ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე
ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

Sunday, January 25, 2015

ბოლო განცდა

  ტალღები ნაპირს ეხეთქება...ზღვა ქვიშაზე დატოვებულ ნაკვალევს ფარავს და შლის,ისე თითქოს ის იქ არასდროს არ ყოფილა. სიოც ნაზად ქრის,ჯერ მარტო ზღვა ჩანს,უკიდეგანო ზღვა და მცხუნვარე მზე. თუმცა იქაც კი აღწევს ხმა. ხალხის ლოცვა,საგალობლები,გამამხნევებელი შეძახილები,მაგრამ ეს ყველაფერი ზედმეტია,ყოველ შემთხვევაში ამ სამოთხისთვის ნამდვილად ზედმეტია. ამბობენ გონება თავისუფალიაო და მართლაც ასეა. არ აქვს მნიშვნელობა თუ სად იქნება შენი სხეული მიჯაჭვული,მთავარია სად იქნება შენი გონება,ქვეცნობიერი. ამ ყველაფერს ფილ რაზვალი არაჩვეულებრივად ამტკიცებდა. ალბათ ბევრისთვის გაუგონარი სახელია,ასეც უნდა იყოს. ის უანგარო სიკეთით ცხოვრობდა. ცნობილი ბიზნესმენი და პოლიტიკოსი იყო,მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი,მაგრამ ის სხვა მდიდარ პიროვნებებს არ ჰგავდა. მისი სიმდიდრის მთავარი ნაწილი მისი სიკეთე იყო. ფილი ყოველთვის ეხმარებოდა გაჭირვებულებს,უსახლკაროებს,მოკლედ ყველას, ვისაც დახმარება სჭირდებოდა.ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამშენებლო კომპანიის დამფუძნებელი იყო. მას ბევრისთვის აუშენებია უამრავი სახლი,ბევრი ოჯახისთვის გაუწვდენია დახმარების ხელი. ჯერ კიდევ ორმოცი წლის ასაკში პოლიტიკაში მოვიდა.მას არ შეეძლო ამდენი უსამართლობისთვის ეყურებინა და არაფერი გაეკეთებინა.თავისი მმართველობითა და რეფორმებით მალე გაითქვა სახელი და მოსახლეობის გულებში სათანადო ადგილიც დაიმკვიდრა. ის ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული და პატიოსანი ადამიანი იყო, ვინც კი როდესმე დაბადებულა დედამიწაზე. ამბობენ იდეალური ადამიანები არ არსებობენო,მაგრამ ის იდეალური კაცი იყო. თუმცაღა სიცოცხლეში არ გაუმართლა,რადგან თავისი უძვირფასესი მეუღლე ვივიენი მალევე დაკარგა. მათი შეუღლებიდან შვიდ თვეში ქალი ავტოკატასტროფაში მოჰყვა და გარდაიცვალა. იმის შემდეგ ცამეტი წელი გასულიყო,მაგრამ ფილის გული ჯერ კიდევ მხოლოდ ვივიენს ეკავა და მასში სხვა ქალის ადგილი არ იყო. ბევრი ალბათ მას გასცინებს ცამეტი  წელი ერთ ქალს როგორ უნდა გადაჰყვეო,მაგრამ ასეა, ფილ რაზვალს წრფელი სიყვარული აკავშირებდა ვივიელ ვაცლევთან და მისთვის სხვა ქალი უბრალოდ არ არსებობდა.რატომ ხდება ისე, რომ ნამდვილად კარგი და კეთილი ადამიანები მალე მიდიან ამ ქვეყნიდან? ამ კითხვას ალბათ თქვენც დასვამთ. ცამეტი წლის შემდეგ ფილ რაზვალიც მიდიოდა ამ სამყაროდან. არადა ჯერ მხოლოდ 47 წლის იყო,ისევ ახალგაზრდა და სანდომიანი. იგი საავანდმყოფოს საწოლს იყო მიჯაჭვული,მაგრამ ის საავანდმყოფოზე უკეთეს ადგილას იმყოფებოდა,სანაპიროზე,იქ სადაც მან და ვივიენმა თაფლობის თვე გაატარეს. უკვე მესამე დღე იყო, რაც ფილი საავანდმყოფოში მოხვდა,მან პატარა ბიჭი დაღუპვას გადაარჩინა,როდესაც მისთვის დიდ სატვირთოს უნდა დაერტყა და მის მაგიერ თვითონ მოხვდა საავანდმყოფოში,სასიკვდილოდ განწირული. მთელი ქვეყანა ფეხზე იდგა.ეკლესიები და ტაძრები ისე იყო გადაჭედილი,როგორც არასდროს. მთელი მსოფლიო მისთვის ლოცულობდა,ხალხი საავანდმყოფოს წინ შეკრებილიყო,მათ ხელში ანთებული სანთლები ეკავათ,ზოგჯერ კი ვიღაცა რაღაცას შემოუძახებდა მომაკვდავის გასამხნევებლად. ექიმების თქმით მათ არაფრის გაკეთება არ შეეძლოთ და ახლა ყველაფერი ფილზე იყო დამოკიდებული.ყველას,მთელ მსოფლიოს უნდოდა მისი გადარჩენა,მაგრამ თავად ფილს ვინმე რამეს ეკითხებოდა? იქნებ მას არ უნოდა სიცოცხლე...სანაპიროზეც კი ესმოდა ფილს ხალხის ხმა,მათი შეძახილები. კაცს უნდოდა მათთან დაბრუნება,მაგრამ იგი ამ საოცარ ადგილს ვერ ტოვებდა,თანაც ეს ადგილი მას ვივიენს ახსენებდა. კაცს მონაბერი სიო სახეზე ნაზად ელამუნებოდა,მას ვივიენის სუნთქვა ახსენდებოდა,ოჰ როგორ უნდოდა ახლა მასთან ყოფნა,მარადიულად ყოფნა.  