
მოგესალმებით
ქალებო,კაცებო,ბავშვებო,ლგბტეებო და ჰომოფობებო,მუსიკოსებო და მხატვრებო,მწერლებო და
პოლიტიკოსებო,ასტრონავტებო და მასწავლებლებო, დამლაგებლებო და ბიზნესმენებო. მოკლედ ყველას,მეთელ მსოფლიოს მივესალმები
განურჩევლად რასისა,სქესისა,ასაკისა,სოციალური ფენისა თუ ორიენტაციისა. მე უოლტერ მიტი
ვარ და ეს ჩემი ცხოვრებაა,მაგრამ ის უოლტერ მიტი არ გეგონოთ ფილმიდან რომაა და რომ
ამბობს წარმოუდგენელი ცხოვრება მაქვსო,არა, მე ნამდვილი უოლტერ მიტი ვარ. აი ასე, თურმე
უოლტერ მიტებიც ცხოვრობენ ამ სამყაროში და ერთ-ერთი მათგანი მე გახლავართ. ვინ ვარ,რას
ვაკეთებ და სად დავიბადე ამ ყველაფერს მოკლედ გეტყვით. ე.ი. დავიბადე დედამიწაზე და
ვარ კაცი,თუმცა თავიდან ერთი პატარა ღლაპი გახლდით,რომელიც ეგრევე ატირდა პირველად
დიდთავა სათვალიანი ექიმი რომ დაინახა და მაშინაც ვტიროდი ვიღაცა ქალმა ხელში რომ ამიყვანა
და გულზე ისე მაგრა მიმიკრა, კინაღამ იქვე რომ გამგუდა,მერე გავიგე, რომ ეს შეშლილი
დედაჩემი ყოფილა. ისე ზოგჯერ რა გიჟები არიან ეს ქალები, არა? მაგრამ მამაჩემიც არ
იყო დალაგებული,იმ დღეს ბევრი დაულევია და ხელში რომ ავუყვანივარ თურმე რამოდენიმე
წუთში ძირს ბრაგუნით აღმოვჩენილვარ. აი ასე
გავიგე პირველად იატაკის გემო. აი ასეთი დარტყმული მშობლები მყავდა და მეც ცოტათი დარტყმული
ვარ, არ იღელვოთ სულ ცოტათი. ჰაჰ! არ იღელვოთ-მეთქი და ისე ახლა რომ დავუფიქრდი ალბათ
მაგრა გკიდიათ მე დარტყმულიი ვიქნები თუ გენიოსა. ჰოდა, ასე ჩემო დედამიწელებო,მეც
ერთ-ერთი თქვენგანი ვარ და სიმართლე გითხრათ ეს სულ არ მახარებს. მერჩივნა მარსზე დავბადებულიყავი
და პირველად იმ დიდთავა ექიმის ნაცვლად სამთვალიანი
მწვანე არსება დამენახა.აი ასეთი დარტყმული გახლავართ მე,ისე ჩვენში დარჩეს და ახლა
რომ ვუფიქრდები თავდარტყმული მართლა გამოვდივარ, იმ ჩემისას ხო დავუვარდი ერთი დღის
გამოჩეკილი ბავშვი.და კიდევ რაც არ მითქვამს, შტატების მოქალაქე ვარ. ისე კი დედაჩემი
კანადელი იყო,მამაჩემი კი ესპანელი მაჩო გახლდათ, აბა რანაირი ამერიკელი გამოვდივარ
მე,მაგრამ აქ ხომ სულ ასეა,ორი დღის ჩამოსული ფრანგიც ამერიკელი ხდება და კაზაკიც თუ
მოისურვა. როგორც გაიგეთ ერთი უბრალო ტიპი ვარ და ალბათ ახლა მკითხავთ რატომ გვაბეზრებ
თავს ამ შენი ცხოვრებითო, იმიტომ,რომ ძაან მაგარი ცხოვრება მაქვს,ან მქონდა.ისე საინტერესოა
რამე რომ იყოს და რომ მოვკვდე,სამოთხიდან თუ გამოვაგზავნი რაიმე წერილებს. ერთი ჩემი
ძმაკაცია ბანზოს ვეძახით,იმან თქვა თუ სამოთხეში მოვხდები და ეგ ხომ ცაშია, ფურცელს
ვიშოვი წერილებს დავწერ და ციდან გადმოვყრიო. ნეტავ ეგ შეიძლება?არადა ძაან რომ მინდა
ამ ჩემი ამბის ბოლომდე დაწერა,მაგრამ არც კი ვიცი როგორ დასრულდება. ბედია რა ყველაფერი,თანაც
ამ ბოლო დროს ისეთ ტიპებს გადავეყარე საერთოდ რომ არ ვიცნობ და ჩემი მოკვლა რომ უნდათ.
სიკვდილი საშიში არაა,უკვე მოვკვდი ერთხელ და საერთოდ ვერაფერი გავიგე,მაგრამ მაშინ
გაბრუებულიც ვიყავი. მოკლედ აი როგორ დაიწყო ყველაფერი: ცოტა ექსტაზი,დიდი რაოდენობით
ვისკი, კიდევ რაღაც ვარდისფერი აბები,ამას დამატებული ორი კათხა ლუდი და მერე ვიღაც
კოლოსალური ტიპები,რომლებმაც არ იციან,რომ კაიფში მყოფი ტიპის სიტყვები სერიოზულად არ უნდა გაიგო. ეგ იყო და ეგ. დილით
კი გავიღვიძე, მაგრამ ვაი იმ გაღვიძებას.
თვალი გავახილე,მზის
სხივებმა პირდაპირ მე შემომიტიეს,მაგაშიც რომ არ გექნება კაცს ბედი. მსოფლიოში შვიდი
მილიარდი კაცია და მანდამაინც მე რომ მიმიზნებს ეს მზე ამ სხივებს,ვითომ აქაო და მაგარი
კაცი ვარო,ეგ მხოლოდ დღისით ყოყოჩობს,აბა ღამით გაბედოს რამე თუ მაგარი ბიჭია. ამ მზისგან
ნერვებ მოშლილმა ავწიე თავი და ვა,სადღაც მაგარ ბაითში ვარ,მაგრამ აზრზე არ ვარ სად
ვიმყოფები.უზარმაზარი ფანჯრებიდან მზე მიჭყიტინებს,მე თვითონ უკიდეგანო საწოლში ვარ
გათხლარშული. ჩემ წინ თეთრი როიალი დგას,გვერდით სარკეებიანი კარადა,კედელზე მაგარი
ნახატები კიდია, უკვე ხომ მიხვდით რა პონტშიც ვარ.გუშინდელი ღამიდან არაფერი არ მახსოვდა,ვარდისფერ
აბებამდე კი,მერე აღარ. ერთი რაღაც კი მახსოვდა,ეტყობოდა მთელი ღამე არ მომეშარდა,რადგან
შარდის ბუშტი საშინელ დღეში მქონდა,ავდექი და ტუალეტში გავედი. აი ეგ კი მართლაც მაგარი
იყო. მგონი მთელი ტუალეტი მარმარილოში იყო ჩასმული, შიგნით ეკრანები ეყენა. ვა, ეს
რა პონტში ვარ-მეთქი და საქმეს შევუდექი,მერე გამოვედი და ისევ საწოლზე დავეგდე. საათს
გავხედე პირველი დაწყებულიყო. ის იყო უნდა დამეძინა,რომ კარებზე დააზარუნეს. ავდექი
და გავაღე,სხვა რა გზა მქონდა ვიღაცა გიჟი
რეკდა ზარს,არადარ მეშვებოდა. გავაღე და ვიღაც ტიპი დავინახე შარვალ-კოსტიუმში გამოწყობილი,
მუსით გაპოხილი გადაწეული თმითა და დაკრეჭილი კბილებით.
-შენ ვინ ჩემისა ხარ? -ეგრევე მივახალე.
-კარგად ხარ,ტონი?
-ტონი,ვინაა ტონი?
-შენ რა,რამე მოწიე?-სახლში შემოსვლა უნდოდა,ეგრევე
გადავეღობე.
-რა გინდა,მიდი გაიარე რა!
-რა გავიარო,დღეს ბარში გაქვს კონცერტი,უკვე ყველაფერი
მოვაწესრიგე. შენ რა დღეში ხარ,სარკეში ჩაიხედე,უნდა მოგხედო.
-რა უნდა მომხედო,ბიჭო. და საერთოთ რაზე ბაზრობ რა კონცერტი,ვინ
ტონი, რა ტონი ან შენ ვინღა ხარ.
-ხო კარგად ხარ,ძაან უცნაურად იქცევი.
-ვინ ხარ-მეთქი?
-ვერ მცნობ? ბილი ვარ,შენი პროდიუსერი.
-რისი პროდიუსერი?
-შენი მუსიკალური პროდიუსერი და შენი ბავშვობის ძმაკაცი.
-უსან ბოლტივით,ძმაკაცი რომ წაიყვანა თავის აგენტად?
-ხო,მაგის პონტია.
-და რომ არ გიცნობ?
-საღადაოდ არ გვცალია,შემომიშვი და დავილაპარაკოთ.
-არ გიცნობ,ძმაო. სად უნდა შემოგიშვა. - ბილიმ ამოისუნთქა,თავი
გააქნია და ტელეფონი ამოიღო.
-აი ნახე,ჩემი და შენი სურათი ზედ ეკრანზე მიყენია,წინა
თვისაა.-სურათს დავხედე,მასზე ეს თვითკმაყოფილი იდიოტი და თვით ტონი ბლუნტი იყო გამოსახული.
-ვა, ტონი ბლუნტთან გაქვს სურათი,რა მაგარია,გილოცავ
ძმაო,მაგრამ ჩემგან რა გინდა?
-როგორ თუ რა მინდა ტონი,საღამოს კონცერტი გვაქვს,უნდა
მოვემზადოთ.
-ტონის რა პონტში მეძახი?
-ტონი გქვია,ტონი ბლუნტი.
-მოიცა,მოიცა რაო,მე ტონი ბლუნტი ვარ?
-ჰო-ჩვეულებრივად თქვა ბილი ბიჭიმ.
-მე თუ ტონი ბლუნტი ვარ,მაშინ შენ არნოლდ შვარცნეიგერი
ყოფილხარ.
-აბა მაშ ვინ ხარ?
-უოლტერ მიტი.
-იმ ფილმში რომაა?-გაიცინა ბილიმ.
-არა, მე ნაღდი უოლტერ მიტი ვარ.
-ქერა,ცისფერთვალება ბიჭუნა?-ბილიმ ისევ ჩაიცინა,მაგრამ
ისე კი სწორად თქვა ქერა,ცისფერთვალება კაცი ვიყავი.
-ჰო,ეგრეა.
-მაშინ მიდი,სარკეში ჩაიხედე,მე აქ დაგელოდები-მითხრა
მან.
-კაი-ვუპასუხე და კარადისკენ წავედი,სარკესთან მივედი
და ჩავიხედე. ეგრევე ვიყვირე -ამის დედაც. იქიდან ნაღდი ტონი ბლუნტი მიმზერდა,ხელი
მივადე და იმანაც მოადო,დავიჭყანე და ისიც დაიჭყანა. სარკეს მოვშორდი და ბილი-ბიჭთან
დავბრუნდი.
-რას მაღადავებთ,რამე ფარული კამერაა?
-რა?
-სარკეში ჩავიხედე და ტონი ბლუნტი ვიყავი.
-ჯანდაბა,ტონი ბლუნტი ხარ და აბა სხვა ვინ იქნებოდი.
-სარკეს სჭირს რაღაც,მე უოლტერ მიტი ვარ.
-გეყოს ტონი.
