ოჰ, რა ხანია ჩამოწვა ნისლი
და დაიბურა ქოხმახი ისლის.
აღარც გზა მოჩანს, სოფლის ორღობეც
კი განაცისფრდა და წყვდიადს ელის.
ბურუსის მიღმა კაცი კაცს ვერ ცნობს,
სულ დაფარჩაკდა გულთბილი ძმობა
და სიყვარულის ჯაჭვის პერანგიც
სწრაფად ირღვევა, ჩამოიშლება.
წვიმაც იწყება, ტირის უფალი
სინანულით და ღრმა მწუხარებით.
ნიაღვარი კი ედება ქუჩებს
დიდი სიმძლავრით და მღელვარებით.
ის, რაც კარგია, ყოფილა ოდეს...
დღეს ხომ აღარსად არ არის კარგი,
მხოლოდ მტრობაა, შური და ბოღმა,
სიამტკბილობის კი არ ჟღერს ჩანგი.
ის, რაც ყოფილა ოდესმე კარგი
წვიმის ყოველ ჟამს ჩაირეცხება,
რადგან აღარ გვაქვს ჯებირი მყარი,
რადგან აღარ არს ძალა-ერთობა.
ნისლის მორევში თითო-ოროლღან
თუ განათდება ლამპიონები,
მაგრამ არ მოჩანს გზები სავალი
მათს მისასვლელი და გასაგნები.
როდის იქნება, რომ გამოჩნდება
ადამის ხელში ჭეშმარიტების
ცეცხლით გიზგიზა და ანთებული
გაელვარება წმინდა ჩირაღდნის.
ეჰ, ვის ექნება ცოდნა იმისა,
გამოიყენოს ეს ჩირაღდანი,
ნისლის მორევში გაიგნოს გზები
და დაასრულოს ეშმას ბოგინი.
მხოლოდ ცოდნაა ამის საშველი,
ჭეშმარიტების შემცნობი გონი,
თუკი გამოჩნდა ერთი ასეთი,
მაშ ჩაებმება ვაგონს-ვაგონი.
სოფლის ორღობეც კვლავ გამოჩნდება
არც ისლის ქოხი დარჩება ნისლში,
აღარც იქნება მტრობა ამდენი
და სიხარულიც შემოვა სახლში.
ერთ მბჟუტავ ლამპარს დაემატება
აკიაფება მისი მეზობლის
და ცოდნის ძალით განათებული
გასხივოსნება ერის ღიმილის.
მოვა დრო, როცა ერთად დავდგებით,
ერთად აღვადგენთ ჩამოშლილ მესერს,
ერთმანეთისთვის დავიწყებთ ზრუნვას
და ავაშენებთ ქვეყანას ძლიერს.
გიორგი ჩაჩხიანი
No comments:
Post a Comment