაიდინა, ეს გამარჯვება იყო მიძღვნილი იმ
ვაჟკაცებისთვის,რომლებიც ღირსეულად დაეცნენ ფარსინის მიერ ოსუნის აღების დროს. ეს
მოხდა იმიტომ,რომ თავის დროზე მტერს შევუნდეთ და ბედს ბრმად მივენდეთ. რაც ლეთართა
დინასტია მართავს ვერდექსის სახელმწიფოს მოსვენება არასდროს გვქონია, ერთჯერადი,
ზავებზე დაფუძნებული მშვიდობა მოსვენებას არასდროს გვაძლევდა, არ შეგვეძლო მშვიდად
მოგვეხუჭა თვალი, რადგან შეიძლებოდა მეორე დღეს ცხენზე ამხედრებული დაჭრილი
შიკრიკი გამოჩენილიყო და ეთქვა,რომ რახის შაჰმა ანდა ფარსინ შაჰმა კვლავ
შემოგვიტიეს და მოულოდნელმა თავდასხმამ, ფიცის გამტეხებმა და ზავის დამრღვევებმა
ჩვენი მეომრების დამარცხება და მათთვის სასიკვდილო ჭრილობების მიყენება შეძლეს.
დროა ჩვენი სიდინჯე, ჩვენი შემწყნარებლობა და მოთმინების უნარი გვერდზე გადავდოთ,
ბედმა შანსი მოგვცა და სულელია ის კაცი,რომელიც ბედის მიერ ბოძებულ შანსს არ
გამოიყენებს და მას ხელიდან გაუშვებს. სწორედ ამიტომ, სწორედ იმიტომ,რომ ჩვენმა
მომავალმა თაობებმა, შვილებმა და შვილიშვილებმა მშვიდად იძინონ და ჩვენგან
განსხვავებით არ ტანჯავდეთ ვერდექსის შაჰთა მიერ ჩვენი ქვეყნის აწიოკებისგან
გამოწვეული შფოთვა, სწორედ ამიტომ, ჩემო მეგობრებო, ჩვენ ვერდექსში ვილაშქრებთ და
არ გავრჩერდებით მანამ,სანამ ლეთართა მმართველობას წერტილს არ დავუსვამთ და ამ
დინასტიას მიწასთან არ გავასწორებთ. გაუმარჯოს ჩვენს სამეფოს, გაუმარჯოს ჩვენს
მომავალსა და ჩვენს ძლიერებას!
-დიდება მეფეს! - იყვირა ვიღაცამ.
-ხანგრძლივი სიცოცხლე მეფე რეგარს!
-დიდება რეგარ მეოთხეს! - შეძახილები ყველა მხრიდან ისმოდა.
დიდებულები აღტაცებულები შესცქეროდნენ თავიანთ ხელმწიფეს. მხოლოდ რამდენიმე
მათგანის სახეზე ამოიკითხავდი უკმაყოფილებას, მათ შორის გახლდათ უფლისწული გერარიც,
რომელმაც ხანმოკლე დუმილის შემდეგ გაბედა და ხმამაღლა წამოიძახა:
-ეს არასწორია!
მეფე რეგარი ადგილზევე შედგა. სახე მოეღრიცა, ფიქრობდა ეს ვინ
გამიბედა, ახლავე სათანადოდ დავსჯი მეფისა და ქვეყნის ღალატისთვისო და თვალში წინ
წამოწეული გერარი მოხვდა.
-უკაცრავად?! - ერთგვარი დაცინვითა და გაკიცხვით იკითხა მეფემ.
-სწორედ რომ ახლაა შესაძლებელი მშვიდობის დამყარება. თუ მათ ქვეყანაში
ილაშქრებთ, მათ სახლებს გადაწვავთ და ხალხს დახოცავთ, მოუკლავთ თავიანთ შაჰს, ასე
სიტუაცია უფრო გამძაფრდება, ბოღმას გულში ღრმად ჩაიდებენ და შეიძლება რამდენიმე
წელიწადი მართლაც იყოს სიმშვიდე, მაგრამ ოდესმე სათანადო ძალას მოიკრებენ, ფეხზე
წამოდგებიან და აუცილებლად გადაგვიხდიან სამაგიეროს.
-ვერაფერსაც ვერ იზამენ, იცი რატომ?! იმიტომ,რომ ვერ გაბედავენ, ჩვენ
მათ ჩვენი, ლარიუსელთა შიში უნდა ჩავუნერგოთ!
-და ასე აპირებთ მშვიდობის დამყარებას?- გერარი უკან არ იხევდა, რამაც
მეფის კიდევ უფრო განრისხება გამოიწვია.
-ზოგჯერ მგონია,რომ პოლიტიკის არაფერი გაგეგება, გერარ. დროა ისწავლო.
- რეგარმა ეს რეპლიკა შვილის დასამცირებლად წამოისროლა - სწორედ ახლაა ვერდექსი
ყველაზე დაუცველი, მათ მმართველი, შაჰი აღარ ჰყავთ. უძლიერესი ფარსინი,რომლსაც
ღმერთადაც აღიქვამდნენ ახლა მიწაში წევს გულში გაყრილი მახვილით. დაბნეულები და
შეშინებულები არიან. სწორედ ახლა გვაქვს შანსი ერთხელ და სამუდამოდ წერტილი
დავუსვათ ამ გაუთავებელ დაპირისპირებას.
-გეთანხმებით, მეფეო, სწორედ ახლაა შესაფერისი დრო ამ უთანხმოების
დასასრულებლად, მაგრამ ეს დიპლომატიისა და მოლაპარაკებების გზით უნდა გაკეთდეს და
არა მათთან შეჭრითა და ძალადობით. თუ მათ დავიპყრობთ ამით მშვიდობას ვერ
დაამყარებთ.
-უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია გერარ, მათ შაბათს შევუტევთ. ბასუს,-მეფემ
პირველ ვაზირს მიმართა - ცნობები შეაგროვეთ და ყველაფერი მომახსენეთ, სტრატეგიას
შემდგომ შევიმუშავებთ, ლაშქარს თავად ვუსარდლებ. გერარ,-მამამ მზერა შვილს მიაპყრო
- იმედი მაქვს, ჩემ გვერდით დადგები.-უფლისწულმა თავი უხმოდ დაუქნია და დარბაზი
სასწრაფოდ დატოვა. ფიქრებში ჩაიძირა, ცდილობდა გაეხსენებინა როდის შესძულდათ
ერთმანეთი ასე მამა-შვილს. ახსოვდა თავის პატარაობაში მამა როგორ ეფარიკავებოდა
ხის პატარა ხმლებით, როგორ ასწავლიდა ნადირობას, ისრის სროლას, უყვებოდა საინტერესო,
სათავგადასავლო ამბებს. ბევრი შეასწავლა სამხედრო ხელოვნებასა და სამეფოს
ისტორიაზე. მეფე რეგარს სამართლიანი, ძლიერი და ღირსეული მეფის სახელი ჰქონდა.
გამოირჩეოდა თავისი გამჭრიახობით, სტრატეგიული ნიჭით, გასაოცრად ფლობდა ხმალსა და
შუბს. ახალგაზრდობაში მრავალ ომში მიუღია მონაწილეობა, თავისი სიცოცხლითაც კი
გაურისკავს უბრალო მებრძოლების გადასარჩენად, მაგრამ შემდეგ უცებ ყველაფერი
შეიცვალა,მაგრამ თუ როდის გერარი ამას ვერ იხსენებდა. მას ყოველთვის სურდა მამას
დამსგავსებოდა,მაგრამ ახლა... ახლა მას დასანახად ვერ იტანდა. კაცი,რომელსაც
უფლისწული მამას ეძახდა არასდროს შეუტევდა დასუსტებულ, შეშინებულ და მგლოვიარე
ხალხს, არ გადაწვავდა მათ სახლებსა და არ დახოცავდა ადამიანებს მხოლოდ იმიტომ,რომ
მისი შიში გასჩენოდათ და მისი სახელის გაგონებაზეც კანკალი დაეწყოთ. გერარი ალბათ
იმ კაცს თავისსა და ვივიენის სიყვარულზეც გაუმხელდა, როგორ სურდა ახლა ის კაცი
ჰყოლოდა გვერდით, ფიქრობდა კიდეც მეფე რეგარს დალაპარაკებოდა, ბავშვობა
მოეგონებინა და იქნებ მათი ურთიერთობაც გამოესწორებინა, მაგრამ მეფე თავისი
საქციელებით ყოველთვის ახერხებდა უფლისწულის გაოცებას და კიდევ უფრო სიძულვილით
მსჭვალავდა საკუთარი ვაჟის გულს, ისე,რომ გერარს იმედგაცრუება იპყრობდა, საკუთარ
თავს გაჰკიცხავდა „რა სულელი ვარ,ვიფიქრე, რომ ისევ შეიძლებოდა ყველაფრის თავიდან
დაწყება და დაბრუნება იმ კაცისა,რომლის დანახვისასაც ბავშვობაში სიხარული და
აღელვება მიპყრობდაო“.
გერარი პირველი ვაჟი იყო,
ტახტის მემკვიდრე, მომავალი მეფე. არ სურდა იმაზე უფრო გაუბედურებული და
გართულებული სამეფო ჩაებარა, ვიდრე ის მამამისმა მიიღო წინაპრებისგან. რეგარ
მეოთხე საბედისწერო შეცდომას უშვებდა, გულში ჩადებული ღვარძლი, შური და ბოროტება გონებას
უბინდავდა და საღად აზროვნების საშუალებას აკარგვინებდა, ხოლო სიტყვაწყლიანობისა
და კარგი ორატორობის წყალობით საშუალება ჰქონდა სხვებზე ზემოქმედება მოეხდინა და
ისინიც საკუთარ აზრზე გადმოეყვანა. საზოგადოებას სახე ჰქონდა დაკარგული, ვინ იცის,
შესაძლოა ზოგს ეშინოდა კიდეც იმ ტირანისა, ტახტზე რომ იჯდა და უბრალოდ სწორედ შიში
ამოძრავებდათ,როდესაც ვითომც გახარებულები მეფეს აღტაცებულები უკრავდნენ ტაშს.
მაგრამ ეს შეცდომა იყო, საბედისწერო შეცდომა,რომელსაც მეფეს ისტორია არ აპატიებდა.
კაცმა მომავლით უნდა იცხოვროს და არა აწმყოთი, უნდა შეგეძლოს განსაზღვრო და
წარმოიდგინო თუ რა შეიძლება მოხდეს მომავალში თუ რაღაცას გააკეთებ, ან არ
გააკეთებ, რა შედეგები მოჰყვება შენს ქმედებებს და იქნები თუ არა კმაყოფილი ამ
შედეგებით, სწორედ ამის გათვალისწინებით უნდა გადაწყვიტო რას გააკეთებ დღეს, რომ
ხვალ სინანულით არ გააქნიო თავი. რისკი ყოველთვისაა, მეგობრის შეძენაც სარისკოა,
შეიძლება თვალთმაქცი და აფერისტი აღმოჩნდეს და მეორე დღეს ზურგში ჩაგცეს დანა, ან
სულაც შესაძლოა გახდეს შენი დასაყრდენი, გამგები და ცხოვრების მეგზური,რომლის არ
გაცნობისა და დამეგობრების შემთხვევაშიც უაღრესად დიდ სინანულში ჩავარდებოდი.
სწორედ ამგვარი დილემის წინაშე იდგა უფლისწული გერარი. თუ მამას მიემხრობოდა ხვალ
გაუბედურებულ სამეფოს ჩაიბარებდა, ვერ მოისვენებდა იმის შიშით,რომ ვერდექსელები
უთუოდ იძიებდნენ შურს, ვერ იცხოვრებდა იმის ცოდნით,რომ შეეძლო რაღაცის გაკეთება
აუარებელი მსხვერპლის ასაცილებლად და
არაფერი გააკეთა, აცნობიერებდა,რომ ფარსინ შაჰისგან განსხვავებით მომავალ
მემკვიდრეებს არ ჰქონდათ ის სულელური რწმენა და იდეოლოგია,რომ ვერდექსის შაჰი
აუცილებლად უნდა დამჯდარიყო ლარიუსის ტახტზე და ეს ქვეყანა დაეპყრო, მეორე მხრივ
კი თავად გერარი იყო ის,ვინც მათ შაჰს გულში მახვილი ჩასცა, ეს კი ყველაფერს
ართულებდა და არ იცოდა შეძლებდნენ თუ არა ფარსინის ვაჟები თავიანთი მამის მკვლელის
წინ მშვიდად დასხდომას. მეორე მხრივ კი თუ მამას უღალატებდა შეიძლებოდა აღარ
დამდგარიყო ის ხვალინდელი დღე,რომელზე ფიქრითაც ტვინი უხურდა ლარიუსის უფლისწულს. ღრმად ჩაისუნთქა, თვალები წამით დახუჭა და
მაშინვე გაახილა, გადაწყვეტილება სწორედ ამ წამს მიიღო და დამძიმებული გულით
განაგრძო გზა.
რეგარ მეოთხის სასახლეში
დაძაბულობა იგრძნობოდა. დერეფნებში მრავლად შეხვდებოდით ჩაფიქრებული და დაღლილი
სახის მქონე დიდებულებს. მეფე საბრძოლო საქმეთა მრჩევლებთან ერთად თავის კაბინეტში
ჩაკეტილიყო და ბრძოლის სტრატეგიას განიხილავდა, მათთან ერთად იმყოფებოდა პირველი
ვაზირი და კაპიტანი რეისიც,რომელიც მზად იყო თავისი რაზმით მეფის მხარდამხარ
ებრძოლა, რითაც როგორც ფულს, ასევე სახელსა და ტიტულსაც მოიპოვებდა. გერარი
კრებაზე არავის მიუპატიჟებია და მიუხედავად იმისა,რომ ძალიან უნდოდა ყველაფრის
გაგება მაინც სიმშვიდეს ინარჩუნებდა.
ამასობაში ფიზმანის
მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო, მართალია ჯერ მაინც სუსტად გახლდათ და წამოდგომაც
არ შეეძლო,მაგრამ გონს კი მოსულიყო და ძლივსძლივობით ლაპარაკობდა კიდეც.
შაბათ საღამოს მეფემ
ასეულების სარდლები შეკრიბა და გეგმა გააცნო, კრებას უფლისწული გერარიც ესწრებოდა.
მეფის ბრძანების მიხედვით სალაშქროდ ხვალ გამთენიისას წავიდოდნენ. წინ გრძელი ღამე
ელოდათ.
გერარს მამასთან ერთად
წასვლა გადაეწყვიტა, მაგრამ მანამდე თავისი ძმისა და საყვარელი ქალის ნახვა სურდა.თენდებოდა
ფიზმანის სანახავად რომ მივიდა. ხელი ჩასჭიდა და მის საწოლთან ჩაიმუხლა. ამ დროს
უფლისწული შეიშმუშნა და თვალები დაახამხამა.
-მაპატიე, არ მინდოდა შენი გაღვიძება.
-არაფერია- ფიზმანმა ძმას გაუღიმა.-ე.ი. მიდიხარ.
-ასეა.
-სწორად იქცევი,გერარ.
-შენ ემხრობი ამ ყველაფერს?
-არა, არა,მაგრამ ახლა მამას წინააღმდეგ ვერ წახვალ. - გერარმა
ჩაიცინა.- რა იყო, არ მეთანხმები?
-გეთანხმები, ძმაო, გეთანხმები- უფლისწულმა ფიზმანს შუბლზე აკოცა და
წამოდგა.
-თავს გაუფრთხილდი და წარმატებები.
-აი ეგ კი ნამდვილად დამჭირდება - გაღიმებული უფლისწული ოთახიდან
გავიდა. მარტო დარჩენილმა ფიზმანმა თვალები ჭერს მიაპყრო და ღრმად ჩაისუნთქა.
ძმის მონახულების შემდეგ გერარი
საყვარელ ქალთან გამოსამშვიდობებლად გაემართა, ვივიენი სამზარეულოში იპოვნა და
მოფარებულ ადგილზე გაიყვანა.
-მინდა იცოდე,რომ მიყვარხარ და სულ მეყვარები - უფლისწულმა ქალის
ხელები გულზე მიიდო.
-ამას რატომ მეუბნები?
-უბრალოდ თუ რამე მომივა...
-გერარ, შენ არაფერი მოგივა, თვით ფარსინ შაჰი დაამარცხე. -
უფლისწულმა სიმწრით ჩაიცინა. ქალს შუბლზე ნაზად აკოცა, ხელით სახეზე მიუალერსა.
-მშვიდობით - თქვა და გერარი მამის სანახავად გაემართა.
-დამპირდი,რომ დაბრუნდები, გთხოვ - მიაძახა ვივიენმა. უფლისწული
შედგა, მზერა საყვარელ ქალს მიაპყრო, თბილად გაუღიმა და სანამ გზას გააგრძელებდა
უთხრა:
-შევეცდები.
დიდი ლაშქარი შეეკრიბა მეფე
რეგარს. აღტაცებული შეჯდა თავის ბედაურზე და ვერდექსისაკენ გაუძღვა თავის
ხალხს.მიუხედავად იმისა,რომ გერარი მას ფეხდაფეხ მისდევდა მთელი გზის განმავლობაში
ხმა არცერთს არ ამოუღია, ისმოდა მხოლოდ ცხენების ფლოქვების ხმა,რომელსაც ჩიტების
ჟღურტული აძლევდა ბანს. გზად მხოლოდ რამდენჯერმე შეისვენეს. მეფის ბრძანება
იყო,რომ სანამ ვერდექსის საზღვარს არ მიაღწევდნენ ბანაკი არ გაეშალათ. მოულედნელობის ეფექტის გამოყენებას
აპირებდა ლარიუსის დიადი ხელმწიფე,რომლისთვისაც ეს ბრძოლა და ეს გამარჯვება ერთობ
მნიშვნელოვანი იყო, მას სურდა ლარიუსის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მმართველი
გამხდარიყო,რასაც სწორედ ამ გამარჯვების შედეგად მიაღწევდა.
სამი დღე დასჭირდათ
დანიშნულების ადგილამდე მისაღწევად. ბანაკი საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში
გაშალეს. დიდი კოცონი დაანთეს. გერარი მეომრებთან ერთად მას ეფიცხებოდა. ხელები
მუხლებისთვის შემოეხვია და ცეცხლს მისშტერებოდა. პასუხებს ეძებდა, ცდილობდა ალში
მინიშნებები ეპოვნა. მთელი გზა ფიქრობდა თავისი გადაწყვეტილების სისწორეში, ჯერ
კიდევ არ იყო დარწმუნებული. ცისკენ აიხედა იქნებ ღმერთს მაინც ეკარნახა რამე,
მაგრამ მხოლოდ ცეცხლის ენებისგან გამოტყორცნილ კვამლს ხედავდა. უეცრად ყველანი
წამოიშალნენ და უფლისწულს გაშორდნენ. გერარი მხოლოდ მაშინ გამოერკვა,როდესაც
მხარზე შეხება იგრძნო. რეგარ მეოთხე ვაჟის გვერდით ჩამოჯდა. ერთმანეთს უხმოდ
უმზეროდნენ. შვილი მამის თვალებში ულევ თავდაჯერებულობას ხედავდა, ხოლო მამა კი
პირიქით ვაჟის თვალებში გაურკვევლობასა და შიშს კითხულობდა.
-შენ სწორად იქცევი,გერარ, შენი აქ ყოფნა მნიშვნელოვანია. ჩვენ ახლა
ისტორიას ვწერთ.
-ვიცი.
-ხვალ შევუტევთ, გავიმარჯვებთ და მინდა ჩემ გვერდით იყო, შეგვიძლია
ყველაფერი თავიდან დავიწყოთ. პატიება შეგიძლია,გერარ?
-დიახ, მე შემიძლია, მაგრამ შენ შეძლებ კი მაპატიო?
-რა თქმა უნდა, შენ ხომ ჩემი შვილი ხარ.- რეგარმა გამხნევების ნიშნად
ვაჟს ხელი მხარზე დაარტყა და წამოდგა, მეფე თავისი შტაბისკენ გაემართა.
-იქნებ მართლაც მაპატიო ოდესმე - ჩაიჩურჩულა უფლისწულმა.
დაღამდა. ყველა დასაძინებლად
წავიდა, მხოლოდ რამდენიმე კაცი დარჩენილიყო სამეთვალყურეოდ, ცეცხლს მიფიცხებოდნენ
და ერთმანეთს თავიანთ ამბებს უყვებოდნენ. სწორედ ამ დროს ვიღაცამ მათ უკან კარვებს
შორის შეუმჩნევლად გაირბინა. ცხენებთან მივიდა. თავისი ბედაური მაშინვე იპოვნა.
-ჩუმად- ჩასჩურჩულა და ხეზე მიბმული გაათავისუფლა. ზედ შეჯდა და დეზი
შემოჰკრა.ცხენი ადგილს მაშინვე მოსწყდა. მხედარმა იგი სწრაფად გააჭენა. ბანაკი
ნელ-ნელა უკან ჩამოიტოვა, თავიდან იგი შორეულ დასახლებად მოჩანდა, ბოლოს პატარა,
მოციმციმე წერტილად, შემდგომ კი სრულიად ჩაიკარგა ბნელეთში.
მხედარი შეუჩერებლივ მიიწევდა წინ. ჩაბნელებულ
და დაცარიელებულ ქუჩებში მიაქროლებდა თავის ბედაურს. ცდილობდა არაფერზე ეფიქრა,
მაგრამ ეს ძალიან რთული, თითქმის შეუძლებელი იყო. ცრემლიც კი ჩამოუგორდა
სახეზე,მაგრამ მაშინვე შეიშრო და სხვა რამეზე გადაიტანა ყურადღება. ვერდექსში
პირველად იმყოფებოდა, ძველებური სტილის არქიტექტურა გაბატონებულიყო ამ ქვეყანაში. დაბალ ნაგებობებს მაღალი შენობები ცვლიდნენ, აბსტრაქციზმს მოეცვა
ყველაფერი. ჯერ ისევ ღამე იყო, ვერდექსის სატახტო ქალაქში რომ შეაჭენა თავისი
ცხენი და სასახლის ჭიშკარსაც მიუახლოვდა.
-ახლავე უფლისწული ფატინი უნდა ვნახო - განუცხადა გუშაგებს.
-და ვინ კითხულობს? - ჰკითხა
მაღალმა ჯმუხმა კაცმა,რომელსაც სახეზე ღრმა ნაიარევი დასტყობოდა. მხედარმა
თავზე შემოხვეული თავსაბურავი მოიხადა, თავი მაღლა აწია, გუშაგს თვალი თვალში
გაუყარა და უთხრა:
-გადაეცით,რომ მასთან ლარიუსის უფლისწული გერარი მოვიდა. - გუშაგები
ერთმანეთს გაკვირვებულები უყურებდნენ.
-როგორ დაგვიმტკიცებთ,რომ მართლა თქვენ ხართ?- ამოილუღლუღა ერთ-ერთმა.
გერარმა კისერზე ჩამოკიდებული სამეფო მედალიონი უჩვენა.
-ახლავე გააღეთ! - დაიყვირეს გუშაგებმა და კარიბჭეც ჭრიალით გაიღო.
-უფლისწულს ახლა ეძინება, თქვენო ბრწყინვალებავ.
-გააღვიძეთ, მასთან სასწრაფო საქმე მაქვს.
-დიახ, თქვენო ბრწყინვალებავ - ყოყმანის შემდეგ თქვა გუშაგმა და
სასახლისკენ სირბილით გაიქცა.
გერარი ჩამოქვეითდა, ცხენი
მსახურს გადააბარა და ნელი ნაბიჯებით დაიძრა სასახლისაკენ. ლარიუსის უფლისწულის
მობრძანების შესახებ გუშაგი მთელ სასახლეში ხმამაღლა გაჰყვიროდა. ეს ამბავი ყველას
გაეგო. გერარის სანახავად თბილი საწოლები მიატოვეს და შემოსვა დაიწყეს. მთელი
სასახლე გააჩახჩახეს, ყველა ჩამქრალი ჩირაღდანი აანთეს, თითქოს ამ ადგილს სული
ჩაჰბერეს, თავიდან გააცოცხლესო. შაჰის მემკვიდრე, მომავალი მმართველი უფლისწული
ფატინი მაშინვე წამოხტა,როგორც კი ლარიუსის უფლისწულის მოსვლის შესახებ შეიტყო და
მის შესახვედრად გაემართა. გერარი მას მთავარ დარბაზში სრულიად მარტო უცდიდა.
რამდენიმე წუთში კარები
გაიღო და დარბაზში უფლისწული ფატინი რამდენიმე თანმხლებ პირთან ერთად შემოვიდა,
მათ აღკაზმულობაზე გერარმა მაშინვე შეატყო,რომ სატახტო დაცვის წევრები იქნებოდნენ.
ფატინმა კიდევ რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა. საკმაოდ ახალგაზრდა იყო, სულ რაღაც 23
წლის ჭაბუკი. გრძელ თმას ატარებდა, წვერი სულ ოდნავ ამოსვლოდა. თაფლისფერი თვალები
ხშირი, შავი წარბების ქვემოდან იმზირებოდნენ. გერარს ფარსინ შაჰის გამოხედვა
მოაგონდა, მის წინაშე მდგარი ჭაბუკის მზერას მასთან საერთო არაფერი ჰქონდა. მწვანე
ხავერდის გრძელი მოსასხამი ემოსა, მაგრამ სიჩქარესა და ნერვიულობაში ბოლო ღილის
შეკვრა დავიწყებოდა, გერარს თავდაჯერებულობა ამან კიდევ უფრო შეჰმატა.
-უფლისწულო- ფატინს თავის დაკვრით მიესალმა.
-თქვენ მამაჩემი მოკალით, როგორ გაბედეთ აქ მოსვლა?- ვერდექსის
მეკვიდრე ცდილობდა სიმტკიცე შეენარჩუნებინა,მაგრამ ხმა ნამდვილად გაბზარვოდა, მუშტები შეეკრა ხელებისა
და თითების კანკალი რომ დაემალა. მას გერარის ეშინოდა და ეს შიში გამართლებულიც
იყო, მან ხომ ძირს დასცა და დაამარცხა უდიდესი, უძლიერესი მეომარი ფარსინ
შაჰი,რომელსაც ვერდექსში ტოლი არ მოეძებნებოდა.გერარმა გაიღიმა და მეფური იერი
მიიღო.თითები ერთმანეთს შემოაჭდო, უფლისწულს მზერა გაუსწორა და უთხრა:
-აქ მშვიდობის დასამყარებლად ვარ.
-მშვიდობის დასამყარებლად?
-დიახ, დრო მოვიდა ერთმანეთს ხმლების ნაცვლად გაშლილი ხელები
აღვუმართოთ. ბევრი ადამიანი შეეწირა უაზრო კინკლაობას, მათ შორის
მამათქვენიც,რომელმაც ჩემი ხალხი დახოცა და ჩემი ძმის მოკვლაც ცადა. აღარ მსურს
გაუთავებელი კინკლაობის გაგრძელება, შეგვიძლია ყველაფერს წერტილი
დავუსვათ.-ფატინმა თავი დახარა - როგორც ჩანს ეს თქვენც გინდათ.
-ჩემი ხალხი სისხლს მოითხოვს.
-ძალიან დიდ რისკზე მივდივარ, მე აქ მოსვლით ჩემს ქვეყანას ვღალატობ!
- გერარს მოთმინების ფიალა ამოეწურა.
-რას გულისხმობთ?
-საჭიროა ვიღაცამ პირველმა გადადგას
ნაბიჯი დიდი და ხანგრძლივი მშვიდობისაკენ, მზად ვარ ეს პიროვნება მე ვიყო და ამის
გამო მე ჩემი თავითა და გვირგვინით ვრისკავ. მამაჩემი მოდის, - გერარი დადუმდა, არ
სურდა ბოლომდე ეთქვა სათქმელი,მაგრამ უფლისწული ფატინი ყველაფერს მიუხვდა.
-როდის?-თქვა აკანკალებული ხმით.
-ხვალ, დილით, გამთენიისას. სულ რაღაც
4-5 საათი დაგრჩათ.- ვერდექსის მემკვიდრემ ნაბიჯი უკან გადადგა, თითქოს სადაცაა
გული წაუვაო.- კარგად ხართ?-ჰკითხა გერარმა. უფლისწულმა მას გაოგნებული სახით
შეხედა, მალევე გამოერკვა.
-დიახ, კარგად ვარ, ახლავე სპა უნდა
შევკრიბო. საიდან შემოგვიტევენ?
-ხორეთის პროვინციიდან, ჯერ მას
აიღებენ, შემდეგ კი სატახტო ქალაქს.
-ვერდექსის ტახტის დაკავება სურთ?
-უფრო ზუსტად ლეთართა დინასტიის სრული
განადგურება.
-ღმერთო ჩემო - უფლისწული კედელს
მიეყრდნო, ცდილობდა არ წაქცეულიყო, ჯერ საკმაოდ გამოუცდელი იყო და ბრძოლითაც
მხოლოდ უბრალო აჯანყების ჩახჩობაში ჰქონდა მიღებული გამოცდილება.
-დრო არ ითმენს.
-რა უნდა გავაკეთო, ასე უცებ სათანადო
ლაშქარს ვერ შევკრებ.
-სატახტო ქალაქი უნდა დაიცვათ.აქ უნდა
გამაგრდეთ. ქალაქს დიდი გალავანი აქვს, უნდა გაძლოს.
-და რამდენი ხანი, საკვები ამოგველევა.
-მამაჩემის თქმით, მას მხოლოდ მშვიდობა
სურს. შეთანხმება უნდა დავდოთ. მხოლოდ ასე შეძლებთ ტახტისა და დინასტიის
შენარჩუნებას.
-ამას რატომ აკეთებთ?
-როგორც გითხარით მხოლოდ მშვიდობა
მსურს, ხოლო ის,რასაც მამაჩემი აკეთებს მშვიდობას ვერ მოიტანს. წაბრძანდით და
ქალაქი გაამაგრეთ, შემდეგ კი ვისაუბრებთ.
-დიახ, მსახურებს დავავალებთ ოთახი
გამოგიყოთ.
-გმადლობთ-მიუგო გერარმა.
უფლისწული ფატინი დარბაზიდან სასწრაფოდ გავიდა და ქალაქის გამაგრებას
შეუდგა.
თენდებოდა. ბანაკში ყველა
ფეხზე წამომდგარიყო. აღჭურვილობას ამოწმებდნენ და მეფის ბრძანებას სულმოუთქმელად
ელოდნენ. ლარიუსის პირველი ვაზირი, კაპიტანი რეისი და რამდენიმე სხვა დიდებული
მეფის კარავში შეკრებილიყვნენ, სტრატეგიას ბოლოჯერ განიხილავდნენ. რეგარს სურდა
შეხვედრას თავისი ვაჟიც დასწრებოდა, ამიტომ გერარის მოსაყვანად ხალხი გაგზავნა. რამდენიმე
წუთში მეფესთან დარცხვენილები და თავჩაქინდრულები დაბრუნდნენ.
-რა მოხდა?- იკითხა რეგარ მეოთხემ.
-ძალიან ვწუხვართ, თქვენო უდიდებულესობავ,მაგრამ უფლისწული ვერ
ვიპოვნეთ.
-რას ჰქვია ვერ იპოვნეთ, თავის კარავში მოძებნეთ?
-დიახ, თქვენო უმაღლესობავ.
მეფე სწრაფი ნაბიჯით გავიდა
თავისი შტაბიდან და გერარის კარავისკენ დაიძრა. უფლისწული იქ არ დახვდა, არც მისი
მახვილი იდო ადგილზე. გამძვინვარებული გამოვარდა ლარიუსის ხელმწიფე.
-მისი ცხენი მოძებნეთ, ახლავე! - აჭარხლებული მთელ ხმაზე ღრიალებდა.
-არც მისი ცხენია ადგილზე, მაგრამ რაღაც ვიპოვნეთ, თქვენო
უმაღლესობავ.
-რა?!
-ნაკვალევი, ჯერ კიდევ ახალია.
-საით მიდის?
-ვერდექსისაკენ, თქვენო უმაღლესობავ.
რეგარი სიბრაზისგან ერთიანად
აცახცახდა. ხელები მომუშტა, ისე ძლიერად,რომ სისხლიც კი ჩამოეწვეთა და მიწას
შხეფებად დააჩნდა.
-ახლავე გავდივართ!-მეფემ ბრძანება გასცა. ერთ-ერთ დიდებულს სურდა
მეფისთვის შეეხსენებინა,რომ გეგმა ბოლომდე განხილული ჯერ კიდევ არ ჰქონდათ,
თუმცაღა სანამ რამის თქმას მოასწრებდა ბასუსმა ხელი მაჯაზე წაავლო და შეაჩერა.
დიდი ლაშქარი ჰყავდა
ლარიუსის მეფეს, თუმცაღა ვერდექსში ჩასასვლელად მხოლოდ ორი საათი დასჭირდათ.
გამძვინვარებულმა არავინ დაინდო. ლარიუსელები ქუჩებშივე ხოცავდნენ ხალხს, რომლებიც
სახლებში შევარდნასა და კარებების ჩაკეტვას ვერ ასწრებდნენ. ცხენებზე
ამხედრებულები ისროდნენ აალებულ ჩირაღდნებსა და ცეცხლმოკიდებულ ისრებს. მთავარ
მოედანზე არსებული ბაზარი,რომელიც უზარმაზარი, ჩალით გადახურული დახლებისგან
შედგებოდა სრულიად გადაბუგეს. არ ინდობდნენ არც ქალებსა და არც ბავშვებს.
ხელმწიფეს ბრაზისგან გონება დაბინდვოდა, მხოლოდ საკუთარი ვაჟის ღალატზე ფიქრობდა.
ცდილობდა ჯავრი ვერდექსელებზე ამოეყარა, უნდოდა მათთვის საკუთარი ძლევამოსილება
ეჩვენებინა. სატახტო ქალაქში შესვლისთანავე ლარიუსის ლაშქარი სამად გაიყო. პირველი
ნაწილი ბასუსის მეთაურობით ჩრდილო-აღმოსავლეთის მხრიდან შემოერტყა სასახლეს,
რეისის ხალხმა ჩრდილო-დასავლეთიდან მოაქცია ალყაში, ხოლო თვით მეფემ კი სასახლის
უზარმაზარი გალავნის შესასვლელთან შეაყენა ცხენი. გალავნიდან მხედრებისთვის
მშვილდები მოეშვირათ, კარიბჭე საგულდაგულოდ ჩაეკეტათ და სასახლეში შესასვლელი ხიდი
მაღლა აეწიათ. ლარიუსის მეფეს გალავნიდან რამდენიმე მეტრის სიგრძის სასახლისთვის
გარს შემორტყმული მდინარე აშორებდა. რადგანაც ხიდი სწორედ რომ მდინარეზე უნდა
გადებულიყო მისი გამოყენებით შიგნით ვერ შეაღწევდნენ, თუმცაღა თუ გალავანი
ჩამოიშლებოდა ცხენებს არ გაუჭირდებოდათ მდინარის გადალახვა.
-კატაპულტები მოიტანეთ! - ბრძანა მეფე რეგარმა. მეომრებმა მაშინვე
მოაგორეს ოთხი კატაპულტი,რომლებიც უზარმაზარი ლოდებით დაეტვირთათ. - ცეცხლი
მოუკიდეთ! - მეფის ბრძანება მაშინვე შეასრულეს. ლარიუსის პირველი ვაზირი და
კაპიტანი რეისი,რომელსაც თავისი ხალხი მიეტოვებინა და მეფეს შეერთებოდა გაკვირვებულები შესცქეროდნენ გალავანზე მდგარ
მეომრებს,რომლებიც რატომღაც შეტევას არ ჩქარობდნენ.
-რატომ არ გვესვრიან?- ბასუსს
გადაუჩურჩულა რეისმა.
-არ ვიცი, არ მომწონს ეს ყველაფერი.
-დღეს ჩვენ ამ გალავანს დავანგრევთ! - დასჭექა რეგარ მეოთხემ -
ცეცხ...
სიტყა დამთავრებული არ
ჰქონდა გალავნიდან ჯერ ახალგაზრდა ჭაბუკის თავი, შემდეგ კი მთლიანი სხეული რომ
გამოჩნდა.
-გამარჯობა,მამა - თქვა უფლისწულმა გერარმა და აალებულ ქალაქს მოავლო
თვალი. ყველა დადუმდა, ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის ხმაც კი არსად ისმოდა. გერარს ყველა
გაფაციცებით შესცქეროდა.
-შენ მე მიღალატე, შენს ქვეყანას უღალატე!- იღრიალა რეგარმა.
-არა, უბრალოდ დიპლომატია ავირჩიე.
-შენ არ გაქვს უფლება რამე აირჩიო, შენ არ ხარ მეფე!
-ვიცი, მაგრამ ოდესმე ალბათ ვიქნები კიდეც, მე მშვიდობას დავამყარებ.
- როდესაც რეგარმა არაფერი უპასუხა გერარმა განაგრძო - ვერდექსის ტახტის
მემკვიდრე, მომავალი შაჰი, უფლისწული
ფატინი მზადაა ჩვენს პირისპირ დაჯდეს. გვაპატიოს ის, რაც დღეს გავაკეთეთ, მზადაა
ყველაფერი ახალი ფურცლიდან დავიწყოთ, მზადაა გამოვასწოროთ შეცდომები,რომლებიც
ჩვენმა წინაპრებმა დაუშვეს და ერთხელ და სამუდამოდ მოვსპოთ განხეთქილება ორ მოძმე
ერს შორის.
-ჰაჰ- ცინიკურად გაიცინა ლარიუსის მეფემ. - ამას არასდროს გაპატიებ!
სულელი ხარ, თუ ფიქრობ რომ მასთან მოლაპარაკებითა და ზავის დადებით მშვიდობას
დაამყარებ!
-არანაირი ზავი არ დაიდება, რადგანაც დაზავება არ იქნება საჭირო. მე
ვიცნობ მას, მის თვალებში ჩავიხედე, ის არ ჰგავს ფარსინ შაჰს, ესაა ჩვენი შანსი.
