ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე
ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

Wednesday, October 11, 2017

ფონად მთვარის შუქზე

მე არ მოგელოდი,
სრულებითაც არა,
მაინც ხომ მიპოვნე,
გეყოს ძებნა, კმარა.

აწი ვინ დაითვლის
იმ მაგიურ წუთებს,
ჩვენ რომ გავათეთრებთ
უძილო ღამეებს.

ფონად მთვარის შუქზე
მე არ დავიღლები,
წამით არ ჩამთვლიმავს,
შენ ხომ იქ იქნები.

აბა როგორ მივცემ
თავს ძილის უფლებას,
თუნდაც წამიერად
თვალის მოტყუების,

როცა შენ იქნები
თავად უძინარი,
ჩემთვის ფხიზელი
და მუდამ მომღიმარი.

ფონად მთვარის შუქზე
ჩემთვის გაათენებ
და ჩემს სასთუმალთან
ავს არ გააკარებ.

ჩუმად ჩამჩურჩულებ:
- აი, მეც მოვედი,
და მეც ჩაგიხუტებ,
შენ, ჩემო მილედი.