ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე
ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

Thursday, November 19, 2015

მეფის წინაშე


 ვინ არიან მეფენი? ადამიანები,რომლებსაც ძალაუფლება უფლის დადგენილებით ჩავარდნიათ ხელთ თუ უბრალოდ იღბლიანი ადამიანები,რომლებიც მხოლოდ იმიტომ მართავენ და ბატონობენ სხვებზე,რომ მათმა დიდმა ბაბუებმა და წინაპრებმა მახვილით გაკაფეს გზა სამეფო ტახტამდე და თავი ხელმწიფეებად გამოაცხადეს. მეფეებს ღირსეულ პიროვნებებად აღიქვამენ, მათში ხსნას ხედავენ, მათ შესახებ გვასწავლიან და ცდილობენ ისინი მისაბაძ პიროვნებებად და „ღმერთებად“ წარმოგვიჩინონ. მრავალი ნაწარმოები დაწერილა მათ დიდებებზე, მათ ღირსებებზე,რადგან ისინი ხომ ღვთის დადგენილებით მეფობენ,არა? მე ამ მოსაზრებას არ ვეთანხმები, მე ქრისტიანი ვარ და მწამს იმისა,რომ ღმერთი შემბრალებელი,სამართლიანი და მოწყალეა, ისიც ღმერთის ნებით ხდება მამები შვილებს, ძმები ძმებს რომ ჰკლავდნენ და სასტიკად აწამებდნენ ტახტის გამო? თუ პიროვნება უფლის რჩეული იყო,განა ღმერთი მას არ დაეხმარებოდა და ცოდვაში ფეხის ჩადგმისა და საკუთარი სისხლისა და ხორცის, ოჯახის წევრის,შვილისა და ძმის მოკვლის გარეშე არ აიყვანდა ტახტზე? საქართველოს ისტორია გავიხსენოთ, დემნა ბატონიშვილი, იგივე დემნა უფლისწული და უგვირგვინო მეფე მოვიგონოთ. იგი დავით აღმაშენებლის შვილთაშვილი და თამარ მეფის ბიძაშვილი გახლდათ, ის საკუთარმა ბიძამ, მეფე გიორგი მესამემ კლდეკარის ციხეში გამოკეტა, თვალები დასთახარა და დაასაჭურისა, რის შემდეგაც ახალგაზრდა უფლისწულს დიდხანს აღარ უცოცხლია, ეს კი მხოლოდ იმიტომ, რომ თავად გიორგი გამეფებულიყო და ძალაუფლება არ დაჰკარგვოდა.გავრცელებული მოსაზრებით თავად დემნა უფლისწულის მამა, დავით მეხუთეც მოწამლეს და ისე გამოასალმეს სიცოცხლეს, შესაბამისად უფლისწულის ცხოვრების ასეთი დასასრული არავის გაჰკვირვებია. ქართველი ისტორიკოსები დემნა ბატონიშვილზე ასე საუბრობენ: „ადამიანი, რომელსაც მემკვიდრეობით ეკუთვნოდა ტახტი, მაგრამ ბიძამ გიორგი მესამემ წაართვა ტახტი და სასტიკად გაუსწორდა. ამას მოყვა ძალიან დიდი ზნეობრივი რღვევა, იმიტომ, რომ ღვთით კურთხეული მეფე ვინც უნდა ყოფილიყო იმის ნაცვლად სხვა გამეფდა.“ ლორეს ციხეში გამაგრებული დემნა უფლისწული მიხვდა,რომ ბრძოლას აზრი არ ჰქონდა,ასე მხოლოდ უაზროდ დაღვრიდა თავისი ხალხის სისხლს,ამიტომ ციხიდან თავისი მომხრეებისგან მალულად გამოვიდა და ბიძასთან მივიდა, მას პატიება და სიცოცხლის შენარჩუნება სთხოვა. ახლა კი გთავაზობთ ამონარიდს ლევან სანიკიძის უქარქაშო ხმლებიდან: „ავად მოეპყრო გიორგი ძლეულ ძმისწულს. ერთ ხანს კლდეკარის ციხეში იყო ჩაკეტილი დემნა. მერე ჯალათები მიადგნენ. ერთმა თვალები დაუშრიტა, მეორემ ლაჯებში დანა დაადო და... დაასაჭურისა. დემნა ჭკუაზე შეცდა. დიდხანსაც აღარ უცოცხლია. გელათის სამეფო საგოდებელი არ აღირსეს და მცხეთას დაფლეს მისი ცხედარი.“ ეს მხოლოდ ერთი ისტორიაა იმ მრავალთაგან,რომელიც წარსულში მომხდარა, ამის შემდეგ კი მეტყვით,რომ ეს ღვთის ნება იყო, ღვთის ნება იყო ის,რომ მართლმადიდებლურმა ეკლესიამ გიორგი მესამის სურვილისამებრ დემნა უფლისწულის ტახტზე ასვლის მომხრეები დასწყევლა და ამით გადასახადებიც მოიცილა თავიდან? ვფიქრობ, არავის არ აქვს უფლება ადამიანებზე იბატონოს, ისინი მონებად, მსახურებად აღიქვას, რადგან კაცი იმისთვისაა შექმნილი, რომ ღმერთს ემსახუროს და კეთილი ცხოვრებით იცხოვროს, მეფე კი ღმერთი არაა და არც მისი სურვილებია ღვთის კანონები. დიახ, რამდენიმე პიროვნებამ ნამდვილად ღირსეულად იმეფა, იმოღვაწა და ხალხს შვებაც მოჰგვარა, მაგრამ ასეთი შემთხვევა საკმაოდ ცოტაა. ეს მცირედი ღერია იმ უკიდეგანი თივაში,რომელიც ეგოისტი, პატივმოყვარე და ამპარტავანი მეფეების თივის ღერებისგან შედგება.
  ჩემივე შემოქმედებიდან ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და საყვარელი ნაწარმოების - „მეფე გერარ მესამის“ სიუჟეტი ედოსში ვითარდბოდა და ეს ადგილი რაღაცით სამეფოებთან და მეფეებთან ასოცირდება, ამიტომ მას აღარ შევცვლი და ჩემი მოთხრობის -„მეფის წინაშეს“ სიუჟეტიც იქ განვითარდება.
 
    ღამე, მასზე ბევრი რამ გაეგება კაცს, მითუმეტეს თუ ის ედოსში ცხოვრობს.  ღამე ის პერიოდია,როდესაც ჭინკები სამალავებიდან გამოდიან, მგლები ბუნაგებიდან, მელიები სოროებიდან,ალქაჯები კი გამოქვაბულებიდან, ღამე ცოდვილებსა და ავსულებს ეკუთვნით, ღამე ცივი და საშიშია. ბევრი მოთქმა არსებობს ედოსში ღამის შესახებ,მაგრამ მათ შორის კარგი და მოსაწონი არცერთი არაა.ღამით ცაც კი საშიშია, შავი,თითქოს იგი ჯოჯოხეთის კარიბჭე იყოს და იქიდან ტანჯვული სულების გოდება ისმოდეს, ზოგჯერ კი კარიბჭე მეტს ვეღარ იტევს და მცირედი ღრიჭოდან მათ გოდება, მათი წუხილი და მათი ტანჯვა ცრემლების სახით ამქვეყნიურ სამყაროშიც აღწევს და ცოდვილებს გვაფრთხილებს, გვიყვირის გაჩერდით, ცოდვას ნუ ჩადიხართ,თორემ ჩვენსავით დაიტანჯებითო, ზოგჯერ ეს გამოძახილი იმდენად მძაფრი და ხმამაღალია,რომ პატარა ღრიჭო დიდ ნაპრალად გადაიქცევა. ედოსში ასეთ დროს ამბობენ თქეში მოდისო, და თუ ღამითაა თქეში ეს ნამდვილად ტანჯული სულების გოდებაა,ეს ყველამ იცის.
   მას ღამე ყოველთვის საშიშად ეჩვენებოდა, ცის ახედვისა ეშინოდა,რადგან იცოდა,რომ იქ ტანჯვული სულების გოდებას დაინახავდა, მაგრამ ამ ღამით ღამე არ იყო საშიში და არც ჯოჯოხეთის კარიბჭე მოჩანდა ზეცაზე. ამბობდნენ,თუ კაცი სიკვდილთან მიახლოვებულიყო,მაშინ კარიბჭეს უფრო ცხადად დაინახავდა, მაგრამ ის ვერაფერსაც ვერ ხედავდა, უბრალოდ ცას უყურებდა,რომელზედაც ერთი იმედის ნაპერწკალიც არ კიაფობდა. ძველი,ჩამომტვრეული აგურის კედელს მიყრდნობოდა, ზევით იცქირებოდა, საბედნიეროდ  გისოსების ჭრილში ცა მაინც მოჩანდა. უბრალოდ იჯდა და ზეცას შესცქეროდა, მაგრამ ამავე დროს ბევრს საუბრობდა, ოღონდ მხოლოდ გონებაში, აბა ხმამაღლა ლაპარაკს რა აზრი ჰქონდა, მცველების გარდა ახლომახლო კაციშვილი არ ჭაჭანებდა, ისინი კი,მეფის ერთ გადმოგდებულ ლუკმას დახამებულები აბა რას გაიგებდნენ, მათგან ძალიან შორს იყო სიმართლისა და თავისუფლების განცდა.
   სანამ არხეინად ცხოვრობდა და რამე არა ადარდებდა რა,სიკვდილზე ხშირად ფიქრობდა. ახლა კი,როდესაც მის მოახლოებას გრძნობდა მასზე სულ აღარ დარდობდა, უცებ გაიღიმა,მხოლოდ ცალყბად,მაგრამ ეს ღიმილიც სასიამოვნო იყო, ყველაზე კარგი და შვების მომგვრელი კი ის აზრი და ის ფიქრი გამხდარიყო,რომელმაც ეს ღიმილი გამოიწვია. ცა საოცარი სარკე გახლდათ, წარსულის, აწმყოსა და მომავლის ამსახველი სარკე. ახლა ის წარსულს ასახავდა, თუმცაღა ეს არ იყო შორეულ დროში მომხდარი ამბავი. ის სულ რაღაც ერთი დღის წინ მომხდარს ხედავდა მაგიურ ზეცაში. ქალაქის მოედანი, შეკრებილი ხალხი, უაზრო შთაგონებადობითა და სუგესტიურობით ამოძრავებული ბრბო, ჩოჩქოლი მხოლოდ იმაზე,რომ დამონებულთა შორის პირველი ყოფილიყავი და წამიერად მაინც მოგეკრა თვალი დიდებული ხელმწიფის დიდებული ვაჟისთვის. ისიც იმ მოედანზე იყო, ვაშლს შეექცეოდა და ხალხს დამცინავად უყურებდა, თუმცა მათ კი არა, მათ ყოფასა და ცხოვრებას დასცინოდა. ცხენზე ამხედრებული მხედრებიც გამოჩნდნენ, ხალხმა ყვირილი დაიწყო, ნეტავი ის ეყვირათ,რაც წესით უნდა ამოსულიყო მათი გულებიდან და სულიდან, მაგრამ არა, ეს გამამხნევებელი და მადიდებელი შეძახილები იყო, გაუმარჯოს ჩვენს უფლისწულს, ღმერთმა დალოცოს, დიდხანს სიცოცხლე,დღეგრძელობა და რაღაც ამისთანა სისულელები. ის დახლთან იდგა და ყველაფერს აკვირდებოდა, ბედნიერი იყო იმით,რომ თავისუფლება ეპოვნა. ნამდვილი თავისუფლება,თორემ ისე აქამდეც უწოდებდნენ თავისუფალ ადამიანს და აქ შეკრებილ ხალხსაც თავისუფლები ერქვათ,მაგრამ იყვნენ კი თავისუფალნი? ხალხს დერეფანი გაეკეთებინა, ის დახლთან დერეფნის მარჯვენა მხარეს იდგა, უეცრად მეორე მხარეს ნაცნობი შენიშნა და მისკე დაიძრა, სიმართლე რომ ვთქვათ ღირსეული უფლისწული სულ არ აინტერესებდა, მოახლოებულ მხედრებს არ უყურებდა ისე გადადიოდა მეორე მხარეს, ცხენის ჭიხვინის ხმა გაისმა, ერთ-ერთმა მცველმა იგი ყალყზე შეაყენა, იგივე გააკთეს სხვებმაც, ის კი ამასობაში მეორე მხარეს გდავიდა,ნაცნობს ხელი ჩამოართვა და ლაპარაკიც გაუბა. იმდენად არ აინტერესებდა უფლისწული,რომ ვერც შეამჩნია ცხენები მის გასატარებლად როგორ შეაჩერეს.
-ჰეი,შენ!-უკნიდან კაცის ხმა მოესმა.შემობრუნდა და გაჭარხლებული მცველი დაინახა, მის უკან კი ორი დაქვეითებული, ერთი ამხედრებული დაცვის წევრი და ცხენზე ამაყად მჯდომი მეფის შვილიც შენიშნა.
-გამარჯობა-მიუგო კაცმა.
-იცი ახლა ვინ დგას შენ წინაშე?!
-ვიცი, მეფის შვილი და მისი მსახურები.-ბოლო სიტყვები პირში გამოსცრა.
-მერე, როგორ ბედავ და ქედის მოხრის ნაცვლად გზაზეც გადადიხარ,უბადრუკო!-დაიღრიალა მცველმა,მან კი ამაზე ცინიკურად გაიღიმა.-რა გაცინებს?!-მცველი მისკენ წამოვიდა და ხელით უკან უბიძგა.იგი არ შეწინააღმდეგებია.-ქედი მოიხარე, ახლავე!
-ვის უნდა მოვუხარო ქედი?
-უფლისწულს,როგორ თუ ვის, რა თქმა უნდა მომავალ მეფეს!
-ის არც ჩემი უფლისწულია და არც ჩემი მეფე იქნება, მე მხოლოდ ღმერთს ვემსახურები და მხოლოდ მას ვემორჩილები.-იგი შებრუნდა და გზას გაუდგა,მაგრამ მაშინვე ეძგერნენ მცველები და მუხლებზე დააგდეს.
-პატიება და შეწყალება მოითხოვე,ჩქარა!-იღრიალა ერთ-ერთმა მცველმა. იგი ჩუმად იყო,გაიაზრა არსებული სიტუაცია და თქვა:
-მაპატიე უფალო ჩემო,რამეთუ სათანადოდ ვერ აღვასრულე შენი წესდება, შემიწყალე მე,ცოდვილი და აღმასრულე ღირსეულად-პირჯვარი გამოისხა და ზიზღნარევი მზერით უფლისწულს თვალებში ჩახედა.
-ხელი გაუშვით-ბრძანა მეფის შვილმა-ადექი-ის არ დგებოდა.-ააყენეთ!-მცველებმა ხელი მხრებში ჩაავლეს და ფეხზე წამოაყენეს,-ახლა კი დამიჩოქე!-უძრავად იდგა და მას თვალებში უყურებდა-ჩამიჩოქე-მეთქი!-იღრიალა უფლისწულმა, კაცმა ხელში დაჭერილ მოკბეჩილ ვაშლს დახედა,მერე კი შეკრებილ ხალხს მოავლო თვალი, ხელი მაღლა აწია და ვაშლი მეფის შვილს გაუქანა,მას იგი სახეზე მოახვედრა, ბიჭმა სახე მაშინვე მოიწმინდა და განრისხებულმა ბრძანა:
-წამოათრიეთ!-მას მცველები მიცვივდნენ, გააკევეს და ცხენზე შეაგდეს. არ შეწინააღმდეგებია, მხოლოდ ხალხს უყურებდა და ხმამაღლა თქვა:
-ჩვენს დროში თავისუფლება ძალიან ძვირი ღირს, დიდი ხანი დამჭირდა ის რომ მომეპოვებინა,მაგრამ მე ახლა თავისუფალი კაცი ვარ,თქვენ კი მონები და უბადრუკი მსახურები ხართ, მეტი არაფერი.
  ახლა კი, სასახლის დილეგში მყოფი აგურის კედელს მიყრდნობოდა, ცას შესცქეროდა და უბრალოდ იღიმოდა. ერთი დღე გადიოდა რაც აქ მოეყვანათ, მთელი ამ დროის განმავლობაში მისთვის ერთი ჭიქა წყალიც კი არ მიეცათ,მაგრამ მათგან ისედაც არაფერი უნდოდა. ლოცვა დაიწყო, სიკვდილის წინ ცოდვების მონანიება სურდა, ჩადენილი ყველა დანაშაული გაიხსენა,აღიარა და მათ გამოც შესთხოვა უფალს პატიება. ღმერთის არასდროს სწამდა, მხოლოდ მაშინ იწამა,როდესაც თავისუფლებაზე დაიწყო ფიქრი და დასახულ მიზანსაც მიაღწია,თუმცა ჯერ ბოლომდე თავისუფალი კიდევ არ იყო. მაგრამ რატომ მიიჩნევდა თავს თავისუფლად? იქნებ იმიტომ,რომ უფალთან მიმავალი გზა ეპოვნა და ნელ-ნელა ამქვეყნიურ დამაბრკოლებელ ბორკილებს შორდებოდა, ნელ-ნელა იხსნიდა მაჯებზე შებმულ ჯაჭვებს და ხელებსაც ითავისუფლებდა?
  მთელი ღამე ლოცულობდა, ფსალმუნები დაესწავლა და მათ კითხულობდა,თანაც ცას შესცქეროდა,მაგრამ იქ ჯოჯოხეთის კარიბჭეს სულ არ ხედავდა. დილა იყო დილეგის კარების ღრჭიალი რომ გაისმა, მასთან ორი მცველი შევიდა,ხელები ძლიერად მოჰკიდეს და ფეხზე წამოაგდეს,ოთახიდან გაიყვანეს და მეფესთან განსასჯელად შეიყვანეს.
  უზარმაზარი დარბაზი იყო. კედლებზე ჩირაღდნები ჩამოეკიდათ, მათ წინ კი უზარმაზარი სვეტები აღმართულიყო,რომელთა ჩრდილები ბეტონის იატაკზე გაწოლილიყვნენ და ცეცხლის შუქზე ავისმომასწავლებლად ლაპლაპებდნენ,თითქოს სასიკვდილო ცეკვას ცეკვავენო. დარბაზში ოც კაცამდე შეკრებილიყო, ალბათ დიდებულები და წარჩინებული პირები იქნებოდნენ, განსასჯელმა ყველას მოავლო თვალი,მათ შორის კი დარბაზის ბოლოში მეფის ტახტთან მდგომ უფლისწულსაც შეხედა, შემდეგ კი მზერა მედიდურ სავარძელზე და მასში მჯდარ გაბღენძილ, თვითკმაყოფილ ხელმწიფეზე გადაიტანა. მისი ვითომდა ჩაფიქრებული სახის დანახვისას სახეზე ღიმილი გამოესახა. მაშინაც იღიმოდა,როდესაც ხელი გაუშვეს და მეფის წინ მუხლებზე დააგდეს.
-ის არის?-მეფემ ვაჟს ჰკითხა, ბიჭმაც თავი დაუქნია. კაცმა ტახტზე წამოიწია და დამნაშავეს დაკვირვებით დახედა.ის ისევ იღიმოდა.
-გავიგე ჩემი შვილისთვის, შენი უფლისწულისთვის შეურაცხყოფა მიგიყენებია, ამას უარყოფ?
-ვუარყოფ იმას,რომ მე ჩემს უფლისწულს მივაყენე შეურაცხყოფა,მაგრამ ვადასტურებ მას,რომ შენი შვილი ნამდვილად შევურაცხვყავი - მან ბიჭის სახეზე აღბეჭდილ მძვინვარებასა და ბრაზს შეხედა,შემდეგ კი დიდებულების ჩურჩულს მიაყურადა და ცალყბად ჩაიღიმა.
- მას არ აღიარებ შენს უფლისწულად, მე კი შენ მეფედ, ასეა სულელო?
- სულელი მაშინ ვიქნებოდი თქვენ, შენ და შენს ამპარტავან, თვითკმაყოფილ შვილს ჩემს ხელმწიფეებად რომ გაღიარებდეთ.-მისკენ მცველები დაიძრნენ,მაგრამ მეფემ ისინი ხელის მოძრაობით შეაჩერა.
-ამისთვის იცი რა მოგელის?!-უთხრა გაბრაზებულმა-იმაზე უფრო სულელი ყოფილხარ, ვიდრე წარმომედგინა.
-რას მიზამთ, მომკლავთ?-მან გაიცინა-მომკალით, მე სიკვდილის არ მეშინია,ჩემს თავთან მართალი კაცი ვარ, სიკვდილის ადრე მეშინოდა,მაშინ, როდესაც ახლობლები და საყვარელი ადამიანები მყავდა დასაკარგი,მაგრამ ახლა პირიქით, ის ძალიან მაინტერესებს,ნეტავ რა არის მეორე მხარეს? სიკვდილის მათ გამო მეშინოდა,ვინც შენ და შენნაირმა თვითმარქვიებმა წამართვით, ჩემი თავისთვის კი არ მეშინია.
-ბედავ და მეფეს, უზენაეს ხელმწიფეს თვითმარქვიას უწოდებ?!-კაცი სკამიდან წამოვარდა-იცი,რომ ჩემი მეფობა ღვთის მიერაა დადგენილი?
-ეს ისტორიიდანაც კარგად ვიცი, შენ არც პირველი მეფე ხარ და არც უკანასკნელი,  სხვადასხვა მეფის შესახებ ბევრი წყარო და თქმულება წამიკითხავს, მათ მათი მემატიანეები და ჟამთა აღმწერები მუდამ ხოტბას ასხამენ, მათ ნამდვილ გმირებად და ღირსეულ პიროვნებებად აღწერენ და მოიხსენიებენ, ამას ასწავლიან ბავშვებს სასწავლებლებში, მეც ეს ვისწავლე და მუდამ მჯეროდა,რომ მეფისთვის უნდა მემსახურა და ეს იყო ადამიანის მისია,მაგრამ ეს სისულელეა, სისულელე და მეტი არაფერი! განა შენ ასრულებ შენს მისიას? ზრუნავ ხალხზე და ცდილობ აღასრულო და დაემორჩილო ღვთის ნებას? თავი აირიდო ცოდვის ჩადენისაგან და სიწმინდე შეინარჩუნო? თუ ასე გწამს ღმერთის მაშინ ის მითხარი, რატომ არ იცავ ოჯახის სიწმინდეს და რატომ არ ხარ შენი ცოლის ერთგული?!
 მეფემ კაცს სილა გააწნა, სულ აწითლებულიყო, გაშმაგებისგან ბრდღვინავდა, სუნთქვაც გახშირებოდა.
-როგორ ბედავ?!-იღრიალა გამძვინვარებულმა.
-რამდენიმე თვის წინ ჩემი და, ჩემი ერთადერთი და შენმა ხალხმა წამართვა-მან კუთხეში მდგარ მეფის დაცვის უფროსს ზიზღით შეხედა-მან-მან კაცზე თითით ანიშნა-მან გამომტყავა ჩემი ერთადერთი და, ასე მითხრა, ეს ქალი მეფეს ძალიან მოეწონა და თავისთვის უნდაო-შეხედა თუ როგორი ღრმა და დაუმალავი შიში აღებეჭდა ხელმწიფეს,მის სახეზე ყველაფერს ამოიკითხავდი სინანულისა და სირცხვილის გარდა,-მეძავად წაიყვანე ჩემი და, კიდევ რამდენს მოექეცი ასე?! მითხარი! - უკვე ისიც ღრიალებდა-და ამაზე ვინმე რაიმეს დაწერს? განა მომავალი თაობა, განა შთამომავლობა გაიგებს ამის შესახებ? სულელი უნდა იყოს კაცი,რომ დაიჯეროს იმის,რასაც მემატიანეები წერენ,რადგან რომ უნდოდეთ ცუდს მაინც ვერ დაწერენ, ამას ვერ გაბედავენ იმიტომ,რომ იციან წინააღმდეგ შემთხვევაში მათ თავს მოჰკვეთავენ და მათ ნაშრომსაც დაწვავენ, სხვას არც დააწერინებენ, როგორ შეიძლება ყველა მეფე წმინდა იყოს და ყველა ასრულებდეს უფლის მიერ დადგენილ კანონებს? პირიქით, ერთი დიდი ნაძირლები ხართ და მეტი არაფერი, მე სიმართლეს ვამბობ, შეიძლება მართლაც არსებობდნენ ისეთი მეფეები,რომლებმაც ჭეშმარიტად ღირსეულად იმსახურეს,მაგრამ ასეთი ძალიან ცოტაა, შენ კი ასეთი ნამდვილად არ ხარ, მითხარი რატომ უნდა დაგემორჩილო? იმიტომ,რომ არ მომკლა? იმიტომ,რომ კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლის წართმევით არ დაიმძიმო სული? მაგრამ შენ ხომ ჩვენ ადამიანებად არ აღგვიქვამ, უფრო მონას გვიწოდებ, განა მონის სიცოცხლე რამედ გიღირს?-მან ისევ გაიცინა-მიდი, მომკალი, ასე მაინც მოვიპოვებ თავისუფლებას და ალბათ ეს შენ მიერ ჩადენილი ერთ-ერთი საუკეთესო საქციელი იქნება, როგორც გითხარი მე სიკვდილის არ მეშინია, მეტიც ის ძალიან მაინტერესებს, დედაჩემი გარდაიცვალა, მამა კი იმის გამო მომიკვდა,რომ  შენი და შენი შვილის-მან ეს ზიზღით წარმოთქვა-ბატონობას საფრთხე არ დამუქრებოდა, გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე შენი უბადრუკი სახელისთვის,მაგრამ ალბათ მისი არსებობის შესახებაც კი არ იცი, ისიც ხომ მონა იყო. მერე ჩემი დაც წამართვი, ამ ყველაფრის შემდეგ კი სიკვდილის უნდა მეშინოდეს? ამის შემდეგ უფალთან შეხვედრის გამო უნდა მაკანკალებდეს? მე არა, ეს შენ უნდა თრთოდე შიშით,რაო, დამუნჯდი მეფეო, ვერ ეგუები, არა, ერთ-ერთმა მონამ სიმართლე რომ თქვა,აღიარა და თავის თავს თავისუფალი კაცი უწოდა? - მან თვალი ხალხს გადაავლო,ყველა დამუნჯებულიყო- თქვენც მონები ხართ,თავი რამეთი ვინმეზე მეტი  გგონიათ? არა, ასე არაა.-ისევ მეფეს შეხედა-მიდი, მომკალი, შენ ხომ ღირსეული კაცი არ ხარ მართალი სიტყვა რომ გაახარო და აღმოაცენო, რაღას ელოდები?
-მოკალით, ახლავე თავი მოჰკვეთეთ ამ მასხარას!-იღრიალა ხელმწიფემ. კაცს მცველები მიცვივდნენ და წამოაყენეს, გარეთ გათრევას უპირებდნენ,მაგრამ მეფემ ბრძანა:- აქვე მოკალით, რათა ყველამ ნახოს თუ რა მოუვა მას,ვინც ღვთის ნების წინააღმდეგ წავა და თავის მეფეს უარყოფს.
  დაცვის უფროსმა მახვილი იშიშვლა, მჭრელმა ფოლადმა ჰაერი გაკვეთა. ის მაინც იღიმოდა.
-მადლობა უფალო-თვალები დახუჭა და ყველაფერი სიბნელემ შთანთქა,მაგრამ სანატრელი თავისუფლების მოპოვების განცდით გამოწვეულ ემოციას ვერაფერი შთანთქავდა და გაღვივებულ ცეცხლს ვერაფერი ჩააქრობდა.

 და მაინც რა არის თავისუფლება? მას ადამიანები სხვადასხვანაირად ხსნიან და განმარტავენ:
სინამდვილეში ადამიანთა უმეტესობას არ სურს თავისუფლება,რადგან იგი პასუხისმგებლობას მოიცავს. ადამიანთა უმეტესობა კი გაურბის პასუხისმგებლობას!-ზიგმუნდ ფროიდი.
გაათავისუფლე საკუთარი თავი სხვისი აზრების ზემოქმედებისაგან. არავის,მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია მოვუტანოთ ჩვენს თავს თავისუფლება.-ბობ მარლი.
ადამიანთა თავისუფლებას მხოლოდ ის დაეუფლება,ვინც მის სინდისს დაამშვიდებს.-თედორე დოსტოევსკი.
ვისაც თავისუფლება ყველაფერს ურჩევნია,იმან უნდა გაბედოს თავის მოკვლა.-თედორე დოსტოევსკი.
ჭეშმარიტი თავისუფლება ცოდვათაგან გათავისუფლებით მიიღწევა.-ილია II.
მე გამოთქმულ აზრებს თავისუფლების ორ,ჩემეულ ახსნებს დავუმატებ:
იყო თავისუფალი და ამავდროულად მეფის ღირსეული მსახური - ეს შეუძლებელია.
უფლის მსახურება და სულის განწმენდა ეს გზაა თავისუფლებამდე.












Sunday, November 8, 2015

უსახლკარონი-გარდატეხა


 -კამილ,კამილ...
  წუილი...მე მსუბუქი ვარ,როგორც ბუმბული,რომელიც ციდან ნაზად, აუჩქარებლად ვარდება დაწყევლილ მიწაზე და ეცემა, როგორც წვიმის წვეთი...მე ფრენა შემიძლია, მე დავფრინავ, მამა...ირგვლივ წყალია... მდინარე...მდინარეში ვეშვები,წყალში ვვარდები. სასიამოვნოა,როგორ ეხება ჩემი თითები წყლის წვეთებს, თითქოს... ვგრძნობ, თითოეულ წვეთს ვგრძნობ,თითქოს დრო შეჩერებულა... საოცარია წყალზე ტივტივი,მამა... გვერდით ვიხედები,ვიღიმი, ისიც იღიმის,ის ჩემ გვერდითაა, ნიკი ისევ ჩემთანაა.
-კამილ!
დედაც აქაა, ჩემ მარჯვნივ, ისიც წყალზე წევს.სამივენი, უბრალოდ ვწევართ და ვიღიმით. დეივი, მისი ხმა... შეშინებულია... აქ კარგია,ძალიან კარგია. დედამ დაიძინა, უბრალოდ ძინავს,ტივტივებს. მამა ისევ იღიმის, რა კარგია მათი ნახვა. ბედნიერი ვარ... ვიღიმი, მამაც თვალებს ხუჭავს. მეც... საოცარია ცა როგორ იქცევა მთვარედ, კოსმოსის უკიდეგანო წყვდიადის ერთადერთ მნათობ წერტილად. ეს საუცხოოა. სიბნელე, მომწონს, აქ სიმშვიდეა.