მეფეო, გთხოვთ, წამითაც არ მიფიქრია ჩემი ხალხისა და თქვენი ღალატი, ამას ჩვენთვის
ვაკეთებ, ჩვენი ხალხისა და ჩვენი მომავლისთვის.
-საკმარისია!- იღრიალა ხელმწიფემ-ცეცხლი!
-შეჩერდით-მეკატაპულტენი ბასუსმა შეაჩერა, მეფესთან მივიდა - თქვენო
უმაღლესობავ, ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ.
-ბასუს, ნუ მასწავლით რა გავაკეთო და რა არა!
-ამას სწორედ იმიტომ გეუბნებით,რომ ჭკვიანი და ღირსეული ხელმწიფე
ბრძანდებით. ახლა ბრაზობთ,მაგრამ ამან ხელი ვითარებისა და გადაწყვეტილების გაანალიზაბაში
არ უნდა შეგიშალოთ. დაფიქრდით, გთხოვთ, ჩვენი ხალხი იმისთვის დაიხოცება,რაც
შეიძლება უსისხლოდ გაკეთდეს. ცადეთ მაინც, თქვენო უმაღლესობავ, იქნებ ის ბიჭი
მართლაც არ ჰგავს მამამისს და მასთან საერთო ენის გამონახვა შეიძლება.
რეგარი ჩაფიქრდა. თავის
მრჩეველს შეხედა. ლარიუსის პირველი ვაზირი მეფეს მუდარის აღსავსე მზერით
შესცქეროდა. რეგარს ძალიან უნდოდა მთელი სასახლის მიწასთან გასწორება, მაგრამ მას
შემდეგ რაც მისმა ხალხმა მოისმინა, მათ წინაშე ის არასწორ და არასამართლიან მეფედ
გამოჩნდებოდა. თავის სახელზე ძალიან ზრუნავდა, სწორედ ამან განაპირობა მისი
გადაწყვეტილება. ჩამოქვეითდა. ზემოთ აიხედა, მზერა გერარს მიაპყრო და თქვა:
-კარგი. - თითქოს ყველას გულზე მოეშვა.
-სწორი გადაწყვეტილებაა, თქვენო უმაღლესობავ. - მეფეს მიმართა
პირველმა ვაზირმა.
-ხიდი დაუშვით! - ბრძანა გერარმა და ვერდექსელებიც მის ნებას
დაჰყვნენ. უზარმაზარი ხიდი მძიმედ დაეშვა მდინარეზე. მეფე რეგარმა თავისი მახვილი
ბასუსს ჩააბარა და ნელი, დინჯი, მძიმე ნაბიჯებით დაიძრა სასახლის
კარიბჭისკენ,რომელიც ხიდის დაშვებისთანავე გაიღო. ლარიუსის მეფეს იქ თავისი ვაჟი
ვერდექსის მემკვიდრესთან ერთად ელოდა.
უფლისწულმა ფატინმა ლარიუსის
მეფე სათათბირო დარბაზში მიიპატიჟა. უზარმაზარ ოვალურ მაგიდას რეგარისა და გერარის
გარდა ვერდექსის მემკვიდრის მრჩეველიც მიჯდომოდა. უფლისწულმა მეფე რეგარს საკმაოდ
გრძელი, ორნამენტებიანი მახვილი უბოძა, რაც მშვიდობის დამყარებისა და მეგობრობის
დაწყების ნიშანი იყო.
-პირადად შემოგფიცავთ, რომ ჩემი მმართველობის პერიოდში არასდროს
შემოიჭრება ვერდექსელთა არმია თქვენს სამეფოში, პირიქით, საჭიროების შემთხვევაში
დაგეხმარებით კიდეც. მზად ვარ, გავანახლოთ აქტიური ვაჭრობა.თქვენს ვაჭრებს
არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ, ჩემი ქვეყნის გზები მათთვის ყოველთვის ღია
იქნება. - თქვა უფლისწულმა ფატინმა. რეგარი მას მაინც ეჭვის თვალით უყურებდა,
მაგრამ რა გაეწყობოდა, იძულებული იყო ამ ყველაფერს დასთანხმებოდა, რადგან ეს მას
მხოლოდ სარგებელს მოუტანდა. რაც უფრო მეტს იშოვებდნენ ვაჭრები, მით მეტს
გადაუხდიდნენ მეფესაც, თანაც ვერდექსში დამზადებული ქსოვილები ერთ-ერთი საუკეთესო
იყო ედოსში. აქ აბრეშუმიდან დაწყებულს შალის ქსოვილით დამთავრებულს ყველაფერს ნახავდი.
ლარიუსის მეფემ დუმილის შემდეგ ფატინს მიუგო:
-დარწმუნებული ხართ, რომ შურისძიებას არ მოინდომებთ? რადგან, თუ ასე
მოხდება თქვენს ქვეყანას მიწასთან გავასწორებ.
-მე შემოგფიცეთ, თქვენო ბრწყინვალებავ, ლეთარი კი ფიცს არასდროს ტეხს.
-ძალიან კარგი.
-მიხარია, როგორც იქნა მშვიდობის ნანატრი ჟამი დადგა. უფლისწული
გერარი ჩემთან რომ არ მოსულიყო ალბათ ერთმანეთს ბრძოლაში შევაკვდებოდით, ძალიან
ბრწყინვალე და გამჭრიახი გონების მქონე ვაჟი გყავთ, იმედია ჩემი შვილებიც ასეთები
იქნებიან. - უფლისწულს კარგად ესმოდა თუ
რა რთულ მდგომარეობაში ჩავარდნილიყო უფლისწული გერარი, ცდილობდა მას დახმარებოდა,
თუმცაღა მეფე რეგარმა მის ნათქვამს წააყრუა და უბრალოდ ძალდატანებით გაუღიმა.
-ეს ისტორიული დღეა, უნდა აღვნიშნოთ. ზეიმს გავმართავთ. ხვალ, მე
ვერდექსის შაჰად მაკურთხებენ, გამიხარდება თუ დარჩებით.
-რა თქმა უნდა.
-გრძელი გზა გახლავთ, ალბათ გადაიღლებოდით, თქვენთვის ოთახს
მოვამზადებინებ, თქვენო უმაღლესობავ - თქვა და ფატინმა მოახლენი იხმო.
ვერდექსის სასახლე
ლარიუსელებით აივსო, რამაც საშინელი უთანხმოება გამოიწვია თვით ლეთართა
დინასტიაშიც. ფატინს თავისი დედა და ძმები დაუპირისპირდნენ.
-როგორ შეგიძლია ასე მოიქცე, მათ მამაშენი მოკლეს, ჩვენი ქვეყანა
დაარბიეს, მოსავალი გადაგვიწვეს, სახლები დაგვინგრიეს, შენი ხალხი ნაჯახებით
აჩეხეს და ბუზებივით ქუჩებში დაყარეს და შენ მათთან ერთად აპირებ სასმისის აწევას
და მშვიდობას ჰპირდები?!
-სხვა გზა არ არის.
-არის, ახლავე მოკალი რეგარი და მისი შვილიც!
-დედა, - ფატინმა ქალის სახე ხელებში მოიქცია- ვიცი ძნელია,
ჩემთვისაც, მაგრამ არ მინდა ჩვენი ხალხი კიდევ დაიხოცოს. მინდა ვერდექსი უკეთესი
გავხადო, მინდა მშვიდობა დავამყარო და ახლა მაქვს ამის შანსი. მამამ პირველმა
დაარღვია ზავი და მათ ქვეყანაში ილაშქრა, ეს რომ არ გაეკეთებინა არც ისინი
გადაწვავდნენ ჩვენს ქალაქებს.
-როგორ შეგიძლია მათ ეს აპატიო?! მიხარია მამაშენი მკვდარი რომაა,
თორემ ამას რომ უყურებდეს სირცხვილით თავს ვერ გამოყოფდა. შენ მას არცხვენ, ფატინ,
ის ძლიერი იყო, მისი ყველას ეშინოდა...
-მე არ ვარ მამაჩემი! - უფლისწული წყობილებიდან გამოვიდა - არ მინდა
ჩემი ეშინოდეთ, არამედ მინდა ვუყვარდე და პატივს მცემდნენ. ჰო, მამაჩემი ძლიერი
იყო, ის ყველას კლავდა, დამპყრობელი იყო,მაგრამ სად მიიყვანა ამგვარმა ქცევამ?! -
ქალმა შვილს სილა გააწნა. ფატინი დედას უხმოდ შესცქეროდა, შემდეგ კი ოთახი სწრაფი
ნაბიჯებით დატოვა.
მეფე რეგარისთვის გამოყოფილი
ოთახის კარზე კაკუნი გაისმა.
-მობრძანდით!-ბრძანა ხელმწიფემ. ოთახში ლარიუსის პირველი ვაზირი
შემოვიდა.
-მგონი ყველაფერი იმაზე უკეთ ვითარდება, ვიდრე წარმოგვედგინა.
-ასე გგონიათ, ბასუს, მე კი კიდევ არ მჯერა, ვფიქრობ რაღაც თამაშს
გვეთამაშებიან.
-არა მგონია, თქვენო უმაღლესობავ, ეს ბიჭი მამას არ ჰგავს, გამოუცდელი
და შეშინებულია. - ბასუსი დადუმდა. რეგარმა შეატყო რაღაც რომ არ ასვენებდა და
ჰკითხა:
-მითხარით, რისი თქმაც გინდათ.
-უფლისწულმა გერარმა ყველაფერს შესანიშნავად გაართვა თავი.
-მან მე მიღალატა.
-მაპატიეთ, მაგრამ, თქვენთვის რომ ეთქვა რასაც აპირებდა, ალბათ ნებას
არ დართავდით.
-შეიძლება, მაგრამ მან მე დამამცირა, ჩემ ზურგს უკან მიიღო ისეთი
გადაწყვეტილებები,რომლებიც მხოლოდ მეფემ უნდა მიიღოს. ამას ვერ ვაპატიებ.
-რას აპირებთ?
-უნდა დაისაჯოს და სათანადოდაც დავსჯი კიდეც, ის ვერასდროს გახდება
ლარიუსის მეფე!
უფლისწული ფატინის შაჰად კურთხევას მეფე რეგარ მეოთხეც
დაესწრო. გერარი მისგან მოშორებით იდგა, ცდილობდა მამას თვალში არ მოხვედროდა.
დროის იმედიღა ჰქონდა, ფიქრობდა,რომ იქნებ დროთა განმავლობაში რეგარს რისხვა
დასცხრომოდა და შვილისთვის ეპატიებინა, მაგრამ როგორც კი მამის მზერას ხედავდა ეს
აზრი სრულ სისულელედ ეჩვენებოდა. დიდებული ზეიმი მოაწყო ფატინ შაჰმა. მომავალი და
ორ ერს შორის დამყარებული მშვიდობა ოქროს სასმისებით ადღეგრძელეს. დიდი ფიქრის შემდეგ, როდესაც ლარიუსის მეფე
შეზარხოშდა მასთან უფლისწული გერარი მივიდა. ლოდინი აღარ შეეძლო, ამიტომ რეგარს
მიუახლოვდა და უთხრა:
-მამა...
-ახლა არა, მაშინ ვისაუბრებთ, როდესაც ლარიუსში ჩავალთ - მკაცრი ხმით
უპასუხა ზურგშექცევით მდგარმა რეგარ მეოთხემ, რომელსაც შვილისთვის არც კი
შეუხედავს.
ლარიუსის ლაშქარი მეორე
დღესვე თავისი სამეფოსკენ დაიძრა.
ფარდები ფართოდ გადაეწიათ, ოთახში მზის სხივები
შემოჭრილიყვნენ და ოქროს ძაფებივით ბრწყინავდნენ. უფლისწული შეიშმუშნა, თვალები
ოდნავ გაახილა და ხელით მზის სხივები დაიჩრდილა. შემდეგ კი მისი მზერა რაღაცამ,
უფრო სწორედ კი ვიღაცამ მიიპყრო. ფიზმანმა გერდენი დაინახა და ბედნიერს სახეზე ღიმილი
აღებეჭდა.
-გამარჯობა - მიუგო მან.
-გამარჯობა.
-დიდი ხანია რაც აქ ხარ?
-არც ისე. მაპატიე, ფარდები გადავწიე, მზის სხივები აუცილებელია. -
უფლისწულმა ნაზად გაიღიმა. - როგორ ხარ?
-კარგად, შენ?
-მე? - გერდენს გაეცინა - მე არ ვყოფილვარ ის ბიჭუნა ვერდექსელებით
გავსებულ ციხესიმაგრები რომ შეიპარა და თავისი ძმისთვის კარის გასაღებად ფარსინ
შაჰის შუბსაც არ მოერიდა. ოჰ, ფიზმან, რომ იცოდე როგორ შემაშინე და მანერვიულე.
-მაპატიე, ხომ მაპატიებ?
-უბრალოდ დამპირდი,რომ ასე აღარასდროს მოიქცევი.
-გპირდები.
-ფიზმან, იცი,- გერდენი თავის თითებს დასცქეროდა, ცერებს ერთმანეთს
უხახუნებდა-მინდოდა მეთქვა,რომ...
-მიყვარხარ. - ქალმა უფლისწულს გაკვირვებულმა შეხედა. ფიზმანიც
გაურკვევლობაში იმყოფებოდა, საყვარელი ქალისგან ასეთ რეაქციას არ მოელოდა-მე...მაპატიე
- თვალები დარცხვენილმა დახარა. გერდენს გული აუძგერდა, ჟრუანტელმა დაუარა, თითქოს
ათასობით პეპელა დაფრინავდა მის სხეულში, თვალები აუციმციმდა და უფლისწულისკენ
დაიხარა. მის ბაგეებს ნაზად აკოცა. დაბნეულმა ფიზმანმა მზერა მის ჯადოსნურ ღიმილს
მიაპყრო.
-ანუ შენც გიყვარვარ?
-კი, მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ - ორივემ გაიცინა,შემდეგ კი გერდენი
უფლისწულს მოეხვია.
ფიზმანი უკვე სრულიად გამოჯანმრთელებულიყო.
მომხდარმა მასზე ძალიან იმოქმედა, სტიმული მიეცა და მეორე დღეს საწოლიდანაც
წამოდგა. ყველას ეუბნებოდა კარგად ვარ, ისედაც საკმარისად ვიწექიო. საღამო დედასა
და გერდენთან ერთად ეზოში, ფანჩატურში მჯდომმა გაატარა. იმ დღეს ძირითადად
მოლოცვებსა და დალოცვებს იღებდა, თუმცაღა ეს სულაც არ ადარდებდა და ყველას ისე
უქნევდა თავს მადლობის გადასახდელად რომ ნამდვილად არ იცოდა რას ეუბნებოდნენ. მხოლოდ გერდენზე ფიქრობდა, სხვა
დანარჩენს კი უბრალოდ აზრი დაჰკარგვოდა. მეორე დღეს ქალს ნავით გასეირნება
შესთავაზა.
-დარწმუნებული ხარ რომ შეძლებ? - ეჭვნარევმა ჰკითხა გერდენმა.
-რა თქმა უნდა.
-მე მისი მართვა არ ვიცი.
-გასწავლი, ყველაფერს გასწავლი, რასაც მოისურვებ.
-ეს ქალის საქმე არაა.
-მერე რა, შენ ხომ გინდა რომ ისწავლო.
-ანუ მართლა მასწავლი?
-რა თქმა უნდა. - ხელები ერთმანეთს ჩასჭიდეს და ასე გაუყვნენ გზას
სასახლისაკენ.
13 ივლისს საკმაოდ თბილოდა.
მზე თავის სხივებს აცხუნებდა. ფიზმანის გეგმის გასახორციელებლად შესანიშნავი
ამინდი იყო. უფლისწულს ყველაფერი გაემზადებინა. ზღვასთან მისულ გერდენს ფიზმანი
უკვე გრძელ, ხის საჭიან ნავში უცდიდა. მას ნავში ჩაჯდომაში მიეშველა და პირველად
ნიჩაბიც მოუსვა, შემდეგ კი დინებას გაჰყვა. გერდენს თვალს ვერ აშორებდა. ქალს
თეთრი მდიდრული კაბა ეცვა, მხრებზე კი ასევე თეთრი მოსასხამი მოესხა.
-ჩემთან მოდი- უთხრა უფლისწულმა და ისიც გვერდით მიუჯდა. ფიზმანმა
ხელი საჭეზე დაადებინა, თან თავისი ხელითაც მიეშველა.- აი, ასე დაატრიალე...
ყოჩაღ.
-გმადლობ. - ბედნიერმა მიუგო გერდენმა. წყალში დაახლოებით ორი საათი დაჰყვეს,
შემდეგ კი ნაპირისკენ დაიწყეს ცურვა. ბოლოს ქალმა ჰკითხა:
-ნაპირამდე ისევ შორია?
-გააჩნია რას თვლი ნაპირად, მე უკვე იქ ვარ,ჩემს ნაპირზე ვარ.
-და შენი ნაპირი ზღვაა? - ღიმილით ჰკითხა ქალმა.
-არა, შენ ხარ ჩემი ნაპირი, როცა ჩემთან არ ხარ შენზე ვფიქრობ, ფრთებს
ვისხამ და ოცნებებში დავფრინავ. ახლა კი აქ ვარ ჩემს საოცნებო რეალობაში ,მაშასადამე
ნაპირზე.
-მომიყევი შენს ოცნებებზე, რაზე ოცნებობ?
-შენზე,შენს საოცარ ღიმილზე, მომნუსხვნელ თვალებსა და დამატყვევებელ
გამოხედვაზე, ჩემს ოცნებებში ნამდვილი ქალღმერთი ხარ, მაგრამ როცა გიყურებ, თუნდაც
ახლა, ამასთან შედარებით ჩემი ოცნებები ფერმკრთალი და უსუსურია.
-მართლა ასე გიყვარვარ, ფიზმან? - გერდენი გამომცდელად მიაცქერდა. უფლისწული
თითქოს დაიბნა.
-შენ რა, არ გიყვარვარ?
-ასე ძალიანაც არა,მართალია ღირსეული, პატიოსანი, ჭკვიანი,
გამჭრიახი,მამაცი და სიმპატიური ხარ, მაგრამ...-გერდენი გაჩუმდა და კაცს
ცნობისმოყვარეობით შეხედა.
-არა,გერდენ, ნაპირამდე შორი არაა, ის ახლოსაა.
-აი რა მაკლდა - სიცილით თქვა ქალმა - საყვარელი ხარ,როდესაც ბრაზობ.
-ანუ, გამეხუმრე?
-მთელი ცხოვრება შენისთანა ადამიანზე ვოცნებობდი,ფიზმან, შენ
შეუდარებელი ხარ, ძალიან, ყველასა და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ.განსაკუთრებით კი
შენი დაბნეულობა მიყვარს. - ჩვეული მომაჯადოვებელი ღიმილით მიუგო ქალმა.
უფლისწულმა გაუღიმა. მალე ხმელეთიც გამოჩნდა.
მეფე რეგარ მეოთხე თავის
სასახლეში 14 ივლისს დაბრუნდა. მან თავისი აღთქმული პირობა შეასრულა და მშვიდობა
დაამყარა. ხელმწიფეს ამ გამარჯვებას ყველა ულოცავდა. მან ისე დააჩოქა ლერთა
დინასტია,რომ არც ერთი ლარიუსელი ამ გამარჯვებას არ შეწირვია.რეგარი ცხენიდან
გადმოსვლისთანავე თავის ვაჟს გადაეხვია.
-მიხარია, საღსალამათსა და ჯანმრთელს რომ გხედავ, ფიზმან. ის, რაც შენ
გააკეთე შეუფასებელია, ამას შენი ხალხი არასდროს დაგივიწყებს.
-გმადლობ,მამა. - უეცრად ფიზმანმა ბრბოში თავისი ძმა შენიშნა. გერარი
მებრძოლებს შერევოდა. სახე დაღვრემოდა და მის თვალებში მხოლოდ სევდას თუ
ამოიკითხავდი. უფლისწული თავისი ძმისკენ დაიძრა. მისი დანახვისთანავე გერარს
სახეზე ღიმილი გამოესახა.
-მიხარია, ფეხზე დამდგარს რომ გხედავ - თქვა და ძმას ძლიერ გადაეხვია.
-ამჯერად რაღა ჩაიდინე? - ხუმრობით ჰკითხა ფიზმანმა,მაგრამ როგორც კი
უფლისწულმა საქმის ვითარება აუხსნა სახიდან ყოველგვარი სიხარული წაეშალა.
-ღმერთო ჩემო- თქვა უფლისწულმა - მამას დაველაპარაკებით.
-აზრი არ აქვს. თუ ცოცხალი დამტოვა ალბათ აქედან სამუდამოდ
გამაძევებს.
-ამას არ დავუშვებ, შემომხედე- ფიზმანმა ძმას თავი აუწია - ყველაფერს
გავაკეთებ, რომ ისევ აქ დარჩე.
-ვიცი და ამის მეშინია, ჩემგან განსხვავებით მამასთან კარგი
ურთოერთობა გაქვს, ამას ნუ გააფუჭებ. -ფიზმანმა გაიღიმა.
-ჩემზე ნუ იღელვებ, მალე ქორწილი მექნება და იცოდე, ჩემ გვერდით უნდა
იყო.
-ჰო, მართლა? - უფლისწულმა შვებით ამოისუნთქა, რაღაც დადებითი მაინც
მოისმინა ამდენი ხნის უბედურების შემდეგ.
-დღეს ვაპირებ ბ-დიდუსს გერდენის ხელი ვთხოვო.
-შენ გამო ძალიან მიხარია, ფიზმან. - გერარმა ძმას ხელი მხარზე დაადო.
უფლისწულმა თავი ოდნავ დაუქნია.
ლარიუსის მეფე თავის
კაბინეტში მოსასვენებლად შესულიყო. სწორედ ამ დროს იხელთა დრო უფლისწულმა, რადგან
მოგვიანებით რეგარის მარტო გამოჭერა თითქმის შეუძლებელი იქნებოდა. ფიზმანმა კარზე
მსუბუქად დააკაკუნა.
-მობრძანდით!- გაისმა მეფის ხმა. უფლისწული ოთახში შევიდა.-ფიზმან,
შენ ყოფილხარ, როგორ ხარ?
-კარგად,მამა.
-დაჯექი,გთხოვ.
-დიდებული გამარჯვება მოიპოვეთ.
-რა თქმა უნდა, ზეიმს მოვაწყობ, შენი გამოჯანმრთელებაც უნდა
აღვნიშნოთ. - უფლისწულმა მეფეს გაუღიმა,
-დღეს მინდა ბ-დიდუსს გერდენის ხელი ვთხოვო.- თქვა და მამას
მიაცქერდა. რეგარს სახეზე ბედნიერება აღებეჭდა, დიდუსთან დაახლოებაზე ისედაც
ოცნებობდა, თანაც რომელ მამას არ უხარია შვილის გაბედნიერება.
-ღმერთო, ეს ხომ შესანიშნავი ამბავია! - აღტაცებით წამოიძახა
ხელმწიფემ და ვაჟს მხურვალედ გადაეხვია.
-იმედი მაქვს ამ უმნიშვნელოვანეს დღეს გერარიც ჩემ გვერდით იქნება -
სიტყვა ჩააგდო უფლისწულმა. რეგარ მეოთხე მაშინვე დასერიოზულდა.
-ფიზმან...ალბათ შეიტყობდი რაც მოხდა, მან გვიღალატა, საკუთარ მეფეს
უღალატა. უფლისწული რომ არ იყოს ახლავე სიკვდილით დავსჯიდი ამის გამო.
-მაგრამ შედეგი ხომ სასურველი იყო. ეს რომ არ გაეკეთებინა დღეს ვინ
იცის რამდენი ლარიუსელი იქნებოდა დაღუპული, თანაც მტრობა ისევ შენარჩუნდებოდა.
-საკმარისია,ფიზმან! ჩემს დალოცვას მიიღებთ, ახლა კი ბევრი საქმე
მაქვს, გთხოვ, დამტოვე.
-დიახ,მეფეო-უფლისწულმა თავი დაუკრა და კაბინეტიდან გავიდა. იგი
პირდაპირ სადედოფლო აპარტამენტებისკენ დაიძრა.
-რა გითხრა?- ოთახში შესვლისთანავე ჰკითხა კატერინამ.
-არაფერი გამომივიდა-იმედგაცრუებულმა მიუგო უფლისწულმა.
-მე ვცდი. იმედია რამეს მოვახერხებ, მართალია უკვე ჩემთვის რჩევა
რამდენიმე წელია არ უკითხავს და სრულიად აღარაფერს მითანხმებს,მაგრამ იმედია მაინც
მომისმენს.
-იმედია-თქვა დამწუხრებულმა უფლისწულმა.
მოსაღამოვდა. რეგარ მეოთხის
სასახლეში უამრავ დიდებულს მოეყარა თავი. მათ შორის იყო ბ-დიდუსიც,რომელიც თავის
მეგობრებს მეტად საჭირბოროტო თემებზე ესაუბრებოდა და რადგანაც უკვე გერდენისგან
თანხმობა მიღებული ჰქონდა ფიზმანი სწორედ ახლა აპირებდა დიდუსისთვის ქალიშვილის
ხელის თხოვნას. როდესაც დიდებული სხვებს გამოეყო, რათა ღვინის ახალი სასმისი აეღო, უფლისწული მას
მიუახლოვდა.
-გამარჯობა, როგორ ბრძანდებით? - ფიზმანი სანდომიანი გამომეტყველებით
მიესალმა.
-გმადლობთ, თქვენო ბრწყინვალებავ, კარგად ვარ, თქვენ როგორ
ბრძანდებით?
-გმადლობთ, შესანიშნავად.
-ძალიან მიხარია, ნამდვილად ღირსეული თავგანწირვა იყო თქვენი მხრიდან,
ეს ყველას როდი შეუძლია. - ფიზმანმა დიდუსს გაუღიმა.
-მეტად დელიკატურ თემაზე მინდა გაგესაუბროთ, სუფთა ჰაერზე ხომ არ
გავსულიყავით?
-როგორც თქვენ გნებავთ, უფლისწულო.
სასიამოვნო ნიავი ქროდა.
სასახლის დახუთულ ჰაერთან შედარებით სუფთა ჰაერზე ყოფნა ნამდვილი ნეტარება იყო.
-აქ ნამდვილად უკეთესია- აღნიშნა დიდუსმა, თუმცაღა ფიზმანს ყურადღება
არ მიუქცევია. საჭირო სიტყვებს ეძებდა, ნერვიულობისგან გული ბაგ-ბუგს გაუდიოდა.
-ალბათ, იცით, რომ მე და თქვენს ქალიშვილს ერთმანეთი ძალიან გვიყვარს
- ბ-დიდუსმა იეჭვა რაც ხდებოდა და თვალები მაშინვე გაუბრწყინდა, ერთი სული ჰქონდა
ფიზმანი მთავარ სათქმელს როდის ეტყოდა.
-დიახ და ეს ძალიან მიხარია. - ფიზმანმა ღრმად ჩაისუნთქა.
-სწორედ ამიტომ მინდა მისი ხელი გთხოვოთ. გპირდებით, მას უბედნიერეს
ქალად ვაქცევ, დავიცავ და მეყვარება ჩემი სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე. -
გახარებულ დიდუსს სულ გადაავიწყდა წინ ლარიუსის უფლისწული რომ ედგა და მეცხრე ცაზე
მყოფი ფიზმანს ისე უეცრად მიჰვარდა და ისე მაგრად გადაეხვია, რომ მოულედნელობისგან
უფლისწული შეკრთა კიდეც, შემდეგ კი თვითონაც მოჰხვია ხელები მომავალ სიმამრს.
-უბედნიერესი მამა ვარ, ჩემს შვილს ასეთ არაჩვეულებრივ პიროვნებაზე,
მამაც და ღირსეულ ჭაბუკზე რომ ვათხოვებ. ქალიშვილის გათხოვება კაცს ლოდად აწვება
გულზე, მაგრამ ეს ამბავი ახლა თაფლივით ჩამღვია გულში და აღარც ლოდია ისეთი
მძიმე,როგორიც უნდა ყოფილიყო. - დიდუსმა სასმისი აწია - თქვენ გაგიმარჯოთ, დიდხანს
და ბედნიერად გეცხოვროთ, დაე ღმერთი იყო თქვენი მფარველი.
-გმადლობთ - მიუგო ფიზმანმა - ქორწილი...
-ქორწილს ჩვენ მივხედავთ, მე და მამათქვენი ყველაფერს მოვაგვარებთ.
თქვენ არაფერზე იდარდოთ, თქვენო ბრწყინვალებავ.
-გმადლობთ, ახლა კი მომიტევეთ, უნდა დაგტოვოთ - ფიზმანმა კაცს თავი
დაუქნია და გახარებული სატრფოსთან შესახვედრად წავიდა. ბ-დიდუსმა მზერა ჰორიზონტს
მიაპყრო, შემდეგ ლურჯ, გადაწმენდილ ზეცას ახედა და თქვა:
-მართალი იყო ცხონებული დედაჩემი, მართლაც რომ ქუდ-ბედიანი
დავბადებულვარ.
ზეიმი გვიანობამდე გაგრძელდა.სტუმრებმა მეფე
რეგარ მეოთხის სასახლე მხოლოდ დაღამების შემდეგ დატოვეს. რეგარმა დიდუსთან ერთად
მომავალი საქმის სადღეგრძელო მაშინვე შესვა და ქორწილის შესახებაც გამოაცხადა.
მეორე დღეს მას დიდუსი უნდა სწვევოდა და ქორწილის თარიღი უნდა დაეთქვათ.
უზარმაზარი ზეიმის მოწყობას აპირებდა ლარიუსის ხელმწიფე, მანამდე კი გადაღლილი
თავის ოთახში დაბრუნებულიყო. თხელი პერანგი ეცვა, ხელში სასმისი ეჭირა და
ფანჯრიდან შემოსულ ჰაერს ხარბად სუნთქავდა,როდესაც მოულოდნელად კარები გაიღო და
მასთან დედოფალი კატერინა შემოვიდა. რეგარმა ცოლს ცინიკური ღიმილით შეხედა.
-რამდენი ხანია ჩემს ოთახში აღარ ყოფილხარ, ახლა რა მოხდა? - დედოფალი
მხნეობის შენარჩუნებას ცდილობდა.
-ის შენი შვილია, ის გააკეთა,რაც ყველასთვის საუკეთესო იქნებოდა.
-აი თურმე რაში ყოფილა საქმე. - რეგარმა ღვინო მოსვა.
-გთხოვ, რეგარ.- მეფე დუმდა. დედოფალი მას მიუახლოვდა და ხელები
მაჯებზე შემოაჭდო - გემუდარები, ჩემს შვილს ნუ წამართმევ.
-მის მოკვლას არ ვაპირებ, კატერინა.
-გთხოვ,რეგარ- ქალი მუხლებზე დაემხო, ხელებით ქმარს ებღაუჭებოდა-აპატიე,-ემოციების
დამალვა აღარ შეეძლო, ცრემლი სახეზე ღვარღვარით ჩამოსდიოდა-გემუდარები. - ხელმწიფე
დედოფალს ცნობისმოყვარეობით უცქერდა.
-ადექი,-უბრძანა მან- შეხედე თავს როგორ იმცირებ, ასეთი არასდროს
მინახიხარ.
-გთხოვ,რეგარ.- კაცი ცოლს წამოდგომაში მიეხმარა. თითებით ნიკაპი
აუწია. წამიერად მართლაც შეეცოდა სასოწარკვეთილი დედოფალი, შემდეგ კი მზაკვრულად
გაუღიმა და სასმისი მაგიდაზე დადგა.
-გინდა,რომ შენს შვილს ვაპატიო?- ქალმა თავი დაუქნია. ლარიუსის
ხელმწიფემ ისევ გაიღიმა და თითები დედოფალს მკერდთან მიუტანა. კაბის შესაკრავების
გახსნა დაიწყო. თითოეულის გახსნის შემდეგ კატერინას გამომცდელად უყურებდა. დედოფალი
ფიტულივით გაქვავებულიყო, რეგარის შეხებისას და თასმების შეხსნისას თუ შეკრთებოდა.
ტირანმა ის მიიღო,რაც სურდა. მხეცურად დაეუფლა ლარიუსის დედოფლის სხეულს,
რომელზედაც საბრალო ქალის ცრემლები უფრო და უფრო იღვენთებოდნენ.
ბ-დიდუსი მეფესთან
დილაადრიან მოსულიყო. ერთად ისაუზმეს და რამდენიმე საათით რეგარის კაბინეტში
ჩაიკეტნენ. დიდუსი მზად იყო მათთვის საკუთარ მიწაზე არსებული უზარმაზარი მამული
დაეთმო, მაგრამ მეფის დაჟინებული მოთხოვნით ფიზმანი და გერდენი რეგარ მეოთხის
სასახლეში იცხოვრებდნენ.
-თუ ბოლო ჟამს განვითარებულ მოვლენებს გადავხედავთ დიდი ალბათობით
სწორედ ფიზმანი უნდა გახდეს შემდეგი ხელმწიფე, ამიტომ ის ჩემთან უნდა იყოს. ჯერ
კიდევ ბევრი აქვს სასწავლი - მეფის ამ სიტყვებმა დიდუსის უზომო სიხარული
გამოიწვია, არასდროს უფიქრია,რომ მისი ქალიშვილი ოდესმე დედოფალი შეიძლებოდა გამხდარიყო,
ამიტომ ხელმწიფეს არა თუ შეეწინააღმდეგა, არამედ სიამოვნებით დაუქნია თავი.
-როგორც თქვენ ინებებთ,თქვენო უმაღლესობავ.
ქორწილი შაბათისთვის
ჩაინიშნა. მანამდე სასახლეში ყველა დაფუსფუსებდა. რეგარს დიდუსმა თავისი სახელგანთქმული
ღვინო მოართვა. სასახლის კარზე მოიწვიეს საუკეთესო დამკვრელები და მუსიკოსები. მცხობელს
უზარმაზარი საქორწილო ნამცხვრის გამოცხობა დაევალა. ქორწილისთვის დაკლეს ცხვრები,
ღორები, ქათმები, მოინადირეს ჯიხვები, ირმები, კურდღლები და სხვადასხვა
ფრინველები. განსაკუთრებით უფლისწული ფიზმანი ღელავდა. ის და გერდენი ხეივანში
ხშირად დასეირნობდნენ, ბაასობდნენ, იცინოდნენ და უბრალოდ ერთმანეთის არსებობით
ტკბებოდნენ. რაც შეეხება უფლისწულ გერარს, მის ღალატზე მეფეს კრინტიც არ დაუძრავს
და მიუხედავად იმისა,რომ ყველა ამ ამბავზე ფიქრობდა, ზოგი ამტყუვნებდა, ზოგიც
ამართლებდა რაიმეს თქმას მაინც ვერავინ ბედავდა. ის და მეფე რეგარი ერთმანეთს
თითქმის ვერც ხედავდნენ.უფლისწული დღის რამდენიმე საათს ვივიენთან ერთად სხვენში
ატარებდა. ერთხელ სარკმლიდან ბაღში მოსეირნე ფიზმანი და გერდენი დაინახეს.
-რა ბედნიერი არიან-სევდიანად ჩაილაპარაკა ვივიენმა.
-ჰო,ჩემი ძმის გამო ძალიან მიხარია, ის ამას იმსახურებს.
-ჩვენ ხომ ასე ვერასდროს გავისეირნებთ, ვერასდროს გავიცინებთ, ვერ
ვიმხიარულებთ...
-ჰეი,ჰეი-გერარი ქალს მოეხვია-შენ მე, მე კი შენ მყავხარ. ჩვენ სხვები
არ გვჭირდება, სრული ბედნიერებისთვის ერთმანეთის ყოლაც საკმარისია, თუ რა თქმა
უნდა ამ სხვენს არ ჩავთვლით.- ვივიენს გაეცინა და უფლისწულს მხურვალედ აკოცა.
შაბათი მალე მოვიდა.
სასახლეში სრული ჟრიამული სუფევდა. ყველა მდიდრულად გამოწყობილიყო, მათ შორის მოსამსახურეებისთვისაც
დაერიგებინათ ახალი ტანისამოსი. მეფისთვის ეს დღე უმნიშვნელოვანესი იყო, რადგან თუ
ფიზმანს მემკვიდრეები გაუჩნდებოდნენ, ეს მის პოზიციას კიდევ უფრო აამაღლებდა.
ასევე მეფე რეგარი ახლა ფაქტობრივად ექცერიის პროვინციასაც ეუფლებოდა და დიდუსთან ნათესაური
კავშირის წყალობით სამეფოს თუ არა სასახლეს მაინც აღარასდროს დადგებოდა შიმშილობის
საშიშროების ქვეშ. საქორწილო ცერემონიალი სამ საათზე დაიწყო. ფიზმანი მომავალ
მეუღლეს ბატისტემის უზარმაზარ ტაძარში აღელვებული ელოდა. მას გვერდით ძმა
ამოსდგომოდა. ხელი უფლისწულის მხრისთვის დაედო.
-არ მეგონა ასე თუ ვინერვიულებდი-ფიზმანმა ძმას გადაუჩურჩულა.-ასე
მაშინ არ მინერვიულია ფარსინ შაჰმა შუბი რომ მესროლა-გერარმა გაიცინა.
