ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე
ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

Monday, February 8, 2016

რეალიზმი

  რეალიზმი და რეალისტობა ნამდვილად რომ ოქროს შუალედია,რომლის დანახვა მხოლოდ ცოტას თუ შეუძლია. ასეთ ადამიანებს,რომლებიც კაპიტალისტურ სამყაროში ცხოვრობენ ოპტიმისტებს უწოდებენ, ხოლო სოციალისტური სამყაროს წარმომადგენლებს პესიმისტებს.  რეალისტებს ნახევრად სავსე თუ ცარიელი ჭიქის ტესტიც კი არ ცნობს, ამ სიტუაციის მიხედვით თუ ჭიქა ნახევრად სავსეა ოპტიმისტი ხარ, ხოლო თუ ნახევრად ცარიელია პესიმისტი გამოდიხარ. პირველად ამ სიტუაციის არსებობის შესახებ რომ გავიგე და ჭიქასაც დავაკვირდი, ვთქვი, წყალი ნახევრად ასხია-მეთქი, ესეც რეალიზმი, ჩემო მეგობრებო. რა არის რეალიზმი და ვინ არის რეალისტი? ადამიანი,რომელიც არ უშინდება არსებულ რეალობაზე თვალის გასწორებას, აღიქვამს და აღწერს იმას,რაც მართლა ხდება. ის,რომ მართლა მაგარი დარხეული გვაქვს, განა მარტო ჩვენ, არა, მთელ სამყაროს, ამაში ვერავინ გადამარწმუნებს, ალბათ მეტყვით, რეალისტი კი არა პესიმისტი გამოდიხარო, მაგრამ რეალობაა ის,რომ უამრავი უდანაშაულო ბავშვი იღუპება საკვების, ტანსაცმლისა და სასმელი წყლის ნაკლებობის გამო, რეალობაა ისიც,რომ ბოლო პერიოდში გახშირებულმა კატასტროფებმა ქარის, წვიმის, მიწის სახით მრავალი ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს. რეალობაა ისიც,რომ ყოველდღე უფრო და უფრო მეტი ადამიანი გადის ქუჩაში მოწყალების სათხოვნელად და მიუხედავად იმისა,რომ იმედი ბოლოს კვდება და შეიძლება მომავალმა თაობებმა მნიშვნელოვანი ძვრები მოახდინონ და მთლიანი სისტემა შეცვალონ ახლა ეს იმედი ვერავის დაეხმარება, იმედით ვერ გადარჩება ბავშვი,რომელიც საწოლს მიჯაჭვული სიკვდილს ებრძვის და კვდება მხოლოდ იმიტომ,რომ მშობლებს მკურნალობისთვის საკმარისი თანხა არ აქვთ, მაგრამ მე მაინც მჯერა იმედის, რადგან ეს ღვთის საჩუქარია, მე კი მწამს ღმერთის, რწმენისა და ლოცვის,შესაბამისად სასწაულებისაც, როგორც თეოდორ დოსტოევსკი ამობდა: „რეალისტი, სწორედ თავისი რეალისტობის გამო, აუცილებლად დაუშვებს სასწაულის არსებობასაც.“, იმავეს ფიქრობდა ოდრი ჰეპბერნიც: “ის, ვისაც არ სჯერა სასწაულების, ვერასოდეს გახდება რეალისტი.“ სწორედ ესაა რეალიზმი,ჩემო მეგობრებო, პესიმისზმსა და ოპტიმიზმს შორის გავლებული ვიწრო ხაზი, რომელზე დგომაც მეტად რთულია. რას ვიზამდი რამე ცუდი რომ მომხდარიყო? არ ვიცი, ალბათ ძალიან დავნაღვლიანდებოდი, ვიტყოდი,რომ ყველაფერი ძალიან ცუდადაა, მაგრამ ზეცისკენ ავიხედავდი და რაიმეს გავაკეთებდი არსებულის შესაცლელად, არ მწამს იმ ადამიანების,რომლებიც უბრალოდ დაჯდებიან და იტყვიან, არა უშავს, ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფერი გამოსწორდებაო, თუ შეცდომის გამოსასწორებლად არაფერი გააკეთე არაფერიც არ იქნება კარგად, მაგრამ თუ მართლა დაისახე მიზნად რაიმეს მიღწევა და გაქვს ნებისყოფა, მოთმინების უნარი და ხარ მიზანსწრაფული მაშინ ყველაფერი გამოსწორდება და მეტიც, ყველაფერი საუცხოოდ იქნება. რა არის რეალიზმი? ეს უნარია, რომელიც გეხმარება იმაში,რომ არსებული რეალობა არ დაკარგო, არც ღრუბლებში დაიწყო ფრენა და არც ძირს დაეცე. ეს ცოდნა და ძალაა,რომელიც გასწავლის მედგრად დგომასა და ცხოვრებას ამ წყეულ სამყაროში, რომელსაც შემდგომში სწორედ რეალისტად ყოფნის წყალობით საოცნებო ქვეყნად აქცევ, რომელზედაც მხოლოდ ოპტიმისტები თუ იფიქრებდნენ, მაგრამ ეს მხოლოდ ოცნება იქნებოდა და მეტი არაფერი. ფუჭი იმედები, წუწუნი ეს რეალისტს არ ახასიეთებს, იგი დინჯად და აუღელვებლად უნდა შეხვდეს ცვლილებებს და დროის დაკარგვის გარეშე, წამიერადვე უნდა დაიწყოს ფიქრი მათ გადაჭრასა და გამოსწორებაზე, ესაა ჩემი რეალობა, ასეთია ჩემი ხედვა და ჩემეული აზრი რეალიზმსა და რეალისტებზე. აკაკი წერეთელი და ილია ჭავჭავაძეც ხომ რეალისტები იყვნენ,რომლებიც ხედავდნენ და იღებდნენ ისეთ ქვეყანას,როგორშიც ცხოვრობდნენ,მაგრამ ყველაფერს აკეთებდნენ ამის გამოსასწორებლად და იცოდნენ,რომ თუ საქმეს ბოლომდე მიიყვანდნენ იბერია მართლაც გაბრწყინდებოდა, სწორედ ამიტომაა,რომ მათ მოთხრობებსა თუ ლექსებში იმედის ნაპერწკალი ჩანს.  დასასრულისას მხოლოდ ერთს გეტყვით, ნუ შეგეშინდებათ არსებული რეალობის, რადგან ყველაფრის გამოსწორებაა შესაძლებელი, უბრალოდ უნდა მოინდომოთ და ყველაფერი გააკეთოთ მიზნის მისაღწევად. ადამიანი თავადაა საკუთარი ცხოვრების მჭედელი.  
                                                                                                           გიორგი ჩაჩხიანი

No comments:

Post a Comment