ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე
ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

Wednesday, May 16, 2018

ჩემი ლექსები არ არის სპარსული

ჩემი ლექსები არ არის სპარსული,
ჩემთვის უცხოა რუმის ლირიკა,
მე იქ ვარ, სადაც ზღვები ღელავენ,
საც იხატება პაბლოს გერნიკა.

მე არ ვცნობ მძივებს, ბროლ-მარგალიტებს,
ესთეტიკაა მხოლოდ ფასადი
და ლექსი ასე მორთულ-შემკული,
რა ვქნა, რომ არის მხოლოდ ქაღალდი.

კი, ლამაზია, ზღვისფერი ფონი
და პეიზაჟი თვალისმომჭრელი,
მაგრამ სამყაროს ასე ყურებით
არვინ იქნება სიმართლის მთქმელი.

ჩემი ლექსები თუკი მწარეა,
ეს იმიტომ, რომ უცხოა ჰაფეზს
და აღწერს იმას, რაც ნამდვილია,
დიდი ხანია, მივყვები ამ გეზს.

ვინ იცის, იქნებ, სპარსული ჯობდა,
ტრფიალით სავსე ნაზი მუსიკა,
მაგრამ არ არის აღმოსავლური
ჩემი ლექსი და ჩემი ლირიკა.

გიორგი ჩაჩხიანი

No comments:

Post a Comment