-შუბი შეიძლება ცხოვრებაში რამდენჯერმე გაგიყარონ,მაგრამ უფლისწული
მხოლოდ ერთხელ ქორწინდება. - ფიზმანმა ღრმად ჩაისუნთქა. თავის უძვირფასეს
მოსასხამში,რომელიც ამასთანავე საკმაოდ მძიმე გახლდათ, სული ეხუთებოდა. უეცრად
ყველამ ტაძრის კარიბჭეს მიაპყრო მზერა. გერდენი გასაოცარი მოკრძალებულობით
მოაბიჯებდა. თეთრი ძვირფასი კაბა ეცვა. მოჩუქურთმებული ფატა თავს უფარავდა, მაგრამ
სიფრიფანა ქსოვილში მაინც მოჩანდა მისი უმშვენიერესი გრძელი შავი თმა,რომელსაც
სინათლე გასაოცარ ტალღისებურ ელფერს სძენდა. საქორწინო კაბა უძვირფასესი
მარგალიტებით შეემკოთ, მაგრამ უფლისწული ხალხისგან განსხვავებით არა პატარძლის
სამოსელს, არამედ მის მოციმციმე თაფლისფერ თვალებს უმზერდა. ფიზმანის მზერის
დანახვისთანავე გერდენმა თავი ოდნავ დახარა და ჩუმად გაიღიმა, შემდეგ კი მზერა კვლავ
მიაპყრო უფლისწულს,რომელსაც ბედნიერებისგან გული საშინლად უძგერდა, ღრმად
სუნთქავდა. ნერწყვი გადაყლაპა და თავი მაღლა აწია. მაშინ, როდესაც ყველა გერდენსა
და მის გვერდით ამაყად მომავალ ბ-დიდუსს უცქერდა, გერარი თავის ძმას აკვირდებოდა. ნათლად
ხედავდა ფიზმანს ყოველი ძარღვი როგორ უთრთოდა, უფლისწული ძმას გაღიმებული
შესცქეროდა. ფიზმანმა რამდენიმე საფეხურით ქვევით გადაინაცვლა. გერდენს ხელი გაუწოდა.
ეს სულ სხვა შეხება იყო, თითქოს თავისი დაკარგული ნაწილი დაიბრუნა, სრულყოფილება
იგრძნო. დიდუსმა ფიზმანს ხელი მკლავზე მოჰკიდა და თავი ოდნავ დაუქნია, უფლისწულიც
ამავე ჟესტით მიესალმა. ნეფე-დედოფალი ერთმანეთის პირისპირ დადგნენ. ეპისკოპოსმა
საქორწინო რიტუალი ჩაატარა. უფლისწული გერდენის სილამაზით ისე იყო მოხიბლული,რომ
სასულიერო პირის წარმოთქმული სიტყვების ნახევარი სრულიად არ ესმოდა, მაგრამ
ტრანსში მყოფმა ხმამაღლა თქვა:
-თანახმა ვარ! - ასეთივე პასუხი გასცა გერდენმაც.მისი ხმა უზარმაზარ
სივრცეში ექოსავით გაისმა.პატარძალს საოცარი ხმის ტემბრი გააჩნდა. ფიზმანს
დაუღალავად შეეძლო ამ ხმისთვის ესმინა, გერდენის თითოეული წარმოთქმული ფრაზა
მისთვის ნებისმიერი ბულბულის გალობაზე უფრო ტკბილი და სასიამოვნო იყო.
-შეგიძლიათ პატარძალს აკოცოთ - თქვა ბოლოს ეპისკოპოსმა. ფიზმანი ქალის
სახეს ნაზად შეეხო. თავი მისკენ მიზიდა. ერთმანეთს თვალებში ჩახედეს და იქ
საკუთარი ანარეკლები დალანდეს. უფლისწულს სახეზე ღიმილი მოეცვა, გერდენისკენ
დაიხარა და მათი ბაგეები ერთმანეთს ნაზად შეერწყნენ.
ამ დღეს ყველა ბედნიერი იყო.
დედოფალი კატერინა თავისი ქმრის გვერდით გახარებული შესცქეროდა თავის ვაჟს. მეფეს
გვერდით ბ-დიდუსი ამოეყენებინა.
-არაფერია იმაზე ლამაზი სანახავი,ვიდრე ორი ბედნიერი, შეყვარებული და
გულანთებული მერცხალი. - თავისთვის თქვა დიდუსმა.
-სრული ჭეშმარიტებაა. - დაეთანხმა ხელმწიფე და ფიზმანსა და გერდენს
ტაძრის დატოვებისას უკან აედევნენ. ახალ დაქორწინებულებს ყველა ულოცავდა, მეფე
რეგარ მეოთხის სასახლე საჩუქრებით აივსო. ხელმწიფემ ყველაზე მასშტაბური ზეიმი
გამართა. ქუჩებში უფასო საკვები და ტკბილეულობა დაარიგეს. მუსიკისა და სიმღერის
ხმა ისმოდა მთელ ლარიუსში. რეგარმა თავისი ვაჟისა და უმშვენიერესი გერდენის სადღეგრძელო
დიდუსთან ერთად შესვა, შემდეგ კი თავიანთი კავშირი ადღეგრძელეს.
უფლისწული თავის მეუღლესთან
ერთად საგანგებოდ მათთვის დადგმულ ტახტრევანზე იჯდა. თითები ერთმანეთისთვის
გადაეჭდოთ და ერთმანეთის მზერით ტკბებოდნენ. მათთან მოსალოცად მრავალი ადამიანი მოდიოდა, უფლისწული
კი მათ ღიმილით მადლობას უხდიდა და თავის დაკვრით ემშვიდობებოდა.
-პირველად სწორედ ამ დარბაზში შეგხვდი - თქვა უფლისწულმა.
-ჰო,-გერდენს გაეცინა - მახსოვს გაქვავებული როგორ მიყურებდი.
-შემდეგ კი ცეკვა შემომთავაზე.
-ვიღაცას მაინც ხომ უნდა გამოეჩინა ინიციატივა, ჩვეულებრივ ასე არ
ვიქცევი ხოლმე, უბრალოდ...-უფლისწული ცოლს ინტერესით მიაცქერდა - როდესაც შენი
მზერა დავიჭირე, თითქოს რაღაც ვიგრძენი. ის მზერა არ იყო, სხვა ჭაბუკები როგორც
მიმზერდნენ ხოლმე. ერთი ნახვით შეყვარების გჯერა,ფიზმან?-უფლისწული ჩაფიქრდა.
-არა, შეიძლება შენმა არნახულმა სილამაზემ განმაცვიფრა და მაშინვე
მომნუსხა,მაგრამ ჩემთვის სრულიად უცხო იყავი, არ გიცნობდი და შეუძლებელია ისე
შეიყვარო ადამიანი,თუ მისი ხასიათი და ბუნება არ იცი.
-მე იცი როდის შემიყვარდი?
-როდის?-ღიმილით ჰკითხა უფლისწულმა.
-დილით,როდესაც მე და დედოფალი ფანჩატურში ვისხედით, შენ სასახლიდან
გამოხვედი და შენი დაბნეული,მაგრამ ამავე დროს დამატყვევებელი მზერით შემომხედე.
სწორედ მაშინ დამეუფლა ეიფორიისა და გაურკვეველი შიშის გრძნობა, თითქოს რაღაც უნდა
მომხდარიყო,არ ვიცი- გერდენს გაეცინა- ალბათ გაუგებრად ვსაუბრობ,არა?
-არა, ზუსტად მესმის რასაც ამბობ, მეც იმავეს ვგრძნობდი.-ღიმილით
უპასუხა უფლისწულმა, რომელიც გერდენს მონუსხული უყურებდა და ყურებდაცქვეტილი
უსმენდა,რათა მისი არც ერთი წარმოთქმული სიტყვა არ გამოჰპარვოდა. მათთან კიდევ
რამდენიმე დიდებული მოვიდა მოსალოცად და უფლისწულს თავიანთი დალოცვაც გადასცეს.
-იცი, ბავშვობიდან რაზე ვოცნებობდი?-უეცრად უთხრა გერდენმა.
-მითხარი.
-მინდოდა პატარა, საკუთარი სახლი მქონოდა, სადაც ჩემს ქმართან ერთად
შვილებს აღვზრდიდი. ჩემს ოჯახს საჭმელს ჩემივე ხელით მოვუმზადებდი. სწორედ ამიტომ
პატარა როცა ვიყავი სამზარეულოში ჩუმად შევიპარებოდი ხოლმე და ჩვენი მზარეული
დოლორესი კერძების კეთებას მასწავლიდა. მინდოდა დამოუკიდებლად მეცხოვრა, მთელი
ბავშვობა ისე გავიზარდე,რომ ვიღაც მემსახურებოდა. ჩემთვის მოქონდათ საკვები,
ტანსაცმელი, ჩემით ჩაცმის ნებასაც კი არ მაძლევდნენ. ერთადერთი მხოლოდ კოვზის
დაკავება და დამოუკიდებლად საჭმლის ჭამა შემეძლო. ყოველთვის მეშინოდა,რომ ჩემით
ვერაფერს გავაკეთებდი და რომ უბრალოდ უმაქნისი ტვირთი ვიქნებოდი. სწორედ ამიტომ
დედას ნებართვით ქსოვა, ქარგვა და კერვა შევისწავლე. - გერდენმა სევდიანად
გაიღიმა.
-მეც ხშირად მიფიქრია ამ ყველაფერზე, თითქოს ჩვენმა წარჩინებულმა
გვარმა თავისუფლება წაგვართვა, მოსამსახურეებს მიგვაჯვაჭა,მაგრამ შემდეგ როდესაც
ვუყურებდი მათ,ვინც ჩვენ გვემსახურებოდა, არ მინდოდა მათსავით მეცხოვრა. ამიტომ ამ
აზრს დიდი ხნის წინ შევურიგდი და დასაჩივლი ნამდვილად არაფერი მაქვს, თან რომ არა
ჩვენი დიდგვაროვნობა ერთმანეთს ვერ შევხვდებოდით და ახლა არც ერთად
ხელჩაჭიდებულები ვისხდებოდით.
-ალბათ, მართალი ხარ. ჩვენი ცხოვრების თითოეულ ეპიზოდს, კარგსა თუ ცუდ
მომენტს მივყავართ ერთ წერტილამდე,საბოლოო
დანიშნულებამდე და ჩვენი აქ ყოფნა სწორედ რომ
ამ დიდი ბორბლის ერთი ნაწილია. - უფლისწულმა მეუღლეს გაუღიმა და ხელზე
ნაზად ეამბორა.
ახლად დაქორწინებულებს უფლისწული
გერარი მიუახლოვდა. ფიზმანი ძმას ღიმილით შეეგება. გერარიც გასაოცრად
გამოიყურებოდა, ცდილობდა ძმა არ დაეჩრდილა და რაც შეეძლო მოკრძალებულად
ეცვა,მაგრამ თავის ხავერდის მოსასხამში მაინც ბრწყინავდა.
-არ მოგასვენეს,არა? - ჰკითხა ნეფე-დედოფალს.
-ეს ყველაფერი ამად ღირს.
-თქვენ გამო ძალიან მიხარია, ბედნიერებას ნამდვილად იმსახურებთ, თანაც
იმ ყველაფრის შემდეგ,რაც გამოვიარეთ.
-გმადლობ,ძმაო.
უფლისწულმა გერარმა უეცრად
ვივიენი დაინახა, ქალი ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა. თმები შეეკრა და უკან ცხენის
კუდივით გადაეგდო. თმაზე სარჭები დაემაგრებინა. ყავისფერი ახალთახალი კაბა ეცვა,
სამოსს თეთრი კანტები დაჰყვებოდა. გერარმა ბოდიში მოიხადა და ვივიენს დაედევნა.
ქალი მთავარი დარბაზიდან უკვე გასულიყო.
-ვივიენ- ცარიელ დერეფანში უფლისწულმა საყვარელ ქალს ჩუმად დაუძახა.
ვივიენი შეკრთა.
-რას აკეთებ, რომ დაგვინახონ?!-შეშინებულმა მიუგო უფლისწულს.
-აქ არავინაა, ძალიან ლამაზი ხარ, არ შემეძლო ეს არ აღმენიშნა.
მეფე რეგარი კვლავაც დიდუსს
ესაუბრებოდა. ეს ორი პიროვნება ძალიან დაახლოვებულიყო. თავიდან ერთმანეთს მხოლოდ
გამოსაყენებელ ტომრებად აღიქვამდნენ და ერთმანეთის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად
პირფერობაზეც კი არ იხევდნენ უკან, მაგრამ შემდეგ მართლა დამეგობრდნენ, ახლა უკვე
დანათესავებულიყვნენ კიდეც.
-ჩემო ძვირფასო მეგობარო,-მიმართა ხელმწიფემ- თქვენთვის საჩუქარი
მაქვს.
-ღმერთო, რა საჭირო იყო, თქვენო ბრწყინვალებავ.
-არა, არა, იმედი მაქვს მოგეწონებათ, ძალიან ძვირფასია,ახლავე
მოგიტანთ, მოსამსახურეებს ამ საგანძურს ვერ ვანდობ-თქვა მეფემ და საჩუქრის
მოსატანად წავიდა.
-ოჰ, გერარ...როგორ მინდა ახლა ეს ყველაფერი რეალური იყოს და ერთად
დარჩენა შეგვეძლოს, მაგრამ უნდა წავიდე. - ვივიენი შებრუნდა,მაგრამ უფლისწულმა
მაჯა დაუჭირა, თავისკენ მოიზიდა და წამიერად,მაგრამ მაინც მხურვალედ აკოცა.
ვივიენმა ნაზად გაუღიმა და სწრაფი ნაბიჯებით სამზარეულოსკენ გასწია. გერარი
რამდენიმე წამი უძრავად იდგა და თავის საყვარელ ქალზე ფიქრობდა,შემდეგ კი ამოიოხრა
და დარბაზისკენ დაიძრა.
ჩაფიქრებული ხელმწიფე ხელში პატარა, თუმცა მოგრძო ზარდახშით
დაბრუნდა.
-გთხოვთ, მიიღეთ ჩემგან ეს სამახსოვრო საჩუქარი - დიდუსმა ხელმწიფეს
ზარდახშა სიხარულით გამოართვა და თავი მოხადა. შიგნით პატარა დაშნა იდო.- ეს დაშნა
ჩემს ოჯახს წლების განმავლობაში ეკუთვნოდა- უთხრა რეგარმა - ახლა კი რადგანაც
თქვენც ჩემი ოჯახის წევრი ხართ მინდა თქვენ გადმოგცეთ.
-თქვენო უდიდებუსელობავ, მაპატიეთ,მაგრამ ასეთ საჩუქარს ვერ მივიღებ,
ეს თქვენს მემკვიდრეებს უნდა გადასცეთ.
-არა, ბ-დიდუს, მოვითხოვ,რომ ეს თქვენ გქონდეთ. ჩემმა დიდმა ბაბუამ ეს
დაშნა ერთ-ერთი დიდებულისგან მიიღო მეგობრობის ნიშნად, სწორედ ამავე მიზეზით
გიძღვნით მე თქვენ.
-უღრმესი მადლობა ასე სიტყვებისთვის, თქვენო უმაღლესობავ, ეს ძალიან
ბევრს ნიშნავს. - რეგარმა მეგობარს გაუღიმა - მინდა ექცერიაში დაგპატიჟოთ,
ულამაზესი მიწებია, მთებიდან რამდენიმე მდინარე იღებს სათავეს.
-დიდი სიამოვნებით გეწვევით, მაგრამ ახლა ბევრი საქმე მაქვს, როგორც
მოგეხსენებათ ვერდექსთან სავაჭრო ურთიერთობები გავანახლეთ და შესაბამისი კანონებიც
იქნება შესადგენი.
-დიახ, თქვენო ბრწყინვალებავ, მინდა უფლისწულსა და ჩემს ქალიშვილს
თაფლობისთვე მოვუწყო, თუ წინააღმდეგი არ იქნებით.
-არა, რას ამბობთ, პირიქით, ძალიან კარგი იქნება, მამაჩემისგან
მსმენია,რომ მართლაც სამოთხეა იქაურობა.
-თქვენსავით ბრძენი ხელმწიფე იყო მეფე ნარსინი, დიდებული მეომარი და
გამჭრიახი მმართველი.
-ნამდვილად,მამაჩემი დიდებული კაცი იყო. - დაეთანხმა რეგარი და
ჩაფიქრებულმა დიდუსის მორთმეული ღვინო მოსვა.
ფიზმანი გერდენთან ერთად
ექცერიის პროვინციაში გაემგზავრა თაფლობისთვის გასატარებლად. თუმცაღა დიდხანს
დარჩენას არ აპირებდა, მამამ სავაჭრო კანონების დარეგულირებასა და შედგენაში
დახმარება სთხოვა და უფლისწულმაც აღუთქვა,რომ სამ დღეში სასახლეში დაბრუნდებოდა და
რითაც შეძლებდა მეფეს ყველაფრით დაეხმარებოდა. ფიზმანი გამორჩეული და გამჭრიახი
გონების პატრონი იყო. საბრძოლო ხელოვნებაში უფლისწულ გერარს ვერ შეედრებოდა,
მაგრამ კრიტიკული სიტუაციებიდან გამოსავალს ყოველთვის პოულობდა და თავისი
გამჭრიახობით ძმას ბევრად ჯობნიდა.
ექცერიის პროვინცია მართლაც
ულამაზესი იყო. გერდენი აქ დაბადებულიყო, ამიტომ უზარმაზარი პლანტაციების დანახვა
სულაც არ გაჰკვირვებია, ხოლო უფლისწული კი ამ ყველაფერს აღტაცებული შესცქეროდა.
თვალუწვდენელი ველები მთათა სარტყელში მოქცეულიყო. ბუნებრივ მდინარეებს ირიგაციულ სისტემებად
იყენებდნენ. ხშირად მდინარეები მთლიან ველებში გადიოდნენ და ხმელეთს შუაზე
ყოფდნენ. მისი გადაკვეთა გადებული ხიდების საშუალებით შეიძლებოდა. ფიზმანი ხარბად
სუნთქავდა აღმოსავლეთის სუფთა, ნოტიო ჰაერს. თვალუწვდენელი ველები და პლანტაციები
მეჩხერმა ტყეებმა შეცვალეს.
-სად მივდივართ? - გერდენს ჰკითხა უფლისწულმა.
-ჩრდილოეთით, იქ, სადაც ხმელეთი ზეცას ერწყმის.
-ძალიან დამაინტრიგებელია.
-ბავშვობაში მამას დავყავდით ხოლმე, პატარა მამულია, ის ადგილი ძალიან
მიყვარს, თუმცა დიდი ხანია იქ აღარ ვყოფილვარ.
-მომიყევი მასზე.
-აჯობებს საკუთარი თვალით ნახო, დამიჯერე, მოთმენად ნამდვილად ღირს.
დიდუსის მამული მთის
კალთაზე მდებარეობდა. ჩრდილოეთიდან ექცერიის მთათა სისტემა, დასავლეთიდან ებისის
ჩანჩქერი,ხოლო აღმოსავლეთიდან ვრცელი
ველი, სამხრეთიდან კი მეჩხერი ტყე ესაზღვრებოდა. ნამდვილად უჩვეულო, სასწაულებრივი
ადგილი იყო. უფლისწული თავის მეუღლესთან ერთად თითოეული წამით ტკბებოდა. გერდენს
ცხენზე ჯდომა და ჯირითი შეასწავლა. შუადღით მდინარეში გრილდებოდნენ. საღამოობით კი
ტყის საამო სიგრილეში მისეირნობდნენ. ეს დღეები ორივე მათგანს ღრმად აღებეჭდა
მეხსიერებაში.
ფიზმანის გამგზავრებიდან
მეორე დილით მეფე რეგარმა სატახტო დარბაზში დედოფალი კატერინა და უფლისწული გერარი
მოიხმო. მსახურებს დაავალა გადაეცით ოჯახური კრება იქნება-თქო, მეფე მათ თავის
ტახტზე დამჯდარი ელოდა. ხელში პატარა ხანჯალი ეჭირა, მასზე თითებს ნაზად
ამოძრავებდა. დარბაზში მეფესთან ერთად რამდენიმე მცველიც იმყოფებოდა. დედოფალი
კატერინა მალევე გამოცხადდა.
-რა ხდება? - ცნობისმოყვარეობით ჰკითხა ქმარს. რეგარმა ხანჯალი
მაშინვე მოსასხამს შიგნით დამალა და ცოლს ღიმილით უპასუხა:
-როდესაც გერარი მოვა ყველაფერს გაიგებ.
-ეს მემკვიდრეობის საკითხს ეხება?
-ძალიან ცნობისმოყვარე ხარ,კატერინა-მეფე წამოდგა და დედოფალს
მიუახლოვდა-ეს ყოველთვის აღმაგზნებდა.- სახე ახლოს მიუტანა, ის იყო მის ბაგეებს
უნდა შეხებოდა რომ კარები გაიღო და დარბაზში უფლისწული შემოვიდა. რეგარმა მზერა
მაშინვე მას მიაპყრო.
-გერარ, ჩემო ბიჭო! - ხელები გაშალა და შვილს გადაეხვია. უფლისწული
დედას გაკვირვებული შესცქეროდა. დედოფალმა თავი გააქნია. გაღიმებული სახით უცქერდა
ლარიუსის მეფე თავის ვაჟს, მერე მზერა კატერინაზე გადაიტანა, მერე ისევ შვილზე.-ასეთი
შეხვედრები ხშირად უნდა მოვაწყო ხოლმე, ერთად ისედაც აღარ ვსადილობთ, ფაქტობრივად
წესიერად ვეღარც გხედავთ ხოლმე. ოჯახი მაშინაა ძლიერი,თუ ის ერთიანია და
მამაკაცის, ჩემი ვალია ყველაფერი გავაკეთო ამ ერთობის, სიმტკიცისა და ძლიერების
შესანარჩუნებლად და თითოეული ფაქტორი,რომელიც განხეთქილების საბაბად შეიძლება
იქცეს ძირშივე უნდა აღმოვფხვრა.
-აქ რატომ ვართ,მამა? - ჰკითხა უფლისწულმა.
-საინტერესო კითხვაა- რეგარმა კიდევ უფრო ფართოდ გაიღიმა-მართლაც, აქ
რატომ ვართ?-იგი გერარს მიაჩერდა.
-აქ შენ მოგვიწვიე-უპასუხა დაბნეულმა უფლისწულმა.
-მართალია,მე მოგიწვიეთ- მეფემ ტაში შემოჰკრა-საგანგებო კრებას მაშინ
ვიწვევ ხოლმე,როდესაც საჭირბოროტო საკითხი გვაქვს განსახილველი და გადასაწყვეტი.
მაშასადამე ახლაც სწორედ ასეთი დროა.
-ეს მე მეხება?-ჰკითხა გერარმა. რეგარი ვაჟს მიუახლოვდა, ხელი მხარზე
დაადო.
-როდესაც რაღაცას აკეთებ,ყოველთვის უნდა იყო მზად ჩადენილისთვის
პასუხი აგო და შესაბამის შედეგებსაც გაუსწორო თვალი, ვაჟკაცურად მყარად უნდა დადგე,გერარ!
-მეგონა ეს საკითხი უკვე გავიარეთ - საყვედურის კილოთი თქვა
დედოფალმა.
-არა, არა - მეფემ თითი გააქნია, სახეზე კვლავაც ავისმომასწავებელი
ღიმილი გამოსახვოდა. - დარწმუნებული ვარ ძალიან გაგაკვირვებ-უთხრა კატერინას,
ცოლ-შვილს რამდენიმე მეტრით გაშორდა. მცველს თავი დაუქნია და მოვლენების
განვითარებას თვალს ღიმილით ადევნებდა. დედოფალი და უფლისწული კი მცველს,რომელიც
კარებისკენ დაიძრა დაზაფრულნი შესცქეროდნენ.
-რეგარ, რა ხდება?- შიშნარევი ხმით ჰკითხა კატერინამ, თუმცაღა
ლარიუსის მეფე სრულ მდუმარებას ინარჩუნებდა. დარბაზში ორმა მცველმა ვიღაც
შემოათრია. დახეული და სისხლსშემხმარი კაბა ეცვა, სახეს კი თავზე ჩამოფხატული შავი
ტომარა უფარავდა. მეფე ძირს დაგდებული ქალისკენ ნელი ნაბიჯებით დაიძრა.
-მოემზადეთ, სამი...ორი...ერთი- ტომარა გადახადა. გერარი მაშინვე
მათკენ გამოექანა, მაგრამ მცველებმა ყოველგვარი ყოყმანის გარეშე უფლისწულის
გაკავება მოახერხეს, ხელები მკლავებში ჩაავლეს. გერარი ფართხალებდა,მაგრამ თავის
დახსნა მაინც არ შეეძლო.
-ის არაფერ შუაშია, გაუშვი! - იღრიალა უფლისწულმა. დედოფალი ქალის
აცრემლებულ, ნაცემ, დასისხლიანებულ სახეს გაფითრებული შესცქეროდა.
-სწორედ რომ შუაშია,გერარ-თქვა ლარიუსის მეფემ - დედოფალო, ალბათ
გაინტერესებთ ვინაა ეს გომბიო - რეგარი კატერინას სახეს დააკვირდა. ქალის თვალები
მხოლოდ სიძულვილს, ზიზღს,ბრაზსა და მძვინვარებას გამოხატავდნენ.-ღმერთო
ჩემო,-გაოცებით წარმოთქვა ხელმწიფემ- იცი ვინცაა, იცი და ეს მე დამიმალე, იცი და
ამ ყველაფერს ხელს აფარებდი?! - იღრიალა რეგარმა. - კარგი,კარგი - ღრმად
ამოისუნთქა და გაიცინა. ხელით ვივიენის სახეს შეეხო. ქალს ცემისაგან მთლიანი სახე
დასივებოდა. - აჰ, ამისთვის გვაპატიე, გერარ, უბრალოდ ბიჭებს წინააღმდეგობა გაუწია
და მათთვის ნებით ფეხების გაშლა არ მოისურვა. - ამის გაგონებისას გერარი აფექტში
ჩავარდა.
-არა, შე ნაბიჭვარო, მოგკლავ, აუცილებლად მოგკლავ! - გაშმაგებით
ფართხალებდა, ცდილობდა როგორმე მცველებს ხელიდან დასხლტომოდა,მაგრამ მისი ყოველი
მცდელობა უშედეგო იყო. კატერინას სახეზე ცრემლი ჩამოუგორდა.
-გთხოვ,რეგარ...
-უნდა ვაღიარო, გაოცებული ვარ, ყოჩაღ გერარ, აქამდე ვერაფერი
შევამჩნიე, ძალიან ფრთხილად იქცეოდი, მაგრამ შეცდომა დაუშვი, რას იზამ, ძნელია
ძლიერ ვნებასა და ლტოლვასთან გამკლავება. სიმართლე უნდა გითხრა თავიდან გამიკვირდა
კიდეც, სერიოზულად არ ჩავთვალე, მაგრამ შემდეგ დავფიქრდი, გამახსენდა მის გამო
ჩემს მცველებს ხელები რომ მოჰკვეთე და საკუთარი თავისუფლებითაც გარისკე. მაშინვე
უნდა მივმხვდარიყავი ყველაფერს, მაგრამ სანამ ფიზმანის ქორწილის დღეს ჩემი თვალით
არ დავინახე თუ როგორ კოცნიდი ვერაფერი გავიაზრე. ეს რომ უბრალოდ ინტიმური კავშირი
ყოფილიყო ხელს ნამდვილად არ შეგიშლიდით, რადგან მეც მიყვარდა მოსამსახურეებთან გართობა
- რეგარმა გაიცინა- ახალგაზრდა ვიყავი, მკლავებში სისხლი მიდუღდა, ღმერთო რა
გიჟური დრო იყო, მაგრამ გერარ, ეს უკვე სიყვარულია, მოსამსახურის შეყვარება? -
ჩაიცინა - შენგან მეტს მოველოდი. ეს ძალიან დიდ დაბრკოლებად იქცეოდა, ეს ხელს
შეგვიშლიდა, ჩირქს მოსცხებდა ჩვენს გვარს, დინასტიას, შეგარცხვენდა შენ და
შებღალავდა ჩემს სახელს! ეს როგორ გამიბედე! - იღრიალა რეგარ მეოთხემ.მარჯვენა
ხელი მოსასხამისკენ წაიღო და ხანჯალი გამოაძვრინა.
-არა, რეგარ,- კატერინამ ნაბიჯი წინ გადმოდგა-ლარიუსიდან სამუდამოდ
გავაძევოთ,გთხოვ, დაგვიმტკიცე,რომ შენ ამ მარაზმზე მაღლა დგახარ, შეიწყალე, არ
მოკლა, გთხოვ.
-მარაზმზე?! ღმერთო ჩემო კატერინა, შენ ამ ყველაფერს ხელს
უწყობდი! შედეგებზე მაშინ უნდა
გეფიქრა,როდესაც გაჩუმება არჩიე!
-დედა ყოველთვის თავის შვილებს დაიცავს და მხარში ამოუდგება.
-ჰოდა ახლა სწორედ მაგის დროა.
-მამა...- მეფემ მზერა უფლისწულზე გადაიტანა- რასაც მეტყვი ყველაფერს
გავაკეთებ. ჩემს ტიტულზე უარს ვიტყვი, სასახლიდან წავალ, მაგრამ მას ნუ მოკლავ.
-აი ნამდვილი სიყვარული, რა თავგანწირვაა, მაგრამ მე დედაშენს პირობა
მივეცი,რომ სამეფო კარზე დაგტოვებდი, მეფემ კი ყოველთვის უნდა შეასრულოს მიცემული
პირობა. - რეგარმა ვივიენს ხანჯალი მიუახლოვა, უფლისწულმა ისევ გაიბრძოლა, ისევ
უშედეგოდ.
-გთხოვ,მამა, გთხოვ, ეს არ გააკეთო. - გერარი ვივიენის თვალებს
უმზერდა, თუმცაღა ცრემლებს ქალის თვალებიც დაებინდათ. ვივიენი მხნეობის
შენარჩუნებას ცდილობდა,მაგრამ ცხარე ცრემლების შეკავება არ შეეძლო და ისინიც
ნიაღვარივით ჩამოედინებოდნენ ქალის სახეზე. - მამა, გემუდარები, გეხვეწები,მამა,
გთხოვ...
-ყველაფერი რიგზეა,გერარ - უეცრად გაბზარული ხმით წარმოთქვა
ვივიენმა-არ მეშინია, იმაზე საშინელება აღარაფერი მელოდება, რაც უკვე გამოვიარე.
-ქალი გაღიმებას შეეცადა,მაგრამ ისე იყო ნაცემი ესეც ვერ შეძლო. -
მიყ...მიყვარხარ, თავს გაუფრთხილდი. მინდა,მინდა,რომ ბედნიერი იყო. იქნებ, სხვა
ცხოვრებაში მაინც გვეწეროს ერთად ყოფნა. აქ ჩვენთვის ადგილი არ არის, ჩვენი
გრძნობა მეტისმეტად დიდია ამ სამყაროსთვის.
-ვივიენ...
-მიყვარხარ და ყოველთვის მეყვარები. - ქალმა თვალები დახუჭა.
-მეც, მეც ყოველთვის მეყვ...- უფლისწულმა სათქმელის დამთავრება ვერ
მოასწრო. რეგარ მეოთხემ ხანჯალი ქალს შიგ გულში ჩაარტყა, შემდეგ ამოიღო და თავიდან
დაარტყა.-არა, - განწირული ხმით იღრიალა უფლისწულმა. მუხლებზე დაეცა.
-ეს საჭირო იყო გერარ, ამაზე მაშინ უნდა გეფიქრა სიყვარულს რომ
უხსნიდი. - უთხრა რეგარმა, ხანჯალი მოსამსახურის უსულო სხეულიდან ამოაძრო, სისხლი
სამოსზე შეაწმინდა და დარბაზიდან
მცველებთან ერთად გავიდა.
გერარი მაშინვე ვივიენის
გვამთან მიფოფხდა,ხელით სახეზე ფერება დაუწყო.
-არა, არა-შუბლზე ნაზად აკოცა. უფლისწულს დედა მოეხვია.
-ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფერი კარგად იქნება - თვითონაც
აღელვებული შვილის დამშვიდებას ცდილობდა. უფლისწული ერთიანად ცახცახებდა. დედას
მოეხვია და მის მკერდზე ცხარედ ატირდა.
სამშაბათი გათენებულიყო.
მზე საოცრად აცხუნებდა. სასახლის უკანა ეზოში ნიჩბის ჩასობა-ამოღების ხმა ისმოდა.
უფლისწული გერარი საყვარელი ქალის საფლავს თხრიდა. თვალები ამღვრევოდა და გადმოდენილი
ცრემლები სიცხისგან სახეზე ჩამომდინარე ოფლს ერწყმოდნენ. უფლისწული ძალდატანებით
ყრიდა მიწას. არ სურდა ვივიენის დამარხვა და მისი სამუდამოდ ნიადაგისთვის
მიბარება. საკმაოდ დიდი ორმო ამოეთხარა. ნიჩაბი მიწაში ჩაარჭო, დაეყრდნო და
თვალები მოიწმინდა.
მზერა თეთრ ზეწარში გახვეულ სხეულზე გადაიტანა. დაიჩოქა და ვივიენის
სხეული ხელებში ჩაიწვინა. ნელი და მძიმე ნაბიჯებით დაიძრა გათხრილი საფლავისკენ.
ქალი შიგ ჩაასვენა. დიდხანს უმზერდა, შემდეგ კი ღრმად ამოისუნთქა და ვივიენის
სხეულს ახლად აყვავებული ხასხასა წითელი ვარდი გულზე დაადო. თვალები დახუჭა და
ხელი ნიჩბისკენ წაიღო. მიცვალებულს მიწა დააყარა. სუდარაში გახვეული გვამი უფრო და
უფრო იმალებოდა მიწის ქვეშ. როდესაც უფლისწულმა მთლიანი საფლავი ამოავსო, დაიხარა,
რათა თავისი ხელით გამოთლილი ხის ჯვარი აეღო. ჯვარზე დანით - ვივიენი ამოეკაწრა.
უფლისწულმა შეხება იგრძნო. დედოფალ კატერინას ხელი გასამხნევებლად შვილის ბეჭზე
ჩამოედო. უფლისწულმა დედას ახედა. დედოფალს თვალებში ღრმა სევდა ჩასდგომოდა.
გერარმა ჯვარი მიწაში ჩაასო და ფეხზე წამოდგა. დედას შეხედა და უხმოდ გაეცალა.
გერარი თითქმის აღარ ჭამდა,
არ ლაპარაკობდა. ცხოვრებისადმი ყოველგვარი ინტერესი დაკარგა. მომხდარმა სულიერად
შეძრა და საბოლოოდ გატეხა. დღის მთელ ნაწილს ან თავის ოთახში, ან ტბასთან თავის
ლოდზე ჩამომჯდარი ატარებდა. წყალს შესცქეროდა, საიდანაც ვივიენის ანარეკლი
უმზერდა, ის ბედნიერი იყო, უფლისწულს ნაზად უღიმოდა, ცეკვავდა და სატრფოს თავისთან
ეპატიჟებოდა. სასახლის თითოეულ კუთხეში გერარს ვივიენი ელანდებოდა. მას ცარიელ
დერეფნებში დაჰყვებოდა, შემდეგ კი გაახსენდებოდა ის რომ გარდაცვლილი იყო, თვალებს
დახუჭავდა და როდესაც გაახელდა ქალის ფიგურა უკვე სადღაც გამქრალიყო.
დედოფალი კატერინა მეფეს
ჩადენილს ვერ ჰპატიობდა, მას საერთოდ აღარ ელაპარაკებოდა და შვილის გაუბედურებაში
ადანაშაულებდა. რეგარი კი იმედოვნებდა, დრო გავა,გაუვლისო და შექმნილი სიტუაციით
მაინცდამაინც თავს არ იწუხებდა. ვერდექსის მიმართულებით საგარეო პოლიტიკაზე მუშაშაობით იყო დაკავებული.
ხუთშაბათ დილით რეგარ
მეოთხის სასახლეში უფლისწული ფიზმანი თავის მეუღლესთან ერთად დაბრუნდა. მას მამა შეეგება.
-როგორი დრო გაატარეთ? - ჰკითხა
სანდომიანი ღიმილით.
-გმადლობ,არაჩვეულებრივი, იქაურობა
ნამდვილი სამოთხეა.
-ძალიან მიხარია. დაისვენეთ,
გადაღლილები იქნებით, შემდეგ ვისადილებთ და მერე საქმესაც მივხედავთ, არა, ფიზმან?
-რა თქმა უნდა-უფლისწულმა თავი დაუკრა
და სასახლისკენ დაიძრა.
გაუკვირდა სასახლეში დაბრუნებულს არც თავისი ძმა და არც დედა რომ არ
შეეგება. გერდენი მოსასვენებლად ოთახში დატოვა და დედოფლის სანახავად გაეშურა.
კატერინას ვაჟის მოსვლა მოახსენეს, შემდეგომ კი ფიზმანი სადედოფლო აპარტამენტებში
შეუშვეს. დედოფალი სავარძელში ჩამჯდარიყო და ფანჯრებიდან ჰორიზონტს
თვალმოუშორებლივ გასცქეროდა. ფიზმანს გაუღიმა.
-კარგია, რომ დაბრუნდი, დრო როგორ
გაატარეთ?
-გმადლობ,კარგად,- ფიზმანი ჩაფიქრდა და
დედას სახეზე დააკვირდა- რაღაც მოხდა, ხომ ასეა?-კატერინამ თავი დაუქნია.
უფლისწული დედოფლის წინ სამფეხა სკამზე ჩამოჯდა.
-რა მოხდა?
-ვივიენი-მცირეოდენი პაუზის შემდეგ
მიუგო დედამ,-რეგარმა ის სიკვდილით დასაჯა.
-რა?-უფლისწული უნებურად სკამიდან
წამოდგა.
-მასზე და გერარზე გაიგო. ხანჯალი
გულში შენი ძმის წინაშე გაუყარა.- კატერინამ თავი გააქნია. ძნელი იყო ამ ყველაფრის
გახსენება. დედოფალი დავიწყებას ცდილობდა, მაგრამ ყოველ ღამე კოშმარები სტანჯავდა
და მომხდარი მის სიზმრებში დაუსრულებლად თავიდან თამაშდებოდა. ფიზმანი სკამზე დაჯდა.
-გერარი როგორ არის?
-სასოწარკვეთილია, იქნებ დაელაპარაკო,
მე არ მელაპარაკება, არც არაფერს ჭამს.
-დაველაპარაკები - ფიზმანმა დედას თავი
დაუქნია და წამოდგა - თავის ოთახშია?
