ა-ბლოკის სასადილოში დიდი
აურზაური იყო. ზოგი ადგილს დაეძებდა, ზოგიც საჭმლის მომლოდინეთა რიგში
იკურთხებოდა, ციხის ჩვეულებრივი ცხოვრება იყო. ჩრდილოეთის კუთხეში მდგარ მაგიდას
ხუთი კაცი შემოსხდომოდა, განაპირა ადგილი კი კვლავაც ცარიელი იყო. სწორედ ამ დროს
ვიღაც მათკენ გიჟივით გამოემართა. სახე ნამდვილ შეშლილს მიუგავდა, თანაც ხელით
რაღაც ქაღალდი მოჰქონდა. გრძელი, თხელი თეთრი თმები ბეჭებამდე სწვდებოდა, წვერიც
არ ჰქონდა გაპარსული, სიგამხდრისაგან სახეზე ჩაღრმავებები გასჩენოდა, უბრალო
მაისურზე გახსნილი ფორმა მოეცვა. თვალები უბრწყინავდნენ. მიუხედავად იმისა,რომ
უკვე 64 წლის იყო მაინც ახალგაზრდა ჭაბუკივით მკვირცხლად დაჯდა თავისუფალ ადგილზე.
-არ დაიჯერებთ,ბიჭებო-ომახიანად მიუგო პატიმრებს.
-რა მოხდა?-ჰკითხა ერთ-ერთმა.
-მიშვებენ.
-რა?
-აი ნახე- მას ფურცელი მიაწოდა, სადაც მოთხოვნას განთავისუფლების
თაობაზე მწვანე ბეჭედი ჰქონდა დარტყმული.
-შანსი არაა.
-ისედაც საკმაოდ ამოვლპი ამ ციხეში, სანიმუშო ყოფაქცევის გამო
მიშვებენ.
-გილოცავთ, სოლომონ, ძალიან დაგვაკლდები.
-დარწმუნებული ვარ უჩემოდ არ მოიწყენთ.
სოლომონ ზალცმანი 40 წელი
იხდიდა სასჯელს ერთი ოჯახის ამოხოცვისთვის, სამუდამო ჰქონდა მისჯილი,მაგრამ
სანიმუშო ყოფაქცევის გამო 40 წლის შემდეგ მისი გათავისუფლება გადაწყვიტეს.
მეგობრები ნამდვილ სოციოპატს ეძახდნენ, იგი მართლაც ასეთი იყო.
-როცა გახვალ რას გააკეთებ?-სოლომონი ჩაფიქრდა.
-ეკლესიაში წავალ.
-რა?!- პატიმრები დაიჭყანენ.
-ღმერთს უნდა ვუთხრა მაპატიოს შემდეგში რასაც ჩავიდენ.- თქვა და
სიცილი დაიწყო, ყველა ახარხარდა.
-და რას ჩაიდენ, სოლომონ?
-მგელი ყოველთვის უბრუნდება თავის ბუნაგს.
-ეს კი ჩვენი სოლომონია.- გაიცინა ერთ-ერთმა, რომელსაც ყველა ჩაკს
ეძახდა, მხოლოდ იმიტომ,რომ გარეგნობით ცნობილ ჩოგბურთელ ჩაკ ჰეირბენს ჰგავდა-
ამჯერად ვინ უნდა მოკლა?
-არ ვიცი, გავივლი, გამოვივლი და იქნებ ვინმე ამოვარჩიო.
-მაგდენ სიარულს არ ჯობს ფეისბუქზე მონახო?
-სად?- გაკვირვებულმა იკითხა ზალცმანმა.
-ღმერთო, რა ბებერი ხარ, ფეისბუქზე არაფერი გსმენია?-სოლომონმა თავი
გააქნია- მოკლედ ასეთი რამეა, იქ ყველაფერს იპოვი, ხალხის სურათები დევს,
სახელები, მისამართები, წერენ სად ცხოვრობენ, სად სწავლობენ, იპოვი ვინაა მათი
დედა, მამა, მეგობრები და ა.შ. შეგიძლია ნახო რაზე დადიან,ვისთან წვანან, რა
მოსწონთ, რა აქვთ დაგეგმილი, რომელ ღონისძიებას ესწრებიან, რა დროს სად იქნებიან,
მოკლედ ყველაფერი რა.
-ვა,-სოლომონი ჩაფიქრდა-მოიცა მაბოლებ ხომ?
-არა, რატომ უნდა მოგატყუო.
-აბა, დავიჯერო ხალხი ისე გამოდებილდა,რომ თავისი ცხოვრების ყველა
დეტალს სადღაც ფეისბუქზე დებენ ყველამ რომ ნახოს?
-ეგრეა და.- სოლომონმა გაიცინა.
-როგორ გაადვილებულა ყველაფერი, შენ ის მითხარი ეს ფეისბუქი სად
ვნახო?
-ინტერნეტში, იცი რა, ჩემ ძმას ვეტყვი, ის განახებს ყველაფერს.
-აი ამ დებილებისგან განსხვავებით შენ კი მომენატრები,ჩაკ!