-სასწრაფოში დარეკეთ!-იღრიალა შონმა და ძირს უგოგონოდ მწოლიარე კამილს მივარდა.-კამილ!-ძლიერად შეანჯღრია. სასოწარკვეთილმა დეივს შეხედა. მამას შვილი ძლიერად ჩაეკრა გულში და ორივენი ჩუმად ცხარე ცრემლით ტიროდნენ. დეივმა თავი გააქნია, ორივე თვალიდან უწყვეტად მოსდიოდა ცრემლები. შონმა ქალის მაჯა აიღო და ორი თითი დაადო, არაფერი, სრულებით არაფერი.
-არა! არა!-იყვირა გამწარებულმა-არა,კამილ,არა, არ მოკვდე,გთხოვ,არა,ღმერთო,არა! - კაცმა სიმწრისგან ვერც გაიაზრა თუ როგორ აუცრემლიანდა თვალები.იგი თავს აქეთ-იქით უაზროდ აქნევდა,თანაც ხელით ქალის თავი დაეკავებინა.-არა,კამილ,არა...-ხელი სახეზე ჩამოუსვა,უკვე ძლიერადაც ატირდა. მისი და დეივის სასოწარკვეთილი თვალები ერთმანეთისას შეხვდნენ, სიტყვები ზედმეტი იყო, ერთმანეთის ყველაზე უკეთ ახლა მათ ესმოდათ, სხვადასხვა ფერის თვალები თითქოს ერთნი, ნაცრისფერნი გამხდარიყვნენ,ერთნაირი ჭრილი, ერთნაირი გუგები, მათში მხოლოდ ერთი რამ იკითხებოდა, ორივეს თვალები ენით აუწერელ სევდას გადმოსცემდნენ,მაგრამ წამიერად... წამიერად შონის თვალები შეიცვალნენ, ღრმად მის თვალებში ძირს დავარდნილი კამილი და სასოწარკვეთილი მამა-შვილი აღარ ჩანდნენ, ის ჯეიმი როქსის უყურებდა,კაცი მის წინაშე იდგა და სასხლეტს თითს ძლიერად აჭერდა,მან ისროლა. კამილის სუნთქვაც კი ესმოდა,თუ როგორ შეიცვალა ის ტყვიისა და სხეულის ჭიდილში. პოლიციის კაპიტანმა თავის ხელს დახედა, ძირს ედო, ხელის მომუშტვას ცდილობდა,ფრჩხილები იატაკს ძლიერად ეხახუნებოდნენ, კაცს მათი ხმაც ესმოდა, ხედავდა თუ როგორ გამალებით ფეთქავდა მტევანზე შუა ძარღვი,თითქოს კანიდან ამოვარდნასა და ამოგლეჯას ცდილობსო. თითოეული ნერვი,თითოეული უჯრედი გრძნობდა იმას,რასაც სული განიცდიდა. იქვე,კამილის ფეხთან შონის იარაღი ეგდო, მას შეხედა.თითქოს ყველაფერი გაიფანტა,მხოლოდ იარაღი დარჩა და კიდევ კაცი,რომელმაც სასხლეტს თითი გამოჰკრა. შონმა იარაღს ხელი ჩაბღუჯა,ძლიერად ჩაბღუჯა. უეცრად იმ ვეფხვივით წამოხტა, თავის მსხვერპლზე შეტევას რომ გეგმავს, წარმოუდგენელი სისწრაფით ჯეიმი როქსის გვამთან გაჩნდა. ლულა მიუშვირა და სახეში იმდენი ტყვია დააჭედა,რამდენიც მჭიდში ედო. შუბლზე ძარღვი დასჭიმოდა.
-კაპიტანო,რას აკეთებთ?!-მას პოლიციელები მივარდნენ,პისტოლეტი ხელიდან გააგდებინეს.შონი არ შეწინააღმდეგებია,სასროლი ისედაც აღარაფერი დარჩენილიყო.
ძლიერად შებოჭეს და ჯეიმის დასახიჩრებულ გვამს მოაშორეს. თითქოს ამას უნდა ემუშავა, როქსის დამახინჯებული სახის დანახვისას გაჩენილ სიხარულის განცდას ყველაფერი უნდა გადაეფარა,შვება უნდა მოეგვარა,მაგრამ ასე არ მოხდა,თითქოს არაფერი შეიცვალა,პირიქით, შონმა თავი რატომღაც უფრო ცუდად იგრძნო, გაოგნებული უყურებდა თუ როგორ იყვნენ შემოხვეულნი პოლიციელები როქსის გვამს,რაღაცას აფარებდნენ. თავი შეატრიალა, დაინახა თუ როგორ ცდილობდა დეივი ნიკის დამშვიდებას, რაღაცას უხსნიდა, ეუბნებოდა,რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.
  შენობაში ვიღაცები შემოცვივდნენ. ფორმისა და აღჭურვილობის მიხედვით თუ ვიმსჯელებდით სასწრაფო დახმარებიდან უნდა ყოფილიყვნენ. დეივს რაღაც უთხრეს, ეტყობა აქედან მოგვშორდიო,რადგან ის კამილს მაშინვე გაეცალა.თითქოს ყვიროდნენ,მაგრამ შონი მათ სიტყვებს ვერ არჩევდა, მხოლოდ საშინელი წუილის ხმა ჩაესმოდა ყურებში. საყელოს ღილი შეიხსნა. კედელთან მივიდა და ცალი ხელით მიეყრდნო. ღრმად სუნთქავდა. ცოტა რომ მოეშვა კედელს შუბლი მიადო, მუშტი კი ძლიერად მიარტყა. თავი გააქნია, ბეტონის კედელს უფრო ძლიერად დაარტყა, ისევ გახშირებულად სუნთქავდა.
-არა!-კედელს კვლავაც მთელი ძალით დაარტყა, სისხლიც კი წამოუვიდა.
-ჩქარა...-შორიდან სუსტად მოესმა,მაგრამ ხმადაბალი გადაძახილი ნამდვილად არ იქნებოდა. კამილი მიჰყავდათ, საკაცეზე ესვენა და გარეთ უგონო გაჰყავდათ. ცხვირ-პირზე რაღაც ეკეთა, ერთ-ერთ ქალს კი ხელში რომელიღაც სამედიცინო ხელსაწყო ეჭირა.დეივი იქვე იდგა,შვილი მიეხუტებინა და საკაცეზე მწოლიარე  კამილს ცრემლმორეული უმზერდა. შონი მაშინვე მისკენ გაიქცა.
-ცოცხალია?-შორიდანვე დაუძახა.დეივმა თავი დააქნია.
-ჰო,ცოცხალია.
-მადლობა ღმერთს,მადლობა ღმერთს.-პოლიციელმა შვებით ამოისუნთქა.
-ძალიან მძიმედაა,შონ. იმედი არ აქვთ რომ გადარჩება.-კაცმა სტივენსონს ხელი მხარზე მოჰკიდა.
-ის არ მომკვდარა,ეს არის მნიშვნელოვანი.- დეივმა თავი დააქნია.-მათ რატომ არ გაჰყევი?
-უფლება არ მომცეს,ხელს შეგვიშლით,უკან მანქანით გამოგვყევითო.
-ჰო,წავიდეთ,ტარებას შეძლებ?
-მგონი კი. - მანქანისკენ დაიძრნენ, შონმა კანონი დაარღვია და საპატრულო სირენები ჩართო. გზატკეცილზე სასწრაფო დახმარების მანქანასაც დაეწივნენ,მაგრამ საავადმყოფოში შესულებს კამილი უკვე საოპერაციოში დახვდათ.
-გთხოვთ დაელოდოთ.-მათ უთხრა მიმღებში მომუშავე გოგონამ და ხელით სკამებისაკენ ანიშნა.
-არ უნდა წამომეყვანა.-სინანულით თქვა შონმა.
-მას კარგად ვიცნობ,მაინც წამოვიდოდა.
-ჯიუტი გოგოა,იმედია ახლა არ დაიხევს უკან.
-მამა, დედიკო კარგად იქნება,ხომ?-იკითხა ნიკმა.
-კი,კარგად იქნება.-დეივმა მუხლებზე დამჯდარ შვილს თავზე აკოცა და გულში ძლიერად ჩაიკრა.
  ყველა დუმდა... ხმის ამოღებას ვერავინ ბედავდა. საათის ისრებიც არა და არ გადაადგილდებოდნენ, თითქოსდა ერთ სანტიმეტრზე გადაწევას მთელი ერთი საათი სჭირდებოდა. ხან რომელიმე წამოდგებოდა და აქეთ-იქით ბოლთას ცემდა,ხან მეორე მიეყრდნობოდა კედელს და უაზროდ სიცარიელეს, ანდა საათის უმოძრაო ისრებს გახედავდა. ნიკიც კი დუმდა,არადა იგი სულ,გაუჩერებლივ ლაპარაკობდა ხოლმე. პატარა იყო,მაგრამ უკვე ბევრი იცოდა,ბევრი ენახა,ბევრი მოესმინა. ვინ იცის, შეიძლება კამილის ამბავმა მასზე კარგადაც იმოქმედა, ახალმა შოკმა წინა საშინელი განცდები გადაფარა და წამიერად მაინც დაავიწყა ეს ყოველივე, ახლა ხომ მამის მკლავებში იყო. იცოდა,რომ ის მუდამ,ყველგან და ყოველთვის დაიცავდა. მის გვერდით იყო შონიც,პოლიციის კაპიტანი,მაგრამ ყველაზე დაცულად თავს იმიტომ გრძნობდა,რომ იცოდა ისინიც იმას გრძნობდნენ და განიცდიდნენ, რასაც თავად გრძნობდა.იცოდა,რომ მათ ყველაზე უკეთ ესმოდათ მისი, თითქოს ყველანი ერთ ოთახში იყვნენ გამომწყვდეულნი, საკუჭნაოს კარებთან ბუა იცდიდა,მაგრამ ისინი მაინც ერთად იყვნენ,როგორც სამი მუშკეტერი,რომლებიც აუცილებლად დაამარცხებდნენ ბუას,რაც არ უნდა დიდი და საშიში ყოფილიყო.
 
 თვალს ვახელ... სიბნელიდან ნათელში გავდივარ,ძალიან ნათელში.ცა აღარაა ისეთი,როგორიც იქ,მდინარესთან იყო... ეს სულ სხვა ცაა,უფრო ბნელი,უფრო მოღრუბლული, უფრო სასტიკი და უფრო საშინელი.არ მომწონს ეს ცა,საშინლად არ მომწონს... მცივა, ძალიან მცივა...ისეთი სინათლე არაა,მე რომ მეგონა.თითქოს ბნელა,თითქოს საღამოა,მე კი მცივა, ძალიან მცივა... მინდა ხელებში ჩავისუნთქო,იქნებ გავთბე, ხელებს ვშლი... ხელში რაღაც მიჭირავს, პური, ძველი,გამხმარი პური... მშია,ძალიან მშია... პურს ვციცქნი,ძველია,მაგრამ გემრიელია, კარგი,არც ისე გემრიელია,მაგრამ მე მომწონს... რატომ მომწონს ძველი,გამხმარი პური? რატომ მცივა?... მცივა,ისევ მცივა,უფრო ძლიერად მცივა, ასე არასდროს შემციებია,ეს სულ სხვაა, ეს მხოლოდ ამინდი არაა,ეს სულიერი სიცივეა. მარტო ვარ,თითქოს მარტო ვარ... ირგვლივ არავინაა, სრული სიცარიელე,მე და ჩემი გამხმარი პური... ვიღაც მორბის, ნაბიჯების ხმა მესმის... ვხედავ,შორიდან ვხედავ,პატარა ბიჭია,ჩემი ტოლი უნდა იყოს... ხუჭუჭა თმა აქვს, აქეთ,ჩემთან მოდის... უხმოდ ჩერდება, ვინ არის? ვიცნობ?
-შენც უსახლკარო ხარ, ხომ?-მეკითხება.
-კი.-აკანკალებული ძლივსღა ვპასუხობ.
-წამოდი,წამომყევი.-ხელს მიწვდის.
-სად?
-ჩემთან,არ თბილა, მაგრამ ამასთან შედარებით სითბოა, თან წვიმისგანაც დაცული იქნები. წამოდი, ნუ გეშინია.
ხელს ვკიდებ, უცნაურია, თითქოს უდიდესი სითბო ვიგრძენი, გული გამითბა. მივყვები,სად არ ვიცი,მაგრამ მივყვები.

  შონს მრავალ ოპერაციაში მიუღია მონაწილეობა, კარიერის დაწყებისას საათების განმავლობაში მოთვალთვალე მანქანაშიც მჯდარა, საოპერაციოში შეყვანილ დაჭრილ მეწყვილესაც დალოდებია,მაგრამ ისე არასდროს გაწელილა მოლოდინის ჟამი,როგორც ახლა.
-ლიბედს როდის დაურეკავ?-სიჩუმე შონმა დაარღვია.
-არ ვიცი.-უპასუხა დაღონებულმა დეივმა.-ძალიან რთულია,როგორ ვუთხრა, რომ პირობა ვერ შევასრულე და მისი ქალიშვილი ვერ დავიცავი, ამის გამო კი ახლა სიკვდილს ებრძვის, ეს არ შემიძლია.-შონმა საათს შეხედა.
-უკვე რამდენიმე საათია, რაც საოპერაციოში ჰყავთ. ცუდი ამბავი რომ ყოფილიყო ამდენი ხნის განმავლობაში უთუოდ გაგვაგებინებდნენ.
-ჰო,ალბათ. ისე, რა არის ცხოვრება, ადამიანი ბოლო იმედს ებღაუჭება, ხშირად იმეორებს იმას,რისი მოსმენა და გაგონებაც უნდა,მხოლოდ იმიტომ,რომ დაიჯეროს ის,რისიც არ ჯერა.
-შენ ხომ გჯერა,რომ კამილი გამოძვრება,არა?
-არ ვიცი, არ მინდა ჩემ თავს ფუჭი იმედები მივცე და დავიჯერო ის,რაც არ მოხდება.
-ასე ნუ ამბობ,დეივ,-შონმა კაცს მხარზე ხელი მოჰკიდა.-მისმინე,კამილი ძლიერი ქალია, ის იცოცხლებს,ამ ყველაფრიდან აუცილებლად გამოძვრება,ეს ასე იქნება,დამიჯერე.
-და რომ ვერ გადარჩეს, რომ დანებდეს?
-არ დანებდება,დეივ, ის ამას არასდროს გააკეთებს. დიდი ხანია რაც ამ სამყაროში ვცხოვრობ, ბევრი ადამიანი მინახავს და ბევრი შემხვედრია, მაგრამ მასავით ძლიერს მხოლოდ ცოტას თუ ვიცნობ.
-თავს ვერ დავიიმედებ იმით,რომ ის გადარჩება,რადგან თუ ასე არ მოხდება ეს უფრო დიდ დარტყმას მომაყანებს. ახლა ჩემს შვილზე უნდა ვიზრუნო,ისედაც ამხელა დარტყმა მიიღო, ახლა კიდევ ეს, მისთვის უფრო ძლიერი უნდა ვიყო, მას როგორ დავეხმარები და როგორ ვანუგეშებ, თუ მე თვითონ ვიქნები გასამხნევებელი.
-ალბათ სადღაც მართალიც ხარ, ვინ იცის.
-ექიმი,ექიმი!-დაიყვირა ნიკმა და უფროსებს თითით თეთრხალათიან კაცზე მიანიშნა. იგი მათკენ მოდიოდა. სამივენი ფეხზე წამოდგნენ.
-როგორა არის,ცოცხალია?-ჰკითხა შონმა.
-დიახ.-ექიმმა თავი დააქნია.
-ღმერთო.-დეივმა ამოისუნთქა.
-მაგრამ...
-რა მაგრამ?
-ძალიან მძიმედაა, ვერანაირ იმედს ვერ მოგცემთ, უბრალოდ დაგპირდებით,რომ ჩვენ რაც შეგვეძლება ყველაფერს გავაკეთებთ.
-ასე ცუდადაა?-დანაღვლიანებით იკითხა პოლიციელმა.
-სამწუხაროდ.რეამინაციაში წევს,ახლა ყველაფერი მასზე და მის ორგანიზმზეა დამოკიდებული. მაპატიეთ.-თქვა და კაცებს გაეცალა. შონმა დეივს ხელი მხარზე გასამხნევებლად დაადო, მერე კი გადაეხვია და გულში ძლიერად ჩაიკრა. კაპიტანმა ცრემლების შეკავება მოახერხა, რაც დეივს არ გამოუვიდა.
-დედა ხომ იცოცხლებს, ხომ არ მიგვატოვებს?-ცრემლმორეული,შეშინებული ხმით იკითხა პატარა ნიკმა. დეივმა ცრემლები შეიშრო და შვილთან ჩაიმუხლა.
-ის ცოცხალია, ხომ გაიგე ექიმმა რაც თქვა.-ბიჭმა თავი დააქნია.-ახლა ესაა მთავარი. მოდი ჩემთან.-მამა შვილს ჩაეხუტა,თავზე ხელი მოჰხვია, შემდეგ კი ნაზად აკოცა, ნიკმაც დეივს კისერზე ძლიერად შემოჰხვია ხელები და დასევდიანებული თვალებით შონს ახედა,რომელიც დანაღვლიანებული და გულგატეხილი უმზერდა ამ ყოველივეს.

 სადღაც, ძველ, მიტოვებულ, დანგრეულ შენობაში ვართ, მე და ის ბიჭი, ის ხუჭუჭა უცნობი.
-მე ემანუელი ვარ,შენ რა გქვია?-მეკითხება, მე კი არ ვიცი რა ვუპასუხო. უცნაურია,ვფიქრობ,მაგრამ ჩემს სახელს ვერ ვიხსენებ. რა მქვია? რატომ არ მახსოვს ჩემი სახელი?
-არ ვიცი.-მხოლოდ ამას ვპასუხობ,არც ვტყუი,მართლა აღარ მახსოვს ჩემი ვინაობა,თითქოს რაღაც მაგიურმა ძალამ საიდანღაც ქუჩაში გამაჩინა და ეს უცნობი ხუჭუჭა ბიჭი გამომიგზავნა, დანარჩენი კი ბურუსში ჩაკარგულიყო.
-როგორ თუ არ იცი?
-სახელით ჩემთვის არავის მოუმართავს,არ ვიცი საიდან მოვდივარ,ვინ ვარ-ვგრძნობ,როგორ ნელა წყდება ცრემლი ჩემს წამწამებს,ლოყას ეცემა და ნელა იწყებს დინებას.
-არა,გთხოვ,ნუ იტირებ.შენ ამიერიდან- კამილი იქნები. ერთ ჩემს მეგობარს ერქვა ასე,მოგწონს?- კამილი,თითქოს ეს სახელი საიდანღაც მეცნობა, მომწონს,ძალიან მომწონს.
-კი-ვეუბნები და მას ვეხუტები,თითქოს ეს ბიჭი ჩემთვის უცხო აღარაა,პირიქით ასე მგონია მთელი ჩემი ცხოვრება მასთან ერთად მაქვს გატარებული,რატომ ვფიქრობ ასე?

 დეივი მოსაცდელში კედელს მიყრდნობოდა, ხელში მობილური ეჭირა, ეკრანზე გამოსახულ ლიბედის ნომერს დასცქეროდა,მაგრამ ღილაკზე თითის დაჭერა უჭირდა. სახე გაქვავებოდა,მაგრამ მასზე უამრავი ემოცია აღბეჭვდოდა, ალბათ ყოველი მოქანდაკე თუ მხატვარი ისურვებდა ამ კაცის ნახვას და მისი გრძნობების სამარადჟამოდ აღბეჭვდას. ძნელია აღწერო ის,რასაც საბრალო კაცი გრძნობდა,მაგრამ არც თავად იცოდა თუ რას განიცდიდა, კამილი მხოლოდ მისი მეუღლე არ იყო, ის მისი საუკეთესო მეგობარი, ზოგჯერ დამრიგებელი, მისი შვილის დედა, საოცნებო ქალი და მისი სულის ნაწილი და მეგზური იყო. ერთმანეთის უსიტყვოთ ესმოდათ, აზრის გამოსახატავად თითოეული მიმიკაც კი საკმარისი იყო, დეივი თავს მხოლოდ მაშინ გრძნობდა სრულყოფილად,როდესაც თავისი მეუღლის გვერდით იმყოფებოდა. სიხარულითა და ბედნიერებით ივსებოდა მაშინ,როდესაც თავისი ცოლის უმშვენიერესი ღიმილის მოწმე და მნახველი ხდებოდა. მას ყველაფერი ჰქონდა ამ ცხოვრებაში, ჰყავდა ლამაზი და ჭკვიანი მეუღლე, ზრდილობიანი და გონიერი შვილი, კარგი სამსახური, მერე რა,რომ გავიდოდა წლები და მის სახელს დაივიწყებდნენ, სამაგიეროდ დეივ სტივენსონის სახელი დარჩებოდა და იარსებებდა იმ ადამიენების გულებში, ვინც მას უყვარდა და ვის გამოც განიცდიდა და ახლა ეს ყველაფერი შეიძლებოდა წარსულში დარჩენილიყო, შეიძლებოდა მას კამილი დაეკარგა და მასთან ერთად თავისი უდიდესი ნაწილიც ჩაჰბარებოდა წარსულს,რასაც იგი ვეღარასდროს აღიდგენდა და გაიმთელებდა.
  კედელს მიყრდნობოდა და მობილურს დასცქეროდა. გამდებაობა მოიკრიბა,ჩაისუნთქა და ღილაკს თითი დააჭირა,ტელეფონი ყურთან მიიტანა. დაელოდა ზუმერი როდის დამთავრდებოდა,მაგრამ არ უნდოდა ოდესმე იგი დამთავრებულიყო. ლიბედის ხმა მალევე გაისმა.
-დეივ,როგორ ხართ, ტელევიზორში მოვისმინე,რომ მანდ სროლა ამტყდარა, ნიკიროგორა არის, იპოვეთ?
-კი, ის ჩემთანაა.
-მადლობა ღმერთს,მოიცადე-ქალს თითქოს დაეჭვება დაეტყო-გახარებულს არ ჰგავხარ,რა მოხდა?-დეივი დუმდა.
-დეივ,რა მოხდა?!
-კამილი...
-რა კამილი, რა მოუვიდა ჩემს შვილს?
-საავადმყოფოში ვართ...კამილი...კამილი მძიმედაა.
-რა?! რა მოხდა?
-მას ჯეიმი როქსიმ ესროლა.
-არა,ღმერთო,ცოცხალია?მითხარი რომ ცოცხალია!
-კი,ცოცხალია,მაგრამ...
-რომელ საავადმყოფოში ხართ?-დეივმა მისამართი უთხრა.-ახლავე წამოვალ!-თქვა და მობილურში ისევ ზუმერის ხმა გაისმა.

 ყვირილი,საშინელი ყვირილი, ვიღაც ყვირის,ნაცნობი ხმაა,ეს ხომ... ღმერთო, ეს ემანუელის ხმაა,ის ყვირის. ძირს ვიწექი,მაგრამ მაშინვე წამოვხტი, ღმერთო, ეს კაცი, ეს ხომ ის კეთილი კაცია 10 დოლარი რომ მოგვცა და ორი სხვა პიროვნება. ემანუელი დაუჭერიათ,გარეთ მიათრევენ,ისაა,ის ყვირის-გამიშვით,გამიშვითო! შემომხედეს,მეც შემამჩნიეს! იმ კაცს მივვარდი,მუშტებს ვურტყამ,მას ხომ ჩემი ემანუელის წართმევა უნდა,ძლიერია...ძალიან ძლიერია...მტკივა,ტკივილს ვგრძნობ,დამარტყა,მან დამარტყა...
  გონს მოვდივარ,მარტო ვარ,სრულიად მარტო ვარ,ის ერთადერთი მომტაცეს,ვინც გამაჩნდა. ემანუელი.. ჩემი ემანუელი,ჩემი ძმა,ჩემი საბრალო მეგობარი,ჩემი ერთადერთი მეგზური ამ ავბედით და სასტიკ სამყაროში. მას ვერ დავკარგავ, არ შემიძლია.ვგრძნობ, როგორ მინდა ავტირდე,როგორ ძლიერად მაწვება სევდა.
 -არააააა, ემანუელ! არაააა, გთხოვ ღმერთო, გთხოვ.-ტირილი დავიწყე,მთელი ღამეა რაც ვტირი. როგორ მოვძებნო? რისი გაკეთება შეუძლია პატარა მაწანწალა გოგოს? პოლიციაშიც არავინ მომისმენს,მაგრამ უნდა ვცადო, ეს ჩემი საბალო ემანუელის გამო უნდა გავაკეთო, იქ უნდა მივიდე, ეს ჩემი ბოლო იმედია.
  შენობაში შევდივარ,შიგნით უამრავი ხალხია, რა ვქნა, სად წავიდე, ვის ვთხოვო შველა?  ორი კაცი მოდის, გულზე სამკერდე ნიშნები უკიდიათ,მათთან მივრბივარ.
-გთხოვთ დამეხმარეთ, ის გაიტაცეს, ემანუელი გაიტაცეს - ვემუდარები,ვეხვეწები.
-აქედან მოშორდი ბინძურო! თორემ ძალით გაგაგდებ - მიყვირის ერთ-ერთი მათგანი, ადგილიდან არ ვიძვრი,ცრემლები ღაპაღუპით ჩამომდის.
-გთხოვთ-ისევ ვემუდარები,ისევ ვეხვეწები,ემანუელის დაბრუნებისთვის ყველაფერს გავაკეთებ,მე ყველაფრისთვისა ვარ მზად.
- აქედან მოშორდი! - პოლიციელმა მკლავში წამავლო ხელი,ჩემი გარეთ გათრევა უნდა,მაგრამ ამ დროს სხვა დეტექტივი გამოჩნდა, სხვანაირია,ამათ არ ჰგავს.კაცს ჩემზე ხელი გააშვებინა,ეტყობა კეთილი და კარგი კაცია.
- ბილ, ეს არ არის ჯელტმენობა, იმიტომ არ უნდა დასაჯო, რომ ის მათხოვარია - მან დეტექტივს მიმართა.
- ჯანდაბას შენი თავი, ამაზე პასუხს შენ აგებ, ნიკ! მთელ შენობას ნუ მოათხვრევინებ - ხელი გამიშვა და წავიდა.
- კარგად ხარ? ცოტა უხეშია,აპატიე,რა გქვია?-ეს კაცი,ეს კეთილი კაცი მეკითხება.
- კამილი.
- კამილ, მე ნიკ ბარნტონი ვარ,ნიკი დამიძახე - ის მიღიმის,თბილად მიღიმის-აბა, აქ რამ მოგიყვანა?
- ჩემი მეგობარი, ემანუელი გაიტაცეს - ვეუბნები და ცრემლებს ვიმშრალებ. ის კი მიღიმის,ისევ მიღიმის...

  დეივი,ნიკი და შონი კვლავაც საავადმყოფოს მოსაცდელში იცდიდნენ, აბა ლოდინის გარდა სხვა რა დარჩენოდათ.ლიბედი შენობაში შეშლილივით შემოვარდა, მისი გაბრაზება მათ დერეფნის ბოლოდანაც შენიშნეს. ქალი პირდაპირ შონს მივარდა, რტყმა დაუწყო.
-ეს შენი ბრალია! იქ არ უნდა წაგეყვანა,შენ გამოა ჩემი შვილი ასეთ დღეში!-დეივმა ქალი შონს მაშინვე მოაშორა. პოლიციის კაპიტანი ლიბედს თვალს ვერ უსწორებდა.
-გაჩერდი, ეს მისი ბრალი არაა-უთხრა დეივმა-ახლა ერთად უნდა დავდგეთ,ყველანი ერთად უნდა ვიყოთ,ეს მხოლოდ და მხოლოდ ჯეიმი როქსის ბრალია, იგი კი უკვე მკვდარია,გასაგებია? სხვა დამნაშავის ძებნა ჩემ ცოლს გონზე ვერ მოიყვანს და ფეხზე ვერ დააყენებს.
  ლიბედი ცოტათი დამშვიდდა, მხოლოდ ახლა შეამჩნია სკამზე თავისთვის მჯდომი შვილიშვილი.იგი მათ შეშინებული უცქერდა. ქალი მისკენ დაიძრა, ამის დანახვაზე ნიკიც ლიბედისკენ გამოექანა და მას ჩაეხუტა.
-ხომ კარგად ხარ?-ბიჭმა ბებიას თავი დაუქნია.
-შენ?
-მეც.-ქალმა შონს შეხედა.
-მაპატიე,უბრალოდ...
-მესმის.-კაცმა თავი დააქნია-ყველაფერი რიგზეა. მე დროებით დაგტოვებთ, საქმეები მაქვს,თუ რამე შეიცვლება დამირეკეთ.
-კარგი, გმადლობ ყველაფრისთვის-უთხრა დეივმა.
-უნდა გაუმკლავდე,შენს ოჯახს სჭირდები.
-ვიცი,ვიცი.
-დროებით-თქვა და გასასვლელისკენ დაიძრა,მალე თვალთახედვიდანაც გაუჩინარდა.

  დეტექტივს თავისთან მივყავარ, მან მე ტანსაცმელი მიყიდა. ღმერთო, როგორი კეთილი და კარგი კაცია. ლამაზი სახლი აქვს,ყველაფერი ძალიან ლამაზია. სახლში შევყავარ, სამზარეულოდან ქერა, ახალგაზრდა ქალი გამოდის, ისიც იღიმის ისევე,როგორც ეს დეტექტივი.
-გამარჯობა,როგორც ჩანს სტუმარი გვყოლია,რა გქვია?-თბილად,ღიმილით მეუბნება.
-კამილი-მეც ღიმილითვე ვპასუხობ.
-სასიამოვნოა,მე ლიზ ბარნტონი ვარ-ის ხელს მიწვდის, გესმით?! მე, ქუჩაში მცხოვრებ მაწანწალას მიწვდის ხელს,მის ხელს დავყურებ.
-მიდი-მეუბნება დეტექტივი,ქალს ხელს ვართმევ, ეს ისეთი სასიამოვნო და კარგია.-ლიზი ჩემი ცოლია-ამბობს კაცი. ქალი ისევ იღიმის,ნაზად,სასიამოვნოდ იღიმის.
-შემოდი-მეუბნება და მისაღებში შევყავარ- აბა ნიკ, ეს საყვარელი გოგონა როგორ გაიცანი?
  დეტექტივი ყველაფერს უყვება, გული მტკივა ამ ამბის მოსმენისას,მაგრამ ვუყურებ ამ ქალს, ვხედავ თუ როგორი წუხილი და სევდა აღებეჭდება სახეზე ყოველი სიტყვის მოსმენისას და გულში მიხარია, ბევრ ადამიანს შევხვედრივარ, ყველას ხელი უკრავს ჩემთვის,ყველას გავულანძღივარ, ყველას შევზიზღებივარ,მაგრამ არა ამ ხალხს, ესენი სხვანაირები, კარგები და სათნოები არიან. ალბათ როგორი ბედნიერი იქნება ბავშვი,რომელსაც ასეთი მშობლები ეყოლება, მშურს, მე ასეთი ბავშვების ნამდვილად მშურს...
  კაცმა თხრობა დაასრულა, ქალი მას დასევდიანებული უსმენდა.
-ოჰ, შე საწყალო-გულში ჩამიკრა,გესმით? ის მეხუტება მე, უსახლკარო, ბინძურ გოგონას,რომელიც მხოლოდ წვიმის დროს თუ დაიბანს, წვიმის დროს თუ მოიშორებს ქუჩის ჭუჭყს და წამიერად ჩვეულებრივ ადამიანად რომ იქცევა, მხოლოდ წამიერად, როდესაც წვიმს და როდესაც ყველა ერთნაირად სველდება ღვთის მიერ დაღვრილი ცრემლით.
-კარგი მისტერ დეტექტივო,საქმეებს მიხედეთ.მე პატარა გოგონას გავიცნობ, კამილი გქვია ხომ? -ღიმილით მეკითხება.
-დიახ.
-წამოდი კამილ,ცხელი ჩაი გინდა?- ჩაი, არ მახსოვს,არ ვიცი ეს რას ნიშნავს, საჭმელია, ტანსაცმელი?
-ეგ რა არის?
-ახლავე ნახავ-ხელს მკიდებს და სამზარეულოში გავყავარ. რაღაც სითხეს მასმევს, აი თურმე რა ყოფილა ჩაი,მომწონს,ძალიან მომწონს.
  უეცრად ვითენთები,მეძინება, ალბათ იმ ჩაის ბრალია,თანაც დაღლილი ვარ. ქალი მატყობს და მეუბნება,რომ ოთახში გავყვე. ლოგინზე მაწვენს, გადასაფარებელს მაფარებს,ჩემზე ზრუნავს,ვიღაც ჩემზე ზრუნავს, ბედნიერებისგან ტანში ჟრუანტელი მივლის. მე კი კარგად ვარ,მაგრამ ნეტავ ჩემი ემანუელი როგორაა, ანდა სადაა? მაგრამ მე ამ კაცის მჯერა, ის დამპრდა,რომ მას იპოვნიდა, არ მომატყუებს,ამაში დარწმუნებული ვარ. ამის ცოდნით თვალებს ვხუჭავ,ძალიან მეძინება,ძალიან.
  გაღვიძებული ქვემოთ ჩავდივარ, ქალი სარეცხს ფენს, მინდა მივეხმარო,ვუყურებ, მანაც შემომხედა, სურვილს მიმიხვდა და ჩვეული ღიმილით მეკითხება:
-გინდა დამეხმარო?-თავს ვუქნევ.-მოდი ჩემთან-მეუბნება, მე კი სიხარულით მივდივარ. პირსახოცსა და სამაგრებს მაძლევს.
-აი,ასე გააკეთე-მაჩვენებს პირსახოცი თოკზე როგორ უნდა დავკიდო.იმავეს ვაკეთებ,რასაც ის,გამომდის. მის სახეზე ვკითხულობ,რომ გამომდის,თანაც ძალიან კარგად, ბედნიერია და მეც ბედნიერი ვარ,წამიერად ემანუელიც კი დამავიწყდა.
-კიდევ რაში დაგეხმაროთ?-საქმის დასრულებისას ვეკითხები. იგი ფიქრობს,ძალიან ლამაზია,ულამაზესი ქალია.
-რას იტყვი სახლი რომ დავალაგოთ?-ეჭვნარევი ხმით მეუბნება. სახლი არასდროს დამილაგებია, ინტერესი მიპყრობს,ნეტავ როგორია სახლის დალაგება? გახარებული თავს ვუქნევ, ის იცინის,ალბათ ჩემ ამ შემართებაზე,მე რომ არ დამცინის ეს ზუსტად ვიცი.
-წამოდი-მეუბნება და მეც მივყვები. ემანუელის შემდეგ ის და დეტექტივი არიან ერთადერთი ადამიანები,ვისაც ვენდობი,ამიტომ მას ყოველგვარი ყოყმანისა და შიშის გარეშე მივყვები.