-კაი,მოდი აბა სურათი გადამიღე.
-კაი-თქვა ბილიმ და ტელეფონით სურათი გადამიღო.მაშინვე
გამოვართვი და იქაც ტონი ბლუნტი იყო გადაღებული, ზუსტად იმ ტანსაცმელში და იმ პოზაში
მე რომ ვიყავი.
-ეს რა ღადაობაა.რას მიჩალიჩებთ?!-მთელ ხმაზე ვუღრიალე.
-კარგი,მართლა გეყოს. რეპერტუარზე უნდა შევთანხმდეთ.
-შანსი არაა,მე სიმღერა არ ვიცი.
-ღადაობ,მთელი შტატი შენი ფანია,აქა-იქ სხვა ქვეყნებშიც
გისმენენ, ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ჩემი ძმაკაცი ხარ,მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მაგარი
მომღერალი ხარ,ვისთვისაც კი მომისმენია. ახლა კი შემომიშვი და დავილაპარაკოთ-დავიბენი,
ტვინი ამიდუღდა,ვიფიქრე ისევ კაიფში ვარ-მეთქი და სახეში გავირტყი,მეტკინა,მერე იმ
ჩემისა ბილის შევხედე გაოცებული და შეშინებული სახით რომ მიმზერდა,შემოვუშვი და ვუთხარი:
-დამიმტკიცე,რომ ტონი ბლუნტი ვარ.
-მარტივია. ბარძაყზე პატარა ტატუ გაქვს.- ბილიმ ხელი
თავის ფეხზე მოისვა რომ ადგილი ეჩვენებინა.- მანდ გაიკეთე,რომ არ გამოჩენილიყო.
შარვალი ჩავიხადე
და დავხედე,მართლა მქონდა რაღაცა ტატუ.
-ეს რა არის, თევზებია?
-არა,სასწორი-შენი ზოდიაქოს ნიშანია.
-ეგ კი მართალი თქვი.
-კიდევ, შენ 31 წლის ხარ, 13 ოქტომბერს დაიბადე, 11
საათზე.-ამოვისუნთქე, ზუსტად ყველაფერი სწორად თქვა,მაგრამ ამ ტიპს მაინც არ ვიცნობდი.-კოჭს
ხელს თუ მოუჭერ გეტკინება.
-ფეხი მტკივა?
-ჰო.
-რატომ?
-8 წლის ასაკში ველოსიპედიდან ჩამოვარდი,იმის შემდეგ
მცირე ტკივილი დაგრჩა, არ გახსოვს სიმღერა „ბავშვობის ტკივილი“ მაგ ამბავს რომ მიუძღვენი?ეს
ინტერვციუშიც აღიარე,
-შანსი არაა, მე ველოსიპედის ტარებაც კი არ ვიცი,არასდროს
მყოლია და შესაბამისად ტარებასაც ვერ ვისწავლიდი.
-როგორ არა,მამამ გაჩუქა 7 წლის რომ გახდი.
-მამაჩემი დიდი ნაბიჭვარი იყო.
-იყო,მაგრამ შენ უყვარდი.
-კარგი ერთი.
-მოკლედ,ბევრი დრო არ გვაქვს. 6 სიმღერა მაინც უნდა
იმღერო. ასეთია შეთნხმების პირობები.
-ვერ ვიმღერებ, სიმღერის აზრზე არ ვარ.
-ამაზე უკვე ხომ ვისაუბრეთ, მიდი რამე იმღერე.
-რა ვიმღერო?
-რაც გინდა.
-„ტუზო დამეცი“?
-კარგი,რას ღადაობ. შენი სიმღერებიდან იმღერე-ტონის
მარტო ერთი სიმღერა ვიცოდი,ცნობილი ჰიტი იყო- „ლურჯი იალქანი“. სიმღერა დავიწყე,დავიწყე
და რა დავიწყე. როგორც ამბობენ ყველაფერი დავანგრიე. მერე ხმას დავუკვირდი ნაღდად ტონის
ხმა იყო.მეგონა რომ შევიშალე. ჩემს თავს ვუმეორებდი შენ უოლტერ მიტი ხარ,შენ უოლტერ
მიტი ხარ,მაგრამ ყველაფერი სხვანაირად იყო. მქონდა ტატუ,რომელიც არასდროს მქონია, ასევე
მქონდა პრესიც,მქონდა განსხვავებული ანარეკლი,უცნობი მეგობრები და გასაოცარი ხმა. მუღამში
შევედი,სიმღერაში ბილიც ამყვა. მოვჩი თუ არა,ბილი ბიჭუნა ფეხზე წამოხტა და ტაში დამიკრა.
-ძაან მაგარი ხარ,გენიალურია.და ამის შემდეგ იტყვი,რომ
სიმღერა არ შეგიძლია?
-სხვა სიმღერები არ ვიცი.
-როგორ თუ არ იცი. „პატარა ბილის“ იმღერე. ყველაზე მეტად
ეგ გიყვარს.
-ტექსტი არ ვიცი.
-მე გაგახსენებ: „პატარა ბილის უყვარდა თამაში,მეგობრებთან
ყოფნა და გართობა.
პატარა ბილი იყო კეთილი და მეგობრული ყმაწვილი“ მიდი
განაგრძე.-ეს სიმღერა კი მომესმინა და ეტყობოდა მეხსიერებაშიც ჩამრჩენოდა,რადგან უეცრად
სიმღერა დავიწყე.
-ეგ არის-თქვა ბილიმ-ორი სიმღერა უკვე გვაქვს,კიდევ
რომელს იმღერებ?- ტონი ბლუნტის სიმღერები გავიხსენე,ერთი განსაკუთრებით მომწონდა გატეხილ
გულზე იყო,მაგ სიმღერას მაშინ ვუსმენდი შეყვარებული რომ დამშორდა.
-„დაკოდილი გული“ ტექსტს გამახსენებ?
-აბა რა-თქვა ბილიმ და სიმღერა დაიწყო,მაინცდამაინც
კარგად არ გამოსდიოდა,მაგრამ თავისი მოახერხა. ტექსტი გამახსენა.-აი ასე გავიხსენე
და შეიძლება ითქვას ვისწავლე კიდეც 6 სიმღერა. მაგრამ თავი მაინც სიზმარში მეგონა,ღმერთო
მე ტონი ბლუნტი ვიყავი. ნეტავ ეგ სიმართლე იყო? მართლა ვიყავი ტონი ბლუნტი?
ბილიმ მართლა
მაგრად მომხედა,ახალთახალი მაგარი მაისური ჩამაცვა,ჯინსის შარვალიც გამიძრო,მაგრადაც
მასაუზმა,დეტალები გამაცნო და საღამოს ბარშიც მიმიყვანა. საკმაოდ ბევრი ხალხი შეკრებილიყო.
როდესაც მივედით გოგოებმა ყვირილ-კივილი დაიწყეს. ჩემს სახელს ყვიროდნენ,ჩემს რა, ტონისას,
მაგრამ მე ხომ ტონი ვიყავი, არა?მე ვიყავი ის ადამიანი, რომელიც იმ გზაზე მიდიოდა,რომელსაც
უყურებდნენ და რომელზედაც აფანატებდნენ. სურათებს მიღებდნენ,კოცნებს მიგზავნიდნენ.
აი ასე მივედი სცენამდე და ზედაც ავედი. ერთი მიკროფონი იდგა. ხელები მაგრამ მოვუჭირე,
ღრმად ჩავისუნთქე და ბილის თავი დავუქნიე. ძაან კი ვნერვიულობდი,მაგრამ იმის გააზრებამ,
რომ ტონი ვიყავი თავდაჯერება მომცა. მუსიკა ჩაირთო,გიტარა შევიდა,მერე ბასიც და აი
ჩემი დრო დადგა.
-„ცისფერი ზღვა და შიგ იალქანი,გემი მიცურავს,ვითა დელფონი,შორს,შორს,ლურჯ
ზღვაში...“-ეგ იყო, ხალხი ავიყოლიე,მეც გავიხსენი და ყველაფერი ვიმღერე,თითქოს ყველაფერი
გაიწოვა,სიცარიელეში დავრჩი,ირგვლივ საოცარი ხედი იშლებოდა,ისმოდა მხოლოდ ჩემი აზრები,ჩემი
ხმა,ჩემი მუსიკა. ვმღეროდი ჩემთვის,მუსიკით გადმომქონდა ჩემი სული,არა ტონი ბლუნტის
სული,არამედ ჩემი,უოლტერ მიტის სული და სამყარო. მთელ ტანში ჟრუანტელი მივლიდა,ვგრძნობდი,როგორ
ჩამომდიოდა ოფლის წვეთები სახეზე,მაგრამ მე ვმღეროდი. ეს ყველაფერი ფიზიკური მდგომარეობა
იყო,მე კი მეტი მინდოდა,მინდოდა ცას შევერთებოდი, იესოსთვის დამექნია ხელი.ექვსივე
სიმღერა გადაბმულად ვიმღერე,როდესაც მოვრჩი ყველა ტაშს მიკრავდა,ყველა მკლავებზე იკიდებდა
ხელებს,ყველას დაჰგვროდა ჟრუანტელი. მე კი ვიდექი გახარებული,დაღლილი,მაგრამ ემოციებით
აღსავსე. ბილის შევხედე. გახარებული იდგა და ცერით მაჩვენებდა ძაან მაგარი იყოო. სცენიდან ჩამოვედი და ბილისთან მივედი. იგი გადამეხვია
და ისეთი სითბო ვიგრძენი,როგორიც ჩემი მეგობრებისგან არასდროს მიგვრძვნია. მეც მოვხვიე
ხელები ბილი ბიჭს.
-ძაან მაგარი იყო,ასეთი არასდროს ყოფილხარ,ისე მღეროდი,მთელი
სხეულით,მთელი სულით იყავი ჩაფლული მუსიკაში. პირდაპირ გენიალური იყავი. არ ვიცი,ეს
შენი უცნაურობის ბრალია,დილით რომ გჭირდა თუ არა,მაგრამ ეს ძალიან მაგარი იყო.შეუდარებელი
იყავი-ბილი აღტაცებას ვერ ფარავდა.
-გმადლობ,აქვე სხვა ბარი არაა? ლუდი მომინდა.
-აბა რა! ეს კი ძველი ტონია,წამოდი მე გპატიჟებ.ფული
ხვალ დაგვერიცხება.
-ბევრია?
- ცნობილი ბარია,მაგრამ მაინც ბარია,რა. 2500 მოგვცეს.
-ეგ ხომ მაგარია!-ამდენი ფული ბოლოს როდის მენახა აღარ
მახსოვდა.
-არც ისე,უცნაურია. აქამდე 25000-იც არ გიხაროდა და
ახლა 2500 გაგიხარდა.
-25000,სერიოზულად?
-ხო,მაგდენი არ ავიღეთ მაშინ, სოლო კონცერტი რომ გამართე
მთავარ მოენდაზე?
-და ეგ ფული სად წავიღეთ?
-ნახატები იყიდე.
-რა ვქენი?!-სახტად დავრჩი.
-შენ ხომ ხელოვნება გიყვარს,რა იყო, რა გაგიკვირდა.
ისე დღეს მართლა უცნაურად იქცევი,ხომ კარგად ხარ?
-კი,კარგად ვარ-ვთქვი და გავიფიქრე -„ღმერთო, რა დებილია
ეს ტონი,25000 რაღაც ნაჯღაბნებში დახარჯა.“
ბარში შევედით.
არც წყანი ბარი იყო და არც ძაან გიჟი. ხალხი სვამდა,ერთობოდა. ბილიმ ორი კათხა ლუდი
შეუკვეთა,ბართან დავსხედით.ჩვენთვის ვსვამთ,რაღაც-რუღაცეებზე ვბაზრობთ,ძირითადად ჩემს
ამბებს ვაყოლებ და ამ დროს ვიღაცა ნაშა მოდის. ორივემ ყურადღება მივაპყარით.