-იქ თუ ვერ იპოვნი, ტბასთან იქნება.
-გასაგებია - დედას თავი დაუკრა და
ძმის მოსაძებნად წავიდა.
გერარს საკუთარ ოთახში მიაკითხა, თუმცა იქ არ დახვდა, შემდეგ კი ტბაისკენ
დაიძრა. უფლისწულის სხეული შორიდანვე დალანდა. გერარი ლოდზე ჩამომჯდარიყო და წყალს
მისშტერებოდა. ფიზმანი უხმოდ მიუახლოვდა და გვერდით მიუჯდა. ერთმანეთს თვალებში
ჩახედეს. უფლისწულმა გულში ჩხვლეტა იგრძნო, გერარს თვალებიც კი სხვანაირი ჰქონდა,
ფერკმთალი, ცივი, თითქოს ადამიანის კი არა გაქვავებული მიცვალებულის თვალებს
შესცქეროდა უფლისწული.
-შენ დაბრუნდი - დუმილის შემდეგ უთხრა
გერარმა. მისი ხმაც შეცვლილიყო, სიმტკიცე და თავდაჯერებულობა დაჰკარგვოდა. ეს
ძველი ხალასი ხმა არ იყო, ახლა ის ჩახლეჩილ, გატეხილ და გაბზარულ ტემბრად
გცეულიყო.
-ჰო, დავბრუნდი. - ფიზმანმა თავი
ჩაღუნა - გავიგე რაც მოხდა, ძალიან ვწუხვარ. - გერარმა ძმას შეხედა.
-ყველგან მას ვხედავ, ყველგან ის
მელანდება. მგონია,რომ საცაა შევეხები, გულში ჩავიკრავ და ის-ისაა უნდა
დავიჭირო,რომ სადღაც ქრება, უეცრად ორთქლდება.
ღამღამობით გაოფლილსა და
გულამოვარდნილს მეღვიძება, ყურებში მისი ხმა ჩამესმის, ამის შეჩერება მინდა,
მაგრამ ვერაფერს ვუხერხებ, ფიზმან. - უფლისწულმა ძმას ხელი ჩაავლო.
-ყველაფერი გამოსწორდება-უთხრა
მან-უკვე მარტო აღარ ხარ,მე შენთან ვარ.
-არაფერიც არ გამოსწორდება, ფუჭი
სიტყვებია და ეს შენც მშვენივრად იცი. ვივიენი, ის...-გერარმა ემოციები ვეღარ
შეიკავა. ფიზმანი მას მაგრად მოეხვია, თავი თავზე მიადო-ის ძლიერი იყო, მითხრა,რომ
უნდოდა ბედნიერი ვყოფილიყავი,მაგრამ მე ბედნიერება არ მიწერია, ფიზმან, ბედნიერი
ვერასდროს ვიქნები.
-ჰეი,ჰეი, შემომხედე - უფლისწულმა ძმას
თვალებში ჩახედა - მას სურდა,რომ ბედნიერი ყოფილიყავი, ეს იყო მისი უკანასკნელი
სურვილი, ვალდებული ხარ ეს შეასრულო, გერარ. ვიცი ძნელია, მაგრამ ის უნდა გაუშვა.
-არ შემიძლია.
-შეძლებ, გიცნობ, ვიცი,რომ ყველაფერს
შეძლებ.
-მან ის სასტიკად სცემა, გააუპატიურებინა, დაასისხლიანა, შემდეგ კი ხანჯალი
გაუყარა, ესეც არ ეყო და რამდენჯერმე დაარტყა.
-ამაზე ნუ ფიქრობ, კარგი?
-როგორ თუ ნუ ვფიქრობ, ფიზმან, მან ჩემთვის უძვირფასესი ადამიანი
მოკლა, ახლა კი ისე იქცევა და ისე იწონებს თავს, ვითომც არაფერი მომხდარიყოს. ის
უნდა დაიტანჯოს, ყველაფრისთვის,რაც ჩაიდინა.
-დაიტანჯება, გპირდები.
-როგორ, ის ნაბიჭვარი მეფეა, რას გავაწყობ მის წინააღმდეგ.
-ის კვდება,გერარ.
-რა?
-რაღაც დაავადება სჭირს, ნელი და მტანჯველი სიკვდილით მოკვდება,
პასუხს აგებს ყველაფრისთვის,რაც ჩაიდინა. ეს უფლის ნებაა.
-აღარ ვიცი მისი კიდევ მწამს თუ არა.
-ხანგრძლივი და ბედნიერი მეფობა გელის, ჩემო ძმაო, იქნებ სწორედ ისაა
უფლის ნება,რომ შენ გვერდით ასეთ დროს ღირსეული დედოფალი იჯდეს.
-მაგით რისი თქმა გინდა.
-გერარ,მე... - ფიზმანი თავის შეცდომას მიხვდა.
-გთხოვ, მარტო დამტოვე, - უფლისწული ფეხს არ იცვლიდა - უბრალოდ, მარტო
დამტოვე, ფიზმან.
-კარგი- ძმას თავზე აკოცა და სრულ სიმარტოვეში დატოვა,უფლისწულ გერარს
მხოლოდ ვივიენის ანარეკლი შესცქეროდა.
უფლისწული დედასთან დაბრუნდა. დედოფალი ფიზმანის
დაბრუნებას იმ დღიდან ნატრობდა გერარმა ვივიენი რომ დაკრძალა. იცოდა, თუ უფლისწული
ვინმეს მოუსმენდა ეს მისი ძმა იყო, ამიტომ სადედოფლო აპარტამენტებში დაბრუნებულ
ვაჟს შვების მაძიებელი მზერა მიაპყრო, თუმცაღა ფიზმანმა თავი გააქნია.
-არაფერი გამოვიდა, ძალიან ცუდადაა.
-რა უნდა ვიღონოთ, ასე ხომ ვერ მივატოვებთ?
-არა,ყურადღება სხვა რამეზე უნდა გადავატანინოთ, რაღაც აუცილებლად უნდა მოვიფიქროთ - უეცრად
უფლისწული ერთ წერტილს მიაჩერდა. თავისი და გერდენის მგზავრობა გაახსენდა. სანამ
ტყეში შევიდოდნენ მოშორებით ეულად მდგარი
ქოხმახი დაინახეს, ფიზმანმა მეუღლეს ჰკითხა:
-ეს ვისი სახლია, ასე განცალკევებით რატომ დგას?-გერდენი ქოხს
დააკვირდა.
-აქ ერთი დედაბერი ცხოვრობს, დიდი ხნის წინ თავისი სოფლიდან
გამოდევნეს, ჯადოქრობასა და გრძნეულობას აბრალებდნენ. მამაჩემმა თავის მიწაზე
შეიფარა და განცალკევებით მდგარი ძველი ქოხი მისცა.
-ეს სიმართლეა?
-რა?
-მისი გრძნეულობა.
-არ ვიცი, მხოლოდ ყური მომიკრავს მასზე ზურგს უკან როგორ ჭორაობდნენ,
ამბობდნენ,რომ რაღაც ელექსირებს ამზადებდა, ჯადოებს აკეთებდა. მის სახლში
ადამიანის თმები და უამრავი ნემსებგაყრილი თოჯინა იპოვნეს. თუმცაღა აგრეთვე ხალხს
კურნავდა კიდეც, მამაჩემმა სწორედ ამიტომ შეიფარა, როგორც ვიცი ამისთვის პლაცებოს
ეფექტსა და ჰიპნოტურ ანალგეზიას იყენებდა.
-ძალიან პირქუში და მისტიური ადგილია. - ფიზმანი ქოხს თვალს ვერ
აშორებდა.
-ჰო არის- უთხრა გერდენმა და უფლისწულს თავი მხარზე ჩამოადო.
ფიზმანი ფიქრებიდან გამოერკვა,
დედას აღელვებულმა შეხედა და უთხრა:
-მგონი ვიცი როგორც უნდა დავეხმაროთ, მაგრამ ეს ძალიან არ მოგეწონება.
- უფლისწულმა დედოფალს ყველაფერი მოუყვა.
-ჯადოქარი?! შენ ამის მართლა გჯერა, ფიზმან?! - კატერინა აღშფოთდა.
-უნდა ვცადოთ, ჯადოქრობების არც მე მჯერა,მაგრამ იქნებ მართლა შეძლოს გერარის
დახმარება.
-არა... ეს სისულელეა.
-დედა, ვერ დავდგები და ვერ ვუყურებ ჩემი ძმა როგორ იღუპავს საკუთარ
თავს, თუ რაღაც მცირედი შანსი მაინცაა რომ ეს ქალი დაეხმარება უნდა გამოვიყენოთ.
მასთან წავალ და სასახლეში მოვიყვან.ჩვენ არაფერს ვკარგავთ - ფიზმანი დედის
დარწმუნებას განაგრძობდა.
-კარგი-ყოყმანის შემდეგ დაეთანხმა კატერინა. უფლისწული ოთახიდან
გავიდა, ამ ქალის შესახებ უფრო მეტი უნდა გაეგო.
თავის ოთახში შევიდა.
გერდენი საწოლზე იწვა, თუმცაღა ძილით არ ეძინა. ფიზმანი მას მიუახლოვდა და ნაზად
აკოცა. შემდეგ კი გადასაფარებელი მკერდამდე აუწია.
-როგორ ხარ? - ჰკითხა მეუღლეს.
-კარგად - გერდენმა ქმარს გაუღიმა - შენი ძმა ნახე?
-კი-უფლისწულმა ამოიოხრა-საშინელ დღეშია.
-რატომ,რა მოხდა?
-ერთი მოსამსახურე უყვარდა, მამამ ეს გაიგო და ის ქალი მოკლა.
-ღმერთო, რა საშინელებაა.
-სულიერად გატეხილია, არავის ელაპარაკება, არაფრის გაგონება არ უნდა.
მითხრა,რომ ყველგან ის ქალი ელანდება და სასახლის დერეფნებში გამუდმებით მის
მოჩვენებას დასდევს.-გერდენმა ამოიოხრა-რამე უნდა მოვიმოქმედოთ.
-რას აპირებ?
-გახსოვს მგზავრობისას ძველ ქოხზე რომ გკითხე?
-კი,მახსოვს-გერდენს ეჭვი გაუჩნდა და წარბები შეჭმუხნა.
-ის ქალი უნდა ვიპოვნო.
-ფიზმან, არ ვფიქრობ,რომ ეს კარგი აზრია.
-თუ მართალია ის, რასაც მეუბნებოდი, თუ მართლა შეძლებს გერარის
დახმარებას...
-მასზე ბევრი ცუდი რამ მსმენია, იქ ვერ წახვალ.
-დარწმუნებული ვარ ჩემი ძმაც იგივეს გააკეთებდა ჩემთვის.
-ოჰ,ფიზმან - გერდენი ქმარს მოეხვია.
-მასზე მომიყევი.
-ბევრი არაფერი ვიცი, ქოხში მარტო ცხოვრობს, გარეთ თითქმის არ
გამოდის, მთელი წლის პროდუქტებსა და შეშას იმარაგებს. მხოლოდ მისი სახლიდან ამოსულ
კვამლს ვხედავდი ხოლმე, ის ქალი არასდროს მინახავს. მამაჩემიც მხოლოდ ორჯერ
შეხვდა, არც ის იცნობს კარგად. - უფლისწულმა მეუღლეს აკოცა.
-გმადლობ, ახლავე წავალ, მეშინია გერარმა საკუთარ თავს რამე არ
დაუშავოს, ან რამე არ მიქაროს და მამაჩემის მოკვლა არ განიზრახოს.
-თვალყურს ვადევნებ, გპირდები.
-გმადლობ. ორ დღეში დავბრუნდები.
-ძალიან გთხოვ, ფრთხილად იყავი.
-ვიქნები,გპირდები.
უფლისწულმა თავისი ხმალი
წელზე შემოირტყა, მოსასხამი მოისხა და სასახლის ეზოსკენ გაემართა. ორთვალა
შარაბანში თავისი ცხენი შეაბა და სასახლე წამიერად დატოვა. ფიზმანი შეუჩერებლივ
მიქროდა. ექცერიის პროვინცია მაინცდამაინც შორს არ
მდებარეობდა.შებინდებულიყო,როდესაც ავადსახსენებელ, პირქუშ ქოხს მიუახლოვდა.
სიბნელეში ქოხი კიდევ უფრო საზარლად გამოიყურებოდა. შიგნით სინათლე ბჟუტავდა,
ეტყობოდა ორიოდე სანთელი აენთოთ. უფლისწული კარებთან შედგა. ირგვლივ მიმოიხედა. თუ
ქოხში ანთებულ სანთლებს არ ჩავთვლით არანაირი ნიშანი არ იყო იმისა,რომ აქ ვიღაც
ცხოვრობდა.ფიზმანმა გაუბედავად კარებზე დააკაკუნა. უეცრად კარები გაიღო, თუმცაღა
მის უკან არავინ იმყოფებოდა. უფლისწულმა ნერწყვი გადაყლაპა, ხელი ხმლის სახელურს
წაავლო და ქოხში შეაბიჯა. ბინძური ადგილი იყო. ყველგან ობობებს გაებათ აბლაბუდები,
დასავლეთის კედელზე ჩამოეკიდათ თაროები,რომლებზედაც სხვადასხვა შეფერილობის
სითხეებით ავსებული ქილები იდო. იქვე ეკიდა მეტად უცნაური და საშიში რკინის
მოწყობილობები. ფიზმანს გააჟრჟოლა.
-ვინ ხართ და აქ რამ მოგიყვანათ?- უფლისწული ადგილზე შეხტა, მაშინვე
უკან მიიხედა და სარწეველაში მჯდომი მოხუცი დედაბერი დაინახა. ქალი მართლაც რომ
ალქაჯს ჰგავდა. შავებით შემოსილიყო, დანაოჭებულ და დაჩეხილ სახეს ვუალი უფარავდა,
უფლისწული გარკვევით მხოლოდ მის ბებერ, მეჭეჭიან ხელებს ხედავდა. ხმაც
სულისშემძვრელად უხეში და ამავედროს ჩაჩხლეჩილი ჰქონდა. ფიზმანმა მხნეობა
მოიკრიბა.
-ლარიუსის უფლისწული,
ფიზმან ბარნუა გახლავართ.
-ჩემთან რამ მოიყვანა
ლარიუსის უფლისწული?
-აქ დახმარების სათხოვნელად
გეახელით. - სარწეველა შეირხა, დედაბერი ძლივსძლივობით წამოდგა და უფლისწულს
მოუახლოვდა. ვუალი მოიხადა. ფიზმანმა შეკივლებისგან თავი ძლივს შეიკავა. ქალს
მთელი სახე მეჭეჭებით ავსებოდა. ეტყობოდა ცალ თვალში დაბრმავებულიყო, თითქმის
ბოლომდე ჰქონდა მოჭუტული, მარჯვენა ლოყა მთლიანად დამწვროდა და უზარმაზარი შრამიც
აჩნდა.
-როგორ დაამტკიცებთ რომ
უფლისწული ბრძანდებით?- ფიზმანმა მაშინვე სამეფო მედალიონი გაუწოდა. ქალმა
მედალიონს თითები მოავლო და უშნოდ დაიღრიჯა, თავისი ჩაყვითლებული, დაობებული
კბილები გამოაჩინა.
-ბარნუათა დინასტიის
მედალიონი, მაშ, მართლაც უფლისწული ყოფილხართ, მაპატიეთ უნდობლობა, საკმაოდ დიდი
ხანია სტუმარი არ მყოლია.
-არა უშავს-ნაძალადევი
ღიმილით უპასუხა ფიზმანმა.
-ჩაის შემოგთავაზებთ-
დედაბერმა ძველი ჩაიდანი ბუხარში ანთებულ ცეცხლზე შედგა.-რით შემიძლია მისი
უდიდებულესობის დახმარება?
-საქმე ჩემს ძმას
ეხება.
-რა მოუვიდა თქვენს
ძმას?-ცნობისმოყვარეობით ჰკითხა დედაბერმა. ფიზმანი სამფეხა სკამზე ჩამოჯდა და
მოხუცს ყველაფერი მოუყვა.
-გულისამაჩუყებელი
ამბავია-ქალმა ჭიქებში დაფქვილი ჩაი ჩაყარა,შემდეგ კი მდუღარე წყალი ჩაასხა და
ფინჯანი უფლისწულს გაუწოდა.
-გმადლობთ.
-ჩემგან რის გაკეთებას
მოელით?
-გავიგე,რომ-უფლისწული
სწორი სიტყვების შერჩევას ცდილობდა- შეგიძლიათ ადამიანებზე ზემოქმედება.
-ჰა,ჰა,ჰა-დედაბერმა
გადაიხარხარა. უფლისწული მას გაკვირვებული შესცქეროდა.-და ეგ ვინ გითხრათ?
-აქაურებმა.
-ახალგაზრდობაში
მართლაც ვატარებდი ჰიპნოზის სიანსებს, მაგრამ ეს რთული პროცედურაა და სამოქმედო
ობიექტზეა ბევრი რამ დამოკიდებული.
-დახმარებას შეძლებთ?
-არ ვიცი, შეიძლება.
-მთელი წლის მარაგს
გამოგიყოფთ, შესაბამის საფასურსაც გადაგიხდით.
-აჰ,- დედაბერმა ხელი
ჩაიქნია,- ფული არ მჭირდება, აი მარცვლეულობა კი საჭიროა, ზამთარი მოდის.
-რასაც მოისურვებთ.
-თქვენი ძმა
მომიყვანეთ, ვნახოთ რა გამოვა.-უფლისწული დადუმდა.
-ის არ წამოვა, აქ
იმიტომ ჩამოვედი,რომ მასთან თქვენ მიგიყვანოთ.
-მე?!-დედაბერს გაუკვირდა-
აბა ერთი კარგად შემომხედეთ, მე რომ სასახლეში მიმიყვანოთ ყველა სადღაც
გადაიხვეწება.
-არ მადარდებს სხვები
რას იზამენ, მთავარია ჩემი ძმა უკეთესად
გავხადო.
-კარგი-დუმილის შემდეგ
უთხრა დედაბერმა-წამოგყვებით.ოღონდ ხვალ წავიდეთ, დღეს შეგიძლიათ ღამე აქ გაათიოთ.
-არა, გმადლობთ, აქ
შარაბანით მოვედი. იქ დავიძინებ, თანაც კარგი ამინდია.
-როგორც გნებავთ. -
დედაბერი ფიზმანს ინტერესით აკვირდებოდა, ცოტა ხნის შემდეგ უფლისწულმა ჩაისთვის
მადლობა გადაუხადა და ქოხიდან შარაბანში დასაძინებლად წავიდა, ამ ქოხში ყოფნა
ისედაც ცუდ გონებაზე მყოფს კიდევ უფრო ცუდად ხდიდა.
ფიზმანი დედაბერთან ერთად სატახტო
ქალაქისაკენ გამთენიისას დაიძრა. დუმილი
მოხუცმა დაარღვია.
-ლამაზი შარაბანია,
ახალგაზრდობაში მეც მყავდა კაბრიოლეტი, ამის მსგავსი იყო, ოღონდ გადახურული.
-რა დაემართა?
-დამიწვეს, ისევე,როგორც
მთელი სახლ-კარი. ყველაფერი რაც გამაჩნდა ცეცხლს მისცეს, სახეზეც დამადეს აალებული
ჯოხი, მაგრამ თავის დაღწევა და გამოქცევა შევძელი.
-ძალიან ვწუხვარ.მართლა,
რა არის თქვენი სახელი?
-მე სახელი არ
მაქვს,უფლისწულო, მე უბრალო მოჩვენება ვარ, რომელზედაც ყველა საუბრობს,მაგრამ
სინამდვილეში არავის უნახავს.
-მაგრამ თქვენ ხომ არ
ხართ მოჩვენება, ახლა აქ ხართ, ჩემ გვერდით.
-ჰო,-დედაბერმა
ჩაიცინა-მართალია, ახალგაზრდობაში მარგარეტი მერქვა.
-მშვენიერი სახელია,
ქალიშვილი თუ მეყოლება მარგარეტს დავარქმევ.
-მართლა?
-მართლა - ორივეს გაეცინა.
ალქაჯი სულაც არ ყოფილა ისეთი საშიში, როგორადაც მას აღწერდნენ.
სასახლეში შუა დღეს მივიდნენ. ყველა ინტერესითა და ცნობისმოყვარეობით
აკვირდებოდა უფლისწულსა და მასთან თამხლებ მოხუც ქალს,რომელსაც სახე ვუალით
დაეფარა, ხელები შავ სახელოებში შეემალა და მოჩვენებას დამსგავსებოდა საშიში
ზღაპრებიდან. ფიზმანი მარგარეტს სასახლეში შეუძღვა. დედაბრის დანახვისას მცველები
კი შეკრთნენ,მაგრამ რადგანაც უფლისწულს ახლდა გამოგდება ვეღარ გაუბედეს. მარგარეტი
სასახლის თითოეულ კუთხე-კუნჭულს აკვირდებოდა. ასეთ უზარმაზარ და მდიდრულად
მოწყობილ შენობაში არასდროს ყოფილა. დერეფანში დედოფალი გამოეგებათ. კატერინას დედაბრის
დანახვა ნამდვილად არ ესიამოვნა, თუმცაღა ეს გრძნობა დაძლია და ქალს ზრდილობიანად
მიესალმა.
-დედოფალო, ეს მარგარეტი გახლავთ - წარუდგინა ფიზმანმა. ისედაც წელში
მოხრილი ქალი კიდევ უფრო მოიხარა.
-სასიამოვნოა-თქვა კატერინამ.
-გერარს მოვძებნი,დედა, გთხოვთ მარგარეტი მის ოთახში შეიყვანეთ. -
კატერინამ ვაჟს ნაზად გაუღიმა და თავი დაუქნია.
-აქეთ წამობრძანდით-დედაბერს
ხელის მოძრაობით მიმართულება უჩვენა.
ფიზმანმა უფლისწული გერარი კვლავაც ტბის პირას, ლოდზე ჩამომჯდარი იპოვნა.
იგივე ტანისამოსი ეცვა რაც წინა და იმის წინა დღეს, თმებიც აბურდული და
მოუწესრიგებელი ჰქონდა.
-ახლახანს დავბრუნდი - მიუგო ფიზმანმა.
-სად იყავი?-მოვალეობის მოხდის მიზნით
ჰკითხა უფლისწულმა.
-გახსოვს, მითხარი,რომ კოშმარები
გტანჯავდა, მისი ხმა ჩაგესმოდა და მოლანდებები დაგეწყო.-გერარმა თავი დაუქნია და
ღრმად ამოიოხრა - შემიძლია ამ ყველაფრის შეჩერება.
-როგორ?
-ერთი ქალი მოვიყვანე, შენს დახმარებას
შეძლებს.
-ფიზმან...
-მენდე,კარგი? უბრალოდ წამომყევი,
გთხოვ. - გერარი მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ ძმას გაყოლაზე დასთანხმდა.
უფლისწულის ოთახს მარგარეტი ცნობისმოყვარეობით ათვალიერებდა, რაც ცხადია
კატერინას ძალიან არ სიამოვნებდა,მაგრამ ვერაფერს გააწყობდა. ფიზმანი ძმასთან
ერთად მალევე დაბრუნდა. გერარი დედაბრის დანახვისთანავე შედგა, ქალს ეჭვისთვალით
შეხედა.
-ცუდი აურა სუფევს.-მოხუცი გერარს
მიუახლოვდა, ვუალი მოიხადა. დედოფალმა ქალის სახის დანახვისთანავე ხელი გულზე
მიიდო და უკან დაიხია, გერარისთვის კი მისი სიმახინჯე სრულიად სულერთი გამხდარიყო.
- საწოლზე დაბრძანდით, უფლისწულო. - გერარმა ძმას გახედა. ფიზმანმა თავი დაუქნია
და უფლისწულიც დედაბრის ნებას დაჰყვა. ქალმა კაბის სახელოდან ყვითელი სითხით
ავსებული პატარა ქილა გამოაძვრინა. სითხე უფლისწულის ჭიქაში ჩააწვეთა და გერარს
გაუწოდა.
-დალიეთ-გერარმა დედას გადახედა,
კატერინას ხმის ამოღებაც არ შეეძლო, ფიზმანს ზურგს უკან ამოჰფარებოდა და ვაჟის
მხრის ზემოდან უცქერდა დედაბერს.
-ამაში დარწმუნებული ხარ? - შვილს
ყურში ჩასჩურჩულა.უფლისწული დუმდა.
-ეს რა არის?-ბოლოს მარგარეტს ჰკითხა.
-საშიში არაფერია,ჰიპნოტურ სტიმულაციას
გამოიწვევს. - გერარმა ჭიქა გამოართვა და სითხე დაუფიქრებლად დალია, დასაკარგი
მაინც აღარაფერი ჰქონდა, სიკვდილი მისთვის შეიძლება ხსნაც კი გამხდარიყო.
უფლისწული მაშინვე მოდუნდა, თვალების გახელა აღარ შეეძლო, ისინი ნელ-ნელა თავისით ეხუჭებოდნენ.
კიდურები დაუბუჟდა, თავი ვეღარ შეიკავა და საწოლზე უკან გადავარდა. დედოფალი და
ლარიუსის უფლისწული მომხდარს დაზაფრუნლი შესცქეროდნენ, ფიზმანმა ნერწყი
ძლივსძლივობით გადაყლაპა.
-უფლისწულო, დამეხმარეთ ზემოთ ავწიოთ -
ფიზმანი მაშინვე გერართან მივიდა და საწოლზე მაღლა ააჩოჩა. ზურგს უკან ბალიშები
დაუწყო და საწოლზე წამოაჯინა. სახეზე გერარის სუნთქვა იგრძნო, შვებით ამოისუნთქა.
დედაბერმა უფლისწულს თვალები გაუხილა და გაფართოებულ გუგებს შეხედა.
-ჰიპნობილურობის მაღალი მაჩვენებელია.-შენიშნა მარგარეტმა.
-ეს კარგია? - ძლივსძლივობით ამოილუღლუღა დედოფალმა.
-დიახ, თქვენო უმაღლესობავ. ახლა კი მომიტევეთ,მაგრამ მარტო უნდა
დაგვტოვოთ, სხვაგვარად რიტუალს ვერ ჩავატარებ.
-კარგი, გარეთ ვიქნებით- ფიზმანმა დედას ხელი მოჰხვია და ოთახიდან
გამოიყვანა. სანამ კარები ბოლომდე დაიკეტებოდა მზერა ორივემ საწოლზე უგონოდ
მწოლიარე გერარს მიაპყრო.
დრო გადიოდა. რამდენიმე
საათი გასულიყო მას შემდეგ, რაც დედაბერმა ფიზმანი და დედოფალი კატერინა ოთახიდან
გამოყარა. უფლისწულმა კარებს ყური მიადო, მაგრამ საკმაოდ სქელი ხის მასალა ხმას
ახშობდა. ორივენი ბოლთას ცემდნენ. თითოეულ გაფაჩუნებაზე კარებს მიაშტერდებოდნენ,მაგრამ
არაფერი ხდებოდა. კატერინამ შიგნით შესვლაც კი მოინდომა, მაგრამ უფლისწულმა ნება
არ მისცა და დედის გადარწმუნებაც მოახერხა.
-ფიზმან, მეშინია რაიმე არ დაუშავოს, ამდენი ხანი რას აკეთებს.
-არ ვიცი, ცოტაც ვაცადოთ, თუ მალე არ გამოვა შიგნით შევალ.
დიალოგიდან რამდენიმე წუთში
კარები ჭრიალით გაიღო. დედაბერს ვუალით სახე ისევ დაეფარა. კატერინამ მას შვების
მაძიებელი მზერა მიაპყრო.
-ყველაფერმა კარგად ჩაიარა, როცა უფლისწული გამოფრხიზლდება ვივიენის
არსებობა აღარც კი ემახსოვრება. - დაბნეულმა ფიზმანმა და დედოფალმა ერთმანეთს
გადახედეს.
-ეს სიმართლეა?
-ამ ცხოვრებაში სიმართლის მეტი რა დამრჩენია, თქვენო უმაღლესობავ.
-უღრმესი მადლობა- დედოფალმა მარგარეტს თავი დაუქნია. მოხუცმაც
გაუღიმა,თუმცაღა ეს ღიმილი არავის დაუნახავს.
-რაიმე გართულება ხომ არ იქნება? - დედაბერს ჰკითხა უფლისწულმა.
-ისეთი არაფერი, უბრალოდ ოდესმე თავიდან განიცდის პირველ სიყვარულს და
ყურადღება უნდა მიაქციოთ.
-გასაგებია, ისევ მოსამსახურე რომ არ შეუყვარდეს - ფიზმნმა სიმწრით
ჩაიცინა. - დაპირებულ მარცვლეულსა და ლარიუსის საუკეთესო ღვინოს გადმოგცემთ, აგრეთვე
მინდა კაბრიოლეტიც გიბოძოთ.
-ეს საჭირო არ არის, უფლისწულო.
-თქვენ ძალიან დიდი რამ გააკეთეთ, შესაძლოა ახლა სამეფოს ბედი
განწირვისგანაც კი იხსენით.
-ძალიან მიხარია, ასეთი რამ თუ გავაკეთე. ადამიანები ყოველთვის
მდევნიდნენ და ბოროტ კუდიანად მთვლიდნენ, მე კი არ მინდა,რომ ყველას ასეთად
ვახსოვდე.
-პირიქით, თქვენ ძალიან კარგად გაგიხსენებენ და თანაც არა ვიღაც
უბრალო ადამიანები, არამედ თვით ლარიუსის დედოფალი და უფლისწულები არიან თქვენი
მოვალენი - მარგარეტს ღიმილით უთხრა კატერინამ.
-გმადლობთ, თქვენო უმაღლესობავ - ქალს მრავალი წლის წინათ გაყინული
გული გაულღვა და მასზე დადებული მძიმე ლოდიც ერთიანად მოშორდა.
-მცველები სახლამდე მიგაცილებენ - მარგარეტმა უფლისწულს თავი დაუქნია.
-გმადლობთ.
-პირიქით, მადლობა თქვენ.
დედაბერმა სამეფო ოჯახს თავი დაუკრა და ორ ახოვან მცველს გაჰყვა.
ფიზმანი დედასთან ერთად გერარის საწოლზე ჩამომჯდარიყო და ძმას თვალმოუშორებლივ შესცქეროდა.
მხოლოდ წამიერად მიაპყრო მზერა ფანჯარას და სასახლიდან გამავალი კაბრიოლეტიც
დაინახა.
დღეები გადიოდა. უფლისწულ
გერარს დედაბრის წყალობით მართლაც დაავიწყდა ვივიენის არსებობა. მასზე კრინტს
არავის ძრავდა. ფიზმანი თავის დასაზღვევად ვივიენის საფლავთან მივიდა, მას
დააცქერდა.
-მაპატიე, - თქვა და მიწაში ჩასობილი ჯვარი,რომელზედაც გერარს ვივიენი
ამოეტვიფრა ამოგლიჯა და სამზარეულოს ბუხარში შეაგდო. მალე ყველამ დაივიწყა საბრალო
გოგონა და მისთვის გათხრილი საფლავი. უფლისწულისა და მოსამსახურის სიყვარულზე
სამეფო ოჯახის გარდა მხოლოდ იმ საბედისწერო დღეს დარბაზში მყოფმა მცველებმა
იცოდნენ, თუმცაღა მეფის ბრძანებით სრულ მდუმარებას ინარჩუნებდნენ.
არც ფიზმანისა და მეფე
რეგარის ურთიერთობა იყო ისეთი მეგობრული,როგორიც ადრე გახლდათ. უფლისწული მეფეს ვივიენისა და გერარის
დაშორების გამო არ ამტყუვნებდა, ამას თვითონაც ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ ის,რა
ფორმითაც რეგარმა ეს ჩაიდინა ფიზმანისთვის მიუღებელი და სულისშემძვრელი იყო.
მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად თავის მოვალეობას მაინც ასრულებდა. ვერდექსის
სავაჭრო კანონების უმეტესობა მან შეადგინა, რასაც რეგარი აღტაცებული შეხვდა,
შვილის საქმიანობა მოიწონა და დიდებულებს ამის შესახებ განუცხადა კიდეც. ფიზმანი
სამეფო საბჭოს ყველა შეხვედრას ესწრებოდა და საკუთარი აზრის გამოთქმის უფლებაც
გააჩნდა. უფლისწული გერარისთვის კი საბჭოს კარები კვლავაც დაკეტილი რჩებოდა,
თუმცაღა უფლისწული ცდილობდა ამის გამო ძმასთან ურთიერთობა არ გაფუჭებოდა და ამ
თემაზე საერთოდ არ საუბრობდნენ ხოლმე.
დედოფალი მეფეს მხოლოდ
ოფიციალური შეხვედრების დროს თუ ეკონტაქტებოდა, რეგარ მეოთხე თავის მეუღლეს
ძვირფას სამკაულებსა და ყვავილებს ხშირად უგზავნიდა, მაგრამ ყველაფერი უკანვე
უბრუნდებოდა. ფიქრობდა დრო ყველაფერს წამლად მოედებოდა, მაგრამ დედოფლის
გაბრაზებამ დროსაც კი გაუძლო. მეფე რეგარს მართლაც უყვარდა თავისი ცოლი. დაავადების
გამო დასუსტებულიყო, იცოდა დიდი ხნის სიცოცლე რომ არ დარჩენოდა, მაგრამ ამის
შესახებ კატერინას არაფერს ეუბნებოდა. ბოლო ჟამს ხშირად ფიქრობდა თავიანთ
ახალგაზრდობაზე, სავარძელში ჩაჯდებოდა, ჰორიზონტს გაჰყურებდა და წარსულში
დედოფალთან ერთად დასახული გეგმები აგონდებოდა, ბევრი მათგანის გახორციელება ვერ
მოესწრო, ზოგი რამ კი სრულიად საპირისპიროდ გაეკეთებინა. გულს ის მგზნებარე
სიყვარული უწვავდა, რომლითაც მას და დედოფალს ერთმანეთი უყვარდათ. „სად გაქრა ეს
მარადიული გრძნობა, ნუთუ მე წავბილწე და სამუდამოდ დავამხე სიყვარულის აყვავებული
წალკოტი?“ - ფიქრობდა ხელმწიფე, ყელში ბურთი გასჩხეროდა, სევდა იპყრობდა და ზოგჯერ
ცრემლიც კი ჩამოეღვენთებოდა თავის დამჭკნარ სახეზე. სიკვდილის არ ეშინოდა, ის
სიცოცხლეს ისტორიათა ტომებში მაინც გააგრძელებდა,
თაობები ღირსეულ, ძლიერ, სამართლიან და გამჭრიახ მეფეზე ისაუბრებდნენ.
ისტორია მას ტკბილად მოიგონებდა, მაგრამ მისთვის მთავარი, თავისი ოჯახი როგორღა
გაიხსენებდა სიკვდილის შემდეგ? მან ის მისია ვერ შეასრულა, რაც კაცს აკისრია.
თავის შვილებს მამობა, ხოლო ცოლს კი ქმრობა სათანადოდ ვერ გაუწია. ახლა სრულიად
მარტო იყო, მთელი სამეფოს ბატონ-პატრონი, უამრავი ადამიანის მეგობარი, ძლევამოსილი
მმართველი და მბრძანებელი თავს სრულიად მარტო გრძნობდა. სასახლის ცარიელ
დერეფნებში დააბიჯებდა, შედგებოდა და კედლებს სევდიანი აკვირდებოდა. ისტორიით,
სიხარულითა და იმედგაცრუებებით აღსავსე აგურების შეხებას შეიგრძნობდა, შემდეგ კი სატახტო
დარბაზში საკუთარ ტახტს უგრძნობლად შესცქეროდა. დიდი ხანი მართავდა ქვეყანას, დიდი
ხანი იჯდა მეფის ტახტრევანზე, მაგრამ ახლა ამ ტახტის შეხებისას ვერაფერს გრძნობდა.
ჩუმად ცხვირიდან წამსკდარ სისხლს მოიწმინდავდა, აქეთ-იქით მიმოიხედავდა ხომ არავინ
მხედავსო და გასისხლიანებულ ცხვირსახოცს ჯიბეში სასწრაფოდ ჩაჩურთავდა.
საბჭოს კრებებზე დიდ ხანს ვეღარ ძლებდა, ცდილობდა შეხვედრა მალე
დაესრულებინა, დიდებულებთან შეწინააღმდეგების თავიც აღარ ჰქონდა და ყველა
მოსაზრებასა თუ ინიციატივას თავის დაქნევით პასუხობდა. მხოლოდ უფლისწულმა ფიზმანმა
იცოდა სინამდვილეში რაც ხდებოდა, ამიტომ ისიც ჩქარობდა საქმის მოთავებას და
რამდენიჯერმე მამას თავის ოთახში მისვლამდეც მიეხმარა ისე, უცხო თვალს რომ არ
დაენახა. წლების განმავლობაში მეფე რეგარს დამოუკიდებლად სიარულიც აღარ შეეძლო,
თუმცაღა ძლიერი პიროვნება იყო და ძლივსძლივობით, დიდი ძალისხმევის ფასად მაინც
გადაადგილდებოდა. ამბობდა,რომ უბრალოდ ფეხები სტკიოდა და მალე გაუვლიდა, არ უნდოდა
ვინმეს სუსტი სჩვენებოდა, შესაცოდი გამხდარიყო და ხალხს მასზე სიბრალულით
ელაპარაკა. თავისი მმართველობის 31-ე წელს კი სხეულმა საბოლოოდ უმტყუვნა. ზამთარი
იდგა, ციოდა, ყველას თბილად ემოსა,მეფესაც საკმაოდ მძიმე, ბეწვის მოსასხამი
მოესხა. კრების დასრულების შემდეგ ტახტიდან წამოდგა,ზამთრის დადგომასა და თოვლის
მოსვლასთან ერთად კიდურებმა კანკალი დაუწყო, ამიტომ თავის კვერთხზე დაყრდნობილი
დადიოდა ხოლმე, იატაკს კვერთი ძლიერ დააჭირა, მას დაეყრდნო და ტახტიდან დიდი
გაჭირვების ფასად წამოდგა. დახმარებაზე ყოველთვის უარს ამბობდა, ყველაფრის
მიღწევასა და გაკეთებას თავად ცდილობდა. მეფემ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, უეცრად
ფეხებში ჩხვლეტა და მწარე ტკივილი იგრძნო. კვერთხი ხელიდან გაუვარდა და მუხლებ მოკვეთილი
ძირს დავარდა. ყველამ უკან დაიხია, ჩურჩული დაიწყეს, რეგარს სიტყვების გარჩევა არ
შეეძლო, მაგრამ მათი ხმა კი კარგად ესმოდა.ფიზმანი მამასთან მაშინვე მიიჭრა და
ხელი შეაშველა.