-ექიმი რას ამბობს,ხომ გადარჩება?- ლიბედმა სიძეს ჰკითხა.
-არ ვიცი-კაცმა თავი გააქნია-დამაიმედებელს ვერაფერს ამბობენ.
-ძლიერი გოგოა.
-შონიც ამას ამბობს.
-შონს ცუდად მოვექეცი, ამას იმ ყველაფრის შემდეგ, რაც კამილისთვის გააკეთა ნამდვილად არ იმსახურებდა,თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ.
-ის კარგი კაცია.
-ნამდვილად.
-კამილიმ მომიყვა, თუ როგორ დაუდგა გვერდში შონი და როგორ დაეხმარა მაშინ,როდესაც ნიკი და ლიზი გარდაიცვალნენ. ფინანსურადაც დაეხმარა,მორალურადაც, თავისთანაც სთავაზობდა გადასვლას, რამოდენიმე ხანი მასთან მართლაც იცხოვრა. უნივერსიტეტშიც შონმა ჩააბარებინა. მასაც ძალიან უჭირს, კამილი მისთვის ქალიშვილივითაა, სწორედ ასე უყურებს მას. ახლა ყველაზე მეტად შონს უჭირს და ის განიცდის,რადგან ფიქრობს,რომ კამილის ასეთი მდგომარეობა თავისი ბრალია.
-ეს როგორ მოხდა?
-რა?
-როგორ დაიჭრა?-დეივი ჩაფიქრდა,იატაკს მიაშტერდა.
- მანქანაში ვისხედით, შონმა გვთხოვა იქიდან ფეხი არ მოგვეცვალა,მაგრამ უეცრად ნიკის ყვირილი გავიგეთ. კამილიმ ვერ მოითმინა და მანქანიდან მაინც გადავიდა- კაცმა მზერა თავის ხელებზე გადაიტანა-მას დავედევნე,მაგრამ ვერ დავეწიე.-დეივმა თავი გააქნია-რომ დავწეოდი, ალბათ, ახლა აქ არ ვიქნებოდით.-ამოისუნთქა- შენობაში შევარდა, უზარმაზარი ოთახი იყო, ის იყო შიგნით მეც უნდა შევსულიყავი,რომ გასროლის ხმა გაისმა,შემდეგ კი კამილის კვნესა... მას არ უყვირია, უბრალოდ ძირს დაეცა. მაშინვე მასთან მივვარდი, ძლივს სუნთქავდა,ჩემთვის რაღაცის თქმა უნდოდა.
-გითხრა?
-კი. ნიკი დაიცავიო-ასე მითხრა. მისი ეს თხოვნა და სურვილი უნდა შევასრულო. ჩემი შვილისთვის ძლიერი უნდა ვიყო.
 ლიბედმა დეივს ხელზე ხელი მოჰკიდა.
-მე შენ გვერდით ვარ,მარტო არ დაგტოვებ.
-ვიცი,გმადლობ.

 დღეებია აქ, მათთან ვცხოვრობ. ყოველსაღამოს გულისფანცქალით ველი როდის დაბრუნდება დეტექტივი, იქნებ ემანუელი მომიყვანოს. მითხრა,რომ აუცილებლად მომიყვანდა, ჰოდა მეც ველი, სხვა რა დამრჩენია?
  კარებზე ზარი დარეკეს, ლიზი აღებს.
-არის, გამოგივიდა!-ამას ამბობს.დივანიდან ვდგები, უნდა ვნახო,იქნებ იქ ემანუელი დგას-გამარჯობა-მესმის ლიზის ხმა,უთუოდ ემანუელია. გული სიხარულისგან მიფეთქავს. გავრბივარ,მის სანახავად გავრბივარ. კართან ნიკი დგას, ნიკი და... და ჩემი ემანუელი,ისიც აქაა. მასთან მივრბივარ, ჩემკენ ისიც მორბის. ვეხვევი,ვეხვევი და ხელს არ ვუშვებ,ისიც ასეა. ცრემლები ჩამომდის,სიხარულის ცრემლებია. ემანუელიც ტირის,და ჩვენი შემყურე ლიზსაც დასველებია თვალები. ბედნიერი ვარ,უზომოდ ბედნიერი ვარ...
  დივანზე დაგვსვეს, ნიკი და ლიზი უხერხულად არიან,თითქოს რაღაცის თქმა უნდათ.
-შენ უთხარი-კაცს ეუბნება ქალი. ნუთუ რამე მოხდა?
-ბავშვებო, რაღაც გვინდა რომ გითხრათ,თუ რა თქმა უნდა წინააღმდეგები არ იქნებით,მე და ლიზს გვინდა,რომ აქ,ჩვენთან დარჩეთ, გვინდა,რომ აღგზარდოთ და თქვენზე ვიზრუნოთ.- ღმერთო? გაიგონე,გაიგონე? მინდა ემანუელს ვკითხო,მაგრამ ვერ ვლაპარაკობ, სიხარულისგან ვერ ვლაპარაკობ. ისინი დაბნეულები და ცოტათი შეშინებულები გვიმზერენ. სახეზე ცრემლი ჩამომიგორდა.
-ანუ ეს კის ნიშნავს?-მეკითხება ლიზ ბარნტონი. თავს ვუქნევ.
-დიახ,ეს კის ნიშნავს.- იღიმის,საოცრად თბილად იღიმის და გულში მიკრავს.
-გმადლობ-ამბობს ემანუელი, კურცხალი მასაც მოსდგომია. ნიკი უბრალოდ იღიმის და თავს აქნევს,მე კი ლიზს ისევ ვეხუტები,არ მინდა,რომ გავუშვა. ვამბობდი იმ ბავშვის მშურს,რომელსაც ასეთი მშობლები ეყოლება-მეთქი და ახლა მე ვარ ეს ბავშვი. ვერ ავხსნი თუ რას ვგრძნობ, იპოვო ოჯახი, დედა, მამა და ძმა... ამაზე ვოცნებობდი, ვლოცულობდი და უფალს შევსთხოვდი,მან შეისმინა,ჩემი ლოცვა შეისმინა. ისევ ვტირი,მაგრამ არ მინდა რომ ტირილი შევწყვიტო,ხშირად მინდა ასე ვიტირო, ბედნიერებისა და სიხარულის გამო დავღვარო ცრემლი,რომელსაც მხოლოდ უბედურებისა და სასოწარკვეთის გამო ვღვრიდი, მე ბედნიერი ვარ,გესმით? ღმერთო, მე ბედნიერი ვარ...
  დრო გადის,შობაა,შობის ბრწყინვალე ღამეა.მაგიდასთან,ბუხრის წინ ვდგავართ, მაგიდიდან საამური სურნელი გვცემს. ნიკი და ლიზი საქმიანობენ,მე კი ემანუელისთვის ჩამიჭიდავს ხელი,ერთმანეთს შევსცქერით და ჩვენთვის,ჩუმად ვლოცულობთ: „მადლობა ღმერთო არსებობისთვის, მადლობა ყველაფრისთვის, ჩვენი ოცნებების ახდენისა და თბილი ოჯახისათვის. ამინ! “ 

  შონი განყოფილებაში, თავის კაბინეტში იჯდა,თუმცაღა კამილიზე ფიქრი თავიდან ვერ ამოეგდო. ტელევიზორში ყველა არხი აშუქებდა გარეუბანში მომხდარი სროლისა და რეიდის შესახებ,თუმცაღა ზუსტად რა მოხდა დანამდვილებით არავინ იცოდა. კაცს საღამოს პრესისთვის ყველაფერი უნდა აეხსნა, ესღა აკლდა,მაგრამ ამ ყველაფერს მოვალეობა მოითხოვდა. სამსახურში დარჩენას აღარ აპირებდა, ისედაც ასაკში შესულიყო და პენსიაზე გასვლა გადაეწყვიტა, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა კი თავის გადაწყვეტილებაში სრულიად დაარწმუნა. 34 წლის იყო კაპიტანი რომ გახდა, უამრავი წარმატებული ოპერაცია ჩაეტარებინა, მას ყველა პატივს ცემდა და ყველა აფასებდა. შეიძლება ითქვას,რომ ეს საქმე მისი ბოლო საქმე იყო, იგი როქსის ხალხის გასამართლებას დაელოდებოდა და შემდეგ გადადგებოდა. შონი ახლაღა დაფიქრდა თავის სულელურ საქციელზე გარდაცვლილ ჯეიმის სახეში ტყვიები რომ დაახალა.ამის გამო შეიძლება მისთვის ეჩივლათ და გადადგომა უთუოდ მოუწევდა, ამიტომ ერჩივნა დროულად თავისი ნებით დაეტოვებინა სამსახური. სავარძელში იჯდა,თავი უკან გადაეწია და ხელები სახეზე აეფარებინა. 56 წლის კაცი გახლდათ, თუმცაღა ჯერ კიდევ შავი, ჭაღარაშეურეველი თმა ჰქონდა. ბევრი გადაიტანა, ბევრი მეგობრის,მეწყვილისა და ახლობლის დაკრძალვას დასწრებია, ყველაზე მეტად მასზე ნიკ ბარნტონის სიკვდილმა იმოქმედა, იგი ჯერ კიდევ აკადემიაში გაიცნო, საუკეთესო მეგობრები იყვნენ. თვალწინ ედგა მომენტი,როდესაც ნიკის,ლიზისა და ემანუელის დაკრძალვაზე თვალცრემლიანი გათხრილი საფლავების წინ იდგა, გვერდით მეუღლე და შვილი ჰყავდა,ხოლო ხელები კი შემოეხვია მის წინ მდგომ პატარა, დაუცველ გოგონაზე,რომელსაც ცრემლები სახეზე ღაპაღუპით ჩამოსდიოდა. ეს გოგო კამილი იყო. შონი მას შვილივით აღიქვამდა. მიუხედავად იმისა,რომ მაშინ კამილი 19 წლის გახლდათ იგი კაცისთვის მაშინაც პატარა გოგო იყო,ახლაც კი,როდესაც ქალი საავადმყოფოში იწვა მის ადგილზე იმ პატარა საყვარელ გოგონას წარმოიდგენდა პირველად ნიკმა რომ გააცნო და ლამაზი, გრძელი ცისფერი კაბა რომ ეცვა.
  ტელეფონს დაჰყურებდა,აიღო და ნაცნობი ჟურნალისტის ნომერი აკრიფა. უთხრა,რომ საღამოს პრესკონფერენციას გამართავდა და ჟურნალისტები შეეკრიბა. შონი თავს ძალიან ცუდად გრძნობდა. იგი მთელი ქვეყნის წინაშე უნდა გამოსულიყო და უნდა ეთქვა,რომ ოპერაცია წარმატებით ჩატარდა და ყველაფერი კარგად დასრულდა, არადა კამილი ხომ ახლა სიკვდილს ებრძოდა, შონისთვის კარგი არაფერი არ იყო, მაგრამ ჯერ ხომ არაფერიც არ დასრულებულა,არა?-უმეორებდა საკუთარ თავს და უკანასკნელ იმედს ებღაუჭებოდა.

 სარკის წინ ვდგავართ, მე და დედა. ლიზმა სავარცხელი აიღო და თმა გადამიწია, ჩემი გრძელი,მუქი ყავისფერი თმა. სავარცხელი ნაზად დაუსვა ჩემს თმებს. როდესაც ჩემი აწეწილი თმები სავარცხლის კბილანებში გაივლიდა მაშინვე სწორდებოდა,ბზინვარება ეცემოდა და თითქოს ყოველი მათგანი სიცოცხლით ივსებოდა. სარკეში დედას ვუყურებ, ის გასაოცარი მზრუნველობით მვარცხნის თმას.
 ნიკს პარკში მივყავართ,მე,დედა და ემანუელი. ნიკმა შოკოლადის ნაყინი გვიყიდა, ნაყინით ხელში მიაბიჯებთ პარკის ქვაფენილზე. ეს ის პარკია, ის პარკია,სადაც მე და ემანუელი მოწყალებას ვითხოვდით,სადაც ვუყურებდით იმ ადამიანებს,რომლებიც ოჯახებთან ერთად პარკში უდარდელად დასეირნობდნენ, ვუყურებდით ბავშვებს, რომლებსაც ერთი ხელი დედ-მამისთვის ჩაეჭიდათ, მეორეთი კი მშობლების მიერ ნაყიდ ნაყინს შეექცეოდნენ.ეს ის პარკია,სადაც ბარგსი გავიცანით,საიდანაც ყველაფერი დაიწყო. ეს მოგონებები ამომიტივტივდა,ყველაფერი მომაგონდა. სახეზე ცრემლი ჩამომიგორდა,მაგრამ ის მაშინვე მოვიწმინდე,არ მინდა ვინმემ დაინახოს, ვინმემ შემნიშნოს.
- კამილ, იცი ეს ხეები უნიკალურია და ისინი მხოლოდ აქ იზრდებიან- ლიზი მაღალ, უცნაურად სტაფილოსფერ ფოთლებიან ხეებზე მანიშნებს.
- აჰ- ამან ფიქრებიდან გამომარკვია და შეუბრალებელი წარსულის მოგონებებიდან გამომიყვანა.
- აი, ამ ხეებზე გეუბნებოდი.
-ჰო, ძალიან ლამაზებია.
- კარგად ხარ?
- რა თქმა უნდა - დედას ვუღიმი,დიახ,მე დედას ვუღიმი.
- მამა ეს პარკი ვინ გააშენა? - ემანუელმა ნიკს ჰკითხა.
- ვინ გააშენა? ლიზ, შენ რას ფიქრობ?
- ადგილობრივებმა ძვირფასო.- ყველას გაგვეცინა,რწფელად გაგვეცინა.
- ესე იგი არ იცით.
- დედაშენმა მშვენიერი პასუხი გაგცა. შენ იცი ვინ ააშენა?
-არა-მიუგო ემანუელმა.
-ჰოდა, მაშინ დედიკოს დაუჯერე - ნიკი ცოლს მზრუნველობითა და სიყვარულით აღსავსე მზერით უყურებს, ლიზი კი იღიმის,თავისი მშვენიერი ღიმილით იღიმის.

 შონი კაბინეტში ზის და საათს შესცქერის, უკვე დაურეკეს,რომ ყველაფერი მზადაა და მხოლოდ მის მისვლას ელიან. ფანჯრიდან გადაიხედა, გარეთ ცარიელი ტრიბუნა დგას,მის წინ კი უამრავი ჟურნალისტი შეკრებილა. კაცს არ უნდა კაბინეტიდან გავიდეს, არ უნდა ქვემოთ ჩავიდეს და თქვას,რომ ყველაფერი კარგად დასრულდა და დამნაშავეები დაკავებულნი ანდა ლიკვიდირებულნი არიან, რადგან კამილი ისევ უგონოდაა,ისევ სიკვდილს ებრძვის. შონი ისევ საათს უყურებს,დრო გადის, ახლა სწრაფად მოძრაობენ ისრები,მეტიც, ძალიან სწრაფად. ძალა მოიკრიფა, პიჯაკი მოიცვა და კაბინეტიდან გავიდა, თითქოს სასიკვდილოდ მიემართებოდა, გასავლელთან შეყოვნდა,ღრმად ჩაისუნთქა და გარეთ გავიდა. გასვლისას ჟურნალისტებს ხელს უქნევდა და უღიმოდა ხოლმე, ამჯერად კი დინჯად,მძიმედ დადგა მათ წინაშე,ნერწყვი გადაყლაპა და საუბარი დაიწყო:
- დღეს,შუადღით გარეუბნიდან სროლის ხმა ისმოდა,როგორც მოგეხსენებათ არიან დაშავებულებიც. მინდა მომხდარზე ავიღო სრული პასუხისმგებლობა და ვთქვა,რომ პოლიციამ სპეცოპერაცია წარმატებით ჩაატარა. საქმე ეხებოდა ნიკ სტივენსონის გათავისუფლებას.-ფოტოგრაფებმა მაშინვე გააჩხაკუნეს თავიანთი აპარატები-მინდა მოგახსენოთ,რომ ბიჭი უვნებელია და ახლა თავის ოჯახთან იმყოფება, რაც შეეხება დამნაშავეებს, ბიჭი გადაცებული იყო საკმაოდ ცნობილი ბანდის მიერ,რომელსაც სათავეში ჯეიმი როქსი ედგა. ალბათ იცით,რომ სწორედ მან გაიტაცა წლების წინ კამილ ბარნტონი და ახლაც სწორედ ის იდგა ამ ყველაფრის უკან. ოპერაციის ჩატარებისას გადავაწყდით სირთულეებსაც, დამნაშავეებმა გაგვიხსნეს ცეცხლი,დაჭრილია შვიდი პოლიციელი,ორი სამწუხაროდ გარდაიცვალა, ასევე ლიკვიდირებული არის რამდენიმე გამტაცებელი,თუმცაღა მათი უმრავლესობა უკვე დაკავებულია. საწყობებიდან ამოღებულია დიდი რაოდენობით სხვადასხვა ტიპის იარაღები, მცირე რაოდენობის ჰეროინი და მათი ამ საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტები. მიუხედავად დანაკლისისა მინდა განვაცხადო,რომ-შონი გაჩერდა,მცირედი პაუზის შემდეგ კი თქვა-ოპერაცია წარმატებით ჩატარდა. მინდა ვუთანაგრძნო და მადლობა გადავუხადო გარდაცვლილი პოლიციელების ოჯახებსა და ახლობლებს. მალე სამინისტროშიც გაკეთდება განცხადება და სწორედ ისინი იტყვიან და გაამხელენ გარდაცვლილი და დაჭრილი ადამიანების სახელებსა და გვარებს. გმადლობ.-შონი დაიძრა,თუმცაღა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა დაუძახა.
-ბატონი შონ,რას იტყვით ჯეიმი როქსიზე, ცოცხალია?-კაცი შეჩერდა,ტრიბუნას დაუბრუნდა.
-ჯეიმი როქსი არ დაგვნებდა,ყველანაირად ვცადეთ მისი დაყოლიება,მაგრამ უვნებლად ჩაბარება და იარაღის დაყრა არ ისურვა. იძულებულები ვიყავით მისთვის გვესროლა.
-ანუ მკვდარია,ხომ?
-დიახ, ეს ასეა.- შონი სწრაფი ნაბიჯებით გაეცალა ტრიბუნას, ჟურნალისტებმა კიდევ დასვეს კითხვები,მაგრამ კაცს მათთვის ყურადღება არ მიუქცევია, იგი სასწრაფოდ შენობაში დაბრუნდა.

  შევყურებ ჩემს ოჯახს და ბედნიერი ვარ, ისინი ისევ ხეებზე საუბრობენ, წინ ვიხედები და...ვჩერდები,მათ მივშტერებივარ და ნაბიჯს ვეღარ ვდგამ, თვალებზე ცრემლი მომსდგომია. ვგრძნობ, როგორ მიყურებს ყველა,მაგრამ მათ თვალს ვერ ვაშორებ. უკვე ემანუელიც უყურებს მათ,მის ბედნიერ სახეს უეცრად სევდიანი გამომეტყველება ცვლის. ჩვენ ჩვენი ასაკის მათხოვრებს,მაწანწალებს ვუყურებთ. ისეთებს,როგორებიც წელიწადნახევრის წინ თავად ჩვენ ვიყავით. გოგოს ვხედავ,სკამზე ზის და ხელს მაღლა იშვერს,ისე როგორც ამას მე ვაკეთებდი, ბიჭი გოგონასთან ახლოს დგას და ხმამაღლა ამბობს:
-გთხოვთ, სახლი არ გვაქვს, გაიღეთ მოწყალება. ერთი ცენტიც კი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გთხოვთ.-მაგრამ მათ ყურადღებას არავინ აქცევს. ყველა თავის გზაზე მიდის,ისინი ყველასთვის უმნშვნელონი არიან.
- გთხოვთ- ლუღლუღებს ბიჭი, შემდეგ კი ტირილს იწყებს. გოგოსთან ჯდება და თავს ხელებში რგავს,გოგო მას ეხუტება.
ჩუმად ვტირი. ვგრძნობ, გულმკერდი წამდაუწუმ რომ მებერება და მეკუმშება. ლიზი ჩვენ გვიყურებს, მის სახეზეც იღვენთება ცრემლი, მაგრამ მაშინვე იწმენდს. ნიკი ჯიბიდან ხუთ დოლარს იღებს და ემანუელს უწვდის:
-ვფიქრობ ეს მათ შენ უნდა მისცე.
-გმადლობ- ამბობს ემანუელი. ცრემლებს იწმენდს და მათხოვრებთან მიდის.
-შეიძლება აქ დავჯდე? -კითხულობს ემანუელი.მაწანწალები მას გაკვირვებითა და გაოცებით უყურებენ. მათ ბიჭი დაინახეს, რომელიც კარგად, მდიდრულად შემოსილიყო. ჩვეულებრივ ასეთები მათ ზედაც არ უყურებდნენ,თუ შეხედავდნენ ისიც მხოლოდ ზიზღით. ემანუელს ჩვენ შორიდან ვუყურებთ. ლიზს ხელები ჩემთვის შემოუხვევია,ნიკს კი ხელი ლიზის მხარზე უდევს.
-კი- ემანუელს პასუხობს ბიჭი. ემანუელიც მის გვერდით ჯდება.
-რა გქვიათ?
-მე ლუკასი, ამას-ის გოგოზე ანიშნებს-მონიკა.
-სასიამოვნოა, მე ემანუელი ვარ- იგი ბიჭს ხელს უწვდის. ლუკასი ცოტა ხნით ემანუელს გაკვირვებით უყურებს,მერე კი ხელს ძლიერად ართმევს.
-სად ცხოვროთ?
-პარკიდან რამოდენიმე მილში, ძველი ფარდულია.- ემანუელი ლუკასს თავს უქნევს.
-აი, ეს გამომართვი- ის მას ნიკის მიცემულ ხუთდოლარიანს უწვდის.
ლუკას ემანუელს ისევ გაკვირვებული უყურებს.
-აიღე, ნუ გეშინია.- ლუკასი ფულს საჩქაროდ ართმევს, ისევე, როგორც ეს ერთხელ ემანუელმა გააკეთა 10 დოლარის შემთხვევაში.
-გმადლობ.
-არაფრის-ბიჭი მათხოვრებს უღიმის.- აბა კარგად.-ის სკამიდან დგება და ჩვენკენ მოდის. გზაში ტრიალდება და მათ ხელს უქნევს, ისინი მას კვლავ უყურებენ.ემანუელი ხელს მკიდებს და მშობლებთან ერთად გზას ვაგრძელებთ.

 ერთი დღე გასულიყო,რაც კამილი უგონო მდგომარეობაში რეამინაციაში იწვა. მისი ამბავი რებეკასაც გაეგო. კამილის ოჯახთან ერთად ისიც საავადმყოფოში იმყოფებოდა.ტელევიზიაში ეს ამბავი არ გაჟონილიყო,ამაზე შონმა იზრუნა.მან ასევე განცხადებაც გააკეთა,რომ როგორც კი როქსის ბანდის წევრების პროცესები დასრულდებოდა გადადგებოდა და თანამდებობას დატოვებდა. განცხადების გაკეთებიდან მალევე შონს დაუკავშირდნენ და სამინისტროში გადასვლა შესთავაზეს,რასაც კაცი სიხარულით დასთანხმდა, მას ახლა მაგიდის სამუშაო ყველაფერზე მეტად ერჩივნა, არ უნდოდა თავისი გადაწყვეტილებების გამო კიდევ ვინმე დაშავებულიყო, ანდა უარესიც, მომკვდარიყო. ამიტომ მინისტრის შემოთავაზება სიხარულით მიიღო. ის და შინაგან საქმეთა მინისტრი რამოდენიმე წელი იყო, რაც მეგობრები გამხდარიყვნენ, ის შონს ენდობოდა და მისი ჯეროდა.
  შუადღით პოლიციის კაპიტანი საავადმყოფოში მივიდა. ყველას გადაღლილი და სევდიანი სახე ჰქონდა. მხოლოდ ნიკს ეძინა ცოტა ხანი,დანარჩენებს კი თვალი არ მოეხუჭათ, მიუხედავად იმისა,რომ კამილს მათი იქ ყოფნა ვერ დაეხმარებოდა სახლში მაინც არ მიდიოდნენ.
-როგორ არის,რამე ხომ არ შეცვლილა?-მისვლისთანავე იკითხა შონმა.
-არ ვიცით,დილით ექიმს ველაპარაკეთ,გვითხრა დავხედავ და შუადღით მდგომარეობას გაგაცნობთო, ჩვენც ველოდებით.
-ცოტა დასვენება და გამოძინება გჭირდებათ.
-ჩემი ცოლი აქ წევს,შონ და მე სახლში როგორ მოვისვენებ? ნიკი კი მეცოდება,ცოტა ხნით კი ჩაიძინა,მაგრამ ისედაც ამდენს უძლებს.
-დედამისს ჰგავს.-დეივმა დასტურის ნიშნად თავი დაუქნია.
-დილით რებეკა იყო,მითხრა თუ გინდა ნიკს წავიყვან და მე მივხედავო,მაგრამ არ მინდა ჩემგან შორს იყოს, თანაც იმ ყველაფრის შემდეგ.
-ჰო,ალბათ ასე აჯობებს.
-მადლობელი ვარ,რომ ჟურნალისტებმა მომხდარი ვერ გაიგეს, ახლა აქ მათი თავი ნამდვილად არ მექნებოდა.
-რა სამადლობელია,რაც შემეძლო ყველაფერი გავაკეთე,მთავარია აქედან ვინმემ არ გასცეს.
-ექიმი მოდის!-დაიძახა ლიბედმა, ყველანი ექიმისკენ მიბრუნდნენ,კაცი მათ მალე მოუახლოვდა.
-როგორაა?-ჰკითხა დეივმა.ექიმმა თავი გააქნია.
-მდგომარეობა უფრო დამძიმებულია, მაღალი სიცხე აქვს,სასუნთქ აპარატზეა მიერთებული,მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით. მხოლოდ ლოდინი დაგვრჩენია, ბავშვი ცოდოა-მან ნიკს შეხედა-თქვენც ცოტა გამოძინება გჭირდებათ,თუ რამე შეიცვლება დაგირეკავთ, შინ წადით.დამიჯერეთ თქვენ მეუღლეს ძალიან კარგად მივხედავთ.
-გმადლობ-უთხრა დეივმა. როდესაც ექიმი წავიდა შონმა კედელს მუშტი ძლიერად დაარტყა.
-ჯანდაბა!-თქვა მან.
-თავს ნუ იდანაშაულებ-უთხრა ლიბედმა.შონმა მას ცოტა გაკვირვებულად შეხედა, წინა დღეს სწორედ ამ ქალმა დაუშინა მუშტები,ჩემი შვილი აქ შენ გამო წევსო. ლიბედი კაცს მიუახლოვდა.
 -ჩემი გუშინდელი საქციელისთვის ბოდიში მინდა მოგიხადო, შენ ჩემს შვილზე ზრუნავდი მაშინ,როდესაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა, მას განათლება მიაღებინე, უფლება არ მიეცი,რომ ცხოვრებაზე ხელი ჩაექნია და თავი დაეღუპა, ამისთვის მადლობა არასდროს გადამიხდია,შონ. ვფიქრობ,რომ ამის თქმა ძალიან დავაგვიანე, მაგრამ ახლა გეუბნები, მიხარია,რომ კამილს შენნაირი ადამიანი ჰყავს, მიხარია,რომ მამასავით უყვარხარ და უდიდეს პატივს გცემს.შენ ბრალი არაფერში მიგიძღვის, მხოლოდ იმაში ხარ დამნაშავე,რომ ჩემი შვილი ახლა წარმატებული ადამიანია,ჰყავს არაჩვეულებრივი ქმარ-შვილი და მას ჭკვიანი ქალი ეთქმის,სხვა არაფერში მიგიძღვის ბრალი. მაგრამ ასეც რომ არ იყოს მისთვის იმდენი გააკეთე,რომ ამ ამაგს ვერაფერი ვერ გააბათილებს და გადააჭარბებს. ყველაფრისთვის მადლობელი ვარ, ვიცი ერთმანეთს კარგად ვერ ვეწყობოდით და მხოლოდ კამილის გამო თუ ვუღიმოდით ხოლმე. მე შენი მშურდა,როცა გაგიცანი მას ჩემზე მეტად უყვარდი, ერთხელ შენზე თქვა ჩემი მეორე მამააო - არ შევიმჩნიე,მაგრამ გულზე მომხვდა,დარწმუნებული ვარ ეს შენ ისედაც იცოდი, შენთვის კი... მე შენი მეგობრების ადგილი დავიკავე, კამილისთვის დედა გავხდი, ალბათ ძნელი იყო შენთვის ამდენი წლის შემდეგ დაგენახა თუ როგორ მეძახდა დედას, როგორ მიღიმოდა,როგორ მეხუტებოდა. ამ ყველაფერს ხომ წლების განმავლობაში ლიზთან ერთად აკეთებდა,მე კი ის ჩავანაცვლე,შენი ძვირფასი მეგობარი ჩავანაცვლე, ამის გამო ბოდიშს გიხდი, შონ, მაგრამ არ გეგონოს რომ მათ, ნიკსა და ლიზს პატივს არ ვცემ,პირიქით, ისინი ჩემთვის სამაგალითო ადამიანები არიან,რაც მათ ჩემს შვილს გაუკეთეს, ქუჩაში შიმშილს,გაყინვასა და სიკვდილს გადაარჩინეს,მათ გაზარდეს ისეთად,როგორიც ახლაა. ამის გამო მათი ყოველთვის მადლობელი ვიქნები და ამისთვის მათ პატივს ყოველთვის ვცემ. უბრალოდ მინდა იცოდე,რომ არასდროს არ მიძულებია ელიზაბეტი ისინი დაევიწყა,პირიქით ყოველთვის ვეუბნებოდი და ვახსენებდი, რომ მათ საფლავებზე წასულიყო და მათთვის პატივი მიეგო. ჩუმად,რამდენჯერმე მეც წავსულვარ მათთან, მიტირია და მათთვის მადლობაც გადამიხდია. ახლა კი დროა შენ გადაგიხადო უზომო მადლობა იმ ყველაფრისთვის,რაც ჩემი შვილის, ჩემი პატარა ელის გამო გააკეთე.
 შონს თითქოს გულზე რაღაც დააწვა,თვალზე ცრემლიც კი მოადგა,თუმცა ატირებისგან თავი შეიკავა. გაიღიმა,თუმცაღა ეს ის ყალბი ღიმილი არ იყო,რომლითაც ლიბედს უღიმოდა ხოლმე.
-მადლობა ამ სიტყვებისთვის, ამას დიდად ვაფასებ,მართლა.- ლიბედს თვალიდან ცრემლი ჩამოსდიოდა.
-აბა, მაპატიებ?
-შენ მისთვის კარგი დედა იყავი, ყოველთვის გვერდში ედექი. არ იფიქრო,რომ ამას კამილის გამო ვაკეთებ, იმის გამო თუ როგორ ეხმარებოდი და ხელს უწყობდი ყველაფერში,სწორედ ამის გამო სადღაც მომწონდი კიდევაც - შონმა გაიცინა,ლიბედმაც ჩაიღიმა-უბრალოდ მართალი ხარ, ლიზი ჩემთვის დასავით იყო,ძალიან მიყვარდა.როდესაც კამილის გვერდით გხედავდი,ბედნიერსა და გახარებულს სულ ის მახსენდებოდა, შენსავით ქერა და ლამაზი ქალი იყო,მაგრამ შენ ის არ იყავი, ვერასდროს მოვიდოდი კამილის სანახავად და ისე ვერ გაგესაუბრებოდი,როგორც მას დაველაპარაკებოდი, ისე თავისუფლად ვერ ვიგრძნობდი შენთან თავს, როგორც მასთან ვგრძნობდი, ისე ვერ გავიცინებდი,როგორც მასთან გავიცინებდი და ვიმხიარულებდი,ვერ გეტყოდი ისეთ რამეს,რასაც მას შევეკითხებოდი, ვერ გთხოვდი რჩევას. ამ ყველაფერმა თავისი გააკეთა, მიუხედავად იმისა,რომ ვცდილობდი შემეყვარებინე და დამეფასებინე ეს არ გამომდიოდა, უნებურად ლიზს გადარებდი,ის კი ჩემთვის შეუცვლელი იყო, სხვა გარემოში ალბათ კარგი მეგობრებიც კი ვიქნებოდით, მაგრამ ვფიქრობ ამ სიტუაციაშიც შეგვიძლია მეგობრობა, მეგობრის შეძენა გვიანი არასდროსაა. მოვისმინე შენი სიტყვები და მივხვდი,რომ შენ ლიზზე ნაკლები არაფრით ხარ, მასავით შეუდარებელი და შეუფასებელი ხარ. პირიქით,შენ უნდა მაპატიო ის,რომ შენ მიმართ ასე ვფიქრობდი და ასე განვიცდიდი.შენ ამას არ იმსახურებდი.
  შონი ლიზს გადაეხვია, ეს მათი პირველი გულწრფელი ჩახუტება იყო. ორივე დასევდიანებული,მაგრამ ამავედროს ჩაფიქრებული და გახარებული გახლდათ. ორივე ტიროდა და მათი შემყურე დეივსაც უნდოდა გრძნობებისთვის გასაქანი მიეცა.  გასაოცარია,არა? რა ძალა გააჩნია ადამიანს, როგორ შეუძლია მწუხარებასა და ტკივილს ადამიანების გაერთიანება, ეს ხომ სიხარულსა და ბედნიერებას არ ძალუძს, მას შური და ბოღმა მოაქვს, მწუხარება და სევდა კი თანაგრძნობასა და იმედს სახავს ადამიანების გულებში. საერთო ტკივილს ყველასა და ყველაფრის გაერთიანება შეუძლია, გაყინული გულების გათბობა ძალუძს, გულქვა ადამიანის ატირება შეუძლია. უნარი აქვს გასწავლოს რას ნიშნავს იყო ადამიანი, გასწავლოს ცხოვრება, ერთმანეთის სიყვარული და გვერდში დგომა. ტკივილი, მას არა მხოლოდ ცუდი,არამედ ბევრი კარგი რამეც მოაქვს, ადამიანებს აერთიანებს და სიყვარულს ჰბადებს,მითხარით, ამაზე კარგი რაღა უნდა იყოს, რაღა უნდა არსებობდეს?