ფილმა არ იცოდა თუ რამდენი ადამიანი წუხდა მის გამო და რამდენი ცრემლი ჩამოგორებული და დაღვენთილა დედამიწაზე,თორემ ალბათ იბრძოლებდა,მაგრამ ახლა ის ძალიან დაღლილი იყო,იდგა და ჰორიზონტს გასცქეროდა,სადაც უკიდეგანო ზღვა იშლებოდა. ფილი ზღვასთან ახლოს მივიდა,იგრძნო როგორ დაუსველა ფეხები თბილმა წყალმა. კაცს ეს ესიამოვნა.მან ნაპირს გახედა. ნაპირზე მათი პატარა სახლი იდგა,იქნებ რომ ცოდნოდა, რომ მის პალატაში მის გვერდით დედამისი ცხარე ცრემლით დასტიროდა მომაკვდავ შვილს შესულიყო სახლში და დაბრუნებოდა ამ სამყაროს,მაგრამ მას ზღვა არ უშვებდა.ის ისეთი მომაჯადოებელი იყო,თანაც ზღვა მას ვივიენს ახსენებდა,მის ერთადერთ და ლამაზ ვივიენს. უცნაურია,მაგრამ მაშინ, როდესაც ზღვამ კაცს ფეხები დაუსველა ფილს ყველაფერი გაახსენდა,უფრო ზუსტად მოაგონდა.მას მისი ბავშვობა მოაგონდა,ის დრო რომელიც აღარ ახსოვდა,თითქოს ის თავის თავს თვალწინ ხედავდა მაშინ,როდესაც მან პირველად აიდგა ფეხი,როდესაც პირველად თქვა სიტყვა „დედა“,როდესაც პირველად აკოცა ვივიენს,მოაგონდა ის თუ როგორ იქორწინა მასზე და რაოდენ ბედნიერნი იყვნენ ისინი ერთად. ამ მოგონებების მერე კი მას საშინელი რეალობა გამოესახა. ის,რომ მას აღარ ჰყავდა მამა,რომელიც მისთვის მამაზე მეტი იყო,საუკეთესო მეგობარი,მესაიდუმლე და ბრძენი მრჩეველი,მოაგონდა ისიც, რომ უკვე ცამეტი წელი იყო, რაც ვივიენი აღარ ჰყავდა და ფილს სევდა შეამოაწვა. მან კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა, ახლა უკვე დაწყნარებული ზღვისაკენ. ფილს ხმა მოესმა.ის ის ხმა არ იყო,რომელიც უკვე კარგა ხანი შორიდან ესმოდა. ეს ხმა სულ ახლოდან გაისმა,ის საუცხოოდ ჟღერდა და ფილი მიხვდა,რომ ეს ის ხმა იყო, რომელსაც ვერასდროს დაივიწყებდა.ეს მისი ვივიენის საუცხოო ხმა იყო. კაცი ნაპირისკენ მიტრიალდა.მან შორიდან ქალის სიალუეტი დაინახა. ის კაცს უფრო და უფრო უახლოვდებოდა,ბოლოს კი ნათლად გამოჩნდა,ეს ნამდვილად ვივიენი იყო. ქალს ისევ ის საცურაო კოსტიუმი ეცვა,რომელიც ქმარმა უყიდა და თაფლობისთვის პირველივე დღეს ჩაივა.ოჰ, მაშინ როგორი ბედნიერები იყვნენ.  ვივიენს ისევ მშვენირი,ლამაზი,დახვეწილი სახე ჰქონდა.თაფლისფერი თვალები და გრძელი ყავისფერი თმები. ფილს უცებ დიდი სევდა და ბედნიერება ერთიანად შეამოაწვა. კაცმა იგრძნო, თუ როგორ ჩამოგორდა წვეთები მის სახეზე.მას სახეზე ღიმილი გამოესახა.
-ღმერთო,ვივიენ, ეს შენ ხარ.
-ჰო,მე ვარ ძვირფასო - ქალმა ხელით სახეზე ჩამოგორებული ცრემლები მოიწმინდა,მის ხმაში დიდი მღელვარება იგრძნობოდა.
-ვერ წარმოიდგენ ამ წამს რამდენი ხანი ველოდი.
-მეც, მეც დიდი ხანი ველოდი.
-მთელი ცამეტი წელიწადი.
- ჰო-ქალმა ბედნიერებისგან გაიცინა-მთელი ცამეტი წელიწადი.
ფილი მისკენ დაიძრა...
   პალატაში სასწრაფოდ ექიმები შეცვივდნენ. მომაკვდავის მდგომარეობა ძალიან გაუარესებოდა,მათ ელექტრო შოკი აიღეს და პაციენტს გულზე დაადეს. ერთი დარტყმა,ორი დარტყმა,სამი დარტყმა... ფილი გრძნობდა როგორ ექაჩებოდა რაღაც უკან,სახლისაკენ,მაგრამ მას იქ შესვლა არ უნოდა,კაცს ვივიენთა დარჩენა სურდა. ქალი არ იძვროდა,კაცი კი მასკენ მიიწევდა,მან ნაბიჯს უფრო და უფრო უმატა. ის ვივიენთან სულ უფრო ახლოს იყო. მომაკვდავის გადარჩენას ელექტრო შოკით ცდილობდნენ,მაგრამ  ეს მცდელობები უშედეგო იყო.პალატის გარეთ ფილის დედა იდგა,მას ხელი სახეზე აეფარებინა და თავისთვის ტიროდა. მანძილი ფილსა და ვივიენს შორის უფრო და უფრო მცირდებოდა.ფილმა იგრძნო, თუ როგორ მოუმატა ნაბიჯს,მას საყვარელი ქალის შეხება სულ უფრო და უფრო უნდებოდა. ვივიენმა ხელები გაშალა. კაცი მასთან მივიდა და მეუღლე გულში ჩაიკრა. ორივე ტიროდა,ორივენი ბედნიერებისგან ტიროდნენ და ერთმანეთის სიახლოვითა და შეხებით ტკბებოდნენ.ზღვა ახლა ორივეს უსველებდა ფეხებს,
-მოდი გავცუროთ - ვივიენმა ქმარს უთხრა. ფილმა მას თავი დაუქნია და ორივემ ზღვაში შეცურა,ისე რომ კაცს არც კი გაუხედავს ნაპირზე მდგარი სახლისაკენ,სადაც მას ატირებული დედა ელოდებოდა. ექიმმა ცრემლები მოიწმინდა,საათს დახედა და თქვა:
- გარდაცვალების დრო:სამი საათი და ოთხი წუთი. საკვირველია არა ? სწორედ ამ დროს გარდაიცვალა ვივიენიც,ზუსტად ცამეტი წლის წინ,ზუსტად ამავე დღეს...