-არა-რეგარმა ვაჟს ხელი გაუსწია-მე თვითონ, მე თვითონ - წამოდგომა
ცადა,მაგრამ ნახევარი ტანითაც არ იყო წამომდგარი ისევ რომ დაეცა. წამოდგომას ისევ
ცდილობდა.
-მამა-რეგარმა ფიზმანს შეხედა, უფლისწულმა თავი დაუქნია და მეფეს
მკლავებში ჩაავლო, წამოაყენა და მისი ხელი მხარზე გადაიდო. რეგარ მეოთხეს არ სურდა
შეგროვილი ხალხისთვის შეეხედა, არ სურდა მათ თვალებში დამცირება, გაკილვა და
შეცოდება დაენახა, არავის თანაგრძნობა არ სჭირდებოდა. იმას იღებდა, რაც
დაიმსახურა. ყოველთვის ამბობდა, როდესაც
რაღაცას აკეთებ,ყოველთვის უნდა იყო მზად ჩადენილისთვის პასუხი აგო და შესაბამის
შედეგებსაც თვალი გაუსწორო, ვაჟკაცურად მყარად უნდა დადგეო. თავის ბედს დიდი ხნის
წინ შეგუებოდა, აცნობიერებდა რაც ხდებოდა მის თავს და ამისთვის მზად იყო.
ფიზმანმა მამას მოსასხამი
გახადა და საწოლში ჩააწვინა. ზემოდან საბანი გადააფარ., რეგარს თვალები დამსძიმებოდა,
თითქოს მათზე მოწოლილი ვაება გამოხეთქვას ლამობსო.
-არ მინდოდა ყველაფერი ასე მომხდარიყო, გთხოვ,შვილო, მაპატიე-რეგარს
სახეზე ცრემლის ერთადერთი წვეთი ჩამოუგორდა.
-ყველაფერი რიგზეა,მამა, მე შენ გვერდით ვარ.
-იმ ყველაფრის მიუხედავად რაც გაგიკეთე, რაც შენს ძმას და დედაშენს
გავუკეთე.-ფიზმანი დუმდა.
-იმას აკეთებდი,რაც სწორად მიგაჩნდა. მთავარია,რომ ახლა შეცდომები
დაინახე და მათ გამოსწორებას ცდილობ.- რეგარმა სინანულით თავი დააქნია.
-დიდებულები, რას ხედავდნენ როდესაც დარბაზიდან გამომიყვანე? ვერ
შევძელი მათთვის თვალი გამესწორებინა და საკუთარი თავის ანარეკლი მათ თვალებში
დამენახა.
-ისინი დიდ ბელადს ხედავდნენ, ბელადს,რომელიც წაბორძიკდა,
ბელადს,რომელიც წაიქცა და რომელიც აუცილებლად წამოდგება ფეხზე. - მეფეს სახეზე
ღიმილი მოეცვა.
-გმადლობ,შვილო. - ფიზმანმა მამას გაუღიმა და ხელმწიფე თავის
ფიქრებთან მარტო დატოვა.
ამ დღეს ბოლოჯერ შეძლო
მეფე რეგარ მეოთხემ ფეხზე დადგომა. საშინელ ტკივილებს ექიმების მოცემული წამლებიც
ვერ შველოდა. მეფის აპარტამენტებში ოჯახის წევრებისა და რამდენიმე მოსამსახურის
გარდა არავის უშვებდნენ, საბჭოს კრებებს უფლისწული ფიზმანი წარმართავდა, ხოლო
მნიშვნელოვან საკითხებსა და გადაწყვეტილებებზე იტყოდა მეფეს ვკითხავო და დარბაზს
დატოვებდა ხოლმე. რეგარ მეოთხის ავადმყოფობაზე ხმები დაირხა, ყველამ ამაზე დაიწყო
ჭორაობა, ეს ამბავი მთელ ქვეყანას მოედო. ზოგი ექიმებს ჩუმ-ჩუმად ფულის სანაცვლოდ
სცინცლავდა ინფორმაციას. ექიმები დამაიმედებელს ვერაფერს ამბობდნენ, ისიც კი
უკვირდათ მეფემ ამდენ ხანს რომ გაძლო, ზოგი იმასაც ამბობდა ნერვიულობამ პროცესები
უფრო დააჩქარა, თორემ კიდევ რამდენიმე თვე იცოცხლებდაო. გამაბრუებელი წამლები
თავისას შვრებოდნენ, რეგარი გონზე მხოლოდ რამდენიმე საათი თუ იქნებოდა, შემდეგ
ტკივილები დაეწყებოდა, წამლებს მიიღებდა და მაშინვე გონება ეთიშებოდა. წინასწარი
პროგნოზებით მეფე მხოლოდ რამდენიმე კვირას იცოცხლებდა. ბოლო დღეებს დედოფალი მის
გვერდით ატარებდა. რამდენიმე ღამე მეფის აპარტამენტებშიც დარჩა, ღამით სახიდან
ოფლს წმენდდა და ყურადღებას აქცევდა რამე არ დამართნოდა. გული დამძიმებოდა,
სინანულსაც კი გრძნობდა ამდენი წელი მას საერთოდ რომ არ ელაპარაკებოდა, თანაც ბოლო
ჟამს რეგარი უფრო თბილი და მგრძნობიარე გამხდარიყო, იმ კაცს დამსგავსებოდა
ახალგაზრდობაში კატერინა ცოლად რომ გაჰყვა.
პირველ თებერვალს მომაკვდავმა
მეფემ კატერინას შვილების მასთან მიყვანა სთხოვა, დედოფალმა ქმარს სურვილი მაშინვე
აუსრულა. რეგარს სახეზე ღიმილი გამოესახა, გულწრფელად გაიცინა, სიცილი კი თითქოს
ტირილშიც გადაეზარდა.
-რამდენი ხანია ასე ერთად არ ვყოფილვართ - ფიზმანმა მამას ხელი
ჩასჭიდა.-როგორ მომნატრებია ეს ყოველივე-მეფემ მზერა კატერინას მიაპყრო, დედოფალი
საწოლზე ჩამოჯდა და ქმრის მარცხენა ხელი თავისაში მოიქცია. - ახლა ისევ ისე ვართ,
როგორც უწინ, ერთი დიდი და ბედნიერი ოჯახი. რამდენი რამის თქმა მინდა
თქვენთვის,-მეფემ თავის ვაჟებს მოავლო თვალი - რამხელები გაზრდილხართ,
დაკაცებულხართ და დავაჟკაცებულხართ. ვერ
ვამჩნევდი, ბრმა ვიყავი,მაგრამ ახლა ამეხილა თვალები, ახლა ყველაფერს ვხედავ. -
რეგარს უეცრად მოგონებები ამოუტივტივდა, გაახსენდა ერთხელ დიდებულებს სასახლის
ეზოში ესაუბრებოდა, უეცრად სასახლიდან ორი პატარა ბიჭი გამოვარდა და მეფის გარშემო
დაიწყეს სირბილი.
-მამა.
-მამიკო. - ეძახდნენ ისინი, მათ ყველა
ღიმილით უყურებდა, რეგარმა ბიჭები ხელში აიტაცა, მკერდზე მიიკრა. ჯერ ერთს აკოცა,
მერე მეორეს.
-ნახე დედასთვის რა მოვწყვიტეთ -
ფიზმანმა მამას ბაღში მოწყვეტილი ყვავილი ანახა.
-ძალიან ლამაზია, დედიკოსთან გაიქეცით
და ყვავილი მიართვით - მეფემ უფლისწულები ძირს ჩამოსვა, ბიჭები მაშინვე
სასახლისკენ გაქანდნენ.
-ძალიან საყვარლები არიან- აღნიშნა რეგარის თანამოსაუბრემ.
-საყვარლები და ძალიან ცელქები - სამივემ გაიცინეს და საუბრის თემას
დაუბრუნდნენ.
ახლა კი მეფე ორ დაღვინებულ
მამაკაცს შესცქერდა, მაგრამ მათში ხედავდა ისევ იმ პატარა, მოსიყვარულე ბიჭებს,რომლებიც
მუდამ ცდილობდნენ მშობლების გული გაეხარებინათ, მამას კალთაში ჩაუსხდებოდნენ და
საგმირო ამბების მოყოლას სთხოვდნენ, დედისთვის ყვავილებს კრეფდნენ და თაიგულს
ამზადებდნენ. რეგარს მოაგონდა თუ როგორ მოირბენდნენ მასთან უფლისწულები და
ეტყოდნენ, „დღეს ნეპტუნის ვარსკვლავზე შევისწავლეთ, დღეს გამრავლებაში ყველა
მაგალითი სწორად ამოვხსენითო“, მამაც ამაყი და ბედნიერი დასცქეროდა თავის შვილებს,
თმებს აუჩეჩავდა და თავებზე აკოცებდა ხოლმე. სასახლეში გამართული ზეიმების დროს კი
ღიმილით გახედავდა კუთხეში მოწყენილად და მორიდებით მდგარ უფლისწულებს და ჩუმად
ხელს დაუქნევდა ხოლმე, ბიჭებსაც სიხარულისთვის მეტი რა უნდოდათ და გაბადრულები
მამას ხელს უქნევდნენ, ახლა კი ეს ბიჭები კაცებად ქცეულიყვნენ, მომაკვდავი მამის
სასთუმალთან ისხდნენ და მას დასევდიანებულები შესცქეროდნენ. რეგარმა გაიღიმა.
-ვწუხვარ, ძალიან ვწუხვარ,რომ ისეთი მამა ვერ გამოვდექი,როგორსაც
თქვენ იმსახურებდით.
-ნუ ამბობ ამას.
-არა, ფიზმან, ეს უნდა ვთქვა, ეს ხომ სიმართლეა და საიქიოში მიმავალ
ადამიანს სიმართლის გარდა რა დარჩენია, კატერინა- მეფემ დედოფალს შეხედა-შენ
არაჩვეულებრივი დედოფალი და კიდევ უფრო უკეთესი დედა ხარ. ჩემთვის ყოველთვის
ზედმეტად კარგი იყავი, ჩემნაირ კაცს არ იმსახურებდი.მე პირობა ვერ შევასრულე, ვერ
გაგაბედნიერე, ძალიან ვნანობ ამ ყველაფერს, მაგრამ თავს არ ვიმართლებ, სინანული
უკვე გვიანია. არ ვიცი ოდესმე თუ მაპატიებ, მე შენ გაგაუბედურე, შენ ამას არ
იმსახურებდი - დედოფალმა მეფეს ხელი მაგრად მოუჭირა.
-რეგარ, შენ შვილები მაჩუქე, ორი უმშვენიერესი უფლისწული, ამაზე
უკეთესი რა უნდა გაგეკეთებინა. - მეფემ ნაზად, სინანულით გაიღიმა. მან უფლისწულებს
შეხედა.
-გერარ,-ფიზმანი განზე გადგა და ადგილი ძმას დაუთმო, უფლისწულმა
მეფესთან ჩაიმუხლა, ხელი ჩასჭიდა - ჩემო ბიჭო, ყველაზე დიდი დანაშაული შენ წინაშე
მიმიძღვის. ძალაუფლებამ გონება დამიბინდა, განძსა და ძვირფასეულობას დავეძებდი და
ვერ ვხედავდი ის უკვე ჩემ წინ რომ იდო. შენ მართალი იყავი შვილო, ყოველთვის
მართალი იყავი. შენ რომ არა ახლა ვერდექსთან მშვიდობა კი არა მტრობა გვექნებოდა,
შენ რომ არა შვილო, უამრავი ლარიუსელი დაიღუპებოდა, შენ ამ ხალხისთვის ყველაფრით
გარისკე, მე კი შენ უარგყავი, მე შენი თავი ამ ხალხს წავართვი, არ ვიცი ჩემი
საქციელის გამო რა მოხდება და არც მინდა ვიცოდე, არ მინდა ამაზე ვიფიქრო,რადგან
მეშინია, მეშინია იმიტომ,რომ ამ ყველაფერში მე ვარ დამნაშავე. მე შენ ტახტი
წაგართვი,გერარ, მემკვიდრეობა დაგიკარგე.
-ამას არ აქვს მნიშვნელობა.
-გთხოვ, დამამთავრებინე, მინდა ბოლომდე ვთქვა სათქმელი, -
გულაჩუყებულმა უფლისწულმა თავი დაუქნია- ჩემ გამო შეიძლებოდა ერთმანეთი
დაგეკარგათ, მაგრამ თქვენ გასაოცარი და შესაშური ძმობა გაქვთ, ნუ დაკარგავთ
ერთმანეთს იმ ტახტის გამო,რომელმაც მე ოჯახი და საკუთარი თავი წამართვა. ერთად
უნდა იდგეთ, ერთმანეთის მხარდამხარ უნდა იბრძოლოთ და ვერავინ ვერ
დაგამარცხებთ,შვილებო, მეც კი ვერ შევძელი თქვენი დამარცხება, თქვენ ერთმანეთი
გყავთ და ესაა მთავარი, ესაა ნამდვილი ძალა, ნამდვილი მემკვიდრეობა. თქვენი ძმობა
ყველაფერზე წინ დგას, სამეფოსა და ტიტულზე წინაც, თქვენ ოჯახი ხართ და ოჯახია
ცხოვრებაში ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი მონაპოვარი, მას ვერცერთი ტახტი და
ვერცერთი ტიტული ვერ შეედრება. მუდამ
გახსოვდეთ ეს, არ ვიცი ტახტზე ვინ ავა, ვინ გახდება შემდეგი მეფე,მაგრამ მთავარია ერთად
იყოთ და მთავარია თქვენ იყოთ თქვენი თავის მეფეები და მმართველები და არა ის
რკინის კონსტრუქცია სატახტო დარბაზში რომ დგას. მეფობა წარმავალია, სიყვარული და
ურთიერთგაგება კი მარადიულია.
-ვიცით,მამა, ვიცით - ფიზმანმა ხელი
გერარს მხარზე დაადო. რეგარმა ვაჟებს გაუღიმა.
-გერარ, მე საკუთარ თავს ვერასდროს
ვაპატიებ იმას,რაც შენ გაგიკეთე, რაც ვივიე...-მეფემ უეცრად ფიზმანს მოჰკრა თვალი,
უფლისწული თავის ქნევით ანიშნებდა ახლავე გაჩერდიო, რეგარი ყველაფერს მიხვდა და
განაგრძო - ამას მე საკუთარ თავს ვერასდროს ვაპატიებ.
-მე გაპატიებ, უკვე ყველაფერი
გაპატიე,მამა.
-დიდი ხანია ასე მამა ჩემთვის არასდროს
დაგიძახია, ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა, ვერც კი წარმოიდგენ რამხელა შვებაა და
რამდენს ნიშნავს ეს ჩემთვის. ვიცი, ამის თხოვნის არანაირი უფლება არ გამაჩნია,
მაგრამ მაინც გთხოვ.
-მთხოვე,მამა, მთხოვე რაც გინდა.
-მინდა,რომ თუ ვაჟი გეყოლება ჩემი
სახელი დაარქვა.
-დავარქმევ,მამა,რეგარს დავარქმევ.
-გმადლობ,შვილო-მეფემ ვაჟს
გაუღიმა-დარწმუნებული ვარ ღირსეული კაცი გაიზრდება, შენ მას ჩემზე უკეთესი მამობა
უნდა გაუწიო-გერარმა მამას თავი დაუქნია - იქნებ მან მაინც გამოასწოროს ის
შეცდომები მე რომ დავუშვი.
-აუცილებლად, გპირდები,მამა. - მეფემ
შვილს თავი დაუქნია და მზერა ფიზმანს მიაპყრო.
-ფიზმან,- გერარმა რეგარს ხელზე აკოცა
და ადგილი ძმას დაუთმო.
-აქ ვარ,მამა.
-შენ ყოველთვის ჩემ გვერდით იყავი,
მკიცხავდი კიდეც, მაგრამ ჩემთვის არასდროს გიღალატია. ვამაყობ,რომ ასეთი ვაჟი
მყავს-უფლისწულმა მამას გაუღიმა - მადლობელი ვარ ყველაფრისთვის,შვილო. დედას
გაუფრთხილდი, მსოფლიოში საუკეთესო დედა გყავთ და ეს უნდა დააფასოთ, კიდევ...
გერარს მიხედე, ჩემსავით ფიცხია, შენისთანა გონებამახვილი და გაწონასწორებული
ადამიანი სჭირდება გვერდით, თვალყური ადევნე რამე რომ არ მიქაროს და თავის თავს
რამე არ დაუშავოს. - ფიზმანს გაეცინა.
-მივხედავ მამა, გპირდები.
-გერდენსაც გაუფრთხილდი, კარგი გოგოა,
დიდუსიც სანდო და საჭირო მოკავშირეა.
-აუცილებლად,მამა.
-არავის ენდოთ -რეგარმა გერარს
შეხედა-სანამ ყველაფერი არ ჩაწყნარდება ერთმანეთის გარდა არავის ენდოთ. ბრძოლა
დაიწყება, ყველა პოზიციების გამყარებასა და ტახტზე სასურველი კანდიდატის აყვანას
მოისურვებს. ეცდებიან ერთმანეთს გადაგამტერონ.
-ჩვენ ძმები ვართ,მამა, არ გამოუვათ.
-მეც სწორედ ამის იმედი მაქვს. -
რეგარმა დაიკვნესა, ტკივილები დაბრუნებოდა.
-დასვენება გჭირდება, ძალიან გადაიღალე
- უთხრა ფიზმანმა. მამამ შვილს თავი დაუქნია. უფლისწულები მეფეს გამოემშვიდობნენ
და ოთახი დატოვეს. კატერინამ ქმარს წამალი თავისი ხელით დაალევინა, გვერდით მიუწვა
და თავი მკერდზე დაადო. ლარიუსის მეფე ძილბურანში გაეხვა. თავისი და კატერინას
ქორწილი დაესიზმრა, ძილშიც კი სახეზე სიხარული აღბეჭვდოდა, ეს ამდენი წლის
განმავლობაში პირველად მოხდა. როდესაც რეგარ მეოთხე სიზმარს ხედავდა დედოფალი მის
მკერდზე ჩუმად, გულამოსკვნით ცრემლებს ღვრიდა.
ღამით მეფე რეგარი ტკივილებმა ისევ გამოაღვიძეს. დედოფალიც შეიშმუშნა და
ისიც გამოფხიზლდა. ქმარს დანამული შუბლი მოსწმინდა და წყალი დაალევინა.
-არ ხარ ვალდებული ჩემზე ასე იზრუნვო -
უთხრა რეგარმა.
-მინდა ეს გავაკეთო.
-მართლაც არაჩვეულებრივი ქალი ხარ.-
კაცს ტკივილისგან სახე დაემანჭა.
-ნაყენს დაგალევინებ - დედოფალი წამლის
მოსატანად წამოდგა, თუმცაღა იგი რეგარმა შეაჩერა.
-არა, არაფერია, არ მინდა იმ წამლებმა
გამაბრუონ.
-კარგი.
-მიხარია აქ რომ ხარ, ბევრი ცოდვა
ჩავიდინე.
-არ გინდა ამაზე ლაპარაკი.
-არა, მინდა, მერე ვინ იცის კიდევ
როდის ვისაუბრებთ ან თუ ვისაუბრებთ საერთოდ.
-რეგარ, ხომ იცი არ მიყვარს ასეთი
ლაპარაკი.
-გუშინ მღვდელი მყავდა მოწვეული,
აღსარება ჩავაბარე.
-ვიცი, კარგად მოიქეცი.
-მაგრამ ისე ვერ წავალ შენ რომ არ
ჩაგაბარო აღსარება.
-ჩემთან არაფრის ჩაბარება არაა საჭირო.
-შენ არ გესმის,კატერინა. შენ ჩემი
ცხოვრების არსი ხარ, ჩემი შვილების დედა, ჩემი ცხოვრების სიყვარული. შენთვის
თვალებში შეხედვაც კი მიჭირს, მინდა იცოდე,რომ როგორც ვიქცეოდი და რასაც
გეუბნებოდი, ამ ყველაფრის მიუხედავად მუდამ მიყვარდი. შენ მიერ უკან დაბრუნებული
საჩუქრები,რომელთაც საათობით ვარჩევდი ისევ აქ მაქვს, კარადაში აწყვია,
გამიხარდება ერთ-ერთს მაინც თუ გაიკეთებ. ასე მაინც დავრჩები შენთან.
-შენ ჩემს გულში ყოველთვის
იარსებებ,რეგარ.
-შენ ერთადერთი ქალი იყავი, სხვისკენ
არც კი გამიხედავს. შენთვის არასდროს მიღალატია. სხვა ქალთან შენ ვერასდროს
დაგაყენებდი, ვერავის ვერ შეგადარებდი, ეს არც შემეძლო და ამას არც გაკადრებდი. ვწუხვარ,რომ
ერთად ვეღარ გავისეირნებთ ბაღში ისე,როგორც ამას ადრე ვაკეთებდით, ვეღარ მოვუსმენთ
ჩიტების ჟღურტულს, ვეღარ ვისაუბრებთ ვარსკვლავებსა და ღრუბლებზე, ვეღარ ჩავიკრავთ
გულში ჩვენს პატარა ბიჭებს. ვწუხვარ, ვწუხვარ იმიტომ,რომ ხელი გკარი, გული
გატკინე, ვწუხვარ იმიტომ,რომ შენ თავს ძალაუფლება და ტახტი ვარჩიე, კატერინა-
დედოფალს ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა.
-გისმენ,რეგარ- უთხრა აცრემლებულმა.
-ბიჭებს ძალიან გაუჭირდებათ, შენი
თანადგომა და რჩევები დასჭირდებათ. შენ რომ გვერდით მყოლოდი ახლა ყველაფერი
უკეთესად იქნებოდა. ჩვენ რომ ერთად გვემართა ვინ იცის შეიძლებოდა ახლა ლარიუსის
აყვავებისა და ოქროს ხანაში გვეცხოვრა და ქვეყანაზე ბოროტებისა და ღვარძლის
ნაცვლად, სიკეთე და სიყვარული დაგვეთესა. შენთვის რომ მომესმინა ახლა არა შიში,
არამედ პატივისცემა მართავდა ქვეყანას და დედა ბოძიც გახდებოდა. არასდროს არ
დამიჩივლია იმ საქმეების გამო,რომლებიც გავაკეთე, არავისთვის მიმიცია
ახსნა-განმარტება, არავის წინაშე დამიმცირებია საკუთარი თავი, მაგრამ შენთან
მიმართებაში მავიწყდება ყველა ის პრინციპი რითაც მიცხოვრია, რაც ჩემი დევიზი გამხდარა.
იმიტომ კი არ მეშინია და ვდარდობ,რომ ვკვდები, არც იმიტომ მტანჯველი სიკვდილი რომ
მომელის, ვიცი ეს ჩემი ბრალია და ამ აზრს შეგუებული ვარ, ამას ვიმსახურებ. ის
ფიქრი მზარავს,რომ შენ გიწევს ამ ყველაფრის გადატანა და ასეთს გტოვებ იმ საშინელ
სამყაროში, რომელიც მე შევქმენი. დროის დაბრუნება რომ შემეძლოს ყველაფერს
შევცვლიდი, მაგრამ არ შემიძლია და მე არც ამ ფუფუნებას ვიმსახურებ. შენ უკეთეს
ცხოვრებას იმსახურებდი და მე ეს ცხოვრება, აღქმული სამარადისო ბედნიერება
დაფერფლილ ოცნებებად ვაქციე.იცი, ჩვენი ქორწილი დამესიზმრა.
-მართლა?-კატერინას გაეცინა.
-ჰო, ბედნიერები ვიყავით, მინდა ამაზე
ვიფიქრო, ეს საოცარი წუთები გავიხსენო. შენც ამაზე იფიქრე, იქნებ, ბოლო ჟამს მაინც
ვიყოთ ბედნიერები. ბედნიერება მეფეთა ხვედრი არაა, მაგრამ უკვე აღარც მე ვარ მეფე,
ამიტომ შემიძლია ბედნიერი ვიყო, ბოლოჯერ მაინც. - ერთმანეთს ხელები ჩასჭიდეს,
თვალები დახუჭეს და მოგონებების მორევში გადაეშვნენ. – „შენ არ უნდა უყურო თუ
როგორ ვიტანჯები, შენ ამას არ იმსახურებ, კატერინა, გთხოვ,მაპატიე, მაპატიე, ჩემო
ძვირფასო“- რეგარი ცდილობდა გაუსაძლის ტკივილებს სასიამოვნო ჟრუანტელის მომგვრელი მოგონებებით
გამჰკლავებოდა, მაგრამ ტკივილი იქაც კი აღწევდა და ხასხასა ფერებს ფერმკთალ, ცივ
ფერებად გარდაქმნიდა. ნახატი იფლითებოდა, ცდილობდა კონცენტრაცია თვალებზე მოეხდინა,
კატერინას თვალისმომჭრელ,ულამაზეს თვალებზე. ახლა ღიმილი, მისი საუცხოო,ნაზი,თუმცა
თითქოს კეკლუცი ღიმილი, ჰო, მხოლოდ ღიმილი დარჩა რეგარს, მაგრამ ამ ღიმილისთვის
არაფერი ეშურებოდა,არც სიცოცხლე, ეს ხომ მისი საყვარელი ქალის ღიმილი იყო.
გამთენიისას დედოფალი ოთახში შემოჭრილმა მზის სხივებმა გამოაღვიძეს.
კატერინას ლამაზი სიზმარი დასიზმრებოდა. ის და რეგარი გაშლილ ველზე ნებივრობდნენ.
ერთმანეთს თვალებში შესციცინებდნენ. მეფემ თავის დედოფალს ნაზად აკოცა და უკნიდან
მოეხვია. ჰორიზონტს მიაპყრეს მზერა, საიდანაც ორი უფლისწული სიხარულით გამორბოდა.
მშობლებმა შვილები აიტაცეს და გულში ჩაიკრეს. კატერინამ ფიზმანი ხელებში ჩაიწვინა
და სახე კოცნისგან სულ აუწითლა. რეგარი უფლისწულ გერარს ბურთის სათამაშოდ გაჰყვა.
-მამასთან გაიქეცი - დედოფალმა ფიზმანს
ჩასჩურჩულა და ისიც თავის ძმას დაედევნა. დედოფალი მათ თვალმოუშორებლიც უყურებდა,
ბედნიერი შესცქეროდა თავის ოჯახს და გულიანად იცინოდა კიდეც.
ლარიუსის მეფე დილაადრიან იღვიძებდა ხოლმე,
ყოველდღე ახალ გაღვიძებულ დედოფალს თვალგახელილი ხვდებოდა, ამიტომ კატერინამ
უთხრა:
-უცნაური,მაგრამ ძალიან ლამაზი სიზმარი
ვნახე. ჩვენი თავები დამესიზმრა, პიკნიკი გვქონდა. შენ ბიჭებს გაშლილ ველზე ბურთს
ეთამაშებოდი, ხომ ლამაზი სიზმარია? - დედოფლის კითხვას პასუხი არ მოჰყოლია.
კატერინამ რეგარს გადახედა და მაშინვე მასთან მიიჭრა.-რეგარ,რეგარ-მეფე შეხებასა
და რხევებს არ პასუხობდა.-რეგარ,- დედოფალმა განწირულმა იყვირა, ხელებით ქმრის
პერანგი ჩაბღუჯა, თავი მის სხეულს დაადო და სასოწარკვეთილი ცხარე ცრემლებით ატირდა.
საძინებლის კარი გაიღო, ოთახში ჯერ ისევ ღამის პერანგში გამოწყობილი ფიზმანი
შემოვარდა. ქოშინებდა, მძიმედ სუნთქავდა.
-შენი ყვირილი გავიგე - თქვა და მზერა
მამის სხეულზე დაჩოქილ დედას მიაპყრო. მიხვდა რაც მოხდა. თვალები მაგრად
დახუჭა,მაგრამ ცრემლებმა მაინც იპოვნეს პატარა ნაპრალი. უფლისწული დედასთან მივიდა
და ძლიერად მოეხვია.
-მის გვერდით არ ვიყავი, მასთან არ
ვიყავი ეს რომ მოხდა. - უფლისწულს დედის მდუღარე ცრემლები სამოსს უსველებდნენ.
-შენ აქ იყავი,დედა, ყოველთვის მასთან
იყავი და მან ეს კარგად იცოდა, არ უნდოდა მისი სიკვდილი გენახა. ჩვენ ამას
გავუძლებთ, ყველაფერს გადავიტანთ.
-არ ვიცი თუ შევძლებ.
-შეძლებ,დედა, ყველანი ერთად ამას
შევძლებთ. - უფლისწულმა დედოფალს თავზე
აკოცა და ქალი გულში კიდევ უფრო მაგრად ჩაიკრა. ფიზმანს სახეზე ცრემლები უფრო და
უფრო ეღვენთებოდნენ.
1677 წლის 2 თებერვალს მეფე რეგარ მეოთხე გარდაიცვალა. მთელ სამეფოში გლოვა
გამოცხადდა. მეფე რეგარი გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში საგვარეულო აკლდამაში
დაკრძალეს. სამგლოვიარო პროცესიისას მამის სასახლეს უფლისწულები მიასვენებდნენ,
შავებში შემოსილი დედოფალი მათ უკან მიჰყვებოდა, კატერინას გვერდში გერდენი
ამოსდგომოდა და დედამთილის გამხნევებას ცდილობდა.
ლარიუსის ხელმწიფის დაკრძალვიდან დღეც არ გასულიყო დიდებულებმა პოზიციების
გამყარება რომ მოისურვეს. ზოგი უფლისწულ გერარს ესაუბრებოდა მომავალ პოლიტიკაზე,
ზოგიც კი ფიზმანს. ძმები ერთმანეთს დაბნეულები უყურებდნენ. მამის გაფრთხილების
მიუხედავად ყველაფერი ძალიან მოულოდნელი იყო, არ იცოდნენ რა ეპასუხათ.
-რეგარ მეოთხე ლარიუსის მეფე, მაგრამ
ამავე დროს მამაჩვენიც იყო, ნება მოგვეცით ჯერ გამოვიგლოვოთ და მომავალზე შემდეგ
ვისაუბრებთ - ხმამაღლა, მკაცრი ტონით თქვა ფიზმანმა და დიდებულებს ზურგი აქცია.
ძმას გერარმაც მიჰბაძა და ორივენი სასახლის კარიბჭის მიღმა გაუჩინარდნენ.
საბჭოს შეხვედრა, სადაც
მომავალ მეფეს აირჩევდნენ ერთი კვირის შემდეგ დაინიშნა. ჩვეულებრივ ასე არ ხდებოდა
და ტახტზე უფროსი ვაჟი ადიოდა, მაგრამ სიტუაციას ის ფაქტები უფრო ართულებდნენ,რომ
ყოფილი მეფის მხარდაჭერა უფლისწული ფიზმანისადმი ყველათვის კარგად ცნობილი იყო,
მის შესაძლებლობებსა და გონიერებაში ყველა იყო დარწმუნებული, ის საბჭოს ყველა
შეხვედრას დასწრებოდა მაშინ,როდესაც მის ძმას წარმოდგენაც არ ჰქონდა საბჭოს
კრებაზე რა საკითხებს განიხილავდნენ. თანაც უფლისწულ გერარს ყველა ათვალწუნებულად
უყურებდა მას შემდეგ, რაც უფლისწული უტიფრად მოიქცა, მამასა და საკუთარ ხალხს
უღალატა და მტერს ინფორმაცია მიაწოდა. ისიც კი უკვირდათ რეგარმა რომ არ დასაჯა და
სამეფო კარზე დარჩენის ნება მისცა. უფლისწულები წინა დღით ლარიუსის პირველმა
ვაზირმა კიდევ ერთხელ გააფრთხილა. ფიზმანს ძალიან უნდოდა საბჭოს შეხვედრამდე
თავისი ძმა ენახა, ამიტომ გვიან ღამით გერარს მიაკითხა. არც მას ეძინა. აივანზე
გასულიყო და ფიქრებში ჩაძირულიყო ძმა რომ მიუახლოვდა.
-როგორც ჩანს, შენც ვერ შეძელი დაძინება - უთხრა ფიზმანმა, გერარმა მას
თბილად გაუღიმა.
-ძნელია საღ გონებაზე მყოფმა კაცმა დაძინება შეძლოს მაშინ,როდესაც
ამდენი რამ ხდება.
-ნამდვილად, ხვალინდელ დღეზე ღელავ?
-ცოტას, შენ არა?
-ჰო,შეიძლება.
-არ აქვს მნიშვნელობა ვინ ავა ტახტზე, ჩვენს შორის არაფერი შეიცვლება.
-ჰო, ასეა. ჩვენ თანასწორები ვართ. - გერარმა გაიცინა.
-ნეტავ ახლა ის დიდებულები გვისმენდნენ ჩვენი თავები ერთმანეთში რომ
ვერ გაუყვიათ.
-აბა -ფიზმანმაც ჩაიცინა.
-ბასუსმა მითხრა,რომ სანამ ხმის მიცემას დაიწყებენ მანამდე სიტყვა
უნდა წარმოვთქვათ, რამე მოამზადე?
-ხმის მიცემა არ იქნება,გერარ.- უფლისწული ძმას მიაცქერდა.
-რას გულისხმობ?
-მაპატიე,მაგრამ ის საშინელ ტახტზე დაჯდომას არ ვაპირებ-გერარმა
გულიანად გაიცინა-ჰო,მართლა, თუ მე ამირჩევენ ტახტზე უარს ვიტყვი. მართალია საბჭოს
კრებებს ვესწრებოდი და კანონებსაც ვადგენდი,მაგრამ მეფედ გახდომაზე არასდროს
მიფიქრია, არც ვაპირებ,ძმაო. როდესაც იმ დაწყევლილ ტახტს ვუყურებ სულ ის
მახსენდება მამაჩვენს რა გაუკეთა. მე გერდენი მყავს, სიგიჟემდე მიყვარს, მინდა
შვილები გვყავდეს, ბედნიერი ოჯახი გვქონდეს, ამ ყველაფერს საფრთხის ქვეშ ვერ
დავაყენებ, არ მინდა იმ რაღაცამ მამასავით წამართვას ჩემი მეობა, ჩემი ოცნებები და
ჩემი ლამაზი გერდენი, შენ კი დასაკარგი არაფერი გაქვს,გერარ. ღირსეული, ძლიერი,
კეთილშობილი, სამართლიანი და მამაცი ადამიანი ხარ, კარგი მეფე იქნები. - გერარმა
ყოყმანის შემდეგ ძმას თავი დაუქნია.
-ანუ ასე გემეტები, ასე მწირავ გასაუბედურებლად?
-კარგი რა, მეფე გახდები, მგონი ბოლომდე ეგოისტურად არ ვიქცევი. -
ორივეს გაეცინა.
-გმადლობ,ფიზმან. - უფლისწულები ერთმანეთს გადაეხვივნენ,
გამოემშვიდობნენ და ფიზმანი თავისი ოთახისკენ დაიძრა, სანამ გავიდოდა მოტრიალდა და
ძმას ჰკითხა:
-შენ მკითხე მოვამზადე თუ არა ხვალისთვის სიტყვა, შენზე რას მეტყვი,
რამე მოიფიქრე?
-ხვალ გზაში მოვიფიქრებ რამეს - სრული სერიოზულობით უთხრა გერარმა.
-ღმერთო, ეს ვის ხელში ვაგდებ ჩემს ქვეყანა - იუმორით მიუგო
უფლისწულმა და გაღიმებული ოთახიდან გამოვიდა. გერარმა კი მზერა ზეცას მიაპყრო,
სადაც მისი ბედი უნდა გადაწყვეტილიყო.
სასახლეში საბჭოს წევრები
დილიდანვე შეკრებილიყვნენ, ყველა აღელვებული გახლდათ. დღეს მათ სამეფოს ბედი უნდა
გადაეწყვიტათ. უფლისწულ გერარს ძირითადად მხარს უჭერდნენ ის ადამიანები,რომლებსაც
მეფე რეგარი და მისი მმართველობა არ მოსწონდათ, რადგან ფიზმანიც სწორედ ამ
მმართველობის წევრი იყო, აგრეთვე ყოფილი მეფისგან შევიწროებული და დადაბლებული
გვარებიც მას ემხრობოდნენ, ხოლო ფიზმანს კი საბჭოს უმრავლესობა ედგა გვერდში.
დიდუსს საკმაოდ ბევრი მეგობარი ჰყავდა საბჭოში, ბევრიც მის ვალში იყო. ამის გამო
ბ-დიდუსი ძალზედ გახარებული და აღტკინებული დააბიჯებდა ლარიუსის მეფის სასახლეში.
კრება დილის 11 საათზე დაიწყო. საბჭოს სათავეში პირველი ვაზირი -
ბასუსი ედგა.
-დღეს ჩვენ მეტად მნიშვნელოვანი მისია გვაკისრია,-მან შეკრებილთ
მიმართა - დღეს ჩვენ ვირჩევთ ლარიუსის ახალ მეფესა და ახალ მმართველს. მოდით, თითოეული კანდიდატი
ცალ-ცალკე განვიხილოთ. უფლისწული გერარი.
-ის ჩვენი მეფე ვერ
იქნება, ის მოღალატეა, თავის მეფესა და ხალხს უღალატა, მოღალატე არ შეიძლება მეფე გახდეს!