 ჩემს ოთახში, საწოლზე ვწევარ, ვწევარ და წიგნს ვკითხულობ, დანიელ დეფოს „რობიზონ კრუზო“ ვერა და ვერ დავამთავრე. კარზე აკაკუნებენ, ემანუელი კარს აღებს და ოთახში შემოდის.
-ერთი წუთით შეიძლება?
-ჰო, რა თქმა უნდა, რა იყო?
-ქვემოთ ჩამოხვალ? მშობლებს რაღაცის თქმა უნდათ.
-კარგი-წიგნს ვხურავ, ვდგები და ემანუელს მივყვები. ლიზი და ნიკი მისაღებში სხედან, აშკარად ნერვიულობენ,მაგრამ რაზე? რა უნდა მითხრან?
-კამილ დაჯექი,რაღაც უნდა მოგიყვეთ.-ემანუელის გვერდით დივანზე ვჯდები. ნიკი თხრობას იწყებს, ჩემს წარსულს მივყვება, ღმერთო ის დედაჩემზე საუბრობს, ჩემს ნამდვილ, ბიოლოგიურ დედაზე, ის მე მეძებს, მას არ მივუტოვებივარ, მას ისევ ვუყვარვარ, ისევ ვჭირდები, მე შემიძლია ისევ ჩავეხუტო მას,ისევ მოვისმინო მისი სიმღერა, მისი ხმა...მაგრამ, მე გახარებული ვარ, მაგრამ ვხედავ როგორ ტირის ლიზი, თითქოს არ იმჩნევს,მაგრამ როდესაც სახეზე ბედნიერება მესახება ის უფრო სევდიანი ხდება, მე ის მიყვარს, ის დედაჩემია, ნიკი კი მამაჩემია, ისეთი,როგორი მამის ყოლასაც სულ ვოცნებობდი,ემანუელი...ის ჩემი ძმაა. მე მათ ვერ მივატოვებ, ეს არ შემიძლია, ისინი ხომ ჩემი ოჯახის წევრები არიან. ნიკმა ყველაფერი მომიყვა,მან თხრობა დაასრულა. ბედნიერი ვეხუტები.
-მადლობა,რომ ყველაფერი მომიყევი.
-დედაშენთან დაბრუნება არ გინდა?-ლიზი მეკითხება, თითქოს გაბზარული ხმა აქვს,ალბათ როგორ ღელავს, ეშინია,რომ ქალიშვილს დაკარგავს,მაგრამ ეს არ მოხდება,ამას ვერ დავუშვებ.
-არა,თქვენ ხართ ჩემი ნამდვილი მშობლები,თქვენ ხართ ჩემი ოჯახი. არ აქვს მნიშვნელობა წარსულში რა მოხდა,მთავარია აწმყო,მომავალი და მომავალში ჩემი ერთადერთი ოჯახი თქვენ ხართ. ძალიან მიყვარხართ და მე თქვენ არავიზე არასდროს არ გაგცვლით.-ვიღიმი,ახლა ბედნიერებისგან ვიღიმი.
-ოჰ,კამილ-ლიზს ცრემლები მოსდის და თბილად მეხუტება-ჩემო გოგონა.
-მაგრამ იცოდე,რომ შენ გყავს დედა,რომელსაც ისევე უყვარხარ,როგორც ჩვენ და ის ყველანაირად ცდილობდა შენს დაბრუნებას,თუმცა მას დღემდე გარდაცვლილი ჰგონიხარ-ამას ნიკი მეუბნება,მასაც ამღვრევია თვალები და ისიც მეხუტება. ყველას ერთად კი ემანუელი გვეხვევა, აი ესაა ჩემი ნამდვილი ოჯახი, ადგილი,სადაც ბედნიერი, უზომოდ ბედნიერი ვარ.

  მომხდარიდან რამდენიმე დღე გასულიყო. კამილი ისევ სიკვდილს ებრძოდა, ისევ აპარატზე მიეერთებინათ და სწორედ ეს უნარჩუნაბდა სიცოცხლეს. სასამართლოში პირველი პროცესი უკვე გამართულიყო. ლიბედი ყოველდღე ეკლესიაში ლოცულობდა, დეივი თავის ვაჟს ამხნევებდა, რებეკა მას ბიჭის მოვლაში ეხმარებოდა, შონი კი ძირითადად თავის კაბინეტში იჯდა და ცარიელ ჭიქას შესცქეროდა. დილით სასმელი იყიდა,მაგრამ თავს სძლია.იცოდა,რომ არ უნდა დაელია,მაგრამ სურვილი ხომ უზადო იყო, ალკოჰოლი მას წუთიერად ყველაფერს ავიწყებდა, კაცს აღარ ახსოვდა გოგონა,რომელიც ცდილობდა სიცოცხლეს ჩაბღაუჭებოდა, აღარ ახოვდა კაცი, რომელსაც არ შეეძლო თავისი გრძნობები სააშკარაოზე გამოეტანა, იგი ყველაფერს გულში გრძნობდა და განიცდიდა,მხოლოდ იმიტომ,რომ პატარა ბიჭზე ეზრუნა და მისთვის ზედმეტი ტრამვა არ მიეყენებინა, ეზრუნა ბიჭზე,რომლისთვისაც იარაღი მჭიდროდ მიებჯინათ საფეთქელზე,ბიჭზე,რომლის თვალწინაც დედამისი სასიკვდილოდ გაწირეს, რომელიც ოჯახს დააშორეს და ბებიის თვალწინ გაიტაცეს, სასმელი ეხმარებოდა აღარ ეფიქრა ქალზე,რომელსაც ჯერ შვილი,შემდეგ კი შვილიშვილი მოსტაცეს და თითქოს ეს ყოველივე არ კმაროდა,ახლა მისი ქალიშვილი,რომელიც წლების წინ გარდაცვლილი ეგონა ისევ სიკვდილს ებროდა,მაგრამ შონმა იცოდა,რომ სმა გამოსავალი არ იყო, მას ოჯახი ჰყავდა,რომელსაც ძლიერი მამაკაცი სჭირდებოდა,შემოსავალი სჭირდებოდა, ამიტომ დილით ნაყიდ ბოთლს დახედა, ბევრი იფიქრა, მაგრამ ის ხომ ძლიერი პიროვნება იყო,ის პოლიციის კაპიტანი გახლდათ,თავს სძლია და ბოთლი ნაგვის ურნაში ჩააგდო, ახლა კი იჯდა თავის კაბინეტში და მაგიდაზე მდგარ ცარიელ ჭიქას შესცქეროდა,რომლის გვერდითაც წესით სავსე ბოთლი უნდა მდგარიყო,რომელიც კაცს ყველაფერს დაავიწყებდა და წუთიერად სრულ ნეტარებაში ამყოფებდა, მაგრამ შონმა იცოდა, რომ ეს გამოსავალი არ იყო. მამამისი ლოთი გახლდათ, ამის გამო კაცს არ ჰქონია ბედნიერი ბავშვობა, მთელი ყმაწვილობა მამისა და დედის ჩხუბის მოსმენაში გაატარა. არ უნდოდა მის შვილსაც იგივე ეგრძნო,მერე რა რომ უკვე დიდი იყო, არ უნდოდა თავისი ცოლის გატანჯული სახე დაენახა, არ უნდოდა მისთვის თავის საყვარელ ადამიანებს ზიზღით შეეხედათ,ზიზღი გასჩენოდათ,მაგრამ მაინც ნაგვის ურნაში ჩაგდებულ ბოთლზე ფიქრობდა. ასე გაძლება აღარ შეეძლო, ერთხელ ისიც კი გაიფიქრა ნეტა კამილი დაიღუპოს და ეს ყველაფერი დამთავრდესო,მაგრამ მაშინ სასმელი ჰქონდა დალეული და გონება არეოდა,ალბათ ეს იყო მისი ასეთი ნებისყოფის მიზეზი, არ უნდოდა კამილიზე ცუდად ეფიქრა და ესურვა იმ გოგოს სიკვდილი,რომელსაც საკუთარ შვილად აღიქვამდა და შვილივით უყვარდა.
  უეცრად სავარძლიდან წამოდგა,პიჯაკი მოიცვა და ოთახიდან გავიდა. კიბეებს დაუყვა, ავტოსადგომზე ჩავიდა,მანქანაში ჩაჯდა და იგი დაქოქა,მალე დაიძრა კიდეც.

 ემანუელი მირეკავს. მეუბნება, რომ უკვე ახლოს არიან და მოვემზადო.
-ჰო,კარგი-მას ვპასუხობ -აი მგონი უკვე გხედავთ კიდევაც.- მანქანას,რომელიც გზატკეცილზე მოდის ხელს ვუქნევ.საშინლად ცივა,საშინლად თოვს.
მათ ხელს ისევ ვუქნევ,უეცრად მოსახვევიდან შავი ჯიპი მთელი სისწრაფით გამოდის. ღმერთო... ის სრიალდება,ღმერთო... არა,ღმერთო,არა, ის... ის ნიკის მანქანას ეჯახება და მანქანა...ის, ის წითელ შენობას ეხეთქება.
-არაააა!-მანქანისკენ მივრბივარ,მთელი სისწრაფით,თითქოს ყველაფერი ტრიალებს,არაფერი მესმის,სრულიად არაფერი. მანქანის მარცხენა მხარე მთლიანადაა შეჭეჭყილი.მარჯვენა მხარესთან მივრბივარ და კარებს ვაღებ. სკამიდან ემანუელი ვარდება,ღმერთო,ჩემი საბრალო ძამიკო,მთელი სახე დასისხლიანებია.
-ემანუელ,ემანუელ-მას სახეზე ვეფერები - ახლავე 911-ში დავრეკავ.-ნომერს ვკრეფ.
-დიახ,გისმენთ.რა შეგემთხვათ?-მპასუხობს ოპერატორი.
-გთხოვთ,სასწრაფოდ სასწრაფო დახმარება გამოაგზავნეთ.ავტოკატასტროფაა.სამი ადამიანი...
-გთხოვთ დამშვიდდით.დახმარებას ახლავე გამოვგზავნით.სად იმყოფებით?
-7B გზატკეცილთან.
-კარგი.სასწრაფო დახმარება მალე მოვა.
-გთხოვთ,იჩქარეთ.-ზარს ვწყვეტ,ლიზის გადმოყვანას ვცდილობ,არ გამომდის,ეს შეუძლებელია,ღმერთო... ლიზი ნიკის უკან, მარცხენა მხარეს იჯდა. მისი და ნიკის სხეულები  შეჯახებისგან გაჭყლეტილები და დამტვრეულები არიან.ისინი სისხლით არიან მოსვრილნი,ღმერთო.მუხლებზე ვეცემი.
-არაააა,გთხოვ, ღმერთო-ცრემლები ღვარაღვარა ჩამომდის.-დედა,მამა.გთხოვთ, არ დამტოვოთ-მაგრამ ვიცი რომ ისინი აქ აღარ არიან, ჩემთან აღარ არიან, მათ ვეღარასდროს ვნახავ, ვეღარასდროს ვნახავ ლიზის საოცარ ღიმილს,ღმერთო,რატომ,ღმერთო?
-კამილ,კამილ-ვიღაც იძახის,ემანუელის ხმას ჰგავს,ეს ემანუელია,მასთან მივრბივარ.
-ემანუელ,დამშვიდდი. სასწრაფო მალე მოვა.
-გვიანია,ვკვდები.-ძლივსღა ამბობს.
-არა,ასე ნუ ამბობ.
თითქოს მის სახეზე ღიმილი გამოისახა.ხელის ამოძრავებას ცდილობს,მაგრამ არ შეუძლია,ეს მას არ შეუძლია. მის ხელს ლოყაზე ვიდებ, ხელი სრულიად გაყინვია.
-მე ჩემი ცხოვრებით მაინც ბედნიერი ვარ.ამდენი ტანჯვის მიუხედავად მე შენ, ნიკი და ლიზი გაგიცანით.ჩვენი ერთად გატარებული დღეები უძვირფასესია. ახლა კი მინდა,რომ გამაგრდე და ცხოვრება გააგრძელო. მინდა,რომ-გახშირებულად,ძლივსღა სუნთქავს,ახველებს, მის ხველას სისხლიც მოჰყვება.ძირს ვჯდები და მის თავს მუხლებზე ვიდებ.ის ხველას უხშირებს, უფრო და უფრო მეტ სისხლს ახველებს,მთელი სხეულით ვცახცახებ.
-ემანუელ,მე მიყურე, ჩემთან დარჩი. გთხოვ არ დამტოვო,არ მიმატოვო.
იგი ბოლო ძალებს იკრეფს და ძლივსღა გასაგონად ჩურჩულებს:
-მაპატიე...მიყვარხარ...-ბოლოჯერ მელამუნება სახეზე მისი სუნთქვა.
-არაა,ემანუელ,გთხოვ-თავს გულზე ვადებ და ვტირი,გაუჩერებლად ვტირი. რამოდენიმე წუთის შემდეგ კი სასწრაფო დახმარების სირენების ხმაც ისმის.თუმცა უკვე ყველაფერი გვიანია,უკვე აღარაფერს აქვს აზრი,ჩემი ემანუელი,ნიკი და ლიზი უკვე აქ აღარ არიან,ისინი ამ სამყაროდან უკვე წასულიყვნენ, მე კი აქ მარტო,სრულიად მარტო მიმატოვეს. ღმერთო,ვეღარასდროს გავიგებ მათ ხმას,ვეღარასდროს ჩავეხუტები, არ ვიცი როგორ ვიცხოვრო,მათ გარეშე როგორ ვიცოცხლო, არ შემიძლია, მე ეს არ შემიძლია. ემანუელს მაშორებენ, ძალით უნდათ ჩვენი დაშორება,ვიღაცებმა გამომათრიეს,რაღაცას მეუბნებიან,რაღაცას მიხსნიან,მაგრამ ყველაფერი სულერთია,მათ მე ვეღარასდროს ვნახავ,ვეღარასდროს.

 შონი მანქანას ერთ პატარა ქუჩაზე აჩერებს, გადმოდის და გზას ფეხით აგრძელებს. დანაღვლიანებული და დასევდიანებული ქუჩას მიუყვება. ქუჩის ბოლოში ერთი ეკლესია დგას, აქ ადრე დადიოდა,მანამ,სანამ პოლიციელი გახდებოდა,სანამ პირველ მეწყვილეს თვალწინ მოუკლავდნენ,სანამ ყველაფერი დაიწყებოდა. ეკლესიაში შედის, ის სრულიად ცარიელია. უბრალოდ მოხუცი მღვდელი დაჩოქილა ხატების წინ და თავისთვის ჩუმად ლოცულობს. ფეხის ხმა მოესმა, პირჯვარი გამოისახა და წამოდგა.
-მოგესალმები,შვილო ჩემო-თქვა და შემობრუნდა,შონის დანახვა ნამდვილად გაუკვირდა,მისკენ დაიძრა- შონ,რამდენი ხანია არ მინახიხარ.
-დიდი დრო გავიდა, მამაო.
-როგორ ხარ? ცუდად გამოიყურები.
-მაშინ თავს იმაზე ცუდად ვგრძნობ,ვიდრე გამოვიყურები.-მღვდელმა თავი დააქნია.
-მოდი,დავსხდეთ,შეგიძლია ყველაფერი მომიყვე.
 შონი კაცთან ერთად სკამზე დაჯდა.
-მიხარია,რომ ისევ დაბრუნდი.
-ღმერთისთვის არასდროს მიღალატია,მამაო, მის არსებობაში არასდროს შემიტანია ეჭვი.
-აბა რა იყო შენი წასვლის მიზეზი?
-ღმერთი ძალიან სასტიკია,მამაო,ყველაზე სასტიკიც კია.
-ის სამართლიანია.
-არის კი?
-ამას რატომ ამბობ,შვილო ჩემო?
-ბევრი მინახავს, მაგრამ მათ შორის გასახარი ცოტა თუ იქნება.
-ცხოვრება რთულია, ეს დიდი გამოცდაა, შემზადებაა მთავარი ცხოვრებისთვის.
-ამის გამო ადამიანები უნდა იტანჯებოდნენ?
-დაიმახსოვრე,შონ,უფალი არასდროს მოგაყენებს ისეთ განსაცდელს,რომლის გადალახვასა და გამკლავებას ვერ შეძლებ.
-ორი დღის წინ სასმელს მოვკიდე ხელი,არადა დავიფიცე,რომ მას არასდროს გავეკარებოდი, არ მინდა გავლოთდე, არ მინდა ამის გამო ჩემს ოჯახს ზიანი მივაყენო.
-„თუ ოდესმე ადამიანი ეშმაკის ძალაუფლებაშია,ყველაზე მეტად ეს სიმთვრალის დროს ხდება.“,სწორ ადგილას მოხვედი,ხსნა რწმენაშია.
-უბრალოდ მინდა ბედნიერი ვიყო,მამაო.
-ბედნიერებას დამსახურება უნდა,შვილო ჩემო.
-თქვენ ბედნიერი ხართ?
-ბედნიერება ფართო მცნებაა, მას ყველა სხვადასხვანაირად აღიქვამს.
-და თქვენ როგორ აღიქვამთ?
-ბედნიერი ადამიანი მაშინაა,თუ მისი სულია თავისუფალი, განწმენდილი ყოველივე ცუდისა და ბოროტისაგან.
-ყოველივე ამქვეყნიურისგან?
-არა, ამ ქვეყნად სიკეთე,რწმენა,სიყვარული,ნდობა,პატივისცემა და ერთგულება არსებობს.თუ ეს სამყარო ვერ შეიცანი და ვერ გაითავისე,მაშინ სიმშვიდეს ვერ მოიპოვებ. თუ ადამიანმა არ იცის რა არის ცუდი და რა კარგი, არ გამოუცდია მათი ზეგავლენა, მაშინ არჩევანს კეთილსა და ბოროტს, ღმერთსა და ეშმაკს შორის ვერ გააკეთებს. აქ კი სწორედ ამისთვის ვცხოვრობთ,რომ ჭეშმარიტება ავირჩიოთ, ჩვენი ნებითვე ვთქვათ უარი ყოველგვარ სიბილწესა და სიბინძურეზე. სწორედ ამის შემდეგ გადმოგვხედავს უფალი ისე,როგორც საჭიროა რომ გადმოგვხედოს და სწორედ ამის შემდეგ მიგვიღებს იგი გაშლილი მკლავებით. ირწმუნე მისი შონ, და დამიჯერე, ყველაფერი კარგად იქნება.
  შონი წამოდგა.
-გმადლობ,მამაო.
-კიდევ მოხვალ?
-არ ვიცი-თქვა კაცმა და ეკლესიიდან გავიდა, მღვდელმა შონის გასვლისას მის ზურგს უკან ჰაერში ჯვარი გამოსახა,შემდეგ კი ლოცვას დაუბრუნდა.

 თოვს,გარეთ საოცრად ბარდნის, ცივა და თოვს. თითოეული ნაბიჯის გადადგმისას თოვლის ხრაშუნი მესმის. ახლა წმ. პეტრეს სასაფლაოს აბრის ქვეშ გავდივარ,დიახ, უკვე ორი წელი გასულიყო, საფლავების გრძელ რიგს მივუყვები. მალე დიდ მუხასაც ვხედავ, ის ცალკე დგას, ყველასგან და ყველაფრისგან გამორჩეული, დიდი, უძველესი სასაფლაოს მუხა.ხის ძირში სამ საფლავს ვხედავ,მათკენ მივდივარ. საფლავებთან ვიმუხლები, ქვები თოვლის ფანტელებს დაუფარიათ, დათოვლილ ქვებს წმენდას ვუწყებ, როდესაც მესამე საფლავის ქვაც გადავწმინდე უნებურად ავქვითინდი, გაყინულ ქვას ვუწყებ ფერებას,ქვაზე ამოტვიფრულ სახელს შევსცქერი-ემანუელ ბარნტონი, დიახ, აქ ჩემი ემანუელი განისვენებს.
-ემანუელ,ჩემო ძვირფასო,ემანუელ...

  ნაცრისფერ ლაბადაში გამოწყობილი კაცი ქუჩას აუჩქარებლად მიუყვებოდა.სახლში მას ოჯახი ელოდა. ხელში ცელოფანი ეკავა,შიგ კი ახალი პური და შვილიშვილებისთვის ნაყიდი ცხელი ფუნთუშები ეწყო. სახლამდე მანძილი უფრო და უფრო პატარავდებოდა,მას მხოლოდ ერთი გადასასვლელი აშორებდა. დიდი კერძო სახლი უკვე თვალნათლივ მოჩანდა,მაგრამ კაცი გადასასვლელთან გაჩერდა,შეყოვნდა. მზერა მოპირდაპირე ქუჩაზე მდგარ BMW-ს მიაპყრო. გეზი მისკენ აიღო. მანქანაში ორი ადამიანი იჯდა,კაცის მოახლოება მაშინვე შენიშნეს და ფანჯარაც ჩამოსწიეს, უკვე სამივენი ნათლად ხედავდნენ ერთმანეთის სახეებს. კაცი მათ მიუახლოვდა. ფანჯრიდან იარაღი გამოყვეს.
-გამარჯობა,კრის-თქვა მუქთმიანმა მამაკაცმა.
-აქ ხომ არ მომკლავ,არა?
-ასე ბევრად მარტივი იქნება.
-ჩემი შვილიშვილების თვალწინ ნუ მომკლავ,ტონი,ძველი მეგობრობის ხათრით მაინც.-ბიუთინჯერი კაცს აუღელვებლად შესცქეროდა,თითქოს მისთვის იარაღი კი არა, ანანასის კანფეტი მიეშვირათ.
-ერთი მიზეზი მაინც მითხარი აქვე რატომ არ უნდა ჩაგაძაღლო,შე მოღალატე ნაბიჭვარო.
-არ გაინტერესებს ასე რატომ მოვიქეცი?
-ჰაჰ,ე.ი. არც უარყოფ,რომ შენ ჩაგვშვი და ახლა როქსი შენ გამო აღარაა ცოცხალი.
-აბა,ჩავჯდე მანქანაში?- მანქანაში მჯდომმა მეორე მამაკაცმა თავი დააქნია.
-კარგი,ჩაჯექი-თქვა ტონიმ. კრისმა კარები გამოაღო და უკანა სავარძელზე მოკალათდა.
-იცით რაზე მწყდება გული?-თქვა დანანებით-ცხელი ფუნთუშები ვიყიდე,მას კი ჩემი შვილიშვილები ვეღარ შეჭამენ.
-მოკეტე,კრის!
 ტონიმ მანქანა დაძრა. ერთი საათი მიდიოდნენ,მაგრამ ხმას არავინ იღებდა. ბიუთინჯერს სიკვდილის არ ეშინოდა, ბოლო დროს გამოსწორებულიყო, ეკლესიაშიც დაეწყო სიარული, აღსარებებიც ჩებარებინა და ცოდვებიც მოენანიებინა. უბრალოდ გული თავის ოჯახსა და უძვირფასეს შვილიშვილებზე წყდებოდა,მეტი არაფერზე.
ერთ ძველ,მიტოვებულ შენობასთან მივიდნენ.
-მანქანიდან გადმოდი!-უთხრა ტონიმ,კაცმაც აუღელვებლად გააღო კარები და მანქანიდან მშვიდად გადმოვიდა. გარემო მოათვალიერა, ჰაერი ღრმად შეისუნთქა.
-ადგილი,სადაც ჯეიმი როქსი გაიზარდა-თქვა და ტონის დაცინვით გადახედა-ვერაფერს იტყვი,სიკვდილისთვის შესაფერისი გარემოა, აქ ჰაერიც კი მყრალია.
-ჰო არა?
-ჰო-კრისმა თავი დააქნია-ერთი ის მითხარით ის სკამი ისევ იქ დგას?
-მაგას მალე ნახავ.
-ერთ რამეს გეტყვით,ბიჭებო, ყოველთვის მინდოდა მაგ სკამზე დაჯდომა, ჩემამდე რამდენი მნიშვნელოვანი პიროვნება მჯდარა, ჯიმ,შენ გეცოდინება ოცი,ოცდაათი?
-რაც არ უნდა ყოფილიყო მალე ერთით მეტი გახდება.
-მიდი,კრის,შენობაში შედი- ტონიმ იარაღი ამოიღო. ბიუთინჯერმაც ნაზად გაუღიმა და შენობაში შევიდა,მას სხვებიც ფეხდაფეხ შეჰყვნენ.

   ემანუელის დაბადების დღის ჩანაწერს ვუყურებ. ეს მისი პირველი დაბადების დღეა,რომელიც ერთად აღვნიშნეთ,მაშინ ნიკი და ლიზი ახალი გაცნობილები გვყავდა,მაგრამ ემანუელს სოცარი დაბადების დღე გადაუხადეს,თუმცაღა ამ დღესასწაულს ემანუელის თხოვნით ჩვენ გარდა არავინ ესწრებოდა,ეს ნამდვილად საუცხოო დაბადების დღე იყო. ვიდეოს ნიკი იღებდა.კადრში ემანუელი ჩანს, ლამაზი სმოკინგი აცვია,ის მე და დედამ ვუყიდეთ, ძალიან უხდებოდა,მასში გამოწყობილი ნამდვილ ჯელტმენს ჰგავდა,მაგრამ ის ისედაც ჯელტმენი გახლდათ, ვიდეოში მე და დედაც ვჩანვართ, ლიზი როგორც ყოველთვის მომაჯადოვებლად იღიმის. ჩვენ წინ მაგიდაზე უზარმაზარი ტორტი დევს.
-ემანუელ,არ ჩააქრობ?-ვიდეოში ნიკის ხმა ისმის,ღმერთო, როგორი თბილი და საოცარი ხმა ჰქონდა მამაჩემს, ისეთივე,როგორი ადამიანიც თავად იყო.
-მხოლოდ კამილისთან ერთად.
-ეს ხომ შენი დაბადების დღეა?-მას გაკვირვებული ვეკითხები.
-ეს ჩემი ბედნიერებაა,რომელიც მინდა,რომ შენც გაიზიარო-ის მე მიღიმის,საოცრად თბილად მიღიმის.
-მიდი-ლიზი ყურში ჩუმად ჩამჩურჩულებს.
ემანუელის გვერდით ვდგები და თერთმეტ სანთელს სულს მთელი ძალით ვუბერავთ.ნიკი სადღესასწაულო სასტვენს უსტვენს და დაბადების დღის ქუდებს გვახურავს.ახლა საჩუქრების გახსნის ჯერია, ემანუელი ჩემს საჩუქარს ხსნის, ეს არწივის ყელსაბამი გახლავთ.
-რა ლამაზია,მადლობა კამილ-მკოცნის და შემდეგ ძლიერად მეხუტება,ჩემი ემანუელი, ჩემი საბრალო ძამიკო...
-გახსოვს, ერთხელ შენ ქალთევზის ყელსაბამი რომ მაჩუქე.ის ახლაც მიკეთია,მინდა,რომ შენ ჩემი მახსოვრობის ნიშნად ეს გეკეთოს.-იგი მიღიმის და ყელსაბამს იკეთებს.
ის დღე მახსენდება ქალთევზის ყელსაბამი რომ მაჩუქა,შობის ღამე იყო.
-იცი, შენთვის საჩუქარი მაქვს.-უეცრად მითხრა მან.
-მართლა?- მე თვალები ამიციმციმდა.
-აი, ნახე - ემანუელმა საჩუქარი მომცა,ქალთევზის უბრალო, მაგრამ ლამაზი ყელსაბამი იყო .
-რა ლამაზია, ეს სად იშოვნე, შენ რა, მოიპარე?!
-არა, ქუჩაში ეგდო და ავიღე - იგი გაწითლდა, ის ისეთი საყვარელი იყო.
-ნუ მორცხვობ - მე გაეცინა - ძალიან დიდი მადლობა , მიყვარხარ და ბედნიერი ვარ, რომ მიპოვნე, ემანუელ.
-მეც - მას ლოყაზე ვაკოცე  და ემანუელს ძალიან, ძალიან მაგრად ჩავეხუტე. ამ ყველაფერს თვალცრემლიანი ვიხსენებ, მაისურში ხელს ვიცურებ და იქიდან ქალთევზის ყელსაბამი ამომაქვს.
-მე ისევ მახსოვხარ ემანუელ და მუდამ მემახსოვრები.-ამას ვამბობ,ვიღიმი და ცრემლმორეული ვიდეოს ვთიშავ.