რამდენიმე დღეში სოლომონ
ზალცმანი ციხიდან თავაწეული გამოვიდა, პატიმრებმა ის ყიჟინით გამოაცილეს. თმა
შეეჭრა, წვერი გაეპარსა, ერთ უბრალო, კეთილ მოხუცს გავდა, ერთი თვალებში შეატყობდი
მზაკვრობას,მაგრამ მზის სათვალეც ხომ ამისთვისაა, შარვალ-კოსტიუმში გამოეწყო და
კეთილსინდისიერი პენსიონერივით დაიარებოდა ქალაქის ქუჩებში. გათავისუფლებიდან სამი
დღის შემდეგ ჩაკის ძმას ესტუმრა. ერთმანეთი მოიკითხეს და საქმესაც შეუდგნენ.
- ქერა არასდროს მომიკლავს, ეგეთის ნახვა შეიძლება?
-რა თქმა უნდა, ყველას ნახავთ, ვისაც მოისურვებთ. აი, ეს როგორ
მოგწონთ?- ბიჭმა ვიღაც ქალის პროფილი გახსნა. სოლომონმა მას შეხედა და მზაკვრულად
ჩაიცინა.
-ზუსტად საჩემოა, ვინ არის?
-მელისა მაკჰელენდი, ერთ გოგოს ვერ ვიტან, მისი დაა.
-ძალიან კარგი, სად ცხოვრობს?
-ზუსტი მისამართი არ წერია,მაგრამ შეგვიძლია გავიგოთ საიდან ტვრირთავს
ხოლმე სურათებს.- ძიებისას ისინი ერთ სურათს გადააწყდნენ, მელისა თავის
ქმარ-შვილთან ახლად ნაყიდი სახლის წინ პოზირებდა.- აი, ესაა მათი სახლი, ასე
მიაგნებთ.- ზალცმანმა თავი დააქნია.
-კიდევ რა ვიცით?- ბიჭი ახლა მელისას შვილის გვერდზე შევიდა.
-მისი შვილი წმ. ლუისის სკოლაში დადის, ცეკვავს, ერთი კვირის წინ
კონცერტი ჰქონდა, როგორც ჩანს ზეგაც იცეკვებს.
-ეგ საიდანღა იცი?
-აი აქ წერია- ბიჭმა თითით მიანიშნა და სტატუსი ხმამაღლა
წაიკითხა:-ზეგ, ჩემს კონცერტზე მოდით, რვაზეა დიდ საკონცერტო დარბაზში, სტატუსს
გულები და სიცილები მოჰყვებოდა, ხოლო კომენტარებში კი გოგონას ულოცავდნენ,
წარმატებებს უსურვებდნენ და ეუბნებოდნენ,რომ მისით ძალიან ამაყობდნენ.
-ვაიმე, რა საყვარლობაა- ირონიულად თქვა ზალცმანმა.- მამა სად
მუშაობს?
-რომელიღაც იურდიულ კომპანიაში, ადვოკატია, აქ ასე წერია.
-გმადლობ, შეგიძლია ეგ სურათები ამომიღო?
-რა თქმა უნდა.
სოლომონი ბედნიერი ოჯახის
ფოტოებს დააცქერდა.
-ზუსტად საჩემოა-კბილების ღრჭიალით თქვა, ჩაკის ძმას გაწეული
დახმარებისთვის ოთხმოცი დოლარი გადაუხადა და გზას გაუდგა.
შარვალ-კოსტიუმში
გამოწყობილი, თმაგადაწეული და სანდომიანად მომღიმარი სოლომონი ორი დღის შემდეგ
საღამოს 8 საათზე დიდი საკონცერტო დარბაზის წინ იდგა. ხელები ჯიბეში ჩაეწყო და
დაკეცილ სამართებელს ნერვიულად ათამაშებდა. სალაროში ბილეთი იყიდა და ამაყად,
სრული თავდაჯერებულობით შენობაში შეაბიჯა. საშუალო ზომის დარბაზი იყო, ორას
ადამიანს თავისუფლად დაიტევდა. ზალცმანმა ბილეთი პირველ რიგში აიღო, მისი მისვლის
დროს დარბაზი უკვე გავსებულიყო, სინათლე ჩაქვრა და პროექტორმა სცენა გაანათა. მან
მალევე ამოიცნო მელისას ქალიშვილი,რომელიც პატარა ფერიასავით დაფარფატებდა, შემდეგ
კი დედამისი მესამე რიგში მოძებნა, ბავშვის მამა ვერსად იპოვა, ალბათ საკმაოდ
ბევრი საქმე ჰქონდა და როგორც ხდება ხოლმე თავისი შვილისთვის ვერ მოიცალა, ეს
სოლომონს საქმეს უადვილებდა კიდეც. სანახაობა ნამდვილად მოეწონა, ყოველი გამოსვლის
შემდეგ აღფრთოვანებული უკრავდა ტაშს და სახეზე ღიმილი წამითაც არ მოშორებია.
-გასაოცარი სანახაობაა- თავისთვის თქვა გვერდით მჯდომმა ქალბატონმა.
