ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე
ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

Saturday, April 5, 2014

დრო ხომ ასეთი უნდობარია



რო ხომ ასეთი უნდობარია
რომ არვის ინდობს , არც თავის შვილებს,
არცა მეფეებს , არცა ვით ღმერთებს

არც დიდი ქვეყნის მმართველ-ბატონებს.

დრო წაუბილწავს უამრავ სისხლსა,
ბევრიც ცრემლითა დასტირებია.
დროისთვის კაცი კაცსაც ებრძოდა
უკვდავებისთვის არვინ იხევდა.

დრო იყო ,როცა ვიღაც მართავდა,
ვიღაცა კიდევ მონადა იყო.
დრო იყო ,როცა საზღვრების გამო
მთელი მინდორი წითელ ფრად იყო.

დრო ხომ ასეთი უნდობარია,
რომ არვის ინდობს, არც თავის შვილებს.
ყველა კაცი ხომ მოკვდავი არის,
ყველას ოდესმე დრო გაიტაცებს .

ავტორი: გიორგი ჩაჩხიანი

Wednesday, April 2, 2014

მე , საქართველო !



მე აღარ მინდა გარდავისახო ,
 არ მინდა ისევ ვიცვალო ფერი.
მინდა მე დავრჩე იმად რაცა ვარ ,
აღარ მებრძოდეს ბოროტი მტერი.

მე ვარ ქვეყანა სამყაროს წევრი,
ამაყი შვილი კავკასიისა ,
რომლის კალთებსეც აღმართულია,
დიადი უშბა , თეთნულდი ,შხარა.

ზამთრით თოვლში რომ დავიფარები,
ცივი ფანტელი მიყინავს გულსა ,
მაგრამ ზაფხულიც არაა კარგი,
ცხელი სხივები მიწვავს ამ გულსა .

მაგრამ ვინ დარდობს,ვინ მიფრთხილდება,
ყოველ წამს გული ნაღვლით მევსება,
ძლივს ვსუნთქავ , ძლივს ძგერს ეს ჩემი გული,
მაგრამ ვერავინ ამას ვერ ხვდება.

მე საქართველოს, შვილს კავკასიის,
უწინ ნაომარს , ლეგენდად თქმულსა ,
ნუთუ გამწირავს განგება ჩემი,
ვეთაყვანები მას , დიადს , ძველსა.

  ავტორი: გიორგი ჩაჩხიანი