-უეჭველად შენი ფანია,შენთან მოდის.-მითხრა ბილიმ.
-ჰოო?-გოგონა მართლაც ჩემთან მოვიდა. საკმაოდ ლამაზი
იყო,შავი ტალღოვანი თმა მოშიშვლებულ მხრებზე ჩამოშლოდა. მოკლე მაისური ეცვა,ჭიპი მოუჩანდა.რაც
შეეხება ქვედა ტანს,ფეხები გრძელი ჯინსით დაეფარა.სახეზე ღიმილი დასთამაშებდა.ჩემ გვერდით
დაჯდა.
-დღეს,ბარში თქვენს გამოსვლას მოვუსმინე-ნაზად მითხრა.
-ჰოო,მერე მოგეწონა?
- არაჩვეულებრივი იყავით. მე თქვენი დიდი ფანი ვარ.
-მართლა, ასე მოგწონვარ?-ბილის გაეცინა და მაშინ მივხვდი,რომ
მე და ტონის საერთო კიდევ რაღაც გვქონდა,ორივეს მოგვწონდა გოგოებთან ფლირტის გაბმა,
-ყველასა და ყველაფერზე მეტად- გოგომ ქვედა ტუჩი ენით
დაასველა.მას გავუღიმე.
-იცი,ხელოვნება ძალიან მიყვარს.ახალი ნახატები მაქვს.არ
გინდა გაჩვენო?
-რა საინტერესოა და ვისი ნახატებია?-„აი სად დამერხა“-გავიფიქრე
მე და ჩუმად ბილის იდაყვი გავკარი. ის კი ეგრევე მიმიხვდა,მაგრამ როგორც ჩანდა დიდად
მხატვრობაში ეგეც ვერ ერკვევოდა,მაგრამ მაშინვე თქვა:
-სიცილიელი მხატვრები არიან, არ გეცოდინებათ.
-აჰ-გოგონამ გაიღიმა.
-წავიდეთ?-ვკითხე მე.
-სიამოვნებით-გოგო წამოდგა,ბილის თვალი ჩავუკარი და
ბარი დავტოვე. ნახატების დათვალიერებასთან ერთად კიდევ ბევრი რამე გავაკეთეთ,მაგრამ
ჩემი სექსუალური ცხოვრების შესახებ მოყოლას არ ვაპირებ,უბრალოდ მეორე დილით იმ ვითომ
მაგარმა მზემ ბარში გაცნობილი გოგონას გვერდით გამაღვიძა.
დილით ადრე
ავდექი,საქმე მაინც არაფერი მქონდა. ვისაუზმე და უზარმაზარ ტელევიზორს მივუჯექი. საინფორმაციო
გამოშვება გადიოდა. თავიდან რაღაცას ამბობდნენ ეკონომიკაზე, მერე რაღაც საქველმოქმედო
აქციაზე და მერე თქვეს ის,რამაც თავზარი დამცა და პირდაპირ შოკში ჩამაგდო. წამყვანმა
გამოაცხადა:
-გავრცელებული
ინფორმაციით „ჩარლის ბართან“ მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილები უკვე დაკავებულები
არიან. ისინი გუშინ დააკავეს,ინფორმაციის დაწვრილებით გასაგებად ჩვენს კორესპოდენტს
ჯიმ ჯოურონს ვრთავთ.
- გუშინ წინ, 10 სექტემბერს ზუსტად 23:45 წუთზე აი ამ
ბარიდან-მან „ჩარლის ბარზე“ მიანიშნა- 31 წლის უოლტერ მიტი სამ უცხო მამაკაცთან ერთად
გავიდა. თუ რა მოხდა ჯერჯერობით უცნობია,მაგრამ სამართალდამცველებმა უკვე დაიჭირეს
მკვლელობაში ეჭვმიტანილები. ყველაფერი ვიდეოკამერამ დააფიქსირა. დაკავებულებმა დანაშაული
უკვე აღიარეს და მალე სასამართლოც გაიმართება. შეგახსენებთ, რომ უოლტერ მიტის ცხედარი
იმავე ღამით ბარმენმა აღმოაჩინა,როდესაც ნაგვის გადასაყრელად ურნებისკენ მიდიოდა. ჩვენ
მას გავესაუბრეთ და ჩვენთან ინტერვიუში დეტალურად გაიხსენა ყველაფერი. - შოკში ჩავვარდი,
მე ხომ ცოცხალი ვიყავი,მართალია ტონი ბლუნტის ცხოვრებაში,მაგრამ მაინც ცოცხალი ვიყავი,ეს
რა სიგიჟე იყო. ეკრანზე ელენ ჰარპერი გამოჩნდა, „ჩარლის ბარში“ სწორედ ის მუშაობდა.
-უოლტერს კარგად ვიცნობდი,აქ ხშირად დადიოდა. 10 სექტემბერს,იმ
საშინელ ღამეს საკმაოდ მთვრალი იყო. ასე 11 საათისთვის სამი დიდი მამაკაცი შემოვიდა,აქამდე
ისინი არასდროს მენახა. უოლტერმა სიცილი დაიწყო და მათ ეხუმრებოდა, ამხელები რომ ხართ
მთებს თუ წევთო და ა.შ. შემდეგ მათ ეტყობა გარეთ გასვლა მოსთხოვეს,არ ვიცი, როდესაც
მოვიხედე არც ერთი მათგანი ბარში აღარ იყო. ვიფიქრე ალბათ წავიდნენ-მეთქი და მერე,
როდესაც ნაგვის გადასაყრელად წავედი უოლტერის დასისხლიანებული ცხედარი შევნიშნე. სახე
ძლივს გავარჩიე,ეს ნამდვილი საშინელება იყო.
-ეს იყო ელენ ჰარპერი-ისევ ჯიმი დაბრუნდა-ადამიანი,რომელმაც
უოლტერ მიტის ცხედარი აღმოაჩინა. - ტელევიზორი გამოვრთე,შოკში ვიყავი. ნუთუ მოვკვდი,არა.
ადამიანი თუ კვდება ან სამოთხეში ხვდება ან ჯოჯოხეთში,ანდა საერთოდ ქრება, სხვის სხეულში
ჩასახლება? რეიკარნაციაზეც ამბობენ რაღაცეებს,მაგრამ ბოდვაა ეგ ყველაფერი. კარგი,ვთქვათ
მართლაც ჩავსახლდი ტონი ბლუნტის სხეულში,მაშინ თავად ტონი სად წავიდა? სააბაზანოში
გავედი და სახეზე წყალი შევისხი. მერე ისევ ტელევიზორი ჩავრთე, იქნებ რამე ახალი გავიგო-მეთქი
და ეგრევე გამოაცხადეს გუშინ „ამერიკის ბარში“ ტონი ბლუნტმა პატარა კონცერტი მოაწყოო
და ერთ-ერთი სიმღერის ნაწყვეტი ვიდეო გაუშვეს,მაშინ კი ავივსე სიამაყით ეს მე ვარ-მეთქი,მაგრამ
ნეტავ არასდროს გაეშვათ ეს სიუჟეტი. ისე ჩვენში დარჩეს და დღეში ორჯერ რომ გაჩვენებენ
ტელევიზორში და დღის თემაც რომ იქნები ეგ ძაან მაგარია. კაცი მოვკვდი და რეებს ვბოდავ,
რა არის მაგარი,ხომ ვამბობ მაგარი დარტყმული ვარ-მეთქი, ეტყობა მართლა ასეა. სულ იმ
ჩემისა მამაჩემის ბრალია ყველაფერი.
მერე ცოტა
რომ გადავხარშე ახალი ამბები შოკი დამემართა,რაღაც უნდა მექნა, ის გოგო კიდე საწოლში
რომ მეწვა არ იღვიძებდა,ამიტომ ბილის დავურეკე და ვუთხარი ამოდი, გოგოს მიხედე-მეთქი,
ცოტა კი დამიწყო გაპრანჭვები, მაგრამ აბა ძმაკაცს უარს ხომ არ მეტყოდა და ამოვიდა.
ის გოგო ბილის დავუტოვე, ვუთხარი თუ გინდა შენც გაერთე-მეთქი და ეგრევე „ჩარლის ბარში“
დავგაზე.ბევრი ხალხი არ იყო,თან დილაც იყო და ალბათ მომხდარის შემდეგ საშიშ ადგილად
მიიჩნევდნენ. ელენი ბარზე იყო ჩამოყრდნობილი და ტელეფონში რაღაცას თამაშობდა. მასთან
მივედი.
-გამარჯობა-ვუთხარი მე,ტელეფონი ჩამოწია და შემომხედა,მაგარი
ბედნიერება აღებეჭდა სახეზე.
-ღმერთო,თქვენ ხომ ტონი ბლუნტი ხართ!-წამოიძახა აღტაცებით,
არადა 6-7 წელი იმ ბარში დავდიოდი და ჩემ დანახვაზე ეგეთი რეაქცია არასდროს ჰქონიაა,არც
მაინცდამაინც განუცდია ჩემი სიკვდილი,ცოტა არ იყო გულზე მომაწვა,მაგრამ რას ვიზამთ.
-მე ვარ-ღიმილითვე ვუპასუხე.
-თქვენი ძალიან დიდი ფანი ვარ,თქვენი ავტოგრაფი შეიძლება?
-სად დაგაწეროთ,მკერდზე?-გავეღადავე,მას კი გაეცინა.
-ფურცელზე მირჩევნია-მიპასუხა ჩვეული კეკლუცობით და
ფურცელი და კალამი მომცა,მე კიდევ არ ვიცოდი ტონიკო ხელს როგორ აწერდა და ჩვეულებრივად
დავუწერე- კეთილი სურვილებით, ტონი ბლუნტი.
-რას მიირთმევთ? დღეს,თქვენთვის უფასოა.
-ვა,მართლა?-მართლა გამიკვირდა,თურმე რამდენი პლიუსი
აქვს პოპულარულობას.
-აბა,ისე როგორ.
-ლუდი დამისხით,სიმართლე გითხრათ აქ იმ მკვლელობის ამბის
გასაგებად მოვედი.
-აჰ,საწყალი უოლტერი.
-იქნებ დეტალები მომიყვეთ-ელენს თავაზიანად გავუღიმე.მანაც
ღიმილით მიპასუხა.
- დიდი ხანია რაც აქ დადიოდა, 10-ში 11 საათისთვის მოვიდა,მგონი
რაღაცაც ჰქონდა მოწეული თუ გაკეთებული, ჟურნალისტებს ეს არ ვუთხარი,მერე ვისკიც დალია,ლუდიც
დააყოლა და მოკლედ მაგრად დათვრა რა. მოგვიანებით ვიღაც დიდი ტიპები შემოვიდნენ და
უოლტერი ღადაობდა რამხელები არიან,ეკითხებოდა მთებს თუ წევთო. შემდეგ, იმათმა გარეთ
გაიყვანეს და ეს დებილიც გაჰყვა, ალბათ ცემა დაუწყეს და ცემაში შემოაკვდათ.
-ძალიან სამწუხაროა, მის გამო გული ბევრს დასწყდა?
-კი,ყველას ეწყინა,მხიარული ტიპი იყო,სულ მასხრობდა,მაგრამ
ისე, ვინმეს ცრემლები რომ ეღვაროს მის გამო,ასეთი რამ არ მომხდარა.
-არავინ არ დაიტირა?