  შონი ეკლესიიდან პირდაპირ სახლში მივიდა.თითქოს მოძღვართან საუბრის შემდეგ შვება მოჰგვროდა. არ იცოდა რატომ,მაგრამ თავს თითქოსდა უკეთესად გრნობდა.
გზები გადატვირთული იყო,მოსაღამოვებულიყო კიდევაც,ყველა სახლში ბრუნდებოდა, ყველას სადღაც ეჩქარებოდა,ხალხი უბრალოდ აგრძელებდა ცხოვრებას, ვიღაცა დაბადების დღეზე მიდიოდა,ვიღაცა ქორწილში, ვიღაცა საავადმყოფოში შვილის დაბადებას ელოდა, ვიღაც ახლობლის გარდაცვალებას გლოვობდა, ვიღაც ვიღაცას ძარცვავდა, ვიღაცა კი ვიღაცას მხურვალედ ჰკოცნიდა, ერთი სიტყვით ცხოვრება გრძელდებოდა.
  სახლში პოლიციის კაპიტანს მეუღლე და შვილი ელოდნენ. მის ერთადერთ ვაჟს,მაიკლს თავისი ოჯახი ჰყავდა,მაგრამ მშობლებს ცოლ-შვილთან ერთად ხშირად სტუმრობდა ხოლმე. ემას,შონის მეუღლეს სამხარი მოემზადებინა, მაგიდას შონის მისვლისთანავე მიუსხდნენ.
-როგორ ხარ, ამ ყველაფერს როგორ უმკლავდები?-მამას ჰკითხა შვილმა.
-ვცდილობ ამ ყველაფერს გავუმკლავდე.
ქმარს ემამ გამჭოლი მზერა ესროლა,შემდეგ კი ჰკითხა:
-ალბათ,შენი საკუთარი მეთოდები გაქვს ხომ?
-რას გულისხმობ?
-გამოცდილი პოლიციელი ხარ, ასეთ სიტუაციაში ადრეც ყოფილხარ,ალბათ იცი ამას როგორც უნდა გაუმკლავდე.
-ჰო,ვიცი.
-კარგი,მოდით თემა შევცვალოთ-თქვა მაიკლის მეუღლემ და სიტუაციის განმუხტვას შეეცადა-შონ,უკვე იცი სამინისტროში რა სახის სამუშაოს შესრულება მოგიწევს?
-კი,თუმცა როცა მივალ ყველაფერში უკეთ მაშინ გამარკვევენ,ისეთი არაფერია,რაღაც დოკუმენტებთან მუშაობა,საპოლიციო რეფორმების გატარება და ა.შ. ახლა ჩემთვის ზედგამოჭრილი სამუშაოა.
-ძალიან მიხარია- რძალმა მამამთილს თბილად გაუღიმა. თემის შეცვლამ ნამდვილად იმოქმედა, საღამომ წყნარად და ლამაზად ჩაიარა.როდესაც სტუმრები გააცილეს შონმა მეუღლეს გაბრაზებით მაშინვე ჰკითხა.
-ეს რა იყო?!- ქალი მაგიდას ალაგებდა,ქმრის კითხვისთვის არც უპასუხია-ემა,მგონი კითხვა დაგისვი!-ქალმა ქმარს ყურადღება ახლაღა მიაპყრო.
-ჩემთვის არაფრის თქმა არ გინდა?
-ჰაჰ-კაცმა ჩაიცინა-კიდევ მე უნდა გითხრა რამე?
 ემა შონს მიუახლოვდა, სახეზე ხელი ჩამოუსვა.
-შონ, რა ხდება, რა გჭირს? ხომ იცი, შეგიძლია ყველაფერი მომიყვე.
-მოსაყოლი არაფერია,ემა, შენც მშვენივრად იცი რაც ხდება.
-მაიკლთან არაფერი გითხარი-ქალი დადუმდა,ხელი შარვლის ჯიბეში ჩაიყო და პატარა ბარათი ამოაძვრინა,კაცს გაუწოდა- სასმელების მაღაზიის ფასდაკლების ბარათია, შენს ჯიბეში ვიპოვნე,შონ.-კაცი დაიბნა.
-ეს.. არ ვიცი იქ საიდან მოხვდა,მე...
-ძალიან გთხოვ-ქალმა ქმარი გააჩუმა- ტყუილუბრალოდ თავის მართლებას ნუ დაიწყებ, სმა დაიწყე, არა? გგონია სასმელი დაგეხმარება და ყველაფერს დაგავიწყებს? მითხარი, გგონია ასე კამილს დაეხმარები? მითხარი შონ, იმ ყველაფრის შემდეგ,რასაც მამაშენზე მიყვებოდი, იგივე გინდა საკუთარ თავს დამართი, გინდა გალოთდე და ცხოვრება დაინგრიო,მითხარი თუ ვცდები,თვალებში შემომხედე და მითხარი,რომ ყველაფრის დავიწყება დალევით არ გიცდია,მითხარი შონ!-კაცი ქალის წინაშე თავდახრილი იდგა.
-მართალია,სასმელი მართლაც ვიყიდე-ჩუმად თქვა მან.
-ასეც ვფიქრობდი-ემამ ამოიოხრა-რატომ, ეს რატომ გააკეთე?
-არ შემიძლია,ემა, მეტის გაძლება არ შემიძლია. ვიფიქრე,რომ ასე ყველაფერი მარტივი იქნებოდა,მაგრამ ამანაც ვერ მიშველა. ჰო,დავლიე,მაგრამ ეს მხოლოდ ორჯერ გავაკეთე, გეფიცები,გარწმუნებ აღარ დავლევ,დილით ნაყიდი ბოთლი გაუხსნელად სანაგვე ურნაში გადავაგდე, იცი რატომ? იმიტომ,რომ არ მინდა იგივე დამემართოს,რაც მამაჩემს დაემართა, არ მინდა ისე ვიცხოვროთ,როგორც ჩემი მშობლები ცხოვრობდნენ, გაუთავებელი ჩხუბები ყელში ამომივიდა, არ მინდა ისევე დაგტანჯული გნახო,როგორსაც დედაჩემს ვხედავდი. ჰო, მართლაც ვიყიდე სასმელი და მართლაც ვცადე ამ გზით ყველაფრის დავიწყება,მაგრამ გარწმუნებ, ეს აღარ განმეორდება,ჩემი ხომ გჯერა,ხომ მენდობი?-ქალმა ქმარს თავი დაუქნია-მოდი ჩემთან-შონი ცოლს ძლიერად მოეხვია-ხომ იცი,მიყვარხარ და ისეთ რამეს არასდროს გავაკეთებ,რაც შენ ზიანს მოგაყენებს.
-ვიცი,მაპატიე.
-პირიქით,მე მაპატიე.
-მინდა იცოდე,რომ მე შენ გვერდით ვარ, შეგიძლია შენი გულისნადები გამიმხილო,ყველანაირად დაგეხმარები,ჩვენ ამას ერთად გავუმკლავდებით,ერთად, გესმის? კამილი მეც ისევე მიყვარს,როგორც შენ.ამ თემაზე თითქმის არ ვსაუბრობთ,მაგრამ ვალდებული არ ხარ ყველაფერს მარტო  გაუმკლავდე, ზოგჯერ საჭიროა შენი წუხილი ვინმეს გაუზიარო, ვინმემ მოგისმინოს,ეს აუცილებელიც კია, მე შენი ცოლი ვარ,შონ,შეგიძლია ყველაფერი მითხრა, მე ყველაფერს გავიგებ.
-ვიცი,ვიცი-კაცმა ქალს შუბლზე აკოცა,შემდეგ კი ისევ ჩაეხუტა.-დღეს ეკლესიაში ვიყავი.
-მართლა, ასე ცუდადაა საქმე?-თქვა ემამ ღიმილით.
-ჰო-კაცს გაეცინა-ასე ცუდადაა საქმე.
-მაშინ თავიდან დაიწყე.- კაცმა თავი დააქნია, ცოლთან ერთად დივანზე დაჯდა და საუბარი დაიწყო. მთელი ღამე საუბრობდნენ, ერთად წუხდნენ, ერთადაც ტიროდნენ, ერთმანეთზე ხელები ჩაეჭიდათ და ერთმანეთს ყველაფერს,თავიანთ ნებისმიერ გულისტკივილს უზიარებდნენ.
 
  შობის ღამეა,უკვე თორმეტი ახლოვდება. მეორე შობაა,რომელსაც ჩემი ოჯახის გარეშე ვხვდები. ჩემთან რებეკა იყო,თავისთან დამპატიჟა,მაგრამ მარტო მირჩევნია ყოფნა, მინდა რამე საშობაო ფილმს ვუყურო, იქნებ ხასიათზე ამან მაინც მომიყვანოს. დისკებთან მივდივარ,დისკების ჩასადებს ვიღებ და მის გვერდით დადებულ პატარა ფურცელს ვხედავ. ფურცელი მომაქვს და დივანზე ვჯდები. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ ტელეფონს ვიღებ და ნომერს ვკრეფ. ამჯერად ზარი გადის და ცოტა ხნის მერე ტელეფონში ქალის ხმა ისმის.
-დიახ,გისმენთ.
თითქოს ადგილზე ვშეშდები, ხმის ამოღებას ვერ ვახერხებ, ეს დედაჩემის ხმაა, ჩემი ნამდვილი ბიოლოგიური დედის ხმაა,ის პირველად მესმის.
-ჰეი,არის მანდ ვინმე? - უეცრად ლიბედის ხმა წყდება,მას ტელეფონის ბგერები ანაცვლებს.
ცრემლი სახეზე უნებურად მიგორდება. მას მაშინვე ვიწმენდ,ქურქს ვიღებ და გარეთ გავდივარ, ტაქსიში ვჯდები და მძღოლს მისამართს ვეუბნები. ტაქსის დანიშნულების ადგილამდე მისვლამდე 10 წუთი დასჭირდა. მძღოლს ვუხდი და მანქანიდან სწრაფად გადმოვდივარ. კარებთან მივდივარ და ზარს ვრეკ.
-მოვდივარ-შიგნიდან ისმის ხმა.
კარები იღება. მას საშუალო ასაკის ქერათმიანი ქალი აღებს,ის მე საოცრად მგავს,უბრალოდ ჩემზე ქერა და უფროსია. მას ჩემი ნაკვთები აქვს, ხელში საშობაო ნამცხვარი უჭირავს, თეფში ჩემს დანახვაზე ხელიდან უვარდება და იატაკს ეცემა. მას გული გამალებით უძგერს.
-ღმერთო...-ის შოკირებულ მდგომარეობაშია.-ღმერთო, ელი...ეს შეუძლებელია,ღმერთო-ხელს სახეზე იფარებს.
-გამარჯობა დედა-ღიმილით ვეუბნები.
-ოჰ,ჩემო გოგონავ.
ლიბედს,ისევე,როგორც მე სახეზე სიხარული და ბედნიერება ეღბეჭდება, ის მე გულში ძლიერად მიკრავს.სახლში მპატიჟებს და ზღურბლზე გადაბიჯებისას ის ჩემი ცხოვრების აღდგენილი ნაწილი ხდება.

   შენობა,რომელშიც კრის ბიუთინჯერმა შეაბიჯა შიგნიდანაც ისეთივე ძველი და დანგრეული იყო,როგორიც გარედან ჩანდა. ორსართულიან სახლს ჰგავდა. შუაში განიერი, ალაგ-ალაგ ჩამონგრეული კიბეები აღმართულიყო, კრისი დაუძალებლად სწორედ ამ კიბეებზე ავიდა. მეორე სართული პირველზე ოდნავ პატარა გახლდათ, ოთახის შუაში შავი გასაშლელი სკამი იდგა. მის ფეხებთან კი თოკი და შავი ქეისი ეგდო.
-ძველი ტკბილი დრო-ღიმილით თქვა ბიუთინჯერმა.
-არამგონია ცოტა ხანშიც ასე გიხაროდეს აქ ყოფნა-თქვა ჯიმმა.
-ხომ იცი რომ არაფრის არ მეშინია,არც იმ ბასრი ნივთების ამ ქეისში რომ დევს-კაცმა მზერა შავ ქეისზე გადაიტანა-და არც ჯოჯოხეთის არ მეშინია.
-კარგია,რადგან მალე სწორედ მანდ მოხვდები.
-დარწმუნებული ხარ?
-რა არის,ეჭვი გეპარება?-ტონიმ გაიცინა.
-როდესაც ჯოჯოხეთში მოხვდები მომძებნე,როცა ვერ მიპოვნი და მაგ შეტრუსულ თმებს დაიპუტავ,მე ზემოდან გადმოგხედავ და მაგრადაც დაგცინებ,მარტო შენ კი არა,ორივეს დაგცინებთ-ბიუთინჯერი ისევ იღიმოდა.
-ეგ შენი ღიმილი მალე წაიშლება შენი სახიდან, ამას მე გპირდები.-თქვა ტონიმ, კრისი კვლავაც იღიმოდა. ჯიმი მათ გაშორდა, ტელეფონი ამოიღო და ვიღაცას დაურეკა. რამოდენიმე წამში უკან დაბრუნდა.
-აბა რაო,რა გითხრა?-მეგობარს ჰკითხა ტონიმ.
-ყველაფერი რიგზეა,მასთან არიან, მალე აქ იქნება.
-ვიზე ლაპარაკობთ,ვინ იქნება აქ?-იკითხა დაბნეულმა ბიუთინჯერმა.
-სკამზე დაჯექი,კრის.-უთხრა ჯიმმა.
-ჯერ მითხარი აქ ვინ უნდა მოვიდეს.-ტონიმ იარაღი კაცს შუბლზე დაადო.
-დაეგდე მაგ დამპალ სკამზე,თორემ გეფიცები ახლავე დაგაჭედებ თავში ტყვიას.-ბიუთინჯერი ადგილიდან არ იძვროდა,ტონიმ ხელი უჯიკა და სკამზე დააგდო, მხრებზე დააწვა,გააკავა, ამ დროს  თოკით ჯიმმა ხელები ზურგს უკან სკამზე მიუბა, კრისი ძალიანაც არ შეწინააღმდეგებია, როცა საქმე დაასრულეს კაცს ჯიმმა ჰკითხა:
-გგონია დაკვირვებული ხარ,რადგან ჩვენ შეგვამჩნიე?
-რას გულისხმობ?-კაცი აღარ იღიმოდა,მას სერიოზული გამომეტყველება მიეღო.
-შენ რომ ციხეში იჯექი,მაშინ ჩვენთან ერთი ახალგაზრდა ბიჭი მოვიდა-სანტიაგო,საკმაოდ პერსპექტიული ყმაწვილია, პატარ-პატარა საქმეებს ვაძლევდით,მაგრამ დღეს სერიოზული რამ დავავალეთ,შენ კი კარგად იცი,რომ კაცი ყველაფერს გააკეთებს პირველი საქმე წარმატებით რომ შეასრულოს და აპლოდისმენტებიც რომ დაიმსახუროს. ამ ჩვენს სანტიაგოს წითელი მუსტანგი ჰყავს,ასეთებით ჩვენ არ დავდივართ,მაგრამ ის დადის.-ბიუთინჯერს გამომეტყველება მაშინვე შეეცვალა, თვალებში შიში ჩაუდგა-არა,გეთანხმები თვალშისაცემი მანქანაა,მაგრამ შენნაირი გამოცდილი კაცი ვერ იფიქრებდა მაგ მანქანაზე ჩვენი კაცი თუ იჯდებოდა,ხომ მართალი ვარ,კრის?-ჯიმმა გაიღიმა-მითხარი, დაინახე წითელი მუსტანგი,რომელიც შენი სახლის წინ იდგა?

  ორი წელი გავიდა, მე ისევ დედასთან ვცხოვრობ, ახლა რებეკასთან ერთად სწორედ ის მიკრავს კაბას, მე ამ ყველაფერს სარკიდან ვადევნებ თვალს. კაბა ულამაზესია, თეთრი, მოჩუქურთმებული, ისეთი,როგორზედაც სულ ვოცნებობდი. ბედნიერი ვარ, ამდენი ხნის შემდეგ პირველად შევიგრძენი თუ რას ნიშნავს იყო ბედნიერი, დღეს არაფერზე ვდარდობ, ალბათ სისულელეა ქორწილის დღეს არაფერზე რომ არ იდარდო,მაგრამ მე ასე ვარ, რებეკამ ყველაფერი მოაგვარა და ეს დღე ჩემს დღედ აქცია, მან იმ „შეშლილ“ პატარძლებს არ დამამსგავსა, ყველაფერზე რომ დარბიან,ბოლო წუთებშიც რომ ვეღარ ისვენებენ და ყველაფერს მეათასედ ათვალიერებენ, იქნება და რაიმე ისე არ არის,როგორც უნდა იყოსო. არა, მე ასეთი არ ვარ, თუ ეს ჩემი დღეა,მაშინ მართლაც ბედნიერი უნდა ვიყო და სტუმრებისა და დეკორაციების ნაცვლად ჩემსა და ჩემს მომავალ ქმარზე - დეივ სტივენსონზე უნდა ვიფიქრო. ეს ჩემმა რებეკამაც იცის. აი ახლა,სარკის წინ ვდგავარ და მის ანარეკლს ვუყურებ. ის საოცრად ლამაზია, ულამაზესია, მე არც იმ პატარძლებს ვგავარ ლამაზ მეჯვარეებს ცუდად რომ აცმევენ,რათა თავად არ დაიჩრდილონ, არა, რებეკა ჩემი მეგობარია და მინდა,რომ ის ულამაზესი იყოს, ჩემზე ლამაზიც კი, რადგან მე მხოლოდ ჩემს ქმარზე ვფიქრობ,ის კი ალბათ ჩემზე იფიქრებს,როდესაც საკურთხევლის წინ ერთმანეთს ბეჭდებს გავუცვლით. რამოდენიმე თვეა, რაც დეივმა ჩვენთან დაიწყო მუშაობა, ის იურისტია. მხიარული, კეთილი, სიმპატიური, გულმოდგინე, ჭკვიანი, რაღაცით ნიკსაც მაგონებს, მას თვისებებითა და ხასიათით საოცრად ჰგავს,მაგრამ ამიტომ კი არა,არამედ იმიტომ მიყვარს იგი,რომ ის დეივ სტივენსონია.კაცი, რომელიც მართალია ჩემთან თეთრ რაშზე ამხედრებული არა,მაგრამ თეთრ შარვალ-კოსტიუმში გამოწყობილი მოვიდა და თავისი გულწრფელი ღიმილითაც დამაჯილდოვა. ახლა ცოტა ავღელდი, უკვე გასვლის დროა, გული ცოტათი უფრო ძლიერად ამიძგერდა, ალბათ იმიტომ,რომ დეივზე ვფიქრობდი, მგონი ამის ბრალია, მე ხომ არ ვნერვიულობ,არა?

-რა ჯანდაბას მეუბნები?!- კრისს ხმაში მრისხანება დასტყობოდა.
-ხომ დაგპირდი,მალე ვეღარ გაიღიმებ-მეთქი-უთხრა ტონიმ.ბიუთინჯერი დამშვიდდა,იცოდა რომ მრისხანებითა და მუქარით ვერაფერს გააწყობდა.
-მათ არაფერი დაუშაოთ, ისინი არაფერ შუაში არ არიან.
-წესები ხომ იცი.
-ეს სულელური წესები როქსიმ მოიგონა,ახლა კი იგი მკვდარია.
-ჰო, ის შენ მოკალი.
-მისმინე,ჯიმ, მე ის არ მომიკლავს, ის რომ დანებებულიყო...
-შენ სულ შეიშალე?!-აღშფოთდა ტონი-იცი,რომ მაგ ნაბიჭვრებზე დანებებას სიკვდილი გვირჩევნია,
-ბევრი ჩაჰბარდა, დინი,ბრაიანი,ლუკა,ჯორჯ უმცროსი, ჯანდაბა, „კბილიც“ კი დანებდა,ტონი, ეს როქსისაც შეეძლო.
-ჯეიმი მაგ ქალაჩუნებისგან განსხვავებით ნამდვილი კაცი იყო.
-შენც კარგად იცი,რომ ერთი თავზეხელაღებული ყაჩაღი იყო,მეტი არაფერი. აქ დაიბადა და გაიზარდა,უბრალოდ ქუჩური ენა ესმოდა და კაცის მოკვლა შეეძლო, მითხარი ამით განისაზღვრება კაცობა?
-უკვე აღარაფერს აქვს აზრი,კრის,ამ ყველაფერზე ადრე უნდა გეფიქრა. ახლა შენ გამო პასუხის გება შენს ოჯახს მოუწევს.
-მათ პოლიცია იცავს-ბიუთინჯერმა თავი დაიმშვიდა.
-მოდი კიდევ ერთ ამბავს მოგიყვები-თქვა ჯიმმა-ამ სანტიაგოს ერთი ძმაკაცი ჰყავს, როკოს ეძახიან, მაშინ,როდესაც სანტიაგომ საქმის შესრულება დაიწყო როკომ შენი სახლიდან რამდენიმე მეტრში ჰაერში რამდენჯერმე ისროლა, ჰოდა ეს პოლიციაც უცებ იქითკენ გაექანა,საიდანაც სროლის ხმა გაისმა.ნაცნობი სიტუაციაა,არა?
-ეს არც 2003 წელია და საქმე არც იმ გასიებულ კრიგონს ეხება. მე როდესმე მოვკლავდი შენს ოჯახს, ჯიმი?
-ჯეიმიც ჩემი ოჯახი იყო,კრის,შენ ის წამართვი, იქ, იმ საწყობში ჩემი ოჯახის წევრები შენ გამო დახოცეს.
-სხვაგვარად ვერ მოვიქცეოდი,ის პატარა უდანაშაულო ბიჭი იყო,დედამისიც უდამაშაულო იყო,ჯიმ,ჩვენ გამო ქუჩაში ცხოვრობდა!
-ეს შენ გამო ცხოვრობდა ქუჩაში.
-იმიტომ,რომ სხვაგვარად თქვენ მას საიქიოში გააგზავნიდით, მე ის გავაკეთე,რაც უნდა გამეკეთებინა.
-ჩვენც იმას ვაკეთებთ,რაც უნდა გავაკეთოთ. ძველი მეგობრები ვართ,კრის,შეიძლება ითქვას,რომ საქმე შენ მასწავლე, გუშინდელ დღემდე,დღემდე,სანამ გავიგებდი,რომ ყველაფერი უბედურების მიზეზი შენ იყავი უდიდეს პატივს გცემდი და ძმად მიმაჩნდი,შენთვის ყველაფერს გავაკეთებდი,ტყვიასაც გადავეფარებოდი,მაგრამ  ახლა ჩემ თვალში ერთი ლაჩარი და დამპალი კაცი ხარ,მეტი არაფერი.- ბიუთინჯერი მთელი ამ დროის მანძილზე ხელების შეხსნას ცდილობდა,მან იცოდა თუ როგორ ეჭირებოდა ეს ძველი თოკები და მათი გახსნაც შეძლო. ადრე მართლაც აინტერესებდა თუ როგორი იყო ამ სკამზე ჯდომა,ამიტომ ერთხელაც აქ მარტო მოვიდა,სკამზე დაჯდა,ცალი ხელი შეიკრა და შემდეგ მის გახსნას შეეცადა, ერთი საათი უშედეგოდ ცდილობდა გათავისუფლებას,მაგრამ დიდი წვალების შემდეგ ეს  მაინც  მოახერხა,უბრალოდ ახლა ერთი პრობლემა იყო,მას ერთი საათი არ ჰქონდა.
   შენობაში გარედან მანქანის ხმა გაისმა.
-უკვე აქ არის-თქვა ჯიმმა-მითხარი,კრის,ორი შვილიშვილი გყავს,არა?
-მათ არ გაეკარო,შე ნაბიჭვარო!-ბიუთინჯერმა იღრიალა.
-რომელი უფრო გიყვარს, ბიჭი თუ გოგო?
-ავადმყოფები ხართ, ბავშვებს ამ ყველაფერში როგორ რევთ.
-დიდი ხნის წინ შენც ასე იყავი.
-არა, მე არასდროს შევხებივარ უდანაშაულო ბავშვებს.
-კამილი უდანაშაულო არ იყო?
-სხვა გზა არ მქონდა, ამის გამო მთელი ცხოვრება ტანჯვაში გავატარე,- ქვემოდან ბავშვების ტირილისა და კივილის ხმები მოისმა, ბიუთინჯერი სკამზე შეხტა,მაგრამ წამოდგომა მაინც ვერ შეძლო.
-სამწუხაროა ფუნთუშები მანქანაში რომ დატოვე,ცხელ-ცხელი ყოფილა და ბარემ ბავშვებსაც აჭმევდი-ტონიმ ჩაიცინა, კრისი ბრაზისგან ბრდღვინავდა,უფრო გამალებით ცდილობდა ხელების გათავისუფლებას.
-რას იზამ კრის,სუსტები მარცხდებიან-თქმა ჯიმმა.
-მე ვარ სუსტი,არა, მე გამბედაობა მეყო და ჯეიმი როქსი პოლიციასთან ჩავუშვი, მიხარია რომ ეს გავაკეთე და კიდევ იცით რა მიხარია? ის,რომ ახლა ის ნაბიჭვარი მკვდარია და კიდევ ვერავის ვეღარ გააუბედურებს. აი ვინ იყო სუსტი, პატარა ბავშვების გამოყენების მეტი არაფერი რომ არ იცოდა,თქვენც სუსტები ხართ,გამბედაობა არ გაქვთ თვალებში მიყუროთ და ისე გამაგზავნოთ იმქვეყნად,გეშინიათ,რომ ჩემი შვილიშვილები თქვენს ღამეულ კოშმარად იქცევიან და ერთხელაც ყველაფრისთვის პასუხს მოგსთხოვენ,პატარა ბავშვების გეშინიათ და კიდევ მე ვარ სუსტი?ჰაჰ-კრისმა გაიცინა-იმაზე უფრო სულელები ყოფილხართ,ვიდრე ამას წარმოვიდგენდი,თქვე ლაჩრებო!-ტონიმ ბიუთინჯერს მუშტი სახეში ძლიერად გაარტყა, კაცს ტუჩიდან სისხლი წასკდა. ამ დროს კიბეებზე სანტიაგო ამოვიდა,რომელსაც ხელები კრისის პატარა შვილიშილებისთვის ჩაევლო და მათ ძალით მოათრევდა, ორივე ტიროდა, ძალიან პატარები იყვნენ, გოგო 3 წლის, ბიჭი კი სულ რაღაც 2-ის გახლდათ.
-მითხარი,კრის,რომელი მოვკლა და რომელი დავტოვო ცოცხალი? გპირდები ძველი მეგობრობის ხათრით ერთს სახლში უვნებლად დავაბრუნებ.-თქვა ჯიმმა და იარაღი ამოიღო.ჯერ იგი ბიჭს მიუშვირა,მერე გოგოს.
-ამას ნუ აკეთებ,გთხოვ.
-მოდი ასეთი თამაში ვითამაშოთ, ხუთამდე დავითვლი, სანამ თვლას დავასრულებ იმ ბავშვის სახელს იტყვი,რომლის სიკვდილიც გირჩევნია. როდესაც ხუთზე ავალ და თუ სახელს ვერ გავიგებ ორივეს მოვკლავ,შევთახმდით?-ბიუთინჯერი დუმდა, ხელების გახსნას გამალებით ცდილობდა-ჰა,კრის, რას იტყვი? კარგი ჩემ გარდა კიდევ ვის უნდა ამ თამაშის თამაში?
-მე მინდა-ტონიმ ხელი აიწია.
-მეც-დაეთანხმა სანტიაგო.
-წესები გასაგებია? მაშინ დავიწყოთ, ერთი...
-არცერთს არ გაუშვებ...
-გავუშვებ, კრის, გავუშვებ - ჯიმი მზაკვრულად იღიმოდა. - ორი...
  კაცი ხელებს ერთმანეთს გამალებით უხახუნებდა,თანაც თითებით გახეხილი თოკის გაგლეჯვას, ანდა ხელის გამოძვრენას ცდილობდა.
-სამი...
 მარჯვენა მტევნის გამოძრავება შეძლო,თოკი ცოტაზე ჩამოაცურა, ახლა იგი მაჯების ნაცვლად ხელის გულებზე ეკვროდა.
-სახელი, კრის,თუ გინდა ორივე მოვკლა? სახელი, კრის! ოთხი...
  ჯიმმა იარაღი შემართა, ცოტაც..ცოტაც... მოახერხა,მარჯვენა ხელი გაითავისუფლა, მზერა ტონის ხელში მოთავსებულ იარაღზე გადაიტანა, კაცი მასთან საკმაოდ ახლოს იდგა, ბავშვები ისევ ტიროდნენ.
-გახსოვდეს,ეს შენი არჩევანია კრის და არა ჩემი. მაშასადამე,ქალბატონებო და ბატონებო,-ბიუთინჯერი ნახევარი ტანით უეცრად წამოხტა და იარაღს ეცა.
-ხუთი-გასროლის ხმა მანამ გაისმა,სანამ ბიუთინჯერი სასხლეტს თითს გამოჰკრავდა.
- არცერთს არ გაუშვებს-ეს იყო მისი ბოლო სიტყვები,ბოლო აზრი,ბოლო ფიქრი,საბედნიეროდ არ დაუნახავს თუ პირველს რომელს ესროლა ჯიმმა,მხოლოდ ხმა გაიგონა, მაგრამ ეს ხმაც საკმარისი აღმოჩნდა, ამ ხმის გაგონება მეორეჯერ აღარ უნდოდა,ამას ვერ გაუძლებდა, ამიტომაც თვალდახუჭულმა სასხლეტს ძლიერად გამოჰკრა.

  საკურთხელისკენ მივიწევ, საკმაოდ ბევრი ხალხია,მაგრამ მე მხოლოდ დეივს ვხედავ, ის მართლაც რომ ძალიან ღელავს, მე არა, მე საერთოდ არ ვღელავ,მე ბედნიერი ვარ. საკურთხევლამდე შონს მივყავარ, სულ ცოტა რჩება, უფრო ცოტა, უფრო ცოტა... და აი,ახლა დეივი შონს ხელს ართმევს, ის ჩემს ხელს იღებს და ბოლო ნაბიჯების გადაგმაში მეხმარება. მას ვუყურებ,ის კი მე შემომცქერის. ორივენი ბედნიერები ვართ,ორივენი გახარებულები ვარ, ჩვენ ერთმანეთი ვიპოვნეთ, ამიერიდან მუდამ ერთად ვიქნებით.
  ფიცის წარმოთქმის ჯერია. დეივი ამბობს:
-მე,დეივ სტივენსონი გიღებ შენ,კამილ ბარნტონს ჩემს ცოლად დღეიდან სამუდამოდ, კარგში,ცუდში,სიმდიდრეში,სიღარიბეში,ავადმყოფობასა და ჯანმრთელობაში, მეყვარები და ვიზრუნებ სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს.ამით-იგი ბეჭედს მიკეთებს- გპირდები ჩემს ერთგულებას.
ახლა ჩემი ჯერია:
- მე,კამილ ბარნტონი გიღებ შენ,დეივ სტივენსონს ჩემს ქმრად დღეიდან სამუდამოდ, კარგში,ცუდში,სიმდიდრეში,სიღარიბეში,ავადმყოფობასა და ჯანმრთელობაში, მეყვარები და ვიზრუნებ სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს.ამით-მას თითზე ბეჭედს ახლა მე ვუკეთებ- გპირდები ჩემს ერთგულებას.
-ღმერთის მონიჭებული ნება-უფლებით ცოლ-ქმრად გაცხადებთ,შეგიძლიათ პატარძალს აკოცოთ.
 დეივი მიღიმის,მეც ვუღიმი.
-შეიძლება?-თავს ვუქნევ, ხელს ლოყაზე ნაზად მკიდებს და დიდი გრძნობითა და სიყვარულით მკოცნის. 

  ლოდინსა და ნერვიულობაში კიდევ ორი დღე გასულიყო. ექიმის თქმით კამილს სიცხე დასწეოდა,მაგრამ ჯერ ისევ უგონოდ იმყოფებოდა. დაზღვევა ძირითად ხარჯებს ფარავდა,მაგრამ ოჯახსაც უნდა ეზრუნა ზოგიერ ხარჯზე, შონმა დეივს დახმარება შესთავაზა, ამიტომ იგი სტივენსონთან ერთად საავადმყოფოს მიმღებში იმყოფებოდა და დეტალებს არკვევდა. სწორედ ამ დროს დარეკა მისმა ტელეფონმა, კაცმა დეივს ბოდიში მოუხადა და მას მაშინვე უპასუხა.
-დიახ,გისმენთ...ვინ არის?...რა?!...სად იპოვნეთ?...როდის?...კარგი,გმადლობ...არა,საქმეს დიქსონს გადავცემ,ის მიხედავს...კი,მაგრამ დღე-დღეზე უნდა გადავდგე...კარგი.-შონი დეივს დაუბრუნდა.
-სამსახური?
-ჰო,სამსახური-ჩაფიქრდა,შემდეგ კი მცირეოდენი პაუზის შემდეგ უთხრა:-დეივ,მისმინე,ეს უნდა იცოდე.
-რა მოხდა?
-ახლა რომ დამირეკეს, ერთი ადამიანის გვამი აღმოუჩენიათ.
-ვისი?
-კრის ბიუთინჯერის,თავში აქვს ნასროლი,ერთი შეხედვით ასე ჩანსო.
-ის კაცია,ვინც საწყობების მისამართი მოგვცა,ხომ?
-ჰო,ეგაა,მაგრამ ამაზე არ ვდარდობ, როგორც ჩანს მთელი ბანდა ისევ ვერ ავიყვანეთ,ვიღაცები კიდევ დარჩნენ, თუ ბიუთინჯერს მიადგნენ არ გამიკვირდება აქაც რომ მოვიდნენ. დაცვას დავაყენებ,ასევე მინდა,რომ თქვენც დაცვის ქვეშ აგიყვანოთ.
-შონ,მე კარგად ვიქნები.
-გთხოვ,დეივ, სანამ ეს შემიძლია ნება მომეცი დაგეხმარო,საშიში ხალხია,მათთან თამაში არ ღირს, არა მგონია აქ კამილისთან მოვიდნენ,მაგრამ არ გამიკვირდება შენ და ნიკს რომ მოგაკითხონ,შენ შვილზე იფიქრე,ნუ დაუშვებ, რომ მისი თავიდან გატაცების მცირე შანსი მაინც არსებობდეს.
-კარგი-დეივმა თავი დააქნია,
-ასე აჯობებს,დამიჯერე,საქმეს საუკეთესო დეტექტივებს გადავცემ,მაგრამ სანამ მათ დააკავებენ,მანამდე დაცვის ქვეშ იქნებით.-დეივმა ისევ თავი დააქნია.-თავს გაუფრთხილდი, როგორც შევთანხმდით დარჩენილ თანხას მე გადავიხდი, ახლა კი ბიუთინჯერის საქმეს უნდა მივხედო, ჯერ ისევ პოლიციის კაპიტანი ვარ.
-მადლობელი ვარ.-შონმა გაიღიმა.
-აბა შენ იცი-უთხრა და კაცს გაშორდა.
  განყოფილებაში დაბრუნებულმა კაბინეტში დეტექტივი დიქსონი და მისი მეწყვილე დაიბარა, საქმის მასალები გადასცა და უთხრა:
-თქვენი იმედი მაქვს,რაც შეიძლება ეს საქმე მალე გახსენით, გთხოვთ, არ დამაღალატოთ.
-არა,სერ,ყველაფერს მივხედავთ.-დიქსონმა მეწყვილის აზრის მართებულობის დასამოწმებლად თავი დააქნია.
-კარგია-თქვა შონმა და დეტექტივები გამოისტუმრა. ცოტა ხანი ისევ კაბინეტში იჯდა,მერე კი მანქანის გასაღები აიღო და გარეთ გავიდა.