Thursday, January 8, 2015

ფეისბუქში დაკარგული

  ოცდამეერთე საუკუნე სოციალური ქსელების გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელი იქნებოდა. დღესდღეისობით ძალიან ცოტაა ისეთი ადამიანი,ვისაც სოციალური ქსელების, კერძოდ კი ფეისბუქის შესახებ არ გაუგია. ფეისბუქს მილიარდზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. ჩვეულებრივ მოქალაქეებთან ერთად მას ცნობილი ადამიანები, მსახიობები, მომღერლები და პოლიტიკოსებიც ხშირად სტუმრობენ. ფეისბუქს ადამიანების ცხოვრებაში დიდი ადგილი უჭირავს. ის ხომ ერთმანეთთან კავშირის დამყარებაში,ახალი ამბების გაგებასა და გავრცელებაში და სამყაროს უკეთესს შესწავლაში გვეხმარება.  როგორც აღვნიშნეთ ამ სოციალურ ქსელს ძალიან ბევრი ადამიანი ხმარობს. ის მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეშია გავრცელებული. იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ფეისბუქს ხშირად მოიხმარენ პატარა ლუკასიცაა. ის ოჰაიოს მკვიდრია. ბიჭი სულ რაღაც 10 წლისაა,თუმცა იგი მაინც აქტიურად იყენებს სოციალურ ქსელებს.
    2014 წლის 3 აგვისტო იყო. ერთი ჩვეულებრივი, არაფრისგან გამორჩეული დღე. თუმცაღა ამ დღეს ცა ვარსკვლავებით განსაკუთრებულად მოჭედილიყო.  ლუკასი თავის ოჯახთან ერთად ვერანდაზე იჯდა,როდესაც საღამოს 10 საათზე ცას ერთ-ერთი ვარსკვლავი მოწყდა.
-ლუკას, მიდი რამე ჩაიფიქრე.ვარსკვლავი ჩამოვარდა და ნატვრა აუცილებლად აგიხდება- უთხრა დედამ შვილს.
-მართლა? - იკითხა ლუკასმა.
-ჰო,მიდი ჩაიფიქრე- ბიჭს მამამ უპასუხა.
ლუკასმა თვალები დახუჭა და გულში წარმოთქვა „ მინდა,რომ ფეისბუქში ვცხოვრობდე“. მისი ასეთი სურვილი გასაკვირი სულაც არ იყო. ფეისბუქი ხომ ის ადგილი იყო, სადაც ბავშვებისთვის სანუკვარი თამაშები იდო. აბა მართლაც,წარმოიდგინეთ ფეისბუქში რომ გეცხოვრათ იქნებ თქვენც გამხდარიყავით ამ თამაშების გმირები და ცხადში გებრძოლათ ცუდი მონსტრებისა და ტროლების წინააღმდეგ. ეკრანიდან დანახულს ნამდვილად აჯობებდა. ლუკასი მხოლოდ 10 წლის იყო,ამიტომ ამ ასაკის ბავშვებისთვის ასეთი გატაცება სრულიად მისაღებია,ხოდა მაშინ ეს ნატვრაც არ იქნებოდა გასაკვირი.
   ბიჭი მალევე დაწვა,თუმცაღა მან დაძინებამდე ფეისბუქში შესვლა გადაწყვიტა. ლუკასმა ჯერ თავის მეგობრებს მიწერა,შემდეგ ცოტა ითამაშა და ამასობაში ჩაეძინა კიდევაც,ხოლო ლეპტოპი,რომელშიც ფეისბუქი გახსნილიყო ბიჭს გულ-მკერდზე დადებული დარჩა. დანამდვილებით ვერ გეტყვით ლუკასს რომელ საათზე გამოეღვიძა,მაგრამ ოთახში სინათლე უკვე შემოდიოდა. ბიჭი წამოდგა, ჩაიცვა,ხელ-პირი დაიბანა და ქვემოთ ჩავიდა. მას სახლი ეუცხოვა. ის ის სახლი აღარ იყო ,სადაც ბიჭი თავის მშობლებთან ერთად გუშინ იმყოფებოდა. ვერც ოჯახის წევრები ნახა პატარა ლუკასმა,მაგრამ მას არ შეშინებია,რადგან საკმაოდ გაბედული და უშიშარი ბიჭი იყო.  ლუკასი გარეთ გავიდა. გუშინ მისი სახლის წინ ვრცელი მინდვრები იყო გადაშლილი, ახლა კი ის პირდაპირ შუა ქალაქში აღმოჩნდა. ქალაქი მეტისმეტად ლამაზი იყო. ქუჩები პატარები,მაგრამ განიერები იყვნენ. მათ შორის მწვანე პატარა მდელოები მდებარეობდნენ,რომლთა კიდეებზეც ხის ლამაზი სკამები იყვნენ დადგმულნი. სკამების გვერდით შავი სანაგვე ურნები იდგნენ,მათზე კი ასო „ფ“ იყო ამოტვიფრული. მწვანე მდელოებზე ხეები და ლამაზი მინდვრის ყვავილები ამოსულიყვნენ. მდელოებთან სარწყავი ფანტანებიც იყო დამონტაჟებული. ქალაქში რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ჩიტები არ დაფრინავდნენ. ხეებიც მხოლოდ ხეხილისა იყო. ძირითადად მათ ბალი და ვაშლი ესხათ. რაც შეეხება ქუჩებს ისინი ქვაფენილებით იყვნენ მოკირწყულნი. მათზეც დიდი „ფ“ იყო გამოსახული.  