-ტირილით არა-აი ეს კი მაგრად გამიტყდა,ტონი ბლუნტი
რომ მომკვდარიყო დარწმუნებული ვიყავი მთელი შტატი შავებს ჩაიცვამდა და მე,ნაღდი მე
რომ მოვკვდი თვალიც კი არავის დასველებია,მართლაც სამწუხარო იყო. გავბრაზდი,ლუდი გადავკარი
და იქიდან ეგრევე გამოვედი,მერე ის ადგილი ვნახე სადაც მომკლეს, სისხლი ასფალტს ოდნავ
ეტყობოდა. რა მექნა ავდექი და სახლისკენ წავედი. ტონის სახლისკენ,აბა ჩემი ისედაც ნაქირავები
იყო და მაინცდამაინც არც ერთ ნივთზე არ შესმტკიოდა გული. სახლში ბილი დამხვდა,ის გოგო
კი წასულიყო. დილით ისე გავვარდი ჩემს პროდიუსერთან არც კი მილაპარაკია,ამიტომ შესული
არ ვიყავი ეგრევე მკითხა:
-ის გოგო როგორი იყო,ტონი?
-არაუშავდა-ვთქვი მე,არადა ეგეთი გოგო ცხოვრებაში არ
მყოლია,მაგრამ მე ხომ ტონი ბლუნტი ვიყავი,არა?ბილის გაეცინა.
-ათი წუთის წინ დამირეკეს,შენ გელოდებოდი, გადაცემაში
უნდათ შენი მიწვევა-თავზარი დამეცა,გადაცემაში? მე? რა უნდა მეთქვა,იქნებ ჩემს ბავშვობაზე
ეკითხათ,სიყვარულზე მე კიდევ ტონის ცხოვრების აზრზე არ ვიყავი.
-რაზე უნდა ვილაპარაკო?
-რა მნიშვნელობა აქვს,მთავარია პიარისთვის იქნება კარგი.ჰა,
აბა დავთანხმდე?
-კაი ჰა-ვუთხარი, ისე კი გავიფიქრე თუ სიმღერა გავრისკე,კამერების
წინ დაჯდომა მაგასთან შედარებით რა არის-მეთქი და ბილის თავიც დავუქნიე. მან ტელეფონი
აიღო და ვიღაცას დაურეკა,მერე კი მითხრა:
-ორ საათზე პირდაპირ ეთერში იქნები-მერე საათს დახედა
11:43 წუთია,მომზადება დაგვჭირდება.-თავი დაუქნიე,ისე ეს ბილი ბიჭი მართლაც მაგარი
ვიღაცა იყო.
აი ასე, გამოვეწყვე,გამოვიპრანჭე
და 2-ზე უკვე CBS-ის შუადღის გადაცემაში ვიჯექი. დიდი დარბაზი იყო. ავეჯით გაწყობილი,მე
გრძელ მწვანი დივანზე დამსვეს, დივნის ბოლოში ერთ-ერთი წაყვანი იჯდა,ლამაზი ქერა გოგო
იყო,ერთი ცხვირი ჰქონდა ძაან კეხიანი,ეგ იყო და ეგ, მოპირდაპირე მხარეს კი შავთმიანი
ქალი იჯდა,ეგ უფრო ლამაზი იყო. ვიღაცამ ანიშნა ეთერში ხართო და შავთმიანმაც დაიწყო:
-ჩვენ დავბრუნდით რეკლამიდან და ჩვენთან ერთად იმყოფება
არაჩვეულებრივი მომღერალი და გოგონების გულთამპყრობი ტონი ბლუნტი-ასეთი წარდგენა გამისწორდა-გუშინ
ბარში იმღერეთ,თუმცაღა თქვენმა ვიდეოებმა მთელი ინტერნეტსივრცე დაიპყრო. ამბობენ,რომ
ეს თქვენი საუკეთესო გამოსვლა იყო.
-დიახ,მთელი გული და სული ჩავდე ამ გამოსვლაში,რადგანაც
ჩემს ცხოვრებაში ახალი ერა დაიწყო-არა,ისე სადაც საჭირო იყო, იქ მაგრა გენოსასავით
ვლაპარაკობდი.
-რას გულისხმობთ?
-იმას,რომ ახლა
ცხოვრებას სხვა თვალით ვუყურებ. სიკვდილის ყოველთვის მეშინოდა,მაგრამ შემდეგ გავაანალიზე
და უკვე სავსებით მჯერა,რომ სიკვდილის შემდეგ შენ სიცოცხლეს სხვა ადამიანის სხეულში
აგრძელებ.-წამყვანებს პირი ღია დარჩათ.
- საიდან მიხვედით ამ დასკვნამდე?
-უბრალოდ მე ამის მწამს.
-ანუ იმას ამბობთ,რომ როგორც ბიბლია ქადაგებს,რომ ადამიანი
სიკვდილის შემდეგ ან სამოთხეში ან კი ჯოჯოხეთში ხვდება ეს სიცრუეა?-თავი დავაქნიე.
-დიახ, ასეა.
-მაშ, მორწმუნე არ ბრძანდებით?
-არა.
-ჰო, მაგრამ თქვენ რამოდენიმე კვირის წინ განაცხადეთ,რომ
საკმაოდ რელიგიური ადამიანი ხართ და თქვენი სიმღერა - „უფალო შემინდე“,სწორედ ამის
გამო დაწერეთ-აი სად დამერხა,არც ეს სიმღერა ვიცოდი და არც ტონის რელიგიურობაზე გამეგებოდა რამე.მაგრად დავიბენი.
-იმის შემდეგ ბევრი რამ მოხდა-ვგრძნობდი ოფლი წურწურით
რომ ჩამომდიოდა.
-მაინც რა მოხდა?-დავფიქრდი,რა შეიძლებოდა მეთქვა.
-გული გამიტეხეს-თემის გადატანა მინდოდა.
-მართლა,რა საინტერესოა-თქვა ქერამ,რომელსაც აშკარად
გაუხარდა სიყვარულზე რომ დავიწყე ლაპარაკი.-რა მოხდა?
-ერთი გოგო მიყვარდა,მინდოდა მასთან ოჯახი შემექმნა,მან
კი მიმატოვა.
-რა მიზეზით?-ცნობისმოყვარეობითა დ აშკარა ინტერესით
მკითხა წამყვანმა.
-არ ვიცი,აი უბრალოდ წავიდა და მიმატოვა.
-არ ჰკითხეთ თუ რატომ დაგტოვათ?
-ვკითხე და არ მიპასუხა,ასე მითხრა ძალიან უშნო და უნიჭო
ხარო- ეს ჩემმა პირველმა შეყვარებულმა მართლაც მითხრა,მაგრამ უშნო არც უოლტერის სხეულში
ვყოფილვარ. წამყვანებს აშკარად გაეცინათ,აბა ტონიზე ვინმე რომ იტყოდა უნიჭო და უშნოაო.
-არ მჯერა,მართლა ასე გითხრათ?
-დიახ,სამწუხაროთ.
-და რას ამბობს იმაზე, ამხელა თაყვანისმცემლების ჯგუფი
რომ გყავთ?
-არაფერს,არ ვიცი,ამაზე არაფერს ამბობდა.
-კონცერტის გამართვას, ან ახალი ალბომის გამოშვებას
ხომ არ აპირებთ?
-არ ვიცი, ბილი ბიჭი როგორც იტყვის- ვახ ჩემი,ბილი ბიჭი
წამომცდა. პირზე უნდა ამეფარებინა ხელი,მაგრამ კიდევ კარგი ეგ მაინც მოვტვინე და პირდაპირ
ეთერში პირზე არ ავიფარე ხელი.
-ვინ არის ბილი ბიჭი?-დაბნეულობითა და ღიმილით მკითხა
წამყვანმა. დავიბენი,ბილის გვარიც კი არ ვიცოდი. გვარი რომ ეკითხათ მერე ხომ დამერხეოდა,ისედაც
მაგარი დარხეული მქონდა.
- ბილი ბიჭი ჩემი მუსიკალური,შემოქმედებითი ქვეცნობიერია-მეტი
უცებ ვერაფერი მოვიფიქრე და ის წამყვანებიც სულ გამოვაშტერე,ერთმანეთს შეხედეს და ჩუმად
ანიშნეს ამან ხომ არ დაუბერაო.
-აჰ-სიმწრის სიცილით თქვა შავთმიანმა წამყვანმა,მერე
კი უცებ ქერამ მკითხა:
-რამე ახალ სიმღერაზე ხომ არ მუშაობთ?
-ჯერ არა.-დავფიქრდი და მერე უცებ ვთქვი: - რახან პირდაპირ
ეთერში ვარ და ამის შანსი მომეცა,მინდა ჩემი უახლოესი მეგობარი მოვიგონო. ალბათ იცით,10
სექტემბერს უოლტერ მიტი ცემით რომ მოკლეს.
-დიახ,იცნობდით მას?
-ის ჩემი ძმა იყო, პირდაპირი გაგებით არა,უბრალოდ ძალიან
ახლოს ვიყავით,ჩემი სულის ნაწილი იყო. უოლტერი არაჩვეულებრივი ადამიანი გაახლდათ, კეთილი,
გულუხვი, მზრუნველი, მხიარული,ყველა უყვარდა და ყველას პატივს სცემდა. მოხუცს როცა
დაინახავდა თუ მძიმე ჩანთა მიჰქონდა ეგრევე მასთან მივარდებოდა და დახმარებას შესთავაზებდა,თუ
ბავშვს დაინახავდა ველოსიპედის ტარება რომ უჭირდა მაშინვე მასთან მივიდოდა და ტარებას
უკეთესად ასწავლიდა.არ ვიცი-კურცხალი გადმომივარდა-ძალიან
მაგარი ადამიანი იყო და თავისი წასვლით ყველას გული დაგვწყვიტა.ის ნამდვილი გმირი იყო,თანამედროვე
გმირი,ოცდამეერთე საუკუნის ჭეშმარიტი გმირი-ამოვიოხრე-ასეთი ადამიანები ასე მალე არ
უნდა გვტოვებდნენ.-ისე ვქენი მგონი წამყვანებსაც დასწყდათ გული,მაგრა ემოციურად ვლაპარაკობდი,ისე
რა გინდა, ერთხელ ერთ ქალს მართლაც დავეხმარე ტვირთის წაღებაში.
- ძალიან სამწუხაროა და თქვენ იცით ზუსტად რა მოხდა?
-კი,ვიცი. უბრალოდ ნასვამი იყო და თავისთვის ხუმრობდა,სულ
ასეთი იყო-გავიღიმე-ყველაფერზე ხუმრობდა,განსაკუთრებით თავის თავზე და მერე ვიღაც ტიპებს
არ მოეწონათ ამისი ხუმრობა,არც კი უთხრეს ბოდიში მოგვიხადე და გაჩერდიო,თორემ ისეთი
ადამიანი იყო უეჭველად ეგრე იზამდა. გარეთ გაათრიეს და იქამდე ცემეს უმოწყალოდ,სანამ
არ მოკვდა. ძალიან მძიმეა ჩემთვის ამ ყველაფრის მოყოლა,იცით, სიმღერაზე მკითხეთ და
ალბათ უახლოეს მომავალში მასზე მე სიმღერას დავწერ,ის ამას იმსახურებს. ის ღირსია მისი
სახელი ისტორიას დარჩეს თუნდაც სიმღერის ტექსტსა და სათაურში.-წამყვანებმა გაიღიმეს,ძალიან
სასიამოვნოა,როდესაც ასეთი მეგობარი გეყოლება და რომელსაც ისე ეყვერები,როგორც თქვენ
გიყვარდათ და გიყვართ კიდევაც უოლტერ მიტი.-თავი დავაქნიე.
-ჭეშმარიტად-ვუპასუხე მე.
