სინათლის სვეტი ზედ მთისა წვერზე
(ეძღვნება გურამ ჯავახიშვილის ხსოვნას)
ბინდი ჩამოწვა კიდევ ერთხელ,
კიდევ ერთხელ მოვიდა წვიმა.
ისევ განათდა ღვთიურ ზეცაზე,
დაიჭრიალა სამოთხის კარმა.
გაისმა ლოცვა, დიდება უფლის,
სამგლოვიარო ზარების რეკვა.
ნელი ნაბიჯით ავდივართ მთაზე
და წინ მიგვიძღვის ჩვენ ნესტვთა ბერვა.
სრულ მდუმარეში ჩერდება წამი,
მძაფრდება გრძნობა,ფეხის ხმაც გვესმის.
როცა აღებენ აქ საფლავის კარს,
იქ, სამოთხეში კაკუნი ისმის.
ჩვენ აქ დავტირით, ის კი იღიმის,
სწორედ მზეა რომ გზავნილი მოაქვს.
ბედნიერია,რომ ჩვენ განვიცდით,
ბედნიერია, სახელი რომ აქვს.
სასახლეზედა მიწის ყრა ისმის,
კვლავ მომღიმარი კარებსა აღებს,
დამშვიდებული და ვალმოხდილი,
მისთვის განკუთვნილ ადგილს დაეძებს.
გიორგი ჩაჩხიანი
No comments:
Post a Comment