ამ უცნაურ ქალაქში ადამიანებიც უცნაურები იყვნენ. თითქოს ისინი ჩვეულებრივად გამოიყურებოდნენ ,მაგრამ მათ თავზე სხვადასხვა გამოსახულებები გაჩენილიყვნენ. ლუკასმა ერთი ახალგაზრდა წვერებიანი კაცი დაინახა,რომელსაც თავს ზემოთ გამოსახულება გასჩენოდა და ისიც კაცთან ერთად გადაადგილდებოდა. გამოსახულებაზე  ეწერა „ თქვენ გაქვთ 1 მოწონება“ მასზე ასევე ფეისბუქის ლოგოც იყო დატანებული. შემდეგ ბიჭმა ორი გოგონა დაინახა, რომლებიც ნაყინს შეექცეოდნენ და თან გზას მიუყვებოდნენ. ორივეს გამოსახულებები დაჰყვებოდა. ერთზე ფეისბუქის „მესენჯერი“ იყო გამოსახული სადაც ამ გოგონასი და მისი მეგობრის მინაწერი იკითხებოდა. მეორე გოგოს თავზე კი ასეთი წარწერა იყო გამოსახული „ ერიკმა თქვენს ფოტოზე კომენტარი დატოვა“. ლუკასი ამ ყველაფერს გაოცებული შესცქეროდა. ბიჭი სახლის კარებთან იდგა და გამვლელებს პირდაღებული მისჩერებოდა.იგი ფოსტალიონმა გამოაფხიზლა. ველოსიპედზე მჯდარმა კაცმა მის ფეხებთან გაზეთი დააგდო, თვითონ კი გზა გააგრძელა. ფოსტალიონს ლურჯი ფორმა ეცვა. მასზეც ფეისბუქის ლოგო იყო გამოსახული. ლუკასმა გაზეთი აიღო და სახლში შეიტანა. ბიჭი მაგიდას მიუჯდა და გაზეთი გადაშალა. მის პირველ გვერდზე ასეთი  ინფორმაცია წაიკითხა „ მაიკლ ჯექსონმა 80 მილიონ მოწონებას მიაღწია“, შემდეგ გვერდზე კი ასეთი ინფორმაცია იყო „ 2015 წლიდან ქალაქი ფერს შეიცვლის“. სტატიას ფოტოც ერთო,რომელზედაც ქალაქის მომუშავეთა ფორმები იყო გამოსახული,რომლებიც ლურჯის მაგიერ წითლები გამხდარიყვნენ და მათზეც ასო „ფ“ იყო გამოსახული. ლუკასი გაზეთს გაოცებით ფურცლავდა. მან ბოლო გვერდზე გადაშალა სადაც ასეთი რამ წაიკითხა „გმადლობთ,რომ ცხოვრობთ ფეისბუქით. ყოველდღიური გაზეთი „ფეისბუქ ნიუსი“. ბიჭმა გაზეთი მოისროლა. მას საშინლად მოშიებოდა. სამზარეულოში ლურჯი მაცივარი იდგა,რომელზედაც ასო „ფ“ იყო გამოსახული. ლუკასმა ის გამოაღო. მაცივარი სავსე იყო ,თუმცაღა პროდუქტების შეფუთვრბზეც ასო „ფ“ იყო გამოსახული. მან მაცივრიდან ყველი და კარაქი გამოიღო. შემდეგ კი კედელზე ჩამოკიდული კარადის კარი გამოაღო და იქედან ლურჯშეფუთვიანი ჩაი ჩამოიღო,რომელსაც ასევე „ფ“ ეწერა. იქვე მდგარი საპურიდან კი პური გადმოიღო. თეთრი დაჭრილი პური იყო,რომელიც გამჭირვალე ცელოფანში იყო გახვეული. ცელოფანს კი დიდი „ფ“ ეწერა, ასოს ქვემოთ კი პატარა ასოებით ჰქონდა წარწერა „პური“. დანარჩენ პროდუქტებზეც ასე იყო დაწერილი. ლუკასმა ჩაი აადუღა და მასთან ერთად კარაქიანი პურიც მიირთვა. საუზმის შემდეგ მან ქალაქის დათვალიერება გადაწყვიტა.
   ბიჭი მთავარ ქუჩას გაუყვა. ქუჩის ერთ მხარეს მწვანე მდელო,ხოლო მეორე მხარეს კი პატარა,მაგრამ ლამაზი სახლები მდებარეობდნენ. ზოგიერთი მათგანი ორსართულიანი,ზოგი კი ერთსართულიანი იყო. სახლები ერთმანეთს ფორმითა და ფერით წააგავდნენ. ყველა ოთკუთხედი და ლურჯი იყო. მათ კარებებზე კი დიდი „ფ“ იყო გამოსახული. ასოს ზემოთ კი სახლის ნომერი ეწერა. ქალაქი საკმაოდ დიდი ჩანდა. გაოცებული ლუკასი ყველაფერს ათვალიერებდა. მანქანებს,რომლებსაც ლურჯი შეფერილობა ჰქონდათ,ავტობუსებს, რომლებზეც „ფეისბუქ ნიუსის“ რეკლამები იყო გამოსახული, ქალაქში ხეების, მდელოებისა და გზების გარდა ყველაფერი ლურჯი იყო.თუმცაღა მაცხოვრებლებს,რომლებიც „საქალაქო“ სამუშაოებს არ ეწეოდნენ სხვადასხვა ფერის ტანისამოსი ეცვათ.ზოგს წითელი, ზოგს ყვითელი და ზოგსაც მწვანე ფერის მაისურები თუ პერანგები ჰქონდათ ჩაცმული. ბიჭმა ქუჩის კუთხესთან მაღაზიას მოჰკრა თვალი. დიდ ვიტრინაში გრძელი, მრგვალი ქუდი დაინახა, ის რაღაცით მექსიკურ ქუდსაც წააგავდა. ლუკასს ძალიან მოუნდა მისი ყიდვა. ჯიბეები შეიმოწმა და ნახა,რომ მას 4 დოლარი და 60 ცენტი ჰქონდა. ბიჭმა გადაწყვიტა ქუდის ფასი გაეგო და შემდეგ ნახავდა შეძლებდა თუ არა მის შეძენას. იგი მაღაზიაში შევიდა. სალაროსთან საშუალო ასაკის ჭაღარა, გამხდარი მამაკაცი იდგა.