- წამოიყვირა კარაფმა. ის რეგარის ერთგული მსახური და საბჭოს ერთ-ერთი ყველაზე
გავლენიანი წევრი იყო. მეფე რაგარი ხშირად უსმენდა მის რჩევებს და სასახლის კარზე
დიდი პატივითაც სარგებლობდა, ასაკოვანი, წელში მოხრილი, ჭაღარა კაცი გახლდათ, თუმცაღა მაინც დიდი
შემართებითა და ენერგიულობით გამოირჩეოდა.
-ჰო,მაგრამ უფლისწულმა ეს იმიტომ გააკეთა,რომ ცხონებულმა ხელმწიფემ
სწორი გზა ვერ დაინახა, უფლისწული გერარის ამ საქციელმა მშვიდობა მოგვიტანა. ის მეფურად
მოიქცა და ის გააკეთა,რაც მართალი იყო. უფლისწული შორსმჭვრეტელი და ძალზედ
გონიერია. - გერარს მომხრეებიც გამოუჩნდნენ.
-ეს არ ცვლის იმ ფაქტს,რომ მან თავის მეფეს უღალატა, ჩვენი გეგმისა და
სტრატეგიის შესახებ მტერს გააცნო, ამას შეიძლებოდა ძალიან ცუდი შედეგები
მოჰყოლოდა. - კარაფი არ უთმობდა.
-უფლისწული გერარი არ არის ცუდი ვარიანტი,მაგრამ ჩვენ ასევე უნდა
განვიხილოთ უფლისწული ფიზმანის კანდიდატურაც. ის კი არა თუ კარგი, არამედ იდეალური
კანდიდატურიაა მეფობისთვის, მას უდიდესი გამოცდილება აქვს, უკვე არა ერთხელ დაამტკიცა,რომ
ქვეყნის მართვა თავისუფლად შეუძლია. სწორედ მან შეადგინა ვერდექსთან სავაჭრო
კანონები და ის ხელმძღვანელობდა ურთიერთობების გამტკიცებისთვის ვერდექსში
წარგზავნილ ელჩობას. - განხილვაში ჩაერთო ბ-დესპარი, რომელიც ამასთანავე დიდუსის
ახლო მეგობარი გახლდათ, თავად დიდუსი კი დუმილს ინარჩუნებდა და თავის სიძეს ყოველ
მოძრაობაზე აკვირდებოდა. უფლისწულებზე ისე
საუბრობდნენ, თითქოს ამ დარბაზში საერთოდ არ ყოფილიყვნენ. ფიზმანს ამ ფარსის
გაგრძელება აღარ სურდა, ფეხზე წამოდგა და თქვა:
-ბატონებო, მგონი დროა მეც მომისმინოთ, ჩვენთვის აზრი არასდროს
გიკითხავთ, მე და ჩემი ძმა უკვე შევჯერდით ერთ პოზიციაზე. ლარიუსს ეყოლება
ღირსეული, სამართლიანი და ძლიერი მეფე, რომელიც მზად იქნება სისხლის უკანასკნელ
წვეთამდე დაიცვას საკუთარი ქვეყანა,საკუთარი ხალხი და რომელიც ყველაფერს გააკეთებს
იმისთვის,რომ ლარიუსში მისი მმართველობის დროს ოქროს ხანა დადგეს. მე მწამს ამ
ყველაფრის, მე მწამს ამ პიროვნების და ეს ადამიანი იქნება ჩემი ძმა, უფლისწული
გერარი - ფიზმანმა მოულოდნელად ხმალი იშიშვლა, იატაკს დააბჯინა და ძმის წინაშე
დაიჩოქა- მე ვიქნები პირველი,ვინც ლარიუსის ერთადერთ და ჭეშმარიტ ხელმწიფეს
ერთგულებას შეჰფიცავს, ჩემი მახვილი თქვენ გეკუთვნით,მეფეო. - დიდებულები
ერთმანეთს გაოცებულები უყურებდნენ, ფიზმანის ამ საქციელს გერარიც არ მოელოდა,
მიუხედავად იმისა,რომ იცოდა ის ტახტზე უარის თქმას აპირებდა. ფიზმანთან მივიდა და
წამოაყენა. ხელი სახეზე მოჰკიდა:
-ჩვენ თანასწორნი ვართ, ძმაო, შენი მახვილი არა მე, არამედ სამეფოს
ეკუთვნის, ისევე,როგორც ჩემი.-გერარმა ძმა გულში ჩაიკრა.
-მაგრამ, უფლისწულო, საბჭოს უმრავლესობა თქვენ გიჭერთ მხარს- ფიზმანს
უთხრა კარაფმა, რომელსაც თავი უამრავმა ადამიანმა დაუქნია, მხოლოდ ორი მათგანი დადგა
გერარის მხარეს. ფიზმანს დიდუსიც შეშფოთებული მისჩერებოდა.
-ეს საბოლოო გადაწყვეტილებაა,-ხმამაღლა, მედიდური ტონით თქვა
უფლისწულმა- მე ტახტზე უარს ვაცხადებ, ნება იბოძეთ და პატივი ეცით ჩემს
გადაწყვეტილებას!
-რა გაეწყობა-დიდუსმა უფლისწულს თავი დაუკრა. - როგორც ჩანს, ლარიუსის
შემდეგი მმართველი მეფე გერარ მესამე იქნება.
-ხანგრძლივი სიცოცხლე მეფე გერარს! - წამოიძახა გერარის
მხარდამჭერმა,თუმცაღა მას მხარი არავინ აუბა და იმედგაცუებულებმა უხმოდ დატოვეს
დარბაზი, მათ შორის უფლისწულებს ზურგი დიდუსმაც აქცია.
-კორონაცია სამ დღეში გაიმართება - გერარს მიუგო ბასუსმა და ისიც
დიდებულებს გაჰყვა.
-აპატიე ეს თავხედობა, მათთვის ალბათ ძალიან მძიმე იყო.
-ისინი მხარს არასდროს დამიჭერენ, ფიზმან.
-ჰოდა დაუმტკიცე,რომ ღირსეული ხარ, დარწმუნებული ვარ, შენ ეს
გამოგივა.
-ჩვენ ეს გამოგვივა, მინდა,რომ ჩემთან ერთად მართო, მინდა ჩემ გვერდით
იყო.
-რამეს მთავაზობ?
-მინდა ლარიუსის პირველი ვაზირი და ჩემი მარჯვენა ხელი გახდე.
გპირდები, იმ ტახტში ჩაჯდომა არ მოგიწევს- ხუმრობით უთხრა გერარმა.
-მაშინ, სიამოვნებით - ძმები ერთმანეთს გადაეხვივნენ და დარბაზიდანაც
ერთად გავიდნენ.
აღშფოთებული ვაზირები
სასახლის ეზოში შეჯგუფულიყვნენ და ერთმანეთს თავიანთ აზრებს უზიარებდნენ. დიდუსი,
კარაფი და დესპარი სხვებისგან მოშორებით ერთმანეთს რაღაცას ეჩურჩულებოდნენ.
სასახლიდან გამოსული ბასუსი სწორედ მათკენ დაიძრა, მის დანახვაზე საუბარი
შეწყვიტეს და პირველ ვაზირს ღიმილით შეხვდნენ.
-ეს არასწორია- დაჩივლებას არ მოერიდა პირველი ვაზირი.
-ნამდვილად, უფლისწილმა დიდი სისულელე ჩაიდინა. -კვერი დაუკრა
დესპარმა.
-ალბათ იცი ეს რასაც ნიშნავს,-ბასუს მიუგო კარაფმა- პირველი ვაზირი
ფიზმანი გახდება და შენ უბრალოდ გამოყენებული ქაღალდივით გვერდით მოგისროლებენ. -
ბასუსს არ სურდა კარაფის დაჯერება,მაგრამ გულის სიღრმეში მანაც იცოდა რაც
მოხდებოდა, რომ მისი გადაყენება შეუქცევადი იყო.
-ეს არ უნდა დავუშვათ - თქვა დიდუსმა- რამე უნდა მოვიფიქროთ, გერარი
ტახტზე არ უნდა ავიდეს.- დიდებულმა კარაფს გახედა,მან კი პირველ ვაზირს ჰკითხა:
-ბასუს,ჩვენთან ხარ?- ვაზირმა თავი ხანმოკლე ყოყმანის შემდეგ დაუქნია.
-აცნობიერებ,რომ ამის შემდეგ უკან ვეღარ დაიხევ?
-ვთქვი,რომ თქვენთან ვარ.
-მაშინ დღეს საღამოს ჩემთან შევიკრიბოთ, მხოლოდ სამი დღე გვაქვს, ჩვენ
თავებზე მაღლა უნდა დავდგეთ, ახლა ქვეყანას ვჭირდებით, ის დაღუპვისგან უნდა
ვიხსნათ. - კარაფს თავი ყველამ დაუქნია. მალევე დაიშალნენ, მაგრამ ეს დაშლაც
შეკრებისავით ხანმოკლე გამოდგა.
კარაფი სასახლიდან არც თუ
ისე შორს მეფე რეგარის მიერ ნაბოძებ მდიდრულ მამულს ფლობდა. შებინდებულიყო მასთან
დიდგვაროვანი სტუმრები რომ მივიდნენ. ვაზირმა ისინი თავის უზარმაზარ კაბინეტში
შეიყვანა, მსახურებს დაუბარა არავინ შეგვაწუხოსო და ბატონებს სასმელი შესთავაზა.
კარაფი კაბინეტის ცენტრში მდგარ მაგიდას ხელებით ჩამოეყრდნო, მაგიდაზე სატახტო
ქალაქის გეგმა გაეშალათ. დიდებული მას დასცქეროდა, შემდეგ კი დუმილი თვითონვე
დაარღვია და მეგობრებს შეხედა:
-არავინ უნდა გაიგოს, ეს სიცოცხლის ფასად დაგვიჯდება. - თავი ყველამ
უხმოდ დაუქნია - გეგმა შევიმუშავე, ბასუსი კორონაციის წინა დღეს უფლისწულ გერარს
სასახლიდან ჩუმად გამოიყვანს.
-და ამას როგორ მოვახერხებ? - იკითხა ჩაფიქრებულმა ვაზირმა.
-ეტყვი,რომ რაღაც უნდა აჩვენო.თითქოს მეფე რეგარმა დაგავალა მომავალი
მეფისთვის რაღაც გეჩვენებინა, რამეს მოიფიქრებ. მარშუტი უკვე შევადგინე, აქ -
კარაფმა რუკას თითი დაადო- ერთი მიყრუებული ქუჩაა, ღამით არავინ იქნება, აქ
ჩავუსაფრდებით.
-რა, თქვენ მის მოკვლას აპირებთ? - შეშფოთებულმა იკითხა დიდუსმა. მას
ყველა მიაცქერდა, კარაფს ნესტოები დაებერა.
-აბა შენ რა გეგონა,დიდუს, იცოდი ხელს რასაც აწერდი.
-მეფის ღალატი და მისი მკვლელობა ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება.
-ეს ერთადერთი გზაა! - იღრიალა ვაზირმა, დიდუსთან მივიდა და ხელები
მხრებში ჩაავლო - უკვე აქ ხარ, აქედან ვერსად წახვალ, ან ამ საქმეს ბოლომდე
მივიყვანთ ან სახრჩობელამდე საკუთარი ფეხით მივალთ. უკან დახევა უკვე გვიანია,
ამის უფლებას არ მოგცემთ,დიდუს. გასაგებია?! - კაცს ძარღვები დასჭიმოდა.
-დიდუს,-საუბარში ჩაერთო დესპარი - სხვაგვარად ფიზმანს ვერ
გავამეფებთ, ჩვენ ამას უამრავი ადამიანის კეთილდღეობისთვის ვაკეთებთ, ერთი
სიცოცხლე შედარებით იმ მომავალთან,რომელსაც ვაშენებთ არაფერია. ჩვენ ამ ქვეყანას,
ამ ხალხს შევფიცეთ,რომ ერთგულად ვემსახურებით და არასდროს ვუღალატებთ.
-ჩვენ მეფეს შევფიცეთ.
-მეფეს,რომელიც ცოცხალი აღარაა, მეფეს,რომელსაც თვითონ უნდოდა ის მომხდარიყო,
რაც ახლა ხდება, თვითონ განაგდო გერარი, თვითონ სურდა მისი მემკვიდრე უფლისწული
ფიზმანი გამხდარიყო. ჩვენი ვალია ჩვენს მეფეს უკანასკნელი სურვილი ავუსრულოთ.
-ის შენი სიძეა, დიდუს, წარმოგიდგენია მისი გამეფება რამხელა
ძალაუფლებასა და გავლენას მოგანიჭებს. შენი შვილი ლარიუსის დედოფალი გახდება,
დაფიქრდი, განა მთელი ცხოვრება ამაზე არ ოცნებობდი? ოცნებების ასასრულებლად რაღაც
უნდა გააკეთო, თავისით არაფერი მოვა, ზოგჯერ მსხვერპლზე წასვლაც გიწევს, მაგრამ
შენი ოცნებებისთვის, შენი მიზნებისთვის ეს მსხვერპლი უნდა გაიღო. ჩვენ მომავალს
ვქმნით, მომავალს,სადაც შენი შვილიშვილები მეფეები გახდებიან, სადაც გერარის
სიკვდილს მალევე დაივიწყებენ, ხოლო ფიზმანისა და შენი შვილის მმართველობა კიდევ
დიდხანს ემახსოვრება ერს. აბა, აირჩიე, ჩვენთან ხარ, თუ არა?- დიდუსმა სიმწრით
ჩაიცინა.
-განა მაქვს არჩევნის თავისუფლება?
-რა თქმა უნდა, თუ სწორ არჩევანს გააკეთებ. - დიდუსი ჩაფიქრდა, არ
სურდა ხელები უფლისწულის სისხლში გაესვარა,მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა, კარიფი
მართალი იყო, შეეძლო მიღება ცხოვრებისა,რომელსაც იმსახურებდა, უბრალოდ ამისთვის
სულ მცირეოდენ მსხვერპლზე უნდა წასულიყო და სინდისი ცოტა ხანს დაევიწყებინა.
-კარგი-თქვა დიდუსმა და თავი მაღლა აწია.
-ძალიან კარგი - კარაფი პირვანდელ ადგილს დაუბრუნდა.- გამოცდილი
მკვლელები უნდა დავიქირავოთ.
-ამას მე მივხედავ-თქვა დესპარმა.
-ვინმეს იცნობ?-დიდებულმა თავი დაუქნია- სანდონი არიან?
-მთავარია ფული დროულად გადაუხადო.
-ხვალ თანხას შევკრებთ და ამ საქმესაც მოვაგვარებთ, დიდუს, საღამოს
უფლისწულ ფიზმანს ყურადღება უნდა გადაატანინო, თავის ძმას მოაშორე, რომ მისი
გაუჩინარება ვერ შეამჩნიოს.
-კარგი.
-ბატონებო,- კარაფმა ღვინით სავსე ჭიქა მაღლა აწია- ჩვენი საქმისა
იყოს, გაუმარჯოს უფლისწულ ფიზმანს, ლარიუსის მომავალ ხელმწიფეს!
-დიდება მეფე ფიზმანს, დიდება მეფე ფიზმანს! - სასმისი ყველამ ბოლომდე
შესვა, ერთმანეთს გამოემშვიდობნენ და თავ-თავიანთ მამულებში დაბრუნდნენ.
დიდუსი ყურადღების სხვა
რამეზე გადატანას ცდილობდა, მაგრამ არ გამოსდიოდა. ერთი აზრი აკვიატებოდა, რომ მან
უფლისწულის მკვლელობას მოაწერა ხელი. ღამით ვერაფრით ვერ დაიძინა, მხოლოდ ხუთი
წუთით და ისიც კოშმარი დაესიზმრა, ქუჩაში
დადგებული და ეულად მიტოვებული გასისხლიანებული გერარის სახე,რომელსაც ულმობლად
აწვიმდა. გაოფლილი და ერთიანად აცახაცახებული საწოლიდან წამოვარდა, მძინარე ცოლს
გადახედა და ოთახიდან გავიდა. ბუხართან სავარძელში ჩაჯდა, ცეცხლს უცქერდა, მაგრამ
იქიდანაც გერარის უსიცოცხლო, დასისხლიანებული სახე უმზერდა.
დიდუსმა დესპარს ფულით სავსე
ქისა აკანკალებულმა გადასცა. მუშტები შეეკრა,მაგრამ ხელები მაინც უცახცახებდა.
თავს კარგად იჭერდა, მისი ასეთი ნერვიულობა ვერავინ შეამჩნია. შეხვედრიდან
პირდაპირ სასახლეში მივიდა, ფიზმანს ხვალ საღამოს ერთად ვახშმობაზე შეუთანხმდა და
თავის მამულში დაბრუნდა. კაბინეტში შესულმა თავი ვეღარ შეიკავა და მაგიდაზე
დადებული წიგნები, სამელნე, ქაღალდები და სასანთლე ძირს გადაყარ-გადმოყარა. ხელები
მაგიდას ისე ძლიერად დაარტყა რომ სულ გაუწითლდა, სახე უხურდა. ხელები თავზე იტაცა,
კედელს მიეყრდნო და ნელ-ნელა ჩაიკეცა.
-ის ხომ სულ ახარგაზრდაა, სიკვდილს არ იმსახურებს, ჯანდაბა! - მუშტები
კედელს მთელი ძალით დაარტყა. საკუთარ ხელებს დახედა. კანკალს ვერ აჩერებდა. შემდეგ
დამშვიდდა, კარაფის სიტყვები გაახსენდა, თავისი ქალიშვილი წარმოიდგინა დედოფლის
ტახტზე. - მსხვერპლის გაღება საჭიროა, ერთი სიცოცხლე ათასის წინააღმდეგ, ეს
საჭიროა, უფლის ნება რომ არ იყოს არ გაკეთდებოდა და გერარის მოკვლა აზრად არ
მოგვივიდოდა, ეს ღვთის განგებაა, ჩვენ კი ის უნდა ავასრულოთ, ეს ჩვენი ვალია. - გადაწყვეტილების სისწორეში თავს ირწმუნებდა,
მაგრამ გულს რაღაც მაინც უღრღნიდა. ლოცვა დაიწყო, ჩაბნელებული ოთახის კუთხეში იჯდა
და ჩუმად ლოცვას წარმოთქვამდა.
კორონაციის დღე უფრო და უფრო
ახლოვდებოდა, გერარის მეფედ კურთხევამდე მხოლოდ ერთი დღე დარჩენილიყო, ერთი საღამო
აშორებდა ლარიუსის ტახტს. უფლისწული თავის ლოდზე ტბასთან ჩამომჯდარიყო როდესაც
ადამიანის ფეხის ხმა გაიგონა. უკან მიიხედა, მას ფიზმანი უახლოვდებოდა. გაიღიმა და
მზერა ისევ წყალს მიაპყრო. უფლისწული ძმას გვერდით მიუჯდა.
-აბა, როგორ ხარ? -ჰკითხა ფიზმანმა.
-არ ვიცი, ხვალ უკვე ლარიუსის მეფე ვიქნები.
-გაძლება მოგცეს ღმერთმა.-ორივემ გადაიხარხარა.
-აჰ,ფიზმან. სიმართლე გითრდა და, ცოტა მეშინია.
-მესმის, ამ ტახტს კარგი არავისთვის მოუტანია, ადამიანები საკუთარ
თავს კარგავენ. მეფეებს ბედნიერება არ უწერიათ, ოჯახი არ აქვთ.
-საჭირო იყო ახლა მაგის თქმა?
-მაპატიე,მაგრამ, ხომ იცი, მე შენ გვერდით ვარ, დაგეხმარები,რომ
ბედნიერი იყო.
-ვიცი,ძმაო,ვიცი.
-კარგი, უნდა წავიდე, დიდუსთან და გერდენთან ერთად უნდა ვივახშმო -
ფიზმანი თითქოს გერდენის ხსენებაზე დასევდიანდა.
-ისევ იმაზე დარდობ,არა?
-ჰო-ჩაფიქრებულმა მიუგო უფლისწულმა.
-შვილი აუცილებლად გეყოლებათ,ფიზმან.- უფლისწულმა თავი დაუქნია.
-უბრალოდ იმდენი წელი გავიდა, რაც ცოლ-ქმარნი ვართ,მაგრამ...
-ჰეი,- გერარმა ძმას ხელი დაადო-შვილი აუცილებლად გეყოლება, საუკეთესო
მამა იქნები, გპირდები, ეს მეფის სიტყვებია, ისინი არასდროს ტყუიან.
-ჰო, - ფიზმანმა თავი დააქნია, ძმას გაუღიმა, მადლობა გადაუხადა და
სიმამრთან შესახვედრად გაემართა.
რამდენიმე წუთის შემდეგ
გერარმაც გადაწყვიტა სასახლეში დაბრუნება, უკვე შებინდებულიყო კიდეც. ის იყო
სასახლეს უნდა მიახლოვებოდა, რომ მისკენ სწრაფი ნაბიჯებით მომავალი ლარიუსის
პირველი ვაზირი დაინახა.
-უფლისწულო - ბასუსმა გერარს თავი დაუკრა.
-ბასუს.-ვაზირს გერარი ნაზი ღიმილით შეეგება.
-სწორედ რომ თქვენს სანახავად მოვდიოდი.
-მართლა, რამე მოხდა?
-ხვალ თქვენ მეფე გახდებით, უფლისწულო გერარ, მამათქვენმა კი
დამაბარა,რომ მისთვის,ვინც მომავალი მეფე გახდებოდა რაღაც მეჩვენებინა- გერარი
ცნობისმოყვარეობამ შეიპყრო - ეს ადგილი ქვედა ქალაქში მდებარეობს. კორონაციის წინა
დღეს მეფე რეგარიც სწვევია ამ ადგილს, უძველესი ქვაა,რომელზედაც მეფე რაშენის
წმინდა სისხლია შერჩენილი. მეფე რეგარს სურდა გამეფებამდე თავისი მემკვიდრეც ამ
ქვას მთხვევოდა.
-კარგი - მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ გერარმა თავი დაუქნია.
-ღარიბებივით გადავიცვათ, არ არის საჭირო ყველამ გაიგოს ამ ადგილის
შესახებ, უფლისწულს კი აუცილებლად გაჰყვებიან, მხოლოდ რამდენიმე მცველი წამოიყვანეთ,
რომ დიდი ყურადღება არ მივიქციოთ.
-არა, არ არის საჭირო, უბრალოდ მახვილს შემოვირტყამ.
-მოსამსახურეს ახლავე გავგზავნი მის მოსატანად. - გერარმა ვაზირს თავი
დაუქნია. ბასუსმა შვებით ამოისუნთქა, ერთგულ მოსამსახურეს ხმლისა და ძველი
მოსასხამების მოტანა დაავალა და მანაც
შეუმჩნევლად შეასრულა ეს დავალება. უფლისწული და ვაზირი გაცრეცილ მოსასხამებში
გამოეწყვნენ, თავზე გრძელი კაპიუშონები წამოიხურეს და სასახლიდანაც ჩუმად
გაიპარნენ.
უფლისწული ფიზმანი თავის
ოჯახთან ერთად სავახშმოდ დამჯდარიყო. დიდუსს აშკარად ეტყობოდა კარგ გუნებაზე ვერ
იყო, ლაპარაკი და თავისი მჭერმეტყველებით სხვებისთვის თავის მოწონება მუდამ
უყვარდა, მაგრამ ამ საღამოს რატომღაც დუმდა და აქა-იქ თუ იტყოდა რამეს. ფიზმანი და
გერდენი ერთმანეთს გაკვირვებულები გადახედავდნენ ხოლმე და უხერხული სიჩუმის
დარღვევას ცდილობდნენ.
-მამა, რაღაც დღეს გუნებაზე არ ხარ - ბოლოს უთხრა გერდენმა, დიდუსმა
ქალიშვილს დაბნეულმა შეხედა, თითქოს გონებით სხვაგან დაფრინავსო, გამოერკვა და
გაიცინა:
-აჰ, მაპატიეთ, უბრალოდ რაღაც საქმეებზე ჩავფიქრდი.
-შენი წესი ხომ გახსოვს, სუფრის დროს არანაირი საქმეები.
-კი, ჩემო ძვირფასო, მახსოვს. - გერდენმა მამას ნაზად გაუღიმა.
-ხვალინდელ ნადიმს ხომ დაესწრებით? - სიმამრს ჰკითხა ფიზმანმა.
-რა თქმა უნდა.
-მინდა სადღეგრძელო შევსვა,-უფლისწულმა სასმისი მაღლა აწია- ჩვენს
მომავალ მეფეს, მეფე გერარ მესამეს გაუმარჯოს! დაე ისეთივე კეთილშობილური და
ღირსეული ყოფლიყოს მისი მმართველობა, როგორიც ღირსეულიც თავადაა. - ჭიქა გერდენმაც
აწია, გერარის სახელისა და ამ სიტყვების გაგონებაზე დიდუსს ხელები კვლავ
აუკანკალდა და სასმისი ხელიდან გაუვარდა.
-მამა, კარგად ხარ?
-კი,- დაბნულად მიუგო დიდებულმა,-უბრალოდ...- მისი ხელების ცახცახი
ძლიერი ქარიშხლის დროს ხეების რხევას ჰგავდა.
-ღმერთო, მამა, შენი ხელები - გერდენი დიდუსთან მიიჭრა და ხელებზე
შეეხო.
-რა მოხდა? -ჰკითხა ფიზმანმა.
-არაფერი.
-როგორ თუ არაფერი, რა გჭირს,მამა? - ქალს ხმაში აღელვება დასტყობოდა.
-ჩვენ ერთი ოჯახი ვართ, გვითხარით, ყველაფერს გავაკეთებ რომ
დაგეხმაროთ. - ხელზე ხელი შეახო ფიზმანმაც.
-მამა,- გერდენმა კაცის სახე ხელებში მოიქცია - ხომ იცი როგორ
მიყვარხარ, ყველაზე ღირსეული, კეთილშობილი და საუკეთესო მამა ხარ, მითხარი რა
ხდება, მე და ფიზმანი ყოველთვის შენთან ვართ და ვიქნებით კიდეც. - ქალიშვილის
სიტყვებმა დიდუსს გული აუჩუყა. კანკალმა მთლიანი სხეულით აიტანა, სახე დაემანჭა,
ტირილი დაიწყო.
-მამა, რა გატირებს?-ქალიშვილი დიდუსს ძლიერად მოეხვია.
-შენნაირ შვილს არ ვიმსახურებ, შენ ძალიან კარგი ხარ - ტირილით მიუგო
დიდუსმა. ფიზმანი სიმამრს გაოცებული შესცქეროდა.
-რას ამბობ, შენ ძალიან კარგი ადამიანი ხარ.
-არა, არ ვარ- დიდუსი გერდენს მთელი ძალით ეხუტებოდა, მისი მზერა
უფლისწულის მზერას შეხვდა, ფიზმანი მათ სევდიანად გაღიმებული შესცქეროდა.
-ნუ ამბობ მაგას, შენ საუკეთესო ხარ.
-მე...-დიდუსი კიდევ უფრო ატირდა, მისი ცრემლები გერდენს კაბას
უსველებდნენ - მე... - ფიზმანს შესცქეროდა, მასში საკუთარ ვაჟს ხედავდა,
ვაჟს,რომელიც არასდროს ჰყოლია და მის ყოლაზე სულ ოცნებობდა. მის მზერაში უდიდეს
თანაგრძნობასა და გულწრფელ სიყვარულს ხედავდა. - მე მკვლელი ვარ - ამოილუღლუღა
დიდუსმა. გერდენმა მამას სახეში შეხედა.
-რა, რას ამბობ? - ჰკითხა შეშფოთებულმა. დიდუსს ფიზმანიც დაძაბული
უმზერდა.
-მე...მე უფლისწული მოვკალი...მათ წინააღმდეგობა ვერ გავუწიე, ვერ
შევძელი...
-რაზე ლაპარაკობ, წინააღმდეგობა ვის ვერ გაუწიე?
-კარაფს - ფიზმანი დაიძაბა, გული აუძგერდა.
-რა ჩაიდინეთ? - შეშინებული ხმით ჰკითხა. აცრემლებულმა დიდუსმა
ფიზმანს შეხედა.
-ჩვენ ის მოვკალით, ჩვენ ის მოვკალით - დიდუსი თითქმის ხროტინებდა.
-ვინ, ვიზე საუბრობთ?! - შეჰყვირა უფლისწულმა.
-უფლისწულზე, უფლისწულ გერარზე. - გერდენმა მამას ხელი გაუშვა და
იატაკზე დაეცა.
-ღმერთო ჩემო - პირზე ხელი აიფარა. ფიზმანი ელდანაცემივით გაუნძრევლად
იჯდა, არც სუნთქავდა, უბრალოდ თვალები უწყლიანდა.
-სად?
-ქვედა ქალაქში, ბაზრის უკანა მხარეს. - ამოილუღლუღა დიდუსმა.
უფლისწული ადგილს მაშინვე მოსწყდა. ხელი ხმალს დაავლო და სასახლიდან
თავქუდმოგლეჯილი გავარდა.
-გამომყევით! -მცველებს უბრძანა ფიზმანმა, ცხენს მოახტა და
თორმეტმა მხედარმა ლარიუსის სასახლე მაშინვე დატოვა.
უფლისწული გერარი ბასუსის
გვერდით ნელი ნაბიჯებით, უხმოდ მიაბიჯებდა. საუბრის წამოწყებას არც ერთი არ
ცდილობდა.
-მადლობა მინდა გადაგიხადოთ - უეცრად უთხრა უფლისწულმა - თქვენ ჩვენი
ოჯახისთვისა და მამაჩემისთვის ბევრი გააკეთეთ. - ბასუსმა ნერწყვი გადაყლაპა,
გერარი მის სახეს ვერ ხედავდა, ერთიანად გაფითრებულიყო.
-ეს ჩემი მოვალეობა იყო.
-არა, ამაზე მეტი გააკეთეთ, მამაჩემს ბოლომდე მხარში ედექით და
ერთგულად ემსახურებოდით მიუხედავად იმისა,რომ არა ერთხელ გქონიათ უსიამოვნება,
მისთვის ზურგი არასდროს შეგიქცევიათ. იმედია ჩემი მეფობის დროსაც ასე იქნება - ბასუსი
დუმდა.
-თითქმის მივედით - დუმილის შემდეგ უთხრა უფლისწულს.
-ალბათ ხვდებით,რომ პირველი ვაზირის თანამდებობას ჩემი ძმა დაიკავებს,
თქვენი წყენა გასაგებია, მაგრამ მინდა საბჭოში საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი
დაიკავოთ, თქვენი გამოცდილება და თქვენი რჩევები ნამდვილად ფასეულია. - ბასუსი
შედგა, უფლისწულისგან ამას არ მოელოდა. ირგვლივ მიმოიხედა და კიდევ უფრო გაფითრდა.
-რა მოხდა?-ჰკითხა დაბნეულმა გერარმა.
-არა, ახლავე უნდა წავიდეთ.
-რა, რატომ? - ვიწრო ქუჩა იყო. ერთი მხრიდან ბაზრის გალავანი, ხოლო
მეორიდან მჭიდროდ აშენებული ძველი, ნანგრევებად ქცეული შენობები ესაზღვრებოდა,
შენონებს შორის არსებულ ნაპრალებში ჩრდილები გაკრთნენ.
-მაპატიეთ, გთხოვთ,მაპატიეთ - ბასუსმა ნელ-ნელა უკან დაიხია.
-ბასუს,-გერარმა ქუდი მოიხადა, სიბნელეში მაინც დაინახა პირველი
ვაზირის გაფითრებული და შეშინებული სახე. შენობებს შორის ჩრდილი ისევ გაკრთა. ეს
უკვე უფლისწულმაც შენიშნა.-რა ხდება?!
-მაპატიეთ, არ მინდოდა ასე მომხდარიყო.- ვაზირმა უკან რამდენიმე
ნაბიჯი კიდევ გადადგა.
გერარმა ხელი ხმლის ტარზე
იტაცა. ზურგს უკან ფეხის ხმა გაიგონა, ლეოპარდივით უკან გახტა და ხმალი იშიშვლა.
მისი მახვილი შენიღბული მკვლელისას გადაეჭდო. კაცი შავებში შემოსილიყო, სახე
ლითონისგან გამოჭედილი ნიღბით დაეფარა. უეცრად
სიბნელიდან კიდევ ერთი გამოვარდა, გერარს მოსასხამი გაუხია, თუმცაღა
მოქნეული მახვილი უფლისწულის სხეულს არ შეხებია. გამალებით ბრძოლობდა ლარიუსის
მომავალი ხელმწიფე, ერთ-ერთი საუკეთესო მოხმალავე იყო, მისი ხმალი ერთ-ერთისას
გადაეჭდო. დრო იხელთა, დაიხარა და ფეხი მუცელში ჰკრა, ახლა მეორესთან დაიწყო
ბრძოლა, უეცრად შენობის სახურავიდან ვიღაც ჩამოხტა, გერარი გვერდზე გახტა, ახალგამოჩენილმა
მაჯაში ჩაარტყა და ხმალი ხელიდან გააგდებინა, ფეხით უბიძგა და უფლისწული ძირს
დასცა. გერარმა დაგდებული ხმლის მიწვდენა ცადა, მაგრამ თავდამსხმელმა ხმალი მხარში
ბოლომდე ჩაასო. გერარმა დაკოდილი ლომივით იღრიალა. ბასუსი ამ ყველაფერს შორიდან
უყურებდა, თვალები ძლიერად დაეხუჭა.
გერარი მკვლელებს ზიზღითა და სიბრაზით უყურებდა, მისი თვალები
გაშმაგებისგან ბრდღვინავდნენ, მათში ცეცხლი ჩასდგომოდა.
-არ შეგვეხვეწები ცოცხალი რომ დაგტოვოთ? - დაცინვით უთხრა ერთ-ერთმა
მათგანმა.
-არასდროს - კბილებში გამოსცრა უფლისწულმა.
-კარგი - სიცილით თქვა და ხმალი მაღლა აღმართა, მისი წვერი უფლისწულის
მკერდს უმიზნებდა. გერარმა თვალები დახუჭა, მკვლელმა ხელი გაანძრია, მაგრამ უეცრად
მუხლები მოეკვეთა და მთელი სიმძიმით უფლისწულს დაეცა. გერარს მთელ ტანში ტკივილმა
დაუარა, სახე დაემანჭა და თვალები გაახილა. დაცემულის მოშორება არ შეეძლო, მაგრამ
თავი წამოწია და სამეფო გვარდიის აბჯრით აღკაზმული მებრძოლი დაინახა. მერე მეორეც
გამოჩნდა. ვიღაცამ უფლისწლუს დაქირავებული მკვლელის გვამი მოაშორა.
-მადლობა ღმერთს, ცოცხალი ხარ.
-შენი დანახვა ასე არასდროს გამხარებია,ძმაო - გერარმა ფიზმანს
გაუღიმა. -ბასუსი.
-რა?
-ბასუსი, აქ არის, უნდა იპოვნო.
- ფიზმანმა ქუჩას გახედა და შორს მოძრავ სხეულს მოჰკრა თვალი.
-უფლისწულთან დარჩით! - ბრძანება გასცა და თავის ცხენს შემოახტა.
მანძილი მასსა და შავ ფიგურას შორის უფრო და უფრო მცირდებოდა.
-ბასუს! - გამძვინვარებულმა გასძახა უფლისწულმა. გაქცეულმა უკან
მოიხედა, ამით ფიზმანი საბოლოოდ დარწმუნდა და ბედაური უფრო სწრაფად გააჭენა.
პირველი ვაზირის სახეს უკვე ნათლად ხედავდა. გადმოიხარა და ბასუსს ხელი ქეჩოში
წაავლო. უფლისწული ცხენიდან ჩამოხტა.ბასუსს მუშტი სახეში სთხლიშა. ვაზირს სისხლი
წასკდა.
-გთხოვთ, ფიზმან.
-რას მთხოვ?! - ფიზმანი ბოლო ხმაზე ღრიალებდა - შენ ჩვენს ოჯახს
უღალატე. შენს მეფეს, შენს სამეფოს უღალატე, ჩემი ძმის მოკვლა გინდოდა!-ბასუსი
პატარა ბავშვივით ქვითინებდა. ფიზმანმა ის ძალით გერართან მიიყვანა. უფლისწულს
მცველები ჭრილობას უკრავდნენ. ბასუსის დანახვაზე გერარი მისკენ გამოექანა, დარტყმა
უნდოდა,მაგრამ როგორც კი ხელი გაანძრია ტკივილისგან მთელი სახე დაემანჭა.
-მას მერე მივხედავთ, ექიმს უნდა ენახო, ცხენზე ჯდომა შეგიძლია?
-მგონი შევძლებ - უფლისწულმა ძმას თავი დაუქნია.
-ეს წამოათრიეთ- ფიზმანმა ზიზღით წარმოთქვა და ბასუსი მცველებს
მიუგდო. გერარს ცხენზე ასვლაში მიეშველა, შემდეგ უკან მოუჯდა, ხელები აღვირს
ჩასჭიდა და ცხენი სასახლისკენ გააჭენა. მას უკან მცველები მიჰყვნენ. გერარი ძალიან
დასუსტებულიყო, მისთვის საკმაოდ ღრმა ჭრილობა მიეყენებინათ,მაგრამ ძმას მაინც
ჰკითხა:
-როგორ გაიგეთ?
-დიდუსისგან, მან მითხრა.
-რა?
-შეთქმულება მოგიწყვეს, გერარ.
-ღმერთო ჩემო, ვინ?
-კარაფი ახსენა, მეტი არ ვიცი, როცა მივალთ ყველაფერს გავიგებთ. -
გერარს აღარაფერი უკითხავს, თითოეულ სიტყვაზე დიდ ენერგიას ხარჯავდა, ბურუსში
ისედაც იძირებოდა, ენერგია კი წინააღმდეგობის გასაწევად სჭირდებოდა.