-ჩვენ კი კვლავ რეკლამაზე გავალთ და ამის შემდეგ უკვე ნიუ-იორკ თაიმსის ახალ ბესტსელერზე ვისაუბრებთ,არ
გადართოთ-თქვა წამყვანმა და რეკლამაც გაეშვა.
-გმადლობ მობრძანებისთვის,საინტერესო დიალოგი გამოგვივიდა-მითხრა
ქერამ.
-პირიქით,მადლობა მოწვევისთვის-ვუთხარი, დავემშვიდობე
და გამოვედი. ეგრევე სახლში დავგაზე,მაგრად მშიოდა და ვიცოდი მაცივარში სტეიკი მელოდა.
სახლში მისული
არ ვიყავი ეგრევე ბილი ბიჭიმ კარები ჩამომიღო,გავვარდი და გავაღე. სულ აწითლებული დამხვდა
ბილიკო ბიჭი,ნაღდ შეშლილს ჰგავდა.
-რა გჭირს, ბილი?
-მე რა მჭირს?! მე თუ შენ რა გჭირს-ველურივით შემომივარდა-ეს
რა ჯანდაბა იყო?! მიპასუხე! ამ ბოლო დროს რა სიგიჟე გჭირს?! ჰა! რა მუსიკალური ქვეცნობიერი
ბილი ბიჭი,ვინ გოგომ მიგატოვა,ან ეს უოლტერ მიტზე რა სიშტერეები თქვი,ტიპს საერთოდ
არ იცნობდი და კიდევ ყველაზე დიდი სიშტერე, რამ გათქმევინა ადამიანი სიკვდილის მერე
სხვა სხეულში ჩასახლდებაო,ნეტავ მაგის მართლა თუ გჯერა?!
-მჯერა.
-შენ სულ გამოტვინდი,ხომ ბიჭო?!
-კარგი რა ბილიკო,ცოტა მოვდუნდეთ,ლუდი მაქვს, გინდა?
-ბავშვობის ძმაკაცი რომ არ იყო ძირს გაგიდგებდი და მაგრად
დაგჟეჟავდი.
-კარგი ერთი, შენ ვის უნდა მოერიო-გამეცინა.
-ასე არა-თქვა ბილიმ და მუშტი არ გამომიქანა იმ ჩემისამ?
ძირს გავიშოტე. არადა ასეთი ძლიერი არ ჩანდა.მგონი სისხლიც წამსკდა.-ცოტა რომ დაჭკვიანდები
მერე დამირეკე,მანამდე შენი ხმა არ გავიგო-მომახალა ბილიმ და ისეთივე გიჟივით გავარდა,როგორითაც შემოვარდა.
ერთი-ორი წუთი
იატაკზე ვეგდე,მერე ავდექი,საყინულე გამოვაღე, შიგნით ერთი გაყინული ქათამი იდო,ამოვიღე
და ცხვირ-პირზე დავიდე.
-ვახ ჩემი, ეს რა შარში ვარ-ვთქვი და საწოლზე დავეგდე.
რა ვიცოდი უფრო დიდი შარი წინ რომ მელოდა.
ზარმა გამაღვიძა,კარებზე
ვიღაც მთელი ძალით აზარუნებდა. ვიფიქრე ბილი იქნება-მეთქი, მაგან იცოდა ეგეთი გიჟივით
ზარის დარეკვა,თანაც მომხდარის შემდეგ ეტყობა ალბათ სინდისმა შეაწუხა-მეთქი და გავაღე
კარები. გავაღე და ვიღაცა ტიპები დამხვდნენ,სახლში ისე შემოვიდნენ არც არაფერი მკითხეს.
შარვალ-კოსტიუმებში იყვნენ ჩაცმულნი,ეტყობოდათ სერიოზული ხალხი იყვნენ. შემოვიდნენ
და ისეთი რაღაც მითხრეს ადგილზე გამყინეს:
-მეგონა უკვე გაგათავეთ ტონი-მერე ერთმა გაიცინა-შენ
რა ნაბიჭვარი ყოფილხარ,ტყვია ზურგში დაგაჭედეთ და მიანც გადარჩი.
-რაო?
-რა რაო, ბიჭო. ბოსმა დანაბარები გადმოგვცა,უფლის მოშიშე
კაცია. ასე თქვა მეორე შანსი მიეცით,ფული გადმოგცეთ ან ადგილზევე გაასაღეთო.ჰა აბა
რომელი გირჩევნია, ბიჭო?
-რა ფული?-მაგრა დავიბენი.
-როგორ თუ რა ფული, კოკაინის ფული გაქვს მოსაცემი,შენ
ხომ არ გეგონა 4 კილო კოკაინი შეგრჩებოდა.-ერთმა პიჯაკი შეიხსნა და იარაღი გამოაჩინა.
-რამდენი გინდათ?-ასეთი შეშინებული ცხოვრებაში არ ვყოფილვარ.
-24000 დოლარი.-თმა ყალყზე დამიდგა, ამდენი ფული თვალით
არ მენახა.
-არ მაქვს.
-რას ვიზამთ-თქვა ერთმა და იარაღი დააძრო,მე მომიშვირა.
-მოიცადეთ,მოიცადეთ,აი ნახატები მაქვს 25000 ღირს ისინი
წაიღეთ-ნახატებს მივვარდი-როიალიც წაიღეთ,ყველაფერი
წაიღეთ,რაც გინდათ,გთხოვთ.-სიცილი დაიწყეს.
-რა ჯანდაბად გვინდა შენი სულელური ნაჯღაბნები,ანდა
ეს როიალი-ერთმა ჩემს რიალს დააფურთხა,მაგრად მეწყინა,დაკვრა არ ვიცოდი,მაგრამ მართლა
მაგარი რაღაცა იყო.
-დრო მომეცით,გპირდებით ყველაფერს გადაგიხდით.
-წინაზეც ასე იხვეწებოდი,მაგრამ მაშინ სასხლეტს თითი
ისე გამოვკარი არც ამკანკალებია,მითხარი ახლაც ასე რატომ არ უნდა მოვიქცე?
-მეტს მოგცემთ,30000 დოლარი.თანაც ღმერთმა გადამარჩინა,შანსი
მომცა.თქვენც უნდა მომცეთ შანსი.
-ხვალ-თქვა ერთმა მცირეოდენი პაუზის შემდეგ-30000,მაგრამ
ჩემი ბოსის ეს სულელური რწმენები რომ არა უკვე მკვდარი იქნებოდი,ღმერთმა გადაგარჩინა,
ტონი ბლუნტ-ჩაიცინა და იარაღი შეინახა,მერე ორივე გავიდა,გასვლისას კი მომაძახეს-ხვალ,ამ
დროს. სახლში ფულით არ დაგვხვდები და მკვდარი ხარ,ამჯერად საკონტროლოდ თავში გესვრი.
კარი მოხურეს
თუ არა ეგრევე ძირს ჩავიკეცე,თავი ხელებში ჩავირგე და ავქვითინდი,ასე არასდროს მომსვლია.
-რატომ ღმერთო? რატომ მე?!-მერე დავწყნარდი,ვისკი დავლიე,სიგარეტიც
დავაყოლე და ცოტა მოვსულიერდი. მერე კი დავფიქრდი,იქნებ ტონი მათ მოკლეს და რადგანაც
ერთ დროს ვიყავით დაბადებულები,ამიტომ გადავედი, ჩავსახლდი მის სხეულში. ორი დღეც არ
გასულიყო რაც ეს დამემართა და ვგრძნობდი თუ როგორ ვიშლებოდი ჭკუიდან. რამე უნდა მეღონა,ფული
როგორმე უნდა მეშოვა. ტელეფონი ავიღე და ბილის დავურეკე. დიდხანს ვრეკე,მანამ არ მოვეშვი,სანამ
არ აიღო.
-ვითომ უკვე დაჭკვიანდი?-უჩვეულოდ ბოხი და გაბრაზებული
ხმით მითხრა ბილიმ.
-ბილი,მისმინე,ძმაო. ბოდიში იმის გამო, რაც მოხდა-არადა
ვერ ვგებულობდი ჩემი რა ბრალი იყო,მან მხია მუშტი სახეში-შენი დახმარება ისე მჭირდება,როგორც
არასდროს.მაგარ შარში ვარ,ძმაო. ვიღაც ტიპები გამომეცხადენ,ჩემი მოკვლა უნდოდათ. გეფიცები
მომკლავენ ძმაო თუ 30000 დოლარი არ ვიშოვე,უნდა დამეხმარო.-დავდუმდი,ბილიც დუმდა.
-შენ სულ გააფრინე, არა?-წყნარი,მაგრამ აშკარად შეშინებული
ხმით მიპასუხა.
-არა ძმაო,გეფიცები. თუ არ მიშველი მომკლავენ, ძმაო.რაღაც
კოკაინის ამბავიაო, არ ვიცი.
-ისევ კოკაინზე ზიხარ, არა,შე ნაბიჭვარო?!
-არა,ძმაო. არ ვიცი რას ამბობენ,მე არ...
-ხომ დამპირდი,ხომ დამპირდი რომ შეეშვებოდი.იმ ტიპებს
თავს დაანებებდი,შენ გამო დედაჩემის სახლი გავყიდე! იმის გამო,რომ შენი დამპალი ტრაკი
გადამერჩინა,მორჩა, ამას აღარ გავაკეთებ, სულ ფეხებზე მკიდიხარ შენც და ეგ შენი ტიპებიც!
-ბილი,ძმაო. მომკლავენ,ფული სასწრაფოდ მჭირდება. ეს
სახლი გავყიდოთ,ხვალამდე როგორმე 30000 უნდა ვიშოვო.-ტელეფონში ბილის გამწარებული სიცილი
გაისმა.
-შენ სულ გამოშტერდი,ერთ დღეში გინდა მაგ სახლის გაყიდვა,წარმატებებს
გისურვებ,მკიდიხარ ტონი,ყელში ამომივიდა შენი
ჩასვრილის გასუფთავება.
-ეს ბოლოა,გეფიცები-აღარ ვიცოდი რა მეთქვა,არადა ეს
ბილი კარგი ტიპი ჩანდა.სულ მინდოდა ეგეთი ძმაკაცი მყოლოდა-აღარასდროს განმეორდება.
ბილი,ახლა გაბრაზებული ხარ,მაგრამ დაფიქრდი, როგორ იქნები მერე თუ მომკლავენ და შენ
ჩემი გადარჩენა შეგეძლო.
-მე შენი გადარჩენა არ შემიძლია,ტონი. მაპატიე,დიდი
ხნის წინ ვცადე,მაგრამ ვერ მოვახერხე,მივდივარ.
-რა?
-სამსახურიდან მივდივარ-გაეცინა,მაგრამ ესეც არ იყო
სიხარულის სიცილი.-მე ყველაფერი ვცადე და ყველაფერი გავაკეთე,რაც შემეძლო. ვწუხვარ,მაგრამ
ჯოჯოხეთში ვერ წამოგყვები.
-ჩემთვის,ერთხელაც,ბოლოს გთხოვ ბილი,გეხვეწები არ მიმატოვო-ვემუდარებოდი,ჩემთვის
ხომ არაფერი გაეკეთებინა და ისეთი არაფერიც მიქნია,რაც ასე განარისხებდა.
-ყოველთვის ამას ამბობ,შენი აღარ მჯერა. ჰო,შეიძლება
საუკეთესო მეგობარი არ ვარ და შეიძლება საშინელი მეგობარიც ვიყო,მაგრამ არ შემიძლია.
შენ მე დამპირდი,რომ მაშინ ის ბოლო იყო,რომ შეეშვებოდი და მე გითხარი,რომ თუ კიდევ
გაეკარებოდი იმ ნაგავს,მაშინ ჩვენი მეგობრობა დამთავრდებოდა,შენ კი დამეთანხმე,ტონი.