- გამარჯობა - ლუკასი მას მიესალმა.
-გაგიმარჯოს - ღიმილით მიუგო გამყიდველმა.
-მაინტერესებს, ის მრგვალი ქუდი რა ღირს - ბიჭმა კაცს „მექსიკურ“ ქუდზე მიანიშნა.
- 20 მოწონება-მიუგო გამყიდველმა.
-რა? 20 მოწონება?-ბიჭს სახეზე გაკვირვება აღებეჭდა.
-ჰო,20 მოწონება.
-და როგორ უნდა გადავიხადო?
-მეგობრები ხომ გყავს?
-დიახ.
-მერე შენს პოსტებსა და სურათებს არ გიწონებენ?
-კი,როგორ არა.
-ჰოდა იმათ ჩამოვაჭრი. აბა გაქვს 20 მოწონება?
ლუკასი დაფიქრდა.
-კი,ვფიქრობ ამდენი მექნება.
-კარგი, მაშინ აქ შენი სახელი და გვარი ჩაწერე.-გამყიდველმა ბიჭს პლანშეტის მაგვარი მოწყობილობა მიაწოდა. ლუკასმა იქ თავისი სახელი და გვარი ჩაწერა და მალე ეკრანზე თავისი ფეისბუქის პროფილიც დაინახა. ოღონდ ის უფრო სხვანაირად გამოიყურებოდა. თავიდან მისი ფოტო და ინფორმაცია ჩანდა. ინფორმაციის ველში ეწერა „ მოწონებების რაოდენობა: 37 მოწონება“. კაცმა ეკრანს რაღაც ბარათი შეახო. მოწონებების რაოდენობის ველში 17 მოწონება დაიწერა. გამყიდველმა ლუკასს ქუდი მიაწოდა.
-აი გამომართვი და კიდევ შემოგვიარე.
-აუცილებლად-უთხრა ბიჭმა და მაღაზიიდან გამოვიდა. მან გზა განაგრძო. ქუდი ცოტათი დიდი იყო,მაგრამ ბიჭმა ის მაინც მოირგო. ასეთ ქუდებს მართლაც რომ კარგი საჩრდილობელი აქვთ.
   ლუკასმა პარკი დაინახა,სადაც მისი ასაკის გოგო-ბიჭები თამაშობდნენ. იგი პარკში შევიდა. საკმაოდ ლამაზი პარკი იყო. მწვანე, ლამაზად შეკრეჭილი ბალახი,ხის სკამები,ლურჯი სასრიალოები,ფანტანები,ნაყინისა და ჰოთ-დოგის გამყიდვლები, სხვადასხვა ჯიშის ხეები,ბუჩქები, მოკლედ ამ პარკში ყველაფერი იყო. ლუკასი ბავშვებთან მივიდა. იგი საკმაოდ კონტაქტური ბიჭი იყო. მან ადვილად გამონახა საერთო ენა რამოდენიმე თანატოლთან და რამოდენიმე საათი მათთან ერთად ხან დამალობანას და ხანაც დაჭერობანას თამაშობდა. მზე უკვე ჩადიოდა,როცა ლუკასი სახლისკენ გაბრუნდა. მისი სახლი რიგით 10225-ე იყო. ბიჭმა იგი ადვილად მოძებნა და შიგნით შევიდა. მას მოშიებოდა. მან სამზარეულოში სასუსნავებს მიაგნო და შიმშილის გრძნობა მათი მეშვეობით დაიკმაყოფილა. შემდეგ კი იგი ტელევიზორს მიუჯდა.ბიჭმა სულ რაღაც სამი არხი იპოვნა. პირველი „ფეისბუქ ნიუსს“ ეკუთვნოდა და იქ დღის ახალი ამბები გადმოიცემოდა. მეორე არხი ქალაქის მცხოვრებლებზე საუბრობდა,ხოლო მესამე კი სპეციალურად პატარებისთვის იყო შექმნილი და იქ მულტფილმები გადიოდა. ლუკასს აქამდე ეს მულტფილმები არასდროს ენახა. არადა ის მათი თავგამოდებული ფანი იყო. სიმართლე რომ ვთქვათ აქამდე ის მათ ვერც ნახავდა,რადგან ისინი ერთ სუპერგმირზე იყო,რომელსაც ლურჯი კოსტუმი ეცვა და გულმკერდზე ასო „ფ“ ჰქონდა ამოკვეთილი. მალე მოსაღამოვდა. ლუკასი მოითენთა,ის მართლა გადაღლილიყო, ამიტომ თავის ოთახში ავიდა და თავი ძილს მისცა.
   ბიჭს დილით ადრიანად გამოეღვიძა, საათი 8 საათსა და 40 წუთს უჩვენებდა. ლუკასმა კბილები გაიხეხა და თავი მოიწესრიგა.შემდეგ კი ისევე ისაუზმა,როგორც გუშინ. კარებთან დაგდებული ახალი გაზეთიც აიღო და კვლავ გასეირნება გადაწყვიტა. ამჯერად იგი ქალაქის მეორე მხარეს გაემართა. რამოდენიმე ხანში ბიჭმა დიდი  აბრა შენიშნა,რომელზეც დიდი ასოებით ეწერა: „ჯგუფების უბანი მარჯვნივ,გვერდების უბანი მარცხნივ“. ლუკასმა ქუჩას გახედა, იგი ორად იყოფოდა. ბიჭი ჯერ მარჯვნივ წავიდა. მან დიდი შენობები დაინახა,რომლებზედაც აბრები იყო ჩამოკიდული.ზოგიერთი შენობა სხვებზე დიდი იყო. ლუკასი ერთ-ერთი უდიდესი შენობის აბრას დააკვირდა და გაოცდა. ის ფეისბუქზე არსებული ერთ-ერთი ჯგუფის სახელს შეიცავდა.ჯგუფი ფეხბურთზე იყო და მასში ლუკასიც იყო გაერთიანებული. ბიჭი შენობაში შევიდა.იქ ორი ადამიანი დახვდა.