ფიზმანის ბრძანებით ბასუსი
დილეგში ჩააგდეს. უფლისწულმა ძმა ექიმის კაბინეტში შეიყვანა. გერარის ჭრილობა ღრმა
იყო, თუმცაღა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა. ფიზმანმა შვებით ამოისუნთქა,
მაგრამ მაინც ვერ დამშვიდებულიყო, ერთი საღამოსთვის მეტისმეტად ბევრი რამ მოხდა.
გერარს ჩასძინებოდა, უფლისწულის იქ ყოფნას აზრი აღარ ჰქონდა, ამიტომ მაშინვე
თავისი მეუღლის სანახავად გაემართა.
გერდენი თავიანთ ოთახში
საწოლზე იწვა. ბალიშს ჩახუტებოდა და ჩუმად თავისთვის ქვითინდებდა. ფიზმანი ოთახში
ფრთხილად შევიდა. ცოლს მიუახლოვდა, ბეჭების უმნიშვნელო მოძრაობაზე მიხვდა რომ არ
ეძინა, გვერდით მიუწვა და უკნიდან მოეხვია.ქმრის ხელებს გერდენმა თავისი ხელები
მაგრად შემოაჭდო.
-იპოვნე?
-კი, ცოცხალია, დროულად მივუსწარით.
-ვერ ვიჯერებ რომ მამაჩემი ამაში გარეულია.
-ვერც მე. სად არის?
-მისთვის გამოყოფილ ოთახში. გაქცევაზე არც უფიქრია. ფიზმან, ახლა რა
იქნება? - გერდენი გადმობრუნდა და ქმარს შეხედა.
-ღალატისთვის გაასამართლებენ.
-მოკლავენ? ფიზმან, გთხოვ ეს არ დაუშვა, მისი მოკვლის ნება არ მისცე,
გთხოვ. - გერდენი აქვითინდა. უფლისწულმა ის გულში ჩაიკრა.
-ნუ გეშინია, არ დავუშვებ შენ ზიანი მოგაყენონ.
-დამპირდი, დამპირდი,რომ მას არ მოკლავენ.
-ყველაფერს გავაკეთებ.
-დამპირდი,ფიზმან.
-გპირდები, ყველაფერს გავაკეთებ ეს რომ არ მოხდეს. გერარს მის
შეწყალებას ვთხოვ.
-ამას გააკეთებს, შეიწყალებს?
-არ ვიცი, ძნელია შეიწყალო ის ადამიანი,რომელმაც სასიკვდილოდ გაგიმეტა
და ამისთვის მკვლელები განზრახ დაიქირავა, მაგრამ შევეცდები დავარწმუნო, გპირდები.
- უფლისწულმა მეუღლეს აკოცა. - მამაშენი უნდა ვნახო, მალე დავბრუნდები. - გერდენმა
ქმარს თავი დაუქნია. უფლისწული ოთახიდან გამოვიდა და დიდუსისთვის გამოყოფილი
აპარტამენტებისკენ სწრაფი ნაბიჯით დაიძრა.
ფიზმანი ოთახში დაკაკუნების
გარეშე შევიდა. დიდუსი სავარძელში ჩამჯდარიყო, თვალები გასწითლებოდა,
განადგურებულს ჰგავდა, თითქოს მისი ჩვეული მხიარულება, სილაღე სადღაც გამქრალიყო,
იმედგაცრუებულ და სასოწარკვეთილ კაცად ქცეულიყო. რამდენიმე საათში დაბერებულიყო,
ფიზმანისთვის თვალის გასწორებას ვერ ბედავდა. უფლისწული მას მძიმე ნაბიჯებით
მიუახლოვდა. სკამი გამოწია და დაჯდა.
-ეს როგორ გააკეთეთ, - დიდუსი დუმდა. - ჩემი ძმა როგორ გაყიდეთ.
უბრალოდ მაინტერესებს, ეს რატომ ჩაიდინეთ? მიპასუხეთ! - დუმილის შემდეგ მკაცრი
ტონით უთხრა უფლისწულმა.
-იმისთვის,რომ თქვენ გამეფებულიყავით.
-მე, ეს ჩემთვის გააკეთეთ?! ღმერთო ჩემო, - ფიზმანი ფეხზე წამოვარდა -
რაზე ფიქრობდით, განა ამას დავთანხმდებოდი, თუ მართლა ჩემთვის გინდოდათ კარგი
იმაზე რატომ არ იფიქრეთ,რომ ჩემს ერთადერთ ძმას მიკლავდით და არა ტახტზე ასვლის ვიღაც
პრეტენდენტს. იცით, სიმართლე რა არის? ამას თქვენთვის აკეთებდით, მხოლოდ და მხოლოდ
საკუთარი კეთილდღეობისთვის და არა ჩემთვის. - დიდუსი დუმდა. - კიდევ ვინ არის
ამაში გარეული?.. მიპასუხეთ! - დიდუსმა ფიზმანს შეხედა.
-ბასუსი.
-ვიცი, იქ იყო და უყურებდა ჩემს ძმას როგორ უსპოპდნენ სიცოცხლეს.
-შეიპყარით?
-დიახ! კარაფი, მისი სახელი ახსენეთ.
-მან დაგეგმა ყველაფერი.-ფიზმანმა თავი დააქნია.
-კიდევ?
-დესპარი.
-დესპარი? - ფიზმანის გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა. - ის მამაჩემი
ერთგული მეგობარი იყო.
-ისევე,როგორც ყველა ჩვენგანი, გერარი ვერ იქნება ისეთი მეფე,როგორიც
თქვენ იქნებით, ტახტს თქვენ იმსახურებთ...
-საკმარისია, გეყოთ! -დიდუსი გაჩუმდა - ახლა ცოცხალი მხოლოდ იმიტომ
ხართ,რომ არ მინდა გერდენს ტკივილი მივაყენო. არ მინდა მას თქვენ გამო ჩირქი
მოვსცხო, ამიტომ საპყრობილეში არ გიშვებთ, ამ ოთახში დარჩებით, გარეთ დაცვას
დავაყენებ.
-არსად გაქცევას არ ვაპირებ,უფლისწულო.
-თუ ჩემს ძმას თქვენს შეწყალებაზე დავითანხმებ აქედან სამუდამოდ
წახვალთ, მე და გერდენს ვეღარასდროს გვნახავთ, მაგრამ იცოცხლებთ. გასაგებია? -
დიდუსმა თავი სინანულით დაუქნია. ფიზმანი კარებისკენ დაიძრა, ოთახი
დაუმშვიდობებლად დატოვა.
უფლისწულმა სამეფო გვარდიის
უფროსი მოძებნა. კარაფისა და დესპარის დაუყონებლივ დაკავება და სასახლეში მოყვანა უბრძანა,
თვითონ კი გერდენთან დაბრუნდა. რამდენიმე საათში გათენდებოდა, ხვალ ძალიან მძიმე
დღე ელოდათ.
ფიზმანს ძილი არ
გაეკარა, ამიტომ ატეხილი აურზაურობის
შესახებ მალევე გაიგო და ქვემოთ ჩავიდა. მცველებს დესპარი საპყრობილეში მიჰყავდათ.
უფლისწულმა მათ შორიდან დაუძახა, თუმცაღა ხმა მაინც მიაწვდინა. დესპარი აქეთ-იქით
ხვანტალებდა, დაძრომას ცდილობდა, მაგრამ უშედეგოდ. ფიზმანის დანახვისთანავე გაჩერდა
და უფლისწულს თვალი გაუსწორა.
-მამაჩემი გენოდობოდათ.-იმედგაცრუებით უთხრა უფლისწულმა.
-სწორედ ამიტომ განვიზრახე მისი ბოლო სურვილის ასრულება.
-ჩემი ძმის მოკვლა?
-თქვენი გამეფება, უფლისწულო. - ფიზმანმა თავი გააქნია,შემდეგ კი
გვარდიის მეთაურს ჰკითხა:
-კარაფი იპოვნეთ?
-ვერა, მაგრამ ჩემი ხალხი ძებნას აგრძელებს, შორს ვერ გაიქცეოდა, მალე
იპოვნიან. -უფლისწულმა თავი დაუქნია და მცველებმაც პატიმარი საპყრობილისკენ
გაათრიეს.
-ეს არ დამთავრდებულა,ეს მხოლოდ დასაწყისია, გერარი მაინც მოკვდება,
თქვენ ხართ ლარიუსის მომდევნო ხელმწიფე,თქვენ! - დესპარი არ ცხრებოდა, ფიზმანი
მისმა სიტყვებმა შეძრა. ყველაზე მეტად იმიტომ დარდობდა,რომ გერარს მის გამო ჰკლავდნენ, ის იყო დამნაშავე მომხდარში, ეს მოსვენების
საშუალებას არ აძლევდა. ძმის საყვარელ ადგილზე მივიდა და ლოდზე ჩამოჯდა, წყალს
დააცქერდა, მაგრამ გამოსავალი ვერც იქ დაინახა. უფლისწულმა ზეცას ახედა,
თენდებოდა. მზემ ნელ-ნელა იწყო აღმასვლა, ცოტა ხნის შემდეგ ფიზმანმა თვალებიც კი
მოჭუტა, მზის სხივები უჭყიტინებდნენ. არ იცოდა რამდენი ხანი გასულიყო, დროს
შეგრძნება დაჰკარგვოდა.
დილით ფიზმანი თავის
ძმასთან მივიდა. გერარი საწოლზე წამომჯდარიყო, ოთახში შესულ ძმას გაუღიმა.
-უკეთ ვარ, უბრალოდ მხარი მტკივა- მიუგო და წამოდგომა ცადა, სახე სულ
გაუფითრდა, თითქოს საცაა გული წაუვაო და ფიზმანმა ისევ საწოლზე დასვა.
-ცოტა უნდა დაისვენო.
-არა, მალე დიდებულები მოვლენ.
-დესპარი დააკავეს.
-კარგია, კარაფზე რა ისმის?
-ეძებენ, როგორც ჩანს გაქცევა მოასწრო. არის კიდევ რაღაც...
-რა?
-დესპარმა თქვა,რომ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო და ჯერ არაფერი
დამთავრებულა.
-ღმერთო,ფიზმან. მე არ მეშინია,მაგრამ არ მინდა ჩემ გამო კიდევ ბევრი
ადამიანი მოკვდეს, ომი და სისხლისღვრა არ მსურს, შენ უნდა გახდე მეფე.
-ამაზე უკვე ვისაუბრეთ,გერარ.
-ახლა სხვა ვითარებაა.
-შეიძლება მან ეს მხოლოდ ჩვენს გასაღიზიანებლად და შესაშინებლად თქვა.
-შეიძლება, მაგრამ არ მინდა ადამიანების სიცოცხლით გავრისკო. - უეცრად
კარები გაიღო, ოთახში დედოფალი კატერინა შემობრძანდა. ვაჟიშვილს მიუახლოვდა.
-როგორ ხარ?
-გმადლობ, კარგად ვარ,დედა.
-ცერემონიაზე დასწრებას შეძლებ?
-არ ვიცი.
-ნება არ უნდა მივცეთ იფიქრონ,რომ ჩვენზე გაიმარჯვეს და საკუთარ
მიზანს მიაღწიეს. - კატერინამ ვაჟს ხელი სახეზე შეახო, შუბლზე ნაზად აკოცა და
თითები ლოყაზე ჩამოუსვა. გერარმა ძმას შეხედა, უფლისწულმა თავი დაუქნია.
-მგონი შევძლებ.
-კორონაცია სამ საათზეა, მანამდე დაისვენე, სტუმრებს ჩვენ მივხედავთ.
-კარგი. - კატერინამ და ფიზმანმა ოთახი დატოვეს და სატახტო დარბაზისკენ
დაიძრნენ. ახალ მეფესთან შესახვედრად ტრადიციისამებრ ბევრი დიდებული მოსულიყო.
უფლისწული გერარის შემოსვლას ელოდნენ,მაგრამ მის ნაცვლად დარბაზში დედოფალმა თავის
მეორე ვაჟთან ერთად შემოაბიჯა. მზერა ყველამ მათ მიაპყრო.
-მადლობას გიხდით მობრძანებისთვის - ომახიანად თქვა ფიზმანმა - გუშინ
მეტად შემზარავი და ლაჩრული რამ მოხდა, ზოგიერთმა დიდგვაროვანმა ჩემს ძმას
შეთქმულება მოუწყო - დიდებულები ერთმანეთს დაბნეულად უყურებდნენ - უფლისწული
გერარი სასახლიდან გაიტყუეს და მისი მოკვლა ცადეს, მაგრამ...-ფიზმანმა ხელის
აწევით ისინი კითხვების დასმისგან შეაჩერა - მათ წარმატებას ვერ მიაღწიეს, გერარი
ცოცხალია. ისინი ბარნუას გვარის
წინააღმდეგ დამარცხდნენ ისევე,როგორც დამარცხდება ყველა, ვინც ჩვენი დინასტიისა და სამეფო ოჯახის წინააღმდეგ
გადაწყვეტს გალაშქრებას! მოღალატეები უკვე შევიპყარით, ისინი ჩადენილისთვის
აუცილებლად აგებენ პასუხს. ყველაფერს დაწვრილებით ხვალ შეიტყობთ, უბრალოდ ზედმეტი
კითხვები რომ არ დაისვას აქვე გეტყვით რომ შეთქმულებაში ყველასდა სამწუხაროდ
მონაწილეობდა ყოფილი პირველი ვაზირი ბასუსიც - კაცებმა თავები იმედგაცრუებით გააქნიეს,
ქალებმა კი გაოცების ნიშნად ხელები პირზე აიფარეს-მაგრამ, როგორც აღვნიშნე გერარი
ცოცხალია, კორონაცია დღეს, სამ საათზე ბატისტემის ტაძარში გაიმართება. ჩემი ძმა
ბოდიშს გიხდით თქვენთან ჩამოსვლა რომ ვერ მოახერხა, ამის გამო ძალიან წუხს,
თუმცაღა ახლა დასვენება სჭირდება. -
უფლისწული დარბაზიდან მანამ გავიდა, სანამ მასთან კითხვების დასასმელად
მივიდოდნენ, თუმცაღა დედოფალმა თავის დაღწევა ვერ მოახერხა. დიდებულმა
ქალბატონებმა მას წრე შემოარტყეს და გერარის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით კითხვების
დასმა დაუწყეს. კატერინა მათ ღიმილით პასუხობდა, ეუბნებოდა,რომ ყველაფერი კარგად
იყო და უფლისწული გერარი დღეს ლარიუსის მეფე გახდებოდა.
შუადღისთვის გერარი უფრო
უკეთ გამხდარიყო, ძალების აღდგენაც მოეხერხებინა. მხარი კვლავაც ძალიან სტკიოდა,
ძვირფასი ტანისამოსით დიდი გაჭირვების ფასად შემოსეს. სასახლის ეზოში
დამოუკიდებლად ჩამოვიდა. შეკრებილ დიდებულებს მიესალმა და ეტლში დედასთან ერთად
ჩაჯდა. ფიზმანი და გერდენი უკან მოჰყვებოდნენ. ბატისტემის უძველესი ტაძარი საკმაოდ
ახლოს მდებარეობდა. ეპისკოპოსი კვერთხით ხელში უკვე იცდიდა. მის წინ პატარა წითელი
ბალიში დაედოთ, გერარი მასზე მუხლებით დადგა და მეფედ კურთხევის ცერემონიალიც
დაიწყო. ეპისკოპოსმა უფლისწულს მირონი სცხო, ლოცვა წარმოთქვა. მის გვერდით
ახალგაზრდა მღვლელმსახური იდგა, ხელში მასაც ეჭირა რბილი,მდიდრული
ბალიში,რომელზედაც მეფის გვირგვინი დაედოთ. ეპისკოპოსმა გვირგვინი ნელა აიღო და
უფლისწულ გერარს თავზე დაადგა.
-დაე ინებოს ღმერთმა და დიდხანს და ბედნიერად გემსახუროთ თქვენი
უფლისა და თქვენი ქვეყნის წინაშე. - ეპისკოპოსმა უფლისწულ გერარს პირჯვარი
გადასწერა - ღმერთმა დალოცოს მეფე გერარ მესამე! - შესძახა და მეფეს კვერთხი
უბოძა. გერარმა კბილები ერთმანეთს მაგრად დააჭირა, კვერთხი დიდი გაჭირვების ფასად
გამოართვა და ნელ-ნელა ფეხზე წამოდგა. შემობრუნდა, ბრწყინვალებით აავსო არემარე,
მის თავზე დამდგარი გვირგვინი სარკმლიდან შემოჭრილ სხივს ირეკლავდა და ოქროსფრად
ბრწყინავდა.
-ხანგრძლივი სიცოცხლე მეფე გერარს! - დაიძახეს და ლარიუსის მეფის
წინაშე მუხლი მოიყარეს. მხოლოდ ეპისკოპოსი და დედოფალი კატერინა იდგა ფეხზე. მეფე
გასასვლელისკენ დაიძრა, დედასთან შეჩერდა. დედოფალმა ვაჟს ხელი მარცხენა მკლავზე
შემოაჭდო.
-ხანგრძლივი და ბედნიერი ყოფილიყოს შენი მეფობა.
-გმადლობ,დედა. - გერარმა კატერინას გაუღიმა და გზა განაგრძო.
ტრადიციისამებრ მეფის გასვლის შემდეგ ყველა წამოდგა. ლარიუსის ხელმწიფე ეტლში
ჩაჯდა და მეეტლემაც ცხენები სასახლისაკენ დაძრა. ვინც კორონაციას ვერ დაესწრო გერარ მესამეს
სატახტო დარბაზში ელოდა. როგორც კი კარები გააღეს და დაიძახეს - მეფე
მობრძანდებაო, ყველამ მუხლი მოიდრიკა. გერარმა ამაყად, გასაოცარი მედიდურობით
შეაბიჯა სატახტო დარბაზში. მეფეს გული აუძგერდა, ეს მის ცხოვრებაში პირველად და
უკანასკნელად ხდებოდა. ტახტთან შედგა, შემობრუნდა, თვალი დიდებულებს გადაავლო და
თავისი ადგილი დაიკავა. გერარ მესამე პირველად დაჯდა ლარიუსის სამეფო ტახტზე. მან
ხელის მოძრაობით ბრძანება გასცა და მუსიკოსებმაც თავიანთი საკრავები ააჟღერეს.
გერარს ცეკვისა და გართობის თავი არ ჰქონდა, ფეხზე ისედაც ძლივს იდგა, თანაც კვლავ
შეთქმულებასა და ფიზმანის სიტყვებზე ფიქრობდა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო,
შეიძლებოდა დესპარმა ეს მართლაც უფლისწულის გასაღიზიანებლად და შესაშინებლად
განზრახ თქვა, მაგრამ იქნებ სულაც სიმართლე ყოფილიყო? მეფე ფიქრების მორევში
გადავარდნილიყო, ამიტომ საერთოდ ვერ შენიშნა ძმა რომ მიახლოვებულიყო.
-გერარ-ხელმწიფე ფიზმანის დაძახებამ გამოაფხიზლა და მზერა მის გვერდით
დამდგარ ძმას მიაპყრო-კარგად ხარ?
-კი,უბრალოდ ჩავფიქრდი.
-მეფე გახდი, რას გრძნობ?
-არ ვიცი, რამე უნდა ვიგრძნო?.. არ ვიცი, რადგან ვერაფერს ვგრძნობ,
სრულიად ვერაფერს.
-ზოგჯერ ისიც კარგია ვერაფერს რომ ვერ გრძნობ.
მხოლოდ ახლა გაიაზრა გერარმა
თუ რამხელა პასუხისმგებლობა დაეკისრა, გაახსენდა თუ როგორ დაუჩოქა მას ყველა
დიდებულმა, სამეფოს ყველაზე მნიშვნელოვანმა და გავლენიანმა ადამიანებმა და შიში
იგრძნო, „რომ ვერ შევძლო, რომ არ გამომივიდეს?“, „გამოგივა, შენ ყველაფერს
შეძლებ,შენ გერარ მესამე ხარ ბარნუას გვარიდან, შენ მეფე ხარ, ყველაფერს
შეძლებ,ყველაფერი გამოგივა“-უპასუხა საკუთარმა ხმამ და თავისი შესაძლებლობების
რწმენაც მაშინვე დაუბრუნდა,მაგრამ ახალგაზრდა ხელმწიფე შიშმა მაინც არ დატოვა.
-შიშს,შიშს ვგრძნობ - დაიჩურჩულა გერარმა.
-ეს კარგია, ნამდვილად უნდა გეშინოდეს იმ ძალაუფლებისა,რომელსაც ახლა
ფლობ. შიში ყველაფერ დანარჩენს აწონასწორებს და გახსენებს,რომ ადამიანი ხარ, რომ არსებობს
საზღვრები,რომელთა გადაკვეთაც არ შეიძლება. სწორედ შიში შეუშლის ტირანიას ხელს
შენზე გამარჯვებაში, შიში დაგეხმარება დარჩე იმად,ვინც ხარ.
-იმის თქმას ცდილობ,რომ შიში კარგია?
-ეს ჭეშმარიტებაა, შიში საუკეთესო მოტივატორი და სტიმულია
ადამიანებისთვის. გეშინია ვიღაცის, ცდილობ გახდე უკეთესი,რომ შემდეგ ის დაამარცხო.
გეშინია რაღაცის, ცდილობ შენი მეობა გააუმჯობესო, რეალობას თვალი გაუსწორო,
გამოსავლის ძებნა დაიწყო და იპოვო კიდეც, რათა აღარ გეშინოდეს. შიშს ნუ დანებდები,
მაგრამ ნურც მას დაივიწყებ.
-გმადლობ,ფიზმან,ეს არასდროს დამავიწყდება. - უფლისწულმა ძმას
გაუღიმა.
მეფე გერარი წამოდგა და
მუსიკოსებს შეჩერებისკენ მოუწოდა. მუსიკის საოცარი ჰანგები ჰაერშივე გაიყინა. ხალხმა
ცეკვა შეწყვიტა და მეფის წინაშე ერთ რიგში განლაგდნენ.
-დღეს-წარმოთქვა გერარმა-მე ლარიუსის მეფედ მაკურთხეს, დამეკისრა
უდიდესი პასუხისმგებლობა, რომლის ღირსეულად შესასრულებლადაც მზად ვარ. ღირსეული
მეფობა მყარდება ღირსეულ გადაწყვეტილებებზე. სწორედ ამიტომ მინდა ჩემი პირველივე
გადაწყვეტილება იყოს ღირსეული და ჭეშმარიტი. მე, მეფე გერარ მესამე-გერარს ამ
სიტყვების წარმოთქმისას ჟრუანტელმა დაუარა-ჩემს ძმას, ფიზმან ბარნუას ვნიშნავ
ლარიუსის პირველი ვაზირის თანამდებობაზე.- დიდებულებმა მოწონებისა და თანხმობის
ნიშნად თავი დააქნიეს-დარწმუნებული ვარ,რომ ლარიუსის ისტორიაში ძალიან ცოტანი
იქნებიან ისეთი ადამიანები,რომლებიც ამ თანამდებობას ისევე იმსახურებდნენ,როგორც
მას ჩემი ძმა იმსახურებს.-ფიზმანმა ძმას თავი დაუკრა, გერარმაც უპასუხა ამავე
ჟესტით-ალბათ ყველამ იცით,რომ საბჭოს
კრებაზე უმრავლესობა ფიზმანის კანდიდატურას მიემხრო და რომ არა ჩემი ძმის
დიდსულოვნობა ახლა ამ ადგილას ის იდგებოდა, ისტორიამ ნათლად დაგვანახა,რომ
თითოეული მონარქი თავის გვერდზე იყენებს და მნიშვნელოვან თანამდებობებზე ნიშნავს
მათ,ვინც ამ მონარქს ემხრობა და ნათლად ელაქუცება, მაგრამ მე ასე არ მოვიქცევი, მე
არ მეშინია გართულებების, არ მეშინია იმის,რომ ვინმე გადადგმულ ნაბიჯებს გამიკონტროლებს,
მე მზად ვარ თითოეულ ამ ადამიანს დავუმტკიცო,რომ მეც არა ნაკლებ ღირსეული და
შესაფერისი კანდიდატურა ვარ ლარიუსის ტახტისთვის. ჩვენ მაშინ მოვახდენთ ძირეულ
ცვლილებებს და მაშინ გავხდით ჩვენს ქვეყანას უკეთესს, თუ მის მართვაში
მონაწილეობას მიიღებენ პატრიოტი,ღირსეული და ჭეშმარიტი ადამიენები,რომლებიც
აკეთებენ იმას, რაც ჭეშმარიტად მიაჩნიათ და არა იმას,რასაც მათგან მეფე მოელის. მე
ვაკეთებ ამ განცხადებას და არ მეშინია შედეგების, რადგან ვაპირებ ღირსეულად ვმართო
ლარიუსის სამეფო და თუ შეცდომებს დავუშვებ გვერდით დამჭირდება ისეთი
ადამიანები,რომლებიც ამ შეცდომების დაფარვის ნაცვლად მათზე მიმითითებენ და მათ
გამოსწორებაშიც დამეხმარებიან. სწორედ ამიტომ საბჭოს შემადგენლობა უცვლელი რჩება
და ყველა ის ადამაინი,რომელიც ლაჩრულ შეთქმულებაში არ იღებდა მონაწილეობას და
ფიზმანის კანდიდატურას მიემხრო კვლავაც
დარჩებიან სამეფო საბჭოს წევრებად და მე სიამოვნებით მოვისმენ მათ რჩევებს, რადგან
ისინი ცდილობენ გააკეთონ ის, რაც ქვეყნისთვის იქნება კარგი. თქვენს ადგილზე ხმას
მეც ჩემს ძმას მივცემდი. -გერარი თავის ძმას მიუახლოვდა და მარცხენა ხელი ფიზმანს
გადაჰხვია, რითაც ყველამ სათანადოდ დაინახა,რომ მათი კავშირი ურყევი იყო და თითოეული
მცდელობა,რომელიც ძმებს შორის დაძაბულობისა და განხეთქილების მაპროვოცირებელი
იქნებოდა უშედეგო აღმოჩნდებოდა. მეფის სიტყვის შემდეგ დაღვრემილ ვაზირებს სახე
გაუცისკროვნდათ. არავინ მოელოდა გერარის ასეთ საქციელს, მან ყველა აღფრთოვანებაში
მოიყვანა და მათი გულებიც უკეთესი მომავლის იმედით აღივსო.
-ხანგრძლივი სიცოცხლე მეფე გერარს, ხანგრძლივი სიცოცხლე პირველ
ვაზირს! - კატერინამ ჩუმად,მაგრამ ყველასთვის გასაგონად თქვა. ეს ფრაზა ყველამ
აიტაცა.
-ეს რა საჭირო იყო,გერარ.- ძმას გადაუჩურჩულა ფიზმანმა.
-ჩვენ თანასწორნი ვართ,გახსოვს? ჩემი მეფობა ამას არ ცვლის. - ფიზმანს
გაეცინა და თავი დააქნია.
-ჰო, რა თქმა უნდა.
-კარაფი ისევ არ უპოვნიათ?
-არა, კვლავაც ეძებენ, იმედია მალე იპოვნიან.
კვალი ჯერაც ახალი იყო.
მიწაზე ნათლად ჩანდა ცხენის ნალის ანაბეჭდი. კვალი ჩრდილოეთისკენ მიემართებოდა.
რამდენიმე კილომეტრში პატარა სოფელი იყო. მხედარი იქით მიდიოდა.
-ჩრდილოეთით მიდის-სამეფო გვარდიის აბჯრით აღკაზმული მხედარი ცხენს
მოახტა და რამდენიმე მეგობართან ერთად ნაკვალევს დაედევნა.
-თუ გაგვიმართლა მანამ დავიჭერთ,სანამ სოფელში მივა.
-არა მგონია,მაგრამ მაგ ნაბიჭვარს მაინც დავიჭერთ,ჩვენი მეფის მოკვლა
ცადა.
კარაფს ამბავი მოუტანეს,რომ
დესპარი შეეპყროთ, მაშინვე მიხვდა საქმე რაშიც იყო. ფულით გატენილი ქისები აიღო და
მამულიდან თავქუდმოგლეჯილი გავარდა. ფასეული ინფორმაცია გააჩნდა, იმედოვნებდა
რეინის ხელმწიფე ინფორმაციის სანაცვლოდ შეიფარებდა, მაგრამ ჯერ ვარეთში უნდა
გადასულიყო. მთელი ღამე მოდიოდა, თვითონაც გადაღლილიყო და ცხენიც გადაღლოდა,
იმედოვნებდა ახალ ცხენს სოფელში იყიდიდა. რამდენიმე წუთში მივიდოდა, სწრაფად
ისაუზმებდა და გზას გაუდგებოდა.
პატარა ტავერნაში
საუზმობდა,როდესაც ცხენების ხმა გაიგონა, პატარა ფანჯრიდან სამეფო გვარდიის
წევრებს მოჰკრა თვალი და მაშინვე ტავერნის მეპატრონესთან მიიჭრა. ხელში ფულით
გატენილი ქისა მიაჩეჩა და შეშინებულმა უთხრა:
-დამმალეთ, აქ საკმაოდ ბევრია, უბრალოდ მე აქ არ ვყოფილვარ. - კაცმა
ზედმეტი კითხვების გარეშე კარაფი უკანა ოთახში გაიყვანა და თავის დახლთან
დაბრუნდა. ტავერნის კარებში რამდენიმე ახოვანი, შეიარაღებული მამაკაცი შემოვიდა.
-აქ მდიდრულად შემოსილი, საშუალო ასაკისა და სიმაღლის კაცი ხომ არ
შემოსულა, წვრილ დახვეულ ულვაშს ატარებს. - იკითხა ერთ-ერთმა მათგანმა.
-და ვინ კითხულობს?
-სამეფო გვარდიის წევრები. მან თავის მეფესა და ქვეყანას უღალატა,
მეფის ბრძანებით უნდა შევიპყროთ. თუ მას ხელს დააფარებთ სიკვდილით დაგსჯით, ხოლო
თუ დაგვეხმარებით - კაცმა მაგიდაზე ფულით გატენილი ქისა დააგდო - დაგასაჩუქრებთ. -
მეპატრონეს თვალები აუციმციმდა.
-უკანა ოთახშია - დაუფიქრებლად გაყიდა კარაფი და ქისა ხელში
შეათამაშა. მეფის მცველებმა კარები მაშინვე შეანგრიეს. ფერმკთალი კარაფი მუხლებზე
დავარდა და ხელები მაღლა აწია.
-არ მომკლათ, გთხოვთ, ყველაფერს აგიხსნით. - მდევრებმა იგი უხმოდ
შეიპყრეს, ხელები ზურგს უკან თოკით შეუკრეს და ტავერნიდანაც ძალით გაათრიეს.
იღბლიანი მეპატრონე კი სანახაობას გაბადრული უყურებდა და ხელებით ორივე ქისას
წონიდა.
კარაფის შეპყრობიდან მეორე
დღესვე სასამართლო გაიმართა, მაგრამ უშუალოდ პროცესის დაწყებამდე ფიზმანი გერართან
მეფის კაბინეტში შევიდა. პირველ ვაზირს ღელვა დასტყობოდა.
-რა ხდება?-ინტერესით ჰკითხა ლარიუსის მეფემ.
-რაღაც მინდა გთხოვო, თუმცაღა არ ვიცი ეს როგორ გავაკეთო.
-ფიზმან, მთხოვე რაც გინდა.
-ეს დიდუსს ეხება. - გერარმა ჩაიღიმა.
-გასაგებია.
-არ ვამართლებ,მაგრამ რომ არა ის შეთქმულების შესახებ ვერ შევიტყობდით
და ვერც დროულად მოვიდოდი. -გერარმა თავი დააქნია.
-რას მთავაზობ?
-სამეფო კარიდან სამუდამოდ გააძევე, მაგრამ სიცოცხლე შეუნარჩუნე, ვერ
ვუყურებ თუ როგორ დაიტანჯება გერდენი მისი სიკვდილით.
-კარგი, ასე მოვიქცევი.
-გმადლობ,გერარ. მალე მათი განსჯა მოგიწევს. გადაწყვეტილება უკვე
მიიღე?- ხელმწიფემ თავი დააქნია.
-ძალიან მიმძიმს ამის გამო, მე ადამიანების სიკვდილით დასჯის ბრძანება
უნდა გავცე.
-ისინი ამას იმსახურებენ, ეს სამართალია.
-ვიცი და სწორედ ეს მანუგეშებს. - ფიზმანმა თავი დაუქნია.
-სატახტო დარბაზში გველიან.
-კარგი - გერარმა ამოიოხრა და ძმას სატახტო დარბაზში გაჰყვა.
უამრავი ხალხი შეკრებილიყო.
მეფის შესვლისთანავე ქედი მოიხარეს და ხელმწიფეს თავის დაკვრით მიესალმნენ. გერარმა
დამნაშავეთა მოყვანის განკარგულება გასცა. მცველებმა კარაფი, ბასუსი და დესპარი
შემოიყვანეს, დიდუსი მათთან ერთად არ იმყოფებოდა. ფიზმანი ცდილობდა მისი სახელი ამ
დავიდარებაში არ გაჟღერებულიყო, თორემ ეს მის ურთიერთობას თავის მეუღლესთან დიდ
პრობლემებს მოუტანდა, რადგან უფლისწულისა და მოღალატის შვილის ქორწინება მოქმედი
კანონებით დაუშვებელი იყო. მოღალატენი მეფის წინაშე მუხლებზე დაემხნენ.
-თქვენ ბრალი გედებათ სამეფოსა და თქვენი მეფის ღალატში, თქვენ ცადეთ
ჩემი, მეფის მკვლელობა, რაც სიცოცხლის ხელყოფით ისჯება. ბასუს, - ყოფილი ვაზირი
მეფისთვის შეხედვას ვერ ბედავდა -შემომხედე! - უბრძანა გერარმა და აცრემლებულმა
დიდებულმაც ხელმწიფეს თვალებში შეხედა. - ბავშვობის უდიდესი ნაწილი შენთან ერთად გავატარე,
ყოველთვის მარიგებდი, მმოძღვრავდი და მასწავლიდი, მიყვარდი, პატივს გცემდი და
გაფასებდი, მიმაჩნდი დიდებულ ადამიანად,რომელიც აგრეთვე ჩემთვის მისაბაძი მაგალითი
გამხდარიყო, მაგრამ ახლა... ახლა აღარავინ ხარ, გარდა ერთი საბრალო, მოღალატე და
სამარცხვინო კაცისა, რომელიც საკუთარი კეთილდღეობისთვის თავის სულს ეშმაკზე ყიდის
და უდიდესი სიმდაბლეების ჩადენასაც კი არ ერიდება. იმედები ძალიან გამიცრუე. -
გერარ მესამემ მზერა დესპარს მიაპყრო, აცრემლებულმა და სინანულით შეპყრობილმა
ბასუსმა კი თვალები დახუჭა და თავი დაბლა დახარა.-დესპარ, შენ ერთ-ერთი ყველაზე
გამოცდილი ვაზირი იყავი, მამაჩემი შენს რჩევებს ყოველთვის ითვალისწინებდა და შენს
აზრს უდიდეს პატივს სცემდა, მე ნამდვილად ბედნიერი ვიყავი იმით,რომ გამეფებისას
გვერდით მეყოლებოდა ისეთი ადამიანი და მრჩეველი,როგორიც შენ იყავი,მაგრამ შევცდი,
შენც მიღალატე. - გერარმა კარაფს შეხედა. დიდებული სხვებისგან განსხვავებით მეფეს
თვალებში უყურებდა,მაგრამ ის არა სინანულს, არამედ დაუფარავ ზიზღს გამოხატავდა. -
როდესაც შეთქმულების შესახებ გავიგე პირველი ვიზეც ეჭვი მივიტანე ეს შენ
იყავი,კარაფ, ყოველთვის მიკვირდა მამაჩემი შენნაირ კაცს ახლოს რატომ აჩერებდა,
მაგრამ მე იგივე შეცდომას აღარ დავუშვებ.- გერარი დადუმდა, ჩაისუნთქა, ძალები
მოიკრიბა და ბრძანა: - ისინი დამნაშავეები არიან მეფისა და სამეფოს ღალატში,
ვბრძანებ მათ სიკვდილით დასჯას! - მცველები მაშინვე დამნაშავეებისკენ დაიძრნენ.
-დიდუსზე რას იტყვით,მეფეო? - მოულოდნელად წამოიძახა კარაფმა. ფიზმანი
ადგილზევე შედგა, გაქვავებული მიაშტერდა დაცემულ ანგელოზს. გერარიც დაიბნა,თუმცაღა
მალევე გამოერკვა.
-მეფე ვალდებული არ არის მოღალატეებს რამე აუხსნას, მაგრამ აქ
იმყოფება ჩემი ხალხი, დიდუსი მოჩვენებითად იყო შეთქმულების მონაწილე და როგორც კი
ყველაფერი შეიტყო სიტუაციის არსი მაშინვე მოახსენა ჩემს ძმას,რის გამოც დღეს
ცოცხალი ვარ, ის მოღალატე არ არის! - კარაფმა ვეღარაფრის თქმა ვეღარ მოასწრო,
მცველებმა ის დანარჩენებთან ერთად მაშინვე გაათრიეს.
გერარ მესამემ მზერა
მარცხენა კედელთან მდგარ კაპიტან რეისზე გადაიტანა და ხელით წინ გამოსვლა უბრძანა,
კაპიტანი მეფის ბრძანებას უყოყმანოდ დაემორჩილა.
-კაპიტანო რეისს, მე მქონდა თქვენთან ერთად ბრძოლის პატივი, თქვენი
თავდადება და გამოცდილება ნამდვილად დასაფასებელი და მისასალმებელია, გამიხარდება
თუ დესპარის ადგილს თქვენ დაიკავებთ, მეფის სამხედრო მრჩეველი და ლარიუსის
სამხედრო საქმეთა ვაზირი გახდებით. - გახარებულმა რეისმა გერარს თავი მოწიწებით
დაუკრა.