მორჩა,ყველაფერი დამთავრდა. აღარ დამირეკო,შენს ამბავს ტელევიზიით გავიგებ,აბა შენ
იცი,წარმატებებს გისურვებ,უფალი გფარავდეს.
-ბილი,ბილი მოიცადე,გთხოვ,არ მიმატოვო,ბილი...-ბილის
ტელეფონი უკვე დაეკიდა,ისევ დავურეკე,მაგრამ უკვე გამორთვაც მოესწრო,აი მაშინ კი მართლა
ცხარე ცრემლით ავტირდი.ცხოვრებაში პირველად მყავდა ნამდვილი,ჭეშმარიტი მეგობარი,ისეთი,როგორზეც
სულ ვოცნებობდი და ამ წყეული ტონი ბლუნტისა და მისი კოკაინზე დამოკიდებულების გამო
ისიც დავკარგე,არადა ტონის ნარკომნისას ვერაფერს შეატყობდი.
დიდხანს ვიტირე,ბავშვივით
ვიბღავლე,მაგრამ დროში ვიწვებოდი. ბანკში წავედი,სესხის აღება მინდოდა. ეგრევე არ მომცეს,მერე
ვუთხარი სახლს ჩავდებ,იპოთიუკურ თუ რაღაც ჯანდაბა სესხს გავაკეთებ-მეთქი და მითხეს, ხვალ საღამოს სახლის შესაფასებლად მოვლენ
და მერე გავაფორმოთ ხელშეკრულებაო. არ ივარგებდა, ის ტიპები საღამომდე მოვიდოდნენ,სხვა
ბანკში წავედი. ყველგან ერთი და იგივე მეორდებოდა.რამე უნდა მეღონა. სახლში ავბრუნდი.
უჯრები,საფულეები,ყველაფერი გადმოვაქექე და 1374 დოლარი და 75 ცენტი მოვაგროვე. მანქანაში
ჩავჯექი და მთელი სისწრაფით დავგაზე. არ ვიცოდი სად წავსულიყავი,უბრალოდ ერთი ვიცოდი,რაც
შეიძლება შორს უნდა წავსულიყავი,ამ დამპალ შტატს უნდა გავცლოდი. გეზი სამხრეთით ავიღე,მექსიკაში
მინდოდა წასვლა.
სწრაფად ვიარე
დაღამებისას უკვე ტეხასში ჩავსულიყავი. იაფად მოტელში პატარა ოთახი ვიქირავე.ოთახში
ერთი საწოლი,პატარა მაგიდა,ტუმბო და კარადა იდგა,გვერდით კი პატრა სააბაზანო ჰქონდა.საწოლზე
წამოვწექი,თვითგვემას მივეცი,არაფრით არ მეძინებოდა. კედელს მივჩერებოდი,მერე ტუმბოს
გავხედე. ზედ რვეული და კალამი იდო. რვეული ავიღე,გადავშალე.ცარიელი იყო,კალამს ხელები
მაგრად მოვუჭირე და წერა დავიწყე,მგონი უნიჭო მწერალი არ ვარ, არა? თავიდან რომ გეუბნებოდით
არ ვიცი ჩემი ამბავი და ჩემი ცხოვრება როგორ დასრულდება-მეთქი,ამას ვგულისხმობდი. ახლა
ამ წინადადებებს რომ ვწერ იმ ოთახში, იმ პატარა საწოლზე ვწევარ. ხვალ მექსიკაში წავალ.
იმედია იმ ტიპებს დავემალები,თავიდან მიხაროდა პოპულარული რომ ვიყავი,გოგოები ჩემს
სახელს რომ კიოდნენ,მაგრამ ახლა ეს ყველაფერი უეცრად ძალიან ცუდი გამხდარიყო. სადაც
არავინ გიცნობს იქ მარტივია დამალვა,ხალხში შერევა,მაგრამ როდესაც ტონი ბლუნტი ხარ,ეს
წარმოუდგენელია. არ ვიცი რა უნდა ვქნა,პოლიციაშიც ვერ მივალ,რადგან თუ კოკაინს ვყნოსავდი,მაშინ
უეჭველად დამიჭერენ,ხოლო ციხეში ტონისნაირ ლამაზ ბიჭებს რასაც უშვებიან ეგ ყველამ იცის,მაგას
ისევ სიკვდილი მერჩინა,თანაც როგორც მახსოვდა სიკვდილი არც ისე მტკივნეული ყოფილა.
გათენდა,მანქანაში
ჩავჯექი და მექსიკისკენ ავიღე გეზი. საზღვარი გადავკვეთე. ერთ პატარა საცხოვრებელში დავბინავდი,ფული ყოველთვიურად
უნდა გადამეხადა. ერთ ბარში დავიწყე სიმღერა, მეპატრონის ქალიშვილმა მიცნო და იმათმაც
სიამოვნებით ამიყვანეს. ახლა, ამ ამბების შემდეგ 3 დღე გავიდა,რომ ვუფიქრდებდი ახლა
სულ სხვა ადამიანი ვარ,ვიყავი გათამამებული ტონი ბლუნტი,ვცოვრობდი დიდ,ლამაზ სახლში,
ვწუწუნებდი იმაზე,რომ დილით უზარმაზარი ფანჯრებიდან შემოსული მზე მაღვიძებდა,ახლა კი
ვნატრობ მზე თუ შემოვა იმ პატარა ჭუჭრუტანიდან ჩემს ოთახს რომ აქვს,გაღვიძებისას პეიზაჟად
მევლინებოდა უზარმაზარი თეთრი როალი და სარკებიანი კარადა,ახლა კი გატეხილ სკამსა და
ძველ,მტვრიან კომოდს ვუყურებ,ბილი ბიჭის სახის დანახვის ნაცვლად კი კარის გაღებისას
მოხუც მექსიკელ დამლაგებელს ვხედავ. ისე კი მომენატრა ჩემი ბილი ბიჭი,ცოტა დარტყმული
ეგეც კი იყო,მაგრამ მაინც მაგარი კაცი იყო ბილი ბიჭუნა,ნეტა იმას თუ მოვენატრე?
დღეები მაგრა
უაზროდ გადიოდა,საღამოს წავიდოდი იმ მექსიკურ ბარში,ვიმღერებდი,ერთ ჭიქა ტეკილას გადავკრავდი
და წამოვიდოდი უკან,სახლში. სულ ასე მეორდებოდა. ჰო,მართლა ერთი მაგარი ამბავი მაქვს
გუშინ ხმის ჩამწერი დიქტოფონი დავითრიე. ღილაკს დააჭერ ხელს და ეგრევე შენს ხმას იწერს.მაგარი
რაღაცაა,აღარ მომიწევს ფურცელზე ჯღაბნა,აწი შემეძლება ყველაფერი ჩავიწერო,ნუ თუ რა
თქმა უნდა რამე საინტერესო მოხდება ჩემს ცხოვრებაში,თან ისე, რომ არაფერი გამომრჩეს.
როცა სახლში მოვდივარ და წერას ვიწყებ ბევრი რამ აღარ მახსენდება. დიქტოფონით კი იქვე
ჩავიწერ და ჩემს გონიერებასა და ნააზრევს გავუზიარებ ამ ელექტრო სასწაულს. ამას წინათ
მაგარი გოგო ავაგდე. ბარში ჩემს კონცერტზე იყო,მე გამოსვლებს კონცერტს ვეძახი,ასე უფრო
მაგარი ტიპი ვჩანვარ,ჩემი ნამღერი დაევასა და ისე მიყურებდა ეგრევე მივხვდი ამას სექსი
უნდა-მეთქი და მე თვითონ მივედი. თავიდან რაღაცებზე ვიმუსაიფეთ,მერე კომპლიმენტებიც
ვუთხარი,ნუ მოკლედ როგორც ხდება რა. რეგულალური შეყვარებული არ მყავს,რაღაც ეს მექსიკელი
გოგოები ვერ დავამუღამე. მაგრამ ჯერ მხოლოდ ორი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც მექსიკაში
ჩამოვედი. ბილისგან ისევ არაფერი მსმენია,ნეტა როგორაა, ვიფიქრე ხომ არ დავურეკო,მოვიკითხო-მეთქი
და მერე გადავიფიქრე თვითონ ხომ მითხრა აღარ შემეხმიანოო და მეც ეგრე მოვიქეცი.
26 სექტემბერი,17:00
ისევ მექსიკაში ვარ,ტესტი,ტესტი. მაგარია. დიქტოფონით ვიწერ, მეგობრებო. ჩემი ხმა ისმის,
ხო? მაგარი რაღაცაა. მოკლედ როგორც იცით მაშინ ვწერ რაღაც ახალი და საინტერესო რომ ხდება,ნეტავ ვისთვის
ვწერ,ვინმე თუ წაიკითხავს ან მოუსმენს,მაგრამ პრინციპში, რომ დავუკვირდეთ ტონი ბლუნტის
ბიოგრაფიული შედევრი,მემუარები საინტერესო უნდა იყოს,არა? უკვე ვამბობ ტონის მემუარები-მეთქი,
ტონი ჩემი სულის ნაწილი გახდა. როცა მოვკვდები იმედია სადმე გადავეყრები და გულიანად
მოვიკითხავ,მაგრად დამევასა მაგის ცხოვრება და სხეული,მოკლედ, ახლა რატომ ვწერ ამას.
აქ,ჩემს გვერდით ერთი კაცია, ინდიელს ჰგავს,ჰოდა მითხრა იუთუბზე გნახეო და ბარში შენს
სანახავად მოვედიო,აი მაგან შემაშინა. ამ ინდიელმა თუ მნახა,ე. ი. შეიძლება იმ ტიპებმაც
მიპოვონ. ეგაა და ეგ. დიდ ემოციებში ვარ,ამიტომაც ვიწერ ამას. ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია,თქვენი
არ ვიცი. თავში ორი აზრი მაქვს. პირველი- აქედან უნდა წავიდე,სადმე სხვაგან,სხვა ქალაქში
და იქ დავიწყო ცხოვრება,სამსახურსაც ადვილად ვიშოვნი,აბა ტონი ბლუნტს ვინ არ აიყვანს
ან მეორე- აქ დავრჩე და ყოველდღე შიშით დაველოდო იმ ტიპების მოსვლას. არ ვიცი,არ ვიცი
როგორ მოვიქცე. არადა ისეთი რთული იყო აქ,ამ ყველაფრის შეგუება,ხალხიც დამევასა,ყველა
შევიყვარე და მათი მიტოვებაც მიჭირს,განსაკუთრებით ბარის მეპატრონის ქალიშვილის,ძაან
დავმეგობრდით. ამას წინათ სადღაც კლდეზე ამიყვანა და იმაზე მომიყვა შეყვაერებულს სხვასთან
რომ წაუსწრო. მე დავამშვიდე,ვუთხარი ეგეთი ტიპი რათ გინდა,უკეთესს იმსახურებ-მეთქი
და იმანაც გამიღიმა და ჩამეხუტა. პატარა დასავითაა,სულ რომ მინდოდა მყოლოდა ისეთია. ბილისგან ისევ არაფერი ისმის.
-მადლობა,გუსტავო-ჰო,ეს გუსტავო იყო,ბარმენია და ახლა
ლიმონით ტეკილა მომიტანა. აბა რა უნდა ვქნა მეგობრებო, რჩევას ვინმეს ვერ ვეკითხები,შეეშინდებათ
და თავისი ხელით გამაგდებენ, ეგ არ მაწყობს. ისე ერთხელ, კონცერტზეც უნდა ჩავრთო დიქტოფონი
და მერე მოვუსმინო,ჩემი სიმღერისთვის არც ერთხელ მომისმენია,წარმოგიდგენიათ? მაგრამ
ყველა მეუბნება მაგრად მღერიო და მოსმენის
საჭიროებასაც ვერ ვხედავდი. შეგატყობინებთ რას გადავწყვეტ...