-შენი სახელი -ერთ-ერთმა მათგანმა ბიჭს უთხრა.
-ლუკას დობრონი.
კაცმა უკვე ნაცნობ პლანშეტის მსგავს ხელსაწყოში რაღაც გადაამოწმა და ბიჭს უთხრა:
- შეგიძლია შეხვიდეთ. აი ამ კარით ისარგებლეთ.-მან ბიჭს ლურჯ კარზე მიუთითა.
ლუკასმა კარები შეაღო. მის წინ უზარმაზარი ოთახი გადაიშალა. ოთახში უამრავი ხალხი ირეოდა. ისინი იმ თემებზე საუბრობდნენ,რომლებზედაც ჯგუფში ყოვედღიურად ბევრი რამ იწერებოდა. ოთახში დახუთულობა იყო. ლუკასს სიტუაცია არ მოეწონა,ამიტომ უკან გამობრუნდა. იგი იმ გზას გაუყვა, რომლითაც ჯგუფების უბნამდე მოვიდა.ახლა ის გვერდების უბანში წავიდა. სახლები იქაც მსგავსად იყო განთავსებული. ლუკასი იმ სახლში შევიდა ,რომელიც მისი გვერდის სახელს ატარებდა.არა,გვერდი ლუკასის შექმნილი არ იყო,უბრალოდ ის მასში იყო გაწევრიანებული. აქ უფრო უკეთესი ვითარება იყო. ოთახი არც ხალხით იყო გადატვირთული და სუნთქვაც შეიძლებოდა.უბრალოდ ბიჭმა მაინც მოიწყინა და იქედანაც წამოვიდა.  იგი გზას გაუყვა. ბიჭმა გზად ახალი აბრა შეამჩნია,რომელზეც ეწერა: „ მოთამაშეთა უბანი მარცხნივ“ აბრაზე ისარიც იყო გამოსახული. ბიჭს სახეზე სიხარული აღებეჭდა. ის ხომ ძირითადად ფეისბუქს სათამაშოდ ხმარობდა. ლუკასმა მარცხნივ რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა,თუმცაღა მალევე შეჩერდა. იგი ამდენი სიარულისგან საკმაოდ გადაღლილიყო. მან გადაწყვიტა,რომ ამ უბანს მომდევნო დღეს წვევოდა. ახლა ბიჭს საშინლად შიოდა და იგი სახლისკენ დაადგა გზას.  გზად მან კაფეტერიას მოკრა თვალი და გახარებული იქეთკენ გაემართა. ბიჭი კაფეში შევიდა. კედელზე მენიუ იყო გაკრული. მენიუ გრძელ პლაკატზე იყო დაწერილი. პირველად მადისაღმძვრელი პიცა ეხატა,რომელზედაც ასო „ფ“ იყო გამოსახული. მის გვერდითაც პიცა იყო,მესამე სურათზეც პიცა იყო გამოსახული, თუმცა ისინი ვიზუალურად განსხვავდებოდნენ. პიცების გვერდით სასმელები გამოესახათ. პირველი სასმელი კოკა-კოლა იყო,მეორე ფანტა,მესამე კი სპრაიტი. ლუკასს დარჩენილი 17 მოწონება გაახსენდა და მენიუზე გამოსახულ ფასებს შეხედა. პირველი პიცა 3 მოწონება ღირდა, მეორე - 5,მესამე კი -7 მოწონება. კოკა-კოლა, ფანტა და სპრაიტი კი 1 მოწონება ღირდა. ლუკასმა პირველი პიცა და ერთი კოკა-კოლა შეუკვეთა. შეკვეთა მალევე მოვიდა. ბიჭმა მთლიანი პიცა შესანსლა,მას გამაგრილებელი სასმელიც დააყოლა, ღირებულება გადაიხადა და სახლისკენ გაემართა. სახლში მალე მივიდა. იგი ქალაქით ისე იყო აღტაცებული,რომ თავისი მშობლები და ახლობლები სრულიად დავიწყებოდა.
    დილით ლუკასმა ისაუზმა თუ არა,მაშინვე მოთამაშეთა უბანში გაემართა. მას ერთი სული ჰქონდა თამაშს შედგომოდა. ბიჭმა მთელი გზა 20 წუთში გაირბინა და ქალაქის საოცნებო ნაწილსაც მიადგა. მან უბანში შესასვლელად დიდი თაღი გაიარა,რომელზედაც ეწერა: „კეთილი იყოს შენი მობრძანება,მოთამაშევ!“ აქაც დანარჩენი უბნების მსგავსად ლურჯი შენობები მდებარეობდნენ,თუმცა ისინი საკმაოდ განიერნი იყვნენ. ლუკასმა ის თამაში მოძებნა,რომელსაც ფეისბუქზე ყველაზე ხშირად თამაშობდა და შენობასთან ჩამომჯდარ ასაკოვან კაცთან მივიდა.
- გამარჯობა.მინდა,რომ ეს თამაში ვითამაშო - ბიჭმა კაცს მიუგო.
- 10 მოწონება ღირს.
ლუკასმა მოხუცს თავი დაუქნია და თავისი სახელი და გვარი უთხრა. კაცმა მოწყობილობაში მონაცემები შეიყვანა და ბიჭს მოწონებები ჩამოაჭრა.
-ოღონდ იცოდე არ შეგეშინდეს.შეიძლება გული აგიჩქარდეს,გეგონოს,რომ სისხლისგან დაიცლები ან რამე ამის მსგავსი.არ შეგეშინდეს,არაფერი არ მოგივა.