  მესმის, მისი ხმა მესმის...ის ტირის,ღმერთო, მისი ტირილი მესმის. გული გამალებით მიცემს, ვგრძნობ,რომ მას მალე გავიცნობ.ის უკვე ტირის.
-ბიჭია,გილოცავთ-ამბობს ექიმი და ჩემს შვილს თეთრ ზეწარში ახვევს,ღმერთო, რა საყვარელია, რა პატარაა. ის ჩემი შვილია, მე დედა გავხდი, ღმერთო, მე დედა გავხდი!
  მას ხელში ვიყვან, მაგრამ მაინც არ ჩერდება, ისევ ტირის, უკვე მისი ტირილიც შემიყვარდა,თავის პაწაწუნა თავზე ვკოცნი, დიდი,გაფართოებული თვალებით მიყურებს, წამით ჩერდება,აღარ ტირის, შემდეგ კი სახე ერთიანად ექუფრება და ისევ ტირილს იწყებს, ვგრძნობ,როგორ ვიღიმი სიხარულისგან, ის ხომ ჩემი შვილია, მინდა მისთვის საუკეთესო დედა ვიყო.
-მე შენ ყოველთვის მეყვარები და ყოველთვის დაგიცავ,გპირდები-ვეუბნები და მას ექიმს ვაწვდი,მე კი ისევ ღიმილით ვუყურებ ჩემს პატარა ვაჟკაცს, ჩემს უსაყვარლეს ნიკს.

 ისევ ეკლესიისკენ მიმავალ გზას მიუყვებოდა პოლიციის კაპიტანი, მშვიდად,აუღელვებლად მიაბიჯებდა მოკირწყლულ ქუჩაზე. თითქოს მღვლედთან საუბრის შემდეგ რაღაც შეცვლილიყო, ალბათ ამის მიზეზი ისიც იყო,რომ მან და ემამ ყველაფერზე ისაუბრეს და ერთმანეთს გულის ნადები სრულიად გაუზიარეს. მართლაც, საყვარელ ადამიანთან საუბარი და ლაპარაკი შენს გაჭირვებაზე საუკეთესო წამალია, როდესაც იცი, როდესაც გესმის,რომ მარტო აღარ ხარ, არამედ გვერდით გყავს ისეთი პიროვნება,რომელიც გაგიგებს, გვერდში დაგიდგება და თანადგომას გამომიცხადებს ნამდვილად დიდი შვებაა.
  შონი ტაძრის კარიბჭესთან შედგა, მაინც ყოყმანობდა, ალბათ ქვეცნობიერში საკუთარ თავსაც ეკითხებოდა აქ რა მინდაო,მაგრამ ის მაინც ეკლესიის შესასვლელის წინ იდგა. ამოისუნთქა და შიგნით შევიდა, გაუბედავად შედგა ნაბიჯი უფლის სახლში. ტაძარი ცარიელი იყო. სკამზე დაჯდა და ჯვარზე გაკრულ ქრისტეს დასევდიანებულმა შეხედა.ბევრი რამ მოაგონდა, არა მხოლოდ საწოლს მიჯაჭვული უგონოდ მყოფი ქალი,არამედ თავისი მთელი ცხოვრება,ბავშვობა, მშობლები, მასწავლებლები, პირველი შეყვარებულიც კი გაახსენდა, მეგობრები, განსაკუთრებით კი ნიკი მოიგონა, ცოლ-შვილი და შვილიშვილი, უცნაური იყო, თითქოს სულში იგრძნო რაღაც, ისეთი რამ,რასაც ძნელია ადამინის გონება ჩასწვდეს, ეს მხოლოდ სულმა იცის და ამ ყველაფერმა გამოძახილიც ჰპოვა. უნებურად ხელებზე წვეთები დაეცა. ჯვარცმულ ქრისტეს უყურებდა და ტიროდა, სრულიად უმიზეზოდ, სრულიად უნებურად,მაგრამ მაინც ტიროდა. არ ცდილობდა ცრემლები შეემშრალებინა, ტაძარში ისედაც მარტო იყო, ხოლო ღმერთს კი აბა რას დაუმალავდა?
 ნაბიჯების ხმა გაიგონა, პიჯაკის სახელოთი მაშინვე შეიმშრალა ცრემლები.
-მიხარია,რომ ისევ მოხვედი,შვილო ჩემო. - მღვდელი მას მიუახლოვდა და გვერდით მიუჯდა.
-ზოგჯერ მინდა გვერდით მყავდეს ისეთი ადამიანი,რომელსაც ყველაფერს გავუზიარებ, ჩემ თავს გავაცნობ.ადამიანი, რომელიც არ გამაკრიტიკებს იმის გამო,რასაც ვეტყვი, ადამიანი,რომელიც მომისმენს და სწორი გზის პოვნაში დამეხმარება.  
-დაოჯახებული ხომ ხარ,შონ?
-ცოლს ვერ ვეუბნები იმას,რაც მართლა მაწუხებს.
-რატომ? თქვენ ხომ ერთნი ხართ.
-არ მინდა სუსტად მოვეჩვენო,მამაო. არ მინდა უსუსური,მხდალი და შეშინებული მნახოს. არ მინდა შევიცვალო, არ მინდა აღარ ვგავდე იმ კაცს,რომელზედაც დაქორწინდა, რომელიც შეიყვარა იმიტომ,რომ ის ძლიერი, მამაცი და გამბედავი კაცი იყო. თავს ყოველთვის ასეთად მივიჩნევდი,მაგრამ-კაცმა თავი გააქნია- ახლა აღარ ვიცი ვინ ვარ, ახლა სხვანაირი ვარ, სუსტი ვარ,მამაო,მაგრამ არ მინდა,რომ სუსტი ვიყო. იცით რა მითხრა ჩემმა ცოლმა? იქნებ ფსიქოლოგთან მივსულიყავითო.-კაცმა ისევ თავი გააქნია.
-და შენ ამაზე რას ფიქრობ?
-მე ხომ აქ ვარ,არა? რწმენაზე ძლიერი და დიდი წამალი ხომ არ არსებობს,ასეა, მამაო?
-ასეა,შვილო ჩემო,ასეა.
-მინდა,რომ ღმერთის რწმენა გავიღრმავო.ვიცი, არ ვცხოვრობ ისე,როგორც უნდა ვიცხოვრო,მაგრამ ეს არ შემიძლია.
-შეუძლებელი არაფერია, უბრალოდ უფრო უნდა ეცადო.
-იცით ადამიანს როგორ უნდა დაელაპარაკოთ, სწორედ ამიტომ მოვედი თქვენთან.-მღვდელმა ჩაიცინა.- ბევრი გამკიცხავდა,გამსჯიდა, დამძრახავდა იმაში,რომ ეკლესიაში არ დავდივარ, უფლის ისე არ მწამს,როგორც უნდა მწამდეს, არა,შეიძლება მწამს, მაგრამ არ ვიქცევი ისე,როგორც ჭეშმარიტი ქრისტიანი უნდა მოიქცეს. თქვენ ასეთი არ ხართ.
-ყველაფერს თავისი დრო აქვს,შვილო ჩემო. მინდა იცოდე,რომ მე შენ გვერდით ვარ და მზად ვარ დაგეხმარო და მოგისმინო მაშინ,როდესაც ეს დაგჭირდება.
-არ ვიცი აქ რატომ მოვედი.
-აქ ღმერთმა მოგიყვანა,შონ.
-კამილ ბარნტონი, გსმენიათ,არა?
-კი,მსმენია, საბრალო ქალი.
-ის ჩემ გამოაა ასეთ დღეში.
-რას ამბობ?
-მე დავრთე ნება,რომ იქ წამოსულიყო, მე რომ წამოსვლის უფლება არ მიმეცა, მე რომ უფრო მკაცრი ვყოფილიყავი ახლა ის აქ იქნებოდა, ახლა არ მოუწევდა სიკვდილთან ბრძოლა.
-ეს შენი ბრალი არ არის,შონ. ყველაფერი უფლის ნებაა. „მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი,ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა“-მღვდელი დადუმდა-თუ ადამიანს სიკვდილი უწერია, ისედაც დაიღუპება. ერთ ამბავს მოგიყვები. ერთ ქალაქში ერთი კაცი ცხოვრობდა, რომელსაც უთხრეს, რომ შემდეგ დღეს დაიღუპებოდა, მას შეეშინდა, კარები ჩაკეტა და მთელი დღით სახლში დარჩენა გადაწყვიტა. გავიდა რამდენიმე საათი, ნათურა გადაიწვა, ამ კაცმა თქვა მოდი გამოვცვლიო და მართლაც დაიწყო უბრალო ნათურის გამოცვლა, დენმა დაარტყა,შონ და მაინც გარდაიცვალა. ყველაფერი უფლის ნებაა და რაც გიწერია, იმას ვერ აცდები,მთავარია წესიერად და პატიოსნად იცხოვრო.
  ბევრი სასწაული მინახავს,ისეთი ადამიანები დაბრუნებიან სიცოცხლეს,რომლებზედაც იტყოდი ნამდვილად გარდაიცვლებიანო. ამბობენ, იმედი ბოლოს კვდებაო,მაგრამ ეს ასე არაა, იმედი არ კვდება, ის უბრალოდ სახეს იცვლის.როდესაც ადამიანი სიკვდილს ებრძვის, იმედი გაქვს,რომ ის გაიმარჯვებს და გადარჩება, როდესაც ადამიანი გარდაიცვლება იმედი გაქვს,რომ მას ისევ ნახავ ცათა სასუფეველში.
-და ამის შემდეგ რა ხდება,მამაო, ამის შემდეგ რა მოსდის იმედს?
-ამის შემდეგ რა მოსდის იმედს?-მღვდელი ჩაფიქრდა-ეს ის კითხვაა,რომელზედაც ვერ გიპასუხებ,შვილო ჩემო.
-გჯერათ სიკვდილის შემდგომ არსებობის?
-რა თქმა უნდა, მე მწამს ჩვენი უფალი ღმერთის, ის კი ასე ქადაგებს.
-წინაზე გითხარით,რომ უფალი სასტიკია, იცით ეს რატომ ვთქვი? კამილი, ჯერ იგი გაიტაცეს და ოჯახს დააშორეს, ქუჩაში ყოფნისას ძმა შეიძინა, მერე ოჯახიც იპოვნა, მაგრამ ისინი ავტოკატასტროფაში დაიხოცნენ, ბიოლოგიურ დედას დაუბრუნდა, შვილი შეეძინა და ისიც მოსტაცეს, შვილის გულში ჩასაკრავად მისულს კი ტყვია ესროლეს და სასიკვდილოდ გაიმეტეს. და ამის შემდეგ ღმერთი სამართლიანია?
-გისმენდი და აი რას დავაკვირდი:ყოველივე ცუდს,ყოველივე ავსა და ბოროტს კარგი და კეთილი მოსდევდა, მან ხომ იპოვნა ოჯახი, იგი შეიყვარეს და აღზარდეს, შემდეგ იგი დაუბრუნდა ბიოლოგიურ დედას, შვილიც შეეძინა. და მეკითხები ღმერთი სამართლიანია თუ არა? ამის პასუხი ხომ თავადაც იცი,შონ. მითხარი რაიმე შეიცვალა მას შემდეგ,რაც საბრალო ქალი კომაშია? თუ ეკლესიისკენ შენს შემობრუნებას არ ჩავთვლით.-შონი ჩაფიქრდა.
-მე და დედამისი,ლიბედი... ჩვენ ერთმანეთს დავუახლოვდით,ერთმანეთს გავუნდეთ ის,რისიც გვჯეროდა და რის გამოც ერთმანეთი არ მოგვწონდა.
-ხედავ? ცუდს კარგი მოჰყვება,შვილო ჩემო. ღმერთი ყველაზე სამართლიანია.
-ჩემთან ერთად მისთვის ილოცებთ?
-კამილისთვის?
-დიახ.
-რა თქმა უნდა.-უთხრა და ორივემ ლოცვა დაიწყო.დიდხანს ლოცულობდნენ, როდესაც ლოცვას მორჩნენ, შონი წამოდგა, მღვდელს მადლობა გადაუხადა და დაემშვიდობა, წასვლის წინ მამაომ კაცს შეეკითხა:
-კვირას წირვაზე ხომ მოხვალ?-შონმა კაცს შეხედა, დუმდა, შემდეგ კი თქვა:
-მოვალ,აუცილებლად მოვალ-თქვა და ეკლესიიდან აუჩქარებლად გავიდა.

  სამსახურში ვარ, მოწვეულ სტუმრებთან ბოლო დეტალებს გავდივარ. უეცრად მირეკავენ, ჩემი ტელეფონის ზარია, მობიულურს ვიღებ და ვპასუხობ, უცხო ნომერია.
-კამილ, გამრჯობა, მე ჯეინი ვარ, პოლიციის განყოფილებიდან.-მახსენდება, დაბალი, ქერა ქალია,შონმა გამაცნო.
-დიახ,გისმენთ,როგორ ბრძანდებით?
-გმადლობ,კარგად. იქნებ განყოფილებაში მოსულიყავით, საჩქაროა.
-რა მოხდა?
-ყველაფერს აქ შეიტყობთ,გთხოვთ.
 გათიშვისთანავე ქურთუკს ვიღებ და განყოფილებაში მივდივარ. შონის კაბინეტში მიშვებენ. ღმერთო, აქ დედაჩემია, იგი სავარძელში ზის, თავი ხელებში ჩაურგავს, თვალები აცრემლებია, თმები აწეწვია, კაბინეტში სასწრაფოდ შევდივარ, არ ვიცი რა ხდება,თითქოს შიში მიპყრობს, თავდახრილი შონი ჩუმად მაგიდასთან დგას, დედასთან მივდივარ.
-დედა,რა მოხდა?- ატირებული ლიბედი არაამქვეყნიური გამოხედვით მიყურებს,ეს საბოლოოდ მტეხს,ისევ შონს ვუყურებ-რა მოხდა,ნიკი სად არის?
იგი ისევ თავს ხრის.
-გპირდები,მე მას ვიპოვნი.
-რა?!-შონთან მივდივარ და ხელს მკლავებში ვკიდებ-რას გულისხმობ,რას მეუბნები?! არა,არა,ჩემი შვილი,არა-შონი ძლიერად მეხვევა,გულში მიკრავს.
-გეფიცები,მე მას ვიპოვნი,კამილ. ყველაფერს გავაკეთებ,საქმეში საუკეთესო დეტექტივებს ჩავრთავ,გპირდები,მე ნიკს დავაბრუნებ. - მას აცრემლებული თვალებით ვუყურებ,ჩემი შვილი,ჩემი პატარა, უდანაშაულო შვილი...ღმერთო...
-რატომ?!
-არ ვიცი.-ლიბედთან მივდივარ,იგი განადგურებული მზერით მიყურებს.
-მაპატიე,მე ის ვერ დავიცავი.მე...
-ეს შენი ბრალი არაა. როგორ მოხდა? ყველაფერი მომიყევი,ყველაფერი უნდა ვიცოდე. - დედა თხრობას იწყებს, მე კი...ღმერთო, ეს საშინელებაა, მე ხომ ვიცი ეს ყველაფერი, ეს ნამდვილად საშინელებაა...

  დღეები გადიოდა,მაგრამ კამილი ისევ არ იღვიძებდა. დეივს ყველაფერთან გამკლავება ძალიან უჭირდა, მაგრამ შვილის გამო ყველაფრისთვის უნდა გაეძლო, ყველაფერს უნდა გამკლავებოდა.კამილი პალატაში გადაეყვანათ,მაგრამ ისევ აპარატზე იყო მიერთებული, ლიბედი დიდ დროს მასთან ერთად ატარებდა, ხანდახან საავადმყოფოში შონიც შეივლიდა ხოლმე. პალატასთან ისევ დაცვა იდგა, თუმცაღა დიქსონი საქმეს წარმატებულად უძღვებოდა და მცირედი,მაგრამ ხელჩასაჭიდები მაინც მოიპოვებოდა.
 პარასკევი იყო, ლიბედს მთელი ღამე ქალიშვილთან გაეტარებინა.დილით საავადმყოფოში დეივი მივიდა, პალატაში შესულს სავარძელში ჩაძინებული სიდედრი დახვდა, ქალმა კარის გაღებისთანავე გაიღვიძა.
-მაპატიე,შენი გაღვიძება არ მინდოდა-უთხრა კაცმა.
-არაფერია.
-როგორ ხარ?
-არა მიშავს,შენ?
-მეც, ვუძლებ.
-ნიკი სადაა?
-რებეკამ დაიტოვა,ხომ იცი, რებეკა როგორ უყვარს და პირიქით მასთან დარჩენა გაუხარდა კიდეც.
-ჰო,კარგია კამილს ასეთი მეგობარი რომ ჰყავს.
-ნამდვილად,სახლში წადი, დაისვენე,მასთან მე დავრჩები.
-კარგი-ლიბედი წამოდგა, სევდიანი და მზრუნველი მზერით ქალიშვილს დახედა და პალატიდან გავიდა.
  დეივმა სკამი საწოლთან მიაჩოჩა და დაჯდა. კამილს შეხედა, მისი ხელი თავისაში მოიქცია, მას ცივი ხელი ჰქონდა, დეივი საყვარელ ქალს ჩუმად შესცქეროდა, ვინ იცის რაზე ფიქრობდა, მათ წარსულზე, მომავალზე,რომელშიც ორივენი ბედნიერები იქნებოდნენ, დეივი ხშირად წარმოიდგენდა თუ როგორ ისხდებოდნენ ის და კამილი ვერანდაზე ღრმა მოხუცებულობისას, წყალსა და მასში ჩამავალ მზეს შეაცქერდებოდნენ, ერთმანეთს ხელებს ჩასჭიდებდნენ, ერთმანეთს შეხედავდნენ და გაუღიმებდნენ, ერთმანეთის თითოეულ ნაოჭში წარსულს, ბედნიერებას და სიხარულს დაინახავდნენ, იტყოდნენ ბედნიერად ვიცხოვრეთო, მერე, მის ფიქრებში იმ ვერანდაზე პატარა ბავშვები გამოიქცეოდნენ, ისინი მათ ბებიასა და ბაბუას დაუძახებდნენ, ჩაეხუტებოდნენ და თბილად გაუცინებდნენ. ეს ოცნებები, ეს ფიქრები უკვე ფუჭი იყო. დეივს ტირილი უნდოდა,მაგრამ ამას ვერ ახერხებდა. რა არის ადამიანის ბუნება? ჰაჰ, ყველაფერს ეჩვევა კაცი, უბრალოდ ამას დრო სჭირდება. განა დეივს ისევე არ უყვარდა კამილი,როგორც ადრე? მას ის ახლა უფრო მეტადაც უყვარდა, უბრალოდ ვეღარ ტიროდა, ცრემლები დაშრობოდა. თავი დაწია და საყვარელ ქალს ხელზე აკოცა, ხელი თავზე გადაუსვა და ლოყაზე მიუალერსა. ეს ისეთი საუცხოო გრძნობა იყო, კამილის კიდევ ერთი შეხება, მისი ნაზი და საოცარი კანის გრძნობა თითებქვეშ, თითქოს ის საუცხოოდ იყო, უბრალოდ ეძინა და ლამაზი სიზმარი ესიზმრებოდა,მაგრამ ის ხომ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ჩართულიყო და თანაც ვის ებრძოდა, სიკვდილს,რომელიც ჯერ ვერავის დაემარცხებინა.

 დამირეკეს, გამტაცებლებმა დამირეკეს და მითხრეს...მითხრეს,რომ ჩემი შვილის კეთილდღეობისთვის პირდაპირ ეთერში უნდა ვთქვა,რომ აშშ-მ სირიელი ბავშვები უმოწყალოდ დაბომბა და სწორედ პრეზიდენტი ბუშის გამო მოხდა 11 სექტემბრის ტრაგედია. მე ეს უნდა გავაკეთო,თორემ ისინი ნიკს თითს მოაჭრიან.ღმერთო, მე ხომ ჟურნალისტი ვარ, მე... მე ეს მაინც უნდა გავაკეთო, ჩემი შვილისთვის, ახლა მხოლოდ ის მინდა,რომ ის მყავდეს გვერდით, დანარჩენზე არ ვდარდობ. რებეკამ სამისთვის დამიბარა, მე ამას გავაკეთებ, რადაც არ უნდა დამიჯდეს ეს.
 სტუდიაში ვილ ჰეიბონის გვერდით ვზივარ, წამები რჩება, წამები რჩება ჩემს განადგურებამდე, ალბათ უკვე ქუდიც გადის, ახლა ნიკზე უნდა ვიფიქრო, მხოლოდ მასზე და სხვა არაფერზე, ეს მისთვის უნდა გავაკეთო, მე ამას შევძლებ,ჩემი შვილისთვის ამას შევძლებ.
-მოგესალმებით, თქვენ უყურებთ ახალ ამბებს ვილ ჰეიბონთან ერთად. დღევანდელ გამოშვებას უჩვეულოდ დავიწყებთ, ეს ადამიანი მთელი კვირის განმავლობაში საინფორმაციო გამოშვებების ძირითადი თემა იყო და ახლა ის ჩვენი სტუმარია.კამილ-მე მიყურებს-ზედმეტ კითხვებს არ დაგისვამ,უბრალოდ თქვი რაც გინდა და რისთვისაც აქ მოხვედი.-ხმას ვერ ვიღებ,ვლოცულობ,რომ გამოშვება აქვე გაჭრან-კამილ.
-მაპატიე,ვილ.- კამერისკენ ვიხედები- ამ დღეების განმავლობაში ბევრი საფიქრალი მქონდა,ყურადღება რამეზე უნდა გადამეტანა და...-ღრმად ჩავისუნთქე- მოვიძიე მასალები, სხვადასხვა ჩანაწერები, გავესაუბრე ადამიანებს და მივედი იმ დასკვნამდე,რომ...ჩვენი მთავრობა ჩვენზე მანიპულირებს იმ საბრალო ბავშვებით, იმ ბავშვების ბედით,რომლებიც სწორედ ჩვენმა მთავრობამ უდანაშაულო ჯარისკაცების ხელით სირიაში დახოცა და მე დარწმუნებული ვარ,რომ ის, რაც 11 სექტემბერს მოხდა,ეს მხოლოდ და მხოლოდ პრეზიდენტი ბუშის ბრალი იყო,რადგან მან პირველმა გახსნა ცეცხლი- ვხედავ დირექტორი მართვის ცენტრის ფანჯარას რომ მივარდა და  პროდიუსერს გადაჯვარედინებული ხელებს უჩვენებს,იგი მაჯებს ერთმანეთს გამალებით და ძლიერად უხახუნებს.
ლაპარაკს ისევ ვაგრძელებ, რაც შემიძლია სწრაფად ვლაპარაკობ,რომ ეს ყველაფერი მალე დავამთავრო, რომ ჩემი წამება მალე მორჩეს.
-და სწორედ ამის გამო დაიღუპა უამრავი მცირეწლოვანი ბავშვი,მომხდარი მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი მთავრობისა და ჩვენი ბრალ...-რეკლამა გაეშვა,სტუდია სრულიად განათდა. შვებით ამოვისუნთქე,ყოველი სიტყვის თქმისას ვნატრობდი,რომ ჩემთვის ან მიკროფონი გამოერთოთ,ანდა ეთერი გაეწყვიტათ და რეკლამა გაეშვათ.თუმცა ჯერ ყველაფერი არ დასრულებულა, ყველაზე ცუდი კიდევ წინაა. სტუდიის განათებისთანავე ჩემკენ გაშმაგებული ჩარლი გამორბის.
-ეს რა ჯანდაბა იყო?!-იგი მთელ ხმაზე ღრიალებს-ასე მიხდი სამაგიეროს? ყველაფერი გავაკეთე,რომ შენთვის ზიანი არ მომეყენებინა,ამის გამო არხის მფლობელებთან მრავალი კონფლიქტი მომივიდა და ძლივს დავარწმუნე,რომ შენ შესახებ არ გაგვეშუქებინა.შენ გამო კინაღამ სამსახური დავკარგე და ასე მიხდი სამაგიეროს?! ეს როგორ გაბედე,იცი ახლა რა მოხდება? შენც,მეც და ყოველი ჩვენგანი  ქუჩაში აღვმოჩნდებით,არავინ დაიჯერებს,რომ ეთერში ისე გაგიშვი, რომ არ ვიცოდი რის თქმასაც აპირებდი! მე შენ გენდობოდი,კამილ, ჩემს შვილად მიმაჩნდი,შენ კი-კაცი ოდნავ მშვიდდება-მითხარი-წრნარად ამბობს- ეს ყველაფერი რატომ გააკეთე?-მას თვალებს ვერ ვუსწორებ, ის მართლაც არაჩვეულებრივი ადამიანია,მე კი...
-მაპატიე ჩარლი, ეს ნიკისთვის გავაკეთე, ასე მხოლოდ ჩემი შვილისთვის თუ მოვიქცეოდი.
-ეს მხოლოდ გათავისუფლებით არ დამთავრდება,კამილ.
-ვიცი,ამის არ მეშინია,მხოლოდ იმაზე ვღელავ,რომ შეიძლება ჩემი შვილი ვეღარასდროს ვნახო,ვეღარასდროს ჩავიკრა გულში,ვეღარასდროს ვუმღერო ძილის წინ და ვეღარასროს გავასეირნო პარკში, ვეღარასდროს ვუყიდო საჩუქარი, ვეღარასდროს დავტკბე მისი სიხარულით,ვეღარასდროს გავიგონო მისი ხმა,მისი სიცილი. უკვე მისი ტირილიც კი მენატრება,არადა სულ ვოცნებობდი,რომ ტირილი შეეწყვიტა, მისი ამღვრეული,მბზინვარე თვალები მენატრება,ამ ყველაფრის ნახვისთვის ნებისმიერ რამეს გავაკეთებ.- პიჯაკის ჯიბიდან ორად გადაკეცილ ფურცელს ვიღებ და მაგიდაზე ვდებ - ჩემი სამსახურიდან წასვლის განცხადებაა,მაპატიე, ჩარლი,ყველამ მაპატიეთ-სკამიდან ვდგები და სტუდიიდან რაც შეიძლება ჩქარა გავდივარ.

 -ძალიან მენატრები- დეივმა ისევ კამილის ხელს აკოცა.-წამიერად გავიფიქრე,რომ ნიკს უშენოდაც გავზრდიდი,მაგრამ ეს არ შემიძლია, უშენოდ ვერ გავზრდი ისეთ კაცად და ვერ დავაყენებ იმ გზაზე შენ რომ გინდოდა. შენ გარეშე ცხოვრებას აზრი ეკარგება, როდესაც ამბობენ,რომ შენი მეუღლე შენი მეორე ნახევარია და ერთად ხართ ერთი მთლიანობა, ამის არ მჯეროდა,კამილ, ამას სისულელედ მივიჩნევდი, ვფიქრობდი,რომ უბრალოდ გიყვარდა შენი მეუღლე,ძალიან გიყვარდა,მაგრამ ახლა, როდესაც შენ გზაჯვარედინზე და აქაური და იქაური სამყაროების მიჯნაზე დგახარ, ხოლო მე კი აქ ვარ დარჩენილი მივხვდი,რომ რაღაც დამაკლდა, ნახევარი ნაწილი დამაკლდა,შენ დამაკლდი,ჩემო ძირფასო, შენს სიცილთან ერთად ჩემი სიცილიც დამაკლდა, შენს ღიმილთან ერთად ჩემი ღიმილიც მოისპო, ნეტავ ოდესმე კიდევ გავიხარებ ისე,როგორც თუნდაც უბრალოდ შენ გვერდით ჯდომისას მიხაროდა, შენი დანახვისას მიხაროდა, შენი ღიმილისთვის მიხაროდა. ვიცი,რომ თუ მოინდომებ შენ გამარჯვება შეგიძლია, შენ მებრძოლი ხარ, მამაცი, შეუდრეკელი, სწორედ ამიტომ შემიყვარდი,კამილ, გთხოვ, იბრძოლე ჩვენთვის, იბრძოლე შენი შვილის ნახვისთვის, მისი გულში ჩაკვრისთვის, ნუ დანებდები, ვიცი, რომ შენ ეს შეგიძლია, შენ ხომ საუკეთესო ხარ, ჩემო ძვირფასო, მაგრამ მე მაინც გპირდები,რომ დეივს მივხედავ და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის,რომ სასახელო კაცი გაგიზარდო. გეფიცები,რომ შევეცდები ისეთ პიროვნებად ჩამოვაყალიბო,რომელზეც იტყვიან დედამისი კამილ ბარნტონი იყოო,მაგრამ არ მინდა,რომ ასე მოხდეს, არ მინდა,რომ შენ წარსულში მოგიხსენიონ, მინდა ჩემ გვერდით იდგე,როდესაც ნიკს დიპლომს გადასცემენ, მინდა ჩემ გვერდით იდგე და ბედნიერებისგან იღიმოდე მაშინ,როდესაც ის თავის მეუღლესთან ერთად საქორწილო ცეკვას შეასრულებს, მინდა ჩემ გვერდით იყო მაშინ,როდესაც ჩვენი შვილიშვილი პირველად გადადგამს ნაბიჯებს. მინდა შენთან ერთად გავლიო ეს ცხოვრება, ღრმა მოხუცობულობისას შენთან ერთად ვერანდაზე ვიჯდე და წყალში ჩამავალ მზეს ვუცქირო, მინდა შენს სახეზე ღიმილი დავინახო, არა უბრალო და წამიერი ღიმილი,არამედ ღიმილი,რომლის მიზეზიც ჩვენი განვლილი ცხოვრება, ჩვენი შვილი, ჩვენი შვილიშვილები და ჩვენი სიყვარული იქნება,კამილ.- დეივი წამოდგა და ქალს შუბლზე აკოცა, ჯიბიდან რაღაც ამოიღო, მუსიკალური ფლეიერი იყო, ერთი ყურსასმენი თავად გაიკეთა,მეორე კი კამილს გაუკეთა და ღილაკს თითი დააჭირა.-შენი საყვარელი სიმღერაა,კამილ, პირველად ამ სიმღერაზე ვიცეკვეთ-თქვა და თავი ქალს დაადო,მისი ხელი თავისაში ისევ მოიქცია,თვალები დახუჭა და ის საღამო გაიხსენა პირველად ამ მუსიკაზე ერთად რომ იცეკვეს, დეივმა ცეკვა არ იცოდა და კამილს წამდაუწუმ ფეხს აბიჯებდა,ბოდიშებს უხდიდა. ის კი ამაზე იცონოდა და ეუბნებოდა:
-არაუშავს,ყველაფერი გამოგივა, უბრალოდ უფრო უნდა მოინდომო და კიდევ სცადო,დაიმახსოვრე,შემდეგი ყოველთვის უკეთესია.

