ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე
ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

Tuesday, May 16, 2017

გოეთეს "ახალგაზრდა ვერტერის ვნებანის" წაკითხვის შემდეგ


ეჰ, რატომ მოკვდა, - გაიკვირვებენ
და დანანებით იტყვიან მასზე,
რა ახალგაზრდა იყო საწყალი,
ახლად შემდგარი ცხოვრების გზაზე.

მაინც რამ მოკლა ის უბედური,
რა ჰქონდა ნეტავ სადარდებელი,
რომ წამიერად აიღო ხელში
ცეცხლს დასაწვავი ეს რევოლვერი.

არ შეუშინდა არც ღმერთის რისხვას
და არც სინდისმა არ შეაწუხა,
ძლიერ მიიჭდო ის საფეთქელზე
და ტყვიამაც რომ წამში იქუხა.

ეჰ, რა მამაცი იყო საწყალი,
არც კლდეებს, ქედებს უშინდებოდა
და რას ფიქრობდა კლდეზე შემდგარი,
თავით უფსკრულში რომ ეშვებოდა.

ეჰ, რამ დაღუპა ის უბედური,
რომ თვითმკვლელობაც კი ჩაიდინა,
ასე უგულოდ როგორ განგმირეს,
უწინ ყოველთვის ლაღად ღიღინა.

რამ მიიყვანა სარეცელამდე
და სუდარაშიც რომ გაახვია,
იტყვიან მასზე გაკვირვებულნი,
თანაც რომ ყველა დარდს მისცემია.

მხოლოდ ცოტამ თუ იცის სიმართლე,
ბოლო დროს გულში უჟღერდა ჩანგი
და სიყვარულმა საბედისწერომ,
ამ სიყვარულმა დაღუპა იგი.

გიორგი ჩაჩხიანი

No comments:

Post a Comment