გუშინ ამერიკულ
არხს ვუყურებდი,ტელევიზორში ბილი იყო ვიღაც ჯესი ჯეიმენის პროდიუსერი გამხდარა. ამბობდნენ
პირველი სიდი უნდა გამოვუშვათო. კინაღამ ვიტირე,მიუხედავად იმისა,რომ მაინცდამიანც
დიდი ხანი არ ვიცნობდი, ბილი ჩემი ძმა გამხდარიყო,თქვენ წარმოიდგინეთ და ვიეჭვიანე
კიდევაც. ისე ბილი კი მაგრა შეცვლილიყო. ბილი ბიჭს უკვე აღარ ჰგავდა,დასერიოზებულიყო,თვალებში
კი ღრმა სევდა იკითხებოდა. შეიძლება ეგოისტი ვარ,მაგრამ გულში კი გამიხარდა, ვიფიქრე
ალბათ მე მოვენატრე და მაგიტომაა ასეთი დანაღვლიანებული-მეთქი.ჰო,ამას რომ ვწერ 7 ოქტომბერია,დარჩენა
გადავწყვიტე. მეგობრები და ეს მაგარი გარემო ვერ დავტოვე,ისევ ყველაფრის თავიდან დაწყება
ვერ გავბედე,რაც იქნება იქნება. ალბათ ყველაზე დიდი მიზეზი ჩემი აქ დარჩენისა ევაა,ევა
ბარის მეპატრონის ქალიშვილია. მისი სახელი მგონი არასდროს მიხსენებია. ჩვენი ერთი საუბარიც
ჩავიწერე,ოღონდ ის ფურცელზე,მოკლედ წავიკითხავ,რომ დიქტოფონშიც აღმოჩნდეს. მოიცა,გადავშალო
ჩემი რვეული...აჰა,გადავშალე. ისევ იმ კლდეზე ვართ და ევა მეკითხება:
-თუ საიდუმლო არაა,შენი მუზა ვინ არის?
-მუზა?
-ჰო.-დავფიქრდი,რა ვიცოდი ტონის მუზა ვინ იყო,მე კი
მის სიმღერებს ვმღეროდი,ჩემით ჯერ არაფერი დამეწერა და ამ მუზა-ბუზების არაფერი გამეგებოდა.
-არ ვიცი.
-როგორ თუ არ იცი-მას გაეცინა-აბა ისე როგორ წერ სიმღერებს?
-უბრალოდ ვწერ,საერთოდ ეგ მუზა-ბუზების ამბავი მაგარი
სისულელეა. ვიღაც ტიპებმა მოიგონეს და მერე ყველამ აიტაცა.უბრალოდ მოგინდება დაწერა
და დაწერ,ეგაა და ეგ.
-მუზა-ბუზები? ეს რაღაც ახალია-ისევ გაეცინა.და მის
სიცილზე მგონი მართლა ვირწმუნე ამ მუზების არსებობის,მომინდა მასზე სიმღერა დამეწერა.
ამიტომ იყო რამოდენიმე დღე არც ფურცელზე და არც დიქტოფონში რომ არ ჩამეწერა რაიმე.
სიმღერას ვწერდი,თანაც როგორს,“ევას ღიმილი“ დავარქვი,აი ესეც ჩემი ახალი და მნიშვნელოვანი
ამბავი. პირველი სიმღერა დავწერე და ყველაზე მაგარიც გამოდგა ტონის შემოქმედებაში,ყოველ
შემთხვევაში ევასა და ჩემთვის ასე იყო,დანარჩენების აზრი მაგრად მკიდია. ისე თქვენ
არ გეგონოთ, რომ ევა შემიყვარდა ან მას ვუყვარვარ,უბრალოდ ძალიან კარგი მეგობრები ვართ,სწორედ
ის მიხალისებს ცხოვრებას,მგონი ბილიზე უკეთესია,ბევრად უკეთესი. ჰოდა მერე იმ კლდეზე
ვპასუხობ:
-იცი, ახალი სიმღერა უნდა დავწერო.
-რა სიმღერა?-მიპასუხა ღიმილით.მეც გამეღიმა.
-„ევას ღიმილი“.
-რა?-გულიანად გაეცინა-მე მეძღვნება?-მკითხა ხუმრობით.
-კი.
-არ მჯერა,მეღადავები?
-არა,შენი ღიმილია ჩემი მუზა,მაგრამ მაგ მუზა-ბუზების
მაინც არ მჯერა-გაეხარდა,ძალიან გაეხარდა და მთელი გულით გადამეხვია,ხელებით მის მხრებს
ვეხვეოდი და სახეზე სიხარულის ღიმილი აღმბეჭვდოდა,დარწმულებული ვარ ევაც ეგრე იყო.
პრემიერა გუშინ
მქონდა,ღამით ისეთი გადაღლილი მოვედი ჩაწერა ვეღარ მოვასწარი,ამიტომაც ვწერ დღეს. სცენაზე ამაყი და თავდაჯერებული გამოვედი. გიტარას ხელი
მაგრად ჩავჭიდე, სიმებს თითი ჩამოვუსვი და დავიწყე,მანამდე კი ღიმილით წამოვიძახე
- ეძღვნება ჩემს საუკეთესო მეგობარს,უმშვენიერეს ევას! მალე იქაურობა მუსიკის საოცარმა
ჰანგებმა მოიცვეს,მთელი სიმღერა ევას ბედნიერი სახისთვის თვალი არ მომიშორებია,მერე
მამამისს შევხედე,ისიც ბედნიერი იყო,მთელი შენობა დავანგრიე.ჰო,ისე,როგორც მაშინ პირველად
რომ ვიმღერე. მთელ სიმღერას ვერ გიმღერებთ მაგრამ მისამღერს შემოგთავაზებთ. კარგი,ერთი,ორი,სამი:
„შენ,შენ,პატარა ანგელოზო, მე შენთვის ვმღერი,
გაიღიმე,გაიღიმე ჩემთვის,ანუგეშე სხვები,
აჩვენე დედამიწას შენი ჯადოსნური ღიმილი,
გაახარე მთები,ველები და ზღვები.“
ჰო მართლა, ბილი ტელევიზორში ისევ ვნახე,ის ჯეი ჯეიმენი
მაგარი პოპულარული გახდა,უცნაურია, ალბათ იმ სიშიშვლის დამსახურებაა კონცერტებზე რომ
გამოდის და კაცებს თვალს უხარებს. არ ვიცი, ერთი ის კი ვიცი,რომ ტონი ბლუნტს ვერაფრით
სჯობს. ბილი უკეთესად გამოიყურებოდა,ეტყობა სამუშაოზე გადართულობის ბრალია.
ვერ წარმოიდგენთ
ისეთი გახარებული ვარ,ბილიმ დამირეკა,გესმით? თვით ბილიმ დამირეკა. ხუთი წუთის წინ
ვილაპარაკეთ. ტელეფონზე ზარი შემოვიდა,დავხედე და ზედ ბილი აწერია,ერთდროული შიშითა
და სიხარულით ავიღე.
-დიახ.
-ტონი,როგორ ხარ?-აშკარად ბილის ხმა იყო.გამიხარდა.
-კარგად,შენ როგორ ხარ, ბილი?
-ნორმალურად-პაუზა-შენი ახალი სიმღერა მოვისმინე.
-მართლა,სად?
-იუთუბზე.
-მერე,მოგეწონა?
-არაუშავდა.
-ეგ როგორ გავიგო?
-კარგი იყო.
-ძალიან მიხარია.
-ე.ი. მექსიკაში ხარ, არა?
-კი,ასეა. შენ კი იმ ჯესი ჯეიმენთან.
-კარგი მომღერალია.-გამეცინა.
-კარგი რა,თვითონაც იცი,რომ დიდი ვერაფერი მომღერალია,უბრალოდ
ლამაზია და მაგარი ტანი აქვს ეგაა და ეგ.-ბილისაც გაეცინა.
-შენთან ერთად ლუდის დალევა მომენატრა.
-მეც. მექსიკაში ჩამოსვლას არ გეგმავ?
-არა,შენ შტატებში არ აპირებ დაბრუნებას?-გავჩუმდი,ამაზე
არასდროს მეფიქრა.
-არა მგონია.
-მაშინ იქნებ საზღვართან შევხვედრილიყავით-ბილის გაეცინა.
- და სასაზღვრო ხაზთან პატარა მაგიდა გაგვეშალა,არა?
-ჰო,თუ რამეა სასაზღვრო პატრულსაც დავპატიჟებდით,შენ მექსიკის მხრიდა,მე ამერიკის.
დარწმუნებული ვარ ასე ლუდი არავის არ ექნება დალეული.-ეს კი ძველი ბილი იყო.
-აბა რა,დავგეგმოთ ერთ დღეს და გავშალოთ მაგიდა საზღვრის
ხაზზე.-ისევ პაუზა.
-კარგი,გამიხარდა შენთან საუბარი.
-მეც.კიდევ დარეკავ?
-ვნახოთ,თუ ახალ სიმღერას დაწერ,შესაფასებლად შეგეხმიანები.-გამეცინა.
-მაშინ ყოველდღე დავწერ ახალ სიმღერებს.
-ისე ევა ვინ არის,შენი შეყვარებულია?
-არა,ჩემი მეგობარია.-ცოტა ხნის შემდეგ დავამატე-ისევ
არ მაპატიე,არა?-ვიგრძენი რამოდენიმე ათასი კილომეტრის იქით ბილიმ თავი როგორ გააქნია.
-ხომ დაგირეკე,არა?
-მართალია-თავი დავაქნიე-შენს ზარს დაველოდები.
-კარგი,ნახვამდის ტონი.
-ნახვამდის ბილი- ბილიმ ტელეფონი გათიშა. თავიდან დავსევდიანდი,მერე
კი მაგრად გამიხარდა რომ დამირეკა,ანუ რაღაც შანსი ისევ მქონდა. გავიღიმე, დიქტოფონი
ავიღე და ჩაწერა დავიწყე. ეს იყო ჩემი და ბილის დიალოგი. თითქოს უაზრო და გაუგებარი,მაგრამ
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი,მეტიც,უაღრესად მნიშვნელოვანი.
გუშინ ევას
დაბადების დღე იყო. „Happy Birthday To You” ვუმღერე,ძალიან ბედნიერი იყო. უგემიელესი
ტორტი ჰქონდა.
კიდევ ერთ
ახალ სიმღერაზე ვმუშაობ. დამთავრებული არაა,ცოტა დარჩა. გატეხილი გულის დარქმევა მინდოდა,მაგრამ
მერე გამეხსენდა ეგეთი სიმღერა ხომ უკვე ჰქონდა ტონის და „გატეხილი მეგობარი“ დავარქვი.
სიმღერა ბილის ეძღვენა.რაღაც ასეთია ბოდიში ძმაო,რომ გიღალატე. მე ამას ვნანობ,მე შენ
მიყვარხარ,შენ ჩემი ძმა ხარ და ა.შ. იმის შემდეგ არ გვისაუბრია.
„გატეხილი
მეგობარი“ დავასრულე,ხვალ ბარში ვიმღერებ ვნახოთ რა გამოვა.
გუშინ სიმღერის
პრეზენტაცია იყო,მთელი გულით ვიმღერე,მსმენელს მოეწონა,ბილისგან ზარს ველოდები.