-გმადლობთ,თქვენო უმაღლესობავ, ეს ჩემთვის დიდი პატივია. - გერარმა
თავი ოდნავ დაუქნია, დიდებულებს გამოემშვიდობა და სატახტო დარბაზი დატოვა.
გერდენი კრებას არ ესწრებოდა, ფიზმანის
დაბრუნებას საკუთარ ოთახში ელოდა. ძალიან ღელავდა, ხელები ერთმანეთისთვის ჩაეჭიდა
და ბოლთას ცემდა. უეცრად კარები გაიღო და ოთახში უფლისწული შემოვიდა. ქალი მისკენ
დაიძრა.
-რა მოხდა, მამაჩემზე რა გადაწყვიტა?
-გერარმა ის შეიწყალა, იცოცხლებს,მაგრამ სამეფო კარიდან სამუდამოდ
იქნება გაძევებული.
-მის ნახვას ისევ შევძლებ?
-ცოტა ხნით ვერა, დრო რომ გავა შეიძლება ისევ ნახო. -გერდენმა თავი
დაუქნია და ქმარს მოეხვია.
-გმადლობ,ფიზმან, ახლა ამას მაინც ვერ შევძლებდი.
მეუღლის ნახვის შემდეგ
უფლისწული დიდუსთან შესახვედრად წავიდა. ფიზმანი მასთან უხმოდ შევიდა. საუბრის
დაწყებას არ ჩქარობდა.
-როგორ ჩაიარა? - ხანგრძლივი დუმილის შემდეგ ჰკითხა სიმამრმა.
-სიკვდილით დასჯიან.
-მე რა მომელის?
-სასახლეს ახლავე დატოვებთ და აქ აღარასდროს დაბრუნდებით. მოსასხამი
მოიცვით და ეცადეთ შეუმჩნევლად გახვიდეთ. ამიერიდან თქვენთვის დიდებულთა წრე
დახურულია, თუ გავიგებ,რომ რაიმეს აპირებთ და სხვადასხვა ღონისძიებებში აქტიურად
ხართ ჩართული, დავივიწყებ,რომ გერდენის მამა ბრძანდებით, ახლა ცოცხალი სწორედ მის
გამო ხართ.
-ვიცი, გმადლობთ ყველაფრისთვის, მიხარია,რომ ჩემს შვილს თქვენნაირი
ქმარი ჰყავს, მართლა ძალიან ვწუხვარ და იმედი მაქვს ოდესმე მაპატიებთ.
-ეტლი გელოდებათ. - დიდუსი ყოყმანობდა. - გერდენს თავად არ სურს
თქვენი ნახვა, ჯობს ახლავე წახვიდეთ.- დიდუსმა უფლისწულს თავი დაუქნია, მოსასხამი
აიღო და სასახლიდან შეუმჩნევლად გაიპარა. მან მეფე გერარ მესამის სასახლე
სამუდამოდ დატოვა.
სიკვდილით დასჯის
ცერემონიალი მეორე დილას გაიმართა. მეფე გერარს დასწრება არ უნდოდა, მაგრამ სხვა
გზა უბრალოდ არ ჰქონდა. ბასუსის სასოწარკვეთილმა ცრემლებმა ძალიან დაამძიმეს, მასთან
ერთად გატარებული ბავშვობის თითოეული წამი მოაგონდა, გული ძალიან დაუმძიმდა და ჯალათს
თავი თვალდახუჭულმა დაუქნია. გაისმა საყრდენის მოცილებისა და თოკების დაჭიმვის
ხმა, რომელსაც ადამიანთა ხროტინისა და ფართხალის ხმების დაემატა. გერარი მაშინვე
გაბრუნდა და სასახლეში შევიდა ისე,რომ ჰაერში ჩამოკიდული დამნაშავეებისთვის არც კი
შეუხედავს.
დერეფანში დამძიმებული და
დასევდიანებული დააბიჯებდა, სინდისის ქენჯნას გრძნობდა, მაგრამ არ იცოდა რატომ,
აცნობიერებდა,რომ ეს მისი მოვალეობა იყო და სწორად მოიქცა, ფიზმანიც ამას
ეუბნებოდა,ხოლო თავის გრძნობებზე სხვასთან საუბარი არ შეეძლო, არავინ ჰყავდა.
ლარიუსის მეფე უკიდეგანო წყვდიადში მარტოდ მოხეტიალე სული გამხდარიყო, თავის გზას
ამაოდ დაეძებდა,თითქოს შუაზე გაეხლიჩათ და მისი რაღაც ნაწილი დიდი ხნის წინ
მოეშორებინათ, მაგრამ ვერაფერს იხსენებდა. ერთი კი იცოდა,რომ ამ სიცარიელით ძალიან
იტანჯებოდა, მაგრამ ის არ იცოდა თუ რა იყო ეს სიცარიელე ან მისთვის რა უნდა დაერქმია.
სწორედ ამგვარ ფიქრებს შეეპყო ახალგაზრდა ხელმწიფის გონება,როდესაც უეცრად
სასახლის ფანჯრიდან კარგად ნაცნობი სახეები დაინახა. ახალგაზრდა ჭაბუკი სუდარაში
გახვეულ სხეულს ეტლში დებდა, მასთან მდგარ ქალს ხელი სახეზე აეფარებინა და ჩუმად
ქვითინებდა, დედის კალთაზე კი მიკრულიყო პატარა გოგონა, რომლის სახეზეც ცხარე
ცრემლები მამის დაკარგვის გამო ჩამოედინებოდნენ. ლარიუსის ყოფილი პირველი ვაზირის
სხეული მეფის ნებართვით მისმა ოჯახმა დასაკრძალვად წაიღო.
დრო გადიოდა. მეფე გერარმა
კანონთა განახლებული კრებული გამოსცა, მოიწვია საეკლესიო კრება,სადაც განისაზღვა
ასაკი,რომლის უადრეს საეკლესიო თანამდებობებზე დანიშვნა აიკრძალებოდა. შექმნა
ვაზირთა ახალი თანამდებობები, რომელთა ვალი კულტურული ძეგლების დაცვა და
რესტავრირება გახდა, გერარმა მოახერხა თანამედროვე ცივილიზაციის ძველ ტრადიციებთან,
წყობილებასა და კულტურასთან შერწყმა, მოახერხა სამეფოს ყოფის ისე განვითარება,რომ
ძირძველი ფესვები არ დაევიწყათ, აღადგინა აწ დავიწყებული უძველესი ტრადიციები და
დღესასწაულები. შექმნა მუდმივი საზედამხედველო ორგანო, რომელსაც ქალაქსა და
სოფლებში წესრიგის დამყარება დაევალათ.
მოჭრა ახალი მონეტები, განამტკიცა ფულის კურსი. ვერდექსთან სავაჭრო
ურთიერთობებით გამყარდა ეკონომიკა, ლარიუსის ბაზარი უფრო გამრავალფეროვნდა და
დადგა ნანატრი მშვიდობა. ეკონომიკურ რეფორმას დაუქვემდებარა სამხედრო რეფორმა,
მეომრების ოჯახებს გადასახადი საგრძნობლად შეუმცირდათ, ხოლო თუ ოჯახიდან ორი ან
სამი ადამიანი გაწევრიანებულიყო მუდმივ ლაშქარში მაშინ გერარი მათ გადასახადს
საერთოდ არ ახდევინებდა, სამზე მეტი წევრის შემთხვევაში კი ფულს მათ ოჯახებს თავად
უხდიდა. სწორედ ამის გამო საზედამხედველო ორგანოსთან ერთად მისი ლაშქარი 400 000
კაცს შეადგენდა და ეს რიცხვი უფრო და უფრო იზრდებოდა. მეფე გერარმა გლეხების
დასაცავად ფეოდალების წინააღმდეგ აქტიური ბრძოლა დაიწყო და მათ გლეხების
შევიწროების საშუალებას აღარ აძლევდა.მეფის განკარგულებით აღებული მოსავლის მესამედი
თავად გლეხებს რჩებოდათ, ხოლო ურჩ ფეოდალებს კი მაშინვე აპატიმრებდნენ. გერარ
მესამე ხალხის მეფე გახდა, მან ლარიუსელთა სიყვარული და მხარდაჭერა მალევე
მოიპოვა, სწორედ ამ ფაქტისა და ასევე მუდმივი ჯარის ყოლის გამო ფეოდალებმა მეფის
წინააღმდეგ გალაშქრება ვერ გაბედეს და იძულებულები გახდნენ მეფის პირობებს
დასთანხმებოდნენ. გერარის ბრძანებით ასევე მათთან მოჰქონდათ უბრალო ადამიანების
წერილებიც, რომლებშიც ისინი სამეფოში შექმნილ პრობლემებს აღწერდნენ და მეფეც მზად
იყო მათ გამოსასწორებლად, თუმცაღა წერა მხოლოდ მოსახლეობის უმცირეს ნაწილს შეეძლო,
ამიტომ გერარმა ლარიუსის სატახტო ქალაქში გახსნა პირველი სკოლა,რომელიც არა
დიდებულთა შვილებისთვის, არამედ უბრალო ადამიანებისთვის იყო განკუთვნილი. სამეფოში
ოქროს ხანა დადგა, გერარ მესამეს კი სახალხო მეფე შეარქვეს. ხელმწიფე გასაოცარი
სიბრძნითა და სამართლიანობითაც ხასიათდებოდა. მასთან განსასჯელად და დავის
გადასაწყვეტად მრავალი ადამიანი მოდიოდა, მაგრამ ერთი ამბავი ქალაქს განსაკუთრებით
მოედო, ალბათ იმიტომ,რომ მასში ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვაჭარი
მონაწილეობდა. მეფესთან განსასჯელად ორი პიროვნება მიიყვანეს. ერთს მდიდრულად
ეცვა, მეორეს კი ღარიბულად, თუმცაღა ეშმაკობა თვალებში ორივეს ეტყობოდა.
-რა პრობლემა გაქვთ? - დაჩოქილთ ჰკითხა ხელმწიფემ.
-ამ კაცმა, თქვენო უმაღლესობავ - მდიდარმა გლახაზე მიუთითა - ძვირფასი
ქსოვილი მომპარა, დაბრუნებაზე ან გადახდაზე კი უარზეა.
-რას იტყვით თავის გასასამართლებლად?
-ცრუობს,თქვენო უმაღლესობავ, კარგად ხედავთ, მდიდარი არ ვარ, ბევრი
ვიშრომე,რომ ცოლისთვის კაბის შესაკერვად ძვირფასი ქსოვილი მეყიდა, ამ კაცს კი
მოეწონა და წართმევა უნდა. სარგებლობს,რომ ღარიბი ვარ და არ დაიჯერებთ ასეთ
ძვირფასს ქსოვილს თუ გავსწვდებოდი.
-ქსოვილის საყიდლად ფული როგორ დააგროვეთ?
-ბ-არგინის მამულში ვიმუშავე. - გერარი გლახაკს მიუახლოვდა.
-ხელები მაჩვენე. - კაცმა მცირედი ყოყმანის შემდეგ თავისი ხელები
უჩვენა, ჭუჭყიანი,თუმცა ქორფა ხელები ჰქონდა.
-მშრომელი კაცის ხელებს არ ჰგავს შენი ხელები. - ვაჭარს სახე
გაებადრა. - ჰბედავ და მეფეს ატყუებ?! - მკაცრად უთხრა გერარმა.
-არა,თქვენო უმაღლესობავ.
-ქსოვილი ახლავე დაუბრუნე,თორემ შენ თავს დილეგში ჩავაგდებინებ! -
დამფრთხალმა ქურდმა ქსოვილი ტანსაცმლიდან მაშინვე გამოაძვრინა და ვაჭარს მიაჩეჩა.
გერარი იქვე მდგარ პატარა მაგიდასთან მივიდა და ქაღალდზე რაღაც დაწერა, ფურცელი
ქურდს მიაწონა.
-ბ-არგინთან მიდი და ეს წერილი უჩვენე, მუშაობას დაგაწყებინებს,
პატიოსნად იმუშავე და აღარ იქურდო, თორემ მეორედ კანონის უმაღლესი სასჯელით
დაისჯები!
-გმადლობთ,თქვენო უმაღლესობავ.
-აქედან მოშორდი. - ქურდმა მეფეს თავი დაუკრა და ნელ-ნელა ნაბიჯები
უკან გადადგა, შემდეგ კი სასახლიდან სირბილით გავარდა. მეფე გერარი დარჩენილ
ვაჭარს გამომცდელად უყურებდა.
-წამოდექით-უთხრა მეფემ-სავაჭროდ სად დადიხართ?
-ყველგან,თქვენო უმაღლესობავ, ძირითადად ზარაჰესში,თუმცაღა რეინში,
ვარეთში, ვერდექსში,ქერეთსა და შავეთშიც ვყოფილვარ.
-როგორც ჩანს, ბევრს მოგზაურობთ.
-დიახ,თქვენო უდიდებულესობავ.
-ვერდექსში ყველაფერი რიგზეა?
-თქვენი წყალობით დიახ,თქვენო უმაღლესობავ, ვაჭრებს არავინ
ავიწროვებს.
-ძალიან კარგი, რა გქვიათ?
-რედენსი,თქვენო უმაღლესობავ, ქალაქში ბევრი მიცნობს, თუ რაიმე
დაგჭირდებათ თქვენ სამსახურში მიგულეთ.
-კარგი,რედენს, მომავალ შეხვედრამდე. - ვაჭარმა მეფეს თავი დაუკრა და
სასახლიდან ისიც გამოვიდა. მან ეს ამბავი მთელ ქალაქს მოსდო, მეორე დღეს ყველა
ამაზე საუბრობდა და გერარს ხოტბას ასხამდნენ. ერთი კვირის თავზე რედენსმა მეფეს
ძვირფასი აბრეშუმებით დატვირთული სკივრი გამოუგზავნა, ასეთი ქსოვილები მართლაც
იშვიათობა იყო, რის გამოც გერარმა ვაჭარი სამეფო კარზე მიიპატიჟა და სამეფო
მკერავისთვის ძვირფასი ქსოვილების ჩამოტანა დაავალა. რედენსი მეტად განათლებული და
ენამახვილი პიროვნება აღმოჩნდა, მრავალი ქვეყნის ამბები გაეგო, ის მათ მეფეს
დაუღალავად უყვებოდა, აცნობდა სხვა სამეფოებში არსებულ სიტუაციას და მათ ქალაქებსა
და წეს-ჩვეულებებზეც ესაუბრებოდა, გერარი კი სიამოვნებით ისმენდა რედენსის
მონათხრობს და თავის მსოფლმხედველობასაც ამდიდრებდა.
1679 წლის მაისი იდგა. მეფე
გერარი თავის ტახტზე დამჯდარიყო, ხელი ნიკაპზე მიებჯინა და ჩაფიქრებულიყო. ახალმა
ამბებმა ძალიან დაამწუხრეს, თითქოს შეაშინეს კიდეც. მეფისთვის ამბავი მოეტანათ,რომ
კარესის იმპერია ყოველდღიურად უფრო და უფრო ფარდოვდებოდა და ძლიერდებოდა. ისტორიას
კარგად ახსოვდა იმპერატორ ხარამაისის მმართველობა, მან ხომ დასავლეთ ედოსის
ოკუპირება შეძლო. მისი ვაჟის ტაროსის ტახტზე ასვლამ კი ყველას შვება მოჰგვარა, მან
მთლიანად გააცამტვერა და მიწასთან გაასწორა მამამისის დანატოვარი მემკვიდრეობა და
ძველი დიდება, რომლის აღდგენა ვერც მისმა მორბედმა შეძლო, მაგრამ ახლა კარესის
ტახტზე არც ტაროსი იჯდა და არც მისი ვაჟი, იმპერიას დარგუს მეორე მართავდა, მან
ყველასათვის წარმოუდგენელ წარმატებებს მიაღწია. აღადგინა ხარამაისის დროინდელი
იმპერია და არც ექსპანსიებს ერიდებოდა. მისი სახელი მთელ ედოსს შიშის ზარს ცემდა.
-ანუ ყიჩაანიც დაიპყრო-თქვა გერარ მესამემ-შემდეგი რა იქნება, შავეთის
სამეფო?
-ძნელია რაიმეს თქმა, როდესაც დარგუს დიდზე საუბრობ, არ გამიკვირდება
ხვალ ჩვენც რომ მოგვადგეს თავისი ლაშქრით.- ძმას უთხრა ფიზმანმა.
-რას მირჩევ,ფიზმან?
-მასთან ომი ალიანსის გარეშე ალოგიზმია, უეჭველად დავმარცხდებით.
ერთადერთი ვისაც ჯვრის თაყვანისმცემლური სამყაროს გაერთიანება შეუძლია მეფე
ბაიტუსია, მაგრამ ის ჯერ არაფრის გაკეთებას არ ჩქარობს, ჩვენც მხოლოდ ლოდინი
დაგვრჩენია.
-მართალი ხარ - გერარმა ძმას თავი დაუქნია. - კარგი, დღეისთვის
საკმარისია - ბრძანა ხელმწიფემ. ვაზირებმა მეფეს თავი დაუკრეს და სატახტო დარბაზი
დააცარიელეს.
-გერარ, რაღაცაზე მინდა დაგელაპარაკო - ვაზირების წასვლის შემდეგ
უთხრა ფიზმანმა.
-გისმენ.
-მინდა მე და გერდენი სასახლიდან გადავიდეთ.
-რა...რატომ? - მეფეს ძმის ეს შეთავაზება ნამდვილად არ ესიამოვნა.
-გერდენის ოცნებაა,რომ პატარა, საკუთარი სახლი ჰქონდეს, სადაც შვილებს
აღზრდის, მათ საჭმელს მოუმზადებს, მე კი-ლარიუსის პირველმა ვაზირმა გაიღიმა-მას ამ
ყველაფერში მივეხმარები.
-ფიზმან, მაინც არ მესმის ამას რატომ მთხოვ, აქ ყველანაირი კომფორტი
გაქვთ.
-ვიცი და სწორედ ესაა პრობლემა, გვინდა სხვებისგან დამოუკიდებლად
ვიცხოვროთ. ისევ შენთან ვიქნები, ძმაო, ყოველ დილით აქ დაგხვდები. სახლი უკვე
შევარჩიე, ზედა ქალაქშია, სასახლიდან ხუთი წუთის სავალზე, ახლოა, გთხოვ გერარ,
მომეცი ამის უფლება. - ყოყმანის შემდეგ მეფემ თავი დაუქნია.
-კარგი, ისე მოიქეცი,როგორც გინდა, მაგრამ დაცვას დავაყენებ.
-რა თქმა უნდა.
-და მოსამსახურეებს...
-მოსამსახურეები არ გვჭირდება, თავს ყველაფერს ჩვენით გავართმევთ.
-კარგი.
-გმადლობ,ძმაო.
-იცოდე,რომ სასახლის კარები შენთვის ყოველთვის ღიაა, ეს შენი
სახლიცაა,ფიზმან.
-ვიცი.
აღტაცებული უფლისწული
მაშინვე გერდენის სანახავად გაეშურა. ცოლს თავის ოთახში მიაკვლია. გერდენს
აღელვება დასტყობოდა, მეუღლის დანახვისთანავე სავარძლიდან წამოდგა და მისკენ
გაეშურა.
-შენ გელოდებოდი.
-რა მოხდა, ყველაფერი რიგზეა? - გერდენმა თავი დაუქნია. - მინდა რაღაც
განახო, წამომყვები?
-რა თქმა უნდა- ქალმა ნაზად გაუღიმა და ქმრის გამოწვდილ ხელს
დაეყრდნო.
პირველმა ვაზირმა მეუღლე
სასახლის ეზოში ჩაიყვანა, ეტლის კარები თავად გამოუღო და ასვლაშიც დაეხმარა. ეტლი
დაიძრა.
-სად მივდივართ? - ცნობისმოყვარეობით ჰკითხა გერდენმა.
-მალე ნახავ, გპირდები მოგეწონება. - ფიზმანმა ხელი მეუღლის ხელს
დაადო და თითებით ნაზად მიუალერსა.
ეტლი მალევე გაჩერდა.
უფლისწული პირველი გადავიდა და კიბეზე ქალს ხელი შეაშველა. ისინი საშუალო ზომის,
მდიდრული თეთრი კერძო სახლის წინ იდგნენ. კარამდე ასავლელად სამსაფეხურიანი კიბე
უნდა აგევლო, კარების ორივე მხარეს ფანჯრები ჩაეშენებინათ. სახლს გარს ლამაზი,
პატარა ეზო ერტყა, ხოლო ეს ყველაფერი კი უზარმაზარი გალავნით შემოესაზღვრათ.
-მოგწონს?-ჰკითხა ფიზმანმა.
-კი, ლამაზი სახლია, ვისია?
-ჩვენი, ჩვენი სახლია. - გერდენმა ქმარს გაოცებულმა შეხედა.უფლისწული
ნაზად უღიმოდა - გახსოვს, ქორწილის დღეს შენს ოცნებებზე რომ მომიყევი, იმედი მაქვს
სწორედ ასეთ სახლს წარმოიდგენდი ხოლმე, შვილებს აღვზრდით, დარწმუნებული ვარ რომ
ისინი აუცილებლად გვეყოლება და შენ მათ სადილს მოუმზადებ... - აცრემლებული გერდენი
თავს აქნევდა.
-კი, ფიზმან, გვეყოლება, ბევრი შვილი გვეყოლება, ორსულად ვარ... -
უფლისწული ადგილზე შედგა, გერდენს მიაშტერდა - მამა გახდები. - უფლისწულს მთელი სხეული
აუთრთოლდა,თვალიდან სიხარულის ნანატრი ცრემლი ჩამოუგორდა. გაიცინა და მეუღლეს
მოეხვია.
-როგორც იქნა, - გერდენს შუბლზე აკოცა - საყვარელი ქალი შვილს
მაჩუქებს, უბედნიერესი ადამიანი ვარ.
-მეც.
-თუ გინდა დავიცადოთ და სასახლიდან ჯერ არ წამოვიდეთ.
-არა, არა, მინდა,რომ აქ ვიცხოვროთ, თუ რა თქმა უნდა ეს შენც გინდა.
-კი, მინდა,გერდენ.
-სახლს არ დამათვალიერებინებ?
-რა თქმა უნდა. - პირველმა
ვაზირმა კარები გააღო, მეუღლე კიბეებზე აიყვანა და სახლში შეიპატიჟა.
-ძალიან ლამაზია - თქვა გერდენმა და კარები დახურა.
9 თვეში ლარიუსის უფლისწულს ვაჟი შეეძინა. მას
ასუდი დაარქვეს. ბავშვის დაბადებას მეფე გერარი თავის ძმასთან ერთად უცდიდა. ფიზმანი
ძალიან ღელავდა, ამიტომ ხელმწიფემ საუბარი წამოიწყო:
-დარწმუნებული ვარ,რომ ღირსეული ვაჟი გეყოლება.
-ვაჟი?-უფლისწულმა გაიცინა- რა იცი,რომ ბიჭია?
-გული მიგრძნობს, მეფის გული კი არასდროს ტყუის. - ნიშნისმოგებით თქვა
გერარმა, ორივეს გაეცინა. - დარწმუნებული ხარ,რომ აქ დარჩენა გინდა? იქნებ ცოტა
ხნით სასახლეში დარბუნებულიყავით, ბავშვს უკეთ მიხედავენ.
-თავს გავართმევთ, შვილს დედაზე უკეთ ვერავინ აღზრდის.
-ვერ დაგეთანხმები, დედასაც გააჩნია.
-ჰო,მაგრამ ჩვენ ახლა გერდენზე ვსაუბრობთ.
-ეს სულ სხვა საქმეა, მაგრამ სახლში სამეფო საქმეებით დაღლილი რომ
მოხვალ...
-გერარ, კარგად ვიქნები, შვილს იმდენი წელი ვნატრობდი,რომ სახლში
მასთან მოსვლა უდიდეს სიამოვნებად მექცევა, ეს დანამდვილებით ვიცი.
-კარგი, - ლარიუსის მეფემ სახლი კიდევ ერთხელ შეათვალიერა - ვერაფერს
იტყვი, ძალიან სასიამოვნო და კომფორტული გარემოა.
-ნამდვილად, ვცდილობთ ყველაფერი იდეალურად იყოს. მოხუცებულები
ბუხართან დავსხდებით, ერთმანეთს ხელებს ჩავჭიდებთ, ცეცხლს მივეფიცხებით და ტკბილად
მოვიგონებთ ერთად გატარებულ წლებს, სწორედ ამაზე ვოცნებობ და ვცდილობ ყველაფერი
გავაკეთო ამ ოცნების ასახდენად.
-კარგად გამოგდის. უკვე ნამდვილი ოჯახი გაქვს.
-კი, ასეა, შენ როდის აპირებ დედოფლის შერთვას?
-გთხოვ, ფიზმან, დიდებულები მოსვენებას ისედაც აღარ მაძლევენ, შენც ნუ
დაიწყებ, შენ მაინც ხომ გესმის,რომ უსიყვარულოდ არაფერი გამოვა. იმ უდიდესმა
სიყვარულმაც,რომელიც მამასა და დედას აკავშირებდა ვერ გაუძლო მონარქიასა და მეფეთა
ხვედრს, უსიყვარულო კავშირს კი ტახტი და ძალაუფლება სრულიად გაანადგურებს.
-შენ მამაჩვენი არ ხარ,გერარ, მას არაფრით გავხარ.
-ჰო, ეს უკვე ბევრჯერ მითხარი.
-და კიდევ ბევრჯერ გეტყვი თუ ამას არ გაითავისებ.
სწორედ ამ დროს ოთახიდან
მეანი გამოვიდა. ორივემ მას მიაპყრო ყურადღება. ქალმა ნაზად გაიღიმა, ქედი მოიხარა
და ტკბილი, ნაზი ხმით თქვა:
-გილოცავთ, ვაჟი შეგეძინათ,თქვენო ბრწყინვალებავ.
-ხომ ვამბობდი, გილოცავ, ფიზმან - გერარი ძმას გადაეხვია - მიდი, შენი
შვილი გაიცანი. მას შემდგომ დავლოცავ.
ფიზმანი ოთახში შევიდა.
საწოლზე მწოლიარე გერდენს მიუახლოვდა, პირსახოცით ოფლით დაცვარული შუბლი
გადაუწმინდა და ნაზად ლოყაზე აკოცა.
-ვაჟი შეგვეძინა - უთხრა გერდენმა.
-ვიცი. - ფიზმანმა მეანს გადახედა, ქალი ჩვილს ზეწარში ახვევდა.
-გერარი აქ არის?
-კი.
-დაუძახე, მინდა ჩვენი ვაჟი დალოცოს.
-რა თქმა უნდა - ფიზმანი ძმის მოსაყვანად გავიდა, მალე ორივენი ერთად
დაბრუნდნენ.
-გილოცავთ - ხელმწიფემ ღიმილით მიუგო გერდენს და მეანთან მივიდა -
შეიძლება? - ქალმა მეფეს ჩვილი ხელებში ჩაუწვინა. პატარა არ ტიროდა, თავის ჯერ
კიდევ მოჭუტული თვალების გახელას ცდილობდა და ლარიუსის მეფეს ცნობისმოყვარეობით
აკვირდებოდა.
-მე, მეფე გერარ მესამე, გლოცავ პატარა უფლისწულო, ჯანმრთელი და
საამაყო ვაჟკაცი გაზრდილიყავი. - გერარმა ბავშვს პირჯვარი გადასწერა.- რა ჰქვია?-
ფიზმანმა გერდენს შეხედა.
-ასუდი, მას ასუდი ჰქვია - უპასუხა ქალმა.
-ასუდი, მშვენიერი სახელია - ღიმილით თქვა პირველმა ვაზირმა. გერარ
მესამემ ჩვილი დედის მკლავებში ჩააწვინა.ფიზმანმა ვაჟს თავზე ხელი ნაზად გადაუსვა,
ორივე მათგანს თვალები ასციმციმებოდა და თავიანთ ნანატრ შვილს ბედნიერები შესცქეროდნენ.
გერარმა ისინი მარტონი დატოვა და ოთახიდან ჩუმად გამოვიდა.
დარგუს მეორის მიმართ შიში
ადამიანთა გულებში დღითიდღე უფრო ღვივდებოდა, მისი თავხედობის გამო მეფეებსაც
დაეკარგათ მოსვენება. კარესის იმპერატორის წინააღმდეგ გალაშქრებას ვერავინ ბედავდა
და ამით გათამამებულმა დარგუსმა 1683 წლის 15 მაისს ჯვრის თაყვანისმცემელი
სახელმწიფო - ბურთა სამეფო აიღო, რითაც კარესი ზარაჰესს დაუმეზობლდა. სწორედ ამ
მიზნით მეფე ბაიტუსმა 21 მაისს მოზბეგის საყოველთაო კრებაზე ყველა ჯვრის
თაყვანისმცემელი მეფე მოიწვია.
1683 წლის 18 მაისს ლარიუსის ხელმწიფე მეფე გერარ მესამე მოზბეგის
კრებაზე დასასწრებლად ზარაჰესში გაემგზავრა.
ამ ბლოგს ახლახან მივყვები და დღეს ვგრძნობდი, რომ ჩემი ამბავი უნდა გამეზიარებინა, რადგან მეც მსხვერპლი ვიყავი. მას შემდეგ, რაც შვიდი წლის განმავლობაში ვიყავი მასთან, მან გაწყვიტა ჩემთან ერთად, მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ მას დავბრუნებულიყავი, მაგრამ ეს ყველაფერი უშედეგოდ იყო, მე ასე მინდოდა მისთვის, იმ სიყვარულის გამო, რომელიც მე მასში მაქვს, ყველაფერში ვთხოვე, დავპირდი, მაგრამ მან უარი თქვა. მე ავუხსენი პრობლემა დედაჩემს და მან შემოგვთავაზა მე დამიკავშირდეს მართლწერის წოდება დრიგბინოვია, რომელიც მეხმარებოდა ჯადოქრობაში რომ ჩამებრუნებინა, მაგრამ ჯადოქრობა არასდროს მჯეროდა, სხვა არჩევანი არ მქონდა, მაგრამ შევეცდები შელოცვა მეთქვა და მან განუცხადა მე აღარ უნდა ინერვიულო, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ ჩემი ყოფილი დაბრუნებულიყო, მან მეორე დღეს გასაკვირი გასროლით ჯოხი შეაგდო ჩემს სახელით, ეს იყო საღამოს 4:00 საათზე. ჩემმა ყოფილმა დამირეკა, მე ძალიან გამიკვირდა, მე ვუპასუხე ზარს და ყველა მან თქვა, რომ ბოდიში იყო ყველაფრისთვის, რაც მომხდარა, რომ მინდოდა უკან დაბრუნებულიყო, რომ ძალიან მიყვარდა. მე ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ ეს მუშაობს ჩემთვის, ასე რომ, ჩვენ თავიდან ბედნიერად დავიწყეთ ცხოვრება. მას შემდეგ მე დავპირდი, რომ ყველას, ვისაც ვიცნობ, აქვს ურთიერთობის პრობლემა, მე ვეხმარებოდი ასეთ ადამიანს, მხოლოდ ნამდვილ და ძლიერ ჯადოქარს მივმართავ, რომელიც ჩემს პრობლემაში დამეხმარა და ყველაფერში განსხვავდება ეს ყალბი. ვინმეს დახმარება გჭირდებათ აქ მისი ელ.ფოსტა: doctorigbinovia93@gmail.com შეგიძლიათ Whatsapp დარეკოთ მისი მობილური ტელეფონის საშუალებით +2348144480786 საუკეთესო შედეგის მისაღებად ყველა ან თქვენს პრობლემას
ReplyDeleteეს არის ჩემი ჩვენება უფროსი ელი დოდორუს კარგი საქმიანობის შესახებ, ვინც მეხმარება. მე ვარ ენ არნის ჩრდილოეთ კაროლინა აშშ-დან. ამ ჯადოქრობის კატასტროფის დახმარებით, ჩემი ქმარი, რომელიც გასული 3 წლის განმავლობაში დამტოვა, დავბრუნდი, მე საბოლოოდ შევხვდი ამ კაცს ბლოგ საიტზე, რომლის საშუალებითაც ერთ – ერთი არის კლიენტის დახმარება, მე ყველაფერი ავუხსენი მას და მან მითხრა მართლწერის caster, რომ მან იცოდა და მან მომცა ის, რაც მე ვწერ, რომ ვწერო მართლწერის კასტერს, რომ ვუთხრა ჩემი პრობლემები. სულ რაღაც 2 კვირაში ქმარი ჩემთან დაბრუნდა. უბრალოდ მადლობა მინდა გითხრათ მადლობა ამ ჭეშმარიტ და გულწრფელ მართლწერის caster, სერ ყველაფერი, რაც თქვენ მითხარით, რომ შეასრულეთ და დიდი მადლობა ბატონო. გთხოვთ ყველას ვუთხრა, ვინც ეძებს პრობლემის გადაწყვეტას, გულწრფელად მიმართეთ ამ მართლწერის კატასტროფას, ის ნამდვილია, ის ძლიერია და რასაც მართლწერის კასტერი გეტყვით, რა მოხდება, რადგან ყველა ის, რაც მეტყველებს მართლწერის კასტერზე. გავლა. შეგიძიათ დაუკავშირდით მას: whatsapp +2349015088017
ReplyDeleteმე უნდა მივცე ეს სასწაული ჩვენება, რომელიც დღემდე ასე დაუჯერებელია. ჩემს ყოფილ ქმართან პრობლემა მქონდა 8 წლის წინ, რამაც ჩვენი დაშლა გამოიწვია. მე ისევ საკუთარი თავი არ ვიყავი, ისე ცარიელი ვიგრძენი ჩემში, ჩემი სიყვარული და ფინანსური მდგომარეობა გამძაფრდა იქამდე, სანამ ჩემმა ახლო მეგობარმა მითხრა მართლწერის შესახებ, რომელიც მას იმავე პრობლემას დაეხმარა, ასევე სახელი DR WALE. მე დავუკავშირდი DR WALE- ს ჯადოქრობას და ვუთხარი მას ჩემი პრობლემა, მან მთხოვა თანხის გადახდა, მე გადავიხადე, რადგან მჯერა მისი სიტყვების. მან მომცა სიტყვები, რომ 48 საათზე მეტს დამირეკავს ჩემი მეუღლე და მითხრა, რომ ის მომიბრუნდა. უბრალოდ, DR WALE– მ თქვა, რომ ყველაფერი ასე გამოდის. ჩემმა ქმარმა დამირეკა და მითხრა, რომ ის სახლში ბრუნდებოდა. ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ ის დამიბრუნა. სიუჟეტის ყველაზე საინტერესო ნაწილია ის, რომ ორსულად ვარ. მადლობას ვუხდი DR WALE- ს ჩემი ქორწინების გადარჩენისთვის და სხვების გადარჩენისთვისაც. გააგრძელე შენი კარგი საქმე DR WALE არის მისი სიტყვების კაცი. WhatsApp / Viber +2347054019402 ან ელ.ფოსტა: drwalespellhome@gmail.com
ReplyDeleteეს არის ჩვენება, რომელსაც ყველას ვეტყვი, რომ მოისმინოს. მე ოთხი წელია დაოჯახებული ვარ და ჩემი ქორწინების მეხუთე წელს, კიდევ ერთ ქალს ჰქონდა შელოცვა, რომ ჩემი საყვარელი მომეშორებინა და ჩემმა ქმარმა დამტოვა მე და ბავშვები და ორი წელი ვიტანჯეთ, სანამ პოსტს არ ვგულისხმობდი კაცი DR WALE დაეხმარა ვინმეს და მე გადავწყვიტე, რომ დამეხმარებინა ჩემი სიყვარულის ქმარს სახლში მოყვანაში და მერწმუნე, მე მას და ჩემი ქმრის სურათს ვუგზავნი და 48 საათის შემდეგ, როგორც მან მითხრა, ვნახე მანქანა სახლში შეიყვანა და აჰა, ეს ჩემი მეუღლე იყო, ის ჩემთან და ბავშვებთან მოვიდა და ამიტომ ბედნიერი ვარ, რომ თქვენგან ყველა მსგავსს შეხვდება ამ კაცთან და თქვენი საყვარელი ადამიანი საკუთარ თავს დაუბრუნდება. დაუკავშირდით მის WhatsApp / Viber +2347054019402 ან ელ.ფოსტა: drwalespellhome@gmail.com
ReplyDeleteმე არასოდეს მივეცი მსგავსი ჩვენება აქამდე, მაგრამ ნებისმიერი ეჭვმიტანილისთვის, ნება მომეცით გითხრათ, რომ DR WALE არის ნამდვილი გარიგება! მისი შრომა, დრო და რჩევა ფასდაუდებელია. მხოლოდ ვისურვებდი, რომ ის უფრო მალე მეპოვა ცხოვრებაში !! დავუკავშირდი DR WALE- ს დაკარგული სიყვარულის გამო. მე საკმაოდ არეული ვიყავი და მზად ვიყავი ყველაფერი ვცადო ამ კაცის დასაბრუნებლად. DR WALE– თან პირველადი კონსულტაციის შემდეგ, მე გავაგრძელე ის სამუშაო, რომელიც მან მირჩია. მიუხედავად იმისა, რომ ის ძალიან პირდაპირ ამბობდა, რომ ჩვენი შერიგების შანსები ძალიან მცირე იყო, მე ვიგრძენი, რომ მაინც უნდა მეცადა და ეს ღირდა მისი მომსახურებისთვის. ის ჩემთან დარჩა ყოველ ნაბიჯზე, ნებისმიერ დროს, როდესაც მე მქონდა შეკითხვა ან შეშფოთება, მან უპასუხა ჩემს WhatsApp- ს. სამუშაო, რაც ჩვენ გავაკეთეთ, იყო საკუთარი თავის განკურნება და არა როგორც მასზე ორიენტირებული, რაც ახლა უკვე შემდგომში არის ზუსტად ის, რაც მჭირდებოდა. DR WALE WhatsApp/Viber/Telegram: +2347054019402 ან ელ.ფოსტა: drwalespellhome@gmail.com
ReplyDelete