-სრულებით გეთანხმებით, დიდი ხანია ასეთი რამ არასდროს
მინახავს-ღიმილით მიუგო სოლომონმა, ქალმაც ნაზი ღიმილითვე უპასუხა.
კონცერტი ათის-ნახევარზე
დამთავრდა. მონაწილეებს ხალხი კულისებთან ყვავილებით ხელში ელოდებოდნენ, მათთვის
სტიმულიც რომ მიეცათ და თანაც აღფრთოვანება გამოეხატათ. სოლომონიც მათ რიგში იდგა.
სანდომიანი მოხუცი გოგონასთან მივიდა.
-გამარჯობა-უთხრა და კანფეტი გაუწოდა, თავიდან გოგონა ეჭვობდა,
თუმცაღა კაცმა მიუგო- ნუ ღელავ, აიღე, მე დედაშენის, მელისას მეგობარი ვარ, მან
მითხრა კონცერტი რომ გქონდა და შენ გასაცნობად მოვედი, ყველაზე მაგარი იყავი,
ნამდვილი ანგელოზივით დაფარფატებდი, ყველაზე ნიჭიერი გოგო ხარ ვისაც კი ვიცნობ და
თუ ჩემს ასაკს გავითვალისწინებთ საკმაოდ ბევრ გოგონას უნდა ვიცნობდე- ორივემ
გაიცინეს და მოხუცის სიტყვებით ნასიამოვნებმა ბავშვმა სოლომონს კანფეტი
გამოართვა.-შენთვის სიურპრი მაქვს, რაღაც ჩამოგიტანე,მაგრამ გარეთ აყენია, აქ ვერ
შემოვიტანდი, დედა იქ გველოდება, აბა მზად ხარ საჩუქარი იხილო?
-რა საჩუქარია?-ინტერესით იკითხა გოგონამ.
-ო, ეგ უკვე სიურპრიზია, აბა წავიდეთ? არ მინდა მელისა დიდხანს
ვალოდინო.-ბავშვმა თავი დაუქნია, სოლომონს ხელი ჩასჭიდა და გარეთ გაჰყვა.
სწორედ ამ დროს კულისებთან
გოგონას დედა გამოჩნდა,რომელმაც მოლოცვებსა და აღტაცებულ ნაცნობებს თავი ძლივს
დააღწია. უამრავ გოგონას შორის თავისი ქალიშვილი ვერ დაინახა.
-როუზ, ჩემი შვილი ხომ არ გინახავს?- ერთ-ერთ მშობელს ჰკითხა ქალმა.
-კი, ვიღაც მოხუც კაცთან ერთად გავიდა.
-ვინ კაცთან, საით წავიდნენ?
-აი იქით, გასასვლელისკენ- თითით ანიშნა ქალმა. აფორიაქებული მელისა
გასასვლელისკენ სირბილით გაიქცა.
სოლომონმა ბავშვი უკანა ეზოში
გაიყვანა,რომელიც სრულიად დაცარიელებულიყო.
-სად არის ჩემი საჩუქარი?-იკითხა გოგონამ. სოლომონი მას მიუტრიალდა და
ცინიკურად გაუღიმა.
-კარგად ცეკვავ, მაგრამ შენზე უკეთესი მოცეკვავეებიც მინახავს, ალბათ
სამყარო მაპატიებს.
-რას?-ჰკითხა დაბნეულმა გოგონამ.
-შენს მოკვლას- სახეგაბადრულმა მიუგო ზალცმანმა და სამართებელი ბავშვს
ყელში გამოუსვა.
რამდენიმე წუთის შემდეგ
მელისამ შვილის ძებნა შენობის უკანა ეზოშიც დაიწყო. სახეზე შიში აშკარად
დასტყობოდა. ხის ჩრდილში რაღაც შენიშნა და მისკენ დაიძრა. მიახლოვებისას ხელი
პირზე აიფარა.
-არა-მუხლებზე დაემხო და შვილის უსიცოცხლო გვამს დააცქერდა.
-ხომ არ დაგეხმაროთ?-უკნიდან ხმა მოესმა. სასოწარკვეთილმა უცნობს
ამოხედა.გაოგნებული თავს უაზროდ აქნევდა.-ვიცი ძნელია შვილისგან მოშორებით ყოფნა,
ამიტომ მოდი დაგეხმარებით რომ ერთად იყოთ- თქვა და სოლომონმა სამართებელი აღმართა.
ქალის კივილი დაწყებისთანავე ჩაიხშო და სრულმა მდუმარებამ დაისადგურა. მხოლოდ
სოლომონმა ჩაილაპარაკა:
-აწი დაცული იქნებით, რადგან ვეღარაფერს დადებს ფეისბუქზე-ჩაიცინა და
ახალი მსხვერპლისკენ მიმავალ გზას დაადგა, მაგრამ მანამდე, სანამ ჩადენილისთვის
დააპატიმრებდნენ მორიგი მსხვერპლის ასარჩევად კიდევ უნდა სტუმროდა ყველასათვის საყვარელ
ფეისბუქს.
No comments:
Post a Comment