ბიჭმა კაცს თავი დაუქნია და ლურჯი კარები შეაღო. იგი გასაოცარ სამყაროში აღმოჩნდა. ბიჭი აღტაცებით ათვალიერებდა თავის საოცნებო ადგილს. იქ ცა წითელი იყო,მიწა ნამდვილს გავდა. ამ ადგილას ხეებიცა და ბუჩქებიც იზრდებოდნენ. უბრალოდ ყველგან წითელი ბურუსი იყო.ხილვადობა ჭირდა. კარებზე შუბი,ნაჯახი და ხმალი იყო ჩამოკიდული. ლუკასმა შუბი აირჩია. ის სწორედ ამ იარაღს ირჩევდა ფეისბუქზე თამაშის დროსაც. შუბი საკმაოდ მძიმე იყო,მაგრამ ბიჭმა მას ხელები მაგრად ჩასჭიდა და მყარად დაიკავა. თამაში მხეცების დამარცხებაზე იყო. ამ ადგილას მგლების მაგვარი არსებები,უფრო ზუსტად კი მაქციები ბინადრობდნენ. მოთამაშის მიზანი კი მათი დამარცხება,შემდეგ მთავარ გამოქვაბულამდე მისვლა და ალფას-ანუ მათი ლიდერის დამარცხება იყო. შუბით შეიარაღებულმა ლუკასმა ტყისკენ მოძრაობა დაიწყო. იგი ნელი ნაბიჯებით გადაადგილდებოდა. მარჯვნივ ბუჩქი შეირხა. ბიჭი იქეთ მიტრიალდა. ბუჩქიდან დიდი,საზარელი მგელი გამოვარდა. ლუკასმა თამაში კარგად იცოდა, გარდა ამისა ის მამაცი ბიჭი იყო. ამიტომ შუბის შემართვა და მხეცის განგმირვა არ გასჭირვებია. მან გზა სირბილით გააგრძელა. ფეისბუქზე თამაშისას ჯერ ალფამდე ვერ მისულიყო. მას ძალიან უნდოდა ეს რეალობაში გაეკეთებინა. მალე ტყე კიდევ უფრო გახშირდა. მორბენალ ლუკასს წინ მორიგი მაქცია დაუხვდა. მგელი მისქენ გამოექანა. ლუკასმა შუბი წინ გაიშვირა და ის მხეცს პირდაპირ მუცელში აძგერა. დაახლოებით ასეთივე მეთოდებით დაამარცხა რამოდენიმე შემხვედრი მგელიც. ბიჭი წინ შეუპოვრად მიიწევდა. მან გზა წითელ ტყემდე წარმატებით გაიარა.მან იცოდა,რომ წითელი ტყე ერთ-ერთი ყველაზე საშიში ადგილი იყო. იგი ახლა ნელი ნაბიჯებით,ფრთხილად მიიწევდა წინ. უცებ მარცხნიდან მგელი გამოხტა. იგი ბიჭს ეძგერა. ლუკასი ძირს დავარდა,თუმცაღა შუბის ხელში დაჭერა მოასწრო. მგელი ბიჭს დააცხრა. ლუკასი მგელის ეშვებს შუბის დახმარებით იჭერდა.მან შუბი მგელს კბილებში ჩაუდო. შემდეგ კი იგი სწრაფად შემოატრიალა და წვეტიანი პირი მხეცს პირდაპირ სასაში გაუყარა. მაქცია ძირს უგონოდ დაეცა. ლუკასმა ღრმად ამოისუნთქა და გზა გააგრძელა. მან უკნიდან ღრენის ხმა გაიგო. ბიჭს მორიგი მხეცი დაედევნა. ლუკასი მთელი სისწრაფით წინ გაექანა. იგი გზად შემხვედრ ბუჩქებს ახტებოდა.სიჩქარის მოსამატებლად ხეებს იშველიებდა.რაც შეეძლო სწრაფად მირბოდა,თან ღრმად და თანაბრად სუნთქავდა. მიუხედავად ასეთი სისწრაფისა მგელი მასზე სწრაფი აღმოჩნდა. ის ბიჭს უფრო და უფრო ეწეოდა. ლუკასმა გაიაზრა,რომ გაქცევა უშედეგო იყო, ამიტომ გაჩერდა და შუბი შემართა. მგელიც მის შუბს წამოეგო... ბიჭმა გზა განაგრძო. სულ რამოდენიმე მეტრი ექნებოდა გავლილი,როცა ღრენის ხმა გაიგონა. თავიდან მოეჩვენა,რომ ხმა მარცხნიდან მოდიოდა, შემდეგ კი ხმა მარჯვნიდან გაისმა. ბიჭმა იქით მიიხედა. ჰორიზონტზე მთელი სისწრაფით მორბენალი მგელი გამოჩნდა. იგი პირდაპირ ბიჭისკენ მოიწევდა. ხმა ახლა მარცხნიდანაც გაისმა. ლუკასმა იქედანაც მომავალი მგელი დაინახა. ბიჭს შუნთქვა შეეკრა,იგი ხეებს მიეყრდნო. ორივე მხეცი მის წინ კბილებდაკრეჭილნი იდგნენ. ლუკასი შუბს აქეთ-იქით აქნევდა და მხეცებს უშვერდა,მაგრამ მათ ამით კიდევ უფრო აღიზიანებდა. ბიჭს ერთი მხეცი ეცა. მან იგი შუბით მოიშორა,მაგრამ მხეცი ისევ წამოდგა. ახლა ლუკასს მეორე მგელი ეძგერა. ბიჭმა იგი შუბით განგმირა,მაგრამ როცა ამას აკეთებდა მარცხენა მხარზე დიდი ტკივილი იგრძნო. მეორე მგელი მას მხარში ჩაფრენოდა.ლუკასი მისთვის შუბის ჩასობას შეეცადა,მაგრამ ვერ შეძლო. ამასობაში მესამე მაქციაც გამოჩნდა. ის ბიჭს მარჯვნიდან ეძგერა. ლუკასი ძირს მოწყვეტით დაეცა.მას შუბი ძირს გაუვარდა. ბიჭი სისხლისგან იცლებოდა. მას მხოლოდ მგლების ყმუილისა და ღრენის ხმა ესმოდა. ხმა ნელ-ნელა უფრო და უფრო შორიდან ისმოდა. ბიჭს თვალებიც დაებინდა. იგი ხეებსა და ბუჩქებს ვეღარ ხედავდა. ლუკასი გახშირებულად სუნთქავდა,შემდეგ კი ისიც შეწყდა...