 დილის 12 საათია, კარზე ზარს რეკავენ, კარების გასაღებად დეივი მიდის. ცოტა ხნის შემდეგ მეძახის,მასთან მივდივარ.
-რა არის?-ვეკითხები.
-შენ გკითხულობენ-იგი განზე დგება და კარებს ფართოდ აღებს. მზერა ზღრუბლთან მდგარ მამაკაცზე გადამაქვს,თავიდან ვერ ვცნობ,მაგრამ მერე...ეს ის არის,მისი სახე, ღმერთო...ეს ისაა. სუნთქვა მიხშირდება,ნაბიჯს უკან ვდგამ.
-ყველაფერი რიგზეა?- დეივი მეკითხება.
-არა,არა-თავს ვაქნევ,თანაც უნებურად უკან-უკან ვიხევ.ეს ის არის...
-კამილ,ვინ არის ეს კაცი?!-თითქოს ენა ჩამივარდა. სუნთქვა ყოველ წამს უფრო და უფრო მიხშირდებოდა.
-რთული იყო აქ მოსვლა,მე თქვენთვის ბევრი რამე მაქვს ასახსნელი.ვიცი, ალბათ ჩემი მოსმენა არ გინდათ,მაგრამ ეს მაინც მოგიწევთ.-დეივი კაცს ეძგერა,ხელი ძლიერად უჯიკა.
-გაეთრიეთ ჩემი სახლიდან!-იგი ხმამაღლა ყვირის,ის მას არ ეწინააღმდეგება, მე მიყურებს,თვალმოუშორებლივ მიყურეს.
-ელიზაბეტ,მე ვიცი სადაცაა შენი შვილი-გარკვევით ამბობს, დეივი კი ხელს მაშინვე უშვებს.
-რა?-კითხულობს გაკვირვებული სახით. მათ ვუახლოვდები, ოდნავ დავმშვიდდი.
-ამას მართლა გააკეთებთ?-სიმშვიდის შენარჩუნებას ვცდილობ,მისი ისევ მეშინია, ამდენი წლის შემდეგ, მისი სახე, ის ისეთივეა, ოდნავ შეცვლილი,მაგრამ ისეთივე მდუმარე და საშიშია, ეს ის სახეა,რომელიც პირველად დავინახე,სახე,რომელიც ყოველღამე მესიზმრებოდა, სახე,რომელზედაც ყოველდღე გამუდმებით ვფიქრობდი, ეს კრის ბიუთინჯერია, კაცი,რომელმაც გამიტაცა,მაგრამ ამავე დროს სიცოცხლე შემინარჩუნა.
-დროა ცოდვები მოვინანიო.-თავს ვაქნევ.
-შემოდით-ვამბობ და სახლში შევდივარ.
-შენთან მარტო მინდა საუბარი-ამბობს ბიუთინჯერი.
-არა,ამას არ დავუშვებ!
-ყველაფერი რიგზეა დეივ,კაბინეტში შევიდეთ-კაბინეტისკენ მივდივარ,შესვლისას კი კარებს ვკეტავ.-გისმენთ.-კაცი სავარძელში ჯდება.
-არ ვიცი საიდან დავიწყო.
-უბრალოდ ჩემი შვილის ადგილსამყოფელი მითხარით.
-ნუ ღელავ,მას არაფერი მოუვა.
-რატომ ხართ ასეთი დარწმუნებული?
-მათ შენი მოკვლა უნდათ,სანამ ხელში არ ჩაუვარდები ბავშვს არაფერს დაუშავებენ. დიდი თავის მართლება მომიხდა იმის გამო,თუ რატომ ხარ ცოცხალი. მე და ჯეიმი დიდი ხნის მეგობრები ვიყავით,თავიდან მართლაც ასე იყო,მერე კი...ამას არ აქვს მნიშვნელობა. შეიძლება ბოლომდე მაინც არ მენდობოდეს,მაგრამ დარწმუნებული ვარ,რომ რაც მითხრა სიმართლეა. შენი მიტყუება და შემდეგ ორივეს მოკვლა სურს.  გუშინ ტელევიზიით გნახე, მაშინ გადავწყვიტე,რომ ასე ცხოვრება აღარ შემეძლო. მინდა ყველაფრისთვის ბოდიში მოგიხადო. მამაშენს როდესაც შევხვდი ვუთხარი,რომ იძულებული ვიყავი ეს გამეკეთებინა,ისე ჩემ ცოლ-შვილს მოკლავდნენ.
-და ახლა აზრი რამ შეგაცვლევინათ?
-არ ვიცი,უბრალოდ ვფიქრობ,რომ ერთხელ მაინც უნდა მოვიქცე სწორად ამ სიცოცხლეში.-ხელს ლაბადის ჯიბეში იყოფს და იქიდან პატარა ფურცელს იღებს,მას მე მაწვდის.- აქ ყველაფერი წერია,მათი ადგილსამყოფელი,შენი შვილის ადგილსამყოფელი.
-და თუ გაიგეს რომ დაგვეხმარეთ?
-მე ჩემი ცოდვები და ჩემი ვალები მაქვს.
-შემიძლია პოლიციას თქვენი დაცვა ვთხოვო.-კრისი იღიმის.
-მე დაცვა არ მჭირდება,როგორც გითხარი ჩემი ცოდვები მაქვს,ამისგან კი კაცს ვერ დაიცავ. უბრალოდ ჩემი ოჯახი დაიცავით,ამას ჩემთვის გააკეთებ?
-დიახ.-კაცს თავს ვუქნევ.
-არ შევმცდარვარ,როდესაც არ მოგკალი. შენს თვალებში მაშინ რაღაც დავინახე, ახლაც რაღაცას ვხედავ. არ ვიცი ეს რა არის,მაგრამ დარწმუნებული ვარ,რომ... უბრალოდ მომხდარის გამო ძალიან ვწუხვარ,მართლა.მთელი ეს წლები შენზე გამუდმებით ვფიქრობდი. თუ რა შეგემთხვა,როგორ ქალად გაიზარდე,როდესაც მამაშენი ჩემთან მოვიდა და შენი ფოტო მაჩვენა გულში გამიხარდა კიდეც,სწორედ მაშინ მივხვდი,რომ სწორად მოვიქეცი, ახლა კი ამაში უკვე დარწმუნებული ვარ. მაპატიე, უბრალოდ ზოგჯერ იმის გაკეთება გვიწევს,რისი ჩადენაც არ გვინდა და უნებურად ჩვენივე სურვილის საწინააღმდეგოდ ვმოქმედებთ. გუშინ,შენი შვილისთვის ყველაფერი,მთელი შენი მომავალი დათმე, მეც ზუსტად ასეთი რამ გავაკეთე ჩემი ოჯახის დასაცავად.
-მესმის,-სახეზე ცრემლი მეღვენთება- მე გაპატიეთ,უკვე გაპატიეთ. მადლობელი ვარ,ყველაფრისთვის მადლობელი ვარ.-ისევ იღიმის, სავარძლიდან დგება.
-მშვიდობით-ამბობს იგი,შლაპას იხურავს,კარებს აღებს და ოთახიდან გადის. მე კი ფურცელს დავყურებ, ვიღიმი და ქაღალდს მხურვალე ცრემლი ეშხეფება.

  შაბათ დილით დიქსონი შონის კაბინეტში დაუკაკუნებლად შევარდა. შონი საქაღალდეებში რაღაც საბუთებს აწყობდა,ცდილობდა წასვლისას ყველაფერი მოეწესრიგებინა. ორ დღეში საბოლოო პროცესი იმართებოდა და შონიც პოლიციის კაპიტნობას უნდა დამშვიდობებოდა.
-მაპატიეთ ასე დაუკითხავად რომ შემოვედი-თქვა დიქსონმა-უბრალოდ მინდა გითხრათ,რომ მგონი საქმე გავხსენით.
-გისმენ-მან შონის ყურადღება მიიქცია.
-კამერების ჩანაწერების დაკვირვებული შესწავლისა და ნახვის და თვითმხილველების დაკითხვის შემდეგ მგონი ვიპოვეთ ის,ვინც ამ ყველაფერზეა პასუხისმგებელი.
-ვინ არის?
-სანტიაგო სანჩესი.
-როგორ მიაგენით?
-მისი მანქანით,წითელი მუსტანგი ჰყავს, დეტალებს საქმეში ჩავწერ.
-კარგი,მაგრამ ფრთხილად იყავით,მარტო ვერ იმოქმედებდა.
-ეს ასეცაა, მისი თანამძრახველია ვინმე რობერ კოკენი,მეტსახელად როკო, სწორედ მან ისროლა ყურადღების მისაქცევად.
-უკვე აიყვანეთ?
-მის ასაყვანად ჯგუფია გაგზავნილი, აქ არ იმყოფებოდით, ვერც დაგიკავშირდით, დრო არ იყო და ამიტომ ეს გადაწყვეტილება ჩემ თავზე ავიღე.
-სწორად მოიქეცი-შონი წამოდგა და დიქსონთან მივიდა-კარგი პოლიციელი ხარ, ეს საქმე წარმატებით დაამთავრე  და გპირდები ზემოთ შენზე ერთ-ორ სიტყავს ვიტყვი, ჩემს ადგილს შენზე მეტად არავინ იმსახურებს.
-მადლობელი ვარ, ბიჭები უკვე შევკრიბე, თქვენ ბრძანებას ველით.
-აიყვანეთ ის ნაბიჭვარი და ერთი სათხოვარი მაქვს, მას მანამ უნდა შევხვდე,სანამ ადვოკატს მოიყვანს.
-გასაგებია.
-წარმატებები.
-გმადლობ,სერ-დიქსონმა თავი დაუქნია და კაბინეტიდან გავიდა.
   ოპერაცია წარმატებით ჩატარდა, დიქსონის მეთაურობით სანტიაგო სანჩესი და როკო დააპატიმრეს.უკვე საღამო იყო,სანტიაგო დაკითხვის ოთახში ჩუმად იჯდა, მინის მიღმა შონი და დეტექტივი დიქსონი იცდიდნენ.
-ადვოკატი უკვე მოითხოვა?-იკითხა პოლიციის კაპიტანმა.
-არა-დიქსონს გაეცინა- ისეთი სულელია არც ეგონა ოდესმე თუ დაიჭერდნენ მეეჭვება საერთოდ იცოდეს  ვინ არის ადვოკატი.
-კარგი, მინდა,რომ კამერები გამორთო.
-რაიმე სისულელის ჩადენას არ აპირებთ,არა?
-ყველა უნდა ჩავაშვებინო.
-სიგიჟეა, თავს ამ ლაწირაკის გამო ნუ დაიღუპავთ.
-დიქსონ, უბრალოდ კამერები გამორთე,კარგი? ამას ჩემთვის გააკეთებ?- პაუზის შემდეგ დეტექტივმა თავი დააქნია.-გმადლობ-უთხრა შონმა და დაკითხვის ოთახში შევიდა, დიქსონი კი კამერების გამოსართავად გაეშურა.
 სანტიაგო ახალგაზრდა 19 წლის ყმაწვილი გახლდათ, მდიდარი ოჯახის შვილი იყო,თუმცაღა მშობლები მალევე, 3 წლის ასაკში დაეღუპა, ანდერძით უზარმაზარი სახლი მიიღო,იგი გაყიდა და მის ნაცვლად წითელი მუსტანგი იყიდა, ცუდ წრეში მოხვდა, სწორედ ასე აღმოჩნდა ჯეიმი როქსის ბანდაშიც. ცარიელ ოთახში იჯდა და თითებს მაგიდაზე ნერვიულად ათამაშებდა, ცალი ფეხიც უკანკალებდა. მასთან შესულმა შონმა ცუდი პოლიციელის როლი მაშინვე მოირგო, ოთახში მრისხანე მზერით შევიდა, საქაღალდე მაგიდაზე ხმაურიანად დააგდო და სკამი ნელ-ნელა გამოაჩოჩა,ისე,რომ მისი იატაკთან ხახუნის ხმა უფრო გრძელი და შემაწუხებელი ყოფილიყო.
სანტიაგოს პირისპირ დაჯდა, ცოტა ხნით მხოლოდ აკვირდებოდა, ხან მარცხნიდან შეხედავდა,ხან მარჯვნიდან, მის ასეთ გამყინავ მზერას ბიჭმა ვეღარ გაუძლო და თავი დახარა, მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო შონმა საუბარი:
-იცი, ჩვენ დაკითხვისას ასეთი მეთოდი გვაქვს, დასაკითხად ორი პოლიციელი შედის, ერთ-ერთი მათგანი კარგ პოლიციელს თამაშობს,მეორე ცუდს, როდესაც ცუდი პოლიციელი ბრალდებულის ცემას იწყებს კარგი პოლიციელი მას აშველებს და ამით იგი ბრალდებულს უმეგობრდება, მაგრამ ამ შემთხვევაში ერთი პრობლემა გვაქვს, მე მარტო ვარ და ამასთანავე ცუდი პოლიციელიც გახლავარ, თანაც სიმართლე რომ გითხრა მთლად პოლიციელიც არ ვარ,მე პოლიციის კაპიტანი ვარ, იცი ეს რას ნიშნავს?
-არა-თქვა ისევ თავდახრილმა და შეშინებულმა სანჩესმა.
-მარცხენა და მარჯვენა კუთხეებში აიხედე-სანტიაგომ მართლაც შეხედა კამერებს-ეს კამერები რისთვისაა იცი? ცუდ პოლიციელს ზედმეტი რომ არ მოუვიდეს,რადგან თუ ასეა და ამის მტკიცებულებაც იქნება მისი კარიერა დასრულდება. აქაც არის რამდენიმე პრობლემა, პირველი- მე ასაკში ვარ და მალე ისედაც ვაპირებ სამსახურიდან წასვლას და მეორე-მე პოლიციის კაპიტანი ვარ და როდესაც მე ვარ ოთახში ეს კამერები გამორთულია.
 სანტიაგოს სახე გაუფითრდა.
-ადვოკატი თუ ვიღაც ხო უნდა მყავდეს?- იკითხა შეშინებულმა.
-ადვოკატი არა? ადვოკატი გინდა,შე ნაბიჭვარო?!
-უფლება არ გაქვს ასე მომექცე.
-არ მაქვს, ასე გგონია? მე რასაც მინდა  იმას გავაკეთებ, გასაგებად აგიხსენი?
-ჩემგან რა გინდა?
-სახელები.
-რა სახელები?
-აი ვითომდა შენი ძმაკაცების სახელები-სანტიაგომ გაიცინა. ამის დანახვაზე შონი წამოხტა, მას ეცა და თავი მაგიდაზე დაარტყმევინა,ბიჭს ცხვირიდან სისხლი წასკდა.
-კიდევ გეცინება, მითხარი კიდევ გეცინება?!-შონი  ბრაზისგან ბრდღვინავდა.- შემიძლია სამუდამოდ ციხეში ამოგალპო, შენ ჯეიმი როქსის ბანდის წევრი ხარ, ამ ბანდამ კი ნიკ სტივენსონი გაიტაცა, ამისთვის საკმაოდ დიდი ხანი მოგიწევს ციხის ტუალეტების ხეხვა, ამასთანავე შენ კრის ბითინჯერის მკვლელობა გედება ბრალად.
-მე არ მომიკლავს, ვერ დაამტკიცებ.
-უკვე ყველაფერი გვიანია, როკომ ჩაგიშვა შე ნაგავო.- შონმა იცრუა,ამან სანტიაგო წყობილებიდან გამოიყვანა, იგი ძალიან დაიბნა.
-არა,არა,არა,მატყუებ.
-ასე გგონია?
-ჰო,მგონია.
-შენ შენი ძვირფასი მუსტანგით,რომელსაც სხვათაშორის ახლა ჩემი ბიჭები ნაწილებად შლიან,იქნება და იქ რაიმე აღმოაჩინონ-მან ისევ იცრუა-ბიუთინჯერის სახლთან იცდიდი, იცოდი იქ პოლიცია იყო,ამიტომ შენმა ძმაკაცმა როკომ ყურადღების მისაქცევად ჰაერში ისროლა,შენ კი მომენტით ისარგებლე-სანტიაგო გაფითრდა.- ყველაფერი ვიცი, თითოეული დეტალი,თითოეული სახელი,მაგრამ მიუხედავად იმისა,რომ ასეთი ნაბიჭვარი ხარ მინდა მაინც დაგეხმარო, არ მინდა მთელი ცხოვრება ციხეში ამოლპე-კაცმა ტაქტიკა შეცვალა-მითხარი,შენ გინდა ეს?
-არა, ო ღმერთო, რა თქმა უნდა არა?
-მითხარი სახელები და უბრალოდ სახლში წახვალ.
-მართლა?
-ჰო, მე ხომ პოლიციის კაპიტანი ვარ,არა?
-ჰო, ხართ.
-აბა,გელოდები.
-კარგი,ახლავე-სანტიაგომ თავი დახარა და ცრემლები მოიწმინდა-ე.ი ჯეიმის სიკვდილის მერე მისი ადგილი ჯიმმა დაიკავა.
-ჯიმი? გვარი?- შონმა დიქტოფონი ჩართო.
-ჯიმ ბოგალტი.
-შემდეგ?
-მის მერე ერთ-ერთი მთავარი ადგილი ტონ მორონს უჭირავს, მერე...- სანტიაგომ მთელი ბანდა დაასახელა, დარჩენილი და გამოუაშკარავებელი ბანდის 27-ვე წევრის სახელები ჩამოთვალა,როდესაც ლაპარაკს მორჩა შონმა ჰკითხა.
-მითხარი, ბედნიერი ხარ სანტიაგო?
-არ ვიცი-ბიჭმა თავი გააქნია.
-მოგწონდა ხალხს რომ კლავდი?
-კი,მომწონდა.
-რამდენი კაცი მოკალი?
-შვიდი,შვიდი კაცი მოვკალი,მაგრამ მოიცა... ამას რატომ მეკითხები?
-უბრალოდ, თავისუფალი დრო მაქვს და შენ ხომ არ გეჩქარება სახლში?
-კი, მეჩქრება.
-გეჩქარება არა?-შონმა ჩაიცინა-გინდა ერთი მაგარი ამბავი გითხრა? ხელის მოწერა დაგვავიწყდა სანტიაგო.
-რა ხელის მოწერა?-შონმა საქაღალდიდან რაღაც ხელშეკრულება ამოიღო.
-ეს ქაღალდი ერთგვარი გარანტი იყო იმისა,რომ როდესაც შენ სახელებს მეტყოდი მე სასამართლოში შუამდგომლობას გაგიწევდი,მაგრამ რადგანაც იგი ხელმოწერილი და დამოწმებული არაა,ვფიქრობ მის არსებობას აზრიც აღარ აქვს-მან ფურცელი მაღლა აწია და სანტიაგოს თვალწინ  შუაზე გადახია.
-არა, არა,არა-ბიჭმა წამოხტომა ცადა,თუმცაღა ხელებით მაგიდაზე მიბორკილიყო- არა, გთხოვ ეგ არ გააკეთო, ღვთის გულისთვის.
-ღვთის გულისთვის არა? მითხარი,მაშინაც ფიქრობდი ღმერთზე პატარა ბავშვებს ტყვიები რომ დააჭედე?!
-რა?!
-ბიუთინჯერის შვილიშვილები, 2 და 3 წლის ბავშვები, ერთ-ერთ ხევში გადავარდნილები იპოვნეს, შუბლში ჰქონდათ ნასროლი,შე ნაბიჭვარო,ამის მერე გეგონა გაგიშვებდი? ისე ვიზამ, მთელი ცხოვრება ოთხ კედელში ჩალპ...
-არა,არა-სანტიაგო ატირდა-მე...მე არ ვიცოდი...მათ მითხრეს,რომ...მითხრეს რომ გაუშვებდნენ...არა.
-რა, ვინ გითხრა, ვინ გითხრა, რომ ბავშვებს გაუშვებდნენ?
-ჯიმმა და ტონიმ,მათ წაიყვანეს, მე...ღმერთო...უბრალოდ მე ბავშვები უნდა მიმეყვანა, არაფერს დავუშავებთ,უბრალოდ იმ ნაბიჭვარს შევაშინებთ  და ეგ იქნება, ბავშვებს არაფერი ემუქრებათო.
-რა მოხდა,იმ დღეს რა მოხდა, ვინ მოკლა კრისი?
-არაფერსაც არ გეტყვი,შე ნაძირალა, მორჩა, ნაგავო,ნაბიჭვარო!- სანჩესმა შონის გინება დაიწყო,კაცი მაშინვე წამოხტა და სანტიაგოს ლოყა მაგიდაზე მიაჭერინა,იარაღი ამოიღო და სახეზე დაადო.
-მითხარი! ჯანდაბა, მითხარი რა ჯანდაბა მოხდა იმ დღეს! ვინ მოკლა ბიუთინჯერი, ტონიმ, ჯიმმა? მითხარი,შე ნაბიჭვარო!- სანტიაგო კიდევ უფრო ატირდა, შონმა იარაღი გადატენა და სანჩესს ლოყაზე უფრო ძლიერად მიაჭირა.
-სამამდე ვითვლი-თქვა,თუმცაღა გულში იმეორებდა-„გთხოვ,თქვი ეგ წყეული სახელი, გთხოვ თქვი ეგ წყეული სახელი“, ის მას ვერ მოკლავდა, მის გამო თავს ვერ დაიღუპავდა,მაგრამ ეს სიმართლის გაგების ბოლო შანსი იყო,რადგან როკოს გამოტეხვა ვერ მოახერხეს,ხოლო ტონისა და ჯიმს თავისთავად ვერ გამოტეხდნენ.
-ერთი.
  სანტიაგო დუმდა.
-ორი.
 ისევ სიჩუმე, შონმა დემონსტრაციისა და გარკვეული ეფექტის მოხდნის მიზნით იარაღი უფრო ძლიერად მიაბჯინა.
-თავად აირჩიე, სა...
-კარგი,კარგი-სწრაფად წამოიძახა სანჩესმა,შონმა მას ხელი გაუშვა.
-აბა მითხარი, ვინ მოკლა ბიუთინჯერი?
-არავინ.
-რას ნიშნავს არავინ?-ატირებულმა და გაჭარხლებულმა სანტიაგომ შონს შეხედა, მცირედი პაუზის შემდეგ კი ჩუმად თქვა:
-მან თავი მოიკლა.
 შონი ყველაფერს მიხვდა...საქაღალდე აიღო და კაბინეტი უხმოდ დატოვა.

  მე და დეივი მანქანაში ვსხედვართ... თვალმოუშორებლივ ვუყურებ საწყაბის გამოსასვლელს, გული გამალებით მიცემს, ყოველწამს ველი,რომ ჩემი ნიკი იქიდან გამოიქცევა, როდის ჩავიკრავ გულში ჩემს პატარა ანგელოზს, როდის მოვეფერები ისევ? სროლის ხმა ისმოდა, ახლა სრული სიჩუმეა, მაგრამ ეს სიჩუმე ავის მომასწავლებელია, მეშინია, არ ვიცი რატომ,მაგრამ მეშინია, ძალიან მეშინია, გული ცუდს მიგრძნობს. მეშინია, რომ ჩემს შვილს გულში ვეღარასდროს ჩავიკრავ, ნეტავ ასე რატომ მეშინია? იქ ხომ შონია, მე მისი მჯერა, მან პირობა მომცა,რომ ნიკს უვნებელს დამიბრუნებდა, მისი მჯერა,მაგრამ მაინც მეშინია, რატომღაც ძალიან მეშინია.
  ღმერთო, ხმა...თითქოს ვიღაც ტირის, ეს ხმა...ღმერთო, ეს ნიკია, ღმერთო...
-ნიკი,ეს მისი ხმაა-მანქანის კარებს საჩქაროდ ვაღებ, ეს ჩემი შვილია, ის ტირის, აქ ასე უაზროდ ვერ ვიჯდები, მე ჩემს შვილთან უნდა ვიყო, იქნებ მას ბოლოჯერ ვხედავდე? ღმერთო,რატომ ვფიქრობ ასე?
-არა,კამილ,არა!-დეივიც გადმოდის მანქანიდან,მე მომსდევს, ის კაცია, არ იცი რას ნიშნავს დედობა...
-მადამ, არ შეხვიდეთ!-ყრუდ მესმის, ახლა მხოლოდ ნიკზე ვფიქრობ, ღმერთო ის ტირის, ალბათ რაღაც ცუდი ხდება...
-კამილ,გთხოვ,შეჩერდი!
-დანებდი,დამიჯერე ყველასთვის ასე ჯობს.-შონის ხმაა,ღრმად ვსუნთქავ, თითქოს იქ არ უნდა შევიდე, თითქოს იქ ცუდია,მაგრამ იქ ასევე ჩემი შვილიცაა...ოჰ! ღმერთო... ნიკი, ის...ის როქსის მძევლად ჰყავს,მას თავზე...
  ტკივილი...მჭრელი ტკივილი...
-კამილ,კამილ...
  წუილი...მე მსუბუქი ვარ,როგორც ბუმბული,რომელიც ციდან ნაზად, აუჩქარებლად ვარდება დაწყევლილ მიწაზე და ეცემა, როგორც წვიმის წვეთი...მე ფრენა შემიძლია, მე დავფრინავ, მამა...ირგვლივ წყალია... მდინარე...მდინარეში ვეშვები,წყალში ვვარდები. სასიამოვნოა,როგორ ეხება ჩემი თითები წყლის წვეთებს, თითქოს... ვგრძნობ, თითოეულ წვეთს ვგრძნობ,თითქოს დრო შეჩერებულა... საოცარია წყალზე ტივტივი,მამა... გვერდით ვიხედები,ვიღიმი, ისიც იღიმის,ის ჩემ გვერდითაა, ნიკი ისევ ჩემთანაა.
-კამილ!
დედაც აქაა, ჩემ მარჯვნივ, ისიც წყალზე წევს.სამივენი, უბრალოდ ვწევართ და ვიღიმით. დეივი, მისი ხმა... შეშინებულია... აქ კარგია,ძალიან კარგია. დედამ დაიძინა, უბრალოდ ძინავს,ტივტივებს. მამა ისევ იღიმის, რა კარგია მათი ნახვა. ბედნიერი ვარ... ვიღიმი, მამაც თვალებს ხუჭავს. მეც... საოცარია ცა,როგორ იქცევა მთვარედ, კოსმოსის უკიდეგანო წყვდიადის ერთადერთ მნათობ წერტილად. ეს საუცხოოა. სიბნელე, მომწონს, აქ სიმშვიდეა.

  კვირა დღე გათენებულიყო. ეკლესიაში უამრავ ადამიანს მოეყარა თავი, მალე წირვაც უნდა დაწყებულიყო, მღვდელი თითქოსდა დაწყებას აჭიანურებდა, გაფაციცებული თვალებით აქეთ-იქით იყურებოდა, თითქოს ვიღაცას ეძებსო, ტაძრის ყოველი კუთხის დათვალიერების შემდეგ იმედგაცრუებულმა და გულგატეხილმა ბიბლია გადაშალა და მისი კითხვა დაიწყო, დაიკეტა ტაძრის კარებიც, მზის სხივები მხოლოდ სარკმელიდანღა შემოდიოდნენ და მათი ჩრდილები იატაკზე გაწელილად ნებივრობდნენ.  ქადაგება ახალი დაწყებული ჰქონდა,როდესაც კარების ჭრიალის ხმა გაისმა და ეკლესია გარედან შემოსულმა შუქმა მთლიანად გაანათა, მღვდელმა ახალ მოსულს შეხედა, თბილად გაიღიმა და ლოცვა განაგრძო, კაცი კი სკამზე ჩუმად დაჯდა და მთელი კონცენტრაცია მამაოს წარმოთქმულ სიტყვებზე მოახდინა.
  წირვის დასრულების შემდეგ მრევლის წევრები მღვდელთან გამოსალაპარაკებლად მივიდნენ, მოძღვარმა ყველას უპასუხა და ისინი დალოცა კიდეც, ხალხის წასვლისა და ეკლესიის დაცარიელების შემდეგ ტაძარში ერთი ადამიანი ისევ დარჩენილიყო, უკან, კუთხეში იჯდა და თითქოსდა არაფრის მთქმელი გამომეტყველებით იყურებოდა, მას მღვდელი მიუახლოვდა.
-გამიხარდა,რომ მოხვედი-კაცს გვერდით მიუჯდა-თავიდან ვიფიქრე,რომ გადაიფიქრე.
-მე თქვენ პირობა მოგეცით,რომ მოვიდოდი-შონმა მღვდელს შეხედა.
-ამდენი ხნის შემდეგ პირველად მოისმინე ქადაგება, რას გრძნობ?
- არ ვიცი და რა უნდა ვიგრძნო?
-ამას მე ვერ გეტყვი,შვილო ჩემო,ამას პასუხი თავადვე უნდა გასცე.
-ზოგჯერ სასტიკად მოქცევა და ველურებად გახდომა გვიწევს,მხოლოდ იმიტომ,რომ სამართლიანობა აღვასრულოთ და უკეთესი მომავალი შევუქმნათ მომავალ თაობებს.
-ყველა აგებს პასუხს თავისი ჩადენილი ცოდვებისთვის, საჭირო არაა მათ გამო შენც შესცოდო.
-მე პოლიციელი ვარ, ჩემი ვალია ამქვეყნიური მართლმსაჯულება აღვასრულო,ეს ძალზედ რთული საქმეა,მაგრამ ესაა ჩემი მისია.
-რამე მოხდა?
-დიახ, საკმაოდ ბევრიც.  დილით განყოფილებაში ვიყავი, გადადგომის განცხადებას მოვაწერე ხელი, იარაღი და ჟეტონი ჩავაბარე, ორშაბათს სამინისტროში ვიწყებ მუშაობას, ეს მინდა,მაგრამ ახლა თავს თითქოსდა გამოუყენებლად ვგრძნობ.
-ადამიანი, რაოდენ კარგიც და წმინდაც არ უნდა იყოს ბოლოს მაინც მიდის ამ სამყაროდან, ნოე გაიხსენე გვიან,მაგრამ მაინც წავიდა ღმერთთან შესახვედრად, ადამიანი მაშინ ხდება ბედნიერი თუ მასზე დაკისრებულ მისიას წარმატებით შეასრულებს, მითხარი შონ, თვლი რომ შენ შენი ვალი მოიხადე?
-სამშობლოს წინაშე?
-თუნდაც.-შონი ჩაფიქრდა.
-დიახ,ვფიქრობ რომ ასეა.
-მაშინ უკვე დროა ღმერთის წინაშეც დაიწყო ვალის მოხდაზე ფიქრი და ზრუნვა.
-ეს როგორ უნდა გავაკეთო?
-ეს მარტივი არ იქნება შონ, მაგრამ მე დაგეხმარები იმაში,რომ რწმენა დაიბრუნო და განიმტკიცო იგი, იცხოვრო ისე,როგორც ეს ქრისტიანს შეეფერება, დასაწყისისთვის უბრალოდ წირვაზე ისევ მოდი,ილოცე, იკითხე ფსალმუნნი და შემდეგ გაზიარებ კიდეც.
-კარგი-კაცმა თავი დააქნია.
-შეიძლება რაღაც გკითხო? თუ ამაზე საუბარი არ მოგესურვება შეგიძლია არაფერი მითხრა.
-გისმენთ-მიუგო შონმა.
-ტელევიზორში მოვისმინე,რომ ცხონებული ბიუთინჯერის მკვლელები დაგიკავებიათ,ხოლო ერთ-ერთ მათგანს კი,რომელმაც დანარჩენები ჩაუშვა რაღაც დაზიანებები ჰქონია, ადვოკატი ამბობს,რომ ეს შენ ჩაიდინე, ეს მართალია,შონ? მე არ განგსჯი,უბრალოდ მაინტერესებს.
- ხომ გითხარით,რომ ზოგჯერ საერთო კეთილდღეობისა და უკეთესი მომავლისთვის სასტიკნი და შეუბრალებელნი ვხვდებით და იმის გაკეთება გვიწევს რისი გაკეთებაც არ გვინდა.
-ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი.
-ამის არ მჯერა.
-არა უშავს,მალე დაიჯერებ,გპირდები.
-აღარ მინდა,რომ იმად ვიქცე,ვინც სინამდვილეში არ ვარ.
-რატომ? იქნებ იმიტომ,რომ გეშინია მართლა ის არ იყო, ვინც იმ მომენტში იყავი, გეშინია იმისა,რომ ის აღმოჩნდები და ისეთი იქნება შენი ჭეშმარიტი სახე,როდესაც  ის ბრაზისა და გაშმაგებისასაა. ეს ყველა ადამიანში დევს, ძლიერია ის,ვინც ამას შეებრძოლება და ეშმაკს თავისზე გამარჯვების უფლებას არ მისცემს. ამის შესაცვლელად საჭიროა აღიარო შენი ნამდვილი მეობა, (თუნდაც) ის მცირედი ნაწილიც, რომელიც არ მოგწონს,მაგრამ მასაც ხომ შენი მეობა ჰქვია, არა? ისიც ხომ შენი ნაწილია. მითხარი რა იგრძენი მაშინ,როდესაც იმ საწყალს ცემდი?
- მე ეს მომწონდა,ძალის დემონსტრირება მომწონდა.
-ასეთია ადამიანის ბუნება, ეს ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ ხსნა რწმენაშია, ჩვენ ამას ერთად გავუმკლავდებით, შენ მარტო არ ხარ, უკვე აღარ,მე შენ გვერდით ვარ, ეს გახსოვდეს.
-გმადლობ,მამაო,გმადლობ.
-ესე იგი ისევ მოხვალ,ხომ?
-დიახ, რა თქმა უნდა.
-ეს უფრო მყარი პასუხია-მღვდელმა გაიღიმა-დროებით,შვილო ჩემო-თქვა, წამოდგა და საკურთხევლისკენ წავიდა, შონი კიდევ ცოტა ხანს იჯდა ცარიელ ტაძარში, მერე ისიც ადგა და სახლისკენ გაეშურა.
   ორშაბათ დილით სამინისტროში გამოცხადდა, თანამშრომლები გაიცნო და თავისი ადგილიც დიკავა,შუადღის საინფორმაციო გამოშვებაში მოისმინა,რომ უკვე ჯეიმი როქსის მთლიანი ბანდა აეყვანათ და გაქცეული ოთხი წევრიც დაეჭირათ, მომხდარზე კომენტარი პოლიციის ახალმა კაპიტანმა-დიქსონმა გააკეთა.