ორი დღე გავიდა,ბილი
ისევ არ რეკავს,ტელევიზორშიც არ მინახავს,ნეტავ ხომ კარგადაა?
ბილი ისევ
არ მირეკავ,რატომ? რამე ხომ არ მოუვიდა,იქნებ სიმღერა არ მოეწონა?ვნერვიულობ.
ერთი კვირა
გავიდა,ბილიმ არ დარეკა. ალბათ სიმღერის გამო. მიხვდა, რომ ჩვენზე იყო და ვერ დარეკა,არა
უშავს,არ მწყენია. ალბათ მის ადგილზე მეც ასე მოვიქცეოდი.
დეკემბერი
დადგა,აქაც კი აცივდა. ბარში ხალხი უფრო და უფრო კლებულობს,სიმღერაც ნაკლები მიწევს,მაგრამ
მაინც ვმღერივარ.აქ ახალი ოჯახი შევიძინე,თუ სადმე მიდიან მეც მივყავარ. საქველმოქმედო
აქციის ჩატარებას ვაპირებთ,ვნახოთ რა გამოვა. ამბობენ საახალწლოდ ჩატარდებაო,მონაწილეობას
აუცილებლად მივიღებ, ეგ კი ვიცი. უოლტერ მიტი თითქმის დავივიწყე,უცნაურია,როგორ შეიძლება
საკუთარი თავის დავიწყება,მაგრამ ის,რომ ოდესღაც უოლტერ მიტი ვიყავი შორეულ მოგონებებად,
სიზმრებად მახსოვს. ზოგჯერ ვზივარ იმ ჩემს ბნელ ოთახში და ჩემ თავს ვეკითხები მე მოვიგონე
თუ მართლა ვიყავი ერთ დროს უოლტერ მიტი? იქნებ სულ ტონი ვიყავი და უბრალოდ ჩემს თავს
ვაჯერებდი, რომ უოლტერ მიტად დავიბადე? არა,სისულელეა. მე ხომ უოლტერ მიტი ვარ,უოლტერ
მიტი ტონი ბლუნტის ცხოვრებით.
საქველმოქმედო
აქცია უკვე დაიგეგმა,სიმღერებს ვამზადებ. სულ რაღაც სამი დღე დარჩა. ძალიან აღელვებული
და გახარებული ვარ,ხვალ ამ წელს ბოლოჯერ ვიმღერებ ბარში.
მესროლეს...გავრბივარ,ბარში
მესროლეს იმ ნაბიჭვრებმა. საბედნიეროდ ცოცხალი ვარ. ღმერთო,მიშველე. იქით კარია, კარით
გარეთ გავვარდი. ის ტიპები არიან, კოკაინის საქმეზე. ღმერთო მიშველე,გთხოვ,არ მინდა
სიკვდილი. არასდროს მწამდა შენი,მაგრამ გიწამე,გიწამე ღმერთო. ჯანადაბა! ისვრიან,ისევ
ისვრიან-ჩხრიალი-დიქტოფონი კინაღამ გამივარდა,არ მინდა ეს ბოლო წუთები იყოს. ღმერთო,
ევას შეშინებული სახე რომ დავინახე,ამას ვიწერ, გავრბივარ და ყველაფერს ვიწერ,არ მინდა
ჩემი ბოლო წუთები მარტო გაქცევაში გავატარო,ღმერთო,გთხოვ არ მომკლა,ღმერთო. მანქანით
მომსდევენ,აქ სულ გაშლილი ადგილებია,სად უნდა წავიდე. წინ მივრბივარ,სიკვდილი არ მინდა.
ჯანდაბა! მეწევიან. კლდე,ევას კლდე. ის ჩემ წინაა. იქ შევძლებ დამალვას. ღმერთო,ფეხები
მტკივა. ჯერ ვერ დამეწიეს. ეს თუ ბოლოა თუ მოისმენთ,ბილი შენ ჩემი ძმა ხარ,ძმა, რომელზედაც
სულ ვოცნებობდი. ევა,ევა შენ კი ჩემი... ამის დედაც! ისევ მესროლეს,მტკივა,ფერდში მომარტყეს,ღმერთო
სისხლი მდის,არ მინდა სიკვდილი. ევა... ფეხები მეკვეთება. ევა,შენ კი,ევა ჩემი პატარა
დაიკო ხარ,რომელზედაც სულ ვოცნებობდი. მიყვარხართ,ყველა მიყვარს,ყველა ამ დამპალი ტიპების
გარდა და კიდევ ის ნაბიჭვარი ტონი ბლუნტიც მძულს ამ ყველაფერში რომ გამრია.გადავიფიქრე
მასთან ჩახუტება. ღმერთო.-შიშინი,ჩხრიალი-მომარტყეს... სისხლი მდის,ძირს ვგდივარ და
ახლა ვიღიმი,იმ ჩემისა მამაჩემის ბრალია ყველაფერი,ნაღდად დარტყმული ვარ. ვგრძნობ,ვგრძნობ,
რომ მანქანა გააჩერეს,კარის ხმა გავიგე,ნაბიჯების ხმა. კლდეს ვხედავ,დიქტოფონს ჯიბეში
ვიდებ,იქნებ არ წამართვან,იქნებ არ წამართვან ჩემი ბოლო წუთები. ვგრძნობ, რომ მიახლოვდებიან
და სიკვდილიც მოდის. კლდეს ვხედავ, ევას ვხედავ იცინის,ჩემს თავსაც ვხედავ,ტონის ვხედავ,
მის გვედითაა,ეხუტება. ევა იღიმის,ტონი კი ეუბნება,რომ მასზე სიმღერას დაწერს-გასროლის
ხმა,სიჩუმე,სრული სიჩუმე... ძაღლის ყეფა... პოლიციის სირენები... შიშინი... ლითონზე
დაგდების ხმა.
29 დეკემბერს
ტონი ბლუნტის გვამი მექსიკაში, იმ ბარიდან,სადაც მღეროდა რამოდენიმე კილომეტრის მოშორებით
იპოვეს. სისხლში ამოსვრილი თხელი ქურთუკისა და ჯინსის შარვლის ჯიბეებში ერთი გავსებული
რვეული,რამოდენიმე მექსიკური პესო და დიქტოფონი აღმოაჩინეს. იქ კიდევ იყო რაღაც,რაღაც
ფურცელი,სადაც ახალი სიმღერის ტექსტი ეწერა,სათაურით „ბილი-ეს ძმობაა.“მისი ნივთები
მე გადმომცეს,უბრალოდ იმიტომ,რომ მისი ყველაზე ახლობელი ვიყავი. ტონიმ ბავშვობაში მშობლები
ავარიაში დაკარგა,თვითონაც ძლივს გადარჩა.როცა მისი გვამი იპოვეს ის იღიმებოდა,მისი
თვალები კი კლდის კიდეს შესცქეროდნენ.ტონი ჩემი ძმა იყო.როდესაც მისი რვეული წავიკითხე
და დიქტოფონის ჩანაწერებსაც მოვუსმინე,ერთად ავკინძე და აი,მისი წიგნი დავბეჭდე. ბევრს
შეიძლება გიჟად მოვეჩვენო,ხალხი იფიქრებს ტონი შეშლილი იყო,ასეთ რაღაცეებს რომ წერდა
და აბა ეს ბილი ბიჭი,დიახ ბილი ბიჭი-ახლა მწარედ გამეცინა,იმ დანაკარგის გამო,რასაც
ძმის დაკარგვა ჰქვია-ამის გამოქვეყნებით მას დასცინისო,მაგრამ როგორც ტონი ამბობს თავად
მას სურდა,რომ თავისი ცხოვრება ხალხისთვის მოეყოლა. უნდოდა,რომ ხალხს სხვა ტონი გაეცნო,რეალური,ნამდვილი
ტონი ბლუნტი და არა ვიღაც ბიჭი,რომელიც სცენაზე გიტარით ხელში იდგა და გოგოების კივილის
მიზეზი გამხდარიყო. ტონი ამაზე ბევრად მეტი იყო. არ აქვს მნიშვნელობა გინდ გიჟად მიიჩნიეთ
იგი,გინდ სულელად, ის ჩემი ძმა იყო და მე აუცილებლად გავაკეთებდი იმას,რაც მას უნდოდა
რომ გაეკეთებინა,უბრალოდ სანამ ბოლო წინადადებებს დავწერ და ამ წიგნს გამოსაცემად გავაგზავნი
ვფიქრობ არის რაღაც, რაც უნდა გითხრათ,რაც ტონის მეგობრებმა,ფანებმა,გულშემატკივრებმა
უნდა იცოდეთ. ის,რამაც თითქოს შვება მომგვარა,ან რაღაც ასეთი გრძნობა გამიჩინა. როდესაც
ტონი გაკვეთეს,რადგან სიკვდილის ზუსტი მიზეზი გაეგოთ. ექიმებმა მის ტვინში რაღაც იპოვეს.
მე დერეფანში ვიცდიდი,რათა ჩემი საუკეთესო მეგობარი დამეტირებინა,მაგრამ მაშინაც ვტიროდი
და სწორედ ამ დროს ექიმი გამოვიდა,მან მითხრა:
-არ ვიცი,ეს რამდენად განუგეშებთ,მაგრამ-პაუზა-ის რამოდენიმე
თვეში მაინც მოკვდებოდა.საქმე ისაა,რომ ტვინზე სერიოზული პრობლემები ჰქონდა,არ ვიცი
შეიძლება იმის გამო, რაც ბავშვობაში გადაიტანა,სერიოზული ტრამვაც მიიღო.მას გაორება
სჭირდა,სავარაუდოდ მოგონებები ჰქონდა არეული,გამოგონილ სამყაროში ცხოვრობდა,საკუთარი
თავი სხვა ადამიანი ეგონა,ამასთანავე ის საკუთარი თავიც იყო.მოკლედ ძალიან მძიმე მდგომარეობაში
იმყოფებოდა და რამოდენიმე თვეში მიანც გარდაიცვლებოდა,ასე არ უწვალია მაინც და სავარაუდოდ
ვერაფერიც ვერ გაიგო,ვერანაირი ტკივილი ვერ იგრძნო. ახლა ცოცხალი რომ ყოფილიყო, შესაძლოა
რამდენიმე დღეშიც ისე ცუდად გამხდარიყო,ისეთი ტკივილები ექნებოდა, რომ სულ შეიშლებოდა.პირდაპირი
გაგებით.ასე რომ..-ექიმმა ამოისუნთქა-ძალიან ვწუხვარ,მართლაც არაჩვეულებრივი მუსიკოსი
იყო.-მითხა მან და გამშორდა,მაშინ ვერ მივხვდი თუ რას ნიშნავდა მისი ეს სიტყვები,მაგრამ
ახლა კი ვხვდები. არანაირი უოლტერ მიტი არ
არსებობდა.არა, არსებობდა და მართლაც მოკლეს ის ცემით 10 სექტემბერს,მაგრამ ტონის მასთან
კავშირი არ ჰქონდა. ის სულ ტონი იყო,ჩემი მეგობარი ტონი ბლუნტი,ძალიან ვნანობ მას რომ
არ დავურეკე,მაგრამ ის მართალი იყო,კარგად მიცნობდა, მე არ შემეძლო დარეკვა... და კიდევ
ზურგში ორი ნატყვიარიც უპოვეს. ეტყობა მაშინდელია, პირველად რომ სცადეს მისი მოკვლა,მაგრამ
როგორ გამოჯანმრთელდა ან ტყვია ვინ ამოუღო ეს არ ვიცი,ალბათ არც მან იცოდა ან უბრალოდ
მის გონებაში ამ ყველაფერს ღრმა ბურუსი,უოლტერ მიტის ბურუსი გადაჰფარვოდა. ბილი.