   ბიჭმა ღრმად ამოისუნთქა. მან თვალები გაახილა.ის სულ სხვა გარემოში იმყოფებოდა. იქ აღარც წითელი ცა,ბურუსი,ხეები და რაც მთავარია არც მგლები იყვნენ. ბაჭთან ნაცნობი მოხუცი ჩამუხლულიყო.
-აბა ხომ არ შეგეშინდა?-მან ლუკასი წამოაყენა.
-კი,ძალიან შემეშინდა.
-გეგონა,რომ კვდებოდი?
-ჰო.
-სიკვდილის წინ რაზე ფიქრობდი?-კაცმა ჩაიცინა.
-დედაზე,მამაზე,ოჯახზე-ლუკასმა ტირილი დაიწყო.
-ჰეი,ჰეი ბიჭო,დამშვიდდი, ყველაფერი კარგადაა.
-არა,არაფერიც არაა კარგად. თქვენ ეს არ გესმით! თქვენ გყავთ მშობლები,გაქვთ ოჯახი?
-ოჯახი ყველას აქვს.-მოხუცმა ლუკასს მიუგო.
-ჰო,მაგრამ ისეთი ოჯახი როგორც მე მაქვს ყველას არ აქვს. მე... მე მომენატრა დედის კოცნა შუბლზე დაძინებისას,მომენატრა მისი ღიმილი,მომენატრა მამის მზრუნველი და აღტაცებული მზერა,როდესაც მასთან თამაშისას მის კარში გოლი გამქონდა. მე ისევ მინდა... მე ეს ისევ მინდა. სისულელეა,სისულელეა ეს ყველაფერი.მგლები,მაქციები,მონადირეები,წითელი ცა. ეს ყველაფერი იდიოტიზმია. ოჯახი,ოჯახია რეალობა,ოჯახია ყველაფერი,რაც კი რამ ღირებულია ამ სამყაროში.
-10 წლის ბიჭის კვალობაზე ძალიან ბრძნულად საუბრობ- აღნიშნა მოხუცმა.
- მითხრით, რატომ უნდა დავხარჯო დრო ამ სიყალბეში,როდესაც ოჯახი მაქვს და შემიძლია ეს უძვირფასესი დრო მათთან გავატარო?!
მოხუცს სახეზე ღიმილი გამოესახა.ლუკასმა ცრემლები შეიშრო.
-მითხარით აქედან როგორ გავიდე! როგორ დავუბრუნდე ჩემს ოჯახს?
-შენ ახლა ფეისბუქში ხარ. ამ ქუჩას გაუყევი-მოხუცმა ლუკასს გრძელ,ვიწრო ქუჩაზე მიანიშნა-შემდეგ მთავარ ქუჩაზე გადი და მას ბოლომდე მიყევი. ასე ქალაქის ცენტრში აღმოჩნდები. იქ უზარმაზარ შენობას დაინახავ. ზედ ასო „ფ“ ეწერება. იქ შედი,შენი ანგარიში მოითხოვე და ის გათიშე.ლუკასმა მოხუცს თავი დაუქნია და მთელი სისწრაფით ქუჩისაკენ მოკურცხლა. ბიჭი გზად თავის მშობლებს,თავის ოჯახს იგონებდა.ის მათთან გატარებულ ყოველ ბედნიერ წამზე,სასიხარულო წუთზე ფიქრობდა.ლუკასს სახეზე თან ღიმილი ესახებოდა,თან კი შიგადაშიგ ბედნიერებისგან ცრემლიც ჩამოეღვენთებოდა თავის მშვენიერ სახეზე. იგი წინ მთელი სისწრაფით მირბოდა. ბიჭი თავისი საყვარელი ადამიანებისკენ მიიწევდა. მან მალე მთავარ ქუჩაზე გადაუხვია. ქუჩა რამოდენი წუთში გაირბინა და უზარმაზარი მრგვალი შენობაც დაინახა. იგი შენობაში სასწრაფოდ შევიდა.პირველ სართულზე დიდი,გრძელი მაგიდა იდგა. მაგიდის მეორე მხარეს ერთი ქალი იჯდა.ლუკასი მასთან მივიდა და საკუთარი ანგარიში მოსთხოვა.ქალმა ბიჭს პლანშეტის მაგვარი მოწყობილობა გაუწოდა. ეკრანზე ლუკასის ინფორმაცია აღარ იყო გამოსახული. ეს მოწყობილობა სხვებისგან ზომითა და ფორმით განსხვავდებოდა.მას მართკუთხედის ფორმა ჰქონდა და ზომითაც სხვებს ორჯერ აღემატებოდა. ეკრანზე ლუკასის ანგარიშის სამართავი პანელი იყო გამოსახული. პანელში რამოდენიმე პუნქტი იყო,რომლებიც ანგარიშის რედაქტირებას ახდენდნენ. სიის ბოლოს კი ეწერა- „გასვლა“. ლუკასმა გაიღიმა და ხელი „გასვლას“ თამამად დააჭირა...
    ბიჭს თავის საძინებელში, საკუთარ საწოლში გამოეღვიძა. ჯერ კიდევ საღამურებში გამოწყობილმა კიბეები ჩაირბინა და სამზარეულოში შევარდა. იქ დედამისი ნახა,რომელიც ბლინებს აცხობდა.
-დედა - აღტაცებით წამოიძახა ლუკასმა.
-ოჰ, ადგა დედას სიხარული?- მზრუნველობით აღსავსე ტონით დედამ შვილს მიუალერსა. ლუკასი მას მოეხვია.
-ძალიან,ძალიან მიყვარხარ.
-ვიცი,მეც მიყვარხარ ჩემო პატარავ.
-კარგი,მამა უნდა ვნახო.
-მიდი,გარეთაა.
ლუკასი გარეთ გავარდა.მამამისი ბალახს კრეჭდა. შვილის დანახვაზე კაცმა საკრეჭი მანქანა გამორთო და ლუკასის ჩასახუტებლად ხელები გაშალა. მამამ შვილი გულში ჩაიკრა.
-აბა როგორ გეძინა?
-კარგად-მამას უთხრა ლუკასმა და თავისი თავგადასავალი გაახსენდა.თურმე მოწყვეტილი ვარსკვლავი მართლაც ასრულებს სურვილებს...