  თბილა, აქ საოცარი სითბოა, როგორ მომწონს ეს ყველაფერი, აქაურობა, ახლა უკვე მომწონს,რადგან თბილა. ისე, აქ სულ ასეა, ხან ცივა, ხანაც თბილა, ხან ყინავს, ხან კი ცხელა,მაგრამ ახლა თბილა და მე ეს მომწონს,ძალიან მომწონს. თითქოს მძინავს, გარეთ წვიმს,საშინლად წვიმს, მე კი ჩემს საწოლში ვწევარ და სითბოთი ვტკბები. აქ თბილა, ძალიან თბილა, მაგრამ ეს მხოლოდ ფიზიკური სითბო არაა, არც ტემპერატურას გამოხატავს ჩემი ეს სითბო, ეს სხვანაირი სითბოა, არ ვიცი ამ სითბოს რა ჰქვია ან ახლა რატომ დამეუფლა, რატომ მოედო ჩემს გულს. რაც არ უნდა იყოს ძალიან კარგია, ეს საუცხოო სითბოა.
  რაღაცას ვხედავ, თითქოს ბურუსშია,მაგრამ მაინც ვხედავ, ეს სიზმარია,უთუოდ სიზმარი იქნება,მე ხომ მძინავს,არა? აქ ისე თბილა გაღვიძება არ მინდა, მინდა სულ აქ ვიყო, მუდამ ამ სითბოში ვიმყოფებოდე. ეს სითბო თავისაკენ მექაჩება, არ მიშვებს, ახლა ეს სითბო სიზმარსაც კი მჩუქნის. მე აქ არ ვარ,თითქოს ზემოდან დავყურებ ყოველივეს. ღმერთო, სად ვარ? თეთრი კედლები, გრძელი დერეფანი, სკამები და მათზე დამსხდარი ხალხი, რატომღაც ბედნიერი არავინაა, დერეფანს მივუყვები, ოღონდ მე იქ არ ვარ,თითქოს ფილმს ვუყურებ, თითქოს ვერტმფრენში ვზივარ და ისე ვადევნებ თვალს არე-მარეს. დერეფნის შუაში დიდი მაგიდა დგას,თითქოს რაღაცით დახლსაც წააგავს, მის ზემოთ აბრა კიდია - მიმღები-ასე აწერია. კაცს ვხედავ,თეთრი ხალათი აცვია, ჩემკენ მოდის,მაგრამ მე იქ არ ვარ, ეს კაცი, თეთრი ხალათი, ის ექიმია, მე კი საავადმყოფოში ვარ, ახლა ექთნებმაც ჩაიარეს. დერეფანს ვათვალიერებ, აქ უამრავი ადამიანია, კაცები,ქალები,ბავშვები,ახალგაზრდები და მოხუცები და... ეს ხომ...ეს ხომ ნიკია, ღმერთო, ისაა,ჩემი პატარა ანგელოზი,აქ რა უნდა, აქ რატომაა? სკამზე ზის,თავი კედელზე მიუდვია, ლიბედიც აქაა,მის გვერდით ზის და კედელს უაზროდ მიშტერებია, რებეკაც აქაა, მათკენ მოდის,მას ხელში ყავა უჭირავს,ჭიქას ლიბედს აწვდის და ისიც მადლობას უხდის, რებეკა დედას გვერდით ჯდება. ნუთუ ყველანი აქ არიან? მარცხნივ ვიხედები, დეივიც აქაა, კედელს მიყრდნობია და შონს ესაუბრება, ყრუდ,მაგრამ მაინც მესმის მათი საუბარი:
-ყველაფერი კარგად იქნება, დამიჯერე, მას ღმერთი არ გაწირავს-ამბობს შონი.
-ასეთი დარწმუნებული რატომ ხარ?
-ღმერთი სამართლიანია, კამილი კი სიცოცხლეს იმსახურებს, ესაა ჭეშმარიტება.
-ღმერთმაც ქნას, ახალი სამსახური როგორ მოგწონს?
-კარგია, ცოტა სიმშვიდე მჭირდებოდა.არ ვიცი, თუ მომეჩვენა,მაგრამ თითქოს კამილი ახლა უკეთ გამოიყურებოდა, ცოტა ფერი მაინც დაბრუნებოდა.
-ვითომ?
-მის სანახავად ოთხი დღის წინ ვიყავი,უფრო ფერწასული იყო და ნამდვილ მომაკვდავს ჰგავდა, ამჯერად მე სხვა რამ დავინახე, მე ძლიერი ქალი დავინახე დეივ, რომელსაც სიკვდილი ვერ დაჰბატონებოდა, რომელზედაც სიკვდილს ვერ გაემარჯვა, აი ნახავ, ის კარგად იქნება-შონი იღიმის,თითქოს ის სხვანაირია, უფრო სათნო, უფრო მშვიდი, თითქოს ის შეცვლილია, ნეტავ რატომ, რა არის ამის მიზეზი?
-რებეკა შეგიძლია წახვიდე,ისედაც ძლივს ერთი დღე ისვენებ, მადლობელი ვარ რომ მოხვედით,შენც ბევრი საქმე გექნება-დეივი შონს ეუბნება.
-ცოტა ხნით კიდევ დავრჩები-ამბობს რებეკა.
-მეც,თუ შეიძლება.
-რა თქმა უნდა,უბრალოდ ვიფიქრე,რომ-დეივი აღარ ასრულებს და თავჩაქინდრული ისევ კედელს ეყრდნობა.
  ღმერთო, ისინი აქ ჩემ გამო არიან, ყველა აქაა,ჩემთვის საყვარელი და უძვირფასესი ადამიანები აქ, ჩემ გასამხნევებლად და მხარდასაჭერად შეკრებილან, როგორც ერთი დიდი ოჯახი,რომელიც  დღესასწაულის ასაღნიშნავად იკრიბება ხოლმე, მაგრამ მათ ხომ არაფერი უხარიათ, აქ თბილა,მაგრამ ილუზიებში ვერ ვიცხოვრებ, მათ ასე ვერ მოვექცევი,ისედაც საკმაოდ ბევრი გაიღეს ჩემთვის, საკმაოდ დაიტანჯნენ,საკმაოდ ინერვიულეს, ჩემი ვალია მათთან დავბრუნდე და მათ სახეებს ღიმილი მოვჰფინო, მე ეს უნდა გავაკეთო, მე შემიძლია ამის გაკეთება, მე ხომ კამილ ბარნტონი ვარ, ქალი,რომელიც ყველანაირი სიტუაციიდან გამომძვრალა, მეღიმება, ჩემ თავს ვერ ვხედავ, მაგრამ ვგრძნობ,რომ ახლა მეღიმება. მე ეს შემიძლია, ყოველთვის,როდესაც რაღაც დიდსა და რთულს შევეჭიდებოდი ჩემ თავს ვეუბნებოდი:“ მე ეს შემიძლია, მე ყველაზე მაგარი ვარ!“ დროა ახლაც შემოვუძახო საკუთარ მეს, კამილ,შენ ეს შეგიძლია, მე ეს შემიძლია, მათ ჩემი იმედი აქვთ, მე კი ჩემს საყვარელ ადამიანებს იმედს ვერ გავუცრუებ.
  თვალებს ვხუჭავ, სითბოს ვუშვებ და უხილავ საბანს ვიხდი.უკიდეგანო საწოლში შიშველი ვწევარ, არა, ეს საწოლი არაა, ეს წყალია, ეს მდინარეა, მე მდინარეზე ვწევარ, უცნაურია, არა? წყალზე ვტივტივებ და არ ვიძირები, ეს საოცარი გრძნობაა, მარცხნივ ვიხედები, ნიკს ვეძებ, ის ხომ აქ იწვა,ჩემთან და დედასთან ერთად,მაგრამ ის ახლა აქ აღარაა, აღარც ლიზია აქ, მე მარტო ვარ, სრულიად მარტო ვარ უკიდეგანო საწოლში. ვგრძნობ, როგორ მისველდება თვალები, უეცრად პატარა ნაკადულებივით იწყებენ ჩემს სახეზე ცრემლები ჩამოდინებას, ისინი წყალს უერთდებიან და მდინარეში იკარგებიან.
-კამილ...კამილ...-ეს ხმა... ხმა მესმის... ეს ხომ, ეს ხმა ნაცნობია...ეს, ეს ემანუელის ხმაა... შეშინებული აქეთ-იქით ვიხედები, ვცდილობ ემანუელი ვიპოვნო, ის ხომ აქ უნდა იყოს, ეს ნამდვილად მისი ხმაა.
   აქ მარტო ვარ, ვერავის ვხედავ, აქ ემანუელი არაა,მაგრამ მისი ხმა, ის... ღმერთო, შორს,შორს, ვიღაც ფართხალებს, ისაა,ემანუელია, იძირება... მისკენ მივცურავ, რაც შემიძლია სწრაფად მივცურავ, მაგრამ ის შორსაა, ძალიან შორსაა...
-კამილ...კამილ...-სულ უფრო და უფრო ყრუდ მესმის მისი ხმა.
-ემანუელ!-მის სახეს ნათლად ვხედავ,მაგრამ მაინც შორსაა,სახეზე წყალი ეხეთქება, ფართხალებს, ძლიერად ფართხალებს,მაგრამ არაფერი გამოსდის, ვგრძნობ,როგორ მეღლება სხეული, როგორ მეწინააღმდეგება თითოეული კუნთი, როგორ უნდათ დასვენება,როგორ მთხოვენ,რომ გავჩერდე,მაგრამ არა, მე ამას არ ვიზამ. ახლა ემანუელს მხოლოდ თვალები უჩანს, მისი  ცხვირ-პირი უკვე წყალმა შთანთქა,ღმერთო, ის იძირება,ღმერთო... ისევ მივცურავ,სულ ცოტაც, იმედია მოვასწრებ,გთხოვ, ნება მომეცი მივასწრო ღმერთო,ნუ მომიკლავ ჩემს ერთადერთ ძმას, მას ხომ არაფერი დაუშავებია, ის ხომ კარგი ადამიანია.  ნეტავ სითბოში დავრჩენილიყავი, იქ ხომ ემანუელიც იყო, იქ ხომ ის არ იხრჩობოდა.
  სულ ცოტაც, სულ ცოტაც, მისი სახე, მისი თვალები, ისინი აღარ ჩანან. მხოლოდ ხელები,მაგრამ ისინიც იძირებიან, სულ ცოტაც, სულ ცოტაც... ემანუელი წყლის მიღმა უჩინარდება, მხოლოდ მისი თითები ჩანან, ხელს მისკენ ვაქანებ, წამიერად,მაგრამ ჩემი და მისი თითების შეხებას ვგრძნობ,შემდეგ კი ჩვენ შორის წყალი ექცევა, ჩაყვინთვას ვცდილობ, ჰაერს ვისუნთქავ და თავით წყალში ჩავდივარ...
  ღმერთო, თითქოს...ნათება, საშინლად კაშკაშა ნათება, ნელ-ნელა სინათლე იწმინდება, იგი პატარავდება და ბოლოს გრძელი ნათურის ფორმას იღებს. ხმა... აპარატის ხმა ისმის, ბურუსი ნელ-ნელა იფანტება, პეიზაჟი რაღაც სახეს იღებს, ფორმები, ოთხკუთხედები, ბევრი ოთხკუთხედი, თითქოს ეს ფიგურები სადღაც მინახავს, მახსენდება ეს საავადმყოფოში ვნახე, ისინი ჩემს სიზმარში დავინახე,მაგრამ ახლა არ მესიზმრება,მგონი აღარ მესიზმრება.  ვერ ვმოძრაობ,  ჩემი ყველა კუნთი დაღლილია, მხოლოდ თვალებს ვაცეცებ და... ქალი, ქალსს ვხედავ, ექთნის ფორმა აცვია,  წვეთოვანში ნემსით რაღაცას უშვებს, პირსაც ვერ ვამოძრავებ, იგი სრულიად გამშრალი მაქვს, ცხვირ-პირზე ცხელი ორთქლი მეხეთქება, ეს არ მსიამოვნებს, ხელის ამოძრავებას ვცდილობ, ექთანი... ის ამას ამჩნევს, წამიც და მე მიყურებს, მე მაკვირდება და სახე ეცვლება, არ ვიცი გაკვირვება, შეცბუნება,შიში? ნემსს ძირს აგდებს და პალატიდან ყვირილით გარბის:
-ექიმი, ექიმი! გონს მოვიდა, ქალი გონს მოვიდა!

-კარგი, ჩემი წასვლის დროა.- თქვა რებეკამ და წამოდგა.
- გმადლობ მოსვლისთვის.
-რას ამბობ-დეივს უპასუხა ქალმა.
-მეც უნდა წავიდე, ახალი სამსახური, მოკლედ სანამ ყველაფერს დავალაგებ... - დეივმა შონს მხარზე ხელი დაადო.- ის გამოფხიზლდება,დაიმახსოვრე ჩემი სიტყვები.
-აუცილებლად.
-კარგი,ჩვენ წავალთ,თავს გაუფრთხილდით- რებეკა შონთან ერთად შებრუნდა, ისინი ლიფტისკენ დაიძრნენ, როდესაც დეივთან აქოშინებულმა ექთანმა მიირბინა.
-გამოფხიზლდა,თქვენი მეუღლე გამოფხიზლდა-უთხრა გულამოვარდნილმა.
-რა?- შონი და რებეკაც შემობრუნდნენ და ექთნისაკენ დაიძრნენ.
-რა თქვით?-იკითხა შონმა.
-ქალბატონი კამილი გამოფხიზლდა, ის კარგადაა, გილოცავთ.
-ღმერთო, ის გონზეა დეივ,ის გონზეა-ლიბედი სიძეს გადაეხვია.
-მადლობა ღმერთს- შონმა შვებით ამოისუნთქა.
-როდის შეიძლება მისი ნახვა?
-გადაღლილი იყო და ჩაეძინა, როცა გაიღვიძებს მას მაშინვე ნახავთ, ყველაფერი წესრიგშია.
-გმადლობ-ცრემლმორეულმა დეივმა თავი დააქნია, მათ ექთანი გაშორდა.
-ღმერთი მას არ გაწირავდა,ხომ გითხარი, ეს უსამართლობა იქნებოდა-შონმა გაიღიმა და დეივს გადაეხვია.მერე კი ნიკთან მივიდა.-დედიკო კარგადაა, ხომ იცი? მას მალე ნახავ, მითხარი ხომ მოგენატრა?
-ძალიან-უთხრა გახარებულმა ბავშვმა და ბედნიერებისგან ტაში  შემოკრა.
-შენ გენაცვალე-რებეკამ ნიკი აიყვანა და ლოყაზე აკოცა.-ვერ ვიჯერებ, ამდენი ხნის შემდეგ, თითქოს საუკუნე გასულიყოს.
-დრო უცნაური რამაა,ის ყოველთვის შენი სურვილის საწინააღმდეგოდ მოქმედებს, როდესაც გინდა,რომ იგი მალე გაილიოს პირიქით,თითქოსდა იზლაზნება და დაუსრულებლად იწელება ლოდინში ყველაფერი, როდესაც გინდა,რომ საყვარელ ადამიანებთან ერთად დიდი ხანი გაატარო, ის ისე მალე გადის, ისე გისხლტდება ხელიდან,რომ ამას ვერც გებულობ,ვერც აცნობიერებ, ყველაზე ცუდი ისაა,რომ მას ვერასდროს დაიჭერ,ვერასდროს, რაღაცით იგი ხვლიკსაც ჰგავს, გგონია,რომ უკვე დაიჭირე,მაგრამ დახედავ და ხელში მხოლოდ ცარიელი კუდი გრჩება, ან სულაც სრული სიცარიელე-თქვა შონმა.
-ხვლიკი?-რებეკამ გაიღიმა-ნამდვილად არაჩვეულებრივი შედარებაა.
-ერთადერთი და განუმეორებელი-ახალი ამბით ყველა გახარებული იყო.
-თუ დრო ხვლიკია, ხელში შერჩენილი კუდიც ხომ დროის ნაწილი გამოდის, მართალია დიდი დრო გავიდა მას შემდეგ,რაც კამილი კომაში იყო,მაგრამ ის მაინც გამოფხიზლდა, დრომ მისი არსებობა არ შეწყვიტა, ამდენი ხნის მანძილზე უშედეგოდ დავსდევდით ხვლიკს,მაგრამ ბოლოს მისი კუდი მაინც  ხომ დავიჭირეთ, კამილი ისევ ცოცხალია და მეტიც, ის კარგადაა,ახლა მხოლოდ ამას აქვს აზრი,მხოლოდ ესაა მთავარი-თქვა ლიბედმა, მისი აზრის მართებულობის დასადასტურებლად ყველამ თავი დააქნია.

   ისევ ჩამძინებია და კიდევ ერთი სიზმარი ვნახე, ნიკი,დეივი,ლიბედი,შონი და რებეკა მესიზმრნენ, ისინი ჩემთან, საავადმყოფოში იყვნენ და ექთანმა მათ ჩემი გონზე მოსვლის ამბავი უთხრა, მათ კი ეს ძალიან გაუხარდათ,ძალიან, სხვას არც ველოდი და ყველაზე უცნაური რაც უნდა იყოს, დროსა და ხვლიკზე დაიწყეს საუბარი.
  თავს უკეთ ვგრძნობ, ღილაკს ხელს ვაჭერ და ექთანს ვიძახებ, მალე პალატაში ექთანი შემოდის.
-აბა, როგორ ხართ?
-კარგად,გმადლობ-ღიმილით ვპასუხობ.
-გილოცავთ, თქვენი გადარჩენა ნამდვილი სასწაული იყო, იმ ავარიის შემდეგ ძნელი იყო გეფიქრა,რომ ვინმე გადარჩებოდა.-დავიბენი.
-რომელი ავარიის შემდეგ?
-არ გახსოვთ,რომელშიც თქვენ მოყევით.
-ჩემი ოჯახის წევრები აქ არიან?
-დიახ, გელოდებოდნენ, ახლავე დავუძახებ.- ექთანი პალატიდან გავიდა, მე კი ცოტა არ იყოს დაბნეული დავრჩი, ნეტავ რა ავარიაზე მესაუბრა,მე ხომ ჯეიმი როქსიმ მესროლა.
  კარები გაიღო, პალატაში ნიკი შემორბის. ღმერთო, როგორ გაზრდილა, უკვე დიდიც კი მეჩვენება.
-დედა!-მიძახის გახარებული, როგორ მომენატრა მისი ეს საოცრად წარმოთქმული სიტყვები. მეხუტება, მაგრამ ტკივილზე სახე მემანჭება და ისიც მშორდება-მაპატიე-ამბობს დარცხვენილი.
-არა, რას ამბობს-ოთახში დეივიც შემოსულა, კარებთან დგას და ბედნიერად იღიმის, მეც ვუღიმი, მზერა კარებზე გადამაქვს და... ღმერთო, ეს შეუძლებელია, ეს ხომ...არა, ეს არ ხდება, ხელზე ვიჩქმეტ, არა, ნამდვილად მღვიძავს,მაგრამ ის ხომ...
-გამარჯობა,კამილ-ის უკვე პალატაშია,სევდიანი მზერით მიცქერს, მისი ეს მზერა, როგორ მომენატრა მისი ეს გამოხედვა, ის აქ არის, მაგრამ ეს შეუძლებელია, ის ხომ... ღმერთო, პალატაში ლიბედი შემოდის, მის უკან კი... ქერა თმა, ულამაზესი თვალები, მოხდენილი ცხვირი და ეს მომაჯადოვებელი ღიმილი. მე მიყურებს, პირდაპირ თვალებში მიყურებს. იცინის, თბილად,საყვარლად იცინის, ისე,როგორც ეს სჩვეოდა ხოლმე, სახეზე ხელს იფარებს, ვგრძნობ ბედნიერებისგან როგორ იცინის, ამას მის თვალებში ვხედავ.
-ძალიან მომენატრე- ჩემთან მოდის და ხელს ხელზე მკიდებს, ის ნამდვილია, ეს შეხება, მთელ ტანში ჟრუანტელი მივლის, ეს ხომ შეუძლებელია, ნუთუ ისევ მესიზმრება ეს ყველაფერი? მაგრამ, არა,ეს რეალობაა და ის აქ არის, ისინი აქ არიან. მას თვალებში ვუყურებ,ღმერთო რა მეტყველი თვალები აქვს, იქ ყველაფრის წაკითხვა შეიძლება, მისი ნებისმიერი ფიქრის, აზრის, განცდისა და გრძნობის დანახვა შეიძლება დედას საოცარ თვალებში.
-მეც, მეც მომენატრე.-ვპასუხობ და თვალიდან ცრემლი გადმომდის. ის ისევ მიღიმის, თავისი ჯადოსნური ღიმილით მიღიმის, მას კაცი უახლოვდება, მას შევსცქერი, ხელს ისიც გვკიდებს, ეს შეხებაც ნამდვილია, ისინი აქ არიან,ჩემ გვერდით, მაგრამ ეს ხომ... შეშინებული დეივს ვუყურებ, მის გვერდით შონი დგას. ისინი, ყველანი აქ არიან.
-ყველაფერი რიგზეა?-მეკითხება დეივი და მიახლოვდება, ხელს მარჯვენა ხელზე მკიდებს.-კამილ?
მზერა ისევ ქალსა და კაცზე გადამაქვს, ისინი ნამდვილები არიან, ისინი აქ არიან, ღმერთო, ეს ხომ...
-კამილ,კარგად ხარ?-კაცი მეკითხება.
-თქვენ აქ ხართ.
-ჰო,ძვირფასო, აბა სად უნდა ვიყოთ-ქალი ხელზე მკოცნის.
-მოვკვდი?-შეშინებული კითხვას ვსვამ.
-რა?- მათ სახეზე დაბნეულობა ესახებათ.
-კამილ-დეივი მეკითხება-რა ხდება,ყველაფერი რიგზეა?
-არ ვიცი.
-ყველაფერი კარგადაა, მე შენთან ვარ, ჩვენ შენთან ვართ-დეივი ჩემს მარცხნივ მდგომ ადამიანებს უყურებს.
-ძვირფასო-ქალი შუბლზე მეფერება. მისი ეს შეხება, ყოველთვის მიყვარდა,როდესაც შუბლზე მკოცნიდა,როდესაც მეფერებოდა, მეც და ემანუელსაც, ჩვენ ეს ორივეს გვიყვარდა.
-შენ აქ ხარ, შენ ჩემ გვერდით ხარ,ახლა, შენ აქ ხარ-უეცრად ტირილს ვიწყებ.
-ოჰ, ჩემო გოგონავ-შუბლზე ნაზად მკოცნის. ეს კოცნაც რელურია, ამას ვგრძნობ.
-ძალიან გაგვიმართლა,რომ ავარიას ცოცხალი გადაურჩი-მამა მეუბნება და თავისი მზრუნველი,ნიკ ბარნტონისეული მზერით მიყურებს.
-ნამდვილად-მამას დედაც ეთანხმება.
-რომელ ავარიაზე საუბრობთ?- ექთნის მერე მათაც ახსენეს რაღაც ავარია.
-რომელშიც შენ მოყევი, ძვირფასო, რის გამოც აქ იმყოფები.
-არა..არა მე, მე ჯეიმი როქსიმ მესროლა.
-ვინ?-დეივი მეკითხება.
-ღმერთო-ღელვას ვიწყებ, ხელს ლიზ ბარნტონის ხელიდან სასწრაფოდ ვაძვრენ-მე... მე ჯეიმი როქსიმ მესროლა,შონ თქვი რამე-იმედიანი მზერით შონს ვუყურებ, ის დაბნეული იცქირება.
-კამილ, ვინ არის ჯეიმი როქსი?- ასევე დაბნეულად მპასუხობს.
-ღმერთო, მგონი ვგიჟდები- ხელებს სახეზე ვიფარებ, გული გამალებით მიცემს.
-შენ ავარიაში მოყევი,კამილ-ნიკი მეუბნება-მაშინ,როდესაც სასამართლოდან სახლში ბრუნდებოდი.
-სასამართლო?
-ჰო,შენ ხომ ადვოკატი ხარ.
-რა? არა, მე... მე ჟურნალისტი ვარ.
-მგონი ექიმს უნდა დავუძახოთ-ამბობს შეშინებული დეივი.
-კამილ,შენ ყოველთვის გინდოდა ჟურნალისტი ყოფილიყავი,მაგრამ ბოლოს იურდიულზე ჩააბარე.
-არ გახსოვს, სწორედ ჩვენს ფირმაში გავიცანით ერთმანეთი-ამბობს დეივი.
-რებეკა? რებეკა სადაა?-იქნებ მან მაინც დამიდასტუროს,რომ ნამდვილად ჟურნალისტი ვარ, ვერ ვხვდები რა ხდება, მეც დაბნეული და შეშინებული ვარ.
-რებეკა? შენს ბავშვობის მეგობარზე ამბობ?-გაკვირვებული მეკითხება ნიკი-ის ხომ დიდი ხნის წინ საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად.-დავმუნჯდი, პალატაში მიმოვიხედე, ის აქ არაა, იქნებ მართალს ამბობენ, იქნებ მართლა აღარ ვართ ახლოს? ნუთუ ეს სიმართლეა, ნუთუ ეს ყველაფერი სიმართლეა? მე ხომ... ღმერთო, დედ-მამა ხომ ავტოკატასტროფაში ემანუელთან ერთად დაიხოცნენ,მაგრამ ისინი ახლა აქ არიან, ჩემთან, და დეივთან და შონთან ერთად მეუბნებიან,რომ ტყუილში ვცხოვრობდი,რომ რაც ჩემი თავის შესახებ ვიცი სრული სიცრუეა და მეტი არაფერი. ნიკი და ლიზი აქ არიან, თუ ისინი ცოცხლები არიან, მაშინ...
-ემანუელი, ემანუელი სადაა?-ორივე დადუმდა,ერთმანეთს დაბნეულად შესცქერიან.-მითხარით,სად არის ჩემი ძმა?
-ემანუელის შესახებ საიდან იცი?-ნიკის ამ კითხვამ თავზარი დამცა.
-როგორ თუ საიდან ვიცი, ის ხომ ჩემი ძმა იყო.-ერთმანეთს ისევ დაბნეულად უმზერენ, ხმის ამოღებას ვერავინ ბედავს- სად არის, ემანუელი სად არის?!
-ის მკვდარია,კამილ.-თავდახრილი ამბობს ლიზი-როცა ეს მოხდა შენ ძალიან პატარა იყავი,მასზე არაფერს ვამბობდით, მისი სურათიც კი არ გვქონდა,  არ გვინდოდა შენთვის ზიანი მოგვეყენებინა, ის ხომ შენი ტყუპისცალი იყო, ვინ გითხრა მის შესახებ, ეს საიდან გაიგე?
-როგორ...როგორ გარდაიცვალა?
-ზამთარი იყო, დეკემბერი, საშინლად თოვდა, გზაც მოყინულიყო.შენ, ემანუელი და ბებიათქვენი ევა...-ლიზს ამ ყველაფერზე საუბარი უჭირდა- ღამით სახლში მანქანით ბრუნდებოდით, ხიდზე გადმოდიოდით,როდესაც უეცრად წითელი ჯიპი საიდანღაც გამოვარდა და თქვენ შეგეჯახათ, ორი თუ სამი წლის იქნებოდით,კამილ. შეჯახება ისეთი მძლავრი იყო,რომ მანქანა წყალში გადავარდა, საბედნიეროდ იქ ვიღაც კაცი აღმოჩნდა, გადმოხტა და შენ გამოგიყვანა, როდესაც დაბრუნდა უკვე ყველაფერი გვიანი იყო- ლიზს თვალები აცრემლიანებოდა-ევა და ემანუელი დაიხრჩრნენ,კამილ.
-არა,არა...-სიზმარი,ჩემი სიზმარი, ემანუელი იხრჩობოდა, მასთან მივცურავდი,მაგრამ... ვერ მივასწარი, ის წყალში ჩაიძირა, ნუთუ ეს მართალი იყო, ნუთუ ჩემი სიზმარი ცხადი გახლდათ, ნუთუ ეს მართლა მოხდა?!
-ემანუელზე საიდან გაიგე,კამილ?-ახლა ლიბედი მეკითხება.
-მე...-არ ვიცი რა ვუპასუხო, ნუთუ ყველაფერი, ის დრო, ის დღეები,რაც ემანუელთან ერთად გავატარე სიცრუე და სიყალბე იყო? ნუთუ მთელი ის ცხოვრება,რომელშიც მე ვიცხოვრე მხოლოდ ილუზია და გამონაგონი იყო? - არ ვიცი, უბრალოდ... უბრალოდ ის დამესიზმრა.
-ყველაფერი კარგად იქნება-ლიბედი ხელს მხარზე მახებს- დეიდა ყოველთვის შენთან იქნება.
-დეიდა?
-ჰო, მე ხომ დეიდაშენი, ლიზის და ვარ.
-რა?
-ჰო-ლიბედი მიღიმის-ამაში გასაკვირი რა არის?
-და შენი ქმარი, დივერსონი?-ლიბედს სახეზე აშკარა იმედგაცრუება აღებეჭდა.
-ის თამაშობდა, ამის გამო ერთმანეთს დავშორდით შემდეგ კი... შემდეგ მან თავი მოიკლა.
-მაგრამ მთავარი ისაა,რომ ახლა შენ კარგად ხარ და ჩვენ ყველანი ერთად ვართ.-დეივი სახეზე მეფერება.
-ჰო, ახლა მხოლოდ ამას აქვს მნიშვნელობა, ჩვენ ისევ ერთად ვართ-ვამბობ და ნიკსა და ლიზს ვუყურებ, შემდეგ დეივსა და ლიბედს, კარებთან მდგარ შონსა და მასთან ჩახუტებულ ნიკს,ჩემს ერთადერთ და უძვირფასეს შვილს. ექიმს გავესინჯები, უნდა გავესინჯო, ალბათ თავი რამეს დავარტყი და ამიტომაცაა გონებაში რაღაცები რომ ამერია, არა უშავს, ყველაფერი გამოსწორდება,დრო ყველაფრის მკურნალია, მთავარია,რომ მე ჩემს ოჯახთან ერთად ვარ, მე ისინი მყვანან, მათ მე ვუყვარვარ, ისინი ჩემ გვერდით დგანან და მათ ყოველთვის ვეყვარები, ამაში დარწმუნებული ვარ. მე ამას შევძლებ, მე ხომ კამილ ბარნტონი ვარ,“-მე ეს შემიძლია, მე ყველაზე მაგარი ვარ!
მე ხომ ემანუელის სული დამყურებს. შეიძლება არ გიცნობდე,მაგრამ მე ყოველთვის ვგრძნობდი და ყოველთვის ვიგრძნობ შენ არსებობას, შენ ხომ ჩემი ტყუპი ხარ, ჩემი მეგობარი, ჩემი ძმა და ჩემი მეგზური ხარ ამ საშინელ ცხოვრებაში. იცი ემანუელ, ახლა რაღაცას მივხვდი,სულ სამი სამყარო არსებობს, სამყარო, რომელშიც მე ვცხოვრობ, სამყარო, რომელშიც სხვები ცხოვრობენ და სამყარო, რომელიც მართლა არსებობს. პირველ სამყაროში მე და შენ ერთად ვცხოვრობდით, მეორეში ხალხი შენ გარეშე ცხოვრობდა, მესამეში კი შენ ჩემი ნამდვილი ძმა,მეტიც ჩემი ტყუპისცალი ხარ, ამაზე ყოველთვის ვოცნებობდი, ყოველთვის მინდოდა შენისთანა ძმა მყოლოდა, ემანუელ, ეს ოცნება ამიხდა, აწი სიკვდილის აღარ შემეშინდება, რაც არ უნდა დამხვდეს მეორე მხარეს იქ შენც იქნები, ჩემთვის და შენთვის კი გამოუვალი სიტუაცია და გადაუჭრელი პრობლემა არ არსებობს, ხომ მართალი ვარ,ემანუელ? ხომ არასდროს მიმატოვებ,ჩემო ერთადერთო და უსაყვარლესო ძამიკოვ,არა,ემანუელ?

                                                       დასასრული