ზაფხულის ამ მოღრუბლულ დღეს
ქარსა მუსიკა მოჰყვება.
ისევ გაწვიმდა ამ ქვეყნად,
წკაპუნიც მაცნედ გვევლება.
ჩავფიქრდი,რაა ცხოვრება?
კამათი,უგუნურება,
ქარსა მუსიკა მოჰყვება,
დიდია დავიდარება.
ისევ წვიმს...ისევ ძლიერად,
მაგრად წვიმს წუთისოფელში.
ნეტავ იესოს ცრემლია?
ჩავვარდი საგონებელში.
მესმის ღვთიური ჰანგები,
სულში წვიმს,ტირის სხეული,
ქარსა მუსიკა მოჰყვება,
ტირიფის ისმის შრიალი.
ტოტებზეც ცხელი
ცრემლია,
ჩვენ რომ მას ნამსა ვეძახით,
იქნებ, იესოს ცრემლია?
მისკენ ასე რომ ვისწრაფვით.
ჰანგები ზეცაში ადის,
ერწყმის ტენიან ღრუბლებსა
ისევ წვიმს,ნეტავ შეჩერდეს,
ნეტავ ესმოდეთ ნისლებსა.
გიორგი ჩაჩხიანი
No comments:
Post a Comment